ლიზას ახირება! (2)
უნივერსიტეტი როგორც ყოველთვის დღესაც არ ღალატობს თავის ჩვევებს და სასტიკად მოსაწყენია. საშინელებაა იჯდე მზია მიქელაძის ლექციაზე. ამას მირჩევნია ბებიაჩემის ბავშვობის ამბებს ვუსმინო დაუსრულებლივ და თან უკლებლივ ყველას, არ ვხუმრობ მართლა მირჩევნია. დღეს 7 საათზე მაკას გამოგზავნილი მანქანა უნდა მოვიდეს..ღმერთო ჩემო როგორ არ მინდა ჩემი სახლიდან წასვლა! სახლში , რომ მივდივარ უკვე 5 საათია ბოლო მეთონაზის ლექცია მქონდა და ტვინგაბურღული მივლაჯლაჯებ სახლში. გვერდით იმ სისწრაფით ჩამიქროლა თეთრმა "RANGE ROVER"-მა ეჭვი მაქვს დღეს ვიღაცას ცუდი დღე აქვს, ვარიანტი არაა ვინმე თუ არ გაიტანა. სახლში , რომ მივდივარ ლიზა უკვე იქაა და მაცივარში აქვს თავი შეყოფილი: -საჭმელს ეძებ?-ჩანთას იქვე დივანზე ვაგდებ. -არა გოგო, რა საჭმელს მცხელა და თავს ვიგრილებ! -კონდიციონერი ისევ ამოწყდა?-ვოხრავ უკვე მერამდენედ! -ჰო. -ხოდა ახალს ვიყიდით ოდესმე, რომ დავბრუნდები. -რომელზე მიდიხარ დღეს? -7ზე. -იმედია სწერვა ქმარი არ გეყოლება და ყოველდღე შემეძლება შენთან მოსვლა ან შენ აქ. -სწერვა კი არა კანიბალი იყოს თუ უნდა, მაინც ყოველდღე აქ ვიჯდები. -ვითომ? -ვითომ არა, მართლა. -იმედია გაუძლებ. -იმედია გამიძლებს. -ნუ ჰო. -აუ, ყავა გააკეთე რა. -კაი. -როგორ მოხდა აივანზე არ ხარ და შენ "სატრფოს" არ უყურებ? -მოხდა. -საღოლ, კიდე დაიბადე ხოლმე. -ეხლა ბევრს თუ ილაპარაკებ შენნაირ მწარე ყავას დაგალევინებ. -მკლაავ ქალო? -ააჰამმ. -დავიმახსოვრე! დარჩენილ დროს "THE NOOTBOOK"-ის ყურებაში ვატარებთ და ისე მოდის 7ის ნახევარი აი ვერც მივხვდით. კიდევ კარგი გუშინ ბარგი ჩავალაგე. ჩაცმულიც ვარ ასე, რომ, როდესაც დამირეკავს მძღოლი პირდაპირ მაშინ ჩავალ. ტელეფონზე ზარის ხმა ისმის. მაკაა: -გისმენთ. -ნატუკა , მაკა ვარ. შენი სახლის წინაა მანქანა. -კარგი. -დროებით. -დროებით. აბღავლებულ ლიზას ვეხუტები: -აუუ, აქ ვეღარ დარჩები ხოლმეეეე,-ვაიმე რა აბღავლებს? -ჩემო სულელოო, უმეტესად აქ ვიქნები, მართლა. -ვკოცნი და გავდივარ. -გუგულის ბუდეს სხვამ გადაუფრინა-მომძახის და კარს კეტავს ,რომ ატირებული აღარ დავინახო. ჩავდივარ და მანქანა მხვდება. სხვათაშორის ის მანქანაა წეღან , რომ ვთქვი ვიღაცას შეიწირავს თქო. მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ რადგან ის მეორე კორპუსსთან დგას ჩემს პირდაპირ და ჩემს კორპუსსთან არანაირი მანქანა არ დგას ერთადერთი მწვანე ჟიგულის გარდა. დავიჯერო ამ მანქანას გულისხმობდა მაკა? ისე ამბობდა იმდენს გადაგიხდი რამდენსაც გინდაო ვიფიქრე მდიდარია თქო , მაგრამ ნუ რავი რა. რა მნიშვნელობა აქვს?! თქვენ უნდა ნახოთ ჩემი გაოცება იმ თეთრი მანქანიდან ჩემი მოპირდაპირე კორპუსის წინ , რომ დგას ძალიან მაგარი ბიჭი , რომ გადმოდის , აი როგორც ჩემი ლექტორი რუსიკო ამბობს ხოლმე თავის შვილზე ისე ვიტყვი: კალმით ნახატი! მზის სათვალეები თავზე აქვს აწეული , თმა გადაპარსული არ აქვს- გაზრდილი აქვს ოღონდ, აი როგორ აგიხსნათ განა გრძელი თმა აქვს, უბრალოდ დაახლოებით 1-ზე ამოსული აქვს თორემ გოგოსავით არ აქვს ჩამოწეული, მწვანე თვალები აქვს ჭაობისფერი და ჩემსკენ მოდის. აუუ, მგონი გული მიმდის, არ შემშალოთ , ეს მძღოლია?! არაა შანსი არაა! ესე კარგად ჩაცმული სა სიმპატიური მძღოლები რო არსებობდნენ გათხოვილი ვიქნებოდი ახლა! მომიახლოვდა და... წინა თავის შეფასებები მომეწონაა ძააალიან <3 ძალიან საყვარლები ხართ ყველა <3 ამ თავზეც თუ იგივენაირად კარგი შეფასებები იყო შემდეგ თავში გაიგებთ ვინაა ის არაამქვეყნიური ბიჭი: მძღოლი თუ...? <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.