შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბლუანის სათამაშო (თავი 3)


2-08-2017, 00:59
ავტორი ადელაინი
ნანახია 4 064

,,ერთი ბეწო სახის შეცვლას ვერ ვპატიობთ ადამიანს და იმას კი არ ვკითხულობთ, რამ შეუცვალა სახე."

ფიოდორ დოსტოევსკი


-მართვის მოწმობა გაქვს?-ინტერესით მიაჩერდა,საჭესთან მოკალათებულ ბიჭს,რომელსაც თმა უწესრიგოდ ჩამოყროდა შუბლზე
-არა-ვითომც არაფერიო ისე გაუღიმა ნუცას,უფრო ძლიერად მოუჭირა საჭეს თლილი თითები და სიჩქარეს საგრძნობლად მოუმატა
-ის მაიმც მითხარი სად მივდივართ,არ მინდა დავაგვიანო
-ვიცი დღეს შენი და ნინოს დუელია-თითქოს გულუბრყვილოდ,ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე თქვა ბაბლუანმა
და ვერც კი შეამჩნია გოგონამ მოს ხმაში გაჟღერებული ირონიული ნოტები
-ის მაინც მითხარი სად მივდივართ ხომ იცი სულ რაღაც სამი საათი გვაქვს-ანერვიულებულმა ნუცამ დახედა მაჯაზე,საპატიოდ შებნეულ ბაბლუანის ნაჩუქარ საათს
-უბრალოდ მენდე-ისეთი ხავერდოვანი და უტყუარი მოეჩვენა გოგოს ბიჭის სიტყვები,არაფერი უკითხავს,უბრალოდ მიენდო....
ვერ იჯერებდა ნუცა,ბაბლუანმა მანქანა შუა გულ ტყეში რომ გააჩერა,ვერ ხვდებოდა აქ მოსვლის მიზეზს,სანამ რამდენიმე ნაბიჯი არ გადადგა ბიჭთან ერთად,ულამაზესი სანახაობა გადაიშალა წყვილის თვალწინ,აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჯაყელი,
მინდვრის ყვავილებით დაფარული მთელი ველი,ჯაყელი გაოცებული აცეცებდა თვალებს,სიყვარულისფერ თვალებში დაუფარავი სიხარული ჩასდგომოდა,ხედავდა ამას რატი და ვერ ხვდებოდა,ან არ უნდოდა მიმხვდარიყო,როგორ შეეძლო ეს გაეკეთებინა,დღეს ხომ კონკურსი იყო,მათემატიკოსთა შეჯიბრი,რომელსაც ეს ორი გოგო,მოუთმენლად ელოდა,მაგრამ იყო განსხვავება,აბაშიძე გულხელდაკრეფილი ნამდვილად არ დარჩენილა,ყველანაირი ხერხით ცდილობდა გამარჯვების მოპოვებას,ნუცა?ნუცასაც უნდოდა გამარჯვება,მაგრამ იმდენად მეამიტი იყო გოგონა ვერც კი წარმოწდგინა სხვებს რისი გაკეთება შეეძლო მიზნის მისაღწევად,ბაბლუანს თითოეული ნაბიჯი გათვლილი ჰქონდა,დრო უნდა გაეყვანა,გოგონა კიდევ ერთხელ გაესულელებინა,რადაც არ უნდა დაჯდომოდა უნდა შეეფერხებინა ქალაქში დაბრუნება,გული ერეოდა საკუთარ საქციელზე,მას შემდეგ მითუმეტეს რაც ნუცა გაიცნო,იმდენად სუფთა იყო გოგონა,იმდენად სპეტაკი და უბოროტო,რომ ენდობოდა ბიჭს,მიუხედავად იმისა რომ თავდაპირველად ეჭვის თვალით უყურებდა ბაბლუანს,ამ უკანასკნელმა მოახერხა და დაარწმუნა რომ ნუცა სიგიჟემდე უყვარდა,რომ ნინო არ იმსახურებდა მის სიყვარულს,რომ ბაბლუანს მისი სიკეთით სავსე თვალები,ხუჭუჭა თმები და გაბუსული,ვარდისფერი ტუჩები აგიჟებდა.
ფერად-დერადი ყვავილებით დაფარულ ველზე,გულაღმა,უდარდელად გაშოტილიყო ნუცა,ცას მიშტერებოდა,ბედნიერებას და სიყვარულს ასხივებდა,ფიქრებმა შორს,ძალიან შორს წაიყვანა,უცებ შეკრთა,შეიშმუშნა და გვერდით არც კი გაუხედავს,ისე ჰკითხა მასთან ძალიან ახლოს მოკალათებულ ბაბლუანს,რაც ასე ძალიან აწუხებდა,რის პასუხს თვეების მანძილზე ეძებდა
-რატომ მაინცდამაინც მე?-ბაბლუანი შეკრთა,მწველი მზერა გოგონას ყვავილებ შერეულ,კულულებს დაასო
-რას გულისხმობ?
-შეგეძლო ნებისმიერი აგერჩია,,ნინო,ლიკა...რატომ მაინცდამაინც მე?
-უბრალოდ შენ არ ჰგავხარ სხვებს-საკუთარი თავი შეზიზღდა რატის,გაუცხოება იგრძნო და ვერ გაეგო რამ გამოიწვია ეს გრძნობა,მისმა გულწრფელმა სიტყვებმა თუ ნუცას გულუბრყვილობამ
- თავიდან ვფიქრობდი,რომ შენი ნდობა არ შეიძლებოდა,მაშინებდა შენი გაყინული მზერა,მაგრამ მერე რაღაც შეიცვალა
-რა შეიცვალა?-სუნთქვა შეეკრა ბაბლუანს,პასუხის მოლოდინში გაირინდა
-შემიყვარდი,ისეთ დროს გამოჩნდი როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი და გენდე...
ბიჭს არაფერი უთქვამს,მხოლოდ შორეულ ფიქრებში გადაეშვა,იხსენებდა ბავშვობას,დედას რომელმაც პატარა მიატოვა,მამას რომელიც ყოველთვის ანებივრებდა,ფიქრობდა მეგობრებზე,ნინოზეც კი,მაგრამ არა ნუცაზე,არ უნდოდა ნუცაზე ეფიქრა,არ უნდოდა გაეხსენებინა,რომ ეს მეამიტი,გულუბრყვილო და თაფლისფერთვალება გოგო,მისი უაზრო ქმედების გამო დაიტანჯებოდა,გული ეტკინებოდა,რომ კიდევ ერთხელ უნდა მოეტყუებინა,შუა გზაში მანქანა გაეჩერებინა,ეთქვა რომ გაფუჭდა,რომ ვერ შეძლებდა მის შეკეთებას და რადგან ნუცას არაფერი გაეგებოდა მანქანების ვერც კი მიხვდებოდა ბიჭის მზაკვრულ გეგმას,რა იქნებოდა მერე?ნუცა ძალიან მალე გაიგებდა რომ გამოიყენეს,რომ ბაბლუანმა თავის სათამაშოდ აქცია,შეეცოდა რატის იგი,არ ემეტებოდა,წამით კი ისიც გაიფიქრა სიმართლე ეთქვა გოგონასთვის,რომ რატის იგი არ უყვარდა,რომ ეს დიდი თამაში იყო,მაგრამ აბეზარები ფიქრები უკუაგდო და გეგმის ბოლომდე მიყვანა არჩია,არ შეეძლო, აბაშიძეს ვერ გაწირავდა...



&&&
-ჯანდაბა!ჩემი ბრალია რომ დააგვიანე,მაპატიე ვიცი როგორ ელოდი,მაპატიე-სკოლის ეზოში აცრემლებული,აკანკალებული გოგონას წინ იდგა რატი, ნუცასს მეტად სევდიანი ეჩვენა ბიჭის ნათქვამი ბოლო სიტყვა,დააგვიანა,ვერ მოასწრო,რას იტყოდა მალხაზი?მასწავლებლები,რას იტყოდა ბაშიძე,იფიქრებდა რომ გოგონა დაამარცხა,რომ შეაშინა იგი და ამიტომ არ მოვიდა კონკურსზე,მაგრამ არ ნანობდა,წამითაც კი,მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ეს დრო ბაბლუანის გვერდით გაატარა,უღირდა ამად,ბიჭთან გატარებულ არცერთ წამს არ ნანობდა...
"არაუშავსო" ანუგეშა ბიჭი,და ეზოს მოავლო თვალი,რომელიც თანდათან ივსებოდა ბავშვებით,ნაცნობები,უცნობები და უცებ სისხლი გაეყინა ნუცას,მასთან გაბადრული,ბედნიერი სახით მოემართებოდა ნინო აბაშიძე,უკან მისი მეგობრები მოჰყვებოდნენ,კმაყოფილება აღბეჭდვოდა გოგო-ბიჭებს სახეზე
-ყოჩაღ ბაბლუანი!საქმეს არაჩვეულწბრივად გაართვი თავი!-ირონიულად შენიშნა აბაშიძემ,ხელით განზე გაწია ნუცა და ბაბლუანს კმაყოფილი სახით დაუდგა გვერდით
-რას გულისხმობ?-ნუცას არ მოეწონა ეს ქმედება,თითქოს გულმა რეჩხი უყო,ეშინოდა პასუხის მოსმენის,მაგრამფიქრობდა რომ ეს გოგონას მორიგი სკანდალური გამოხტომა იყო,ნუცას გასაღიზიანებლად,მხოლოდ იმიტომ რომ ჯაყელს ეჭვი შეპარვოდა რატის გულწრფელობაში
-რა გეგონა შენ,ვიღაც ჯაყელის ქალი,უინტერესო,უჩინარი და საბრალო გოგო,მე ნინო აბაშიძეს დამამარცხებდი?მასხრად ამიგდებდი?ან ის როგორ იფიქრე რატი ბაბლუანი ჩემს შემდეგ შენ შეოგხედავდა?ეს ხომ ტორტის ჭამის შემდეგ,ვადაგასული ორცხობილის ჭამას გავს?-სუნთქვა შეეკრა ნუცას,ადგილზე შეტოკდა,ორივე ხელი ძლიერას მიიჭირა გულზე,ჰაერი არ ჰყოფნიდა,გული ტკიოდა,მეტად ვიდრე როდესმე,ეს არ გავდა იმ ტკივილს რასაც ხშირად განიცდიდა ჯაყელი,მისი შემსუბუქება რამოდენიმე ტაბლეტს არ შეეძლო,დანისლული თვალებიდან ძლივს ხედავდა ბაბლუანს,აბაშიძის გვერდით მდგომს,სევდიანი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე,ნუცას თვალებს რომ წააწყდა თავი დახარა,ნუცას მაინც ქონდა იმედი,იმედი რომ ეს აბაშიძის მორიგი ტყუილი იქნებოდა,მაგრამ წამში გაუქარწყლდა იმედები,რატიმ ძლიერად მოხვია ხელიი წელზე ნინოს და სხეულზე აიკრა
-იმაზე მეამიტი აღმოჩნდი ვიდრე მეგონა,ნამდვილი სულელი ხარ,როგორ გაჰყევი? ან ის როგორ დაიჯერე რომ მანქანა გაფუჭდა?თუმცა რა მიკვირს სადაც ის დაიჯერე რომ ჩემი რატი შენ შეგიყვარებდა....რავიცი,რავიცი ამ მნიშვნელოვან დღეს,როგორ ენდე-ახარხარდა ნინო და გაყინული თვალებით აათვალიერა ფერდაკარგული გოგონა.
-არაა!ეს შეუძლებელია,შეუძლებელი-გიჟივით აცეცებდა თვალებს,და გაუჩერებლივ ბუტბუტებდა,ხედავდა როგორ მოიყარა ყველამ თავი მათ გარშემო,შეურაცხყოფილი იყო,გაასულელეს,მისი გრძნობები გადათელეს,გამოიყენეს,არაფრად ჩააგდეს,თანდათან იმატებდა ტკივილი მკერდში,ალბათ ცოტაც და ვერ აიტანდა,გასკდებოდა და ნაფლეთები სხეულში ჩაეფანტებოდა...
-შეწყვიტე ნინო!-კბილებში გამოსცრა ბაბლუანმა,უხეშად მოიშორა,სხეულზე აკრული გოგონა,გული მოუკვდა,განადგურებული,სახეალეწილი დამცირებული გოგონას დანახვისას,იცოდა გარდაუვალი იქნებოდა ნუცას ტკივილი,მაგრამ მის სახალხო დამცირებას არ ელიდა,სუნთქვა გაუხშირდა ბაბლუანს,სურვილი გაუჩნდა გოგონასთვის ხელი ჩაევლო და შორს წაეყვანა,გადაერჩინა ამ დამცირებას,მაგრამ გვიანი იყო,ძალიან გვიანი
-სად იყავი აქამდე ქალბატონო ნუცა?-ზურგს უკან მოესმა ხმა გოგონას და სული გაეყინა,მალხაზის ხმის გაგება ნამდვილი კოშმარი იყო,ბოლო წვეთი,რისი ატანაც შეეძლო-მეგონა შეიძლებოდა შენი ნდობა,მეგონა იმედებს გაგვიმართლებდი,მაგრამ შენ გასეირნება ამჯობინე,უპასუხისმგებლობასაც აქვს საზღვარი!-ნუცამ ნელა შებრუნდა და დაინახა მის უკან,კიბის საფეხურზე მდგომი,სახეალეწილი დირექტორი.ჯაყელი შებარბაცდა,ძლიერად ტკიოდა გული,უკვე ღვარად სდიოდა ცრემლები და ეს ოდნავადაც არ უმსუბუქებდა ტკივილს.რატიმ იგრძნო,მასაც სტკიოდა,ნუცას ტკივილი სტკიოდა,მისი არაკაცული საქციელი აწუხებდა,გულს უკლავდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა,დაინახა როგორ შებარბაცდა ჯაყელი,საშინლად გამოიყურებოდა იგი,ფერდაკარგული,დაწითლებული თვალები, ჩვეულებრივზე მეტად წითელი ტუჩები და აწეწილი თმები,გაიწია ძალაგამოცლილი გოგონას დასჭერად,დასახმარებლად,აღარ აინტერესებდა რას იტყოდა ნინო,ლიკა ნიკა ან დანარჩენები,უბრალოდ უნდოდა მის გამო გამოწვეული ტკივილი ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა სიფრიფანა გოგოსთვის,მაგრამ ნუცამ გაიწია,სილაც კი არ უთავაზა,მის შეხებას გაექცა,ბიჭის ხელწბის შეხება იუკადრისა,ზურგი აქცია და გაიქცა,დიდხანს ესმოდა ხარხარი ჯაყელს,ამაზრზენი გაყინული,შეურაცხმყოფელი სიტყვები,კიდევ დიდხანს ესმოდა და ჩაესმოდა ურგს უკან შეძახილები
-ბაბლუანის სათამაშო....-გამაყრუებწლი,ამაზრზენი,გულისამრევი ხმები
-შეირგე რაც იგულავე,მადლობა თქვი რომ რატისნაირი ბიჭი რამოდენიმე თვით მაინც იყო შენი, დღეიდან კი ჩემს ბიჭს ახლოსაც არ გაეკარო-ჭიშკართან მისულს დაეწია აბაშიძის სიტყვები და გულის რევის შეფრძნება დაეუფლა...




&&&&

საწოლზე,პენუარის ამარა,გაშოტილიყო ჯაყელი და გულმოდგინეთ ათვალიერებდა თავის ბიზნესგეგმას,არ შეიძლებოდა დანებება,მან შეძლო,მამისეულ ბიზნეს ჩაუდგა სათავეში და არ უკან ვეღარ დაიხევდა
ბოლო ფურცელიც მონდომებით ჩაიკითხა და არხეინად გაიჭიმა მთელს ლოგინზე, ზარის ხმამ შეაკრთო,გააღიზიანა,შესძულდა დაუპატიჟებელი სტუმარი ნებივრობაში ხელი რომ შეუშალა,ზლაზვნით წამოწია სხეული,იქვე მიგდებული ხალათი მჭიდროდ შემოიხვია
-შენ აქ რას აკეთებ?-გაოცება ვერ დამალა კარის ზღურბლზე აყუდებულ ბაბლუანს რომ წააწყდა,მამაკაცს ფეხები გადაეჯვარედინებიდა,ხელები კი ძლიერად შემოეჭდო ვისკის ბოთლისთვის,თითქოს დახრჩობას უპირებსო
-სხვათაშორის მეც მაქვს რაღაც გავლენა,ჯერ კიდევ,...არ შემომიშვებ?-ცალყბად ჩაიცინა და ამჯერად მარჯვენა ფეხს დაეყრდნო
-რატომ?-ხელები გადაიჯვარედინა ნუცამ და გამომცდელად მიაჩერდა
-თანახმა ვარ ცოლად მოგიყვანო.



№1 სტუმარი nini

ძალიან კარგია მაგრამ მალე დადე და თავები გაზარდეეე ძალიან მომწონს და გთხოვ მალე დადე რა წარმატერბები

 


№2 სტუმარი nene

Auudzaan magariabmara patara tavebs deb cota gazarde raa❤❤

 


№3 სტუმარი guest

dzalian sainteresoa

 


№4 სტუმარი Guest megi

Dzaalian kargia ogond upro didi tavebi dade da male dade

 


№5  offline წევრი ადელაინი

nini
ძალიან კარგია მაგრამ მალე დადე და თავები გაზარდეეე ძალიან მომწონს და გთხოვ მალე დადე რა წარმატერბები

მიხარია თუ მოგწონს

nene
Auudzaan magariabmara patara tavebs deb cota gazarde raa❤❤

ამ ისტორიას რომ ვიწყებდი ნამდვილად არ მეგონა ამხელა გამოხმაურება გუ მოყვებოდა და ვიღაც მოუთმენლად დაელოდებოდა ახალ თავს

guest
dzalian sainteresoa

გავიბადრე♡♡♡♡♡

Guest megi
Dzaalian kargia ogond upro didi tavebi dade da male dade

ძალიან ვეცდები,უბრალოდ ზაფხულია ჩემთვისაც,გართობაო,ისაო ესაო,მაგრამ ძალიან მოვინდომე,რომ დამეწერა არც ისე დიდია მაგრამ....მაგრამ მაინც ვამჯობინე თქვენამდე მომეტანა,ეს ემოცია ნუცას ტკივილი,რატის განცდები

 


№6  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან მამტირესებს როგორ განვითსრდება მოვლენები, ასეთი სოსატიკე პატარა ასაკში საშინელებაა, მართლა გულით შემეცოდა ნუცა :(, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას :)))

 


№7  offline წევრი tatiko.1995

mmm ra kargi iyoo

 


№8  offline წევრი mia15

ძალიან კარგია ველი შემდეგ თავს.

 


№9  offline წევრი ადელაინი

ablabudaa
ძალიან მამტირესებს როგორ განვითსრდება მოვლენები, ასეთი სოსატიკე პატარა ასაკში საშინელებაა, მართლა გულით შემეცოდა ნუცა :(, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას :)))

Eს თავი იმათთვის ვინც გააკრიტიკა ნუცა და გაამტყუნა ცვლილების გამო,შეუძლწბწლია ასეთიი დამცირების გადატანა

tatiko.1995
mmm ra kargi iyoo

Mადლობაა ❤❤❤❤❤მახარებ

mia15
ძალიან კარგია ველი შემდეგ თავს.

Vეცდები მალე იყოს...

 


№10  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ici ra dzalian kargia
Axlos no ida chemtan dzalian magram axla mtavaria normalurad gaagrdzwlo. Unda gagrdzeldes. Es dadzabuloba magram ise ara ro kacs mobezrdes. Da asd xshirad momxdara sxvatashoris sheni imedi maqvs aba gelodebi

 


№11 სტუმარი Guest Lika

Didixani velodii dzalian kargia

 


№12  offline მოდერი ენემი

აუუუ რა კაიაააა :) მიკაქალ მე შენ

 


№13  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აი ახლა მესმის მართლაც გარდატეხვა ისტორიია.... საერთოდ არ წარმომედგინა ასეთი და უნდა ვაღიარო გამაოცე! სასწაული გოგო ხარ და ასევგააგრძელე! <3 შესანიშნავად მიგყავს მოვლენები მართლაც მომწონს .. არ შემიძლია და ვერ გავამართლებ რატის !! რა ბავშვურობაც არუნდა ყოფილიყო ასე არუნდა მოქცეოდა მაგრამ ამ ისტორიის ხიბლიც ხომ ზუსტაფ ამაშია ! ასე რომ ველი მომდევნო თავს და წარმატებები <3

 


№14  offline წევრი ლაილა

ძალიან კარგია, მაგრამ აგვიანებ :( მომწონს მოვლნების განვითარება, იმედი მაქვს ზედმეტად მკაცრად არ დასჯის რატის ნუცა. მესმის რომ საშინლად მოექცა მაგრამ ბოროტებას ბოროტებით არ უნდა უპასუხო. იმედია სწორად მოიქცევა ნუცა და არ გაანადგურებს რატის

 


№15  offline წევრი ადელაინი

ლაილა
ძალიან კარგია, მაგრამ აგვიანებ :( მომწონს მოვლნების განვითარება, იმედი მაქვს ზედმეტად მკაცრად არ დასჯის რატის ნუცა. მესმის რომ საშინლად მოექცა მაგრამ ბოროტებას ბოროტებით არ უნდა უპასუხო. იმედია სწორად მოიქცევა ნუცა და არ გაანადგურებს რატის

Borotebas ar unda upasuxo borotebit,magram damcirebis gadaylapva,mxolod yvelaze dzlierebs sheudzliat,nuca sustia zedmetad sustic ki da vfiqrob es mxolod nigabia,misi ususurobis dasamalad )))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent