შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა (თავი 9)


4-08-2017, 14:38
ავტორი Nita111
ნანახია 1 560

ძალიან ბევრი ხალხი იყო მაგრამ ჩემი თვალები მხოლოდ თემოს დაეძებდნენ. დავდიოდი ხელში ერთი ჭიქა წითელი ღვინით და ვცდილობდი მეპოვნა. მინდოდა ცოტა მომკიდებოდა სასმელი და თავისუფლად ვყოფილიყავი თორემ ძალან კომპლექსიანი და მორცხვ ვარ და არმინდოდა ამდენ ადამიანთან ჩემი უარყოფითი თვისესების გამომჟღავნება. თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. ყველა ერთმანეთს ესაუბრებოდა და თავს კომფორტულად გრძნობდნენ, მარიამიც კი ვიღაც ბიჭთან ერთად იყო და მე დავრჩი მარტო. ერთხანს ისიც ვიფიქრე რომ წავსულიყავი მაგრამ იმედი მაინც მქონდა რომ თემოს ვნახავდი. ვერანდაზე გავედი, იქ არავინ იყო და თავს უფრო თავისუფლად და მშვიდად ვგრძნობდი. ხედი ძალიან ლამაზი იყო. მთვარე და ვარსკვლავები ისეთ რომანტიულ გარემოს ქმნიდა მხოლოდ თემო მაკლდა :D

- მარტო რატომ ხარ?
ვერწარმოიდგენთ ჩემს სხეულში რახდებოდა, გული ისე მიცემდა მეგონა ამოვარდებოდა. დავიბენი, სიტყვები დამავიწყდა, ძლივს მოვუყარე თავი რამდენიმე სიტყვას და ვუთხარი:

- აქ უფრო კარგად ვგრძნობ თავს.
- მე რომ მოგიჯდე წინააღმდეგი ხომ არიქნები?
- არა, რათქმაუნდა.
- რაშვები როგორხარ?
- მშვენივრად. შენ როგორარ?
- მე უკეთესად მას მერე რაც თიკას დავშორდი.
- თვითონ როგორ არის?
- თავს მშვენივრად გრძნობს, უკვე ახალი ყავს :))
- ...
- წავალ სასმელს მოვიტან. შენც ხო დალევ?
- რავი... მოდი გავრისკავ :D
- ხოდა ძალიან კარგიი, რასდალევ? წითელ ღვინოს? შამპანურს? ლუდს? კოქტეილს?
- ღვინო იყოს
- ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა.

ის რაც ახლა ხდებოდა არმჯეროდა, წარმოიდგინეთ: მე და თემო ვერანდაზე წითელი ღვინით ხელში ვარსკვლავების ფონზე. ვერვიჯერებ!!! აი ის უკვე კიბეებზე ამოდის და ჩემსკენ მოემართება.

- აი ჩვენი ღვინოც..
- მადლობა.
- მომიყევი შენს თავზე
- მოსაყოლი არაფერია, არაფრით განსხვავდება ჩემი ცხოვრება უბრალო ადამიანების ცხოვრებისგან. ყოველი დღე ერთმანეთს გავს, ვიღვიძებ, ვემზადები სკოლისთვის, სკოლიდან ფორტეპიანოს გაკვეთილებზე მივდივარ, შემდეგ ინგლისურზე, მათემატიკაზე, ძალა გამოლეული მივდივარ სახლში და ვახშამს მივირთმევ, ვმეცადინეობ, ცოტას ტელევიზორს ვუყურებ ან ტელეფონით ვსარგებლობ.
- და შენ ამას ერთფეროვანს და არაფრით გამორჩეულს ეძახი? რომელი გოგო არის ამ წვეულებიდან რომელიც ამდენ რაღაცაზე დადის. იიც როგორ მიყვარს როცა გოგო ფორტეპიანოს უკრავს?

გულში ვფიქრობ როგორ ვერვიტან მუსიკის გაკვეთილებს და ფორტეპიანოს მაგრამ დღეიდან ათჯერ მეტად ვიმეცადინებ და უკეთ დაკვრას ვისწავლი რადგან თემოს თურმე მოწონს როცა გოგო უკრავს ინსტრუმენტზე.

- შენზე რასმეტყვი თემო?
- აი ჩემს ცხოვრებაზე კი შემიძლია ვთქვა რომ არაფრით გამოირჩევა ა ერთფეროვანია. ყოველ დღე ერთი და იგივე ხდება. გაღვიძება, სკოლა, ბიჭებთან გართობა კლუბში ან წვეულებაზე, სახლი, ინტერნეტი, ძილი.
- ზოგისთვის რა არის ერთფეროვნება და ზოგისთვის რა.

კიდევ ვისაუბრეთ რაღაც თემებზე და სასმელი თანდათან გვეკიდებოდა.
- ბოდიში ნი, დღეს არ აღმინიშნავს რომ ძალიან ლამაზად გამოიყურები.

ეხლა ალბათ სიზმარში ვარ უეჭველი :D

- ძალიან დიდი მადლობა.
- იცი? მიხარია რომ გაგიცანი
- სასიამოვნოა ასეთი სიტყვების მოსმენა შენგან.
- შენთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რამდენი ხანია ასე არავისთან არ მისაუბრია
- მიხარია თუ ასე ფიქრობ, ჩემთვისაც სასიამოვნოა შენთან ყოფნა.

ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა. თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდა და უცებ დუმილი დაარღვია.

- ხომ არ დაგვიწყებია ჩემთან 3 სურვილი რომ გმართებს?
- მე არდამვიწყები მაგრამ იმედი მქონდა რომ შენ დაგავიწყდებოდა.
- არც ეგრე დავბერებულვარ ასეთი რამ რომ დამვიწყებოდა. ვფიქრობ ამ სურვილების ასრულების დრო დადგა. თან გარემოც შესანიშნავია და ხელს გვიწყობს.
- რას გულისხმობ? რა შესაფერისი გარემო? რამოიფიქრე?
- კარგი მოდი დავიწყოთ. პირველი ჩემი სურვილი არის ის რომ გადმოდგა სკამი და გვერდით მომიჯდე.
- უფრო რთულს ველოდი, ასე გააგრძელე :D
- ააამ ძაანაც ნუ გაგიხარდება ვართულებ... მეორე სურვილი არის ის რომ ჩემსკენ მოიწიო.
- და შენ ამას გართულებას უწოდებ?

მასთან ისე ახლოს ვიყავი რომ მისი სუნთქვაც კი მესმოდა. მეგონა რომ ლამის გული წამივიდოდა ისე ბედნიერი ვიყავი.

- და ბოლო, მესამე სურვილი. მინდა რომ მაკოცო...

აი ამ სიტყვების დროს კი მართლა არვიცი რა დამემართა. ირგვლივ ყველაფერი გაჩერდა მხოლოდ თემოს ვხედავდი და მის აჩქარებულ გულის ცემას ვგრძნობდი, რათქმაუნდა შემრცხვა რადან აქამდე ბიჭისთვის არ მიკოცნია, მაგრამ გამინართლა რომ ცოტა დავლიე და ეს ჩემი კომპლექსები ცოტა მაინც დამაძლევინა.


ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხო და მეგონა რომ სადღაც შორს.. უსასრულობაში დავიკარგე!

- ნიტა მე შენ მიყვარხარ!



-------------------------------
აი ესეც! შევეცადე მოვლენები განმევითარებინა და გთხოვთ უფრო იაქტიურეთ ნახვებით, კომენტარებით, რადგან სულ აღარ აქტიურობთ და მეც მეკარგება წერის ხალისი(( ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, მადლობა და დროებით <3



№1  offline წევრი Daniela

შემდეგი თავი როდის დაიდება? ძალიან დამაინტერესა heart_eyes

 


№2  offline წევრი Nita111

Daniela
შემდეგი თავი როდის დაიდება? ძალიან დამაინტერესა heart_eyes


დღეს ან ხვალ
<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent