შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა (თავი 6)


30-06-2017, 02:57
ავტორი Nita111
ნანახია 1 760

ჩემი და თემოს ნიძლავი დაიდო და შევექეცით პიცას. უგემრიელესი იყო. ერთ ნაჭერს მეორე მოყვა, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე და მეხუთეს რომ დავხედე მივხვდი რომ ვეღარ გავქაჩავდი, სუნთქვაც კი აღარ შემეძლო. ვაჟბატონი კი წარბშრუხრელად განაგრძობდა ჭამას. მიყურებდა და ბედნიერი სახით მახარბებდა თავის მეექვსე ნაჭერს. ეს კი იმას ნიშნავდა რომ წავაგე! მხოლოდ ის 3 სურვილი მიტრიალებდა თავში, ნეტავ რას მომიფიქრებდა.

- ნიტა აკი გეუბნებოდი ვერ მაჯობებთქო?
- ზოგჯერ ხდება ხოლმე...
- ხომ იცი 3 სურვილი რომ უნდა შემისრულო, ოღონდ ჯერ არსად მეჩქარება.
- იმედი მაქვს შემიბრალებ და საშინელებებს არ მომთხოვ
- მუაჰაჰაჰა! (ბოროტულად ჩაიცინა) აბა რაგეგონა რომ მენიძლავებოდი
- ნუ მაშინებ :D
- მომიყევი შენზე, შეყვარებული გყაავს?
- ააამ, (მთელი ცხოვრების მანძილზე წესიერადაც არ დავლაპარაკებივარ ბიჭს მაგრამ თემოს ამას ხომ ვერ ვეტყვი და თავს ხომ არ შევირცხვენ) ნუ მყავდა და დავშორდით, ძველი ამბავია.
- მართლა? რაერქვა?
- (ღმერთო შენ მიშველე!) მოდი ეხლა შენზე ვისაუბროთ. არმიყვარს წარსულზე საუბარი.
- მე მყავს შეყვარებული, თიკა ქვია.


ისეთი სახე მივიღე თითქოს პირველად გავიგე :D

-კარგია... (რაუნდა მეკითხა დავიბენი არადა მინდოდა საუბარი არ დასრულებულიყო, და აი გამიმართლა და უხერხული სიტუაციიდან გამოვძვერი)

წკრრრრრ!წკრრრრ!წკრრრ!
(თემოს ურეკავდნენ)
- ხო თიკა, რასაქმე? საჩქაროა? რა გაყვირებს? კარგი დამიცადე, ეხლავე მოვდივარ.
ნიტა დიდი ბოდიში რაღაც აუცილებელი საქმე გამომიჩნდა და უნდა წავიდე, წამოდი სახლამდე მანქანით გაგიყვან.
- არაუშავს ხდება ხოლმე, საჭირო არარის, ტაქსით გავალ, გეტყობა აუცილებელი საქმე გაქვს და არმოგაცდენ.
- კარგი რა, რა სისულელეა, წამოდი წამოდი მიგიყვან მე.


მანქანასთან მივედი სახელური უნდა გამომეწია და ჰოპ! წინ გადმომიხტა. კარები თვითონ გამიღო და ხელი გამომიწოდა.

- მადამ, თქვენის ნებართვით თუ შეიძლება.

მის საქციელზე გამეცინა, რა საყვარელია! ^^ მოიცა მოიცა... რახდება ჩემს თავს? მე და თემო პიცერიიდან გამოვედით, მანქანაში როგორც დედოფალს ისე მაჯენს და მისივე მანქანით სახლში მივყავარ? ეს მართლა ჩემს თავს ხდება? არმჯერა! არმჯერა!
"ANOTHER LOVE" ჩაირთო და ამ სიმღერის ფონზე ისე გადავეშვი ფიქრებში და იმის გაანალიზებაში თუ რახდებოდა ჩემს თავს, სადარბაზოსთან ისე მივედით რომ ძლივს გამოვფხიზლდი. გზაში არცერთს არაფერი არ გვითქვამს. მანქანა გააჩერა გადმოსვლა არ მაცადა, გადმოხტა უცებ და კარო გამიღო.

- მადამ, თქვენის ნებართვით თუ შეიძლება. ხვალამდე თქვენო უდიდებულესობავ!

გამიღიმა და წავიდა. მე დავრჩი გაშეშებული. აზრზე ჯერ კიდევ ვერ მოვედი. სახლში როგორ ავედი და დავწექი ლოგინში არ მახსოვს, მხოლოდ მისი სიტყვები მიტრიალებდა თავში და მაბედნიერებდა: "ხვალამდე თქვენო უდიდებულესობავ".

ანუ ხვალაც აპირებდა ჩემს ნახვას...


----------------------------------
და და და და!!!! მე ისევ აქ ვარ! რამდენად გახსოვთ ეს ისტორია არვიცი მაგრამ თურამე თავიდან გადაიკითხეთ :D ჩემი საყვარელი დეიდაშვილი გარდამეცვალა და დეპრესიაში ვიყავი და ალბათ მეპატიება ამდენი ხანი რომ არ ვჩანდი, თუმცა დაგიბრუნდით!!! <3 წაიკითხეთ და შეაფასეთ, კომენტარებში თუ გამოხატავთ თქვენს აზრს ძალიან გამახარებთ, დიდი მადლობა <3



№1 სტუმარი Tako

Maxsovs es istoriaa Gaagrdzele ogond cota didi tavebi dade

 


№2 სტუმარი Tako TT

ამ ისტორიას რა დამავიწყებს შემდეგს ველოდებიიი ♥

 


№3  offline წევრი Nita111

Tako
Maxsovs es istoriaa Gaagrdzele ogond cota didi tavebi dade


vecdebii, madloba komentaristvis ❤️❤️❤️

Salo123
Kargia dzalian ❤❤❤. Cota didebi Dade raa❤❤


vecdebi shedzlebisdagvarad, madloba didi ❤️❤️❤️

Tako TT
ამ ისტორიას რა დამავიწყებს შემდეგს ველოდებიიი ♥

vaimee ugrmesi madloba aseti tbili sityvebistvis ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent