შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარსებობ რომ შეგიყვარო -თავი 7


5-08-2017, 03:07
ავტორი _INSANITY_
ნანახია 1 933

თავი 7
გარეთ გავედით .წვიმდა.ძალიან წვიმდა .თოვლი მინდოდა ! ახალ წლამდე ორი საათი იყო დარჩენილი ,მიწაზე კი ფანტელების მაგივრად წყვეთები ეცემოდა .მანქანაში სწრაფად ჩამსვა და მალევე მოსწყდა ადგილს .მოწყენილი ვიყავი .მოგატყუებთ რომ გითხრათ ეს ამინდის ბრალია თქო .ვიცოდი თოვლი ყველასი იყო და ვერ მივისაკუთრებდი მაგრამ არ მინდოდა სანდროც „ყველასი“ ყოფილიყო .ეგოისტი არასდროს ვყოფილვარ მაგრამ როგორც ჩანს ონიანმა ესეც ჩამინერგა მასზე ფიქრებთან ერთად .მშვიდად ატარებდა მანქანას .ხანდახან გადმომხედავდა ,მე კი თავი ფანჯარაზე მქონდა მიყრდნობილი .Lord huron –The night we met ისმოდა .
-არ გინდა მთაწმინდაზე ავიდეთ ? ლამაზი იქნება ახალ წელს
-წვიმს სანდრო -ისე ვეუბნები რომ ფანჯარას მაინც არ ვცილდები .
-ხოო..როგორც გინდა -თითქმის წყენით ამბობს .სადარბაზოსთან ჩერდება .დღეს ალბათ მარტო ვიქნები.თუმცა ალბათ ასე უკეთესი იქნება .რადგან თავს ვერ ვიკავებ ემოციებისგან რომლებიც უაზროდ და დაუკითხავად მოდიან ჩემში .გადავდივარ.წვიმისდა მიუხედავად ნელა მივდივარ .უკან ვერ ვიხედები .მგონია რომ იქ არ დამხვდება .ვერც კივიაზრებ როგორ ერევა წვიმას მლაშე სითხე.ცრემლს ვიწმენდ .და მხოლოდ ერთი კითხვა მიტივტივდება თავში რატომ? რატომ ვტირი ?უკნიდან ძლიერ ჩახუტებას ვგრძნობ .მისი სურნელი სასუნთქ გზებს მიკეტავს .უზომოდ დამთბა .მისი ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ მაჟრიალებს და ეკალი მაყრის .ხელში ავყავარ .კარებთან მსვავს .გასაღებს საკეტს ვარგებ .დივანზე ვჯდები .
-გინდა ყავას მოგიტან
-მინდა
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
ყავას ვამზადებ ,გამაქვს მაგრამ უკვე ჩაძინებული მხვდება .ვატკინე ! ნამდვილად ვატკინე რაღაც ! ხელში ამყავს და საწოლზე ვაწვენ .პლედს ვაფარებ და გვერდით ვუჯდები .ვუყურებ .გამალებით ვაკვირდები და ვგრძნობ რომ ჩემი მაშოა ! მხოლოდ ჩემია ! მე მეკუთვნის და არავის სხვას ! უკვე საკმაოდ გვიანია
-ახალ წელს გილოცავ მაშო !
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
თითქმის შუადღით ვიღვიძებ .მობილურს ვიღებ და უამრავ მოლოცილს ვკითხულობ .ელენეს მესიჯიც არის .ამბობს რომ დღეს ვერ მოვა დამიანესთან მიდის მისი მშობლები უნდა გაიცნოს .ლუკას და ლიზას ვურეკავ და ახალ წელს ვულოცავ .სწრაფად ვწესრიგდები და ჩემებთან მივდივარ .გარეთ უზომოდ ცივა .
-დედუნააა, გილოცავ ახალ წელს -კარებშივე ვეფსკვნები მაკას
-მეც გილოცავ ჩემო ანგელოზო ,როგორ გაგყინვია პატარა ცხვირუკა ,შემოდი გათბი .მამას მხურვალედ ვკოცნი .
-როგორ ხარ მამა ? გუშინ გაერთეთ წვეულებაზე ?-წინა ღამეს ვიხსენებ და ვცდილობ თავი შევიკავო
-კი მამა კარგი იყო,შენ როგორ ხარ?
-დედაშენმა ისეთი გოზინაყი გააკეთა რომ სულ დამავიწყდა დაღლილობა
-აუ დედა მეც მინდაა ,და საერთოდ მშიააა
-ოხ მარიამ ,მოდი ჭამე ათასი რაღაც გავაკეთე.-სამზარეულოში შევდივარ დაა ვილუკმები
-დე ამ ხაჭაპურს და სალათას გამატან ცოტას ? დღეს მეგობრები ამოვლენ ალბათ
-წაიღე დედი რამდენიც გინდა ,მაშო ელენე როგორ არის ?
-უხ დედუნა ,ყველაზე კარგადაა მგონი ,დამიანესთან ერთად დაჟღურტულებს და არის ,დღეს მშობლები უნდა გაიცნოს
-მამაშენმა რომ გაიგო ძალიან გაუხარდა,დამიანე მისი სტუდენტია და ძალიან მოსწონს ,მონდომებული და მშრომელიაო
-ხო და მალე დადგამს ელენე მაგ მონდომებულის სახლში სწენკას -ვიცინი
-ოხ მარიკუნა როდის უნდა დაჭკვიანდე ,არავის მოეწონები დედი ეგეთი გიჟი ?
-და დედა თვითონაც თუ გიჟია არ მოვეწონები ? -მაჟრიალებს ამ კითხვის დასმისას და ვერ ვხვდები საიდან მოვიფიქრე .
-იმედი მაქვს დედიი-თავზე მკოცნის მაკა,საჭმელებს მიწყობს .სახლში მისვლამდე მაღაზიაში შევიარე და რაღაცეები ვიყიდე ,იმედი მქონდა საღამოს ელენე მაინც მოვიდოდა .ყველაფერი გავამზადე და სტუმრებს ველოდებოდი .პირველ იანვარს არავის ეცალა ჩემთვის .ყველა თავისი ბედნიერებით ტკბებოდა .ელენე დამიანესთან იყო ლუკა ლიზასთან და მომავალ შვილთან ერთად .სანდრო ალბათ მაკუნასთან .თითქმის ორი საათი ველოდებოდი მაგრამ არავინ მოსულა.ელენეს მივწერე და დღეს თაავისებთან რჩებოდა .თორმეტი იყოდაწყებული პიჟამა რომ ჩავიცვი და საწოლში შევწექი .მოულოდნელად მობილური ამღერდა .
-გისმენ სანდრო
-მაშო ,გძინავს ?
-უკვე აღარ რა მოხდა?
-დაბლა ჩამოდი
-რაა?
-სწრაფად ადექი და დაბლა ჩამოდი .-პიჟამაზევე ვიცვამ ქურთუკს და ,დაბლა ჩავდივარ .მანქანასთან დგას ,შავი პალტო აცვია .ცხვირი გაყინული აქვს .ვუახლოვდები
-რა ხდება სანდრო ? ამ ღამიან რა მოხდა
-უბრალოდ მოდი -გვერდზე მიყენებს

-ზევით აიხედე და კარგად დააკვირდი -ზევით ვიხედები და ვგრძნობ როგორ მეცემა პატარა ფანტელი ლოყაზე .თოვს !!
-ვაიმე სანდრო ,თოვს გესმის ? თოვსსსსსს-ვკივივარ და ვეხუტები
-ხო მაშო თოვს -დიდხანს ვუყურებდით წამოსულ ფანტელებს ,ბოლოს ძალიან შემცივდა
-სანდრო ძალიან ცივა ,წამოდი ზევით ავიდეთ
-წესიერი გოგო ბიჭს სახლში უნდა ეპატიჟებოდეს ?ნწნწნწნწ მაშო როგორი ცუდი გოგო ხარ -ცხვირზე თითს მადებს და სადარბაზოსკენ მიიწევს .ცხელი შოკოლადი მიმაქვს და ლეპტოპში ფილმის მოძებნას ვცდილობ .The Notebook მხვდება და ვრთავ .მშვიდად უყურებს და არ აპროტესტებს ,მიკვირს რადგან როგორც წესი ბიჭებს რომანტიკული ფილმები არ იზიდავს .ფილმს ვრთავთ .არც ერთს არ მოგვწონს .ახალ წელს არ უხდება და ამიტომ .
-მოდი რამე ვითამაშოთ
-რა ვითამაშოთ მაშო ?
-ბლიც ინტერვიუ?
-მოსულააა -დივანზე კარგად თავსდებდა
-მეშინია ?
-შენი
-სანდრო სერიოზულად
-ხო კარგი ,იმედის გაცრუების
-რას არ გააკეთებდი არასდროს
-ჩიხითმას
-დროის მართვა რომ შემეძლოს
-მოვისმენდი როგორ მეძახის ჩემი შვილი „მამას“
-მოგონებები
-სულ თან დამსდევს
-რას არ დათმობ არასდროს
-მეგონა ვინ დაგესმოდა


ბოდიშით ვიცი რომ პატარაა მაგრამ დამეფიცება ვტირი ხოლმე ყველა ბედნიერი სიტყვის დაწერისას ამიტომ ვერ გავუძელი ამდენ ემოციას .მიყვარხართ თქვენც და ჩემი პერსონაჟებიც ♥♥♥♥♥ ჩემი რჩევა იქნება მოცემულ სიმღერებს მოუსმინოთ რათა ზუსტად შეიგრძნოთ წამოსული ემოცია ♥ გეხუტეთ ♥



№1 სტუმარი Guest Nataly

აუუუ რამაგარია.

 


№2  offline წევრი Mia_smith

როგორც იქნაა..ვაიჰ...უფრო დიდი თავი მინდა!მინდა!მინდა! აღარ დაიკარგო და მალე დადე რა

 


№3 სტუმარი Guest მარიმი

აუ რამაგარია მიტუმეტეს ბოლო სიტყვები -რას არ დათმობ არასდროს -მეგონა ვინ დაგესმოდა სიტყვები რომელშიც ყველაფერია გადმოცემული იმედია შემდეგში უფრო დიდ თავს დადებ და რაც შეიძლება მალე heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი _INSANITY_

მადლობა ყველას ,მიყვარხართ და მეყვარებით ♥♥

Guest მარიმი
აუ რამაგარია მიტუმეტეს ბოლო სიტყვები -რას არ დათმობ არასდროს -მეგონა ვინ დაგესმოდა სიტყვები რომელშიც ყველაფერია გადმოცემული იმედია შემდეგში უფრო დიდ თავს დადებ და რაც შეიძლება მალე heart_eyes heart_eyes

ნამდვილად ყველაფერია ამ სიტყვებში ,მადლობა ♥

Mia_smith
როგორც იქნაა..ვაიჰ...უფრო დიდი თავი მინდა!მინდა!მინდა! აღარ დაიკარგო და მალე დადე რა

მე სულ აქ ვარ ,მალე დავდებ ახალ თავს ..მიხარია სიგიჟემდე თქვენი ემოცციები

Guest Nataly
აუუუ რამაგარია.

მადლობა მადლობა და ჰო კიდევ მადლობა ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent