MOBSTER (მე-VI თავი)
-არ მაინტერესებს თქვენი სიმართლე , დამაბრუნეთ სახლში !- ყვირილით მივმართე ჩემს წინ მჯდომ მამაკაცს. -დემეტრე...-უცებ გაჩუმდა.-დემეტრე დევდარიანი ვინ არის შენთვის? -დემეტრეს გვარი მთელი ზიზღით წარმოთქვა . -ეგ თქვენ არ გეხებათ! -დიდი ხანია რაც აღარ გინახავს ? - დაცინვის ტონით მკითხა. -თქვენ გყავთ ხო ? -თვალები ცრემლებით ამევსო. -ნუ ღელავ მალე ნახავ , სიმართლე ერთად უნდა გაიგოთ. -რა სიმართლე ? საერთოდ რეებს ბოდავთ ?! არ მჭირდება თქვენი სიმართლე , დამაბრუნეთ სახლში ! -აქ ბრძანებლობა არ გაგივა მე შენი მამიკო არ ვარ ! ტონს დაუწიე და იჯექი ჩუმად თორემ ... -თორემ რა ?!- გავაწყვეტინე. ის წინ წამოიწია და თვალებში შემომხედა. -...თორემ შენს დემეტრეს გავატყავებ და შენც ზედვე მიგაყოლებ.- ხმა ვერ ამოვიღე . -შემოიყვანეთ!-უცებ კარი გაიღო და ოთახში გასისხლიანებული დემეტრე ორმა დაკუნთულმა მამაკაცმა შემოიყვანეს. -დემე...-თვალებიდან ცრემლები წამომივიდა , ვერ ვლაპარაკობდი. დემეტრეს სახე დასახიჩრებული ჰქონდა , იარებზე სისხლი გამშრალოდა. -კატერინა? ეს აქ რატომაა?!- მკაცრად შეხედა არჩილს. -დასვით ! -არჩილმა ბრძანება გასცა ... ორ წუთში კი საუბარი გააგრძელა. - დემეტრე შენი გვარი დევდარიანია? -შენ შ*გ ხომ არ გაქვს ? -დემეტრემ არჩილს მკაცრად შეხედა. -დევდარიანი ...დარწყმუნებული ხარ ? ...სამწუხაროა , მაგრამ შენ მცდარ ინფორმაციას ფლობ . (არჩილი) -რას გულისხმობთ? - გაკვირვებულმა შევხედე არჩილს. -იმას რომ...(არჩილი) -გაჩუმდი , არ გააგრძელო. (დემეტრე) -მოიცა შენ იცი ?-არჩილმა გაკვირვებულმა შეხედა დემეტრეს.დემეტრემ პასუხი არ გასცა .-კარგი რადგან შენ იცი ეკატერინესაც აქვს უფლება გაიგოს სიმართლე . -არ გაბედო ! (დემეტრე) -კატო ვინ არის დემეტრე შენთვის ? მამაშენის აღზრდილი , შენი მეგობარი , დაცვა თუ ვინ ? სინამდვილეში შენ წარმოდგენაც არ გაქვს ვინაა ის შენთვის... აბა დაფიქრდი რატომ ზრდიდა მას მამაშენი ? იმიტომ რომ , დემეტრეს მშობლები დაეღუპა და ის მარტო დარჩა ? სულაც არა , სინამდვილეში დემეტრე მამაშენის... -მოკეტე ! არ გაბედო ! (დემეტრე) -...შვილია .დემეტრე სინამდვილეში ბაგრატიონია და არა დევდარიანი , ის შენი ნახევარძმაა.-თვალებზე ცრემლები მომადგა ... ეს ხომ შეუძლებელია , როგორ შეიძლება დემეტრე ჩემი ძმა იყოს . -კატერინა ...-დემეტრემ თბილად შემომხედა . -შენ იცოდი ხო ? ამდენი ხნის მანძილზე მატყუებდით ... -მოვრჩით , კატერინა და დემეტრე შეგიძლიათ სახლში დაბრუნდეთ , თქვენი აქ ყოფნა საჭირო აღარაა...-არჩილი ოთახიდან გასვლას აპირებდა მაგრამ კარებთან გაჩერდა.-ბავშვებო მამიკო ჩემგან მოიკითხეთ.-ოთახიდან გაავიდა , შემდეგ კი სახლში დაგვაბრუნეს , თვალები ამიხვიეს ამიტომ საერთოდ ვერაფერს ვხედავდი ... სახლში მისულს ბიჭები ვერ ვიპოვეთ ...მე ოთახში ავედი და საწოლზე დავჯექი , ვეღარ გავუძელი და ტირილი დავიწყე . რა საშინელებაა როცა ბიჭი რომელიც გიყვარს შენი ძმაა . -კატერინა უნდა დავილაპარაკოთ ...-დემეტრე ჩემს ოთახში შემოვიდა . -გაეთრიე აქედან ! -მაგრამ...-დემეტრე ნელი ნაბიჯებით შემოვიდა ოთახში. -მაგრამ... ? სერიოზულად ?! როგორ ბედავ აქ შემოსვლას ?! -ფეხზე წამოვდექი და დემეტრეს გამწარებულმა შევხედე . თვალები ცრემლებით ამევსო . -გთხოვ...ნუ ტირი ... -აი თურმე რატომ იქცეოდი ისე თითქოს ჩემზე მეტს წარმოადგენდი ...ისე თითქოს მე ვიყავი შენი მსახური და არა შენ ჩემი ... აი რატომ არ მიკარებდი როგორც...ქალს...რატომ არ გინდოდი...რატომ არ მითხარი რომ ჩემი ძმა ხარ ?! რატო მტანჯავდი ასე , შენ ხომ იცოდი რასაც ვგრძნობდი შენს მიმართ ?! ხომ იცოდი რომ მიყვარდი ?! რატომ არ მითხარი ...რატო?! მე ხომ გიყურებდი როგორც მამაკაცს და არა უფროს ძმას...- ყოველი სიტყვა ისეთ ტკივილს მანიჭებდა რომ ტირილის მეტს ვერაფერს ვაკეთებდი ...ვტიროდი , ის კი სევდიანი თვალებით მიყურებდა . -რომ მეთქვა უფრო გეტკინებოდა ! -ხმას აუწია. -მაგრამ მეცოდინებოდა და ასე ძალიან არ შეგიყვარებდი ...ახლა კი ჩემი თავი მეზიზღება ...ღმერთო ჩემო , იცი რამდენჯერ მინდოდა შენთვის მეკოცნა ?! -გავხედე დემეტრეს.-იცი რამდენჯერ მინდოდა შენთან ერთად დამეძინა , ჩაგხუტებოდი...?! -მაპატიე ...გთხოვ .-დემეტრეს ცრემლები წამოუვიდა. -გაეთრიე!-გავიდა...საწოლზე დავარდი და ავქვითინდი. ___ავტორი__ -მამა...-დემეტრემ ლევანს დაურეკა.-კატერინამ იცის...არჩილმა უთხრა ...მამა მან იცის რომ მისი ძმა ვარ ...რა ვქნა ?-ტირილით ელაპარაკებოდა დემეტრე ლევანს. -არჩილმა ?-ისეთი ხმა ქონდა თითქოს ვერ მიხვდა ვიზე იყო საუბარი...შემდეგ კი წარმოთქვა გვარი..- ჯღარკავა ? -ხო ...(დემეტრე) -კატო ...როგორ არის ?(ლევანი) -ტირის...ჩამოხვალ?(დემეტრე) -მე ვერა მაგრამ თქვენ ჩამოდით...ბიჭები აქ არიან ...დღესვე ჩამოდით...-და გათიშა. დემეტრემ შეხედა კიბეს , მან იცოდა რომ ახლა კატერინასთან უნდა ასულიყო და ეთქვა იმის შესახებ რომ ბატონმა...მამამ უთხრა რომ დღესვე უნდა დაბრუნდნენ თბილისში...ის ავიდა კატერინასთან . ტირილის და ქვითინის ხმა აღარ ისმოდა , მან კარი გააღო და დაინახა ანგელოზი რომელსაც დაღლილობისაგან ჩასძინებოდა ... ოთახში შევიდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა . დემეტრე უყურებდა იმას თუ როგორ სძინავდა მის პატარა დას , მაგრამ მან მშვენივრად იცოდა რომ მისი სიყვარული კატოს მიმართ არა და-ძმურია არამედ უფრო მეტია ... დემეტრეს სიყვარული მამაკაცის ქალისადმი სიყვარული უფრო იყო ვიდრე ძმის დის მიმართ ...გადიოდა საათები დემეტრე კი ისევ იჯდა ...იჯდა და ტიროდა ... მან მშვენივრად იცოდა რომ კატო მისი ვერ გახდებოდა და ეს მის გულს უფრო მეტად სტკენდა ...უცებ კატო წამოხტა და წარმოთქვა :-დემეტრე ...-ის ტიროდა , როცა დემეტრე დაინახა მას გადაეხვია და შვებისაგან ამოისუნთქა ...შემდეგ მოშორდა და მრისხანედ შეხედა . -აქ რას აკეთებ ? (კატო) -მოვედი რომ მეთქვა დღეს თბილისში უნდა წავიდეთ , ბატონი ლევანი გვეძახის. -ალბად მამა გვეძახის უნდა გეთქვა ...-ირონიულად შეხედა კატომ. -საჭირო ნივთები ჩაალაგე და მოემზადე , 30 წუთში ქვემოდ ჩამოდი.-დემეტრე ოთახიდან გავიდა და კარი მოხურა ...კატო საწოლიდან ადგა და სააბაზანოში შევიდა. სარკეში ჩაიხედა და თავის თავს შეხედა . თვალები გასიებოდა . სახე დაიბანა და ისევ სარკეში ჩაიხედა , გაიხსენა სიზმარში ნახული კადრები , თუ როგორ მოკლა მამამისმა დემეტრე... სააბაზანოდ გამოვიდა და ტანსაცმელი ჩაიცვა . თმები კოსად შეიკრა და საშუალო ზომის ჩანთაში ტანსაცმელი ჩაალაგა . ქვემოდ ჩასულს ჩაფიქრებული დემეტრე დახვდა . დემეტრემ კატერინას შეხედა და კარი გაუღო , კატერინა გარეთ გავიდა დემეტრემ კი სახლის კარი დახურა ... კატო უკან დაჯდა და თვალებ დახუჭულმა სიმღერების მოსმენა დაიწყო. მთელი გზა ჩუმად იჯდნენ . დემეტრეს მანქანა დაყავდა , კატოს კი თითქოს ეძინა . დემეტრემ მანქანის სარკის დახმარებით კატერინას შეხედა , ყველა იფიქრებდა რომ კატოს მართლა ეძინა მაგრამ ერთმა რაღაცამ ის ,,გაყიდა’’ .ცრემლა. რომელიც ლოყაზე ჩამოსვლოდა . დემეტემ მანქანა გზიდან გადაიყვანა და მანქანიდან გადმოვიდა. კატერინამ უცებ თვალები გაახილა და დაინაახა რომ დემეტრემ მისი კარი გააღო. -გაგიჟდი ? რეებს შვრები ?- დემეტრემ კატოს ხელი მოკიდა და მანქანიდან გადმოიყვანა . -შენ გგონია მე ვარ კარგად ?! ან ბედნიერი ვარ იმით რომ ქალი რომელიც მიყვარს ჩემი დაა ?! -დემეტრემ ხმას აუწია , კატოს სახე თავის ხელებში მოიქცია და აკოცა . -დემეტრე არ შეიძლება ...-კატერინამ ჩუმად , დემეტრეს ტუჩებთან წარმოთქვა . -ვიცი მაგრამ...არ შემიძლია მოვითმინო . - ისევ აკოცა და ჩაეხუტა . -ჯობს გზა გავაგრძელოთ.-კატერინა დაეთანხმა მას და დაჯდომა დააპირა როცა დემეტრემ მას წინა კარი გაუღო .-წინ , ჩემთან . -კატერინამ უკანა კარი დახურა და წინ დაჯდა ... საღამოს იკვე თბილისში იყვნენ ... სახლში მისულებს კარი მოახლემ გაუღო და კატერინას თავის დახრით მიესალმა . კატერინა ზალაში შევიდა და სავარძელში მჯდომ მამას შეხედა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.