შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუაწვერა სრულად


2-08-2017, 18:48
ავტორი ki si
ნანახია 6 544

ბაბუაწვერა 1
ტუჩებმოწკურული ვიდექი კარადის წინ და საკუთარ თავს ვეკითხებოდი
-რა უნდა ჩავიცვა ამ ამინდში,-გარეთ არ ციოდა მაგრამ მალე გაწვიმდებოდა
-საყვარელო შეიძლება შემოვიდე?
-კი მამიკო შემოდი,-კარში მამა რომ დავინახე ცოტა დავმშვიდდი
-რამოხდა პრინცესა?
-არ ვიცი რა ჩავიცვა,-ამოვისუნთქე დიდზე
-აქ ახალი ხილი ხარ პრინცესა ასე რომ რაც გინდა ჩაიცვი ჯერ-ჯერობით პრობლემა არაა
-მამიკო,-მამას ჩავეხუტე და კარადიდან შავი შარვალი და პითელი პერანგი გამოვიღე
-საუზმე მზადაა როცა მზად იქნები ჩამოდი,-მამამ თვალი ჩამიკრა და ოთაიდან სტვენით გავიდა.
სააბაზანოდან რომ გამოვედი სამზარეულოში ჩავედი და მამას მომზადებული საუზმე მივირთვი
-სამსახურში უნდა წავიდე წაგიყვანო?
-კი რა მამიკო,-მე და მამამ მაგიდა ავალაგეთ და მანქანაში ჩავსხედით.
-ასეთი დაძაბული თუ იქნები არაფერი არ გამოვა
-ვიცი ჰო,-ღრმად ამოვისუნთქე.
სკოლა სახლთან ახლოს აღმოჩნდა ასე რომ ჩემი გეგმა გზაში დავმშვიდებულიყავი დაიფუშა.
-შემოგყვე?
-გთხოვ,-მამას სასოწარკვეთილი სახით შევხედე მივხვდი რომ ჩემი სკოლა მომენატრა მომენატრა რომ ეზოში ისე შავიდოდი არავინ გამომაყოლებდა თვალს და მეც ყოველდღიურობის ნაწილი ვიყავი.

სკოლა საკმაოდ დიდი აღმოჩნდა იმდენად დიდი არ იყო როგორიც ჩემი წინა სკოლა მაგრამ საკმაოდ მოზრდილი შენობა ჰქონდათ
-აქ მოგეწონება აი ნახავ,-სულ ერთია მე მაინც ერთი წელი დამრჩა სანამ იელში ჩავაბარებ ან დარმუთში ზუსტად არ ვიცი მაგრამ ორივეს პრეტენზია მაქვს მე ბევრს ვშრომობ ამისათვის და მინდა რომ ეს შრომა მე და მამას დაგვიფასდეს.
სანამ მე და მამიკო დირექტორის კაბინეტს ვეძებთ ცოტას კიდევ წაგეჭორავებით. რადგან სულ მამას ვახსენებ არ იფიქროთ რომ დედა არ მყავს ჩვენ მეგობრული ოჯახი გვაქვს მე და მამა ახლა ახალ ქალაქში გადმოვედით მისი სამსახურისგამო ის პოლიციელია და აქ უკეთესი ადგილი გამოუჩნდა. დედა დიზაინერია არც ისე ცნობილი მაგრამ საქმე კარგად მისდის საშუალო ფენის ოჯახს წარმოვადგენთ და რობინზონ კრუზოს მამის აზრს რატომღაც ვეთანხმები ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება ჩემს უფროს ძმას ჯერემი ჰქვია და თავის მუსიკალურ ჯგუფთან ერთად სადღაცაა წასული და კონტაქტზე ჯერ არ გამოდის.
-აი ჩვენც მოვედით,-მამა დირექტორის კაბინეტში შევიდა და მეც მომქაჩა მაჯაზე რომ ფეხი ამეჩქარებინა
.................
-დიდი მადლობა მისის ორტეგა იმედს არ გაგიცრუებთ,-მამამ დირექტორს ჩემი პირადი საქმე გამოართვა და კმაყოფილმა დატოვა მისი კაბინეტი
-გამოგყვე კლასამდე?
-კი რა მა,-მამას ისევ ისე როგორც დაწყებით კლასში ხელჩაკიდებული მივყავარ საკლასო ოთახისაკენ და კარს თვითონ აღებს
-შენ ალბათ ლილიან პირსი ხარ,-მეგებება მასწავლებელი და კლასში ერთბაშად სიჩუმე ისადგურებს მე უფრო ვიძაბები იხმაურეთ კედლები ჩამოაქციეთ ჭერი დაიმხეთ და ნუ მომაქცევთ ყურდღებას.
-დიახ,-ვპასუხობ და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს მამას ვკოცნი და კლასში შევდივარ
-თუ რამეა დამირეკე,-მაფრთხილებს ჩუმათ და მიდის მე კი მარტო ვრჩები ამ დიდ სამყაროში.
„კარგი ლილა გეყოფა წუწუნი ყველაფერი იდეალურად იქნება“-საკუთარი თავი გავამხნევე სივრცეს გავუღიმე და მომლოდინე ბავშვები კიდევ უფრო რომ არ გამეღიზიანებინა კლასში შევედი.
-ბავშვებო მიესალმეთ ეს ლილიანა პირსია თქვენი ახალი კლასელი
-უბრალოდ ლილა,-შავ თმას გვერდზე ვიყრი და წინ გამჭოლი მზერით ვიყურები არ უნდა შემამჩნიონ რომ მეშინია ეს მამამ მასწავლა
-სასიამოვნოა შენი გაცნობა ლილა ამ საღამოს წავიდეთ სადმე,-საშნლად სიმპათიური მაღალი ბიჭი დგება და ზემოდან მიყურებს
-რა ნაბი*ვარი ხარ,-გოგო მის გვერდით სკამიდან დგება და სილას აწნის
-გასაგებია,-არ ვიცი საიდან ჩნდება ამდენი სითამამე ჩემში მაგრამ ბიჭთან ახლოს მიდივარ მკერდზე ხელს ვადებ თვალებში ვუყურებ და ვეუბნები,-ჩემს წინაშეა სკოლის საფეხბურთო გუნდის კაპიტანი, არა მოიცა აქ ხომ კალათბურთს თამაშობთ დარწმუნებული ვარ რამე მოდური სახელი გქვია და მომავალში იმის გამო რომ ეს წლები გოგოენის „შებმას“ და შენი კუნთების მოვლას მოანდომე სადმე მაღაზიის ვიტრინაში გიხილავ დიდი ღიპით და ჯიბეში გახვერეტილი ხურდით ასე რომ არა მადლობა ამ საღამოს არ მცალია.
-შე....,-სახეზე ალმური ავარდა და ისეთი სახე მიიღო მივხვდი რაც უნდა ეთქვა და ხელი ისევ მივაბჯინე მკერდზე გული ლამისაა გაუსკდება ისე უფეთქავს 90 ჯერ ურტყამს წუთში
-დამშვიდდი ბიჭუნა და შენს ადგილას დაჯექი,-ხელი მოვუთათუნე მკერდზე და თავისუფალი ადილისას დავჯექი მერე კი სანამ კლასი გაოცებული იყო გავაცნობიერე რომ ახლა აღარაფერი აღარ იქნება ძველებურად მტერი გავიჩინე და აქ ყველას ჩხუბისთავი ვგონივარ. ღმერთო მიშველე.

გაკვეთილების ბოლოს მობილური ავიღე და მამას დავურეკე რომ წავეყვანე მაგრამ აღმოჩნდა რომ ახალ თნამშრომლებთან ერთდ იყო წასული და აქაურობას ათვალიერებდა ასე რომ ტაქსის გამოძახებას ვაპირებდი როცა უკნიდან ვიღაცამ დამიძახა
-ლილა ხარ არა?-მკითხა ცისფერთვალება ბიჭმა კაბრიოლეტიდან
-დიახ,-ვუპასუხე და ინსტიქტურად მივედი მის მანქანასთან
-მე სემი ვარ დღეს ინგლისურის კლასში ვიყავი და ყველაფერი მოვისმინე
-არ ვიცი რა დამემართა,-გავუღიმე სემს
-დაჯექი ჩემი და გამოვა და სახლში მიგიყვანთ შენი სახლის გვერდით ვცხოვრობთ
-მართლა,-საშინლად გამიხარდა და მაშინვე ჩავხტი უკანა სავარძელზე
-არა მოდი წინ დაჯექი ჩემი და აქ არაა დაწყებით სკოლაში უნდა გავუარო
-გასაგებია,-ადგილი შევიცალე და ღვედი გავიკეთე რაზეც სემს გაეღიმა
-მამაჩემი პოლიციელია შენც იგივეს გირჩევ თორემ შენთან არ გამაკარებს,-ვიცინი მეც და მობილურზე მოსულ შეტყობინებას ვხსნი მერე ისე რომ არ ვკითხულობ ვრთავ და წინ ვიყურები.
-შენ ძალიან თამამი გოგო ხარ იცი?
-ხო არ ვიცი რატომ ვარ ასეთი აქ,-ლოყები გავბერე და თვალები გამიფართოვდა
-არაფერია აქ ჭორიკანა ხალხი ცხოვრობს და უბრალოდ ამიტომ ვთქვი
-იმ ბიჭმა ის მიიღო რაც დაიმსახურა
-არა ჯარედი კარგი ბიჭია ყოველ შემთხვევაში კარგი იყო როცა ვმეგობრობდით
-მერე რამოხდა?
-მერე ის კალათბურთის გუნდის კაპიტანი გახდა პრესი დაიყენა და მოულოდნელად საშუალო სკოლის პოპულარული ბიჭების ლიდერი გახდა მე კი უბრალოდ გავირიყე
-შენც საკმაოდ სიმპათიური ხარ მე თუ მკითხავ
-მადლობა ლილა. ახლა ჩემს დას მოვიყვან და მოვალ
-შეიძლება წამოგყვე?
-კი წამოდი თუ გინდა,-ძალიან მიხაროდა რომ სკოლის პირველ დღეს მეგობარი გავიჩინე და დარწმუნებული ვიყავი ამ ბიჭთან მეგობრობა იდეალურად გამომივიდოდა.
-ელის აქ ვარ,-სემმა ქერა გოგონას ხელი დაუქნია და მოიხმო
-შუადღე მშვიდობის,-გოგონამ ძმას აკოცა და მერე მე შემომხედა,-ეს ვინაა?
-ეს ლილაა ჩვენი მეზობლის სახლში გადმოვიდა
-მართლა? ძალიან მაგარია ელისი მქვია,-გოგონა მომეხვია და ხელიხელჩაკიდებულები წავედით მანქანისკენ
-ჰეი სემ,-მომესმა უკნიდან
-რამოხდა ჯარედ?-სემი შებრუნდა და მის წინ ასვეტილი ჯარედი რომ დავინახე არ მესიამოვნა მის გვერდით ზუსტად მისი ანალოგო ოღონდ შემცირებული ზომებით ალბათ მისი ძმა იყო
-ესეიგი ახლა ჭკუის კოლოფები მოგწონს არა?
-არ მესმის ჯარედ. შენ ლილასთან ცუდად დაიწყე ამიტომ ...,-სემმა მხრები აიჩეჩა
-ინანებს ხომ იცი?-დემონურად ჩაიცინა ჯარედმა
-არამგინია ინანოს,-სემმა თვალი თვალში გაუყარა და მისი რეაქციით მივხვდი რომ ამას არ ელოდა
ცოტახანს ასე უყურეს ერთმანეთს მერე კი ჯარედი ჩემს წინ გაჩერდა ზემოდან დამხედა და დემონურად ჩაიცინა
-არ შეგეშინდეს მისი,-სემი დიდხანს უყურებდა მიმავალ ჯარედს რომელიც ძველ ჰამერის ჯიპში ჩაჯდა და წავიდა
-არ მეშინია.
მე და სემმა ბევრი საერთო ვიპოვეთ აღმოჩნდა რომ მასაც დარმუთში უნდოდა სწავლა გვქონდა ერთნაირი საყვარელი საგნები და საქმეები და იცით რაა? სემი მართლაც იდეალური მეგობარი იქნებოდა ჩემთვის ასე რომ პირველ დღეს ფუჭად არ ჩაუვლია.

მეორე დღეს სკოლაში მარტო შევედი იგრძნობოდა რომ ჩემი გუშინდელი სიგიჟე უკვე ყველას გაეგო რადგან უცნაურად მათვალიერებდნენ
-ლილა რატომ არ დამელოდე?-სემი მომიახლოვდა და გადამკოცნა
-არ მინდოდა შენი შეწუხება
-არ ვწუხდები ლილა
-კარგი მაშინ დღეიდან თავს მოგაბეზრებ,-გავუღიმე და მის გვერდით დავდექი რადგან პირველი ორივეს ინგლისური გვქონდა სემმა ხელი გადამხვია და კიდევ ერთხელ შემათვალიერეს ამრეზად.
-აქ მე ქვით ჩამქოლავენ,-სემის მკერდს თავი მივადე მომწონდა თამამი გოგოს როლის შესრულება რაღაცნაირად ვგრძნობდი თავს
-მე დაგიცავ,-სემმა პირქუშად ჩაილაპარაკა და დემონურად გამიღიმა
-ვხედავ სანდო ხელში ვარ
-ეჭვი გეპარებოდა?-იწყინა
-ერთი წამითც არა,-სემის გვერდით თავს ძლიან კომფორტულად ვგრძნობდი და ამის დამალვას სულაც არ ვცდილობდი.
ინგლისურზე სემის გვერდით ვიჯექი მასწავლებელი რომეოს და ჯულიეტას გვიკითხავდა სემი კი კომენტარებს აკეთებდა იმ ადგილებზე სადაც შექსპირს არ ეთნხმებოდა მე კი მეღიმებოდა.
-სემ იქნებ უკეთესი პიესის დაწერა გეცადა?-განრისხდა ბოლოს მასწავლებელი
-გავითვალისწინებ სამომავლოდ
-მაშინ ახლა გაკვეთილის ახსნა მაცადე მინდა გითხრა რომ ყველას ამ ჯგუფიდან არ ჰყავს მდიდარი და წარმატებული მამიკო ასე რომ აქ მოსმენის იმედი აქვთ
-მაგით რის თქმას ცდილობთ?
-უბრაოდ იმის თქმა მინდა რომ ყველას არააქვს შანსი პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბაროს და მათ უნდა მისცე უფლება საშუალო განათლება მაინც მიიღონ ეს საქციელი შენი მხრიდან გაუმართლებელია.
-არგინდა,-დავიჩურჩულე როცა სემის ხელზე ძარღვები დაიბერა და მუშტი შეიკრა.

-ეს რა მოხდა ახლა?-სემი გიჟივით გარბოდა და ძლიან მიჭირდა მისი დაწევა
-სემ დამიცადე ტყუილად ბრაზობ,-მივსდევდი ბავშვებით სავსე დერეფანში და ვცდილობდი დავწეოდი
-ლილა ახლა არ დაიწყო კარგი?
-რა უნდა დავიწყო,-მხრები ავიჩეჩე,-სხვებს თუ აქვს გაკვეთილის ჩაშლის უფლება შენ მხოლოდ იმიტომ არ უნდა გიყვიროს რომ შეძლებული ოჯახიდან ხარ
-მადლობა ლილა,-შვებით ამოისუნთქა და მანქანაში ჩაჯდა
-სად მიდიხარ?
-გავისეირნებ სულ ერთია მაინც ვერ გავჩერდები ახლა სკოლაში
-კარგი მედავრჩები და თუ დაგჭირდები ჩემი ნომერი გაქვს
-გამოგივლი კარგი?
-მადლობა,-ისევ შენობისაკენ ავიღე გეზი და ძალინ მოვინდომე რომ გაკვეთილებზე კანცენტრაცია მომეხდინა. არა არც არაფერზე ვდარდობდი და არც საფიქრალი მქონდა იმის გარდა როგორ ამომეხსნა მათემატიკის ამოცანა მაგრამ მაინც სადღაც დავქროდი გონება გაფანტული ვიჯექი და რაღაც ისეთი ხდებოდა ჩემს თავს რაც უადგილო იყო.
-ჰეი გადამაწერინებ?
-რათქმაუნდა,-შავგვრემანი გოგონა ჩემი დავალებისკენ გადმოიხარა და ზუსტად გადაწერა განტოლება
-მადლობა
-არაფრის,-დავიჩურჩულე,-მე ლილა ვარ
-ვიცი ყველა შენზე ლაპარაკობს მე ენი მქვია
-საიამოვნოა ენ.
მე და ენმა ერთმანეთს მალე გავუგეთ საოცარი ქალაქია როგორ ადვილად ვუმეგობრდები ადამინებს ძალიან მომწონს.
-სპორტის გაკვეთილი დარჩა,-ამოიოხრა ენმა და სპრტდარბაზისკენ გსწია
„იმედია ჯარედს არ ვნახავ“-მთელი დღე ვცდილობდი ჯარედისთვის გვედი ამევლო მაგრამ ამაში არ გამიმართლა სპიტდარბაზში შესულმა დავინახე როგორ სცემდა ბურთს მოპრიალებულ იატაკს მთელი ძალით და წარმოვიდგინე რას უზამდა ჩემ თავს.
-კარგად ხარ?
-კი,-ღრმად ჩავსუნთქე და ენისთან ერთდ წავედი მწვრთნელთან რომ მეთხოვა ახალი ვარ და დღეს მხოლოდ გიყურებთ მეთქი მაგრამ
-მის ლილა აიღე ბურთი და კალათისკენ გაიქეცი ახლავე-ო,-მომახალა და ბურთი ისეთი ძალით მესროლა რომ მომხვედროდა სახეს გამაძრობდა.
-ვერ ვიტან ამ კაცს,-ამოიოხრა ენმა და მწკრივში ჩადგა სადაც გუნდის წევრებს ირჩევდნენ ჯარედი და ვიღაც ბიჭი
-დღეს უიღბლოებს რატომ ვავარჯიშებთ?-გადაულაპარაკა იმ ბიჭმა ჯარედს
-არვიცი,-მხრედბი აიჩეჩა მან და ისე გამომხედა ჩემი მომავალი დამიდგა თვალწინ
-მე მას ვირჩევ,-მეორე ბიჭმა ჩემკენ გამოიშვირა ხელი. არ ვიცოდი გამხარებოდა თუ არა ერთის მხრივ მიხაროდა რომ ჯარედის გუნდში არ ვიყავი მაგრამ გული მომეწურა როცა წარმოვიდგინე როგორ მორბის ჯარედი, ბურთს მართმევს და იატაკზე მახეთქებს.
-რაც არის არის,-ამოვისუნთქე დიდზე და ბურთს გავაყოლე თვალი რომელიც მისტერ ტეილორმა ჰარში ააგდო ჯარედი ძლიერად მიეჯახა ბიჭს და ბურთს დაეუფლა
-აი სად დასრულდა უდარდელი ყოფა
მთელი გაკვეთილი ვიმალებოდი მაგრამ ჯარედმა მაინც მიპოვა და ისეთი ძალით მომარტყა ბურთი თავში იატაკზე დავვარდი და ჩემს თავზე ათასობით ვარსკვლავმა დაიწყო მოძრაობა
-ლილა კარგად ხარ?
-ერთიწამით დამაცადე,-ვუთხარი ენს და იატაკზე მივწექი.
ჩემს ბედზე ამდროს სპრტდარბაზში სემი შემოვიდა და მაშივნე ჩემსკენ გამოემართა
-ლილა რაგჭირს?
-აბა გამოიცანი,-თავი ავწიე და შევხედე
-ჯარედ ცხოველი ხარ ნამდვილი ცხოველი,-სემმა ხელში აყვანილი გამატარა მთელი კოლიდორი და სახლშ მიმიყვანა.


ბაბუაწვერა 2
უკვე ორი კვირა სრულდებოდა ჩემი ახალ ადგილად გადმოსვლიდან და ყველაფერი შესაშურად მიდიოდა მე სემი და ენი მყავდა კიდევ სემის და და ჩემი მამიკო რომელიც ყოველ საღამოს შემოდიოდა ჩემს ოთხში სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ. საწოლძე ჩემს გვერდით წვებოდა და ერთმანეთს ვუყვებოდით რამოხდა იმ დღეს. ხო მე მაიკოს გოგო ვარ.
-საყავრელო საუზმე მზადაა,-მამამ დილაადრიან გამაღვიძა და ფარდები გადაფშვნიტა.
-კარგი რაა მამა
-ადექი მეთქი ლილა პირს,-გასცა ბრძანება მამიკომ და მეც ზოზოინით ავდექი რომ სააბაზანოში წავსულიყავი.
-ეს ბლინები სულ უნდა დაამთავრო,-თვალები დამიელვა მამა
-რაგჭირს დღეს?
-მზრუნველი მამიკოს როლში ვარ,-გამიღიმა და თავზე მაკოცა
-მე მეგობრული მამიკო მომწონს ეს ისე რომ იცოდე,-გავეკრიჭე და ბლინის დიდი ნაჭერი მოვკბიჩე
-ცუდხასიაზე ვარ ლილა
-რატომ?
-დედაშენი მომენატრა ამ დილით ვესაუბრე და მითხრა რომ კიდევ ერთ თვეს დარჩება იქ
-მეც მომენატრა მამა მაგრამ არაუშავს ერთდღეს დასვენება აიღე და ჩვენ ჩავიდეთ მასთან.-მამას იმედიანად გავუღიმე
-ჯერემისგან რა ისმის,-მხოლოდ ახლა გამახსენდა მისი ორი კვირისწინ მოწერილი ესემესი რომელიც არ წამიკითხავს და მობილურში ქექვა დავიწყე
„ლილ ჩემი ტურნე გადასარევად მიდის და მალე გნახავთ“-როგორი სიტყვა ძუნწია მეთქი გავიფიქრე და საპასუხოდ მივწერე
„კარგია რომ გაგახსენდით ძამიკო გელოდები“
-ტრისტანი მოვიდა,-ჩემს ძმაზე ფიქრი მამას სიტყვებმა შემაწყვეტინა
-ვინაა ტრისტანი?-მეც მივედი ფანჯარასთან და დაუჯერებელი რაღაც ვნახე შავ მოტოციკლზე ამხედრებული სემი ჩაფხუტს იძრობდა და სახლისკენ მოდიოდა
-ის ტრისტანია შენ იზოლდა,-წაიღიღინა მამამ
-მამიკო,-თვალები დავჰაჩე მე
-ლილა
-სამზარეულოში ვარ სემ შემოდი
-დილა მშვიდობის მისტერ პირს
-დილა მშვიდობის სემ,-მიესალმა მამა
-ისაუზმებ?
-არა მადლობა თუ მზად ხარ წავიდეთ,-ჩანთა ავიღე მამიკოს ვაკოცე და სემთან ერთად გავედი
-ასე რატომ მიყურებ,-სემს ცალი ფეხი მოტოციკლზე ჰქონდა გადადებული და მიყურებდა
-მომწონს როგორც გამოიყურები,-სემს ნაცრისფერი ტანზე მომდგარი მაისური ეცვა და ზემოდან შავი თხელი ტყავის ქურთუკი
-მხოლოდ შემთვის ლილა,-თვალი ჩამიკრა და ხელი გამომიწოდა მეც ჩაფხუტი ჩამოვიცვი თავზე და სემის უკან დავიკავე ადგილი
-სემუელ,-მამას ხმა რომ შემოგვესმა მისკენ გავიხედეთ,-იცოდე ჩემს გოგოს კარგად მოუარე თორემ მიწიდან ამოგთხრი
-დიახ სერ,-სემი ძალიან დაიბნა და ადგილს მოვწყდით.
მოტოციკლზე დაჯდომა ყოველთვის მონდოდა მაგრამ მამას შიშების გამო არ მყიდულობდნენ ახლათ კი სემის ზურგს უკან მჯდომს ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მივფინავდი.
-როგორ მიყვარხარ,-მოტოციკლიდან რომ ჩამოვედი სემს ჩამოვეკიდე კისერზე
-გიჟი ხარ,-ჩაიცინა სემმა და ისე რომ კისრიდან არ ჩამოვუხსინავრ სკოლის შენობისკენ წავიდა
-მხოლოდ შენთის,-ვთქვი მეც და ჩამოვხტი
-იცი ვიფიქრე და გადავწყვიტე მეც გავგზავნი იელში ანკეტას
-მართლა?-თვალები გამინათდა
-კი,-სემმა ისევ დაიმსახურა კოცნა
-გავისეირნოთ დღეს სადმე?
-არა სამეცადინო მაქვს,-სახე დავღმინჯე
-კარგი ბიბილიოთეკაში წავიდეთ,-მითხრა სიცილით
-გეყოფა,-მხარზე წამოვარტყი
-რა? იცი რას გეტყვი ერთი გასეირნება არაფერია თუ გინდა მე დავურეკავ მამაშენს
-ისედაც ტრისტანს გეძახის
-მართლა?-სემმა ერთი ისეთ გადაიხარხარა რომ გული ლამის გამისკდა
-ხო ამდილით მითხრა ტრისტანმა მოგაკითხაო
-ნუ რას იზამ მე ისეთი ბიჭ ვარ ყველა მამას უნდა რომ თავისი გოგონა იყოს ჩემი
-აჰამ შენ არ დაგავიწყდეს რომ მხოლოდ ჩემი ხარ,-თვალები დავაელვე
-შენ ასე უშეყვარებულოდ დამტოვებ
-კარგი ხო შეგიძლია ვინმე კარგი გოგო იპოვო.
-მადლობა

ინგლისურმა ნორმალურად ჩაიარა მერე სემმა მათემატიკის კლასში მიმაცილა და თვითონ ისტორიაზე წავიდა.
-დილა მშვიდობის,-ენი გადასარევ ხასიათზე იყო და როგორცკი დამინახა მაშინვე მომვარდა რომ ჩემთის ეკოცნა
-ხდება რამე?
-აბა თუ გამოიცნობ?
-არაა,-შევყვირე
-კი ამსაღამოს მივდივართ პარკში ერთად
-ენ ძალიან მაგარია აქედან სახლში წავალთ ჩემთნ და რამეს შევარჩევთ
-მართლა?
-რათქმაუნდა შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ
-მადლობა ლილა
-აი ახლა გავბრაზდი როგორ იფიქრე რომ არ დაგეხმარებოდი?
-მაპატიე.
მე და ენი დანარჩენ ყველა გაკვეთილზე ერთდ ვიყავით და ვგეგმავდით როგორი უნდა ყოფილიყო ამ საღამოს და იმასაც დავპირდი რომ მეც წავიდოდი პარკში და მის ახლოს ვიტრიალებდი.
-სპორტდარაზში მოდიხარ?
-კი,-ენიმ მომნუსხველად გამიღიმა.
სპორტდარბაზი იყო ადგილი სადაც შესვლა ყველაზე მეტად მიჭირდა იმიტომ რომ ჯარედი მუდამ იქვე ტრიალებდა
-ჰეი ლილა,-მოვიხედე და ჯარედის გვერდით ვიღაც ბიჭ მეძახდა
-რამოხდა?-არ უნდა შემამჩნიონ რომ მეშინია მათი
-ამსაღამოს წვეულება გვაქვს ჩემს სახლში და ვიფიქრეთ რადგან პოპულარული ხარ შენც წამოხვალ
-მე პოპულარული არ ვარ ჩვეულებრივი წიგნის ჭია ვარ როგორც ჩემს მეგობრებს მოიხსენიებთ და ესეც რომ არ იყოს ამ საღმოს არ მცალია
-დენი სულ შეიშალე? რატომ ეპატიჟები?-აღშფითდა ჯარედი
-რატომაც არა?
-იმიტომ რომ ის მომავალ ღიპიან მაღზიის გამყიდველებთან არ ურთიერთობს
-ასეა?-მომიბრუნდა ბიჭი
-რა აზრი აქვს თქვენთან სუბარს
-რას გეუბნებოდი,-წარბები ასწია ჯარედმა
სპორტის გაკვეთილმა ნორმალურად ჩაიარა თავს უცნაურად ვგრძნობდი არ მომწონდა ჩემზე ვიღც ნაწყენი რომ იყო თუნდაც ეს ვიღც ჯარედი ყოფილიყო.
საღამოს ენი ჩემთნ მოვიდა და გოგოების საქმესაც შევუგექით ენის მოტანილი ტანსაცმლიდან ისეთ ამოვარჩიეთ რომ არც ზედემეტად გადაპრანჭლი ყოფილიყო პარკისთვის და არც იმდენად ჩევულებრივი რომ ერიკს ვერ შეემჩნი.
-როგორფიქრობ კარგად გამოვიყურები?
-ძლიან ლამაზი ხარ თუ ამ პაემნის შემდეგ ერიკი აღარ დაგირეკავს ნამდვილი სულელი იქნება.
ენი მართლაც ძალიან ლამაზი იყო ამიტომ ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ერიკზე შთაბაჭდილებას მოახდენდა.
-სემი მოვიდა,-ვთქვი როცა კარზე ზარის ხმა გაისმა კიბეები ჩამოვირბინე და კარი გავაღე
-საღმო მშვიდობის ჩემო სიცოცხლევ,-მითხრა სარკასტულად და მკერდზე ამიკრა
-დღეს როგორი უცნაური ხარ?-ამჯერად ჯინსები შავი მოტკეცილი მაისური ეცვა და კუბოკრული პერანგი შემოეხვია წელზე
-მხოლოდ შენთის,-მხრები აიჩეჩა და გამწია რომ სახლში შემოსულიყო
-საღმო მშვიოდობის,-ენი კიბეებზე დაეშვა და დავინახე როგორ ჩამოუვარდა სემს ყბა
-ენ შენ არაჩვეულებრივად გამოიყურები,-გოგონა გაწითლდა
-კარგით გამოვიცვლი და წავედით
-არა იცით მე ერიკი გამომივლის
-კარგი მაშნ მომწერე სად იქნებით კარგი?
-რათქმაუნდა,-ენი გავიდა და მეც კიბეები ავირბინე რადგან სემი სპორტულად იყო გამოწყობილი მეც ფართო ჯინსი ჩავიცვი წელზე თეთრი თასმით შევიკარი და მოკლე წითლი მაისური რომელიც მხოლოდ ნახევრად ფარავდა ჩემს მუცელს თავზე შაქვი კეპი უკუღმა დავიფარე და სემთნ წავედი.
-დღეს ჩემს გაგიჟებას ცდილობთ?
-რამოხდა?
-რატომ გამოიყურებით ორივე ასე მაგრად?
-სემ,-კარი ჩავკეტე გასაღმი ჯიბეში ჩვიდე და სემის კაბრიოლეტში ჩავხტი
-ენიმ მომწერა წავედით ნერვიულობს.
პარკში ადვილად ვიპოვეთ ენი და ერიკი და მათი სკამის უკან ჩამოვჯექით ისინი ვერ გვხედავდნენ მაგრამ მე არცერთი მათი მოძრაობა არ გამომრჩებოდა. პარკში უამრავი ადამინი იყო და საკმაოდ სასიამოვნო იყო რომ ჩვენი ასაკის ხალხი ყველა პრობლემას ივიწყებდა და მხიარულად კისკისებდნენ.
-კარგია აქ,-სემი სკამზე გადაწვა და თავი ჩემს ფეხებზე დადო
-დარმუთზე და იელზე ფიქრში რამდენი თინეიჯერული შეკრება გამოვტოვე ვინიცის,-ვთქვი დანანაებით და სემის თმაზე დავიწყე თამაში
-სამაგიეროდ ჩევენ უკეთესი მომავალი გვექნება.
-ჰო,-სანამ შებინდდებოდა კიდევ ერთხელ მოვათვალიერე პარკი და დავინახე როგორ შემოდიოდა ჯარედი დენი და კიდევ ხუთი ბიჭი განგსტერებივით.
უცნაური ის იყო რომ ჯარედი ერთი სულელი ბიჭი იყო მაგრამ იცით მე როგორ ვხედავდი მას? გინახავთ ალბათ ფილმი სადაც მაიკლ ჯორდანი ლუნი ტუნსის შოუს მულტიკოებთნ ერთად თამაშობს კალათბურთს უცხოპლანეტელებთან ხო და ჯარედი მაგ უცხოპლანეტელებს მაგონებდა აი უკვე სხვა კალათბურთელების ნიჭი რომ აქვთ მოპარული და მუტანტებივით არიან.
-ლილა აქ ხარ?
-კი რაიყო?
-არაფერი ხმას რომ არ იღებდი მაგიტომ გკითხე
-ყველაფერი რიგზეა
მალე მე და სემს ენი შემოგვიერთდა და სემის მუხლებზე მოიკალათა
-გოგონებო იცით,-დაიწყო სემმა,-დამამთვრებელი კლასი ლაშქრობაში მიდი არ წამოხვალთ?
-თუ ლილა წამოვა მეც წამოვალ
-ხო მაგრამ მე არც კარავი წამომიღია თან და არც ლაშქრობაში ვყოფილვარ ოდესმე
-ეგ არაფერი მე მაქვს ზედმეტი კარავი და ყველას გვეყოფა,-ხელი აიქნია სემმა
-მაშინ დავეკითხები მამას
-ძალიან კარგი,-სემი წამოდგა,-არ წავიდეთ სამეცადინო არ გაქვთ?
-თქვენ წადით მე კიდევ დავრჩები ცოტახანს,-უკნიდან გამბურღავ მზერას ვგრძნობდი და ვიცოდი რომ ჯარედი იყო მაგრამ მაინც მინდოდა კიდევ ცოტახანს ნორმალური მოზარდივით ვყოფილიყავი
-კარგი მაშინ მე ენის მივიყვან და დავბრუნდები
-არაა საჭირო ჩემით მოვალ
-ლილა ეს არ განიხილება მალე მოვალ,-სემი და ენი კარისკენ წავიდნენ და მე მარტო დავრჩი ყურსასმენები ამოვიღე და მუსიკა ჩავრთე.
„დაიკო აქხარ?“-მივიღე ჯერემის მესიჯი FACEBOOK-ზე
„კი „
„როგორია მანდ მომეწონება?“
„დამშვიდდი ჯერემი არიან კარგი გოგოები“-კამყოფილ სახიანი სმაილი გამომიგზავნა რაზეც გამეღიმა
-გამრჯობა ლილა,-რატომ იცის აქ ყველამ ჩემი სახელი?
-გიცნობ?-ვკითხე თავდაჯერებული მზერით უცნობს
-შენ არა მაგრამ მე გიცნობ,-მობილური ისევ ავიღე
-მაშინ მომანიჭე ბედნიერება და გამაცანი თავი,-თავლები გადავატრიალე
-მე ალექსი ვარ,-გამიღიმა უცნობმა
-კარგი ალექს ახლა სჭობს წავიდე უკვე გვიანია მამა მელოდება
-მიგაცილო სახლში?
-არა მადლობა
-არა მიგაცილებ,-ბიჭმა მაჯა დამიჭირა და წასვლის საშუალება არ მომცა
-ხელი გამიშვი,-ლილა რა დებილი ხარ არ შეიძლება ასეთი დებილი რომ იყო
-არა რა გთხოვ მიგაცილებ,-მხოლოდ ახლა ვიგრძენი სასმელის სუნი რომელმაც ცხვირი ამწვა
-მთვრალი ხარ ალექს მომეშვი
-მიგაცილებ მეთქი,-მითხრა მუქარის ტონით და კიდევ უფრო ძლიერად დამიჭირა ხელი
-მეტკინა გამიშვი,-დავიწიკვინე ისევ
-ხო და ნუ ფართხალებ
-ვერ გაიგე რა გითხრა?-თავიდან სემი მეგონა მაგრამ მერე მოვიხედე და დავინახე როგორ მომაშორა მუტანტმა ჯარედმა ალექსის ხელი
-ჯარედ პრობლემაა?
-კი პრობლემაა შენ ხარ პრობლემა
-შენ ხომ ვერ იტან მას რატომაა პრობლემა რომ სახლში გავაცილო
-იმიტომ რომ არმინდა მთელი ცხოვრება მედგას თვალზინ როგორ ეძიძგილავები უმწეო გოგონას და მე ამას ხესავით ვუყურებ, უემოციოდ.
ჯარედმა ალექსი მომაშორა და კარისკენ წამიყვანა
-ფრთხილად უნდა იყო ლილა რატომ არ წაყევი სემს და ენის?
-მადლობა რომ გადამარჩინე ჯარედ,-ვუთხარი და ვცადე ხელი გამეშვებინებია
-არაფრის ლილა ახლა ვალში ხარ ჩემთან
-ასეც ვიცოდი გადასახადის გარეშე არაფერს არ აკეთებ არა?
-რატომ?-მხრები აიჩეჩა
-კარგი რაგინდა?
-შენ მე შეურაძხროფა მომაყენე კლასის თანდასწრებით ხო და ახლა პასუხსაც აგებ მათ წინაშე
-რას გულისხმობ?
-ამას ხვალ გაიგებ სკოლაში იცოდე თუ გააცდენი ვიფიქრებ რომ ჩემი გეშინია
-კარგი მოვრიგდით.
მე და ჯარედმა ერთმანეთხ ხელი ჩამოვართვით და სემის მანქანისკენ გავიქეცი საიდანაც შეშლილივით მიყურებდა.
-რაზე ლაპარაკობდით?
-ხვალ გავიგებ,-ამოვისუნთქე დიდიზე და თავი სავარძელს მივადე.
დილით გული გამალებით მიცემდა არც საუზმეს დავაკარე პირი და მამასთვისაც არ მიკოცნია როცა სახლიდან გამოვდიოდი მთელი გზა მხოლოდ სემი ლაპარაკობდა და ისიც იცოდა რატომ არ ვიღებდი ხმას.
გაკვეთილები ისე გადიოდა არც ჯარედი ჩანადა და ჩემი სითამამეც უკან მიბრუნდებოდა საბოლოოდ კი მაშინ ამოვისუნთქე როცა სპორტდარბაზში შესულმა ის ვერსად დავინახე
-სად გადარჩი ლილაააა,-შევკივლე ჩუმად და თამაშიც დავიწყეთ მაგრამ ჯარედთან დაკავშირებული სურვილები არასოდეს არ მიხდებოდა
-ლილა პატარავ მოდი აქ,-მითხრა ხმადაბლა და დარბაზის კუთხეში გამიხმო სემი და ენი გაოცებული მიყურებდნენ და სემის მკლავებზე დაბერილი ძარღვებიდან მივხვდი რომ კარგი არაფერი არ მელოდა.
-აბა ჯარედ რაგინდა?-ვკითხე გაღიზიანებულმა
-მე ახლა კალათში ბურთს ჩავაგდებ გასაგებად ვლაპარაკობ?
-გააგრძელე. რაგინდა რომ ისევ თავში მხეთქო ბურთი?
-არა პატარავ ახლა ბევრად უფრო მეტი მინდა,-დემონურად ჩაიცინა
-მე ბურთს ჩავაგდებ კალათში შენ ჩემთან მოირბენ და ჩამეხუტები გაიგე?
-მხოლოდ ეს?-წარბი ავწიე
-ხო კიდევ ელი რამეს?
-არა მადლობა. უბრალოდ არმინდა რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს
-შევთნხმდით,-მითხრა და ბურთისკენ გაიქცა.
ჯარედი ბურთით ხელში გარბის მაგრამ დენი მას ეჯახება, ბურთს ართმევს და კალათში აგდებს. გაბრაზებული ჯარედი ისევ მიიწევს კალათისკენ მაგრამ ამჯერად ბურთი კალათზე ტრიალდება და ისევ უკან ვარდება იატაკზე. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. გაკვეთილის დამთავრებამდე მხოლოდ ათი წუთი რჩება ბურთი ისევ ჯარედს აქვს და კალათისკენ აპირებს სროლას როცა სემი ძლიერად ეჯახება და ბურთი ისევ ცდება კალათს.
-მადლობა,-სემს გავუღიმე და კოცნა გავუგზავნე მან თავი დამიქნია და ისევ ჯარედს შეხედა
ყველაფერი კარგად მიდის ჯერ ჯერობით მე ვიმარჯვებ. ბოლო გარბენაა ბურთი ჯარედს აქვს ცენტრიდან ისვრის და სამქულიანს ასრიალებს კალათში. სხეულში ჟრუანტელი მივლის ხელები მიოფლიანდება ჯარედი ჩემსკენ იყურება და ისე იღიმის მინდა სახე გავუნგრიო. სხვა გზა არ მაქვს სიტყვა უნდა შევასრულო ჯარედისკენ გავრბივარ და მის მკერდს ძლიერად ვეჯახები.
-არც ისე კარგი მოთამაშე ყოფილხარ,-ვეუბნები გასამწარებლად და ვცილობ მისი მკლავებიდან გამოვძვრე
-ასე გგონია?-ხელი გამიშვა და წარბები აათამაშა მერე ჩემი სახე ხელებში მოიქცია ჩემი გული ისეთი ძალით ცემდა ლამის გამისკდა ძალიან ნელა დაიხარა ჩემი სხისკენ ყველა ჩვენ გვიყურებს და აი ჯარედი შეთნხმებას არღვევს და დიდიხნის მწყურვალივით მკოცნის.
ხელები ძლიერად მივადე მკერდზე მინდა რომ მოვიშორო მაგრამ ამაოდ უფრო ძლიერად მიკრავს მკერდზე და ხელი მანამდე არ გამიშვა სანამ მეც არ ავყევი კოცნაში და ხელები უღონოდ არ ჩამოვუშვი.
-კარგი გოგო ხარ,-მითხრა ჩუმად
-გულის ამრევი ადამიანი ხარ,-ვუთხარი აცრემლებული თვალებით
-დაწყნარდი პატარავ ჩემი მახის აცილება არც ისე ადვილია
-რას გულისხმობ?
-შენ გამომიწვიე არ დაგავიწყდეს,-ალექსი მოგვიახლოვა და ჯარედის გაწვდილ მუშტს თავისი მუშტი დაარტყა
-ნაბი*ვარი ხარ,-შევიყვირე და ჯარედს სილა გავაწანი თუმცა სიცილი არ შეუწყვეტია.
-მართლა ნაბი*ვარი ხარ,-სემი მაშნვე მოვიდა როგორცკი მიხვდა ყველაფერი ისე არ იყო და ჯარედს სახეში მუშტი უთავაზა.
-შე...,-ჯარედი წაბარბაცდა და სემისკენ აიქაჩა,-ძალიან მესიამოვნა რომ დავინახე როგორ ჩამოსდიოდა ჯარედს ტუჩიდან სისხლი
-ხელი აღარ დააკარო თორემ ამას არ დავჯერდები,-დაისისინა სემმა და სპორტდარბაზიდან წამიყვანა
-სემ მას მოეწონა და მეეჭვება ამის შემდეგ შენს მიმართ ისევ იგრძნოს რამე
მე და სემი ისე გავდივართ რომ არავის არაფერს ვეუბნებით
-არ უნდა დათანხმებოდი,-სემი ძლიერად ურტყამს მანქანას მუშტს
-მე არ ვიცოდი რომ ასე მომექცეოდა
-შენ იმის საშუალება წამართვი რომ დამეცავი ლილა,
-არაფერია სემ გადავიტან,-სემს მოვეხვიე და მის კისერში თავჩარგულმა გადავყლაპე ცრემლები რთულია შეეგუო რომ მოგატყუეს და გამოგიყენეს.

ბაბუაწვერა 3
სკოლოაში სიარული რათქმაუნდა ჩვეულებრივად გავაგრძელე ერთი წამითაც არ მიფიქრია რომ ჯარედის საქციელის გამო შემრცხვენოდა ან დავსტრესილიყავი პირიქით ამის შემდეგ ისე ვიქცეოდი თითქოს არაფერი მომხდარა.
-მა ბავშვები ხვალ ლაშქრობაში მიდიან რას ფიქრობ წავიდე?
-თუ გინდა წადი პრინცესავ,-მხრები აიჩეჩა მამამ
-სემმა და ენიმ მთხოვეს რომ წავსულიყავი
-თუ ასეა წადი მე წინააღმდეგი არვარ
-მაშინ წავალ,-მამას არასოდეს არაფერი დაუშლია ჩემთის
-ახლა სკოლაში წადი და მერე საღამოს გავისეირნოთ სადმე კარგი?
-კარგი,-მამას ვაკოცე და სემის მანქანისკენ გავიქეცი
-დილამშვიდობის
-დილამშვინობის ელის,-გავუღიმე გოგონას და უკან გადავიხარე რომ მისთვის მეკოცნა.
-იცი ლილა ჩემს ძმას ორი დღეა ვთხოვ რომ მეც წამიყვანოს ლაშქრობაში და უარს მეუბნება
-ელის იქ მოიწყენ არავინ იქნება შენი ტოლი მგონი სჯობს შენს მეგობრებთნ გაატარა უქმეები
-შენც მის მხარეს ხარ გასაგებია
-არა იცი რა გავაკეთოთ? მომდევნო უქმეებზე მე და შენ საყიდლებზე წავიდეთ და სემი სახლში დავტოლოთ რას იტყვი?
-მოვრიგდით,-ელისმა ძმას სარკეში გაუღიმა და მერე მე გადმომხედა
-შემოგყვე?-სემი უჩვეულოდ მოწყენილი და განერვიულებული იყო
-არა ლილა შემომყვება შენ იყავი აქ,-ელისთნ ერთდ მანქანიდან გადავედი და გოგონა სკოლისკენ წავიყვანე
-მისმინე საყვარელო რა სჭირს შენს ძმას?
-არვიცი ერთი კვირაა ასე უხასიათოდ დადის იმდღეს პირველად რომ დაეწყო ეგეთი საქციელები სახლში რომ მოვიდა ხელი სტკიოდა
-არ უთქვამს რა დემართა?
-როდის იყო რამეს მეუბნებოდა,-მხრები აიჩეჩა გოგონამ და სკოლის შენობაში შევიდა
-საღამომდე ლილა
-საღამომდე ელის.
მეც ვამჩნევდი რომ ჯარედთან ჩხუბის შემდეგ რაღაც ვერ იყო ხასიათზე მაგრამ არაფერი მიკითხავს და არც ახლა ვაპირებდი რამის კითხვას
-წავედით?
-ჰო,-მხიარულად ჩავჯექი მანქანაში და სკოლამდე მარტო მე ვილაქლაქე.
გადავწყვიტე რომ სემი გულრწფელად არაფერს არ მეტყოდა ასე რომ ენი მივუგზავნე და იქვე დავიმალე რომ მათი ლაპარაკისთვის ყური მეგდო.
-სემ ლილა ხვდება რომ მას შემდეგ რაც ჯარედთნ იჩხუბე კარგად ვერ ხარ,-არც ენიმ იცოდა რამე ამის შესახებ ასე რომ დიდი სიამოვნებით წავიდა სემის გამოსატეხად
-მე? რას ამბობ ენ უბრალოდ ვნერვიულობ ხომ იცი იელი..
-შეწყვიტე სემ ნუ შემაწუხეთ იელით და დარმუთით უკვე ყელში მაქვს ეგ სახელები ესეც არ იყოს ვის ატყუებ მანდამდე მთელი რვა თვეა.
-მერე არ შეიძლება რომ წინასწარ განვიცდიდე?-სემის ხმაში ბრაზი იგრძნობოდა
-სემ მითხარი რახდება შენს თავს თორემ არ მოგეშვები
-მე ლილაზე ვნერვიულობ გასაგებია?
-რატომ? ჯარდემა უკვე გადაიხადა სამაგიერო
-არა ენ ჯარედი ასე ადვილად არ მოისვენებს ლილას მთელი სკოლის წინაში დამცირების ახალი გეგმა აუცილებლად ექნება
-ლილა ასე ადვილი გასატეხი არაა ხომ იცი სემ
-და მაინც მეშინია
-არა სემ შენ მხოლოდ ეს არ გაწუხებს კიდევაა რაღაც არ მეტყვი?
-ენ იკმარე რაც გითხარი გთხოვ
მე და ენმა მართლაც ვიკმარეთ ის მცირედი რაც სემმა ჩვენთვის გაიმეტა

მეორე დღეს თვალებში მზის სხივები უსიამოვნოდ მომხვდა და თვალები გავახილე
-დილა მაშვიდობის იზოლდა,-თავზე მომღიმარი სემი მედგა
-დილა მშვიდობის ტრისტან,-გავუღიმე მაც
-გაკოცო?
-ჰო,-სემი ნელა დაიხარა და შუბზე საოცარი სითბოთი მაკოცა
-მიყვარხარ სემუელ,-ხელი გამომიწოდა მეც მაშინვე წამოვხტი და ნივთებით ხელში სააბაზანოში შევედი.
სანამ შხაპს ვიღებდი სემს ჩემი ნივთები უნვე ჩალაგებული ჰქონდა მეც გადავხედე და ჩანთა ზურგზე მოვიგდე
-უკვე მიდიხარ?-მამას ხმა მომესმა თავისი ოთხიდან,-მოიცა ყმაწვილო შენ აქ რა გინდა?
-ლილას მოვაკითხე,-მხრები აიჩეჩა სემმა
-ჭკვინად იყავით იცოდეთ ყველაფერს გავიგებ რაც არ უნდა მოხდეს,-მამაჩემი ასე არასოდეს მოქცეულა და მეც გამეღიმა
-დიახ სერ

-მამაშენის უკვე მეშინია,-სიცილით თქვა როცა სკოლას მივუახლოვდით
-ხო საშიში კაცია
-გველეშაპივითაა იმიტომაც გეძახის პრინცესას,-სემმა ხელი გადამხვია და დიდი ავტობუსისკენ წავედით
სემი მართლი აღმოჩნდა ჯარედთან დაკავშირებით ავტობუსში რომ ავედით წინა მხარეს ყველა ადგილი დაკავებული იყო უკან კი დარჩენილ სკამებზე ჯარედი და მისი განუყრელი ძმაკაცები სათითაოდ იჯდნენ
-ამათ უყურე,-ამოთქვა ზიზღით სემმა
-გთხოვ ამ დღეებს ნუ ჩამიშხამებ მოდი უბრალო მოზარდებივით გავერთოთ
-კარგი მოდი აქ დავსხდეთ,-სემი დაჯდა და როცა მის უკან წავედი ხელზე მომქაჩა,-დაჯექი ჩემთნ,-მითხრა და მეც მის კალთაში მოვიკალათე მაგრამ სადამდე ვიჯდებოდით ასე ავტობუსი დაიძრა და თითმის ყველა ადგილი შეივსო დავინახე რომ სელენა გოგო რომელსაც ჯარედი მოსწონდა მარტო იჯდა და მისკენ წავედი
-სელენა ასე მას ვერ აეჭვიანებ
-რას გულისხმობ?-გაიკვირვა გოგონამ
-კარგი რა მეც ხომ გოგო ვარ,-მხრები ავიჩეჩე
-რას მირჩევ,-ეს გოგო გიჟდება იმ მუტანტზე
-მის ძმაკაცზე უნდა მიიტანო იერიში,-სემის გვერდით მჯდარ ბიჭზე ვანიშნე სელენაც მაშნვე დაუფიქრებლად ადგა და სემს რაღაც უჩურჩულა სემიც ადგა და ჩემსკენ წამოვიდა
-ნამდვილი ჯადოქარი ხარ,-მითხრა თვალებგაფართოვებულმა და ფანჯრისკენ დაჯდა მეც მის გვერდით მოვიკალათე და მის მკერდს მივეყრდენი.
-დაიძნე თუ გინდა,-მითხრა სემმა და ხელები შემომხვია
-მადლობა,-მეც მეტი რა მინდოდა თვალები დავხუჭე და სემის მკლავებში მოკალათებულმა ძილს მივეცი თავი.
ვინაიდან ლაშქრობა ორი დღე გრძელდებოდა პირველ დღეს სანაპიროზე წავედით მშვიდი ამინდი იყო სასიმოვნო, გრილი ნიავიც უბერავდა და ზღვა მშვიდი და კამკამა იყო
-წავედით წყალში,-თვალები დამიბრიალა სემმა
-არა მე აქ დავრჩები ცურვა არ ვიცი
-მერე რა მე ხომ აქვარ,-მხრები აიჩეჩა და მაისური მოიშორა სხეულიდან
-ერთი ამას უყურეთ,-მის დაკუნთულ სხეულს შევხედე და გაოცება სულაც არ დამიმალავს
-მოიცა ეჭვი გეპარებოდა?
-გაგონილს ნანახი სჯობს,-ენა გამოვუყავი ბავშვურად
-წამოხვალ თუ წაგიყვანო,-თავი ზღვისკენ გაიქნია
-არა წამოვალ,-მაისური გავიხადე და მობილური გავახვიე შიგ მერე სემის ჩანთში შევინახე და პირველი ნაბიჯი გადავდგი წყლისკენ.
მოულოდნელად ვიგრძენი სიმსუბუქე და სემის მხარზე გადაკიდებული მივქროდი წყალში
-კიდე ჩემზე იტყვი გიჟიო,-გადავიხარხარე
-შენ გამაგიჟე მე. მოდი ახლა ცურვა ვისწავლოთ
-არა არ მინდა ვერ გავუშვებ ხელიდან შანსს რომ ვინმე სიმპათიურმა ბიჭმა მიხსნას სიკვდილისაგან
-ახლა სამყაროში ყველაზე სიმპათიური ბიჭი გასწავლის ცურვას მეტი რაგინდ?-თავისი ცისფერი თვალები შემომანათა და დავინახე შიგ როგორ დაუხტოდნენ ჭინკები.
-კარგი რა გავაკეთო?
-პირველ რიგში წონასწორობა უნდა ისწავლო,-დაიწყო ჩინელი კუნგ ფუს ოსტატივით,-მოდი წამოწექი,-ხელები გამომიშვირა მეც გადავწექი მის მკლავებზე და რამდენჯერაც ვცადე წყალზე გაჩერება იმდენჯერ ფსკერისკენ წავედი.
მრავალი მცდელობის შემდეგ სემმა გამომიცხადა უნიჭო ხარო და ჩაყვინთა
-სემ გეყოფა,-ვიღცა წელზე მომეხვია და ფსკერისკენ ჩამითრია,-მე სიცილით ჩავისუნთქე ჰაერი და ტუჩებზე შეხება რომ ვიგრძენი ვინებე თვალების გახელა გული ლამის გამისკდა სანამ ვფიქრობდი რომ საუკეთესო მეგობარი მკოცნიდა მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას დავმშვიდდი როცა მუტანტი ჯარედი აღმოჩნდა.
გული ისევ გამალებით მიცემდა და ვცდილობდი მისი სხეული მომეშორებინა მაგრამ ისევ მიკრავდა ბოლოს ალბათ ჰაერის უკმარისობა რომ იგრძნო ხელი მომხვია წელზე და ზედაპირზე ამიყვანა ირგვლივ რომ მოვათვალიერე მივხვდი რომ საკმაოდ შორს ვიყავი სხვებისგან
-რაგინდა ჯარედ არ გეყო რაც გააკეთ?
-არა მსგავსი სისულელე ცხოვრებაში არ გამიკეთებია მას შემდეგ სულ შენზე ვფიქრობ,-მითხრა ირონიულად
-მეც სულ შენზე ვფიქრობ როგორ გავიოცო სემი რომ სიფათს შეგილამაზებს
-დავიჯერო ის ჩემზე მეტად მოგწონსა? მასთანაც ასე გიჩქარდება გული როგორც ჩემი შეხების დროს?
-შენი შეხების დროს იმიტომ მიჩქარდება გული რომ ღებინების რეფლექსზე მორევას ვცდილობ
-საშინელი მატყუარა ხარ ლილა,-ჩემი სახელი უცნაურად თქვა
-შენ კი საშინლად კოცნი ჯარედ,-ვცადე მიმებაძა
-მართლა?
-ჰო,-კიდევ უფრო ძლიერად მიმიკრა მკერდზე
-დავიჯერო სემი უკეთ გკოცნის?
-ჰო ბევრად უკეთ მთელი გრძნობით,-ვიცრუე უნამუსოდ და თვალებში შევაჩერდი მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ ცისფერი თვალები ჰქონდა ისეთი უძირო რომ შიგ მთელი სამყარო ჩანდა
-თუ ასეა წადი მასთნ,-ხელები შემიშვა და მეც ნაბიჯის გადადგმა ვცადე მაგრამ მაშინვე ფსკერისკენ წავედი ხელები საცოდავად გავაქნიე და დავინახე როგორ მიფრინავდნენ ბუშტუკები რომელსაც ჩემმიერ ამოსუნთქული ჰაერი იწვევდა ზედაპირისკენ და უეცრად ისეთი სიმშვიდე დამეუფლა დავკარგე სურვილი მეც მათ გავყოლოდი.
ჯარედმა მაინც ვერ გამიმეტა საიკვდილოდ და მალე ამომათრია
-ლილა ცოცხალი ხარ?
-შენს ჯიბრზე არ მოვკვდები,-შევუღრინე
-ძალიან კარგი არმინდა შენსგამო ციხეში წასვლა,-შემომიღრინა საპასუხოდ
ჯარედმა ნაპირთნ მიმიყვანა და იქვე დამტოვა.
საღმოს კოცონი დავანთეთ და მის ირგვლივ შემოკრებილებმა გადავწყვიტეთ გვემღერა სემმა ვიღაც ბიჭს გიტარა გამოართვა და ნაზად შეეხო სიმებს მერე კი გარემო გიტარიდან წამოსულმა სასიმოვნო მელოდიალმ აავსო.
კარავში ძილი არც ისე მოსახერხებელი გამოდგა მაგრამ მაინც შეიძლებოდა ამის გაძლება რასაც ვერ ვიტყვი მეორე დღეს ჯარედის მომაკვდინებელ მზერაზე ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა ამ ადმიანს ჩემგან.
-სემ სემ სემ
-კარგი ხო მოდი აქ,-სემმა თვალები გადაატრიალა და ზურგით დადგა შემსკენ მეც მის ზურგს შევახტი და კამაყოფილმა იმით რომ დაღლილი ვისვენებდი ცუდი მეგობარი ვარ არა? ვიცი მაგრამ აქ წამოსვლა სემმა დამაძალა და მათრიოს ახლა ზურგით.
-ლილა რაკარგია რომ წამოხვედი,-ამოილაპარაკა როცა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა
-ხო არა?
-კი ნამდვილად ხომ იცი როგორ მიყვარს შენი ხელით ტარება
-შენს თავს დააბრალე.-გავიცნე და ჩამოვხტი მართლა ეგეთი აუტანელი კი არ ვარ.
-ასე უფრო მომწონს,-სემმა ხერხემალი გაავარჯიშა და ხელკავი გამომდო
-ენი მაინც რატომ არ წამოვიდა?
-მემგონი ერიკია მაგ საქმეში გარეული,-ჩაიცინა სემმა
-ახლა სად მივდივართ?
-ახლა მთაზე ავალთ და იქ გავშლით კარავს მერე ცეცხს დავანთებთ და რავიც თუ გინდა დავლიოთ ცოტა.
-და შენ იზრუნებ ჩემზე?
-არა მემგონი შენ მოგიწევს ჩემზე ზრუნვა
როგორც იქნა ავედით დანიშნულების ადგილზე და სემმა ჩემთვის და თავისთვის კარვის გაშლა დაიწყო
-აი ასე შეგიძია დაისვენო როცა მოგინდება
-მადლობა საყვარელო,-გავიცინე მე
-არაფერის,-მომნუსხველად გამიღიმა სემმა და ისე მომეხვია თითქოს უკანასკნელად მხედავდა.
-როგორ მიყვარხარ,-ამოვთქვი როცა გავიაზრე რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს ადამიანი
-აფერისტი ხარ ლილა
-სამაგიეროდ საყვარელი აფერისტი მაინც ვარ შენგან განსხვავებით,-ენა გამოვუყავი ისევ
-ვითომ?-ცალი თვალი მოჭუტა
-არა?
-შეიძლება სულ სულ ცოტა.
ჯარედის გამბურღავი მზერა და ვიჭირე და ერთი წამით თითქოს მივხვდი რატომ მექცეოდა ასე. სემმა თქვა რომ ის მისი მეგობარი იყო მე კი შეხვედრაზე პირველივე დღეს ვუთხარი უარი ჯარედს მე და სემი შეყვარებულები ვგონივართ და ასე მე კი არა სემს ებრძვის.
გამახარა ჩემმა აღმოჩენამ მიხაროდა რომ მე არაფერ შუაშ ვიყავი.
-სემ წამოხვალ მდინარეზე უნდა ჩავიდეთ სთევზაოდ?
-არვიცი ლილა წამოხვალ შენ?-მომიბრუნდა
-არა ისევ თვიდან ვერ გავივლი ამ გზას შენ წადი და მე აქ დაგელოდები,-ცოტახანს მიყურა მერე გარემო მოათვალიერა და როცა დაინახა ჯარედი და მისი მეგობრებიც მიდიოდნენ კარგი-ო მითხრა.

სემის წასვლის შემდეგ რამდენიმე სელფი გადავიღე მალე მომბეზრდა მარტოობო და იქვე მიმავალ ბილიკს გავყევი რომელმაც უფრო მაღლა ამიყვანა მთაზე და იქედან ისეთი კარგი ხედი იყო კიდეზე მივიწიე და იქ ჩამოვჯექი.
-კარგია აქ,-ამოვთქვი ჩემთვის და ჩამავალი მზის სხივებს თვალი გავუსწორე გარემო საოცრად ლამაზი იყო კიდევ ერთხელ ვუთხარი საკუთარ თავს რომ ბუნება საუკეთსო ხელოვანია და მონუსხულივით დავაცქერდი სამყაროს ჩემს დაბლა. სასიამოვნო სიო სახეზე მომელამუნა და თვალები დავხუჭე თუმცა მალევე ვინანე რაღაც რყევა ვიგრძენი და დავსრიალდი ძლივს მოვასწარი კლდეს ჩავებღუჭე და ვცადე ზემოთ ავმძვრალიყავი
-ლილა,-ვიღაც ღვთისნიერმა მომისწრო მაგრამ
-მაცადე მშვიდად სიკვდილი ადამინო,-ჯარედმა მაჯაში ჩამავლო ხელი და ამომათრია
-არაფრის ლილა
-მე არ მინდა რომ მადლობა გითხრა
-მაინც არაფრის
-აქ რაგინდა სათევზაოდ რატომ არ ხარ?
-იმიტომ რომ სემთან ერთდ რომ ვერ დაგინახე მივხვდი აქ რჩებოდი და შენთნ წამოვედი ვხედავ კარგად მოვიქეცი თორემ ისე მოკვდებოდი ვერავინ ვერ გაიგებდა
-ჯარედ მოდი ახლავე გავრკვიოთ. ბოდიშს გიხდი რომ პირველ დღეს ასე მოგექეცი მაპატიე ყველაფერი და წადი ჩემი და სემის ცხოვრებიდან გთხოვ.
-შენ გგონის ერთი ბოდიში მიშველის? შენმა სიტყვებმა ყველას ყურამდე მიაღწია შენ სერიოზული ჩრდილი მიაყენე ჩემს სახელს და ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ მართლი იყავი
-ჯარედ,-დავისისინე საცოდავად
-რამოხდა ზედმეტად ახლოს ხომ არ მოვედი?-წარბი ასწია
-ეს რა შუაშია მე მინდა რომ ცხოვრება დამაცადო მხოლოდ რვა თვე და სამუდამოდ წავალ ამ ქალაქიდან
-მე კი აქ დავრჩები და მომავალი არ მექნება არა?
-ეს არ მითქვამს
-მე ფაქტს გავუსვი ხაზი. კარგი მოდი ასე მოვიქცეთ შენ მე დამეხმარები რომ მინიმუმ კოლეჯში მოვხვდე მე კი შენ და სემს შეგეშვებით
-შენი აღრ მჯერა ჯარედ
-ესეიგი სიკეთის კეთებაზე მაინც უარს მეუბნები არა?
-არა დაგეხმარები,-მხოლოდ ახლა მივხვდი რომ ჯერ კიდევ ეჭირა ჩემი ხელი
-იცი შენი ერთდერთი მინუსი რა არის? მე არ მოგწონვარ
-რასიზამ ყველას ვერ მოეწონები,-მხრები ავიჩეჩე და ხელი ავამოძრავე რომ გავეშვი
-თუმცა ვერ უარყოფ რომ ჩემი სიახლოვე გაბნევს
-შენი სიახლოვე ვის არ დააბნევს? მუტანტი ხარ,-წარბი შევიკარი
-ოოჰ ლილა,-ხელები ჩემი სახის გასწვრივ დაიჭირა და ცერი გადამისვა სახეზე
-რატომ აკეთბ სულ ამას?
-უბრალოდ მომწონს ჩემს შეხებაზე გული როგორც გიფეთქვას,-ჩაიცინა და ხელები მომაშორა,-წამოხვალ სხვებთნ?
-ჰო,-ბილიკს ისევ უკან გავყევი და ბანაკშ რომ დავბრუნდი დავინახე როგორ მიყურებდა სემი.
-სად იყავი მასთნ ერთდ?
-სემ გეყოფა,-არ მინდოდა ვინმესთვის ამეხსნა. მინდოდა რაღაც მაინც დამეტოვებინა ჩემთვის აქამდე ჩემი ცხოვრება არ მქონდა და ახლა მინდოდა თუნდაც ის არაკომფორტული გრძნობა რაც ჯარედის მიმართ მქონდა როცა მიახლოვდებოდა ჩემთვის შემენახა.


ბაბუაწვერა 4
როგორც იქნა გავიდა ერთი მტანჯველი თვე და კარზე სანატრელი ზარიც გაისმა
-დედიკო,-შევყვირე მე და დედას გადავეხვიე
-ლილა როგორ მომენატრე,-დედამ მაკოცა და კარში შევიდა სადაც ჩემი და მამას მომზადებული რომანტიკული ვახშამი ელოდა მეც მაშნვე გამოვიხურე კარი და სახლიდან გამოვიპარე.
სემთნ წასვლა რატომღაც არ მინდოდა მე ისედაც მთლ დღს სემთან ვატარებ და ცოტა დასვენება სჭირდება. ასე რომ სახლთან ახლოს სკვერში წავედი და ხის ქვეჩი მიწაზე დავჯექი.
-ლილა?-თვალები გამიფართოვდა ჩემს წინაშე იდგა ჯარდი მეეზოვის ტანსაცმელში
-ჯარედ?
-ამდროს აქ რაგინდა?
-მე უბრალოდ ამაღამ ენთან ვრჩები და ვიფიქრე სანამ მშობლებთან ერთად დაბრუნდება აქ დავიცდი
-სემთნ რატომ არ წახვალ?-გამომცდელად დამაკვირდა
-სემს თავი მოვაბეზრე ისედაც სულ მასთნ ვარ,-მხრები ავიჩეჩე
-როდის დაბრუნდება ენი?
-ასე პირველისთვის,-მხრები ავიჩეჩე
-სამი საათი აქ უნდა იჯდე?
-ჰო
-კარგი წამოდი,-ხელი გამომიწოდა
-სად?
-დღეს ხომ გაკვეთილი გაგვიცდა ხო და ახლა ავანაზღაუროთ,-ცალი წარბი ასწია
-სად მეპატიჟები?
-ჩემთნ სახლში დედა მორიგეა კლინიკაში და ჩემი ძმა მარტოა აქ ვერ დავრჩები მარტოც ვერ დაგტოვებ
-იცი რა? წამოვალ,-ხელი გავუწოდე და უცბათ წამოვხტი

წარმოუდგენელი რამ ხდებოდა ჩემს თავს ჯერ იყო და მე და ჯარედი ერთმანეთს ვხოცავდით მერე მის მასწავლებობას დავთანხმდი ახლა კი მასთან მივდივარ სახლში. სულ გაგიჟდი ლილა სემი მართლია.
ჩემს მობილურზე ზარის ხმა გაისმა მაგრამ დავაიგნორე
-უპასუხე სემია,-მითხრა ჯარედმა
-არა ენი იქნება ან დედაჩემი
-დავნაძლევდეთ?
-რაზე?
-თუ შენ მოიგებ სახლში რომ მივალ პიცას გაომოგიცხობ თუ არა და შენ გამოაცხობ ჩემთვის პიცას
-თანახმა ვარ,-ხელი ჩამოვართვი და მობილური ამოვიღე
-ჯანდაბა,-აღმომხდა
-მე მოვიგე,-წაიღიღინა ჯარედმა
-რაიყო სემ?
-სადახარ გავისეირნოთ სადმე
-არა ხლა არ მცალია ხვალ იყოს კარგი?
-ნამდვილად?-ეწყინა მეც მეწყინა პირველად რაც ვიცნობ რომ დარეკა
-კი სემ ხვალ აუცილებლად გავისეირნოთ გპირდები
-კარგი ლილა მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ ტრისტან,-გადავიკისკისე და გავუთიშე
-ახლა გული ამერევა,-ჩაიცინა ჯარედმა
-მეც მერევა ხოლმე გული სელენას რომ ლოღნი სკოლის დერეფანში მაგრამ ჩუმად ვარ
-შენ რა მითვალთვალებ?
-არა რაში მჭრდება ეს?
-იქნებ გჭირდება
-ჯარედ რაზე შევთნხმნდით,-მკერდზე ხელი დავადე და მოვიშორე მერე კი მე მოვშორდი ხეს რომელზეც ზურგით ამაკრა
-მაპატიე,-ხელები ასწია და გზა განაგრძო.
მალე მივედით მაღალ კორპუსთნ და ჯარედი სადარბაზოში შემიძღვა.
-ეს ჩემი ბინაა,-ბინის კარი გააღო და მე აღმოვჩნდი ძველებურ სტილზე საკმაოდ გემოვნებით მორთულ სახლში
-მომწონს შენი ბინა
-მადლობა. მოდი,-ხელი დამავლო და მისაღებში შემათრია
-ყაჩაღო არ გძინავს?-მიმართა ტელევიზორის წინ მოკალათებულ ძმას
-არა დედა ეს წუთია წავიდა,-მხრები აიჩეჩა ბიჭუნამ
-ეს ლილაა ჩემი რეპეტიტორი,-ჩემკენ გამოიშვირა ხელი,-ეს კი,-თავის ძმაზე მიმითითა,- ლუკია
-საიამოვნოა,-მითხრა ბიჭუნამ ისე რომ ტელევიზორს არ მოშორებია
-საინტერესოა ვის მაგონებს,-ჩავილაპარაკე
-მე მისით ვამაყობ
-რატომაც არა შენი ასლია
-კარგი ლუკ იმედია გშია ლილა პიცას აცხობს ჩვენთვის,-წარბები ამითამაშა ჯარედმა
-მაჩვენებ სამზარეულოს?
-აქეთ

მაცივარში ყველაფერი ვიპოვე რაც მინდოდა და ასე ნახევარ საათში ჩემი წაგებული პიცა მზად იყო
-ძალიან გემრიელია,-შემომცინა ლუკმა
-მადლობა,-ჯარედს გადავხედე
-რას მიყურებ ეს ხომ მე მოვიგე შეუძლებელია ცუდი იყოს
-აუტანელი ხარ,-თვალები გამიწვრილდა
-ჩემი ბრალი არაა
-კარგი მე ამ ყაჩაღს დავაძინებ და მოვალ,-ძმას ანიშნა ამდგარიყო
-მე ავალაგებ და მისაღბშ დაგელოდები
-არა დატოვე მე მივხედავ,-ხელი აიქნია და ლუკი წაიყვანა
მეც ავდექი და მაგიდის ალაგება დავიწყე მალე მოვამთავრე საქმე რაუნდოდა სამი თეფშის და ერთი ლანგრის აღებას.
-ჯარედ გირეკავენ,-მობილური მაგიდაზე ჰქონდა დატოვებული მეც დავწვდი და იქეთ წავედი სადაც მეგულებოდა
-აქ ვარ ლილა,-შემომესმა ოთახიდან და მეც შიგნით შევაბიჯე
-გირეკავენ
ჯარედმა მცირე საუბარი გააბა სელენასთნ მე მანამდე ოთახი მოვათვალიერე და მივხვდი რომ ჯარედის ოთხში ვიყავი კედლებზე მისი და სელენას სურათები იყო და რამდენიმე ცნობილი კალათბურთელის პოსტერი (ბავშვის დაძინების შემდეგ გამოსაცვლელად შევიდა თვაის ოთახში ჯარედი).
-მადლობა ახლა რომ არ მეპასუხა იეჭვიანებდა
-გოგონები,-თვალები გადავატრიალე
-სემს გაუმართლა შენ რომ ჰყავხარ გინდა რომ თავი არ მოაბეზრო ეს იშვიათია
-სემს მე ვყავარ?-გავიოცე
-ხო,-მას სემი ჩემი შეყვარებული ჰგონია და მგონი სჯობს ასე იყოს
-კარგი დავიწყოთ,-წიგნები მაგიდაზე დააწყო და თვითონ საწოლზე წამოწვა
-ასე აპირებ მეცადინეობას?-ვიკითხე გაღიზიანებულმა
-დავიღალე მინდა რომ ცოტა დავისვენო,-საცოდავად შემომხედა.
-ხო კარგი ჯანდაბას იყავი ეგრე მაგრამ მომისმინე.
რომეოსა და ჯულიეტას კითხა დავიწყე ის წამდაუწუმ ამთქნარებდა
-მგონი საამისოდ ძლიან დაღლილი ხარ,-წიგნი დავხურე და მისკენ შევტრიალდი
-მოდი წამოწექი,-ხელი დაატყაპუნა საწოლზე
-კარგი,-მივედი და მეც გულაღმა დავემხე მის საწოლზე ისე რომ თეთრ ჭერს შევაჩერდი
-ბალიშის არსებობას არ სცნობ?
-თავი გეტკინა?
-ჰო
-შეიძლება?-ხელი გაშალა მეც თავი ავწიე და ზედ დავადე
-ასე სჯობს
-ჯარედ შეიძლება რაღაც გკითხო?
-გააჩნია
-რატომ აღარ მეგობრობ სემთნ?
-თვითონ რა გითხრა?
-მითხრა რომ როცა პოპულარული გახდი თქვენი გზები გაიყო
-სწორად უთქვამს. სემს ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა ფული, ჭკუა და შესაძლებლობა რომ ეს ჭკუა გამოეყენებია კიდევ სიმპათიურია მე კი მხოლოდ სახე გამაჩნდა და როცა მივხვდი რომ მეც შემეძლო რაღაცას მიმეღწია თუნდაც ამას საშუალო სკოლის დასრულებამდე გაეტანა სემს შევთვაზე კალათბურთის გუნდში შევიდეთ მეთქი მან კი -უსაქმური ხარო მითხრა მერე ყველაფერი თავისით მოხდა
-გასაგებია
-ჰო ყველას არ უმართლებს. სემს ყველაფერი აქვს თუ მე მძმე ტვირთის თრევით ვიყენებ კუნთებს ის პრესტიჟულ სპორტ კლუბებში დადის ამისთვის და ახლა მას შენც ჰყავხარ.
-მეე?
-ხო მე არასოდეს არ ვიქნებოდი შენნაირ გოგოსთნ
-რატომ?-ხმა გამიწყდა
-იმიტომ რომ მხოლოდ ხელს შეგიშლიდი მე ჩხუბისთვი ვარ შენ კი ვიღაც პერსპექტიული გჭირდება
-მე სწორედ ამას ვცდილობ აი ნახავ ამ შვიდ თვეში შენც პერსპექტიული ახალგაზრდა იქნები
-სემის მსგავსი მაინც ვერა,-მის მხარეს გადავბრუნდი და თვალებში შევხედე საოცარი თვალები ჰქონდა იშვიათდ მინახავს ასეთი ცისფერი თვალები
-ეს რაარის?-ხელი გამექცა და წვრილმკლავიანი მაისური გადვწიე
-ჩემი სვირინგი?-წამოიწია და მაისური მოიშორა,-მთელს ზურგზე გიგანტური ბაბუაწვერა ეხატა თვისი მფრინავი ფურცლებით
-საოცრებაა,-ხელი გადავუსვი ზურგზე და კარგად დავაკვირდი
-ეს ჩემი საყვარელი ყვავილია. ყველაზე მშვენიერი და მიუწვდომელი თუ მას მოწყვეტ ერთი წამითც არ გაგიჩერდება და მზისკენ გაფრინება, ეს ყვავილი არ იყიდბა ყველაზე ურჩი და სასურველი ყვავილია თანაც სურვილებს ასრულებს.
-საუცხოოა,-ისევ შოკში ვიყავი როცა შემობრუნდა და თვალებში ჩამაშტერდა
-შენც ბაბუაწვერას ჰგავხარ მისი ფოთლებივით მწვანე თვალები გაქვს, მისი ბუსუსებივით თეთრი კანი და დღეს მასავით კაშკაშა კაბა გაცვია,-გაიღიმა ბოლოს
-ჯარედ მე,-ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე,-უ..უნდა წავიდე,-ადგომა ვცადე
-არ წახვიდე გთხოვ ცოტახნას კიდევ დარჩი,-ყელში ბურთი მომებჯინა თავს უცნაურად ვგრძნობდი ასეთი რამ არასოდეს დამმართნია
-ენი უკვე დაბრუნდებოდა
-ვიცი რომ დაგპირდი მაგრამ,-ძალიან ნელა დაიხარა ჩემსკენ და მისი გრილი სუნთქვა რომ ვიგრძენი სახეზე აზროვნების უნარი დავკარგე ძალიანი ნელა მომიახლოვდა და ტუჩებზე მომწვდა.
აზრი არ ჰქონდა იმაზე ფიქრს რომ უნდა მეაზროვნა მეც ავყევი კოცნაში და კისერზე შემოვხვიე ხელები
-ლილა მე..
-არა არაფერი არ თქვა,-თითი დავადე ტუჩებზე
-მე არ ვიმსახურებ
-ამას მაშნ რატომ არ ფიქრობდი როცა პირველად აკეთებდი ამას?
-მაშინ ვბრაზობდი,-კოცნას შორის პაუზის დროს ამოვთქვამდით ხოლმე ასეთ სიტყვებს

-უნადა წავიდე,-როგორც იქნა მოვტვინე იმდენი რომ არასწორად ვიქცეოდი და მოვწყდი
-მიგაცილებ
-არა ლუკი მარტო არ დატოვო
კარი გამოვიხურე და ჯარედი მის მიღმა დარჩა. ლოყები საშინლად მიხურდა
„ლილა დებილი ხარ“-გავლანძღე საკუთრი თავი და ენის სახლისკენ წავედი.

მეორე დღეს რომ გავიხსენე რაც მოხდა საწოლზე ხმაურიანად დავებერტყე და ბალიში წამოვიმხე თავზე. დეტალებში მახსენდებოდა როგორ დავადე თავი ჯარედის ხელს როგორ ვათვალიერებდი მის სვირინგს და ყოველი ამოსუნთქვა როცა მკოცნიდა ყოველი სიტყვა ახლიდან ამოტივტივდა ჩემს თავში.
-ენ
-უკვე გღვიძავს?-ენი თამას იმშრაებდა და სარკისწნი ჩამოჯდა
-შეიძლებოდა რომ ჯარედი შემყვარებოდა?
-ლილა რას ამბობ?-თვალები დამიბრიალა სარკიდან,რატომ გადწყვიტე რომ გიყვარს
-გუშინ მის სახლში ვიყავი სანამ აქ მოვიდოდი
-მერე რამე მოხდა?-ენი ჩემთან მოვიდა და ისე დამაკვირდა ერთი წამით მეგონა რომ დედაჩემი ჩაუსახლდა
-არა უბრალოდ ვაკოცეთ ერთმანეთს,-ყველაფერი მოვუყევი იმ დღიდან მოყოლებული სპორტდარბაზში რომ მაკოცა
-ლილა ამას ახლა უნდა ვიგებდე?-არცერთი დიალოგი არ გამომიტოვებია
-ვაიმე ლილა რაუნდა ქნა ახლა?
-რას გულისხმობ?
-თუ ჯარედი გიყვარს შენს ოცნებებზე უარს იტყვი?
-რატომ უნდა ვთქვა უარი ჩემს ოცნებებზე ჯარედს ხომ არ ვუყვარვარ თანაც მე არვიცი მიყვარს თუ არა
-ამ ყველაფრის შემდეგ ასე ფიქრობ?-ისე გავხედე მიხვდა რომ უნდა აეხსნა
-მომისმინე სემთან როცა ხარ რას გრძნობ?
-ეს რაშუშია
-მიპასუხე
-მინდა რომ მოვეხვიო ის ისეთი საყვარელია მაგრამ ეს უბრალოდ ისეთი გრძნობაა როგორიც ჯერემის მიმართ მაქვს ხოლმე
-და ჯარედთან რომ ხარ?
-ენ ეს ჯერ საკუთრი თავისთვისაც არ მითქვამს
-რა არ გითქვამს?
-როგორ მსიამოვნებს მისი სიახლოვე როგორ გრძნობს ჩემი თითოეული უჯრედი მის სიახლოვეს
-ხო დაიკო გაები,-ენმა თავი გადააქნია
-ახლა სემს რა უნდა ვუყოთ?
-სემი საერთოდ რა შუაშია
-შენ გგონია გაპატიებს ამას?
-მე არაფერი დამიშავებია ესეც არ იყოს მე და სემი მეგობრები ვართ
-ამას რა მნიშვნელობა აქვს სემი და ჯარედი სამკვდრო სასიცოცხლოდ არიან ერთმანეთს გადაკიდებული და ეს მხოლოდ იმიტომ არაა რომ ჯარედი პოპულარული გუნდის კაპიტანია ან სემი შეძლებული ოჯახის შვილი მათშორის კიდევ რაღაც ხდება და ეს უნდა გავარკვიოთ,-ენი ნამდვილი გამომძიებელივით იყურებოდა და მეც დამაფიქრა.

ბაბუაწვერა 5
-დილა მშვიდობის ჩემო სიცოცხლე,-დედაჩემის მომღიმარი სახე უკვე ხუთი თვის უნახავი მქონდა და ძალიან მესიამოვნა პირველი დილას ის რომ დავინახე.
-დილა მშვიდობის დედიკო,-საწოლზე წამოვჯექი და დედას შევხედე
-სკოლაში დაიგვიანებ მიდი მოემზადე მეც ჩავიცვამ და სკოლის შემდეგ გამოგივლი აქ ატელიეს გახსნა მინდა და ადგილი უნდა მოვძებნო ამისთვის.
-კარგი,-დედამ გასვლისას მაკოცა და მეც სასწრაფოდ დავიწყე მომზადება რატომღაც მინდოდა რომ სკოლაში მალე წავსულიყავი.
-დილა მშვიდობის,-მამიკოს კისერზე ჩამოვეკიდე და შემდეგ პოლიციელის ფორმა გავუსწორე.
-დილა მშვიდობის პრინცესა.
-რამდენი რამ გამომიტოვებია ამ ხუთ თვეში. შენ რა საუზმეს ამზადებ?
-ხო აბა ამ ქალბატონისთვის რომ მეცადა მშიერს მომკლავდა,-მხრები აიჩეჩა მამამ და დედა გულზე მიიკრა
-იცით რაა მე ჯერ კიდევ აქ ვარ,-ბლინებიანი თეფში მოვიდგი,-რამაც საყოველთაო სიცილი გამოიწვია.
-დილა მშვიდობის,-ასეც ვიცოდი რომ მოტოციკლის ბრუხუნი სემისას ეკუთვნოდა
-დილა მშვიდობის სემუელ,-მიმართა მამამ მკაცრად და თეფში დაამატა
-არა მისტერ პირს მე უკვე ვისაუზმე უბრალოდ ლილას მოვაკითხე
-კარგი ახლავე ჩამოვალ,-კიბეები ავირბინე და უკნიდან მესმოდა როგორ ეცნობოდა დედა სემს.
-წავედით?
-ჰო

მე და სემი გარეთ გავედით და ფანჯრიდან დედას მზერა რომ ვიგრძენი გამეცინა
-დედაჩემი გვიყურებს არა?
-ჰო,-წარბი შეიკრა სემმა
-კარგი ტრისტან მიდი წავედით თორემ დავაგვიანებთ,-სემი მოტოციკლზე მოკალათდა და მეც უკან შემომისვა.
მივეჩვიე სემის მოტოციკლით მგზავრობას და ჩემი შეგრძნებებიც ამასთნ დაკავშრებით ნელ-ნელა გაქრა.
გაკვეთილები გაიწელა და მოსაწყენიც კი გახდა. ადრე გაკვეთილი მოსაწყენი არასოდეს არ მგონებია ახლა კი თითქოს არ შემეძლო ასე უბრალოდ ვმჯდარიყავი. იცით რაიყო ამ ქალაქში ყველაზე ცუდი და საშინელი? მე გამაფუჭა ამ ადგილმა ერთდერთი რისგამოც დავთანხმდი აქ გადმოსვლას იყო ის რომ პატარა, მყუდრო ადგილი იყო მოსახლეობაც სულ ცოტაა და ვიფიქრე რომ მეცადინეობას უფრო გულმოდგინედ შევუდგებოდი მაგრამ შევცდი მას შემდეგ რაც ამ სკოლაში ფეხი შემოვდგი ყველაფერი შეიცვალა.
-ლილა სადახარ?-ენი ცხვირწინ ხელს მიქნევდა
-აქვარ ენ აქ
-შენ რა გაკვეთილს არ უსმენდი?-გამომცდელად შემომხედა
-ცოტა
-ჯარედზე ფიქრობდი არა?-თვალები გაუწვრილდა
-ენ!-მთელი დილა ვცდილობდი ჯარედის სახელი გონებაში არ გამევლო მაგრამ ვინ გაცდის
-რამოხდა?
-ვცილობდი ჯარედზე არ მეფიქრა
-მაპატიე არ ვიცოდი,-მხრები აიჩეჩა ენმა და ერიკი რომ დაინახა მისკენ გაიქცა
-ენ სად მიდიხარ?
-ფორმა ჩაიცვი და სპორტის გაკვეთილზე შევხვდებით,-მომაძახა შორიდან და გაიქცა.

სპორტის გავეთილზე რომ შევედი ჯარედი და დენი უკვე გუნდებს ანაწილებდნენ სემი კუთხეში იდგა სავარაუდოდ დენის გუნდში იყო და ელოდა როდის დაიწყებოდა თამაში
-მე ლილას ვირჩევ,-ჯარედი სემს უყურებდა და თან ჩემკენ იშვერდა ხელეს
-ლილა მეორე ნახევარში გადადი,-მითხრა დენიმ და მასწავლებელს ბურთი მიაწოდა.
მეც გადავედი ჯარედის ნახევარში და დაველოდე როდის დამთვრდებოდა გაკვეთილი მაგრამ რატომღაც ყველაფერი სხვანაირად წავიდა.
მწვრთნელმა ბურთი ჰაერში ააგდო დაძაბული ჯარედი და დენი მას აჰყვნენ და ბურთიც ჯარედმა ჩიგდო ხელში. თავიდან როგორც ყოველთვის გამოცდილ მოთმაშეებს ესროდა ბურთს და მცირე ანგარიშით ვაგებდით მაგრამ მოულოდნელად ჩემს მხარეს გამოიხედა ყველამ იცოდა რომ სუსტი მოთამაშე ვიყავი და ჩემს აყვანას არავინ არ ცდილობდა ამოტომ ჯარედმა ბურთი ჩემი მიმართულებით ისროლა მეც ავიღე და აქეთ-იქეთ დავიწყე ყურება სად შეიძლებოდა რომ ბურთი მესროლა მაგრამ ყველა მოთმაშე ჩემკენ მორბოდა ამიტომ გავიქეცი და ის იყო ბურთი კალათში უნდა მესროლა რომ ჰაერში აღმოვჩნდი და ბურთი აცილების მაგივრად კალათში ჩავტენე.
-ყოჩაღ ბაბუაწვერა,-ჯარედმა ჩამომსვა და ცხვირზე დამკრა ხელი
-შენ რა გაგიჟდი?
-არა რატომ,-მხრები აიჩეჩა
-იმიტომ რომ ამათ შეეძლოთ გადავეთლე
-ხომ არ გადაგთელეს,-ზარის ხმაც გაისმა და ყველა კარისკენ დაიძრა
-ლილა მოდიხარ?
-ახლავე სემ ერთი წამით
-დღეს სკოლის შემდეგ დედასთან ერთად უნდა წავიდე დაგირეკავ და გეტყვი რომელ საათზე შევძლებთ მეცადინეობას პრობლემა ხომ არ არის?
-არა რათქმაუნდა ხო და კიდევ მე ეს დავწერე,-უკანა ჯიბიდან დაკეცილი ფურცელი ამოაძვრინა და გამომიწოდა
-ეს რა არის?
-რომეო და ჯულიეტას მხატვრული ანალიზი
-მართლა?-მაშინვე დავიწყე ფურცლის გაშლა
-ლილა წამოდი რაა,-სემი უკვე ძალიან ბრაზობდა
-ახლავე სემ ცოტახანი
-ახლა არ წაიკითხო შემოთავაზება მაქვს ამასთნ დაკავშრებით
-რა შემოთავაზება?
-თუ ეს ანალიზი მოგეწონება ერთ დღეს ჩემთან ერთად წამოხვალ სასეირნოდ ყოველგვარი წუწუნის გარეშე თუ არ მოგეწონება აღიარებ რომ უნიჭო მასწავლებელი ხარ
-კარგი,-გამოწვდილ ხელზე ხელი დავადე

მე და დედამ რამდენიმე გასაქირავებელი ფართი მოვინახულეთ და ერთი ავარჩიეთ კიდევეაც დედამ ვერ მოითმინა და მაშინვე დაიქირავა
-ახლა აქ ჩემი ნივთები უნდა გადმოვიტანოთ და მუშაობასაც დავიწყებ
-ახალი იდეების სუნი მცემს,-წავიღიღინე მე
-ხო აქ რომ ჩამოვედი გონება გამინათდა ჯადოსნური ადგილია არა?
-ჰო დედა ასეა
-კარგი საყვარელო ახლა ლანჩი უნდა ავიღო და მამას სამსახურში წავუღო სახლში დარჩა ამაღამ მორიგეა განყოფილებაში ასე რომ შენ თავისუფალი ხარ შეგიძლია წახვიდე და იმეცადინო.

გზას დედაჩემის ახალი ატელიედან ფეხით დავადექი და ჯარედის ნომერზე ტექსტური შეტყობინება გავაგზავნე
„დედასთან სეირნობა დავასრულე ერთ საათში შემიძლია რომ მოვიდე“
„კარგი სად შევხვდეთ“-მივიღე პასუხი უმალვე
„არვიცი ჩემთან შეძლებ მოსვლას“
„მანდ ხომ დედაშენია“
„მერე რამოხდა დედაჩემი ხალხს არ ჭამს“
„კარგი მოვალ“
მობილური ჯიბეში ჩავიდე სახლში შევედი და სააბაზანოს მივაშურე
აბაზანიდან გამოსულმა საათს რომ დავხედე თვალები შუბლზე ამივიდა აი რახდება როცა განრიგით ცხოვრობ და ყველაფერი წამებში გაქვს გათვლილი ბანაობისთის ყოლეთვის მხოლოდ ოცი წუთი მქონდა ახლა კი მთელი საათი სააბაზანოში ვიყავი.
-როგორც იქნა უკვე წასვლას ვაპირებდი,-კარი ბოლომდე არც მქონდა გაღებული ჯარედის წუწუნი რომ გავიგონე
-მისაღებში დაჯექი და ახლავე მოვალ
-კარგი შოკოლადი მოგიტანე,-ჯიბიდან შოკოლადი ამოაძვრინა და გამომიწოდა
-მადლობა მიყვარს ეს შოკოლადი,-გამოსაცვლელად ავედი და თმა არც გამიშრია უბრალოდ ავიწიე და ჯარედთნ ჩავედი
-დავიწყოთ
-ჰო,-დღეს ჯარდეი განსაკუთრებით მონდომებული იყო მთელი მასალა თავად წაიკითხა და დამატებით საკითხავი „ნუ მოკლავ ჯაფარას“ სხაპასხუპით მომიყვა
-გადასარევია ხომ ვთქვი ნიჭიერი ხარ
-როგორ ფიქრობ გამოვა აქედან რამე?
-ხვალ თამაშის შემდეგ გეტყვი
-შენც მოდიხარ თამაშზე?-გაიკვირვა
-ჰო რაღაც რაღაცეები წავიკითხე კალათბურთის შესახებ და ვფიქრობ თუ კარგად ითმაშებ შეძლებ რომელიმე კოლეჯის მწვრთვნელი მოხიბლო და ამის მერე კი შენზე იქნება დამოკიდებული
-მადლობა ლილა
-ძალიან მინდა რომ მომავალი გქონდეს ჯარედ
-თუ ასეა ყველაფერს გავაკეთებ რომ კოლეჯში მიმიღონ,-ჩაიცინა და წიგნების ჩალაგება დაიწყო
-ეს შენთვისაა
-ეს რა არის?
-ნახე,-ინტერესეით მოხსნა შესაფუთი ქაღალდი
-წიგნი?
-ეს უბრალი წიგნი არაა „ქარიშხლიანი უღელტეხილია“ მგონი უნდა მოგეწონოს ბევრი ვიფიქრე რა უნდა მეჩუქებინა მერე კი ეს დავინახე მაღაზიის ვიტრინაში
-მადლობა ვხედავ რომ ძვირფასია შენთვის
-ჰო ასეა,-რატომ აქვს ამ თვალებს ჩემზე ამხელა გავლენა
-კარგი მე წავალ,-კარის ხმა გაისმა და ორი აზრი არაა დედა მოვიდა
-საღამო მშვიდობის,-დედა გაოცებული შედგა მისაღების კაართან
-საღმო მშვიდობის მისის პირს
-ნახვამდის ლილა
-ხვალამდე ჯარედ.

დედამ ერთხანს მიყურა გაოცებულმა მერე ჩემს წინ დივანზე დაეშვა და თვალებში ჩამხედა
-ვინაა ეს სიმპათური ბიჭი ან ის ვინიყო დილით რომ გამოგიარა?-რაპუნცელივით მიყურებდა
-სემი ჩემი მეგობარია დედა ჯარედს კი უბრალოდ ვამეცადინებ,-წამოვდექი
-ლილა პირს დაჯექი ახლავე,-დედაჩემი არასოდეს ყოფილა ტიპური მშობელი რომელიც ყველაფერს გიშლის პირიქით ყოველთვის მეუბნებოდა რომ სიცოცხლით დავმტკბარიყავი.
-დედა მართლა არაფერი
-ხომ მომიყვები თუ რამე მნიშვნელოვანი იქნება შენს ცხოვრებაში პატარავ?
-კი დედიკო,-დაბრეცილი ტუჩებით რომ მიყურებდა ისეთი საყვარელი იყო
-კარგი ახლა იმეცადინე წადი,-მეც მეტი რა მინდოდა წამოვხტი და დაკითხვიდან გავიქეცი.
„დედაშენი კარგი ქალია“-ჯარედის შეტყობინება რომ წავიკითხე გამეღიმა
„მადლობა“
„ლილა მართლა გგონი რომ ყველაფერი გამოვა?“
„ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული“
მეცადინეობა რომ დავიწყე მოვახერხე და ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა დროებით მაინც მოვიშორე თავიდან. მე ყოველთვის უგრძნობი ადამინი ვიყავი ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობდი და არასოდეს მიფიქრია რომ რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლებოდა ისე მომხდარიყო რამე რაც წიგნებში.

დილით რომ გავიღვიძე უკვე ძალიან მაგვიანდებოდა ამიტომ ჩავიცვი და კისრის ტეხით შევხტი სემის მანქანაში ელისი მივიყვანეთ და ჩვენც გადმოვედით სკოლისწინ.
-დღეს ჩვენი გუნდის თამაშია ხომ წამოხვალ?
-რისთვის შენ ხომ არ მოგწონდა კალათბურთი
-ხო მაგრამ მინდა რომ ვუყურო,-მხრები ავიჩეჩე
-მეგონა დღეს სასეირნოდ მივდიოდით
-კარგი რაა სემ გთხოვ არ გამიბრაზდე
-რა აზრი აქვს?-თვალები გადაატრიალა
-ნეტავ ვიცოდე რატომ მიბრაზდები
-ლილა ახლა გაკვეთილზე მივდივარ
-ძალიან კარგი,-მეც გაბრაზებული მოვბრუნდი და კლასისკენ წავედი.
სემზე გაბრაზებულს არც მომიკითხავს ისე დავავლე ხელი ენის და იმ მოედანზე წავედით სადაც ჩვენი სკოლის გუნდი მნიშვნელოვან თამაშებს თამაშბდა ხოლმე
-აქ რამინდა? ერიკი დღეს სადღაც ჯანდაბაში მიდის ბიჭებთან ერთდა და მინდოდა სანამ წავიდოდა გაგვესირნა
-ჯარედს დავპირდი მოვალ მეთქი ასე რომ წამოდი
-კარგი წავედით,-ჩემზე მეტად აუჩქარა ნაბიჯს და წინ წამიძღვა.
-ენ ასე ჩქარა რატომ მივდივართ?
-იმიტომ რომ გვეჩქარება ლილა,-გამეცინა და ენს უკან მივსდიე
მოედანზე ქაოსი იყო მოთამაშეები გულშემატკივრებში იყო არეული და სრული განუკითხაობა სუფევდა. ჯარედის ძებნა რათქმაუნდა არ დამიწყია ადგილი დავიკავე მესამე რიგში და ენიც გვერდით მოვისვი
-მაინც რატომ ვართ აქ?
-იმიტომ რომ ჯარედს დავპირდი ხომ გითხარი,-მხრები ავიჩეჩე ენი მიხვდა რომ მეტს ვერაფერს დამაცდევინებდა და თავი დამანება.
-ლილა შეგიძია წამოხვიდე?-მომესმა ჯარედის ხმა
-სად უნდა წამოვიდე?
-ქვემოთ გუნდის წევრებთნ დაჯექი
-ენის ვერ დავტოვებ და ესეც არ იყოს იქ სელენა უნდა დაჯდეს
-რა სულელი ხარ ლილა წამოდით,-ენი მაშინვე წამოხტა და ხელი დამავლო
-მადლობა ენ,-ჩაეცინა ჯარედს და ცისფერი თვალები გაუნათდა
-ჩემი სახელი იცის,-ენი ჩემსკენ დაიხარა და ისეთი ბავშვური ბედნიერებით მითხრა ეს მეც გამეღიმა.
თამაშმა შესანიშნავად ჩაიარა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ჩემი ახალი სკოლის გუნდმა ხალხი ფეხზე წამოიჭრა ისინი ყვიროდნენ, უსტვენდნენ, ტაშს უკრავდნენ და უხაროდათ, გულრწფელად უხაროდათ.
სელენა ფეხზე წამოხტა და ჯარედს კისერზე ჩამოეკიდა მე კი სხვებთან ერთად ფეხზე ვიდექი და დებილივით ვუკრავდი ტაშს.

„მაშასადამე შექსპირის მიერ დაწერილ პიესაში იყო რაღაც ისეთი რაც არ მომეწონა მაგრამ ჩემი აზრი არც ისეთი მნიშვნელოვანია. რაებს ვბოდავ ლილა სულ შენი ბრალია. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ შენ იდეალური მასწავლებელი ხარ (და ვიცი რომ ტექსტის მხატვრულ ანალიზში ეს არ უნდა დავწერო) მაგრამ მაინც გითხარი. რაც შეეხება პიესას ვფიქრობ რომ შექსპირი კაცმოძულე იყო (ამას იმედია არავის არ ეტყვი თორემ არ მაცოცხლებენ) იმიტომ რომ მას არცკი უფიქრია რომ ეს წყვილი იმისდა მიუხედვად რომ გამოგონილი იყო მაინც გრძნობდა ტკივილს.“
ჯარედის მოცემული ფურცელი ისევ დავკეცე და მაგიდაზე დავდე მერე კი მობილურს გადავწვდი
„აბა სად მივდივართ?“
„რას გულისხმობ?“
„შენი ანალიზი წავიკითხე იდეალური არ იყო მაგრამ პირველის კვალობაზე საკმაოდ კარგია“
„მადლობა დავგუგლე“
„რაა?“
„ვხუმრობ ლილა რაგჭირს“
„იცოდე მართლა თუ დაგუგლე ვერ გადამირჩები“
„ხვალ დილით ათზე გამოგივლი ტბაზე წავალთ“
-შეიძლება შემოვიდე?
-კი სემ შემოდი,-სემი იმ დღის შემდეგ არ მინახავს
-ლილა რაღაც უნდა გითხრა
-მოდი დაჯექი
-როგორ ხარ?-საწოლზე ჩამოჯდა და შემომხედა
-თავი მტკივა ისე მშვენივრად
-ლილა მე უნდა მოგიყვე სანამ ის მოგიყვება,-სემი ისეთი თვალებით მიყურებდა შემეშნდა რომ რამე სერიოზული მოხდა
-რა უნდა მომიყვე?
-გთხოვ არ შემაწყვეტინო და კარგად მომისმინე
-კარგი,-სემი ასეთი სერიოზული არასოდეს მინახავს.
-მე და ჯარედი,-დაიწყო სემაა,-იმიტომ არ დავშორდით ერთმანეთს რომ მან კუნთები დაიყენა და კალათბურთის თამაშ დაიწყო.
მე და ჯარედი ბავშვობიდან საუკეთესო მეგობრები ვიყავით ერთ დღეს დედაჩემს სტუმარი ეწვია. მაშინ უკვე საშუალო სკოლაში ვსწავლობდით ეს ორი წლის წინ იყო. მე ჯარედი დავპატიჟე ვახშმად რადგან ის ქალი თავის შვილთან ერთად მოდიოდა სტუმრად და ვიფიქრე კარგად გავერთობით მეთქი მაგრამ სასტიკად მოვტყუვდი.
კარზე ზარის ხმა გაისმა და დედას სტუმარი თავის შვილთან ერთდ შემოვიდა. ის ჩვენი ასაკის გოგონა აღმოჩნდა ძალიან ლამაზი იყო, იმდენად ლამაზი რომ მეც და ჯარედსაც თავი მაშინვე დაგვაკარგინა მოგიყვებოდი დეტალებში მაგრამ ეს ყველაფერი ახლაც ძალინ მტკივა ამიტომ მხოლოდ იმას გეტყვი რომ უცოდველი ღიმილის მიღმა ნამდვილი ავსული იმალებოდა. ის ორივეს გვიყენებდა, თამაშობდა ჩვენი ბავშვური გრძნობებით და ბოლოს იქამდე მივიდა საქმე რომ მე დავინახე ის და ჯარედი როგორ ცეკვავდნენ წვიმაში და როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს.
თვალებზე ბინდი გადამეკრა ადამიანი რომელიც ჩემთვის ძმასავით იყო საშინლად შემზიზღდა ღამით მის სახლში წავედი და ვუთხარი თავი დაანებე მე ის მიყვარს თქო
-მეც მიყვარს და მასაც ვუყვარვარ სემ რას მეუბნები,-ძალიან დაიბნა ჯარედი
-აი ამას,-ფოტო გავუწოდე სადაც ერთმანეთს დიდი სიყვარულით შევცქეროდით და ჯარედმა ნელა დაიწყო უკან დახევა ბოლოს კი სულ ჩაიკეცა
-ეს როგორ შეიძლება?
-ჯარედ ის მართლა ძალიან მიყვარს უნდა დამითმო
-არავითრ შემთხვევაში სემ შენ ყველაფერი გაქვს რაც გინდა. ხომ შეიძლება ის მაინც იყოს ჩემი?-ასე ნივთივით რომ ლაპარაკობდა მასზე ამან ჭკუიდან გადამიყვანა და სახეში დავარტყი.
არასოდეს არ დამავიწყდება ის თვალები რომლითაც მაშინ ჯარედმა ამომხედა ვიგრძენი როგორ ვძულდი. მითხრა „შენთან იმიტომ ვმეგობრობდი რომ შენი ფულები და მამაშენის კავშრები მჭირდებოდა“-ო
ის გოგო წავიდა და უკან არასოდეს დაბრუნებულა მე კი მას შემდეგ ასე უმეგობროდ დავრჩი მგონია რომ ყველა მეგობარი ჯარდეივით მომექცევა.
-სემ ეს,-დავიწყე მე მაგრამ სიტყვები ვერ მოვძებნე
-არა ლილა არ დამისრულებია.
-უნდა იცოდე რომ მე... მ..ე,-ეტყობოდა როგორ უჭირდა საუბარი
-რა სემ მითხარი
-მე დავინახე როგორ გიყურებდა ჯარედი იმ დღეს როცა პირველად შეხვდით და მინდოდა რომ რომ.... შენთვის თავი შემეყვარებინა,-ელდამ დამიარა სხეულში და გავშეშდი,-მინდოდა ახლა მაინც მიმეღო ის რაც ჯარედს უნდოდა მაგრამ ვერ შევძელი მართლა ძალიან შემიყვარდი შენ საუკეთესო მეგობარი ხარ და მინდა რომ მეგობრები ვიყოთ. მაპატიე ლილა მე შენს გამოყენებას ვცდილობდი ჯარედის წინააღმდეგ მაგრამ არ გამოვიდა რადგან შენ სხვანაირი აღმოჩნდი
-კი მაგრამ სემ როგორ იფიქრე რომ ....,-სათქმელს თავი ვერ მოვაბი,-წადი გთხოვ უნდა დავფიქრდე ახლა ძალიან მიჭირს.
მთელი ღამე ვებრძოდი თავს არ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა როგორ უნდა მოვქცეულიყავი და სააერთოდ თავს ცუდად ვგრძნობდი.
დილით ზარის ხმამ გამომაღვიძა შაბათი იყო ამიტომაც გვერდი ვიცვალე და ისევ დავხუჭე თვალები. ცოტახანს კიდევ გაგრძელდა ჩემი მშვიდი ძილი და სულ მალე ოთახში დედაჩემის ქუსლების კაკუნი გაისმა
-ლილა დაბლა ის სიმპათიური ბიჭია
-სემს უთხარი რომ მისი ნახვა არ მინდა
-სემი კი არა ჯარედი გელოდება სადღაც უნდა მივიდეთო,-ახლაღა გამახსენდა რომ ჯარედთან ერთად ტბაზე მივდიოდი
-კარგი დედა უთხარი რომ მალე ჩამოვალ
-დააა სად მიდიხართ?
-არვიცი დედა რომ მივალ დაგირეკავ კარგი?
-ლილა ხომ იცი რომ ცუდი დედა ვიქნები თუ ახლა ყვირილს არ დავიწყებ მაგრამ გენდობი
-არ გაგიცრუებ იმედებს ესეც ხომ იცი,-დედამ შუბლზე მაკოცა და ოთახიდან ისევ გაკაკუნდა.
ზოზინით ავდექი და კარადა გამოვაღე არ ვიცოდი ტბა სად იყო ამიტომ ტოპი შორტი და კუბოკრული პერანგი ჩავიცვი კედები და ქვემოთ ჩავედი.
-დილა მშვიდობის,-შემომცინა ჯარედმა
-წავედით სანამ მამა მოსულა,-მეც გამეღიმა ეტყობოდა რომ კარგ ხასიათზე იყო.
ჯარედის მანქანაში მგზავრის სკამზე მოვკალათდი
-რატომ ხარ ასეთ ხასიათზე წასვლა თუ არ გინდა დავრჩეთ
-არა ეს არაფერ შუაშია მაპატიე მე შენ დაგპირდი და სხვაზე არაფერზე ვიფიქრებ,-ვცადე გამეღიმა და სემის სიტყვები ცოტახანს მომეშორებინა ფიქრებიდან.
-ლილა მისმინე გუშინ მწვრთვნელს ველაპარაეკე და მითხრა რომ თუ მოვინდომებ შევძლებ რომ სადმე კარგ გუნდში მოვხვდე
-ეს ხომ კარგია,-გზაში კიდევ ბევრი სისულელე ვთქვით და ორ საათში როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე
-წამოდი მოტორიანი ნავით გაგასეირნებ,-ჯარედმა თვალის მომჭრელად გამიღიმა და იქვე მდგარ მოტორიან ნავზე მანიშნა
-არა ხომ იცი რომ ცურვა არ ვიცი და თუ გადავვარდები ვერავინ მიშველის
-რა სისულელეა არ გადავარდები
-მაინც მეშინია,-ბავშურად დავიკრიფე გულზე ხელები
-მე ხომ აქ ვარ სულელო,-ცოტახანს ვუყურე ჯერ ჯარედს მერე ნავს და ბოლოს ტბას
-კარგი წამოვალ,-ვთქვი ფიქრის შემდეგ და ჯარედის გამოწვდილ ხელს ხელი დავდე

საკმაოდ საინტერესო სანახაობა იყო როგორ ცდილობდა ჯარედი გამქირავებლისაგან ესწავლა როგორ ემართა მოტორიანი ნავი ბოლოს როგორც იქნა კაცს ფული გადავუხადეთ (უნდოდა სულ თვითონ გადაეხადა მაგრამ უფლება არ მივეცი) და ნავზე ავედით. ნავი მთელი დღით დავიქირავეთ და ღმერთს მადლობა თავზე ფერადი ნაჭერი ჰქონდა გადაკრული თორემ მზე ისე აცხუნებდა ცოცხალი ვერ გადავურჩებოდით.
-ესეც ასე,-როგორც იქნა მოვძებნეთ შედარებით ჩრდილიანი ადგილი და ნავი გააჩერა
-კარგია აქ,-თვალი მოვავლე იქაურობას და რბილ სავარძელზე გადავწექი
-ნამდვილად,-ჩემი კუბოკრული პერანგი თავზე დაიმაგრა და თავისი მაისური გვერდით მოისროლა კიდევ ერთხელ შევავლე ბაბუაწვერას სვირინგს თვალი და მისი სიტყვები გამახსენდა „ერთი წამითაც არ რჩება ტყვეობაში. მოწყვეტის თანავე მიფრინავს მზისკენ მსგავსად ჩვენი ოცნებებისა“
-მეც მინდა ასეთი სვირინგი,-წამოვაჭექე დაუფიქრებლად
-მერე ეგ რა პრობლემაა დღესვე წავედით,-მომნუსხველად გამიღიმა და ჩემს ქვემოთ იატაკზე ჩამოჯდა
-ვაიმეე,-წამოვიყვირე როცა თავი მძიმედ დამადო მუცელზე
-ნუ წიკვინებ ლილა
-დემონო ადექი ასე მომკლავ,-ამოვიწიკვინე ისევ და კიდევ ვაპირებდი რაღაც მეთქვა მაგრამ ჩემი მობილური ახმაურდა ჯარედმა მეორე მხარეს დადებულ მობილურს დახედა და მომაწოდა
-ვინაა ტრისტანი?
-არ მინდა მასთნ საუბარი გაუთიშე
-არაფრის დიდებით არ გავთიშავ თუ არ მეტყვი ვინაა,-თან სიცილით იგუდებოდა
-სემი,-ვთქვი ბოლოს
-და არ პასუხობ?
-უბრალოდ რაღაც მითხრა მე კი პასუხი არ მაქვს
-კარგი,-გულგრილად დააჭირა წითელ ღილაკს და მობილური ისევ სავარძელზე მოისროლა
-რატომ ეძახი ტრისტანს?
-მამაჩემმა დაარქვა
-კარგი სემზე ალერგიული ვარ მოდი სხვა რამეზე ვისაუბროთ კარგი
-წინააღმდეგი არ ვარ.
-რადგან შეთანხმება ჩემს სასარგებლოდ იყო კითხვებს დღეს მე დავსვავ
-არ მომწონს ეგ აზრი
-არ მაინტერესებს ახლა შენს გაკვეთილზე არ ვარ,-ამრეზად გადავხედე რაზეც დემონურად ჩაიცინა და დაიწყო
-შენი უცნაური სახელით დავიწყოთ რატომ ლილა?
-არ მოგწონს ჩემი სახელი?-აქამდე ეს არავის უკითხავს
-არა ძალიან მომწონს უბრალოდ მაინტერესებს
-მამამ შეარჩია
-ესიგი რასაც შენზე ამბობენ მართალია მამიკოს გოგო ხარ არა?
-მერე რა?
-არაფერი მამაშენი მამაჩემთან შედარებით საოცრებაა
-სამაგიეროდ შენ დედა და ლუკი გყავს დედაჩემი კი ხან ერთ ქალაქშია ხან მეორეში და ხუთი თვე ვერ ვხედავ ხოლმე. ჯერემის კი არაფერი აინტერესებს თავისი მუსიკის გარდა
-კარგი შემდეგი კითხვა რატომ აკლავ თავს სწავლას?
-მართლა?
-რატომაც არა მაინტერესებს
-ერთხელ დედაჩემის დეიდამ მითხრა ქალს ან სილამაზე უნდა ჰქონდეს ან ჭკუაო ეს მაშინ ვერ გავიაზრე მაგრამ ერთხელ სარკეში რომ ვიყურებოდი მივხვდი რასაც გულისხმობდა და მას შემდეგ ვმეცადინეობ.
-ვინ გითხრა რომ ლამაზი არ ხარ?-ჟრუანტელმა დამიარა ეს რომ მითხრა და ენი მომაგონდა ამ ყველაფერს ვიმახსოვრებდი რომ მისთვის მომეყოლა.
-თავად მივხვდი მე არავინ მპატიჟებდა პაემანზე დაწყებით სკოლაში და ჩემი სათვალიანი და ბრეკეტიანი კლასელის მეტს არავის უთქვამს რომ მოვწონდი,-სახე დავმანჭე
-ეს შენი სილამაზის კი არა ჭკუის ბრალია კაცებს აფრთხობს ჭკვიანი ქალები აი მაგალითად მე არასოდეს დავუშვებ რომ შენ ჩემი შეყვარებული ან მითუმეტეს ცოლი იყო რადგან არ მინდა ყველაფერი შენს კისერზე იყოს.-„ყოჩაღ ჯარედ მთელი დღე ჩამაშხამე“-არაფერი მიპასუხია მის არცთუ ისე სასიამოვნო კომპლიმენტზე
-ლილა ჩაგეძინა?
-არა მაგრამ მალე ჩამეძინება
-კარგი დაისვენე მე ამ ნავს ნაპირთან მივიყვან და მანქანაში დაიძინე ცხელა.
-კარგი,-სულერთია მაინც ერთი სული მაქვს სახლში მივიდე ეს რა მითხარი ჯარედ.
ვცდილობდი სახეზე არაფერი არ შემტყობოდა მაგრამ მგონი ისედაც ყველაფერი მეხატა ცხვირპირზე.
-ლილა შენ რა ნაწყენი ჩემზე ხარ?
-არა შენზე რატომ უნდა ვიყო ნაწყენი მე უბრალდ სემი მომენატრა,-სემი ხომ მიყენებდა მე რომ ჯარედი გაებრაზებინა ხო და მეც გამოვიყენებ მას
-რა?
-ჰო გუშინ ღამე ჩემთან იყო და ვიჩხუბეთ
-რაზე თუ საიდუმლო არაა,-არც მიფიქრია დამემალა
-იცი? მან მიამბო რატომ გადაეკიდეთ ერთმანეთს
-ნაბი*ვარი
-ასე ნუ ამბობ
-შენ თივთონ არ დამიძახე ასე მხოლოდ იმიტომ რომ სპორტდარბაზში გაკოცე მან კი ამდენი რამ დამიშავა
-შენ ჩემთის არ გითქვამს რომ უნდა გეკოცნა უბრალოდ ჩახუტებაზე შევთანხმდით
-ხო მაგრამ ნეტავ გენახა როგორ მიყურებდა სემი როცა გკოცნიდი ან იმდღეს როგორ შემომხედა როცა მთიდან დავბრუნდი შენთან ერთად
-რატომ ვარ მე თქვენს ხელში სათმაშო,-დავიყვირე რაც ძალა და ღონე მქონდა
-სათამაშო არხარ ლილა უბრალოდ სემს ყოველთვის ის უნდოდა რაც მე მინდა
-ჯარედ ერთხელ მაინც გააკეთეთ ის რაც მე მინდა და სახლში წამიყვანე დღევანდელი დღე უკვე საკმაოდ ჩამიშხამეთ.

ბაბუაწვერა 6
-შეიძლება შემოვიდე?
-ლილა? რათქმაუნდა შემოდი
-როგორ ხარ?
-გაოცებული
-მაპატიე გუშინდელისთვის
-არაფერია ლილა მთავარია რომ ახლა სინდისი აღარ მაწუხებს
-სინდისი,-ჩავიცინე მე და სემის საწოლზე მოვიკალათე
-გინდა რამეს ვუყუროთ?
-კი მიდი ჩართე რამე კომედია ცოტა საშიში ოღონდ
-ახლავე,-სემმა ლეპტოპი მოიტანა და ფილმი ჩართო მერე ჩემს გვერდით მოკლათდა მეც თავი დავადე მკერდზე და ფილმის ყურებაში მალე ჩამეძინა.

ბურანში ვიყავი როცა საკუთარი საწოლი ვიგრძენი და დედაჩემის ხმაც გავიგე
-შენთან როგორ მოხვდა ის ხომ ჯარედთან ერთად იყო
-ჯარედთან ერთად იყო?-სემს ხმა შეეცვალა ვამჯობინე ხმა არ ამომეღო
-ჰო დილით სადღაც ერთად წავიდნენ
-როგორც ჩანს ლილა უკვე ჯარედს ჩემზე მეტად ენდობა ერთი კვირაა ვცდილობ სადმე გავისეირნო მასთან ერთად
-არა სემ ლილა უბრალოდ ჯარედს ამეცადინებს და მან გადაწყვიტა ასე გადაეხადა მადლობა
-ლილა ჯარედს ამეცადინებს? დიდი ხანია?
-როგორც ვიცი კი,-დედაჩემმა ყველაფერი დაწვრილებით მოახსენა სემს
-მე .... მე უნდა წავიდე მისის პირს ლილას უთხარით გამაგებინოს თუ გადაწყვეტს დილით ჩემთან ერთდ წამოვა სკოლაში თუ ჯარედს გაყვება
-ხვალ ხომ კვირაა?-დედაჩემმა ეს რომ თქვა სემი უკვე გარეთ იყო და კიბეებზე გარბოდა.
-ლილა პირს ახლავე ადექი ვიცი რომ არ გძინავს და მომიყევი რახდება აქ?
-დედა მე,-საცოდავად შევხედე და მერე ჯარედის კოცნების გარდა ყველაფერი ვუამბე
-კი მაგრამ საყვარელო სემი გადასარევი ბიჭი ჩანს და შენს მიმართ გულგრილი არ უნდა იყოს
-დედა მე და სემი მეგობრები ვართ,-ვთქვი მკაცრად დედას კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ ვუთხარი მეძინება თქო და ისიც გავიდა.

კარგად გამოვიძინე მერე ენს ვუმბე ყველაფერი დაწვრილებით და დაველოდე რას მეტყოდა
-ლილა რას ნიშნავს მისი საქციელი ჯარედი რა სულ გაგიჟდა? არა მეგობარო შენს ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი
-ვიცი ენ,-ამოვიფრუტუნე და საწოლს სახით დავენარცხე,-დავრჩები რა დღეს შენთან სახლში არ მინდა
-კარგი მოიცა საწოლს გაგიშლი.
ენმა საწოლლი თავისი ოთახის გვერდით გამიშალა და მიუხედავად იმისა რომ მეორე დღეს ორშაბათი იყო და თანაც ერიკმა დაპატიჟა ჩემთან იყო სანამ არ ჩამეძინა. პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი რომ ნამდვილი დაქალი მყავდა.
-ლილა ადექი სკოლაში დაგვავგილანდება,-დილით ენის ხმა რომ გავიგონე თავი ავწიე მან აბაზანაში შესვლა პირველს დამითმო და გრილი შხაპის ქვეშ მდგომი მივხვდი რომ მე აქ ასეთი არ უნდა ვყოფილიყავი. ამ ქალაქში და სკოლაში საცოდავ არსებას არ შეუდგამს ფეხი ისეთს როგორიც ახლა მიყურებდა სარკიდან მე ამაყი და ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და ვიღაც კალათბურთის გუნდის კაპიტანს არ ჰქონდა უფლება ჩემზე ამხელა გავლენა მოეხდინა.
-ენ წავედით,-გამოვაცხადე ამაყად და მოკლე შორტებსა და შავ გრძელ მაისურში გამოწყობილი გამოვედი
-შენ რა ასე მოდიხარ?-გაიოცა ენმა
-ასე ადრე არ ვიცვამდი მაგრამ არც ჯარედს და რაც ვინმე სხვას არააქვს უფლება დამთრგუნოს.
-აი ეს მომწონს,-ენმა ჩაიცინა და ჩემი წაბაძვით თვითონაც უჩვეულოდ გამოეწყო.
ქერა თმა ზურგს უკან გადაიყარა და შავი თვალების ზემოთ წამწამები მუქი ტუშით შეიღება. თეთრი გამჭირვალე მაისური და შავი ტანზე მომდგარი ჯინსი ეცვა.
-ენ არაჩვეულებრივი ხარ,-წამოვიყვირე მე და კისერზე მოვეხვიე
-შენც ლილა,-კისკისით გავედით სახლიდან და სკოლის გზას დავადექით.

სემი რომ დავინახე მაშნვე მისი მიმართულებით წავედი
-დილა მშვიდობის გოგონებო,-სემმა ორივე აგვათვალიერა და უცნაურად ჩაიცინა
-ვის უწყობთ მახეს?
-რას გულისხმობ?
-აბა ასე რატომ გამოწყობილხართ?-სემი სიცილს ვერ იკავებდა
-იდიოტია ლილა წამოდი,-მხარზე შემოკრა ხელი ენმა და ხელზე დამქაჩა
-არა ლილა ჩემია და არსად არ წამოვა,-სემმაც ენის საქციელი გაიმეოა და აბა ენი რას დამიჭერდა ხელიდან გავუსლხტი და სემს ავეწებე რამაც საყოველთაო სიცილი გამოიწვია
-კარგი ჯანდაბას შენი იყოს,-ენმა ერიკი დაინახა და მისკენ გაიქცა
-ერთი ამას დამიხედეთ როგორ მიმატოვა,-დავისისინე მე და სემისკენ შევბრუნდი
-წამოდი ინგლისურზე,-დაიჩურჩულა სემმა ზურგზე ამიკიდა და სკოლის შენობისკენ წამათრია
-სემ დამსვი რაა,-ავკივლდი მე და ზურგიდან დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი სემს ლოყაზე გამომწვევად ვაკოცე.
-ეს რაიყო?
-არაფერი მიყვარხარ,-მხრები ავიჩეჩე მე
-ოოჰ იზოლდა
-რამოხდა ტრისტან?
-ძალიან ცბიერი და სახიფათო ხარ,-დემონურად ჩაიცინა მერე თვითონაც გახედა ჯარედს და შუბლზე მთელი სინაზით მაკოცა,-თანახმა ვარ მისი ნერვები მოვსპო
-არ მესმის რას ამბობ,-ხელკავი გამოვდე და შენობაში შევაბიჯე.
ესი ის შემთხვევა იყო როცა ჯარედი ჩვენთან ერთად შემოვიდა ინგლისურზე და ჩემსკენ მთელი გაკვეთილი იყურებოდა ვერაფრით ვხვდებოდი ამას რატომ აკეთებდა და ჩემს თავს გარკვევით ვუთხარი
„არ გაბედო მასზე ფიქრი ლილა პირს თორემ საშინლად ვიძიებ შურს შენზე“
სპორტის გაკვეთილზე ჯარედს მე აღარ ავურჩევივარ თავის გუნდში და არც ბურთი უხეთქია ჩემთვის თავში.
მე და სემი სკოლის შემდეგ სახლში წავედით და შეხვედრა საღამოს დავთქვით.
არც მიფიქრია რომ ვინემზე შთაბეჭდილება მომეხდინა სემმა საღამოს რესტორანში მიმიწვია და რადგან მე საშინელი მეგობარი ვიყავი ამ ბოლოს დიდი სიამოვნებით დავთნხმდი.
წყალი გადავივლე თერთი მუხლამდე კაბა ჩავიცვი დედაჩემის დიზაინით და შავი ფეხსაცმელი რომელსაც არც იმდენად მაღლი ქუსლი ჰქონდა რომ გადმოვვარდნილიყავი. არვიცი რატომ ვაკეთებდი ამას მაგრამ მინდოდა ლამაზი ვყოფილიყავი არა ეტიკეტი კარგად ვიცი ეს არ უნდა მექნა მაგრამ მაინც წავისვი წითელი პომადა კისერზე მამას ნაჩუქარი ვერცხლის ყელსაბამი ჩამოვიკიდე მობილური პატარა შავ ხელჩანთაში ჩავდე და სემის მანქანის ხმაც გავიგონე.
-ლილა მზად ხარ სემი მოვიდა,-ამომძახა დედამ
-ახლავე დედა ერთი წამით,-დავიყვირე მეც და კიბეებზე ჩავედი
-იზოლდა ძალიან ლამაზი ხარ,-მომეგება სემი კიბესთნ და ბოლო ორ საფეხურზე გამომახტუნა
-მადლობა,-თვითონაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა კრემისფერი პიჯაკი ეცვა და თმა გელით დაევარცხნა.
-წავედით?
-კი,-მანქანისკენ წავედით და სემმა ბოლომდე გამოიჩინა ჯელტმენობა მანქანის კარი გამიღო და რომ ჩავჯექი მომიხურა კიდევაც.

სემმა მანქანა რესტორნის წინ გააჩერა და ისევ გადმომიყვანა მანქანიდან მერე ხელკავი გამომდო და კარისკენ წავედით.
-აბა მოგწონს აქაურობა?
-მშვენიერი ადგილია,-მოვათვალიერე მდიდრული რესტორნის დარბაზი და სემის გამოწვდილ ხელს ხელი დავადე.
-მაშინ კიდევ მოვიდეთ,-მხრები აიჩეჩა და ხელზე თითები გადამისვა
-გამარჯობა მე ჯარედი ვარ და დღეს მე მოგემსახურებით,-მე და სემი ერთ მხარეს ვიყურებოდით და ალბათ ამიტომ მოვიდა ჯარედი ჩვენს მაგიდასთან ის ჩვენ ვერ დაგვინახავდა.
-მენიუ მოგვიტანეთ თუ შეიძლება,-სემმა ისე მიმართა ჯარედს თითქოს არც იცნობდა
-ახლევე,-ჯარედი საშინელი ზიზღით დაგვცქეროდა როცა მენიუს გვაწვდიდა
-მადლობა,-ისევ მიმართა სემმა
-არაფრის ბატონო,-ჯარედმა თავი ჩახარა და წავიდა
-სემ ხომ არ წავიდეთ?
-რატომ ლილა?
-გთხოვ იქნებ წავიდეთ უხერხულად გრძნობს თავს,-საცოდავად შევხედე სემს
-თუ ასეა სხვა გამოგზავნოს ლილა შენ თუ გგონია მე ჯარედი მეზიზღება ძალიან ცდები ისევ ისე მიყვარს როგორც ადრე მაგრამ ამას არასოდეს არ ვეტყვი.
-კი მაგრამ...
-არავითრი მაგრამ ლილა უბრალოდ ვჭამოთ,-მენიუ დახურა და ხელი ასწია. ჯარედიც მაშინვე ჩვენთან გაჩნდა
-მოიფიქრეთ რას მიირთმევთ?
-დიახ მე დღის კერძი მომიტანეთ ქალბატონს კი მგონი სალათი ხომ ასეა ლილა
-ხო საღამოს მხოლოდ ბალახეულს ვჭამ,-ჯარედისკენ გახედვა ძალიან მიჭირდა
-მართლა თქვენზე მსმენია რომ პიცასაც მიირთმევთ ხოლმე ღამ-ღამობით,-დემონურად ჩაისისინა ჯარედმა და წავიდა.
მე და სემმა მსუბუქად ვივახშმეთ და დესერტს სანამ მოიტანდნენ მე საპირფარეშოში წავედი.
საპირფარეშო დარბაზის ბოლოს იყო ხელმარცხნივ და მეც იქეთ გავემართე კარი დავხურე ნიჟარასთნ დავდექი და სახეზე წყალი შევისხი მერე ნელ-ნელა შევიმშრალე წყლის წვეთებით დაცვარული სახე და საკუთარ თავს სარკეში დავაკვირდი.
-რა საცოდაობაა,-ჩავისისინე ხმადაბლა და ის იყო გამოსვლას ვაპირებდი რომ კარი ხმაურით გაიღო მიმტანის ტანსაცმელში გამოწყობილმა სავარაუდოდ ბიჭმა კარი შემოგლიჯა და ჩაკეტა.
-ჯარედ რას აკეთებ,-როგორცკი გავაანალიზე რა ხდებოდა მაშინვე მივხვდი ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო
-არაფერს ლილა უბრალოდ მინდოდა მეთქვა როგორი ლამაზი ხარ დღეს
-მადლობა მაგრამ არ შეიძლებოდა გარეთ გეთქვა?-საპირფარეშოს კარზე კაკუნი გაისმა
-გაეთრიეთ აქედან,-დაიღრიალა ჯარედმა და კარებს ძლიერად დაარტყა მუშტი
-ჯარედ რას აკეთებ გამიშვი აქედან,-დავიწივლე და კისერი წავიგრძელე
-რატომ ლილა? ხომ არ განერვიულებ?
-ოდნავადაც არა,-თვალებში ჯიქურ შევხედე და ამაყად ავწიე თავი
-არა ლილა პირს მე შენი ნამდვილი სახე დავინახე შენ ის გოგო არ ხარ სემით იმანიპულირო ჩემზე
-რატომ ფიქრობ?-გავიოცე „არა გადასარევი მატყუარა ხარ ლილა“ შევაქე საკუთარი თავი
-იმიტომ რომ ასეა,-ხელები ჩემს გასწვრივ ნიჟარაზე დააწყო და რკინის გისოსებში მომაქცია
-ა არაფერიც,-ამოვიბლუკუნე
-ასე გგონია,-ჩემს ცხვირთან დაიხარა და ვიგრძენი როგორ დამეფინა სახეზე მისი გრილი სუნთქვა
-ჯარედ გადი აქედან სემი მომაკითხავს
-მერე რა,-ერთი სკუპით შემომსვა ნიჟარაზე და თავისი მკვლელი ცისფერი თვალებით ჩამაკვირდა თვალებში,-გინდა თქვა რომ არ განერვიულებ?-ისევ ის დემონური სიცილი ჩამესმა ყურში,-თუ ასეა რატომ გიცემს გული მუჭში მოქცეული ბეღურასავით?
-იმიტომ რომ მუტანტი ხარ,-სულს ძლივს ვითქვამდი და ვოცნებობდი რომ სემი მოსულიყო და მისი მკლავებიდან დავეხსენი
-და შენ მუტანტები არ მოგწონს არა?-ღიმილით დაიხარა ჩემს ტუჩებთან და ერთადერთი რასაც ამის მერე ვგრძნობდი ჩემი დაუოკებელი სურვილი იყო არასოდეს მოვშორებოდი მუტანტ ჯარედს მეც ავყევი და თავიც მალე დავკარგე
-ლილა,-სემის ხმა რომ გავიგე თავზარი დამეცა
-არ უპასუხო იყვიროს რამდენიც უნდა,-წამით ამოისუნთქა ჯარედმა
-არა უნდა წავიდე მომშორდი,-მკერდზე ხელი დავკარი და მოვიშორე მერე ნიჟარიდან ჩამოვხტი და სემი სასწრაფოდ წავიყვანე იქედან სანამ ჯარედი გამოვიდოდა
-მოხდა რამე ლილა? შენი ლოყები სულ იწვის,-სემი დამაკვირდა და დესერტიან თეფშზე მანიშნა
-კარგად ვარ სემ მადლობა.
არც ლაპარაკის თავი მქონდა და არც ჭამა მინდოდა მხოლოდ იმ მომენტს ვაბრუნებდი უკან მთელი საღმო და უკვე საკუთრი თავი მეზიზღებოდა რადგან ამაზე კიდევ და კიდევ ვფიქრობდი.
-წავიდეთ,-თქვა როგორც იქნა სემმა და წამოდგა.
-კარგი,-მხიარულად ვთქვი და მეც წამოვდექი
სემს მადლობა გადავუხადე სასიამოვნო საღამოსთვის. სახლში რომ შევედი ერთიანად ვკანკალებდი და ვცდილობდი თავიდან ამომეგდო ჯარედი და მისი სულელური საქცილები მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე მიმეწერა
„შენი საქციელი ნორმალური არაა არაგაქვს უფლება ასე მომექცე მე შენი სათამაშო არავარ“
„სწორედაც რომ არახარ ჩემი სათამაშო მე სემის სათამაშოებითაც კარგად ვთამაშობ ხოლმე“
„ჯარედ ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ რატომ დაანგრიე ის ყველაფერი რაც იყო“
„იმიტომ რომ შენც იმ გოგოსავით მიყენებ და ამას მივხვდი“
„ჰო სწორედ ასეა მაშინ შენი გამოყენება მინდოდა სამეცადინოდ რომ დავდიოდი შენთან ერთად და მაშინაც როცა გირჩიე კალათბურთს თუ კარგად ითმაშებ რამოელიმე კოლეჯში მოხვდები-მეთქი. ჯარედ შენ არ შეიცვლები“
„ხო არ შევიცვლები ლილა სჯობს შორს იყო ჩემგან“
„მე ისედაც ვცდილობ შენგან შორს ვიყო მაგრამ ამის საშუალებას შენ არ მაძლევ. მე არ გეკიდები კისერზე და არ გკოცნი“
„მე ყველაფერს სემიზე შურის საძიებლად ვაკეთებ შენ მე არ შემეფერები ლილა პირს“
ვიგრძენი როგორ ჩამწყდა შიგნით რაღაც და ის წამი დავწყევლე როცა ჯარედი პირველად დავინახე და საკუთარ თავს შევფიცე რომ ჯარედისკენ აღაარ გავიხედავდი.

ძილიდან სასწაულად თბილმა კოცნამ გამომარკვია საწოლზე წამოვჯექი და ჩემს ძმას მოვეხვიე
-ჩემო ალქაჯო ეს რა არის მოგენატრე?-მკითხა ჯერემიმ სიცილით და მკერდზე ისე მიმიკრა ნეკნები ლამის ჩამილეწა
-ეჭვი გეპარებოდა?-ლოყაზე მივწვდი და გადაბმულად იქამდე ვკოცნიდი სანამ საწოლზე არ მომისროლა
-როგორ ხარ ჩემო სიცოცხლე?-ჯერემი ჩემს საწოლზე წამოწვა ჯერ კიდევ ღამე იყო
-არც ისე კარგად ჯერ,-თავი დავადე მკერდზე და აფსოლუტურად ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე ჩემსა და ჯერემის შორის არასოდეს არსებულა რკინის ფარდა ყოველთვის ყველაფერს დაუფარავად ვეუბნებოდი ჩემს ძმას და მისგანაც იგივეს ვიღებდი რაღაც საოცარი და-ძმობა გვქონდა ისეთი ნებისმიერი გოგო რომ ოცნებობს
-ლილა რა ხდება შენს თავს,-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ჯერემიმ და კიდევ უფრო ძლიერად მიმიკრა გულზე.
-ახლა შეიძლებოდა ასე მომხდარიყო ჯერ? ახლა როცა სულ რაღაც ექვსი თვე რჩება ჩემი ოცნების წერილის მიღებამდე
-ყველაფერი რიგზე იქნება მე უკვე აქ ვარ და სანამ დარმუთის კარამდე არ მიგაცილებ არ მოგშორდები,-თბილად გამიღიმა და თმაზე მომეფერა.
გამახსენდა როდორ მაძინებდა ხოლმე ჩემს ოთახში შემოპარული ჯერემი ზღაპრებს მიამბობდა რომლებსაც გზადაგზა იგონებდა და თმებზე მეფერებოდა. მეც მაშნვე ვიძინებდი როგორცკი მის თითებს ვიგრძნობდი თმაზე. ჩემი კეთილი ჯადოქარი იყო რომელიც მარტო არასდეს არ მტოვებდა.
-დაიძინე აქ ვიქნები კარგი?
-ჰო,-მორჩილი ბავშივით დავუქნიე თავი უკვე მორფეოსის სამყაროში ვიყავი ცალი ფეხით და რომც წასულიყო ვერაფერს გავიგებდი.

ჯერემის ჩამოსვლამ მართლაც სულზე მომისწრო ჯარედი თითქოს შეაშინა მისმა დანახვამ არც სკოლაში და არც მის გარეთ არ მეკარებოდა ვიცოდი რომ სადღაც ახლოს იყო მაგრამ თვადაც უფრო ნაკლებად მანაღვლებდა მისი ჯადოსნური ცისფერი თვალები სამყარო რომ მოჩანდა შიგ და იმდენად ღრმა იყო რთულად თუ ჩასწვდებოდი მისი პატრონის გრძნობებს.

-ლილა არ წავედით?-სემი მოუსვენრად იდგა კიბესთნ და მელოდა
-მოვდივარ ხო,-შავი ტყავის შარვალი მეცვა ტანზე კარგად მომდგარი და ლურჯი ტოპზე ოდნავ გრძელი მაისური ჯერემის ნაიკის ქუდი და ფეხზე ჩემი განუყრელი შავი კედები.
-ლილა გინდა გულმა დამარტყას ასე რატომ დადიხარ,-ღიმილით მკითხა სემმა და როგორც სჩვეოდა კიბის ბოლო ორ საფეხურზე ხელში აყვანილი გადმომასკუპა.
-შენზეც იგივეს თქმა შემიძლია,-სემი დაუნდობელი იყო ახლაც ისე ეცვა ნებისმიერ გოგოს გადმოაყრევინებდა თვალებს გელით დასველებული თმა აბურდული ჰქონდა ნაცრისფერი შარვალი და ტანზე იმდენად მომდგარი მაისური ეცვა რომ მისი მუცლის კუბიკებს დათვლიდი, კუბოკრული პერანგი მხრებზე მოეხვია და ისე მომაჯადოვებლად იღიმოდა რომ სული წაგივიდოდა სანამ ჩაეხუტებოდი
-საშიში ხალხი ვართ,-ჩაილაპარაკა კლაყოფილმა და ჯერემის გამოწვდილ მუშტს თავისი მიარტყა
-აბა წავედით?
-ჰო,-სემის მანქანის წინა სავარძელზე დაჯდომა დავასწარი ჯერემის და ღვედი გავიკეთე
-ბავშვებო ფრთხილად იყავით,-მამიკომ გამაფრთხილებლად გადახედა სემს და ჩვენც სანაპიროსკენ გავწიეთ
-აი ნახავ რა მაგრაი ვიკენდი იქნება,-გამეკრიჭა სემი
-დარწმუნებული ვარ,-ენს გავუარეთ რომელიც ჯერემის გვერდით მოკალათდა და გზა განვაგრძეთ.
უკანა ხედვის სარკიდან არ გამომპარვია როგორ შეავლებდა ხოლმე ჯერემი თვალს ენის ეს მანამდეც ბევრჯერ შევნიშნე მაგრამ ახლა დავფიქრდი იმაზე რომ ჩემს ძამიკოს ენი მოსწონდა და რადგან მე ერიკში ეჭვი მეპარებოდა ახალი მისია დავისახე მიზნად სკამზე ავწრიალდი წამოვდექი და სემის ყურთან მივიტანე ტუეჩბი
-ახალი გეგმა გვაქვს,-ვუთხარი იმდენად ჩუმად რომ ენს ვერ გაეგო
-მიგიხვდი და შევასრულოთ,-სემმაც გაიხედა უკანა ხედვის სარკეში და გაზის სატერფულს უფრო ძლიერად მიადგა ტერფი.

სანაპიროს მზე უხვად აფრქვევდა სხივებს და ჩვენც გვესიამოვნა კარგი ამინდი სასტუმროში ორი ოთახი დავჯავშნეთ და მაშინვე გავიქეცით წყალში გადასახტომად, გადასახტომად რა ისინი გაიქცნენ მე ნაპირზე ვაპირებდი ჭყუმპალაობას იხვივით.
-არა, არა, არა,-გააპროტესტა სემმა რომ იქვე ჩავჯექი წყალში და არ ვინძრეოდი,-წამოდი მე მოგხედავ
-კარგი რა ტრისტან წადი ვინმე გოგოს გაეპრანჭე მე აქ ვიქნები
-გოგოს გავეპრანჭები არ იდარდო შენ ამაზე წამოდი ახლა,-ხელები მომხვია და წყალში შემათრია.
-ისევ არ გაბედო ცურვის სწავლება იცოდე,-თითი გამაფრთხილებლად ავუქნიე ცხვირწინ
-არის სერ,-ცხვირი დამანჭა და ჩამომსვა
-ვინ გითხრა ჩამომსვიო?-წყალი ყელამდე იყო და პირდაპირ გულზე მირტყამდა ამ სიტყვის სრული გაგებით
-ამას უყურეთ რაა,-ისევ ამიყვანა ხელებზე გადამიწვინა და თითქოს ბავშვს აძინებდა წყალზე დამასრიალებდა რაზეც მე ვკისკისებდი.

მე და სემს მალე მოგვბეზრდა წყალში ყოფნა ნაპირზე გავედით და იქვე წამოვწექით
-ბუყ, ბუუუყ,-სემი ხელით აკეთებდა უცნაურ მოძრაობებს და ჩემს მუცელზე მისი ხელისგან დატოვებულ ჩრდილს რომ უყურებდა ეცინებოდა
-სემ დედიკო ჯოხიანი კანფეტიც ხომ არ გიყიდო?-შევხედე ამრეზად
-არა დე ის გოგო გამაცანი იქ რომ ზის და თვალს არ მაშრებს,-მანიშნა გვერდით გოგონაზე
-მე როგორ გაგაცნო წადი და გაიცანი,-მართლა ძალიან ლამაზი გოგო იყო და სემს თვალს არ აშრებდა.
-ხო და გავიცნობ შენ აქ იყავი და არ შეიბრაწო მოვალ მალე თუ გამიმართლა მასთნ ერთად
-აჰამ,-თავზე პირსახოცი წამოვიმხე და გავირინდე არაფერზე არ მინდოდა ფიქრი ხელი გადვწიე და ენის მობილური შემთხვევით რომ ავიღე მერე გამახსენდა დაქალიც რომ მყავდა „ჰმ! სადარიან?“
თავი წამოვწიე და ენის და ჯერემის ძებნა დავიწყე ბოლოს როგორც იქნა დავინახე წითელ საცურაო კოსტუმში გამოწყობილი ენი ჯერემისთან ერთად იდგა და რაღაცაზე იცინოდნენ
-ასე ასე ყველას უმართლებს ჩემგარდა,-სემს გადავხედე და ისევ წამოწექი.
-ლილა?-მომესმა და თავი ავწიე
-მეტ?-წამოვვარდი და მეტის წინ გავშეშდი
-როგორ გაზრდილხარ ლილა პირს
-შენ კიდევ. ვაუ შესანიშნავად გამოიყურები,-მართლა გამიკვირდა მეტის აქ ასეთ ფორმაში დანახვა
-ხო ახლა ლინზებს ვატარებ და თმაც შევიღებე,-გამიღიმა და მანიშნა ჩამოვსხდეთო
-გიხდება ქერა თმა
-წითლს სჭობს,-მხრები აიჩეჩა,-ძლივს გიცანი ლილა როგორი სხვანაირი ხარ
-ხო ბოლოს რომ მნახე ხუთის ვიყავი,-გამეცინა
-ხო არც მეგონა თუ მიცნობდი
-სხვათშორის წითელ თავიან ბიჭებს კარგად ვიმახსოვრებ
-ახლა ისეთი აღარ ვარ
-ხო ვხედავ
-უკვე საკუთრი კაფე მაქვს აქვე და კარგად მიმდის საქმე
-მიხარია
-შენ აქ ცხოვრობ?
-ჰო ცოტა მოშორებით მაგრამ იმდენად შორს არა რომ ვეღარ გნახო,-რა წამოვროშე ღმერთო მესროლე მეტეორი
-ადექი ერთი კარგად შემოგხედო,-მითხრა ბოლოს და ფეხზე წამომაგდო მე დავტრიალდი და სემისკენ რომ შევბრუნდი მისი დემონური მზერა დავიჭრე
-ახლა შენი რიგია,-ვთქვი ბავშვურად და დოინჯი დავიკავე
-კარგიიი,-წაიღიღინა და ნელი მოძრაობით დატრიალდა
ჰო მეტი ნამდვილად აღარ გავდა ოჯახის შემარცხვენელ შვილს რომელიც დედაჩემის მეგობარმა ანუ დედამისმა სახლიდან გამოისროლა მაღალი და ქერა იყო თვალებში შავი ლინზები ჰქონდა და დაკუნთულ სხეულზე უამრავი სვირინგი.
-ვოჰო,-წარმოვთქვი და ისე შევხედე როგორც სემს შევხედავდი იგივე ფორმაში
-წამო გავისეირნოთ აქ ისე ანათებს მზე მალე ტვინი ამიორთქლდება
-კარგი წავედით,-მობილურს დავავლე ხელი და სემს სმს გავუგზავნე მალე მოვალთქო
„კარგი ლილა მეც მალე მოვალ“ სმაილი გამომიგზავნა თვალს მიკრავდა და მივხვდი რომ ყველაფერი კარგად მიდოდა
„მაგ გოგოს გამო თუ მიმატოვებ მოგკლავ ტრისტან“
„არა იზოლდა ეგ რა თქვი მე შენ ვისში უნდა გაგცვალო სამუდამოდ მიყვარხარ“

მეტმა თავისი სამუშაო ადგილი დამათვალიერებინა მოზრდილი კაფე ჰქონდა სანაპიროსთან ახლოს და ხალხის სინაკლებესაც არ უჩიოდა
-მომწონს აქ
-მოდი და რამდენი ხნითაც მოგინდება იყავი ხოლმა
-იცი რა? შენ ჩამოდი ჩვენთნ და ცოტახანს დარჩი რას იტყვი?
-ასეთი მშვენიერი არსების მოპატიჟებაზე რათქმაუნდა თნახმა ვარ


ბაბუაწვერა 7
-დიდიხანი ნუ დაიგვიანებთ,-მომაძახა დედამ კარში
-კარგი დედა მალე მოვალთ,-მეტის მანქანის ღია კარში შევხტი და მხურვალედ ვაკოცე ლოყაზე მე ჯარედის დავიწყება მჭირდებოდა მეტი კი საუკეთესო ვარიანტი იყო ამისათვის
-საღამო მშვიდობის ლილა,-გამიღიმა და ძრავა ჩართო
-საღამო მშვიდობის,-წავიღიღინე და ღვედი შევიკარი
მე და მეტი კინოში მივდიოდით რაღაც ახალ ფილმზე რომელიც მომეწონა
-ახლა რავქნათ? სახლში არ მინდა,-დაიწუწუნა მეტმა
-არც მე მინდა სახლში,-დავიჯღანე მეც
-წამო პარკში წავიდეთ,-მხრებზე ხელი მომხვია და პარკის მიმართულებით წავედით.
პარკი სავსე იყო ძლივს ვიპოვეთ ადგილი დასაჯდომად და მაშინვე ჩამოვსხედით რომ ვინმეს არ დაესწრო
-რამხელა კონკურენციაა სკამებზე,-ამოთქვა მეტმა ღიმილით
-ჰოო,-დავეთანხმე მეც და სკამის საზურგეს მივეყრდენი. მეტი სკამზე გადაწვა და თავი მუხლებზე დამადო
-აბა ლილა პირს მიამბე რა გეგმები გაქვს სკოლის შემდეგ
-გეგმები იგივეა რაც ცამეტი წლის წინ
-ანუ პრესტიჟული უნივერსიტეტი არა?
-ჰო
-მე წარმატებული ქალის მეგობარი ვიქნები მომწონს,-ჩაიცინა და ჩემი ხელი დაიჭირა,-ან მეგობარზე რაღაც უფრო მეტი
-შესაძლოა,-წამიერად ზიზღის გრძნობა გამიჩნდა მეტის მიმართ ეს რომ მითხრა მაგრამ ნერწყვთან ერთად გადავყლაპე და ზურგიდან ისეთი მწველი მზერა ვიგრძენი ვერ მოვითმინე და მივიხედე.
-რამოხდა?-თავი წამოყო მეტმაც და ჩემს მზერას გააყოლა თვალი. ჯარედს თვალები უფრო გაუწვრილდა უცნობთან ერთად რომ დამინახა და სელენა კიდევ უფრო ძიერად მიიკრა მკერდზე.
-მეტ იქნებ წავიდეთ?
-თუ გინდა წავიდეთ პატარავ,-მეტი მიხვდა რაც ხდებოდა და ფეხზე წამოდგა
-არაფერი უბრალოდ სამეცადინეო მაქვს ხომ იცი დარმუთი და იე...-სიტყვა რა მქონდა დამთვრებული რომ მეტი ჩემსკენ დაიხარა და მაკოცა.
ეს ძალიან უცნაური გრძნობდა იყო არაფრით არ ჰგავდა არც ჯარედის კოცნას მისი კოცნა და არც მის შეხებას ერთი წამითაც არ ამჩქარებია გული ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ ხეს ვკოცნიდი უფრო სწორედ მკოცნიდა.
-ახლა წავიდეთ,-მითხრა კმაყოფილმა და წელზე ხელი მომხვია
-მეტ ეს...
-არაჩვეულებრივი იყო ვიცი ბევრს უთქვამს,-ამაყად ასწია თავი
-ჰოო,-დაბნეულმა ვთქვი რა აზრი ჰქონდა და გავყევი.

აღარც მეცადინეობა მინდოდა და არც ძილი როგორცკი თვალებს ვხუჭავდი ჯარედის ტკივილიანი სახე მედგა თვალწინ და საშინლად მტკიოდა გული მაგრამ ღირსია მე ხომ სათამაშო ვარ სემის სათამაშო რომლითც თამაში უნდოდა.
სკოლიდან მეტმა წამომიყვანა და ვთხოვე დედას ატელიაში წავეყვანე
-იცი ლილს გავიგე რომ შენს სკოლაში ცეკვები იმართება მოდი წამოვალ
-კი მაგრამ მეწყვილე გყავს?
-კი შენ პატარავ
-მე სემს დავპირდი რომ მასთნ ერთად წავიდოდი
-კარგი რაა სემი ხომ. ის ჩემნაირი არაა,-უკვე ვნანობდი მეტი რომ დავპატიჟე
-კარგი მეტ წამოდი მოგიძებნი ვინმეს,-დედას ატელიეს წინ ჩამოვხტი და ჩემი საღამოს კაბის მოსაზომებლად წავედი.
დედამ შავი ტანზე კარგად მომდგარი კაბა შემიკერა უკან უზურგო და მთლიანად დახურული გულით რომელიც მიხდებოდა მგონი მერე ენის კაბაც ავიღე და ჯერემის დავურეკე რომ ენისთვის მიეტანა არა კი არაფერი უბრალოდ მეგობრობდნენ მაგრამ მე ხომ მისია მქონდა.
-ლილა სადახარ?-გაისმა ტელეფონში სემის ხმა
-დედასთან
-მოვალ და სმოკინგის ასარჩევად წავიდეთ რაა
-კარგი მოდი
სემი იქამდე მოვიდა სანამ დედა მოასწრებდა მეტზე რაღაცეები ეკითხა
-წავედით,-მითხრა ხალისიანდ და მეც მის მოტოციკლზე დავიკავე ჩემი ადგილი
-ლილა რატომ გამოიყურები ასე უცნაურად?
-გახსოვს ერთი კვირის წინ მე და მეტი კინოში რომ ვიყავით?
-კი რამე დააშავა?
-მაკოცა,-ვთქვი და ტუჩია ავიბზუე
-მერე
-მერე ის რომ ეს უცნაური იყო გულის ამრევიცკი
-გინდა დაველაპარაკო?
-არა ორ დღეში მიდის და იქნებ აღარც დაბრუნდეს
-ლილა თუ ზედმეტი მოუვა იცოდე მითხარი კარგი?-სემმა თავი ამაწევინა და თვალებში შემომხედა
-კარგი,-მოვეხვიე და კისერზე ვაკოცე
სმოკინგის შერჩევა არც ისე ადვილი იყო როგორც მე მეგონა ძლიან ბევრი სმოკინგი მოგვეწონა მაგრამ საბოლოოდ მაინც არმანის შავი პიჯაკი ვიყიდეთ და შესაბამისი საათიც ზედ მივაყოლეთ.
-გადასარევი მეწყვილე გეყოლები,-ჩაილაპარაკა სემმა
-შენ ისედაც გადასარევი ხარ.

საღმოს სემმა შვიდზე მომაკითხა და მადლობა ღმერთს რომ მეტს მოასწრო
-აბა მზად ხარ?
-კი
-გამოსაშვებზეც ერთდ წავალთ ხო?
-რათქმაუნდა,-მხრები ავიჩეჩე და სემს ხელკავი გამოვდე
სპორტ დარბაზში კალათბურთის ფარები მოეხსნათ ბადე აეკეცათ და ისე გამოიყურებოდა გეგონებოდა სპეციალურად ამ დღისთვი ააშენეს ეს შენობაო.
პირველი რამდენიმე ცეკვა მე და სემმა მშვიდად ვიცეკვეთ
-სემ მადლობა რომ ჩემს მოსვლამდე ჩემს გოგოს მიხედე,-მეტმა ხელი გამომიწოდა
-არაფრის,-სემს მიშველე მეთქი ერთი გავხედე და მეტს წავყევი მაგრამ ერიკი არ მოვიდა და სემი ენმა წაიყვანა საცეკვაოდ.
-ლილს რას იტყვი მე და შენ რომ დავქორწინდეთ ჰა?
-არამგონია,-სახე დამეღმინჯა
-რატომაც არა მე კარგი ბიჭი ვარ ოჯახის უფროსადაც გამოვდგები
-ხო მეტ შენ იდეალური ხარ მაგრამ მე არ მინდა შენთან ერთად ცხოვრება ჩვენ მეგობრები ვართ
„რისთვის მსჯი ღმერთო?“ამოვილაპარაკე ჩუმად
-ლილს ცოტა ხმამაღლა არ მესმის
-უბრალოდ ვიცეკვოთ კარგი?
-ჰომ
სამადლოდ მეტი ცოტახანს ჩუმად იყო მაგრამ ათს რომ გადასცდა ალბათ ბატარეა დაემუხტა და ისევ ალაპარაკდა
-წამო რა გარეთ დავიღალე აქ
-კარგი ხო,-ვერ გავიგე როდიდან გახდა ასეთი იდოტი ეს ბიჭი თითქოს ნორმალური იყო იმ საღამომდე
სულელური დიალოგი რომელიც ჩვენს შორის გაიმართა კიდევ ერთ საათს გაგრძელდა
-მგონი უკვე თორმეტია,-თქვა ბოლოს
-არა თორმეტის ათი წუთია ჯერ,-ვუთახრი და კედელს ავეწებე რადგან დგომით ძალიან ვიყავი დაღლილი
-ესეიგი ჯერ ადრეა
-რა არის ადრე შენ რა კონკია ხარ?-დავინტერესდი
-არა მკითხავთან ვიყავვი და მითხრა გოგოს რომელიც მოგწონს თორმეტზე თუ აკოცებ შეუყვარდებიო,-რა იდიოტია არ შემიძია
-არამგონია ეგ სიმართლე იყოს,-ეჭვით შევხედე
-ვცდი მაინც იცი რამდენი გადავიხადე მაგ რჩევისთვის?
-ვის კოცნას აპირებ ?-ვითომ არ იცი ლილა გაიქეცი აქედან
-შენს რათქმაუნდა,-როგორც ჩანს გადაწყვიტა მკითხავისთის არ დაეჯერებინა მომიახლოვდა და ისევ გულისამრევად მაკოცა
-კარგი მეტ საკმარისია მომეშვი
-არაფერიც,-არაფრის დიდიებით არ მშორდებოდა
-მეტ მომშორდი ემთქი
-კარგი რა ლილა
-მეტ,-მოულოდნელად მეტის სხეული ერთიანად მოსწყდა ჩემსას და აზრზე რომ მოვედი უკვე მიწაზე ეგდო
-ხომ გითხრა შეეშვი
-შენ ვინ ჯანდაბა ხარ
-ის ვინც ახლა სიფათს გაგილამაზებს,-ჯარედი მეტის საყელოს ჩააფრინდა და მიწიდან ააყენა მერე ისევ ძლიერად მოუქნია და ისე დაარტყა მგონნი ცხვირი გაუხეთქა
-წამოდი სანამ მოვკლავ,-მითხრა და თავისი პიჯაკი გამომიწოდა რომელიც იმ წამს აიღო მიწიდან
-მადლობა,-ამოვილაპარაკე მე და პიჯაკი მხრებზე შემოვიხურე
-რატომ უნდა გადაეყარო ყოველთვის ასეთ ნაბი*ვრებს ლილა რაჯანდაბისთვის?-ისე ყვიროდა თითქოს სიცოცხლე შემინარჩუნა
-არვიცი,-ამოვილაპარაკე ისევ და მის ჰამერის ჯიპში ჩავჯექი
-სად მივდივართ?
-უნდა დავწყნარდე,-მითხრა და კბილები ისე დააჭირა ერთმანეთს მათი კრაჭუნი გავიგონე
-შენ რა ედვარდ კალენი ხარ?-ეჭვით შვხედე
-ედვარდ კალენი რომ ვიყო ნაკლებად მომხიბლავ გოგოს ავირჩევდი და მოვშრდებოდი აქედან,-ღიმილით გადმომხედა
-მადლობა კომპლიმენტისთვის
-არაფრის ლილა
-სახლში მიმიყვან?
-არა
-რატომ?
-იმიტომ რომ შენ არცერთ თხოვნას არ მისრულებ
-რა მთხოვე და არ შეგისრულე
-თვალებით გითხარი თავი შორს დაიჭირე ასეთი ხალხისგან მეთქი შენ კიდე პირდაპირ ხახაში ჩუვარდი ერთ-ერთს
-მაპატიე,-ამოვიბლუკუნე
-ვერა
-რას ბოდილობ საერთოდ?-თავი არვიცი ვინ მეგონა მაგრამ უცნაური იყო ასე რომ მელაპარაკებოდა
-იმას რომ არ მიყვარს ჩემს საკუთრებას ვინმე ასე უხეშად რომ ექცევა
-რა არის შენი საკუთრება?
-შენ ლილა პირს შენ ხარ იმ წამიდან რომ დაგინახე
-რას მეუბნები,-ჩავილაპარაკე ირონიულად და ფანჯარაში გავიხედე
-სიმართლეს,-ცალი წარბი ასწია და შემომხედა
-ვირი ხარ ჯარედ მე კიდე მუტანტ ვირებს არ ვეკუთნი
-გეშლება ლილა სწორედ რომ ეკუთვნი,-ხელი დამავლო კალთში გადამისვა და ისე მომეხვია თითქოს უკანასკნელად მხედავდა,-მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ,-ხელები შემოვხვიე და გავირინდე.

ბაბუაწვერა 8
-ასე რატომ მიყურებ?
-მიყვარხარ,-მკლავებში მომიცქია და ღრმად ჩაისუნთქა
-მერე ამას მიმალავდი?-ვიკითხე ოდნავი წყენით
-სხვა გზა არ მქონდა ლილა მეგონა არასოდეს იქნებოდი ადამიანთან რომელსაც მომავალი არ ჰქონდა
-რა სისულელეა,-მის ხელებს მოვეხვიე რომელიც ჩემს გარშემო იყო გადაჯვარედინებული
-მაპატიე რომ გული გატკინე,-თავზე მაკოცა და ბალიშზე გასწორდა
-რომელი საათია?-კისერი წავიგრძელე და იქვე საათს გავხედე,-სკოლაში ვიგვიანებთ
-დაიკიდე,-მთელი ღამე ასე ვიყავით ჩახუტებულები და ვლაპარაკობდით ოღონდ მართლა
-კარგი დავიკიდებ,-ავწრიალდი რომ მის მხარეს გადავბრუნებულიყავი
-რატომ ვერ ისვენებ?
-არვიცი,-ბავშურად გავიკრიჭე და ლავიწზე ვაკოცე (ლოყაზე ვერ მივწვდი)
-ჩემი ბაბუაწვერა,-თქვა და უფრო მიმიხუტა მესმოდა როგორ ძიერად ცემდა მისი გული და მსიამოვნებდა ასე რომ რეაგირებდა ჩემს სიახლოვეზე
-არ შეიძლებოდა რომ ის სიტყვები არ გეთქვა ჩემთვის?
-მაპატიე ლილა მინდოდა ჩემგან შორს დაგეჭირა თავი არ შემეძლო იმაზე ფიქრი რომ მე სულელი და უმომავლო ვიყავი და შენი მომავალიც უნდა შთამენთქა
-რა სისულელეა
-მინდოდა შორს ყოფილიყავი და აღარ მომახლოებოდი ასე საკუთარი თავისგან გიცავდი
-მაგრამ მეტისგან ვერ დამიცავი
-მე ყოველთვის ახლოს ვიყავი ლილა. მოდი იცი რა დღეს ყველაფერი სხვანაირად იყოს
-როგორ?
-მარტო ჩემი იყავი დღს კარგი?
-თანახმა ვარ,-ისევ მაკოცა შუბლზე და თმაზე მომეფერა. ღმერთო როგორ მიყვარდა ეს ადამიანი რანაირად ვუძლებდი მისგან შორს ყოფნას არა რაა ადამიანი უნივერსალური ცხოველია ხომ ვამბობ.
-მიდი აბაზანაში წადი და მერე გავიდეთ სადმე,-თავი დავუქნიე და სააბაზანოს კარს უკან დავიმალე.

აბაზანიდან რომ გამოვედი ჯარედს უკვე მოემზადებინა ყველაფერი და სამზარეულოში ფუს ფუსებდა მის ბინაში ვიყავით დედამისი მორიგე იყო ლუკი მეგობართან რჩებოდა.
-უუმ რა სურნელია
-უკვე მოხვედი? გოგოენებს ხომ დიდიხანი გჭირდებათ ბანაობისთვის
-მე ყველაფერს განრიგის მიხედვით ვაკეთბ ხოლმე და ეგ არ მეხება მიჩვეული ვარ
-მე რომ ვერაფერი მოვასწარი თითქმის
-რაგინდა ყველაფერი გაგიმზადებია მიდი ახლა შენ შედი აბაზანაში მე ბლინების მომზადებას დავასრულებ და ვისაუზმოთ
-ახლა იდეალური ცოლ-ქმრობისთვის მხოლოდ კოცნა გვაკლია,-ჩაიცინა და მთელი გრძნობით მომწვდა ტუჩებზე
-წადი სანამ ყველაფერი დაიწვა,-ვუთხარი როცა ცხვირი დამწვარი ბლინის სუნმა ამწვა
ჯარედს ტოსტები უკვე მომზადებული ჰქონდა ყავაც გაემზადებინა დასასხმელად და ჩაისთვის წყალიც დუღდა. მე ბლინების გამოცხობა დავამთავრე და ის იყო სუფრას უნდა მივსხდომოდით კარი გაიღო და შუახნის ქერა ქალი შემოვიდა სახლში.
-ჯარედ?-უცნაურად შედგა მე კი საშინლად შემრცხვა იმ კაბით ხომ არ ვივლიდი მთელი დღე ჯარედის გრძელი პერანგი მეცვა რომელიც არც ისეთი გრძელი იყო
-დედა მოდი ისაუზმე,-ჯარედი ღიმილით წავიდა დედას ჩანთები გამოართვა და ლოყაზე აკოცა
-ახლავე ხელებს გადავიბან,-ქალი ვითომც არაფერიო სააბაზანოსკენ გაემართა
-რა სირცხვილია ჯარედ წადი რამე შარვალი მომიტანე გთხოვ
-გეყოფა ლილა აქამდე სახლში არც ერთი გოგო არ მომიყვანია იმიტომაც ჰქონდა ასეთ რეაქცია ნახავ მოეწონები
-ასეთ ფორმაში საკუთარ დედასაც არ მოვეწონები
-გეყოფა,-იმდენად ბავშვურად გაეღიმა მეც ავყევი
-აბა მოვედი,-ქალი მაგიდასთან ჩამოჯდა და ჯარედის მოტანილ თეფშზე ტოსტი დაიდო,-ჩაის ვერ დამისხამთ?-ჰკითხა ჯარედს
-მე დავასხამ,-ძალა მოვიკრიბე და ქურასთან მივედი ჯარედის დედას ჩაი დავუსხი და მივაწოდე
-მადლობა შვილო,-შემომცინა და მივხვდი რომ ჯარედი მართალი იყო ეს ქალი არაჩვეულებრივად მექცეოდა.
-მე ლილა პისი ვარ,-ვუთხარი როცა დავჯექი
-მე ნატალი მქვია,-ხო ჯარედი დედას ჰგავს
-სასიამოვნოა
-აბა რახდება ვხედავ სერიოზული ურთიერთობა გაქვთ თორემ აქ არ მოგიყვანდა რამდენი ხანია ვთხოვ გამაცანი ლილა მეთქი
-კი მაგრამ,-დავიბენი მე
-საიდან ვიცი არა? მე სახლში გვიან ვბრუნდები ხომლე და ჩვევად მაქვს ისე ვერ ვიძინებ ჩემს ბიჭებს მშვიდობიანი ღამე თუ არ ვუსურვე ამიტომ მძინარე ჯარედს თავზე რომ დავადექი მაშნ ლუღლუღებდა „ლილა მაპატიე-ო“
-დედა,-ჯარედმა უხერხულად გადმომხედა
-რაიყო შვილო
-გეყოფა
-არა კიდევ მომიყევით რამე მის შესახებ
-იცი რა ლამაზი ბავშვი იყო?-დაიწყო ქალმა და საუზმის დასრულებამდე ყველაფერი გავიგე ჯარედის ბავშვობის შესახებ
-ახლა მე ცოტას დავიძინებ და მერე აქაურობას მივხედავ დატოვეთ ასე
-ძილინებისა დე
-კარგი შვილო,-ნატალიმ ჯარედს შუბლზე აკოცა და ოთახში შევიდა
-საოცრებააა,-ემოცია ვერ დავმალე ეს ქალი მაშინვე შემიყვარდა ოთახში რომ შემოვიდა
-შვილს ჰგავს,-ისევ მაკოცა და თან ფხუკურებდა
-კარგი ავალაგოთ ეს და წავიდეთ,-შეხმატკბილებულად ავალაგეთ, ჭურჭელი გავრეცხეთ და გავამშრალეთ
-შენ ასე მოდიხარ?
-ჰო რამოხდა მერე,-გავიოცე და დავტრიალდი
-მაშინ ყინული წამომიღე
-რატო?
-იმ იდიოტებს რომ ვცემ ცუდად რომ შემოგხედავენ დამჭირდება
-ჩხუბის თავი,-გადავიხარხარე მაგრამ მერე გაგვახსენდა ნატალი რომ დაძნებას აპირებდა პირზე ხელი მომაფარა და ჩუმი სიცილით იღლიაში ამოდებული წამიყვანა საძინებლისკენ.

ჯარედს საკმაოდ მრავალფეროვანი გოგონების სამოსი აღმოაჩნდა
-აბა გოგო არ ამომიყვანია აქო?
-არც ამომიყვანია ეს ჩემი დის ტანსაცმელი აქ დარჩა
-და გყავს?
-და რა ნახევარ დაა მამაჩემის შვილი მამას ვერ ვიტან მაგრამ მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს
-გასაგებია,-ჯინსი და უბრალო მაისური გადავიცვი და სააბაზანოდან რომ გამოვედი ჯარედი დავინახე ზურგით იდგა კარადასთან და არჩევდა რა ჩაეცვა
ჩუმად მივუახლოვდი და ბაბუაწვერას სვირინგს კიდევ ერთხელ დავყევი ხელით მის კონტურებს ვხაზავდი
-ლილა გეყოფა,-მითხრა მკაცრად
-მაპატიე უბრალოდ შესანიშნავი ნამუშევარია
-შორიდან უყურე ხოლმე კარგი თუ რათქმაუნდა..........
-დავხურეთ ეს თმა,-ვთვი ისე რომ ამის გარდა ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო,-აი ეს ჩაიცვი,-კარადიდან თეთრი მაისური გადმოვიღე ტანზე მომდგარი და რომ ჩაიცვა სარკეში დავაკვირდი
-ეს ის არის,-მითხრა ღიმილით
-მახსოვს რა დამავიწტებს იმ მაისურს მუტანტ ბიჭს რომ ეცვა და ცდილობდა ჩემზე შთაბეჭდილება მოეხდეინა
-მაინც ხომ მოახდინა,-წარბები ამითამაშა
-სულ მისი ლამაზი თვალების ხარჯზე
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს,-მხრები აიჩეჩა და ხელები ჩემი სახის გასწვრივ დაიჭირა ისე რომ თალებში ეყურებინა ჩემთვის
-ჩემი პატარა ბაბუაწვერა
-ჩემი მუტანტი.

გარეთ რომ გამოვედით უკვე კარგად ცხელოდა მანქანაში ჩავსხედით და სადღაც წავედით
-სად მივდივართ?
-უნდა მოგიტაცოო წაგიყვან სადმე შორს და ვიცხოვროთ ჩიტებივით
-ნეტავ მართლა შეიძლებოდეს ჩიტებივით რომ ვიცხოვროთ
-ყველაფერს შევძლებთ რასაც მიზნად დავისახავთ ლილა
-მიყვარხარ,-გავუღიმე და მის ხელს რომელიც სიჩქარეების გადამრთველზე ედო თითები დავადე ეს რომ იგრძნო შეეშვა და თითები ჩემს თითებში ახლართა
-მეც მიყვარხარ.
ერიხ მარია რემარკმა თქვა „წამის სიხარული? აი,ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს.“
ისეთი კარგი იყო მასთან ყოფნა მეგონა ყველა სანუკვარი სურვილი ერთდ ამიხდა არ მაღელვებდა არაფერი სხვა და ეს გრძნობა მომწონდა იმდენად რამდენადაც ამის უფლებას ჩემი გონება მაძლევდა
-შენ რა მასთნ ხარ?-მე და ჯარედი პარკში ვისხედით ჩახუტებულები როცა უკნიდან სელენას კივილი გავიგონე
-სელენა დამშვიდდი ჯერ კიდევ როდის გითხარი რომ ჩენს შორის ყველაფერი მორჩა
-არა, არა ჯარედ მასთან არ უნდა იყო,-ასლუკუნდა სელენა ისე შემეცოდა
-სელენა შენ იმაზე უკეთესს იმსახურებ ვიდრე მე ვარ
-არ მინდა მე მინდა ჩემს გვერდით რომ იყო ჯარედ მინდა რომ ჩემთან იყო
-სელენა არ მიყვარხარ შენთან მარტო იმიტომ არ ვიქნები რომ ლამაზი ხარ
-გესმის შენი პირით თქვი ის ჩემი ფეხის ფრჩხილად არ ღირს რა გააჩნია? მხოლოდ მწვანე თალები და ჭკუა რომელიც არ გჭირდება ჯარედ გეხვეწები მე მინდა რომ ერთად ვიყოთ
-სელენა გთხოვ ნუ მექცევი ასე წადი
-ჯარედ ნაძირალა ხარ,-გოგონა ტირილით გაიქცა და მისი დაქალიც უკან გაჰყვა მაგრამ მე ისე მეწყინა მისი სიტყვები ლამის მოვკვდი
-ლილა კარგად ხარ?
-არა ჯარედ არ ვარ კარგად
-სელენა სულელია ლილა გთხოვ შემომხედე რაა,-ნატანჯი ხმა ჰქონდა
არა ხომ არაფერი მაგრამ ისე მეწყინა თითქმის უცნობი ადამიანისგან ასეთი რაღაცის მოსმენა ლამის გული გამისკდა
-ლილა
-ჯარედ მე,-შეტევა მქონდა გულში საშინელი შეგრძნება გამიჩნდა და ყელში ამომაჯდა თითქოს მახრჩობდა მეგონა მოვკვდებოდი.
-წამოდი სახლში წადიყვან,-მთელი ღამის უძინარს გული წამივიდა და ჯარედის ხელებზე გადავესვენე მემგონი ეს უცაბედი ჩძინება უფრო იყო.

-რა მოუვიდა,-ჯარედმა მანქანა რომ გააჩერა და გადმომიყვანა მეგონა ისევ მის სახლში მივყავდი და ხმას არ ვიღებდი მინდოდა აზრზე მოვსულიყავი
-კარგადაა მისტერ პირს მგონი ჩაეძინა,-მამას ვერ ვხედავდი მაგრამ ვიცოდი რომ ჯარედს მკვლელივით უყურებდა
-მომეცი მე წავიყვან
-არა იყოს მითხარით სად მივიყვანო და მივიყვან მე,-არ დაანება ჯარედმა ბოლოს საწოლი ვიგრძენი ჩემს ქვემოთ
-მისტერ პირს მე ჯარედი ვარ
-სასიამოვნოა შვილი დარწმუნებული ხარ რომ ექიმი არაა საჭირო?
-დიახ, დიახ უბრალოდ ცოტა ინერვიულა
-რატომ?
-პარკში ვისხედით ჩახუტებულები და ჩემმა ყოფილმა გაანერვიულა
-მოიცა გინდა თქვა რომ სემს ტყუილად ვერჩოდი ამდენი ხანი
-მგონი კი,-ჯარედს დაძაბულ ხმაში სიცილი შეეპარა
-კარგია მომწონდა ის ბიჭი და არ მინდოდა გიჟი ვგონებოდი ახლა შენს მხარეს მივმართავ ჩემს აგრესიას
-კარგი მისტერ პირს,-მამას სიცილში ჯარედიც აჰყვა
-წამოდი ლუდი დავლიოთ,-დარტყმის ხმა რომ გავიგონე მივხვდი მამამ შემოჰკრა ჯარედს და კარიც დაიხურა.

როგორც იქნა შევძელი საწოლზე წამოვჯექი და მათი დიალოგი გონებაში გადავიმეორე როგორც ჩანს მამას მართლაც მოეწონა ჯარედი.

ერთი კვირის შემდეგ დამშვიდებული მე და ჯარედი მამამისის მეორე ცოლის და მისი შვილების გასაცნობად წავედით. ჯარედი ლათინო სერიალის გმირივით იყო მამამისს მრავალი ცოლი ჰყავდა და ასევე შვილებიც მაგრამ ისინი მხოლოდ მეორე ცოლთან მეგობრობდნენ.
-ეს ჩემი მეორე დედაა,-შავგვრემანმა ქალმა გულზე მიმიკრა და ჩამიხუტა. ამის მერე გავიცანი ჯარედის ნახევარძმა რომელიც ლუკზე ორი წლით იყო პატარა და სადილობის შემდეგ ფანჯრიდან ქერა გოგოც დავინახე რომელიც მეცნო
-ჯარედ ეს შენი დააა?-კისერი წავიგრძელე
-ჰო
-შეუძლებელია
-რა არის შეუძლებელი?
-ეს გოგო სემის შეყვარებულია
-რაა,-ჯარედი სულ დაიძარღვა
-ეს იმას ნიშნავს რომ განგება თქვენს დაშორებას არ უშვებს,-ვუთხარი მე და დავინახე როგორ მოეშვა ნელა მისი სხეული.
ვიქტორიას ჯარედის გარეშეც მშვენივრად ვიცნობდი და ძალიან მიხაროდა სემის და ჯარედის გზები ისევ რომ გადაკვეთა ამ სიცოცხლით სავსე გოგონამ.

ჩემი და ჯერედის ურთიერთობა შესანიშნავად მიდიოდა და იცით რაა? ვიცოდი ეს ყველაფერი კარგად დამთვრდებოდა.
-სულაც არ ყოფილა ასე,-წამოიყვირა სემმა და ჯარედს გაბუტულმა გახედა
-არა ასე იყო მეც კარგად მახსოვს,-ჩაერია საუბარში ნატელი რომელიც ახლად შერიგებულ მეგობრებს დიდი სიყვარულით უყურებდა
-ასე დედა გაახსენე,-ჯარედმა დედას კოცნა გაუგზავნა და ხელი ძლიერად მომხვია
-ეს უსამართლობაა,-აწუწუნდა ისევ სემი,-ლილა მიშველე
-მაპატიე სემს მაგრამ ჩემი შეყვარებულის მხარეს ვარ
-ასე ხომ,-სემს ბოლოს მაინც გაეცინა და ვიქტორიას აკოცა
-აბა მოემზადეთ სურათს ვიღბ,-დედაჩემმა თითი დააჯირა გადასაღებ ღილაკს და ფოტოზე სამუდამოდ აღიბეჭდა სუფრასთან შემოკრებილი ბედნიერი სახეები.
ლუკი შუაში იჯდა როგორც იუბილარს შეჰფერის მე და ჯარედი ჩახუტებულები ვისხედით მარცხნიდან. მარჯვნიდან ვიკი და სემი იყვნენ მათ გვერდით მეტი რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ულამაზესი გოგონა შეირთო ცოლად რომელსაც მეტის წონის ინტელექტი ჰქონდა საბოლოოდ იმაზე შევთანხმდით რომ მეტი დრო და დრო ჭედავს ხოლმა. ფოტოზე ასევე ჯერემი და ენი იყვნენ ისინიც ერთად იყვნენ მაშინ ჩემი მამიკო და ჯარედის ოჯახი ნატალი და სემის მშობლებიც კი.

ასე და ამგვარად მე და ჯარედი სექტემბრის ქარიან საღმოს ყველასაგან მალულად პატარა ეკლესიაში დავქორწინდით და ................. ოჰ ოღონდ ეს არა ბავშვმა გაიღვიძა წავედი მიყვარხართ.


დასასრული.
............
ჩემი მუზა სადღაც გაძვრა და არ მოდის ჯერ ხო და .....
მოკლედ იმედია მოგეწონებათ და დამიწერეთ კომენტარები არ მოგერიდოთ.
გაკოცეთ
მიყვარხართთთთთთთ უუმპა



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

"ზებუნებრივის" ფანები მიყვარს ^_^

 


№2  offline წევრი ki si

ანი ანი
"ზებუნებრივის" ფანები მიყვარს ^_^

ეგ მგონი სერიალია ხოო? ერთი სერიაც არ მაქვს ნანახი laughing laughing

 


№3  offline მოდერი ენემი

ძალიან მომწონს heart_eyes ენი? მეც რომ ენი მქვია და თან ქერა ვარ ეგ არაფერი?laughing თითქოს მე ვიყავი "ის" ენი joy.
საოცრება იყო და ისე გაღიმებული ვკითხულობდი რომ მეტი არ შეიძლება heart_eyes heart_eyes სულ ბოლო წინადადებაზე გამეცინა joy წარმატებები სიხარულო kissing_heart "ამ" ენისაც უყვარხარ kissing_heart

 


№4  offline წევრი ki si

ენემი
ძალიან მომწონს heart_eyes ენი? მეც რომ ენი მქვია და თან ქერა ვარ ეგ არაფერი?laughing თითქოს მე ვიყავი "ის" ენი joy.
საოცრება იყო და ისე გაღიმებული ვკითხულობდი რომ მეტი არ შეიძლება heart_eyes heart_eyes სულ ბოლო წინადადებაზე გამეცინა joy წარმატებები სიხარულო kissing_heart "ამ" ენისაც უყვარხარ kissing_heart

Yvelaze metad maxarebs tqveni komentarebi chemo siyvarulebo :* gansakutrebit axla muza rom gamifrinda :(. Udidesi madloba chemo sayvarelo mixaria tu sakutari tavi chem romelime personajs sheadare ver gadmovcem rogo mixaria xolme siaxleze sasiamovno komentars romca miweren mashin vxvdebi rom kompiuteris ekrans mishterebuli tyuilad ar vmjdarvar mteli dge. Miyvarxart uzomod da gulrwfelad <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent