შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული გრძნობები (7)


4-08-2017, 18:23
ავტორი ანკა
ნანახია 4 584

ნიუ-იორკში საოცარი დრო გავატარეთ. მე და ალექსანდრე 24 საათი ერთმანეთზე ვიყავით მიწებებულები და მაინც არ გვყოფნიდა. თბილისში დაბრუნება არ მინდოდა, თუმცა მარის და გიოს საქორწილო საქმეებში უნდა დავხმარებოდით და სხვა გზა არ გვქონდა.

-ბავშვებო! რადგან დღეს საღამოს ყველა ერთად ვართ, მინდა ერთი ძალიან მაგარი რაღაც გითხრათ! - მაგიდასთან მჯდარი მარი ფეხზე წამოხტა და ყველას თვალი მოგვავლო.
-რომ ქორწინდებით ვიცით - ხელი ჰაერში აწია მთვრალმა ვაკომ და მოჭუტული თვალებით გახედა მას.
-ორსულად ვარ! - წამოიძახა გაბრწყინებულმა.
-ვაიმე რა მაგარია! გილოცაავთ! დეიდა ვხდები, ძლივს! - ხტუნაობა დაიწყო მიამ.
-მე ნათლია ვიქნები! - თადარიგი დაიკავა ანამ.
-მეც მინდა ნათლია ვიყო! - პრეტენზია გამოთქვა ვაკომ.
-აუ ეს არ აიყვანოთ, ბავშვს დებილიზმს დაანათლებს. ჯობია მე ვიყო - გაიკრიჭა ტატო და ვაკოს გამოქანებული ხელი წარმატებით აიცილა.
-შენ რომ მონათლავ ხო პროფესორი გამოვა რა! - არ ჩამორჩა ვაკო.
-მარტო ერთს კი არ ვაჩენთ, დამშვიდდით - აკისკისდა მარი.
-ღუპავ შვილებს?! - შეიცხადა ლუკამ და თავში ხელი წამოირტყა. ბიჭები ნასვამები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, ფეხზე წამოხტებოდნენ და გაეკიდებოდნენ, თუმცა ქათმის ბარკლის სროლით და სასტიკი აცილებითაც დაკმაყოფილდნენ.
-მარტო ერთს არა?! აბა რამდენი გინდა - შეიცხადა ახლა გიომ.
-ორი ან სამი - გაეკრიჭა მხიარულად.
-საბავშვო ბაღს კი არ ვხსნი - შეედავა სასოწარკვეთილი გამომეტყველებით.
-საბავშვო ბაღი არ ვიცი, მაგრამ ერთი კარიბჭე არ დაგეკეტოს ფრთხილად იყავი - აფხუკუნდა ვაკო.
-რა ხარ ასეთი გარყვნილი, ღმერთო ჩემო! - მუხტი გაკრა მხარში მარიმ.
-ლუკა, ქალი გყავს დასაწყნარებელი, რით ვერ მოარჯულე! - შეიცხადა ვაკომ და ნატკენ ადგილზე ხელი მოიკიდა სახედაჭყანულმა.
-ერთად ხართ?! - ვიკითხე გაოცებულმა, რასაც მომენტალურად მოყვა მარის აწითლება და ლუკას დაბნევა.
-არა - ამოილუღლუღა დარცხვენილმა მარიმ და ლუკას გახედა, რომელიც მოსიყვარულე თვალებით უყურებდა.
-თქვენ რო ერთად ხართ ხო შეგვჭამეთ. ერთი წამით ვერ დაგაშორებთ კაცი! - შეიცხადა შაკომ და მე და ალექსანდრეს გამოგვხედა.
-ეგრეც უნდა იყვნენ! - გამოგვესარჩლა ანა.
-ჩემგან რა გინდა, ერთი კვირა იყავით შეყვარებულები და ეგრევე შენს სახლში წაიყვანე - ახარხარდა ალექსანდრე, თან ხელი გადამხვია და მიმიხუტა.
-თქვენც რო ერთად ცხოვრობდით დაგავიწყდა? - გაეცინა გიოს.
-ტვინის შერყევა მქონდა - გამარჯვებული მზერით დაუბრუნა პასუხი - მარა, ისე ახლაც კარგი იქნებოდა ერთად ცხოვრება. არ გინდა ჩემთან გადმოხვიდე? - მე მომიბრუნდა და თბილად გამიღიმა.
-ეე, ჩემს დას ასე ადვილად ვერ გაგატან - იუარა შაკომ და მთელი ოცნებები ჩამიმსხვრია, ამიტომ დაბღვერილმა გავხედე.
-მე ხო გაგატანე, მაშინ ჩემიც დააბრუნე! - შეედავა ვაკო და ამაზე ყველამ სიცილი დავიწყეთ.
-ნაყიდი საქონელი უკან არ ბრუნდება ბრატ, მე უნდა გასწავლიდე მაგას? - ნიშნისმოგებით შეეპასუხა შაკო.
-ნაყიდი არაა ეგ, დროებით ნათხოვარი იყო და ანუ ყიდვასაც აპირებ? - მაცდურად აუთამაშა წარბები.
-თუ გაამართლა კი - ახარხარდა შაკო და იმწამსვე დადუმდა, როდესაც ანამ იდაყვი გაკრა.
-გამართლებულია უკვე - შეუბღვირა გაბუტულმა.
-გაყიდულია! - წამოიძახა ვაკომ და ხელები ჰაერში აწია.
-ხედავ? სახლიდან გამოგაგდო შენმა ძმამ - გამიცინა ალექსანდრემ. - ჩემთან გადმოდი რა, ძალიან მაგარი იქნება - ისევ მთხოვა სახეგაბრწყინებულმა.
-გადადი, ნუ დატანჯე ბიჭი! - შეიცხადა ტატომ.
-მაიცა ბიჭო, რომანტიკას ნუ უშლი. ჯერ ერთმანეთის თვალებში უნდა ემზირათ... - მოჩვენებითი სერიოზულობით განაცხადა ვაკომ და ყველა გაგვაცინა.
-კარგი, გადმოვალ - ვუთხარი ბედნიერი ღიმილით და მანაც იმწამსვე დამიკოცნა მთელი სახე.
-სულ მალე კიდევ ორი ქორწილი გვექნება მოსაგვარებელი. არა რა, ძვირი ჯდება მეჯვარეობა. აღარ მინდა, დამანებეთ თავი! - ახარხარდა ტატო.
-შენს ქორწილზეც ეგრე გეტყვი იცოდე - შეეპასუხა გიო.
-მია და ლუკა სად გაქრნენ? - ვიკითხე უეცრად და ოთახშიც სიჩუმე ჩამოწვა. ვაკო ფეხზე წამოდგა და გვერდზე ოთახში უხმოდ გავიდა, თან გვანიშნა ჩუმად, ხმა არ ამოიღოთო.
-ზასაობეეეენ!!! ზასაობეეეეენნნნ!!!!!! - რამდენიმე წამში გავიგეთ ვაკოს ღრიალი, შემდეგ კი შეშინებული მიას წამოძახილი, ლუკას ყვირილი მოგკლავო და მოფორთხიალე ადამიანის გაურკვეველი ხმები.
-მგონი ვაკოს აბასთურმებენ - გაეცინა ტატოს - წავალ „დაკეპვაში“ მივეხმარები - ფეხზე წამოდგა და თვითონაც მათთან გავიდა.
-ნიტა, მართლა გადმოხვალ? - მკითხა ალექსანდრემ მსოფლიოში ყველაზე თბილი ღიმილით. მისნაირი მოსიყვარულე ბიჭი მგონი მსოფლიოში არ არსებობს.
-კი, ზედმეტად მიუჩვეველი ვარ უშენობას - მხიარულად გავეკრიჭე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე. არ მიყვარს ბავშვების წინ ტუჩებში კოცნა, რადგან ალექსანდრეს ერთწამიანი შეხება არასდროს არ მყოფნის და ამიტომ მათი თანდასწრებით ყოველთვის ასეთი ქმედებებით შემოვიფარგლებით ხოლმე.
-სამი საძინებელი კი მაქვს სახლში, მაგრამ დანარჩენ ორში არავის არ ვუშვებ და რა ვქნათ? - მკითხა ვითომ ჩაფიქრებულმა და თან თვალები აუკაშკაშდა ეშმაკურად.
-ჰმმ... მოიცა დავფიქრდე... დივანზე წოლისგან არ დაიღლები? - თამაშში ავყევი და გამომცდელი მზერა ვტყორცნე.
-სულაც არა. როგორ დავიღლები დივანზე წოლისგან, თუ დივანზე წოლას არც ვაპირებ?! - ცალყბად გამიღიმა და ჩემი პასუხის მოლოდინში გაირინდა.
-აუუ, ესენი ჩვენზე უარესები არიან! - ხელი აიქნია დანებებულმა მარიმ და გიოსთან ერთად გვერდზე ოთახში გავიდა.

ალექსანდრესთან გადასვლა რამდენიმე დღე გამეწელა, რადგან ბევრი ტანსაცმელი მქონდა და ხან სად ვპოულობდი, ხან სად. თანაც, ნახევარი ანას ტანსაცმელში მერეოდა და ორივე დავიტანჯეთ. შაკო გახარებული იყო, ძლივს არ მოგიშორეო.
მარის და გიოს ქორწილის მოგვარება კი ყველაზე დამღლელი პროცესი იყო, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. ალექსანდრეს მთელი დღე ვერ ვხედავდი, რადგან ბიჭები სულ გიოს დაყვებოდნენ. გოგოები კი მარისთან ერთად ან მაღაზიებში ვიყავით, ან სახლში, სადაც უამრავ სხვა დეტალს განვიხილავდით.
-ნიტა დავიღალე, უკვე მეასე კაბას ვიცვამ! - ბუზღუნით გამოვიდა მარი გასახდელიდან და სამივეს წინ დატრიალდა.
-მუცელი დაგედო და რატომ გიკვირს, რომ კაბების უმეტესობა არ მოგწონს - გავუცინე მხიარულად.
-რას ვორსულდებოდი რო ვორსულდებოდი! - ხელი აიქნია მობეზრებულად.
-ბავშვებს ესმითო და ეგეთ რამეებს ნუ იძახი - დაუცაცხანა ანამ.
-ვაიმე, მართალი ხარ! დე, ეს ისე ვთქვი, უბრალოდ. დაღლილია დედიკო და წამომცდა - დაუწყო ბუტბუტი სულ რაღაც ორი თვის მუცელს და სამივე სიცილით გადავწექით.
-უიმე, ნუ უსმენ ამას და მიდი კიდევ რამე მოიზომე. ჯერ პატარაა, არაფერიც არ ესმის! - გააწყვეტინა მიამ, როდესაც სიცილისგან გული იჯერა.
-თქვენს ყბაში ჩემი მტერი ჩავარდა! - თვალები დაგვიბრიალა და ისევ უკან გაბრუნდა.
ის დღეც წარუმატებელი იყო. წუნია საპატარძლოს ვერც ერთი კაბა ვერ მოვაწონეთ, არა და რამდენიმე მართლა ძალიან უხდებოდა, მაგრამ ჯიუტად გაიძახოდა ეს ჩემი სტილი არააო.
-რაც დაგვრჩა ჩემს სახლში მოვაგვაროთ რა, ფეხები მომტყდა და ძაან დავიღალე უკვე - საწყლად დავიწუწუნე და გოგოებიც დავითანხმე. ტაქსი გავაჩერეთ და რამდენიმე წუთში უკვე კომფორტულად დავფრატუნობდი წინ და უკან.

-ფერთა გამაზე ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია როგორი ავარჩიო - გადმოგვხედა მარიმ.
-რა ვარიანტები გაქვს? - ვკითხე ინტერესით და დივანზე მოთავსებულმა ბალიში მივიხუტე.
-თეთრი ყველა ვარიანტში მექნება. და მერე უკვე აღარ ვიცი ღია ვარდისფერი იყოს, ცისფერი, თუ იისფერი.
-რამდენად დიდი იქნება საქეიფო დარბაზი? - საქმიანად ჰკითხა მიამ.
-იმხელა, რომ 100-200 კაცი დაიტიოს - მხრები აიჩეჩა მარიმ.
-მაშინ იასამნისფერი და ვარდისფერი აიღე - ურჩია ანამ.
-მეც ვფიქრობ რომ ლამაზი იქნება - დავეთანხმე მაშინვე.
-არ ვიცი რა, ამ ორსულობის გადამკიდეს ყოველ წამს მეცვლება გემოვნება. მოდი, დარბაზზე და ტორტზე უჩემოდ იზრუნეთ, თორემ დარწმუნებული ვარ, რომ მთელი წელი ვერ ჩამოვყალიბდები. თქვენ კიდევ გენდობით, რომ ყველაფერს ლამაზად მოაწყობთ.

ამასობაში კარზე ზარის ხმაც გაისმა. ექვსივე აყლაყი თანმიმდევრულად შემოლაგდა მისაღებ ოთახში და უზარმაზარი დივანი და რამდენიმე სავარძელიც წამში შეივსო.
-აარჩიეთ დარბაზი? - იკითხა მარიმ.
-ორი ვარიანტი გვაქვს და ჯერ ვერ გადავწყვიტეთ - ამოიოხრა დაღლილმა გიორგიმ.
-გეუბნები კრწანისი ჯობიათქო. უფრო დიდი სივრცეა და ლამაზადაა მოწყობილი - თქვა შაკომ.
-ხვალ დავურეკავ და დავჯავშნი - უპასუხა გიომ.
-სახლში წავიდეთ რა, თავს სუსტად ვგრძნობ - შესჩივლა მარიმ.
-ახლავე...
შემდეგ კი სხვებიც გაიკრიფნენ და მე და ალექსანდრე მარტონი დავრჩით.
-ისე მშია, რომ მზად ვარ მთელი მაცივარი გადავჭამო - პირდაპირ სამზარეულოსკენ გაემართა და მეც მას მივყევი.
-დალიმ შემოიარა და რაღაც საჭმელები მოიტანა - ვუთხარი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. დალი ალექსანდრეს დედაა. დიდი ხანია მას ვიცნობ და ყოველთვის ძალიან თბილად მექცეოდა. უნდა გენახათ როგორ გაუხარდა, როდესაც ალექსანდრემ უთხრა შეყვარებულები ვართო.
-როგორ არ ეზარება წინ და უკან სიარული ნეტა გამაგებინა - ჩაიცინა და ნახევარი მაცივარი გამოალაგა.
-იცის, რომ დიასახლისად არ ვვარგივარ - მხიარულად გავეკრიჭე.
-როგორ არ ვარგიხარ, მშვენიერ საჭმელებს აკეთებ. უბრალოდ კეთება გეზარება - მიპასუხა და გემრიელად შეუდგა ჭამას.
ამასობაში კი მაცივრიდან წვენი გამოვიღე და ჭიქებში ჩამოვასხი, შემდეგ კი ალექსანდრეს ზურგიდან მივეხუტე და კისერში ვაკოცე.
-მიყვარხარ - ვუთხარი და საკოცნელად ამჯერად მისი ტუჩები მოვძებნე.
-ჩემი პატარა თბილი გოგო, მეც მიყვარხარ - ერთი ხელის მოსმით ჩამისვა კალთაში და ტუჩები ვნებიანად დამიკოცნა. უკვე ერთ თვეზე მეტი იყო რაც ერთად ვიყავით, თუმცა მისი ყოველი შეხება პირველივით ამაღელვებელი იყო. ვერასდროს წარმომედგინა, რომ მე და ალექსანდრე ოდესმე ერთად ვიქნებოდით. უცნაურია, მაგრამ ახლა მასთან ყოფნის გარეშე ჩემი ცხოვრებაც კი ვერ წარმომედგინა.

დღეები უცბად გაფრინდნენ და ქორწილის დღეც მალე მოვიდა. ყველანი აჟიტირებულები ვიყავით. საგანგებოდ გამოვიპრანჭეთ და პატარძალიც საუცხოოდ გამოვაწყვეთ. მე კრემისფერი კაბა მქონდა ნაყიდი, რადგან მეჯვარეებს ასეთი ფერის უნდა გვცმოდა.


მარის უზარმაზარი ფუშფუშა თეთრი კაბა ეცვა და იმდენად მოსწონდა, რომ ყველა სარკესთან სამჯერ ტრიალდებოდა მანამ, სანამ ჩაუვლიდა.
ჯვრისწერამ მშვენივრად ჩაიარა და ყველა საქეიფოდ გავემართეთ. მარი და გიო იმ დღესვე მიფრინავდნენ ბაჰამის კუნძულებზე თაფლობის თვის გასატარებლად და ერთი სული ჰქონდათ როდის გაიპარებოდნენ.
-ნიტა, იმ გოგოს ხედავ? - მომიცუცქდა ვაკო და ქერა გოგოზე მიმითითა.
-კი - თავი დავუქნიე და უცნობი ავათვალიერე. მართლაც ძალიან ლამაზი იყო.
-როგორმე გამაცანი რა - მუდარით შემომხედა და თითები ყელზე მიიბჯინა.
-მე როგორ გაგაცნო, მე თვითონ არ ვიცნობ - გამეცინა და კიდევ ერთხელ გავიფიქრე, თუ რა სულელი იყო ეს ბიჭი - მარის უთხარი და გაგაცნობს, მაგისი ვინმე იქნება.
-უი, ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე. მაგრამ ეგ მერე ღადაობას დამიწყებს. ხო იცი როგორ ვამწარებთ ერთმანეთს - მობეზრებულად გადაატრიალა თვალები.
-ცოდვებმა გიწიეს... აბა რა გიყო, გიოს სთხოვე მაშინ
-ჰო, კაი, კაი. გავიცნობ როგორმე მეთვითონ - ხელები ააქნია და მომშორდა.
-უფრო და უფრო ლამაზდები - უეცრად ზურგს უკან ნაცნობი ხმა გავიგე და გაოგნებული შევბრუნდი.
-აქ რას აკეთებ? - ვკითხე გაოცებულმა და პირი დავაღე.
-შენთან ლაპარაკი მინდა - თქვა დამნაშავე ტონით.
-დემე, წადი ახლავე, თორემ ალექსანდრეს დავუძახებ! - აღელვებულმა უკან დავიხიე რამდენიმე ნაბიჯით და უსიამოვნო შეგრძნებების კორიანტელმა დამიარა მთელს ტანში.
-გთხოვ, ერთი წამით მომისმინე. გეფიცები, ამჯერად მართლა არაფერს არ ვიზავ
-როგორ უნდა დაგიჯერო იმის მერე, რაც ქენი... ყოველგვარი ნდობა დამიკარგე! - შევიცხადე გაოგნებულმა.
-ნიტა, მიყვარხარ! შენმა სიყვარულმა გადამრია და ვიცი, რომ საშინლად მოვიქეცი, მაგრამ ვხედავდი რამდენად გიყვარდა ალექსანდრე და ჩემს თავზე კონტროლი დავკარგე. მინდა რომ მარტო ჩემთან იყო და ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ სხვისი ხარ. არ გიმსახურებ და არც შენს პატიებას ვიმსახურებ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე შეძლებ მაპატიო... ამის მერე შენს ცხოვრებაში აღარ გამოვჩნდები და შევეცდები დაგივიწყო, მაგრამ ეჭვი მეპარება გამომივიდეს... - სევდიანად ჩაიცინა და მზერა გამისწორა.
-კარგია, რომ პატიებას არც ელი - დავიწყე გაბრაზებულმა და გულგახეთქილი გავშრი, როდესაც განრისხებული ალექსანდრეს ხმა გავიგე.
-შენ აქ რა გინდა! როგორ გაბედე მოსვლა?! - დაიგრგვინა და პირდაპირ მისკენ წავიდა.
-ახლა არ იჩხუბოთ, ალექსანდრე! გაჩერდი! - შიშისგან წამოვიკივლე და ალექსანდრეს ავედევნე აჩქარებული ნაბიჯებით.
-ნიტასთან მქონდა სალაპარაკო - უთხრა მშვიდი ტონით.
-ნიტას შენთან სალაპარაკო არაფერი აქვს! სანამ გითმენ გაქრი აქედან, თორემ შენი უეცარი ვიზიტი ძალიან ცუდად დამთავრდება - შეუღრინა განრისხებულმა. ასეთი გაბრაზებული ალექსანდრე არასდროს მინახავს.
-მშიშარა არ ვარ. თუ ჩხუბი გინდა ვიჩხუბოთ - უთხრა და მუშტები მოიმარჯვა.
-სულ გაგიჟდით?! - ვიკივლე შეშინებულმა და ირგვლივ მიმოვიხედე, რომ ვინმე მეპოვნა. - ვაკო! ვაკოო!! - საბედნიეროდ მალევე დავინახე. მართალია იმ ქერა გოგოს ელაპარაკებოდა, მაგრამ რა დროს ეგ იყო.
ამასობაში ალექსანდრემ და დემემ გულუხვად უთავაზეს ერთმანეთს მუშტები. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რომელი ერეოდა, მაგრამ ერთს ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი და მეორეს კი ტუჩი გახეთქვოდა.
ვაკო მაშინვე მათკენ გაემართა სირბილით და ის გოგოც შეწუხებული გამომეტყველებით გამოყვა.
-აქ რა დროს ჩხუბია! გეყოფათ! - დაიყვირა და მათი გაშველება დაიწყო.
-სახეს რომ დავუნაყავ მერე მეყოფა - კბილებს შორის გამოსცრა ალექსანდრემ.
-რამის თავი მაინც გქონდეს! - გამომწვევად შეეპასუხა დემე და ესეც უარესად გაცეცხლდა.
-ვინმეს დაუძახეთ კიდევ! - დაგვავალა ვაკომ და მეც მაშინვე შაკოს ძებნა დავიწყე თვალებით, თუმცა მოულოდნელად ლუკა შემეფეთა.
-რა ხდება, ამათი ღრიალი გავიგე - გვკითხა და დაინახა თუ არა, რომ ბიჭები ჩხუბობდნენ სირბილით წავიდა მათკენ.
-რაზე ჩხუბობენ? - მკითხა ნუცამ. ამათ ჩხუბში მისი გაცნობაც კი მოვასწარი.
-ცოტა რთული ასახსნელია... არასასურველი სტუმარი გვყავს - მეგობრულად გავუღიმე და ბიჭებისკენ წავედი აჩქარებული ნაბიჯით.
-ახლა ორივემ თავი არ მაცემინოთ! - დაიგრგვინა ლუკამ - დააყენეთ ადგილები!
-გააჯვი რა! - შეეპასუხა გაღიზიანებული დემე.
-ალექსანდრე! - დავუყვირე გაბრაზებულმა და როგორც იქნა იკადრა და გამომხედა.
-ვსიო, საკმარისია! - დაიძახა ვაკომაც და ძლივს მოვახერხეთ ორივეს დაწყნარება.
-თუ სიცოცხლე არ მოგბეზრდა მეორედ არ დამენახო! - დაემუქრა ალექსანდრე და ჩემკენ წამოვიდა.
-ცხოველი ხარ რა - შევუბღვირე გაბრაზებულმა.
-რაც დაიმსახურა ის მიიღო - მიპასუხა მყარად და თვალი გააყოლა მიმავალ დემეს.
-შეიძლება ასეთი ამბავი ატეხო ქორწილში?! - ჯიუტად შევუტიე და თან საპირფარეშოსკენ წავედი.
-თითქმის არავის არ დაუნახავს ნიტა, კაი რა - დაიწყო თავის მართლება.
-თქვენს გასაშველებლად ორი კაცის მოყვანა არ უნდა დამჭირვებოდა. ცხვირიდან სისხლი მოგდის, წამოდი, მოგწმინდავ - ვუთხარი მშვიდი ტონით. ხმა აღარ ამოუღია, მძიმე ნაბიჯებით მომყვებოდა უკან. ხელსახოცი ავიღე და ცივ წყალში დავასველე, შემდეგ კი ფრთხილად დავიწყე მოწმენდა, რომ კოსტუმი არ დასვროდა.
-ისევ მიბრაზდები? - მკითხა ხმადაბლა და მომლოდინე მზერა მომაპყრო.
-არა - მოკლედ ვუპასუხე და ხელსახოცი გადავაგდე.
-მაშინ მაკოცე - ზურგიდან მომეხუტა და ხელები წელზე მომხვია. მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა. თავი მისკენ მივატრიალე, მარჯვენა ხელი კისერზე მსუბუქად მოვხვიე და საყვარელ ტუჩებს ვნებიანად დავეწაფე.
კოცნაში გართულმა ბუნდოვნად გავიგე საკეტის გადატრიალების ხმა, შემდეგ კი ალექსანდრეს ძლიერი ხელები თეძოებზე ვიგრძენი. კედელთან მომიმწყვდია, მარჯვენა ხელი აუჩქარებლად ჩააცოცა ფეხზე და წელზე შემოიდო. მუცელში სასიამოვნო შეგრძნებების კორიანტელი დატრიალდა. მის თმებში ახლართული თითები დავჭიმე და ჩემკენ უფრო დიდი მონდომებით მოვწიე. კოცნით ყელამდე ჩავიდა, მარცხენა ხელი თეძოდან წელამდე ამოაცურა, შემდეგ კი მკერდზე ჩამავლო და ჩემდაუნებურად სიამოვნებისგან ამოვიკვნესე. რას მიშვება ეს ბიჭი?! სულ გამაგიჟებს!..
-ჩემი გემრიელი - მიჩურჩულა ყურში. წამით თვალები გავახილე და მის გაცეცხლებულ მწვანე თვალებს შევხედე. დამიჯერეთ, კოცნისას ყველაზე მეტ ზემოქმედებას ეს ერთწამიანი მზერა ახდენს. როდესაც საყვარელი ადამიანის თვალებში ყველა მის ემოციას კითხულობ... ხედავ როგორ უნდიხარ და გრძნობ რომ მისი გაგიჟებული თვალები შენც ნელ-ნელა გაგიჟებენ. მალევე მომაკრო მწველი ტუჩები და ირგვლივ ისევ ყველაფერი გაქრა, დარჩა მხოლოდ ემოციები... ვნება, რომლის კონტროლიც ორივეს მოგვეთხოვებოდა, მაგრამ ამავდროულად გვერთულებოდა და ჯიუტად განვაგრძობდით ალერსს.
-უნ..და... გავჩერდეთ... ალექსანდრე... - ნაწილ-ნაწილ ამოვილაპარაკე და იმის მაგივრად, რომ მოვშორებოდი, უფრო მეტად მივეტმასნე.
-მაგიჟებ, ნიტა... - ჩემს ტუჩებს ერთი წამით მოშორებულმა დაიჩურჩულა და ისევ მაკოცა. ძლივს მოვწყდით ერთმანეთს და გასვლაც დავაპირეთ, თუმცა მანამდე სარკეში ჩახედვა გადავწყვიტე და კიდევ კარგი ჩავიხედე! თმები ისეთი აჩეჩილი მქონდა, რომ გეგონება საუკუნეა არ დამივარცხნიაო.
-ვაიმე, ალექსანდრე... პომადა მოიშორე - ავტეხე ხარხარი.
-ჩემზე უარესად შენ გაქვს - დამეჭყანა და სახე დაიბანა. - იცი, თმები ისეც გიხდებოდა - მხიარულად გაიკრიჭა და სიცილი დაიწყო.
-ხმა არ გავიგო შენი! - ვითომ მკაცრად შევუბღვირე და ორივე ჩვენი ადგილებისკენ გავემართეთ.


...............
ესეც შემდეგი თავი...
ვიცი რო ცოტა პატარაა, მაგრამ ეს რამდენიმე დღე სახლში ყოფნა ნაკლებად მიწევს და მეტს ვერ ვწერ, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ

მიყვარხართ და ველი შეფასებას!

პ.ს. ნუცას ნამდვილი სახელია anella miller





№1 სტუმარი ))

Mmm ragemrieli taviiyooo <3, kargiixarrr <3 unda daenaya cxvirpiri demestvis girsi iyo :D male Dade shemdegiii❤

Kargiiiyooo maladeccc <3 male Dade ra shemdegiii

 


№2  offline მოდერი ანკა

))
Mmm ragemrieli taviiyooo <3, kargiixarrr <3 unda daenaya cxvirpiri demestvis girsi iyo :D male Dade shemdegiii❤

Kargiiiyooo maladeccc <3 male Dade ra shemdegiii

madloba sakvareloo♡♡♡ shemdegs male davdeb ^^

 


№3  offline წევრი xa tia

გეფიცები დღეს 5-ჯერ შევამოწმე თუ იყო დადებული ახალი თავი smile
რა გემრიელობა თავი იყო kissing_heart ჩვენს ვაკოსაც გამოუჩნდა სატრფო... heart_eyes რაღაცა ესე მგონია, დასასრულისკენ მივდივართ, და იმედია მეჩვენება ჰო? disappointed_relieved
დემეს კი მოხვდა კარგად rage ესე თუ შეიძლებოდა ამ ბიჭის შეცვლა არ მეგონა... არადა თავიდან სულ სხვა "ტიპაჟი" იყო...
ბარემ ტატოსაც გამოუძებნე ერთი კაი გოგო, არ დარჩეს ეულად.. smile
რა გითხრა კიდე, ძალიან მაგარი ისტორია როა, ძალიან კარგად რომ წერ და შენც ნიჭიერი გოგო ხარ უკვე გითხარი.. heart_eyes
აუ, რა მოითმენს ეხა ხვალამდე... იქნება ჰო ხვალ?.. blush

 


№4 სტუმარი Guest bubu

dzalian magari tavi iyo, kargi wyvilia

 


№5  offline წევრი qeti.ii

ვაკომაც იპოვა თავისი მეორე,რა კარგია,ყოველ თავზე ვამატებ კომენტარს უკვე იმდენი რამ გითხარი რომ აღარ ვიცი რა დავამატო,დემე მეცოდება,ტატო არის ჩემი პოზიტივი ყველაზე კარგი ტიპი მთელს ისტორიაში,მიყვარს ეს ისტორია,ძალიან,ძალიან,ხვალ ხო დადებ?

 


№6 სტუმარი Guest მარიმი

აურაკარგიდ ამარტლაც გემრიელი თავი იყო გამიხარდა დადებული რომ ვნახე და იმდია ხვალ შემდეგს დადებ მაგრიიხარ heart_eyes heart_eyes

 


№7 სტუმარი Guest გვანცა

არ მომწონს ალექსანდრე!!! კაი რა დემე უფრო ჯობს
მე მასთან მომწონდა

 


№8  offline წევრი qeti.ii

აქ რაღაც რიგზე არაა,ცუდი სუნი მცემს,joyრას გვიმზადებ,აღიარეjoy
გამოდი გიცანი(ეს რა შუაში იყო არ ვიცი,უბრალოდ დღის ფრაზაა)joy

 


№9 სტუმარი Guest მარიამი

დმეს რო ნიტა უყვარს რაღაც აფსურდად მიმაჩნია. მე პირადად ისეთი მომენტი არსად არ წამიკითხავს სადაც ვიფიქრებდი რომ დემეს ნიტა შეუყვარდა.
წარმატებები!!!

 


№10 სტუმარი გგსსფგჰ

როდის დადებ?

 


№11  offline წევრი qeti.ii

როდის იქნება შემდეგი თავი?

 


№12 სტუმარი მოცინარი

აღარ აგრძელებ?!

 


№13  offline წევრი მოცინარი

ანკა :( კაი რაა :(

 


№14 სტუმარი სტუმარი ირმა

შემდეგი თავი აღარ იქნებაა?? ☹????

 


№15  offline წევრი nini sabauri

au ra magari istoriaa<3
Vgijdebi shenze^ ^

 


№16  offline მოდერი ანკა

nini sabauri
au ra magari istoriaa<3
Vgijdebi shenze^ ^

❤️❤️❤️ძალიან დიდი მადლობაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent