შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულს მოგცემ!(12)


4-08-2017, 19:21
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 7 272

მანქანაში ისხდნენ, ალექსანდრეს თავი უკან ჰქონდა გადაწეული,თვალები დახუჭული და სიტყვაც არ უთქვამს მთელი გზის განმავლობაში. მარიამი ბავშვს დაჰყურებდა და ფიქრში ხელს არ უშლიდა სანდროს.შუა გზაში გააჩერა მძღოლი და სავაჭრო ცენტრში წასვლა უბრზანა. უკვე საღამო იყო უზარმაზარ შენობასთან რომ გაჩერდნენ. ბავშვი გადაიყვანა და გადავიდა.
-ჩვენ უნდა ავარჩიოთ ყველაფერი?
-თუ არ დამეზარება ხო! ძიას პრინცესას ყველაფერი უნდა ჰქონდეს მას კი საკუთარი ოტახი და საწოლიც არ აქვს. ხვალ ძიძები მოვლენ და ერთ-ერთს ავარჩევ
-და როგორ ენდობი
-სანდოს ავარჩევ არ იდარდო მაგაზე ... ან ვერ აარჩევ და თიკუნა ლიკუნას დუეტს დავშლი
-მე რომ მოვურო?
-მერე ხომ მაინც დამჭირდება ძიძა,თანაც ასე წაყვა წამოყვანა არ მინდა სენ სად დამჭირდები კაცმა არ იცის ..>შეიძლება ერთი წელი არც დარჩე ჩემტან და მანამდე გაგშვა .ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამიტომ თორნიკეს ბავშვის მოვლაზე დარდი აღარ უნდა სჭირდებოდეს...შეგიძლიათ დარჩეთ გარეტ არ მჭირდება კუდში სდევა !- დაცვას მიუბრუნდა და ისევ განაგრძო სვლა - აქ მენეჯერი არ არის ? სადაა ბავშების განყოფილება? ჰეეეიიიი გესმით ჩემი თუ უბრალოდ ცქერით ტკბებით
წამში გაჩნდა სირბილით ვიღაც გოგონა და გზა აჩვენა ბავშვების განყოფილებამდე,თან აკვირდებოდა მარიამსა და ალექსანდრს. შემდეგ საწოლის შერჩევა დაიწყეს და ყველაზე კომფორტული და ლამაზი რომელიც ეჩვენათ ის იყიდეს , საბავშვო ეტლი და კიდევ რამდენიმე ნივთი შეიძინეს . ისე შეყვა ალექსანდრე ამ პროცესს შპალერის და სხვა ავეჯის შერცევაც დაიწყო ოთახისთვის. მაგრამ მერე მობეზრდა იფიქრა დიზაინერი უკეთ შეარჩევსო და იმ შენაძენს დაჯერდა რაც უკვე არჩეული ჰქონდა.
იმ საღამოს სახლიდან არ გასულა სამაგიეროდ კატერინა ეწვია . მისაღებში იყვნენ ბავშვი ეჭირა ხელში და რაღაცას ელაპარაკებოდა კატო რომ შეკაკუნდა
-სანდრიიიი როგორ ხარ? სად დაიკარგე დღეს? არსად უნდა გავიდეთ?
-შენ რა გინდა აქ? დაგპატიჟე და არ მახსოვს?
-დაპატიჟება მჭირდება?
-მგონი იცი რომ როცა არ გირეკავ ე.ი არ მივდივართ არსად და სახლში ყოფნა მინდა
-სახლში ამათთან ერთად? ახლა რა სულ ამ გოგოსთან უნდა იყო?
-რა შუაშია მარიამი სახლშ ვარ უფლება არ მაქ თუ შენ უნდა გკითხო
-ნუ მიყვირი გთხოვ მე უბრალოდ
-არაფერი უბრალოდ არ გაგიკეთებია ვერ შეიგნე რომ მარიამს ვაფშე ვკიდივარ როგორც კაცი და სულ რო ფეხქვეშ გავეგო არ ჩამწვება ლოგინში ...არ ისვენებ და არც დაისვენებ სანამ არ გამაგიჟებ
-აჰ შენ უნდა გაეგო ფეხქვეშ? ხომ არ აპირებ რამე რომანტიკულს თუ გინდა მოგაფიქრებინებ
-არ გინდა ახლა თვალების ამღვრევა და ცრემლების დენა !
-ალექსანდრეეე
- წადი და წესებს ნუ მიცვლი! ბოლოჯერ გაფრთხილებ იცოდე
-მივდივარ ... -სლუკუნით თქვა ჩანთა ისევ აიღო და სახლიდან გავარდა
-რა იყო ეს?- მარიამი უყურებდა ყველაფერს და ისე უცებ განვითარდა მოვლენები გასვლაც ვერ მოახერხა-ადამიანურად მოქცევა არ ჯდება შენს ქცევაში?
-აქცია სოლიდარობა კატოს დაიწყე თუ რა ხდება
-სულ ასე ხართ თქვენ?
-აქამდე არ ურევდა ასე ხშირად და ახლა ძალიან აუშვა აფრები ვატყობ მისი გემი ჩაძირვამდე მივა მალე
-აფრები არაფერ შუაშია უბრალოდ მამაშენის ისტორია იმდენად ჰგავს შენსას რომ გეშინია იგივე არ დაგემართოს და თავს არწმუნებ რომ კატოს მოშორებას ნებისმიერ დროს შეძლებ
-მე არავინ შემიყვარდება და თუ შემიყვარდება კატოსთან სექ*ი ნამდვილად არ მომინდება და საყვარლად არ დავიტოვებ!
-დარწმუნწბული ნუ იქნები !
-არ ვიქნები , დარწმუნებული ვარ მარიამ! მე კი მგონია რომ შენ არწმუნებ საპირისპიროში თავს, რაში გჭირდება მე რომ კატო მიყვარდეს გამაგებინე !
-მე არაფერი მჭირდება...არც მეხება !
-ხოდა თემა დახურულია!
-ირაკლი თუ ყველანაირად შეეცდება თქვენს განადგურებას რას გააკეთებ...რაა შენი „ბე“ გეგმა
-არ მაქვს-თქო ხომ გითხარი
-მამაშენთან თქვი ეგ და მე რას მეტყვი
-იგივეს!
-რა ხდება ალექსანდრე რამე შეიცვალა?
-რა უნდა შეცვლილიყო ...ჯერ დრო მაქვს იმ იდიოტს ისეთ ინფორმაციას აწვდიან დიდხანს ვერ მოვა აზრზე! დაიმახსოვრე მე ყველაფერს ვაკონტროლებ
მარიამი მაინც ვერ დაარწმუნა,მაგრამ აღარ ჩასძიებია.უბრალოდ გაცუმება გადაწყვიტა ,რომ თავად გაერკვია რამე.
ბავშვის ოთახის მზადება მეორე დღესვე დაიწყეს . თორნიკეს საძინებლის გვერდით მოაწყვეს და ყველაფერი იმდენად ლამაზი გამოვიდა მარიამიც კი ვერ ფარავდა აღფრთოვანებას. პატარა ქალბატონი პედიატრთან ჰყავდათ კონსულტაციაზე ერთი თვის რომ გახდა და ბატონი თორნიკეც დაამშვიდეს ,წონაც ნორმალური ჰქონდა და საერთოდ ჯანმრთელი ბავშვი იყო. ძიძას რაც შეეხება დიდი შერჩევის შემდეგ მარიამმა და ალექსანდრემ ერთ გოგოზე შეაჩერეს არჩევანი, სხვა დანარჩენს იწუნებდნენ და ის ერთი აღმოჩნდა ისეთი რომელთან პრეტენზია არცერთს ჰქონია. მშვიდი, განათლებული, წესიერი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა,თუმცა რაღა შთაბეჭდილებას ალექსანდრეს მისი ბაღის შეწყვარებულის სახელიც ედო წინ . მართალია გათხოვილი არ იყო ,მაგრამ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და ვინაიდან ფსიქოლოგის განათლება ჰქონდა დარწმუნებულები იყვნენ რომ ალექსანდრას კარგად მოუვლიდა. სახლში მათთან გადაბარგებაზე უარი არ უთქვამს, იმავე სართულზე დააბინავეს სადაც ალექსანდრას და თორნიკეს ოთახები იყო და სრული კომფორტი მოუწყვეს.
ამ ამბების პარალელურად ირაკლი მიტინგებს მართავდა, ხვდებოდა ამომრჩეველს და ყოველ დღე რაღაც ახალს აკეთებდა. დათა ჩვეულებრივად აგრძელებდა საქმეს და ძირითადად ელიზაბეტთან ერთად ისვენებდა.თითქოს ყველაფერი ალექსანდრეს გეგმის მიხედვით მიდიოდა.
ერთ დღეს მძინარე მარიამს თავზე დაადგა ალექსანდრე და გაღვიძება აიძულა
-მარიაამ ...
-რა ხდება?- ისე უცებ წამოჯდა თითქოს გაღვიძებას ელოდა
-მოკლედ გაღვიძებასაც არ მაცლის რა ...როგორ მინდოდა წყალი გადამავლო შენთვის
-ალექსანდრე!
-ჩაიცვი გავდივართ!
-5 საათი არაა ჯერ
-5-ზე უნდა გავიდეთ ... იჩქარე მიდი . წვენს დავლევ მე - ჭიქაში წვენი ჩამოასხა და დივანზე დაჯდა
-კარგი ... 5 საათზე გავიდეთ- არეულ თმაზე ხელი გადაისვა საწოლიდან წამოდგა და ჩვეულებრივად დაიწყო მზადება. სააბაზანოში მოწესრიგდა, გამოიცვალა მერე საწოლი გაასწორა და სავარძელში მოკალათებულ ბატონს განუცხადა მზად ვარო . ისიც წამოიზლაზნა და გასასვლელისკენ დაიძრა.
საჭესთან თავად იჯდა, შემოვლითი გზით დატოვა ქალაქი. საერთოდ გასცდა ყველა ნაცნობ ადგილს სადაც მანამდე ყოფილა და ზღვისპირა ქალაქისკენ დაიძრა. როგორც ყოველთვის დიდი სიჩქარით მიაქროლებდა მანქანას, ხმამაღალი მუსიკა არც ამჯერად დავიწყებია .მთელი გზა ჩუმად იყო, შიგადაშიგ გახედავდა ხოლმე მარიამს რომელიც გზას არ აშორებდა თვალს . ზღვისპირა კურორტს რომ მიაღწიეს ქალაქი უკვე გაღვიძებული იყო, უამრავი ხალხი ირეოდა ქუჩებში ყველა თავის სტიქიაში იყო ,ზოგი ზღვისკენ მიემართებოდა ,ზოგიც სასეირნოდ იყო გამოსული,,ნაწილი კი ღამის გართობის შემდეგ ბრუნდებოდა უკან. ქალაქის ცენტრს მოშორდნენ შემდეგ რამდენიმე წუთი არ გაჩერებულა ბოლოს კი ლამაზი სახლის ეზოში შევიდა . მანქანიდან ერთდროულად გადავიდნენ. ალექსანდრემ სახლის კარი გააღო და იქ ისეთი სიტუაცია დახვდა სიიცლი ვერ შეიკავა მარიამისგან განსხვავებით ელოდა კიდეც გაბრიელისგან მსგავს „დახვედრას“.
სახლში ძლივს შვეიდა ყველგან სასმელის ქილები და საჭმლის ნარჩენები ეყარა. საიდანღაც ისევ ისმოდა სიმღერის ხმა .პირველ სართულზე რამდენიმე ახალგაზრდას გათიშულს ეძინა. რამდნეიმე დივანზე იყო მიწოლილი ზოგი ხალიჩაზე და სავარძლებში. გაბრიელი არსად ჩანდა . მეორე სართულზე ასასვლელი კიბე სწრაფად აირბინა და ერთ-ერთი საძინებლისკენ დაიძრა. კარი ნახევრად ღია იყო ,მარიამი დერეფანში დარჩა და იქაურობას აკვირდებოდა მეორე სართულზეც იგივე სიტუაცია იყო რაც ქვემოთ იმ განსხვავებით რომ საზინებლებში აშკარად მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ალექსანდრემ კარი რომ გააღო საწოლზე გაშოტილი ბატონი დაინახა გვერდით ვიღაც შიშველი გოგო ჰყავდა . ალექსანდრემ გვერდი აუარა საწოლს სააბაზანოს კარი გააღო და იქედან წყლით სავსე სათლით გავიდა პირდაპირ გადამოაპირქვავა და გაბრიელს თავზე დააცალა. ნეტავ გენახათ რა სახით წამოვარდა ფეხზე,იმდენი უწმაწური სიტყვა თქვა ორ წამში სანამ ალექსანდრე დაინახა ვერ დაითვლიდით .
-სანდროოო ?! ფუ შენი ... აქ რა ჯანდაბა გინდა ამ დროს
-მომენტარე და ჩამოვედი... გაუშვი ახლა სტუმრები და გამიმასპინძლდი დაღლილები ვართ
-გავუშვებ ხო ...აუ რა დამპალი ხარ ტო მეგონა ვიხრჩობოდი . მოიცა გამოვფხიზლდე გაჩვენ...მოიცა ვინ ხართ?
-მე და მარიამი
-მარუსაააა მარუსააა აქ ხარ გოგო?- ზეწარი სულ ააძრო გოგოს და ისე გაავრდა დერეფანში ერთი ხელით წელზე მოხვეული ზეწარი ეჭირა მეორეთი მარიამს ეხვეოდა.ის კიდე თვალებგაფართოებული იდგა -მომენატრეეე ჩიტოოოო
-მომშორდი თუ ღმერთო გწამს ! გეტყოდი მეც მომენატრე-თქო ,მაგრამ ახლა ასე რომ გიყურებ გადამინდა თქმა
-აუუ კაი რა ... გულს მტკენ ბოზ>>>შვილი ვიყო .მოიცა ერთ საათში ყველაფერი მიწკრიალდება - კუსაა ტუსაა აუ ჩემი რა გქვია დამავიწყდა მოკლედ ჩაიცვი რა უცებ და ისინიც აყარე რა მიდი მიდი უცებ მეჩქარება
-ლანა იდიოტო !- გაკაპასებულმა გოგომ ხელი ჰკრა და გიჟივით გავარდა
-რა ეწყინა... დიდი ამბავი ახლა სახელი ვერ დავიმახსოვრე ..გადი ახლა აქედან რას მიყურებ ! ჩავიცვამ და გამოვალ
-სად გავიდე ყველგან ნაგავია ...
-ზღვაზე გაისეირნეთ და მერე დაბრუნდით ...დამლაგებლებს მოვიყვან და მიალაგებენ . მეც გამოვალ
-ეზოში დაგელოდებით!
-რა გაცინებს ნეტავ... თითქოს თვითონ არ აგდია ასე როცა ცალია
-შე ჩემა ამდენი თვე რით ვერ ამოგივიდა ყელში
-საქმე მე არ მაქვს და რა გავაკეთო? ვისვენებ ამდენი სტრესის შემდგე, მაგრამ ეგეც არ მაცადე, გითხარი ვერ გაზლებ უჩემომოდ-თქო და აჰაა
-მონატრებით ვიწვები
-ბოროტოოო
-არანორმალური ხარ შე ჩემა - გაიცინა და კარი გამოხურა
მარიამი პირველი გავარდა სახლიდან . ალექსანდრე სიცილით მიჰყვებოდა უკან
-აქ რატომ ვართ?
-დასვენება მინდა ორი დღით ...თან ეს იდიოტი უნდა წამოვათრიო
-რომ აცადო გართობა არა?
-მჭირდება ... თან რით ვერ გაერთო ღვიძლი დაეშლება ამდენი ლოთობით
-ხო ვნახე როგორც იყო ... პლიუს რამე დაავადებას აიკიდებს უკვე თუ არ აქვს- სახე დამანჭა და სანდროს ხარხარიც გამოიწვია
-კაი ახლა არ თქვა რომ გაგიკვირდა
-უბრალოდ საღორეში ყოფნა და ვიღაც უცხო ხალხის გარემოცვაში უაზროდ დროუს ფლანგვა როგორი დასვენებაა ვერ ვხვდები !
-ღვინო დუდუკი ქალები არ გაგიგია? პროსტა დუდუკს ელექტრო მუსიკა ცვლის და ეგაა რა
ხუთ წუთში ხალხს მიერეკებოდა გაბრიელი. სახლი დაცალა მერე კარი ღია დატოვა და სანდროს მიეჭრა
-წავედით გავისეირნოთ ცოტა...ლუდს ვიყიდი ან რამეს რო გამოვფხიზლდე
-კაიფშიც ხარ ?
-არააა ... ერთი ორი ტაბლეტი გადავყლაპე მეტი არაფერი ! თავი მისკდება ,გამოუზინებელი ვარ და შენ კიდე როგორ გამაღვძე იმენა სადისტი რა .ამდენი ხანი როგორ გაუძელი მარიამ? გამოქცევას ისევ არ აპირებ?
-შენთან წამოვიდეს მერე?
-ხო რა ... მე ხო ასეთი საყავრელი და კეთილი ვარ შე ჩემა შენ კი არ გგავარ
-ხო ეგ სულ საყვარელ და კეთილ ბიჭებს ეძებს თითონაც ბუნებით ეგეთია
-აბა თუ მორჩებით ჩემზე საუბარს...ახლა რომ გიყურებ მგონი მართლა მომენატრე,ცოტა ძაან არა
-ძაან სანდრიკუნას მოვენატრე ხო სანდრიიიიკოოო
-ნუ მეწელები პიდარასტივით ...
-აუუ რა უხეში ხარ შე ჩემა
-კაი არ გამებუტოოო ახლა
-ნახე რა უსმინე მარიამ როგორ მელაპარაკება ...ხო არი ღირსი აქ დავრჩე და სულ არ დავბრუნდე უკან
-რას მეჯუჯღუნები ეჭვიანი ცოლივით ხო ჩამოგაკითხე რა გინდა მეტი?
-ცოტა სითბოოო სიხარულოო
-ახლა ერთბაშად უნდა ამშალოს რაც ამდენი თვე ტელეფონიდან ვერ გაქაჩა და ის კი არ იცის რო დავკეპავ სტეიკივით
-თქვენ რომ იჟღურტულოთ და მე გავისეირნო არ გინდათ?
-აუუ ეს ისევ ისეთი ფეხებზე როგორაა ტო ...
-დარჩი ჩვენ ვილაპარაკებთ და დავბრუნდებით- ალექსანდრემ მშვიდად მიიღო მისი შეთავაზება და გაბრიელი თან გაიყოლა.
მარიამი ტალღებს უყურებდა და როგორც ყოველთვის სულიერ სიმშვიდეს გრძნობდა,თითქოს ყველაფერი ერთბაშად გაქრა. მხოლოდ მარიამი და ზღვა დარჩა !ალექსანდრემ დააბრუნა რეალობაში ,სიტყვაც არ უთქვამს ისე დაუდგა გვერდით და ხედს გახედა,მაგრამ მისი სიახლოვეც საკმარისი აღმოჩნდა ,რაღაც ამოუცნობმა გრძნობამ შეიპყრო
-დამპირდი რომ ერთ დღეს ,როცა მე და შენ ზღვას დავაკვირდებით ორივეს სული თავისუფალი იქნება ,ყოველგვარი პრობლემის გარეშე
-გპირდები რომ ერთ დღეს ყველა პრობლემა გაქრება შენს ირგვლივ, აღარ მოგიხდება თვალის დახუჭვა და თავისუფალი იქნები
-შენ?
-მე სული დავკარგე მარიამ ... ჩემზე არ უნდა იფიქრო მე მანამ გავაგრძელებ ასე ცხოვრებას სანამ არ მომბეზრდება ამქვეყნიური ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. იმედია იქ ,მაღლა ცაში მაინც ვიპოვი ჩემს დაკარგულ სულს
-მინდა შენც ჩემ გვერდით იყო ამ დღეს ...მარტო არ მინდა
-მარიამ არ გინდა
-სულს მოგცემ , ოღონდ დარჩი - იმ წამს შებრუნდა და თვალი გაუსწორა ალექსანდრეს შავ სფეროებს
-ვინ თქვა რომ წასვლას ვაპირებ?
-ალექსანდრე გთხოვ ... ვიცი ,ვგრძნობ,ვხვდები მთელი არსებით რომ ჩვენი დასასრული ახლოვდება და შენ არაფერს გააკეთებ რომ დარჩე ,შენ მხოლოდ იმათთვის მოქმედებ ვინც რჩება
-სულ ტყუილად მთავაზობ ასეთ ძვირფას ..
-ნუ მატყუებ, ნუ ცდილობ თავბრუ დამახვიო ღიმილით და ამ უდარდელი გამომეტყველებით- დასრულება არ აცადა და აიძულა მისკენ გაეხედა ისევ
-შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს და მაინც იძირება გემი როგორც მეფე ამბობს არა?
-შენ გადმოცურავ ზღვას ?!
- შენთან მოსასვლელად? არა ! შენ მე არ გჭირდები ,ზღვამ უარყოფითად იმოქმედა მეგონა დაგამშვიდებდა
-თემას ცვლი ალექსანდრე
-საჭიროა ასე და იმიტომ ...ნუ გაართულებ
-უკვე ყველაფერი რთულადა!
-არაფერია რთულად ...შენთვის სირტულე არ არსებობდა და არც მე გავხდები გადაუჭრელი პრობლემა შენთვის
-იმ ადამიანებს იშორებ ვის მიმართაც გრძნობები გაქვს? ვინც შენი ნაწილია?
- აქ არ მინდა მაგაზე საუბარი , დავბრუნდეთ სახლში დავისვენოთ ცოტა და მერე წავიდეთ
- აქ დავრჩები - სკამისკენ წავიდა და იქ ჩამოჯდა ,სათვალე მოირგო და ისე გახედა მზიან სანაპიროს .
- რატომ არ ელი მოვლენები განვითარებას
-ამჯერად წინასწარ ვხვდები რაც შეიძლება მოხდეს და იმდენად შემაძრწუნებელია ჩემი თვალით დანხული მომავალი,რომ მშვიდად დაცდა არ შემიძლია!
-და მაინც რას ხედავ იქ ასეთს
-შენ ვერ გხედავ !
-რამდენიმე თვეში რომ აღარ ვიქნები შენს ცხოვრებაში ეგ ხომ ისედაც ვიცით
-მითხარი ...მითხარი რომ ასე მარტივად არ დაასრულებ
-ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა მარტივი მისი დასასრულიც შესაბამისი იქნება!
-როგორ შესაბამისი...ყველა შენს საყვარელ ადამიანს ერთად შეკრებ,ყველაფერს დაალაგებ მშობლებს თორნიკეს და ალექსანდრას დაუტოვებ , გაბრიელს უკან დააბრუნებ თორნიკეს რომ დაეხმაროს და დასასრულამდე ელიზაბეტს გააბედნიერებ? დათოს დაეხმარები ,მის ცოდვებსაც გამოისყიდი და შეუცვლი ცხოვრების გზას?
-აი ხომ ხედავ ტყუილად ვსაუბრობთ...მაინც ყველაფერი იცი
-ვინმე ხომ არ გავიწყდება
-არა , მე არავინ მავიწყდება
-ხოო?
-ხო მარიამ ,არავინ მავიწყდება
-ანუ მეც შენთან ერთად ვასრულებ? !
-შენ დასასრულამდე ძალიან დიდი გზა გაქვს ,მაგრამ ბოლოს ჩემთან მოხვალ მაინც იქ რამე საქმეს ვიპოვი იმედია შენს ამოსვლამდე
-გთხოვ ...გთხოვ ალექსანდრე - მის წინ იდგა და ამღვრეული თვალებით უყურებდა. ალექსანდრე ქვემოდან უცქერდა ჩვეული ღიმილშეპარული მზერით ,მშვიდი იყო ბატონი-არ გინდა
-მინდა ...თან ძალიან !
-შეუძლებელია .სისულელეა ნუთუ ვერ ხვდები რომ არ შეიძლება ,როგორ ..როგორ შეიძლება ეგოისტი ხარ ! ნამდვილი ეგოისტი
-რამე უნდა ჩაიფიქრო იცი? პირველად კარგავ საკუთარ თავს და გიჟდები მგონი !წავალ მე ... დამშვიდდი დაიბრუნე ჩვეული მშვიდი სახე , დაალაგე აზრები და დამშვდებული დამიბრუნდი !
-საშინელი ადამიანი ხარ, უგულო! მე არ ვარ ასეთი
-ხარ ... უბრალოდ მე ვარ შენთვის „გრძნობა“
მარტო დატოვა მარიამი, რომელსაც ფიქრი დამშიდების ნაცვლად უარესად აგიჯებდა. ტვინში ქაოსი ჰქონდა, გული ცუდს უგრძნობდა, ინსტიქტი საშინელებას კარნახობდა აღარ იცოდა რა მოხდებოდა ვერ მშვიდდებოდა , ვერ ალაგებდა აზრებს ტირილი უნდოდა, ბოლო ხმაზე ყვირილი და მშვიდი ზღვაც კი უფორიაქებდა სულს.დიდი ტალღების ნახვა სურდა,ისეთივე ქარიშხალის როგორიც მის სულში ტრიალებდა ,აგიჟებდა მშვიდი ტალღები თითქოს ზღვამაც დატოვა და სრულიად მარტო დარჩა.
სახლში რომ დაბრუნდა სიტყვაც არ დაუძრავს ალექსანდრესტან. გაბრიელს ესაუბრებოდა. ბატონმა ჩემი მანქანა დაიმტვრა და თქვენ უნდა გამოგყვეთო ამიტომ ალექსანდრეს მანქანაში მოთავსდდა და მთელი გზა არ გაჩუმებულა. მარიამიც აიყოლია და გონებიდან გაუქრო ფიქრები.
-რა ნელა ატარებ შე ჩემა...სახლამდე ხო კიდე დრო მჭირდება აუუ ღამე სიარულის როგორ მეშინიაა ვინმემ რომ გამიტაცოს და იძალადოს მერე?
-ნუ ღელავ ...ჩემთან მოდიხარ
-რას ნუ ვღელავ შენთვის...სად მოდიხარო ამან?
-ჩემთან მოდიხარ,სწორად გაიგე ! იქ მჭირდები და ვეღარ დაგმალავ გაბრიკო
-აპოკალიფსი ახლოვდება თუ რა დედ...ტყვნ... რა მინდა შენთან ,რა გჭირდება თორნიკე არ გყავს ?
-დამშვიდდი ... სულ კი არ გამოგკეტავ გაგიშვებ მერე
-მარიამ ამოიღე ხმა ..რამე უთხარი რა მინდა ამასთან ახლა მონად გამიხდის აქამდე ათაში ერტხელ მაკიტხავდა საქმეზე ახლა ყველაფერს მე გაამკეთებინებს ეს სულით თავადი ეს...კიდე ბატონყმობა რომ ჰგონია ტო
-მოვედით და შეეცადე გოგონები არ გადამირიო!
-ის ორი? თიკუნა და ლიკუნა? გათხოვილები არ არიან ხო?
-არც იფიქრო !
დაცვა მაშინვე სტარტტზე დადგა, გოგოენბიც ეზოში შეეგებნენ სახლში შესვლისას კი ძიძა დახვდათ ბავშვით ხელში აი იქ კი გაბრიელი უნდა გენახათ
-ჩემი გოგოოოო, როგორ იქცეოდა პრინცესა?
-კარგად... არაჩვეულებრივად
-ძალიან კარგიი ...ახლა ხომ უნდა ეძინოს/ წაიყვანე ...გოგონებოო შეგიძლიათ თქვენც წახვიდეთ თავისუფლები ხართ ხვალამდე

-არ მითხრა რო შენია
-მარიამის ბავშვია ...იმდენ ხანს არ ჩამოხვედი იმშობიარა კიდეც
-სულ შეიშალე სანდრო? რა მარიამის ბავშვი ... აუუ მარიაამ მითხარი ვისია თორე მოვკლავ ამას . რა საყავრელია სულ პატარააა
-თორნიკეს შვილია თავად იმიტომ არ არის რომ ავარიაში მოხვდა და დამტვრეულია ამ და სხვა სიახლეებზე ალექსანდრე მოგახსენებს უფრო ვრცლად მე კი მომიტევეთ დასვენება მინდა თქვენი ნებართვით
-მიდიხარ ტო? აბა ამასთან რა მინდა აქ ხო არ დავრჩები მართლა ...არ გინდა მარუსა შენთან შემიფარო? იქ მეორე ოთახიც ხომ არის ?
-არა არ მინდა
-დაფიქრდი მაინც... იცი როგორი ჩუმი მეზობელი ვიქნები? ღამე მე არ ვხვრინავ და აქ ქალებს ხო ვერ მოვიყვან კვნესამ რომ შეგაწუხოს ... საწოლი არ იჭრიჭინებს და არაფერი მსგავსი
-ისეთი მშვიდი ყოფილხარ ბარემ გვერდით მიუწექი ...
-ამას ენას ამოვაცლი...რა ნოტაზე მელაპარაკება ვაფშე თუ უსმენ
-გაარკვიეთ თავად ...მე მივდივარ და როგორმე მოთავსდდი ამხელა სახლში
-ამის დედა ვატირე იმაზე ხარ გაბრაზებული და მე მიბღვერ? მე რა დავაშავე
-და მე რა დავაშავე რო?
-აბა მე დავაშავე?
-ღმერთო ჩემო ...თორნიკე შენღა აკლიხარ და შესანიშნავი სამეული შეიკრიბება ! - მარიამმა ჩაილაპარაკა და სახლიდან გავიდა.
გაბრიელი მართლაც გადაბარგდა, მეორე სართულზე დასახლდდა და მოიყო თავისი იმპერია. ძირითადად ალექსანდრესთან ერთად იჯდა კაბინეტში .გარეთ რომ გამოვიდოდა თიკუნას და ლიკუნას ურევდა თავგზას,ისინიც გათიშულები დააბოტებდნენ და ლამის მთელი ჭურჭელი შესწირეს გაბრიელის სიგიჟეს.
ერთ დღესაც თორნიკესთან წავიდნენ. აი ასე განუცხადა ალექსანდრემ ბარგი ჩაალაგეთ პრინცესა ალექსანდრა მამიკოსთან მიგვყავსო და წავიდნენ. რამდენიმე საათიანი მგზავრობა როგორღაც გადაიტანა, შემდეგ სასტუმროში დაბინავდნენ ბავშვი მოაწესრიგა მარიამმა და პირდაპირ საავადმყოფოს მიაშურეს. საწოლზე გაშოტილი თორნიკე ტელევიზორს უყურებდა ალექსანდრე რომ შევიდა
-გაგიტკბა ხო წოლა და უმაქნისობა
-სანდრო ჩამოხვედი? ბავშვი ...მოიცა ბავშვი არ წამოიყვანე?
-მე არც არავის ვახსოვარ ... ანუ მხოლოდ ბავშვი გინდოდა ხო?
-კაი რა სანდრო...ნუ მაწვალებ
-მამიკოს ნახვის დროა პრინცესა ...- მარიამის ხმა გაიგო და შევიდა კიდეც ბავშვით ხელში. ისეთი თვალებით უყურებდა ბავშვს წამოდგომა რომ შეძლებოდა ალბათ წამი არ დასჭირდებოდა მის ასაყვანად. მარიამმაც არ აწვალა და პირდაპირ მის მკლავებში მოათავსა ქალბატონი ალექსანდრა.
-მოეფერე ,დაღვარე ცრემლი მიდი რას ელოდები ნუ გერიდება თირნიიიი
-გააჩუმე მარიამ ეს კაცი რა ! - ბურდღუნით თქვა ისე რომ ბავშვისთვის არც მოუშორებია მზერა. ფრთხილად ეფერებოდა,კოცნიდა და გულმოდგინედ სწავლობდა მის თითოეულ ნაკვთს, ქცევას და იმ ბგერებსაც კი აკვირდებოდა გაღვიძების შემდეგ რომ გამოსცემდა.
-საოცრებაა...როგორია ..როგორი უცხო შეგრძნებაა
-ძმისშვილი როა მაგ მხრივაც კარგი შეგრძნებაა ,მაგრამ შვილი ალბათ სხვა განზომილებაა
-გამორიცხულია ,ვერ გაგატანთ . მეც უნდა წამოვიდე ან თქვენ დარჩეთ
-ერთი კვირით დავრჩებით და მერე ერთად დავბრუნდებით!
-რა თქმა უნდა, წინასწარ იცოდი
-შენი ფიქრების გამოცნობა არც ისე ძნელია...მე გავალ ექიმს ვნახავ ,მარიამ გამომყევი რომ გავიგო რას მეტყვის თორე ამ სამედიცინო ტერმინოლოგიის არაფერი გამეგება.მალე მოვალთ და იცოდე ბავშვს არაფერი დამართო
-გადი რაა
-ოოოჰ მიბღვერს , მამა ვარო და დიდი ჰგონია თავი !
დერეფანში რომ გავიდნენ და თორნიკეს პალატას მოშორდნენ მარიამი გაჩერდა
-რა ხდება?
-თორნიკესაც უკან აბრუნებ? ერთ ტერიტორიაზე გინდა ყველა გყავდეს ,ალბათ ელიზაბეტსა და დავითს მიიპატიჟებ ახლო მომავალში!
-ვნახოთ...ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით საჭიროება არ დგას
-არც მეინააღმდეგები?!
-რა საჭიროა
-ორი მიზეზია შეისაძლოა უბრალოდ აზრი არ აქვს რას მეტყვი ან მართალი ვარ
-ორივე დასაშვებია !
ექიმის ვინაობა და კაბინეტის ადგილსამყოფელი რომ გაარკვიეს ლიფტში შევიდნენ და საჭირო სართულს მიაშუარეს. კაბინეტთან რიგი დახვდათ და რამდენიმე წუთი იქ დგომა მოუხდათ . სკამებზე ისხდნენ მარიამის მიმართულებით ვიღაც რომ წავიდა , ალექსანდრე კარგად ხედავდა მარიამი კი ბროშურას კითხულობდა და ლამის წამოიკივლა ბიჭი რომ აესვეტა წინ
-ქალბატონო მარიამ
-შოთა ... შენ ხარ ?
-ჰმ, რადგან მცნობ ე.ი ძალიანაც არ შევცვლილვარ ამ სამი წლის განმავლობაში არადა მეგონა ნაკლები 40 კილო შემცვლიდა ! შენ სიევ ისეთი ხარ ,ზუსტად ისეთი
-როოგორ ხარ არ გკითხავ, კარგად გამოიყურები
-გმადლობ...აქ რას აკეთებ? გასაუბრებაზე ხარ თუ პაციენტის ნათესავი ხარ?
-მე მეგობართან ვარ ... შენ აქ მუშაობ ?
-ხო ნუ ამასაც თუ მუშაობა ჰქვია ... ხელფასი არ მაქვს ასე ვთქვათ ამყურებელი ვარ . სტაჟირებაზე ვიქნები რამდენიმე თვე და მერე იმედია ამიყვანენ... ჩვენთან რა ხდება სხვა? რამდნეიმე კურსელს კი ვეკონტაქტები ,მაგრამ შენ ვერსად გიპოვე
-კარგად არ ეძებდი ალბათ ... უკაცრავად რომ გეჩრებით ,მაგრამ ჩვენი რიგია და უნდა შვეიდეთ-ალექსანდრემ ხელი მოხვია მარიამს ბიჭს გააცალა და კაბინეტის კარიც გააღო. -შენ და შენმა ნაცნობებმა კლინიკასთან მიახლოება შემაძულეს უკვე...ან გოგო არავინ სწავლობდა კურსზე?- ისე უცებ უთხრა სანამ ექიმს მიესალმებოდა თითქოს დრო ზუსტად ჰქონდა გათვლილი.შემდეგ ექიმს გაუღიმა,მიესალმა და სავარძელში მოთავსდდა. მარიამი ყურადღებით უსმენდა ექიმს და ბოლოს შეთანხმდნენ კიდეც მკურნალობის გაგრძელებაზე. ერთი კვირის შემდეგ გადაყვანაზეც ისაუბრეს და წინასწარ განსაზღვრეს თორნიკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კაბინეტის დატოვების შემდეგაც შეხვდათ შოთი,ამჯერად ბიჭთან საუბარი გააგრძელა და დაასრულა კიდეც როგორც ნორმალურ ადამიანებს შეეფერებათ. ალექსანდრე ადგილიდან არ იძვროდა სანამ ბიჭი არ წავიდა
-არა მაინც ყველას როგორ იცნობ...
-შენ არ უნდა მეუბნებოდე მაგას
-ამასაც ხო არ მოსწონხარ?
-რომელი ადრიანა ლიმა მე ვარ ? !
-მეც მაგას ვფიქრობ ,მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ...ჭკვიან ბიჭებს შენნაირები მოსწონთ და არა სექსბომბი უტვინო ქალები ისე შენ ერთი გიორგიც გეყოფა თაყვანისმცემლად...სად დაგეკარგა რა წესია ცოტა ვერთობოდი ,ბოლოს ისე ესაუბრე მგონი სამუდამოდ გაუტეხე გული
-შეგიძლია ჩანაწერები გააკეთო ჩემს სასიყვარულო ამბებთან დაკავშირებით და გამოაქვეყნო შემდეგ ისეთი ინტერესი გაგაჩნია ჩემი პირადი ცხოვრების მიმართ!- ჩვეული უემოციო სახით უთხრა პალატის კარი გააღო და თორნიკესთან შევიდა. ბავშვი ისევ მკლავებში ჰყავდა მოქცეული და უყურებდა
-თავისით დაეძინა...ნორმალურია ეს ? იქნებ დაიღალა მგზავრობის დროს
-იმდენს დარბოდა თვითმფრინავში დაიღლებოდა აბა რა ... სულ ძინავს_თქო რომ გეუბნებოდი არ გესმოდა თუ არ მიჯერებდი !
-აქაც ხო არ მივიყვანოთ პედიატრთან მარიამ? -ალექსანდრეს ყურადღება არ მიაქცია და ისევ განაგრძო ჩაფიქრებული გამომეტყველებით საუბარი
- აქამდე რომ ჩამომეყვანა მილიონი კაცი მოვქრთამე ეს უსაბუთო თიტქოს არარსებული ბავშვი რომ ვაფრინე ...კანონიერად არც არსებობს პრინციპში. მალე უნდა დაბრუნდე და კანონიერად მოვაგვაროთ ყველაფერი თორემ ასე კარგი არაფერი მოხდება !
-იმდენს იზამ სახელს გადავარქმევ
-თინას დაარქმევ ხო? მოგეწონა იდეა მაშინვე და არ აღიარე
-გაბრიელი დიდი ხანია შენთან ცხოვრობს?
-არ მითხრა დამირეკა და მეჭორავაო
-კინაღამ გადმოძვრა და მომკლა როგორ არ მითხარი შვილი თუ გყავდაო და შენ მანდ დალეწილი ეგდეო იმდენი სიტყვა თქვა ვერ დავიმახსოვრე ..მაგაზე უნდ ავისაუბროთ !
-მერე ..რომ დავბრუნდებით სამშობლოში ! აქ ქვეყნის საიდუმლოებას ვერ გავამხელ
მთელი კვირა ერთად გაატარეს, მარიამი ალექსანდრე და ბავშვი . ერთად სერნობდნენ, ღამეც კი არსად გადიოდა ალექსანდრე, მხოლოდ საავადმყოფოში ჩერდებოდნენ და მამა-შილს ერთად ტოვებდნენ მანამ სანამ თორნიკე ბავშვის დატოვებას შეძლებდა. შესაძლოა დუმილში გაეტარებინათ მთელი დრო ,მაგრამ უბრალოდ სიჩუმე მაინც არ სუფევდა მათთან.
თორნიკემ ბოლო გამოკვლევები ჩაიატარა ,კლინიკა ერთად დატოვეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. ყავარჯნებით უწევდა გადაადგილება და ბავშვს ვერ იჭერდა ,მაგრამ არ ადარდებდა . სახლში შესვლისთანავე გაბრიელი შეეგებათ ,თიკუნა და ლიკუნა ცრემლის ღვრით მოეხვივნენ თორნიკეს . ბოლოს დაბინავდა და მეორე დღიდან ყველანი საქმეში ჩაფლულები იყვნენ.
დავითის მოქმედების ჯერი დადგა, დაიწყო პიარი და აღარ დასრულდა. ერთი თვის განმავლობაში რეიტინგი საიკმაოდ აიმაღლა, უკვე ყველა მასზე ლაპარაკობდა ,ხალხის ნდობა ვერ მოიპოვა ,მაგრამ ირაკლის მიმართ ეჭვი გაუჩნდათ. საქმე რომ მიმდინარეობდა და რწმუნდებოდნენ დავითის სიმართლეში თითქოს გადაწყვეტილებაც მიიღეს. ირაკლი ყველაფერს აკეთებდა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ყოველი მოგებული ბრძოლა ფუჭი აღმოჩნდა.
არჩევნები მოახლოებული იყო, სულ რაღაც ერთი დღე და პასუხი ეცოდინებოდათ. დავითი და ალექსანდრე მობილურით საუბრობდნენ მხოლოდ. ელიზაბეტი რამდენჯერმე ესტუმრა ,მაგრამ დიდხანს არ ტოვებდა დავითს მარტოს.
-დილამშვიდობისაა - გაბრიელი კიბეზე მორბოდა როგორც ყოველთვის კარგ განწყობაზე იყო. მარიამს მოეხვია და ლოყაზე ხმაურით აკოცა- მარუსაა რა ლამაზი ხარ დღეს? ალექსანდრეს ისევ ძინავს და თოკუნოვნა სად არის ხომ არ იცი?
-ალექსანდრა ჰქვია ჩემ შვილს და ნუ ეძახი ამ სულელურ სახელებს !
-ოოოჰ მამიკონააააა ვიცავთო პატარა წერტილსო? ისე წერტილი კი არა კარგი ფუმფულა გოგოა უკვე
-ბავშვს არ მიეკარო თუ ღმერთი გწამს...უკვე ესმის ,ხედავს და იგებს შენი არც დანახვაა სახარბიელო და მითუმეტეს არც მოსმენა ,მოსმენილის გააზრება ხომ საერთოდ
-გულს მტკენ თოკუნა ... ის ბიჭი სადაა კიდევ რა. ღამე ეგ არ ერთობა და რა აზინებს ამდენ ხანს!
-მერე რა რო არ ერთობა არ ძინავს მაინც...ისე ხომ კარგადაა ,შენთვის არაფერი უთქვამს?
-მე შენ გეკითხბეი შე ჩემისა რა სჭირს შენს ზმას თქო და შენ იქეთ მეკითხები? მარიაააააამ
-რა ხდება... რა გაღრიალებს
-მოდი ჩვენთან ქალბატონო მოდიიი - ხელი დაუქნია და როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე გვერდით მიისვა ,ჩურჩულით დაიწყო საუბარი კარგი ჭორიკანა ქალივით- შენ გეცოდინება ალექსანდრეს რა სჭირს
-რამე სჭირს და არ ვიცი?
-გოგოოო მთელი ცხოვრებაა მგონი ვიცნობ და ამმდენი ხანი კლუბის,,გართობის და მითუმეტეს ქალის გარეშე არ ყოფილა არასდროს! ავადაა ? რამე აიკიდა დავიჯერო ?
-კარგი ეს აფრენს და შენ რაღა დაგემართა თორნიკე?
-მე? არაფერი რა დამემართა უბრალოდ მეც მიკვირს ალექსანდრე ქალთან საუბარში არ ატარებდა ღამეებს და შენც კარგად იცი ეს!
-ტქვენ ორი ეჭვიანობას ჰყავხართ შეპყრობილი !
-მიდიხარ?- მარიამი რომ ადგა ორივემ შეიცხადა, ქალბატონმა კი სიტყვის თქმა აღარ იკადრა. ალექსანდრეს საძინებლისკენ მიდიოდა ,დერეფანშივე გაიგო მისი ხმა
-როგორ მიხდვა ვინ იყო ჩამშვები ...აშკარად ცრუ ინფორმაციას მაწვდით ! ან შენ ხარ მოღალატე ან ის მიხვდა ყველაფერს და მეტამაშება! ხომ იცი ჩემი ბიჭები გესტუმრებიან ... კატო? როდის მივიდა და რა დროს წამოვიდა ! ამოღერღეეე ისე ღრიალებდა მარიამს დანახვაც არ სჭირდებოდა ზუსტად იცოდა როგორი მზერა ჰქონდა. საძინებელში რომ შევიდა აივნის კართან მდგომი დაინახა. ოთახში დადიოდა და ისე ლაპარაკობდა, მერე აივანზე გავიდა და მოაჯირს დაეყრდნო,მობილური უკვე გათიშული ჰქონდა და ხელებს რკინის მოაჯირს უჭერდა.
-რა მოხდა?
-კატო მიწერე ჩემი მობილურიდან ერთ საათში აქ გაჩნდეს !
-რა დააშავა ?!
-ჯერ არ ვიცი...რომ მოვა გავიგებთ!
მარიამმა შეტყობინება გააგზავნა და ალექსანდრეს გვერდით დადგა.
-გგონია გიღალატა?
-იმას ჰგონია რომ მალე მიღალატებს , მაგრამ ვერ მივართვი! ერთხელ იეჭვიანა და ეგრევე მყიდის აზრზე ხარ? - მარიამს გახედა და სიცილი დაიწყო-ნეტა რას ფიქრობს ირაკლის რომ შეეკრება მერე შემიყვარდება თუ შენ მოგიშორებს
-იქნებ უბრალოდ ირაკლის დაგებულ მახეში გაება
-რომ გაება მაგაშია საქმე !
-უსეცდომო არავინაა... მოუსმენ იმედია
-რა თქმა უნდა მოვუსმენ ,თუმცა ვერდიქტი დიდი ხანია გამოტანილი მაქვს !
-რას გულისხმობ?
-კატერინას დრო ამოიწურა !
-უყვარხარ, გაღმერთებს ... ნორმალური არაა მისი გრძნობა შენს მიმართს გაითვალისწინე სანამ თავიდან მოიშორებ,დამიჯერე მიტოვებული ქალი ძალიან საშიშია!
-მე რომ დავიღალე? ვეღარც ვერთობი უკვე, გული მერევა ყველაფერზე და დასვენება მინდა !
-კარგი,როგორც შენ გადაწყვეტ უბრალოდ იფიქრე !
-ვიფიქრე უკვე და გადავწყვიტე,ისე ნუ მექცევი როგორც სულელეს. კარგად ვარ, თუ შენც გგონია რომ ცუდად ვარ და იმიტომ აღარ ვგულაობ-ჩაიცინა და ზემოდან დააცქერდა მარიამს
-მიზეზი შენც არ იცი და მე რა უნდა ვიფიქრო ალექსანდრე?
-არ ვიცი? რატომ გგონია რომ არ ვიცი?
-ერთია როცა რაღაცის სურვილი გეკარგება და მეორეა მიზეზი რის გამოც სურვილი ქრება ! შენ მხოლოდ ის იცი რომ სურვილი არ გაქვს ,რატომ არ გაქვს მაგაზე გიფიქრია?
-ფიქრის გარეშეც შესანიშნავად ვიცი !
-აქ შეხვდები კატოს?
-ხო ...აივანზე ამოიყვანონ! დათას ხომ არ დაურეკავს
-არა ... არაფერი ისმის
-კარგი ...იმედია სწორად მოიქცევა
-გგონია რომ მოვიდეს თორნიკე მიიღებს? ასე პირდაპირ ჩაიკრავს გულში ?
-არა ,მაგრამ როცა დრო მოვა ერთმანეთის გვერდით იქნებიან
-დრო ... დრო რომ მოვა ,როდის მოვა ეგ დრო
-არ ვიცი ,გეფიცები არაფერი ვიცი რატომ არ გჯერა მარიამ !
-არც მე ვიცი რატომ ,უბრალოდ ვგრძნობ ! ჩემი წინათგრძნობა არასდროს ცდება ახლა კი საშინელებას მკარნახობს - თვალებში უყურებდა სანდროს ,მაგრამ ყელში მოწოლილი ბურთი რომ იგრძნო მზერა აარიდაჰორიზონტს უყურებდა, ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა ,მოაჯირს ხელებით დაეყრდნო თავი დახარა და მზერა საკუთარ ხელებზე გადაიტანა.
-შენ მარტო ხარ, არავინ გყავს და საშინელება შენთვის არ იარსებებს სანამ თავად არ შეგეხება ვინმე ან რამე ,შენი წინათგრძნობა ცდება!
-მატოობა რთული გრძნობაა შეიზლება უამრავი ადამიანი გყავდეს და მაინც განიცდიდე, რეალურად არავინ გაგაჩნდეს შენ კი მაინც გრძნობდე მას გრძნობდე და ყველა შენი არსებული გრძნობაც მასთან იყოს დაკავშირებული!
-შენი გრძნობა არავის უნდა დაუკავშირო,თავს დაიღუპავ მარიამ !
-და რა მოხდება მერე ...
-ყველაფერი ფუჭად ჩავლილი იქნება, ყველა შენი გადატანილი ბრძოლა უაზრო და უფუნქციო!
-როგორ მეუბნები მაგას როცა შენ ბრძოლა ყველაზე დიდ მტერსაც კი ვერ გამოუცხადე, ერთდროულად მრავალ ფრონტზე იბრძვი იმის ნაცვლად რომ საკუთარი თავი დაამარცხო !
-ბრაზი შენს თვალებში მართალია ცეცხლს ჰგავს ,მაგრამ ახლა მაგ ცეცხლით დაწვა არ მაწყობს !
-მიბრძანე და ბრაზს გავაქრობ ,არ გინდა?
-გეყოფა !
- ბოლო დროს ყველა საუბარს შენი „გეყოფა“ ამთავრებს, ხვდები ?
-ვიცი!
-მე კი მგონია რომ აღარაფერი იცი სანდრო , რადგან ბოლოს როდის იფიქრა აქ არსებულმა ალექსანდრემ აღარც კი გახსოვს! - თითი თავზე მიადო და თვალების ბრიალი განაგრძო. ალექსანდრემ ხელზე თითები მოუჭირა და თავიდან მოიშორა
-ფიქრობს...ფიქრობს ეგ ალექსანდრე ,მაგრამ კარგას არაფერს და თუ არ გინდა რომ ჩემი ბედი გაიზიარო უბრალოდ გაჩერდი!
-არასდროს გავჩერებულვარ ჩემი დუმილიც კი ყველაზე დიდი მოქმედებაა და ახლა მითუმეტეს არ შევჩერდები ,არც იფიქრო მაგაზე, ოცნებაც არ გაბედო !- ხელი გამოგლიჯა მათ შორის შემცირებული მანძილი დაარღვია და იქაურობას გაეცალა.
რამდენიმე წუთში კატერინა გამოჩნდა ,მისი აღმატებულება გახარებული მიაბიჯებდა ეგონა როგორც იქნა ალექსანდრეს გავახსენდიო და დაფრინავდა კი არ დადიოდა. როგორც კი ავიდა მასთან მაშინვე მოეხვია და კოცნა დააპირა ,ალექსანდრემ ისე მოიშორა ფაქტობრივად შეხებაც ვერ მოახერხა.
-სანდრიიი როგორ მომენატრეე რომ იცოდე
-ჩემს მონატრებას როგორ იკლავდი? უფრო სწორად ვისთან
-სანდრო რას ამბობ ...ხომ იცი რომ მე არასდროს
- მე მხოლოდ ეს ვიცი და შენ რას მეტყვი ?- ფოტოები დაუდო წინ როგორ მივიდა, როგორ მივიდა ირაკლისთან, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს და როგორ წამოვიდა
-და ჩემი სადღაც სიარული როდის გახდა შენი ღალატი ?
-ამ კაცთან მისვლა ყველანაირი ღალატია რაც კია რსებობს და არც ის გამიკვირდება საყვარლის გამოცვლა თუ მოგინდა , მართალია გაწბილებული დარჩებოდი და ისევ რომ მოხვედი არ მიკვირს ,მაგრამ ისიც ხომ ვიცი იქ რატომ მიხვედი !
-ნუ ყვირი გთხოვ აგიხსნი ხომ შეიძლება რომ დამაცადო
-დაგაცადო? რა უნდა დაგაცადო დეტალებს მომიყვები როგორ ჩაუწექი ლოგინში იმ ნაბიჭვარს და დამამცირე თუ სამომავლო გეგმებზე მიამბობ
-სანდრო გულს მტკენ ... როგორ შეგიძლია მსგავსი რამ დამაბრალო როგორ შეგიძლია მას მერე რაც გამიკეთებია იმ ყველაფრის მერე რაც შენთან ყოფნის გამო ამიტანია ამას როგორ მეუბნები არ გრცხვენია სანდრო ? ნუთუ სულ არ გებრალები
-ეს ცრემლებიც ყოველთვის დროულად როგორ მოდის ჰა? რამე საშუალებას იყენებ კატუშა? მიდი მიდი იტირე ... დასასრულში ტირიან ხოლმე
-სანდროო გთხოოოვ არ გინდა გევედრები სანდრო ხომ იცი უშენოდ მოვკვდები არ შემიძლია გავნადგურდები სანდრო
-მაგაზე ადრე უნდა გეფიქრა მე და შენ კარგად ვიცით როგორ დავიწყეთ და ისიც იცოდი რატომ დავასრულებდით !ვისთვის მიპატიებია შენ რომ გაპატიო... განა მე გაძალებდი რამეს ? მე გაიძულე თავის დამცირება? გინდოდა და აკეთებდი ყველაფერს, მზად იყავი ,გიღირდა და იტანდი! არც გაგაჩნია თავმოყვარეობა მე გინდოდი და იღებდი იმას რაც გინდოდა მაგრამ მორჩა ახლა შეგიძლია იპოვო ვინმე ვინც გაგარმერთებს ხომ ელოდი სულ სიყვარულს ჩემგან ხოდა ახლა იპოვე სხვა ... ათასობით ვინმე გიჟდება შენზე ირაკლი თუ არ მოგეწონა კაცები დაილია?
-ცინიკოსო როგორ ვერ გიტან რომ იცოდე...რომ იცოდე როგორ მეზიზღები შენც და საკუთარი თავი . იმ დღეს ვწყევლი შენ რომ დაგინახე და გამაგიჟე სულ მთლად გამაგჯე მერჩივნა იმ დამპალ ნარკოტიკს მოვეკალი ვიდრე შენთან დამეკავშირებინა ცხოვრება ... მერჩივნა რადგან დოზის გადამეტებით უცებ მაინც მოვკვდებოდი შენ გარეშე ...შენ გარეშე წამებაა ...წამებალა სანდრო . გთხოვ სანდრო არ გინდა გთხოვ ,გემუდარები მე მე დიდხანს არ გამოვჩნდები საერთოდ წავალ უბრალოდ...უბრალოდ მითხარი რომ არ მორჩება და
-სხვა ნარკოტიკი იპოვე! მე ამოგიყვანე იმ წუმპედან და ახლა შენ იცი თუ გინდა ისე იქ დაბრუნდე სადაც იყავი შენი ნებაა ... კარგად იცი რომ მე და შენ ყველაფერზე შევთანხმდით თავიდანვე იცოდი რაც გელოდა ხომ ასეა...სიტყვ არ დამირღვევია ! ყველამ იცოდა რომ ჩემი ცოლი შენ გახდებოდი შენს ადგილას არავინ დამიყენებია და საერთოდ აღარ მინდა ამდენი ლაპარაკი ...იმედები გამიცრუე არადა მეგონა გიყვარდი და თურმე თავიდან ვიყავი მართალი რომ არ მჯეროდა ..ბოლოს მაინც გამყიდე !
-არა ... არაა ტყუილია .მე არასდროს ....არასდროს მიღალატია ირაკლის უნდოდა ჩემთვის გონება აერია..შენი განადგურება უნდა იმას ჰგონია რომ თუ დამარწმუნებს არ გიყვარვარ გაგანადგურებ ... მამაჩემმა დამავალა მასთან მისვლა მე არც კი ვიცოდი თავიდან რა უნდოდა.ის სახლი დედამისის სახლია და იქ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო . მე ვაპირებდი შენთან მოსვლას და თქმას რომ აპირებს მახე დაგიგოს ...გეფიცები ვაპირებდი უბრალოდ მეშინოდა რომ გაბრაზდებოდი და არ მიმიღებდი - ისევ იატაკზე დამხობილი ლაპარაკობდა, ტირილისგან დაწითლებული, დაბინდული თვალებით უყურებდა აივნის ბოლოში მდგომ ალექსანდრეს და ცდილობდა ცრემლები მოეწმინდა. თვალებიდან ტუში ჰქონდა ჩამოსული და ლოყეზე შავი ზოლები . ალექსანდრემ სიცილი დაიწყო და მისკენ დაიძრა,მკლავში წვდა რომ წამოეყენებინა და სავარზელში ჩასვა
-რაო ? შენი გამოყენება უნდა ჩემს გასანადგურებლად მაგ ჭიაყელას? რა საცოდავია ღმერთო ქალს იყენებს ჩემს წინააღმდეგ ...მერე შენ რა უპასუხე
-არაფერი...ისე მოვიქეცი თითქოს ეჭვი შემეპარა შენში და ცოტა დრო დამჭირდებოდა შენს გასაყიდად
-მერე რას უცდი? რატომ არ შეეკარი ბატონ ირაკლის? არ გინდა რომ მომკლა?
-შენი მოკვლა ჩემი ხელით არც მას უნდა...სკანდალი სურს მხოლოდ და შენი პირადი ცხოვრების გააშკარავება ფართო საზოგადოებისთვის მამაშენი რომ დაამციროს და კიდევ ათასი რამ დაგაბრალოს. ამ ყველაფრის გაკეთება ჩემი ხელით უნდა ,როგორც გაგიჟებული ქალის
-მერე მართლა გაგიჯებული და მიტოვებული არ ხარ კატიუშა? რაღას ელოდები?
-სანდროოო ხომ იცი რომ შენ წინააღმდეგ არაფერს გავაკეთებ ...არასდროს
-ძალიან ცდები ...ყველაფერი უნდა გააკეთო .მე ხომ თავიდან გიშორებ ,გტოვებ მარტოს ჩემ გარეშე შენს ავხორც ვნებებთან და სურვილებთან - ყელზე მოუჭირა თითები და თავი ააწევინა მერე ტუჩებთან დაიხარა თითქოს კოცნას აპირებდა , ქალი სურვილისგან იწვოდა ,მაგრამ არ აკოცა
-მაკოცე ....სანდრო რასაც გინდა იმას გავაკეთებ უბრალოდ მაკოცე - კრუნჩხვაში ჩავარდნილს ჰგავდა,მთელიი სხეული უკანკალებდა თვალები დაუწითლდა და ტუჩები ლამის დაიჭამა
-ყველაფერს?
-ყველა...ფერს - ხელების მოხვევა სცადა მაგრამ მარტივად მოიშორა სანდრომ
-არაფერი რომ არ მინდა? -გასწორდა და უკან დაიხია - როგორ მოვიქცეთ კატიუშა?
-რატომ ...რატომ ახლა , ვინმე გიყვარს? გინდა თავისუფალი იყო ?
-შეგიძლია მიზეზებზე სხვა დროს და სხვა ადგილას იფიქრო, ახლა კი შენი წასვლის დროა
-დამშვიდობების უფლებაც არ მაქვს?
-ბოლო სექ** არ მინდა ! რა იცი რა ხდება იქნებ და ერთ დღეს ისევ მომინდე
-ალექსანდრე ...
-არ გინდა ...ახლა აზრს არ შევიცვლი ! მორჩა ,ყველაფერი დასრულდა !
წავიდა...ბოლოს დანებდა და წავიდა. მარიამი ფანჯრიდან უყურებდა აივანზე მყოფ წყვილს .ერთი სიტყვაც არ გაუგია ,მაგრამ ნანახიც საკმარისი იყო. შეხედა ქალს რომელიც შევიდა სახლში და რომელიც გამოვიდა , თითქმის არაფერი ჰქონდათ ერთმანეთტან საერთოდ.პირველი სიხარულისგან დაფრინავდა, მთელი სხეულით სიცოცხლეს ასხივებდა ,მეორე კი მილასლასებდა, მომაკვდავს ჰგავდა,რომელიც ბოლო წუთებს ითვლიდა .
უყურებდა აივანზე მდგომ ალექსანდრეს , სიგარეტის კვამლში ჩაფლულ მის სახეს და ადგილიდან არ იძვროდა.იცოდა რომ ელოდა, იცოდა რომ მასთან საუბარი სურდა,მაგრამ არ მიდიოდა. დაღამდა და სახლიდან არც კი გასულა! უკვე დასაძინებლად ემზადებოდა კარი რომ შეგლიჯა ალექსანდრემ მკლავში წვდა ,წამში დასვა სავარძელში და ხელებით დაეყრდნო სახელურებს,თავზე დაჰყურებდა და ცოფებს ყრიდა.მარიამმი კი მიმიკის შეუცვლელად უყურებდა და თვალს არ აშორებდა მის მოელვარე სფეროებს
-რის მიღწევას ცდილობ? გინდა თავი დამნაშავედ ვიგრძნო? რისთვის ან რატომ ბოლოს და ბოლოს რომ გავთავისუფლდი? საკუთარ თავს რომ ვიბრუნებ იმიტომ?
-აქამდე დაბმული იყავი? ის საწყალი ქალი ხომ არ გაბრკოლებდა ...
-შენ რა გინდა მასთან ვიყო? რა გინდა მარიამ ? რატომ მაგიჟებ?
-იცი რაც მინდა...ერთადერტი რამ რასაც არ მპირდები !
-არ შემიძლია...მე მხოლოდ ეს შემიძლია ყველაფერი ჩემებურად ვმართო და მორჩა !ყველანაირი შედეგისთვის მზად ვიქნები !
-მე არ ვარ მზად ! არააა გაიგეეე არ ვარ მზად ! - ხელი ჰკრა და წამოდგა .მის წინ იდგა და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა -რას ასრულებ მიპასუხე რომელ შედეგზე მელაპარაკები .საერთოდ ვინ ხარ იცი? მეუბნები საკუთარი თავი დავკარგე ,სული არ მაქვსო არაფერი გაქვს შენ საკუთარი არაფერი გაგაჩნია. ზოგჯერ იმდენად ამაზრზენი ხარ თვალის დახუჭვაც კი მიჭირს, არ შემიძლია დაიგნორებაც კი
-ასეთ გაცოფებულს რომ გხედავ მაშინებ და იქნებ დამშვიდდე ...ისევ ადამიანურად ვისაუბროთ
-მეეჭვება გეშინოდეს უფრო ბედნიერს გავხარ ბოლოს და ბოლოს რომ გამომიყვანე მწყობრიდან ,გილოცავ მთელი 23 წლის განმავლობაში არასდროს ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში !
-გმადლობ...ძალიან ვეცადე ,მართლა მთელი გულით მოვინდომე !
-ხო არა? ისე ხომ სულ სხვანაირი იყავი
-და როგორი ვარ მარიამ?
-ყალბი!
-ყალბი ...ერთი სიტყვით აღმწერ ამდენი თვის შემდეგ? სხვა არაფერს მეტყვი?
-რა გინდა რომ გითხრა? არ მითხრა რომ ვცდები
-ნუ მიყურებ ასე ცინიკური ღიმილით მარიამ!
-არ მოგწონს ?
-რატომ ვარ ყალბი
-არ იცი დავიჯერო ? მე ყველაზე კარგად საკუთარ ხასიათს ვიცნობ უარყოფით მხარეებს განსაკუთრებით, ხომ მგავხარ არა?
-მაინც დამიკონკრეტე არ გინდა?
-ყველაფერი...ქცევა, საუბარი, სიტყვები, ხმა , ჩაცმულობა ,სურნელიც კი ყალბი გაქვს ახლა ამ წამს . მე კი იმდენნაირი მყავხარ ნანახი უკვე არც კი ვიცი რომელია ნორმალური
-და შენ რომელი მოგწონს- ისე საუბრობდნენ თითქოს მალე ეძგერებოდნენ და ნაწილებად დაგლეჯდნენ ერთმანეთს . ალექსანდრემ კედელთან მიიმწყვდია და მკლავებში მოიქცია
-მე რომელი მომწონს ? რომელი უნდა მომწონდეს ნუ მაცინებ
-და შენ? შენ როგორი ხარ ცივი, უგულო, უემოციო , მარტოსული ქალი რომელსაც ბედნიერება არ გააჩნია მხოლოდ მიზნები და საქმე
-შენ კი გასართობი საშუალებების უთვალავი სია , ერთი ნაბიჯით წინ ხარ
-აი ხომ ხედავ არაფერი მოქმედებს შენზე ...საერთოდ არაფერი
-არ მითხრა რომ გინდა ერთადერთი იყო
-ისედაც ერთადერთი ვარ ... და იმაზე მეტად ვმოქმედებ შენზე ვიდრე წარმომიდგენია . საერთოდაც დილით სცენა დამიდგი მე არ ვარ მზადო ხომ მეუბნებოდი რატომ პასუხი გაქვს?
-მე მართლა ყველაფერზე მაქვს პასუხი მითუმეტეს ჩემს სიტყვებს ფუჭად არ ვხარჯავ
-ხოო? და მაინც რას ნიშნავდა
-იცი რასაც აი მე კი არ ვიცი რას გეგმავ და მეტყვი !
-არაფერს!
-კიდევ ერთხელ მეტყვი და
-და რა?
-ალექსანდრე ... მითხარი რომ დადგება დღე როცა შენ შენ იქნები ,როცა არაფერი იქნება შენში ყალბი
-მე მე ვიქნები ...მაცდურად ჟღერს და შენ სად იქნები ?
-ალექსანდრეე
-წეხან ლომს ჰგავდი ჩემს მკლავებში მოქცეულს ახლა პატარა ჩიტი ხარ.როგორ მოვიქცე შენი უნდა მეშინოდეს თუ გვერდით მყავდე და ხელისგულზე გატარებდე- ხელი კედელს მოაშორა და მარიამს სახეზე მოეფერა - რა გინდა რომ გავაკეთო მარიამ?
-იცოცხლე და საკუთარი თავი დაიბრუნე! -თვალებში უყურებდა, წამით არ მოუშორებია მზერა. ქვემოდან უყურებდა და თვალები ემღვრეოდა-გთხოვ !
-მეც ხომ მაქვს უფლება სურვილი მქონდეს ... შენ ხარ ჩემი სურვილი და შენს გარეშე ვერ შევასრულებ თხოვნას...ხომ თქვი სულს მოგცემო ახლა კი არ მპასუხობ ... შენ სად იქნები მარიამო სად იქნები როცა მე დავბრუნდები ... მკვდრეთით აღვსდგები
-დაგელოდები ...თუ შენი სიკვდილია აუცილებელი რომ საკუთარი თავი იპოვო და მხოლოდ მე ვარ საჭირო რომ დაბრუნდე ...თუ დამიბრუნდები
-დროა დავასრულოთ ეს ღელვა, დაძაბულობა და უბრალოდ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება - მარიამის სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მიაწება ტუჩები. პირველად, სულ პირველად შეეხო მარიამს .პირველად მოხვია თავისი ძლიერი მკლავები და თავს უფლება მისცა ყველაზე დადებითის შეგრძნების .



№1 სტუმარი ნასია

გავგიჟდი ისეთი სუპერ თავი იყო..აუ რა კარგია რომ.ისევ გააგრძელე ხშირად დადება,ეხლა ველი შემდეგს დს ვეღარ ვითმენ.უკვე..მარიამი და ალექსანდრე მინდა მეე რაც შეიძლება მალე :) :) :333

 


№2 მოდერი sameone crazy girl

ნასია
გავგიჟდი ისეთი სუპერ თავი იყო..აუ რა კარგია რომ.ისევ გააგრძელე ხშირად დადება,ეხლა ველი შემდეგს დს ვეღარ ვითმენ.უკვე..მარიამი და ალექსანდრე მინდა მეე რაც შეიძლება მალე :) :) :333

ვგეგმავ რო მომდევნო თავი დასასრული იქნება და არ ვიცი იმედია არ გადავუხვევ ჩანაფიქრიდან laughing მადლობა რომ კითხულობ და მაპატიე იმ დაგვიანებებისთვის

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვიტირე, შემეშინდა, გავბედნიერდი და იმედი მომეცა...
უბრალოდ სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ თავის აღსაწერად...

 


№4 მოდერი sameone crazy girl

უცნობი ქ
ვიტირე, შემეშინდა, გავბედნიერდი და იმედი მომეცა...
უბრალოდ სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ თავის აღსაწერად...

მეც ზუსტად ეს მინდოდა ჩემო საყავრელო მადლობა დიდი heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი ნათო :)))

შემდეგი თავი მინდაა...

ძალიან კარგი იყო ❤❤❤

 


№6 მოდერი sameone crazy girl

ნათო :)))
შემდეგი თავი მინდაა...

შევეცდებიდ ავწერო ,მაგრამ არ ვიცი ბოლო თავი იქნება მომდევნო და ასე უცებ ვერ დავწერ heart_eyes

 


№7  offline აქტიური მკითხველი Aria Loreli

სასწაული ხარ შენ ემოციურად დავიღალე ამ ბოლო მონაკვეთმა გამომფიტა არც კი ვიცი და გითხრა

 


№8  offline წევრი Salo123

ვაიიი სასწაულად ბედნიერი ვარ. კი შემშინდა მარა ბოლოს დავმიშვიდიდი
--------------------
ს. ბაგრატია

 


№9  offline წევრი blondeangel631

უმაგრესია სასიამოვნო და შესანიშნავი ძალიან მომეწონა მალე დაამატე რა შემდეგი თავებიც <3

 


№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

არ დაგიმალავ და კარგა გვარიანად ავირიე :დ მალე დადე ტორე ასეთი გაურკვევლობა მომკლავს :დ

"ჩემ" გიჟურ ისტორიასაც ველი დღეეს ^_^

 


№11  offline აქტიური მკითხველი Aria Loreli

ახლა წავიკითხე შენი პასუხი კომენტარებზე ბოლო თავს თუ გეგმავ იმედია არ მომკლავ ამ ისტორიით ალექსანდრე მამის როლში მინდა რომ ვნახო არაფერს გახვევ თავს უბრალოდ ეს ჩემი სურვილიააა არ მემეტევა ეს ისტორია დასამთვრებლად

 


№12 სტუმარი kati

uuuuh.suntqva shemekra.ras merchi Mariam.damemarta aritmia.

 


№13  offline წევრი tamuna.s

თამამად შემიძლია გითხრა რომ ეს საუკეთესო თავი იყო. დიდი იმედი მაქვს ისე დაასრულებ, როგორც ალექსანდრეს და მარიამს შეეფერება. არ გვინდა ცუდი ტრაგიკული დასასრული. მაგრამ ასე მალე არ მინდა რომ დასრულდეს

 


№14 მოდერი sameone crazy girl

მადლობა ყველას heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart შევეცდები იმედები არ გაგიცრუოთ

 


№15 სტუმარი Guest ნინა

ემოციებისგან ისე დავიძაბე სუნთქვაც კი მიჭირს.. საოცრებაა

 


№16 მოდერი sameone crazy girl

Guest ნინა
ემოციებისგან ისე დავიძაბე სუნთქვაც კი მიჭირს.. საოცრებაა

მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№17  offline წევრი Nessa

ვაიმე! საოცარი გოგო ხარ მარიამ❤️ ველი მეორესაც

 


№18 მოდერი sameone crazy girl

Nessa
ვაიმე! საოცარი გოგო ხარ მარიამ❤️ ველი მეორესაც

მადლობაა heart_eyes heart_eyes kissing_heart მეორე ჯერ არ იქნება

 


№19  offline წევრი crazy girl sofi

ვაიმეეე გადავირევი ეხა რა ცეცხლი თავი იყო ღმერთო ეს ჩვენი ამოუცნობი ალექსი რა საყვარელიააა მეც მინდა ასეთი ალექსანდრე ისე თავისი უკვე ყოფილი შემეცოდა რაღაცნაირად .. ჩემი გადარეული გაბრიეელი დაგვიბრუუნდაა ამ თავში ღმერთო ეს ბიჭი რა გიჯი და არანორმალური გვყავსს ძალიან საყვარელიც რატომ მგონია რომ ძიძა ან გაბრიელს მოეწონება ან თორნიკეს ... აი უკვე მივედი ჩემს მარიამზეც ამ პერსონაჟმა ძალიან შემაყვარა თავი იმდენად უემოციო ჩანს ამოუცნობი მაგრამ ამავე დროს ყველაზე მრავალფეროვანი და ემოციებით სავსეა .. მიყვარს ეს ისტორია ვგიჟდები შეუძლებელია უბრალოდ წაიკითხო და არ მოგეწონოს შეუძლებელია ის გრძნობები და ემოცია არ განიცადო რაც აქაა ჩაქსოვილი ვკითხულობ და თოთოეულ წინადადებას თითოეულ სიტყვას ვგრძნობ იგივე ემოციებს განვიცდი რაც ეს პერსონაჟები თითქოს მეც ამ ისტორიის მონაწილე ვარ.. მარიამ უბრალოდ ყოველ ჯჯერზე გაოცებულს მტოვებ როცა ვფიქრობ რაღა უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა ამაზე მეტითქო ზუსტად მაშინ სასწაულებს ჩადიხარ ყვლაზე მაგარი გოგო ხარ შენ ჩემო ამოუცნობო და იდუმალო გყვარობ მე შენ heart_eyes kissing_heart blush

 


№20 მოდერი sameone crazy girl

crazy girl sofi
ვაიმეეე გადავირევი ეხა რა ცეცხლი თავი იყო ღმერთო ეს ჩვენი ამოუცნობი ალექსი რა საყვარელიააა მეც მინდა ასეთი ალექსანდრე ისე თავისი უკვე ყოფილი შემეცოდა რაღაცნაირად .. ჩემი გადარეული გაბრიეელი დაგვიბრუუნდაა ამ თავში ღმერთო ეს ბიჭი რა გიჯი და არანორმალური გვყავსს ძალიან საყვარელიც რატომ მგონია რომ ძიძა ან გაბრიელს მოეწონება ან თორნიკეს ... აი უკვე მივედი ჩემს მარიამზეც ამ პერსონაჟმა ძალიან შემაყვარა თავი იმდენად უემოციო ჩანს ამოუცნობი მაგრამ ამავე დროს ყველაზე მრავალფეროვანი და ემოციებით სავსეა .. მიყვარს ეს ისტორია ვგიჟდები შეუძლებელია უბრალოდ წაიკითხო და არ მოგეწონოს შეუძლებელია ის გრძნობები და ემოცია არ განიცადო რაც აქაა ჩაქსოვილი ვკითხულობ და თოთოეულ წინადადებას თითოეულ სიტყვას ვგრძნობ იგივე ემოციებს განვიცდი რაც ეს პერსონაჟები თითქოს მეც ამ ისტორიის მონაწილე ვარ.. მარიამ უბრალოდ ყოველ ჯჯერზე გაოცებულს მტოვებ როცა ვფიქრობ რაღა უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა ამაზე მეტითქო ზუსტად მაშინ სასწაულებს ჩადიხარ ყვლაზე მაგარი გოგო ხარ შენ ჩემო ამოუცნობო და იდუმალო გყვარობ მე შენ heart_eyes kissing_heart blush

უღღმესი მადლობა ჩემო საყვარელო ემოციით მავსებ შენ მე ...მაბედნიერეეებ heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

 


№21 სტუმარი mariami iii

ვაიმეეეე აიი აიიი არ ვიციი რააა გითხრააა აიი ამდენიი ემოციააა არის ჩემთვისს შოკიიიი აიიი როო ვგიჟდებიი ალექსანრეზე დააა მარიამზეე აიიი პროსტაა რაა ვთქვააააარ ვიციი როგორრ გადმოვცეეე <3 ,3 <3

 


№22 სტუმარი Guest მარიმი

აუ რაკარგი იყო მარა მე ძაან მინდა რო ალექსანდრე და მარიამი ერთად იყვნენ კარგი წყვილი გამოვა დარწმუნებული ვარ კარგად წერ ძაან და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს იმედია ხვალისთვის დადებ heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№23 სტუმარი Guest თამო

ვაიმეე ეს რა დაძაბული თავი იყო მეც ავნერვიულდი.ძალიან კარგი გოგო ხარ შენ.

 


№24 მოდერი sameone crazy girl

mariami iii
ვაიმეეეე აიი აიიი არ ვიციი რააა გითხრააა აიი ამდენიი ემოციააა არის ჩემთვისს შოკიიიი აიიი როო ვგიჟდებიი ალექსანრეზე დააა მარიამზეე აიიი პროსტაა რაა ვთქვააააარ ვიციი როგორრ გადმოვცეეე <3 ,3 <3

მადლობა heart_eyes heart_eyes

Guest მარიმი
აუ რაკარგი იყო მარა მე ძაან მინდა რო ალექსანდრე და მარიამი ერთად იყვნენ კარგი წყვილი გამოვა დარწმუნებული ვარ კარგად წერ ძაან და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს იმედია ხვალისთვის დადებ heart_eyes heart_eyes heart_eyes

არ ვიცი შევეცდები დავწერო მალე smile მადლობა

 


№25 სტუმარი ნათო :)))

sameone crazy girl
ნათო :)))
შემდეგი თავი მინდაა...

შევეცდებიდ ავწერო ,მაგრამ არ ვიცი ბოლო თავი იქნება მომდევნო და ასე უცებ ვერ დავწერ heart_eyes

მოუთმენლად დაველოდებიი ❤❤❤

 


№26  offline წევრი Indigo

ცუდად ვარ!
ეს არის ემოციამოკლებულიო? ეს არის?

საქმეც იმაშია, რომ "ემოციამოკლებულ" მოთხრობაშიც კი, ემოციების პიკია, მარიამ.
ეს ხარ შენ, ეს შეგიძლია შენ და მხოლოდ შენ!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№27 მოდერი sameone crazy girl

Indigo
ცუდად ვარ!
ეს არის ემოციამოკლებულიო? ეს არის?

საქმეც იმაშია, რომ "ემოციამოკლებულ" მოთხრობაშიც კი, ემოციების პიკია, მარიამ.
ეს ხარ შენ, ეს შეგიძლია შენ და მხოლოდ შენ!

მადლობა ჩემო საყავრელო ძალიან ბევრს ნიშნავს შენი სიტყვები heart_eyes heart_eyes

 


№28 სტუმარი Ucnobi

რა მაგარი იყოოოოოო, ყოჩაღ, მაგრამ ცოტა შემეშინდა ცუდად არ დამთავრდეს-თქო, იმედია ყველაფერი კარგად იქნებააააა

 


№29 მოდერი sameone crazy girl

Ucnobi
რა მაგარი იყოოოოოო, ყოჩაღ, მაგრამ ცოტა შემეშინდა ცუდად არ დამთავრდეს-თქო, იმედია ყველაფერი კარგად იქნებააააა

მადლობა smile შევეცდეი კარგად დავამთავრო

 


№30  offline წევრი tamuna.s

აუ დადე რა დღეს გთხოვ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent