შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შრამიანი წარსული 2 ნაწილი 5 თავი


4-08-2017, 12:55
ავტორი Mari S
ნანახია 1 307

რამდენიმე დღე ისე გავიდა, არავითარი ცნობა არ ყოფილა წიგნისგან, მე კიდე უფრო მეტის გაგება მომინდა ქალღმერთ ნირას შესახებ. გუუგლეში არავითარი ცნობა არ ყოფილა, ამიტომ ძველი ხერხი უნდა გამოვიყენო და მივაკითხო ბიბლიოთეკას. სახელმწიფო ბიბლიოთეკაში მივედი, ყველაზე დიდ ბიბლიოთეკაში რაც აქაა. მანდ ყველაფერი ელექტრონულია, ქსელში ჩაწერ წიგნის სახელს ავტორს ან საკვანძო სიტყვებს და ამოგიგდებს სად დევს.
-აბა, წარსულში მოგზაურობა ვცადოთ, სულ ზღაპრები ამომიდგო, არა ასე არ ვარგა, უფრო კონკრეტული მინდა, მოდი ნირა ვცადოთ, მაინც არაფერი, კაი ქალღმერთები მაშინ. ხო ამაზე უამრავი მითოლოგიის წიგნი ამომიგდო, უმეტესობა საბავშო არის. მეც ყველას ავიღებ რაც ცოტა დიდებისთვისაა.
მეც ყველა წიგნი გადმოვიღე და დავჯექი მაგიდასთან. 7 წიგნი მაინც იქნება, მეც მომმიწევს ყველა დავამუშავო. პირველი რათქმაუნდა ავიღე ,, ქალღმერთები და მათი წარმომავლობა“, ყველაზე თხელი ეს იყო და ლოგიკურია ამის აღება.
აი აქ საინტერესო რამ წერია, ქალღმერთები როგროც ყველაზე ლამაზი არსებები წარმოიქმნენ ვარსკვლავის მთვრისაგან, ისინიც მათნაირად ანათებენ, მათ არ გააჩნიათ ფორმები, აბსტარქტული არსებები არიან, თუმცა შეუძლიათ ადამიანის სახის მიღება, ამავდრულად გააჩნიათ სხვადასხვა ძალები, ეს კი დამოკიდებულია დაბადების დროზე, ყოველი დღე ქალღმერთს სხვადასხვა ძალებს აძლევს. წიგნის ავტორი მითითებული არ არის, ინკოგნიტოდ არჩია ყოფნა, ამიტომ აწერია მეცნიერი იქსი. მოძებნა მისი და გამოკითხვა შეუძლებელია. მეორე წიგნი იყო ,, ქალღმერთები დედამიწაზე“ აქ თითქმის ზღაპრები ეწერა, თუმცა ერთმა მითმა მიიქცია ჩემი ყურადღება. არსებობს გადმოცემა, რომ რამდენიმე ათასობით წლის წინ ქალღმერთი ნირაიუსი ჩამოვიდა დედამიწაზე, რათა გაეგო ხალხის ყოფა ახლოდან, იგი ახალგაზრდა იყო და არ დაუმალია თავისი ძალები, ამიტომ მას ჯადოქრობა დასწამეს და კოცნოზე დაწვეს, ქალღმერთი კვლავ დაბრუნდა კოსმოსში და დაწყევლა ადამიანები რადგან ასე მოექცნენ. განსაკუთრებით კი დაწყველა ის ოჯახები რომლებმაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. რადგანაც ეს მოხდა იქმადე სანამ ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტებოდა და ყველა ეროვნების ხალხი ერთად ცხოვრობდა, მან დაწყევლა მხოლოდ ამ საქმის აღმსრულებლები. ორი ეროვნება და დაიფიცა რომ მათ ბედნიერი დასასრული არ ექნებოდათ.
უკვე საგძნობლად დაღამდა, სანამ ეს ორი წიგნი დავამუშავე, დანარჩენი სახლში წამოვიღე, მთქანრებ -მთქნარებით მოვდივარ. ძლივს შევაღე სახლის კარები და პირდაპირ საწოლზე დავეცი და დავიძინე. ღრმა ძილში ვიყავი რომ ხმები მომესმა, თითქოს ვიღაც მკითხულობს და მეძებს, რაღაცამ უცებ გაანათა და ჰოპ ჩემს ოთახში აღმოვჩნდი, ოღონდ იმ ოთახში მასკიანთან რომ ვცხოვრობდი, როდესაც მისი მსახური ვიყავი. მაგარია პიჯამოთი ვდგავარ შუა ოთახში როდესაც მასკიანი შემოდის და უცებ ტრიალდება. ნუ გამოიცანით ჯერ არ უნახავს გოგო ასე ჩაცმული, თანაც აქ იმდენი ტანსაცმელი აცვიათ ძილის დროსაც კი, მეკიდე ერტი მაიკით და შარვალით, რომელიც სხვათაშორის გოგოს არ აცვია. მეც საჩქაროდ მოვიხურე რაღაც ნაჭერი
-კაკუნი არ გასწავლეს?
-უკაცრავად ქალბატონო არ მეგონა აქ თუ ვინმე ცხოვრობდა, მეგონა ეს სახლი თავისუფალი იყო.
-ეს სახლი თავისუფალია, აქ მე იმპერატორმა გამომაგზავნა, თქვენი ახალი მთავარი მსახური ვარ ბატონო
-ჩემთვის არაფერი უთქვამთ, მე კიდე არ მჭრდება მსახური, შეგიძლიათ წახვიდეთ
-ბატონო, ეს იმპერატორის ბრძანება იყო, არ შემიძლია წასვლა
-კარგი როგორც გინდა მაგრამ თავი არ მომაბეზრო
-როგროც ინებებთ ბატონო
ნუთუ ვერ მიცნო, მაგრამ პრინციპში როგორ, ღამე იყო როცა შევხვდი და ეხლა კიდე უხერხულობისგან არც კი შემოუხედავს ნორმალურად. ტანსაცმელი მჭირდება, აბა ასე ხო არ ვიქნები. აქვე მდინარეა და მანდ რეცხვენ ხოლმე ტანსაცმელს. ბედიც მაქვს რაა, გოგონა მეორე ხელს რეცხავს და არც აქცევს ყურადღებას სხვა ტანსაცმელს, კიიდევ კაი მსახურებს ერთნაირი ტანსაცმელი აქვთ, მეც ერთს დავწვდი და გადავიცვი. სახეზე თავშალი ჩამოვიფარე,თორე აქ სხვა ეროვნების ხალხი არაა, და რომ დმინახონ კიდე ერთი ამაბავი ატყდება. სამზარეულოში გავძვერი და ჩემი მასკიანისთვის საჭმელი მოვიპარე, აბა ხომ უნდა შევასრულო ჩემი მოვალეობეი, თორე ეჭვი გაუჩნდება. უსიტყვოდ ჭამს და მიდის. ცოტახანში მეც გავყვევი, სასახლიდან წავიდა და ცხენზე ამხედრდა, ფეხით ნამდვილად ვერ დავეწევი, ცხენით თვალთვალი უფრო ძნელია, ამიტომ რამდენიმე წუთი დავიცადე და მერე მეც ავმხედრდი, დამუკიდებლლად პირველად ვჯდები ცხენზე,აჰა ესეც პირველი პრაქტიკა, ისე არც ისე მარტივი ყოფილა ცხენის დამორჩილება, მაგრამ ნიჭიერი აღმოვჩნდი.ნახევარი საათი კიდევ იარა და რაღაც სოფელში მოვედით, მოიცა ეს ის სოფელია სადაც ხალხი დაწვეს, მაგრამ ეხლა სულ სხვანაირად გამოიყურება. ცეცხლები ანთია სოფლის გასანათებლად. სასახლის გვარდია ჩუმად მიიპარება სახლებისკენ, ჩემი მასკიანი და ათოდი ბიჭი კი ხეებს ამოფარებული დგანან და ამ ყველაფერს უყურებენ. მალე წივილ კივილი დაიწყო, ჯარისკაცები სახლებში შევარდნენ, ყველა გარეთ განოიყვანეს, რაღაც ყვირიან, უფრო სწორედ ვიღაცას ეძებენ. ყველა ერთ ზოლში დააყენეს და მათი მოკვლა დაიწყეს, ქალებს მუდარა, ბავშვების ტირილი ერთმანეთში ირევა და შემზარავი მოსასმენი ხდება, გული მიწუხდება, ასეთი რამე ჯერ არ მინახავს, კაცები ცალკე ჰყავთ, ბოლოს იმათთან მიდიან და ხმლებით დასერეს, ასეთი სისასტიკე მაოცებს მაგრამ იმან უფრო გამაცოფა რომ, ჩემი მასკიანი არაფერს აკეთებს მათ შესაჩერებლად. ყველაფერი მიწყნარდა, გამაყრუებელი სიჩუმე იყო და ეს უფრო ამძაფრებდა სიტუაციას. სანამ ჯარისკაცები გვამებს მიათრევენ ცენტრიკენ, მანამდე მეც მივედი ახლოს, რომ მათი ლაპარაკი გავიგონო.
-აქ არ იყო
-ამათ რა ვუყუთ?
-მოვა ბატონი და გავარკვევთ
-არ მოეწონება ეს ყველაფერი ბატონს
-ამდენი ხალხი რომ მოვკალით?
-არა, ის მონსტრი არ რომ არ იყო
-მართლაი ხარ, მაგრამ ისე მაგასთან შეხვედრას ისევ სიკვდილი მირჩევნია
-მართლაი ხარ, ამბობენ დაუნდობელია, როცა ხალხს კლავს მერე მგელბის საჯიჯგნად აგდებსო
-ხოო ეგ მეც მსმენია
მოიცა ესენი ჩემ მასკიანს ეძებდნენ და მაგტომ მოკლეს ამდენი ხალხი?! ამდენი ფიქრისთის დრო არ მაქვს, მალე ვიღაც მოვიდა, ეტყობა მათი უფროსი. უკნიდან ფოთლების შრაშუნი მესმის. ნელა მივტრიალდი უკან, მასკიანი დგას და მშვილდს მიმიზნებს
-ვინ ხარ? და აქ რა გინდა?
ეხლა როგორ ავუხსნა, რომ მას გამოვყევი, რომ მის მხარეზე ვარ, არც დაიჯერებს
-თქვენ გამოგყევით ბატონო
-მითვალთვალებდი? ვინ გამოგზავნა?
-მერე დავილაპარაკოთ, ეხლა ამის დრო არაა
-აქ დამელოდე, ხმა არ ამოიღო, მალე დაბრუნდები და იცოდე ყველაფერს ამიხსნი
-როგროც თქვენ იტყვით ბატონო
ხესთან მაბავს, რომ არსად არ გავიქცე, ის კიდე მეორე მხრიდან უვლის, რაღაცას ანიშნებს თავისიანებს და ჩუმად მიიპარებიან.
შემდეგში მასკიანს თოკების შეკვრა უნდა ვასწავლო, თავს ადვილად ვინთავისუფლებ, მასკიანის მოპირდაპირე მხერეს მივდივარ, სადანაც გვარდიის უფროსი მოვიდა, აქედან ყველაფერი კარგად ჩანს. მოიცა ეს ხომ, ეს ხომ მესამე პრინცია, რა ჯანდაბა ხდება. მასკიანი და თავისი მცირე რაზმი ყიჟინით წამოვიდნენ, მესამე პრინცმა რაღაც უბრძანა და თვითონ და რამდენიმე ჯარიკაცით პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. ხის უკან დავიმალე. ღრმად ვსუნთქავ, აი შეთქმულებაც ამას ჰქვია, ტახტისთვის ხალხი რას აღარ გააკეთებს. მხარზე რაღაც სიმძიმე ვიგრძენი, შემოვტრიალდი და ხმალია, ჩემს წინ კიდე მესამე პრინცია,
-შეიპყარით და წამოიყვანეთ
ცხენზე შემსვეს და თოკითაც გამკოჭეს, აი ამათმა კი იციან თოკის შეკვრა, თავი უკან მივატრიეალე, რომ მენახა რა ხდებოდა, გაცხარებული ბრძოლა იყო და ცეცხლიც უკვე წაკიდებოდა სახლებს, მეკიდე ღმერთმა უწყის სად მივყავარ და რას მიპირებენ.

ესეც ახლი თავი, იმედია მოგეწონებათ, ველი თქვენს შეფასებას, გკოცნით გეხვევით



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Đamabnie cota xo icii : ddd

 


№2  offline წევრი Mari S

nawkas12345
Đamabnie cota xo icii : ddd

მალე ყველაფერი გაირკვევა :D :D

 


№3 სტუმარი Guest lola

მეც დავიბენი... მოუთმენლად გელი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent