შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუმორჩილებელი (თავი 25 )


5-08-2017, 17:12
ავტორი რუსანა
ნანახია 20 765

-და არ ნდობაში თუ ჩემს აზრს გულისხმობ რომ შენგან შვილი არ მინდა , მიმიფურთხებია ჩემი აზრებისთვის , ეგოისტი ვარ და მორჩა . ნაზად დაასრიალებდა ხელს მის მკერდზე . -შენგან და შენი ყველაფერი მინდა და არ მაინტერესებს შედეგები . პირი გააღო ლიზამ , გააღო რომ სიტყვა ეთქვა მე თვითონ არ მინდა იქამდე სანამ არ დავრწმუნდები რომ მენდობიო ,მაგრამ მხოლოდ კვნესა აღმოხდა, ონავ რომ დაიხარა ლევანი და მსუბუქად ჩაასო კბილი მის მკერდს .
-მოიცადე , უცნაურად დაიკლაკნა და ბოლოჯერ სცადა მტკიცე ყოფილიყო. -ლევან უნდა მომისმინო. კედელს აკრული სცადა წინ მიწეული იყო და სიმწრისგან ენაზე იკბინა ისევ კედელს რომ მიენარცხა . უცნაურად უხეში იყო ლევანი , არა ლიზაც ხვდებოდა რომ ძალას აკონტროლებდა ,მაგრამ იმ კაცს არ გავდა რომლის ალლერსსაც მიჩვეული იყო , უბრალოდ ხელს კი არ დაატარებდა მის სხეულზე , გამეტებით უჭერდა კანს და ნაზი კოცნა და ტუჩები კბილებმა ჩაანაცვლეს . ვერ იტყოდა რომ არ მოწონდა ,თავადაც კი გახელდა და ერთიანად უჩქეფდა სისხლი სხეულში , უზროდ აკანკალებდა და სუნთქვა სადღაც გაურბოდა ,მაგრამ უცნაური იყო ასეთი ლევანი . “იქნებ სულ ასეთი იყო “ ნამდვილი ლევანი ? საკუთატ თავზე ეშლება ნერვები როგორ შეუძლია ასეთ დროს ფიქრი, ასე თუ ისე იჭერდა აზრებს მის თავში რომ დაფრინავდნენ ბოლო რისი დაჭერაც მოახერხა ის იყო რომ ,ნამდვილი მისი ქმარი იდგა მის წინ და შიძლება ახლა ისე ექცეოდა როგორც სხვებთან , საკუთარ ველურ სურვილებს იკმაყოფილებდა და .. არა ისევ გაუფრინდა აზრები, ვერ გაარკვია როდის აღმოჩნდა კუთხეში მდგარ მაგიდაზე, ადრე ლარნაკი იდგა ყვავილებით ახლა მათი ადგილი მან დაიკავა და იქ სადღაც იატაკზე დალანდა ვარდები . -ლევან , კვნესას უფრო წააგავდა მისი ხმა .-რა გჭირს?
-შენ ლიზა შენ მჭირხარ. სულ ოდნავ მაინც რომ გეცოდებოდე ასეთი ლამაზი არ იქნებოდი. შენ მეუბნები რომ არ მიყვარხარ, არ გენდობი და.. აბა რატომ ვგიჟდები შენს სუნზე ? კარგად გაინთავისუფლა ლიზას თმისგან კისერი ,სულ არ უფიქრია რამე ეტკინა უნებურად იპყრობდა ცხოველური სურვილი , არ აკმაყოფილებდა მხოლოდ კოცნა კბილებს აჭერდა მზად იყო ბოლომდე ჩაესო კბილები რომ როგორმე გემო ეგრძნო კანის რომლის სუნიც ასე აგიჟებდა .-ვგიჟდები შენზე კი არ მიყვარხარ. უცნაურად დაბნეული ცდილობდა როგორმე დაეშოშმინებინა თუ დაეკმაყოფილებინა ასე ერთ წამში ვამპირად გცეული მისი ქმარი. გაუჭირდა და თან როგორ . ღრსეული მეტოქე უნდა ყოფილიყო ლევანის ვნების , არც დასჭირვებია ბევრი ფიქრი და მოხერხებულება თავადვე გაუმარტივა საქმე წამის მეასედში შეიხსნა პერანგი. წამის დაკარგვაც არ სურდა მის ქმარს , ახლა ყოველი წამი დაკარგულ სიამოვნებად უღირდა , რომც დასჭირვებოდა რომ თავად ეცადა ვერაფერს გააწყობდაა , არც ხელები ემორჩილებოდა და არც სხეული , კანი ეწვოდა და ერთადერთი რასაც ახერხებდა თვალის ხამხამი იყო და ისიც ნელნელა უძნელდებოდა. სააბოლოდ მაშინ დარწმუნდა რომ უძლური იყო თავის და მითუმეტეს ლევანის წინაშე ,თვალები რომ მინაბა და კომფორტულად შემოაჭდო ფეხები სხეულზე. რამდენჯერ იწვა მასთან? რამდენჯერ და ყოველი სექსის შემდეგ ისევ ის ლიზა იყო , ახლა თითქოს მის ქალურ საწყისებს ჩასწვდა მისი ქმარი და დაეხმარა რომ ფოთლები შემოეცალა , გააშიშვლა და გამოაღვიძა . ჩაბნელებულ სახლში დასადგურებულ სიჩუმეს მხოლოდ მძიმე ოხვრა და სიამოვნებისგან აღმომხდარი ხმები არღვევდა . რამოდენიმე წუთმა შეიწირა ლიზას სიმტკიცე , რეალობაში მაშინ დაბრუნდა ლევანის თვალები რომ აღარ ანათებდა. მომღიმარი და უკვე სუნთქვა დაწყნარებული რომ შეჰყურებდა და გამარჯვებულ მზერას არ აშორებდა . “მიდი და უმტკიცე რომ მისგან რამეს ითხოვს , ისიც კი არ შეუძლია ერთი კოცნა აიტანოს ისე რომ ხელებში არ ჩაადნეს. რა იყო ეს?” “თავს მეძავად ვგრძნობ” ეწერა თვალებში , მაგრამ იმაზე უფრო მეტად გაბრაზდა რომ აკმაყოფილებდა ეს “სტატუსიც” კმაყოფილი და ბედნიერი იყო თუ მისი ქმარი ამ დონეზე გიჟდებოდა მასზე მაგრამ ვერ გააიგივებს წამიერ სურვილს გრძნობებთან . ახლა თუ უბრალოდ ცივად მოშორდა და შეამჩნია კიდეც რომ გამარჯვებას მთელი სხეულით ზეიმობდა იმაში დარწმუნებული რომ ყოველთვის ასე მარტივად მოიხელთებს , წავა და კარებს გაიხურავს . გადაწყვიტა და თან მტკიცედ , მაგრამ კარგად იცის რაც ემართება მის სიმტკიცეს ლევანის წინაშე. ფიქრი ფიქრად დარჩებოდა და კმაყოფილიც იქნებოდა ,მაგრამ ვინ მისცა ბედი? ცივად აქცია ზურგი? ვერ დააბრალებს , საყვარლად შეუსწორა აბურდული თმა და დინჯად დაიხია უკან .შებრუნდა , ამდენი ხანი ემზადებოდა რომ ზურგი უნდა შეექცია , რომ მხოლოდ სურვილები დაუკმაყოფილა დმაინც როგორ ეტკინა ცოტახნის წინაანდელი მიყვარხარ და მაგიჟებ რომ მხოლოდ სხეულთან იყო დაკავშირებული, თვალებიც კი აუწყლიანდა და ჩამრთველს რომ თითი აკრა და ყველაფერი განათდა იძულებული გახდა სახეც კი დაემალა.
-მემგონი ყვავილები გავაფუჭეთ. სულ ახლოს გაისმა ხმა ,ცოტაც და მხრებზე სრიალა ნაჭერი იგრძნო. მორჩილად აწია ხელები რომ გაეყო და უაზროდ მიაჩერდა ლევანის ხელებს ქამარი რომ მოხერხებულად გააბანტა . -რა მოხდა ? გაკვირვებული მიაჩერდა ლევანი . -არ მითხრა რომ ბედნიერებისგან ტირი.
-არ ვტირი. თავი აწია არა სიამაყე ხომ მაინც გააჩნია . კისერზე ხომ დაეკიდა ,ხელებში ხომ ჩაადნა ახლა კიდე ამას აფიქრებინოს რომ მის გამო ტირის?
-კარგი , მოდი მკითხე ხომ გაინტერესებს მართლა მიყვარხარ თუ არაა ?
-არა არმაინტერესებს , ბავშვურმა სიჯიუტემ წამოუარა არადა ცოტახნის წინ კალთებს იგლეჯდა რომ როგორმე ამ საკითხზე დალაპარაკებოდა სერიოზულად.
-გაინტერესებს და თან როგორ. მიყვარხარ , ამის მერეც მეყვარები და აი სანამ ეს მოხდებოდა მანამდეც მიყვარდი. შეგიძლია მხოლოდ შენს ლამაზ მკერდს არ დააბრალო ჩემი სიტყვები. სახე აეწვა ლიზას . თავხედი კაცი, შეიძლება თამამი ხმა ჰქონდა მაგრამ ირონიის ნატამალიც კი არ კრთოდა შესაბამისად ვერ შეეკამათებოდა. უნდა გაჩუმდეს , სხვა გზა არაა. მის გარეშე დაიტანჯება და თუ არჩევნის საშუალება აქვს ჯობია ასე იყოს.-მოდი ჩამოდი. სულ არ ჭირდებოდა დახმარება თუმცა , “ზრუნვაზე” ხელი არ უკრა .
-მინდა რომ გიყვარდე.
-მე მინდა რომ უბრალოდ გჯეროდეს ლიზ და ეგ შენი “მინდა “ საერთოდ აღარ იარსებებს.
თითქმის აბაზანის კარამდე მიჰყვა ,ბოლოს ლიზას მკაცრ მზერას წააწყდა -რა ? მხრები აიჩეჩა . -აქ მინდა ყოფნა რა მოხდა ? თამამად ნუ გრცხვენია , ზეპირად ვისწავლე შენი ყველა წერტილი , გინდა გითხრა ზუსტად რამდენი ხალი გაქვს ?
-გაჩუმდი რა და მოშორდი აქედან . კარში ასვეტილ მამაკაცს ხელებიტ მიაწვა , ძვრაც ვერ უყო და ბოლოს ამოიოხრა.
- შენს ადგილზე ზრდილობიანი ვიქნებოდი და ვიტყოდი :”ჩემო ძვირფასო მეუღლევ ხომ არ ინებებთ ჩემთან ერთად შხაპის მიღებას?” რაზეც მე გიპასუხებ სიამოვნებით რომ რათქმაუნდა ვინებებ.
-გეყოფა და წადი რაა. ამჯერად კარს მიაწვა და შედეგი ისევ ვერაფერი იყო.
-რათქმაუნდა მოვალ , აცაბაცა შეკრულ ღილებს ეცა ისევ .-როგორმე წყლის ტემპერატურაზე უნდა შევთანხმდეთ ,ზედმეტად ცხელ წყალზე გული მერევა. არ გინდა დაგეხმარო ?
-არა ! წამოიკივლა უმიზეზოდ , პარალელურ რეჟიმში ომი ჰქონდა გამიცხადებული საკუთარი ხალათის ქამართან. -ღნერთო , რანაირად შეკარი ?
-წესიერად . აი ესე . კმაყოფილმა შეხსნა ნასკვი. -ისე თუ მაინც უნდა გამეხადა რატომ ჩაგაცვი ? ღიმილი სახეზე შეაშრა, მოეჩვენა კიდეც ლიზას რომ თეთრმა ფერმა გადაჰკრა სახეზე ლევანს . -მე.. მე შენ . გაყინული თითები გაუსვა მხარზე , პირველად იგრძნო მამაკაცის ცივი ხელი ,აქამდე ერთი თითის დადებაც რომ კანს უწვავდა . -დაგალურჯე , ფარშემო შემოურბინა და ინტერესით დააკვირდა მის მთელ სხეულს. ძალა გამოცლილი დამნაშავესავით მიეყრდნო ნიჟარას და სახე მოღრეცილი ლოდებოდა სანუგეშებელ სიტყვას.
-არაუშავს. გაჭირვებით მოიღრიცა კისერი ლიზამ რომ როგორმე საკუთარი მხარი დაენახა.-არააფერია , ხვალ აღარც მექნება .
-ნუ მამშვიდებ. შეხედე რა დღეში გაქვს კანი.
-არაუშავს , სიამოვნება მსხვერპლს მოითხოვს. გაუღიმა , თითქოს მხოლოდ ღიმილი გაუქრობდა კარგად დარჩენილ კბილის ნაკვალევს . -კარგი რა, ნერვებს რომ მაწყვიტავ ის არ გაწუხებს და ამაზე დარდობ ? გეყოფა ,მოდი ახლა წყალს გადავივლებთ .ხმა მზრუნველი და თბილი გაუხდა .-თან ისეთ წყალს რომ გული არ აგერიოს , ნიშნის მოგებით ჩალაპარაკა.-მერე დავიძინებთ და ხვალ..
-ხვალიდან აღარ ვიჩხუბებთ ??
-არა , ხვალიდან მხოლოდ იმაზე გეჩხუბები ყვავილები რომ გამიფუჭე .
-მაშინ ახლებს მოგიტან , რომ მერე ისევ გავაფუჭოთ. ეშმაკურად მოჭუტა თვალი.
-და მზად ხარ ყოველდღე ყვავილები მომიტანო ?
-შენს გამო ყველაფერი შემიძლია ლიზა. ისე მიიზიდა ახლოს თითქოს მოწყურებული წყალს ეწაფებაო.
-გავთამამდები იცოდე. ჩაეღიმა , სიამოვნებით ეტყოდა სწორედ ეგ მინდა რომ ახლა ჩემი ნებიერა გოგო იყოვო , აქამდე თუ მამაშენის იყავიო მაგრამ დუმილი არჩია .
არ ახსოვს როდის ჩაეძინა , სინანულით რომ დაჰყურებდა თაავის მკერდზე მოკალათებულ გოგონას, ტყუილად არასდროს ამბობდა არაფერს , მართალი იყო როცა თქვა რომ მის გამო ყველაფერს შეძლებდა ენდობოდა კიდეც და ბოლომდე დაიხარჯებოდა , უკანასკნელ სიცოცხლის წვეთსაც გაიღებდა . სამაგიეროდ მასზე ადრე გაიღვიძა , რამდენი რაღაც უნდა გააკეთოს დღეს ? ორწილში წავიდეს მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საქმეც აქვს , ყვავილები უნდა მოუტანოს და საჩუქარი ჯერ კიდევ გუშინ რომ დაგეგმა . სხვა შემთხვევაში ვინმეს სთხოვდა შერჩევას მაგრამ სიხარულით გაიქცევა თვითონ . ბევრი დრო არ დაჭირვებია , უცბად გადაწყვიტა , არც ფული დაინანა და ერთადერთი რაც აღელვებდა ის იყო რომ დილით თვალებაბრომ ააფახულებდა მისი გოგონა გვერდით არ დახვდა . ამჯერად გაუმართლა თითქმის 12 საათზე დაბრუნდა და ლიზას ისევ ეძინა . დროა , დროა მოირგოს შეყვარებული მამაკაცის ამპლუა , დროა აგრძნობინოს რომ გადარეულია მასზე , დროა აჩვენოს რომ ყოველი დილა მისი კოცნით დაიწყება .
ვერაფრით დაივიწყებს იმ გაკვირვებულ და გაოგნებულ სახეს ნელნელა რომ სიცილი და ღიმილი შეეპარა ყვავილების დანახვისას , არასდროს დაავიწყდება ნაზად რომ გაუწოდა ხელი ბეჭედის მოსარგებად და ბედნიერი სახით რომ დაჰყურებდა თავისივე თხელ და ნათალ თითებს. რამდენჯერ გადაუხადა მადლობა და რამდენჯერ მოეხვია? საოცარი დილა იყო ორივესთვის , არცერთს გახსენებია გუშინდელი პრობლემები . რიგორ შეიცვალა ლევანი ? ვინ იფიქრებდა რომ ერთ დღეს თავად მოუწევდა საჩუქრების არჩევა ? რომ ყველგვარი კომპლექსის გარეშე რომ მისი ძლიერი და მტკიცე კაცის იმიჯი ილახებოდა ყვავილებს დაიჭერდა ხელში. ახლა ისე ბუნებრივად ხდება ყველაფერი შეიძლება ინანოს კიდეც ცოტა ადრე რომ არ ქნა . რა სიამვნებით დარჩებოდა სახლში და დატკბებოდა მთელი დღე მასთან ერთად მაგრამ მოუწევს სურვილებზე უაის თქმა მხოლოდ იმიტომ რომ ლიზას სურვილს ქორწილში წავიდეს პატივი უნდა სცეს. ბორდოსფერ კაბაში რომ გამოწყობილა მისი სიყვარულის ობიექტი და დახვეწილად ჩამოუყვა კიბეს , ვის ახსოვდა საკუთარი სურვილი ? მზადაა ასეც დატკბეს მისი ყურებით . არა მაინც რა ლამაზია ? ყოველდღე შეცვლილი რომ ეჩვენება , არასდროს ბეზრდება და ვერასდროს იგებს ვინ ჰყავს გვერდით , ხან სულელი ბავშვია ხან დახვეწილი ქალი , ხანაც რომანტიკოსი და ისიც კი მოწონს ანჩხლი ეჭვიანი ქალივით რომ უბრიალებს ხოლმე თვალებს .
-ისეთი ლამაზი ხარ ვფიქრობ ხელი გაშვება გამიჭირდება .
-შენც კარგად გამოიყურები .
-არა უკეთესად უნა მოვემზადო ,როცა ვიცი რომ შენნაირი მყავს გვერდით .
-აჭარბებ ლევან.
-ნუ მიღიმ ,შეიძლება გადავიფიქრო წასვლა და აქვე შემომეჭამო.
-იმედია იქამდე ჩავაღწევ ასეთივე და არ შემომადნება მაკიაჟი და ვარცხნილობა .
-აბა მტრედები , მორჩით ერთამენთის ქებადიდებას ? არანაკლებ გამოპრანჭული დემნას ხმა გაისმა ,სამზარეულოდან წყლის ბოთლით ხელში რომ მოაბიჯებდა .
-დემნა , ტაში შემოკრა ლიზამ .-როგორ მომენატრე . კისერზე გაბედულად ჩამოეკიდა .
-ვერ ვიტყვი მეც მომენატრეთთქო წელში მწყვიტავთ , ხან ქორწილიო ხან დაკრძალვაო , ხან ესაო . დჩვეული დუდღუნა ხმა ჩართო დემნამ.
-აი ზუსტად მაგიტომ მომენატრე . კარგად დაისვენე ?
-ისე რა . თქვენ ?
-ჩვენ არ დაგვისვენია .
-მართალია , რაც შენ წაბრძანდი ყველაფრის კეთება მე მიწევდა . ჩაიდუდღუნა ლევანმა .
-რას მეუბნები შეწუხდა ბიჭი თავის საქმის კეთებით.
-უნდა გავიყოთ ხოლმე მე და შენ დასვენების დღეები .
-აა ბატონო ბათუმში მიდიხართ მეტი რა დასვენება გინდათ ?
- ქორწილში მივდივართ . აახსნა სიტყუაცია ლიზამ , თითქოს არბეტყობოდათ ჩაცმულობაზე და თან რა დანანებით თქვა, არა მართლაც რომ არ იტყოდა უარს დასენებაზე და თანაც საინტერესო უნდა ყოფილიყო ლევანთან ერთად მარტო ყოფნა , ყოველგვარი საქმე მაქვს , გვიან დავბრუნდების გარეშე.
-შეგვიძლია დავრჩეთ . ვერ აიტანა ცოლის მოწყენილი თვალები და ხმა , წამოისროლა და ენას კბილი დაგვიანებით მიაჭირა . სულ არ უნდოდა ბათუმი და თაკარა მზე .
-მართლა ? გაბრწყინებული თვალებით დემოუბრუნდა ლევანს . უკანასკნელი იმედი რომ უარს იტყოდა ,ამ თვალებმა გადაწურა ლევანს და გაჭირვებით დაუქნია თავი. -რამდენმე დღე სამი ან ოთხი . დააკონკრეტა რომ ბევრის იმედი არ ჰქონოდა .
-მაგარია . ხტუნვით მიირბინა ლევანთან . -მაგრამტანსაცმელი ? მზად რომ არ ვარ? სანერვიულო თემა გამოუჩნდა .
-იქ იყიდით . უპოვა გამოსავალი დემნამ . -წავედით და გაფრთხილებ წესიერად მოიქეცი იქ . საჩვენებწლი თითი აუწია ლევანს .
-როდის გინახავს რომ არაწესიერად ვიქცეოდი ? დუდღუნით მიჰყვა ლევანი .მომღიმარი უსმენდა ლიზა , წესით ლევანი რომ იყო უფროსი მაგრამ დემნა ირგებდა მბრძანებლის როლს .
-ბიჭო ,ბოლოს შენთან ერთად რომ ვიყავი ქორწილში ტორტი მომხვდა თავში.
-ეგ რა ჩემი ბრალი იყო? კოკამ დალია და გაჭედა .
-ჰოდა ეხლა კოკა არ იქნება . გზაში არ ვჩერდებით და არ დამიწყოთ ფეხების გაშლა მინდაო . ზუსტად მაქვს დტო გათვლილი.
-დაბრუნდი დემნა ? წამებით და წუთებით უნდა მიგეგმო დღე?
-გეყო რაც უჩემოდ იტანტალეთ, სანაყინეებიო , სეირნობაო ყველაფერი ვიცი .
-ეგ ჩემი ბრალი იყო . წაეშველა ქმარს ლიზა .
-შენც მიგაჩვევ წესრიგს ქალბატონო . მკაცრად განაცხადა და ღვედი გაჭირვებით შეიკრა.
თითქმის გაუნძრევლად იჯდა მთელი გზა , ერთიორჯერ გაეხუმრნენ კიდეც მანეკენს გავხარო , მაგრამ სულ არ ადარდებდა დაცინვა ,ყოველ ოც წუთში ტუჩსაცხს რომ იმატებდა ბოლოს დაიღალა წელში გამართული ჯდომით მხოლოდ იმიტომ რომ კაბა არ დაკუჭვოდა , ფეხზეც გაიხადა და კომფორტულად მოკალათდა . რა უნდა აკეთოს ? ვერაფრით გაიგო რაზე ლაპარაკობდნენ ლევანი და დემნა ,სახელს და გვარებს ახსენებდნენ და ერთიც კი არ ეცნობოდა უინტერესოდ ათვალიერებდა გზას და ხეების დათვლამაც კი დაღალა , ბოლოს მოითენთა და ჩაეძინა . რამდენი ეძინა ღამის განმავლობაში და მაინც არ გაჭირვებია რომ ღრმად მიეძინა.
-ლიზაა, ლიზ? მოვედით . ლევანის ხმა რომ მისწვდა მის გონებას , ერთი შეიფართხალა და სწრაფად გასწორდა .
-სარკე , თმა, ჩემი კაბა .
-წესრიგში ხარ დამშვიდდი . გაკვირვებული შეჰყურებდა ლევანი.
-ჰო? გაჭირვებით ათვალიერებდა სახეს მანქანის პატარა სარკეში და ვერ გადაწყვიტა უნდა სდობოდა თუ არა ლევანს სიტყვას.
-ხო ხო . ჩვეულებრივი ქორწილია ,მივალთ ცოტახანი ვიქნებით და წამოვალთ.
-არ ვრჩებით? სწრაფად შეახსენა პირობა .
-ჰო , ვრჩებით . რამდენი ხალხია.
-ეს მერამდენე ცოლია ? დემნამ ღიმილით გახედა რესტორანს .
-სათვალავი ამერია დემნა .
-აა ძმაო კაცი არცერთ ცოლს გულს არ წყვეტს . აფრენს ცოტა ეგ შენი შალვა .
-საიდან ჩემი ? იწყინა ლევანმა .
-აბა რას გეპატიჟება ?
-მერავიცი , ვიცნობ უბრალოდ რომელი მეგობარი მე მნახა. მზად ხარ? ლიზას მოუბრუნდა გაჭირვებით რომ ცდილობდა ფეხსაცმელი შეეკრა .
-ვერ ვიკრავ ,მაცადე აბა.
-რა გაცადო ისედაც დავაგვიანეთ და წამოსვლის დროს თუ მოვალთ ..
-ნუ წუწუნებ რა .
-რისთვის გაიხადე ?
-მტკენს .
-მარტო შენ გტკენს ყველა ფეხსაცმელი . გასწორდი . ახლა თავად გადაიხარა და რამოდენიმე წამში გამარჯვებული გასწორდა.-ძნელი იყო ?
-შენ გაწვრთნილი ხარ შეკვრა გახსნაში. დაისისინა ლიზამ .
-გასაგებად არ ვთქვი რომ არ ვჩხუბობთთქო ? ჩაერია დემნა .
-არა ,შენ ამას უთხარი იქ მოიქეცი წესიერადო . არავის დაელოდა ისე გააღო კარები და პირველი გადახტა მანქანიდან . კაბა დაიფერთხა და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა .
-ისე შეგახსენებ რომ მარტო არ ხარ ქმაი გახლავს . წამოეწია ლევანი.
-მახსოვხარ . უბრალოდ გვერდიდან არ მომშორდე შენ თვითონ და იმედი მაქვს არავის წავაწყდები ისეთს..
-როგორს ?
-იცი როგორსაც . უხერხულად ჩაახველა ლევანმა , სწფად გაადავლო თვალი რესტორანში შესულმა სტუმრებს და ამოისუნთქა. კინაღამ ფეხსაცმელმა შეიწირა მისი ბედნიერი დღე და წარმოდგენაც არ უნდა რომელიმე ძველ საყვარელს რომ წააწყდეს რა მოხდება .
რამდენმე ნაცნობი აღმოაჩინა ლიზამ , გაბედულად იღიმოდა და მხიარულად შეჰყურებდა ყველაფერს. მშვენიერი დრო გატარაა, არც თავი უგვრძნია უცხოდ რამოდენიემ ჭიქაც დალია და ცეკვისგანაც რომ დაიღალა მაშინ შეამჩნია ლევანის სერიოზული სახე . -რა გჭირს ? მოდი ვიცვეკვოთ რა?
-რა უნდა ვიცეკვოთ ? მოდი , სკამი გამოუწია .-დაჯექი დაისვენე ცოტახანს და..
-წამოდი რა .
-არა ! მკაცრად გამოუვიდა ნათქვამი . -არ ვიცი ცეკვა . დააყოლა და სცადა შედარებით მშვიდი ყოფილიყო.
-იცი , ჩემს დაბადებისდღეზე ხომ მეცეკვე და ჩვენს ქორწილშიც ? ისეთი მაგალითი მოუყვანა რით უნდა იმართლოს თავი?
-გეცეკვები , შემდეგ დაბადებისდღეზე .
-კარგი რა , რა ბებერი ხარ. ხმამაღლა წამოისროლა და მხოლოდ შემდეგ გაარჩია რომ მათ გარდა კიდევ სხვებიც ისხდნენ მაგიდასთან. ლევანმა უხერხულად გაიღიმა და გვერდულად ახედა . საკმარისი აღმოჩნდა რომ მისთვის გაწეულ სკამზე მორჩილა ჩამომჯდარიყო.
-ენას ამოგაცლი .
-ტყუილი ხომ არ ვთქვი? ცდილობდა ეჩურჩულა . -გიგი და ანა ვნახე .მემგონი ვერაა ხასიეთზე გიგი
-მეც ვნახე და სწორედ მაგას ვუყურებ .
-რატო?
-ჩხუბების გეშინია ? ღიმილით მოუბრუნდა ლიზას .
-არა , კი ნუ გააჩნია ვინ ჩხუბობს რა ხდება ?
- არაფერი , აი იმ კაცს ხედავ ? გიგის მაგიდისკენ გაახედა
-კი .
-ერთხელ თავზე ვისკის ბოთლი გაადამტვრია გიგიმ , იმის მერე დაძაბული ურთიერთობა აქვთ და ეხლა ერთ მაგიდასთან ზიან .
-მერე რა .
-მერე ის რომ ხუთი თითივით ვიცი ჩვენი გიგის ხასიათი და ცოტახანში ისეთი ამბავი ატყდება ჯობია აქ იჯდე .
-არა , არ იჩხუბებს ანასთან ერთადაა და თან სხვის ქორწილში ხართ .
- აი ხომ გითხარი ? ჩაეცინა ლევანს . ცოტახანში ჩოჩქოლი ატყდა და კარგად გაარჩია საყელოში როგორ იყო ჩაფრენილი გიგი ახალგაზრდა მამაკაცზე რომელიც აშკატად ფეხზე ვერ იდგა . -სად მომყვები ? შუაგზაში შეაჩერა.
-არა რა , შენი რა საქმეა? დარჩი აქ შენ . მკლავზე წაეპოტინა ლიზა .
-დამშვიდდი ლიზ . არ ვაპირებ ჩხუბს . სიცილს ვერ იკავებდა შეშინებულ სახეზე არადა წესით მკაცრი გამომეტყველება ყველაზე მეტად გამოადგებოდა .-გეყოგა გამიშვი . მშვიდად გააშვებინა ხელი. -მოდი მე და შენ დამწყნარებლები ვიყოთ შენ ანას მიხედე . დახლივებით იმ ტონით გამოუვიდა პატარა ბავშვს რომ ასწავლიან ჭკუას .
როგორ გააღიზიანა , ლიზა ამ ტონმა ? სერიოზულადაც რომ არ აღიქვამ მის აზრს და ცოტა დააკლდა ენასაც მოიჩლიფავდა ალბათ მასთან.
-ნეტა ვუნმემ კარგად გცემოს . გამწარებულმა მიაძახა . ხელჩართული ბრძოლა არ ყოფილა , რამოდენმე წუთში დამშვიდდნენ გარეთ გასული მამაკაცები . მხოლოდ ანა იდგა მანქანასთან გაფითრებული და ლიზა სახეზე აწითლებული და გამწარებული .
-არ გაგიმართლა მთელი ვარ . გულდაწყვეტილმა გადახედა გიგის და ანას კისერზე რომ ეკიდებოდა ანა .-არ შეიძლება ესე შემხვდე ?
-არა .
-ვინმეს მართლა რომ მოვეკალი?
-ვის უნდა მოეკალი ? არმიია გახვევია თავზე. გაბუტული ჩაჯდა მანქანაში.
-მაგრამ არსებობს არმიის გვერდის ავლის საშუალებები, მერე რა მეშველება? რომ ვეღარ ვნახავ შენს გაბუტულ სახეს ?
-აი ისევ ისე დებილი ბავშვივით მელაპარაკები.
-ბავშვი მყავხარ და აბა რა ვქნა ? თმაზე გადაუსვა ხელი .-ნახე თავზეც გეფერები .
-დამანებე თავი.
-ვერა . აი მცხელა მაგრამ მაინც ავიტაან და ისე მოგეკრობი სულს შეგიხუთავ. არ გაჭირვებია პირობის შესრულება .
მომდევნო სამი დღე ზუსტად ისე იყო ტკიპივით მიწებებული, უფლება რომ მიეცა ცხვირსაც არ გაყოფდა სასტუმროდან მაგრამ წამით არ ამოასუნთქა . დასვენება ერქვა მის დაღლას ,მაგრამ მორჩილად უსრულებდა ყოველ სურვილს . ისე კარგად შეეწყო , თითქმის ეგონა რომ მთელი ცხოვრეება იცნობს ,მაგრამ ერთი ნაკლი მაინც უპოვა გოგონას , ერთადერთი რაშიც ალბათ ვერასდროს გაუგებდა მისი დამოკიდებულება იყო საკვების მიმართ , შეეძლო მთელი დღე მშიერი ყოფილიყო და სულ არ ადარდებდა ლევანის დამშეული სახე , ნერვებში რომ გადასდიოდა და ძალით უწევდა დაერწმუნებინა რომ მეტს ვეღარ გაძლებდა . დილით ზღვა შუადღით დასვენება და საღამოს ისევ ზღვა ნორმალური დასვენების გეგმა , თუმცა მის ცოლს სულ არ ადარდებდა შუადღე .
-გახმები იცოდე . გაბრაზებული წამოადგა აუზის პირას შეზლონგზე გაწოლილ გოგოს .-დაიწვები.
-აბა სულ ოთხი დღეო რაღაც ხომ მაინც უნდა მეტყობოდეს კანზე?
-შენ არ ამბობდი ვიწვებიო ? ადექი , დაიწვები .
-ცოტახანიიც . წადი შენ და ამოვალ .
-აღარ გავიმეორებ ,შენს სიჯიუტეს საზღვარი არ აქვს . მოხერხებულად გადაიკიდა მხარზე ,გვერდით მყოფ უცხოელ სტუმრებს გაუღიმა და სასიამოვნო ტვირთიანად დაიძრა შენობისკენ.
-გაგიჟდი?
-ნუ ფართხალებ . რა გისვია რა უბედურებაა?
-ბებერი ხარ , შენთან ერთად არც ღირს არსად წასვლა .
-ხო და მარტომ იარე . გეგონება სახლში არ გაქვს აუზი ზედ არ უყურებ აქ რამ გადაგრია ?
-დამანებე თავი ისედაც ერთი დღე დაგვრჩა .
-შეგვიძლია ეგ ერთი დღე სხვა საქმისთვის გამოვიყენოთ . თავხედურად მიკრა ხელი უკანალზე . საპასუხოდ ზურგში მიიღო დარტყმა და საკმაოდ მწარედ.-კარგი ჰო . გსვაამ . ლიფტში ჩამოსვა და გაუღიმა . -მაინც არაფერი გეტყობა ,თოვლივით თეთრი ხარ . თეთრი და .. აწეული ხელი ჰაერში გააშეშა.-მობილური, გადაგარჩინა . უცნაურად დახედა ეკრანს ,უპასუხა თუმცა დადუმებული ისმენდა ვიღაცის სააუბარს . ნერვიულად მოისვა სახეზე ხელი და ლიზას გადახედა. ყურებდაძაბული ცდილობდა გაერკვია რა ხდებოდა და რით დაიმსახურა მისი ასეთი მზერა თუმცა ვერაფერი გაიგო .
-რა ხდება ? ფეხდაფეხ მიჰყვა უკან ლიფტიდან გასულ ლევანს .
-მისმინე , ახლა არ გაგიჟდე შენებურად . გამაფრთხილებელი ტონით დაიწყო . კარში შეატარა და უკან მიჰყვა . ნერვიულად მოკიდა მხრებში ხელწბი და საწოლზე ჩამოსვა.
-მაშინებ . ამოიკვნესა ლიზამ . ჯერ არააფერი უთქვამს და რა სახე აქვს , რომ ეტყვის მამაშენი საავადმყოფოშია წარმოდგენაც არ უნდა რა დროს გაატარებინებს გზაში.
-ნუ გეშინია, მისმინე მამაშენი სავადმყოფოშია და ზუსტად ვერ გავუგე მემგონი
-გულის შეტევა ? დაამთავრა ლიზამ.
-ჰო,მაგრამ ..
-მე რატომ არავინ დამირეკა ? სადა ჩემი ტელეფონი ? ტელეფონს წვდა .- თითქმის გაუთავებლად რეკავდა თინა, მე კიდე იქ ვნებივრიბდი . ხმა მშვიდი ჰქონდა აი ფერი ნამდვილად იყო თოვლივით გათეთრებული . - ჰო, რა უნდა გავაკეთო ? უნდა ჩავიცვა , მერე წავიდეთ . წავალთ? გაყინული სახით მოუბრუნდა ლეცანს .
-რათქმაუნდა ,მაგრამ კარგად ხარ? რაღაც
-კარგად ვარ კი , აბა რა , ცოცხალია , ჩავალთ და ვნახავთ . ენას არ აჩუმებდა და ელვის სისწრაფით იცვლიდა. - მამაჩემი? დარწმუნებული ხარ ? ჰო აბა ხომ არ მიგეჩვენებოდა ? ცოცხალია ? ხომ ცოცხალია ? მოვასწრებთ? უნდა მოვასწროთ . ჩქარა ვივლით , რომელ სავადმყოფოშია? ჩანთას წაავლო ხელი და ისიც ვერ დაიკავა წესიერად .
-ლიზა, ლიზ დამშვდდი მოდი ,მოდი წყალი დალიე .ჯერ წყალი გაუწოდა მერე იატაკზე დავარდნილ ჩანთას სწვდა . - ბოლოსდა ბოლოს ახალგაზრდაა თანაც საქმე ცუდად რომ იყოს მეტყოდნენ .არა რომ ნერვიულბდა არ გაკვირვებია ,მაგრამ ცრემლიც რომ არ გადმოაგდო ის უფრო აკვირვებდა .გაუბედავად მოუჯდა გვერდით და თმაზე ჩამოუსვა ხელი .
-წავიდეთ რა . ფეხზე წამოხტა .
-მივდივართ. ისე მირბოდა მანქანისკენ ლიზა ლევანს გაქცევა დაჭირდებოდა რომ წამოწეოდა ,თუმცა არც კი აუჩქარებია ნაბიჯისთვის , ვინ იფიქრებდა ? სიმამრს უნდა ეახლოს . არა ცინიკოსობის დრო არაა, თუ ლიზას უნდა ჯოჯოხეთშიც ეახლება . მთელი გზა თვალი არ მოუშორებია ნერვიულად რომ იმტვრევდა თითებს , ხანდახან ოხრავდა და უფროდაუფრო თეთრი ეჩვენებოდა . რატომ არ შეუძლია დაამშვიდოს , რამე უთხრას ერთ სიტყვასაც რომ ვერ იფიქრებს. ხომ შეიძლება უთხრას რომ მის გვერდითაა. მხოლოდ ის მოახერხა აკანკალებული ხელი მუჭში მოექცია . ბოლო წვეთი აღმოჩნდა ნერვიულობით გასიებული გულისთვის . სულ არ ჭიდებოდა არაფრისმთქმელი სიტყვები . თვითონვე მიცურდა კევანისკენ კარგად წარგო თავი მის მკერდში და ამოხეთქა . არა ტირილი აღარ ერქვა ამას .
-ის მამაჩემია. რატომღაც ამოაყოლა ცრემლებს . უხსნის რატომ ტირის? ნუთუ ისეთი ეჭვიანი და უნდიბელი გონია რომ უხსნის რატომ ტირის მამის გამო? -მიყვარს , ჩემთვის ის საოცარი მამა და კაცი იყო .
-ვიცი ჩემო ლამაზო .
-იქამდე სანამბიმას გააკეთებდა რაც გააკეთა ,მაგრამ მაინც მიყვარს და..
-ნუ მიხსნი ლიზ , მამა მამა და ისბთუ ვერ გავიგე ახლა რატომ ტირი ,მაშინ ტყუილი ყოფილა ჩვენი ყოველი სიტყვა და ურთიერთობა .
-ის არაა ბოროტი კაცი ,უბრალოდ არ ვიცი იქნებ დადებითს ვეძებ ყველაფერში და ვცდები მაგრამ მამაჩემი ვერ იქნება ნაძირალა.არ მინდა იფიქრო რომ მერე..
-მოდი ერთ რამეს გეტყვი და მივრჩეთ , იგივეს ვიზამდი ჩემი შვილის გამო , ისე გავიმეტებდი ვინმეს თვალს არ დავახამხამებდი , მაგრამ აი როცა ჯერი შენზე მოდჰა ივანეს გადასარჩენად მაშინ არ ვიცი რას ვიზამდი. არც ვკიცხავ და არც ვამართლებ . მაგრამ შენიძლია დაგიფიცო კიდეც რომ მამაშენი ნამდვილად არაა ცუდი კაცი . დასამშვიდებლად უთხრა? საიდან მოუვიდა ასე უცბად თავში ეს აზრი? გულის სიღრმეში მტრად რომ ვეღარ აღიქვამდა ამირანს იმის დამსახურებად ჩათვალა. მძიმე აღიარება იყო , მარტივად კი თქვა , მაგრამ მარტივად სათქმეკიც რომბარ ყოფილიყო შეძლებდა ,მხოლოდ იმიტიმ რომ აღარ უსველდებოდა გული ცრემლებით და გაყინული ჩიტივით აკანკალებული სხეულიც დაუმშვიდდა. საინტერესოა რა მოხდა ? აშკარად არაა ის კაცი ამირანი ასე იოლოად გახდეს ავად ,მაგრამ რა უკვირს იმდენი პრობლემა აქვს და თან ისეთი მის ადგილას სხვა სავადმყოფომდეც ვერ მიატანდა. გაუხარდებოდა მისი სიკვდილი? გაბედა და თავს ჰკითხა . არა არ გაუხარდებოდა , არ შეუძლია ლიზას ცრემლების ყურება .რამოდენიმე თვის წინ თავად გაისტუმრებდა სიამივნებით იმქცეყნად მაგრამ დღეს ნამდვილად არ უხარია ,მაგრამ არც განუცდია.
როგორ დააპატაარავა გზამ , დაასუსტა , არც ძალა არც ენერგია , ყველა კუნთი ერთიანად მოდუნდა და მხოლოდ გული არ დგებოდა ერთ ადგილას . არდა ისიც კუნთია. შეიძლება ბოლო წამებს ითვლის ახლა მამამისი და ისე დამთავრდება მისი ცხოვრება ვერ ნახავს. არ ეტყვის რომ საუკეთესო მამა იყო, რომ ყველაზე ბედნიერია მისი შვილი რომ ერქვა და მერე რა რომ მამის ტვირთი მძიმე აღმოჩნდა და ის გადაწყვიტა რამაც მისი შვილი კი არა შვილები გაადარჩინა . ბოლოს როგორ უყვირა. ახლა ბოლო საუბად მხოლოდ უსიამოვნება მოგონება დარჩება . როგორი უცნაურია ცხოვრება , საკმარისია იმის შიში რომ ვკარგავთ და მაშინვე ვივიწყებთ ყველაფერ მუქს , მაშინ ხდება ძვირფასი ყველაფერი და დრო რომელიც გულის სატკენად არ გვენანებოდა , სწორედ ის დრო უაზრო სიტყვების რიხინზე რომ ოხრად ვხარჯავდით, კისერში გიჭერს ,გულს გიხუთავს განგაშის ზარს გცემს და გახსენებს რომ შეიძლება არც კი გეყოს ერთი უბრალო თბილი სიტყვის სათქმელად. ასე ემართება , მთელი ცხოვრება იმაში გაატარა რომ მისი ახირებები შეესრულებინათ, ერთხელ არ უთქვამს უ როგორ უყვარს , ღრმად რომ სჯეროდა რომ სულ ეყოლებოდა გვერდით , რომ არასდროს მოუწევდა იმ სიტყვების თქმა რაც ახლა ნკადულივით მოედინებოდა გონებაში. მადლიბაც კი აქვს სათქმელი , რომ ლევანი ახლა გვერდით უზის .ბედნიერი იქნება ხვალ როცა დარწმუნდება რომ მამა კარგად ჰყავს რადგან ამ წამს ნამდვილად იცის რომ , ნახევრად მაინც გაადაბიჯა მისმა ქმარმა თავის შიშს სიძულვილს და არ ახსოვს იქნებ მოეჩვენა კიდეც , საუბრისას ხმა თბილი და მანუგეშებელიც კი ჰქონდა.
-ავადმყოფფობდა ? აწუხებდა აქამდე გული?
-არა, ხანდახან მაგრამ საგანგაშო არაფერი იყო .
-გასაგებია . უკეთ ხარ? მალე მივალთ , მოდი დამენახე ისეთი უცნაური ფერი გაქვს .
-შეგაშინე , დაგღალე და სულ პრობლემა ვარ არა?
-ბოდავ ლიზ . რომ მივალთ შენც გაესინჯები ექიმს. ყვითელი ფერი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არა და სანამ იტყვი გამივლისო გეტყვი რომ არ მაინტერესებს .
რათქმაუნდა არც სავადმყოფოსთან მისულს დაელოდა , ისე გადაქანდა და შევარდა არც უფიქრია რომ წამოეწეოდა, დინჯად გადავიდა მანქანიდან და სავადმყოფოს შენობას რომ ახედა და შესასვლელში მომლოდინე დემნას უცნაურ მზერას წააწყდა მერე გაახსენდა რომ სრულიად შეუფერებლად იყო ჩაცმული.
-შარვალი მაინც ჩაგეცვა , ისე განიცდი სიმამრის ამბავს , რომ არც გაგახსენდა?
-მოკეტე დემნა .
-შარვალი მაინც ჩაგეცვა .ნამდვილად სერიოზული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებ .
-მაცადა ვინმემ?
-აღიარე რომ ინერვიულე .
-გისწავლია დაცინვა .
-ხშირად გისმენ ხოლმე.
-ხო და ნუღა მისმენ , ის სადღა გაქრა ? სავადმყოფოს მისაღებს მოავლო თვალი.
-მეოთხეზე . აშკარად გაუხარდება შენი ნახვა ამირანს .არ ცხრებოდა დემნა .
-გადარჩა ?
-ჰოო , როგორც გავარკვიე ივანეს ეჩხუბა მერე ინერვიულა და მოკლედ არ მინდა შვილები თუ გულის შეტევას დამმართებენ რა
- ვალებზე იცი ? მოკლედ აუხსნა სუტყუაცია ლევანმა .
-რა გაწუხებს შენ ? თითის განძრევაც არ დაგჭირდება ისე მოგაშორებენ ამ ოჯახს არ გირჩევ ჩარევას . .
-ლიზას რა ვუყო?
-ბევრს თმობ ლევან ,მხოლოდ იმიტიმ რომ გმირი გამოჩნდე
-გამოვჩნდე ? გამოჩენა არ მინდა, მშვიდი ცხოვრება მინდა მასთან ერთად ,ის კი მამამის მისტირის .
-არ ვიცი
-მე ვიცი , მოვაგვარებ ამ პრობლემასაც და ივანეს მოვიშორებ . ერთხელ და სამუდამოდ დავუსვამ წერთილს ამათ უთავბოლობას . ჩემგან დავალებული ამირანი უფრო მაწყობს .
გადაწყვეტილება სწრაფი ,მაგრამ მტკიცე იყო.



№1  offline წევრი katiusha

Esec ase rogorc iqna gvagirse axi tavi da siaxlec.axla kidev ufro zainteresoa da moutmenlad davelodebi shrmdegs.dzalian ar daagviano raa

 


№2 სტუმარი Guest ნუცა

შენ ჩემო საოცრებავ , შენ ჩემო ყველაზე მიზანსწრაფულო გოგოვ ,პირველად გიწერ კომენტარს ამდენი ხნის განმავლოაბში , იმიტომ არაა რომ ჩემი ხარ ამჯერად სტუმრის სახელით გეტყვი რა ,მაგარი გოგო მყაავხარ , როგორ ძვრები ყველაზე "გაჭედილი " სიტყუაციიდანაც და საერთოდ სიტყვებში ვერ ვატევ იმ ემოცია რასაც იმით ვიღებ რომ უბრალოდ წერ , არ მაინტერესებს რას როგორ , სად გიჭირს და რა ემოციას ვერ გადმოსცემს ,უბრალოდ ის მიყვარს რო წერ . ყველა მიყვარს ვინ წერს მაგრამ შენ იცი რატომ მყავხარ ყველაზე კარგი ? ათასჯერ იტყვი აღარ დავწერო და ათასჯე აღარ დაწერ მაგრამ ის ათასმეერთეა ყველაფერი. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო და მიკერძოვვებაში არ ჩამეთვალოს (როცა საქმე შენ გეხება ობიექტური ვიქნები , ვიცი რომ ამ პლანეტიდან არ ხარ. ) მაგარი ხარ უუუუუუუუუუ მაგრესი და ცოტა შოპინგს თუ მოეშვები და დროს გამონახავ რომ მეტად წერო და ისევ ისე ემოციებით არ გვაწყენდა არც ჩვენ და არც შენ

 


№3  offline წევრი რუსანა

Nucaaa gaqri aqedaaan

katiusha
Esec ase rogorc iqna gvagirse axi tavi da siaxlec.axla kidev ufro zainteresoa da moutmenlad davelodebi shrmdegs.dzalian ar daagviano raa

Didi didi madloba rom kitxulooobt <3

 


№4 სტუმარი Guest ანა

სასწრაფოდ დაამთავრე!
საოცრებებს მიედე-მოედები უკვე.

 


№5  offline წევრი Kalina

Guest ანა
სასწრაფოდ დაამთავრე!
საოცრებებს მიედე-მოედები უკვე.

მეც რაღაც გაწელილად მეჩვენება უკვე.
აღარ უნდათ ამდენი დრამა.
როგორი რაღაცაა იცი?
მე მგონია რო ამირანს მაინც რამე მოუვა.
და ლიზა გადაყვება მაგ ამბავს.
და ძაან გაიწელება.
ვერ მიგახვედრე
და ძაან მაგარი სისულელე მოვთხარე.
მოკლედ, წაიყვანე უკვე დასასრულისკენ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№6 სტუმარი Guest ანა

მარიკუნაა♥️
Guest ანა
სასწრაფოდ დაამთავრე!
საოცრებებს მიედე-მოედები უკვე.

მეც რაღაც გაწელილად მეჩვენება უკვე.
აღარ უნდათ ამდენი დრამა.
როგორი რაღაცაა იცი?
მე მგონია რო ამირანს მაინც რამე მოუვა.
და ლიზა გადაყვება მაგ ამბავს.
და ძაან გაიწელება.
ვერ მიგახვედრე
და ძაან მაგარი სისულელე მოვთხარე.
მოკლედ, წაიყვანე უკვე დასასრულისკენ.


ჭკვიანურს ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ იტყვის ადამიანი, იმდენად გაიჭრა ავტორი. რა ამირანი და რა ივანე. დაასრულე სასწრაფოდ. ან ამ ლიზა-ლევანის დიალოგი სრული სისულელე. შენ თვითინ ვერ ხვდები უკვე რეებს წერ. "ლიჟბი" წერო. დაასწრულე სასწრაფოდ!

 


№7 სტუმარი Guest დადუ

rus magari xar dzalian. gtxov ese nu gvalodineb xolme ra.

 


№8  offline წევრი თუთა პირველი

მე ძალიან მომწონს, რადგან თავიდანვე იყო მნიშვნელოვანი ლიზასთვის ლევანის დამოკიდებულება ოჯახთან, ვფიქრობ ლოგიკურიც არის რომ ავტორმა ივანესა და ამირანის პრობლემა უნდა "მოაგვაროს". მე ვერ წარმომიდგენია სრულყოფილად ბედნიერი ლიზა და შესაბამისად ლევანიც, თუ უირთიერთობა მათ ოჯახევს შორის არ დარეგულირდება და მომწონს რომ ასეთ რაღაცებს ყურადღებას აქცევ და ცდილობ ყოველი დეტალი გაითვალისწინო. როგორც ვატყობ კულმინაციისკენ მიიწევ უკვე, მაგარი გოგო ხარ ასე გააგრძელე. ))))))

 


№9 სტუმარი Guest bubu

dzalian momwons es motxroba mxolod erts gtxov moagvare amiranis da ivanes problema da ertad bednierebi datove levani da liza

 


№10 სტუმარი No oon

Au ragac braziliur serials emsgavseba tava yoveldgourobit.dzaan ertid igve xdeba ukve rato welav ese? Araferi xdeba saertod

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

არ ვფიქრობ რომ გაიწელა ან რატომ არ არ ასრულებ, ეს ავტორის გადასაწყვეტია. შენ თავად გადაწყვიტე რა გინდა.
სად ნახეთ ხალხო ბრაზილიური სერიალი.
მე ძალიან მომწონს და სიამოვნებით ვკითხულობ

 


№12 სტუმარი airis

Guest ანა
მარიკუნაა♥️
Guest ანა
სასწრაფოდ დაამთავრე!
საოცრებებს მიედე-მოედები უკვე.

მეც რაღაც გაწელილად მეჩვენება უკვე.
აღარ უნდათ ამდენი დრამა.
როგორი რაღაცაა იცი?
მე მგონია რო ამირანს მაინც რამე მოუვა.
და ლიზა გადაყვება მაგ ამბავს.
და ძაან გაიწელება.
ვერ მიგახვედრე
და ძაან მაგარი სისულელე მოვთხარე.
მოკლედ, წაიყვანე უკვე დასასრულისკენ.


ჭკვიანურს ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ იტყვის ადამიანი, იმდენად გაიჭრა ავტორი. რა ამირანი და რა ივანე. დაასრულე სასწრაფოდ. ან ამ ლიზა-ლევანის დიალოგი სრული სისულელე. შენ თვითინ ვერ ხვდები უკვე რეებს წერ. "ლიჟბი" წერო. დაასწრულე სასწრაფოდ!

tu ar mogwons nu kitxulob shen roca daiwyeb weras shen motxrobas nu gawelav ;) avtori rusaa da rogorc moundeba ise dawers shen mogwons waikitxe ar mogwons da ki aravin gadzalebs sayvarelo ;) ;) ;)))

 


№13  offline წევრი tamuna.s

არანაირად არ მიმაჩნია გაწელიალად, აბა რა ქნას მიაფუჩეჩოს?! ძალიან დალაგებულად და გააზრებულად ავითარებ მოვლენებს. გამიხარდა ლევანის გადაწყვეტილება, გადაუხადოს ვალები და მოაშოროს საქართველიდან ივანე. მერე არავისი იმედი რომ აღარ ექნება ვეღარც ვალებს აიღებს და ვეღარც იბლატავებს. ესენიც დაისვენებენ და მიხედავენ თავის ცხოვრებას. ძალიან გთხივ სულსწრაფ ხალხს არ უსმინო და ისე მიყევი როგორც დაგეგმილი გქონდა. ველოდები მომდევნო თავს ჩემო კარგო.

 


№14  offline წევრი Kalina

როგორც იტყვით. :)
მე მაინც წავიკითხავ.
პ.ს. თუ თქვენ ასე მოგწონთ, ასე წეროს.
შენ უნიჭიერესი რომ ხარ, მაგას კიდე ბევრჯერ გეტყვი.
წარმატებები^_^
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№15  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

საინტერესოაა ძალიანნნ არ დააგვიანოო აგთხოვვ რააა ველოდებიი ახალ თავსს

 


№16  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ოჰოო ჩვენი ლევანი ფორმაშია ❤️ ვგიჟდებიიიი ისე მომწოონს

 


№17  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ყოჩაღ კარგად მიგყავს ყველაფერი! და საერთოდაც არ ვთვლი გაწელილად))) პირიქით ყველაფერი დალაგებულად უნდა ახსნა და მოაგვარო ოჯახური ურთიერთობა ))) სწორედ ამ ოჯახის გამო მოხდა ყველაფერი და არამგონია ასე უაზროდ მიაფუჩეჩო და დაამთავრო როგორც სხვები ამბობენ)))) ასე რომ ჩემო კარგო შენ გენდობი და შენ უკეთ იცი როგორ დაწერ)) თავიდანვე ცხადიიყო ლევანის და ლიზას დამოკიდებულება ოჯახთან ასე რომ ასე ერთიხელის მოსმით ვერ გადაწყდება))) ამიტომაც ველი შემდგომ განვითარებას<3 ძალიან მაინტერესებს რამოხდება შემდგომში))) ასეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ,,ზოგიერთს" მხოლოდ ლიზას და ლევანის ინტიმური ურთიერთობა აინტერესებთ და რადგანაც ერთად არიან ვსო უნდა დაასრულო ))))) ასერომ ვისაც კითხვა არუნდა და უაზროა ნუწაიკითხავენ)) იმათთვის დაწერე ვისაც გვაინტერესებს <3 ჰოდა ჩემო კარგო ნუუსმენ ნურავის და გააგრძელე ისე როგორც წერ! <3წარმატებებიდა ველიომდევნოთავს <3 როგორც ყოველთვის საუკეთესო ხარ <3

 


№18 სტუმარი Ma ra ki

Ukve dzzaanwelav da interes kargavs

 


№19 სტუმარი Guest ირინა

იმდენად იგვიანებ რო წაკითხვა მუღამს კარგავს

 


№20  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

უკვე ისიც კი დაგვავიწყდება რაზეა ეს ისტორია საერთოდ!

 


№21 სტუმარი Guest ლიკა

iqneb gviasuxo mainc rodisdadeb ra upasuxismgeblobaa

 


№22 სტუმარი Guest თამო

au dade ra male

 


№23  offline წევრი რუსანა

Davaseuleb darchenil nawils da davdeb radgaaan ase dzalian michirs da tqvenc gtanjavt radgan saqrtveloshi movdivar mere da dzlain gamichirdeba tavebad wera da dadeba :)

 


№24  offline წევრი Tete1

Male dadeb axal tabs?

 


№25  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

სად ხარ ამდენიხანიი რომ დაიკარგეეე დაგვიბრუნდი

 


№26 სტუმარი Guest დადუ

ruskita
Davaseuleb darchenil nawils da davdeb radgaaan ase dzalian michirs da tqvenc gtanjavt radgan saqrtveloshi movdivar mere da dzlain gamichirdeba tavebad wera da dadeba :)

რუსკა მიახლოებით როდის დადებ?

 


№27 სტუმარი Guest ანანო

დაახლოებით როდის დადებ რუსკა? ერთი სულო მაქვს როდის წავიკითხავ. მადლობა წინასწარ ❤️❤️❤️❤️

 


№28 სტუმარი Guest მარი

უკვე იმდენად აგვიანებ რომ აღარ მაინტერესებს ისტორია... ბოლომდე ჩაკითხვა ხო უკვე ზედმეტია

 


№29 სტუმარი Guest თამო

დღეს მაინც დადეე გვიან :-(

 


№30  offline წევრი Kristaly

Ruskitaaaa sad waxvedi? ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent