ლიზას ახირება! (საცდელი თავი)
ლიზამ აიხირა გასაუბრებაზე წამომყევი გინდა თუ არაო. ეს გოგო რამეს, რომ დაიჟინებს რთულია არ დათანხმდე ისეთია. რაღაც კომპანიაში იყო თავისუფალი ადგილი მიმღებ-გოგონად და ესეც ახტა , თან უნივერსიტეტში ვივლი თან ჩემი ფული მექნებაო. მარტო წასვლა ეზარება და მე თუ არა სხვა ვინ?! ასე და ამრიგად აღმოვჩნდი 17 მეტრიან კომპანიაში. შევყევი გასაუბრებაზე. ქალი იჯდა ხანში შესული, მაგრამ ძალიან ლამაზი და მომღიმარი. ძალიან საყვარელი ჩანს. როგორც კი შევედით უცნაურად დამიწყო დაკვირვება, თითქოს ჩავაფიქრეო. -გამარჯობა,-გაუღიმა ლიზამ. -გამარჯობა. თქვენ ალბათ ლიზა ხართ ხომ?-გაუღიმა ქალმაც. -დიახ,-ხელი ჩამოართვა ლიზამ. მე გავუღიმე. -დაჯექით გოგონებო, რატომ დგახართ ფეხზე,-კიდევ უცნაურად მაკვირდება. რა მაფიაა?! -მე მაკა ვარ, ამ კომპანიის უფროსი. თქვენი სახელი?-ახლა მე შემომხედა. -ნატუკა,-ვუთხარი და ისევ გამიღიმა მეც გავუღიმე აბა ხოარ შევუბღვერდი. ლიზამ და მაკამ ისაუბრეს და ლიზა ხვალ დილიდან იწყებდა მუშაობას და შემდეგ მე მომიბრუნდა: -თქვენც გინდათ მუშაობის დაწყება? -არა , მე ლიზას გამოვყევი.- ავდექი და ჩანთას ვიღებდი , რომ გამაჩერა. ლიზა უკვე გასული იყო , წყალი უნდოდა ძალიან და ბარემ იქ დაგელოდებიო. -თქვენთან წინადადება მაქვს. -ყურადღებით გისმენთ. -იცით , ნატუკა, რძალს ვეძებ ოღონდ რეალურს არა! მხოლოდ 1 წელი. ჩემი შვილი ბიზნესმენია და ახლა ისეთი ეტაპი აქვს აუცილებელია ცოლი მისი სამსახურის გამო. მხოლოდ 1 წელი და შემდეგ გაშორდებით ძალიან ცივილიზებურად. ფულს რამდენსაც გინდათ გადაგიხდით. ძალიან ლამაზი ხართ და კარგი გოგო ჩანხართ ამიტომ გთავაზობ-მიღიმის-მოდი დაფიქრდი. ნომერს მოგცემ და რომ მოიფიქრებ დამირეკე. -კარგი,-ცოტა გაოცებული ვარ. ნომერს ვართმევ და დაბნეული ძლივს ვახერხებ, რომ კარებს არ ვხეთქო სიფათი. -სად იყავი ამდენი ხანი? -ცქმუტავს ლიზა. მოვუყევი რაც მაკამ მითხრა. -ძაან მაგარი წინადადებაა. 22 წლის ხარ 1 წელი ფიქტიურად ძალიან ბევრ ფულს იშოვი და მერე 23 წლის ასაკში დამთავრდება ყველაფერი! -აუ, ლიზა, რა მარტივი სათქმელია! სახლში მივედით. ძალიან ბევრი ვიფიქრე იმ საღამოს. ჩემი მშობლები საზღვარგარეთ არიან ასე , რომ მე და ლიზა ერთად ვცხოვრობთ. ეხლა ფული ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ჩემი სწავლის ფულს მეთვითონ გადავიხდი... ვსო, თანახმა ვარ! მაკას ნომერს ვიღებ ჩანთიდან. ყავას ვაკეთებ მაგიდასთან ვჯდები და ვურეკავ. მალევე მპასუხობს: -გისმენთ. -ქალბატონი მაკა ბრძანდებით? -დიახ, რომელი ხარ? -ნატუკა ვარ ქალბატონო მაკა.. -უბრალოდ მაკა, საყვარელო. -მაკა, თანახმა ვარ შენს წინადადებაზე. -ძალიან კარგი ჩემო საყვარელო! ხვალ 7 საათისთვის მანქანა გამოგივლის და წამოგიყვანს ჩვენთან. ბარგი ჩაალაგე. მისამართი მომწერე. გაქვს რაიმე შეკითხვა? -არა. -მაშინ ხვალამდე, ჩემო საყვარელო. -ხვალამდე. ისე ასეთ ტკბილ "დედამთილზე" ოცნებაც არ ღირს, მგონი ზღაპარში ვარ. ნეტა "ქმარიც" ასეთი მყავს? რაღაც საეჭვოდ მეჩვენება ქმარიც ასეთი კარგი მყავდეს. -ლიზაა,-აივანზეა ისევ ჩვენ მეზობელ გიორგის უყურებს, რომელიც თავის ტანს აივანზე დააჩოჩებს და ლიზაც თვალებდაჭყეტილი უყურებს. -რა? -შემოდი და შეეშვი მაგ შეჩვენებულს! -რა იყო?-შემოვიდა, მაგრამ თვალი მაინც აივნისკენ უჭირავს. -დავთანხმდი მაკას. -ნეტა როგორი ქმარუკა გეყოლება,-ტუჩს იკვნეტს. -დებილი ხარ! რაში მაინტერესებს მთავარია სწავლის ფულს გადავიხდი და ავიტან ურჩხულიც რომ იყოს მაინც! -ის ურჩხული შენ მზეთუნახავი და ნუუ... -მოკეტეეე! -ბრაზიანი მზეთუნახავი-გაწვა სიცილისგან, ცოტაც და კუბოში გავაწვენ ! -ლიზა! -კაი კაი ვსო! -ვსო? -ვსო! მთელი ღამე იმაზე მელაპარაკა როგორი იქნება "ჩემი" ურჩხული. იმედია გამოვძვრები ურჩხულის სიტუაციიდან. კიდევ იმაზე , რომ სახელიც არვიცი. ათასი ხუმრობა მოიფიქრა. უკვე ვწევართ რამის 2 საათია. ეს მაინც არ აპირებს გაჩერებას! -შენმა მშობლებმა რო გაიგონ გული დაარტყავთ, ესე მალე ჯერ არავინ გათხოვილა. -ნუ ხარ ნაგავი! -ნუ ხარ სწერვა! -ნუ ხარ..ნუ! -კაი ხო.-მაინც მეხუტება ჩემი ცუნცულა. -მიყვარხარ-ვკოცნი ჩემ სულელს. -მეც მერე ისე უგონოდ ჩაგვეძინა , რომ აი რავი. დილით მე უნივერსიტეტში წავედი ლიზა სამსახურში. ლიზას რო არ აეხირებინა წამომყევი გასაუბრებაზეო არც არაფერი მოხდებოდა. რა უცნაურია, როგორ შეუძლია ერთ ჩვეულებრივ მარტივ მოვლენას შეცვალოს მთელი შენი ცხოვრება.. როგორია? დიდი გეგმები მაქვს ძააააააალიან წინ! თავებს გავზრდი რათქმაუნდა. ეს უბრალოდ საცდელია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.