შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჟმური და დარტყმული ( თავი მეცამეტე )


4-08-2017, 18:59
ავტორი Nini Kvitsaridze
ნანახია 3 013

ვიღაც ქერა , გრძელ ფეხება გოგო ალექსანდრეს კალთაში იყო მოკალათებული , თავი მის კისერში ქონდა ჩარგული და დროდადრო იქვე სველ კოცნას უტოვებდა . ... ამ დროს მე რა დამემართა ? ენით აღუწეერელი რამ . აი სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს გრძნობებს . უბრალოდ იქვე მაგიდასთან გაშტერებული ვიდექი და მათ ვუყურებდი . ... გაგამ თუ გეგამ , ნუ მოკლედ რომელიღაცამ შემამჩნია და ალექსანდრეს თვალით ჩემზე ანიშნა . მანაც გაფითრებული სახით გადმომხედა . პირი დააღო რაღაცის სათქმელად , მე რომ შევაჩერე .
- ვიცი ჰო ახლა რასაც იტყვი , ეს ის არარის რაც მე მგონია ჰო ? - ყველაფრის მიუხედავათ ირონიას არ ვკარგავდი . აი ალექსანდრემ კი ჩემს სიტყვებზე ქერა გვერძე გადასვა და ჩემსკენ სვლა დაიწყო .
- მაქ გაჩერდი სადაც დგახარ ! - კატეგორიულად მოვთხოვე , თან ისეთი ხმით მეც კი გამიკვირდა ეს მე ხომ ვარ-თქო . ორ წამიანი პაუზის შემდეგ ჩემი ჩანთა ავიღე და კაფედან კი არ გამოვედი , გამოვარდი . ... უკნიდან მესმოდა ალექსანდრეს ყვირილი , მაგრამ ორი ყური რისთვის აქვს ადამიანს ? ერთ ყურში შეუშვი მეორეში გამოუშვი . სწორედ ასე მოვიქეცი და იქვე გაჩერებულ ტაქსში ჩავხტი . სწრაფადვე ვუთხარი მისამართი და მანქანაც დაიძრა , მე კი მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი ამოსუნთქვა . ... ფანჯრიდან გავიხედე და ალექსანდრეს დაღვრემილ სახეს წავაწყდი . არა მაშინ ჰო კარგად იყო ის გოგო რომ ეხვეოდა , ხოდა იყოს ახლა ეგრე . ...
ჩემმა პირველმა მემ ის გოგო უკვე ბო*ად შერაცხა . ფიქრობდა რომ ალექსანდრემ ჩვენი გრძნობები არაფრად ჩააგდო და უბრალოდ ს**სითვის ვუნდოდი . მისი მიიღო , ახლა კი სხვაზე გადავიდა .
აი ჩემმა მეორე მემ კი , როგორც ყოველელთვის პირველისგან რადიკალურადდ განსხვავებული რამ ,, მითხრა . ‘’ შეიძლება რომ ალექსანდრეს ნაძალადებად ჩაუხტა კალთაში და ასე შემდეგ , მაგრამ ალექსსანდრე ნამდვილად არ არის სუსტი რომ ის ქერა ვერ მოეშორებინა . თან კოცნაც ? გამორიცხულია . ...
ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა . ვინ იქნებოდა თუ არა ალექსანდრე , ამიტომაც არ ვიღებდი . ... ანის ნომერი ავკრიბე და დავურეკე .
- ანს , სად ხარ? - ვითომ მხიარულ ხმით ვუთხარი , ნამდვილად არ მინდოდა მისი ნერვიულობა .
- ჯანდაბაში ! დედაჩემმა ძალით წამათრია რაღაც წვეულებაზე და ვარ ახლა დებილების გარემოცვაში . - გაბრაზებული ხმით მითხრა ანამ - შენ რა შვები ? სად ხარ ?
- რავი სახლში მივდივარ და მეთქი ანიც ხომ არ გამოვა-თქო , მაგრამ შენ ისეთ დღეში ყოფილხარ აშკარად ვერ შეძლებ - ნაძალადევი სიცილით ვუთხარი და გავუთიშე . ნამდვილად ვერ ვეტყოდი ანას წვეულებიდან წამოდი და ჩემან მოდი , მხოლოდ იმიტომ რომ ალექსანდრესთან ვიჩხუბე-თქო .
ისევ ზარი , ისევ ალექსანდრე მეგონა , მაგრამ ახლა გიო არის .
- გისმენ გიო - ჩემამდე არ დადის როგორ ვინარჩუნებდი ჩვეულებრივ ტემბრს , მაგრამ ფაქტი ფაქტია .
- როგორ ხარ პრინცესა ? სად ხარ ? - გაისმა გიოს თბილი ხმა .
- კარგად გიო შენ ? სახლში მივდივარ . შენ სად ხარ?
- მე უკვე სახლში ვარ .
- ვა, როგორ მოხდა ასეთ დროს სახლში რომ ხარ ... თუუ ... მოიცა ალექსანდრე გელაპარაკა ჰო ? - გაბრაზებულმა ვუთხარი .
- სახლში რომ მოხვალ მაგაზე მერე ვილაპაროთ- მითხრა და გამითიშა . არა რა გიოსთან მაინც რა უნდოდა ? რას ურეკავდა ? ჰმ ! შენ გასწავლი მე როგორ უნდა ნენსი კანდელაკის გაბითურება ! - ჩემთვის ვბურტყუნებდი ტაქსის მძღოლმა რომ მითხრა მოვედით-ო . მეც ფული გადავუხადე და გაბრაწებულმა ვერც კი გავიაზრე როგორ ავირბინე ხუთი სართული და როგორ გავძნდი ჩემი სახლის კარებთან . გასაღები ჩანთიდან ამოვიღე და კარებიც გავაღე . მისღებში გავედი და მდივანზე მოკალათებულ გიოს გვერდით მივუსკუპტი . მანაც თავისი ხელები შემომხვია და გულში ჩაამიკრა .
- ვიცი ჰო , შენთვის მიყვარხარ ძალიან ცოტაჯერ მითქვამს , მაგრამ ორივემ კარგად ვიცით რომ ერთმანეთი უძალიანმაგრესად გვიყვარს . ორივემ ვიცით ერთმანეთზე ყველაფერი და მოდი აბა მომიყევი რაც არ მოგიყოლია . იცოდე ყველაფერი დაწვრილებით . - თბილად მითხრა და მის კალთაში გადამსვა . მეც კომფორტულად მოვთავსდი და თხრობა ალექსანდრეს პირველი ნახვიდან დავიწყე . იმის მიუხედავათ რომ ძალიან მრცხვენოდა გუშინდელი ამბის მოყოლა გიოს მაინც მოვუყევი . ცოტა კი გაბრაზდა , მაგრამ ბოლოს მითხრა რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და რაც ყველაზე ძალიან გინდა უნდა გააკეთო . ... ბოლოს რათქმაუნდა ალექსანდრეს დღევანდელი ყოჩაღობა მოვევი და დავასრულე .
- მე კი ვიცი ვინ იყო ის გოგო , იქ რა უნდოდა , ალექსანდრეს კალთაში რა ესაქმებოდა , მაგრამ ამ ყველაფერს მე ვერ გეტყვი . უფლება არ მაქ . ეს ალექსანდრესგან უნდა გაიგო , ამიტომ დაელაპარაკე და ყველაფრის ახსნა მოთხოვე . იმის შემდეგ კი გამოიტანე დასკვნები . - მითხრა თბილი ხმით და შუბლზე მაკოცა .
- კარგი ჰო , მართლა ძალიან მაინტერესებს როგორ იმართლებს თავს , ამიტომ ხვალ დაველაპარაკები - ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი .
- ყოჩაღ ჩემო პრინცესა , მართალი ხარ . დაელაპარაკე და შემდეგ შენ თვითონ გადაწყვიტე აპატიო თუ არა . ახლა კი დღევანდელის შემდეგ დასვენება გესაჭიროება და დაწექი .
- აუ გიო , ის დრო გავიხსენოთ მე რომ პატარა ვიყავი და ერთად რო ვიძინებდით . გთხოვ რა ერთად დავწვეთ . - მუდარით სავსე თვალებით შევხედე .
- მაგას რათ უნდა ამდელი ლაპარაკი , წამო დავიძინოთ - ტუჩის კუთხე ჩატეხილმა მითხრა და ჩემიანად წამოდგა . ჩემი ოთახის კარებიც შეაღო და ლოგინზე დამსვა . მეც მალევე გადავიცვი საღამურები , გიომაც გაიხადა და ერთმანეთზე ჩახუტებულებმა გადავეშვით მორფეოსის სამყაროში . ...

დილას ჩვეულებრისამებრ გიო მაღვიძებს , ოღონდ არა ჯნღრევით ან რამე ესეთი , არა კოცნით .
- ადე რა ჩემო პრინცესა , სკოლაში დაგაგვიანდება . - მეუბნება თბილი ხმით და კიდევ ერთხელ მკოცნის ყელზე .
- აუუ , ცოტა ხანიც და ავდგეთ რა . - ჩავიბურტყუნე და გიოს უფრო მივეკარი .
- ვიცი მე შენი ცოტახანი , ასე რომ ადექი . შენ სკოლაში , მე კიდე სამსახურში მაგვიანდება . მიდი რა , თორე მე ვეღარ წაგიყვან .
- კაი ჰო ჯანდაბას . - ჩავიბურტყუნე და ლოგინიდან ძლივს-ძლიობით წამოვდექი . კარადიდან ჩვეულებრივი დახეული ჯინსი , ლურჯი მაისური , ლურჯი კედები გადმოვიღე და ტანზე მოვირგე . თმა როგორც ყოველთვის ზემოთ ავიწიე და ცხენის კუდად შევიკარი . რავქნა არ მიყვარს ეს გაშლილი თმები კანზე რომ მედება და მერე სულ მის სწორებაში ვარ .
ამასობაში გიომაც მომიკაკუნა კარებზე .
- მოვდივარ - გავძახე მე . ჩანთას , ყურსასენებს , მობილურს ხელი დავავლე და გიოსთან ერთად ბინა დავტოვე . ... მანქანაშიც მალევე ჩავსხედით და სკოლისკენ დავიძარით . ...
რომ გითხრათ არ ვნერვიულობდი-თქო მოგატყუებთ . არამც და არამც , ძალიან ვნერვიულობდი თუ რას მეტყოდა ალექსანდრე . ამბობდნენ ადამიანი პირველად ცუდზე ფიქრობსო და არც მე არ ვიყავი გამონაკლისი . ვაი თუ ალექსანდრე მართლა მატყუებდა ... არა ამას ნამდვილად ვერ გადავიტან . შეიძლება ეგოისტურად ვიქცევი , მაგრამ რა გავაკეთო ისე მიყვარს რომ მის გარეშე სიცოცხლე არ წარმომიდგენია . ...
აშკარად შეამჩნია გიომ ჩემი ნერვიულობა . ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და ხელზე სველი კოცნა დამიტოვა .
- არ ინერვიულო პრინცესა , ყველაფერი კარგად იქნება . აი ნახავ .
- იმედია - მხოლოდ ეს ჩავიბურტყუნე და ნერვების დასაწყნარებლად ფანჯრის იქით დავიწყე ყურება . ...
სადღაც ათ წუთში უკვე სკოლასთან ვიყავით . მეც გიოს ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან გადავედი . ... კლასში რომ შევედი იმ წუთასვე შემომყვა ელისო მასწავლებელი . საინტერესოა , საინტერესო ! პირველი როგორც წესი მათემატიკა გვაქვს და ელისოს აქ რა უნდა ? გაკვირვებულმა დავიკავე ჩემი ადგილი .
- მას , ოთახი შეგეშალათ , პირველი მათემატიკა გვაქვს . - ბექა იყო , ჩემი ერთ-ერთი კლასელი .
- სამწუხაროდ დღეს ბატონი ალექსანდრე რაღაც მიზეზების გამო სკოლაში არ არის , ამიტომ პირველი ქართული გექნებათ - თბილი ხმით წარმოთქვა ელისო მასწავლებელმა და მის საქმეს მიუბრუნდა .
ნეტა რატო არ არის სკოლაში ? რამე ხომ არ დაემართა? ... - ათასი კითხვა იყო გაუცემელი ჩემ თავში . ... მეც ორ წუთიანი ფიქრის შემდეგ , მობილური ჯინიდან ამოვაძვრინე და გიოსთვის წერილის წერა დავიწყე ...
- გიო , ალექსანდრე სკოლაში არ არის და ხომ არ იცი რა ხდება ? - მალევე მომივიდა გიოსგან პასუხი .
- როგორც გაგამ მითხრა გუშინ მთელი ღამე სვამდნენ ეგ ალექსა , გეგა და თოკო ალექსანდრესთან სახლში , შემდეგ სამივე გამოგვყარა მარტო მინდა ყოფნაო და ძალაუნებურად წამოვედითო . - ეს წავიკითხე თუ არა სკამიდან რასაცქვია წამოვფრინდი . ჩემზე მოჩერებული გაკვირვებული თვალები დავაიგნორე და ბოდიშის მოხდით გარეთ გამოვედი . კიბეები სწრაფად ჩავირბინე და სკოლის გასასვლელთან მივედი . ტაქსი როგორციქნა გავაჩერე და ალექსანდრეს ბინისკენ დავიძარი . ...
იმის მიუხედავათ რომ მასზე გაბრაზებული ვიყავი მაინც ვერ გადავიტანდი მის ცუდად ყოფნას . არშემიძლია ! უიმისოდ არ შემიძლია . რაც არ უნდა გააკეთოს მაინც არ შემიძლია . ...
ამ და ასეთ ფიქრებში ვიყავი გართული მანამ სანამ ტაქსის მძღოლმა არ მითხრა , რომ ადგილზე ვიყავით . მეც ფული გადავუხადე და მანქანიდან გადმოვედი . სამი სართული ელვის სისწრაფით ავირბინე და ალექსანდრეს ბინის კარებთან შევჩერდი . ... ორ წუთიანი პაუზის შემდეგ კარებზე დავაკაკუნე . სამარისებული სიწყნარე იყო , ინსტიქტურად ხელი კარის სახელუისკენ წავიღე , ჩამოვწიე და გავაღე კიდეც . შიგნით შევედი , ისევ სამარისებური იჩუმე სუფევდა . მთელი სახლი მოვიარე , მაგრამ ალექსანდრე არსად არ ჩანდა . ბოლო ოთახი საძინებელი იყო და მეც მისკენ დავიძარი . კარი შევაღე და რას ვხედავ ალექსანდრე საწოლში იმ ქერასთან ერთად ჩახუტებული წევს . ... ოოო , აქ მე დამემართა ?! მტრისას ! ... უბრალოდ ვიდექი ცრემლიანი თვალებით მათ წინ და ვუყურებდი თუ როგორ ეძინათ ერთმანეთზე ჩახუტებულებს . ... არვიცი რამდენი ხანი ვიდექი ასე გაუნძრევლად , მაგრამ გონზე ქერას კივილმა მომიყვანა . გაკვირვებული აცეცებდა აქით-იქით თვალებს და ლოგინიდანაც ელვის სისწრაფით წამოვარდა .
- ნენსი , დამშვიდდი . მართლა არ არის ისე როგორც შენ გგონია . - მეუბნება ქერა .
- ჰო აბა რა , უბრალოდ წევხართ ერთად ერთ საწოლში , მეტი კი არაფერია - ირონიულად წარმოვთქვი მე .
- მართლა არ გესმის , სულ სხვა სიტუაციაა დამიჯერე . - თავისას არ იშლიდა ,, ბარბი . ‘’
- არმაინტერესებს , არვითარი თქვენი სიტუაციაა . ისიც მეყოფა აქ რომ მოვედი , ნეტა ალექსანდრე კარგად თუ არის ? სკოლაში რომ არ არის რამე ხომ არ ჭირს-მეთქი . არა და იმაზე კარგად ყოფილა ვიდრე მეგონა . არა რა , როგორ დავიჯერე წამიერათაც კი რომ ამას წესიერი ახსნა ექნებოდა . - ისეთ ემოციებში ვიყავი ვერც კი შევამჩნიე როდის დავიწყე ყვილი და ალექსანდრემაც წამოყო ბალიშიდან თავი . იქ რო მე დამინახა ეგრევე შეეცვალა სახე და ლოგინიდან წამოვარდა .
- არა , არა იყავი , რატომ დგები გააგრძელეთ თქვენი საქმე . მე ხელს აღარ შეგიშლით . - მკაცრად ვუთხარი და უკან მოუხედავათ , ელვის სისწრაფით დავტოვე კერ მისი ოთახი , შემდეგ სახლი , ბოლოს კი ბინა . ... ტაქსი გავაჩერე და შიგნით მოვთავსდი . ... ძალიან მჭირდებოდა მარტოობა და დარწმუნებული ვიყავი რომ გიო ახლა სახლში არ იქნებოდა , ამიტომაც მძღოლს ჩემი ბინის მისამართი ვუკარნახე და როგორც ყოველთვის ფიქრებში გადავეშვი . ...
ბინაში შევდგი ფეხი თუ არა ეგრევე ჩემს ოთახში შევარდდი და ლოგინზე დამხობილა ტირილი დავიწყე . ... ვტიროდი ჩემს გამო , ალექსანდრეს გამო , ჩენს გამო . ჩვენი ურთიერთობის გამო . იმის გამოც რომ სრულიად დარწმუნებული ვიყავი რომ ალექსანდრეს ვერასდროს ვერ დავივიწყებდი და მტკიოდა ჩემი სისუსტე . ... ყოველთვის ყველას ვუმტკიცებდი რომ ნენსი კანდელაკი არის ძლიერი , უშიშარი და უსიყვარულო . ახლა კი მთელმა სკოლამ იცის რომ მე ალექსანდრე მიყვარს და მალევე გაიგებენ იმას რომ ეს სიყვარული ცალ მხრივი ყოფილა . ... თუ ყველას ეგონა რომ ძლიერი ვიყავი , მალე გაიგებენ რომ ყველაზე სუსტი ადამიანი ვარ მთელ მსოფლიოში . გაიგებენ რომ ნენსი კანდელაკს პირველად მის ცხოვრებაში შეუყვარდა და ეს სიყვარული სიცრუეა აღმოჩნდა . ... გაიგებენ რომ ეს მამაცი , უშიშარი გოგონა სიყვარულმა შეაშინა და მიწასთან გაასწორა . თან ისე რომ ბრძოლა ვერც კი მოახერხა . ...

ზარის ხმა გაისმა , კარებთან ვიღაც არის . არადა როგორ მინდოდა მარტო ყოფნა , თან ჯერ ხომ პირველი საათიც არ არის ვინ უნდა იყოს? ... ძლივს წამოვიზლაზნე და კარი გავაღე . ... არვიცი გაოცდებით თუ არა თუ გეტყვით რომ ჩემს წინ გაგა თუ გეგა იდგა . ნუ ერთმანეთს ისე გვანან ვერ გეტყვით რომელი რომელია .
- არ შემომიშვებ ? - სევდიანი ხმით მკითხა . მეც გვერძე გავიწიე რომ შემოსულიყო . თვალი ოთახს მოავლო და იქვე მდივანზე ჩამოჯდა .
- შეგიძლია გამარკვიო რომელი ხარ ? ძალიან გავხართ ერთმანეთს და არ ვიცი გაგა ხარ თუ გეგა . - თავის მართლება დავიწყე მე .
- ჰო , ჰო რათქმაუნდა . მე გეგა ვარ .
- კარგი გეგა , რამეს ხომ არ დალევ ? ყავა , ჩაი , ლუდი ? - მიუხედავათ იმისა რომ თბილი მასპინძლის როლის მორგების ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი მაინც შევეკითხე . ისისც აშკარად მიხვდა ამას და თავ უარყოფის ნიშნად გამიქნია .
- უბრალოდ ჩამოჯექი , შენთან საუბარი მინდა.
- თუ იმს დასაჯერებლად მოხვედი რომ , ალექსანდრეს და იმ ქერას შორის არაფერი მომხდარა, ისინი უბრალოდ იწვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები და თუ ფიქრობ რომ ამ სულელეს მე დავიჯერებ ძალიან შემცდარხარ . ... ახლა ნამდვილად არ მინდა ალექსანდრეზე ლაპარაკი . - მშვიდად დავიწყე საუბარი და გეგას გვერდით მივუჯექი .
- მოდი დავივიწყოთ რომ მე ალექსანდრე ძმაკაცი ვარ და იფიქრე რომ მე და შენ ვართ ძმაკაცები . ერთმანეთი გავიცნოთ კარგი ? ყველანაირი ალექსანდრეს და მასთან შესასარიგებლის თხოვნით . ხომ შეგიძლია რომ ვილაპარაკოთ ისე როგორც შენ ელაპარაკები შენს საუკეთესო მეგობარს , ნუ თუ საუკეთესოს არა ისე მეგობარს მაინც .
- კი , კი როგორ არა .გაგიკვირდება მაგრამ , შენც გაგაც და თოკოც როგორც კი გნახეთ ეგრევე ძმებად მიგიღეთ .
- ჰოდა ძალიან კარგი . მოდი მე დავიწყებ მოყოლას ჩემ თავზე . ნუ ჩემზე რა ჩემზე და გაგაზე , რადგან ყველანაირი ლანზღანდარობის მიუხედავათ ის ჩემი სულის ნაწილი . ყველგან ერთად ვართ და ერთს თუ რამე ტკივა , ის მეორესაც ტკივა . ... სანამ დავიბადებოდით დედას გულის მანკი ქონდა . მან მშვენივრად იცოდა , რომ , თუ მე და გაგა გავჩდებოდითის ვერ გადარჩებოდა . ორივე რა , ერთიც რომ გავჩენილიყავით მაინც ვერ გადარჩებოდა . მამაჩემი თხოვდა რომ აბორტი გაეკეთებია , მაგრამ ის ამბობდა : „ არ შემიძლია მოვკლა ჩემი შვილები იმის გამო რომ მე მოვკვდები , მათ აქვთ შანსი რომ გადარჩენ . აი მე კი რამოდენიმე საათის სიცოცხლე დამჩენია ! ‘’ ... ასე და ამგვარად გავჩნდით მე და გაგა . ორი ერთნაირი ბავშვი , რომლებმაც სრულიად გაუაზრებლად შეიწირეს დედას სიცოცხლე . ...
მამა დეპრესიაში იყო . ჩვენ ბებიას მიგვაბარა გასაზრდელათ , თვითონ კი ორ თვეშ ერთხელ თუ გვნახულობდა , ისიც გალეწილი მთვრალი . ... ვერ გეტყვი რომ ბებია რამეს გვაკლებდა , მაგრამ ალბათ კარგად იცი რა რთულია მშობლების გარეშე გაიზარდო . ...
უკვე მიჩვეულები ვიყავით იმას რომ ბებია იყო ჩვენი ბატონ-პატრონი , მაგრამ აქაც არ გაგვიმართლა . ხუთი წლის ვიყავით ბებია ძილში რომ გაიპარა . წარმოიდგინე ერთ დღეს იღვიძებ და ბებიას გასაღვიძებლად მის ოთახში შედიხარ , მთელი ძალით ანჯღრევ რომ გააღვიძო , აგრამ ის არა და არ იღვიძებს . შემდეგ შენი და შენი ძმის ყვირილზე მეზობლები შემოდიან , რომლებიც დამწუხრებულები გეუბნებიან რომ ის უკვე მკვდარია . …
შემდეგ იყო სიბნელით მოცული ერთი წელი . როგორღაც მამაჩვენმა მოგვაგნო და თავისთან წაგვიყვანა . თითქოს აქ არაფერი , მაგრამ ყოველდღე გვცემდა . ცილს გვწამებდა იმაში რომ დედა ცოცხალი არ იყო . იძახოდა : ,,თქვენ გამო ჩემი ცხოვრება განადგურდა ‘’ -ო . ჩვენც ვერაფერს ვაკეთებდით , წინააღმდეგობასაც კი ვერ ვუწევდით , იმის გამო რომ არვიცოდით შემდეგ ეს როგორ დასრულდებოდა . როგორც კი ხმას ამოვიღებდით უფრო მეტ დარტყმას ვიტანდით . აი ეს ... - თქვა და მაიკა მუცლამდე აიწია . - აი ეს შრამია , სწორედ იმ დაწყევლილი დღეებიდან . - ჭიპის გასწვრივ მიმითითა. - ბოლოს ალკოღოლის გადაჭარბებით გარდაიცვალა . ეს სიკვდილი იმდენად არ გვინერვიულია , როგორც ის რომ მარტო დავრჩით მე და ჩემი ძმა . ... ის,ის იყო სამართალ დამცავებს უპატრონო ბავშვთა სახლში ივყავდით რომ როგორც იქნა გაგვიართლა და ალექსანდეს მამა გამოჩნდა . ჩვენი ოჯახები თურმე სულ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან . მამაჩემთან ერთად ბიზნესი ქონიათ და გიო ძიამ როგორ თუ ბავშვთა სახლში უნდა წავიდნენო . გვიშვილა და ალექსანდრესთან ერთად ისე გაგვზარდა როგორც თავის შვილები . ...
სამივე ერთად ვიზრდებოდით ... ყველაფრის და მიუხედავად ექვსი წლის შემდეგ გვქონდა მხიარულებით სავსე დღეები . ... თითქოს და სამი ერთნაიეი პიროვნება , მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ალექსანდრე უფრო მკაცრი და დასტოინი ვიდრე ჩვენ .
მე და გაგამ ვისწავლეთ აწმყოთი ცხოვრება . უკან მოვიტოვეთ წარსული და გავაგრძელეთ ყველანაირი დრამების გარეშე . - თქვა და იმ წუთას ჩამოგორებული ცრემლი ვითომ და შეუმჩნევლად მოიწმინდა .
- ღმერთო ! ვერც კი ვიფიქრებდი თუ ამ მხიარული და ცანცარა ბიჭების მიღმა ასეთი ტკივილი იქნებოდა . - ცრემშეუკავებლად ვუთხარი და გვერდიდან მივეხუტე . - კარგად ვიცი რას ნიშნავს მშობბლების გარეშე გაიზარდო , მაგრამ ჩემი და შენი ისტორია ყოვლად განსხვავებულია . მე ყოველთვის მყავდა გიო საყრდენად , მაგრამ შენ .... ნუ არც კი ვიცი რა გითხრა . - სიტყვებს ძლივს ვუყრიდი თავს . მანაც მომხვია მისი ტორები და მთელი ძალით ჩამიხუტა გულში .
- ვინმესთვის რომ არ მომეყოლა ეს ამბავი ალბათ გავაფრენდი . ყველაფერი ხომ კარგად არის ვმხიარულობ და ვცანცარებ , მაგრამ ერთხელაც ყველაფერი გამახსენდება . აი მერე კი თუ არ გამოვუშვი აღარ შემეძლება .
- ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს . - ქვემოდან დამაიმედებელი სახით გავხედე .
- დამიჯერე შენი იმედი რომ არ მქონდეს ახლა აქ ასეთ მდგომარეობაი არ ვიქნებოით . - თბილად მითხრა და უფრო მომეხუტა .
- ნუ რავი ჩემზე არც არაფერია მოსაყოლი . ყველაფერი შენთვის უკვე ნაცნობია . - რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ წარმოვთქვი . - აი რაც შეეხება ალექსანდრეს . დღითიდღე ყველაფერი უარესობისკენ იცვლება . უკვე მზად ვიყავი მომესმინა და სიარლე გამეგო . იმაშიც დარწმუნებული ვიყავი რომ უბრალო გოგო იყო და არაფერი განსაკუთრებული , მაგრამ დღევანდელმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა . - აცრემლებულმა ვთქვი .
- გიყვარს ?
- სულის გავლით გულამდე ! მთელი არსებით ! - ამის მერე ხმა არცერთ არ ამოგვიღია . ვფიქრობდით ... ვფირობდი იმაზე თუ რა იქნებოდა ხვალ . ...


...............


ვიცი ჰო უნამუსო ვარ და ასე შემდეგ ... თითქმის ერთი თვეა არ დამიდია შედეგი თავი და თავის გამართლებასაც არ ვიწყებ . ვიცი ყველაფრის ღირსი ვარ . მთეელი ერთითვე გავიდა და იმასაც გავიგებ თუ აღარ გენდოებათ მოთხფრობის გაგრძელება . ... მეც პირველ რიგში მკითხველი ვარ და თავებს რომ აგვიანებენ ისტერიკებში ვარდები , ამიტომ ხმას აღარ ვიღებ . ...

სხვათაშრის მომენატრეთ ჩემო ტკბილებო . ვიცი უნამუსო ვარ მაგრამ მაინც მომენატრა თქვენი თბილი სიტყვები , რომლებიც სტიმულს მატებენ . <3

გპირდებით მაქსიმალურად შევეცდები რომ შემდეგი თავი ამ დღეებში დავდო <3



№1  offline წევრი mia15

გააგრძელე არ შეწყვიტო და მაკე დადე

 


№2 სტუმარი Guest მარიმი

აუუ რამაგარიააა თუ ნენსი და ალექსანდრე დაშორდებიან არვიცი რას ვიზავ უბრალოდ მაგარი წყვილია და ალექსს თუ პროსტა მართლა გასართობად უნოდადა ნენსი მაშინ აღარვიცი რა ვთქვა იმედია მალ დადებ შემდეგ თავს უფრო დიდსაც და იქ თუ ყველაფერს აეხდბა ფარდა კარგს იზავ heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი Guest bubu

shemdegi tavi male dade da agar daagviano dzalian gamixarda axali tavi rom dade, rac sheexeba aleqsandresnamdvili nagavia ar imsaxurebs kandelakis msgavs karg gogos, chemi azrit rac ar u.da iyos aleqsandres saqciels aranairi gamartleba ar aqvs , kandelaki kide suleli ra tavs iklavs da nerviulobs eget nagavze tavshic qva uxlia, magrad wameshala aleqsandreze shtabechdileba, darwmunebuli var es qera is gogoa adre guli ro atkina da axla kidev amastan gamoiqca, ra vqna ar minda rom kandelakma apatios da kidev iyos aleqsandrestan

 


№4  offline მოდერი ენემი

ვაიმე ნინი ხო იცი როგორ გელოდებოდი და კიდევ რო დააგვიანო ან ესენი სულ დააშორო ორივე შემთხვევაში მოგკლავ joy

 


№5 სტუმარი Guest nuki

dzalian susti nebisyofis yofila aleqsandre, dzveli sheyvarebuli naxa da egre mklavebshi chaugorda, guli mereva aleqsandreze, es gogo kide rogorga ambobs miyvars da ar shemidzlia mis garesheo, magari brmaa, siyvaruls eficeboda kaci da sxvastan gaiqca imas rogor unda shexedos zed

 


№6  offline წევრი Mia_smith

როგორც იქნაა... dizzy_face ვფიქრობ ალექსანდრე არ უნდა გამოძვრეს ამ სიტუაციიდან მარტივად.ბანალური რომ არ იყოს kissing_heart

 


№7 სტუმარი Mako

Vaime es wyvilk ragac dzaan sayvaelobaa da ardaashoro prosta aleqsandre ase advilad ar unda gamodzvres da kargad awuwunos nensim . Agar daagviano ase da tavebi gazarde ra

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ეს ქერა ნათესავი რო აღმოჩნდეს არ გაპატიებ ადმინ.. სისულელეც კი იქნება.ალე დადე

 


№9  offline წევრი Tekkla

ძალიაან მაგარიაა მალე დადერა შემდეგი

 


№10  offline წევრი Kalina

ისე, რა მაინტერესებს.
მორალურ მხარეს შევეშვათ.
სამართლებრივად სწორია ეხა მაგათი ერთად ყოფნა?
ცუდად არ ვამბობ, უბრალოდ,
ეგ ხო პედოფილიად ითვლება o.O
მეც არ ვიცი, რატო ითვლება მარა,
ზოგადად თუნდაც მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობაც ეგრე ფასდება.
თორე მე ძალიან მომწონს ისტორია.
რაღაცნაირია, თბილი.
გააგრძელე^_^
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№11  offline წევრი Nini Kvitsaridze

მარიკუნაა♥️
ისე, რა მაინტერესებს.
მორალურ მხარეს შევეშვათ.
სამართლებრივად სწორია ეხა მაგათი ერთად ყოფნა?
ცუდად არ ვამბობ, უბრალოდ,
ეგ ხო პედოფილიად ითვლება o.O
მეც არ ვიცი, რატო ითვლება მარა,
ზოგადად თუნდაც მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობაც ეგრე ფასდება.
თორე მე ძალიან მომწონს ისტორია.
რაღაცნაირია, თბილი.
გააგრძელე^_^

რავი ნენსი 17 არის ალექსანდრე 23 . განსხვავება 6 წელია რაც მემგონი საგანგაშო არ არის ხო ? მინახავს ისეთი წყვილებიც სადაც 15-18 წელია მათ შორის განსხვავება , ამიტომ მე მაპატიე მაგრამ ალექსანდრეს პედოფილად არ ვთვლი , მხოლოდ იმიტომ რომ მასწავლებელია . შეიძლება ვცდები , მაგრამ მე ასე ვთვლი .

 


№12  offline წევრი Kalina

Nini Kvitsaridze
მარიკუნაა♥️
ისე, რა მაინტერესებს.
მორალურ მხარეს შევეშვათ.
სამართლებრივად სწორია ეხა მაგათი ერთად ყოფნა?
ცუდად არ ვამბობ, უბრალოდ,
ეგ ხო პედოფილიად ითვლება o.O
მეც არ ვიცი, რატო ითვლება მარა,
ზოგადად თუნდაც მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობაც ეგრე ფასდება.
თორე მე ძალიან მომწონს ისტორია.
რაღაცნაირია, თბილი.
გააგრძელე^_^

რავი ნენსი 17 არის ალექსანდრე 23 . განსხვავება 6 წელია რაც მემგონი საგანგაშო არ არის ხო ? მინახავს ისეთი წყვილებიც სადაც 15-18 წელია მათ შორის განსხვავება , ამიტომ მე მაპატიე მაგრამ ალექსანდრეს პედოფილად არ ვთვლი , მხოლოდ იმიტომ რომ მასწავლებელია . შეიძლება ვცდები , მაგრამ მე ასე ვთვლი .


არა, ნინი არც მე არ ვთვლი.
უბრალოდ სამართლებრივად რამდენად სწორია მოსწალე-მასწავლებლის ურთიერთობა ცოტა მანდ ვჭედავ.
თორე, 6 კი არა 10 წელია ხოლმე სხვაობა და ისინი არიან ბედნიერად.
გეთანხმები მე შენ.
უბრალოდ, სტატუსს გავუსვი ხაზი.
თორემ უბრალოდ ინტერესის ამბავი იყო.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№13  offline წევრი Nini Kvitsaridze

მარიკუნაა♥️
Nini Kvitsaridze
მარიკუნაა♥️
ისე, რა მაინტერესებს.
მორალურ მხარეს შევეშვათ.
სამართლებრივად სწორია ეხა მაგათი ერთად ყოფნა?
ცუდად არ ვამბობ, უბრალოდ,
ეგ ხო პედოფილიად ითვლება o.O
მეც არ ვიცი, რატო ითვლება მარა,
ზოგადად თუნდაც მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობაც ეგრე ფასდება.
თორე მე ძალიან მომწონს ისტორია.
რაღაცნაირია, თბილი.
გააგრძელე^_^

რავი ნენსი 17 არის ალექსანდრე 23 . განსხვავება 6 წელია რაც მემგონი საგანგაშო არ არის ხო ? მინახავს ისეთი წყვილებიც სადაც 15-18 წელია მათ შორის განსხვავება , ამიტომ მე მაპატიე მაგრამ ალექსანდრეს პედოფილად არ ვთვლი , მხოლოდ იმიტომ რომ მასწავლებელია . შეიძლება ვცდები , მაგრამ მე ასე ვთვლი .


არა, ნინი არც მე არ ვთვლი.
უბრალოდ სამართლებრივად რამდენად სწორია მოსწალე-მასწავლებლის ურთიერთობა ცოტა მანდ ვჭედავ.
თორე, 6 კი არა 10 წელია ხოლმე სხვაობა და ისინი არიან ბედნიერად.
გეთანხმები მე შენ.
უბრალოდ, სტატუსს გავუსვი ხაზი.
თორემ უბრალოდ ინტერესის ამბავი იყო.

ნუ ეგრე არც მე არ მომწონს მასწავლებლის და მოსწავლის ასეთი ურთიერთობა , მაგრამ ამ შემთხვევაში იმიტომ გავაკეთე ასე რომ უფრო ახლოს ყოფილიყვნენ . ნუ შემეძლო სხვანაირად დამეახლოებია ერთმანეთისთვის , მაგრამ რატომღაც ასე უფრო განსაკუთრებულად მივიჩნიე და სიმართლე თუ გინდა მაგ საკითხზე ამ კომენტარამდე არ დავფიქრებულვარ .

 


№14  offline წევრი Kalina

არც კი გჭირდება მაგაზე დაფიქრება.
ეს შენი ისტორიაა.
შენია და თუ გინდა მასწავლებელი იქნება და თუ გინდა ლექტორი.
ამ ორს ერთმანეთი უყვართ.
ჩემთვის ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის.
წარმატებები და არც იფიქრო იმაზე რო ეს კომენტარი კრიტიკის ან რამე საწყენად დავწერე<3 ^_^
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№15 სტუმარი ninuca

eh ar yvarebia aleqsandres nensi, mis saqciels verafrit ver gavamartleb

 


№16 სტუმარი N10A

au kai ra rato agvianeb ase dzaan axal tavs, es gogo kide magari shteria rogorga uyvars aleqsandre da dardobs kidec, zed ar unda shexedos da sxva sheiyvaros ise rogorc aleqsandre moiqca, namdvili arakacia

 


№17 სტუმარი ჯებ

აღარ დებბ??

 


№18 სტუმარი

Auuuuu gaagrdzele ra dzaaalian gtxovv

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent