შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ( სრულად)


5-08-2017, 20:51
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 29 128

მოდით სულ თავიდან დავიწყებ თხრობას.
თავიდანვე ჩანდა ელიზაბეტ დანელიას ძლიერი ხასიათი. ჯიუტი გახლდათ ბავშობიდან, ყოველთვის თავისი გაჰქონდა. არ გეგონოთ თავხედი ყოფილოყო, არა საზღვარს არასდროს სცილდებოდა. ბავშობიდან ახერხებდა ცუდის და კარგის გარჩევას. ლამაზი ბავშვი იყო. სწორი გრძელი თმებით, ბრღვიალა შავი თვალებით, პატარა ცხვირით და ვარდისფერი, ლამაზი ტუჩებით. ტირილს დროს ისე საყვარლად პრუწავდა ტუჩებს, გინდოდა ბევრი გეკოცნა ბუთქუნა ლოყებზე.
ოთხი წლის იყო ბაღში, რომ მიიყვანა დედამ. ცელქი ბავშვი იყო, ხშირად აძლევდნენ ანასტასიას, პატარა ონავარის გამო შენიშვნას. ბევრს არიგებდა დედა, მაგრამ მეორე წუთს ისევ რაღაცას აფუჭებდა.
ერთ დღესაც, თავისმა საყვარელმა ჯგუფელმა ანაბელმა, მისი თოჯინა აიღო. ელიზაბეტმა, ეს რომ დაინახა, კელასავით მივარდა და თოჯინა ხელიდან გამოსტაცა. ამას არ დასჯერდა და თმები მოქაჩა კიდეც. მასწავლებელმა ძლივს დააწყნარა ატირებული ბავშვი.
წაყვანის დრო, რომ მოვიდა მასწავლებელმა ტასოს ყველაფერი დაწვრილებით მოახსენა.
ბაღიდან გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა ქალბატონი. სახლამდე არაფერი უთქვამს, მხოლოდ გაბრაზებული გადახედავდა. სახლში, რომ შეიყვანა დივანზე ჩამოსვა.
- ელიზაბეტ რატომ ეჩხუბე დღეს ანაბელს? რატომ ჩაარტყი? - გაბრაზებული უყურებდა.
- იმიტომ ლო, ღილსი იკო, მან ჩემი თოჯინა აიგო და თამასობდა - საყვარლად ჰქონდა შუბლი შეკრული და წარბები ზემოდ აზიდული. მის სახეზე ეღიმებოდა ტასოს, მაგრამ თავს იკავებდა.
- მერე რა ? ისევ ხომ დაგიბრუნებდა, რა დაშავდებოდა ცოტახანი, რომ ეთამაშა. ხვალ მიხვალ და ბოდიშს მოუხდი.
- ალა, ალ მოვუქდი ბოდიშს, მან მე გამაბლაზა, ვაა..
- ელიზაბეტ! რასაც გეუბნები იმას გააკეთებ, რაღაცას რომ დააშავებ უნდა მოიხადო ბოდიში! - ხმამაღლა მოუვიდა და ტირილი დაიწო. მივიდა და ჩაეხუტა.
- ნუ ტირიხარ, შენ ხომ კარგი გოგო ხარ?! დედიკოს არ დაუჯერებ? აწყენინებ? - თბილად ესაუბრებოდა შვილს.
- კალქი დედიტო, კი კალქი გოგო ვაალ და ბოდიშს მოვუქდი. ვატოცებ კიდეც. - დედიკოს მოხვია პაწაწა ხელები.
- ჩემი ლამაზი და კარგი გოგო ხარ - თავზე აკოცა - ნაყინი არ გინდა?
- კი, მინდა ოღონდ შოკოლადის.
- წამო ვჭამოთ. - სამზარეულოში გავიდნენ და მიირთვა ქალბატონმა ნაყინი.
მეორე დღეს ბაღში მისვლისას, მართლაც მოუხადა გოგონას და ჩაეხუტა კიდეც. მის მერე განუყრელი მეგობრები გახდნენ. მალე მათ გუნდს ხუჭუჭა თმიანი ბიჭი, დამიანეც შეემატა. სულ ერთად იყვნენ, ბაღშიც და ბაღის გარეთაც. მათი მშობლებიც დაახლოვდნენ. ელიზაბეტს, ანაბელს და დამიანეს მამები უწევდნენ მამის მაგივრობას. საკუთარი შვილებივით უყვარდათ და ექცეოდნენ.
ელიზაბეტი, ხშირად ახსენებდა მამას, თუ რატო არ მიდოდიდა მასთან. როგორც მის ჯგუფელებს აკითხავდათ მამები. ზოგჯერ ტიროდა კიდეც. ამაზე გული ეწურებოდა ანასტასიას, მაგრამ პატარას რას აუხსნიდა.
ანასტასია, სამსახურში იყო, როდესაც მასწავლებელმა დაურეკა. ელიზაბეტი, ტირის და ვერ ვაჩერებთო. მაშინვე წავიდა, ფეხები აუკანკალდა ბაღის ეზოში, რომ შევიდა. ნამტირალევი შვილის დანახვისას გულში რაღაც ჩასწყდა.
- რა მოხდა დედიკო, რატომ ტირიხარ ? რამე გტკივა?
- კი დედიტო, გული მტკივა - გულზე თავისი პაწაწა თითები მიიდო. - თემურიმ მითქლა, რომ მე ობოლი ვალ. რადგან მამიტო ალა მკავს. დედა ქო იტკუება ? ქომ მკავს მეც მამიტო? - ტასომ ცრემლები ვეღარ შეიკავა და შვილთან ერთად ატირდა.
- ნუ ტირიხარ დეე, შენ ხომ მაგარი გოგო ხარ ?! კი, გყავს მამიკო დეე, ოღონდ შორსაა დეე.. - არ უნდოდა შვილისთვის ტყუილი ეთქვა, მაგრამ პატარა იყო სიმართლისთვის.
- კალქი დეე, კი მაგალი გოგო ვაალ. აღალ ვიტირებ დეე, შენც აგალ იტილო ქოო? - ადგა და ჩაეხუტა დედას.
- კაი აღარ ვიტირებ - მანაც მოხვია ხელები და გულში ჩაიკრა.
იმ დღეს ბავშვები ზოოპარკში წაიყვანა გასართობად . ელიზაბეტიც მალე მოვიდა ხასიათზე. თავის საყვარელ მეგობრებთან ყოფნით მომხდარი ინციდენტი მალე გადაავიწყდა.
მამას აღარ ახსენებდა. პატარა იყო მაგრამ ხვდებოდა, რომ დედას ამით გულს სტკენდა.
დრო მალე გადიოდა. წლები წლებს მისდევდა. მეგობრები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ. მაგრამ, ერთმანეთს ავსებდნენ. უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის ტკივილი.
ელიზაბეტი, დაჭკვიანდა, ნაზი და სიფრიფანა გოგონა იყო. აი, ანაბელი, კი პირიქიით გაგიჟდა. დამიანე, ჭკუიდან გადაჰყავდა. სულ კინკლაობდნენ კატა-თაგვებივით. ორივე ერთნაირი ჯიუტი იყო, არც ერთი თმობდა. ბოლოს ელიზაბეტი აშველებდათ. სამივე კარგი მოსწავლე იყო სკოლაში. მაგრამ, ელიზაბეტი განსაკუთრებით იყო წიგნებზე ორიენტირებული. სხვა არაფერი აინტერესებდა. უნდოდა ბავშობის ოცნება აესრულებინა და ექიმი გამხდარიყო დედის მსგავსად. ამის გამო კლასელები წიგნების ჭიას ეძახდნენ. ამაზე არადროს გაბრაზებულა, მხოლოდ ეღიმებოდა.
ელიზაბეტი, სკოლიდან რომ დაბრუნდა თავის ოთახში შევიდა და ლოგინზე წამოწვა. ოთახში კედლებზე ყველგან ვარსკვლავები ეხატა. ჭერზე კი, დიდი მთვარე იყო გამოსახული. ძალიან უყვარდა ვარსკვლავები, მისი გატაცება იყო. ბავშობიდან აგროვებდა წიგნებს, მათ შესახებ. ჭერს მზერა მიპყრო და ფიქრებში წავიდა მამასთან. აინტერესებდა ყველაფერი მის შესახებ. თუ სად იყო, რას საქმიანობდა, ჰყავდა თუ არა ოჯახი. როდესაც გაიგებდა შვილი ჰყავდა, მიიღებდა თუ არა. მაგრამ, ვერ ბედავდა ვერაფრის კითხვას, არ უნდოდა დედასთვის გული ეტკინა.
ფიქრობდა მომავალზე თუ რას იზავდა ბავშვების გარეშე. როდესაც სასწავლებლად წავიდოდნენ საზღვარგარეთ. მათთან ერთად ვერ წავიდოდა, რადგამ დედას მაგის საშუალება არ ჰქონდა და არც მოსთხოვდა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა. ვინ იქნებოდა თუ არა გიჯი ანაბელი.
- ჰოო ანაბელ - გაღიმებულმა უპასუხა.
- სად გიგდია გოგოოო ტელეფონი? - წიკვინით დაიწყოო საუბარი როგორც ყოველთვის.
- არ მესმოდა, რა ხდება ხომ მშვიდობაა?
- ეხლავე წამოდი ჩემთან, მე და დამიანეს საქმე გვაქვს. - არაფრის თქმა არ აცადა და გაუთიშა.
მართალია ხასიათზე არ იყო, მაგრამ იცოდა სახლში მიუვარდებოდა და კარგი დღე არ დაადგებოდა. აბაზანაში შევიდა, თავი მოიწესრიგა, გაემზადა და წავიდა. მალე მივიდა სახლთან და ზარი დარეკა. მალევე გაუღო კარები. ისიც მისაღებში შევიდა. გაუკვირდა, როცა შიგნით დამიანეს და ანაბელის მშობლები დაუხვდნენ. დივანზე ჩამოჯდა და დაელოდა როდის დაიწყებდნენ საუბარს. აინტერსებდა რა ხდებოდა.
- შვილო - მიმართა დავითმა, დამიანეს მამამ - მე და ირაკლის გვსურს, ბავშვებთან ერთად შენც წახვიდე სასწავლებლად. ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთ, შენ არაფერზე ინერვიულო.
- რასამბობთ?! ასე ვერ შეგაწუხებთ, რა საჭიროა.. - გაოცება ვერ დამალა. რათქმაუნდა ასეთ რაღაცას ვერ დასთანხმდებოდა. არ უყვარდა სხვისი შეწუხება.
- გეკადება?! ხომ იცი, როგორც საკუთარ შვილს ისე გიყურებთ და გვიყვარხარ. - გაუღიმა ირაკლიმ.
- მართალია ირაკლი შვილო, ესენიც ვერ გაძლებენ უშენოდ იქ. - თბილად მიუგო მარიამმა, ანაბელის დედამ.
- კი მაგრამ... - ლაპარაკი შეაწყვეტინა ელენემ.
- არანაირი, მაგრამ გადაწყვეტილია ეს ამბავი, შენც მიდიხარ. - ადგა და თბილად ჩაიკრა გულში.
ელიზაბეტს, გული აუჩუყდა და ცრემლები გადმოცვივდა. ძალიან უყვარდა მეგობრების მშობლები როგორც საკუთარი. ყოველთვის გრძნობდა მათგან დიდ ყურადღებას.
- კაი, რა გატირებს უკვე დიდი გოგო ხარ. - დასცინა დამიანემ და თმები აუჩეჩა.
- აუუუ.. როგოორ მიყვარხააააარ და მიხარიაა, რომ მოდიხარ შეენ ხომ არ იცი - ყვირილით მივარდა, ანაბელი და ჩაეხუტა. მათ დამიანეც შეუერთდა.
- ოცდაშვიდში მივფრინავთ, შენი დაბადებისდღის მერე. კარგია, წასვლასაც და იუბილესაც ერთად ავღნიშნავთ.
- კაი რა, არ მინდა აღნიშვნა ხომ იცი არ მიყვარს. - აწუწუნდა ელიზაბეტი.
- ჩშ, ტუჩებთან მიუტანა თითი და გააჩუმა. შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა. - სიცილით უთხრა ანაბელმა.
- ტყუილად წუწუნებ აზრი არ აქვს ხომ იცი. - დასცინა დამიანემ.
- კაიი, ხოო უიმეე.. მადლობას გიხდიით ყველას ასეთი სიუპრიზისთვის. თქვენ ხომ არ იცით, როგორ მიყვარხართ და რამდენს ნიშნავთ ჩემთვის. - ყველას ჩაეხუტა და სახლში დაბრუნდა.
ძალიან გახარებული იყო, უხაროდა მათთან ერთად წასვლა. მაგრამ, თან გული სტკიოდა დედას მარტო, რომ დატოვებდა მოუხდებოდა. სახლში მალე მივიდა. დედა სახლში არ დახვდა. წერილი შეამჩნია მაგიდაზე ,, დეე, სავადმყოფოში გამომიძახეს, მძიმე ავადმყოფი მოუყვანიათ, დამაგვიანდება. მიყვარახარ და გკოცნი’’. გაეღიმა წერილის კითხვის დასრულებისას. ყურადღებიანი იყო ანასტასია, არასდროს ავიწყდებოდა ელემენტარულიც.
ყავა გაიმზადა და მისაღებში გავიდა. დივანზე ჩამოჯდა და ტელევიზორი ჩართო. არხებს დაუყვა, საინტერესო არაფერი გადიოდა. გამორთო ტელევიზორი და ჭიქა სამზარეულოში გაიტანა. გადაწყვიტა ცოტახანი სანამ დედა მოვიდოდა დაეძინა. ოთახში შევიდა, ლოგინზე გაწვა და ბალიშს ჩაეხუტა.
დედის კოცნამ გამოაღვიძა.
- დედიკო , გაიღვიძე მოვედი.
- მმ, ჩემი ლამაზო დედა მოსულა. - თავალებ დახუჭული წამოდგა და ჩაეხუტა.
- ჩემი ლამაზი გოგო.
- დეე, რაღაც უნდა გითხრა . - სევდიანი თვალები მიანათა.
- რა ხდება დე, ხომ ყველაფერი კარგადაა?! - აღელდა ანასტასია, შვილი სევდიანი, რომ დაინახა.
- კი, ყველაფერი კარგადაა.. უბრალოდ ირაკლიმ და დათო ძიამ, მთხოვეს მეც წავიდე ბავშვებთან ერთად. ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთო.. უარი ვუთხარი, მაგრამ ბოლოს მაინც დავსთანხმდი.
- სულელო მაგის გამო ნერვიულობ?! ხომ იცი, როგორ მინდა წარმატებული იყო. შენი ოცნება აისრულო და გახდე საუკეთესო ქირურგი საქართველოში. მე შენი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ყველაფერს მიაღწევ ცხოვრებაში. მართალია ძალიან მომენატრები, მაგრამ ყოველ დღე ვილაპარაკებთ . - ცრემლებს ძლივს იკავებდა ტასო, არასდროს ჰყოლია მისგან შორს შვილი. ახლა კი, უწევდა სხვა ქვეყანაში გაეშვა, მისი ერთადერთი ქალიშვილი.
- დე, რომ იცოდე როგორ მიყვარხარ. ნომერ პირველი დედა ხარ მსოფლიოს ფარგლებში. - არაფერი აღარ უთქვამს შვილისთვის, აკოცა და დატოვა ოთახში.
მალე გავიდა დღეები, მოვიდა ოცდახუთი ივლისი. მართალია არაფრის გაკეთება არ სურდა, მაგრამ ანაბელმა, მამამის რესტორანი დაახურინა. ყველა დაპატიჟა ვისაც იცნობდა. რვა საათზე იყო ხალხი დაპატიჟებული.
ძალიან ლამაზი იყო ელიზაბეტი. წითელი, ტანზე გამოყვანილი, კოჭებამდე კაბა ეცვა. ერთ ფეხზე ბარძაყამდე შეხსნილი ჰქონდა. ზურგზე ამოღებული, წინ კი დახურული. ფეხზე შავი მაღლები ეცვა. თვალებზე მუქი მაკიაჟი, უფრო გამოჰკვეთავდა მის შავ თვალებს. წითელი ტუჩსაცხი, მეტ სექსუალურობას ჰმატებდა ლამაზ ტუჩებს.
ანაბელი კი, სექსუალურობის განსახიერება იყო. ლურჯი, ტანზე გამოყვანილი, მუხლს აცდენილი კაბა ეცვა. ხვეული თმები ზურგზე ეყარა, სიარულის დროს, ტალღებს ქმნიდა.
დამიანე, ძალიან სიმპატიური იყო. მუქი, ლურჯი შარვალი და ამავე ფერის პერანგი ეცვა. წელზე ჰქონდა მომჯდარი, მკვეთრად გამოჰკვეთდა მის დაკუნთულ, ნავარჯიშევ სხეულს. მუქი ლურჯი უფრო გამოჰკევთდა, მის ზღვისფერ თვალებს.
სამივე ერთად შებიდნენ დარბაზში და ყველას ყურადღება მიიქციეს. ულოცავდნენ დაბადებისდღეს, საჩუქრებს აძლევდნენ. ელიზაბეტი, ყველას უღიმოდა. მსუბუქად თავის დახვრიით ესალმდებოდა და მადლობას უხდიდა ყველას.
დამიანემ შეძლო მისი გახარება. ვარსკვლაბის შესახებ აჩუქა წიგნი. რომელსაც უკვე თვეებია ეძებდა ყველგან, მაგრამ ვერსად იპოვა. ძალიან უყვარდა ვარსკვლავები, თითოელუის შესახებ ფლობდა ინფორმაციას. მივიდა და მთელი გულით ჩაეხუტა.
- ძალიან, ძალიან მიყვარხაარ.
- მეც, ჩემო ფერია.
დაბადების დღეზე მნიშნელოვანი არაფერი მომხდარა. მშვიდობიან მგზავრობას და წარმატებას უსურვებდნენ. ყველა ერთობოდა და ცეკვავადა. პირველი საათი იყო, რომ დაიშალნენ. ანაბელი, ელიზაბეტთან დარჩა. სახლში მისვლის თანავე ბალიშს ჩაეხუტნენ და დაიძინეს. დილით ადრე გაიღვიძეს. ისაუზმეს და საყიდლებზე წავიდნენ. თითქმის ყველა მაღაზია შემოატარა ანაბელმა. იმდენი რამე იყიდეს ძლივს მიიტანეს მანქანამდე. ბოლოს მოშიებულები საყვარელ კაფეში შევიდნენ. შიგნით მყუდო გარემო იყო. მუსიკა დაბალ ხმაზე იყო ჩართული. წითელი და თეთრი ფერი იყო შერწყმული ერთმანეთში. მიმტანი იხმეს და მათი საყვარელი, შოკოლადის ტორტი და ცივი ყავა შეუკვეთეს. ცოტახანი იალაპარეს და წასვლა დააპირეს.
ელიზაბეტს ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა. კითხულობდა როდესაც რაღაც მკვრივს შეასკდა .ცხვირით გულ მკერდს მიეჯახა და ძალიან ეტკინა. ნეტავ კანის მაგივრად ლითონი ხომ არ ჰქონდა გადაკრულიო. ამის გაფიქრება კი მოასწრო, სანამ ახედავდა შეჯახების ობიექტს. ზევით ახედვისას, თავისზე ორი თავით მაღალი მამაკაცი დახვდა. მის მწვანე, ჭაობისფერ თვალებში ჩაიძირა.
- წინ უნდა იყურო, როცა დადიხარ! - მკაცრმა ბარიტონმა გაიჟღერა. ჯიქურად უყურებდა გოგონას თვალებში.
- მე.. მე.. უკაცრავად, შემთხვევით დაგეჯახეთ - მისმა მკაცრმა მზერამ, დააბნია.
- ლაპარაკიც არ გცოდნია ამხელა გოგოს! - ირონიულად მიუგო და გვერდი აუარა.
ელიზაბეტი, კიდევ დიდხანს იდგებოდა , ასე გაშტერებული. ანაბელს, მუჯლუგუნი რომ არ წაერტყა.
- ეეს.. ეეს.. როგორ გამიბედა. ამ ძველი ეპოქიდან გადმონაშთულმა დინოზავრმა - ცოფებს ყრიდა.
- აიი, შენს თავს გეფიცები, ძეგლი უნდა დავუდგა იმ სიმპატიურ ბიჭს, შენი გაჩუმება, რომ შეძლო. - კისკისედა და თეთრ კბილებს აჩენდა.
- გეყოოს! - გაბრაზებულმა გახედა და კარისკენ წავიდა.
ანაბელმა, სახლამდე მიიყვანა და დატოვა. თვითონ კი, სახლში წავიდა. ბარგი ჰქონდა ჩასალაგებელი, ხვალ უკვე მიემგზავრებოდნენ.
- მოხვედი დეე? - სამზარეულოდან გამოსძახა.
- კი, და ძალიან დავიღალე, ყველა მაღაზია შემომატარა.
- არ გშია? დილის მერე ალბათ არაფერი გიჭამია, უკვე საღამოა.
- არა, კაფეში შევედით. უბრალოდ წავალ ცოტახანი დავიძინებ და ბარგს მერე ჩავალაგებ.
- დეე, მე ჩაგილაგე ყველაფერი. ეხლა რაც იყიდე ისინი დავამატოთ.
- მიყვარხარ ძალიან. - აკოცა და ოთახში შევიდა.
უცნობზე ეფიქრებოდა. მის მწვანე თვალებზე და მარწყვივით წითელ ტუჩებზე. თავი გააქნია, აბეზარი ფიქრების გასაფანტად.
საღამო იყო, რომ გაეღვიძა და ოთახიდან გავიდა მისაღებში. ანასტასიამ ყავა მასაც მოუდუღა და მაგიდაზე დაუდგა ჭიქა. თავის საყვარელ ნამცხვართან ერთად.
- შვილო, შენთან მინდა სერიოზულ თემაზე საუბარი. არ მინდა ისე წახვიდე, რომ სიმართლე არ იცოდე.
- რა ხდება დეე? - გულის სიღრმეში იცოდა, რაზე სურდა საუბარი, მაგრამ მაინც ჰკითხა.
- ყველაფერი კარგადაა.. მამაშენზე მინდა ყველაფერი მოგიყვე. უფლება გაქვს იცოდე. - ქალს თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ სადინარებიდან გადმოსვლის უფლება არ მისცა. ემძიმებოდა ამ თემაზე საუბარი და ყველაფერის გახსენება.
- თუ არ შეგიძლია, მერე ვილაპარაკოთ. არ მინდა ინერვიულო. - ძალიან უნდოდა მოესმინა მამის ისტორია. მაგრამ, თან ეშინოდა ისეთი არ იქნებოდა, როგორიც მის ოცნებებში ოყო.
- არა! მომისმინე და არ შემაწყვეტინო გთხოოვ.
ანასტასია ოთახში გაუჩინარდა და მალევე დაბრუნდა უკან. ელიზაბეტმა, დედის ხელში დღიური შეამჩნია. იმდენად ძლიერად უჭერდა თითებს, რომ სილურჯეში გადასდიოდა სიწილთლიდან. მთელი ტანი უკანკალებდა. არ იყო ადვილი ამის გაკეთება ანასტასიათვის. ყელში ბურთი ებჯინებოდა. თავს ძლივს იკავებდა შვილის წინაშე, რომ არ ატირებუყო. არ გეგონოთ შვილის რცხვენოდა, უბრალოდ იმის აღიარება არ სურდა, რომ კვლავ უყვარდა ირაკლი სამხარაძე.
- სჯობს ეს დღიური მოგცე. აქ ყველაფერი წერია ჩემსა და მამაშენის შესახებ! - დღიური გაუწოდა და ოთახში გაუჩინარდა.
ელიზაბეტი, რას გრძნობდა?! სიხარულს იმიტომ რომ გაიგებდა მამის შესახებ ყველაფერს. გულიც სტკიოდა მის გვერდით, არ ყოფნის გამო. დღიურთან ჩახუტებულმა დაიძინა, ვერ ბედავდა გადაშლას. დილით ადრე გამოეღვიძა, ფრენა ექვს საათზე იყო. თელავიდან ჩასვლას დრო სჭირდებოდა, ამიტომ ადრე უნდა გასულიყვნენ. დილის პროცედურები ჩაიტარა, შემდეგ მოემზადა და მისაღებში გავიდა. დედა უკვე გამზადებული დახვდა. ყავა და კრუასანი მიირთვეს. დამაინემ ორი საათისთვის, მანქანით გამოუარა და აეროპორტში წავიდნენ. მალე ამცნეს ჩასხდომის შესახებ. ერთანეთს დაემშვიდობნენ, ჩაეხუტნენ. ყველა ტიროდა ანასტასიას გარდა. მხოლოდ უთხრა ,,უფალი გფარავდეს, შენი იმედი მაქვს და ვიცი, რომ რაც გწადია ყველაფერს მიაღწევ’’.
იმ დროს როდესაც თვითფრინავი , ჩვეული სწრაფი სვლით მიწას საბოლოოდ მოსწყდა და აიჭრა პირქუში ღრუბელთა საკმაოდ გრძელი ფენისკენ. ღვედი კიდევ ერთხელ შეისწორა და თვალები მოჭუტა. ხელებ შუა მოქცეულ დღიურს, რომელიც დედამ მისცა წასაკითხად, ძლიერად მოუჭირა თითები. წინ დიდი და დამღლელი გზა ელოდა, ამინდიც ნოსტალგიური იყო. იცოდა მისი ყოველი მცდელობა დაძინების ამაო იქნებოდა. სურვილი დიდი იყო დღიურის წაკითხვის. ბოლოს ყურსასმენები მოირგო, დღიურს თითები გადაუსვა, როგორც მისთვის მნიშვნელოვან საგანძურს. დამიანეს და ანაბელს, რომ ჩაეძინათ გადაშალა პირველ ფურცელზე და კითხვა დაიწყო.
**********
28.08.1996
გამარჯობა ჩემო დღიურო, არასდროს ასე მძაფრად არ მსდომებია, ვინმესთვის გული გადამეშალა. არასოდესო ვამბობ, ალბათ გეცინება ხო?! არადა სულ რაღაც თვრამეტი წლის ვარ. სამეგრელოში დავიბადე და სოფელ ნაჯახავოში კი გავიზარდე. მოდი ცოტას ჩემს ოცნებაზეც მოგიყვები. ბავშობიდან ძალიან მინდოდა ექიმი ვყოფილიყავი და გაჭირვებული ადამიანებისთვის მემკურნალა. ამიტომაც გადავწყვიტე სამედიცინოზე ჩამებარებინა. სკოლა წითელ დიპლომზე დავამთავრე, ამიტომ უნივერსიტეში სრული დაფინასებით მოვხვდი. თავიდან მამა წინააღმდეგი იყო. ჩემს გარდა არავინ ჰყავდა, ამიტომ არ უნდა მისგან შორს გავეგზავნე. მისი მესმოდა კიდეც. ჩემდა საბედნიეროდ, დედამ შეძლო მისი გადარწმუნება. თბილიში დეიდა მყავდა, გადაწყვიტეს მასთან მეცხოვრა. ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. მაგრამ ვწუხდი, აქამდე მშობლებისგან შორს არ ვყოფილვარ.

29.08.1996

წამოსვლის წინ ბებომ , გზა დამილოცა და რჩევები არ დაინანა.
- კარგი რა ბებო, ომში კი არ მივდივარ?! ზაფხულში გესტუმრებით ხოლმე. მალე გავა დრო. - ძალიან მიყვარს თამარა ბებო, თბილი ქალი არის.
- დაანებე ბაღანას თავი. ნუ შეაწუხე შენი დარიგებებით. ჭკვიანი ჩემი ტასუნია, მიხედავს თავს - თბილად გამიღიმა ჯემო პაპამ.
- გააჩუმე შენ ეგ გრძელი ენა. თბილისი იმხელა ქალაქია, შეიძლება რამეს გადაეყაროს და ხომ მოვიკალი თავი. - ბებოს დანაოჭებული თვალის უპეებიდან, ცრემლები გადმოცვივდა. მასთან მივედი კოცნით ამოვუშრე თვალები და გულში ჩავიკარი.
- ნუ ღელავ ბეე, ყველაფერს გავითვალისწინებ.
- დედა იმის თქმა დაგავიწყდა, სანამ მარშუტკა არ გაჩერდება იქამდე არ ჩამოვიდეს. - სიცილით უთხრა გოჩამ, მამაჩემმა .
ყოველთვის მეცინებოდა მათ კამათზე და ძალიან მიყვარდა მოსმენა. არ ვიცოდი მათ გარეშე, როგორ გავძლებდი. კიდევ ერთხელ მოვავლე არემარეს თვალი, გონებაში ვიბეჭდავდი ყველაფერს. დავემშვიდობე და შემდეგ მანქანაში ჩავსხედით. სადგუმარმდე მივედით. მამას მთელი ძალით ჩავეხუტე, ცრემლები ვერ შევიკავე და ტირილი წამსკდა. ვიმახსოვრებდი მამისეულ სუნს, რომელიც ბავშობიდან ასე ძალიან მიყვარს. ბოლოს ძლივს მოვშორდი, დედაც დაემშვიდობა და მარშუტკაში ავედით. ფანჯრის მხარეს დავიკავე ადგილი. დედა კი, გვერდით მომიჯდა.
ფანჯარა გამოვხსენი. შემომავალი აგვისტოს გრილი ჰაერი, საამოდ მეფინებოდა სახეზე. მოწყენილი გავცქეროდი, სიყვითლეში შეპარულ სიმწვანს. რომლის სილუეტები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ყოველთვის რთულია, დატოვო ის გარემო და ადგილი სადაც გაიზარდე, სადაც ბავშობა გაატარე. უნებლიედ ნოსტალგია შეგიპყრობს და მოგონებები მოგეძალება. ზუსტად ასე დამემართა, ვიხსენებდი ბავშობის ტკბილ მოგონებებს. სკოლის პერიოდს, პირველ შეყვარებულს და გულის ტკენას.
- როდემდე უნდა იყო ასე? - ფიქრებიდან ლიას ხმამ გამომიყვანა.
- ჰო, დე რა არის? - სწრაფად მივაბრუნე მისკენ თავი. თვალებში ჩაგუბებულმა ცრემლმა, დენა იწყო ლოყებზე.
- რა გატირებს გოგო, მთელი ცხოვრება კი არ მიდიხარ. ნეტავ, რომ გათხოვდები, მერე რაღას იზავ?! ხომ არ გგონია ჩვენთან გაცხოვრებთ - სიცილით მითხრა და შუბლზე მაკოცა.
მის მხარზე ჩამოვდე თავი, თვალები დავხუჭე და დაძინება ვცადე. ძილიდან დედის ხმამ გამომიყვანა. ჩამოვედითო მითხრა. ძალიან გამიხარდა, დიდი ხნის უნახავ დეიდას ვნახავდი. გარეთ ბიძაჩემი თემო და ნანა დეიდა დაგვხდა. გავიქეცი და ორივეს ჩავეხუტე მთელი გულით. ბარგი აიღეს და სახლში წავედით სამარშუტო ტაქსით. ძალიან ლამაზი იყო თბილისი, მწვანეში ჩაფლული. მალე მივედით სახლში, ლიფტით მეხუთე სართულზე ავედით. სახლში დეიდაშვილი დამიხვდა, როგორ მომნატრებია. ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა.
- დამსვიიი.. დამსვიი.. რას აკეთებ გიჟოოო? - მთელი ხმით გავკიოდი. ბოლოს ნება იბოძა და დამსვა.
- როგორ მომენატრე, ჩემო შავ თვალება გოგოვ - ლოყები დამიკოცნა.
- მეც ძალიან მომენატრეე. მაგრამ, ცოტახანი წავალ დავისვენებ, ძალიან მეძინება.
ოთახი მიმასწავლა დეიდამ. სააბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე და დავწექი. მალევე ჩამეძინა. საღამოთი გამომეღვიძა, მისაღებში გავედი და დედას მივუჯექი გვერდზე.
- როდის გეწყება სწავლა? - მკითხა საბამ.
- პირველ სექტემბერს მეწყება - დეიდან ყავა მომიმზადა და ჩემს საყვარელ ნამცხვართან ერთად მომიტანა.

1.08.1996

ხვალ პირველი სექტემბერია , ჩემო მეგობარო და პირველად მივდივარ უნივერსიტეტში. დილით ადრე გამეღვიძა, დილის პროცედურები ჩავიტარე. არასდროს მიყვარდა სარკის წინ ტრიალი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი შეხედვით არასდროს მეტყობოდა. ჩემი მუქი, სწორი, გრძელი თმა, მუდამ მოწესრიგებული ჩანდა. ღია ვარდისფერი ტუჩსაცხი ავიღე და დავიწყე არც ისე დიდ და არც ისე ფუმფულა ტუჩების შეფერვა. სწრაფად გამოვეწყვე, ლურჯ შარვალსა და თეთრ საროჭკაში. ფეხზე ამავე ფერის კედები მოვირგე. ჩანთა ავიღე და უკვე მზად ვიყავი.
დედა დღეს აპირებს დაბრუნებას სოფელში. არ მინდა წავიდეს, მაგრამ ვერც დარჩენას ვთხოვ. მარტო შენ დამრჩები მეგობარო. ოთახიდან გამოდის, ჩემთან მოდის და მეხუტება.
- ღვთისმშობელი გფარავდეს, დაგიცვას ყველა განსაცდელისგან. ყოველთვის შენს გვერდით იყოს და ლოცულობდეს შენთვის. წარმატებას გისურვებ. - ღია თაფლისფერი თვალები მომანათა, რომელშიც სევდა იყო ჩაბუდებული.
არასდროს მიყვარდა დამშვიდობება, ამიტომ მიდიოდა იმ დღეს როცა სახლში არ ვიქნებოდი. თვალები ცრემლებით მევსებოდა, რომ ვფიქრობდი სახლში დაბრუნებისას არ დამხდებოდა. არ ჩამიკრავდა გულში. ვერ შევისუნთქავდი მის დედისეულ იასამნის სურნელს. ბავშობიდან ჩემს საყვარელ ყვავილთან, იასამანთან ვაიგივებდი.
გაჩერებასთან მივედი. ავტობუსი მალე მოვიდა, შიგნით ავედი და ფანჯრის მხარეს დავჯექი. პატარაობიდან მოყოლებული, სულ ეს მხარე მაქვს ამოჩემებული. უნივერსიტეტთან მალე მივედი, თანხა გადავიხადე და ჩამოვედი. მის წინ ვიდექი. ხელები და ფეხები მიკანკალებდა. ვერ ვბედავდი შიგნით შესვლას. არ ვიცოდი, როგორი სიტუაცია დამხდებოდა. ბოლოს ღმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის შემდეგ გავბედე შესვლა. ყველას გაოცებული და დაბნეული ვუყურებდი. არაფერი ვიცოდი. შენობაში, რომ შევედი დავიკარგე. ვერ მივაგენი დარბაზს სადაც უნდა შეკრებულიყო ყველა, რომ გავენაწილებინეთ ჯგუფებში. ბოლოს ცეცხლისფერ თმიანმა გოგონამ, მკითხა დახმარება ხომ არ შეეძლო. მეც თავი დავუქნიე. თურმე ისიც იქ მოდიოდა, ამიტომ ერთად წავედით. ერთერთი სკამი დავიკავე და თვითონაც გვერდით მომიჯდა.
- მე თათია მქვია - ხელი გამომიწოდა. ღიმილის დროს ლოყები საყვარლად ეჩხვლიტებოდა.
- ანასტასია, შეგიძლია ტასო დამიძახო - ღიმილითვე ვუპასუხე.
- შეიძლება ვიმეგობროთ? - ღია, თაფლისფერი თვალები შემომანათა. ისე საყვარლად მიყურებდა, როგორ ვეტყოდი უარს. არ გეწყინოს ჩემო დღიურო, შენ არ გიღალატებ.
- კი, როგორ არ შეიძლება.
გაგვანაწილეს ბავშვები. მოგვილოცეს სწავლის დაწყება და წარმატებები გვისურვეს. შემდეგ დაიწყო ერთმანეთის გაცნობა. მალე წამოვედი სახლში.

10.08.1996

ერთი სული მქონდა სახლშ როდის დავბრუნდებოდი, რომ ყველაფერი მომეყოლა შენთვის...
სწავლა, ბიბლიოთეკაში საათობით ჯდომა და კონსპექტების მომზადება, სასიამოვნო და დამღლელ პროცესად იქცა ჩვენთვის.
ბიბლიოთეკიდან გამოსვლისას მე და თათიამ, ახლოს მდებარე მაღაზიაში შესვლა და შოკოლადის ნაყინის ყიდვა გადავწყვიტეთ. სანამ ის ფულს გადაიხდიდა, ვეღარ მოვითმინე და გავანთავისუფლე ცელოფნისგან. მთელი სიამოვნებით ჩავკბინჩე. გამოსვლისას თათიას ვუყურებდი, თან ხელებს ვიქნევდი აქეთ-იქით. ამ დროს რაღაც ძლიერს შევასკდი და გამაჟრჟოლა.
- აუ! - წამოვიკივლე და შეჯახების ობიექტს ავხედე. რომელსაც ჩემი საყვარელი ნაყინი სახეზე ჰქონდა შეზელილი. მაიკის დასვრაც მომიხერხებია - ჩემი ნაყინი - კნუტის თვალებით შევხედე. სანამ რამეს იტყოდა მე შევუტიე. ,,საკუკეთესო თავდაცვა, თავდასხმააო ამბობენ''
- წინ არ იყურებით?!
- კიდევ მეე?! - გაოცებულმა შემომხედა. - სახე ხომ დამისვარე, მაისურიც ხო ზედ მიაყოლე. და კიდევ მე ვარ დამნაშავე?! - შემომიღრინა უცნობმა.
- დიახ შენ! ისეთი გემრიელი იყო! - გაბრაზებულმა გავხედე. სიცილს ძლივს ვიკავებდი მის სახის შემყურე. აი, თათია კი, უკვე ფხუკუნებდა.
- შემდეგში ყურადღებით იყავი, ფეხებში აღარ გამეჩხირო! ახლა კი გამატარე.
- კახური ვირის მსგავსი - ჩავიბურტყუნე. უცბად შემოტრიალდა.
- უკაცრავად! რამე მითხარი თუ მომესმა?!
- კი, გითხარი! - უკან არ დავიხიე და მზერა გავუსწორე.
- სიარულის არ ცოდნასთან ერთად, არც ზრდილობასთან ყოფილხარ კარგად!
- როგორც დაიმსახურე, ისე დაგელაპარაკე! - ირინიოლად მივუგე. ამაზე მისი შავი ირისები, უფრო ჩამუქდა. კისერზე ცისფერი ძარღვები, დაებერა და გამოეკვეთა. ცინიკურად ჩაეცინა, თავიდან ვერ მივხვდი რა აციდებდა. მაგრამ შემდეგ ხელიდან, ნაყინი ამართვა. გააზრებაც ვერ მოვახრხე, ისე აღმოჩნდა ჩემს სახეზე.
- აიი, ასე უკეთესია. შენი სახის ყურებას კი სჯობს. ცოტა გალამაზდი კიდეც. - ჩაიქირქილა და გატრიალდა.
- ვაიმეე, იდიოტი, რეგვენი. ესს.. ესს.. როგორ გამიბედაა! მოვკლავ გეფიცები მოვკლავ.. - ცოფებს ვყრიდი. გაყოლას ვაპირებდი, თათიამ რომ შემაჩერა.
- კაი, გაჩერდი გოგო. შენ გაალამაზე თავიდან. ისე კი სიმპატიური იყო, რა მაგარ ტანზე იყო -სიცილით მეუბნება და მუჯლუგუნს მკრავს.
******
მალე მგზავრებს მოუხმეს, თვითფრინავი დაჯდომას აპირებდა. მომზადებულიყვნენ და ღვედები შეეკრათ. ბავშვებსაც გაეღვიძათ. დღიურით დაინტერესდნენ. ელიზაბეტმა მხოლოდ ის უთხრა, რომ დედამ მისცა წამოსვლისას წასაკითხად. აღარ ჩაეძივნენ. იცოდნენ, როცა დრო იქნებოდა, თვითონ მოუყვებოდათ ყველაფერს. უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს.
სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო მეგობრების ცხოვრებაში. დამიანე დედისერთა იყო. ანაბელს კი მასზე უფროსი ძმა ჰყავდა. მაგრამ, ისეთი ურთიერთობა არ ჰქონდა , როგორც მეგობრებთან. ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ. ყოველთვის გრძნობედნენ ერთმანეთის ტკივილს და დაუყოვნებლივ მათთან ჩდებოდნენ. გულახდილი საუბრის შემდეგ, ყველა დარდი ქრებოდა. უჭირდათ სხვა გარემოში შეგუბა, ენატრებოდათ ახლობლები. სწავლაც რთული აღმოჩნდა, ღამეებს ათენებდნენ. მაგრამ, უკან არ იხევდნენ. დამიანე, ხშირად ვერ ნახულობდა გოგოებს, რადგან საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ.
ელიზაბეტს, დრო არ რჩებოდა დღიურის წასაკითხად. სწავლობდა როდესაც ქარბორბალასავით ოთახში გიჟივით შეუვარდა ანაბელი.
- გოგო ჩენი კურსელი მართავს მაგარ წვეულებას, ხომ წამოხვალ?! წავიდეთ რაა.. - ხელი ყელთან მიიტანა პატარა ბავშვივით და კნუტის თვალებით შეხედა.
- ვერა გოგო, ბევრი მაქვს სასწავლი. - გაუხარდა კიდეც, მარტო რომ იქნებოდა ოთახში, დღიურს წაიკითხავდა.
მალე გავიდა დრო, საღამოთიც მოვიდა. ოთახიდან გისტუმრა მეგობარი და დღიური აიღო. ლოგინზე მოკალათდა და გადაშალა.

****
11.10.1996

დიდი ხანია შენთან არ მისაუბრია. არ გეგონოს, რომ დაგივიწყე, უბრალოდ ვერ ვახერხებ შენამდე მოსვლას. მოგიყვები ყველაფერს, იმდენი რამ გადამხდა.
ქუჩაში ღამით მარტო სეირნობა, ყოველთვის მიყვარდა. ამიტომ არც აქ მომიშლია ეს ჩვეულება. მართალია ნაკლებად იყო სიმშვიდე თბილიში ამ დროს, მაგრამ მაინც მომწონდა სავსე მთარის შუქზე ხეტიალი. სახლიდან საკმაოდ შორს მომიწია წამოსვლა, უკან ვაპირებდი დაბრუნდებას. მოპირდაპირე გადასასვლელზე გადავდიოდი. გვერდზე არ გამიხედავს როდესაც უეცრად არსაიდან მანქანა გამოჩნდა და ფეხებთან ძლიერად დაამუხრუჭა. საშინლად შემეშინდა, გულის ბაგაბუგი ყურებში ჩამესმოდა. თვალები დამეხუჭა და პირიდან არა ამქვეყნიური წივილი წამხდა.
- შენ ნორმალური ხარ?! - ღრიალის ხმამ მომიყვანა გონს, თვალები გავახილე და შევამჩიე აფთარივით, ჩემსკენ მომავალი გორილა. რაღაც მომენტში შემეშინდა კიდეც. ისეთი გაბრაზებული ჩანდა, რომ შესძლებოდა მიმახჩობდა კიდეც.
- ისევ შენ ხარ?! ღმერთო რა ცოდვებისთის მსჯი - თავი ხელში ავიყვანე, სახე გავასწორე და თითქოს ის ყოფილიყო დამნაშავე შევუტიე.
- კიდევ მე გაწუხებ გოგოოოო ?! რამის საბურავებში შემივარდი! - დაჭრილი მგელივით ღრიალებდა.
- შენ მაქანის ტარება არ იცოდე, და მე ვარ დამნაშავე?!
- გზაზე რომ გადადიხარ, გვერდზე უნდა გაიხედო! და არა ბატივით დადიოდე ქუჩაში!
- ნელა უნდა ატარო მანქანა ვინმე, რომ არ შეიწირო! - არ ვნებდებოდი.
-გოგოოოო.. - კვლავ დაიღრიალა. სიბრაზისგან წითელი ფერი ედო სახეზე. მგონი ყურებიდან ბოლსაც უშვებდა. - ნორმალური მოაზროვნე ადამიანივით გზაჯვარედინისკენ, რომ გაგეხედა დაინახავდი, ნორმალური სიჩქარით მომავალ ავტომობილს!
- ირაკლი, დამშვიდდი, ისედაც შეშინებული იქნება! რაღატო ღრიალებ! - მაქანიდან ჩემი ასაკის გოგონა გადმოვიდა, ისეთი ნაზი და სიფრიფანა იყო. უკან კი ბიჭი მოჰყვა, თავიდან ვერ დავინახე, მაგრამ შემდეგ ფარების შუქზე, რომ შევხედე გაოგნებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. იმდენად გავდა ამ ხეპრეს, მხოლოდ თვალის ფერით განსხვადებოდნენ. მას მწვანე თვალები ჰქონდა.
- ხომ კარგად ხარ ? - ნაზი წკრიალა ხმით მკითხა.
- მისნაირი არსებების ხელში, რომ ვსუნთქავ ესეც მიკვირს. მადლობა, რომ დაინტერესი ჩემი მდგომარეობით.
- რატომ კატასავით არ გადაგიარე, ღირსი იქნებოდი!
- ვირის განსახიერებავ!
- გაუთლელო ქაჯო! - მითხრა და მანქანისკენ წავიდა. ჩასხედითო ანიშნა და გიჟივით მოსწყდა ადგილს.
სახლში მალე მივედი. გაბრაზებული დავდიოდი ოთახში. სულ ის შემთხვევა მედგა თვალწინ. ბოლოს კონცეტრილება მოვახდინე წიგნებზე. სწავლას, რომ მოვრჩი წყალი გადავივლი და დავწექი. დაძინებადმე სხვადასხვა ხერხებზე ვფიქრობდი, თუ როგორ უფრო მტკივნეული იქნებოდა, მისი მოკვლა.
****
ზოგჯერ მართლა გგონია, რომ ყველაფერი შემთხევითობაა ან უბრალოდ დამთხვევაა. არასდროს არ ფიქრობ, რომ შეიძლება ზემოთ ცაში იყოს, ბედი დაწერილი და კუბიდონს ჰქონდეს ქვემოთ, მარჯვენა კუთხეში, ხელი მოწერილი. საოცარია, მაგრამ კარგი ყოველთვის მოულოდნელად ხდება. მოულოდნელობა, შემთხვევითობასთან ჯაჭვურ კავშირშია. ერთი მეორესგან გამოდინარეობს და ბოლოს ერთ მთლიანობას ქმნის. ძალიან იშვიათად იქმნება უსიამოვნო შედეგი.
ზედიზედ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ასე შემთხევით, ორი ერთნაირი ზედმეტად ჯიუტი და ამაყი პიროვნება. ბევრისგან, გსმენიათ ალბათ, რომ ერთნაირი ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებენ. არადა პირიქით ხდება. ყველაზე დიდი თავგადასავალი ურთიერთობაში, ორ ერთმანეთზე შეყვარებულ წყვილს აქვთ.
*******
20.12.1996

დიდი ხანი ველოდით, მე და თათია თოვლს. დილით გაღვიძებულმა, რომ დავინახე ოთახს რაღაც ანათებდა, მივხვდი რაც ხდებოდა. გახარებული, ბედნიერი სახით გავიქეცი ფანჯრისკენ და გადათეთრებულ ქუჩას თვალი მოვავლე. სიხარულისგან ტაშიც შემოვკარი. გადავწყვეტე თათიასთვის გამევლო და ერთად გაგვეტარებინა, ჩვენთვის ბედნიერი დღე. მაგრამ, სამწუხაროდ ჯერ ადრე იყო. სამზარეულოში გავედი, ერთი ფინჯანი ყავა მოვიმზადე, თბილ პლედში გავეხვიე და ფანჯრიდან ფიფქების ყურება დავიწყე. საათს გავხედე უკვე ათი ხდებოდა. გავემზადე და მისაღებში გავედი. დეიდას მივესალმე, მანაც თბილად გამიღიმა. მივედი და გულში ჩავეხუტე, სურნელი ღრმად შევისუნთქე. ,, ნათქვამია, დეიდას დედის სუნი ასდისო’’ და მართალიც არის.
- როგორ ხარ ? სად მიიდიხარ ? გარეთ თოვს და ცივა.
- კარგად დეი, შენ? ხომ იცი თოვლს მე და თაი რამდენი ხანია ველოდებით, ამიტომ გავისეირნებთ. მთაწმინდაზე ავალთ, ხომ იცი რა ლამაზია იქიდან თბილისი.
- ნორმალურად. კაი ხომ თბილად ჩაიცვი. - არასდროს მიყვარდა, ფიქრი დიდი ხანი, თუ რა უნდა ჩამეცვა. რაც ხელს მოხვდებოდა იმას ვიცვამდი.
გარეთ გავედი, თათია ჩემთან ახლოს ცხოვრობს. მალე მივედი მასთან და მთაწმინდისკენ გავეშურეთ ფეხით. მალე მოსაღამოვდა. ბევრი და დიდი ფიფქები ცვიოდა ციდან. სახეზე მეცემოდნენ, ხელებს წინ ვწევდი, რომ დამეჭირა. მაგრამ, უშედეგოდ მთავრდებოდა მცდელობა. თბილი ხელის გულები უცბად ადნობდა მათ. ძალიან იყო გზა გაყინული, თავს ძლივს ვიკავებით. გვეგონა გიჟები მარტო ჩვენ ვიყავით, მაგრამ გვერდით წყვილმა ჩაგვიარა. უცბად ფეხი ამისრიალდაამისრიალდა, თავი ვერ შევიკავე და დავეცი. თავი დავარტყი, ძალიან მეტკინა. თვალები მეხუჭებოდა და ბურუსში ვეხვეოდი.
თვალები, რომ გავახილე თათიას შეშინებულ თვალებს წავაწყდი. თავი მის მუხლებზე მედო. ხელი საშინლად მტკიოდა, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ამასთან ერთად თავის საშინელი ტკივილიც ემატებოდა.
- როგორ ხარ ტასო? როგორ შემაშინე - ტირილი დაიწყო, ჩემი გულჩვილი.
- თავი მტკივა უბრალოდ, ალბათ ძლიერად დავარტყი. ხელიც მაწუხებს, შეიძლება ნაღრძობი მაქვს. ნუ გეშინია არაფერი მომივა გადავრჩები. - დიაგნოზი დავუსვი, საკუთარ თავს და გაღიმება ვცადე.
- ეს იმის ბრალია სიარული, რომ არ იცი - ნაცნობი, ბოხი ბარიტონი გაჟღერდა ავტომობილში.
- შენ.. შენ.. აქ რა ჯანდაბა გინდა?! შენ რა მითვალთვალებდი?! - თათიას კითხვის ნიშანი, თვალებით შევხედე. ისიც გაკვირვებული მიყურებდა.
- მეტი საქმე არ მაქვს, ჩემი ძვირფასი დრო შენზე დავხარჯო.
- ცინიკოსი. - ჩავიბურდღუნე და სკამზე გასწორება ვცადე.
- ჩვენ უბრალოდ დათოვლილი თბილისის ნახვა გვინდოდა, მაღლიდან. მე ნიკოლას სამხარაძე ვარ. ეს კიდევ ირაკლი. ძნელი მისახვედრი არ არის, მგონი, რომ ძმები ვართ - სიცილით დაამთავრა.
- ეგ ისეთია, რომ შეიძლება ვერც მიხვდეს! - გამკენწლა ირონიის მეფემ.
- მე ანასტასია, ეს კიდე თათია . სასიამოვნოა შენი გაცნობა და სამწუხაროა ამ ხეპრეს ძმა რომ ხარ.
- თუ არ გინდა აქ დაგტოვო, გაჩუმდი! - შემომიღრინა აფთარმა.
სავადმყოფოში მიმიყვანეს. ირაკლიმ მანქანას შემოუარა და კარები გამოხსნა. გამიკვირდა მაგრამ უცბად ჰაერში აღმოვჩნდი. გამაცია, გამაცხელა. მისგან წამოსულ მუხტს ვერ ვაიგნორებდი. მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა და მთელ ტანზე თითქოს ჭიანჭველები დარბოდნენ. ექთანმა პალატაზე მიუთითა, საწოლზე დამაწვინა და დამტოვა. ხელი მართლაც ნაღრძობი აღმომაჩნდა. გადამიხვიეს, წამლები გამომიწერა ექიმმა. ტკივილ გამაყუჩებელი გამიკეთა და გავიდა. ძლივს წამოვდექი და გარეთ გავედი. ისინი ისევ იქ დამხვდნენ, გამიკვირდა. გულის სირღმეში გამიხარდა კიდეც.
- აბა როგორ ხარ ? - თბილად გამიღიმა ნიკოლოზმა.
- გმადლობ, ნორმალურად. ტკივილ გამაყუჩებელი გამიკეთა და იმედია მალე მიშველის.
- რატომ ბარემ, ენაზე არ აგცრეს უკეთესი იქნებოდა. - თვალი ჩამიკრა.
- შენს გვერდით, რომ ვარ ეგ მართლა მჭირდება. საშიშია ცოფი არ გადამედოს. - მეც თვალი ჩავუკარი და ჩემი პასუხით ნასიამოვნებმა, ღიმილით გავიბადრე.
- ესენი, სულ ასე რატომ ჩხუბობენ?!- გაოცებით ჰკითხა თათიას. ისე მომნუსხველად გაუღიმა. თათია, რამდენიმე წამი გაშტერებული შეჰყურებდა.
- მე.. მე.. მგონი კი.. - დაიბნა, ჩემი გოგო. მას ამაზე მხოლოდ ეშმაკურად ჩაეღიმა და თვალებში ჭინკები უხტოდნენ.
სახლში წაყვანა შემოგვთავაზეს. მეც უარი არ ვუთხარი, მეჩქარებოდა. ასე, რომ დავაგვიანე დეიდა ნერვიულობს დარწმუნებული ვარ. თან არც სიარულის თავი არ მქონდა. მანქანაში ჩავსხედით და მისამართი ვუკარნახე.
- რას საქმიანობთ გოგოებო? - თათიას უყურებდა.
- სამედიცინოზე ვსწავლობთ - ორივეს მაგივრად მე ვუპასუხე. თათია, კიდე ლოყებ აფორაჯებული, თითებს აწვალებდა.
- ვაა, რა დამთხვევაა, ესეც თქვენი კოლეგაა.
- ამას ვინ ანდობს სიცოცხლეს?! - გავიოცე და საერკეში მზერა გავუსწორე. ნიკოლოზს სიცილი წასკდა. მან კი ერთი შეუბღვირა, მაგრამ კვლავ ფხუკუნებდა. მალე მიმიყვანეს, მანქანიდან გადასვლისას.
- შენ გაბარებ ჩემს გოგოს - ნიკოლას შევხედე და თვალი ჩავუკარი. მის სიმორცხვეზე კი მეცინებოდა.
ლიფტი არ მუშაობდა, ძლივს ავედი კიბეებზე. დეიდა მისაღებში დამხვდა. ჩემს დანახვისას ერთი წამოიკივლა და დივანიდან წამოდგა. ავუხსენი, რომ კარგად ვიყავი. ძლივს დავამშვიდე და ოთახში შევედი. თავი მოვიწესრიგე, პიჟამოები ჩავიცვი და ლოგინში შევძვერი. თათიაზე და ნიკოლოზზე მეფიქრებოდა, რა კარგი წყვილი იქნებბოდნენ. მალე ჩამეძინა დაღლილს.

*********
დღიურის კითხვისას, ძლიერ იგრძნო დედის მონატრება. დახურა , გვერდით გადადო და ლეპტოპს მიუჯდა. სკაიპი ჩართო და დაურეკა.
- დეე, ძალიან მომენატრე. როგორ ხარ?
- კარგად. მეც მომენატრე. ხომ კარგად ხართ? როგორ შეეგუეთ გარემოს?
- კი, დე კარგად ვართ, ჯერ ვერა დეე.. ჯერ მხოლოდ ორი კვირა გავიდა. - სიცილით უთხრა.
- ანაბელი სადაა? რომ არ ჩანს.
- წვეულებაზე წავიდა კურსელის. დამიანე კი არ იცი, როგორი მექალთანეა?! რომელიმე გოგოსთან იქნება კლუბში.
- ხომ კაგად იკვებები? ძალიან ნუ დაიტვირთავ თავს. ძილისთვისაც გამონახე დრო.
- კაი რა დეე, ბავშვი ხომ აღარ ვარ.
- აი, ეხლა ბავშვივით ბუზღუნებ. გკოცნი ბევრს, სამსახურში გავბირვარ. ძალიან მიყვარხარ, ჭკუით იყავი. - ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა და გაუთიშა.
რამოდენიმე თვეში, კარგად შეეგუვნენ გარემოს. გართობაც დაიწყეს. საზოგადოებას შეერწყნენ, უკვე მათ ნაწილებად თვლიდნენ თავს.
ბაბნიკი დამიანე ,, წინდებივით იცვლიდა’’ გოგოებს. ელიზაბეტი, ამაზე ხალისობდა. ანაბელი, კი ცოფებს ყრიდა. არ სიამოვნებდა გოგოსთან, რომ დაინახავდა ხოლმე. ხან რას უწუნებდა ხან რას. საბოლოო ჯამში ყველაში ნაკლს ხედავდა.
თვეები მალე გადიოდა. ლიზა, ვერ ახერხებდა დღიურის წაკითხვას, მარტო ვერ რჩებოდა. სამეცადინოც ბევრი ჰქონდა, სხვაგან კი ვერ მიდიოდა. შუალედური გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. გადაწყვიტეს კლუბში აღენიშნათ.
ლიზამ, როგორც ყოველთვის სადად ჩაცმა გადაწყვიტა. ტანზე გამოყვანილი, მისი საყვარელი ფერი, იასამნისფერი მუხლებამდის კაბა შეარჩია. ფეხზე შავი მაღლები შეუხამა. გრძელი თმები დაიხვია. მაკიაჟი გაიკეთა და მზად იყო. ანაბელი სხვა განზომილება იყო. წითელი, მუხლს აცდენილი, ტანზე მომჯდარი კაბა ჩაიცვა. რომელიც მის ფორმებს კარგად გამოჰკვეთდა. ფეხზე ამავე ფერის მაღლები მოირგო. გრძელ, სწორ ფეხებს, უფრო გრძელს უჩენდა. სადა მაკიაჟი გაიკეთა. დიდ და ხორციან ტუჩებზე, წითელი ტუჩსაცხი გადაისვა. თმები ზევით აიწია.
გოგოები ტაქსით წავიდნენ კლუბამდე. შესასვლელთან დამიანე დაუხვდა. როგორც ყოველთვის, უსიმპატიურესი იყო.
თავისუფალი ადგილი დაიკავეს და შეკვეთა მისცეს. ლიზამ მხოლოდ ხილის უალკოჰოლი კოქტეილი შეუკვეთა. ქალბატონმა დღეს უნდა გამოვთვრე, ჩემი დღე არისო და ორმაგი ვისკი მოინდომა. მალე მიუტანა მიმტანმა შეკვეთა და მაგიდაზე დაუწყო. ერთი მოყუდებით გამოცალა ჭიქა და კიდევ მოატანინა. დამიანე, მალე ადგა მაგიდიდან და მოცეკვავეთა გუნდს შეერია. ერთ-ერთ გოგოსთან მივიდა, ზურგიდან აეკრო და მასთან ერთად ცეკვა დაიწყო. არც გოგო ჩანდა წინააღმდეგი. ანაბელს სასმელი მალე მოეკიდა. მასთან არაფხიზელ მდომარეობაში მყოფი ახმახი მივიდა, ცეკვაზე დასათანხმებლად. მანაც უარი არ უთხრა ლიზას თხოვნის მიუხედავად. უმისამართოდ დააცურებდა გოგოს გამოყვანილ სხეულზე, დაძარღვულ ხელებს. წინააღმდეგობასაც არ აწყდებოდა. ეს, რომ მოცეკვავე დამიანემ დაინახა. სისხლი ჩაექცა, ძარღვები დაეჭიმა და მუშტები ძლიერად შეკრა. ახალგაზრდების ბრბო გაარღვია, მოცეკვავე წყვილთან მივიდა. სწრაფად გამოსტაცა ხელიდან ბიჭს და გასასვლელისკენ წაათრია რასაც ჰქვია. მხოლოდ თვალით ანიშნა მარტო მჯდომს მივდივართო და გარეთ გაიყვანა.
- რატომ მივდივართ?! ხვალ დასვენების დღე გვაქვს, მე კიდევ გართობა მინდა. - ხელი გამოსტაცა და ჯიქურად შეხედა.
- სხვა დროს, ნორმალურად იცეკვებ, თუ ცეკვა გინდა! - თვალების ირისები, ჩაწითლებული ჰქონდა სიბრაზისგან.
- რააა?! - გაკვირვებულმა შეჰყვირა - მაგის გამო გამომათრიე, ლეიბივით გარეთ?!
- მაგის გამო, გოგოოო?! - დაიღრილა ბიჭმა - ის არაფერი არ არის?! თვალებით, რომ გხდიდა ის და დაატარებდა ხელებს.
- რა მეთვრამეტე საუკუნეში ჩარჩენილი, კოვბოივით მელაპარაკები. - მობეზრებულად აატრიალა თვალები.
- მორჩა! ჩემთან ერთად ასე აღარ მოიქცევი ! - რომ გეკითხათ ასე რატომ იქცევიო, ვერაფერს გიპასუხებდა. აქამდე ასე არ გაბრაზებულა, იცოდა გოგოს ხასიათი. ზედმეტს არავის გააბედინებდა. მაგრამ, თავი ვერ გააკონტროლა ის სცენა, რომ დაინახა.
ლიზა, შორიდან უყურებდა, მათ ჩხუბს. ბოლოს მივიდა, ტაქს ხელი დაუქნია, ანაბელი შიგ ჩასვა, მეგობარს დაემშვიდობა და გვერდით მიუჯდა. მალე მივიდნენ საცხოვრებელში. ოთახში შეიყვანა, შემთვრალი ანაბელი და დააწვინა. თვითონ კი დრო იხელთა, ლოგინზე მოკალათდა და დღიური გადაშალა.

*******
21.03.1997
გამარჯობა ჩემო მეგობარო, ისევ შენ მოგაკითხე. ვიცი რომ მიიღებ დაკარგულ მეგობარს.
აღარ მოგაბეზებ თავს სასწავლებლის ამბებით. არაფერი ხდება მნიშვნელოვანი. ყოველი დღე მისით იწყება და ბიბლიოთეკით მთავრდება, თათიასთან ერთად.
ბიბლიოლეთიკიდან გამოსვლისას გადავწყვიტეთ , ჩვენს საყვარელ კაფეში გაგვევლო. ავტობუსში ავედით, სასურველ ადგილას მალე მივედით. ფული გადავიხადეთ და კაფისკენ გავწიეთ. გარედან კაფე არც ისე კარგი შესახედაობის არის, მაგრამ შიგნით მყუდრო გარემოა. ჩვენი საყვარელი ნამცხვარი და ჩაი შევუკვეთეთ და მაგისთან ადგილი დავიკავეთ.
ვსაუბრობდით მომავალის გეგმებზე. სიყვარულის თემას, რომ შევეხე ლოყები აუწითლდა ჩემს გოგოს. მოდი ცოტას ამათზეც მოგიყვები.
იმ დღის შემდეგ , რაც ნიკოლა და თათია პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. თურმე მეორე დღიდან მის კორპუსთან იდგა თითქმის ყოველ დღე. შეხვედრაზე დათანხმებას სთხოვდა. მაგრამ, ჩემი ,, წყნარი’’ გოგო გაჯიუტდა. უარით ისტუმრებდა. ბოლოს თავის მომხიბლელობამ გასჭრა და დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია. მის ხსენებაზე ყოველთვის თვალები უბრწყინავს ხოლმე. მე კიდე ვტკბები მათი ყურებით.
- ანნ, რაღაც უნდა გთხოვო და უარი არ მითხრა კარგი? - საყვარელი, კნუტის თვალებით შემომხედა.
- გააჩნია რას მთხოვ..
- ნიკოლოზის დაბადებისდღეა დღეს, ორივე დაგვპატიჟა. გთხოოვ წამოდი რა, მარტო ვერ წავალ. - თვალების ფახუნით მიყურებდა. თხელი ვარდისფერი ტუჩები კი საყვარლად დაპრუწა.
- აუ, გამოდის იმ ვირის მსგავსის დაბადების დღეც არის. მთელი საღამო ვერ ავიტან! - გულის სიღრმეში გამიხარდა კიდეც ვნახავდი. იმ ინციდენტის შემდეგ არ მინახია.
- გთხოვ რა.. - ცრემლები გადმოყარა. იცის ამ გოგომ, როგორ შეიძლება დამიყოლიოს. ნუ ისედაც დავსთანხმდებოდი, მის გამო...
-კარგი ხო! მაგრამ, ის ჩემგან საჩუქარს ვერ ეღირსება. სად იხდის ან რომელ საათზე?
- რესტორანში, რვა საათზე. ჩემებს მან სთხოვა და დასთანხმდნენ. დეიდაშენს მე ვეტყვი, თუ გინდა.
- არა, მე თვითონ! წამოდი საჩუქარი ვუყიდოთ, რომ არ ვიცი რა მოსოწონს.
- საათები უყვარს, კოლექცია აქვს.
ბევრი მაღაზია არც იყო. ერთ-ერთში შევედით და ვერცხლისფერ საათზე შევარჩიეთ არჩევანი. უკვე ექვსი საათი იყო, ამიტომ სახლებში წავედით. მალე მივედი, დეიდა მისაღებში დამხვდა. დაველაპარაკე, ავუხსენი ყველაფერი და ისიც დამთანხმდა.
აბაზანაში შევედი, პროცედურები ჩავიტარე. დიდი ხანი არ დავყავი შიგნი., დრო ბევრი არ მქონდა, თორე მიყვარს დიდხანს ნებივრობა. კარადიდან გრძელი, ვარდისფერი, ყვავილებით მორთული კაბა შეფარჩიე. ფეხზე ბალეტკები მოვირგე. სადა მაკიაჯი გავიკეთე. ხელჩანთა ავიღე და მისაღებში გავედი. თათია მოსული დამხვდა. ძალიან ლამაზი იყო, ბიჭს კვლავ მოაჯადოვებდა. საბამ, მანქანით წაგვიყვანა და დაგვტოვა. რესტორნის შესასვლელთან ნიკოლოზი შეგვეგება. ერთმანეთის დანახვისას, თვალებიდან ბრჭყვიალა ვარსკვლავები სცვიოდათ. როგორც ყოველთვის სიმპატიური იყო. გოგონას წამიერი გაშტერებაც გამოიწვია. დაბადებისდღე მივულოცე და გადავკოცნე სიძე. რაც გავიგე, რომ ერთად იყვნენ, ასე მივმართავ. რესტორანი დახურული ჰქონდათ. შიგნით კარგი გარემო იყო, მუსიკას დაბალ ხმაზე ამღერებდნენ. შიგნით შესვლის თანავე მას ვეძებდი, მაგრამ ვერსად შევნიშნე. იუბილარი თავის მეგობრებს გვაცნობდა. კაი მოსაუბრეები იყვნენ. ყველა მანდილოსანის მზერა, შემოსასვლელისკენ იყო მიმართული, მეც მათ მზერას გავყევი და ირონიის მეფე დამხვდა, გოგოსთან ერთად ხელკავ გაყრილი მოდიოდა.
გული ამიჩქარდა. ყელში ბურთი გამეჩხურა, რომელიც ძლივს გადავაგორე. ხასიათი გამიფუჭდა, მინდოდა მისვლა ის გოგო, რომ მიმეხჩო და ისიც ზედ მიმეყოლებინა. ეჭვიანობამ მოიცვა, ჩემი ტვინი და მეტასტაზებივით გავრცელდა ყველგან. რა უფლებით ვეჭვიანობდი, არ ვიცოდი. გაქცევა მინდოდა იქიდან სადმე შორს.
ირაკლიმ ჩვესკენ იხმო წყვილი. გოგონა მასთან მივიდა და გადაკოცნა, თბილად გაუღიმა და მიულოცა. არადა რას ვერჩი, რა ლამაზი გოგოა. შავი ფერის თმები, კულულებად ეყარა ზურგზე. ღიმილის დროს კი, შავი თვალები უბრწყინავდა.
- გოგოებო გაიცანით, ეს ჩვენი დეიდაშვილია სესილი. ესენი კი ჩემი შეყვარებულია თათია და მისი მეგობარი ანასტასია. - სიხარულისგან მეცხრე ცას ვესტუმრე. ბედნიერებისგან გაბერილმა, გავუღიმე და მის გამოწვდილ ხელს, ჩემი შევაგებე.
-სასიამოვნოა - სამივემ ერთად ვთქვით და ყველას გაგვეცინა. მისტერ ირონიის გარდა.
სუფრას მივუსხედით, რომელსაც წითელი, თეთრი ყვავილებთ გადასაფარებელი ამშვენებდა. სკამები კი, თეთრი ფერით იყო გაფორმებული. როგორც ყველა ქართულ სუფრაზე, წავიდა მამაპაპური სადღეგრძელოები. ცოტახანში კი დარბაზში გაისმა No Doubt – Don’t speak ის წყნარი მუსიკა.
ბიჭები დგებოდნენ, გოგოებს სთხოვდნენ მათთან ერთად ცეკვას. ისინიც უარს არ ეუბნებოდნენ. მათ ყურებაში გართულს ვერ გავიგე, როოგორ მოვიდა ჩემთან ირაკლი.
- იცეკვებთ ჩემთან ერთად ქალბატონო ანასტასია? - მომნუსხველად მიღიმის და ვითიშები. ისეთი უნაკლო სახე აქვს, ლამაზი ვარდისფერი ტუჩები. ჩახველების ხმას, გამოვყავარ ფიქრებიდან.
- ვიცი, რომ სიმპატიური ვარ და ჩემი ყურება გსიამოვნებს. მაგრამ, სჯობს ვიცეკვოთ. - ხელი ჩამკიდა და საცეკვაო მოედნისკენ წამიყვანა. სხეულზე ამიკრა, მუსიკას ტანი ააყოლა. მეც მაიძულა მის ნებას დავყოლოდი. მისგან ცეცხლი მოდიოდა, რომელიც მწვავდა და ფერფლად მაქცევდა. მისი სუნთქვა ყელზე მელამუნებოდა. ხელები წელზე მარწუხებივით ჰქონდა შემოხვეული.
- ხომ კარგად ხარ? - ტუჩის კუთხე, შეუმჩნევლად ჩატეხა.
- კი, კარგად ვარ. ცუდათ რატომ უნდა ვიყო?!
- შენს ხმას და გულის ცემას, თუ დავუჯერებთ. გაგიჟებს ჩემი სიახლოვე - ყურთან ახლოს მიჩურჩულა. ამ ჟრუანტელს, ვერაფერს ვუხერხებდი.
- რაა?! როგორ ბედავ იდიოტო?! ოცნებას მოეშვი, ღრუბლებში არ აიჭრა თორემ, მიწაზე დანარცხება, მტკივნეული იქნება. - თვალი ჩავუკარი და მზერა გავუსწორე.
- ჩშ, ნუ ღელავ პატარა - მოულოდნელად ხელზე გადამიწვინა. იმდენად ახლოს მოვიდა სახესთან, სუნთქვა შემეკრა. თვალი ჩამიკრა და ისევ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. უკვე ვერ ვუძებდი მის სიახლოვეს, საბედნიეროდ მუსიკა მალე დამთავრდა.
მაგიდათან დავბრუნდი. რაღაც თემას განიხილავდნენ. მაგრამ, მე არაფერი მესმოდა. ფიქრებში ისევ მასთან ვიყავი. მწველი მზერა ვიგრძენი, თავი ავსწიე და მის თვალებს წავაწყდი. იქ გაჩერება აღარ მსურდა. გავაფრთხილე თათია, მე წავალთქო. ნიკამ თავი გაიგიჟა, მარტო არსად გაგიშვებ ირაკლი გაგიყვანსო. უარი ვუთხარი, მაგრამ მაინც დამიყოლიეს. მე, წინ მივდიოდი ის კი უკან მომყვებოდა. მანქანის კარი გამიღო, მთლად გაუთლელი ხეპრე არ ყოფილა. თვითონ მოურა და მძღოლის ადგილი დაიკავა. ღვედი შევიკარი, ამის ტარების ამბავი, რომ ვიცოდი. გზაში ხმას არცერთი არ ვიღებდით.
მანქანას შემოაუარა, კარები გამოხსნა და გადმოსვლაში მომეხმარა. მოულოდნელად დახურულ კარებზე ამაკრა.
- ანასტასია - დაბნეული და გაკვირვებული ვუყურებდი.
- ეხლა ერთი რაღაცის სურვილი მაქვს, რომ არ ავისრულო სულს განვუტევებ. თან შენგან საჩუქარი არ მიმიღია.
- კი მაგრამ.. - სიტყვის თქმა არ მაცადა. წამებში შეერწყა, მისი ბაგეები ჩემსას. ველურად ლაშქრავდა და იმდენად მომთხოვნი იყო ჩავიფერფლე. სხეული ამითრთოლდა, გულმა ორმაგად დაიწყო ძგერა. ფეხებში სისუსტეს ვგრძნობდი. მისი ძლიერი ხელები, რომარ მიჭერდნენ წავიქცეოდი. ჩემში ვნებიანმა ქალმა გაიღვიძა, თმაში ხლები შევუცურე და ჩემსკენ მოვქაჩე. ამჯერად მე წავეტანე მის ტუჩებს. ბოლოს ჟანგბადის უკმარისობის გამო, მოვწყდით ეთმანეთს. მანქანას მომაცილა, მე ისევ გაშტერებული და გაოცებული ვიდექი. თვალები, რომ დავახამხამე მანქანის კვალიც არ ჩანდა. სახლამდე, როგორღაც ავაღწიე. დეიდას, გავძახე მოვედითქო და ჩემს ოთახში შევედი. გამოსაფხიზებლად შხაპი მივიღე, მაგრამ არც ამან მიშველა. ერიხ მარია რემარკის ,, მშვენიერი ქალი’’ , ავიღე გულს გადავაყოლებთქო. მაგრამ თავში მაინც არაფერი შედიოდა, სულ პირველი და საოცარი კოცნა მედგა თვალწინ. გახსენებისას ისევ ჟრუანტელი მივლიდა. ბოლოს დავწექი, ლოგინში სიარულის შემდეგ ძლივს ჩამეძინა.

10.04.1997
იმის მერე არ გამოჩენილა. ნერვები მეშლებოდა, მისი ხმაც კი, რომ მენატრებოდა. ირონიული ღიმილის დროსაც ჩასაყლაპი იყო. სიზმარში ყოველ დღე მსტუმრობდა. ახლოს მისვლა ჩახუტებაას, რომ ვცდილობ მაგ დროს მეღვიძება ხოლმე. ამაშიც არ მიმართლებს.
ყოლევ დღეს თათიასთან და ნიკასთან ერთად ვატარებდი, უნივერსიტეტის შემდეგ უმეტეს დროს. ამ ჯერად მარტო ჩვენ ვიყავი, მას საქმეები ჰქონდა და ვერ მოგვაკითხა.
- გოგო, ირაკლი წასული ყოფილა, მამამისის გამო საზღვარგარეთ მივლინებაში. თურმე რაღაც საქმეებს აგვარებდა და დღეს ჩამოსულა. - ისე მითხრა არც შემოუხედავს.
-არ მაინტერესებს! იდიოტი, ხეპრე, ხისთავიანი.. - გამუტულმა ამოვიბურტყუნე.
- ოჰ, გაბუტული ხარ გეტყობა. მოგენატრე ხო ?! –
- სულაც არა , რაა! - ცხვირი ავიბზუე და მოპირდაპირე მხარეს გავიხედე. როგორ შევძლებდი მის მოტყუებას, როცა საკუთარ თავსაც ვერ ვატყუებდი. მისი მონატრება, თითოეულ უჯრედში მქონდა გამჯდარი.
- ვაიმე, ირაკლის აქ რა უნდა?!
- ჰაა?! აბა სად არის, ვერ ვხედავ - ბედნიერი სახით დავიწყე ძებნა, გული ამიჩქარდა.
- აკი არ მენატრებაო ქალბატონო.. - სიცილი დაიწყო.
-იდიოტო!
- აღიარე მიდი, გისმენ!
- არაფერსაც არ ვაღიარებ. უბრალოდ მისი დანახვა არ მინდოდა და იმიტომ მქონდა მასეთი რეაქცია. დიდი სიამოვნებით წავამტვრევდი კეხიან ცხვირს.
- სულაც არ აქვს კეხიანი ცხვირი, ჩემი ნიკოლოზისნაირი ცხვირი აქვს ზუსტად.
- კაი, აღარ მინდა მასზე საუბარი! - ამით დავასრულებინე. დავიშალეთ. სახლში მალე მივედი. პირდაპირ ჩემს ოთახში შევიკეტე. სწავლას გულს ვერ ვუდებდი, სულ მასთან ვიყავი ფიქრებით. გულიც საშინლად მტკიონა, დამშვიდობებაც, რომ არ იკადრა.

15.04.1997
წარმოგიდგენია მეგობარო, ეხლა ირაკლისთან ერთად ვარ სამოთხეში. გიკვირს?! მეც გამიკვირდბოდა ჩემთვის, რომ ეთქვათ, მასთად ერთად იქნები, ასეთ გასაოცარ ადგილასო. ყველაფერს თავიდან მოგიყვები. საბედნიეროდ დილით თან წაგიყოლე სასწავლებელში, თორე ამ ბედნიერებას ხომ ვერ გაგიზიარებდი.
მარტო მომიწია უნივერსიტეტში წასვლა, თათია ავად იყო. მალე დამიმთავრდა ლექციები. ჩემმა კურსელმა დათომ, გასეირნება მთხოვა მასთან ერთად. მეც უარი არ ვუთხარი. მთაწმინდაზე გადავწყვიტეთ ფეხით ასვლა. მოეულოდნელად ჩემს ფეხებთან მისი მანქანა გაჩერდა. კარები გახსნა და გადმოვიდა. ისეთი გაბრაზებული უყურებდა დათოს, მეგონა იქვე მოკლავდა და მეც ზედ მიმაყოლებდა. ,, ლომის სახე ჰქონდა, რომელსაც ნადავლს წაართმევენ’’. ხელები მომუშტული, კისრის ძარღვები კი დასკდომაზე ჰქონდა. თვალების ირისები სულ ჩასწითლებოდა.
ისე სწრაფად გაჩნდა ჩემთან, ხელი ჩამავლო და მანქანაში ჩამტენა რასაც ჰქვია. მერე მას მიუტრიალდა და მუშტი მთელი ძალით მოუქნია. წონასწორობა ვერ შეიკავა და მუხლებზე დაეცა.
- მე, შენ გაგაფრთხილე! ვინც არ მიჯერებს, ასე ემართება! - გადმოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ადგილზე დამაბრუნა და ღვედი გადამიჭირა. სრაფად შემოუარა და საჭესთან მოთავსდა.
- იდიოტო, ველურო , ტყიდან გამოქცეულო მაუგლო! რატომ დაარტყი, რა დაგიშავა?! - მთელი ხმით ვუყვიროდი. მას კი წარბიც არ უტოკდებოდა.
- პასუხი გამეცი, ხომ არ დაყრუვდი?!
- იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო! არ ვაპირებ ახსნა განმარტება ჩაგაბარო! - გავჩუმდი არაფერი აღარ მითქვამს, სანამ არ შევამჩნიე თბილისიდან, რომ გავედით.
- სად მივდივართ?! აქეთ რა გვინდა?!
- რომ გეკითხები, პასუხი გამეცი!
- გიტაცებ! დღეიდან მხოლოდ მე მეკუთვნი დანელიების ქალიშვილო. - ღიმილით გადმომხედა და თვალი ჩამიკრა.
- შენ.. შენ.. თავი, რამეს ხომ არ მიარტყი?! მოაბრუნე მანქანა და წამიყვანე ახლავე სახლში!
- სჯობს დაიძინო, დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
მივხვდი, რომ მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. ამიტომ დავიძინე. თვალები, რომ გავახილე უკვე ბარისახოში ვიყავით. მანქანა დიდი სახლის ეზოში დააყენა. გადავედი და გარემოს თვალი მოვავლე. გაოცებული ვუყურებდი მთებს, მეგონა ხელს გავიწვდიდი და შევეხებოდი. ის კი ჩემს ზურგს უკან იდგა.
- შეგიძლია წახვიდე და აქ დამტოვო. დიდი სიამოვნებით დავრჩები მარტო.
- ოოჰ, მოინდომა გოგომ მარტო განმარტოება. ჩემთან ერთად დარჩები და გაერთობი კიდეც, დარწმუნებული იყავი არ ინანებ.
- ღრუბლებიდან, რომ გადაწყვეტ ჩამოფრინდე გამაფრთხილე, შემოგარტყა და გონს მოგიყვანო.
- იქ, ერთად ვიფრენთ, ჩემო შავ თვალება. - ვირივით გაკრეჭილი მიყურებს.
- ერთი იდეა მომივიდა, თუ გინდა ნამდვილი ფრენის სიამოვნება გამოსცადო. ხელს გკრავ და დამერწმუნე, ლამაზად დანარცხების შემდეგ შენი სული სულ ზევით იფარფატებს.
- დარწმუნებული ხარ?! გამიმეტებ? - მაჯაში ხელი ჩამკიდა და თავისკენ მიმიზიდა. -თვალებში შემომხედე და ისე გაიმეორე.
- დიდი სიამოვნებით, გავაკეთებდი! ნერვებს ვეღარ მომიშლიდი წინა საუკუნის გადმონაშთო!
- რომ ჯუჯღუნებ, ჭკუინდან გადაგყავარ, მინდა ჩაგკოცნო.
- რა გინდა ჩემგან ადამიანო?!
- რა მინდა?! შენს გარდა არავინ და არაფერი, მხოლოდ შენ მინდიხარ! უკვე მე მეკუთვნი, პატარა ქალბატონო! ჩემგან თავს ვერასდროს დაიხსნი და დარწმუნებული ვარ არც მოგინდება. - თვალს მიკრავს და ცხვირს ლოყაზე მიხახუნებს.
- აქ გამომკეტავ? - დავაიგნორე ის შეგრძნება, რაც მის შეხებისას ვიგრძენი.
- კი და მე გველეშაპის სახით დაგიჯდები კარებთან, რომ ვერც ერთმა სულიერმა, ვერ შეძლოს შემოღწევა!
- წამიყვანე სახლში! ამ უაზრო ლაპარაკის მოსმენა აღარ მსურს! ისე ნუ იქცევი, თითქოს ჩემზე ,, ყურებამდე შეყვარბული იყო’’.
- ხომ იცი, რომ ჩემს გარეშე ცხოვრება, არც შენ შეგიძლია?! ვიცი, რომ გენატრებოდი, ამდენი ხანი, რომ არ მოგაკითხე. ჰო, კაი, მეც სიგიჟემდე მენატრებოდი. - ჩემი სახე ხელებში მოიქცია, შემდეგ თითები თმაში შემიცურა, ცერა თითს კანზე დაატარებდა, ჩემი ჟრუანტელიც არ აგვიანებდა. - თან ნუ გეშნია, შენმა დეიდაშვილმა იცის, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ.
- გინდა, რომ გამაბრუო და დაგიჯერო ხომ?!
- მინდა ბევრი გაკოცო და ჩაგეხუტო! ჩემს მკლავებში მოგიქციო და მთელი მსოფლიოსგან დაგიცვა! - ჩემი ხელი გულთან მიიტანა - ამას მოუსმინე არ მოგატყუებს! ხედავ, როგორ ძლიერ მიძგერს გული? შენი სიყვარულით ვიწვი. მინდა ვიცოდე, რომ შენც ასე ძალიან გიყვარვარ! მზად ხარ, ჩემთან ერთად გაატარო მთელი ცხოვრება. დამერწმუნე მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ.
- მგონია, რომ ხელს მთხოვ..
- არ გგონია, ასეა!
- მიყვარხააააააააარ, ირაკლი სამხარაძეეეე! მთელი არსებით მინდა გულიც და ყველა შენი უჯრედი, მე მეკუთვნოდეს! - ფეხის წვერებზე ავიწიე და მის უკვე დალაშქრულ ბაგეებს წავეტანე. ხელები მძლავრად შემომხვია და კოცნაში თვითონაც ამყვა.
სახლის კარი გააღო, შიგნით შემსვა და კარებზე ამაკრა. ხელები ჩემს ირგვლივ დააწყო. თვალებში მიყურებდა, თითქოს თანხმობის ამოკითხვას ცდილობდა. მერე კი ჩემს ტუჩებს წაეტანა. არ ვიცი, რა დამემართა,თითქოს გავითიშე. მეც ავყევი კოცნაში, ხან ზედა ტუჩს მიკოცნიდა ხან ქვედას. მუცელზე შემომსვა და საძინებელში გადავინაცვლეთ.
- ჩემი გიჟი.. გასაგიჟებელი ქალი ხარ
- მგონი გავაფრინე.. - საწყლად ამოვიკრუსუნე. თითები მაისურში შევუცურე და გავანთავისუფლე. ტუჩები ყელზე მივაწეპე. ლოგინზე დამაწვინა , შარვალი ერთი ხელის მოსმით გამაძრო. თითები ათრთოლებულ სხეულზე აასრიალა, - ირაკლი - ამოვიკრუსუნე მისი სახელი. სიამოვნებისგან ზეწარს ჩავებღაუჭე. მისი თითოეული შეხებისას სულს განვუტევებდი. სიამოვნების ზენიტში ვიყავი. ყველა ზღვარს გავცდით და ჰარეში ავიჭერით, ერთი მთლიანობად, რომ ვიქეცით. ისეთი ბედნიერი ვიყავი, შემეძლო ღრუბლებში მეფარფატა. საოცარი თავისუფლების გრძნონა მქონდა, მე ხომ ვიცოდი ყველა წესი და ჩარჩო დავარღვიე. ვიცოდი, რომ ბევრი პრობლემა იქნებოდა ტალახიან გზაზე.
ერთი კვირა გავიდა, რაც ამ საოცარ ადგილას ვიმყოფებით.
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს, გვერდი ვიცვალე. მან კოცნა არ დააყოვნა, ჟრუანტელმა თმების ძირებიდან ტერფემბამდე დამიარა.
- ჩემო ალქაჯო, არ აპირებ გაღვიძებას?
- დილამშიდობისაა - გავუღიმე და ბაგეებს შევეხე - ხელიდან დავუსხლტი - მე მშია, საუზმეს მოვამზადებ- მისი პერანგი მოვიცვი და გარეთ გავვარდი. სამზარეულოში ვტრიალებდი და რამდენიმე კერძის მზადება დავიწყე. არ ვიცოდი რა უყვარდა. იქ, რომ ავსულიყავი აღარ გამომიშვებდა. ამიტომ, რაც მე მიყვარდა ის მოვამზადე. მოულოდნელად, ზურგიდან ამეკრა. სახე ყელში ჩარგო და სველი კოცნის კვალიც დამიტოვა.
- კაი რა, გეყოს მაცადე..
- მინდა სულ გკოცნიდე და გეხუტებოდე, არ მყოფნი.
- მე კიდე მშია!
- რამდენს ჭამ გოგო, გასუქდები. -სიცილით მითხრა.
- რა იყო, მერე აღარ მოგეწონები?! - გაბუსხულმა გავხედე.
- მოდი აქ, რას ხვანცალებ. ას კილოც მომეწონები და მეყვარები. - ცხვირზე მიკბინა და მერე კი კოცნით ჩაანაცვლა.
- ველურო! მეტკინა.
მაგიდა გავაწყვე, გამზადებული კერძებიც დავაწყვე და შევუდექით საუზმეს. მაგიდის ქვეშ ხელებს დაატარებდა და არ მაცდიდა. რამდენჯერმე წყალიც გადამცდა.
უკან დაბრუნება არ მინდოდა, გული ცუდს მიგრძნობდა . მაგრამ მოგვიწია მე სასწავლებლის გამო, მას კიდე პრაქტიკების გამო. ისე სწრაფად ატარებდა მაქანას მალე თბილიში ვიყავით. კორპუსთან დამტოვა, მაკოცა და წავიდა.

*****
ძალიან ეძინებოდა, ვეღარ კითხულობდა. დღიური გვერდზე გადადო, ბალიშს ჩაეხუტა და დაიძინა.
დილით ადრე გამოეღვიძა, კომპიუტერთან მივიდა და დედას დაურეკა სკაიპში.
- ლიზა, როგორ ხარ ?
-კარგად დეე, შენ როგორ ხარ ?
- მეც კარგად შვილო. მეც ვაპირებდი დარეკვას, რაღაც უნდა გითხრა. არ მოგეწონება, მაგრამ ასე არის საჭირო ორივესთვის. - სევდისფერი, ღიმილით გაუღიმა ანასტასიამ.
- რა მოხდა დე, ხომ მშიდობაა ? - ხმა აუკანკალდა გოგოს.
- კიი, უბრალოდ თბილისის სავადმყოფოდან მივიღე შემოთავაზება და მინდა დავსთანხმდე. მარიამმა და ელენემაც, იქით გადაწყვიტეს შვილების გამო გადასვლა. შენთვისაც ასე სჯობს დეე, იქ აიწყობ კარიერას.
- ეს კარგია, მაგრამ პრობლემა რა არის?
-თელავის სახლის გაყიდვაა საჭირო, რომ იქ ვიყიდოთ სახლი. ვიცი, რომ ბევრი მოგონება გვაკავშრებს, მაგრამ სხვა გზა არ არის..
- არ ინერვიულო, როგორც შენ გადაწყვეტ ისე გააკეთე. - გული სტკიოდა, ცრემლებს ძლივს იკავებდა. მთელი ცხოვრება იქ გაატარა. მაგრამ, იცოდა დედა უმიზეზოდ, ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
- კაი გკოცნი, ღამის სმენა ვარ და მივდივარ კლინიკაში. ძალიან მიყვარხარ და გთხოვ არ ინერვიულო.
- მეც გკოცნი, დროებით.
ანაბელი, სანამ გაღვიძებას იკადრებდა, ეს კი შუადღემდე არ მოხდებოდა. გადაწყვიტა დღიურის დარჩენილი რამდენიმე ფურცელიც წაეკითხა.

*****
ადამიანი ისეა მოწყობილი, როცა ბედნიერია, იმაზე არ ფიქრობს, რომ ერთ დღესაც დაკარგავს. როცა ყველაფერი დაგეგმილი აქვს, ვერ წარმოუდგენია გეგმების შეცვლა. არადა ყველაფერი შეიძლება უარესობისკენ შეიცვალოს.
****

16.04.1997

მაღვიძარამ ზუსტ დროზე დარეკა, მეც შეჩვეულმა არ გამიჭირდა ადგომა. პირდაპირ სააბაზანოში შევედი, თავი მოვიწესრიგე და ოთახში დავბრუნდი. გავემზადე და მისაღებში გავედი. ყავა მოვამზადე ჩემთვის და დეიდასთვის, ტკბილეულთან ერთად მაგიდაზე დავაწყვე. კითხვებით არ შევუწუხებივარ, როგორც გავიგე ყველაფერი შეუთანხმებია მათთვის ირაკლის. მეგონა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დააბიჯებდა დედამიწაზე , მაგრამ ყველაფერს აქვს მტკივნეული დასასრული. ან შეიძლება მე აღმოვჩნდი, ზედმეტად სუსტი და ვერ შევძელი დაცვა.
სასწავლებლიდან მე და თათია, ერთად გამოვედით. ფეხით მივსეირნობდით, როდესაც ჩემს ფეხებთან ვერცხლისფერი, მერსედესი გაჩერდა. მძღოლი გადმოვიდა და პატრონს კარები გაუღო. მანქანიდან ასე ორმოც წლამდე ქალი გადმოვიდა.
- წამომყევით, ჩვენ სასაუბრო გვაქვს - მკაცრი გამომეტყველებით მითხრა.
- კარგით. - თათიას დავემშვიდობე და მის გვერდით დავიკავე ადგილი. მაშინვე მივხვდი ირაკლის დედა, რომ იყო. ძალიან გავდა გარეგნობით მას. გული ცუდს მიგრძნობდა, თითქოს დღეს, ეს ქალბატონი წყვეტდა ჩემს ბედს. მანქანა კაფესთან გააჩერებინა, მანიშნა გადავსულიყავი. კაფეში შევედით და ფანჯრის მხარეს, მაგიდასთან ადგილი დავიკავეთ.
- ალბათ მიხვდი, მე ირაკლის დედა ვარ! - ცინიკურად ათვალიერების, შემდეგ გააგრძელა - როგორც გავიგე, გინდა ცოლად გაჰყვე ხო?!
- დიახ, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს !
- ოჰ, თურმე უყვარს! - არაამქვეყნიური სიცილით გაიცინა. თითქოს ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი, შავი ანგელოზი იყოს - თუ მისი ქონებას დაადგი თვალი! - ირონიულად ჩაიქირქილა.
- არა! რასამბობთ?! - გავოცდი, როგორ შეიძლება, ჩემი სიყვარულის დედა ასეთი ცინიკოსი იყოს.
- კარგად ვცნობ, შენნაირ გომბიო ხალხს! ჩამოეთრევით სოფლებიდან და გსურთ მდიდარი კაცები გამოიჭიროთ! - იმხელა ზიზღი და სიძულვილი იკითხებოდა, მის თვალებში, გამაცია.
- რატომ მაყენებთ შეურაწყობას?! თქვენ მე არ მიცნობთ!
- არც ვარ დაინტერესებული შენით! არ დავუშებ, შენისთანა სოფლელი, შემოვიდეს ჩემს ოჯახში! თუ არ გაქრები ჩემი შვილისგან შორს, შენს ოჯახს გავანადგურებ, მიწასთან გავასწორებ! - ისეთი ამაზრზენი სახით მიყურებდა, შემეშინდა მისი. გული შემეკუმშა იმის წარმოდგენისას, ირაკლის ვეღარ ვნახავდი, მომიწევდა მისგან შორს წასვლა..
- კი მაგრამ..
- არანაირი მაგრამ, ერთ კვირას გაძლევ რომ სამუდამოდ გაქრე! თუ ჩემს შვილს მიუტან ამბავს, ჯოჯოხეთად გიქცევ ცხოვრებას! - დაამთავრა, წელში გასწორებული, ამაყი ნაბიჯებით დატოვა კაფე.
გათიშული ვიჯექი, ერთ წერტილს მიშტერებული. შემეშინდა, რა შეუშლიდა ხელს, რომ სიტყვა არ შეესრულებინა?! არჩევანის გაკეთება მიწევდა, სიყვარულს და ოჯახს შორის. ნეტავ მეგობარო, ჩემს ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი?! გათიშული გამოვედი გარეთ, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი ნათქვამს. დავეხეტებოდი ქუჩებში და ვფიქრობდი. თათიას ვერაფერს ვეტყოდი, დაქალს ორ ცეცხლს შუა ვერ დავაყენებდი. ბოლოს გადავწყვიტე, წავსულიყავი შორს, სადაც ვერავინ მომაგნებდა. მეგობარო, გგონია ლაჩარივით გავბირვარ?! არა არ არის ასე, განა ჩემთვის ადვილია, მისგან შორს წასვლა. არ მინდა ჩემს გამო, დედასთან პრობლემები შეექმნას და არჩევნის წინაშე დადგეს. ეს გადაწყვეტილება ნაფლეთებად ნაქცევ გულს მიკლავდა, მაგრამ ამ მომენტში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი.
სახლში მისვლის შემდეგ საბას ოთახში შევედი. პროკურორი იყო და ვიცოდი დამეხმარებოდა, ზედმეტი კითხვების გარეშე.
- საბ გცალია? - მორიდებით ვიკითხე.
- კი, მცალია. - ლოგინზე ხელი დაარტყა, მანიშნა გვერდით მივჯდომოდი.
- იცი შენი დახმარება მჭირდება. ახალი პასპორტის გაკეთება მინდა, სხვა სახელით და გვარით - თვალებში ვერ ვუყურებდი.
- როდისთვის? - ხელი გადამხვია და მიმიხუტა.
- რაც შეიძლება მალე, უნდა წავიდე აქედან შორს.
- კაი, ორ დღეში იქნება. სწავლას რას უშვები?
- იქ გადავიტან საბუთებს.
- კაი, როგორც შენ გინდა! - გასასვლელთან ვიყავი, რომ დამაწია.
- ხომ იცი, რომ შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს ყველაფერში?! - მხოლოდ თავი დავუქნიე და ჩემს ოთახში შევიკეტე.
თავბრუსხვევა ვიგრძენი და თვალებში დამიბნელდა . ლოგინამდე ძლივს მივედი და წამოვწექი. აქამდე შეკავებულმა ცრემლებმა იფეთქეს. ვტიროდი ირაკლის გამო. უთქმელად, რომ ვტოვებდი. მშობლების გამო და საკუთარი თავიც გამოვიტირე.
მე და ცრემლები ,, დავმეგობრდით’’. მუდამ ჩემს გვერდით იყო და არ მტოვებდა. თათია, მოვიდა ჩემთან, ასეთ მდგომარეობაში, რომ დამინახა ტირილი დაიწყო. მეკითხებოდა რა მჭირდა, მე კიდევ ვდუმდი.
*****
ცხოვრება, მართლაც მოულოდნელობებითაა სავსე. არასდროს იცი, რა მოხდება. შესაძლოა საშინლად დაწყებულმა დილამ, მთელი დღე ჩაგაშხამოს ან პირიქით იმხელა ნაბიჯი გადაგადგმევინოს ცხოვრებაში, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგეს.
როდესაც ამბობენ, ყველაფერს ცუდს კარგი აუცილებლად სდევს თან და უბედურების შემდეგ ბედნიერება, მოვა შენთანო მართალია. რადგან არავინ იცის ღმერთი, რას გვიმზადებს. ამიტომ არასდროს უნდა დანებდე და ბოლომდე იბრძოლო. ხანდახან სჯობს დინებას მიჰყვე, ვიდრე მის საპირისპიროდ იცურო. შესაძლოა სწორედ ასე მოხვდე, იმ წერტილამდე, რომელთან შეხებაზეც ვერც კი იოცნებებდი.
*****
24.04.1997
გიორგი, ჩემს ოთახში შემოვიდა და საბუთები შემომიტანა. მომავალში ,, თამარ გაჩეჩილაძე’’ ვიქნებოდი. სრულიად სხვა პიროვნება. ნეტავ შეიძლებოდეს გარდასახვა. მთლიანად ყველა ცუდი მომენტი გაქრეს მეხსიერებიდან. კარგის არ მსურს დავიწყება, რაღაც დროის განმავლობაში ხომ მაინც ვიყავი ბედნიერი. არც ერთ დღეს არ ვნანობ, ირაკლის გვერდით გატარებულს.
ბილეთი ოცდახუთი აპრილისთვის იყო დაჯავშნილი. არ მინდოდა ისე წავსულიყავი თათია, რომ არ მენახა. წერილი დავუწერე, ყველაფერი ავუხსენი და ვსთხოვე არავისთვის ეთქვა. მოვემზადე და მასთან წავედი. მთელი ძალით ჩავიკარი გულში, ცრემლები ვერ შევიკავე. დაბნეული მიყურებდა, რას იფიქრებდა ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა თუ იყო. კონვერტი გადავეცი, ხვალ საღამომდე არ გახსნათქო და წამოვედი. გზად უნივერსიტეტში გავიარე, ყველაფერი მოვაგვარე და საბუთები წამოვიღე, რაც უკრაინაში სწავლის გასაგრძელებლად დამჭირდებოდა. ძალიან რთულია, დატოვო ყველა ახლობელი, ვინც გაბადია და წახვიდე შორს.
პარკში გადავწყვიტე გასეირნება. უეცრად თავბრუ დამეხვა, თვალებში დამიბნელდა და გონება დავკარგე. თვალები, რომ გავახილე, ცისფრად შეღებილ ოთახში ვიყავი. შუაში მხოლოდ ერთი საწოლი იდგა, ოთახი წამლების სუნით იყო გაჟღენთილი. კარები გაიღო და სანდომიანი, ჭაღარა თმიანი ექიმი შემოვიდა.
- როგორ გრძნობს თავს, ჩემი ლამაზი პაციენტი ? - ცისფერი თვალები შემომანათა და თბილად გამიღიმა.
- გმადლობ კარგად, რა დამემართა?
- თავბრუსხვევა ერთ-ერთი სიპტომია ორსულობის. აქამდეც შეგემთხვათ ასეთი რამ?
- მეე.. მეე.. ორსულად ვარ ?! - გაოცებულმა შევხედე. მხოლოდ თავი დავუქნიე, პასუხის ნიშნად
- ციკლი გადაგიცდათ?
- კი.. - ლოყები ამიწითლდა.
- გილოცავთ გენაცვალე, ორსულად ხართ. ბედნიერი დედა გამყოფოთ ღმერთმა. - თბილად გამიღიმა და პალატა დატოვა.
ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი ექიმის ნათქვამს, თავი სიზმარში მეგონა. გული ბედნიერებისგან სალტოებს აკეთებდა, მაგრამ თან სევდა მიპყრობდა. ირაკლი, ხომ ვერასდროს გაიგებდა შვილი, რომ გვეყოლებოდა.
მუცელზე ხელი დავიდე და ჯერ კიდევ პატარა არსებასთან საუბარი დავიწყე.
მაპატიე შვილო, უმამობისთვის, რომ გწირავ. იმედია დიდი, რომ გაიზრდები გამიგებ. უკვე ძალიან მიყვარხარ.
ჩემო მეგობარო, სადაც მივდივარ შენ ვერ წაგიყოლებ, მაპატიე კარგი?! ალბათ მიზეზი გაინტერესებს. არ მინდა ამ გარემოსთან რამე მაკავშირებდეს. სანდო ხელში გტოვებ. ვიცი, რომ გესმის ჩემი!
****
რას განიცდიდა დღიურის დასრულებისას ელიზაბეტი?! - დიდ სიყვარულს მამის მიმართ. გული სტკიოდა მათ გამო. სტკიოდა მამის ტკივილი. - სძულდა ბებო?! -არა პირიქით სიბრალულს განიცდიდა მის მიმართ, ასეთი რომ იყო. თავისი თავმოყვარეობის გამო, შვილი გაუსაძლისი ტკივილისთვის გაიმეტა. მისი საამაყო დედა, კი მასზე მაღლა იდგა, დედა-შვილს შორს არ მოისურვა ჩადგომა. - ამტყუნებდა დედას თუ არა?! - არა, რა თქმა უნდა, იმ სიტუაციაში ალბათ იმავეს გააკეთებდა. ტასო, ყოველთვის ეუბნებოდა, არასდროს არ განსაჯო ადამიანი თავისი ქცევების გამო, შენ არ იცი მის ადგილას რას გააკეთებდი. როგორ მოუნდა ახლა მასთან ჩახუტება. უნდოდა ეთქვა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქალია და ამაყობს მისით.
მამასთან წავიდა ფიქრებით. აინტერსებდა ყავდა თუ არა ანასტასიას შემდეგ ვინმე.. მოიყვანა ცოლი თუ არა.. კიდეც უამრავი კითხვა აწუხებდა, მაგრამ პასუხი არც ერთზე ჰქონდა.
- აუუ, თავი მისკდება ლიზააა - გაიღვიძა მზეთუნახავმა.
- კიდევ ბევრი დაგელია და აღარ გეტკინებოდა.
- ოო, ნუ ხარ გველი რააა.. - კიდევ ბევრი იკამათეს.
ოთხმა წელმა მალე განვლო. გადაწყვიტეს სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. დამიანე, მამამისის კომპანიას ჩაუდგებოდა სათავეში. ელიზაბეტი, კი, კლინიკაში დაიწყებდა მუშაობას. თან სწავლას გააგრძელებდა, მედიცინის ტიტულის მისაღებად. ანაბელი, კი დედის ბავშვთა კლინიკას ჩაუდგებოდა სათავეში, თან ლიზასავით სწავლას გააგრძელებდა. ბედნიერები იყვნენ, რადგან კომპიუტერის მონიტორის ნაცვლად, ნახავდნენ საყვარელ ადამიანებს და გულში ჩაიკრავდნენ.
ილუმინატორში იყურება და გრძნობს, პულსაციის აჩქარებას. სულ რამდენიმე წუთი და მშობლიურ მიწაზე ისევ დაადგამს ფეხს. ამდენი წლის შემდეგ პირვლად.. ამდენი ხნის შემდეგ ისევ.. მისთვის ხუთი წელი, საუკუნეს წამოადგენდა.
ბარგს იღებენ და ხალხის ნაკადს უერთდებიან. წამებს ითვლის, რა ქნას?! - ვეღარ ითმენს. ბოლოს დედა, ხუთი წლის წინ ნახა, როცა ამავე შენობიდან აცილებდა.
ესკალატორიდან ჩამოდიან, თვალებს აქეთ-იქით აცეცებენ. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ლიზამ და წააწყდა დედის, სიხარულით გაბრწყინებულ თვალებს.
- დედააააააა.. - ყვირის და ხელებ გაშლილი, პატარა ბავშვივით გარბის და ეხუტება. ისინიც მას ბაძავენ . მთელ შენობაში,მათი გამაყრუებელი, ჟრიამული ისმის.
- როგორ მოგვენატრეთ ბავშვებოოო.. - ყველა ერთხმად იძახის. ვინ ვის ეხუტება ვერ გაიგებ.
დიდი დახვედრის შემდეგ, მგონი ერთი კვირა დასჭირდათ მოსანახულებლად და გერემოსთან კვლავ შესაგუებლად.
ქალბატონ ელიზაბეტს, რომ ჰკითხო ყველაზე მეტად რა მოგენატრაო, იმ წამსვე გიპასუხებთ ,,ძილი’’. უყვარს, მაგრამ ვინ აძლევს ამის საშუალებას. მთავარი მაღვიძარა კვირის დღეებში, ყოველთვის დედა ჰყავდა. ხოლო შაბათ-კვირას კი თავზე დახტომით და ბალიშების დაშენით, ხან მარტო ანაბელი, ხან კი დამიანეც აღვიძებდნენ.
აი, ისიც გამოჩნდა. ,, მძინარე მზეთუნახავის’’ კარი შეაღო და დაიწყო ხანგრძლივი გაღვიძების ცერემონია.
- გაიღვიძეეეეეეე.. რაც ჩამოვედით სულ გძინავს გოგო. - თავზე ყვავის ბახალასავით დასჩხაოდა, ვინ თუ არა ანაბელი.
- აუ, ანაბელ მადროვე რაა, ძალიან მეძინებააა.. - მაისურის და ტრუსის ამარა იწვა, ბალიშში ჩაერგო თავი. გრძელი თმები კი, ბალიშზე იყო გადაფენილი და სახესაც უფარავდა.
- ცივი წყალი მოდისო, გზაში არისოო.. ვის უნდა ბანაობა ვისოო ?! - სიმღერით მიუყვებოდა დამიანე, მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებს.
მალე გაიაზრა, რასაც ამბობდა მისი გიჟი მეგობარი და დაფეთებული წამოხტა. თმა გაჩეჩილი ჰქონდა, ალიწეწიას მიამსგავსებდით.
- დილამშვიდობისა, ყვავის შთამომავლებო. - დაეჭყანათ და არეულ თმებზე ხელი გადაისვა.
- ორი საათია, აქამდე ძილი ვის გაუგია.
- კაი, რა გოგო. გუშინ გვიან დავიძინე, წიგნის კითხვას შევყევი.
- წვეულებას ვაწყობ და რვა საათზე ჩემთან იქნებით. იმედია შარვლით და კედებით არ გამოცხადდებით.
- ვაა, რა კარგი იდეა მომაწოდე. ისედაც არ მიყვარს კაბები. - სიცილით უთხრა და კარებში მდგომ ბიჭს თვალი ჩაუკრა.
- ისე, ნამდვილად კარგი აზრია, მეც მასე წამოვალ. - მანაც მხარი აუბა. ანაბელის გაოცებულ და დაკვესებულ თვალებზე, სიცილს ძლივს იკავებდნენ.
- კარგი, დაწყნარდი ვხუმრობთ. - სანამ ერთ ამბავს ატეხდა, გააჩუმეს.
ოთახიდან გავიდნენ, კიბეები ჩაირბინეს და სამზარეულოს მიაშურეს. სადაც ტასო ფუსფუსებდა, მივიდა და ჩაეხუტა.
- დილამშვიდობისა დედიკო.
- ჩემს პრინცესას გაუღვიძია, თუ გააღვიძეს?! - სიცილით მიმართა შვილს.
- უფრო მეორე , ამათი ხასიათი მოგეხსენება.
მაგიდა გაუწყო ბავშვებს და ისადილეს.
- რა ქენი სივი გააგზავნე?
- ვაიჰ, ანაბელ კარგია, რომ გამახსენე. სულ გადამავიწყდა,რომ მეთქვა თქვენთვის. კი გავაგზავნე და დამირეკეს კიდეც. ორშაბათს ანუ ხვალ დამიბარეს გასაუბრებაზე.
- გილოცავ, ჩემო გოგო და წარმატებები. - გვერდით მჯდომმა დამიანემ, მიიხუტა და ლოყები ჩუკოცნა.
ანაბელმა, აიტეხა წავიდეთ საყიდლებზე კაბები ვიყიდოთ საღამოსთვისო. ვინ გაუწევდა მას წინააღმდეგობას. ყავა დალიეს და გავარდნენ მაღაზიებში. როგორც ყოველთვის ლიზა წუწუნებდა, ის კიდე დაათრევდა ერთი სექციიდან მეორეში. როგორმე აერჩიათ ორივესთვის სასურველი კაბა, უფრო გიჟის მოსაწონი. გასახდელიდან გამოსულმა ვერ შეამჩნია გოგონა.
- აქეთ ვაარ.. - მისი ხმა გაიგონა და სწრაფად შეტრიალდა და რაღაც ძლიერს შეასკდა. ბიჭის სწრაფი რეაქცია, რომ არა გაიშოტებოდა იატაკზე. კნუტივით წამოიკნავლა და როცა მიხვდა გადარჩა დაცემას, თან ვიღაცის სხეულზე ტყიპასავით იყო აკრული ამოისუნთქა. ცხვირში სასიამოვნო სურნელი უღიტინებდა. მზერა გაუსწორა, მის ჭაობისფრად მნათობ სფეროებს, იმდენად ამოუცნობი და ბევრის მთქმელი იყო მისი მზერა, დაიბნა და მოსცილდა.
- მაპატიეთ, ვერ შეგამჩნიეთ - ეცნობოდა, თან ძალიან, მაგრამ ვერ ხვდებოდა საიდან.
- არაუშავს.. - ბიჭს უჭირდა რამის თქმა. სახეზე ეწერა, რომ სურდა იქიდან გაქრობა. მიზეზს კი ვერ ხვდებოდა.
- ხომ კარგად ხართ?
- დიახ, გმადლობთ. - ორაზროვნად გაუღიმა და იქაურობას გაეცალა.
მწველ მზერას გრძნობდა, მაგრამ საითაც იხედებოდა ვერავის ამჩნევდა. კაბა მალე შეარჩიეს, ფეხსაცმელიც და შესაფერისი სამკაულებიც იყიდეს. კაფეში გაიარეს, ნამცხვარი და ყავა მიირთვეს და დაღლილები, სახლებში დაბრუნდნენ.
სახლში მისულს დედას დაუბარა, ცოტახანი დავიძინებ და შვიდ საათზე გამაღვიძეო. თავის ოთახში შეიკეტა, ჯაკუზი აავსო და შიგ ჩაწვა. თვალებ მინაბულს, სასიამოვნო სურნელი უღიტინებდა ცხვირში. როცა მორჩა თმები გაიმშრალა. საყვარელი ყვავილის, იასამნის სურნელოვანი ლოსიონი წაისვა და საწოლში შეწვა.
ძილიდან დედის ხმამ გამოიყვანა, დრო არის ადგომისო. საწოლიდან წამოიზლაზნა, ესიკვდილებოდა წასვლა. არ უყვარდა წვეულებები და ბევრი ხალხი. რომელთაც სულ არ აინტერესებდათ, შენი წარმატება. ისინი მხოლოდ, დაინტერესებულნი არიან, ვის უფრო მაგარი წვეულება ექნება. კარადასთან მივიდა, ნაყიდი ისამნისფერი კაბა გამოიღო და ჩაიცვა. ტანზე ჰქონდა გამოყვანილი, მის უნაკლო სხეულის ნაწილებს კარგად გამოჰკვეთდა. ფეხზე შავი მაღლები მოირგო, თმები გაიშალა. მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთა, სუნამო მიიპკურა და მზად იყო. მთლიანობაში ფერიას გავდა. ტაქსი გამოიძახა და მისაღებში გავიდა. ლოდინი არ დასჭირვებია, მანქანამ მალე მოაკითხა და სასურველ ადგილას მიიყვანა.
წიკლაურების კერძო სახლი, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს იწონებდა. ძალიან ლამაზი ეზო ჰქონდა, სხვადასხვა ყვავილით იყო სავსე. უამრავი იასამნის ხე იყო დარგული, რომელიც უკვე ყვაოდა და საოცარი სურნელი ირეოდა ჰაერში. ელიზაბეტმა, ფილტვები საყვარელი სურნელით აივსო და ზარი დარეკა.
- გეღირსა მოსვლა! - შეეგება ანაბელი. - აქეთ წამოდი - პირველი სართულისკენ მიუთითა.
- კეთილი იყოს, ჩემი ფეხი. - პირველად იყო მასთან ახალ სახლში, რაც ჩამოვიდნენ.
მათი ნაცნობების წრიდან, ყველა იყო დაპატიჟებული. ყველა კითხულობდა, ულოცავდნენ სწავლის დამთავრებას და წარმატებას უსურვებდნენ მომავალში.
- რას დალევ ? - მასთან დამიანე, მივიდა და გადაკოცნა.
- ხილის კოქტეილს, უალკოჰოლოდ. დათრობა არ მაწყობს, ხვალ ადრე უნდა ავდგე.
-კარგი, როგორც გინდა. - ბარმენს შეკვეთა მისცა და მიუტანა.
მალე გამოიძახა ტაქსი. ოპერატორმა, რომ შეატყობინა მოსვლის შესახებ, ჩუმად გაიპარა სახლიდან და შიგნით ჩაჯდა. მძღოლს მოშორებით გააჩერებინა, თანხა გადაუხადა და გადმოვიდა. ფეხით მიუყვებოდა სოლოლაკის ქუჩას. ივლისის თბილი ამინდები იყო, სასიამოვნოდ უბერავდა სიო და თმებს უწეწავდა. მალე მივიდა სახლში, დედას ძილი ნებისა უსურვა და ოთახში შეიკეტა. წყალი გადაივლო და დაიძინა.
შვიდ საათზე, გააღვიძა ბუძილნიკმა. ადგა და სააბაზანოში შევიდა მოწესრიგდა, ისევ ხალათი მოიცვა და საძინებელში დაბრუნდა . პირველი დღე ჰქონდა სამსახურში, ამიტომ შესაფერისად გამოეწყო . ღმერთო როგორ სძულდა კაბები, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. შავი მუხლამდე კაბა, თეთრი პერანგი , შავი მაღლები ჩაიცვა. თმა შეიკრა „ცხენის კუდივით“ . გრძელი, სწორი შავი თმა წელამდე სწვდებოდა მაინც .
ოთახიდან გავიდა კიბეები ჩაირბინა და სამზარეულოს მიაშურა, სადაც მისი საყვარელი დედიკო ეგულებოდა.
- დე , დილამშვიდობისა. - მოეხვია და აკოცა.
- როგორ ხარ ქალბატონო? გამოეთხოვე დღეიდან ძილს? - სიცილით უთხრა ქალიშვილს და გულზე მიიხუტა.
- სხვა რა გზაა, შენ არ მიდიხარ სამსახურში?
- კი, ათზე მივდივარ, მაგრამ მალე წავალ და მე მიგიყვან სამსახურამდე.
- როგორ მიყვარხარ, ამ სიცხეში სამარშუტო ტაქსში ასვლა საშინელებაა. - დაიჭყანა გახსენებისას.
- ყავა დალიე და წავიდეთ. - წინ დაუდგა ფინჯანი, მანაც მალე მოათავა. ზევით აირბინა ჩანთა აიღო. სარკის წინ დატრიალდა, რამე ცუდათ ხომ არ ჰქონდა. და ქვემოთ დაბრუნდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე, ამღერდა მისი ტელეფონი. ორივე მეგობარი, ერთად ურეკავდა.
- დილამშვიდობისა, ჩემო დილის ,,მერცხლებო’’. - სიცილით უპასუხა.
- ვაა, რა კარგ ხასიათზე არის ჩემი გოგო. მეთქი გავამხნებთქო და სულ არ გჭირდება. - თბილად უთხრა დამიანემ.
- წარმატებები დააო, თუ ვინმე გაგაბრაზებს მითხარი. ტორნადო დაატყდებათ თავს. - კისკისით უთხრა ანაბელმა.
- თქვენ, რომ არ მყავდეთ. მიყვარხართ და გკოცნით. - დაემშვიდობათ და გაუთიშა ტელეფონი.
- ღმერთი შენთან დეე. - ტასომ აკოცა და გაუღიმა.
- მადლობა, მიყვარხარ.
კლინიკის დერეფანში, მაღალი, შავგვრემანი, სწორი გრძელი თმით გოგონა გამოჩნდა. ამაყად მოაბიჯებდა. ყველა მას უცქერდა, თვალს ვერავინ წყვეტდა. ყველას აინტერესებდა ვინ იყო. მიმღებში მჯდომ გოგონას, უფროსის კაბინეტის ადგილმდებარეობა ჰკითხა. მანაც მიუთითა, თავი დაუქნია მადლობის ნიშნად და კაბინეტისკენ აიღო გეზი.
დირექტორის კაბინეტში შევიდა. ჯერ მას გაესაუბრა საჭირო საბუთებს ხელი მოაწერა. თეთრი ხალათი, მოიცვა და საქმეს შეუდგა. თავდაპირველად კოლეგები გაიცნო, როგორც სჩვევია არავის მიმართ გამოუჩენია, ზედმეტი ყურადღება. არ გეგონოთ ვინმეს ზემოდან უყურებდა. არა, უბრალოდ ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდა, ყოველთვის ყველას მიმართ . აქაც, ასე მოხდა. პირველივე დღეს ყველას გარკვეულწილად დაუახლოვდა და კმაყოფილი შეუდგა საქმეს.
მორიგე არ იყო, ამიტომ მალე დატოვა შენობა . ტაქსი გააჩერა მისამართი უკარნახა. მხოლოდ მაშინ იგრძნო დაღლა , მაგრამ კმაყოფილი იყო იმით, რომ საყვარელ საქმეს აკეთებდა . სახლში შევიდა, საძინებელში ავიდა აბაზანა მიიღო, რამდენიმე საათი ნებივრობდა. წყლის წვეთებმა, მაგიური ძალა გამოავლინეს და დაღლილობა მოუხსნეს. ენერგიით დახუნძლული, გამოვიდა სააბაზანოდან. ხალათით წამოგორდა საწოლზე, დრო ჰქონდა გამოიძინებდა. შემდეგ კი მოემზადებოდა წასასვლელად. ბავშვებმა აიტეხეს, გინდა თუ არა, ჩვენ სამმა უნდა ავღნიშნოთ, შენი სამუშაოს დაწყებაო. მასაც სურდა, მათთან ერთად ყოფნა და უარი არ უთქვამს.
მალე გაეღვიძა, მართალი აღმოჩნდა კლუბში წაიყვანეს . თავიაანთ საყვარელ ადგილას, სადაც ისე გრძნობდნენ თავს როგორც საკუთარ სახლში. შესაბამისად ისიც შეეჩვია ამ გარემოს მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარს მსგავსი გართობა.
დიდი ხანი არ გაჩერებულან, ლიზას თხოვნით მალე წამოვიდნენ. სამივე მასთან დარჩნენ, ერთ საწოლში მოთავსდნენ. ისეთი მთვრალები იყვნენ, ტანსაცმელი არც გაუხდიათ.
დილით ანასტასიამ, გააღვიძა სამივე. ძლივს წამოდგა ფეხზე, თვალებ დახუჭული მოემზადა. თავი მარტო ლიზას სტკიოდა და წუწუნებდა. სამზარეულოში ჩავიდნენ, ყავა მოიმზადეს.
-როგორ დგებით მეორე დღეს. ოცდაოთხი წლის ვარ და ამდენი არ დამილვია აქამდე, თქვენ კიდევ სულ ამდენს სვამთ. ვკვდები.. - მაგიდაზე ედო თავი ისე უყურებდა ბავშვებს.
-სუსტი ხარ გენაცვალე შენ, არადა რო კითხო, ყველაფერში მაგარი გოგოა.
-მომაშორეთ ეს არსება მეძინება. - დამიანეზე მიანიშნა ხელით.
- წამოხტით ეხლა და წავედით მაგვიანდება სამსახურში. - ხელი მოხვია გოგოებს, ფეხზე წამოაგდო. საჯდომზე მოსცხოთ სიცილით ხელი და კარისკენ გააგდო ორივე.
სამსახურში მისულს, სულ დაავიწყდა დაღლა და უძილობა, ისე ჩაერთო საქმეში და დარბოდა ერთი პალატიდან მეორეში . შესვენებაზე მოიკრიბა ძალები და ისევ განაგრძო
კლინიკის მფლობელთან მიდიოდა, უნდა შეუთანხმდეს ოპერაციაზე და ისაუბროს პაციენტის მდგომარეობაზე. როდესაც მხარი გაჰკრა ვიღაცას.
- უკაცრავად.. - მხოლოდ ამით შემოიფარგლა. ცხვირში ნაცნობმა სურნელმა მიუღიტინა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. პაციენტის მდგომარეობა, საკმაოდ რთულად იყო და ამაზე იყო გადართული.
კარზე აკაკუნებს და მალევე შედის.
- გამარჯობა, ბატონო გურამ...
- გაგიმარჯოს ელიზაბეტ, შემოდი დაჯექი, რამ შეგაწუხა?
- ბატონო გურამ, პაციენტზე მინდა დაგელაპარაკოთ. რომლის მდგომარეობაც რთულადაა. ყველაფერი მზადაა ოპერაციისთვის და შეგიძლიათ მოემზადოთ.
- დღეს ჩემი თანაშემწე იქნები, შენც მოემზადე.
- კარგით.. მაშინ დაგტოვებთ და მივხედავ საქმეს. - სწრაფად წამოდგა და დატოვა კაბინეტი.
ბოლოჯერ ითათბირეს, სხვა ექიმებთან. რომლებიც ამ ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას, ოპერაციაზე პირველად არ შედის, მაგრამ მაინც ღელავს.
რამდენიმე საათიანი, დამღლელი ოპერაციის შემდეგ, როცა ყველაფერი კარგად დასრულდა. ჭრილობა გასაკერად მას დაუტოვა გურამმა და საოპერაციოდან გამოვიდა. მალე დაასრულა გაკერვა, პირბადე და მოსაცმელი მოიშორა და გარეთ გამოვიდა. ცოტახანი დაისვენა, განიმუხტა და სახლში წავიდა. მისულს დედა სახლში დახვდა.
- ჩემი პრინცესა მოვიდა, როგორ ჩაიარა დღემ?
- ძალიან მაგარი იყო არ მეგონა ასეთი კმაყოფილი თუ ვიქნებოდი , ბევრი პაციენტი ჰყავდა გურამს. ოპერაციაზეც დამასწრო, რთულად იყო საქმე, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პირველი არ იყო, ჩემთვის და ძალიან არ მინერვიულია.
- როგორ შეიძლება. მთელი დღე ავადმყოფ ხალხთან ერთად ყოფნამ , კმაყოფილება მოგანიჭოს. მე პირველად ცუდათ გავხდი, ცუდათ მყოფი ადამიანი, რომ დავინახე. ძნელად შევეგუე.
-დე არ გშია?
-კი დედუცი. - კარზე ზარის ხმა გასიმა. კარის გასაღებად წავიდა, გაკრეჭილი დამიანე და ანაბელი დახვდა.
- მოგენატრეთ ხოო?! - სიცილით უთხრა გოგომ.
- თან როგორ ! - მანაც გაუღიმა.
- ჩემი სიხარულები. - ორივეს ხელი მოხვია ბიჭმა და სამზარეულოში შეუძღვა.
ოთხივემ ერთად ივახშმეს. შემდეგ ლიზა ოთახში ავიდა, შხაპი მიიღო და უკან დაბრუნდა. ფილმი ჩართეს, პოპკორნი მოიმარაგეს და ყურებას შეუდგნენ.
- არ წავიდეთ დასასვენებლად სადმე? - იკითხა ანაბელმა.
- კარგი იდეეაა, ცოტახანი დავისვენებთ. - მოუწონა იდეა დამიანემ.
- მე ვერ წამოვალ, თქვენ თუ გინდათ წადით.
- რატოო? - მოიწყინა გოგონამ.
- იმიტომ , რომ სექტემბრიდან უნივერსიტეტის გამო, ისედაც მხოლოდ სამი დღე შევძლებ სავადმყოფოში ყოფნას. მინდა კარგად შევეჩვიო და ალღო ავუღო იქამდე.
- კაი რა.. მთელი ცხოვრება, იქ უნდა გაატაროო..
- დამიანე, შენ მაინც, ხომ გესმის ჩემი?!
- მესმის, ჩვენ წავიდეთ და შევაშუროთ სურათებით. - სიცილით უთხრა ბიჭმა.
ივლისმა მსგავსი გრაფიკით განვლო , წავიდნენ დასასვენებლად ბავშვები. სხვა ქვეყანაში გზავნიდნენ ტასოს, სემინარებზე, ამიტომ მხოლოდ ლიზას უწევდა სახლში დარჩენა. დედა თავიდან უარზე იყო წასვლაზე, მაგრამ მაინც გაუშვა მივხედავ თავს როგორმე ნუ ღელავო.
პირველად დააგვიანა სამსახურში რადგან დედა არ ჰყავდა, რომ გაეღვიძებინა. შემდეგ ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგა. საუზმობასაც ასწრებდა და ისე მიდიოდა. ყავას სვავდა, დამიანემ, რომ დაურეკა.
- გისმენ დამი.
-დილამშვიდობის ლიზიკუნა, რას აკეთებ?
- ყავას ვსვავ, თქვენ?
- რავიცი სისხლს მიშრობს, ეს გიჟის განსახიერება.
- მინდა თქვენთან. - მოწყენილმა ამოილაპარაკა.
- ჩვენც ძალიან მოგვენატრე, კუსკუს.
- კაი, გკოცნით, გავიქეცი სამსახურში.
ტაქსი გაოიძახა. დაელოდა ,რომ მოვიდა გარეთ გავიდა. ჩაჯდა მისამართი უკარნახა და კარგად მოთავსდა. ეზოში მყოფ რეზიდენტებს მიესალმა და უკანალის რხევით შიგნით შევიდა. მას გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი ამოუდგა.
-როგორ ხარ?- მშვიდად, ურეაქციოდ მიდიოდა ბიჭის თანხლებით. წამლების სუნით გაჟღენთილ დერეფანში.
-კარგად ლევან, შენ?
-კარგად გმადლობ. ხვალ შენც მორიგე ხარ ხო?
-კი ერთად გვიწევს მორიგეობა. - მოკლე პასუხებს აძლევდა.
-მთელი ზაფხული იმუშავებ?
-ხო..
-არ დაიღლები?
- რამე გინდა ?! - აშკარად სიუხეშე გამოავლინა და ბიჭს თვალებში ჩააშტერდა.
-არაფერი, უბრალოდ მეგობრობა მინდა. - არ დაიბნა ბიჭი და გაიკრიჭა.
- მაპატიე, ცუდად გამომივიდა.
-არაფერია, პასუხი ?
- კაი, რა პრობლემაა. - გაუღიმა ბიჭს და კაბინეტში შევიდა. ლევანის, ხასიათი საკმაოდ კარგად შეისწავლა და იცოდა როგორი ტიპიც იყო. თავიდანვე ძალიან ლაღად იქცეოდა ყველასთან , ახლაც ასეთია მუდამ პოზიტიური, უკომპლექსო და თავისუფალი. არ გავს სხვა ბიჭებს, სულელური ჩვევები და შეხედულებები, რომ აქვთ. ამიტომ, უარი არ უთხრა მეგობრობაზე. პაციენტების მიღება დაიწყო, საკმაოდ დატვირთული და მძიმე დღე იყო.
შესვენებაზე კაფეტერიაში ჩავიდა. კარტოფილი ფრი, ნატურალური წვენი აიღო და მაგიდასთან დაჯდა. მალე ლევანიც შევიდა, ყავა აიღო და გვერდით მიუჯდა. ცოტახანი ისაუბრეს. ლიზას, სავადმყოფოში ყოფნის საათები ამოიწურა და სახლში წაკუსკუსდა.
კლინიკიდან, რომ გამოვიდა დაბნელებული იყო. ფეხით გადაწყვიტა გასეირნება, არც ისე შორს ცხოვრობდა. უეცრად წვიმამ დასცხო. სველდებოდა, მაგრამ არ აინტერესებდა. ბავშვობიდან უყვარდა წვიმა, თავს ყოველთვის ლაღად გრძნობდა. ხალხი, თავს აფარებდა შენობებს, ზოგს ქოლგა ეჭირა და გარბოდა. ის კიდე, სახეს წვიმის წვეთებს უშვერდა. ყველა გაკვირვებული უყურებდა, ალბათ გულში გიჟად რაცხავდნენ. მას კი, სულ არ აინტერესებდა. წვიმას, მთლიანად დაესველებინა ბეტონი და მისი საყვარელი სურნელი, ტრიალებდა ჰაერში. ჩიხი უნდა გაევლო, როდესაც ყვირილის და გინების ხმა შემოესმა. მაგრამ, ყურადღება არ მიუქცევია. თუმცა უეცრად, გასროლის ხმაც მოჰყვა.
გულმა, ვერ მოუთმინა და შიგნით შევიდა. სიბნელის ძალიან ეშინოდა, მაგრამ ადამიანს გასაჭირში ვერ მიატოვებდა. თან გული უგრძნობდა, რომ რაღაც მისთვის მნიშვნელოვანს კარგავდა. საკმაოდ ახლოს იყო მისული, მანქანის საბურავების ჭრიალი გაისმა. შუაში მანქანა, იყო გაჩერებული, ფარების შუქი ანათებდა გარემოს. მიახლოებისას მწოლიარე მამაკაცი დაინახა. ახლოს მივიდა, მუხლებზე დაიჩოქა, პულსი გაუსინჯა, ცოცხალი იყო. მის სახეს დააკვირდა ეცნო, მაგრამ საიდან ვერ ხვდებოდა. ბოლოს გაახსენდა მაღაზიაში, მომხდარი ინციდენტი. მუცელთან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, ხელები ჭრილობაზე ეწყო, მაგრამ გონზე არ იყო.
- ჯანდაბა, გამოფხიზლდი. -რამდენჯერმე შემოარტყა სახეში. ბიჭიც გონს მოვიდა, ტკივილმა შეაწუხა და დაჭრილი მგელივით დაიღმუვლა. თვალების ირისები, სულ ჩაწითლებული ჰქონდა.
- კიდევ არ გაითიშო. დამეყრდენი, მომეხმარე, რომ აგაყენო. - ბიჭი, დაჰყვა გოგონას ნებას. საკმაოდ მძიმე იყო, შავი ფერის ჯიპამდე, ძლივს მიიყვანა და უკანა სავარძელზე დააწვინა.
- ჭრილობას, ხელი ძლიერ დააჭირე, თუ შეიძლება. - მაქანას მოუარა და საჭეს მიუჯდა.
- სავა..დმყო..ფოში არ მიმი..ყვანო. - ძლივს ამოილაპარა, რამოდენიმე სიტყვა.
- ღმერთო, ყველა ხათაბალას, მე რატომ უნდა გადავეყარო?! - როცა მიხვდა, პასუხს ტყუილად ელოდა, მანქანა დაძრა. ფიქრობდა ეს ვინმეს, რომ გაეგო საუკეთესო შემთხვევაში, სამსახურს და ლიცენზიას დაკარგავდა. ცუდ შემთხვევაში კი, ციხეში მოხვდებოდა. თავი გააქნია ცუდი ფიქრების გასაფანტად.
სახლში მიიყვანდა, დედა მაინც არ ჰყავდა, ამიტომ პრობლემას არ წარმოადგენდა. მისდა საბედნიეროდ, კერძო სახლში ცხოვრობდა და ვერავინ შეიტყობდა ამის შესახებ. მანქანა ეზოში შეაყენა, გადმოვიდა და შემოუარა. კარები გახსნა წამოჯდომაში მოეხმარა. ცალი ხელი წელზე მოხვია, ბიჭის ხელი კი მხარზე გადაიდო. თავის ოთახში შეიყვანა და დააწვინა საწოლზე. უცებ მოძებნა საჭირო ხელსაწყოები. სამედიცინოზე, რომ ჩააბარა დედამ აჩუქა. სპირტი გადაავლო, დეზინფექციის მიზნით.
ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, მხოლოდ ექიმის ინსტიქტი ამოძრავებდა. მაიკა გადააძრო, მხოლოდ რამდენიმე წამი გაუშტერა მზერა, მის უნაკლო სხეულს. შემდეგ სპირტით გაუწმინდა ჭრილობა, ტყვია ამოუღო და გაკერვას შეუდგა. თავის საქმე, რომ მოათავა საწოლთან ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო. ღრმად სუნთქავდა, ცდილობდა დამშვიდებულიყო. ხელები, სულ სისხლიანი ჰქონდა. აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო, პიჟამოები ჩაიცვა და გამოვიდა.
- ასე, რატომ ვღელავ შენზე, უცნობო?! - ახლოს მივიდა, შუბლზე ხელი დაადო. - სიცხე გაქვს, აქ არ უნდა მოკვდე! შენს გამო ციხეში, არ წავალ იცოდე, იქიდან მოგაბრუნებ. მორიგი ნემსი გაუკეთა და მოქმდებას დაელოდა. ბიჭი მთელი ღამე სიცხისგან ბორგავდა, ოფლი ასხავდა და სახე ენამებოდა.
- არ წახვიდე ლიზა.. არ დამტოვო.. პირველივე დღიდან, შენმა თვალებმა მომნუსხა.. ხომ იცი ბოლოს ცხოვრება, ჩემამდე მოგიყვანს, ხომ იცი, მერამდენედ გადაიკვეთა ჩვენი გზები.. - ხმა დასუსტებული ჰქონდა, თავს არხევდა. - ელიზაბეტი გაოცებული უყურებდა, თითქოს მასზე საუბრობდა. გულს უფორიაქებდა, მისი სიტყვები. მალე ჩაეძინა, გაღვიძებულს აღარ დახვდა. სახლი, მოათვალიერა და არსად იყო. გაბრაზდა არაფერი, რომ არ უთხრა და ისე წავიდა.
მას შემდეგ უცნობზე ხშირად ეფიქრებოდა,მაგრამ თვითონ არსად ჩანდა.
ისეთი, დატვირთული რეჟიმი ჰქონდა კლინიკაში. მალე გადაავიწყდა უცნობი, თან გამოცდებითვის ემზადებოდა. მალე გავიდა გამოცდებზე და ჩააბარა კიდეც, უკვე მთავარი ქირურგი იყო. ბედნიერებისგან კი არ დადიოდა, ჰაერში დაფარფატებდა. სურვილი, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა აისრულა. ხშირად ეწუწუნებოდნენ ბავშვები, ვეღარ გნახულობთ, ნეტავ სულ არ ჩაგებარებინა გამოცდებიო. ამას რათქმაუნდა ეხუმრებოდნენ. იმდენი სამუშაო ჰქონდა, ღამეც ვერ მიდიოდა დასაძინებლად სახლში. კაბინეტში, დიდი დივანი ჰქონდა, სადაც იძინებდა.
ორი დღე დასვენება აიღო. სახლში მისულმა, ამდენი ხნის უნახავი დედა ჩაკოცნა. ცოტახანი დაიძინა, მალე გაიღვიძა და აივანზე გავიდა.
ცაზე, ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და დედამიწაზე ობლად ანთებული სანთელი, რომელსაც აფორმებდა, ღვინის ბოთლი და ბაკალი . ულამაზესი ხედი იშლებოდა, მისი ვერანდიდან. სიმშვიდე, არსაიდან უცბად გაჩენილმა ანაბელმა დაურღვია.
- გავგიჟდები არა.. ნამდვილად გავგიჟდები, შევიშლები.. წუხელ ისეთი სიზმარი მესიზმრა, გახსნებაც არ მინდა. - წამით გაჩერდა, თმებში, ხელი შეიცურა და თვალები დახუჭა - აა, გავგიჟდები მალე..
- გაჩერდები და მეტყვი რა ხდება?! თუ ვიმკითხაო?! - გაბრაზდა ლიზა.
- ვერ გეტყვი, ვაიმეეე.. გახსენებაც მცხვენია. - უცბად გაჩერდა და პატარა ტუჩები, საყვარლად დაბრიცა.
- რა დაგესიზმრა ასეთი, ვისზე იძალადე?! - აკისკისებულმა ჰკითხა.
- ვძალადობდი რა.. შეიძლება ასეც ითქვას. - მასაც გაეცინა.
- ანაბელ!
- კაი, ხო.. მესიზმრა, რომ მე და დამიანეს, მას და მე, არა მე, უფრო სწორედ..
- გოგო, ამოისუნთქე და მოყევი აბა!
- საწოლში ვიყავით.. - ტუჩის კუთხე მოიკვნიტა.
- მერე, ესაა გოგო პრობლემა?! სულ ერთად არ ვიძინებთ ხოლმე ბავშობიდან?! - თვალები აატრიალა.
- შენი აზრით, მის გვედზე, უბრალოდ წოლის გამო გავგიჟდებოდი?! ისეთ პოზაში ვიყავით, დაფეთებულს გამომეღვიძა და წამოვხტი ლოგინიდან. ფეხი ამისრიალდა ხალიჩაზე და იატაკზე გავიშოტე. - სიცილი წასკდა ელიზაბეტს.
- არ ვიცი, ამ ბოლო დროს რა მემართება.. რომ ვხედავ სხვა გოგოებს, როგორ ეფლირტავება, მინდა, ორივე ჩემი ხელით მივახჩო..
- რაღაცას გკითხავ და გულახტილად მიპასუხე, კარგი? ჩვენ ხომ არაფერს ვუმალავთ ერთმანეთს, შეიძლება დამიანეს, ვერ ვუთხრათ , მაგრამ ერთმანეთს ვეუბნებით.
- ელიზაბეტ.. - სახე შეეცვალა და ლოყები აუწითლდა.
- დამიანე გიყვარს ხომ?! ვხვდებოდი, მას ყოველთვის სხვანაირად უყურებდი.
ანაბელმა ღრმად ამოისუნთქა და ცრემლები გადმოსცვივდა, მივიდა და ჩაეხუტა მეგობარს.
- ეს საშინელებაა.. საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, ამდენი წელი ვცდილობდი გამექრო, ეს გრძნობა. მე, ის არ უნდა შემყვარებოდა, მაგრამ თავს ვერ მოვერიე, ზედმეტად ზუსტი ვარ. გული მიკვდება, სხვა გოგოსთან, რომ ვხედავ. ვიცი , ის არასდროს შემომხედავს სხვა თვალით. მე, მისთვის მხოლოდ, ახლო მეგობარი ვარ. - ტიროდა და ძლიერად ეხუტებოდა ლიზას, მანაც მოჰხვია ხელები და თავზე კოცნიდა.
- ჩშ, ჩემო ლამაზო. დაწყნარდი, სიყვარული ყველაზე ლამაზი გრძნობაა, დედამიწის ზურგზე. ბედნიერი უნდა იყო, რომ გიყვარს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
- ხო, მაგრამ ეს სიყვარული არასწორია, მხოლოდ ტკივილს მიქადის. სუნთქვა ეკვირს, რომ მეხუტება. მინდა ვუთხრა, რომ სიგიჟემდე მიყვარს. არა, როგორც ძმა, მაგრამ ეს არასდროს მოხდება.
- ჩემი გოგოები, რას ლაპარაკობთ ამდენს? - ოთახიდან შემოსძახა ანასტასიამ.
- მოვდივართ დეე - სამზარეულოში ჩავიდნენ, ვახშამი მოამზადეს, რომელიც ზედმეტად მსუყე გამოუვიდათ. შემდეგ კომედიური ფილმი ჩართეს, ანაბელიც გამხიარულდა. ღამე მასთან დარჩა, როგორც ყოველთვის, ერთ საწოლში ეძინათ. ტყიპასავით, ეკროდნენ ერთმანეთს, თითქოს ვინმე დაცილებას აპირებდა.
ელიზაბეტი, მეორე დღეს სამსახურში წავიდა. დაძაბული დღის შემდეგ, მომშიებული კაფეტერიაში მიდიოდა, როდესაც მარიამი და ირაკლი შენიშნა. გაუკვირდა და მათკენ გაემართა.
- გამარჯობა. მარიამ დეიდა,ირაკლი ძია, ხომ კარგად ხართ?!
- იცი.. მე.. - დაიბნა, თვალები აუცრემლიანდა და ჩაეხუტა. იქვე სკამზე ჩამოსხდნენ. მამაკაცს შეხედა, თითქოს დარდისგან ჩამობერებული იყო, აქამდე არ შეუმჩნევია ასეთი რამ. - სიმსიმნე აღმომაჩნდა შვილო, ყველგან არის მოდებული. უკვე წლებია ვმკურნალობ.. ყველგან ვიყავით სადაც კი შეიძლებოდა.- განადგურებულმა ამოილაპარაკა ქალმა, ნერვიულობისგან მხრები უცახცახებდა. ცრემლებს ვერ იკავებდა ლიზა, ცუდ სიზმარში ეგონა თავი. მარიამი, დედასავით არის მისთვის, ანასტასიასგან არ გამოარჩევდა. გული ეფლითებოდა, მის გამო. მეგობარი ტკივილისთვის, არ ემეტებოდა.
- ანაბელმა, იცის?! - ძლივს ამოილაპარაა - ირაკლი ,, ხესავით იყო, რომელსაც მისი ნაწილი უხმება და განიცდის’’.
- დღეს უნდა დაველაპარაკოთ..
- კაი, ჩვენ წავალთ, დასვენება სჭირდება. დროებით შვილო. - დაემშვიდობნენ და კლინიკა დატოვეს.
*********
წიკლაურები, სახლში დაბრუნდნენ. შვილის ოთახში შევიდნენ, სალაპარაკო გვაქვსო. ანაბელს, გული ცუდს უგრძნობდა. აქამდეც შეუმჩნევის, დედის ნამტირალევი თვალები. მაგრამ, ყოველთვის პასუხად თვალების ტკივილს იღებდა.
- შვილო, არ მინდოდა ამის შესახებ გაგეგო. მეგონა მოვერეოდი და დავამარცხებდი. - ქალს ლაპარაკი უჭირდა. - მაგრამ, მაპატიე ვერ შევძელი, ისიც მაპატიე, რომ დაგიმალე. სანამ შენ, სასწავლებლად წახვიდოდი, თავის ტკივილები მაწუხებდა. არ, ვაქცევდი ყურადღებას, დაღლლილობას ვაბრალებდი. მაგრამ, შემდეგ ტკივილები გამიძლიერდა, გულის რევები დამეწყო, თავბრუც ხშირად მეხვეოდა. ექიმთან, რომ მივედი დაგვიანებული იყო, სიმსიმნე ყველგან იყო მოდებული. მსოფლიოს, ყველა წამყვან სავადმყოფოში და ექითან ვიყავი, მაგრამ ვერ მიშველეს. ქიმიოთერაპია დამინიშნეს, აქამდე მასე მოვაღწიე. შენს თავს გეფიცები, ვიბრძოლე შენს გამო, მაგრამ უფალმა ასე ინება. ვიცი, ძლიერი გოგო ხარ და გაუძლებ. მამაშენს, შენ გაბარებ, საკუთარ თავსაც და მასაც მოუარე - ხელებს დაჰყურებდა, თვალებიდან ცრემლები სცვიოდა.
- არაააა.. არააა.. ნუ ხუმრობთ ასე, მატყუებთ ხომ?! ვერ იქნება სიმართლეე.. დედი შენი კარგად ხარ! ხომ არ დამტოვებ?! მითხარი, გთხოვ მითხარი, ხომ იხუმრე?! ამას ვერ გადავიტან, უშენოდე ვერ ვიცოცხლებ. გთხოვ, არ წახვიდე რაა, ხომ გიყვარვარ?! - ცრემლები, თვალებს უბინდავდა, გული საშინლად სტკიოდა.
-ჩშ, დაწყნარდი გთხოოვ. მე, ძლიერი გოგო მყავს. მარტო, არ გტოვებ დეე, ყველა შენს გვერდით იქნებიან. ანასტასია და ელენე გაგიწევენ დედობას, ისინიც ხომ ჩემსავით გიყვარს?! მე, სულ შენს გვერდით ვიქნები, იქიდან დაგიცავ. დამპირდი, დამპირდი, რომ გამაგრდები და საკუთარ თავში არ ჩაიკეტები, ისევ ისეთი მხიარული იქნები. ღმერთმა, ორი საუკეთესო მეგობარი გარგუნა, რომლებსაც საკუთარ თავზე, ძალიან უყვარხარ. როგორც შენ, დაიტანჯები, ისე ისინი დაიტანჯებიან დე. - თავზე ხელს უსვამდა.
- არა, არაა.. ღმერთი, არ გამწირავს, არ წამართმევს შენს თავს, ტყუილია, ტყუილიი.. - ბუტბუტებდა და თან გულამომჯდარი ტიროდა. ირაკლიმ, ლოგინზე დააწვინა, მარიამმა სთხოვა, მარტო დაეტოვებინა.
- მოდი დეე, ვისაუბროთ კაი? მინდა სანამ წავალ, ყველაფერი ვიცოდე, რაც შენს გულში ხდება.
- მეე, არაფერს გიმალავ - ლოყები აუწითლდა, თან ფსლუკუნებდა.
- ლოყები, ბავშობიდან მაშინ გიწითლდებოდა, როცა რამის თქმის გცხვენოდა. კარგად, გიცნობ შვილო. - თავზე აკოცა.
-დამიანე, შემიყვარდა დეე, ვიცი არ შეიძლება. ყველანაირად ვცადე, როგორც ძმისთვის, ისე შემეხედა, მაგრამ არ გამომივიდა. მას კი, არადროს შევუყვარდები, როგორც ქალს, არ შემომხედავს. შენც მტოვებ დეე, უშენოდ რა მეშველებაა.
- დარწმუნებული ნურაფერში იქნები, ნურც არასოდესო იტყვი. დრო გვიჩვენებს ყველაფრეს და დასკვნებს მერე გამოიტან.- მალე დაეძინა ანაბელს.
მარიამი, ოთახიდან გამოვიდა ელენს და ანასტასიას დაურეკა, სთხოვა ყველა მოსულიყო. მალე მივიდნენ და მისაღებში დასხდნენ.
- რაღაც მინდა გითხრათ, რასაც წლებია გიმალავთ. მაპატიეთ, რომ დაგიმალეთ, არ მინდოდა გენერვიულათ. - ყველაფერი, დაწვრილებით მოუყვა. გაონებულები უყურებდნენ, თავი ცუდ სიზმარში ეგონათ, ვერ იჯერებდნენ. - ვიცი, თხოვნა არ მჭირდება, რომ ჩემს შვილს გვერდით დაუდგეთ. ვიცი, მარტო არ დატოვებთ. ძალიან მიყვარხართ და მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ თქვენი თავი გამომიგზავნა. - ცრემლები ვერ შეიკავა და აქვითინდა. გოგოებიც მივიდნენ და ჩაეხუტნენ. მალე გააცილა ყველა და შვილთან შევიდა. გვერდით მიუწვა, თავზე აკოცა და მშვიდად დაიძინა.
გამოფხიზლებულს სიცივე ეუცნაურა, ისევ დედიკოს სხეულზე იყო მიკრული. მის მკერდზე ედო თავი, როგორც ბავშვობაში იცოდა. კვლავინდებურად გული აღარ უცემდა, სხეული მთლად გაყინული ჰქონა. სწრაფად წამოიწია და გაფითრებულ სახეს დააკვირდა. დედის უსიცოცხლო, სხეულს შეხედა, მშვიდი ღიმილი მოჰფენოდა სახეზე და არაფერზე რეაგირებდა. გონება გაეთიშა, ყვიროდა და მამას დახმარებას სთოვდა.ხმა წაერთვა, ცრემლები გაუშრა, მაგრამ გული, მაინც ტიროდა.
შემზარავი იყო, ანაბელის გლოვის ყურება პანაშვიდის პერიოდში. უამრავი ადამიანი მიდიოდა, ყველას ძალიან უყვარდა მარიამი. გოგონას, არავინ და არაფერი აინტერესებდა. გაშეშებული იჯდა, დედის სხეულთან და იხსენებდა, ბავშობიდან მოყოლებულ, ბედნიერ . მაგრამ, მისთვის მასთან გატარებული, ყოველი დღე ბედნიერი იყო.
მეგობრები მარტო არ ტოვებდნენ ერთი წუთითაც, მაგრამ ვერავის მისვლას გრძნობდა მისი გონება. ყოველ ღამე, დამიანე, აკითხავდა და მასთან ჩახუტებულს იძინებდა. გოგონაც სიმშვიდეს გრძნობდა, მასთან ერთად.
დაკრძალვის დღეს, მარიამი ესიზმრა. თეთრ, გრძელ კაბაში იყო გამოწყობილი და ანგელოზს ჰგავდა. ,, გთხოვ, გამოფხიზლდი და შენი, საყვარელი ადამიანები შეამჩნიე. შენი, თითოეული ცრემლი , მტკივა დეე, ჩემს გარეშე განაგრძე ცხოვრება და არ დანებდე’’
გამოიღვიძა და მის მერე, არ უტირია. შავებ შემოსული იდგა, სასახლის წინ, დედის საყვარელი ტიტებით ხელში. ჩაიმუხლა, დედას შუბლზე აკოცა და უჩურჩულა. ,, მე, ამას შევძლებ დეე, შენს გამო შევძლებ, გპირდები’’
წამოდგომისას, წონასწორობა დაკარგა. დამიანემ, მის ძლიერ სხეულზე აიკრა. ზევით აიხედა, მისი საყვარელი მამაკაცი, რომ დახვდა, მხარზე თავი დაადო, სურნელი ღრმად შეისუნთქა.
განადგურებული იყო, ირაკლი წიკლაური. ნახევარი კაციღა, იყო დარჩენილი. ბოლოჯერ შეახო, საყვარელ ქალს ბაგეები და ყურთან უჩურჩულა ,, საყვარელო, ჩვენს სიყვარულს ვფიცავ, ჩვენი შვილების გამო, მუდამ ჩემს გულში იქნები, მალე მოვალ შენთან დამელოდე’’
ძლივს მოუსწრო ვაჟმა, დედის დამარხვას. მასთან დაიმუხლა და პატიება სთხოვა. ,, აპატიე დეე, შენს უვიც შვილს, რომ ვერ ჩამოგისწრო. არ უნდა დაგეტოვებინე, უშენოდ როგორ ვიცოცხლოთ?! ვინ დამარიგებს?! მიყვარხარ დეე’’ . აკოცა და წამოდგა. არ ტიროდა, ანდრია წიკლაური, არავის დაანახებდა ცრემლს. წელში გამართული დაუდგა, მამას გვერდით და მხარზე ხელი დასცხო. ამით ყველაფერი ნათქვამი იყო.
სახლში წასვლა მოინდომა ანაბელმა. რესტორანში ვერ წავიდოდა, არ უნდოდა მთვრალი ხალხის ყურება. მეგობრებმა წაიყვანეს სახლში. შიგნით ისეთი სიცარიელე იყო, დედის გარეშე გული აეწვა.
- მარტო, მინდა ყოფნა. - პირველად ამოიღო ხმა.
- კარგი, როცა იგრძნობ გჭირდებით დაგვირეკე. - შუბლზე აკოცა ლიზამ, დამიანეს თვალით ანიშნა წავიდეთო.
დედის ოთახში შევიდა, მისი შარფი აიღო. სურნელი ღრმად შეისუნთქა და საწოლზე დაწვა.
დილით მზის სხივებმა გააღვიძა, უკვე უნდა შეჩვეოდა , დამოუკიდლებლად გაღვიძებას. დედა, ვეღარ გააღვიძებდა და ძალით წამოაგდებდა ლოგინიდან. თავი მოიწესრიგა და ოთახიდან გავიდა. მამას მდივანზე ჩასძინებია, ჩაიმუხლა და აკოცა. ირაკლი შეიშმუშნა, თვალები გაახილა. შვილი, რომ დაინახა სევდისფრად გაიღიმა და გასწორდა. ანაბელი გვერდით მიუჯდა და გვერდიდან მიეხუტა, მანაც ხელები შემოჰხია.
- მამა, ჩვენ გავუძლებთ, დედას გამო. - ირაკლის ესიამოვნა, ამ სიტყვების მოსმენა შვილისგან, ამაყობდა ასეთი ძლიერი, რომ ჰყავდა.
საჭმელი მოამზადა და ერთად ისაუზმეს. დედასავით, მასაც უყვარდა სამზარეულოში ტრიალი.სადილი, რომ დაამთავრეს ყველაფერი აალაგა. ჭურჭელი დარეცხა და შეამშრალა. ტელეფონი მოძებნა და მეგობრებს დაურეკა. ისინიც, მალე გამოჩნდნენ.
- ჩემი გოგო - ძლიერ ჩაეხუტა ლიზა. გაუხარდა ძლიერი ანაბელის დანახვა. მართალია არ იცინოდა, მაგრამ ჯერჯერობით ესეც საკმარისი იყო.დამიანემაც ჩაიკრა გული, ბიჭის სხეულში ელექტრონემა დაიწყეს მოძრაობა. ყავა მოამზდა და მათთან დაჯდა.
კაბინეტში იყო, როდესაც კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
- მობრძანდით - გასძახა ლიზამ.
- ქალბატონო ელიზაბეტ, დაჭრილი მამაკაცი შემოიყვანეს, სასწრაფოდ წამოდით. - რეზიდენტმა შეატყობინა.
- წამომყევი დროზე, თუ რა თქმა უნდა გსურს შენც დაგასწრო.. - გოგონა, სიხარულისგან გაიბადრა და უკან გაჰყვა.
პაციენტი, საოპერაციოში მიჰყავდათ, რამდენიმე შემავალი ჭრილობა ჰქონდა. ანკეტას, ჩახედა და ირაკლი სამხარაძე ამოიკითხა, დიდი ყურადღება არ მიუქცევია. სასწრაფოდ მოემზადა და შიგნით შევიდა. გული, გამალებით უცემდა, თითქოს მის ხელში, მისთვის ძვირფასი ადამიანის, სიცოცხლე იყო.
რამდენიმე ქირურგი, მუშაობდა. გულთან ახლოს ჰქონდა, ერთი ჭრილობა. მუცლის ღრუში, არც ერთი ორგანო, არ ჰქონდა დაზიანებული. ტყვია, ამოიღო და ჭრიილობაც თვითონვე გაკერა, თითქოს სხვას ვერ ანდობდა. გულის მდგომარეობა რთულად იყო. გაუჩერდა, მუხტით აუმუშავეს და ისევ განაგრძეს საქმე. ყველაფერი, რომ დაასრულა, მოსაცმელი და პირდაბადე მოიშორა. დერეფანში გავიდა, იქ პოლიციელები, დაუხვდნენ და ტყვიების გადაცემა სთხოვეს. მანაც ექთანს დაავალა, საქმის შესრულება.
შემდეგ, ოჯახის წევრებისკენ გაემართა. აფორიაქებული იყო, თითქოს გული რაღაცას ეჩურჩულებოდა, მაგრამ ვერ უგებდა. ხანში შესული ქალი დახვდა, რომელიც ასაკის მიუხედავად, მაინც კარგად გამოიყურებოდა. ისეთი ცივი და მკაცრი სახე ჰქონდა, ლიზას გააცია. გვერდით კი ახალგაზრდა გოგონა ედგა, რომელიც მას ძალიან გავდა. გაუკვირდა, მაგრამ მასზე ფიქრს დიდი დრო არ დაუთმო.
აცნობა, რომ პაციენტი, სტაბილურ მგომარეობაში იყო და დროებით რეანიმაციაში ეყოლებოდათ. ჩახველების ხმა გაიგონა და მისკენ შეტრიალდა . გაოცებისგან პირი ოდნავ გააღო.
- გამარჯობა, მე გამომძიებელი, თორნიკე ნაროზაული ვარ. როდის შევძლებთ მის ნახვას? - ისეთი უემოციო, სახით უყურებდა გოგონას, თითქოს პირველად ხედავდა.
- აქ იდექით, ამიტომ კარგად გაიგებდით, რომ რეანიმაციაში გვყავს პაციენტი და დროებით ვერ მოინახულებთ!
- მის პალატასთან, დაცვის ბიჭები იდგებიან. იმედია, პრობლემას არ წარმოადგენს! - ჯიქურად უყურებდა სახეში. ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა.
- კარგი! ოღონდ ფეხებში არავის გაედებიან! - უთხრა და თავის კაბინეტისკენ გაემართა.
შიგნით შესვლისას, დივანზე წამოწვა და ღრმად ამოისუნთქა. ცოტახანი გათიშული იწვა და ჭერს უყურებდა. გულის სიღრმეში ეწყინა კიდეც, რომ დააიგნორა. მან, ხომ სიკვდილისგან იხსნა. კარზე კაკუნის ხმამ მოიყვანა გონს.
- მობრძანდით. - გასძახა და გასწორდა. გაუკვირდა თორნიკე, რომ გამოჩნდა.
- ექიმი, რომელიც უკანონოდ აკეთებს ოპერაციებს, დღეს მთავარი ექიმია?! - ირონიულად ჩაიქირქილა.
- ჯერეც ერთი! იმ ექიმმა, შენ გადაგარჩინა! შენს გამო თავისი პროფესია, საფრთხეში ჩააგდო! მადლობას, უნდა უხდიდე წესით. - თვალი ჩაუკრა და ირონია არც მან დაიშურა.
- მაგას, ნამდვილად ვერ დაგიკარგავ.. - მაჯაში ხელი ჩასჭიდა, თავისკენ მიიზიდა და სხეულზე აიკრა. არაფრის თქმა აცადა, ისე ეძგერა ტუჩებზე. თვალებ დაკვესებული, უყურებდა ლიზა. ჰაერის უქონლობის გამო, მოეშვა ბიჭი. გოგონამ ხელი მოუქნია, მაგრამ ბიჭის სწრაფი რეაგირების გამო, მისი ხელი წელს უკან აღოჩნდა.
- ეს იმისთვის, რომ იცელქე. - კვლავ შერწყნენ, მათი ბაგეები. - მმ, ექიმო, გემრილი ტუჩები გქონია..
- შე.. შე.. იდიოტო და ხეპრევ, ამას როგორ ბედავ?! თავი ვინ გგონია?!
- რა იყო, შეყვარებული არ გყავს და რა გაბრაზებს. შენი ბაგეები, ხომ პირველად მე მივისაკუთრე. თან მადლობაც გადაგიხადე. - ისეთი, ცინიკური ხმით ესაუბრებოდა. გოგონას სიბრაზისგან გაწითლდა, გაყვითლდა. ცისარტყელას ყველა ფერმა გადაურბინა სახეზე. თორნიკეს კი სიამოვნებდა, მისი მოელვარე, შავი თვალების ყურება.
გაოგნებული დატოვა კაბინეტში გოგონა და იქიდან აორთქლდა. ხალათი მოიცვა და ოთახი დატოვა. ყველა პაციენტი ინახულა, შეამოწმა ყველაფერი და უკან დაბრუნდა. დღეს მორიგე იყო, ამიტომ დივანზე დაიძინა. დილით ადრე გაეღვიძა. შეატყობინეს ,,თქვენი პაციენტი, ირაკლი სამხარაძე, გონს მოვიდაო’’. ისიც მისკენ გაემართა.
- რამე ხომ არ გაწუხებთ?
- თავი მტკივა მხოლოდ, სხვა არაფერი. - ირაკლი გაოგნებული უყურებდა, ისე ჰგავდა, მის ანასტასიას, გულმა ორმაგად დაუწყო ძგერა.
- ექთანს ვეტყვი, ტკივილ გამაყუჩებელი გაგიკეთოთ. დღეს პალატაში გადაგიყვანთ, შეძლებთ ახლობლების ნახვას.
- კარგი, შვილო. - მისმა ნათქვამმა შვილომ, გოგონაზე იმოქმედა, ააფორიაქა.
ექთნებს, მითითებები მისცა და სხვა პაციენტებთან წავიდა. ყველაფერი, რომ მოითავა კაფეტერიაში ჩავიდა, ახლად შესულ ნინოს ხელი დაუქნია.
-შენ გაბარებ ჩემს პაციენტს ირაკლი სამხარაძეს, ყველაფერი უნდა ვიცოდე მის შესახებ.
- კარგით - თავი, დაუქნია გოგონამ.
- თხუთმეტ წუთში, ოპერაცია მაქვს, თუ გინდა დაესწრო გამომყევი. - წამოდგა და ანიშნა გაჰყოლოდა, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. ისე მიაბიჯებდა ვერ იფიქრებდი ქალი , რომ იყო. ცისფერი შარვალი ეცვა, ზემოთ კი ამავე ფერის მაისური. ხალათი, ხომ საერთოდ უფარავდა სხეულს. თმები კი, მუდამ შეკრული ჰქონდა. ისევ საოპრციო, ისევ იგივე სისხლი. ათასი იარაღი, მისი მობილიზებული მზერა, მკაცრი გამომეტყველება და საშინელი დასასრული სადღაც ქრება, სიტუაცია სტაბილურდება. წამში ეცვლება გამომეტყველება, ერთს ამოისუნთქებს კიდეც, თითქოს ზურგიდან ლოდი მოხსნეს. ნელნელა, დედამიწაზე ეშვება და ხვდება რაც გააკეთა. გასვლისას კედელსაც ეყრდნობა, გული გამალებით უცემს. ონკანთან დიდხანს რჩება, უნდა ხელები კარგად დაიბანოს, თითქოს ხელთათმანების შიგნით აღწევდეს სისხლი. მის თვალებს , რომ დააკვირდე ტკივილი იგრძნობა, მოლოდ იქ შეგიძლია ემოციების წაკითხვა. მაგრამ, ამას ვერავინ ახერხებს. ყოველთვის ბრუნდებოდა პაცინტთან, იგებდა მის მდგობარეობას. პირველს, მეორე ანაცვლებდა და ასე ხდებოდა მუდამ..
კაბინეტში შევიდა, დივანზე ჩამოჯდა თავი საზურგეს მიაყრდნო და უკან გადახარა. ღრმად სუნთქავდა, გული აუდ-ჩაუდიოდა. გრძელი ყელი, იმდენად მიმზიდველი ჩანდა, ახლად შესულ თორნიკეს, მზერა გაუშეშდა. მატერიით დაფარული, ლამაზი ფორმის მკერდი, მაინც იწონებდა შიგნიდან თავს. თვალები გაახილა, რომ ვინმესთვის, დონატების ყიდვა დაევალებინა. მაგრამ, მასზე მიშტერებული ნაროზაული შერჩა. ჩაახველა..
- უკაცრავად, რამე გნებავთ? - წარბაწევით ჰკითხა.
- პაციენტის, ნახვა მინდა.. - დაბნეულმა ამოილაპარაკა.
- ექთანს სთხოვეთ და მიგასწავლით.
- იმედია, რომ გახვალთ კარებს მიიხურავთ - ყურთან უჩურჩულა. გამოშტერებულ ბიჭს, გვერდი აუარა. ჩუმად ჩაიცინა კიდეც.
ნინის დონატების და ყავის ყიდვა დაავალა და ოთახში დაბრუნდა.

*****
ანაბელმა, დედის საყვარელი, წითელი ტიტები იყიდა და სასაფლაოზე წავიდა. მანქანიდან გულ დამძიმებული გადავიდა, ყოველთვის უჭირდა აქ მოსვლა. ფეხები უკანკალებდა, შორიდან უყურებდა. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. მივიდა და სურათთან ჩაიმუხლა, სახეზე მოეფერა და აკოცა.
- იცი გელოდები.. გელოდები და მჯერა, რომ მოხვალ.. ვიცი სულელურად ჟღერს, მაგრამ მჯერა.. მინდა, რომ მჯეროდეს.. ეს თვეები, კოშმარულ სიზმარს ვხედავ, რომელშიც ხანდახან ბედნიერი ვარ, მაგრამ აქ , უშენოდ სიცარიელეა. მარტო, არ ვარ, მაგრამ თავს მარტოსულად ვგრძნობ. დღისით ყველაფერი ნათელია, მაგრამ ღამით, მარტო დარჩენილი ჩემს თავსთან, მონატრება მკლავს. არ მინდა დაჯრება, რომ მიწად იქეცი და აქ არის შენი ადგილი. მინდა დილით გაღვიძებისას, შენს და მამიკოს ოთახში შემოვიპარო და შუაში ჩაგიგორდეთ. თქვენ კი ორივემ მომიღუტუნოთ და ჩემი კისკისით სახლი ავიკლო. მერე ანდრია, შემოგვივარდეს და იწუწუნოს, მეც მინდა თქვენთანო. მინდა დაწოლისას შემოხვიდე და მაკოცო, შემდეგ კი ძილინებისა მისურვო. განა ბევრს ვითხოვ ?! გეფიცები დროის უკან დაბრუნება, რომ შემეძლოს , დროის ნახევარს, რომელსაც შენგან შორს ვატარებდი, მხოლოდ შენ დაგითმობდი, გვერდიდან არ მოგცილდებოდი.
უშენოდ ცარიელი ვარ, შენი ჩახუტება, დედისეული სურნელი და თბილი ხმა მენატრება. კალთაში, თავის ჩადება და გულის მოოხება მინდა, ძალიან მინდა.. ვერავინ გამიგებს ისე, როგორც შენ. დედიკო, შენ განსაკუთრებული იყავი, არ მახსოვს არც ერთი დაყვირება და ჩხუბი. განა არ ვაშავებდი, პირიქით ძალიან ცელქიც ვიყავი, მაგრამ მათ გარეშე მიხსნიდი ყველაფერს.
მენატრები ისე მენატრები, რომ სული მეხუთება. უშენობა მახრჩობს და ნელ-ნელა მგუდავს. იცი ყველაზე ძალიან, რისი მეშინია?! - შენი ხმის ტემბრი, ნაზი მიხვრა-მოხვრა, ნატიფი ნაკვთები, შენი სურნელი, დროთა განმავლობაში არ ამოიშალოს, ჩემი მეხსიერებიდან.
დედიკო, გეფიცები ეხლაც ვერ ვიჯერებ, ამ პატარა მიწის ნაკვეთში, რომ ხარ. აი, აქ კი, ლამაზად მოპირკეთებულ ქვაზე, საიდანაც შენი მიცინი და შენი სახელი აწერია, შენ გეკუთვის. მგონია, სადმე დასასვენებლად ხარ წასული და აუცილბლად დაგვიბრუნდები.
ვიცი დეე, რომ აუცილებლად მესტუმრები ხოლმე, ფერად და ლამაზ სიზმრებში. ჩამეხუტები და დამელაპარაკები, კვლავ შევისრუტავ შენს სურნელს. ვიცი სიგიჟეა, მაგრამ ვგრძნობ, შენს ჩემს გვერდით ყოფნას.
ვიცი დაგპირდი, მაგრამ ცრემლს ვერ ვაკონროლებ დეე, როგორც ,,ზღვას დინებას ვერ შეუცვლი დეე, წვიმას ვერ უბრძანებ, შეწყდიო.. ‘’ ტირილშიც ბევრჯერ დამთენებია, ვერ ვიაზრებ, ისე მისველდება ბალიში. ხომ მაპატიებ დეე?!
შენს შარფს ვიკრავ გულში და ისე ვიძინებ. იმ იმედით, რომ მოხვალ და თმებზე მომეფერები, როგორც ბავშობაში.
სურათს აკოცა და წამოდგა. მანქანისკენ წალასლასდა. საჭეს მიუჯდა და მოსწყდა იქაურობას. მთელი სიჩქარით მიაქროლებდა ავტომობილს, დიდ ადრენალიმს გრძნობდა. გგონიათ სიკვდილი უნდოდა?! - არა უბრალოდ, ყოველთვის უყვარდა სიჩქარე. უეცრად, ძაღლმა გადაირბინა, საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანას ააცილა და მთელი ძალით ხეს შეასკდა.
სიბნელე, კაშკაშა სინათლებ შეცვალა, ვერ ხვდებოდა სად იყო.. სხივს ხედავდა, უნდოდა გამოსახულება გაერჩია, თვალებს ახამხამებდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ძლივს დაინახა, მარიამი. მისი მონატრება, იმაზე დიდი იყო ვიდრე ეგონა.
- დეე, ჩემო დედიკო, აქ ხარ?! ჩემთან ხარ?! - მისკენ მიიწევდა, მაგრამ ქალი ხმას არ სცემდა. - არ მელაპარაკები დეე? - თვალებიდან, ცრემლების ნაკადული ცვიოდა, თან ხელს იშვერდა მისკენ.
- რას აკეთებ შვილო?! სიკვდილი გინდოდა?! გინდა მამა და ძმა, მარტო დატოვო?! გინდა უარესად გაანადგურო?!
- არა, დედიკო, არა, მე .. მე.. უბრალოდ სწრაფად მივდიოდი და საჭე ვეღარ დავიმორჩილე..
- თავს მოუფრთილდი შვილო, იცოდე მე, აქ შენს გამო ვნერვიულობ. მე, მუდამ შენს გვერდით ვარ, ყოველთვის დაგიფარავ.
- დეე, დედიკო, შენთან წამოვალ კაი?! შენთან მინდა, ძალიან მენატრები, ვეღარ ვუძლებ. - მისკენ მიიწევდა, მაგრამ მარიამი, უფრო სცილდბოდა.
- შენ, კიდევ დიდხანს უნდა იცოცხლო დეე, ძალიან ბედნიერი ქალი უნდა იყო.. - ეს უთხრა და გაქრა.
ანაბელს, შეგრძნებები და ტკივილი დაუბრუნდა, თვალებს ვერ ახელდა. გრძნობდა, რაღაც ჰქონდა შემოხვეული. თითქოს სული იყო და ზევიდან აკვირდებოდა ყველაფერს.
თეთრ ხალათაიანები, ირეოდნენ პალატაში, ყველა რაღაცას ამოწმებდა და იწერდა. ყველა გავიდა, ოთახში კი, ირაკლი, შემოვიდა.
- მაპატიე, ჩემო გოგონავ, მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი. ვერ გაგიწიე შესაბამისი მამობა, დედაშენმა შენი თავი, მე ჩამაბარა. მე, კიდე გვერდში არ დაგიდექი და ყურადღება მოვადუნე. მეგონა, უძლებდი და ერთად კარგად გამოგვდიოდა. რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, ჩემო თვალის სინათლევ. ვერ გადავიტან იცოდე, თუ დამტოვებ. ოღონდ გაიღვიძე და ჩემს სულსაც მოგცემ მამიკო. - ეხუტებოდა თან, ცრემლები უსველებდა ლოყებს. არადა ირაკლი წიკლაური, არავის დაანახებდა ცემლებს, ცოლის დასაფლავებაზეც არ იტირა. მხოლოდ გული უტიროდა. ანაბელს, გული მოუკვდა, მამის ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე.
უკვე რამდენიმე საათია, ამ კადრებს უყურებს. ყველა შედიოდა მასთან, მაგრამ დამიანეს ვერ ხედავდა. ,, ნუთუ არ ვაინტერესებ?! ან იქნებ არც გაუგია ჯერ, ის ხომ საქართველოში არ იმყოფებოდა..’’
- ვიცი აქ ხარ და ჩემი გესმის! უბრალოდ ეგოსტი ხარ ბავშობიდან, არ გაინტერესებს, როგორ გვანერვიულებ! ეს, როგორ გააკეთე?! ვიცი, რომ თავს არ იკლავდი, სულ გიყვარდა სწრაფად ტარება! მგონი, შენ თვითონ არ გინდა, დაბრუნდე. არც დედაშენის ღვაწლს აფასებ და არც ჩვენს სიყვარულს! ნუთუ წასვლას აპირებ?! ფეხი უნდა დაკრა და ასე ადვილად დაგვტოვო?! მამაშენი და შენი ძმა არ გეცოდება?! კიდე იმეტებ, ასეთი ტკივილისთვის?!
კარგად მიცნობ და იცი, როგორი გაბრაზება შემიძლია. ორი კვირაა, აქ წევხარ გაუნძრევლად. სად არის ჩემი ანაბელი, ვისაც ორი წუთი ვერ ვაჩერებდით?! მხოლოდ დამიანეს შემოსვლისას, გიცემს გაორმაგებულად გული. მე ნაკლებად მიყვარხარ, თუ პირიქით შენთვის არაფერს ვნიშნავ?! - თავიდან ჩხუბი დაიწყო ლიზამ, ხოლო შემდეგ ცრემლები, ვეღარ შეიკავა. იწმენდდა და კვლავ აგრძელებდა. - ვსო აღარ ვაპირებ, შენთან ლაპარაკს. ვიცი, რომ ჩემი თითოეული სიტყვა გაიგე!
კარი, გაიღო და დამიანე შემოვიდა. სულ სხვანაირი იყო, ორმეტრიანი კაცი დაპატარავებულა და დასუსტებულა. წვერი მოუშვია, თვალის უპეები ჩაშავებული ჰქონდა. კი არ მოდიოდა , მოლასლასებდა. მისთვის საყვარელ, ვარდისფერ ტუჩებს, ფერი ჰქონდა დაკარგული. მუდამ გასაგიჟებელ მუქ კანს კი, მიტკლის ფერი ედო. ლიზამ მარტო დატოვა.
ერთ დროს ლამაზი, თლილი თითები, უფრო თხელი ეჩვენა ანაბელს. ახლოს მივიდა, მის ხელებს შუბლი დაადო.
- მჯერა! ამის დ.შ მჯერა , რომ ჩემზე ჯიუტი, თხა ხარ. ვიცი, რომ ისე არ გიყვარვარ, როგორც მე მიყვარხარ. ვერადროს გიყურებდი ისე როგორც დას, უბრალოდ არ შემეძლო.. შეიძლება, ამის გამო არაკაციც კი გეგონო. აი, პირველად ბაღში, რომ დაგინახე, იმ დღიდან მიყვარხარ. ყურებამდე ვიყავი შეყვარებული, მაგრამ ამის თქმას ვერ ვბედავდი. მეშინოდა შენი დაკარგვის და გაუცხოების. ახლა კი გეუბნები, როცა გძინავს, ამის თქმას ისე ვერ შევძლებდი. ვერ გადავიტან შენს თვალებში, იმედ გაცრუების დანახვას. თუ არ გამოფხიზლდები, შენთან ერთად მეც მოვკდები. ოღონდ თვალები გაახილე და თუ გინდა, კიდევ დამიძახე: მექალთანე და ქალების მუსუსიც, საკუთარ თავზე შეყვარებული გოძილაც, კაკლის საბერტი ჯოხიც, რაც გინდა. გთხოვ შემიბრალე, ასე ნუ გამწირავ. გახსენი, ლამაზი, ვარდისფერი ტუჩები და როგორც იცი ხოლმე, მომაჯადოვებლად გამიღიმე. - გოგონას გული, გამალებით უცემდა. გულის აპატარმა კი წრიპინი დაიწყო. - ბიჭმა , შუბლზე მიაკრო ტუჩები, მერე კი ანაბელს, პირველი კოცნა მოჰპარა.
კვლავ იგრძნო შეხება, მაგრამ ამჯერად ზემოდან აღარ უყურებდა. ყველაფერს აღიქვამდა, მისი სურნელით ფილტვებს ივსებდა. დალაპარაკება უნდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. მთელი სხეული დაბუჟებული ჰქონდა, თან საშინლად აწუხებდა. რაც კი, ძალა ჰქონდა მოიკრიბა და თითები მოუჭირა ბიჭის თითებს. ბიჭმა სწრაფად ასწია თავი და მის ხელს დააკვირდა. შემდეგ მათი თვალები, ერთმანეთს შეხვდა. დამიანეს გულმა, ბედნიერებსიგან სალტოები გააკეთა.
- გაღვიძე?! მართლა გაიღვიძეეეე?! - მისი ხმა, ბედნიერების ნაწილაკებით იყო გაჟღენთილი. გარეთ გავარდა და ექიმს დაუძახა. უკვე ვეღარ გრძნობდა, მის სიახლოვეს და სუნს.
- როგორ გრძნობთ თავს?! მე თქვენი მკურნალი ექიმი ვარ მერაბი. ორი კვირის წინ ავარიაში მოყევით, კომაზოტურ მდგომარეობში იმყოფებოდით. იმ ინციდენტიდან, თუ გახსოვთ რამე? - ტუჩები წყლით დაუსველეს.
- ყველაფერი მტკივა.. კი მახსოვს. - ხმაწართმეულმა ამოილაპარაკა. - თვალები, რატომ მაქვს ახვეული?
- თავი, რულს ძლიერად დაარტყით, ამიტომ ჰემატომა განვითარდა. მალე მოგხსნით სახვევებს. ოჯახის წევრები შემოვუშვა?
- დიახ, თუ შეიძლება.
- ახლავე დავუძახებ ყველას, საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი გყავთ. - თბილად გაუღიმა. მალე ოთახში, სხვადასხვა სურნელი აირია. მათგან დამიანეს, სურნელს გამორჩეულად აღიქვამდა. ხვდებოდა, რომ ტიროდნენ. მალე, სახვევებიც მოხსნეს. წამწამები ფრთხილად დააშორა ერთმანეთს, რამდენჯერმე დაახამხამა. მაგრამ, ამაოდ სიბნელეში იყო, ყველაფერი მოქცეული.
- რა ხდებაა?! ვერაფერს ვერ ვხედავ, ექიმო!
- ყველანი, გარეთ გადით და მალე ყველაფერს შეგატყობინებთ. - ანაბელი, გაქვავებული იჯდა ეტლში. სადღაც წაიყვანეს, სხვადასხვა აპარატის შეხებას გრძნობდა, პროცედურებს უტარებდნენ. მალე ისევ პალატაში დააბრუნეს.
- ბოლოს და ბოლოს, იტყვით რა მჭირს?!
- დამშვიდდით, არ ინერვიულოთ, ასეთი ტრამვის შემდეგ იცის, დროებით მხედველობის დაკარგვა.
- ნორმალური პასუხი გამეცით, უნდა ვიცოდე, რა მჭირს! ისევ დავინახავ, თუ სამუდამოდ ბრმა ვიქნები?!
- თუ შეიძლება, დამშვიდდით, თქვენთვის ნერვიულობა და ტრესი არ შეიძლება.
- ნუ, ჩაიხვიეთ. როგორ დავმშვიდდე?! როდესაც სიბნელეში ვარ?! - ისტერიკა დაემართა, ექიმმა დამამაშვიდებელი გაუკეთა, მალე დამშვიდდა და დაეძინა.
გამოფხიზლდა, თვალები დაახამხამა იმ იმედით, რომ ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო. რომელიც, როდესაც გაიღვიძებდა გაქრებოდა, მაგრამ იმედები გაუცრუვდა.
- ვიცი, რომ აქ ხარ, მომიახლოვდი!
- მე ვარ შილო - თავზე მოეფერა ირაკლი. ესიამოვნა მამის სითბო, მაგრამ არ შეიმჩნია.
- ახლავე ანდრია შემოუშვი, სხვა არავინ! იცოდე ვიგრძნობ!
- კარგი, შვილო არ ინერვიულო. - განადგურებული იყო, შვილს ამ მდგომარეობაში, რომ უყურებდა.
- მინდა სახლი, მოძებნო. ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ მომაგნებს! ეს მხოლოდ, შენ გეცოდინება, სხვა არავის!
- მასე ხომ, ყველას გულს ატკენ?! - გული ეწურებოდა, დის შემყურეს.
- ასე მინდა მე, დამეხმარები თუ არა?!
- კარგი, ჩემს მეგობარს აქვს სახლი, სადაც ვერავინ მოგაგნებს. ვეტყვი დამლაგებელი გაგზავნოს და დაალაგებინოს. კიდევ ექთანს დავიქირავებ, რომ დაგეხმაროს.
- კარგი, როგორც შენ გინდა. დამტოვე და ლიზა შემოუშვი.
- ყველაფერი მაინტერესებს , ჩემი მდგომარეობის შესახებ. გთხოვ, არაფერი დამიმალო.
- ხეს, რომ შეეჯახე, ღვედი არ გეკეთა, არც ბალიშები გაიხსნა. ამიტომ, თავი ძლიერ დაარტყი საჭეს. სისხლჩაქცევები განვითარდა, ყველაფერს თვალს ვადევნებდი. შეფერხებები არ ყოფილა, ამიტომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ექიმი გეტყოდა, რომ ეს დროებითია. მალე დაგიბრუნდება მხედველობა.
- ყველას დაუძახე, თუ შეიძლება. - მიხვდა, რომ ყველა შემოვიდა.
- პირველ რიგში, მე ზე არ მიფიქრია. უბრალოდ, დიდი სიჩქარით ვატარებდი მანქანას, ძაღლი გადმომიხტა. მოპირდაპირე მხრიდან კი მანქანა მოდიოდა, ამიტომ ვარჩიე ხეს შევჯახებოდი. ახლა კი, მინდა ყველამ დამტოვოთ, სახლებში წადით და დაისვენეთ. ანდრია, შენ დარჩი. - ყველამ დატოვა პალატა, მისი მითითებით.
- ექიმს დაელაპარაკე და გაწერის დრო, ჰკითხე როდის შევძლებ წასვლას. ოღონდ უთხარი, ლიზას არაფერი უთხრას! ისეთ დროს წავალთ, როცა ლიზა სავადმყოფოში არ იქნება. ამას რა თქმა უნდა, შენ გაარკვევ. ახლა კი შენც წადი.
კაბინეტში ვერ ჩერდებოდა, ანაბელზე ნერვიულობდა. ნინი დაიბარა კაბინეტში.
- დღეს ოპერაციების შემდეგ, შენ ჩაიბარებ პაციენტებს. ასე, რომ გეცანი მათ საქმეებს.
- კარგით, რამდენი ოპერაცია ჩანიშნული?
- ექვსი, რომ შემოხვალ ოპერაციაზე, თითოეული პაციენტის შესახებ მომიყვები ყველაფერს! - ფურცლის უამრავი დასტა მიაწოდა.
- ქალბატონი ელიზაბეტ, ავარიაში მოყოლილი, ახალგაზრდა ყმაწვილი შემოიყვანეს..
- მოვდივართ. - ხალათი მოიცვა და კაბინეტი დატოვეს.
საოპერაციოში შევიდნენ, თითქოს სამყარო გაქრა, იქ თითქოს, მხოლოდ პაციენტი და თვითონ იმყოფებოდნენ.
ნინი, პირველად იღებდა მონაწილეობას. ბევრს არაფერს აკეთებდა, ერთი შეხედვით. მაგრამ, რთული იყო, მთლიანად სისხლის გუბეში ტამპონების ჩადება, როცა ხელები და გულ-მკერდი სისხლით გესვრება. აპარატის წრიპინის, გამაყრუებელი ხმა ისმის. ბიჭს, გული უჩერდება და შენ ცდილობ მის გადარჩენას. როცა მომჭერები შენს ხელშია და ოდნავი მოზრაობაც, რომელიმე ორგანოს დაზიანებას გამოიწვევს.
ნინი გაოცებული უყურებდა, ლიზას რომელიც თან გულს მასაჟს აკეთებდა, თან კი პაციენტს უყვიროდა.
- არ გაბედო! გარეთ დედა გელოდება, რომელსაც უყვარხარ და შენი სიკვდილი გაანადგურებს! იცოცხლე მისთვის არ დანებდე! - ისე უნდოდა მას დამსგავსებოდა, მასავით ძლიერი და საქმის პროფესიონალი ყოფილიყო.
ოპერაცია, ბოლოს კარგად დასრულდა. პაციენტის მდომარეობა, სტაბილურად მძიმე იყო, მაგრამ საფრთხე არ ემუქრებოდა.
- შენ გააცანი მდომარეობა, მე გუშინ შემოყვანილი, დაჭრილი პაციენტი უნდა მოვინახულო. - ისე უცებ დატოვა, აღელვებული ხალხის წინაშე, წამით გაჩუმდა. შემდეგ მოუყვა ვითარების შესახებ.
რეამინაციაში შევიდა, გასინჯა პაციენტი. ყველაფერი, ნორმალურად ჰქონდა. შეხორცება კარგად მიდოდა, გართულებები არ მოჰყოლია.
- რამე ხომ არ გაწუხებთ?
- არა შვილო, უბრალოდ აქ, მარტო ყოფნა მომბეზრდა.
- უკვე კარგად ხართ, შესაძლებელია თქვენი პალატაში გადაყვანა. ექთნებს ვსთხოვ და მოგამზადებენ . მე გაგიწევთ კომპანიონობას თუ გნებავთ. - ძალიან ესიამოვნა, მისგან ნათქვამი შვილო, გული გაუთბო. საერთოდ ასე, არ იქცეოდა, თვითონაც არ იცის რატომ შესთავაზა, ასეთი რამ.
-გამახარებთ. - გაუღიმა მამაკაცმა.
- მნახველი გყავდათ, გამომძიებელი თორნიკე ნაროზაული, ასევე ქალბატონი და ახალგაზრდა გოგონა.
- თორნიკეც ჩემი ახლობელია შვილო, ხვალ შევძლებ ხომ მათ ნახვას?
- დიახ. კარგით მე დაგტოვებთ, მოგვიანებით შემოგივლით.
დერეფანში, მისი ახლობლები შეხვდნენ. მოუყვა პაციენტის მდგომარეობის შესახებ, თან დააყოლა, რომ მის ნახვას ცოტახანში შეძლებდნენ. კაბინეტში დაბრუნდა.
- რა ხდება ელიზაბეტ? - მორიდებით იკითხა ნინიმ, კატეგორიულად აუკრძალა ,, ქალბატონის’’ დამატება.
- მეშვიდე პალატაში, ჩემი მეგობარია და გამიგე, როგორ არის..
მალე დაბრუნდა უკან. ,, ყველაფერი კარგად არისო, მაგრამ მხედველობასთან დაკავშირებით სიახლე, ჯერჯერობით არაფერი არ არისო’’.
საოპერაციოში იყვნენ, რამდენიმე წუთში. ლიზა უყურებდა ნინის და საკუთარ თავს ხედავდა. თავიდანვე, მოსწონდა ეს გოგონა და ამიტომ დაიყენა გვერდში. უნდოდა ყველაფერი, ესწავლებინა და კარგი ქირურგი დაეყენებინა. გამოსდიოდა კიდეც, რასაც ავალებდა ყველაფერს, პირნათლად ასრულებდა.
- აბა ვიწყებთ, გინდა დამეხმარო?
- დიახ, თუ შეიძლება.
მშვიდად დაიწყეს საქმის გაკეთება. რასაც ეუბნებოდა, ყველაფერს შეცდომების გარეშე ართმევდა თავს. გართულების გარეშე ჩაიარა, პირველმა ოპერაციამ. სხვებიც, ასევე კარგად დასრულდა.
დერეფანში წავიდა და ირაკლი სამხარაძეს, პალატა იკითხა. არ იცოდა, ასე ძალიან რატომ უნდოდა მასთან საუბარი, თითქოს გული უბიძგებდა მისკენ. ისიც არ ეწინააღმდეგებოდა. დააკუნა და შევიდა.
- მეგონა აღარ მოხვიდოდი. - სითბოს ასხივებდნენ, მამაკაცის თვალები.
- მე, თქვენ დაგპირდით, ამიტომ პირობას არასდროს ვარღვევ. - თბილად გაუღიმა. სკამთან მივიდა და ჩამოჯდა. - აბა ჭრილობები, ხომ არ გაწუხებთ?
- არა, შვილო არ მაწუხებს.
- მომიყევი აბა შენს შესახებ, რატომ აირჩიე ასეთი საპასუხისგებლო პოფესია?
- სიმართლე გითხრათ მეც არ ვიცი ბოლომდე, თითქოს გულსაც და გონებასაც ეს უნდოდა. ბავშობიდან ვოცნებობდი, ექიმი ვყოფილიყავი და ყველასთვის ფერიას ჯოხით მემკურნალა. თან დედაც ექიმია, ამიტომაც უფრო.
- ერთი პროფესია გვაქვს, მეც ექიმი ვარ.
- თქვენი შვილი არის ის გოგონა?
- კი, სალომე ჰქვია, ისიც მომავალი ექიმია, ოღონდ ის, მომავალი გინეკოლოგია.
- ძალიან კარგია! - თითქოს ამ პასუხმა, გულში რაღაც ჩასწყვიტა.
- დედაშენს, რა ჰქვია? შეიძლება ვიცნობდეთ კიდეც , ერთმანეთს. საქართველო, პატარა ქვეყანაა..
- ანასტასია დანელია . - წამოსცდა და ენაზე იკბინა. დედა, ყოველთვის უკრძალავდა, ამ სახელის ხსენებას. ირაკლის სახეზე, სხვადასხვა ფერმა გადაურბინა. გულზე ხელი მიიდო, ეგონა მოესმა.
- რაა.. რაა ჰქვია? - გაუკვირდა, მამაკაცის ასეთი რეაქციის ქონა.
- ხომ კარგად ხართ? - შეეშინდა, ისეთი ფერი ედო კაცს სახეზე. - კი ანასტასია ჰქვია.
- კი, კარგად ვარ. უბრალოდ ჭრილობამ შემაწუხა. - მოიმეზეზა მამაკაცმა. გული მოუკლა გოგონას პასუხმა. ათასი კითხვა ტრიალებდა მის თავში. ერთ-ერთი იყო ,, ნუთუ სხვა შეუყვარდა, ნუთუ სხვას გაჰყვა ცოლად?!’’
- მამაშენიც ექიმია?! - ძარღვები დაეჭიმა, ეჭვიანობამ შეიპყრო.
- მამაჩემი?! კი მამაჩემიც ექიმია . - თვალები უბრწყინავდა ლიზას. - მაგრამ, სამწუხაროდ არ ვიცნობ, ბედიის ირონიით დაშორდნენ. მათი სიყვარული, ზღაპარში მოგონილს ჰგავდა. ორი ერთმანეთზე ჯიუტი არსება იყო, მაგრამ მაინც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მესამე პირის, ჩარევით დაშორდნენ. თქვენი მეუღლეც, ალბათ ასე ძალიან გიყვართ ხო?
- არ მყავს მეუღლე, დიდი ხნის წინ დავშორდით. - ეგოისტურად გაუხარდა, ამ პასუხის მოსმენა. - ასე ძალიან, თუ უყვარდათ ერთმანეთი? როგორ დააშორეს? - სისხლი ტვინში აწვებოდა, ახსენდებოდა თითოეული წუთი, ანასტასიას წასვლის შემდეგ.
- დედამ დღიური გადმომცა, სადაც ყველაფერი წერია, მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ. - გაეღიმა გახსენებისას. - მესამე პირში, ბებოჩემი იგულისხმება. დედა, დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო, მას კიდევ არ უნდოდა ასეთი რძალი. დააშანტაჟა, დაემუქრა ოჯახით, რომ გაუნადგურებდა. მაშინ პატარა იყო, ასევე სხვა დროც იყო და შეეშინდა. მამა, მდიდარი ოჯახის შვილი იყო, ის ქალი კი, შეძლებდა ყველაფერს. არც უნდოდა, დედა-შვილს შორის ჩადგომა და მათი ურთიერთობის დაძაბვა. წასვლამდე გაიგო ორსულობის შესახებ, ძალიან უნდოდა ეთქვა, მაგრამ ვერ გაბედა. მე ვამაყობ დედაჩემით! იმ ქალზე, მაღლა იდგა, ყველაფრით!
- გინდა მისი ნახვა? გაიცნობდი? - გული შეეკუმშა ირაკლის, ეშინოდა პასუხის მოსმენის.
- კი! რათქმაუნდა, დედას ისე ჰყავს აღწერილი მამაჩემი, ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, მისი გაცნობა და გულში ჩახუტება იქნება. - თვალები ცრემლებით აევსო გოგონას, მაგრამ გადმოსვლა არ დაანება.
- ისე ძლიან უყვარდა, რომ მეორედ არ გათხოვდა?
- არა, ეხლაც ძალიან უყვარს.. - ირაკლის გული, ბედნიერებისგან სალტოებს აკეთებდა.. უხაროდა ანასტასიასაც, მასავით ძლიერად, რომ უყვარდა.
- გძულს ის ქალი, ვინც ისინი დააცილა?
- არა, არ მძულს, უფრო მეცოდება.. ასეთ დონეზე, რომ დაეშვა. საკუთარ შვილს, ბედნიერება დააკარგვინა. საკუთარი სიამაყე, შვილზე წინ დააყენნა. დედა, ამას არასდროს გააკეთებდა, ამიტომ მასზე მაღლა საფეხურზე დგას! - სიამაყით წარმოსთქვავდა, თითოეულ სიტყვას.
- ბედნიერია მამაშენი,შენნაირი შვილი, რომ ყავს! დედაშენიც, ასეთი, რომ აგღზარდა. - უნდოდა ეთქვა, ,, ჩემი შვილი ხარო’’ და გულში ჩაეკრა, მაგრამ ჯერ ადრე იყო.
- მადლობა დიდი! მე დაგტოვებთ, დაისვენეთ, ხვალ აუცილებლად გინახულებთ! - გაუღიმა და დატოვა პალატა.
ანაბელის ნახვა გადაწყვიტა, კარზე დააკაკუნა და შევიდა. ქალბატონს არ ეძინა.
- რას შვები? როგორ ხარ? - თბილად მოიკითხა.
- ტელევიზორს ვუყურებდი, ხორხემ თურმე უყალატა როსარიოს. - უთხა და აკისკისდა, გოგონაც აიყოლია.
- იუმორის გრძნობა არ დაგიკარგავს.
- ვერ ვხედავ, საბედნიეროდ ლაპარაკი კი შემიძლია. ყელზე არაფერი მეკეთა , ახლ კი მიკეთია. როგორია?
- თვითონ ნახავ, შენი ლამაზი თვალებიდან, რომ გამოიხედავ.
- ალბათ იმ გოძილამ გამიკეთა. - კარი გაიღო და დამიანე შემოვიდა. მაშინვე იგრძნო მისი სურნელი.
- ლიზა აქ ვინ არის?
- არავინ, ექთანი შემოვიდა და გავიდა.
- ამ, ინდივიდს უთხარი, აორთქლდეს აქედან სანამ ბოთლი არ გავუქანე.
- ვინ ინდივიდს გოგო, აქ არავინ არის, ჩემს გარდა.
- ხო მართლაც არავინაა, უბრალოდ მექალთანე და ქალების მუსუსია. საკუთარ თავზე შეყვარებული გოძილაც, კაკლის საბერტყი ჯოხიც. - უცბად მიაყარა ის სიტყვები, რაც დამიანემ უთხრა. ის კიდე, თვალებ გაფართოვებული, უყურებდა და ვერ იჯერებდა.
- ანაბელ, გეყოს რა გჭირს?!
- ხო კაი ვჩერდები. - ბოთლი, აიღო ხელში და მოულოდნელად გაუქანა, ზუსტად იცოდა სადაც იდგა, გრძნობდა. ამიტომ, მუცელში მოარტყა. ბიჭმაც წამოძახილი ვერ შეიკავა და მოიკეცა. - უხ , ბავშობიდან კაი, მიზანი მაქვს. - ლიზამ, თვალით ანიშნა დამიანეს, გასულიყო და ისიც გავიდა.
- რატო იქცევი ასე?!
- იმიტომ, რომ შენთან მარტო დარჩენა მინდოდა. რაღაც უნდა გითხრა , ვიცი ,რომ გამიგებ. ცოტახანი შორს მინდა წასვლა, სადაც მარტო ვიქნები. ამას იმიტომ გეუბნები, მჯერა შენი. ეს, ჩვენს შორის დარჩება.
- კარგი. - არ უნდოდა, მისგან შორს გაშვება, მაგრამ იცოდა, რომ სჭირდებოდა. გაუჭირდებოდა დამიანეს მოტყუება, მაგრამ სხვა გზა, არ ჰქონდა. პალატიდან გულ დამძიმებული გამოვიდა.

**************
ანდრიამ, საღამოთი მიაკითხა. ლიზა , მოეხმარა ჩაცმაში და გააცილა კიდეც. დამშვიდობებისას, ძლიერ ჩაეხუტნენ ერთმანეთს. ორივე ტიროდა, გული ეწურებოდათ. ერთმანეთისგან შორს, არასდროს ყოფილან, სულ ერთად იყვნენ.
მანქანაში ჩაჯდნენ და გეზი მიკარგული სოფლისკენ აიღეს.
გულცივია?! - არა არ არის, უჭირდა ასე წასვლა. მაგრამ, ძალიან სჭირდებოდა, აქ სული ეხუთებოდა. არ უკითხავს, სად მიჰყავდა, მთავარი იყო, ყველასგან შორს იქნებოდა.
ერთ-ერთ სოფელში გადაუხვიეს. მეჩხრად, მაგრამ მაინც იყო დასახლებული მოსახლეობა. ქუჩაში ბავშვები, ხმაურობდნენ და დარბოდნენ. მალე მივიდნენ სახლთან. ანდრია მოეხმარა გადმოსვლაში, სახლში კი დამხმარე გოგოს მეშვეობით შევიდა. ბიჭს კი ბარგი მოჰქონდა.
- დღეს აქ, დავრჩები. ხვალ კი წავალ, უკვე საღამოა.
- ნუ მიხსნი! როგორც გინდა!- გულს უკლავდა, ასეთი სიცივე დისგან, მაგრამ ესმოდა მისი.
- თუ შეიძლებდა, ჩემს ოთახში ამიყვანეთ და ვახშამი იქ ამომიტანეთ.

ანაბელი

გათენდაა...
კიდევ, ერთი დღე დაიწყო, მე ისევ სიბნელეში ვარ. მხოლოდ ხმაური მაუწყებს დილის დადგომას. ჩიტების ჭიკჭიკი, ბავშვების ჟრიამული, შორიდან, რომ ისმის. მგონი ადრე, ასე მკაფიოდ არ აღვიქვამდი ხმებს, სურნელს, შეხებას. ახლა კი, ყველა დეტალს ვარჩევ და ვგრძნობ.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ღმერთმა ასე ყოფნა მარგუნა. ალბათ, ოცდაოთხწლიანი ბედნიერების შემდეგ ცხოვრება, რომ მესწავლა ეს უნდა მომხდარიყო. მწამს, ეს ჯოჯოხეთი მალე დამთავრდება, არ მინდა იმედი გამიქრეს, რასაც ვებღაუჭები. როგორ მენატრებიან ჩემი მეგობრები. სულ დამიანეს, ნათქვამი სიტყვები ჩამესმის ყურში. მიყვარხარ..მიყვარხარ.. მიყვარხარ..
ყველაფერს, ისე ძლიერ აღვიქვამ, რასაც ადრე ვერც კი ვამჩნევდი. ახლა ვხდები, თურმე რამდენ რამეს ვტოვებდი.
ჩემი მოვლელი, კარგი გოგონა აღმოჩნდა. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ანდრიაც ხშირად მაკითხავს. მართალია ავუკრძალე, მაგრამ არ მისმენს.
რამდენიმე დღეა, კადრებად ვხედავ წარსულს. არ მინდა დამიანეს, ვხედავდე, მაგრამ ყველაზე ხშირად, ის მესიზმრება. თვალებს ვახელ, მაგრამ კვლავ სიბნელეა, ისევ და ისევ. გული, მწყდება, რომ ვერ მიპოვა, ან იქნებ არც მოვუძებნივარ?! არ ვიცი, ამას ალბათ ვერც გავიგებ.
დერეფანში ნაბიჯების ხმა ისმის, ყურადღებას არ ვაქცევ თაკო, მეგონია. კარებთან წყდება. ოთახში ვიღაც შემოდის და ყველაფერი იცვლება. ოთახში გამეფებულ სურნელს, ნაცნობი არომატი ერევა. მხოლოდ მას, რომ აქვს და არცერთ სუნამოს, არ ახასიათებს. წამებში მივლის ჟრუანტელი, ისევ იცვლება ჩემი არსებობა. ვფორიაქდები, გულის ცემა საგრძნობლად ჩქარდება, თითქოს ჯებირების გადმონგრევა სწადია. ტუჩები მიშრება და მთელ სხეულზე ტაო მაყრის. სარწეველა სკამს უახლოვდება, ხომ შეიძლება რამე თქვას?! იცის, რომ მისი ხმა საშინლად მენატრება, ამიტომ დემონი ხმას არ იღებს. მერე რა, რომ მძინარე ვგონივარ. სუნთქვა მაინც დაარეგურილოს, მისი ხმამაღალი სუნთქვა მთელს ოთახში ვრცელდება. გულის ბაგაბუგი მესმეს, დაწყნარდეს, გულის ინფაქტი არ მიიღოს.
სკამს ჩემს წინ დგამს და ჯდება. მიახლოდება, მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვევა. მაწამებს, ვეღარ ვუძლებ და თვალებს ვახელ, იმ იმედით, რომ დავინახავ მის ზღვისფერ თვალებს, კვლავ სიბნელე.
- გაგაღვიძე მაპატიე. - მისი ხმაც კი ჟრუანტელს მგვრის. თურმე, უფრო ძლიერ მომნატრებია. მის ხმაში, დიდ ტკივილს ვგრძნობ.
- აქ რა გინდა?! - ცივად ვეკითხები, მისი ნახვისგან მონიჭებულ სიხარულს ვაიგნორებ. ფეხებს გაყინულ იატაკზე ვალაგებ, ჟრუანტელი მივლის.
- აქ, რა მინდაააააა გოგოოო?! ამის დშ, შენ რატომ წამოხვედი უთქმელად?! როდიდან იქცევი ასე?! იმის ღირსიც არ ვიყავი, რომ გეთქვა?! - ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი მთელი სხეული დაძაბული ჰქონდა.
- არ არის, შენი საქმე! ასე მინდოდა და წამოვედი! ეხლა აბაზანაში შევალ, რომ გამოვალ აქ, აღარ დამხვდები!
დივანთან მივედი, ვიცოდი თაკო, სადაც აწყობდა ყოველთვის ტანსაცმელს. ვიღებ და შიგნით შევდივარ, კარებს ვკეტავ. ყველაფრისგან ვთავისუფლდები და დუშის ქვეშ ვდგები. ხელით ონაკანს ვეძებ და ცხელი წყლის, ნაკადიც ეშვება.
რამდენიმე წუთი ვრჩები, თავს ვიწესრიგებ, თან გულის სიღრმეში ვნატრულობ წასული არ დამხვდეს. გარეთ გამოვდივარ, სველი ფეხები იატაკზე მისრიალდება. თავს ვერ ვიკავებ, რაღაცას ძლიერ ვარტყავ თავს, ტკივილისგან ვითიშები. შეშინებული ხმა ჩამესმის, რომელიც გამოფხიზლებას მთხოვს. მაგრამ, გონს ვერ მოვდივარ. რაღაც არასასიამოვნო სუნი, მიღიტინებს ცხვირში. სახეს ვმანჭავ და გვერდით ვწევ. ბუნბულივით მიტაცებს ხელში და მკლავებში მაქცევს. ჟრუანტელი მივლის, სასიამოვნო გრძნობა მეუფლება. მისი სურნელით ვივსებ, ყველა ორგანოს. სახეზე მეფერება და ათრთოლებულ ხელებს უმისამართოდ დაატარებს, თან რაღაცას ბუტბუტებს, სიტყვებს ვერ ვარჩევ.
- ასე ძალია, თუ ინერვიულებდი არ მეგონა. ასეთი კეთილშობილი, როგორ ხარ?! - თავს ვიკავებ, არ მინდა, ის ემოცია შემატყოს, რაც წეღან განვიცადე. ვცდილობ მოვიშორო..
- როგორ ხარ? - დამაიგნორა.
- კარგად ვიქნები, თუ ტანსაცმელს მომაწოდებ. თუ გსიამოვნებს ჩემი ყურება.
- ახლავე. - ლოყები მიწითლდება, თან მეღიმება იმის წარმოდგენინას, როგორ უჭირავს ტანგა ხელში. - აი, ყველაფერი გვერდით დაგილაგე.
- მადლობა, როდის აპირებ წაბრძანებას?
- აქედან, იმ შემთხვევაში წავალ, თუ შენც ჩემთან ერთად წამობრძანდები !
- უკაცრავად?! მომესმა ალბათ.. - ისე წამოვვარდი ფეხზე, თითქოს ამით რამეს განვაწყობდი, მაინც ვერ ვხედავ საით დგას. თავბრუ მეხვევა, წაქცევისგან, მისი ძიერი ხელები მშველიან. მგონი, რაც მიფარავდა, ისიც მომცილდა და სულ შიშველი ვარ მის წინაშე. ხელებს ისე ძიერ მიჭერს, თითქოს სადმე გაქცევას ვაპირებ. - გამიშვი. - ძლივს ამოვილაპარაკე.
- თუ აქ, გსურს დარჩენა, მშვენიერ მანქანა გყავს. შეგიძლია, შიგნით ჩაჯდე და დაიძინო. შენს ატანას, არ ვარპირებ ჩემს სახლში.
- და რა გაწუხებს? ის, ხომ არა, ჩემს გვერდით თავს, რომ ვერ აკონტროლებ. - მის სუთქვას სახეზე ვგრძნობ.
- დაგეთანხმები, სურვილი მაქვს კატასავით მიგახჩო.
- მხოლოდ, იმიტომ გინდა მიმახჩო,რომ შენს თავზე კონტროლი, არ გაქვს. კი, მაგრამ ეს ჩემი ბრალი ხომ არაა?! - ცინიკოსი, ვირი, როგორ ბედავს. თან როგორ მშვიდად მეუბნება, ალბათ ირონიული ღიმილიც დასთამაშებს.
- გირჩევნია ჩაიცვა, თორე გამიცივდები და ჩემი მოსავლელი გახდები. - ყურთან მიჩურჩულებს, თან ყელთან კოცნას მიტოვებს, დახორკლილ მკლავზე, ხელს მისვამს.
- არ გახვალ?! - ხელით ვარკვევ სად ვარ, საწოლის მიმართულებით ვიხრები, ნამდვილად ნერწყვის ყლაპვიით მიიხჩობა, რაც ძალიან გამახარებს.
- რა თქმა უნდა გავალ. - ისე ამბობს თითქოს, ჩემი ცქერა არ სიამოვნებდეს, გველიი.
შეძლებისგვარად სწრაფად ვცდილობ ჩავიცვა, რომ მოვათავებ გარეთ გავდივარ. კიბეემდე ნაბიჯებს ვითვლი გონებაში, ხელს ვჭიდებ მოაჯირს და ქვემოთ ჩავდივარ.
სამზარეულოდან დამიანეს, ღიღინი ისმის. კედელს ვეყრდნობი, თვალებს ძლიერ ვხუჭავ, მეტი აღარ შემიძლია. ცრემლებს ვერ ვიკავებ, მინდა ემოციისგან დავიცალო. დანამულ სახეს ვიწმენდ და მისაღებში შევდივარ. ვიცი სად რა დევს, ამიტომ გადაადგილება არ მიჭირს. მაგრამ, უეცრად რაღაცას ვედები.
- აააააააააააააააა.. - არ ვიცი ასე უცებ, ჩემთან როგორ ჩნდება,მაგრამ მიჭერს. - რა დააწყე აქ, შე ნოლუჯრედიანო, ამ სახლში ბრმა ცხოვრობს ხომ არ გავიწყდება!
- შეწყვეტ მარტის კატასავით კნავილს, თუ ხელი გაგიშვა? ამ სიხშირით თუ ეცემი, თავზე რედგენის გადაღება მოგიწევს, თორე შეიძლება ჭანჭიკები მოგეშვა.
- რაა... იდოტო, ხისთავიანო, დეგენერატო, თავი შენს სახლში ხომ არ გგონია?!
- სიბრმავე, ასე თუ აუხეშებდა, რას ვიფიქრებდი.
- ხელი გამიშვი, თორე გადავტყდი წელში. რომელი ექიმი შენ მყავხარ, რომ მიშველო, ან რამის შნო მაინც გქონდეს.
- გაბრაზებული უფრო, ჩასაყლაპი მყავხარ. - აი, ახლა, რომ შემეძლოს მისი დანახვა მივახჩობდი. ახლოს მოდის, ტუჩები ლოყაზე მომაწება. ყელთან გადაინაცვლა, მაგრამ არ მკოცნის, ალბათ არც აპირებს, ჩემი წვალება სიამოვნებს.
- რას აკეთებ?
- ჩშ.. - ყურთან ახლოს მიჩურჩულებს, ცხვირს თმებში რგავს და სურნელს იგრძნობს. თითებს ხელიდან, მხრებისკენ მიცურებს, ყელთან ჩერდება. ხერხემალს მიუყვება, ისე ნელა მოქმედებს, ვეწამები.
- ვაიმე, კნუტის გამომეტყველებით, რა საყვარელი ხარ. - ცხვირის წვერს, ლოყაზე მიხახუნებს და ხელები წელზე აქვს შემოხვეული. - რატომ ხარ, ასეთი ჯიუტი თხა, არადა შეიძლება ყველაფერი ადვილად შეიცვალოს.
- რა საჭიროა, რამის შეცვლა! რისთვის ჩამოხვედი?! თავს რატომ არ მანებებ?!
- მიზეზს მალე გაიგებ, ჩემო ალქაჯო.
თაკო შემოდის და გვაუწყებს, რომ სადილი მზადაა. უცებ გვერდით მიყენებს, ხელს წელზე მხვევს და სამზარეულოში შევყავარ. სკამს წევს და მსვავს. გვერდით კი, თვითონ მიჯდება.
- არ მჭიდება, არაფერში შენი დახმარება! ბრმა ვარ, სიარული კი, კარგად შემიძლია!
- ცოტახანი გააჩუმე, ეგ გრძელი ენა. უბრალოდ მიირთვი საჭმელი. მარწყვის წვენი გიყვარს ვიცი, კარტოფილი კი მაიონეზით. - ხმა ისმის, მგონი გადმომიღო. მსიამოვნებს მისგან ყურადღება, მაგრამ არ ვიმჩნევ.
- შენს თავს მიხედე, მე ძიძა არ მჭირდება!
- აბა, პირი გააღე. თვითფრინავი მოფრინავს, მიდი თორე შეგეჯახება და ჩამოვარდება.
- რააა? - სულ გააფრინა და უნდა მეც შემშალოს. - გეყოს!
- რა მეყოფაა..
- ჩემს ნერვებზე დაკვრას მოეშვი. შენს ხმას ნუ გამაგონებ, ფეხებში ნუ მომედები, თუ საერთოდ წახვალ გამაბედნიერებ! - წასვლას ვაპირებდი, მაჯაში ხელი მომკიდა და მის კალთაში ამოვყავი თავი.
- ტყუილად გარბიხარ. ძალითაც, რომ მომიწიოს ბოლომდე შეგაჭმევ.
- ტყიურო, გამიშვი.
- არ ვაპირებ. მიდი აბა, გააღე პირი. თვითფრინავი თუ არ მოგწონს, მატარებელი მოდის, ჩუქუ, ჩუქუ ..
- ნუ იყენებ ჩემს მდგომარეობას! - პირი გავუღე, ვიცოდი მართლა შეასრულებდა სიტყვას, როგორც ბავშობაში.
- რომელ მდგომარეობას, არამგონია ცუდად იყო. უბრალოდ გსიამოვნებს, სიბნელეში ყოფნა. შავი, ხომ ყოფელთვის შენი საყვარელი, ფერი იყო.
- როგორ მელაპარაკები?
- მშვენივრად, უბრალოდ ჯიუტი თხა ხარ, მაგ რქებს აუცილებლად წაგამტვრევ, ჩემო თვალხატულავ. - ამ დროს ვიცი, ტუჩის კუთხეს ტეხს.
-მიკვირს, ამდენი ხანი, როგორ ძლებ შენი ნაშების გარეშე?
- თუ მომენატრებიან აქ დავიბარებ, რა პრობლემაა. შენ მაინც, ვერაფერს ხედავ და არც შეწუხდები. - ვიცოდი ამას ჩემს გასაბრაზებლად ამბობდა, მაგრამ მაინც თავს ვერ ვიკავებდი. სახეზე, ალბათ ათასმა ფერმა გადამირბინა.
- რა გინდა ჩემგან?
- დალაპარაკება ადამიანურად.. ჰო, კიდევ, რომ დამინახო, ჩემი მომაჯადოვებელი სახით მოგაჯადოვო.
- უკვე, დამღალე რაა..
-ჩემს ნერვებზე, რომ უკრავ არ გბეზრდებაააა?
- ნუ მიყვირი, ეგ ქალივით წკრიალა ხმა , არ დაკარგო. - არადა, როგორ მიყვარს, მისი მამაკაცური ხმის ტემბრი.
- ამის დშ, რატომ ცდილობ, გამაგიჟო ჰაა?
- შენ გაქვს სუსტი ნერვები, ჩემი რა ბრალია?! - კნუტის თვალებით შევხედე, მსიამოვნებდა მისი გაბრაზება. - ან აქ, ვინ გაკავებს?!
მისაღებ ოთახში გავედი, მივხვდი, რომ სულ ტყუილად ვცილობ, თავის არიდებას. მობილიზება მჭირდება, რომ გავუმკვლავდე. ყურადღებას არ მივაქცევ, თუ შევძლებ რა თქმა უნდა.
მდივანზე ვჯდები, თავს საზურგეს ვადებ, თვალებს ვხუჭავ. მალე ნაბიჯების ხმა მესმის და გვერდით მიჯდება. ვცდილობ, მისი არსებობა არ შევიმჩნიო. მინდა მივეხუტო და მისი სურნელი ვიგრძნო, თავს ძლივს ვაკონტროლებ.
მალე დგება და მტოვებს, მეც დრო ვიხელთე და გარეთ გავედი. საკმაოდ ცივა, წინ მივდივარ, არ ვიცი სად, მაგრამ მინდა შორს წავიდე მისგან. მის გვერდით ყოფნა, მგუდავს, მახჩობს. ვერ ვიქნებით ერთად, ბრმა ქალი გვერდით, არ სჭირდება. არავის სიბრალული მჭირდება. ძლიერი ჭექაქუხილის ხმა ისმის, ალბათ ცაც ნათდება. შევხტი, ბავშობიდან მეშინია. არ ვბრუნდები უკან, ნაბიჯებს ვუმატებ. წვიმა წამოვიდა, სახეზე მსხვილ წვეთებს ვგრძნობ. რამდენი ხანია არ შემიგრძვნია, ეს სურნელი, რაც ჰაერში ტრიალებს. ქარიც ვარდება, ფოთლებს სახეზე მაყრის. ფეხი მგონი ქვას წამოვკარი, თავს ვერ ვიკავებ და ვგორდები, აშკარად დაღმართია. რამდენიმე ბრუნს ვაკეთებ და ძლივს ვრჩერდები. ყველაფერი მტკივა, გადავრჩი, თავი არ დამირტყია. შორიდან, ჩემი სახელი ჩამესმის. გამიხარდა, ხმა უფრო ახლოდან ისმის. ვცდილობ ხელი ავწიო და დავიძახო,მგონი ვახერხებ კიდეც, რადგან ნაბიჯების ხმა ახლოდან ისმის.
- ანაბელ წიკლაურო! რომ გიპოვნი ვერ გადამირჩები. ჩემი გაგიჟებისთვის და გულის გახეთქვისთვის გადაგახდევინებ. თითოეულ ნერვის შეტოკებას და გულის დარტყმას აგანაზღაურებ. არ მოგცემ უფლებას, ნაწილ-ნაწილ გამანადგურო! მაინც მოგიყვან ჭკუაზე!
სულ მალე, სიცივეს სითბო ცვლის. მისი ხმა ახლოს მესმის, ტუჩებს ვგრძნობ, მთელ სახეს მიკოცნის.
- გთხოვ დამელაპარაკე, მითხარი როგორ ხარ ამის დ.მ ..
- კარგად ვარ.. - მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ, არადა ყველაფერი მტკივა. ხელში მიყვანს, გულს ვაბჯენ სახეს, რომ მისი რიტმული ფეთქვა მოვისმინო. რომელიც სასიამოვნო მელოდიასავით ჩამესმის. სწრაფად გარბოდა, მალე შემიყვანა სახლში. არც ისე შორს მომიხერხებია წასვლა.
- თაკოოო.. დროზე წამლების ყუთი ამოიტანე ანაბელის ოთხში. - ხმამაღლა გასძახა, ოთახში შემიყვანა და ლოგინზე დამსვა. მალე თაკოც შემოდის, წამლების ყუთი შემოაქვს, დამიანეს დავალებით გვტოვებს.
კარების გახსნით, მივხვდი სააბაზანოში შემიყვანა. ტანსაცმლისგან გამანთავისუფლა. ლოყები მიხურს, სირცხვილისგან. დუშის ქვეშ დამაყენა, ზედ ვყავდი აკრული. ფეხზე დგომის, თავი არ მქონდა. ცხელი წყლის წვეთები, სხეულზე ეშვება და მთელ სხეულში სისხლი მოძრაობას იწყებს. დაბუჟებულ ხელებს, ძლივს ვამოძრავებ. ოთახში მალე ვბრუნდებით, ხალათს მაცმევს და შიგ ვეხვევი. თმებს ფენით მიმშრალებს, თვითონვე კოსად მიკრავს. პიჟამოებს ლოგინზე მიწყობს, ვხვდები, რომ გვერდზე ტრიალდება. მეცინება, რასამბობ წეღან არც ვიყავი, მის წინ შიშველი. ნუ, თუ თვალები დახუჭული არ ჰქონდა.
ლოგინში ვწვები, გაციების წამლებს მალევინებს. თვითონაც გვერდით მიწვება და მეკვრის. წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობ, მაგრამ უფრო მეკვრის. რა დამაძინებს ასეთ მდგომარეობაში, თვალებს ვხუჭავ, ძლივს მეძინება.
დილით ყავის სურნელმა გამომაღვიძა, სიბნელს უკვე მივეჩვიე, ყურადღებას აღარ ვაქცევდი. თითქოს წუხელ არაფერი მაწუხებდა, დღეს კარგად ვარ.
- მზეთუნახავმა გაიღვიძა. ყავა და კრუასანი მოგიტანე, როგორიც გიყვარს.
- ბედნიერებაა ბრმა, რომ ვარ. თორემ ხომ მომიწევდა, ურჩხულის დანახვა და შევშინდებოდი. ყავისთვის მადლობა, შეგიძლია დატოვო, ჩემი ოთახი.
- კარგი.
მალე მოვემზადე და ქვევით ჩავედი, არსად ჩანდა. თაკოს ვკითხე სად იყო და თურმე წასულა. ნუთუ ასე მალე დანებდა?! ანდაც რას ველოდი, ბრმასთან რა ესაქმებაა.. მთელი დღე, ჩემს ოთახში გავატარე, არც ღამე მოსულა.
დილაც ასე უაზროდ გავიდა. ჩემს საყვარელ, სარწეველა სკამზე ვიჯექი და ვფიქრობდი, ჩემს დაბადებისდღეზე. ნეტავ მას ახსოვდა?! არ მომილოცავს?! ფიქრი კარებზე კაკუნმა შემაწყვეტინა. გამიხარდა დამიანე, მეგონა.
- შემოდი.
- ანაბელ, ბატონმა დამიანემ, კაბა და სხვა ნივთები მოგიტანათ გუშინ და დაგიბარათ ,,ექვსი საათისთვის მზად იყავი და თუ არ იქნები, ჩემი ხელით ჩაცმა, რომ მომიწიოს ჩაგაცმევო’’. უკვე ხუთი დაიწყო, სჯობს დაიწყოთ გამზადება.
სხვა რა გზა მქონდა, უარი ვერ ვთქვი. სააბაზანოში შევედი, ცოტახანი დუშის ქვეშ დავყავი. წყლის წვეთებმა მომადუნეს, სასწაულების გაკეთება შეუძლიათ. მალე მოვათავე ყველაფერი და ოთახში დავბრუნდი. თაკო კაბის ჩაცმაში მომეხმარა, ფეხსაცმელი მე მოვირგე. სადა მაკიაჟის გაკეთება ვსთხოვე, თმები გავიშალე. არ ვეკითხებოდი რა მეცვა და როგორ ფორმაში ვიყავი. მინდოდა ჩემი თვალით დამენახა ყველაფერი.
ქვემოთ ჩასვლაში მომეხმარა, მისაღებში დავჯექი დივანზე და მას ველოდი. ოთახში გაჯერებული მისი სურნელით, მივხდი, რომ მოვიდა. გული ამიჩქარდა, განსაკუთრებულად ბედნიერი ვიყავი, თითქოს დღეს ჩემი ცხოვრება იცვლებოდა.
მაქანაში ჩავსხედით, საყვარელი სურნელით იყო გაჟღენთილი სალონი. თვალები დავხუჭე და საზურგეს მივეყრდენი. ან რა აზრი ჰქონდა, გახელას მაინც სიბნელეში ვიმყოფებოდი.
ერთ საათზე მეტი გავიდა, რაც გზაში ვიმყოფებოდით. ვგრძნობდი სწრაფად და დაძაბული ატარებდა მანქანას. გადავიდა და კარები გამოხსნა ჩემს მხარეს. ხელი ნაზად შეახო ჩემს თითებს, კოცნის კვალიც დამიტოვა. უსიტყვოდ დავყევი მის ნებას, გული, მის გვერდით ყოფნას ითხოვდა.
კარების გაღების ხმა გავიგე, შიგნით შევედით. სითბო ძლებში გამიჯდა, გარეთ საკმაოდ ციოდა. დივანზე დამსვა, ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და ნაზად შემეხო მისი ბაგეები.
- ვიცი, რომ გესმოდა ჩემი თითოეული სიტყვა. არასდროს მჯეროდა, რომ კომაში მყოფ ადამიანებს ჩვენი ესმოდათ. მაგრამ, მინდა წარმოუდგენელი ვირწმუნო. ვერასოდეს გიყურებდი, ისე როგორც ლიზას. განსაკუთრებული ადგილი გეკავა ჩემს გულში. ბაღის პერიოდიდან, პირველად, რომ დაგინახე აი მაშინ შემიყვარდი. ამას გარკვეულ ასაკამდე ვერ ვაანალიზებდი. მაგრამ, შემდეგ თაყვანისცემლების არმია, რომ გაგიჩნდა, ყველაზე ვეჭვიანობდი. გაბრაზებულ გულზე ბევრიც მიცემია. თავს ვარწმუნებდი, რომ მხოლოდ მეგობრის ინსტიქტი მამოძრავებდა. მეგონა, ჩვენს მეგობრობას ვღალატობდი და არაკაცი ვიყავი. ხშირად ერთადაც გვეძინა, მაგრამ კაცობას გეფიცები, თუ ბილწი აზრები გამჩენია. პირიქით, ყოველ დღე უფრო და უფრო მიყვარდებოდი. მეგონა ამას ვერასოდეს გეტყოდი, არ მინდოდა შენი დაკარგვა. მთელი ჩემი არსებით მიყვარხარ, ვერ გადავიტან შენს დაკარგვას. - გულთან მიიტანა ჩემი ხელი. ჩვენი გულები, ერთად და რიტმულად ფეთქავდნენ. თითქოს მელოდიას ქმნიდნენ.
- შენი აზრით ეგ გრძნობა მიკვირს?! - მისი ხელი, გულთან მივიტანე. არ მინდოდა თვალების გახელა და ამ ბედნიერი წუთების გაფუჭება. - ხედავ, როგორ ცემს?!
- ბავშობიდან ვარ შენზე ,,ყურებამდე შეყვარებული’’. ბაღში საშინლად ვეჭვიანობდი, ყველა გოგოზე. ერთხელ ხუჭუჭა თმიანი გოგონა,მოვიდა ჩემთან და მითხრა ,, დამიანე ჩემი არის და ვუყვარვარო’’. ისე გავბრაზდი თმებში ვწვდი, მაშინ შენ არ იყავი. - ვგრძნობდი, რომ იღიმოდა, ღმერთს ვსთხოვდი დამენახა მისი სახე. - შეცდომა მეგონა ეს სიყვარული და გულში ვიკლავდი. თან ქალების არმია გყავდა, მეგონა როგორც ქალს არ შემომხედავდი.. არ მოგცემ უფლებას, როდესმე დამივიწყო. ყველაზე დიდ შარში გაყავი ახლედიანო თავი, ასეთში არასდროს ჩავარდნილხარ. იმ ანჩოებს, ნინჩოებს და თაკჩოებს, ყველას შეეშვები. არ, მაინტერესებს მე შენი ჰორმონები. - სწრაფად მივაყარე და ბოლოში ამოვისუნთქე.
- ვაბოდებ შენზე, ანაბელ წიკლაურო! მხოლოდ ჩემი, ბედნიერება ხარ! - ფეხზე წამომაყენა, მიმიზიდა და ისე სწრაფად დამაცხრა ტუჩებზე, აზრზე ვერ მოვედი. როცა ვიგრძენი ბაგეების შეხება, რომელიც ზეაღმატებულ სიამოვნების მორევში მაგდებდა. მისი ხელები წელზე მქონდა შემოხვეული, თორემ სიხარულისგან და ბედნიერებისგან, ფრთები გამომება და შეიძლება ავფარფატებულიყავი ჰარეში. ვგრძნობდი, რომ დრო იყო თვალები გამეხილა. ნელა დავაშორე ერთმანეთს წამწამები, სიბნელე სინათლემ შეცვალა. ვერ ვიჯერებდი, ამიტომ რამდენჯერმე დავაფახურე, საბედნიეროდ სინათლე არ გაქრა. როცა გულით, რამე გვწადია ღმერთი, ყოველთვის გვისმენს და გვისრულებს. ვუყურებ ჩემს საყვარელ ადამიანს, მის ზღვისფერ თვალებში ვიძირები. ვიცი, რომ მიხვდა, თვალებში ცრემლები აუკიაფდა. ინიციატივა გამოვიჩინე, ხელები ყელზე შემოვხვიე და ტუჩებზე დავეწაფე, მომთხოვნად და ვნებიანად ვლაშქრავდი.
- ვაიმეეე, იყურეეები, გამოიხედეეეე, ჩემო გოგოოვ, ჩემოო ბედნიერებააავ, როგოორ მიყვარხააარ.. - ხელში ამიყვანა, მაბზრიალებდა და თან მთელი ხმით იძახდა.
- დამსვი კაი, თავბრუ დამეხვა ვაა.- ტუჩები ბავშვივით გავბზიკე.
- კაი ჰოო. - კიდევ ერთხელ მაკოცა. - წასვლის დროა, ყველა რესტორანში გველოდება.
უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. წითელი კაბა ეცვა, ფეხზე შავი მაღლები შეუხამებია. კარგი, გემოვნებით გამოირჩეოდა დამიანე. მასთან ერთად, რომ შევიდა რესტორანში, ყველას ყურადღება მიიქციეს. ყველა ტაშს უკრავდათ, უხაროდათ ანაბელის ამბავი. ულოცავდნენ და ბედნიერებას უსურვებდნენ. ლიზა, როგორც ყოველთვის ბრწყინავდა, უნახავი მეგობარი გულში ჩაიკრა. მიულოცა ყველაფერი ერთად.
მამიკოს ეცეკვებოდა ვალს, წელზე ხელები დააწყო და მელოდიას აჰყვა.
- არაჩვეულებრივად ცეკვავ, როგორც ყოველთვის მაა.. - დედა გაახსენდა და მათი ცეკვა. უნდოდა მისთვისასც გაეზიარებინა ბედნიერება.
- ძალიან მიყვარხარ ჩემო ბედნიერებავ - შუბლზე აკოცა მამაკაცმა.
- მეც მამიკო. მაპატიე ასე ძალიან, რომ განერვიულე, გპირდები აღარ განმეორდება.
- საპატიებელი არაფერი გაქვს შვილო, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.
- შენ ყველაზე მაგარი მამაკაცი ხარ მსოფლიოში, ამაში ეჭვი არ შეიტანო.

მართალია არ დაულევია, მაგრამ გვიანობამდე იყვნენ და დაიღალა. დიდი ხნით ძილს აპირებდა, ნუ გეგმაში მაინც ჰქონდა. უბრალოდ ანაბელმა გააღვიძა, როგორც ყოველთვის. არაფერი უთქვამს, მისგან ესეც კი ენატრებოდა.
მოემზადა და ქვემოთ ჩავიდა. გვრიტები და ანდრია დახვდა.
_ აბა როგორ ხართ? მჟავე კიტრი, ხომ არ გსურთ?
_ აუ ტო, თავი მისკდება, ბორჯომი არ გაქვთ? _ შესჩივლა ანდრიამ.
_ მიდი რაა ნახე.. _ დამიანმაც, მხარი აუბა.
_ შენ არაფერი გსურს?- ანაბელს შეხედა.
_ არა, გოგო ხომ იცი არაფერი მაწუხებს. თაკო, მოვა ჩემი მეგობარი და პრობლემა ხომ არაა?! _ კნუტის თვალებით შეხედა.
_ როდიდან მეკითხები _ ხელი აუქნია და სამზარეულოში გავიდა. დატვირთული გამოვიდა, ბორჯომით და კიტრის ბანკით ხელში. ანდრიას, შეამჩნია გოგონას ხსენებაზე თვალები, რომ გაუბრწყინდა. ერთ ადგილას ცმუკავდა, რას გამოაპარებდა ლიზას. კარებზე ზარის ხმა გაისმა.
- ანდრი, მიდი რა გააღე. - ეშმაკურად დაუწყო თვალის დევნება, ისიც წამოდგა და წავიდა. გოგოს აწითლებული ჰქონდა ლოყებო. მიხვდა, რომ ბიჭის ნამოქმედარი იყო.
- გამარჯობა. - ყველას მიესალმა მორიდებულად.
- გაიცანით, ვინც არ იცნობთ. ეს თაკოა, ჩემი დამხმარე იყო, ამ ხნის განმავლობაში. ეხლა კი უკვე მეგობარი. - თბილად გაუღიმა გოგონას.
- სასიამოვნოა.. - ყველამ ერთად უთხრეს.
- პატივია, შენთვის ჩვენს სასტავში ყოფნა და უნდა დააფასო - გაკენაწლა ანდრიამ. თან ისე უყურებდა, გოგონას აბნევდა.
- ბიჭებო დაგვტოვეთ გოგოები, თუ შეიძლება. - შეეცოდა თაკო.
- კაი რა ლიზ, ჩემს გოგოსთან მინდა ყოფნა.
- ნუ წუწუნებ დამი, სულ მასთან იქნები. მიდი აბა დროზე. - ძალით გაყარა, ამაზე გოგოებს გაეცინათ.
- ცივ ყავას დალევთ ხო? - თანხმობა მიიღო და წავიდა გასაკეთებლად. მალე მოამზადა, ტკბილეულით და ყავით ხელში მისაღებში დაბრუნდა. მაგიდაზე დააწყო, თვითონ კი სავარძელში მოთავსდა.
- აბა, მომიყევი რას საქმიანობ? - თბილად მიმართა გოგონას.
- მე, ბებოსთან ერთად სოფელში ვცხობრობ, მშობლები დაღუპული მყავს. სამწუხაროდ უმაღლესში ვერ ვისწავლე, რამდენიმე კურსი გავიარე მედდის. - გული მოეწურა ლიზას, გადაწყვიტა დახმარებოდა.
- ეგეც კარგია, მაგრამ მინდა უნივერსიტეტში გააგრძელო სწავლა. ყველაფერს მე ავიღებ ჩემს თავზე, გულით გთავაზობ. ძალიან გამახარებ, არ მაწყენინო. ჩვენც ხომ მეგობრები გამოვდივართ. ჩემთან იცხოვრებ, პრობლემა არ იქნება. ბებოსაც მე დაველაპარაკები თუ გინდა.
- კი, მაგრამ..
- არანაირი მაგრამ, ლიზა მართალია. კარგი აზრია, თან ერთად ვიქნებით ხოლმე.
- თქვენი შეწუხება არ მინდა.
- ვსო გადაწყდა ეს საქმე, რა პროფესია გინდა?
- ფინანსები და მენეჯმენტი.
- ოჰ, კაია თუ რამე ჩემს ძმასთან იმუშავებ, დროებით. _ შეამჩნია ლიზამ, გოგონას ლოყების აფორაჯება.
- დღეს ღამის სმენა ვარ და მომიწევს მალე წასვლა. როდის იწყება უმაღლესის გამოცდები?
- დარეგისტრილება დაწყებულია უკვე, გამოცდები ივნისში იწყება.
- დაიც, კომპიუტერს მოვიტან და დარეგისტრილდი. პირადობა ხომ აქ გაქვს?
- კი. - მალე მოიტანა ლეპტოპი და დაარეგისტრილეს.
- მიხარია ჩვენი გუნდის მატება.
- მოუწევს, შენს სიგიჟეებთან შეგუება. - გაკენწლა ლიზამ.
- ხო და შენნაირი მუდოს ატანა. - ენა გამოუყუ ანაბელმა.
- ჩემი წასვლის დროა, იყავით თქვენ ანასტასია მოვა უკვე და გააცანი თაკო.
- კაი, მიდი წაცუნცულდი. - საჯდომზე მოსცხო.
- შენი გამოსწორება, არ იქნება. - თავი გააქნია, წასულია შენი საქმეო.
გაემზადა, ქვემოთ, რომ ჩამოვიდა დედა მოსული დახვდა. აკოცა და სამსახურში გაიქცა.
დღეს უნდა გაეწერა სამხარაძე, ამიტომ მასთან შევიდა. მნახველები ჰყვავდა, მისი გულის ამაფორიაქებელიც იქ იყო. გოგონა არც შეიმჩნია. ყველას მიესალმა, პაციენტი გასინჯა და დატოვა პალატა. ხელი მოუწერა გაწერის ფურცელს.
ნინი, იხმო თავისთან და კაბინეტში შევიდნენ.
- დღეს რამდენი ოპერაცია არის ჩანიშნული?
- სამი, თუ სასწრაფო საოპერაციებელი არ შემოიყვანეს.
- კაი, მათი სამედიცინო ისტორია მოიტანე. ყავაც გამოაყოლე დავლიოთ, თავი მისკდება.
- კაი, სერ! - ჯარისკაცს მიბაძა, საფეთქელთან მიიტანა ხელი. ამ დროს, კარზე კაკუნის ხმა გაისმა და ლევანი შემოვიდა. გოგონას ირონიულად შეხედა, ისიც ვითომ არაფერიო, შეტრიალდა და კურტუმის ქნევით გავიდა.
- როგორ ხარ ქალბატონო? ასე უნდა დაკარგვა?
- ბატონო ლევან, მომიტევეთ აღარ განმეორდება. - ორივეს გაეცინა.
- რას ერჩი ნინის?
- მეე, რას ვერჩი? - უცოდველი ბატკანივით გაიკვირვა.
- ირონია, არ დაიშურე და თვალებით ბურღავდი.
- მოგეჩვენა. - ეშმაკურად ჩაიცინა. ლიზაც აღარ ჩააცივდა.
კარებზე დააკაკუნეს. ნებართვის შემდეგ ანასტასია შემოვიდა.
- დედა, გაიცანი ეს ჩემი მეგობარია ლევანი, ეს კი დედაჩემია ანასტასია.
- სასიამოვნოა. - ერთად წარმოსთქვეს.
- კარგით, მე დაგტოვებთ. მერე გნახავ.
ანასტასიას სახეზე ფერი არ ედო, ბეჭები კი უკანკალებდა.
- რა ხდება დე? ცუდათ ხარ?
- არა შვილო, კარგად ვარ. უბრალოდ უნდა მეთქვა, რომ პაციენტი საზღვარგარეთ არის გადასაყვანი და მეც მივყვები. ტელეფონი სახლში დაგრჩა და აქ მომიწია მოსვლა,მოგიტანე კიდეც. - რა ათქმევინებდა მამაშენს შევხვდი, ამდენი წლის შემდეგო..
- კაი დეე, რომ ჩახვალ დამირეკე.
- მიყვარხარ შვილო, აკოცა და წავიდა. - ხვდებოდა ლიზა, დედის თავს რაღაც ხვდებოდა, მაგრამ უნდოდა თვითონ ეთქვა.

****
სახლში იყო, როდესაც ტელეფონზე დაურეკეს. აუწყეს რომ მისი პაციენტი სასწრაფოდ საზღვარგარეთ იყო გადასაყვანი. ისე ვერ წავიდოდა შვილისთვის, რომ არ ეთქვა. ტელეფონი სახლში ჰქონდა დარჩენილი, ამიტომ სავადმყოფოში წავიდა.
შენობაში ვიღაცას ძლიერ შეეჯახა, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ორივეს გაოცება ეწერათ სახეხე. გულები რიტმულად აუძგერდათ. ანასტასია, დაიბნა და დააიგნორა, ვითომ ვერ იცნო.
- უკაცრავად. - ძლის ამოსთქვა და ერთ ადგილას, მიყინული მამაკაცი დატოვა. გული გამალებით უცემდა, ვერ იჯერებდა, ამდენი წლის მერე კვალ შეხვდა. თან პირველის შეხვედრის მსგავსად შეჯახების შემდეგ. შვილთან ანერვიულებული შევიდა, არ უნდოდა შეემჩნია, მაგრამ ვერ მოახერხა. ტყუილის თქმა მოუწია, არ უნდოდა, მაგრამ სხვას ვერაფერს ეტყოდა.
სახლში წავიდა, დარეკა და უარი განაცხადა გაყოლაზე, შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა.
სამზარეულოში იყო, ყავის მოსამზადებლად. გამოსაფხიზებლად სჭირდებოდა, მაგრამ ზარის ხმამ შეაწყვეტინა.
კარები გამოაღო, ნაცნობი სურნელი ეცა ცხვირში. ზღურბლს იქით ირაკლი დაუხვდა. დაიბნა და მიხურა, მაგრამ მამაკაცმა ფეხი ჩაუდო. გააღო და თვითონვე მიხურა ზურგს უკან. მასთან ახლოს მივიდა, კედელთან მიიმწყვდია. გასვლა სცადა, მაგრამ ხელი დაუდო, ორივე მხარეს. ტასოს სხეული აუკანკალდა, მისი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა, ეგონა ტანზე ჭიანჭველები დასდიოდნენ. მამაკაცის თვალებში, ჭინკები დახტოდნენ, როგორც ახალგაზრდობაში . სახე ახლოს მიუტანა და ყურთან უჩურჩულა.
- ბევრი გვაქვს, ჩენ სალაპარაკო.. - მისაღებისკენ წავიდა, ტასოც დაბნეული უკან გაჰყვა. ამდენი წლის შემდეგ, კვლავ ახერხებდა ირაკლი, მასზე ზემოქმედებას.
დივანზე ჩამოჯდა, ტასო კი სამზარეულოში გავიდა, ყავა მოადუღა, მაგიდაზე დააწყო და მის წინ მოთავსდა.
-გისმენ, რა გაინტერესებს! - ჰკითხა და მზერა გაუსწორა.
- ჩემი შვილისგან ყველაფერი შევიტყვე, მე შენ უფრო ძლიერი ქალი მეგონე! - ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.
- დძლიერიც კი ვიყავი, წასვლა, რომ შევძელი.
- გაქცევას სიძლიერედ თვლი?! ეს უფრო ლაჩრული საქციელი მგონია!
- ახსნას არ დავიწყებ, მე არჩევანის გაკეთება ოჯახს და სიყვარულს შორის მიწევდა! მაგრამ, არც ერთი ავირჩიე! - როგორც ახალგაზრობაში, ისე უელავდა თვალები. ირაკლის ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.
- შენ მე ბავშვის არსებობა დამიმალე, დაგვაცილე ერთმანეთს! - კისერზე ძარღვები დაებერა .
- პასუხი დედაშენს მოსთხოვე! ვერ დავუშვებდი ჩემს შვილს რამე შემთხვეოდა!
- შენს შვილს?! - ხმამაღლა მოუვიდა, ქალი შეცბა მაგრამ არ შეიმჩნია. - ის ჩემი შვილიც არის! არაკაცი გეგონე?! ნუთუ ჩემს ოჯახს ვერ დავიცავდი?! ასე აუხსნელად, როგორ წახვედი! - ტასოს მხრები აუკანკალდა, ხვდებოდა მართალი იყო, იმ მომენტში ეგონა სწორად იქცეოდა.
- მეე.. უბრალოდ არ მინდოდა, თქვენს შორის ჩადგომა, ის მე დამემუქრა. - უჭირდა საუბარი, ყელში ბურთი ეჩხირებოდა, თითქოს ნერწყვის გადაყლაპვა არ შეეძლო, სიმართლე ანადგურებდა. არ სიამოვნებდა, ასეთ მდგომარებობაში, საყვარელი ქალის ყურება, მაგრამ არც არაფერს აკეთებდა. თითქოს სურდა დაესაჯა, იმ წლებისთვის, რაც მისი წასვლის მერე გაადაიტანა. - განა ჩემთვის ადვილი იყო წასვლა?! გგონია არ ვიტანჯებოდი?!
- არ მაინტერესევს! ჩემი შვილი გაიგებს, მამამისი, რომ ვარ! რაც შეიძლება მალე! მინდა, რომ დას იცნობდეს. - თვალები უელავდა სამხარაძეს, როგორც ახალგაზრდობაში.
- დას? - ყელში ბურთი გაეჩხირა, თითქოს ნერწყვის გადაყლაპვას ვერ ახერხებდა, გულში თითქოს იმედის ხაზი გაუწყდა.
- ხო ! - ადგა და დატოვა განადგურებული ქალი მარტო. გულს უკლავდა, მისგან ასეთი სიცივე.
დილით დაბრუნდა ლიზა სახლში, დედის ასეთ მდგომარეობაში დანახვამ გული მოუკლა. გვერდით მიუჯდა და მთელი ძალით მოხვია ხელები.
- რა მოხდა დე? ცუდათ ხარ?
- არა, უბრალოდ, რაღაც უნდა გითხრა. კლინიკაში ანერვიულებული, რომ ვიყავი მამაშენი შემხვდა. ალბათ მერე უკან გამომყვა და აქ იყო მოსული, შენი გაცნობა უნდა. არასდროს მაპატიებს, ჩემს საქციელს. - ამდენი წლების ნაგროვი ცრემლი, ვეღარ შეიკავა და გადმოხეთქა ჯებირები. ეხუტებოდა შვილს და ტიროდა სიყვარულს, რომელიც ღმერთმა გასწირა.
ნანობდა გადადგმულ ნაბიჯებს. საყვარელ მამაკაცში ეჭვის შეტანას.
- რამე ცუდი გითხრა დე? ცუდათ მოგექცა?
- არა დეე, ის ცუდათ არასდროს მომექცევა! უბრალოდ სიმართლესთან შეჯახება რთული იყო, მის თვალებში იმედგაცრუების დანახვა საშინელება .
***
თავის ოთახში შეიკეტა, მიხვდა ყველაფერს. ამიტომ, უგრძნობდა გული, მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის ცუდათ ყოფნას. იმიტომ ნერვიულობდა ოპერაციას, რომ უკეთებდა. ფიქრობდა, რატომ არ უთხრა, ყველაფერი როდესაც მოუყვა სიმართლე. ფიქრებთან ერთად ჩაეძინა, დილით ადრე წავიდა სამსახურში.
პაციენტები ბლომად ჰყავდა, რამოდენიმე ოპერაციაც ჩაატარა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
კაბინეტში, რომ შევიდა მამაკაცი დახვდა, ზურგით იჯდა და ვერ ამჩნევდა ვინ იყო, მაგრამ გული აუჩქარდა.
- უკაცრავად, რა გნებათ? - მამაკაცი მისკენ შემოტრიალდა, გოგონა დაიბნა.
- მე ვარ შვილო, შენთან საუბარი მსურს, თუ გცალია კაფეში დავსხდეთ. - ატყობდა ირაკლის ნერვიულობას, უჭირდა რამის თქმა.
- კარგით. - ხალათი გაიხადა და უკან გაჰყვა მამას.
- ჩემი მანქანით, წავიდეთ კარგი?
- როგორც გინდათ - დასთანხმა ლიზა. მძღოლმა კარები გამოაღო, ჯერ გოგონა შეატარა მერე თვითონ მიუჯდა გვერდით. ნერვიულობდა, ხელებს უყურებდა, მისკენ ვერ იყურებოდა. მძღოლმა კაფესთან გააჩერა გადავიდნენ. ჯერ ლიზა, შეატარა და შემდეგ თვითონ შევიდა. ხალხი არ იყო, მიხვდა რომ კაფე მას ეკუთვნოდა. არც გაკვირვებია, იცოდა მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი იყო.
მაგიდასთან დაიკავეს ადგილი, მიმტანმა ყავა მიუტანათ.
- მიჭირს საუბრის დაწყება შვილო, ვიცი რომ შენს გვერდით არ ვიყავი, როცა გჭირდებოდა მამა, მაგრამ თუ ნებას მომცემ და გენდომება, დარჩენილი სიცოცხლე შენს გვერდით გავატარებ. ვიცი დაკარგულ დროს ვერ დავიბრუნებთ, თუმცა ვეცდები ყველანაირად. - კაცს ხელები უკანკალებდა.
- ბავშობიდან მიყვარხართ, დედა ყოველთვის კარგს მიყვებოდა თქვენზე. ყოველთვის მინდოდა გამეცანით, მაგრამ მეშინოდა, იქნებ ოჯახი გყავდათ და თქვენ არ გდომოდათ. შემდეგ დედამ თავისი დღიური მომცა, სადაც თქვენი სიყვარული იყო აღწერილი. იმედი მაქვს დედას არ ადანაშაულებთ იმაში, რომ მიგატოვათ.
- მიხარია ამ სიტყვების მოსმენა, ალბათ ბედიც იყო ჩვენი შეხვედრა. უბედნიერესი მამაკაცი ვარ, შენისთანა შვილი, რომ მარგუნა ღმერთმა. - ხელები ლიზას ხელებს მოუჭირა და თბილად გაუღიმა. იმხელა სიყვარული და სითბო იკითხებოდა მის თვალებში, ორმაგად შეუყვარდა მამა. დედის ხსენებისას კაცს თვალები გაუბრწყინდა , მაგრამ კითხვაზე არ უპასუხა, მიხვდა ლიზა, მის მშობლებს კვლავ უყვარდათ ერთმანეთი.
- ცოლი სიყვარულით შეირთეთ? - აინტერესებდა ძალიან რას უპასუხებდა. წამიერად ირაკლის, სიბრაზემ გაუელვა თვალებში.
- არა, სხვა დროს მოგიყვები კაი? მინდა ჩემი ოჯახი გაგაცნო. ნიკოლოზს და თათიას ალბათ იცნობ დღიურიდან.
- კი - გაუხარდა, მათი ერთად ყოფნა.
- ხვალ თუ გეცლება, ყველას ერთად გაგაცნობ. - თვალები უბრწყინავდა მამაკაცს.
- კი, მეცლება საღამოთი. - კაფე დატოვეს, ლიზა სამსახურში მიიყვანა. ლიზამ თავი ვერ შეიკავა და დამშვიდობებისას, გულში ჩაეკონა, შეიგრძნო მამის სურნელი. კაცი სიხარულისგან გაიბადრა, მანაც ძლიერ მოსჭიდა ძლიერი ხელები.
ძალიან ნერვიულობდა, სავადმყოფოში ვერ ჩერდებოდა, დედასთან სჭირდებოდა საუბარი. ამიტომ გურამს სთხოვა და თავი გაინთავისუფლა. ტაქსი გამოიძახა და სახლში წავიდა. ყველგან მოძებნა ანასტასია, ბოლოს თავის ოთახში დახვდა. ლოგინზე იწვა. მთვარესავით მოხრილი, ისიც მიუწვა და ზურგიდან ჩაეხუტა. იგრძნო, რომ ტიროდა და გული მიეწურა.
- დეე, რაზე ნერვიულობ? - ხვდებოდა დედის ტკივილს.
- შვილო მას მე აღარ ვუყვარვარ, ხედავ შვილიც ჰყოლია, ალბათ ცოლიც ძალიან უყვარს. - მთელი გული ამოაყოლა ამ სიტყვებს, არ უნდოდა დაჯერება, არ უნდოდა სიმართლე ყოფილიყო.
- დეე, დამერწმუნე იმაზე ძლიერ უყვარხარ ვიდრე როდესმე.. უბრალოდ გაუგე დეე, ძალიან ატკინე შენი წასვლით.
- ვიცი, ვიცი შევცდი, მაგრამ მაშინ მეც პატარა ვიყავი და საუკეთესო გამოსავალი ეგ მეგონა. მან კი სხვა მოიყვანა ცოლად, ალბათ ისე ძლიერ არ ვუყვარდი, როგორც მეგონა. - მის თვალებში იმხელა სევდა იყო დაბუდებული, ელიზაბეტმაც ვერ შეიკავე ცრემლები და ერთი მეორეს მიყოლებით, დაიწყეს ლოყებზე დენა.
- სანერვიულო არაფერი გაქვს, დრო გვიჩვენებს ყველაფერს . - შუბლზე აკოცა და უფრო მიეხუტა. - დედიკო, მამამ მთხოვდა ხვალ მასთან ერთად წავიდე, რომ ყველა გამაცნოს. თათია და ნიკოლოზი ერთად ყოფილან დეე, არ გინდა მათი ნახვა?!
- დღე არ გასული მასზე არ მეფიქრა, არ მაპატიებს ვიცი.
- გაპატიებს, აუცილებლად გაპატიებს და დარწმუნებული ვარ, ისევ ისე უყვარხარ.
- იმედია.. - ერთად დაეძინათ დედა-შვილს.
დილით ადრე გამოეღვიძა, ფრთხილად წამოდგა არ უნდოდა დედა გაეღვიძებინა. ანაბელს დაურეკა და მათ საყვარელ კაფეში დაუნიშნა შეხვედრა. გაემზადა და წავიდა, იქ მისულს უკვე იქ დახვდა ანაბელი.
- როგორ ხარ ჩემო ციცინათელა? - თბილად და სიცილით მიმართა მეგობარს.
- კარგად გიჟო, შენ? მინდა რაღაც მოგიყვე, აქამდე ვერ მოვახერხე.
- გისმენ - ინტერესით აღსავსე, თვალები მიანათა.
- მამაჩემი ვნახე.. - ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, ანაბელს გაოცება ეხატა სახეზე.
- მერე აპატიე?
- საპატიებელი არაფერი ჰქონდა, ბებოჩემი, რომ არ ჩარეულიყო ეხლა ერთად იქნებოდნენ. გახსოვს ალბათ თვითფრინავში დღიური, რომ მეჭირა ხელში. მანდ ყველაფერი იყო აღწერილი..
- მიხარია, ძალიან მიხარია, შენი ამბავი ჩემო სიხარულო.. აპატიებს იმ ქალს ? მიიღებ?
- იცი, მაგაზე მეც ბევრი მიფიქრია, არ ვიცი ვერაფერს გეტყვი ჯერ. დღეს საღამოთი მათთან უნდა წამიყვანოს და ყველა გამაცნოს. ძალიან ვნერვიულობ არ ვიცი, როგორი სიტუაცია დამხვდება. გაუხარდებათ თუ არა, ჩემი გაცნობა.
- ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება.
კაფეში თორნიკე შემოვიდა, ვიღაც გოგონასთან ერთად. მათმა თვალებმა ერთმანეთი იპოვეს, მაგრამ ბიჭმა დააიგნორა. ბრაზისგან გაიბერა გოგონა, თან ეჭვიანობა ახჩობდა. ანაბელს უთხრა და დატოვეს კაფე, აღარ უნდოდა იქ გაჩერება.
საღამო მალე მოვიდა, გაემზადა და დაელოდა მამას. მალე ზარის ხმა გაისმა, ტასო წავიდა გასაღებად, რადგან ლიზა ოთახში იმყოფებოდა. ირაკლიმ დააიგნორა და მისაღებში შევიდა, გოგონა ოთახიდან გამოვიდა,მასთან მივიდა და გადაკოცნა. უხაროდა მამა-შვილის დანახვა, გულს უკლავდა მამაკაცსიგან ასეთი საქციელი. ამიტომ არც მან შეიმჩნია, ტელეფონზე დაურეკეს და უპასუხა.
,,- გისმენ აკაკი. - გმადლობ კარგად, შენ? - კი მცალია - დიდი სიამოვნებით, დავლევ ერთ ჭიქა ყავას. - კაი რვა საათზე მანდ ვიქნები, დროებით. ‘’
ირაკლის რა დაემართა?! - კისერზე ძარღვები დაეჭიმა, მუშტები შეკრა. სახეზე სიბრაზის ათასმა ფერმა გადაურბინა. აი , ანასტასიამ კი ისე აუარა გვერდი ვითომ არაფერი.
- დეე, არ ვიცი როდის დავბრუნდები, გასაღები წაიღე. კარგ დღეს გისურვებ, ძალიან მიყვარხარ.
ლიზა ყველაფერს მიხვდა, ჩუმად ჩაიცინა კიდეც მამის გამომეტყველებაზე.
- წავიდეთ ხოო? - მზერა ქალის ოთახისკენ ჰქონდა მიმართული, საითაც წამის წინ გაუჩინარდა.
- კიი.. კი. - დაბნეულმა ამოილაპარაკა.
მანქანაში ჩასხდნენ, ხელები უკანკალებდა ლიზას, გული ამოვარდნას ჰქონდა. ეშინოდა ყველაფრის, ცუდი დახვედრის. განსაკუთრებით კი ბებოს თვალში, არსებული სიძულვილის.
მალე გაჩერდა მანქანა უზარმაზარი სახლის, არა უფრო სასახლის წინ. არაფერს აქცევდა გოგონა ყურადღებას, დასჯილი ბავშვივით მიჰყვებოდა უკან. თითქოს მამაკაცის მხრები დაიცავდნენ ყველასგან და ყველაფრისგან. კარებთან გაჩერდა, ირაკლიმ შვილს შეხედა, ამით ყველაფერს ეუბნებოდა, მხარდაჭერას უცხადებდა. გვერდიდან მიიხუტა და შიგნით შევიდნენ. მისაღები ოთახისკენ წაიყვანა. ყველა იქ იყო შეკრებილი, ყველას გაუკვირდა მათი დანახვა.
- მოგესალმებით ყველას, ალბათ მიზეზი გაინტერესებთ, აქ რატომ შეგკრიბეთ, არავინ შემაწყვეტინოთ. - ყველას მიმართა, მამაკაცმა.
- სულ თავიდან დავიწყებ გასაგები, რომ იყოს. ზუსტად ოცდაოთხი წლის წინ დაიწყო ჩემი სიყვარულის ისტორია. რომელიც ჩემი საყვარელი, დედიკოს წყალობით, რომელოც ჩემი მფარველი ანგელოზია და მიხსნა თურმე განსაცდელისგან, - ირონიით გაჟღენთილი ხმით საუბრობდა თან ქალს უყურებდა - სამწუხაროდ მალე შეწყდა. მიზეზს ქალბატონი მარიკა სამხარაძე გვეტყვით. მოყევი ყველაფერი, გისმენთ ყველას ძალიან გვაინტერესებს.
- შვილო მეე.. - ლიზამ ქალის თვალებში ჩაბუდებული სევდა და სინანული დაინახა, ძალიან შეეცოდა.
- გისმენთქოოო! - მეხის გავარდნას გავდა, მისი ხმა. ქალი შეცბა, თათიას სახეზე იკითხებოდა ყველაფრის ცოდნა.
- მაპატიე შვილო, გთხოვ მაპატიე. - ცხარე ცრემლები სცვიოდა ქალს. - ვნანობ გეფიცები, ვნანობ. - მუხლებზე დაეცა და აქვითინდა.
_ ნანოობ?! რას ნანობ მითხარი, იმას ხომ არა, რომ გამანადგურე. სიცოცხლის სურვილი დამაკარგვინე. ამდენი წლის განმავლობაში მას ვადანაშაულებდი, არადა თურმე საკუთარმა დედამ გამწირა. ამ აუტანელი ტკივილისთვის. ეს არ იკმარე და ცდილობდი სხვა მომეყვანა ცოლად. - დაჭრილი მხეცივით ღრიალებდა ირაკლი, ყველა ტკივილი განუახლდა. - აი, შენი სისხლი და ხორცი, ელიზაბეტ სამხარაძე! რომელიც მამისგან შორს გაიზარდა. არ უგრძვნია სიყვარული, როცა ვჭირდებოდი მის გვერდით არ ვიყავი. მითხარიი ამ დროის უკან დაბრუნებას შეძლეეებ?! შეძლებ მეთქიიი?! _ კვლავ დაიღრიალა. ქალს მხრები აუკანკალდა, თითქოს დაპატარავდა, იმ ამაყი ქალისგან არაფერი აღარ იყო დარჩენილი.
- დედა, ეს შენ გააკეთე? მართლა შენს გამო წავიდა ტასო? - სახე წაშლილმა ნიკოლოზმა მიმართა. უფროსი სამხარაძე კი ხმას ვერ იღებდა, არ ეგონა თავისი ცოლი, ვისთანაც მთელი ცხოვრება გაატარა ასეთ რამეს იკადრებდა.
- მართლია.. ანასტასია, წასვლის წინ სანახავად იყო მოსული და წერილი მომცა, სადაც ყველაფერი მომიყვა. - თავჩაღუნულმა ამოილაპარაკა თათიამ.
- რაა?! კი, მაგრამ რატომ არაფერი თქვი? - გაოცდა ნიკოლზი.
- მე დამაფიცა, არ შემეძლო რამის თქმა, მან ასე ისურვა. - ფეხზე ძლივს წამოდგა ქალი, ლასლასით მიუახლოვდა ლიზას და ფეხებთან დაეცა.
- მაპატიე თუ შეძლებ შვილო, აპატიე უგუნურ ქალს. გემუდარები, ვნანომ იმ დღიდან ვნანობ, ვეძებე გეფიცები, ბევრი ვეძებე, მაგრამ არსად იყო მისი კვალი. - გულმა ვერ მოუთმინდა გოგონას და დაიჩოქა მასთან.
- გპატიობ თითოეულ წელს მამის გარეშე გატარებულს, გპატიობ დედის ტკივილს. ისიც გაპატიებს.. - ხელები მოხვია და ჩაეხუტა, მართლა აპატია, გულით ეხუტებოდა.
- მადლობა შვილო მადლობა, ვიცი პატიებას არ ვიმსახურებ. - თვალები სულ ჩასწითლებოდა ტირილისგან. დამჭკნარ კანზე, ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით სცვიოდა. დაუძლურებელი ქალი წამოაყენა ფეხზე და დივანზე ჩამოსვა.
- ხედავ ?! მისი აღზდილი შვილი, შენზე მაღლა დგას! ხომ შეეძლო შეზიზღებოდი რაც მის დედას გაუკეთე, მაგრამ დაგინდო! - ზიზღნარევი ხმით წარმოსთქვავდა სიტყვებს.
- მამა გეყოფა, ყველა უშვებს შეცდომას! ის ხომ დედაშენია, ასე საუბარის ღირსი არ არის. - ყველას სახეზე გაოცების ტალღამ გადაიარა.
ყველას თვალებში სიყვარული და სითბო იკითხებოდა. ირაკლი, კი მისი შვილით ამაყობდა. ნიკოლოზის შვილები გაკვირვებულები იყურებოდნენ. დედა ხშირად უყვებოდა მათი სიყვარულის ისტორიას, მაგრამ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი ბებო იყო დამნაშავე.
- რა მაგარია ტო, კიდევ ერთი და გვეყოლება. - სიტუაციის განმუხვტა სცადა ლაზარემ.
- ნამდვილად, უნდა ავღნიშნოთ. - აჰყვა ტყუპისცალი, ვაჟიკო.
გაკვირვებული უყურებდა ლიზა მათ, ისე გვანდნენ ერთმანეთს. ლაზარე შავგვრემანი იყო, ვაჟიკო კი ქერა. უხაროდა ასე კარგად, რომ შეხვდნენ.
- როგორ გავხარ დედაშენს შვილო. - მთელი ძალით მოხვია ხელები და სურნელი შეისუნთქა. თითქოს ანასტასიას ეხუტებოდა, მანაც მოხვია ხელები.
- მეც მინდა თქვენთან ვა.. - ნიკოლოზიც ჩაეხუტათ ორივეს.
ბედნიერებისგან იბერებოდა ლიზა, არ ელოდა ასეთ დახვედრას. მამას შეხედა, თბილად უღიმოდა შვილს.
მორიდებით იდგა ცალკე გოგონა, რომელიც სავადმყოფოდან ახსოვდა. იქიდან უყურებდა და ეღიმებოდა. მისი ასლი იყო, მის ასაკში ისიც ასეთი იყო, მხოლოდ თვალის ფერით განსხვავდებოდნენ და მას ხვეული თმები ჰქონდა.
- შენ არ მოხვალ? არ გინდა და გყავდეს ჩემი სახით? - გოგონამ გაკვირვებულმა შეხედა, არ ეგონა ასე თბილას თუ შეხვდებოდა. ის ხომ არ იყო მისი ნამდვილი და, ძალიან გაუხარდა, სიყვარული ჩაეღვარა გულში, მისკენ წავიდა და ხელები მოხვია.
- მე სალომე მქვია. - ხელი გაუწოდა.
- მე კიდე ელიზაბეტი - თბილად გაუღიმა.
- მიხარია ერთი პროფესიის, რომ ვართ. - გაბრწყინებული თვალებით ესაუბრებოდა.
- მე კიდევ სულ არ მიხარია. - აჯუჯღუნდა ვაჟიკო - ვერ გნახავ ხოლმე შენც ამის მსგავსად. - მივიდა და გვერდიდან მიეხუტა.
- აი, პირველად გეთანხმები ძმაო. - მეორე მხრიდან კი ლაზარე, ამოუდა და მიეხუტა.
- აუ რატომ გავხართ ასე ერთმანეთს.. - ამოიბურტყუნა ლიზამ, ამაზე კი ყველას გაეცინა.
მარიკა, კი ყველას სითბოთი ჩამდგარი თვალებით უყურებდა. უკვე ძალიან შეუყვარდა შვილიშვილი.
მალე დატოვეს სამხარაძეების რეზიდენცია და სახლში წაიყვანა. გულმა ვერ მოუთმინა ირაკლის და სახლში შეჰყვა. აინტერესებდა ტასო იყო თუ არა მოსული. მაგრამ სახლში არ დახვდათ. ეჭვიანობამ შეიპყრო, შვილს აკოცა და დატოვა. გარეთ გასულს ანასტასია დაინახა როგორ გადმოდიოდა მანქანიდან სიცილით. საფეთქელთან ძარღვები დაებერა, უნდოდა მისულიყო და ეცემა მაგრად. ქალმაც დაინახა, მაგრამ არ შეიმჩნია. მანქანაში ჩაჯდა და მოსწყვიტა ერთ ადგილს.
ანასტასია, კაბინეტში იმყოფებოდა და რაღაც ანალიზებს ამოწმებდა. როცა ვიღაცა დაკაკუნების გარეშე შეიჭრა. ვინაიდან მიღების საათები დასრულებული იყო, დირექტორი ეგონა, თავი არ აუწევია.
- კარგ დროს მოხვედი.. ლიას უთხარი ყავა შემოგვიტანოს და მერე საბუთებს გადავხედოთ.
- კარგ დროს მოვედი?! მეც ეგ გავიფიქრე, გაუხარდება ჩემი ნახვათქო. სავარძლის უკან იდგა, ხელები მაგიდაზე დააწყო და თავის მკლავებში მოიქცია. ისე რომ სახე მის ყელთან ჰქონდა და ცხელ სუნთს აფრქვევდა. მთელმა ფლორა-ფაუნამ გადაუარა და ზოგიც შიგ სხეულში დაუბინავდა. ჭიანჭველები დარბოდნენ და გულმა ფრთები შეისხა და ფრენა დაიწყო. - გამარჯობა ქალობატონო ანასტასია. - ისეთი ხმა ჰქონდა, თვალები მიენაბა და თავი უკან გადასწია. ეს იმდენად გაუაზრებლად გააეკათა, რომ ირაკლის ჩაცინება გამოიწვია.
- აქ რას აკეთებ?!
- არ მომიკითხავ?
- რა საჭიროა?!
- ნუ ხო, სულ ერთია. - მაგიდას მიეყრდნო, ფეხები გადააჯვარედინა და ხელები ზედაპირზე რიტმულად აათამაშა. ამ წუთას როგორ უნდოდა ანასტასიას, კვლავ შეესწავლა მის თითებს სხეულის თითოეული ნაწილი. ფიქრების შერცხვა და თავი გააქნია.
- რატომ მოხვედი? - გულს უხუთავდა მისი გვერდით ყოფნა.
- იმიტომ, რომ მინდა შემოგთავაზო ხვალინდელი დღის , ჩემთან ერთად გატარება.
- გმადლობ, მაგრამ დაკავებული ვარ!
- რითი?! იმ გამოსირებულ თაყვანისცემელს უნდა შეხვდე?! - ძარღვები დაეჭიმა კისერზე.
- კი, ზუსტად გამოიცანი. - მიხვდა, რომ კოზირი მას ეჭირა ხელში და ირინიულო ღიმილით დააჯილდოვა.
- დამერწმუნე ჩემთან უფრო სასიამოვნო დროს გაატარებ. - თვალი ჩაუკრა, რომ მიხვდა რასაც გულისხმობდა, სიბრაზისგან წითელი ფერი დაედო.
- შენგან არაფერი მჭირდება, დატოვე კაბინეტი! - თვალებიდან ცეცხლივით წითლად მნათობი, ნაპერწკლები სცვიოდა . ნეტავ მისთვის არ შეეხედა. ისეთი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, სავარძელში ჩადნა და ჩაიფერფლა. თვალები კი რაღაც საოცარ მუხტს ასხივებდნენ, ერთროულად ვნებიანი და ძლიერი გამოხედვა საკმარისი იყო მის ასაფორიქებლად. გრძნობდა მისი მზერის გამო, როგორ ფეთქდებოდნენ ჰორმონები, მგონი რაჭულსაც ცეკვავდნენ.
- შენი გაბრაზებაც კი მომნატრებია. - მისკენ, რომ დაიხარა თვალები გაუფართოვდა და გაქვავდა. ტუჩებს რომ მიუახლოვდა და უყურებდა, სულ შეწყვიტა სუნთქვა. შემდეგ კი თავი ასწია და ლოყაზე აკოცა. გასწორდა და წასვლას აპირებდა, როდესაც ოთახში მამაკაცი შემოვიდა.
- გამარჯობა ანასტასია, ძალიან მშია წამოხვალ სადმე დავსხდეთ?
- დიდი სიამოვნებით ახლავე. - ფეხზე წამოდგა, ხალათი გაიხადა და საკიდზე ჩამოკიდა. - ირაკლი თვალებით ბურღავდა, იქ მყოფს კი მისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია. ჩახველების ხმამ მიახედა მისკენ.
- სტუმარი გყოლია. - თავი დაუქნია მისალმების ნიშნად, ირაკლის კი არც უფიქრია.
- კი ჰყავს ნამდვილად, ვისთან ერთადაც აპირებს წასვლას. - ხელი მაჯაში ჩაჰკიდა. - ნახმავდის. - თვალი ჩაუკრა და რასაც ჰქვია ძალით გაათრია გარეთ.
- რას აკეთებ, ამ სიბერეში სულ გაგიჟდი?! - ხელი გამოგლიჯა.
- თუ გინდა დაგიმტკიცებ, რომ ასაკი არაფერს ნიშნავს. - ახლოს მიიზიდა და ყურთან ახლოს უჩურჩულა. ანასტასიას კი ლოყები გაუწითლდა, რომ მიხვდა რაც იგულისხმა. მანქანაში ძალით ჩატენა, ჩაუკეტა რომ არ გადასულიყო, მოუარა და რულს მიუჯდა.
- სად მიგყავარ, ტყიდან გამოქცეულო მაუგლო?! - ორივეს გაეცინა, ახალგაზრდობის გახსენებისას.
- რომ მივალთ ნახავ, შეგიძლია დაიძინო. - მართლაც დაუჯერა, თვალები დახუჭა და მალე გადაეშვა ძილის სამყაროში. მანქანის გაჩერებისას გამოეღვიძა, მიმოიხედა და მიხვდა, რომ ლოპოტაზე იმყოფებოდნენ.
- აქ რა გვინდა?! - გაკვირვებით ჰკითხა.
- ცოტახანი დავისვენებთ. - სასტუროში შევიდნენ, ტასო მიმღებში გაჩერდა.
- მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მადლობას გიხდით, რომ სარგებლობთ ჩვენი სასტუმროთი. ნომერი დაჯავშნილი გაქვთ?
- არა, არ გვაქვს.
- სამწუხაროდ ყველა ნომერი დაკავებულია. ლუქსი გვაქვს ახლად დაქორწინებულებისთვის. - ირაკლიმ ეშმაკურად ჩაიცინა. - გნებავთ?
- დიახ! - გასაღები გამოართვა, რესტორანში წავიდნენ სავახშმოდ. მშვიდი გარემო იყო, წითელი ღვინო, კლასიკური მელოდია და ირაკლის მომაჯადოვებელი მზერა. მალე მოათავეს და ცოტახანი პარკში გაისეირნეს.
- ამდენი წლის შემდეგ, რატომ არ გათხოვდი? - გააჩერა და კუშტად ჩააშტერდა თვალებში, თითქოს იქ ცდილობდა პასუხის ამოკითხვას.
- არ მსურდა და იმიტომ. - ლოყები აუღაჟღაჟდა წითლად.
- იმიტომ ხომ არა, რომ ძლიერ გიყვარდი და ჩემს გარდა სხვა მამაკაცის გვერდით ყოფნა არ გსურდა? - გამომცდელად შეხედა.
- შენგან განსხვავებით კი, შენ არ გყვარებივარ ისე ძლიერ, როგორც მეფიცებოდი! - მაინც ამოსთქვა, გულის სათქმელი.
- მე შენთვის არასდროს მიღალატია! შენ მიმატოვე, მე კიდევ დარდის გასაქარვებად სასმელს ვეტანებოდი! ერთხელ კლუბში ვიყავი, ბევრი დავლიე. სახლში წავედი, არ მახსოვს, როგორ მოვიდა ნანა ჩემთან. გამოღვიძებისას გვერდით დამხვდა. იმ ღამის არაფერი მახსოვს საერთოდ. ცოლად მოვიყვანე, არაკაცურად ვერ მოვიქცეოდი, რადგან ორსულობის შესახებ მითხრა. ძალიან მიყვარს სალომე, მას კი მალე გავცილდი. რადგან არანაირი გრძნობა არ მქონდა მის მიმართ! - უსმენდა და გული სიხარულისგან უფართხალებდა.
- ანუ რა გამოდის, რომ ჩემი საკუთრება ხარ, ირაკლი სამხარაძევ?! - თვალებში ჭიკნკები აუთამაშდა.
- დიახ, როგორც შენ ანასტასია დანელიავ! - თვალი ჩაუკრა, ახლოს მიიზიდა და ჩაიხუტა მთელი ძალით.
მალე დაბრუნდნენ სასტუმროში, ლიპტში იყვნენ.
- ერთ ოთახში მოგვიწევს დაძინება, იმედია პრობლემა არ არის. - ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- არა! - რომ წარმოიდგინა ერთ ოთახში დაიძინებდნენ შერცხვა.
ოთახში შელასლასდა. ცხელოდა, იწვოდა შიგნიდან, რომ წარმოიდგენდა ღამე უნდა გაეტარებინა მის გვერდით. ბუსუსები აყრიდა მთელ ტანზე. თან ოთახში მხოლოდ ერთი, ორ საწოლიანი ლოგინი იდგა, ზედ კი წითელი ვარდები ეყარა. სააბაზანოში შევიდა, ცივი წყალი მოუშვა და სახეზე შეისხა. ამან არ უშველა. ნიჟარას დაეყრდნო და მზერა ანარეკლს გაუსწორა.
- უნდა გაუძლო ტასო! - ბავშურ საქციელზე გაეცინა.
ბოლოს დუშის ქვეშ დადგა. ცივი წყალი მოუშვა, სხეულში მოძიგძიგე ცეცხლის ჩასაქრობად. მაგრამ, არც ამან უშველა. ხალათი მოიცვა, თმებზე პირსახოცი შემოიხვია და ოთახში დაბრუნდა. ირაკლი აივანზე იდგა და ხედს გაჰყურებდა.
ლოგინთან მივიდა, ვარდის ფურცლები მიმოფანტა და შიგნით შეწვა.
მალე გაიღო აივნის შუშის კარი და შემოვიდა. მაისური გადაიძრო, მართალია ზურგით იდგა, მაგრამ მის მხარ-ბეჭს უყურებდა და ნერწყვებს ყლაპავდა. მგონი ხმა მასაც ესმოდა. ცეცხლი ეკიდა, მისკენ შეტრიალდა და თვალებში ჩააცქერდა.
აღარ შეეძლო, მთელი გულით და გონებით მასთან უნდოდოდა. ფეხზე წამოდგა და ახლოს მივიდა. სუნთქვა ეკვრის, მამაკაცის გახშირებულ სუნთქვას გრძნობს სახეზე. ხელი ქალის ხალათისკენ მიაქვს და ნელი მოძრაობით ანთავისუფლებს მისგან.
ცხელი ჰაერი, მის გახსნილ ბაგეებს უახლოვდება და შიგნეულობა ეწვის. გულისცემა უჩქარდება, როცა მის შიშველ სხეულს ეხება ტანით. ტუჩები ერთდება, სანუკვარი ოცნება ფრთებს ისხავს, დუნდება და თითოეულ შეხებას იმახსოვრებს. თხელ სიფრიფანა ხელებს დაატარებს, ირაკლის ზურგზე. პირველი შეხებისას იგრძნო, როგორ დაიჭიმა წელზე შემოხვეული ხელი და კოცნა ნაზი აღარ იყო, აზარტში შევიდნენ, უფრო მომთხოვნი ხდებოდა. ტუჩებს, კბილები ენაცვლებოდა, კბილებს კი ენა. საწოლზე დაეცა ნახევრად შიშველი. მამაკაცის ბაგეებს უკვე მთელი სხეული ჰქოდათ შესწავლილი. მკერდზე, რომ იგრძნო ბაგეების შეხება, კიდევ ერთხელ აღმოხდა კვნესა და თითები თმიდან მხარზე ჩააცოცა, წინ გადაინაცვლა და მის პრეს დაუყვა. შარვალზე მორგებული ქამარი, ხელის მარტივი მოძრაობით გახსნა და ფეხებზე იგრძნო თითების შეხება, ძლიერ უჭერდა, ქალი კი კვნესის ამოძახილებს ვერ იკავებდა. კვლავ შეერთდა ორი მოკავშირე სხეული. ეს არ იყო მარტო ვნება, ან მარტო სიყვარული, ყველაფერი იყო გაერთიანებული. სიამოვნება იყო ულევი, მოელვარი თვალები, კვნესა, ოხვრა, დანამული სხეულები..
რა დროს ჩაეძინათ არ ახსოვს. სასიამოვნო და საყვარელი სურნელი უღიტინებდა ცხვირში. ყელში კოცნამ და ტუჩების შეხებამ გამოაღვიძა.
- უზომოდ მენატრებოდი და უკიდეგანოდ მიყვარხარ! მხოლოდ ჩემი ქალი ხარ და იქნები სიცოცხლის დარჩენილ წუთამდე! იმ გამოსირებულს კიდევ ერთხელ შეხვდები და დავამტვრევ ძვლებში! - თვალები უელავდა.
- მეც მიყვარხარ და მუდამ მეყვარები! - დაეწაფა მის ტუჩებს.
- მინდა დავქოწრინდეთ და ერთად ვიცხოვროთ სამივემ. - ცხირზე უკბინა.
- ველურო! მეც მინდა, დროა წავიდეთ ელიზაბეტმა არ იცის, რომ აქ წამოვედით.
- კარგი. - მოწყვეტით აკოცა და აბაზანაში გაუჩინარდა. მალე მოწესრიგდნენ და თბილისის გზას დაადგნენ.

***
სავადყოფოში იმყოფებოდა როდესაც ტყუპები დაადგნენ თავზე, მასთან ერთად სალომეც იმყოფებოდა.
- როგორ ხარ ქალბატონო ექიმო? - ვაჟიკო გაეკრიჭა.
- კარგად , თქვენ როგორ ხართ? - გაეცინა მასაც.
- ჩვენც კარგად, ხოდა რატო გესტუმრეთ, დღეს რვა საათზე იქნები რესტორანში. შენს მეგობრებსაც უთხარი, ვისაც გინდა. მისამართს მობილურზე მოგწერ. - ჩამოარიკრიკა ლაზარემ. ამ ბიჭს თვალები სულ უცინის.
- არის სერ! - შუბლთან მიიტანა ხელი და გაეცინა.
- ჩვენს მეგობრებსაც გაგაცნობთ.
- კარგი ვაჟიკო, სალ შენ რას შვები?
- ეხლა მოვრჩი სასწავლებელს, სახლში წასვლა არ მაცადეს, ძალიან დაღლილი ვარ.
- სახლში შენი სატანა დედიკოს ყურებას, კი სჯობს ჩვენთან ყოფნა. - დასცინა ლაზარემ.
- არ გაგიგოს თორე ცოცხლად გაგატყავებს - მხარი გაკრა ძმას.
- ასე რატომ მიმართავთ?! - გაიკვირვა ლიზამ.
- რთული ხასიათები აქვს დედას და იმიტომ. - გაეცინა გოგონას, მის სახეზე. - კაი, ჩვენ დაგტოვებთ, აღარ მოგაცდენთ. - ნომერი ჩაიწერა. - მისამართს მოგწერ.
- კაი, დროებით - ტყუპები მივიდნენ და ლოყები ჩაუკოცნეს.
პაციენტები მიიღო, საღამოც მალე მოვიდა. ნინიც და ლევანიც დაპატიჟა. გვრიტებსაც შეატყობინა, დაუბარათ ანდრიას და თაკოს უთხარითო. სახლში წავიდა, დედა არ დაუხვდა, იფიქრა სამსახურში იქნებაო.
სააბაზანოში შევიდა. დუშის ქვეშ ცოტახანი დაჰყო. დაღლა მოუხსნა წყლის წვეთებმა. წითელი მუხლსმდე კაბა აარჩია, წელზე ამოღებული, წინ კი დახურული. ფეხზე შავი მაღლები შეუხამა. თმები დაიხვია, მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთა. სარკეში შეათვალიერა თავი, კმაყოფილმა გაიღიმა. ჩანთა აიღო, ტაქსი გამოიძახა და მისაღებში გავიდა. მანქანამ მალე მოაკითხა, მისამართი უკარნახა. რესტორანთან მალე მივიდნენ, თანხა გადაუხადა და გადმოვიდა. მეგობრები ეზოში შეხვდნენ. თაკო ისეთი ლამაზი იყო, ანდრია გაბრწყინებული თვალებით უყურებდა. აი, ნინი კი ბრილიანტივით ბრწყინავდა ლევანს თვალებს სჭრიდა, მაგრამ ბიჭი ირონიულად უმზერდა.
ყველანი ერთად შევიდნენ. სამხარაძეებს რესტორანი დაეხურათ, მარტო თვითონ იყვნენ. შუაგულისკენ წავიდნენ. ყველას გააცნეს ლიზა, მალე გამონახეს საერთო ენა. გოგონა გამჭოლ მზერას გრძნობდა, მაგრამ ადრესატს ვერ ხედავდა.
- აი, ისინიც მოვიდნენ. - ხელი დაუქნია ლაზარემ, ბიჭებიც მათკენ წამოვიდნენ.
- გაიცანით ესენი ჩვენი მეგობრები, თორნიკე და ბართლომე არიან. ეს კი ჩემი ახლად აღმოჩენილი - ისე უბრწყინავდა თვალები ლაზარეს დაიძაბა თორნიკე. - ბიძაშვილი, ელიზაბეტ სამხარაძე!
- სასიამოვნოა.. - ბართლომემ ხელი გაუწოდა, მანაც შეაგება.
- მაქვს პატივი ვიცნობდე - ირონიულად ჩაიქირქილა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- ყველა აქ ვართ დროა დავსხდეთ. - ყველა მაგიდისკენ წავიდა, რომელიც გრძლად იყო გაშლილი.
კარგი გარემო იყო, მოეწონა ბიძაშვილების მეგობრები. გულის სიღრმეში გაუხარდა თორნიკეს იქ ყოფნა. მაგრამ, ვერ ხვდებოდა რატომ ესაუბრებოდა ასე ირონიულად. აივანზე გავიდა ცოტახანი, მუსიკამ თავი აატკივა. გარეთ გრილი სიო უბერავდა, თმებს უწეწავდა. იგრძნო უკან ვიღაც დაუდგა; ცხვირში უკვე ნაცნობი სურნელი ეცა, არ მიტრიალდა. მისგან წამოსული თბილი სუნთქვა ყელზე ელამუნებოდა და ტაოს აყრიდა.
ბიჭმა გველივით ააცურა ხელი მის ზურგზე, ბუსუსებიც არ აყოვნებდნენ.
- ექიმო, ხედავ როგორ ვმოქმედებ შენზე? - ყურთან ახლოს უჩურჩულა. თმაში ჩარგო ცხვირი და სურნელი ღრმად შეისუნთქა. აღარ შეეძლო მის გვერდზე გაჩერება, წასასვლელად შეტრიალდა. მაგრამ, მისი სახე ისე ახლოს აღმოჩდა, ოდნავი მოძრაობა და მათი ბაგეები შეერთდებიან. გოგონამ მის ტუჩებს უყურებდა და ნერწყვი ძლივს გადააგორა.
ამ დროს არ უყურებდა, ბიჭის სახეს თორემ კარგად დაინახავდა მის ირონიულად მომზიმარ სახეს. თვალებში კი ჭინკები ცეკვავდნენ ხორუმს.
- გამატარე თუ შეიძლება. - ცხელი ჰაერი სახეზე ეფრქვეოდა, გული აუჩქარდა, პირი ოდნავ გახსნა და ღრმად სუნთქავდა.
- რატომ? ვერ უძლებ ჩემს სიახლოვეს? - ცხვირი ლოყაზე გაუხახუნა, ხელთან გადაინაცვლა არ კოცნიდა, აწამებდა.
- იოცნებეე.. - სცადა მკაცრად ეთქვა, მაგრამ რამდენად გამოუვიდა არ იცის.
- არ ვოცნებობ მე, რაც მინდა იმას პირდაპირ ვასრულებ! მაგალითად ეს.. - თმებში ხელები შეუცურა, ახლოს მიიტანა მისი სახე და დაეწაფა ტუჩებზე. თავიდან ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ, არაფერი რომ არ გამოუვოდა, ტუჩზე კბილები ჩაასო, სისხლის მლაშე გემო სანამ არ იგრძნო არ მოეშვა.
- ყინული დაიდე თოკუნია არ დაგისივდეს. - ყურთან უჩურჩულა და დარბაზში შევიდა.
აი, იქ კი ვნებების ქარცეცხლში ჩაკარგული წყვილი დახვდა, ვინ თუ არა ლევანი და ნინი.
გოგონას სხეულზე დაატარებდა თითებს რიტმულად. ამ ცეკვაში ყველაფერს გადმოცემდნენ ვნებას, სიყვარულს, გაბრაზებას.. ბიჭმა უეცრად ხელზე გადაიწვინა, იმდენად ახლოს მივიდა გოგონას ეგონა კოცნას აპირებდა და თვალები მილულა. მაგრამ, უეცრად ტანზე აიკრა გახელებული გოგო.
- ვიცი, რომ გიჟდები ისე გინდა გაკოცოო.. - ყურთან ახლოს უჩურჩულა და ყელში კოცნის კვალი დაუტოვა.
- ესეიგი მარტო მე მინდა?! - ცხვირი გაუხახუნა მის ცხვირს, კოცნის იმიტაცია გაითამაშა. ბიჭს ეგონა აკოცებდა, წელზე ხელები დაეჭიმა. მაგრამ, ტუჩის კუთხესთან დაუტოვა კოცნის კვალი. მის სახეზე კი ირონიულად ჩაიცინა.
- მასე ხო ცუღლუტო ქალბატონო. - გაეცინა ლევანს, მუსიკაც დასრულდა, ადგილებს დაუბრუნდნენ. გვიანობამდე იყვნენ, ლიზა დაიღალა და წასვლა ამჯობინა.
- მე უნდა წავიდე ხვალ ადრე ვარ ასადგომი, ტაქს გამოვიძახებ და წავალ.
- შენ გგონია ტაქსით გაგიშვებთ ამ შუაღამისას?! - წარბი აზიდა ვაჟამ.
- თორნიკეს წაგიყვანს არ დაულევია. - ლაზარემ ხელი დაუქნია და ანიშნა მისულიყო. - წასვლა უნდა და გაიყვანე ძმურად, მე დავლიე. - გაწითლდა ლიზა, საკუთარ თავს მადლობა გადაუხადა ტონალური, რომ წაისვა.
- რას მიხსნი რა პრობლემაა, წავიდეთ?! - მის სახეზე გაეღიმა.
- კი. - ყველას დაემშვიდობა და გასასვლელისკენ წავიდნენ.
მანქანის კარები გაუღო, ჩაჯდომაში მოეხმარა. შემდეგ კი დახურა და რულს მიუჯდა. გზაში არც ერთს ხმა არ ამოუღიათ. სახლთან მიიყვანა, გაუკვირდა საიდან იცოდა მისამართი, მაგრამ არ ჰკითხა. მადლობა გადაუხადა, კარები გააღო და გადავიდა, უკან არც მიუხედია. თოკაც გადაჰყვა და სწრაფი მოძრაობით ზედ აიკრა.
- რაღაც დაგავიწყდა.
- რაა? - გაუკვირდა.
- აი ეს.. ! - მომთხოვნად უკოცნიდა ბაგეებს, მაგრამ ლიზა არ აჰყვა. ბიჭს ამაზე ჩაეცინა.
- ძილი ნებისა, ქალბატონო ექიმო. - თვალი ჩაუკრა, მანქანაში ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა.
ბრაზობდა მასზე, ვერაფერს იგებდა. ჯერ აიგნორებდა მერე კიდე კოცნიდა. სახლში შევიდა დედა კვლავ არ დახვდა, თაკოს არ დაელოდა ძალიან ეძინებოდა.
სააბაზანოში შევიდა, წყალი გადაივლო. ლოსიონი წაისვა და მაიკის ამარა შეწვა ლოგინში.
მოდით ანდრიას და თაკოს მივაკითხოთ.
ბიჭმა ითავა მისი წაყვანა. რულთან ვერ დაჯდა ნასვამი იყო, ამიტომ ტაქსით წავიდნენ. იმდენად ახლოს იჯდა გოგონასთან, აბნევდა და სუნთქვა უჭირდა, ამით კი ხალისობდა.
ლიზასთან ცხოვრობდა უკვე, ამიტომ მასთან მიიყვანა. ტაქს დაცდა სთხოვა და გადაჰყვა.
- მადლობა, რომ მომაცილე. - მორიდებულად უთხრა.
- მადლობის მოხდის უკეთესი მეთოდი ვიცი. - ახლოს მიიზიდა, ცალი ხელი წელზე შეუცურა, ცალი კი თმებში და მის ბაგეებს შეეხო. ნაზად უკოცნიდა ხან ზედას ხან ქვედას, მონაცვლეობით. თაკომ რა იგრძნო?! - თითქოს მუცელში პეპლებმა დაუწყეს ნავარდი, გულმა გამალებით დაუწყო ძგერა. ანდრია წიკლაურმა, მისი პირველი კოცნა მიისაკუთრა .
- ეს ტუჩები.. - თითები გადაატარა. - მხოლოდ ჩემი საკუთრებაა დღეიდან. - გულში ჩაიკრა აღელვებული გოგონა. რომელმაც პირველი დღიდან მოხიბლა ბაბნიკი ბიჭი, მის გარდა ვერავის ამჩნევდა. იმიტომ მიდიოდა ხშირად ანაბელათან წინააღმდეგობის მიუხედავად, უნდოდა ხშირად ენახა. ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო ლიზას შეთავაზების შესახებ, მისი ხშირად ნახვის შანსიც გაუჩნდა.
აი, გიჟ და უფრო გიჟ, ლევანის და ნინის საქმე რთულადაა. უკვე რამდენიმე წელია რაც ბიჭი შეუყვარდა, მაგრამ მისგან ირონიის გარდა ვერაფერს იღებდა. ეს კი ძალიან სტკენდა გულს, მაგრამ არ იმჩნევდა. აი ეხლაც სახლამდე მიიყვანა მანქანით, ძალით არ დალია, რომ ხელში ჩაეგდო არაბულების ქალიშვილი.
- მადლობა. - ზედაც არ შეუხედია ისე გადავიდა, ვაჟბატონს ეს არ ესიამოვნა და გადაჰყვა. კედელს ააკრო და ხელებს შორის მოიქცია.
გოგონას აბნევდა მისი სიახლოვე, მისი საყვარელი სურნელის შეგრძნება კი თიშავდა.
- რას აკეთებ? - ამოიკნავლა.
- მიაუუ, მიაუუ, კნუტივით საყვარელი ხარ, მისი გამოხედვა გაქვს ახლა. - სახე ახლოს მიუტანა და ისე ელაპარაკებოდა.
- იდიოტი ხარ! - შეუბღვირა.
- აფუ, აფუ.. ეხლა კი ლეკვივით საყვარელი ხარ. - გავლა სცადა, მაგრამ მისი ძლიერი ხელები ადგილიდან ვერ დაიძრა, ან რისი ძალა ჰქონდა სიფრიფანა გოგოს.
- არ გამიშვებ ?! - მობეზრებულად აატრიალა თვალები.
- კი, ოღონდ შენს დაწყებულს დავასრულებ. - დააცრხრა ტუჩებზე, ვნებით და უხეშად ლაშქრავდა მის ბაგეებს. კოცნას კბენით ანაცვლებდა, სულ დაუწითლა. მისთვის პირველი მამაკაცი იყო, პირველი კოცნა სხვანაირი წარმოედგინა, მართალია საყვარელ მამაკაცს კოცნიდა, მაგრამ მას ხომ არ უყვარდა. ეს ხო მხოლოდ მას ეგონა, არადა რა იცოდა ბიჭის გული, პირველივე ნახვიდან დაისაკუთრა. ცრემლებს ძლივს იკავებდა. ბოლოს შეუშვა ბიჭმა, სწრაფად შეიკეტა სახლში, არ უნდოდა მის წინაშე ატირებულიყო.
დილით ადრე გამოეღვიძა, შხაპი მიიღო გაემზადა და მისაღებში გავიდა, იქ კი თაკო დახვდა.
- სალამი, როგორ ხარ?
- კარგად ლიზ, შენ?
- მეც, გუშინ მალე დაბრუნდი სახლში?
- კი, ანდრიამ მომიყვანა. - ლოყები აუწითლდა მის ხსენებისას, ეს კი ლიზას არ გამოპარვია.
- რამის თქმა ხომ არ გსურს? - გამომცდელად შეეკითხა.
- კი - მორიდებით ამოილაპარაკა - დამშიდობებისას მაკოცა, არ ვიცი ეს რას ნიშნავს..
- სულელო გოგო, - გაეცინა - იმას, რომ უყვარხარ..
- კი, მაგრამ არ უთქვამს . - მოწყენილმა ამოილაპარაკა.
- ,,სიყვარულს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს’’ - ო, არ გაგიგია? მის თვალებში შეიძლება ყველაფრის ამოკითხვა. მიდი რა ყავა გააკეთე . - ყელთან ორი თითი მიიტანა და საყვარლად შეხედა. - გთხოოვ.
- კარგი ხოო. - სიცილით გავიდა სამზარეულოში, იქიდან კი ცივი ყავით და ტკბილეულით დაბრუნდა.
- შენ გაიხარე გოგონი. - სიცილით უთხრა.
- აუცილებლად. - მასაც გაეცინა.
- ვეღარ გკითხე, გამოცდების პასუხები მოვიდა?
- კი, ას პროცენტიანი დაფინანსებით მოვხვდი ილიას უნივერსიტეტში. - სიხარულისგან თვალები უციმციმებდა.
- მიხარია, გილოცავ და წარმატებები მომავალში. - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
ზარის ხმა გაისმა, ლიზა წავიდა გასაღებად. კარის ზღრუბლზე ირაკლი და ანასტასია დახვდა. ძალიან გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უკითხავს. მისაღებისკენ წავიდნენ და დივანზე გვერდი-გვერდ დასხდნენ.
- გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია თაკო, ეს კიდე მამაჩემია ირაკლი.
- სასიამოვნოა. - თბილად გაუღიმა მამაკაცმა, მანაც ღიმილით უპასუხა.
- შვილო ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. - ტასომ მიმართა.
- მე დაგტოვებთ..
- არა თაკო, დარჩი არაა პრობლემა. - თბილად გაუღიმა გოგონას.
- შვილო მე და დედაშენმა, გადავწყვიტეთ ერთად ვიცხოვროთ და დავქორწინდეთ. - ლიზას ძალიან გაუხარდა, არც გაკვირვებია, ადგა და ჩაეხუტა ორივეს.
- გილოცავთ მიხარია. - თაკომაც მიულოცა.
- მადლობა შვილო. - ორივემ ერთად წარმოსთქვეს.
- მინდა, რომ ორივე ჩემთან გადმოხვიდეთ საცხოვრებლად, რათქმაუნდა თაკოც თუ მოინდომებს.
- არაა მაა, არ გეწყინოს, მაგრამ აქ მირჩევნია ცხოვრება, ჩვენ ერთად ვიქნებით. - თბილად მიმართა.
- კარგი, როგორც შენ გინდა. - ძალა არ დაატანა.
- მიყვარხართ, ეხლა კი გავიქეცი სამსახურში მაგვიანდება.
- აი, ჩემი მანქანის გასაღები და წადი.
- რა საჭიროა მაა, ტაქსით წავალ.
- გამომართვი, რაც ჩემია ის შენი საკუთრებაცაა! სხვა დროს მეწყინება იცოდე.
- მიყვარხარ ძალიან, დროებით.
ჩასკუპდა მანქანაში, მუსიკები ჩართო და დაძრა. მალე მივიდა, საცობი არ იყო, თან სწრაფად უყვარს ტარება.
პაციენტები ბლომად ჰყავდა, ხუთ საათზე დაამთავრა მიღება. რამოდენიმე ოპერაცია ჩაატარა, ყველა კარგად დასრულდა. კაბინეტში დაბრუნდა, სავარძელში ჩაესვენა, ტელეფონის ზარმა მოიყვანა აზრზე.
- ლიზიკუნა, რას შვები როგორ ხარ?
- ძალიან დაღლილი ვაჟ, შენ?
- ,, ვირის კუდივით ვტოკავ’’, - სიცილით უთხრა. - ხვალ სვანეთში ვაპირებთ ყველა წასვლას. შენც უპრობლემოდ წამოხვალ, ძალით არ მომიწევს იმედია წაყვანა. შენს გიჟუნია მეგობრებსაც უთხარი. დილით ადრე გავდივართ, შენს სახლთან შეიკრიბნენ გადაეცი, ჩვენც მანდ მოვალთ.
- ამოისუნთქე. - გადაიკისკისა. - კაი, რამდენი დღით წავალთ?
- ერთი კვირით, რვა საათზე მზად იყავით. გკოცნი ბევრს მაგ ლოყუნებზე, გავიქეცი. - მართალია დიდი ხანი არ არის რაც იცნობდა, მაგრამ უკვე შეისისხლხორცა.
- კაი, მეც გკოცნი, მოკითხვა ყველას.
მეგობრებს მისწერა. ხალათი გაიხადა, საკიდზე დაკიდა და უფროსის კაბინეტისკენ წავიდა. კარებზე დააკაკუნა, ნებართვის შემდეგ შევიდა.
- გამარჯობა, გურამი ძია, ერთი კვირით მინდა შვებულების აღება.
- კარგი შვილო, ხომ ყველაფერი კარგადაა? - უყვარს ეს კაცი, ყოველთვის შვილივით ექცეოდა.
- კი, კარგადაა მადლობა. კარგი ცოტახანში შევხდებით. - თბილად გაუღიმა და კაბინეტი დატოვა.
სახლში წავიდა, მალე მივიდა. მისაღებში დახვდა ტასო და თაკო, ყავას მიირთმევდნენ.
- დღეს მორიგე არ ხარ შვილო? კარგად ხარ?
- კი დეე, ხვალ სვანეთში მივდივართ. თაკო, შენც და ბარგი ჩაალაგე, ადრე უნდა გავიდეთ.
- ვინები მიდიხართ?
- ჩემები და ნიკოლოზის ტყუპები, მათი მეგობრები.
- კარგია, როგორ მინდა მათი გაცნობა და თათიას ნახვა. - თვალებში, სევდა ჩაუდგა.
- მალე ნახავ დეე, სულ მალე. - მივიდა და ჩაეხუტა. - ძალიან დაღლილი ვარ, დღეს ბევრი პაციენტები მივიღე.
- მიდი დაიძინე, მე ჩაგილაგებ ყველაფერს.
- მსოფლიოში საუკეთესო ხარ, ძილი ნებისათ.
თავის ოთახში შევიდა. დუშის ქვეშ ცოტახანი დაჰყო. წყალმა მოადუნა, პიჟამოები ჩაიცვა და დაწვა. დილით მაღვიძარამ გამოაღვიძა, თავი მოიწესრიგა და მისაღებში გავიდა. თაკო, ამდგარი დახვდა, ყავა დალიეს კრუასანთან ერთად. ტელეფონზე დაურეკეს და სახლი დატოვეს. ბარგი მანქანებში ჩაალაგეს და შიგნით მოთავსდნენ.
ლიზას თორნიკეთან მოუწია დაჯდომა, თან წინა სავარძელზე. სალონი მისი სურნელით იყო გაჟღენთილი, ღრმად ჩაისუნთქა და ფილტვები აივსო. უკან ანდრია და თაკო მოთავსდნენ.
გზად ზუგდიდში გაიარეს. დადიანების სახლმუზეუმი მოინახულეს. ფოტოები გადაიღეს და გზას გაუდგნენ. სვანეთის სილამაზემ ყველა მოაჯადოვა, სიტყვებს ვერ ნახულობდნენ მის აღსაღწერად.
სოფელ ლატალაში მივედნენ მოსალოცად. უძველესი ეკლესია ნახეს, რომელიც მე-10 მე-11 საუკუნის ფრესკებით თარიღდება. იქაური ჰაერის სუნთქვით ლიზა, ვერ კმაყოფილდებოდა და რაც შეიძლება ღრმად სუნთქავდა. უნდოდა ბოლომდე გახვეულიყო მისი ფილტვები სვანეთის სურნელით.
- წავიდეთ რაა.. - ანაბელმა წუწუნი დაიწყო. - მივიდეთ სახლში, დავლაგდეთ და მერე გამოვიდეთ ისევ, - დაღლილი ხმით უთხრა. მართლაც და ყველანი დაღლილები იყვნენ. თბილისიდან მესტიამდე მგზავრობა, ხუმრობა საქმე როდია. ყველამ ერთხმად დაეთანხმნენ და გზა გააგრძელეს.
სახლში მალე მივიდნენ, იქ კი დიასახლისი დახვდათ, ვინც სახლს უვლიდა, სანამ იქ იქნებოდნენ გაუმასპინძლდებოდათ. სანამ ამობარგდნენ მოსაღამოვდა კიდეც. ღამის გათევა გადაწყვიტეს, თბილი ტანსაცმელი ჩაიცვეს და ეზოში გავიდნენ ბევრი ტკბილეულით ხელში.
- აბა როგორია? ხომ მაგარია აქაურობა? - იკითხა ეიმფორიაში მყოფმა ლაზარემ.
- აუ, კიი ძააან მაგარია. - ანაბელიც მის დღეში იყო.
- თქვენ რომ არა, ამ სილამაზეს და ბედნიერებას ვერც ვეზიარებოდით. - გარემოს თვალიერებით გართულმა თქვა ლიზამ.
- გინდათ გაგაცნოთ აქაურობა და მისი ადათ წესები ?! - ინტერესით იკითხა თორნიკემ.
- კი მაინტერესებს. - უპასუხა ანაბელმა, ლიზამაც თავი დაუქნია.
- ახლა ჩაირთვება ენციკლობედია - სიცილით თქვა ბართლომემ.
- მოდით, ჯერ სვანურ ენას გაგაცნობთ, - ხმა ჰქონდაა რაღაც საოცრება, ხავერდოვანი. მამაკაცური და სვანური აქცენტი დასდევდა მის საუბარს. რაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო. ლიზა, განაბული უსმენდა. - სვანური ენა ქართველური ენების ჯგუფს მიეკუთვნება და საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში, ძირითადად სვანეთში მცხოვრები ხალხის მშობლიური ენაა. სვანურად დაახლოებით 30.000 ადამიანი საუბრობს მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, ენგურის, ცხენისწყლისა და კოდორის ხეობის გასწვრივ მდებარე დასახლებებში. სვანური ენა ოჯახურ და არაოფიციალურ სოციალურ ურთიერთობაში გამოიყენება. მას წერილობითი სტანდარტი ან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია...
- სვანურად შეგიძლია საუბარი? - დაინტერესდა თიკა.
- კი, ვფლობ კარგად. - ღიმილით უპასუხა.
- მიყვარხარ, როგორ არის ? - ჰკითხა ანდრიამ.
- ,, მი სი მალატ’’ - ლიზას უყურებდა თვალებში. გოგონა კი დაიბნა, კოცონს გაუშტერა მზერა.
- ,,როგორ ხარ ?’’ - ანაბელიც დაინტერესდა.
- ,,მაგვარდ ხარიდ?’’ ცოტა რთული სასწავლი კი არის, მაგრამ თუ გაინტერესებს ადვილად ისწავლი.
მათთან ქალბატონი მივიდა ვახშამი გაემზადებინა და აცნობათ. წამოიშალნენ ყველანი, ძალიან შიოდათ. ისეთი გემრიელი სურნელი ტრიალებდა სახლში, სული ელეოდათ. როგორც იქნა შემოუსხედნენ მაგიდას. პირველი რაც აინტერესებდათ და გადაიღეს საჭმელად თეფშზე, იყო კუბდარი. ძალიან მოეწონათ. ანაბელმა, სწავლის სურვლიც კი გამოთქვა, მისი ერთ - ერთი ჰობი საჭმელების მომზადება იყო. დიასახლისს მადლობა გადაუხადეს და მაგიდის ალაგებაში დაეხმარნენ. ბიჭები კოცონთან დაბრუნდნენ. თეფშები დარეცხეს, დაგავეს, მიალაგეს. დიასახლის ძილინებისა უსურვეს და მათ შეუერთდნენ.
- აუ, თოკა, მიცვალებულების შესახებ მოუყევი ისტორია. - წამოიწყო ვაჟიკომ.
- კაი რაა, ამ შუაღამისას რა მიცვალებულები აგიტყდა. - აწუწუნდა სალომე. ლიზა დაინტერესდა და თავი ასწია, მის შავ სფეროებს წააწყდა, სიბნელეში უფრო ბნელი მოსჩანდა.
- კარგი მოვყვები.. - განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სვანეთში გარდაცვლილებს. ჩვენში ღრმად სწამთ, რომ სული, ხორცთან განშორების შემდეგ განაგრძობს არსებობას, რომ ამქვეყნად მყოფებმა ისინი ყოველთვის უნდა გაიხსენონ და პატივი სცენ. სულთა მოხსენიების დღეებში, ყველა ოჯახი სახელდახელოდ ემზადება. ამზადებენ საუკეთესო და მრავალფეროვან კერძებს, რადგან სჯერათ, რომ თუ სახლში სტუმრად მოსულ ოჯახის გარდაცვლილთა სულებს, არ გაუმასპინძლდნენ საკადრისად, იქ საუფლოში კუთხეში ღარიბულ სუფრას უსხედანო, ხოლო სხვები მდიდრულს. ამიტომ ყველა ცდილობს ნაწყენი არ გაუშვან საუფლოში თავიანთ ახლობელთა სულები.
ფარის თემში და ზოგადად სვანეთში, თავისებურებით გამოირჩევა შობის დღესასწაული. შობა ღამეს ოჯახი ამზადებს საკურთხს სულებისათვის, აუცილებელია კორკოტი სუფრაზე. აცხობენ ლობიანებს, ამზადებენ სხვადასხვა სამარხო კერძებს. ითვლება, რომ ამ ღამეს ოჯახის გარდაცვლილთა სულები სახლში მოდიან სტუმრად. დიასახლისი გაშლის სუფრას, სკამებს გამოწევს, სულთა დასაჯდომად, კარს გაღებს, თვითონ მაგიდასთან ჩაცუცქდება და სულებს სთხოვს დაიფარონ ოჯახი ყოველგვარი ცუდისა და ბოროტისაგან, მიიღონ ის რაც მათთვის მომზადდა და ოჯახს ყოველივე კარგი დაავანონ, ხოლო მამკაცი ამ დროს ფეხზე დგას და ჭიქა არყით შეუნდობს, სთხოვს ოჯახის მფარველობას. სულები ოჯახში სამი დღე რჩებიან, სამი დღის განმავლობაში დიასახლისი ზრუნავს სულების პატივისცემაზე, ოჯახი ცდილობს მშვიდად და უხმაუროდ იყოს ,რათა არ დააფრთხონ სულები. მესამე დღეს სულები მიდიან თავიანთ საუფლოში სათათბიროდ ანუ ლალხორთე. აქ წყვეტენ ოჯახის ავ-კარგს, საღამო ჟამს უკან ბრუნდებიან და მათ დიასახლისი ახვედრებს ცხელ ფაფას ან ღომს, რომელსაც ასდის ოხშივარი, ეს აუცილებელია რადგანაც ითვლება, რომ სულები გათოშილები მოდიან და თბილი კერძი მადლია მათთვის. იმ ღამეს სუფრა მთელი ღამე გაშლილია, დიასახლისმა ღამის განმავლობაში სამჯერ უნდა წაუქციოს ჭიქა. გამთენიისას დიასახლისი გააცილებს სულებს, ის სთხოვს სულებს კარგი ფეხი დაუტოვონ ოჯახს, მშვიდობა და სიკეთე დააბედონ და კარს უღებს და მაგიდიდან კარამდე არაყს უქცევს, თითქოს გზას უჩვენებს. ზოგჯერ ეს დღეები მოკლდება და სამ დღეს გრძელდება, ამ მოვლენას ხორკობს უწოდებენ და თვლიან, რომ ეს წელი ნაკლებად მოსავლიანი იქნება. ამდენად,სვანურ რეალობაში ეს უცნაური, თითქოს მითოსური ჩვეულებები ჯერ კიდევ არსებობს და ის სვანი კაცის კულტურის ნაწილია. - ლიზა ინტერესით უსმენდა, სხვებს კი შიშისგან თვალებ დაკვესებულები იყვნენ. ვაჟიკო ჩუმაად წამოდგა და გაიპარა, თეთრი გადასაფარებელი აიღო, თვალები ამოუჭრა და თავზე ჩამოიცვა, მიეპარა და იმხელა ხმაზე დაიყვირა.
- მოვედიიიიი.. მიქელაამ გამომგზავნა თქვენს წასაყვანაად.. - თან რაღაც არარეალურ ხმებს გამოსცემდა. გოგოებმა კივილი მორთეს, ლიზას არ შეშინებია მარტო.
- ოჰ რა დეგენერატი ხარ რაა. - გამოლანძღეს გოგოებმა, ბიჭებმა კი ბევრი იცინეს.
- ერთი იდეა მაქვს,- წამოდგა დამიანე. - მოდით ყველამ ჩვენ ჩვენი საყვარელი ლექსი ვთქვათ.
- კარგია,მომწონს. - დაეთანხმა პირველი ანაბელი, ყველამ მოუწონეს იდეა.
- იდეის მომწოდებელმა დაიწყოს . - ლიზამ შესთავაზა.
- კარგი რა პრობლემაა.. "რაც უფრო შორს ხარ". მაფანატებს ამ ლექსზე. - ანაბელს მიუბრუნდა, თვალებში ჩახედა და დაიწყო კითხვა.
- რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული. - ყველამ მხურვალე ტაშით დააჯილდოვა.
- ეხლა მე ვიტყვი - ნინომ დაიწყო, თან მზერა ლევანს გაუსწორა.
კიდეზე ჩამომჯდარი ფეხებს აბაკუნებ,
ჭირსაც წაუღია ყველა მონატრება.
ყელში ამოსული ოხრავს ნერვები და მაჯას ეხეთქება
შენი ირონია,
ზეცა იბურება უკვე თავხედურად ,
ჯერ კი ადრეა და მაინც დაღამდება..
თავში მოქცეულა ყველა ქაოსი და გული რომ გამისკდეს ,რაღაც არ მგონია ..
ვიცი მარაზმია შენი ყველა სიტყვა ,
ვითომ წრფელი ხარ და გრძნობებს ამარხულებ...
თოვლს გავხარ არ მოსულს იანვრის პირზე და
საკენკს რომ ააცლი იისფერ იადონებს..
***
დაუსაბამოდ მოხვედი რადგან ,
დასაბამიდან გაქვს ჩემი ვალი,
თავისუფლება ჩემთვის შვებაა შენთვის კი მხოლოდ გამოსავალი..
- ახლა კი ანდრიას ჯერია. - ლიზამ თქვა.
- კარგი, თემო არაბულის ლექს ვიტყვი
***
ფრთები გაშალე ანგელოზო,
ცისფერი ფრთები,
და შენი გულით გადამმალე ზეცის გადაღმა,
თორემ მკვდრის ფერი დამედო და დღითიდღე ვკრთები,
მე შენი ფრთები მიშველის და სისხლის გადასხმა,
შენი გულიდან...
ცოტა მაინც ვიგრძნო სიცოცხლე,
და რომ ძილის წინ,თენებამდე მთვარეს ვუყუროთ,
მე ჩემი გულის ყველა ძგერა გადმოგილოცე,
ჰოდა გაშალე...
ვიცი ფრთებსაც მალავ უთუოდ.
ფრთები გაშალე ანგელოზო !!!
ცისფერი ფრთები,
ცასაც ავცდეთ და იმ ცის ზემოთ კიდევ ათას ცას,
გიყურებ !
მერე თვალებიდან ვიცი და ვხვდები,
ერთხელაც გაშლი,
ნეკნებთან რომ მალავ რაღაცას.
ფრთები გაშალე ანგელოზო !!!
ცისფერი ფრთები.
- შემდეგი იქნება თორნიკე - მორიდებულად ჩაილაპარაკა, მისთვის არც შეუედია.
- მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს,
იფარავდეს შინდი
შეციებულ ჩიტებს
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
გიკითხავდე ლექსებს,
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე ლამაზ
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე მშვიდი,
თბილი წვიმით წვიმდეს
და შენ ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.. - გრძნობდა მის მწველ მზერას, მაგრამ არ უყურებდა.
- ეხლა გოგონი შენი ჯერია. - ანაბელმა მიუგო.
- კარგი.
- სიცივე მიდის,
არ სჩვევიათ სეზონებს მოცდა,
მოვიდა მარტი
და თვალები გაზაფხულს გიგავს,
არაფრის მთქმელი
როგორ მტანჯავს სიჩუმე როცა
სხეულში ვმალავ
მონატრების საშინელ გრიგალს...
და ხშირად ვფიქრობ
რომ ზამთარი ყველაზე კარგი,
დაემთხვა იმ წელს
როცა მივხვდით ერთმანეთს ვგავით
და რომ ზამთარი
მაშინ გახდა ყველაზე მკაცრი
როცა ერთმანეთს
შევამჩნიეთ თვალებში ბზარი...
და ისე ხდება
ზღაპარი რომ ცუდად მთავრდება
და
ბრალიანად ჩაივლიან უბრალო წლები
თუ ის დღეები
რაც შევქმენით
გაფერმკრთალდება
არ მეყვარები,
მაგრამ ვიცი მემახსოვრები...!
- მე ლექსი რომ არ წავიკითხო და მხოლოდ გიმღეროთ, არა?! -საცოდავად დამანჭა სახე სალომემ.
- კი ბატონო იყოს სიმღერა. - ერთხმად დაეთანხმნენ, სახლიდან გიტარა გამოიტანა და უკან დაბრუნდა. სიმები მოსინჯა და სამღერად მოემზადა. ბართლომესკენ გაეპარა თვალი მაინც, ისიც უყურებდა, ანთებული ლურჯი თვალებით. ,,ახ, ტურფავ, ტურფავ.’’ დაიწყო და სამი ხმაც აჰყვა. კარგადაც გამოსდიოდათ სიმღერა და სასიამოვნო მოსასმენი იყო შესაბამისად. ბიჭები გატრუნულები უსმენდნენ. სიმღერა დაასრულეს. ფეხზე მდგომი ოვაციები არ დააკლეს. ბართლლომე კი გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა. ლიზამ შეამჩნია და ეშმაკურად ჩაიცინა.
სვანეთში ყოფნით და იმ წუთებით ტკბებოდნენ. იქ ცაც კი სხვანაირი იყო, მოკრიალებული და ვარსკვლავებით მოჭედილი. შესცივდათ. უკვე კოცონიც ვერ ათბობდათ, დილის ექვსი საათი დაიწყო. ერთიანად წამოიშალნენ და დასაძინებლად წავიდნენ. ოთახებისკენ გაემართნენ სიცივისგან აბუზულები.
ასე მშვიდად და გემრიელად ბოლოს როდის ეძინა არ ახსოვს.
დილით მამლის ყივილმა გააღვიძა. სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. გოგონებს გადახედა, ყველას ეძინა. საათი დილის 8 : 15 წუთს უჩვენებდა. მზის ამოსვლას ვერ დაესწარო, გული დასწყდა. აინტერესებდა დილით ამომავალი სვანეთის მზე როგორი იყო. ზღვაზე წასვლისას ყოველთვის უყურებდა, არც ერთ დღეს ტოვებდა. თბილად ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა, დიასახლისი უკვე ფუფუსებდა სამზარეულოში.
- გამარჯობა. - თბილად გაუღიმა.
- გაგიმარჯოს შვილო, რა მალე ამდგარხარ. - მანაც თბილად გაუღიმა.
- სუფთა ჰაერზე მინდა გავლა. - გარეთ გავიდა.
პირი დაიბანა სპეციალურად ეზოს ონკანის წყლით. ცივი იყო, ცივზე უარესი, გაყინული. ესიამოვნა, თითქოს კანმა სუნთქვა დაიწყო, ისეთი შეგრძნება დაეუფლა. დილის სვანური ჰაერი ღრმად და ხარბად შეისუნთქა და სკამზე ჩამოჯდა. ცოტახანი მარტო იჯდა და ხედით ტკბებოდა, შემდეგ კი სახლში დაბრუნდა.
- დაჯექი შვილო, საუზმეს გაგიმზადებ ახლავე. ხაბიზგინებს ვაცხობ, მოგეწონება.
- არა, მე დილით ვერ ვჭამ საჭმელს და ჩემთვის ნუ შეწუხდებით.
- უბრალოდ მაყვალა დეიდა დამიძახე შვილო. - თბილად მიუგო.
- კარგი, ყავას მოვამზადებ ხომ დალევთ?
- დაჯექი, მე გავაკეთებ. - შეწინააღმდეგების მიუხედავად, თვითონ მოადუღა და ტკბილეულთან ერთად მაგიდასთან დაალაგა. ოთახში ანაბელიც შევიდა, მიესალმათ.
- მოგეხმარები გაკეთებაში. ძალიან მინდა აქაური ცხოვრებით ვიცხოვრო ეს 1 კვირა, და ამაში თქვენ უნდა დამეხმაროთ. - ღიმილით უთხრა, ლიზას გაუკვირდა.
- ქალაქელი გოგო და ასე მონდომებული სოფლის საქმეებზე, თუნდაც სახალისოდ, მე პირველად ვხედავ. - ჩაილაპარაკა თავისთვის და წინსაფარი მიუტანა. - ცომი გამზადებულია, შენ შეახვიე და ღუმელში შედე გამოსაცხობად. მხოლოდ ეს გევალება, მეტი არაფერი. მე გარეთ გავალ საქონელს მივხედავ. ხომ შეგიძლია რომ გააკეთო ეს? - ჰკითხა მაყვალამ.
- კი, კი, როგორ არა. - საკუთარ თავში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა.
- ძალიან კარგი, გავედი ახლა მე და დროებით.
ლიზა, მისაღებში გავიდა და სავარძელში, ღუმელის წინ მოკალათდა. კარების გახსნის ხმა გაიგო, ყურადღება არ მიაქცია, გაიფიქრა ,, ალბათ ვინმემ გაიღვიძაო’’.
- დილა მშვიდობისა. - გააჟრჟოლა, მთელ სხეულში დაუარა მისმა ხმამ. წამით გაიყინა იმავე პოზაში როგორც იყო, უცებ გამოერკვია, გაიმართა და მისკენ შეტრიალდა.
- დილა მშვიდობისა. - როგორც იქნა მოიფიქრა მისალმება. წამოხურდა სახეზე, წვავდა მისი გამოხედვა, მისი თვალის ფერი.
- როგორ ბრძანდები ქალბატონო ექიმო? - ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- კარგად ვარ, მადლობა. შენ როგორ ხარ ბატონო გამომძიებელო?
- მეც კარგად ვარ. - მის გვერდით ჩამოჯდა, მისი მზერა წვავდა.
- სვანეთში პირველად ხარ ხო? - უკვირდა ლიზას, მაგრამ მაინც ესაუბრებოდა.
- კი პირველად ვარ, აქამდე არ მქონია ბედნიერება აქაურობის ნახვის.. - სხვებიც გამოლაგდნენ ოთახიდან.
- მოემზადეთ და წავიდეთ სჯობს. - მიმართა ბიჭმა ყველას.
საუზმეს მორჩნენ და სვანეთის დასათვალიერებლად წავიდნენ.
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი და მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმი ნახეს. შემდეგ წავიდნენ უშგულის მიმართულებით. მოინახულეს ადგილობრივი სოფლები და ღირსშესანიშნაობები. იფარის წმ. გიროგის მონასტერი - კალა, ალაღამის და ლენჯერის ეკლესიები. უშგული - ლამარიას (ღვთისმშობლის) ეკლესია. ძალიან კმაყოფილები დავბრუნდნენ საღამოს სახლში.
მაღვიძარა დააყენა და დაიძინა.
დილის ხუთის ნახავარზე დარეკა.
ძალიან თბილად ჩაიცვა. პლედი აიღო და გარეთ ჩუმად გავიდა. ჯერ კიდევ ბნელოდა, ცა მუქი ლურჯად იყო შეფერადებული.
სახლს გრძელი შეედილი კიბე ჰქონდა მიდგმული, რომელიც სახურავს წვდებოდა. კიბეზე ავიდა, სახურავზე დაჯდა, პლედში გაეხვია და მზის ამოსვლას დაუწყო ლოდინი.
ნელ-ნელა ცისიერი ანათებდა ცას.
გვერდით დინჯად და უსიტყვოდ თორნიკე მიუჯდა და ცხელ-ცხელი ყავის ფინჯანი მიაწოდა, გომოართვა და თითები შემოაჭდო.
- კარგად მომზადებულხარ. - პლედზე მიანიშნა.
- ჰო, აქ საკმაოდ ცივა ამ დროს..
- არ გინდა ტრადიციების შესახებ მოგიყვე?
- კი, რატომაც არა.
- დამნაშავის გამოაშკარავებით დავიწყებ, ბევრი რამ ითქმის ამის შესახებ, სისხლის აღებაზე.
- კარგი..
- დავუშვათ, სოფელში რაღაც დაშავდა. გამოდის დაზარალებული და მიმართავს სოფლელებს: იცის ამ ფაქტის შესახ­ებ ვინმემ რამე? რა თქმა უნდა, სოფელში ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ მათი პასუხი მაინც იყო: ჩვენ არაფერი ვიცით ამ დანაშაულის შესახ­ებ. თუ ასეა, მაშინ მოდით, ვისაც დაგადებთ ხელს, დაიფიცეთ ეკლესიაში ხატის წინაშე, რომ ამის შესახ­ებ არაფერი იცით - სთავაზობდა დაზარალებული.
დათქვამდნენ დროს, როდის უნდა ჩატარებულიყო დაფიცების ცერემონია. შემდეგ, თუ რეალური დამნაშავე სოფელმა იცის, ერთი ჯგუფი მიდის დამნაშავესთან და ეუბნება: ჩვენ დაზარალებულმა გვთხოვა, დავიფიცოთ, რომ არაფერი ვიცით. შენ ხომ ჩაიდინე ეს?! ჩვენ არ "ჩაგიშვებთ", ოღონდ, შენ მიდი დაზარალებულთან და აღიარე დანაშაული, მოილაპარაკეთ და გაარკვიეთ. ჩვენ ტყულს ვერ ვიტყვით. ამის შემდეგ, დამნაშავე იძულებული ხდებოდა, მისულიყო დაზარალებულთან და საპროცესო გარიგება მომხდარიყო. თუ დამნაშავე პრეტენზიას განაცხ­ადებდა დაზარალებულთან გარიგებაზე, ის ჯგუფი დაუჯ­დებოდა და ეტყოდა: შენ ეს ხომ არ უნდა ჩაგედინა? ჩაიდინე და კიდევ ჩვენ გვაგდებ უხ­ერხ­ულ მდგომარეობაში?! აიძულებდნენ დაჰყოლოდა მათ რჩევას. ყველაფერი მორალით, რწმენით ხდებოდა. ეს ერთგვარი მხილების ინსტიტუტი იყო, რომლის შედეგადაც ყველა კაცად რჩებოდა. ამის შემდეგ, შერიგების ინსტიტუტიც ძალიან საინტერესო იყო...
- როგორ რიგდებოდნენ?
- შეახვედრებდნენ ორივე მხარეს, ანუ დამნაშავესა და დაზარალებულს ერთმანეთთან. დაზარალებული ეუბნებოდა: მე შეგირიგდები იმ შემთხ­ვევაში, თუ დააყენებ საკუთარ თავს ჩემს ადგილას, რაც მე დამიშავე, თუ მაპატიებდი ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი, დაიფიცებ ამაზე? ის ეტყოდა, დავიფიცებ. მაშინ დაუსახ­ელებდა 12 კაცს, რომელიც მასთან ერთად დაიფიცებდა. ყველანი დასხდებოდნენ, გაიაზრებდნენ სიტუაციას და საბოლოოდ, ყველა რიგდებოდა, ოღონდ აღიარებდა თავის შეცდომებს. კაცურად ხდებოდა ყოველივე.
- ძალიან საინტერესოა.
დაიწყო მზის ამოსვლა. ოქროსფრად აბრჭყვიალდა მწვერვალი. ნელ-ნელა ცისკენ მაღლდებოდა მზე და არემარეს თბილ სხივებს ჰფენდა.
თორნიკე, წამოდგა და დატოვა მარტო. ელიზაბეტი, მზის სხივებმა შეაწუხესდა ისიც მალე დაბრუნდა სახლში.
სუფრას ალაგებდნენ ლიზა და სალომე.
- ვის ოჯახშიც შენ შეხვალ მოკლედ, სალო ვის ოჯახშიც შენ შეხვალ . - შეაქო ანაბელმა, კერძის გასინჯვის შემდეგ.
- დაიქცევა ფეხათ - ბართლომემ თქვა და შემდეგი ლუკმის ჩადებას აპირებდა, მოულოდნელად, რომ ავიდა ჰაერში წყლით სავსე ჭიქა, შემდეგ გაჩერდა ბიჭის თავზე და გადაყირავდა. ალბათ მიწისძვრა იყო ან რაღაც მაგიური ძალა. წყლის წვეთებმა დენა დაიწყეს სახეზე. ისე იხედებოდა სიცილი ვერ გაბედეს. მაგრამ, ფხუკუნებდნენ, სახეზე ფერი აღარ ედოთ. სალომე, კი მშვიდად მიირთმევდა. მკვლელი მზერით, რომ შეხედა, კნუტის თვალებით გახედა.
- ვაიმე სულ გაწუწულხარ, წამოდი ტყუპების მაიკას მოგცემ. ცოდო ხარ საბრალოვ გაწუწულ წიწილას გავხარ. ბავშობაში წიწილას, რომ ჩავაგდებდი წყალში და შემდეგ, რომ ამოვიყვანდი იმას გავხარ, ოღონდ ის უფრო ბევრად საყვარელი იყო. - ნოველის პრემია და ოსკარი ეკუთვნოდა, მიმიკების დაჭერისთვის და ზე ირონიული როლის მორგებისთვის. ბართლომე, ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან. ერთი სული ჰქონდა მარტო როდის ჩაიგდებდა ხელში. ისე მიაბიჯებდა სალომე დერეფანში, თითქოს ამ საქმეში სუფთა ყოფილიყოს და არაფერი დაეშავებინოს.
ბიჭი თავის ოთახს, რომ მიუახლოვდა მაჯაში ჩაჰკიდა ხელი, შიგნით შეათრია და კარს ააკრო.
- შენ.. გინდა.. გინდა, რომ წყობიდან გამომიყვანო?! - დაუყვირა და ისე ახლოს მიიწია, ორივეს ცეცხლი ეკიდა. ბართლომე, კი აპირებდა ჰორმონები მოეთოკა და წესით ჩხუბისთვის იყო მზად, მაგრამ სალომე მისგან განსხვავებით, ასე დგომის სურვილი არ ჰქონდა. თავისუფალი ხელი სველ ლოყაზე მიადო, მისმა მხურვალებამ წამში ააორთქლა წყლის წვეთები ბიჭის კანზე. მეორე ყელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. მთელი სიშმაგით ლაშქრავდა ტუჩებს, ხან ზედას ხან ქვედას. ენას კბილს უნაცვლებდა. ბიჭმა, ცდუნებას ვერ გაუძლო და ისიც აჰყვა. კოცნიდა მთელი გრძნობით, თავდავიწყებით, მანამ სანამ ჟანგბადის მარაგი იყო საკმარისი. შემდეგ კი, მათი ბაგეები მოსწყდნენ ერთმანეთს, მათ შორის მანძილი კი, არ შეცვლილა. ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ და იწვოდნენ ცეცხლის ალში. მათი გულები, რიტმულად ერთ მელოდიას უკრავდნენ. თვალებიდან ვულკანი ფეთქავდა, ლავაზე კი ჭინკები ხორუმს ცეკვავდნენ. საოცარ ლტოლვას განიცდიდნენ ერთმანეთის მიმართ, რომელსაც ახსნა არ მოეძებნებოდა.
- რა.. თამაშს მეთამაშები?! - დაგუდული ხმით, ღრმად ჩასუნთქვა ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები.
- მე თამაში არ მიყვარს, რადგან წაგება და მოგება მეგობრები არიან. იმ თამაშს კი, არასოდეს ვითამაშებ, რაშიც იმედი არ მექნება, რომ გამარჯვებული დავრჩები. - უთხრა და კვლავ შეეხო მის ბაგეებს. - თუ მოინდომებ, წაგებული არც ეყოლება. - ოთახიდან გაუჩინარდა და სუფრასთან დაბრუნდა.
- ის სად არის?
- მაისური მივეცი და ოთახში დავტოვე. იქ, ხომ არ დავრჩებოდი რა წესია.. - ისე თქვა თითქოს, ორი წუთის წინ ქარბორბალა არ დაატრიალა, ბიჭის ოთახში. მორცხვი გოგოს შთაბეჭდილება დატოვა. ძლივს დაწყნარდა ბართლობე და სუფრას დაუბრუნდა. ლიზას, მათ შემყურე ეშმაკურად ჩაეცინა.
მალე ისაუზმეს, გოგოებმა სუფრა ალაგეს. ჭურჭელი დარეცხეს და ბიჭებთან მისაღებში გავიდნენ. სახლში აპირებდნენ დღის გატარებას.
- ყავას ხომ ყველა დალევთ? - ლიზამ იკითხა.
- კი .. - ყველა დეთანხმნენ, უთხრეს ვის როგორი უყვარდა. თაკო გაჰყვა დასახმარებლად. მალე მოამზადეს ყველაფერი, მისაყოლებელი მოიმარაგეს და უკან დაბრუნდნენ.
- აუ, მოდით ანეგდოტები მოვყვეთ, დროს გავიყვანთ. - იდეა წამოაყენა ლაზარემ.
- აა, რა ძმა მყავს, მე ვიწყებ. - მოუწონა იდეა ვაჟიკომ. - ,, სვანი შეყვარებულს უკნიდან მიეპარება. პანჩურს ამოარტყავს და წაიმღერებს, მე გაზაფხულივით მოგეეპარეე.. ‘’ - ყველას გაეცინა.
- უძლეველი ნინძა დამწყვდეული ჰყავთ ოთახში. შეუშვეს 15 -ი კაცი და 20 წუთში 15 - ე მოკლა, შემდეგ შეუშეს 30 - ი ადამიანი და 40 წუთში ყველა დახოცა. ბოლო შეუშვეს ერთი სვანი, გავიდა ერთი საათი, ორი საათი, სამი საათი და შევიდნენ ოთახში. ნინძას თავი აქვს მოჭრილი და შუაზე გადაჭრილი, სვანს კი თავი აქვს ჩამოხჩობილი, ქვემოთ კი წერილი დევს. გახსნეს წერილი და კითხულობენ.
,, აქ ხო დედა ვუტირე, ახლა იქ ნახე, რა ვუქნაო’’ - სიცილისგან ერთმანეთს ასკდებოდნენ.
- მეფუტკრემ სკას თავი ახადა და დაინახა, შიგ სვანი ზის:
- აქ რა გინდა? - ჰკითხა გაოცებულმა.
- დაახურე დროზე, თაფლობის თვე მაქვს! - უპასუხა სვანმა. - სიცილით ძლივს ითქვავდა ანდრია სულს და ისე ყვებოდა.
- კახელს ეკითხებიან
- როგორი სიდედრი გყაავსო?
- რას ამბონ ჯოი, ჩემი სიდედრი ოჯახის განძია ბიჟოი.
- ვაა, ასეთი კაია შე კაცო?
- მააშ, ეგეთია შემეშინდა რო არავის მაეპარა, ჩემი განძი და წინა შაბათს მიწაში ღრმად ჩავმარხე. - ლიზა, ყვებოდა და კისკისებდა, თორნიკე კი თვალებ გაბრწყინებული შესცქეროდა.
ასე სიცილ კისკისით გაიყვანეს, საღამომდე დრო.
- წამოდით რა, წრეშიბურთი ვითამაშოთ, ბავშობა გავიხსენოთ. - შესთავაზა სალომემ. - თან ბურთიც გვაქვს.
- მომწონს, კარგია ვითამაშოთ. - მხარი აუბა ანაბელმაც, არც სხვები იყვნენ წინააღმდეგნი, ამიტომ გადანაწილდნენ.
ლიზა, ანდრია, თაკო, ვაჟიკო, დამიანე და ლაზარე, ერთ გუნდში იყვნენ. ნინი, სალომე, ბართლომე, ლევანი, ანებლი და თორნიკე ერთად.
წრეში ლიზას გუნდი ჩადგა, ყველა დაჭრეს, ამიტომ მეორე გუნდი შევიდა წრეში. ცოტახანი შესვენება გამოაცხადეს, სალომე ბურთს ათამაშებდა ხელში, სულ შემთხევით, ბართლომეს სახეში მოხვდა ბურთი. გამწარებულ ბიჭს კი კნუტის მოჭუტული თვალებით გახედა. მხრები აიჩეჩა, მე რა შუაში ვაარო. როგორ უნდოდა მიეხჩო, ოღონდ ხელებით კი არა, კოცნით. ცოტახანი კიდე ითამაშეს, მოსაღამოვებულზე კი, სახლში შელაგდნენ. შხაპი მიიღეს და ივახშმეს.
საიდანღაც გიჟმა ვაჟიკომ, სიმინდი გააჩინა, ამიტომ გადაწყვიტეს კოცონი დაენთოთ და შეეწვათ. თბილად ჩაიცვეს, მარილი და სიმინდი აიღეს და გარეთ გავიდნენ. ცა, ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, ლიზა მონუხსული უყურებდა. ბიჭებმა კოცონი დაანთეს, წითლად მოგიზგიზე ნაკვერჩხლებზე, კი სიმინდი დაალაგეს.
- მოდით სიმართლე და მოქმედება ვითამაშოთ. - იდეით გამოვიდა ნინი. ყველასგან თანხმობა მიიღო, ამიტომ დაიწყეს. - ლიზა შენ დაიწყე.
- ბართლომე, ს თუ მ ? - ეშმაკურად უციმციმციმებდა თვალები.
- მოქმედება. - მიუხვდა სიეშმაკეს.
- კარგი ნება შენია, ადექი სალომე მუსიკას ჩაგირთავს - გოგონას თვალი ჩაუკრა. - და შენ კიდევ, წარმოიდგენ შუაში ბოძია ჩარჭობილი, მის გარშემო კიდევ სტრიპტიზს იცეკვებ. - სიცილით უთხრა.
- კარგი რაა.. - აჯუჯღუნდა, მაგრამ წამოდგა. სალომემ Ash Riser - You Know I'm No Good ჩაურთო, ბიჭმა კი ცეკვა დაიწყო. ხელებით ბოძზე მოხვევის იმიტაცია გააკეთა, კურტუმს სექსუალურად ამოძრავებდა, ჩადიოდა- ადიოდა. ყველა იცინოდა, აი სალომე კი ნერწყვებს ყლაპავდა, მის შემყურე. ბოლოს ადგილი დაიკავა. ლიზას შეხედა და შეკითხვით გამოვიდა.
- ს თუ მ?
- სიმართლე. - დაეჯღანა.
- ლიზა, ბოლოს როდის აკოცე მამაკაცს? - თვალი ჩაუკრა.
- ტყუპების წვეულებაზე. - უთხრა და ლოყები აუწითლდა, თორნიკე კი ირონიულად უყურებდა.
- თორნიკე ს თუ მ ? - ანაბელმა იკითხა.
- სიმართლე. - გაუღიმა გოგონას.
-ბატონო გამომძიებელო, არის თქვენს ცხოვრებაში ქალი, რომელიც გიყვარს?
- კი არის. - ლიზა, პასუხის მოსმენისას, გული ყელში მოებჯინა, თვალებზე ცრემლი მოადგა, იმის გაფიქრებისას, რომ სხვა ჰყავდა მას კი მასხრად იგდებდა.
ასე თამაშ - თამაშით დაათენდათ თავზე, აიშალნენ და დასაძინებლად წავიდნენ. სალომემ მაღვიძარა დააყენა, დილის გეგმის შესასრულებლად.
დილის ხუთ საათზე გაიღვიძა.
ხალათი მოიცვა და ჩუმად გაიპარა გარეთ. სამზარეულოში ჩავიდა ტოლჩის ასაღებად, წყლით გაავსო და ბართლომეს ოთახში შეიპარა. ცოტახანი მისი ყურებით დატკბა. წელს ზემოთ შიშველი იყო, მის უნაკლო, ნავარჯიშევი სხეული თავს იწონებდა. ახლოს მივიდა, წყლის ტოლჩა ტანზე და თავზე გადაავლო. წამში კარებთან გაჩნდა და გამოხსნა, ჯერ ყურებით უნდა დამტკბარიყო.
დაფეთებული წამოხტა ლოგინზე, გიჟივით იყურებოდა აქეთ -იქით.
- ა.დ.შ , უხ რა ცივია, ამის დ.მ რა ცივია, რა ხდებააა.. - ღრიალებდა გაბრაზებული დათვივით. - შენ.. შენ.. გეფიცები შემომაკვდები გოგო, ვერ გადამირჩები . - ადგომას აპირებდა, მაგრამ სალომე უკვე არსად ჩანდა. უკვე მის ოთახის კარებთან იყო, ჩუმად შევიდა, თავის საქციელზე გაეღიმა ეშმაკურად და გადაეშვა მორფეოსის სამყაროში.

***
სავადმყოფოში არ იყო წასასვლელი, სახლშიც მარტო იმყოფებოდა, ამიტომ გვიანობამდე ეძინა. როდესაც გამოეღვიძა, შხაპი მიიღო, მოწესრიგდა და სამზარეულოში გავიდა. ყავა მოიდუღა და მისაღებში გავიდა. ტელევიზორი ჩართო და არხებს დაუყვა. საინტერესო არაფერი გადიოდა. კარებზე აზარუნებდნენ, გასაღებად წავიდა, ზღრუბლზე თვით მარიკა სამხარაძე იდგა. გაოცებისგან ,, თვალები შუბლზე აუვიდა’’ , ბოლო შეხვედრა გაახსენდა, მაგრამ იმ ამაყი ქალისგან არაფერი აღარ იყო დარჩენილი. გვერდით გაიწია და ქალი შემოატარა. კარები მიხურა და მისაღებისკენ წავიდა, ისიც უკან მიყვებოდა.
- რამეს ხომ არ დალევთ?
- კი, წყალს თუ შეიძლება. - თვალებში ვერ უყურებდა, თავის სიბერისგან დანაოჭებულ ხელებს დაჰყურებდა. მალე დაბრუნდა სამზარეულოდან და ფინჯანი გაუწოდა. ისიც დივანზე ჩამოჯდა, დაელოდა როდის დაიწყებდა საუბარს.
- ალბათ გიკვირს ხომ აქ რას ვაკეთებ?! რა ნამუსით მოვედი, იმის მერე რაც ცხოვრება დაგინგრიე და სიყვარული დაგაკარგინე.. - მხრები აუკანკალდა ნერვიულობისგან. - გეფიცები, ყველაფერ წმინდას გეფიცები, ვინანე ჩემი საქციელი. მოგძებნე, ბევრი გეძებე, მაგრამ არსად იყავი, ვერ გიპოვე.. - თვალის უპეებიდან, დანაოჭებულ ლოყებზე, დაიწყეს დენა ცრემლებმა. - ვიცი, რომ გძულვარ, არც გამტყუნებ.. უბრალოდ, თუ როდესმე შეძლებ მაპატიე, გთხოვ მაპატიე. - ფეხზე ძლივს წამოდგა, თითქოს ბეჭებზე მძიმე ტვირთი აჰკიდეს და სიარული უჭირდა, მასთან დაიჩოქა. - ვიცი ღირსი ვარ, რომ სახლიდან გამაგდო, სახეში შემომაფურთხო, გამლანძღო.. მაგრამ, შენ ჩემზე მაღლა დგახარ. შენმა გაზრდილმა შვილმა მაპატია. ჩემზე ძლიერი გამოდექი, ასეთი კარგი შვილი აღზარდე. ვამაყობ, რომ ის ჩემი შვილიშვილია.
- გთხოვთ წამოდექით. - მოეხმარა წამოდგომაში, დივანზე ჩამოსვა და გვერდით მიუჯდა. - არ ვიცი რა გითხრათ.. მართალია გამანადგურეთ, სიცოცხლის სურვილი მომისპეთ.. არ ვიცი, როგორ შევძლებდი სიცოცხლეს. ღმერთს ჩემთვის ჩემი შვილის სახით სასწაული, რომ არ მოევლინა. მან გამაძლებინა, მის გამო ვიყავი ძლიერი. ჩემმა შვილმა შეძლო პატიება, იმ წლების შემდეგ, რაც მამის გარეშე გაატარა. ის ცრემლები, მის გამო, რომ ღვრიდა. უნდოდა როგორც სხვა ბავშვებს აკითხავდათ მამები, ბაღში ისე მასთანაც მისულიყო.
საკუთარ თავს თუ აპატიებთ ჩათვალეთ, რომ მეც გაპატიეთ. ალბათ ასე იყო, დაწერილი და მოხდა კიდეც. ღმერთმა კვლავ შეახვედრა მამა- შვილი, მან გადაარჩინა, ესეც ბედი იყო ალბათ. წარსულში დარჩა ძველი ტკივილები, მთავარი მომავალია.. - ბოლოს მაინც თბილად გაუღიმა. ის მაინც მისი საყვარელი ადამიანის დედა იყო, რაც მთავარია მის თვალებში სინანული იკითხებოდა. - ფეხზე წამოდგა და ლასლასით წავიდა კარებისკენ.
გაოგნებული უყურებდა, იმ ადგილს სადაც მარიკამ გაიარა. კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ის ქალი იყო კაფიდან.
***
დილით ადრე ადგნენ ისაუზმეს და გადაწყვიტეს ლამარიას ციხე-კოშკი, მონასტერში წასულიყვნენ. მანქანებში მოთავსდნენ და გზას გაუდგნენ, მალე ადგილზე იყვნენ.
- ამ ადგილს ყველა იცნობს სახელით ,,უშგულ ლამარია’’ - თორნიკემ, როგორც ყველაფრის მცოდნემ დაიწყო. - ღვთის მშობლის სახელობის ტაძარია, მამათა მონასტერი, მეათე საუკუნეში აგებული.
გარემო მოათვალიერეს, თავშლები მოიხვიეს გოგოებმა და ტაძარში შევიდნენ ყველანი. ლიზა, თავდახრილი შევიდა ეკლესიაში და ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ხატისკენ წავიდა. მორჩილად ემთხვია ხატს და შემდეგ ტაძარს მოავლო თვალი. ტაძარი მოხატული იყო წმინდანებით. შიგნით სიმშვიდე სუფევდა. ღვთის მშობლის ხატთან მდგარ სასანთლეს მიუახლოვდა, სანთელი ჩაარჭო ქვიშაში და პირჯვარი გადაიწერა. გულში, ღვთის მშობლის ლოცვა წარმოსთქვა, შემდეგ კი ღმერთს თავისთვის და მეგობრებისთვის წყალობა სთხოვა. ყველა ხატთან დაანთო სანთელი. ილოცა, შემწეობა ითხოვა. გამოსვლისას შეტრიალდა, თავი დახარა, პირჯვარი გარდაისახა და მეგობრებთან მივიდა.
ბევრი სურათი გადაიღეს. თორნიკე შორიდან უყურებდა. არ უყვარს სურათების გადაღება ვაჟბატონს ლიზას მსგავსად. ცალკე იყვნენ და გარემოს ათვალიერებდნენ. ამ დროს ანაბელმა ორივეს დაუძახა და სურათი გადაუღო.
შემდეგ მუზეომისკენ აიღეს გეზი, სურათები გადაიღეს და შიგნით შესულები ინტერესით აკვირდებოდნენ გარემოს. უსმენდნენ გიდს და ყურადღებით კითხულოდნენ წარწერებს.
სახლში დაღლილები დაბრუნდნენ. დიასახლისმა ვახშამი დაახვედრათ. თავი მოიწესრიგეს და სამზარეულოში შევიდნენ. მაგიდას მიუსხდნენ და ივახშმეს. ყველამ, რომ დაასრულა, სუფრა აალაგეს. მზესუმზირა მოხალეს და გარეთ გავიდნენ.
საუბრობდნენ სხვადასხვა თემაზე. იმღერეს, იცეკვეს და შემცივნებულებმა, გადაწყვიტეს დაეძინათ. დილით კი, სიყვარულის კოშკის მოსანახულბლად წავიდოდნენ.
დილით ადრიანად ადგნენ. მოწესრიგდნენ, ისაუზმეს და გარეთ გავიდნენ. ცხენებით წასვლა გადაწყვიტეს, ვაჟიკომ ნათესავებს ეთხოვა, შვიდი ცხენი. გოგოებს კი ,ზურგს უკან შემოისვამდნენ. გოგოები ბიჭებთან განაწილდნენ. ტყუპებმა მარტო ჯირითი მოინდომეს. ლიზას კი თორნიკეს მეტი გამოსავალი არ ჰქონდა, მისი დახმარებით დაჯდა.
- მოდით შევეჯიბროთ.. - აღფრთოვანებულმა წამოიყვირა ანაბელმა, თავისი იდიით გახარებულმა .
- კარგი იყოს მასე, დამარცხებული წყვილი, ანუ ბოლო ადგილზე გასული, ერთ ოთახში დაიძინებს. - ვაჟიკომ წამოაყენა პირობა.
- კარგი იყოს მასე. - ყველა დასთანხმდა.
- ხელები მაგრად მომხვიე. - გააფრთხილა თორნიკემ, ისიც დაჰყვა მის ნებას და ძლიერ მოხვია ხელები წელზე. - ოო, კი არ დამახჩოთქო. - სიცილით უთხრა.
- კარგი.. - ამოიბურტყუნა, მაგრამ მაინც არ შეუშვია ხელები. ეშინოდა და რა ექნა. მისი სურნელი კი აბრუებდა, ზურგს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.
აჩუ ცხენოვო, შესძაახეს ყველამ. ფერდებზე ორივე ფეხი მოარტყეს. ლიზამ წამოიკივლა და უფრო ტკიპასავით მიეკრო. ცხენი მთელი ძალით მიქროდა, თითქოს ჰაერში გაიჭრებოდა და ღრუბლებისკენ გაფრინდებოდა. თორნიკე, წინ იყო ყველაზე, ჩამოიტოვა კიდეც მოწინააღმდეგები, პირველი მივიდა ადგილზე. ბოლოს კი ბართლომე და სალომე მივიდნენ.
- აი, წაგებულებიც გამოჩნდნენ. - სიცილით უთხრა ლაზარემ. - მეგონა ტრანსპორტი გამოიცვალეთ და კუს შემოაჯექით. - ამ რეპლიკაზე, ყველას გაეცინა.
- ოო, ამის იმედი არც მქონდა, რომ გაიმარჯვებდა. - აბუზღუნდა სალომე. - მომიწევს ამის გვერდზე დაძინება. - ისეთი სახით საუბრობდა, რომ თითქოს არც უხაროდა. მთელი გზა ბიჭი არ მოასვენა, ყველანაირად ცდილობდა მის ჰორმონებზე დაკვრას და გამოუვიდა კიდეც.
- გააჩუმე ეგ ენა! - შეუღრინა.
- კარგით ხო, რაც არის არის, ერთად დაწვებით. - სიცილით უთხრა ლიზამ და სალომეს თვალი ჩაუკრა. - მომილოცეთ გამარჯვებულის ტიტული. - გაიბღინძა მამალივით, თორნიკე ღიმილით შეჰყურებდა.
- რა სილამაზეა. - გარემოს მოთვალიერების შემდეგ, აღფრთოვანებულმა წარმოსთქვა ლიზამ.
- ყველას გაინტერესებთ ალბათ ამ კოშკის ისტორია, თუ რატომ დაერქვა ,, სიყვარულის კოშკი. - ყველამ თავი დაუქნია. - უხსოვარი დროიდან, სვანეთში, სოფელ კალაში კვირიკობას აღნიშნავენ. ამ დღესასწაულზე შეხვედრიან ერთმანეთს და თავდავიწყებით შეჰყვარებიათ. გოგოს, რომელიც მზეთუნახავივით ლამაზი იყოო მიაგული ერქვა, ამ სოფლიდან ყოფილა, იფარიდან… დედით ობოლი მამას სალოცავად ჰყავდაო… ბიჭი სოფელ კალის მკვიდრი იყო. ოტია მარგველანს, იგივე ბეშქენს ვაჟკაცობას უქებდნენ, კარგი მონადირეც ყოფილა. ჰოდა, ეს ვაჟკაცი, ამ ულამაზესი ქალის სიყვარულმა მოდრიკა, არადა ცოლი და ხუთი შვილი ჰყავდა თურმე… სიყვარულით შეპყრობილები ერთმანეთს აქ, ამ მდინარესთან ხვდებოდნენ ჩუმად. ბოლოს ეს სიყვარულის ამბავი ქალის მამამ გაიგო, შვილი გამოუტყდა ბეშქენის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო. აღელვებულმა მამამ შვილის გონების არევისთვის ბეშქენის დასჯა გადაწყვიტა… მოვკლავო – იმუქრებოდა… ქალის რჩეული, მუხლებზე დაცემულა და ამ მტანჯველი სიყვარულისთვის პატიება უთხოვია – მომკალი, დამსაჯე, შენი ქალის გარეშე ჩემს სიცოცხლეს აზრი მაინც არა აქვსო… ამბობენ მამის ნაცვლად ბუნებამ დასაჯაო მიჯნური… ბედმა უმუხთლა, ყინულზე ფეხი დაუცურდა და ქარაფებიდან გადაჩეხილი ენგურში ჩავარდნილა… ქმრის სიკვდილით სასოწარკვეთილ ცოლსაც ენგურში მოუსწრაფია სიცოცხლე. ამბობენ ოტია და მისი ცოლი კალმახებად გადაიქცნენო. იმ დღის შემდეგ ძაძები ჩაუცვამს და გლოვა გამოუცხადებია მიაგულს… სახლში არ გაჩერებულა, ენგურში მდგარ ლოდზე, იქ სადაც შეყვარებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს იჯდა და მწარედ მოსთქვამდა თურმე. მამას შებრალებია და ამ ლოდზე შვილისთვის კოშკი აუგია… მიაგული, ამ კოშკში დასახლებულა და სიცოცხლის ბოლომდე აქ ცხოვრობდაო ამბობენ…
- ვაუ, ასეთი სიყვარული რა მაგარია.. - აღფრთოვანებულმა მოსმენილისგან, ამოილაპარაკა ანაბელმა.
- ეს არის მაგარი, სიყვარულის ისტორია?! - თვალები გადაატრიალა ლიზამ. - ,,სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ააწყობ’’ - ო და მართალიცაა, მას ჰყავდა ცოლ-შვილი. ასეთ კაცებს პატივს არ ვცემ! მითუმეტეს მთის შვილს, რომელსაც იმდენი ვაჟკაცობა უნდა ჰქონოდა, რომ სიყვარული გულში ჩაეკლა, ასევე გოგოსაც. ქალსაც არ ვამართლებ ასეთი ქმრის გამო თავი, რომ მოიკლა და შვილები მარტოობისთვის გაიმეტა! ყველაზე სულელური თავგანწირვა, მისი მხრიდან.. - ტუჩთან ღიმილ შეპარული მზერით უყურებდა თორნიკე.
- შეუყვარდათ რა ექნათ?! - გამოექომაგა წყვილს ანაბელი.
- შესაძლებელია, სიყვარული ჩვენს დაუკითხავად მოდის და ადგილს იკავებს გულში. მაგრამ, გულშივე უნდა ჩაეკლათ ორივეს! - ისე თქვა, რომ კამათის გაგრძელება, მოწინააღმდეგის კრახით დასრულდებოდა.
სახლში მალე დაბრუნდნენ და მისაღებში ჩამოსხდნენ.
- ყავას ხომ ყველა დალევთ? - სალომემ იკითხა.
- კი . - ყველა დაეთანხმა. ყველასთვის კარგი მოამზადა, მაგრამ ბართლომესთვის განსაკუთრებულად არომატული სურდა ყოფილიყო. ამიტომ ერთი კოვზი უნალექო ყავა, ერთი კოვზი პესოკი, ნახევარი ჭიქა მარილი და ბლომად პილპილი. წყალი დაასხა და კარგად შეურია ერთმანეთს. მისაღებში დაბრუნდა და ყველას დაურიგა ჭიქა. ტყუპებს შორის მოკალათდა, რომ მათ გადაერჩინათ. საუბრობდნენ ნანახზე, აღწერდნენ ადგილებს. ყურადღება კი, ბართლომეს წამოყვირებამ მიიქცია.
- ფუუ, ამის დ.მ , ეს რა უბედურებაა. - სახეს მანჭავს, მარწყვივით წითელ, დიდ ტუჩებს კი ბრიცავს.
- რა მოხდა? - გაკვირვებით იკითხა, სალომემ.
- ხო, რა იყო, მწარეა იყო თუ ცხელი? - ანაბელმაც ჰკითხა.
- მწარე კი, არა ეს ანტილოპა შემომაკვდება. - სიბრაზისგან ძარღვები დაებერა. - უკვე მერამდენედ აკეთებ ასეთ სისულელეს გოგოო?! - სახლი შეაზანზარა მისმა ღრიალმა. - გოგონები შეხტნენ, სალომემ კი სულერთიას გამომეტყველებით შეხედა. მისკენ მიდოდა ბიჭი, თორნიკემ რომ შეაჩერა.
- იხუმრა ტო, რა დაგემართა. - მასაც ეცინებოდა.
- ეს, ხუმრობაა ამის დ.შ?!
- უიმე, მეგონა მოგეწონებოდა და უფრო გემრიელი იქნებოდა. - არარსებული ცრემლები მოიწმინდა.
თორნიკეს ტელეფონზე დაურეკეს და გავიდა, ლაპარაკი, რომ დაასრულა უკან დაბრუნდა.
- ხვალ დილით მივდივარ მე, უფროსმა დამიბარა რაღაც საქმე ყოფილა და უჩემოდ ვერ ხსნიან.
- ჩვენც წამოვალთ ბარემ. - ვაჟიკომ უთხრა და ბავშვებიც დასთანხმდენ.
დასაძინებლად წავიდნენ, წაგებულები ერთად შეუშვეს.
ოთახში შევიდნენ, ბართლომე ყურადღებას არ აქცევდა. გაიხადა და დაწვა, ტრუსის ამარა.
- ჩაიცვი რა ბართლომე! რა წესია ასე ვერ დავიძინებ!
- მე ჩაცმული ვერ ვიძინებ, თუ გაწუხებს პოლზე დაიძინე!
- კაი, რას იბუტები ვიხუმრე უბრალოდ. - მისკენ გადატრიალდა, კნუტის თვალებით უყურებდა და მიმიკას არ იცვლიდა. ისეთი საყვარელი იყო ბიჭი ჩაიფერფლა. - საოცრად კარგი მონეტია ხოლმე, შენს ნერვებზე დაკვრა, რომ შემიძლია და ადვილად ბრაზდები. საერთოდ არ შეგიძლია ემოციის კონტროლი, ჩემო ბათუ. - ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. ოდნავ მუხლისთავებით მის ფეხებს ეხებოდა. ბიჭს მის შეხებისას ელეთმელეთი ემართებოდა. ეს იყო მიზეზი, ტუჩებზე რაღაც ფაფუკი, სავსე და მარწყვივით ტკბილი, რომ შეეხო. მომთხოვნად წაეტანა, ჯერ ზედას შემდეგ კი ქვედა ტუჩს. თმაში ხელი შეუცურა და ისე ადვილად ააფრიალა და ფეხებზე დაისვა, ჯერ კიდევ გაშეშებული და გაოცებული შეჰყურებდა ბართლომეს. უცბად მოდუნდა, მთელი სხეული ცხელი ტალღით აევსო. ვნებამ აიტანა და სურვილმა გააგიჟა. თითები ბიჭის თმაში შეაცურა და ბაგეები გახსნა. კვნესა აღმოხდა ბათუს შიშველ სხეულს, რომ მიეკრო და რამის სული განუტევა მის ბაგეებს, რომ მოწყდა. ფეხები წელზე ჰქონდა შემოხვეული, სახე მის კისერში ჩაერგო და ღრმად სუნთქავდა. არც ბათუ იყო ნაკლებ მდგომარეობაში. საწოლზე დააწვინა და ზედ მიიხუტა, შუბლზე აკოცა და დაიძინეს.
მოდით ნინის ოთახში შევიჭყიტოთ. ცუღლუტმა ლევანმა მის ოთახში შესვლა, რომ გადაწყვიტა. მის გვერდით დაწვა საწოლზე და გატრუნული შესცქეროდა. მალე მასაც ჩაეძინა. ერთმანეთზე შემოხვეულებს ეძინათ. ნინი, ბავშობიდან ძილის დროს საწოლში დადის, არც ეხლა შეცვლილა რამე.
ნინიმ დაასწრო გაღვიძება და რომ მიხვდა ცხვირში მისი საყვარელი სურნელი უღუტუნებდა, თან ვიღაცის სხეულს იყო მიკრული, თავი სიზმარში ეგონა. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, მაგრამ რომ არ გამქრალა, იმხელაზე დაიყვირა და აფართხალდა. ლევანი, კი ზევიდან მოექცა და ხელები გაუკავა. გაფართოვებული თვალებით უცქედა ზევიდან მომღიმარ ბიჭს. გოგოს სხეულში გარდასახვა ხდებოდა, გრიგალი იყო ამოვარდილი. პირი გაუშრა, სუნთქვა არ შეეძლო, ბაგეები გახსნა და ღრმად ამოისუნთქა.
- ასე, ადამიანის გაღვიძება არ შეიძლება, ქალბატონი ნინი, შეიძლება შეაშინო.
- მე.. მე.. არ მინდოდა.. არ ვიცოდი აქ თუ იყავი..
- ენაბლუ არ იყავი და ეხლა დაგეწყო სიმპტომების გამოჩენა? - ირონიულად ჩაიქირქილა.
- ჩემს ოთახში შენ რა გინდა?- გონება მოიკრიბა და იერიშზე გადავიდა.
- ისე, უბრალოდ აქ მომიდა დაძინება. - ღიმილით უპასუხა.
- მომშორდი. - გაიბრძოლა, მაგრამ ლევანმა ხელები უფრო მოუჭირა. - დიდი ხანი უნდა მედგე თავზე იასაულივით?!
- ნწუ.. - მის ბაგეებს წაეტაანა, ჟანგბადის გამოლევამდე ლაშქრავდა. - აი, ეხლა თავისუფალი ბრძანდები.
ლოგინიდან წამოდგა, თავს იწყევლიდა რაღა ეხლა ჩაიცვა ასეთი მოკლე საღამურები. მაიკას ქვემოთ წევდა. ლოყებ აწითლებული მიიწევდა შარვლისკენ. ტანსაცმელი აიღო და სააბაზანოში შევიდა. წყალი გადაივლო და ოთახში გავიდა. ლევანი, იქ აღარ დაუხვდა და ამოისუნთქა. ჩანთა მისაღებში გაიტანა და დივანზე ჩამოჯდა, ყველა იქ დაუხვდა. ისაუზმეს და მანქანებში განაწილდნენ, გზას გაუდგნენ.
თბილიში საღამოთი დაბრუნდნენ. თორნიკემ ჯერ ლიზა და თიკა მიიყვანა სახლში მერე კი სხვები, დაემშვიდობნენ ერთმანეთს. სახლში დაღლილები შევიდნენ. ანასტასია სახლში დახვდათ, ორივე გულში ჩაიკრა და ჩაკოცნა. მისაღებში წავიდნენ და ჩამოჯდნენ.
- დაიღალეთ გოგოებო? ყავას ხომ დალევთ თუ გშიათ?
- არა, დეე, მხოლოდ ყავას დავლევ მე, გზაში ვჭამეთ. ცივ ყავას თუ გააკეთებ გამახარებ.
- მეც მხოლოდ ყავას დავლევ.
- კარგით ახლავე. - მათ სახეებზე ეცინებოდა ტასოს. სამზარეულოში გაუჩინარდა, ცივი ყავა ნაყინით მოამზადა და ტკბილეულთან ერთად გამოუტანა.
- ასე მალე რატომ ჩამოხვედით ?
- თორნიკეს, ტყუპების მეგობარს, საქმე გამოუჩნდა და ჩვენც წამოსვლა გადავწყვიტეთ - თაკომ უპასუხა.
- აუ, დე იცი რა სილამაზე იყო ?! ზღაპარში მეგონა თავი. - თვალები უბრწყინავდა ლიზას.
- ხო ვიცი, ძალიან ლამაზი კუთხეა. - გაეღიმა წარსულის გახსენებისას. კარზე ზარის ხმა გაისმა.
- მე გავაღებ დეე.. - ლიზა წამოდგა, ზღურბლზე კი მონატრებული მამა დაუხვდა. ძლიერ მოეხვია მამაკაცს, მანაც ხელები შემოხვია და თავზე აკოცა. მისაღებში შევიდნენ.
- როგორ ხარ მამიკო? კარგი დრო გაატარეთ ?
- კი მაა, ძალიან მაგარი იყო.
- თაკო, როგორ ხარ? მოგეწონა ჩვენი სახლი და სვანეთი ? - თბილად გაუღიმა გოგონას.
- კი, ძალიან ლამაზი ბუნებაა, სახლი კი მყუდროა.
- დღეს საღამოთი სამივე უნდა გაემზადოთ. წვეულებას ვაწყობ სადაც ჩემს ბიზნეს პარტნიორებს და საზოგადოებას გავაცნობ თქვენს თავს.
- აუ, რა საჭიროა მაა, არ მიყვარს მსგავსი წვეულებები. - აწუწუნდა პატარა ბავშვივით ლიზა, ფეხების ბაკუნიღა აკლდა.
- ამ ერთხელ კარგი ? - სიცილით უთხრა შვილს.
- კარგი ხო.. - ენა გამოუყო.
- შენს ბავშვებსაც უთხარი, მძღოლს გამოგიგზავნით რვა საათისთვის.
- კარგი, ეხლა უნდა წავიდე გამოვიძინო. იქ, რომ არ ჩამომეძინოს. - სიცილით უთხრა, აკოცა მშობლებს და კურტუმის ქნევით ოთახში გაუჩინარდა. შხაპი მიიღო, მაიკა გადაიცვა და დაწვა.
- გაიღვიძე ლიზა, შვიდი საათია, მომზადებას ვერ მოასწრებ.
- მეძინებაააა.. ცოტახანი რაა.. - წუწუნი დაიწყო და საბანი თავზე გადაიფარა.
- ადექი მიდი გავდივარ. - სიცილით უთხრა ანასტასიამ და ოთახი დატოვა.
წყალი გადაივლო. თავი მოიწესრიგა და ოთახში დაბრუნდა. ლურჯი კოჭებამდე კაბა აარჩია, რომელიც წელზე ჰქონდა გამოყვანილი, ფორმებს კარგად უჩენდა. ცალ ფეხზე შეხსნილი ბარძაყამდე, წინ კი ჭიპამდე ჩახსნილი. მისი დიდი მკერდის გამო, ძალიან ლამაზად ჰქონდა ტანზე. ფეხზე შავი მაღლები შეუხამა. თვალებზე მუქი ლურჯი ჩრდილებით შეიღება, მის შავ თვალებს უფრო ამუქებდა. გრძელი წამწამები ტუშის მეშვეობით უფრო დაიგრძელა. წითელი ტუჩსაცხი გადაისვა და მზად იყო. სარკის წინ დატრიალდა, საკუთარ ანარეკლს თვალი ჩაუკრა. შავი კლადჩი აიღო და ოთახი დატოვა.
- დედიკო რა ლამაზი ხარ. - თბილად გაუღიმა და აკოცა შვილს.
- თქვენც დეე..
ანასტასიას გრძელი, შავი კაბა ეცვა, წელზე ამოღებული. ფეხზე წითელი ფეხსაცმელი და ამავე ფერის კლადჩი ეჭირა. სადა მაკიაჟი გაიკეთა, თმები კი აწეული ჰქონდა.
თაკომ კლასიკური, შავი ნაჭრის შარვალი და თეთრი პერანგი აარჩია. ღია ცისფერი ჩრდილები გაიკეთა, მის ღია ცისფერ თვალებს უფრო ღიას აჩენდა. თმები კი ცხენის კუდივით შიუკრია.
მძღოლმა ზუსტ დროს მოაკითხათ, მანქანაში ჩასხდნენ და რესტორანში წავიდნენ . იქ მისულებს ირაკლი შესასვლელთან შეეგებათ. შავ შარვალ- კოსტუმში იყო გამოწყობილი. შიგნიდან თეთრი პერანგი ეცვა და ძალიან სიმპატიური იყო. მათი დანახვისას თვალები გაუბრწყინდა და გადაკოცნა. ერთად შევიდნენ დარბაზში. პროჟექტორმა მათი სხეულები გაანათა და ყველას ყურადღება მიიპყრეს. ჟურნალისტები სურათებს უღებდნენ. შუაგულისკენ წავიდნენ, თაკო მეგობრებთან მივიდა. ირაკლიმ მიკროფონი მოიმარჯვა და ყურადღება მოითხოვა.
- მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. მინდა გაგაცნოთ ჩემო მომავალი მეუღლე ანასტასია დანელია და ჩვენი ქალიშვილი ელიზაბეტ სამხარაძე. - გაბრწყინებული თვალებით უყურებდა მათ და თითოეულ სიტყვას სიამაყით წარმოსთქვამდა. - წლების წინ საუბედუროდ ჩვენი გზები გაიყო, მაგრამ ჩვენ კვლავ შევხვდით ჩემი შვილის წყალობით ერთმანეთს, მან მე სიკვდილისგან მიხსნა. მინდა გაგიზიაროთ ჩემი სიხარული და კარგი დროის ტარება გისურვოთ.
ყველა გაკვირვებული უყურებდა. ზოგიც იზიარებდა მათ ბედნიერებას, ზოგს კი არც აინტერესებდა. ბნელ კუთხეში მდომი ქალი კი, ამაზრზენი სახით უყურებდა. მის თვალებში ბოროტების სხვივები ანათებდნენ.
ჟურნალისტები თითოეულ სიტყვას იწერდნენ, გაზეთების ასაჭრელებლად.
ირაკლი, ყველას აცნობდა ქალიშვილს, ყველა ღიმილით ხვდებოდა დედა-შილს. ლიზას ასეთი ცერემონიები არ უყვარდა, ცოტახნით ბაღში გაიპარა და სკამზე ჩამოჯდა. საზურგეს თავი მიაყრდნო და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდა. ჩახველების ხმა მოესმა, ადრესატის მხარეს გაიხედა და თორნიკე ნაროზაული დახვდა.
- ქალბატნო ექიმო, აქ რას აკეთებთ?
- მგონი კარგად ხედავ, უბრალოდ მარტო მსურს ყოფნა. - აგრძნობინა, რომ ზედმეტი იყო.
- მეც მსურს აქ ყოფნა. - მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და მის გვერდით ჩამოჯდა.
- კარგი, მაშინ მე წავალ. - ფეხზე წამოდგა, ზურგი აქცია, წასვლას აპირებდა როდესაც თორნიკემ ხელი ჩასჭიდა და ზედ აიკრა. ცალი ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული. მეორე კი თმებში შეუცურა, თავისკენ მიიზიდა და ბაგეებს წაეტანა. კოცნიდა მომთხოვნად და ვნებიანად. ჰაერის უკმარისობის გამო მოშორდა და მწარე სილაც მიიღო.
- შენ.. შენ.. იდიოტო ამას როგორ ბედავ ! საყვარელი ქალი მყავსო და მე მკოცნი ?! თუ კარგი გასართობი ნახე ჩემი სახით?! - თვალებიდან ნაპერწკლებს ისვრიდა, თან ცდილობდა ბიჭის მარწუხებიდან თავი გაენთავისუფლებინა.
- ჰმ, მე ვთქვი ეგ და არ მახსოვს?! - ღიმილ შეპარული მზერით დასცქეროდა ზევიდან, თან ართობდა სიბრაზეში შეპარული ეჭვიანობა.
- დიახ! ზუსტად შენ თქვი! ხელები მომაშრე ახლავე!
- აბა დავფიქრედე.. - ნიკაპთან ცალი ხელი მიიტანა და ფიქრის იმატაცია გაითამაშა. - არა, ეგ არ მითქვამს, ცილს მწამებ ქალბატონო ექიმო. მე ვთქვი მიყვარს თქო! რატომ მგონია, რომ ეჭვიანობ? - მოჭუტული თვალებით უყურებდა.
- მოჩვენებები დაგწყებია, ბატონო გამომძიებელო. - თვალი ჩაუკრა და ირონიულად გაუღიმა.
- ჰოო?! ეჭვი მეპარება, მაგრამ იყოს როგორც გინდა. ახლა კი, ერთ ადგილას წავალთ მე და შენ!
- არსად ვაპირებ მე წამოსვლას! ხელი შემიშვითქო! - კოპები შეკრა.
- ჰოპ.. - ორივე ხელი საჯდომთან მოჰკიდა და მხარზე გადაიდო, საჯდომზე ცალი ხელი მოსცხო. - ვაა, რა მკვრივი საჯდომი ჰქონიათ ექიმებს. - სიცილით უთხრა თან უკანა გასასვლელისკენ მიჰყავდა.
- იდიოტობის განსახიერებავ. სკალპელით დაგაჭრი სათითაო თითს თუ ხელს არ გააჩერებ, დამსვი ახლავე! - ყვიროდა, ხელებს და ფეხებს ერთნაირად იქნევდა.
- ჩშ, ნუ წიოკობ მარტის კატასავით რაა, თავი ამტკივდა! - კიდევ მოსცხო.
- ხელები გააჩერე! - მისი სახე, რომ დაენახა, პომიდოროვით წითელი იყო. მანქანასთან მივიდნენ, შიგნით ჩასვა და კარები ჩაუკეტა, რომ არ გადმოსულიყო. თვითონ მოუარა და რულს მიუჯდა.
- სად მიგყავარ ხომ არ გაგიჟდი?! ინერვიულებენ, რომ ვერ მნახავენ.
- ნუ ღელავ, ვინც საჭიროა იცის..
გზაში არაფერი აღარ უთქვამს. საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. სალონში გაჯერებულ მის სურნელს ღრმად ისუნთქავა.
მანქანა სასტუმროს სადგომზე გააჩერა. სწრაფად გადადის ბიჭს არც ელოდება. გრილი ჰაერი სახეზე ელამუნება, თითქოს მდგომარეობას უმსუბუქებს. მასთან ახლოს მიდის, უფრო და უფრო უახლოვდება, ხელს მის თითებში ხლართავს და თან მიჰყავს. ლიფტში შედიან, ლიზა მის სიახლოვეს ვერ იტანს, თითქოს მის ფილტვებს ჰაერი არ მიეწოდებოდეს. ოთახში შედიან, კარს თორნიკე ხურავს. მისაღებში ავეჯი არ არის, ერთი დიდი მაგიდა დგას სადაც უამრავი ტილოა მოთავსებული, გვერდით კი მოლბერტი დგას.
ახლოს მიდის და გაოცებული შეჰყურებს ტილოებს სადაც ყველგან თვითონ არის გამოსახული, სხვადასხვა ფორმაში. ზოგ სურათში იღიმოდა, ზოგში სიბრაზისგან თვალები უელავდა. უცქერდა ნახატებს და სრული სიცხადით წარსულში მოგზაურობდა. ერთ - ერთ ნახატზე პირველი შეხვედრა იყო გადმოტანილი, რომელიც არც კი ახსოვდა, მის მეხსიერებას დავიწყებული ჰქონდა. მწვანე ჭაობის ფერი, თვალები აღუდგა თვალწინ, პირველი შეჯახების დროს, რომ მიიქცია მისი ყურადღება. თორნიკეს არსებობაც კი დავიწყდა.
ტილოებს უყურებდა და პირველად ხედავდა ზუსტ ანარეკლს. თითქოს საკუთარი თვალების ელვარებას ხედავდა, თითქოს სარკე იყო სადაც ზუსტი ანარეკლი იკვეთებოდა და მის გრძნობებს გადმოსცემდა. შეგრძნება ჰქონდა თითქოს ქაღალდს დატოვებდა და გაცოცხლდებოდა ის დრო. აქამდეც ბევრჯერ დაუხატიათ, მის თაყავნისცემლებს, მაგრამ ზუსტად ვერც ერთი უხატავდა თვალებს.
- ეს.. ეს.. რა არის? - ძლივს ამოიჩურჩულა გაოგნებულმა ლიზამ.
- გახსოს, ჩვენი პირველი შეხვედრა კაფეში?! არამგონია გახსოვდეს, მაგრამ მე მახსოვს. ზუსტად ხუთი წლის წინ, პირველად ჩამივარდა გულში, შენი დიდრონი შავი თვალები. ძილშიც კი არ მაძლევდი მოსვენებას. მეღვიძებოდა და ვხატავდი თითოეულ ნაკვთს. პირველად მაშინ აღმოვაჩინე ხატვის ნიჭი, რომ მქონდა. როდესაც მომენატრებოდი, აქ მოვდიოდი, დავჯდებოდი და მათ ვუყურებდი. გამომძიებელი ვიყავი, მაგრამ ვერ გიპოვე, ვერსად გიპოვე, არადა ბევრი გეძებე. ვინანე, ვინანე სახელი, რომ არ გკითხე. ზუსტად იმ ინციდეტიდან ოთხი წლის მერე, სავაჭრო ცენტრში დაგეჯახე. მეგონა მეჩვენებოდი, როგორც ყოველთვის, მაგრამ ნამდვილი იყავი. მეტკინა, ძალიან მეტკინა, რომ ვერ მიცანი. არ ვიყავი შენთვის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც შენ ჩემთვის. მერე ჩემს თავზე გამეცინა, რატომ უნდა დაგმახსოვრებოდი. სიკვდილისგანაც შენ გადამარჩინე, მფარველ ანგელოზად მომევლინე. შენს გვერდით, რომ გავიღვიძე თავი სიზმარში მეგონა. ისე მინდოდა მთელი გულით ჩაგხუტებოდი და მეყვირა, რომ მთელი ჩემი არსებით მიყვარხარ. მაგრამ, ისე წავედი არაფერი გითხარი. ვიცოდი, რომ ჩემთვის იყავი გაჩენილი და მაინც შევხდებოდით ერთმანეთს. - მთელი არსებით გააბედნიერა თორნიკეს სიტყვებმა ელიზაბეტი, ვერ იჯერებდა ამ ყველაფერს თუ მას ეუბნებოდა. მთელი არსება ფერადმა სხვივებმა მოიცვა და საბოლოოდ შეკრეს მძლავრი კონა, რომელიც თორნიკესთან ერთად იარსებებდა. - შენი პირველი ნახვის შემდგომ, ხატვა იმაზე მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის, ვიდრე ჩემი ცხოვრება უშენოდ. შენი დახატვის დროს სხვა სამყაროში ვაღებდი კარს, სადაც მხოლოდ მე და შენ ვიყავით.
ყველაფრი სხვაგვარ ელფერს იღებდა. იქ, იმ კედლებში სადაც ერთ დროს მხოლოს თორნიკეს სიყვარული ტრიალებდა. სადაც ეხლა ლიზას და თორნიკეს სიყვარული იდგამდა ფეხს.
მასთან ახლოს მივიდა გოგონა, ხელები კისერზე შემოსჭიდა და მთელი გრძნობდით ეამბორა ბაგეებზე. ამ დროს უბრალოდ ,, მიყვარხარ’’ თქმა ზედმეტი იყო, ეს კოცნა ყველა ფერად გრძნობას იტევდა.
- იცი რა მსურს ახლა? ყველაფერი და ყველა სურვილი შენთან მოდის და ერთნიანდება. მხოლოდ შენ მჭირდები, სამუდამოდ უნდა სრულდებოდეს ეს სურვილი.
მათი თვალები ვნებისგან აკიაფებული. გოგონას აწითლებული ღაწვები, მთრთოლვარე ბაგეები და გულისცემა, რომელიც მამაკაცის ბედნიერებისგან მხტუნავ გულსაც, კი აჯობებდა დარტყმების რაოდენობით.
პერანგს სხეულიდან აგლეჯს, როგორც კი ეხება სხეულზე, თორნიკე თავშეკავების უნარს კარგავს და კაბას მთლიანად აშორებს სხულიდან. ნაჭერი შრიალით ეცემა იატაკს. მამაკაცი მის მთრთოლვარე სხეულის გარდა ვერაფერს აღიქვამს. თვალები ებინდება, სისხლი ისე აწვება საფეთქლებს თითქოს გადმოსკდომა სწადიაო.
საწოლზე აწვენს, თან კოცნას არ სწყვეტს. მსუბუქი კვნესის ამოძახილი ისმის ოთახში. ამ ჟესტით კმაყოფილი მის მოფერებას განაგრძობს. სხეულის თითოეულ მილიმეტრს უკოცნის და მისით ვერ კმაყოფილდება. მკერდზე აკრავს ტუჩებს, რამდენიმე ადგილზე კოცნის, გაბურცულ ძუძუსთავებს ტუჩებს შორის იქცევს, ენისწვერით მის გაღიზიანებას ცდილობს. ლიზას ხმამაღალ კვნესას, მისი ოხვრა მიჰყვება თან.
ხელს მუცლიდან საცვალში უცურებს, თან მისი სხეულის შესწავლას არ წყვეტს. სხეული უფრო ეჭიმება, ფეხების შეერთებას ცდილობს. მაგრამ, ფეხებს შუა ხელებს უცურებს და საშუალებას არ აძლევს, მის სახელს კვნესის დაბალი ხმით და თითებით მხრებს მიუყვება და თმაში აცურებს, მისკენ ქაჩავს და ბაგეებს უკოცნის.
კოცნით აღწევს დაჭიმულ მუცელთან. ჭიპის გარშემო კოცნის კვალს უტოვებს, მსუბუქად კბენს და ტუჩებს შორის იქცევს კანს. შემდეგ დაწითლებულ ადგილას ენის წვერს უსვამს. წელი ეზნიქება, მის სახელს კვნესას აყოლებს, ტერფებს ნაზ მატერიაზე ასრიალებს.
კვლავ მის ბაგეებს ეტანება. მთელი ვნებით კოცნის, ენას კბილს ანაცვლებს, სანამ სისხლის მლაშე გემოს არ შეიგრძნობს.
უკანასკნელ მატერიასაც იშორებს მამაკაცი სხეულიდან. ლიზა, დაბინდული და ვნება მორეულ სახეს არ აშორებს. მუცელი ეკუმშება, ფეხები ეჭიმება, მისი შეხებისას თავს უკან წევს და თითებს მხრებზე აცურებს, ფრჩხილებს ასობს მის კანს.
- შემომხედე..
- თორნიკე.. - ლოყები უწითლდბა და თვალებში უყურებს. მის თვალებში შიში იკითხება, სხეული ისე აქვს დაჭიმული, თორნიკეს გული ეკუმშება. ამას ლიზა, რომ ხვდება მისკენ წევს და ტუჩებზე ეტანება, თანხმობის ნიშნად.
პირველ ბიძგს, ლავიწზე ურჩად გადმოგორებული ცრემლი მოჰყვება. რომელიც ტუჩების მეშვეობით აშორებს. მთელ ოთახში მათი სიამოვნების ამოძახილები ისმის.
თორნიკე, თვალებში უყურებს, ხვდება როგორ უჩნდება სიამოვნების ნაპერწკლები და უფრო ღრმად შედის, მის მოძრაობას ჰყვება ლიზას სხეული. მის შავ სფეროებში ჩაძირული, ძლიერად იშლება ბიჭის სხეული, ორივე ჯერ არ განცდილ ყველაზე უცხო სასიამოვნო მორევში ეშვებიან, საიდანაც გაღწევა არც ერთს სურს. ( ჩემი თოკუნია ვაჟიშვილი ნუ გეგონებათ, უბრალოდ ლიზიკუნიასთან სხვანაირად იყო:დ)
- ელიზაბეტ! - მის სახელს ოხრავს, ერთდროულად ათავებენ. დაცვარული სხეულით უფრო მეტად ეკვრის ლიზა, ერთიანად დუნდებიან და ლოგინში ეშვებიან. სუნთქვა არეული თორნიკე, შორდება და ლოგინის მეორე მხარეს წვება.
ლიზას გულმკერდი სწრაფად ეკუმშება და უფართოვდება. გულისცემის დასარეგულილებლად. თავს გულ-მკერდს ადებს და თვალებს ხუჭავს.
- ისეთი ლამაზი და არაჩვეულებრივი ხარ, მხოლოდ მე მეკუთვნი, მინდა მთელი ცხოვრება შენს შავ სფეროებში ვიძირებოდე. - გოგონას იავნანასავით ჩაესმოდა მისი ხმა და გულის ცემა.
სუნთქვა შეკრული უყურებდა მძინარეს. ამ ხნის განმავლობაში ახურებული სხული ჩაუცხრა, აწითლებულმა ღაწვებმა პირვანდელი ფერი დაიბრუნეს, ტუჩები ღვინისფერი გაუხდა, მშვიდად სუნთქავდა.
ორი გული, ერთ რიტმში აძგერდა და ჩაიძირა წითელ ფერში. ასე საოცრად, რომ ანათებდა და ბედნიერებისგან ჭკუას აკარგვინებდათ.
დილით ტუჩების შეხება აღვიძებს, თვალებს ახელს და თორნიკეს ჭაობისფერ თვალებში იძირება.
- დილამშვიდობისა ქალღმერთო. - სითბოთი გაჟღენთილი ბოხი ხმით ეუბნება.
- დილამშვიდობისა გამომძიებელო. - ისიც უღიმის.
- ხელს თუ გამიშებ, სააბაზანოში შევალ. დღეს სამსახურში გავდივარ და დამაგვაინდება - ჩურჩულით ეუბნება. ხელები მარწუხებივით აქვს შემოხვეული წელზე.
- ჯერ ხომ შვებულებაში ხარ ? - თან ყელს უკოცნის.
- აჰ, გეყოოს.. მალე, რომ ჩამოვედი დავრეკე უფროსთან და შევუთანხმე, რომ გავდივარ. გამიშვი ჰა, ავდგე.
- ხელის გაშვება არ არის აუცილებელი ქალღმერთო. - ცხვირზე კოცნის და სხეულზე აკრული საბააზანოში მიჰყავს. თვალები უფართოვდება და ერთიანად უწითლდება სახე, ცხვირს მის ყელში რგავს.
- თორნიკეე.. გადი რაა, მარტო დავიბან და მერე შენ შედი, რა წესიააა.. - წუწუნებს სახე დამანჭული.
- ჩემი მორცხვი გოგო, ისე გცხვენია თითქოს შენი სხეულის თითოეული წერტლი არ მქონდეს შესწავლილი. - სიცილით უთხრა და ლიზასგანაც მიიღო მუცელში მუშტი, ნუ უფრო პრესზე. - თუ ნანობ და არ მოგეწონა?! - თითქოს ნაწყენი ეუბნება და მის სახეზე სცილის ძლივს იკავებს.
- მე.. მეე.. როგორ არ მომეწონა, უფრო სწორად კი არ მომეწონა გასაგიჟებელი იყო. - ერთი ამოსუნთქვით ამოიბურტყუნა და კვლავ აუწითლდა ლოყები.
- მიყვარხარ ჩემო ალქაჯო. - სველ თმებში თითებს უცურებს, შემდეგ მხრებს და ზურგს მიუყვება, მეორე ხელზე გელს ისხამს და ნაზად, ნელი მოძრაობით სხეულზე უნაწილებს. ნაზი მოძრაობით უქაფებს, გაპროტესტებას ცდილობს, მაგრამ მის ბაგეების შეხებით აჩუმებს. თვალებ მინაბული იდგა და მისი შეხებისგან ცეცხლის ალი ეკიდა სხეულზე.
ლიზას თამამდება, ხელებს ყელზე ხვევს და ტუჩების დალაშქვრას იწყებს. ზედა ტუჩზე კბილებს სდებს, ამას კი მამაკაცის ოხვრა მოჰყვება.
- ელიზაბეტ - ჩახლეჩილი ხმით იძახის.
- ჩშ! - თითებს მის სხეულზე დაატარებს, კუბიკებს ხაზავს და ყელში კოცნის,
- დროა საძინებელში დავბრუნდეთ, მეშინია არ გადამეწვე ქალღმერთო.
- არამგონია მე რამე მომივიდეს. აი, თქვენ კი, არამგონია დაბრუნება გინდოდეთ. - სიცილით ეუბნება და თითებით ქვემოთ იწყებს მოძრაობას.
- ჯანდაბა ! ჩემი ქალღმერთი ალქაჯად გადაიქცა! - ოხრავს და მის ტუჩებს ცხოველური ჟინით ეხება. კედელზე აკრავს, ხელებს თავთან უკვებს და სხულზე ეკვრება. ლიზა, კბენის კვალს უტოვებს ყურის ბიბილოზე და ამით მის გაგიჟებას იწვევს.
- ნუ მიწვევ გთხოვ, არ მინდა გატკინო. - გოგოს თვალებში ჭინკები დარბიან, ფეხს ბარძაყზე ხვევს და გამოწვევის ნიშნად თავისკენ იზიდავს. თითებს ფეხებს შორის უცურებს, საჩვენებელი თითით და შუა თითით ღრმად შედის. ლიზა, კვნესას ვერ იკავებს, უფრო ზედ ეკვრის ტკიპასავით. მაღლა წევს და თითების ადგილს იკავებს. ფრჩხილებს წელზე აჭერს მთელი ძალით და ქვემოდან ზევით მიუყვება. მტანჯველი და ნელი ბიძგებით ავსებს.
- თორნიკე.. - სიამოვნებით გაჟღენთილ ხმებს აყოლებს.
- ჰო, ელიზაბეტ. - ტუჩებზე ეტანება, ტემპს უმატებს და მალე ორგაზმის წამლეკავი ძალაც ატყდებათ თავს. მათ ახურებულ სხეულებზე, წყლის წვეთებიც კი ორთქლდება. ქვემოთ ძალა გამოცლილი ეშვება, თორნიკეს ხელები იჭერენ თორე შეიძლება წაიქცეს. თავს იმაგრებს და თორნიკეს სთხოვს გავიდეს, ისიც კოცნის და მარტო ტოვებს. ონკანი ცივი წყლისკენ შეაბრუნა, იქნებ ცოტათი მაინც გონს მოსულიყო, მაგრამ ვერაფერი შედეგი ჰქონდა. ცივმა წყალმაც ვერ მოახერხა, იმ ცეცხლის ჩაქრობა მამაკაცმა მის ორგანიზმში, რომ დაანთო.
ხალათს იკრავს დანამულ სხეულზე და ოთახში ბრუნდება. სურათს ამჩნევს, რომელიც ახალი დახატულია, ახლოს მიდის და აკვირდება. ლოგინზე წევს, წელს ზევით შიშველია, თმები ბალიშზეა გადაფენილი, ცოცხალი კადრი არის გაცოცხლებული.
- ცუდი ბიჭი ხარ.. - ჯუჯღუნით ეუბნება.
- რატომ ? - მასთან ახლოს მიდის და სხეულზე იკრავს.
- იმიტომ, რომ არაფრის ძალა აღარ მაქვს და სამსახურში უნდა წავიდე აუცილებლად.
- არ წახვიდე რაა.. - ორი თითი ყელთან მიიტანა და თვალები საყვარლად მოჭუტა.
- ოპერაციები მაქვს წინასწარ ჩანიშნული და ვერ გადავატანინებ. - ტუჩებზე კოცნის და შორდება. კაბას იცვამს, ელვას ნელა და მტანჯველად თორნიკე უკრავს, თითებს მის კანზე ასრიალებს. კაბიდან მისი მკერდი ამაყად იმზირება, ვერ ითმენს და უკოცნის. თორნიკეც მოწესრიგდა და სასტუმრო დატოვს, მაქანაში ჩასხდნენ. მალე მიიყავანა სახლში, გადასვლამდე ახლოს მიიზიდა და ტუჩებზე წაეტანა.
სახლში შელასლასდა, არავინ დაუხვდა. თავის ოთახში შევიდა, შხაპი კიდევ მიიღო, რამდენიმე წუთი დაჰყო რადგან აგვიანდებოდა. ტანსაცმელი ჩაიცვა, მოწესრიგდა, ტაქსი გამოიძახა, მალე მიაკითხა და სავადმყოფოში წაიყვანა.
შენობაში შესულს ლევანი, შემოეგება და გადაკოცნა.
- სად გაიპარე გუშინ გოგონი ? - ეშმაკურად უმზერდა.
- მე.. მე.. სახლში წავედი. - ღაწვები აუფორაჯდა.
- რაღაც საეჭვოდ გაქრით შენ და თორნიკე ერთად. - ენა გამოუყო და თვალი ჩაუკრა.
- საქმეს მიხედე რაა .. - ისიც დაეჭყანა და კაბინეტში შეიკეტა.
ნინი, შევიდა მასთან საოპერაციო პაციენტების ანკეტები შეუტანა. ერთად გადახედეს ყველაფერს და პირველ პაციენტის ოპერაციაზე შევიდნენ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გოგონას დაუტოვა გასაკერად და ოთახში დაბრუნდა.
თორნიკე, დაუხვდა კაბინეტში და ზურგს უკან კარები დახურა და ჩაკეტა.
- რას აკეთეეებ? - მისკენ, რომ იწევდა ძლივს ჰკითხა.
- ოო, ვერ მოვითმინე მომენატრე. - საყვარლად ამოიბურტყუნა. მეცელზე შემოისვა და დივანზე მიაწვინა.
- დრო რამდენი გაქვს? - ჩახლეჩილი ხმით იკითხა.
- მეორე ოპერაციემადე ნახევარი საათი.. - ვნება მორეულმა ამოილაპარაკა.
- საკმარისზე მეტიც არის.. - შარვალი ნელი მოძრაობით გახადა, თვითონაც გადაიძრო მაისური. ტუჩებს უკონცნის, ყელს მიუყვება კოცნით და მკერდთან ინაცვლებს. ლიფს აშორებს და შიშველ მკერდს ხელში იქცევს, მუცელზე კოცნის. ნელი მოძრაობით საცვალს აშორებს თან ბარძაყზე უტოვებს კოცნის კვალს. ლიზას კვნესის ამოძახილიც ვრცელდება ოთახში. თითებს თმაში უცურებს, მუცელი ეკუმშება, ჭიპის ირგვლივ კოცნის, შემდეგ კი ქვემოთ ინაცვლებს. გოგონა კრთება, სხეული უთრთის, კვნესის შემდეგ კი, როცა ერთიანად იცლება, გაგიჟებული ეტანება მის ტუჩებს, კვნესის როცა მამაკაცი მასში აღწევს. ფეხებს წელზე აწყობს და მასთან ერთად იწყებს მოძრაობას, ტემპს უმატებს და ერთიანად ივსებიან და იცლებიან.. ზევიდან აწვება და ყელს უკოცნის. ღრმად სუნთქავს. გული აუდ-ჩაუდის და სწრაფად უცემს. ერთმანეთს ძლივს შორდებიან და იცვამენ. კოცნის და კაბინეტს ტოვებს. ლიზა, ძლივს მშვიდდება.
ნინი, შედის მასთან და აუწყებს ოპერაციის დროს. ხალათს იცვამს და უკან მიჰყვება. ოპერაცია რთულად მიმდინარეობს, პაციენტს გული უჩერდება, მაგრამ ხელის მასაჟის წყალობით ახერხებს ამუშავებას და ღრმად ამოსუნთქვას აყოლებს. ოპერაცია ორი საათი გრძელდება, გათანგული ბრუნდება კაბინეტში. იქ კი, მისთვის უცხო ქალბატონი ხვდება. სავარძელში იკავებს ადგილს.
- მიღების საათები დასრულებულია ქალბატონი, შეგიძლიათ ხვალ მობრძანდეთ.
- შენთან სამკურნალოდ არ მოვსულვარ, ასეთ იაფფასიან სავადმყოფოებში არ დავდივარ! - ირონიული, სიბოროტით გაჟღენთილი ხმით ეუბნება.
- არც არავინ გეხვეწებათ არაფერს! ხოდა დატოვეთ ჩემი კაბინეტი! - მკაცრად მიუგო.
- გასაფრთხილებლად მოვედი. ვიცი შენ და შენს ბოზ დედას რა გეგმებიც გაქვს, ირაკლის ქონებასთან დაკავშირებით! ყველაფერი ჩემს შვილს ეკუთვნის! ცხოვრებას გაგიმწარებთ თუ არ ჩამოსცილდებით! - ისეთი ამაზრზენი შეხედულება ჰქონდა და ხმას გამოსცემდა, ლიზა გულის რევის შეგრძნებამ მოიცვა. ახლა მიხვდა თუ რატომ ლამაპარკობდნენ ტყუპები მასზე ასე.
- ძალიან გთხოვთ დატოვეთ, ჩემი კაბინეტი, თორემ დაცვას გამოვიძახებ!
- მე გაგაფრთხილე, შენი საქმისა შენ იცი! - ამაზრზენად გადაიხარხარა და ფეხზე წამოდგა. მის თვალებში იმხელა ღვაძლი და სიბოროტე იკითხებოდა, გააცია. მისი სამუშაოს საათები დასრულებული იყო, ამიტომ სახლში წავიდა.
სახლში დაღლილი ბრუნდება. მარტო უწევს ყოფნა, რადგან ანასტასია ღამის სმენაა. თაკო კი კურსელთან რჩება. ოთახში შევიდა, ტანსაცმელი გაიხადა და საშხაპეში შევიდა. წყალი გადაივლო, თავი მოიწესრიგა და ოთახში დაბრუნდა. სპორტულები ჩაიცვა, თმა კოსად შეიკრა. ვარდისფერ, კურცქვიტა ჩუსტებში შეყო ფეხები და სამზარეულოსკენ გასწია.
ჩაიდანი გაზზე შემოდგა, თვალი გაუშტერდა და ფიქრებით თორნიკესთან წავიდა. სულელივით ეღიმებოდა, წუხანდელი ღამის გახსენებისას ლოყებიც აუფორაჯდა. სასიამოვნო ფიქრებიდან, მადუღარას წრიპინმა გამოიყვანა. გაზის გამომრთველ ღილაკს თითი მიაჭირა და სითხე ფინჯანში დაასხა. ღუმელიდან გასათბობად შედებული საყვარლი ლობიანი გამოიღო და მაგიდასთან მოთავსდა. თვალი სივრცეს გაუშტერა და თავი გადააქნია. დედას ნათქვამი გაახსენდა ცრუწმენაზე, რომ ცუდის ნიშანი იყო და სიცილით მოკბინჩა ლობიანი. ვახშმობა, რომ დაასრულა მისაღებში გავიდა, მაგიდაზე დადებულ პულტს წვდა და ტელევიზორი ჩართო, ხმას აუწია. ვერ იტანდა საინფორმაციო გამოშვებებს, თითქმის სულ ცუდს აცხადებდნენ, ის კი ცუდ გუნებაზე დგებოდა. სხვა არხებს დაუყვა და მულტფილმს წააწყდა, ბავშობიდან გიჟდებოდა მათ ყურებაზე, ეხლაც ბევრი იცინა.
გარედან რაღაც ხმები შემოდიოდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, იფიქრა მომეჩვენაო. მისაღებში იდგა, ოთახში შესვლას აპირებდა კარები, რომ შემოანგრიეს, რამდენიმე შეიარაღებულმა კაცმა და იარაღი დაუმიზნეს.
- არ გაინძრე თორემ ადგილზე მოგკლავ! - უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, ადგილზე გაქვავდა. ეშინოდა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. - ჭკვიანი გოგო ხარ.. - ავხორცად ჩაილაპარაკა.
- ეხლა მალე მამაჩემი მოვა! წაიღეთ რაც გინდათ და დატოვეთ სახლი! - მკაცრად უნდოდა გამოსვლოდა, მაგრამ ხმაში შიშის ნოტები შეეპარა.
- ჰა, ჰა, ჰა.. - არა ამქვეყნიური სისასტიკით გაჟღენთილი ხმით გადაიხარხარა. - სულელი გგონივარ?! კარგად ვიცით, რომ სახლში არავინ არის და არც არავინ მოვა. შენი მამიკოს ყოფილმა ცოლუკამ, ყველაფერი დაწვრილებით გაარკვია და გვითხრა. - ყველა ეზიზღებოდა იმ წუთას, ის ქალიც ვინც ასეთ დღეში ჩააგდო.
- მიშველეთ.. მიშველეთ.. - ყვირილი დაიწყო, მაგრამ მის წინ მდგომმა იარაღი გაარტყა სახეში. სისხლმა იფეთქა ტუჩიდან, თავბრუ დაეხვა, მაგრამ თავი მყარად შეიმაგრა.
- მივდივართ! წინააღმდეგობას თუ არ გაგვიწევ შენთვის იქნება უკეთესი!
- მივდივართ?! კაი, სულ სიხარულით გამოგყვებით.. - ჩუმად მიჰყვებოდა. ყურადღება, რომ მოადუნეს, მის გვერდით მყოფს, ფეხებს შუა წიხლი ამოარტყა, ამოიხრიალა და იატაკზე დაეცა. მანაც სწრაფი მოქმედებით იარაღი ამოაცალა და დაუმიზნა მამაკაცებს.
- გაეთრიეთ აქედან! აქედან მხოლოდ მკვდარს თუ გამიტანთ! - მთელ ხმაზე ღრიალებდა, მაგრამ უეცრად იარაღის გასროლის ხმა გაისმა და ფეხში მოხვდა, ტკივილისგან ჩაიკეცა და გული წაუვიდა, იარაღი კი ხელიდან გაუვარდა.
გონს წყლის შესხმამ მოიყვანა, ჯერ კიდევ ეგონა, რომ ცუდ სიზმარში იმყოფებოდა. მაგრამ, თვალების გახელისას მამაკაცის სიბოროტით გაჟღენთილ თვალებში ჩაიკარგა.
- ცელქი გოგო ყოფილხარ, ზედმეტად გავხარ შენს ნაბიჭვარ მამას. - ნიკაპზე ხელი მოუჭირა და თავი მაღლა ააწევინა. შეეშინდა, მთელი ასებით ცახცახებდა, იცოდა იმ ქალის ბრძანებით შეეძლოთ მოეკლათ ან ეწამებინათ.
- აშკარად თვალნათლად ჩანს ვინც არის, ის არასდროს მიაყენებდა ქალს შეურაწყობას და მითუმეტეს ხელს არ ასწევდა. - სიამაყით წარმოსთქვა თითოეული სიტყვა. - ქალს არადროს დაემონებოდა და მის გოშიად არ იქცეოდა.
- ! როგორ მიბედავ! - ისევ იგრძნო გაუსაძლისი ტკივილი, მთელი სახე აუხურდა, თავი უღონოდ გადაუვარდა გვერდით. თვალები ეწოდა ამდენი მოწოლილი ცრემლისგან, მაგრამ სიამაყის გამო გადმოსვლის უფლებას არ აძლევდა. - ხმას არ იღებ არა?! გინდა ძლიერი გოგოს როლი ითამაშო ხომ?! მინდა ჩემს ფეხებთან იდინოს, შენმა ბინძურმა სისხლმა, მამაშენის გენი, რომ ურევია. მან ხომ ჩემი შვილი მოკლა, ვერ გადაარჩინა. არადა მასზე ლეგენდები დადის! ის , გადაურჩა ნასროლ ტყვიებს, როგორც გავიგე შენი მეშვეობით. - ზიზღით აათვალიერა. - მისი ყოფილი ცოლუკას მეშვეობით, შევძელი მასზე გასვლა.. - შეხვეულ ჭრილობაზე, ხელი ისე ძლიერ მოუჭრა, ყვირილი ვერ შეიკავა, მისი სისხლით დაესვარა ხელები. სახე კმაყოფილმა, ცივმა სიცილმა გაუბადრა. ხარხარებდა, შეურაცხადი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
მის წინ იჯდა, სახეზე ამაზრზენი და ავხორცული ღიმილი ეფინა. თხემით ტერფებამდე ათვალიერებდა. იცოდა ვერ გადაურჩებოდა, იცოდა უკანასკნელი წუთები უნდა დაეთვალა. მაგრამ, გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ თორნიკე უშველიდა, წაიყვანდა აქედან შორს.
ჯიბეში არსებული ტელეფონი ამღერდა, ხელი ჩაუცურა ჯიბეში და ამოაცურა.
- მდაჰ, შენი საყვარელი რეკავს. - ირონიულად ჩაიცინა, ტელეფონს ხმამაღალზე ჩართო. - გისმენ, გამომძიებელო თორნიკე ნაროზაულო!
- ვინ ხარ?
- ვინ ვარ?! - ხარხარი დაიწყო. - ვინ ვარ და ვინც შენს საყვარელ ბიძიკოს ირაკლი სამხარაძეს, დედას მოუტყნავს. თავის შვილს კი იხმარს. თუმცა სამწუხაროდ ალბათ, შენ უკვე იხმარე და ისეთი გემრიელი არ იქნება. - დაიჭყანა და კვლავ ახარხარდა. - ნუ რას განვაწყობ, ამით დავკმაყოფილდებით მე და ჩემი ბიჭები.
- შენი , აგკუწავ თუ ხელს დააკარებ. მიწიდან ამოგთხრი და ძაღლებს მივუგდებ შენს სხეულს საჯიჯგნად. - ყურმილის იქიდან ღრიალებდა თორნიკე.
- სანამ მომაგნებ, შენი გოგო ცოცხალი აღარ იქნება. კეთილი ვიქნები და მოგასმენინებ მის ხმას ბოლოჯერ. მიდი დაელაპარაკე, შენს საყვარელს.
- თორნიკეე.. - ლაპარაკიც არ შეეძლო. არაფერი არ ათქმევინა მას და გათიშა.
- აბაა.. - ექოდ გავრცელდა მისი ხმა ქოხში. - იმედი გაქვს, რომ შენი საყვარელუკა მოგაგნებს?!
- შენ გგონია შენს შვილს მოეწონებოდა, ასეთი არამზადა მამის დანახვა?! პირიქით შერცხვებოდა და თავს თავისი ხელით მოიკლავდა. - ირონიულად ჩაიქირქილა, ტუჩის კუთხე კი ჩატეხა. იცოდა ამას რა მოჰყვებოდა, მაგრამ არ ეპუებოდა. - ვიცი მიპოვიან, მე მყავს გვერდზე საყვარელი ადამიანები, ვისაც ვუყვარვარ! შენ კიდე მარტო მოკვდები, არც არავინ დაგმარხავს, ყვავების საჯიჯგნი გახდება შენი სხეული.
- მოკეტეე.. - იღრიალა და მთელი ძალით მოქნეული ხელი კვლავ მოხვდა, კიდევ ერთხელ იგრძნო ბლანტი სითხის გემო პირში. - ჩემი შვილის ხსენება აღარ გაბედო, შენი აყროლებული პირით! სანამ შენი სატრფო მოგაგნებს, იქამდე გამოგჭრი ყელს და სხეულის ნაწილებს გავუგზავნი. ტყუილად გგონია, რომ მოგისწრებს შენი მამა.
მერე.. მერე.. ყველაფერი გაქრა, აღარც ძალა ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის. სხეულს დანით უსერავდნენ, ნელა და მტანჯველად. კიოდა, სიმწრისგან ტიროდა, ხმა ჩაუწყდა ყვირილისგან. მაგრამ არ ევედრებოდა გაჩერებას, რომ არ დაერტყათ შეჩერებულიყვნენ. აღარ შეეძლო მოთმენა, იცოდა აზრი არ ჰქონდა თხოვნას და ვედრებას. ფეხებს მუცელში გამეტებით ურტყავდა, ტკივილისგან მოიკუნტა.
- გეყოს მასე ხომ მოკლავ, ჯერ ადრეა წამებით უნდა ამოხდეს სული. - ქალის შემზარავი ხმა გაჟღერდა პატარა ოთახში. - გეყოსთქო ! - დასჭექა. მანაც თავი დაანება და ოთახი დატოვა. გაითიშა, წყლის წვეთმა გონს მოიყვანა.
- ბოდიში, ძილში ხელი, რომ შეგიშალე. - დამცინავმა ხმამ გაიჟღერა, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. მაგრამ მის თვალებში ირონია იყო დაბუდებული. ქალს თავს არარაობად აგრძნობინებდა. - მე გაგაფრთხილე, მაგრამ ყურად არ იღე ჩემი ნათქვამი. აქედან ცოცხალი ვერ გააღწევ, შენი დედა და მამაშენი ვერ გაიხარებენ. მისი ფულის ბატონ პატრონი მხოლოდ ჩემი ქალიშვილი იქნება!
- გულს მირევ! - ძლივს გასწორდა და კედელს მიეყრდნო და ქალის მიმართულებით გადაიფურთხა. - მხოლოდ ამის ღირსი ხარ! გასაკვირია, სალოსნაირი საყვარელი გოგო, თქვენაირი ამაზრზენი ქალის შვილი როგორ არის! თქვენი აზრით ამ ყველაფერს, რომ გაიგებს არ შერცხვება, შენნაირი დედის ყოლის?! მის თვალებში ზიზღს, რომ დაინახავთ მაგის ღირსი იქნებით.
- ახლავე მოკეტე! ამას ჩემი ქალიშვილი ვერასდროს გაიგებს! შენ კი, მალე და მტანჯველად ჩაძაღლდები! - ფეხზე წამოდგა და ოთახი დატოვა. ოთახს ერთი მბჟუტავი ნათურა ანათებდა. შიგნით კი ერთი ძველი, ყავისფერი ხის სკამი იდგა. ფეხები მკერდთან მიიტანა და თავი ჩამოსდო, თვალები დაეხუჭა და დაეძინა. დილამდე არავინ შემოსულა.
- მძინარე მზეთუნახავო გაიღვიძე. - ცინიკურმა ხმამ გამოაღვიძა. შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. - მოდი ცოტა გავერთოთ, წინააღმდეგი არ ხარ ხო?! - ძალიან კარგი. - მასთან ახლოს მივიდა იატაკზე დააწვინა და ზევიდან მოექცა. შარვალი ძალით გააძრო და ტრუსის ამარა დატოვა, ზედაც გადააძრო. წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, მაგრამ ძლიერად შემოარტყა და ძალა წაერთვა. თავი გვერდზე გადაწია, თვალებიდან ცრემლები ცვიოდა. ღმერთს შველას ევედრებოდა. სხულზე ხელებს უფათურებდა და კოცნიდა.
********
ირაკლი, სახლში იმყოფებოდა, ამანათი, რომ შეუტანა მოსამსახურემ. გახსნა და შიგნით შვილის სურათები, რომ დაინახა, თან დასისხლიანებულ და უმწეო მდგომარეობაში, ტვინში სიხლი ჩაექცა, ყელზე ძარღვები დაეჭიმა.
- ამის ,ლიზააა.. - მთელი ხმით იღრიალა. - მაგიდაზე მოთავსებული ყველა ნივთი, ერთი ხელის მოსმით ძირს მოაბნია. მის ღრიალზე ნიკა და ტყუპები შემოცვივდნენ.
- რა ხდება ირაკლი რა მოხდა? - მასთან ახლოს მივიდა.
- ლიზა.. ლიზაა.. ვიღაცამ გაიტაცა. - ხელში ჩაბღუჭული სურათები მას მიაწოდა. ნიკოლოზმა სურათებს, რომ დახედა სუნთქვა გაუხშირდა და მუშტები სიმწრისგან შეკრა.
- ვინ არის, ვინ მოიტაცა, ავკუწავ ამ დედა მოტყნულს. დაგირეკა, გითხრა რამე?! - ტყუპებიც იმავე მდგომარეობაში იყვნენ. მაშინვე თორნიკესთან დარეკეს, ისიც მალე მათთან გაჩნდა. ყველაფერი მოუყვეს, მაგრამ გაკვირვებული არ ჩანდა.
- ეს ყველაფერი ერთი საათის წინ შევიტყვე, პოლიცია და სპეცრაზმი ჩავრთე საქმეში, ყველგან ეძებენ. - ძლივს ლაპარაკობდა, გული ეკუმშებოდა სურათებს, რომ ნახულობდა. ირაკლის ტელეფონი ამღერდა.
- გისმენთ. - ძლივს ამოილაპარაკა, დაფარული ნომრით ურეკავდნენ.
- ოხ, თვით ირაკლი სამხარაძე, მოწყენილია?! - ბოხმა ბარიტონმა გაიჟღერა.
- ვინ ხარ და რა გინდა ჩემი შვილისგან?! - სიმშიდეს ინარჩუნდებდა.
- როგორც შენ მოკალი ჩემი შვილი წლების წინ ისე გავისტუმრებ ჩემი ხელით შენს შვილს. ოღონდ იმ განსვავებით მე კარგად გავერთობი. - მარაზმით გაჟღენთილი ხმით საუბრობდა.
- გეფიცები, მოგკლავ გეფიცები.. - ხელი აუკანკალდა უძლურებისგან.
- ფეხებსაც ვერ მომჭამთ, მე კიდევ დედა მოგიტყანი, აბა ჩაო. გამოგიგზავნი თუ კარგ ხასიათზე ვიყავი, შვილის გვამს, თუ არადა ძაღლებს მივუგდებ. - ჩაიცინა და გაუთიშა ტელეფონი. თორნიკე, გიჟს გავდა, არც ტყუპები იყვნენ კარგ მდგომარეობაში. თათია, კარებში იდგა და ფეხები უკანკალებდა.
- მე წავალ ანასტასიასთან სავადმყოფოში და სახლში წავიყვან. უნდა იცოდეს ყველაფერი. - ცრემლებს იწმენდა და ძლივს საუბრობდა.
- მეც წამოვალ. - ირაკლიმ უთხრა. - თქვენ მოძებნეთ, ჩვენი კაცებიც გაგზავნეთ, ვისაც იცნობთ ყველა ჩართეთ საქმეში.
- ანასტასია, ეხლავე წამოდი სახლში გელოდები სახლთან აუცილებელი საქმე მაქვს. - ირაკლიმ უთხრა და ტელეფონი გაუთიშა. მთელი დღეა გული ცუდს უგრძნობდა, ძალიან შეეშინდა და მაშინვე სახლში წავიდა. ფეხების კანკალით შევიდა ეზოში. თათიაც, რომ დაინახა მიხვდა რაღაც ცუდი ხდებოდა.
- ლიზას რამე დაემართა?! - ირაკლიმ ვერაფერი უპასუხა, მის სახეზე დიდი ტკივილი იკითხებოდა. - შვილო.. - წამოიძახა და გული წაუვიდა. მამაკაცმა ძლივს შეძლო მისი დაჭერა, ხელში აიყვანა. თათიამ გასაღები ნახა და სახლში შევიდნენ, დივანზე დააწვინეს. სამზარეულოში აფთიაქის ყუთი ნახეს. ბამბა სპირტით დაასველეს და ცხვირთან მიუტანეს. მალე მოვიდა გონს. - რა მოხდა ჩემი შილი როგორ არის?! მიპასუხეთ რა დაემართა! - ცრემლებმა ჯებირებიდან გადმოხეთქეს და ლოყებზე გზას იკვლევდნენ.
- გაიტაცეს.. - ექოდ ჩაესმა მამაკაცის ხმა. - მაგრამ გეფიცები ვიპოვი და დავაბრუნებ. - გულში იხუტებდა საყვარელ ქალს.
- ჩემი შვილი.. ჩემი შვილი.. წადი მომიყვანე ირაკლი, გთხოვ მომიყვანე, ვერ გადავიტან მას, რომ რამე დაემართოს მოკდები. გესმის?! მოვკდები..
- ნუ გეშინია, ჩვენი შვილი კარგად იქნება ძლიერი გოგოა.. - ამით თავის თავის გამხნევებასაც ცდილობდა. - მე წავალ.. - თათიას შეხედა, მანაც თავი დაუქნია. მასთან ახლოს მივიდა და ამდენი ხნის შემდეგ გულში ჩაიკრა, უნდოდა მისი ტკივილი შეესრუტა.
-ჩშ, დაწყანრი, შენ ხომ ძლიერი ქალი ხარ! კარგად იქნება, ჩვენი ელიზაბეტი კარგად იქნება.. - თმაზე ეფერებოდა.
- მტკივა, გული მტკივა, ვერ ვუძლებ, ვიცი, რომ მასაც ძლიან სტკივა, მთელი დღე გული ცუდს მიგრძნობდა..
- ძლიერი დედა სჭირდება, რომ დაბრუნდება, დაწყნარდი გთხოვ.. - ისიც მასთან ერთად ტიროდა. თავი მის მუხლებზე დადო და დივანზე წამოწვა.
მალე ანაბელიც და თაკოც მივიდა. ბიჭები კი ტყუპებთან წავიდნენ. თვალები ტირილისგან ჩაწითლებული ჰქონდათ. ანასტასიას ასეთი დანახვისას, გული მოუკვდათ. ანაბელი, მასთან მივიდა და ჩაიმუხლა.
- ნუ ტურიხარ ! ჩემი ლიზა, კარგად იქნება. ვიცი, რომ კარგად არის! სხვანაირად არ შეიძლება.. - დარდისგან, თითქოს დაპატარავდაო.
სალომე, სახლში იმყოფებოდა ტელეფონზე , რომ დაურეკეს და შეატყობინეს. დედასთან მიდოიოდა წასვლის შესახებ, რომ ეთქვა. კარები, გახსინილი დახვდა და ხმა გამოდიოდა. ყური დაუგდო, აქამდე ასე არასდროს მოქცეულა. მაგრამ, თითქოს გული უგრძნობდა. ასე, რომ უნდა მოქცეულიყო აუცილებლად. გაიგონა ვიღაცას ეკამათებოდა.
- კახეთში, სოფელ ახაშენში, ეკლესიასთან მიტოვებულ სახლში ჰყავთ დამწყვდეული, ვერ მიაგნებენ, სიკვდილით აღმოხდება სული.. - სალომე შეცბა, დედის სისატიკემ გული მოუკლა. სხვას, რომ ეთქვა არ დაუჯერებდა, მაგრამ საკუთარი ყურით მოისმინა. ჩუმად გაეცალა იქაურობას. მანქანაში ჩაჯდა და ტყუპებს დაურეკა, მისამართი უკარნახა, რომ ჰკითხეს შენ საიდან იციო, არაფერი უპასუხია ტელეფონი გაუთიშა, დაქოქა და ლიზას სახლში წავიდა, იცოდა გოგონები იქ იყვნენ.
ტყუპებმა, თორნიკეს გადასცეს ინფორმაცია. დაჟინებული თხოვნის შემდეგ ყველანი კახეთის გზას დაადგნენ. იქაურ პოლიციას შეატყობინეს, უბრძანეს სამოქალაქო ფორმით ეთვალთვალათ, რომ არ ეეჭვათ რამე.
თორნიკე, რულს იყო ჩაბღაუჭებული, თითებს გალურჯებამდე უჭერდა. სპიდომეტრი 200 - ს აჩვენებდა. ყველაზე ცუდის ეშინოდა, ლიზას შიშნარევი თვალების დანახვის ეშინოდა, ვერ გადაიტანდა, თუ ვერ მიუსწრებდა და მის მისვლამდე რამეს დაუშავებდნენ, საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებდა.

***
ცრემლები სცვიოდა, კუნთების მოძრაობაში მოყვანას ვერ ახერხებდა. უნდოდა ეყვირა, მაგრამ ხმა წართმეული ჰქონდა. პირს აღებდა, მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა ან შეიძლება ყვიროდა კიდეც, მაგრამ თავად ეგონა, რომ ვერაფერს ამბობდა.
შემდეგ დაინახა ვიღაცამ, რომ შემოანგრია კარები, ლურჯ პერანგზე წითელი წვეთები ეტყობოდა.
გონება ეთიშებოდა, ესმოდა ღრიალის, გინების, მსხვრევის ხმები. ირაღის გასრულიც ხმაც იყო, ბოლოს განწირული ხმა გასიმა. ისეთი სიკვდილის წინ, რომ შეიძლება გაიგო და ისევ ჭაობისფერი თვალები. რომელიც ყველა გრძნობას იტევდა. ბრაზს, ტკივილს, სიყვარულს, სითბოს, მოწიწებას, სიბრალულის დანახვამ გულში რაღაც ჩასწყვიტა, ოღონდ არ შესცოდებოდა, არ უნდა შესცოდებოდა.. სიბრალული არ სჭირდებოდა..
რამდენ ხანს ეძინა არ იცის. მედიკამენტების მძაფრი სუნი, ატყობინებდა, რომ სავადმყოფოში იმყოფებოდა და ეს ყველაფერი სულაც არ იყო ღამის ცუდი კოშმარი.
პალატის კარი ექიმმა გააღო. ეკითხებოდა ათას რაღაცას. ექიმები მიმოდიოდნენ, ვერ პასუხობდა კითხვებს, ჯერ კიდევ არ იყო რეალობაში დაბრუნებული. კადრები ერთმანეთს ენაცვლებოდა ბოლოს, რომ არ გაქრნენ თავზე მიიჭირა ხელები და კივილი დაიწყო, გამაყუჩებელი გაუკეთეს მოდუნდა და გაითიშა.
მეორედ, რომ გამოფხიზლდა მშობლები დაინახა. მამის ტკივილით დაღარულმა სახემ და დედის ამღვრეულმა, ჩაშავებულმა თვალებმა, ძალა მისცა, არ შეეძლო მათთვის უარესად ეტკინა გული. საკუთარ თავს სისუსტის უფლებას ვერ მისცემდა. მორფინი მოქმედებდა და ტკივილს ვერ გრძნობდა.
- ელიზაბეტ.. - მისმა ერთმა სიტყვამ, ყველაფერი გადმოსცა, მის სახეზე ყველაფერი იკითხებოდა.. ის ნანობდა.. პატიებას ითხოვდა..
- მაა.. დეე.. ჩამეხუტეთ გთხოოვთ.. გთხოვთ.. - თავისი ხმა არ ეცნო. კაცივით დაბოხებული და ჩახლეჩილი ჰქონდა. ნაწყვეტ ნაწყვეტ ისროდა სიტყვებს. ორივე მხრიდან ჩაეხუტნენ, მათ მკლავებში ჩაიმალა, მათი სურნელი ღრმად შეისუნთქა, როგორ მონატრებია. როგორც შეიტყო თითქმის ერთი კვირა იყო გასული, იმ კოშმარული დღეებიდან. ფიზიკურად ნორმალურად იყო, ჭრილობები კარგად უხორცდებოდა.
- აქედან მალე შევძლებ წასვლას? სახეზე სახვევებს როდის მომხსნიან?
- მალე მოგხსნის ექიმი.. - მართლაც მალე შევიდნენ ექიმები და გაანთავისუფლეს. სარკეში, რომ ჩაიხედა საკუთარი თავი ვერ იცნო. თითქოს სხვისი ანარეკლი უცქერდა. სახე სულ დასიებული და შეშუპებული ჰქონდა. თავში განვითარებული ჰემატომას გამო, თმები გადაუპარსიათ ოპერაციის ჩასატარებლად. თვალები ჩაცვენილი, ჩაშავებული, ტუჩები დახეთქილი. უამრავი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე დანით მიყენებული.
ეგონა ძლიერი იყო, ეგონა გაუმკვლავდებოდა, მაგრამ ყველაფერი ნათლად აღიქვა. ყველა გადატანილი ტკივილი თავიდან განუახლდა. გაუქრა სურვილი ფეხზე დგომის. სუნთქვის სურვილიც კი გაუქრა. სიკვდილი უნდოდა, თითოეული მომენტის დავიწყება სურდა. თქვენი აზრით სუსტი იყო ამის გამო?! - არა, არამგონია, ჩემი აზრით ვინც ამას შეძლებს, ძლიერიც კი არის.. თითქოს ჯერ კიდევ შოკში იყო, ტკივილი ნელ-ნელა განუახლდა, ისევ სცემდნენ, ისევ ძალადობდნენ. საქმე ბოლომდე არ მიუყვანიათ, მაგრამ თითოეული შეხება ახსოვდა და კანი ეწვოდა. ისევ უსერავდნენ სხეულს, ტკიოდა, ყვიროდა, ღამითაც და დღისითაც კოშმარები ესიზმრებოდა, ამის გამო ექიმები ხშირად აძინებდნენ. სახლში მისი მოთხოვნით მალე გაწერეს, არავინ მიუშვა ახლოს, ყველას აუკრძალა მათთან მისვლა. ირაკლისაც კი, არ უნდოდა მისი თავი დაედანაშაულებინა, არ სურდა ასეთ მდგომარეობაში ენახა. თითქმის სამი, ოთხი თვე იყო გასული, რაც ოთახიდან არ გასულა. ჩალურჯებები გაუქრა, ჭრილობები ჩაუცხრა, ნაკერები მოუშუშდა. არავის უშვებდა მასთან, იცოდა ამით ყველას გულს სტკენდა, მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო.
საძინებლიდან გავიდა, ნაბიჯების გადადგმა უჭირდა, დედის სევდისფერი თვალების დანახვა არ სურდა.
-შეგიძლია მამას დაურეკო და უთხრა, რომ მოვიდეს? - თავის ახლართულ თითებს უყურებდა, თვალებში შეხედვას ვერ ბედავდა.
- კი, შვილო ახლავე.. - ხმა აუკანკალდა ქალს, ცრემლებს ძლივს იკავებდა, ამდენი ხანია შვილის ხმა არ გაუგონია.
- ჩემს ოთახში ვიქნები და უთხარი, რომ მოვა შემოვიდეს. - მალე კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.
- შემოდით..
- შვილო, რა ხდება? - მასთან მივიდა და გულში ჩაიკრა. მართალია სხეულის თითოეული ნაწილი აეწვა, მაგრამ კიდევ ერთხელ გულს ვერ ატკენდა. მალე შეუშვა ხელი, მასთან ერთად ჩამოჯდა საწოლზე.
- მამა, რაღაც მინდა გთხოვო. მინდა, რომ გამიგო, ზედმეტი კითხვების გარეშე.
- გისმენ შვილო, რაც გინდა მთხოვე.. - უყურებდა მამას, რომელიც მოტეხილი იყო, ასაკიც კი დასტყომოდა.
- აქედან სადმე შორს მინდა წასვლა. არ აქვს მნიშნელობა სად, უბრალოდ სახლი, რომ იყოს. სასურველია ახლომახლოს მოსახლეობა არ ცხოვრობდეს. - უსასრულობაში იყურებოდა.
- წასვლა გინდა..
- ხო მამა, გამიგე გთხოვ.. აქ ვერ ვსუნთქავ, არ შემიძლია, ძალიან მჭირდება.. შეიძლება დავბრუნდე კიდეც, რამდენი წლის შემდეგ არ ვიცი, მაგრამ დავბრუნდები..
- კარგი, ჩემო გოგოვ.. ოღონდ შენ იყავი კარგად, სხვა არაფერი მინდა.. ვიცი ჩემს გამო ხარ ასეთ მდგომარეობაში, ვერ გაგიფრთილხდი. იქნებ სჯობდა კიდეც თქვენს ცხოვრებაში არ გამოვჩენილიყავი. ასეთი რაღაც, ხომ არ შეგემთხვეოდა.. - მთელი გული ამოაყოლა , ამ სიტყვებს.
- ჩშ! - ტუჩებთან მიუტანა თითი და გააჩუმა. - ეგ აღარასოდეს გაიმეორო, თორემ ამაზე ძალიან შენი სიტყვები მატკენენ! ღმერთმა, განსაცდელი გამომიგზავნა და გაძლების საშუალებასაც თვითონვე გამომიგზავნის.. ჩემი წასვლის შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს, დედამაც კი.. - ტკივილით გაჟღენთილი ხმით ამოიჩურჩულა.
- კარგი, ყველაფერს მოვაგვარებ.. უბრალოდ, რომ დაგიკავშირდე ტელეფონს და ლეპტობს დაგიტოვებ..
- როგორც გინდა, წიგნებიც მიატანინე ძალიან გთხოვ.
- ყველას ძალიან უნდა შენი ნახვა, განსაკუთრებით თორნიკეს, განადგურებულია.. - მისი სახელის გაგონებისას ცრემლები ძლივს შეიკავა.
-უთხარი ყველას, რომ მაპატიონ, მაგრამ არ შემიძლია ვერ ვნახავ ვერავის.. მათ თვალებში სიბრალურის ამოკითხვა გამანადგურებს. ტანსაცმელი და სხვა ნივთები ვინმეს აყიდინე, არ აქვს მნიშვნელობა რა და როგორი იქნება, ყველა სეზონის იყოს მთავარია. ანასტასია, სახლში როდესაც არ იქნება მაშინ წავალთ, გთხოვ ყველანაირად ეცადე არავინ გაიგოს.
- როგორც გინდა.. - გვერდიდან მიიხუტა და თავზე აკოცა. ოთახი მალე დატოვა. საწოლზე წამოწვა და ჭერს გაუშტერა მზერა. ერთ დროს როგორ უყვარდა თავისი ოთახი, ჭერზე გამოხატული ვარსკვლავები და მისი ყურება. რომელიც აქ ჩამოსვლის წინ დაახატინა. ახლა კი, არაფერს გრძნობდა, აქ ყოფნა სულს უხუთავდა. ერთ დროს აქ ხომ ბედნიერი იყო, ახლა კი, სიცოცხლის ნიშან წყალიც არ ეტყობოდა. რამდენიმე დღეში ირაკლიმ მიაკითხა. ოთახიდან გავიდა, დედის ოთახში შევიდა, მისი ერთ-ერთი შარფი აიღო და გარეთ გავიდა. მანქანაში მამის გვერდით დაიკავა ადგილი.
- ყველაფერი მოვაწესრიგებინე, ვერავინ გაიგებს შენი ადგილ სამყოფელს. - არაფერი აღარ უთქვამს.
გზაში იყვნენ, არც ერთი ხმას არ იღებდა. გრძნობდა მამის ტკივილს. დიდხანს იარეს, რომელიღაც რაიონში შეუხვიეს. არ აკვირდებოდა, მისთვის სულ ერთი იყო სად მივიდოდა, მთავარია მარტო ყოფილიყო. ბევრი იარეს, შემდეგ მანქანა გაჩერდა და გადავიდნენ. ირაკლიმ ჭიშკარი გააღო და შიგნით შევიდნენ. ის იყო რაც მის სულს სჭირდებოდა. ეზოში პატარა, მაგრამ ლამაზი სახლი იდგა.
- სახლში ყველაფერია, რაც დაგჭირდება.
- საკვები და რაღაცეები, როცა დამჭირდება ჭიშკრამდე მოიტანონ. ყოველი კვირის ბოლოს, დანარჩენს მე თვითონ მივხედავ. - როცა შევძლებ, გეტყვით და მოდით.. - მოეხვია და აკოცა. - მაპატიე, რომ ისეთი ძლიერი არ ვარ, როგორიც უნდა ვიყო, ვერ ვუძლებ.. ვერ ვივიწყებ.. ძალიან მიყვარხარ და მემაყები, რომ შეძელი ჩემი გაგება!
- ჩემო სიცოცხლევ, მე უნდა მაპატიო, დამნაშავე მე ვარ ყველაფერში რაც კი დაგემართა. - თავზე კოცნიდა და მთელი ძალით იკრავდა გულში. თითქოს ცდილობდა მისი ტკივილი შეესრუტა და თან წაეღო.
- დროა წახვიდე.. დაგიკავშირდები ხოლმე.. დედას უთხარი, რომ ჩათვალოს სასწავლებლად ან დასასვენებლად ვარ წასული დიდი ხნით, მაპატიოს ასე, რომ ვიქცევი.. ძალიან გთხოვ, საკუთარი თავი არ დაიდანაშაულო არაფერში! - წერილების მიცემა ავიწყდებოდა მეგობრებს, რომ დაუწერა. ჩანთასთან მივიდა და ამოიღო. - მაა, ეს წერილებია, სახელები აწერია ვისიც არის და გთხოვ მიეცი.. დედას და საკუთარ თავს მიხედე!
- ვიცი, რომ მალე დამიბრუნდები.. - შუბლზე აკოცა და წავიდა.
სახლში შევიდა, დაათვალიერა ყველა კუთხე კუნჭული. ყავა მოიდუღა და დიდი თუთის ქვეშ, სადაც რკინის თეთრი მაგიდა იდგა თავის სკამებით, ჩამოჯდა და გერმოს დაუწყო თვალიერება.
დრო მალე გადიოდა, დღებიი დღეებს მიყვებოდა, თვეები თვეებს. ტელეფონით ესაუბრებოდა მშობლებს. ყველა ძალიან ენატრებოდა, განსაკუთრებით თორნიკე, ყოველ ღამეს სტუმრობდა სიზმრებში. დრო რეცხვაში და დალაგებაში გაჰყავდა. ეზოში ვარდების სხვადასხვა ჯიში და ყვავილები დარგო. ეზოს ერთ მონაკვეთში იასამნის ხეები დარგო. მართალია ჰქონდა, მაგრამ კიდევ ბევრი სურდა. ეზოში ხშირად სეირნობდა, გარემოს ყურებით ტკბებოდა.
შემოდგომა დადგა, მისი ერთ-ერთი საყვარელი სეზონი. უყვარდა ფერადი ბუნების დანახვა. ამ დროს ტყე ძალიან ლამაზი იყო, მისი ეზო სხვადასხვა ფერად ანათებდა. ეს სეზონიც მალე მიიწურა და ზამთარი დადგა. ირაკლის სთხოვა მანქანა გამოეგზავნა, რომელსაც დაიტოვებდა. როგორც ინტერნეტით შეიტყო, მასთან ახლოს ეკლესია და დედათა მონასტერი იყო, უნდოდა ასულიყო. მეორე დღესვე მოუყვანეს ჯიპი, რადგან ამხელა თოვლში სხვა მანქანა ვერ შეძლებდა ასვლას. პატარა ჩანთაში, თორნიკესი და მისი სურათი ჩადო, ანაბელმა ჩუმად, რომ გადაუღო. კაბები და თბილი ზედები ჩაალაგა და იმ დღისითვე გზას გაუდგა. ძალიან ნელა მოძრაობდა, მოყინულზე უჭირდა სიარული , თან ცურავდა. გზად მაღაზია შეხვდა, რომელიც იქ ერთადერთი იყო, შევიდა საჭირო ნივთები და პროდუქტი იყიდა, მანქანაში ჩაალაგა და გზას გაუდგა. დაღამებისას მიაღწია ადგილამდე, მანქანიდან გადმოვიდა, ბარგიც გადმოიტანა და მონასტრის ეზოში შევიდა. იმხელა თოვლი იყო, მოძრაობა უჭირდა. ტაძრის დანახვისას ის მძიმე ტვირთი ცოტათი შეუმსუბუქდა, რომელიც ასე ტანჯავდა. ზარებს რეკავდნენ, ბარგი ტაძარის შესასვლელთან დატოვა, თვითონ კი შიგნით შევიდა. მხოლოდ ჯვალოთი მოსილი, რამდენიმე ადამიანი იყო და თავდახრილი ლოცულობდნენ. იმ წამიდან იგრძნო სიმშვიდე, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა. მონაზვნებმა სიხარულით მიიღეს, გაეცნენ ერთმანეთს, ყოველგვარი კითხვების გარეშე. შემდეგ თავისი სენაკი აჩვენეს. ოთახში შეიტანა თავისი ნივთები, პროდუქტი კი, მათ დაუტოვათ. სველი კაბა გამოიცვალა, ოთახში სანთელი და ლამპა იდო, რომელიც განათების ერთადერთი წყარო იყო.
საერთო ოთახში გავიდა, სადაც ვახშამს ამზადებდნენ, საოცარი სურნელი ტრიალებდა.
- აქ, ამ სიშორეზე რამ ამოგიყვანა შვილო? - თბილად გაუღიმა.
- პრობლემას გამოვექეცი დედაო, სიმშვიდისკენ მოვისწრაფოდი.
- ჩვენთან დიდი ხნით დარჩები?
- არ ვიცი, სადამდეც შევძლებ. - თქვა და იატაკს ჩააჩერდა. ის, საღამო მშვიდად გაატარა. ძილის წინ ილოცა, შემდეგ კი სურათს აკოცა და დაიძინა.
დილით მზის სხივების ბრწყინვალებით იწყებოდა. იმდენად თბილად ანათებდნენ სხვივები და დასთამაშებდნენ სახეზე გაღიმებულს ეღვიძებოდა. პირველად უხაროდა გათენება. მონაზვნები დილით უკვე ფუსფუსებდნენ. ყველას თბილად მიესალმა. ხელ-პირის დასაბანად გავიდა. ერთ-ერთმა მათგანმა წყალი დაუსხა, შემდეგ კი, თავად დაეხმარა ყველას. ოთახში დაბრუნდა, თმა უკვე ეკვრებოდა. თავსაბურავი მოიხვია და მონასტერში წავიდა სალოცავად. დიდხანს იდგა ფეხზე თავდახრილი და ლოცულობდა ყველაზე. უკვე ორი კვირა იყო გასული, რაც აქ ჩამოვიდა. მარხულობდა, ყველაფერში ეხმარებოდა დედაოებს. ოთახში იყო კარზე, რომ დაუკაკუნეს.
- მობრძანდით..
- შვილო, ქვემოთ მივდივართ მაღაზიაში, რამე ხომ არ გჭირდება?
- ფეხით აპირებთ ჩასვლას?
- კი.
- რა საჭიროა, ჩემი მანქანით წავიდეთ, გასაღებს ავიღებ ახლავე. - სენაკი ერთად დატოვეს, რამდენიმე დედაო და თვითონ წავიდნენ. ყველაფერი იყიდეს რაც სჭირდებოდათ, ყველაფრის ფული თვითონ გადაიხადა.
იმ დღეს ძირითადად იწვა. სურათი ჰქონდა გულში ჩახუტებული. უზომოდ ენატრებოდა, მაგრამ იმ მონეტში ყველა კაცი სძულდა. თავს ვერ ერეოდა, სიბრალულით მოცულ თვალებს ვერ ივიწყებდა.
ახალი წლის ღამესაც თოვდა, ყველაფერი თეთრად იყო შემოსილი. ეზოში იდგა, გრძელი, შავი კაბით, ხელთათმანებით, თბილი ქუდით, თბილი მანტოთი. ცხვირი კი შარფში ჰქონდა ჩაყოფილი. გასცქეროდა არემარეს, ნატრობდა ყველა ცუდი წუთი გამქრალიყო მის ცხოვრებიდან. მეგობრებთან ერთად ყოფნა სურდა. ყოველ ახალ წელს ერთად ხვდებოდნენ. ეხლა კი, მათგან შორს იყო მარტოდ-მარტო.
***
ოთახში შევიდა და დაიძინა. სიზმარში თორნიკესთან გატარებულ ბედნიერ დღეებს ხედავდა და ბედნიერებისგან ეღიმებოდა.
ახალი წლის ღამე, მარტოობა, სიცარიელე, ცარიელი ოთახი, სადაც მხოლოდ ლიზას სურათები იყო ყველგან. მასზე ფიქრები და გაუსაძლისი მონატრება. რომელიც სულს უღრნიდა და ანადგურებდა. ისევ ოცნება, რომელიც ლიზას ნახვას და მის ჩახუტებას, მისი იასამნის სურნელის შეგრძნებას უკავშირდება. ფანჯრიდან მოსჩანს ქალაქში როგორ ზეიმობენ. მაშხალებს ისვრიან, მაგრამ მისთვის სულ ერთია ყველაფერი. საწოლზე გადაწვა, თვალები დახუჭა, ფიქრობდა მასთან გატარებულ თითოეულ მომენტზე, სადაც ბედნიერები იყვნენ. უცბად გაუცნობიერებლად წამოდგა, უზარმაზარ ტილოსთან მივიდა, ფუნჯი აიღო და ხატვა დაიწყო. უბრალოდ ხატავდა, არ იაზრებდა, როგორ ან რანაირად, გულის თქმით დაატარებდა ფუნჯს. თეთრ კაბაში გამოწყობილი, ელიზაბეტი დახატა, გარშემო სულ სითეთრე იყო. ხატვა, რომ დაასრულა ლოყაზე დაუკითხავად გაჩენილი, ერთადერთი ცრემლი მოიშორა. უკვე ნახევარი წელია გასული რაც არ უნახია. ეძებდა.. ყველგან ეძებდა.. მაგრამ მისი კვალი არსად ჩანდა, იცოდა ირაკლიმ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არ ეკითხებოდა, აზრი არ ჰქონდა.
***
ირაკლი და ანასტასია ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად მამაკაცის დაჟინებული თხოვნით. თათია და ნიკა ხშირად სტუმრობდნენ.
შვილის მდომარეობით განადგურებული იყო. თვეში ერთხელ თუ იგებდა მის ხმას, ისიც ცოტახნით. ძალიან უჭირდა გაძლება, ირაკლი, რომ არა ალბათ შეიშლებოდა.
დაწოლილები იყვნენ, როდესაც ლოგინის საზურგეს მიეყრდნო, სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. მამაკაცს მაშინვე გამოეღვიძა, ასეთ მდგომარეობაში, რომ დაინახა გული შეეკუმშა, ხელი მოხვია და გულზე მიიხუტა.
- ნუ ტირიხარ, გთხოვ დამშვიდდი.
- როგორ შეგიძლია, ასე მშიდად ყოფნა, როცა ჩვენი შვილი ასეთ მდგომარეობაშია. იქ, მარტო იმყოფება და იტანჯება. ნუთუ სულ არ გადარდებს. - მხრები აუკანკალდა, გული ნერვიულობისგან აუდ-ჩაუდიოდა.
- რომ ვიცი როგორ იქნება, იმიტომ ვარ ასე მშვიდად. მე მჯერა, ჩემი შვილის და ვიცი, რომ მყარად იდგმება, რომ იცოდეს მარტო ვერ გაუძლებს და ვინმე სჭირდება გვერდით, ასე შორს მარტო ყოფნას არ მოინდომებდა. მას ჩვენი სისხლი ურევია, როგორ შეიძლება ძლიერი არ იყოს?! - თბილად გაუღიმა.
- არ ვიცი.. არ ვიცი.. უზომოდ მენატრება. თან ვიცი თორნიკეს და მას შორის რაღაც ხდებოდა. ბიჭი დალასლასებს კი არ დადის. რამდენჯერ იყო აქ მოსული სანამ წავიდოდა, სახეზე ფერი აღარ ედო. ვიცი, რომ ისიც ასეთ მდგომარეობაში იქნება..
- ჩვენი შვილი მისგან ელის ნაბიჯის გადადგმას. გულის სიღრმეში სჯერა, რომ უშველის, მაგრამ ჯერ ამას თვითონვე ვერ ხვდება. თორნიკესნაირი, ძლიერი მამაკაცი სჭირდება გვერდით, ვინც სათანადოდ გაუმაგრებს გვერდს. ის მასზე ძლიერია და დარწმუნებული ვარ იპოვნის და დაეხმარება ამ ყველაფერის გადატანაში და დავიწყებაში. ასე, რომ დამშვიდდი ვიცი, რომ ჩვენი გოგონა კარგად იქნება! დრო როცა მოვა, არ აქვს მნიშვნელობა როდის აუცილებლად დაგვიბრუნდება ჩემო ფერიავ. - თვალები უციმციმებდა და ბაგეებზე შეეხო.
ცოტას ლევანზე და ნინოზეც მოგიყვებით.
სავადმყოფიდან გამოდიოდნენ, რომ შესთავაზა სახლში გაეყვანა. ნინის კი უარი არ უთქვამს. თბილისს რომ გასცდა მერეღა იკითხა.
- სად მიგყავარ ლევან?
- იქ, სადაც დიდი ხნის წინ უნდა წავსულიყავით!
- ვერ გავიგე..
- გიტაცებ, ძვირფასო გიტაცებ.. - გოგოს პირი ღია დარჩა.
- რას შვები?! ხომ არ გაგიჟდი ?!
- წიოკს აზრი არ აქვს მაჭავარიანის ქალიშვილო.
- ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ჯერ სწავლას დავამთავრებდი. ყოველ დღე ერთად ვართ.. თან ლიზას ასეთ მდგომარებაშია, ქორწილი არ მინდა.. - მის გახსენებისას, თვალები წყლით აევსო, უზომოდ ენატრებოდა.
- მე მთლიანად მჭირდები, მინდა ჩემს გვერდით იყო და არ მენატრებოდე ყოვლ წამს. მინდა ვიცოდე სახლში მოსულს შენ დამხვდები და ჩამეხუტები. შემდეგ კი ბევრს გაკოცებ. ან ერთად შევალთ ჩვენს სახლში. მინდა მიხაროდეს შინ მისვლა ან გელოდებოდი როდის მოხვალ ერთად, რომ დავიძინოთ. უკვე წლებია ვითმენ, დავბერდი კაცი. - სიცილით უთხრა. - რაც შეეხება ლიზას, არც მე მინდა უიმისოდ ქორწილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ გაახარებს ჩვენი ერთად ყოფნა.
- მამაჩემი მოგკლავს იცოდე..
- მაგაზე ნუ იდარდებ, მოგვარებულია. პირიქით გაუხარდება, რომ სახლიდან მოგიშორებს. - სიცილით უთხრა.
- იდიოტო . - დაეჯღანა და ფანჯრიდან გაიხედა.
- ჰო, ჩემო ალქაჯო - მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა და აკოცა. - მიყვარხარ და ნუ ჯიუტობ, ხომ იცი აზრი არ აქვს. ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ მოგინდება, უბრალოდ ერთად ვიქნებით ყველგან.
მას შემდეგ აღარაფერი უთქვამთ, სკამის საზურგეზე თავი დადო და თვალები დახუჭა. სალონში გაჯერებული საყვარელი სურნელი ღრმად შეისუნთქა და გაიტრუნა.
ჯვარი მთაში, ერთ-ერთ მონასტერში დაიწერეს. მამაო როგორ იპოვა იმ შუაღამისას, გაკვირვებული იყო ნინი. აღელვებულმა და აფორაჯებულმა დაიწერეს ჯვარი და ნიშნობის ბეჭედთან ერთად ოქროს ბეჭედიც მოირგო. ლევანმა კი, მისივე ნაყიდი კალიცო. აი, შემდეგ უკვე, ბევრი იცელქეს. ( ყველაფერს რა მათქმევინებს)
ანაბელთან და დამიანესთან, ყველაფერი ცუდათ იყო. ლიზას ამბების შემდეგ, ამას დამატებული მისმა წასვლამ მათი ურთიერთობა დაძაბა. ორივე საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა. თითქოს ლიზას სახით მნათობი ვარსკვლავი ჩაუქრათ, რომელიც მას ეკავა მათ შორის. ორივე დამწუხრებულები დადიოდნენ და მთლიანად სამუშაოში იყვნენ ჩაფლულები გულის გადასაყოლებლად. ერთმანეთს თითქმის არ ნახულობდნენ. ტკივილმა დააშორა ერთმანეთს, არადა პირიქით უნდა მომხდარიყო, მაგრამ რას გაიგებ. დამიანე, უემოცო გახდა, ამას ანაბელის საქციელებიც დაემატა. აზროვნების უნარი აღარ შესწევდა, რობოტივით მოძრაობდა. თავის თავს იდანაშაულებდა, მის გვერდით არ ყოფნაში, როცა ასე ძლიერ სჭირდებოდა. უზომოდ სჭირდებოდა, მასთან ჩახუტება და საუბარი. მიაგნებდა, რომ მოეძებნა, მაგრამ არ უნდოდა მასთან უფრო დაშორება, მის გადაწყვეტილებას პატივს სცემდა.
***
თორნიკეს, შეატყობინეს ლიზას ადგილსამყოფელის შესახებ. მხოლოდ ის გაიგო, რომ ამჟამად მონასტერში იმყოფებოდა, ისიც მისმა თანამშრომელმა შეატყობინა, რომელმაც ცოლი წაიყვანა მოსალოცად. მაშინვე მანქანაში ჩაჯდა და გაემართა, გული სიხარულისგან უცემდა, ისე სწრაფად დაატარებდა მალე მივიდა ადგილზე.
საღამო იყო უკვე, მის წინ ულამაზესი ტაძარი აღიმართა. მანქანიდან გადავიდა, სიარული უჭირდა ამდენი ხნის შემდეგ შეძლებდა მის ნახვას. მაგრამ, მასთან შეხვედრის და ცივი თვალების ეშინოდა. სვლა დაიწყო, პულსაცია აუჩქარდა. თავდახრილი მიიწევდა წინ. გული, ჯებირებს გაორმაგებული მოძრაობით ეხეთქებოდა. მონაზონი შეამჩნია და მისკენ გაემართა.
- დედაო.. მე.. აქ ერთი ქალი უნდა იყოს, მე მისი ნახვა მსურს.. - მონაზონს არ სურდა ტყუილის თქმა, არადა ლიზამ სთხოვა მის შესახებ არავისთვის ეთქვა.
- იცით.. - ორჭოფობდა ქალი, მამაკაცის სახეზე იმხელა ტკივილი იკითხებოდა, ძალიან შეეცოდა.
- გთხოვთ.. - გაშეშებული იდგა და ისე ჰქონდა ხელები მომუშტული, დაბუჟებაში გადასდიოდა.
ლიზამ ლოცვა, რომ დაასრულა მონასტრიდან გამოვიდა. შორიდანვე შეამჩინა თორნიკე, რომელიც თავდახრილი იდგა. სახეს მაინც არჩევდა, ,,თითქოს ჩამომჭკნარი იყო, ყვავილივით რომელსაც წყალი ესაჭიროებოდა ლიზას სახით’’. გული შეეკუმშა, მაგრამ არ შეეძლო მასთან მისვლა. ჯერ კიდევ არ იყო მზად. ძალა წაერთვა, ჩუმად მივიდა მანქანამდე, რომელიც სხვა შემოსასვლელთან ეყენა. მთლიან კანკალმა აიტანა, ვერ წყნარდებოდა, ცრემლებს ძლივს იკავებდა. შიგნით ჩაჯდა, ხელების კანკალით დაძრა მანქანა და უკან ჩამოიტოვა მონასტერი თორნიკესთან ერთად.
- თქვენ ვინ ხართ მისი?
- მე.. მე.. მისი ახლობელი ვარ. გთხოვთ.. გთხოვთ.. მითხარით სად არის.
- წეღან ტაძარში იყო სალოცავად შესული, გამოსული არ დამინახია, ალბათ იქ იქნება. - ტყუილის თქმა ვერ შესძლო, მამაკაცის თვალებში სიხარულის სხივი გაკრთა.
თავდახრილი მიუახლოვდა ტაძარს. პირჯვარი გარდაისახა და შიგნით შევიდა. მოათვალიერა, თვალებით ეძებდა მის სულის მხსნელს. მაგრამ, არსად იყო, გარეთ გავიდა და ერთ-ერთ დედაოსთან მივიდა.
- აქ, ერთი გოგონა სახელად ლიზა ცხოვრობს, სად არის ხომ არ იცით? - მომლოდინე მზერით შესცქეროდა, დედაომ იცნო სურათიდან.
- იცით დაახლოებით თხუთმეტიოდე წუთის წინ წავიდა. - თითქოს ყურები დაუგუბდა, შეტორტმანდა, მუხლები აუკანკალდა, გული შეეკუმშა ტკივილისგან. ,, დამინახა და წავიდა’’, მისი გონება წამდაუწუმ ამას იმეორებდა. თვალები ცრემლებით აევსო, იქვე ჩაიკეცა.
- ხომ კარგად ხართ? - შეშინდა დედაო.
- კი.. კი.. მე.. კარგად ვარ. - სიტყვების წარმოთქმა უჭირდა, თითქოს პირი გაუშრა, ყელში დიდი ბურთი ეჩხირებოდა.
- ახლავე წყალს მოგიტანთ. - მალე დაბრუნდა უკან წყლის ფინჯნით ხელში და გაუწოდა.
- მადლობა. - თავი არ აუწევია ისე უთხრა.
- გაუძელით, ღმერთის რწმენა იქონიეთ! ყველაფერი მისი ნებაა, არ გაგწირავთ! გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.. - უთხრა და გაეცალა. მანქანამდე ძლივს მილასლასდა, ღმერთს ძალა და შემწეობა სთხოვა. თბილისის გზას გაუდგა, არ დანებებოდა, კვლად მოძებნიდა, მის გარეშე სუნთქვაც არ შეეძლო.
გაზაფხული სულ უყვარდა, ზოგჯერ რომ წვიმდა, ზოგჯერ მზე ანათებდა. ყველაფერი იღვიძებდა, ყვაოდა, განსაკუთრებით კი, ტყე ცოცხლდებოდა, მათთან ერთად კი მისი სულიც ცოცხლდებოდა. დროის უმეტეს ნაწილს ჰამაკში ატარებდა. ყვავილების სურნელით ივსებდა ფილტვებს და წიგნებს კითხულობდა. ხშირად თორნიკეზე ფიქრებიც დაატყდებოდა თავს, ,, ალბათ ხელი ჩაიქნია, რომ წამოვედი გაბრაზდა და შეიძლება ცხოვრება განაგრძო სხვასთან ერთად’’. ეს ფიქრები ანადგურებდა მაგრამ, რამის შეცვლა არ შეეძლო, მასთან ერთად ვერ იცხოვრებდა.
ძალიან ენატრებოდა მშობლები, მაგრამ ძალა არ შესწევდა მათი ნახვის. საათობით ლაპარაკობდნენ ტელეფონზე. სტუმრობის თემას, რომ შეეხებოდნენ იმ წამს მოფიქრებული მიზეზით უთიშავდათ.
ხშირად დახეტიალობდა ტყეში. აწყნარებდა ჩიტების ხმა, ბულბულის გალობა. ბევრ ფოტოს უღებდა ყველაფერს, რაც მოეწონებოდა. მდინარესაც მიაგნო, ხშირად მიაკითხავდა და სიწყნარეში წიგნებს კითხულობდა.
ჰამაკში იყო წამოწოლილი, ტელეფონში ხელში ეჭირა და ვერ გადაეწყვიტა დაერეკა თუ არა ანაბელთან. ძალიან უნდოდა მისი ხმის გაგონება, მაგრამ რაღაც ბოჭავდა. არადა ძალიან ეტკინა, ანასტასიამ, რომ უთხრა ერთმანეთს ჩამოსცილდნენ, შენი წასვლისგან გამოწვეული ტკივილი ორივეს ანადგურებსო.
ღრმად ამოისუნთქა და ჩაისუნთქა და დარეკვის ღილაკს თითი დააჭირა. რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ გაისმა მონატრებული ხმა. მაგრამ უწინდებულად არ იყო, ისეთი ხალისიანი, როგორიც ლიზას უყვარდა.
- ანაბელ.. როგორ ხარ ? - ძლივს მოაბა სათქმელს თავი, ნერვიულობისგან ყელი გაუშრა.
- ლიზაა.. ლიზაა.. შენ ხარ ? ნამდვილად შენ ხარ? - ეტყობოდა, რომ უჭირდა საუბარი.
- კი, მე ვარ.. - თვალის უპეებიდან ცრემლებმა იწყეს ლოყაზე დენა..
- როგორ ხარ?
- ვუმკვლავდები.. ვცდილობ გავუმკლავდე..
- ძალიან მენატრები, უშენოდ ვერ ვსუნთქავ.. - ტირილისგან გული ჰქონდა ამომჯდარი და სლუკუნებდა.
- მეც მენატრებით ძალიან, მაგრამ ხომ გესმის ჩემი?! მანდ, რომ ვყოფილიყავი შეიძლება გავგიჟებულიყავი, სიცოცხლე დამესრულებინა.. დავბრუნდები, გპირდები აუცილებლად დავბრუნდები! - მტკიცედ და დარწმუნებით ჟღედა მისი სიტყვები. ანაბელსაც იმედის ნაპერწკალი გაუღვივდა. - ძალიან გთხოოვ დამიანეს გვერდით დადექი, ნუ მიატოვებ, შენც ნუ აქცევ ზურგს.. ეხლა შენ სჭირდები ყველაზე ძალიან, თუ ზურგს აქცევ განადგურდება, ხომ იცი როგორ უყვარხარ, ვერ გადაიტანს.. ჩემს გამო უნდა შეძლო! მალე მეც თქვენთან ვიქნები და დავიბრუნებთ, ავინაზღაურებთ იმ დროს რაც დავკარგეთ! - უნდოდა საკუთარი თავიც დაერწმუნებინა, უფრო საკუთარ ,,მე’’ -ს ელაპარაკებოდა, ვიდრე ანაბელს..
- მე.. მე.. ვეცდები, უშენოდ ცარიელი ვარ, თითქოს სულის ნაწილი ამომარიდეს.
- ვიცი, მეც მასე ვარ, მაგრამ ამასაც გავუძლებთ! კარგი, დროებით მიყვარხარ ძალიან! - უთხრა და გაუთიშა. ემოციებით იყო სავსე. საკუთარ თავს შეუძახა, აუცილებლად შეძლებდა დაბრუნდებულიყო, გაუმჯობესებული ლიზას ახალი ვერსია.
ეზოში, იასამნების ქვეშ, სარწეველა სკამში დაჯდებოდა, ფინჯანი ყავით ხელში და სურნელით ტკბებოდა. გაიხსენებდა განვლილ დროს, როდესაც ბედნიერი იყო, მიზნები ჰქონდა ცხოვრებაში. ენატრებოდა თავისი პროფესია, სისხლიანი ხელები და გადარჩენილი პაციენტები, მათი ახლობლების ბედნიერი სახეები. იცოდა წარსული აღარ დაბრუნდებოდა, წარსულშივე რჩებოდა თითოეული ბედნიერი მომენტი, მაგრამ სწამდა, რომ უკეთესი დღეები ელოდა წინ.
დედაოები ხშირად სტუმრობდნენ, მათთან საუბარი ძალიან უყვარდა, იმდენად თბილები იყვნენ მშვიდდებოდა. თვითონაც ხშირად სტუმრობდა მათ. ეკლესიაში დადიოდა, ლოცულობდა, მაგრამ იქ არ რჩებოდა, ეშინოდა კვლავ თორნიკეს ნახვა. ანასტასიას და ირაკლისაც ესაუბრებოდა, ეკითხებოდა ყველაფერს ბავშვების შესახებ.
ეგონა თორნიკემ დაივიწდა, უნდოდა მოეძებნა, გულის სიღრმეში ელოდა კიდეც. ხშირად წამოსულა დაუკითხავად ცრემლები, მაგრამ მაშინვე მოიცილებდა.
ივნისის მზიანი დღე იდგა, დილიდან დაბორიალობდა ეზოში. ყვავილები მორწყა, მათი ყურება სიამოვნებდა, სულ იფერადებდა. მდინარეზე გასეირნება გადაწყვიტა, მთელი დღე მოსვენება ჰქონდა დაკარგული. გული რაღაცას ეჩურჩულებოდა, ანიშნებდა, მაგრამ ვერ უგებდა რას ეუბნებოდა. ტყეში შევიდა, ჩიტების ჟღურტული ისმოდა. ნაპირზე ჩამოჯდა და წყალში ქვების სროლა დაიწყო. საღამომდე დაჰყო, შემდეგ წამოდგა და სახლში დასაბრუნებელ ბილიკს გაუყვა. ჭიშკართან შავი ჯიპი დახვდა, ეუცნაურა, გული განსაკუთრებით აუჩქროლდა. დღეს ხუთშაბათი იყო მამისთვის არაფერი დაუვალებია, რომ გამოეგზავნა. ჰამაკში მწოლიარე ადამიანი შეამჩნია შორიდან, მისი სურნელი იგრძნო, მაგრამ თითქოს გონება არ უჯერებდა.
- ვინ ხარ ?! - ახლოს მისულმა მაინც იკითხა. მამაკაცი ფეხზე წამოიმართა, თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ლიზას გული აუჩქარდა, არც ბიჭი იყო კარგ მდგომარეობაში, მასაც ფეხები და ხელები აუკანკალდა. აი, გული კი ჰაერში აკეთებდა სალტოებს.
- ელიზაბეტ.. - იმხელა ტკივილით და სიყვარულით მიმართა, ჟრუანტელმა დაუარა. როგორ მონატრებია მისი დაძახილი საკუთარი სახელი.
- თორნიკე.. - თვალებზე ცრემლები მოადგა, მაგრამ უკუაგდო. თავს სისუსტის უფლება არ მისცა, ცივი სახე მიიღო. - აქ რას აკეთებ?!
- მომენატრე.. უზომოდ მომენატრე..
- მე არა! შეგიძლია დაბრუნდე უკან! - ფეხები არ ემორჩილებოდა, მაგრამ მაინც წინ სახლისკენ მიიწევდა. ისე შევიდა შიგნით მისკენ არ გაუხედია.
თორნიკე კი, გაშეშებული იდგა და მისი სხეული კანკალს აეტანა. მისი თვალებიდან გამყინავი სიცივე მოდიოდა, მაგრამ მზად იყო აეტანა ყველაფერი და დაებრუნებინა საყვარელი ქალი.
ლიზა, თავის ოთახში იყო და ფიქრობდა რა უნდა ექნა, არ უნდოდა აქ ყოფილიყო, გულს არ უსმენდა. სააბაზანოში შევიდა, გამოსაფხიზლებლად სახეზე ცივი წყალი შეისხა. მისაღებში გავიდა იმ იმედით, რომ წასული იქნებოდა, მაგრამ იქ დაუხვდა.
მასთან ძალიან ახლოს მივიდა, უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, საშინლად აღიზიანებდა. არ უნდოდა ეს ეგრძნო, მაგრამ თავს ვერ აკონტროლებდა. მხარზე ხელი დაადო, სისხლი გაეყინა, მისკენ შებრუნდა, მისი თვალები ყინულივით ცივი იყო. თორნიკემ თავისი არანეკლის დანახვა შეძლო და გააცია.
- ვინ მოგცა შეხების უფლება?! ეხლავე წაეთრიე აქედან!
- მაპატიე, მაგრამ ვერ წავალ! ძლივს მოვახერხე შენი პოვნა, აქედან მხოლოდ ერთად თუ წავალთ! არ აქვს მნიშვნელობა როდის, ეს იქნება ერთ კვირაში, ორ კვირაში თუნდაც ერთ წელში..
- აღარასოდეს შემეხო, თუ აქ დარჩენა გნებავს ! უჩინმაჩინი გახდი, ფეხებში არ მომედო! მანქანაში დაიძინე აქ არ დაგინახო!
- მანქანაში არა, ცოდო ვარ - შრეკის კატის თვალებით შეხედა. - წელი მეტკინება, ერთ-ერთ ოთახს დავიკავებ. მაქსიმალურად ვეცდები, არ შეგაწუხო ჩემი არსებობით. თვალი ჩაუკრა და თავისი ბარგით, ლიზას მოპირდაპირე ოთახში შევიდა.
ვახშამი მოიმზადა თავისთვის. საყვარელი ერბო კვერცხი შეიწვა და ტყემალთან ერთად გემრიელად მიირთვა. ამ დროს თორნიკე შევიდა.
- რა საჭირო იყო ასე გასჯა, მე თვითონ მოვამზადებდი. - სიცილით უთხრა.
- ასეც ვიცოდი და იმიტომ არ შევიწუხე ზედმატად თავი! - წამოდგა და სამზარეულო დატოვა.
თორნიკე, აღარ აწუხებდა, მხლოდ ერთხელ ოთახიდან გამოსულეს შეხვდა. ისიც ლიზას არც შეუხედია, ისე აუარა გვერდი და თავის ოთახში შეიკეტა. ტანსაცმლისგან განთავისუფლდა, შხაპი მიიღო, მოწესრიგდა და უკან დაბრუნდა. ჭრილობების დანახვისას კვლავ, უბრუნდება ყველა განცდა. პიჟამოები ჩაიცვა და ლოგინში შეწვა . ბოლოს როდის ეძინა ასე მშვიდად და დაცულად არ ახსოვს. გულის სიღრმეში ხვდებოდა ეს თორნიკეს დამსახურება იყო, მაგრამ თავს არ უტყდებოდა.
დილით როგორც ყოველთვის ადრე გაიღვიძა, მოწესრიგდა, სპორტულები ჩაიცვა. თავისი ოთახი დაალაგა და მისაღებში გავიდა. ამ დროს სახლის კარები გაიღო და წელს ზევით შიშველი თორნიკე შემოვიდა, სხეული სულ ოფლით ჰქონდა დაცვარული. ლიზას ელეთ მელეთი ეცა, ნავარჯიშები სხეულის დანახვისას, ნერწყვებიც ყლაპა.
- დილამშვიდობისა. - თბილად გაუღიმა, მის პასუხს არც დალოდებია, იცოდა პასუხის ღირსაც არ გახდიდა, ამიტომ ოთახში შეიკეტა. აბაზანაში შევიდა და თავი მოიწესრიგა.
ცივად აუარა გვერდი და სამზარეულოში შეიკეტა, თავისთვის ყავის მომზადება დაიწყო. ამ დროს თორნიკეც შევიდა მაცივარი გამოაღო და ცივი წყალი დალია. მოკლე მკლავიანი მაისური და მოკლე ჯინსის შორტი ეცვა. საოცარ ფორმაში იყო, როგორც ყოლელთვის. შემოტკეცილი მაისური, კარგად გამოჰკვეთდა მის მხრებს და დაკუნთულ ხელებს. აკვირდებოდა მის გამოყვანილ, გრძელ თითებს, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. იმ მომენტში სურდა მოჰფერებოდა კიდეც. მაჯებზე ცისფრად გამოკვეთილ ვენებს აუყვა, დაძარღვულ კისერს უყურებდა და სურდა კოცნის კვალი დაეტოვა. თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად, მას შეხედა და აშაკარად მას დასცინოდა. შუბლი შეკრა და ყავის ჩიქას ჩააცქერდა.
- დღეიდან ჩემს ნებისმიერ დავალებას შეასრულებ! მუქთა მჭამელი არ მჭირდება! ეს იქნება ჩუმად ყოფნა, სახლის დალაგება, არ აქვს მნიშვნელობა, რაც მომინდება და როცა მომესურვება!
- ანუ მოსამსახურე მოგინდა?
- ასე გამოდის, - დამცინავად შეხედა. - თუ წინააღმდეგი ხარ, არც ისე მკლავს სურვილი შენი აქ ყოფნის! - მკაცრად მიუგო.
- იმედია ფორმას არ შემიკერავ და არ მაიძულებ ჩავიცვა. - სიცილით უთხრა.
- დავფიქრდები.. კაბა კი მოგიხდება , სხეულიც კი, ქალის გაქვს და ზედ დაგაკვდება. -,, ეს გოგო ირონიის დედოფალია’’, თორნიკემ გაიფიქრა და გაიღიმა.
- როდის შევუდგე საქმეს?
- იმ წუთიდან, როცა რამის სურვილი მექნება! თუმცა კი, სახლის უკან ბლის ხეებია, წითელიც და თეთრიც. მომიკრიფე დროზე!
- არის სერ! - ხელი საფეთქელთან მიიტანა, წელში გასწორდა და სახე გაებადრა. მისთვის მთავარი იყო, გვერდით ყოლოდა, ნებისმიერ სურვილს შეუსრულებდა. კაბასაც კი ჩაიცვამდა, ნამდვილად არ მოგეჩვენათ. უთხრა და სამზარეულოდან გავიდა.
ლიზა, კი დარჩა მარტო, თავის ფიქრებთან ერთად. ვერ ხვდებოდა თორნიკე, რის მიღწევას ცდილობდა. მის გვერდით უდარდელი, ძველი ,,მე’’ უბრუნდებოდა. ყავა მოიმზადა და გარეთ გავიდა, სარწეველა სკამზე ჩამოჯდა და გაჰყურებდა მამაკაცს. ხეზე მაუგლივით როგორ დადიოდა, ტუჩის კუთხეში კი, ღიმილი ეპარებოდა. ამ დროს ხმელი ტოტი ჩამოტყდა და რამის ჩამოვარდა. ძალიან შეეშინდა წამოდგიმას აპირებდა, მაგრამ სიამაყემ სძლია და ვითომც არაფერიო, გურგრილად უყურებდა. თორნიკემ მისი რეაქცია დააფიქსირა და ჩაიფხუკუნა.
წამოდგა და შიგნით შევიდა. აწეულ მაჯაზე ჭრილობა შენიშნა, სხეული აუკანკალდა. დიდი ხანია ასე აღარ დამართნია, მაგრამ თავი ვერ გააკონტროლა. მუხლებზე დაეცა, თვალები მაგრად დახუჭა, ცდილობდა კადრები უკუეგდო. ყურებზე ხელები აიფარა, თითქოს ის ხმა კვლავ ჩაესმოდა და ზარავდა. კედელს მიეყრდნო, მუხლები გულმკერდთან მიიბჯინა, ხელები მჭიდროდ შემოხვია და ერთ ადგილას ქანავი დაიწყო. თითოეული ჭრილობა ეწვოდა, თითქოს კვლავ უსვავდნენ დანას. ნელა და მტანჯველად, თან სიცილის ხმა ჩაესმოდა. მეორდებოდა და მეორდებოდა..
სახლის კარები გაიღო და თორნიკე შემოვიდა.
- უფროსო ბრძანება შევასრულე. - მხიარული გამომეტყველებით დაიწყო, მაგრამ კედელთან ჩაკეცილი გოგონა, რომ შენიშნა სახე მოექუფრა მასთან გაჩნდა და ხელები მოჰკიდა მხრებზე, უნდოდა წამოდგომაში დახმარებოდა.
- ელიზაბეტ! - მკაცრად მიმართა. შეხებისას შეცბა, თავი მაღლა ასწია, თვალები საშინლად უელავდა, შიგნით ზიზღის, სიძულვილის ამოკითხვა შეგეძლო.
- გაეთრიე აქედან! მარტო დამტოვე!
- კი, მაგრამ ცუდათ ხარ! მოდი მოგეხმარები წამოდექი.. - ხელები უკანკალებდა მამაკაცს. უნდა შეხებოდა, როდესაც ავთარივით წამოიფაფრა და ფეხზე წამოდგა.
- არ შემეხოთქო, უკვე გითხარი! შენი აქ ყოფნა მხდის ცუდათ! წადი გთხოვ, წადი.. მიხედე შენს ცხოვრებას, მე კი, დამივიწყე.. რად გინდა ჩემნაირი ქალი გვერდით?! - ცივი ოფლით დაეცვარა სახე, ტანში ცრიდა.
- სუსტი ქალი ყოფილხარ! არადა მე ძლიერი მეგონე. არ ცდილობ მდგომარებიდან გამოსვლას! არ იბრძვი, თითქოს გსიამოვნებს ასეთ დღეში ყოფნა!
- შენ.. შენ .. არაფერი იცი.. ვერც წარმოიდგენ რა დღეში ვარ.. თითოეული შეხება მახსოვს, გესმის?! ვერ ვივიწყებ, გონებიდან არ ამომდის.. - ტკივილისგან სახე ჰქონდა შეჭმუხნული.
- მომეცი საშუალება დაგეხმარო, გთხოვ იბროძლე ჩემთან ერთად.
- გადი, გთხოვ გადი.. - ვერაფერი უპასუხა.
- რომ არ გავიდე, რას გააკეთებ?! ვერც ვერაფერს, ძალა არ გეყოფა,იმდენად ხარ დასუსტებული და დაპატარავებული..
- ფსიქოლოგი არ მჭირდება, მითუმეტეს შენი სახით! - იმდენად შეიტყუა საუბარში, თითქოს დაავიწყდა ყველაფერი.
- ხოდა მე მოგევლინე, შენი სურვილის საწინააღმდეგოდ ლიზიკუნა. - სიცილით უთხრა, ამ დროს ისე უბრწყინავდა მწვანე თვალები, უფრო გაღიავებული ჰქონდა. ლიზა, კი მათში ჩაიძირა.
- ვგონებ დროა, ბალი მივირთვა. გარეცხავ, სათითაოს გააცლი ყუნწებს და ისე მომიტან. ჩემს ოთახში ვიქნები და დაუკითხავად არ შემოხვიდე! - შეუბღვირა და ოთახში შეიკეტა. თორნიკეს კი, მხოლოდ გაეღიმა და საქმეს შეუდგა.
ლიზა, ოთახში შევიდა და ლოგინზე წამოწვა, ჭერს გაუშტერა მზერა. ფიქრობდა მართლა შეეძლო, თორნიკეს მისი დახმარება. გონებას და გულს კამათი ჰქონდათ გაჩაღებული. გულს უნდოდა მისი აქ ყოფნა. აი, გონება კი, ფეხების ბაკუნით და დოინჯ შემოყრილი დასჩხაოდა თავზე, რომ უნდა გაეგდო.
ბრძანება, რომ შეასრულა, კარებზე დააკაკუნა ნებართვის მიღების შემდეგ შიგნით შევიდა. ლიზა, საწოლზე წამოჯდა და თასი გამოართვა.
- ყინულის დედოფალო მისია შესრულებულია, კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ? - თვალებ მოჭუტული უყურებდა და თან ეცინებოდა.
- ძალიან კარგი ! ეხლა კი, გაქრი ჩემი თვალთახედვიდან. - წარბი ასწია და გასასვლელისკენ მიუთითა.
წიგნი აიღო და ლოგინზე მოკალათდა, კითხულობდა თან ბალს მიირთმევდა. მის მოკრეფილს და მოტანილს სხვა გემო ჰქონდა. ბოლოს თავის ფიქრებზე, ამდენის ხნის შემდეგ პირველად გაეცინა, უფრო აკისკისდა. ოთახში ვეღარ ისვენებდა, წიგნი გადადო და მისაღებში გავიდა. იქ, რომ არ დაუხვდა, სურვილის ობიექტი, ეზოში გავიდა. მოათვალიერა, მაგრამ არც იქ იყო. გაიფიქრა ალბათ თავის ოთახში იქნებაო და ჰამაკში მოკალათდა. სახეზე ჩრდილი, რომ მოადგა თვალების გახელა ინება და თორნიკე დაუხვდა, რომელიც შვლის ნუკრის თვალებით უყურებდა.
- რა იყო ?! - მობეზრებულად აატრიალა თვალები.
- არაფერი, შევამჩნიე მეძებდი და მოვედი რამე ხომ არ უნდათქო.. - ეშმაკურად უყურებდა.
- აჰ, ხო გეძებდი, რაღაც უნდა დაგავალო. ტყეში შებრძანდი და დიდი პარკით ყველა ზომის და ყველანაირი გირჩი მოაგროვე. მალე დაბრუნდი უკან, რომ საუზმეც მოსამზადებელი გაქვს.
- ჰაა?! - გაკვირვებისგან თვალები ჭყიტა. - რათ გინდა? კარგი რაა.. - აბუზღუნდა, დოინჯის შემოარტყმა და ქუსლების ბაკუნიღა აკლდა. ღიმილს ძლივს იკავებდა ლიზა, მის გამომეტყველებაზე.
- ხელ მეორედ არ გამამეორებინო, რომ არ მჭირდებოდეს არ დაგავალებდი!
- კარგი ჰო.. - ენა გამოუყო და სახლში შევიდა. სახლში შესული, რომ დაიგულა საკუთარი იდეით აღფრთოვანებულმა, მამალივით გაიბღინძა. ,, ისე ვაწვალებ, საკუთარი ფეხით გაიქცევა თბილიში’’ , გაიფიქრა და ბოროტულად ჩაიცინა. გამოსვლას აპირებდა, რომ მიაძახა.
- ჩემს ოთახში, ბლის ჯამი დამრჩა და ჯერ გამომიტანე და მერე წადი. - გაბრაზებულმა შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. შეტრიალდა და მიუტანა.
- კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ ?!
- კი, შენს წასვლას !
- ოო, ეგ არ შესრულდება. - თვალი ჩაუკრა და ღიღინ-ღიღინით წავიდა ტკისკენ. მან კი მუცელზე დაიდო თასი და ჭამას შეუდგა.
ერთ საათში დაბრუნდა, გავსებული პარკით მასთან მივიდა.
- აი, მოვიტანე ყველა ზომისაა. - დაღლილმა, სახე დაცვარულმა ამოილაპარაკა.
- ოუ, ვერ გაგაგებინე, რომ გადავიფიქრე. აღარ მჭირდება, შეგიძლია სანაგვეში ჩააგდო.. - უდარდელად ამოილაპარაკა, ვითომც არაფერიო. აი, თორნიკე წარმოგიდგენიათ, როგორ მდგომარეობაში იყო?! - კისერზე ძარღვები დაებერა, მუშტები შეკრა, თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა. მაგრამ, თავი მოთოკა, დამშვიდდა, იცოდა მის გაბრაზებას ცდილობდა და უდარდელად ამოილაპარაკა, ნუ სცადა მაინც.
- კაი, როგორც გინდა.. წავალ საუზმეს მოვამზდებ, რას ინებებ? - დაფიქრდა უნდოდა, ძნელი დაევალებინა რამე.
- რას ? - მისი გრძელი, ლამაზი თითები ნიკაპთან მიიტანა. თვალები მოჭუტა, რამდენიმე წამს კიდევ იფიქრა, შემდეგ კი, წამოიძახა. - ხილის ტორტი მინდა, ეზოში თითქმის ყველა სახეობის ხილია, მარწყვიც არის მაცივარში. აბა შენ იცი, ორმოცი წუთი გაქვს დრო, არც მეტი და არც ნაკლები! - ცინიზმით გაჟღენთილი ხმით ამოილაპარაკა.
- კარგი.. - ზურგი აქცია და შიგნით შევიდა. - ცოტახანი იწვა, შემდეგ გულმა არ მოუთმინა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. პირი ღია დარჩა, რომ დაინახა მოხერხებულად და დახელოვნებული გამოცდილი მზარეულივით მოძრაობდა, ინგრიდიენტებს ამზადებდა. ყველაფერი ერთად ტორტის სპეციალურ ქვაბში მოათავსა და გაზქურაში შედო გამოსაცხობად.
- მალე იქნება ქალბატონო ექიმო! კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?! - ექიმის დაძახებისას გაახსენდა წარსული და სახე მოექუფრა.
- კი ! ცივი ყავა ნაყინით! გარეთ ვიქნები და იქ გამომიტანე, დროულად! - უხეშად მიუგო და გარეთ გავიდა. - თორნიკეს არაფერი აღარ უთხრა, ძალით გამოჰკვეთა ,, ექიმო’’, რომ გაეხსენებინა, თავისი პროფესია. მალე მოუმზადა და გარეთ გაუტანა.
- ფუფ, ეს რა არის?! მწარეა, ენა ჩაყე? - დაიჯღანა და ჭიქა ამოაყირავა, სითხე დაბლა დაღვარა.
- წადი და თავიდან გააკეთე. ტკბილი უნდა იყოს, თორემ თავიდან მოგიწევს გამზადება! - ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა და სახლში შევიდა.
წამიერად გაეფიქრა მასზე და თორნიკეს მომავალზე. მაშინვე ის კადრები წარუდგა თვალწინ, რომ წარმოიდგინა თორნიკესთან ერთად ცხოვრება, მაშინვე ბინძური ხელების შეხება იგრძნო. კადრები გაცოცხლდა, სადაც იხედებოდა ყველგან გამტაცებლების სახეებს ხედავდა. გულის რევის შეგრძნება ეუფლებოდა. ვერ იქნებოდა მასთან ერთად, ვერ აიტანდა მის შეხებას. ყოველთვის იმ მომენტებს გაიხსენებდა, რომლის დავიწყებასაც ასე ცდილობს. ჰამაკიდან ძლივს წამოსწია დამძიმებული ტანი და ტყეს შეაფარა თავი. გარბოდა და ეგონა ისინი მიჰყვებოდნენ თან. თვალწინ ედგა ყველა კოცნა, შეხება, ტანსაცმლის შემოხევა, დანის დასმა. თავი გააქნია, აზრების, ფიქრების გასაფანტად. მდინარესთან მივიდა, მუხლებზე დაეცა, ხმამაღლა აქვითინდა. გულზე ხელს იჭერდა, ტკივილის გასაყუჩებლად.
თორნიკეს ხმა ისმოდა შორიდან. გონს მოეგო, ყურებზე ხელი აიფარა, იმ წუთებში მისი ხმაც სძულდა. იცოდა ის არაფერ შუაში იყო, მაგრამ ყველა მამაკაცის მიმართ ზიზღს გრძნობდა. ფეხზე წამოდგა, სახლისკენ ლასლასით მიდიოდა, ძლივს მიჰქონდა სხეული. გზაში თორნიკეს შეხვდა, მის მზერას წააწყდა, სახე შეშლილი ჰქონდა, მხრები უკანკალებდა, თვალების ირისები ჩაწითლებული ჰქონდა, მკერდი აუდ ჩაუდიოდა, ღრმად სუნთქადა.
- მადლობა ღმერთს, არ გამწირა! რომ მიდიოდი არ უნდა გეთქვა?! - მისი ხმა ექოდ გავრცელდა ტყეში. ფრინველების ფრთების შრიალიც შეერწყა. - რა არ ვიფიქრე.. - მასთან მივიდა და მხრებზე ჩააფრინდა.
- რა სცენებს მიწყობ?! ან რა უფლებით?!
- რა უფლებით?! რა უფლებით ხომ?! - შეაჯანჯღარა.
- დიახ! აქამდეც კარგად ვცხოვრობდი მარტო, არავის დახმარება და ძიძობა არ დამჭირვებია! - შენი აქ ყოფნით კი სულს მიხუთავ.. წადი, გესმის წადი! - ისიც ყვიროდა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა.
- არსად არ წავალ! ბოლომდე ვიბრძოლებ შენთვის! ჩემი ლიზას დაბრუნებისთვის, რომელიც ასე უღმერთოდ მიყვარს! - მას არაფერი უთქვამს, გვერდი აუარა და სახლში წალასლასდა. თორნიკემ ხეს დაუშინა ხელები, სისხლი სდიოდა, მაგრამ ტკივილს ვერ გრძნობდა. აი, გული კი გახეთქვას ჰქონდა, ბოლოს დამშვიდდა და ისიც მას მიჰყვა.
ლიზა, სკამზე ჩამოჯდა და ემოციისგან დაცლა სურდა.
- არა, ნამდვილად ჩემს უფლებებს არღვევთ, მე თქვენ მორჩილება გამოგიცხადეთ, თქვენ კი მონასავით მექცევით, არადა აკრძალულია კანონით. - თვალები უჟუჟუნებდა. - ტორტი გამოგიცხე, ვიწვალე, თქვენ კი, არც კი გაგისინჯავთ. ცივი ყავა მოგიმზადეთ და აქ არ დამხვდით. - ნუკრის თვალებით შეხედა. ხელებს უკან მალავდა, რომ არ შეემჩნია.
- რას წარმოვიდგენდი, თორნიკე ნაროზაული, თუ მსახურად დამიდგებოდა. - მის სახეზე აკისკისდა, თორნიკეს კი, სითბო ჩაეღვარა სხეულში. რაც ჩამოვიდა, პირველად დაინახა გაცინებული.
- მართლა უნდა დავფიქრდე, კარგი იქნება მორჩილი მოსამსახურის ყოლა, რა თქმა უნდა თუ შეძლებ! - მისდა უნებურად, როგორც სჩვევია პრესზე ხელი მიჰკრა. თორნიკემ ხელები მიიდო მუცელზე. ლიზამ სისხლიანი ხელები, რომ დაუნახა შეცბა. მან კი, უცბად წაიღო უკან.
- რა.. რა გჭირს ხელებზე? - თვალები წყლით აევსო. ესიამოვნა მამაკაცს მისგან მზრუნველობა.
- არაფერი ისეთი, წავალ მოვიბან..
- არაფერი?! ხეიბარი მოსამსახურე არ მჭირდება! - მაინც წაკბინა, მაჯაში ხელი მოჰკიდა და სახლში შეიყვანა. სპირტით გაუწმინდა ხელები, მაზი წაუსვა და გადაუხვია.
- ეხლა კი, წავიდეთ შენი ნახელავი გავსინჯოთ. - ღიმილით უთხრა. თავისთვის , მასაც მოუჭრა და თეფში წინ დაუდო, წვენიც ჩამოასხა. სუნთქვა შეკრული უყურებდა, მისი რეაქცია აინტერესებდა მოეწონებოდა თუ არა. ლიზა, ამით სარგებლობდა, დინჯად აკეთებდა ყველაფერს. სახეზე არაფერი ეტყობოდა მოსწონდა თუ არა.
- მდაჰ, ამოისუნთქე არ გაიგუდო. - ირონიით გაჟღენთილი ხმით უთხრა და თვალი ჩაუკრა. - უკეთესიც შეიძლებოდა. - არადა ძალიან მოეწონა.
- შემდეგისთვის უკეთესი იქნება. - თვალი ჩაუკრა, თვითონ აალაგა თეფშები. ონკანი მოუშვა დარეცხვას აპირებდა, როცა ლიზამ შეაჩერა.
- სულელი ხარ ?! რას აკეთებ! როგორ შეიძლება შენი ხელების დასველება, ტყუილად ვიწვალე?! - ვითომ არ აინტერესებდა რა დაემართებოდა.
- ოჰ , მაპატიე. - გვერდზე გადგა და აცადა დარეცხვა. შემშრალებით თვითონ შეამშრალა.
ოთახში შევიდა, ბევრჯერ დაუკაკუნა თორნიკემ , მაგრამ ხმის გაცემა არ ინება. ღამე წყლის წყურვილმა შეაწუხა, ბრეტელებიანი მაიკაზე ჟაკეტი მოიცვა. გრძელი, ყვავილებიანი პიჟამას ამარა, ფეხშიშველა გატანტალდა გარეთ და სამზარეულოში შევიდა. ამ დროს მამაკაცს შეასკდა. სახე ეტკინა, თითქოს ბეტონით ჰქონდა ამოშენებული გულ მკერდი, შეეშინდა და წამოიკივლა.
-მე ვარ რა გაწიოკებს.. - შუქები აანთო და მისკენ იწევდა, ის კიდე უკან მიდოდა, კედელს მიეკრო. - ნუღარ ხვანცალებ, კედლის განგრევას ვერ მოახერხებ.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! - მისი სურნელი სახეზე ეფრქვეოდა, ალკოფოლის და შხაპის გელის სურნელი ირეოდა ერთმანეთში, მას კი აბრუებდა.
- სამზარეულოში ნორმალური ადამიანი, რას აკეთებს ქალბატონო ექიმო?! - მის სიახლოვეს ვერ უძლებდა. არადა უნდა შეშინებოდა მთვრალი კაცის, მაგრამ არანაირ ცუდი გრძნობა არ ეუფლებოდა.
- ლოთობა თუ გინდა, აქედან წადი და თბილიში რაც გინდა ის გააკეთე! - თვალებში უყურებდა, იქ კი სევდის მეტი არაფერი იყო. გულ-მკერდზე ხელი კრა და ოთახში დაბრუნდა.
დღეები მალე გადიოდა. მოვიდა ოცდახუთი ივლისიც, ლიზას დაბადებისდღე. თავის ოთახში, ლოგინზე წამოწოლილი ფიქრობდა ახსოვდა თუ არა მისი დაბადებისღე. ერთი სული ჰქონდა, როდის გათენდებოდა.
აი, თორნიკე კი, ჩუმდად აცხობდა ტორტს, თან ყველაფერზე იგინებოდა. ცხელ ტაფას უცბად, დაუფიქრებლად ხელი მოჰკიდა.
- ფუუ, შენი დ.მ.. - დაიყვირა, მაგრამ უცბად აიფარა პირზე ხელი, რომ არ გაეგო. მისი საყვარელი ნამცხვარიც გამოაცხო, როგორც შეძლო. გამთენიისას დაწვა, ერთი საათი არც სძინებია, წამოდგა თვალების ფშვნეტით. დუშის ქვეშ დადგა, წყლის წვეთებმა გამოაფხიზლეს. მოზდილი წვერი გაიპარსა, სუნამო მიიპკურა და ოთახში დაბრუნდა, ტანსაცმელი ჩაიცვა. სამხარეულოში შევიდა, ტორტი გამოიღო მაცივრიდან სანთლები ჩაარჭო, რომელიც წინასწარ იყიდა. ცეცხლი მოუკიდა და ოთახისკენ წავიდა. ძლივს მოახერხა გაღება და სიმღერით შევიდა.
- რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეაა, იმიტომ რომ დღეს ჩემი - მკვეთრად გამოჰკვეთა. - ლიზას დაბადებისდღეა. - ლიზას გამოეღვიძა, თვალები გაახილა და რომ შეხედა, ტუჩის კუთხე ჩატეხა რამოდენიმე წამი, მაგრამ ესეც დააფიქსირა თოკამ.
- რა ცირკი მოაწყვე?! ვინ დაგავალა რამის გამოცხობა?!
- ოჰ, ჩემო ალქაჯო, მიდი ჰა, შეუბერე და სურვილი ჩაუთქვი, რომ სულ ერთად ვიყოთ. - სიცილით უთხრა, მანაც შეუბღვირა, მაგრამ მაინც ჩააქრო.
- ეხლა კი, მოშორდი აქედან..
- კაი, გელოდები სამზარეულოში. - გავიდა, ყველაფერი მოამზადა, სკამზე ჩამოჯდა და ლოდინი დაუწყო. ისიც მალე გამოჩნდა. გაოცება გამოესახა სახეზე, გაიფიქრა ,, საიდან მოასწრო, ამდენი რამეო, თუ ჯინმა გააჩინაო’’, გულში გაეცინა თავის თავზე, მაგრამ არ შეუმჩნევია.
- დაბრძანდი. - სკამი გამოუწია, ისიც ჩამოჯდა.
- მიირთვით ქალბატონო, ყველაფერია რაც გიყვართ. - ბედნიერი სახით შესცქეროდა, ხვდებოდა, რომ ყველაფერი მოსწონდა. არაფერი აღარ უთქვამს, უჩუმრად დააგემოვნა ყველაფერი.
- ჩემს ბრძანებელს, მოკრძალებული საჩუქარი. - ყუთი მაგიდაზე დაუდო და თვითონ გაეცალა. კარებთან შეჩერდა, ლიზა, ვერ ხედავდა ზურგით იჯდა. ცნობისმოყვარეობამ სძლია და გახსნა. ოქროს ღვთიშობლის კულონი, ცეპით დახვდა. ძალიან მოეწონა და გაეღიმა. აი, მამაკაცი კი, სიხარულისგან გაიბერა.
ეზოში გავიდა და ჰამაკში მოკალათდა, თვალები დახუჭა და ჩაეძინა. თავზე წყლის დასხმა და მისი ჰამაკიდან გადმოვარდნა და ძირს გაშოტვა ერთი იყო.
- ფუ, ამის დ. შ რა ხდება?! - გიჟივით იყურებოდა აქეთ-იქით, ლიზა კი ფხუკუნებდა.
- აი , ალქაჯო ამის გამო ერთიანად გაზღვევინებ იცოდე! - შეუბღვირა და ფეხზე წამოდგა, შარვალი დაიფერთხა.
- აბა შენ იცი ! ეხლა კიდე, ხედავ ყვავილებია გასამარგლი, ბარემ მორწყე კიდეც.
- ოო, კაი რაა.. - აწუწუნდა, მის სახეს, რომ შეხედა. - კაი ჰოო, ხელთათმანები არ გაქვს?
- ოჰ, მოინდომა მთვარეზე გაფრენა პილოტის გარეშე.. არ მაქვს, რასამბობ შენც ისეთი თითები გაქვს, რომ დასვრისთვის შეგეცოდოს. - შხამი გადმოანთხია, არადა ერთი პაჭკა ჰქონდა.
- კარგი, ხოო.. ამდენი შხამი კი მოგწამლავს. - ენა გამოუყო და საქმეს შეუდგა. ის კიდე, ჰამაკში მოკალათდა და უყურებდა.
ასე კამათში გაჰყავდათ დრო, თითქოს უფრო შეეჩვია ლიზა, აღარც მოგონებები უტევდნენ.
თუმცა დადგა გატაცების საშინელი, ჯოჯოხეთის მსგავსი დღე. ოთახიდან არ გასულა. კოშმარი კვლავ ატყდებოდა თავს. თითქოს ისევ იქ იმყოფებოდა, ისევ ურტყავდნენ გამეტებით, ისევ ესმოდა მათი როხროხი, ისევ ხედავდა დამცინავ ამაზრზენ სახეებს. თითოეულ დანის დასმას, ცხადში გრძნობდა. თითქოს ისევ დამპალ, ჭუჭკიან იატაკზე ეგდო მოკეცილი. ლოგინზე იწვა, გაშეშებული, ცოცხალ მკვდარს ჰგავდა. მიცვალებულისგან მხოლოდ სუნთქვით და გულის ფეთქვით განსხვავდებოდა. რომ სცოდნოდა ის არაკაცები, არაადამიანები არ დასჯილან, საკუთარი ხელებით მოუსწრაფებდა სიცოცხლეს თვალსაც არ დაახამხამებდა.
მთელი გულით სურდა, ეტირა დაცლილიყო ცუდი ემოციისგან. მაგრამ, ამასაც ვერ ახერხებდა, თითქოს ცრემლები გაუშრა.
მთელი ღამე წვიმდა, არც მას ეძინა. ფანჯარაზე მოთამაშე წვიმის წვეთებისთვის ჰქონდა თვალი გაშტერებული. ქარიც ქროდა, ტოტების ხმა ერეოდა, წვიმის წვეთებისგან შექმნილ მელოდიას. ძალიან უყვარდა ერთ დროს, ქუჩაში ხეტიალი, სხვები თუ სახლში გარბოდნენ ქოლგებს და საწვიმარებს ამოფარებულები. ის მშვიდად მიაბიჯებდა, არ აინტერესებდა ხალხის მზერა, გიჟად, რომ რაცხავდნენ. სიამოვნებდა წვიმის წვეთები სახეს და თმებს, რომ უსველებდა. საშინლად მოსწონდა, ამ დროს ასფალტის სუნი, თითქოს მაშინ გრძნობდა, რომ ცოცხალი იყო, ეხლაც სურდა კიდევ შეეგრძნო. გაახსენდა თორნიკეს და მისი შეხვედრა, როდესაც სიკვდილისგან იხსნა და სახეზე წამიერი ღიმილი მოედო.
გარეთ გავიდა, ხელები გაშალა და წვიმას სახე შეუშვირა. სულ დასველდა, აკანკალებდა, მაგრამ სიამოვნებისგან ადგილიდან არ იძროდა. მუხლებზე დაეცა და ამდენის ხნის შემდეგ, კვლავ აქვითინდა, მიწას მუშტები დაუშინა.
- ღმერთო რატომ?! რა დავაშავე ასეთი, რომ ასეთი სატანჯველისთვის გამიმეტე?! ვეღარ ვუძლებ, არ შემიძლია, სუნთქვა მიჭირს.. მიშველი, გთხოვ მიშველე.. - მიწაზე დაწვა და მოიკუნტა.
თორნიკესაც არ ეძინა, ამიტომ ხმა შემოესმა გარედან და გაიქცა. მიწაზე დაწოლილი, რომ დაინახა ტვინში სისხლი ჩაექცა. მასთან მივიდა და ხელში აიყვანა, გულზე მიიხუტა მთელი ძალით. ლიზამ ფართხალი დაიწყო, წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ შემდეგ მოუდუნდა სხეული. მისგან წამოსული სითბო ესიამოვნა, მის სურნელს ღრმად ისუნთქავდა. გულმკერდს მიადო ყური, მელოდიასავით ჩაესმოდა მისი გულისცემა, ისეთი აჩქარებული ჰქონდა, ეგოისტივით სიამოვნებდა.
ლიზას ოთახში შეიყვანა, ტანსაცმელი გახადა. ნაიარების დანახვისას ხელები აუკანკალდა, შეტორტმანდა, მთლიანად დაეჭიმა სხეული. ძალა მოიკრიბა და პიჟამოები ჩააცვა და ლოგინში შეაწვინა. თავის ოთახში გავიდა, სპორტულები ჩაიცვა და გვერდზე მიუწვა.
ფხიზელ გონებაზე მარტივია აზრების კონტროლი, როცა ძლიერი ნებისყოფა გაქვს და არ გინდა ვინმეს დაანახო შენი ტკივილი. სიზმრების მართვა კი, შეუძლებელია, თუ არ გაიღვიძე. შუაღამით იგრძნო მამაკაცმა, როგორ ეწვოდა ერთი მხარე, საიდანღაც გოგონა ეკვროდა. თვალები გაახილა, უყურებდა ოფლით დაცვარულ ქალს, ხელები ზეწარზე ჰქონდა მთელი ძალით ჩაბღუჭული ისე, რომ ყველა კუნთი დაჭიმული ჰქონდა. თავს სხვადასხვა მხარეს აქნევდა და დაწითლებული ტუჩებს ძლიერ კუმავდა. სიცხისგან იწვოდა, შესაძლოა არც ჰქონდა ტემპერატურა და უბრალოდ სიზმრის ზეგავლენა იგრძნობოდა.
მალე ბოდვა დაიწყო, თორნიკეს გული მოუკვდა და დაიძაბა.
- არა, გთხოვთ.. გემუდარებით არ გინდათ.. არაა.. არა.. არ შემეხოთ.. გამიშვი, გამიშვი მტკივა, ნუ მეხები, ხელები მომაცილე. თორნიკეეე.. თორნიკე.. მიშველე გთხოვ.. ვიცი, რომ მოვა მიპოვის და გაგანადგურებს.. - ხმამაღლა იძახდა, ხელებს აქნევდა, მაგრამ შემდეგ ძალა წაერთვა და თითქოს დანებდა. ცრემლები შეერია ოფლით დაცვარულ ლოყებს. ხელები მოუდუნდა, გაითიშა და უბრალოდ ლუღლუღებდა. - გამიშვითთქოოო.. - ლოგინზე წამოხტა, სახე ხელებში ჩარგო. არ უნდა მახსოვდეს, არ მინდა მახსოვდეს..
თორნიკე, გაშეშებული იჯდა, გიჟს მიამსგავსებდით, ისეთი გამომეტყველებით იყურებოდა. ძარღვები დაჰბერვოდა, უნდოდა ეხლავე დაეხოცა თითოეული . ნანობდა, რომ საკუთარი ხელით არ მოუსწრაფა სიცოცხლე და ციხეში გაუშვა.. ხელები მოხვია, ფეხებზე დაისვა და გულზე მიიკრა. მალე მოდუნდა, თვალები დახუჭა, მშვიდად სუნთქვა დაიწყო. ლოგინზე მიაწვიდა და უყურებდა, თითქოს მის ძილს დარაჯობდა. აივანზე გავიდა, რომ არ მოეწია ალბათ გაგიჟდებოდა.
დილით თავის ტკივილმა გამოაღვიძა, თან ვიღაცას ეკვროდა. ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, ცეცხლი ეკიდა მთელს სახეულზე. ყველაფერი, რომ გაახსენდა მასში გადატრიალება მოხდა. გაბრაზდა მისი შეხება, რომ გაახსენდა თან შერცხვა მის თვალში უსუსური არსება, რომ გამოჩნდა. ეგონა სიბრალულს განიცდიდა მის მიმართ. უხეშად მოსცილდა და ფეხზე წამოდგა.
- რას აკეთებ ჩემს ოთახში?! - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
- მე უბრალოდ, ცუდათ იყავი და მარტო ვერ დაგტოვე.
- არ მჭირდება არაფერში შენი დახმარება და არც სიბრალული. მოვითხოვ ახლავე დატოვო ჩემი სახლი! შენი დანახვაც კი, არ მსურს..
- კარგი, როგორც გინდა! ეშმაკს სულსაც მივყიდიდი შენგან რომ მეგრძნო, ბრძოლის სურვილი, ჩემს და შენს გამო! - სინანულით ამოილაპარაკა, ერთხელ შეხედა თვალებში და კარები გაიხურა.
- ხოდა წაბრძანდი! - გაბრაზებულმა მიაძახა და სააბაზანოში შეიკეტა. თვითონაც არ იცოდა ასე რატომ იქცეოდა, გულს რატომ არ უსმენდა. ძალიან უნდოდა ებრძოლა. მაგრამ, ეგონა ვერადროს დაივიწყებდა გავლილ ჯოჯოხეთს.
ტანსაცმელი მოიშორა და ცივი წლის ქვეშ დადგა. მის გულში არსებულ ცეცხლს ესეც არ შველოდა. კედელს მიეყრდნო და იატაკზე ჩაიკეცა. ტაო აყრიდა, სულ გაყინული იყო. მაგრამ, სიცივეს ვერ გრძნობდა. მთელს სხეულში, სისხლის მაგივრად ლავა ქაფქაფებდა და სწვავდა. თმები სახეზე ჰქონდა მიკობილი, მოსაშორებლად ხელების აწევაც ვერ მოახერხა. კედელს მიაყრდნო თავი და თვალები დახუჭა. გული გაჰკიოდა ,, ის მიდის შეაჩერე’’, გონება კი, ,, წავიდეს ძალიანაც კარგი, არ გჭირდება’’ . ფეხზე წამოდგა, ხალათი მოიცვა და ოთახში დაბრუნდა.
ლოგინზე წამოწვა და ფიქრობდა თორნიკეზე.
- მას არ შეუძლია გამანერვიულოს! ვეღარაფერს ვგრძნობ ტკივილს გარდა, მითუმეტეს სიყვარულს. არ მჭირდება მისი სიბრალული, არაფერი არ მჭირდება მისი აქ ყოფნა.
- რომელ საქციელში დაინახე მისი შენდამი სიბრალული?! - ალაპარაკდა ქვეცნობიერი.
- მე.. - ვერაფერი უპასუხა.
- სუსტი ქალი ხარ. აი, ეს კი ნამდვილად დაანახე! - უტევდა არ ჩერდებოდა.
- თავი დამანებე! - თავი გააქნია.
მთელი სხეული უკანკალებდა, ხელები სულ დალურჯებული ჰქონდა. ხვდებოდა, რომ ცუდათ იქცეოდა. ცოტახანი გაშეშებული იწვა შემდეგ წამოიზლაზნა და მის ოთხში მდგომ სარკესთან მივიდა, რომელიც დაფარული იყო თეთრი მატერიით. ერთი ხელის მოძრაობით მოაშორა, ნაჭერი იატაკზე ჩამოცურდა.
ხალათი მოიშორა და სულ შიშელი დადგა სარკის წინ. ჭრილობებს აკვირდებოდა, მუცელზე ჭიპთან ახლოს სიგრძეზე დიდი ზოლი ჰქონდა, რომელიც გამოკვეთილად ეტყობოდა. მარჯვენა მკერდთან კი, მხოლოდ ნაწიბური ეტყობოდა. ფეხებზე უამრავი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ეს ჭრილობები მისთვის არაფერს ნიშნავდა, მათი მოშორება შესაძლებელი იყო. მაგრამ, მოგონებებს ვერ წაშლიდა, თითოეულ შეხებას, კოცნას, ამაზრნენ ხმებს.
თვალები დახუჭა და გაიხსენა თორნიკე, მათი პირველი ღამე, შეხება, კოცნა. ესიამოვნა, აღარ ჰქონდა ცუდი შეგრძნებები. იხსენებდა დედასთან გატარებულ თითოულ დღეს, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე. მამის თბილ და სითბოთი გაჟღენთილ ხმას, სიყვარულით გაბრწყინებულ თვალებს. მისგან წარმოთქმულ ,, შვილო ‘’ - ს და ,, მიყვარხარ’’ - ს. მის გიჟ მეგობრებს და მათთან გატარებულ დღეებს, ერთად ჩადენილ გიჟობებს.
თვალებს ახელს და გაცისკროვნებული უყურებს თავის ანარეკლს სარკეში.
თორნიკეს ოთახს მიაშურა, კარები შეაღო გარემო მოათვალიერა. მისი არც ერთი ნივთი აღარ იყო. მხოლოდ მისი სურნელი იყო დარჩენილი, ღრმად შეისუნთქა. თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა, ერთი ხელის მოსმით მოიშორა. მაგრამ, როგორც წვიმის წვეთებს ვერ შეაჩერებ ისე ცრემლებს ვერ აუკრძალავ გადმოსვლას.
სახლი სწრაფად დატოვა და ეზოში გაიქცა. ეგონა დასრულდა ყველაფერი და წასული დახვდებოდა. მაგრამ, მაშინ ჯდებოდა მანქანაში. მისკენ გაიქცა და მანქანას წინ გადაუდგა.
- მეგონა წახვედი.. - სევდიანად გაუღიმა.
- ვაპირებ კიდეც, ეს ხომ შენი ბრძანებაა! - ზედ არ შეუხედია, მანქანიდან ესაუბრებოდა ძრავის ხმა, რომ გაისმა.
- მჭირდები, გთხოვ არ წახვიდე. დამეხმარე ამ ჭაობიდან ამოსვლაში, შეიძლება ვერ დავივიწყო. მაგრამ, მასთან ერთად ცხოვრება მასწავლე. ნელ-ნელა მეხსიერებიდან, რომ გავაქრო. უშენოდ ვერაფერს შევძლებ, უფრო ღრმად ჩავეფლობი ტალახში. - მამაკაცი არ ელოდა ამის მოსმენას. პულსაცია აუჩქარდა, სისხლმა სწრაფი დინება დაიწყო. კარები გამოხსნა და გადავიდა.
- გაიმეორე რაც წეღან თქვი!
- მეორედ არ ვიმეორებ გამომძიებელო! - დაეჭყანა და მისკენ წავიდა. ხელები წელზე მოხვია, წამით შეკრთა მამაკაცი, სხეული დაეჭიმა. თავი საქციელით გახარებულს გული გაორმაგებულად უცებდა, სახე მის ყელში ჩარგო. გრძნობდა როგორ უცემდა მასაც გული.
- ჩემო ალქაჯო.. - თავზე აკოცა, დაძარღული ხელები ძლიერ შემოხვია. ლიზამ თვალებში ჩახედა და ჩაიფერფლა კიდეც. ჭაობისფერი თვალები, ღია მწვანეში ჰქონდა გადასული. ისე უბრწყინავდა, ვარსკვლავები სცვიოდა.
- ძალიანაც ნუ გამიბლატავდები! შენ ჩემი მორჩილი ხარ, ხომ არ გავიწყდება ?! - სერიოზული გამომეტყველებით ეუბნებოდა. მაგრამ, ტუჩის კუთხე ჩაუტყდა.
- მაგას რა დამავიწყებს ქალბატონო ექიმო.. - მისი თხელი თითები ტორებში მოიქცია. ტუჩები შუაგულში მიაკრო, ლიზას კი გააკანკალა. რამდენჯერმე ნაზად და ხანგრძლივად აკოცა, მის რექციაზე კი ხალისობდა. - დაივიწყე წარსული და აწყმოში ჩემთან ერთად ისწავლე ცხოვრება, ერთად ყველაფერს შევძლებთ! - შუბლზე აკოცა. - დღეს არაფერი გიჭამია ქალბატონო.
- ხოდა ვახშამი მოამზადე და თუთის ქვეშ ვივახშმოთ ჰაერზე.
- რას ინებებთ ქალბატონო? - სიცილით ჰკითხა.
- ბლინები, ნუტელათი და მარწყვი წვრილად დაჭრილი. - უთხრა და სკამზე ჩამოჯდა.
- არის სერ! - დაეჭყანა და სახლში შევიდა. მალე დაბრუნდა უკან სინით ხელში. მაგიდაზე გააწყობინა ლიზამ და ივახშმეს.
- წავიდეთ დავიძინოთ, დღეს ჩემთან ერთად დაიძინებ. - თორნიკემ გაოცებულმა შეხედა. - ასეთია ჩემი სურვილი! - თვალი ჩაუკრა.
- კარგი. - უკან გაჰყვა, ლიზას მის სახეზე კი ჩაეცინა.
საძინებელში შევიდა, სპორტულები გაიხადა, პიჟამოები ჩაიცვა და ლოგინში შეწვა. კარი გაიღო და თორნიკე შემოვიდა, სპორტული შარვლით და წელს ზევით შიშველი.
- მაისურის ჩაცმა დაგავიწყდა?! - წარბ აწეულმა ჰკითხა.
- არა, უბრალოდ ისე ვერ მოვისვენებ..
- კარგი ჰოო. - ჩაიბურდღუნა. საწოლს მიუახლოვდა საბანი ასწია და შიგნით შეწვა. არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო, ეშინოდა არ დაეფრთხო. ლიზამ გამოიჩინა ინიციატივა, ჩაეხუტა და სახე მის ყელში ჩარგო.
- ელიზაბეტ.. - სხეული დაეჭიმა.
- გისმენ თორნიკე. - მის უძირო თვალებში ჩაიძირა. ხელით სახეს შეეხო, რომელიც ახალი გაპარსული იყო. ისეთი ნაზი კანი ჰქონდა ესიამოვნა. ყბაზე გადაატარა ცერა თითი, ზევით აუყვა და ტუჩის კონტური შემოხაზა. მისი დაბურცული და დიდი ტუჩების შემყურემ ნერწყვები ყლაპა. უყურებდა და სიამოვნებდა მისი განცდები, როგორ უჭირდა მოთმინება, თვალებიც მილულა. მოთმინების ფიალა, რომ ამოეწურა, თითები დაუჭირა და სათითაოდ დაუკოცნა. კოცნით კისერს დაუყვა, მაგრამ შეჩერდა მიხვდა, რომ ჯერ ადრე იყო და შესაძლებელი იყო ყველაფრი ცუდისკენ შეცვლილიყო. წელზე მოჰხვია ხელებ და ზედ მიიკრო. თავზე აკოცა, სურნელი ღრმად შეისუნთქა . ლიზაც მოდუნდა, თავი მკერდზე დაადო და მშვიდად დაიძინა.
დილით მზის სხივებმა შეაწუხეს და თვალებიი გაახილა, რომ მიხვდა მთელი სხეულით თორნიკეზე იყო აკრული ღაწვები აუფორაჯდა.
- დილამშვიდობისა ალქაჯო! - თვალების გახელის გარეშე გაღიმებულმა უთხრა.
- დილამშვიდობისა.. - მორიდებულად ჩაილაპარაკა და ნელა მოშორდა. ხალათი შემოიცვა და სააბაზანოში შეიკეტა. ყველაფრისგან განთავისუფლდა და წყლის ქვეშ დადგა. სიამოვნებდა წყლის წვეთები, თითქოს ძალას ჰმატებდნენ. მოწესრიგდა და ოთახში დაბრუნდა. თორნიკე, რომ არ დაუხვდა ამოისუნთქა. თხელი გვირილებიანი სარაფანა ჩაიცვა, ჟაკეტიც მოიცვა. სექტემრის შუარიცხვები იყო და საკმაოდ გრილოდა. ოთახი დატოვა და სამზარეულოდან თორნიკემ გამოსძახა.
- აქ ვარ ელიზაბეტ. - ისიც იქით წავიდა, მრგვალი მაგიდის წინ შეჩერდა. ყველაფერი ლამაზად იყო გაწყობილი. შუაში კი სანთელი ენთო, წყნარი მელოდია იყო ჩართული.
- დაბრძანდით ჩემო ქალბატონო! - გრაციოზულად გამოუწია სკამი და მიუთითა.
- გმადლობ! - მანაც ღიმილით დაუკრა თავი და ჩამოჯდა. გამზადებულ ყავის ფინჯნებში, ცხელი წყალი ჩამოასხა და მის წინ მოთავსდა.
- წვიმას აპირებს, სახლში ვიყოთ და ლეპტოპში კინოს ვუყუროთ.
- როგორც გინდა.. - მალე მოათავეს და მისაღებში გავიდნენ. თორნიკემ ოთახიდან ლეპტოპი გამოიტანა, დივნის წინ პატარა შუშის მაგიდაზე დადო. სამზარეულოში გავიდა ბატიბუტი მოხალა და უკან ორი ჯამით ხელში დაბრუნა. ლიზამ ,,მარტო სახლი’’ - ს პირველი ნაწილი ჩართო და კარგად მოკალათდა. დამიანე და ანაბელი გაახსენდა, გოგოებს ძალიან უყვარდათ და გშირად უყურებდნენ. ის კიდე სულ წუწუნებდა ,, აუ, ტო რამდენჯერ უნდა უყუროთ, ნუთუ არ გბერზდებათ ?! ’’ . .
- რატო მოიწყინე? - თორნიკეც დასერიოზულდა.
- ჩემი ბავშვები გამახსენდა, ძალიან მომენატრნენ. - თვალები ჩაუწყლიანდა.
- მერე რატომ იტანჯავ თავს? ან მათ რას ერჩი?
- ასე არ შემიძლია, მათ გვერდით ყოფნა. ჩემთან ერთად მათაც ვერ დავტანჯავ.. - ცრემლები ვეღარ შეიკავა და გასაქანი მისცა გადმოსვლის.
- ჩშ, ნუ ტირი.. - გულზე მიიხუტა და თავზე კოცნიდა. - მალე მათთან ერთად იქნები გპირდები, ჩემი ხომ გჯერა?! - ლიზამ მხოლოდ თავი თაუქნია და თვითონაც მოჰხვია ხელები.
თორნიკეს თქმით მართლაც გაწვიმდა. თან ჯექა-ქუხილიც დაერთვებოდა და ოთახს ანათებდა. ქარიშხალი ამოვარდა, ხეებს ისე აქანავებდა, შესაძლებელი იყო მოეტეხა კიდეც.
- მიდი ჩაი გააკეთე და დავლიოთ. - ნუკრის თვალებით შეხედა ლიზამ. მან კი, მხოლოდ გაიცინა და სამზარეულოში გავიდა. იქიდან კი, ფინჯდებით დაბრუნდა.
გვიანობამდე უყურებდნენ კინოებს. თორნიკეს წუწუნის მიუხედავად ყველა ნაწილს უყურეს მარტო სახლისას.
- წავიდეთ ვჭამოთ მომშივდა.
- კაი რა თოკა, გავსუქდები ასე, რა დროის ჭამაა. ღამის თორმეტი საათია. - წუწუნებდა.
- ძალიან გამხდარი ხარ, მე კიდევ უფორმო გოგოები არ მომწონს. - სიცილით უთხრა და ბალიში, რომ არ მოხვედროდა თავი დახარა.
- აი, დარდი რა თუ არ მოგწონს, სხვას მოეწონება. - თვალი ჩაუკრა და სამზარეულოში კურტუმის ქნევით გავიდა.
- ამოგაცლი მაგ გრძელ ენას. - ამოიბურტყინა და უკან მიჰყვა.
თორნიკემ ლიზას ბრძანებით გლაზოკი კვერცხების შეწვა დაიწყო. მან კი, სუფრა გაშალა და ჩამოჯდა.
- ტუჩებს ნუ იკვნეტ ! - არ უყურებდა ისე უთხრა.
- რატო?! - ჯიბრით ხან ზედას, ხან კი ქვედას, კბილებს შორის იქცევდა.
- ნუ მიწვევ ელიზაბეტ! - თვალები დაუბრიალა და თეფშებზე დააწყო გამზადებული კვერცხი. გემრიელად შეექცნენ ორივე. მაგიდა ერთად აალაგეს, თეფშები ლიზამ დარეცხა, მან კი გაამშრალა. შოკოლადები აიღეს და მისაღებში გავიდნენ.
- ღვინოს ხომ დალევ? - ლიზამ იკითხა.
- კი სინიორიტა! - მამის გამოგზავნილი ოცი წლის დაძველებით, წითელი ღვინო გამოიტანა სამზარეულოდან. ორი ბაკალიც გამოაყოლა. შუშის მინაზე დააწყო და ნახევრად ჩამოასხა.
- ირაკლის გამოგზავნილია. - მოსვა თხევადი სითხე და ყელში ჩაუსვა. ცოტა ჩასწვა და ესიამოვნა. წითლად შეუფერადდა ტუჩები, ენა გადაისვა და გაილოკა. თორნიკემ კი, იმხელა ნერწყვის გორგალი გადაყლაპა რამის დაიხრჩო. - ფრთხილად რა დაგემართა ისუნთქე. - ირონიულად ჟღერდა მისი ხმა, თან ეშმაკური მზერით შეჰყურებდა. - ხომ გემრიელია?!
- კი, ძალიან გემრიელია . - ტუჩებისთვის მზერა არ მოუცილებია და ისე ამოილაპარაკა. ლიზას ფხუკუნის ხმამ დააბრუნა დედამიწაზე და კოპებ შეკრულმა გახედას, ბოლოს მასაც გაეცინა.
- მომიყევი შენს შესახებ.. - გაუღიმა.
- კარგი.. ათი წლის ასაკში დავკარგე მშობლები. თავშესაფარში მიპირებდნენ წაყვანას, მაგრამ ირაკლის წყალობით გადავურჩი იმ ჯოჯოხეთს.. თავიდან ძალიან გამიჭირდა გარემოსთან შეგუება. მე და ირაკლიმ ერთად გადავიტანეთ ყველაფერი. ის საყვარელი ქალის დაკარგვის გამო იტანჯებოდა, მე კიდე მშობლების გამო. ნიკაც და თათიაც გვერდით მედგნენ. გასართობად აქეთ-იქით დამატარებდნენ. სხვადასხვა საჩუქრებს მყიდულობდნენ. თავიდან ვმორცხვობდი, იშვიათად ვლაპარაკობდი. მათმა სიყვარულმა ყველაფერი გადამატანინა. დრო ყველაფრის მკურნალიაო და მართალიცაა.
ერთხელ სკოლაში ძალიან ვიჩხუბე, ჩემს კლასელთან. ,, უპატრონო და ობოლი’’ მიწოდა. ძალიან გაბრაზდი და მუშტი გავარტყი სახეში. მაშინვე დირექტორის კაბინეტში გამაქანეს. მისი მშბლები მოქანდნენ, რათქმაუნდა ირაკლიც გამოიძახეს. სიტუაციაში, რომ გაერკვა, გაწიწმატებულ მშობლებს მიმართა ,, თქვენ შვილს აღზრდა აკლია, უარესის ღირსიც იყო. როგორ შეიძლება ასეთი სიტყვები გაივლოს გონებაში და საკუთარი კლასელი დაამციროს. მაგრამ, ეს მისი ბრალი არაა, ეს თქვენი ბრალია, რომ არაფერი გისწავლებიათ!’’ , შემდეგ დირექტორს მიუბეუნდა ,, კიდევ ერთხელ განმეორდება ასეთი ინციდენტი, დირექტორობის დატოვება მოგიწევთ!’’ . ისე მკაცრად ამოილაპარაკა, დირექტორმა ხმა ვეღარ ამოიღო. გარდატეხის ასაკიც მომივიდა, ძნელად გადავლახე. ქუჩაში ვაღამებდი, პალაჟენია მიმყავდა. მაგრამ, ეს პერიოდიც გადავლახე ირაკლის დახმარებით. ფიზიკურადაც ვიცვლებოდი, სახეზე მაყრიდა, მე კიდევ ძალიან განვიცდიდი. ნიკა, დამცინოდა ,, გოგოებს აღარ დაევასები ტო’’ , სულ ამას გაიძახოდა. ეს პერიოდიც გადავლახე.
სკოლაში კარგად ვსწავლობდი. ჩემი მიზნების მისაღწევად ვიბრძოდი. მინდოდა გამომძიებელი ვყოფლიყავი მამაჩემის მსგავსად. უმაღლესშიც ჩავირიცხე, უმაღლესი ქულებით, სრული დაფინანსებით. ვერ ვიტყვი წიგნების ჭია ვიყავითქო. მაგრამ, ერთი წაკითხვით შემეძლო ყველაფრის დამახსოვრება. ამას კი, საჩემოდ ვიყენებდი. უნივერსიტეტიც წარმატებით დავასრულე. ეხლა კიდევ გამომძიებელი თორნიკე ნაროზაული, გახლავარ. - სიცილით უთხრა.
- როგორ დაიყუპნენ შენი მშობლები?
- ახალწლებზე სამსახურიდან ბრუნდებოდნენ, გაყინული იყო გზები. მანქანა მოუცურდათ და ტრაილერს შეასკდნენ. ორივე ადგილზე დაიყუპნენ. - ეტკინა მისი ტკივილი.
- ვწუხვარ..
- არაუშავს, დიდი ხანი გავიდა, შევეჩვიე ტკივილთან ერთად ცხოვრებას.. ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან. - ლიზას აღარაფერი უთქვამს. თორნიკემ კი, ტუჩები მიაწება შუბლზე. შემდეგ ლოყაზე, კისერთან ჭრილობასთან აკოცა, მას კი გააჟრჟოლა.
- გთხოოვ.. - სახე მოარიდა, მის თვალებში ჩამდგარი ცრემლების დასამალად.
- მაპატიე.. - დაიძაბა, ხმის ტემბრი შეეცვალა და თვალები ჩაუმუქდა. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც რაღაცაზე ბრაზობდა ან ნერვიულობდა.
- ეს ჭრილობა არც მეტყობა. ძალიან, რომ დაესვათ ეხლა აქ არც ვიქნებოდი. ყველაზე ღრმა და გრძელი მუცელზე მაქვს. - სხეული დაეჭიმა გახსენებისას, თვალები უელავდა.
- ელიზაბეტ.. - ხმა ჩაუწყდა, თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა, რასაც გულის დარდიც ამოაყოლა.
- შეხებას რაც შეეხება, ყველგან მეხებოდნენ, მკოცნიდნენ. ძალაც აღარ შემწევდა წინააღმდეგობის გაწევის. ღმერთმა ბოლომდე არ გამწირა და საქმის დასრულება ვერ მოახერხეს. თორემ ვერ გადავიტანდი, თავს არ ვიცოცხლებდი. შეიძლება სუსტი ადამიანის ნათქვამია, მაგრამ სხვანაირად ვერ შევძლებდი..
საკუთარი ხელების შეხებაც კი მძულდა. სარკის წინ გაჩერება და საკუთარი ანარეკლის ყურება არ შემეძლო აქამდე. ეხლაც რომ ვყვები და ისტერიკა არ მემართება, მხოლოდ შენი დამსახურებით. აქ, იმიტომ ჩამოვედი, რომ საყვარელი ადამიანების თვალებში სიბრალულის დანახვას ვერ გადავიტანდი. - ღვინის ბაკალს მზერა მოაშორა და ჩაწითლებულ თვალის ირისებში ჩახედა. ფეხზე წამოდგა გვერდით მიუჯდა და მთელი ძალით მიეხუტა. სურნელი ღრმად შეისუნთქა. - შენ ვერც წარმოიდგენ , შენი აქ ყოფნა, როგორ მშველის. შენი შეხება არ მაშინებს, პირიქით ვმშიდდები შენთან. გონება ჩამძახის, რომ უნდა მოგშორდე და გაგიშა. მაგრამ, გული კი, შენთან ყოფნას ითხოვს. ნეტავ ყველაფრის დავიწყება შემეძლოს, მეხსიერებიდან წაშლა, ძველი ლიზას დაბრუნება. - ნაღვლიანად ამოილაპარაკა.
- დაგავიწყებ, გეფიცები დაგავწყებ.. რადაც არ უნდა დამიჯდეს. უბრალოდ მომენდე და ჩემი გჯეროდეს.. - თავზე ტუჩები მიაკრო.
- შენი, რომ არ მჯეროდეს, ახლა ასე ჩახუტებული არ ვიჯდებოდი . შენამდე ყველა მძულდა, ალბათ ვერც შევასრულებდი პირობას, უკან ვერასდროს დავბრუნდებოდი. აშკარად შენ შემილოცე და მომაჯადოვე.. - აკისკისდა.
- მეე?! მე მოგაჯადოვე ქალბატონო ექიმო?! ყველაფერი შენი ბრალია, შენმა კუპრივით შავმა თვალებმა დამიმონეს. ამხელა მთასავით კაცი, შენს მოსამსახურედ ვიქეცი. - სიცილით უთხრა. - ნუ დამცინი დაისჯები!
- როგორ?! - ეშმაკური გამოეტყველებით შეხედა.
- აქ, რომ გაკოცო?! - ცხვირზე მიაკრო ტუჩები. ლიზა, კი გაინაბა. - ან აქ?! - ტუჩის კუთხეშიც დაუტოვა კოცნის კვალი. - აქ?! - ნიკაპზე გადავიდა. ისე უჟუჟუნებდა თვალებს, ლიზა გაითიშა.
- ეხლა მე რომ გაკოცო?! - ახლოს მიიწია, მათი ბაგეები კვლავ შეერწყნენ. ლიზას მუცელში კალიები დახტოდნენ და უღუტუნებდნენ. თითქოს პირველი ყოფილიყო. ორივეს ჟრუანტელი უვლიდათ. სისხლში კი, ელექტრონებმა დაიწყეს მოძრაობა. ჟანგბადის უკმარისობის გამო, რომ არ მოსცილებოდნენ ერთმანეთს, მოკლე ძაბვა მოხდებოდა.
- ეს.. ეს.. - აბლუყუნდა თორნიკე, მოულოდნელი იყო ლიზასგან. მის სახეზე კი, ლიზამ სიცილი დაიწყო.
- ღიმილი ძალიან გიხდება.. იმდენად რომ სურვილი მიჩნდება, სულ ყოველთვის მიღიმოდე და მაბედნიერებდე. - ახლა მან მიიზიდა, მარწყვისფერ და მათრობელა ტუჩებს წაეტანა. ლიზა, კი გულმკერდზე მიეხუტა.
-გამომძიებელო, ჩემს ხელში არ მოკვდე, როგორ გიცემს გული.. - ღიმილით ახედა.
- ერთი ცელქი გოგოს ბრალია.. მომიყევი მიდი შენი მეგობრების შესახებ.
- მე, ანაბელი და დამიანე ერთად მოვდივართ ბავშობიდან. ბაღში გავიცანი ანაბელი, ჩემი თოჯინა აიღო მე კიდევ ვეჩხუბე და თმები მოვქაჩე. მან კი ტირილი მორთო. ტასომ ბევრი დარიგების შემდეგ, ძლივს დამიყოლია ბოდიშის მოხდაზე. მის მერე ერთად ვართ. მალე დამიანეც შემოემატა ჩვენს ჯგუფს, სამი მუშკეტერი ვიყავით. ყველგან ასე მოგვიხსენიებდნენ. სამივე გიჟები ვიყავით, ანაბელი და დამი სულ ჩხუბობდნენ და კამათობდნენ. არც ერთი არ სთმობდა, ბოლოს გამშელებელი მე ვიყავი. ერთ კლასში ვიყავით, ერთად დავამთვრეთ სკოლა. მათი მშობლების წყალობით მათთან ერთად წავედი სასწავლბლად უცხოეთში. ჩემი ოცნება ავისრულე. შემდეგ გაირკვა, რომ ერთმანეთი უყვარდათ, აქამდეც ვეჭვობდი. მაგრამ, კარგად ნიღბავდნენ გრძნობებს. ამდენი ხანიი არასდროს დავცილებულვართ ერთმანეთს, ვიცი როგორ უჭირთ უჩემოდ. მაგრამ, მჯერა რომ ესმით ჩემი.
- ხშირად გხედავდით ერთად, თან რომ გეხუტებოდა. სისხლი ტვინს ეხეთქებოდა და მინდოდა მეცემა მაგრად. - სიცილით იძახის. - მერე გავიგე, რომ მეგობრები იყავით. სიმართლე გითხრა ასეთი მეგობრობის არ მწამდა. მაგრამ, თქვენი შემყურე დავიჯერე.
- ეხლა შენზე და ბართლომეზე მომიყევი.
- მე და ბართლომეც ბაღიდან მოვდივართ. სკოლაშიც ერთად დავდიოდით. ჩხუბის თავები ვიყავით, ვერ ვიტანდით უსამართლობას. ხშირად მოგხვედრია ჩვენც, მაგრამ უფრო ხშირად სხვას ვცემდით. მშობლების დაღუპვის შემდეგ, სულ ჩემთან იყო. გვერდიდან არ მსცილდებოდა, მასაც ძალიან უყვარდა ირაკლი.
ტყუპებიც წამოიზარდნენ ხშირად გვიწევდა მათ გამო ჩხუბი. ორივე ერთნაირი ხისთავიანები იყვნენ.
მაშინ სვანეთში, მიხვდებოდი ბართლომეს და სალომეს, რომ ერთმანეთი უყვართ. ჩვენს ხელში გაიზარდა, ყოველთვის სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ. მალე გადიოდა წლები. სალოც იზრდებოდა, ქალდებოდა. თვრამეტი წლის ასაკში უკვე თაყვანისცემლებიც გაუჩნდა. ძალიან ლამაზი იყო და ყველას მოსწონდა. სისხლს უშრობდა ბათუს, მართალია არავინ მოსწონდა, მაგრამ სიტუაციას მის საეჭვიანოდ იყენებდა. თითქმის ყოველ დღე გვიწევდა მის გამო ჩხუბი, მისი შიშით გვერდზე აღარავინ ეკარებოდა.
შემდეგ ჩემს ცხოვრებაში შენ გამოჩნდი და გამოანათე. შენამდე მეგონა სიყვარული არ არსებობდა. ქალს როგორც ღამის გასართობს ისე ვუყურებდი. პირველი შეხვედრის შემდეგ კი დავდიოდი. ტყუპები დამცინოდნენ , ვიღაცამ მოახერხა შენი გამოშტერება ბათუს მსგავსადო, მასაც წაკბენდნენ ხოლმე. - სიცილით დაასრულა მონოლოგი, ლიზასაც გაეცინა.
- სიმართლე გითხრა, მე ძალიან გამაბრაზე. იმ დღის შემდეგ არც მიფიქრია შენზე. მეორე დღეს წავედი კიდეც საქართველოდან. ბედისწერის წყალობით კვლავ შეგხვდი. გულმა მიგრძნო, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს დავკარგავდი თუ არ შემოვიდოდი ჩიხში. მართალია ძალიან მეშინოდა, მაგრამ მაინც გავბედე და გადაგარჩინე კიდეც. - დაეჭყანა.
- აბა.. აბა.. გადამარჩინე. ასეთი სიმპატიური გამომძიებელი და შენი გულის დამპყრობელი. - ცალი წარბი ზევით აზიდა, თვალები კი მოჭუტა.
- ვინ და რატომ დაგჭრა?! - ინტერესით ჰკითხა.
- მკვლელობას ვიძიებდი, ახლოს ვიყავი უკვე დამნაშავესთან და მოცილება სცადეს.. დავაკმაყოფილე ინტერესი ქალბატონო ექიმო?
- კი - ენა გამოუყო. - წამოდი რა ვივახშმოთ მშია.
- კარგი. - წამოდგა და უკან გაჰყვა. - რა მადის ამღძვრელად გამოიყურება შენი უკანალი.. - სიცილით უთხრა.
- ხო არა?! - კოპებ შეკრული შებრუნდა, თან მუშტი მუცელში უთავაზა. - აუ, რა არის კუნთების მაგივრად ბეტონი გაქვს?! - დაიჭყანა.
- მოსწონთ ჩემი მუცულა ქალებს, ამიტომ ბევრს ვარჯიშობ. - ღიმილით უთხრა.
- ქალებს ხომ?! ხოდა წადი იმ ქალებთან, კარები იცი საითაცაა.. - შებრუნდა წასვლას აპირებდა, როდესაც ხელი ჩასჭიდა და ზედ აიკრო.
- ჩემი ეჭვიანი ალქაჯი, გაბრაზებული რა საყვარელი ხარ. - სიცილით უთხრა და მის კისერში ჩარგო სახე. - იცი იასამნის სურნელი გიდის? - ცხვირი ყელზე გაუხახუნა.
- ხოო?! ძალიან მიყვარს, ვგიჟდები ისამანზე..
- უკვე მეც. - კოცნის კვალი დაუტოვა და სამზარეულოში შევიდა. ლიზა, გონს რომ მოვიდა ისიც გაჰყვა. ივახშმეს და ერთდა წავიდნენ დასაძინებლად. დაწვნენ. თორნიკე, ჩაეხუტა და მშიდად დაიძინეს. დილით, რომ გამოეღვიძა თორნიკე, არ დაუხვდა საწოლში.
- გაიღვიძეთ ქალბატონო? სადილი გავამზადე და მობრძანდით. - მომაჯადოვებლად უღიმოდა, ლიზას თვალები მიენაბა.
- კარგი, მოვემზადები და გამოვალ. - მარტო დატოვა, მან კი შხაპი მიიღო. პროცედურები ჩაიტარა, ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა.
- დაბრძანდით. - სკამი გამოუწია, ჩამოჯდა და ისიც გვერდით მიუჯდა.
- რამდენნაირი სალათი მოგიმზადებია, შეიშვები ოჯახში. - სიცილით უთხრა, თან ცალი მხარე ეწვოდა. იმდენად ახლოს იყო მასთან, ხელებით ეხახუნებოდნენ.
- ხო აბა, რისთვის გაწონებ თავს. - წარბები აათამაშა. - დაამთავრე და სასეირნოდ წავიდეთ. კაი ადგილი აღმოვაჩინე შემთხვევით. მალე დაამთავრა, ფეხზე წამოდგნენ. მოსაცმელები მოიცვეს და სახლი დატოვეს. მაღალ აიდგილზე ადიოდნენ, ლიზა წუწუნებდა, დავიღალე ფეხები მეტკინაო.
- ეხლა მაინც ხომ მორჩები წუწუნს ?! - ზურგზე მოიგდო.
- დამსვი, ხომ არ გაგიჟდი?! ერთად არ დავგორდეთ, ჯერ ადრეა არ მსურს სიკვდილიიი... - გაჰკიოდა და ფეხებს იქნევდა. - თორნიკეეეეეეეე..
- თუ არ გაჩერდები, ნამდვილად დავგორდებით. ანდერძი მაინც დამეტოვა, რომ ერთად დავემარხეთ. - მათი სიცილის ხმა ექოდ ისმოდა მთებში. მალე ააღწიეს ადგილამდე. ჩამოსვა ლიზა, რომელიც გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით.
- საოცარია.. რა სილამაზეაა..
- აი, ქალბატონო, რომ არ მიჯერებთ ხოლმე.. - მზის ჩასვლა მართლაც საოცარი იყო. ყველაფერი ნარინჯისფრად ანათებდა. მზეს ცეცხლისფერი დაჰკრავდა. ნელ- ნელა ღრუბლებში უჩინარდებოდა. ზუსტად ამფრად უჭყიტინებდა თვალებში, პატარა ოთახში ჩამოკიდებული პატარა მბჟუტავი ნათურა. თვალები დახუჭა, მოგონებები მოეძალა. გულზე ხელი მიიჭირა ტკივილის ჩასაცხრობად რასაც იმ მომენტში კვლავ განიცდიდა. ისევ იმ პატარა ოთახში იყო, სადაც მხოლოდ მისი დაუძლურებელი სხეული იმყოფებოდა. გვერდით ოთახში კი, გამტაცებლები. კვლავ გაახსენდა, ოთახის კარების გახსნა და ერთ-ერთი ქონით გატენილი კაცის შემოსვლა. რომელიც სულიერადაც და ხორციელადაც ძალადობდა მასზე. ისევ და ისევ ურტყავდნენ, ისევ და ისევ ყვიროდა, ისევ.. ისევ..
მიწაზე იყო განთხმული და ხელებს სასოწარკვეთილი იქნევდა. დაჭრილი ნადირივით ღმუოდა. მის ხმას ჩიტების ფრთების შრიალი ერთვოდა, თითქოს მისი ტკივილი ესმოდათ და მისგან შორს მიფრინავდნენ. სურდა ყველაფრისგან დაცლილიყო, განთავისუფლება უნდოდა. ბოლოს ძალა გამოცლილი მოდუნდა, გაითიშა..
გონს მოსული თორნიკეს მზერას წააწყდა. თვალის ირისები სულ ჩაწითლებული ჰქონდა, გუგები ჩამუქებული. ტკივილს ასხივებდა, არანაირი სიბრალული არ იკითხებოდა მის სახეზე, მხოლოდ დიდი სიყვარული. ყბები ზამბარასავით დასჭიმოდა, ყელთან ძარღვები გასკდომაზე ჰქონდა. მთელი ძალით ხვევდა ხელებს და გულში იკრავდა, თითქოს სურდა მისი ტკივილის შთანთქვა.
- ელიზაბეტ, ყველაფერი კარგადაა, მე შენთან ვარ. - დიდი ტკივილის მატარებელი იყო, მისი თითოეული სიტყვა. არ ემეტებოდა საყვარელი ქალი ასეთი ტანჯვისთვის.
- მაპატიე უბრალოდ არ შემიძლია, მახსენდება და ყოველთვის გამახსენდება ყველა მოგონება. შეიძლება სულ უბრალო რამ გამახსენოდ ყველაფერი. არ მინდა, ვერ გაგიმეტებ ასეთი ტკივილისთვის. შენ ბედნიერბას იმსახურებ, სხვა ქალთან ერთად. - სლუკუნებდა, გული ყელში ჰქონდა მომჯდარი. ტირილისგან თვალები ჩასწითლებოდა.
- შეძლებ! აუცილებლად შევძლებთ.. ირწმუნე გთხოვ და ყველაფერი გამოგვივა. შენ ჩემი ძლიერი ლიზა ხარ! - მთელი ძალით იხუტებდა და თმებზე ეფერებოდა.
- წავიდეთ გთხოვ.. - ფეხზე წამოდგა, მაგრამ წონასწორობა ვერ აღიდგინა. თორნიკე, რომ არა დაღმართზე დაგორდებოდა. ხელში აიყვანა და გულმკერდზე მიიხუტა. ცხვირი ჰქონდა მის ყელში ჩარგული და გრძნობდა მის პუსლაციას. სისხლის მიმოსვლას ვენებში. მისი განსხვავებული არომატი, კაპლივით მოქმედებდა მასზე. მალე მოდუნდა, თვალები დახუჭა და ჩაეძინა.
უჭირდა სიარული, თან სულ დიდი ქვეები ეყარა, ცუდი გზა იყო. ამას დაღმართით ერთვოდა. ჭექა ქუხილი ცას და არემარეს ანათებდა, თორემ თვალთახედვა უჭირდა. მიაღწია სახლამდე, სახლში შევიდა თუ არა, წვიმამ დასცხო. თავის ოთახში შეიყვანა და ლოგინზე წამოაწვინა. იგრძნო, რომ თბილს სხეულს მოშორდა და შეიშმუშნა.
კარების დაკეტვის ხმა მოესმა, ელოდა ეგონა უკან დაბრუნდებოდა. მაგრამ, არ გამოჩნდა. გაბრაზდა, ადგა და სააბაზანოში შევიდა. წყალი გადაივლო და მოწესრიგდა. პიჟამოები ჩაიცვა და ოთახი დატოვა. თორნიკესთან შევიდა. შიგნით არ დაუხვდა, მაგრამ სააბაზანოს გაღებული კარიდან გამოდიოდა მისი ღიღინის ხმა. ლიზას გაეცინა და ლოგინში შეწვა. ელოდებოდა, იმდენი ხანი დაჰყო შიგნით ჩაეძინა.
იგრძნო ლოგინში მისი დაწოლა, გადაბრუნდა და გვერდიდან აეკრო. თავისი ფეხს მის ფეხებში ახლართა. მამაკაცს გააცია, ჟრუანტელმა დაუარა. თვალებს არ ახელს, მაგრამ გრძნობს, რომ უყურებს. სახეზე ცეცხლი უკიდია. ხელისგულს გულმკერდზე ადებს და გრძნობს მის აჩქარებულ გულისცემას. თორნიკემ მარცხენა ხელი მხარზე მოხვია, მარჯვენა მის თითებში ახლართა. შუბლზე აკოცა და დაბალ ხმაზე, ,, ძილი ნებისა უსურვა’’ . მასაც მშვიდად ჩაეძინა.
დილით ჩიტების ჭიკჭიკი აღვიძებს, სიცარიელეს გრძნობს. თვალებს ზანტად ახელს და ამ დროს სააბაზანოდან გამოსულ თორნიკეს თვალებში იძირება. შემდეგ ქვემოთ მიუყვება, მის დაპრესილ მუცელზე ნერწვის გორგალი ადგება. პირსახოცი მხოლოდ წელს ქვემოთ აქვს შემოხვეული. ამიტომ კარგად იკვეთება მისი ავლადიდება. ნერწვების ყლაპვით კვდება და ღრმად სუნთქავს. ჩახვლების ხმას მოჰყავს გონს.
- ვიცი, რომ კარგი სხეული მაქვს ქალბატონო. მაგრამ, ასეც ნუ მიყურებთ, თორემ შესაძლებელია ნერწყვის გადაყლაპვისას დაიხჩოთ.. - სარკასტულად ჩაილაპარაკა, ხელები პირსაწმენდისკენ წაიღო. ეს რომ ლიზამ დაინახა, თვალებზე იტაცა ხელები. გული კი, ფრენით დაღლილი ჩიტივით უცემდა.
- რას.. რას აკეთებ? - ძლივს ამოილაპარაკა. თორნიკეს ხარხარის ხმა მთელს სახლში გაისმა. გაბრაზებულმა გაახილა თვალები და ბალიში გაუქანა.
- იდიოტო.. დიდი არაფერი სხული არ გაქვს რაა.. - ამოიბურტყუნა. - ჩაცმული უკეთესად გამოიყურებოდი.
- იმიტომ ჩაიფერფლე ხომ სანთელივით და ცეცხლი იმიტომ გიკიდია. - ცალი წარბი ასწია და ირიონიულად ჩაილაპარაკა.
- სულაც არა, უბრალოდ მეც მაწუხებს ჰორმონები, როგორც ყველა ქალს.
- ხოო?! - საწოლისკენ წავიდა, ზედ ავიდა, ხელები ბალიშზე დააწყო და შუაში მოიქცია. - რაო რას ამბობდიო ?! რა არ მაქვს კარგიო ?! - სახე უფრო და უფრო ახლოს მიჰქონდა. ჰაერი სახეზე ეფრქვევოდა და ჟრუანტელიც არ აყოვნებდა. ტუჩებთან იმდენად ახლოს იყო, რომ ეგონა აკოცებდა და თვალები მინაბა. ის კიდე გვერდზე გადაწვა, მოკეცილ ხელზე თავი დადო და ისე უყურებდა მომღიმარი, აბრჭყვიალებული თვალებით. - ჰეი, გამოფხიზლდით ალქაჯო. - სიცილით უთხრა.
- კრეტინო მამრო. - გაბრაზებულმა შეუბღვირა და ოთახიდან გავიდა. კარები კი გაიჯახუნა. თორნიკემ გაიცინა, გადატრიალდა ცხვირი მის ბალისში ჩარგო და სურნელი შეისუნთქა.
ოთახში ჯუჯღუნით შევიდა. ტანსაცმელი გაიძრო და სააბაზანოში შეიკეტა. შხაპი მიიღო, ჩაიცვა და ოთახში დაბრუნდა. იქ კი , უჯრებში მძრომიალე თორნიკე დაუხვდა.
- აქ რას აკეთებ?! - გაკვირვებული უყურებდა.
- რაღაცას ვეძებდი, უფრო სწორად ცხვირსახოცს. მაჯა მტკივა და უნდა შევიხვიო. - ერთ-ერთი უჯრა გამოხსნა. - მდა, საინტერსია. - ვარდისფერი ტანგა ამოიღო და ხელში აფრიალებდა. ლიზა, ამ დროს ჭარხალივით აწითლებული იყო. - გაფიცებ ამას როგორ იცმევთ ქალები?! - თვალებ მოჭუტულმა გახედა. - იცი როგორი პონტია? ცხენს, რომ ლაგამს ამოუჭერენ, ისე გაქვთ ალბათ.. - სიცილით უთხრა ის კი, ყურებიდან უკვე ცეცხლს უშვებდა. - უნდა ვაღიარო საინტერესო თეთრეული გაქვს ამას, რომ ჩაიცმევ აუცილებლად მითხარი, მაინტერესებს როგორ გექნება.
- ისეთი ინტერესით ათვალიერებ, აშკარად მოგწონს. ახლებიც მაქვს და აუცილებლად გაჩუქებ. შენ გერიდება ალბათ, რომ მთხოვო. - სარკასტულად ამოილაპარაკა და თვალი ჩაუკრა. - მე წავალ ვისადილებ. ქვედა უჯრაში ახლები აწყვია, აარჩიე და აიღე რომელიც გენებოს, არ მოგერიდოს იცოდე.
სამზარეულოში შევიდა და ყავა მხოლოდ თავისთვის მოიმზადა. მაცივრიდან ნუტელას კარაქი გამოიღო. საპურედან პური აიღო და მაგიდაზე დადო. მაგიდასთან მოთავსდა, ამ დროს კი, თოკა შემოვიდა.
- მეე? - მშიერი ლეკვის გამომეტყველებით შეხედა.
- ღმერთმა ორი ხელის რისთვის მოგცა ?! ჰო, ზუსტად იმისთვის რომ საკუთარ თავს თვითონ მიხედო. თან ხომ არ გავიწყდება შენი ადგილი. - უთხრა და პურის ერთი ნაჭერი აიღო. კარაქი თხლად ჩამოჭრა და წაუსვა. გემრიელად მოკბინჩა და ყავაც მოსვა. ვერ გათვალა, რომ ცხელი იქნებოდა და პირი დაეწვაა. ხელით ინიავებდა, თვალები ჩაუწყლიანდა სიმწრისგან.
- აი, ცოდვების გამო მოგივიდა. - სიცილით უთხრა. - ჩაი მოიმზადა. მაცივრიდან თეთრი კარაქი და ჯემი გადმოიღო. პურის ნაჭერზე სქლად წაისვა. ზევიდან ჯემი დაადო ბლომად და ყბისკენ გაიქანა.
- ნელა ჭამე არავინ მოგდეს, დამშეული ხომ არ იყავი. - თვალებს ატრიალებს, ამასობაში ის კიდე მეორე ნაჭერს იმზადებს. ისე გემრიელად ჭამს ლიზასაც უნდება და ისიც მას ბაძავს.
- ნუ ღელავ შენ მაგაზე.. - ენა გამოუყო. მალე მოათავეს, თორნიკემ მაგიდა აალაგა, ლიზამ კი ჭურჭელი დარეცხა.
მისაღებში გავიდა, დივანზე ჩამოჯდა. ტელევიზორის პულტს დასწვდა და ჩართო. არხებს დაუყვა, მაშინვე გააჩერა როდესაც დამიანეს სურათი შეამჩნია.
-,, ბიზმესმენი დავით ახვლედიანის შვილი, დამიანე ახვლედიანი, ავარიაში მოჰყვა. გუშინ საღამოს სამსახურიდან მომავალს შეასკდა, მოპირდაპირე მხრიდან მომავალი ავტომობილი. ექიმების განცხადებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, კომიდან ოპერაციის შემდგომ ჯერ არ გამოსულა’’
ყურებში ჩაესმოდა ხმა, დამიანე ცუდათაა, ცუდათ.. ავარიაში მოჰყვა, კომიდან არ გამოსულა..
- არაა.. არა.. ღმერთო ოღონდ გადამირჩინე, სულ მის გვერდით ვიქნები. ჩემი ბრალია, ჩემი.. მარტო არ უნდა დამეტოვა. - მუხლებზე დაეცა და ერთ ადგილას ქანაობდა. ცრემლები ლოყაზე იკვლევდნენ გზას, ყელთან კი უჩინარდებოდნენ.
თორნიკემ მისი ტირილის ხმა, რომ გაიგო მასთან გაჩნდა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი, რომ დაინახა, თვალის გუგები ჩაუწითლდა, სხეული დაეჭიმა. მასთან მივიდა, ჩაიმუხლა და ძლიერ ჩაეხუტა.

- ჩემი დამიანე.. ის.. ის.. ავარიაში მოყვა. ღმერთო რამე რომ დაემართოს ვერ გადავიტან.. წამიყვანე გთხოვ.. წამიყვანე.. - გაუგებრად წარმოსთქვავდა სიტყვებს, ნახევარი არ ესმოდა. წამოდგომაში დაეხმარა. სასწრაფოდ მანქანის გასაღები მოძებნა და გარეთ გავიდნენ. თბილისის გზაზე იდგნენ, როდესაც ლიზას ტელეფონმა დაურეკა.
- დაბრუნდი გთხოვ.. - ტირილისგან ხმა ჰქონდა წართმეული. - თბილიში ჩამოდი ახლავე, ძალიან მჭირდები.. დამიანე.. ჩვენი დამიანე ავარიაში მოჰყვა, კომიდან ჯერ კიდევ არ გამოსლა.. - ტირილი უკვე ფსლუკუნში ჰქონდა გადასული.
- მოვდივარ, გზაში ვარ.. - უთხრა და გაუთიშა. ლაპარაკის სურვილიც არ ჰქონდა. მანქანა მიჰქროდა, მისთვის სულ ერთი იყო, მთავარია მალე ჩასულიყო. თავი საქარე მინაზე ჰქონდა მიდებული, ცრემლები ყელში ეჩხირებოდა. მაგრამ გზას არ, ან შეიძლება ვერ იკვლევდნენ. დამიანე, ედგა თვალ წინ. მასთან გატარებულ თითოეულ მომენტს იხსენებდა, ხან იღიმოდა, ხანაც სახე ექუფრებოდა.
თორნიკემ ტყუპებისგან გაიგო, ჰოსპიტალის მისამართი და იქეთ წავიდნენ.
დერეფანში მიდიოდა და თან სხეული ზამბარასავით დაჭიმული ჰქონდა. ფეხები ეკეცებოდა, გული გამალებით უცემდა. ამდენი ხნის შემდეგ შეხვდებოდა ყველას, თან ასეთ რთულ სიტუაციაში. თორნიკეს გვერდიდან ჰყავდა მიკრული და ისე მიდიოდნენ.
ექთანმა პალატამდე მიაცილა. ყველა იქ იყო, სახეზე ფერი არ ედოთ. დავითი და ელენე გვერდი-გვერდ ისხდნენ. გვერდიდან ჰყავდა ჩახუტებული ქალი და ქვითინებდა. მამაკაცსაც თვალზე ჰქონდა ცრემლები მომდგარი. მაგრამ, გადმოსვლის უფლებას არ აძლევდათ.
გაკვირვებული სახეები მიაპყრეს ლიზას, ისიც შეიშმუშნა. ანაბელი, ფეხზე წამოდგა და მისკენ გაიქცა, ძლიერ მოხვია ხელები და ტირილი დაიწყო.
- კარგად იქნება ჩვენი ბიჭი! რა გატირებს არ მესმის, წინასწარ რატო გლოვობ?! მას არაფერი დაემართება, სულ მალე გონს მოვა და ჩვენთან ერთად იქნება მუდამ. - თავს არ მისცა სისუსტის უფლება, საკუთარ სიტყვების თვითონაც უნდოდა ერწმუნა. მანაც ძლიერ მოხვია ხელები.
დედას და მამას, რომ შეხედა მათ სახეზე წამიერმა ღიმილმა გადაირბინა, ეს კი ლიზას არ გამოპარვია. მათთან თავდახრილი მივიდა და ჩარხუტათ. მათი სურნელით გაივსო ფილტვები. გააცნობიერა თუ როგორ აკლდა ორივე. ყველა მოინახულა და მოიკითხა.
როგორც გაიგო ექიმი იყო მასთან გასასინჯად შესული და ჯერ ვერ მოინახულებდა.
დრო ასე მტანჯველად არასდროს გასულა. თითქოს საუკუნე გავიდა, ექიმის პალატაში ყოფნისას. ყველაფერი ერეოდა გონებაში, ბედნიერი წამები, ტკივილი, სიხარული და საშინელი აზრები, რომლის გაქრობასაც ვერ ახერხებდა. იმის წარმოდგენა, რომ დამიანე აღარ ეყოლებოდა, ჭკუიდან შლიდა.
ექიმი გამოვიდა. ყველაფერი გამოკითხა მისი მდგომარეობის შესახებ. როგორც გაირკვა მდგომარეობა საკმაოდ მძმე იყო. იმედს ვერ იძლეოდნენ, ყველაფერი პაციენტზე იყო დამოკიდებული.
მოითხოვა მასთან შეეშვათ, მაგრამ მთავარი ექიმისგან ირონიული პასუხი მიიღო. ,, ექიმი ხართ და უნდა იცოდეთ, რომ ასეთი პაციენტის ნახვა არ შეიძლება’’.
ამ დროს გურამი მივიდა მასთან, თბილად ჩაიკრა გულში და მამაშვილურად მოიკითხა. შემდეგ კი ქალს მიმართა.
- ნუ დაგავიწყდებათ, ქირურგიული განყოფილების უფროსი დროებით ხართ! და როცა მოინდომებს ელიზაბეტ დანელია დაბრუნდება. თქვენ კიდევ უფლება არ გაქვთ, მას პაციენტის მონახულება დაუშალოთ და ასე აგდებულად ესაუბროთ. მან კარგად იცის ეტიკეტი. თქვენგან დამდვილად არ ესწავლება არაფერი! - მკაცრად მიუგო.
- მაპატიეთ უბრალოდ.. - დაბნეულად ამოილაპარაკა. გაბრაზებული მზერა სტყორცნა ლიზას. - შეგიძლიათ შებრძანდეთ. - მლიქვნურად ამოილაპარაკა.
მადლობა გადაუხადა გურამს და თბილად გაუღიმა. მოემზადა, მის პალატასთან რამდენიმე წამი გაჩერდა. თვალები დახუჭა გონების მობილიზებისთვის და შევიდა. ვერ წამოედგინა ასეთ მდგომარეობაში თუ ნახავდა. თითქოს სხვა დამიანე იყო მის წინ, ახლოს და მაინც ასე შორს. ნაბიჯს ვერ დგამდა, გაქვავებული უცქერდა, უამრავ მილში გახვეულ მეგობარს. წვეთოვანი და რამოდენიმე აპარატი ედგა. თითოეული სიცოცლისთვის აუცილებელ ნიშნებსა და ციფრებს აჩვენებდა. თვალები აემღვრა, გამოსახულება ბუნდოვანი გახდა და ეს ვერ აიტანა. სწრაფად შეიმშრალა თვალები და ნელა დაიძრა საწოლისკენ. მიტკლისფერი ედო კანზე. ტუჩები მილით ჰქონდა დაფარული, რისი მეშვეობითაც სუნთქავდა. მუდამ წითელ ტუჩებს ლურჯი ფერი შეჰპარვოდა. თვალის უპეები ჩაშავებული და შეშუპებული ჰქონდა. ხელებზე არაბუნებვრიფი ფერი ედო, რომ შეეხო იმდენად ცივი იყო გააჟრჟოლა.
- ვიცი, რომ გესმის ჩემი - შეცვილი ჩამწყდარი ხმით დაიწყო. თითოეული ბგერა ტკივილით იყო გაჟღენთილი, სევდიანი იყო. - ვიცი ჩემი ბრალია, რაც დაგემართა. ჩემი სისუსტით და წასვლით დაგტანჯეთ ყველა. მაგრამ , მჯერა გულის სიღრმეში გესმოდა და გესმის ჩემი. გთხოვ დაგვიბრუნდი, ძალიან გვჭირდები მე და ანაბელს. ხომ იცი შენ ხარ ჩვენი საყრდენი, როგორც შენ იძახდი ხოლმე. - ღიმილით გაეპო ტუჩები. - შენ ხომ ჩვენი ძლიერი დამიანე ხარ ! - ძლივს ამბობდა სიტყვებს, ბოლოს ხმაც წაერთვა. - გთხოვ, ძალიან გთხოვ.. უშენოდ ვერ ვსუნთქავ. მტკივა, ძალიან უსაშველოდ მტკივა. - ღრმად ამოისუნთქა და ცრემლები შეიმშრალა. - ნუთუ მარტო უნდა დამტოვო?!! გგონია რახამც ანაბელი მყავს აღარ მჭირდები?! მიპასუხე ვიცი, რომ გესმის! ასეთი ტკივილისთვის არ გამიმეტო. გინდაც გულით გინდოდეს. - თავზე აკოცა და დატოვა პალატა.
საღამოს მკურნალმა ექიმმა განაცხადა, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილური იყო და ყველაფერი მის სურვილზე იყო დამოკიდებული.
ანაბელი შევიდა მასთან, თვალებიდან ნაკადულივით სცვიოდა ცრემლები. თვალები ჩაწითლებული და ჩაცვენილი ჰქონდა უჭმელობისგან და ნერვიულობისგან. საწოლთან მივიდა და გვერდით მიუწვა. თავი გულ მკერდზე დაადო და ცოტახანი გაისუსა, ტკბებოდა სასიამოვნო მელოდიის სმენით.
- გახსოვს რომ მეუბნებოდი, გამაგრდი ძლიერი უნდა იყოვო. და ჩემთან ერთად ყველაფერს გაუძლებო! გახსოს, რომ გწამდა, თვალებიდან კვლავ გამოვიხედავდი! შენ ხომ პირობა მომეცი, რომ ყოველთვის ერთად ვიქნებოდით?! საკმარისად არ გყვარებივარ, არ გდომებია ჩემთან ერთად ბედნიერად ცხოვრების გატარება. ასე მარტივად ნებდები და მარტივ გზას ირჩევ. სიკვდილი ხომ ყველაზე ადვილი გამოსავალია. მაგრამ, მე რას მიშვები?! რატომ მაწამებ?! შენი სისუსტე და სიმხდალე მაგიჟებს. ელიზაბეტს ასე იმეტებ?! ის მოერია თავის ტკივილს და მოვიდა. შენ კიდე მის გამოც კი არ გამოფხიზლდი. უფრო გინდა, რომ გაანადგურო. - ისეთი შეცვლილი ხმით ესაუბრებოდა, თითქოს მის გამოწვევას ცდილობდა. თვალები დახუჭა და გაირინდა. დარწმუნებული იყო ესმოდა რადგან გულმა ორმაგად დაუწყო ძგერა. აპარატმაც ამცნო, გულის აჩქარება. მისი ხელის შეხება, რომ იგრძნო თავზე, ეგონა მოელანდა. მაგრამ ტუჩები, როდესაც შეეხო შუბლზე გააჟრჟოლა. ამ შეგრძნებას ყველა სხვისგან გაარჩევდა. საყვარელ მამაკაცს სუნთქვა შეკრული შესცქეროდა. ზღვისფერ თვალებში კი ჩაიძირა.
- ჩემო ალქაჯო.. - ძლივს ამოთქვა. პირი გამომშრალი, ტუჩები კი დამსკდარი ჰქონდა. ენის წვერი გადაიტარა, ამაზე კი ნერწყვი გადაყლაპა ანაბელმა, ეგონა მთელ პალატაში გაისმა ხმა.დამიანეს ამაზე კი შეძლებისგვარად გაეცინა. საყვარელ ბროწეულის გემოთი გაჟღენთილ ტუჩებს შეეხო ნელა და მომთხოვნად, გოგონამ კი სული განუტევა.
სწრაფად წამოდგა ფეხზე და გახარებული გარეთ გაიქცა. ყველას შეატყობინა ახალი ამბავი და ექიმებს უხმო. ელიზაბეტს სახე გაუცისკროვნდა. ღმერთს მადლობა შესწირა და იგრძნო მოზღვავებული ენერგია, თითქოს ახლიდან დაიბადა.
თითქოს წამებში გაუქრნენ ხაზები, რომლებიც დიდ ტკივილს გამოხატავდნენ. ძველი ელიზაბეტი დაბრუნდა, გული სიხარულისაგან უცემდა.
ერთიანად გავრცელდა ბედნიერება, ენერგია, სიხარული და ყველაფერი განათდა. მალევე რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. ყველამ მოინახულა ელიზაბეტის გარდა. საღამოთი ყველა წასული, რომ დაიგულა მასთან შევიდა.
თავი დაბლა ჰქონდა დახრილი და თითებს ხლართავდა ერთმანეთში.
- მოდი ჩემთან. - ღიმილით ანიშნა მის გვერდით დაწოლილიყო. ისიც მივიდა და გვერდით მიუწვა. საყვარელი სურნელი ღრმად შეისუნთქა. - როგორ უსაშველოდ მომენატრე ელიზაბეტ! - თავზე მიაკრო ტუჩები.
- მაპატიე მარტო, რომ დაგტოვე. ჩემი ბრალია ყველაფერი.. - ფსლუკუნებდა და თან სიტყვებს ძლივს უბავდა თავს.
- ჩშ, ჩემო გოგო. შენი რა ბრალია?! დაღლილი მოვდიოდი სამსახურიდან, მეც რული ვერ დავიმორჩილე და იმიტომ შევასკდი. მადლობელიც კი ვარ ეს რომ დამემართა. ეს რომ არა ალბათ არც დაბრუნდებოდი. - სევდიანად, თან ღიმილით ამოილაპარაკა. მიიღო კიდეც გვერდიდან იდაყვის დარტყმა. - ვაიჰ, მეტკინა გოგო! - კოპებ შეკრულმა დახედა.
- ეგ მეორედ ხუმრობითაც კი არ გაიმერო! უშენოდ ცოცხალ მკვდარი ვიქნებოდი!
- როგორ მიყვარხარ ნეტავ იცოდე. - სიყვარულით გაჟღენთილი ხმით ამოილაპარაკა და შუბლზე აკოცა.
- მეც ძალაიან მიყვარხარ. - თვალების ფახულით ახედა.
- ჩემმამდე ჭორი მოვიდა, რომ აქ თორნიკესთან ერთად მოხვედი. - ეშმაკური მზერით და წარბების თამაში უყურებდა. ლიზასაც ლოყები ბროწეულის ფრად აუფორაჯდა და სახე მის ყელში ჩამალა.
- მე.. ის.. მე.. - აბლუყუნდა.
- ჰო.. შენ.. ის.. მერე? - სიცილით ელაპარაკებოდა, თან მუცელზე ხელს იდებდა.
- ნუ ხარ დეგენერატი!
- ამოღერღე გელოდები მიდი.. - ენა გამოუყო.
- ის დამეხმარა ყველაფრის გადალახვაში.. - ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. ხან იცინოდა დამიანე, ხან კი თვალებ დაჭყეტილი უყურებდა.
- გირჩებზე გააგზავნე და მერე გადააყრევინე?! - სიცილით სულს ძლივს ითქვამდა. - არადა ისეთი გრუბი სახე აქვს, ვერც კი წარმოვიდგენდი ვინმეს ჭკუაზე თუ ივლიდა.
- მე ვინმე არ ვარ რა! - სიცილით უთხრა.
- ნუ ხო, შენ ხომ მასზე შეყვარებული ქალი ხარ, ისიც ასევე.. რომეო და ჯულიეტა ხართ. - დაცინვას აგრძელებდა.
- თავი დამანებე რა! - ჯუჯღუნი დაიწყო და წასვლა დააპირა. მაგრამ, უფრო ძლიერად მიიხუტა.
- აღიარე, რომ გიყვარს..
- მე..
- როდიდან არ მეუბნები მე არაფერს?! - ნაწყენმა ამოილაპარაკა. - აღარ გელაპარაკები.
- კარგი ხო რა იყო. კი, ნამდვილად მიყვარს, სანამ ეს შემემთხვეოდა იქამდე.
- ვიცოდი.. ვიცოდი.. ისე უყურებდით ერთმანეთს. - გადაიხარხარა.
- იდიოტო წეღან ნაწყენივით მელაპარაკებოდი, გაიძვერა ხარ. - უჩქმიტა.
- გოგო რა მწარე ხელი გაქვს რა არის.
არფერი აღარ უთქვამს, თავი დაადო და ერთად დაიძინეს.
მალე მოვიდა დამიანეს გაწერის დროც. ყველანი მასთან იმყოფებოდნენ. ტყუპები დათუნიით და ვარდებით ხელში დაადგნენ. ამაზე მიიღეს კიდეც ბევრი უწმაწური სიტყვა, ნუ ალბათ წარმოიდგენთ რა ამბავი ატყდებოდა იქ.
სახლში მისულებმა იქეიფეს, მამაპაპური სადღეგრძელოები წარმოსთქვეს და გვიან ღამით დაიშალნენ.
პირველი საათი იყო, რომ გამოეღვიძა, უფრო სიმხურვალემ შეაწუხა. ცალი მხარე ისე ეწვოდა, თითქოს ნაკვერჩხლებზე იწვა. გრძნობდა ძილში ვიღაცის ძლიერ ხელებს, რომელიც სუროსავით ჰქონდა შემოჭდილი. ცხვირს საყვარელი სურნელი უწვავდა, სახეზე კი მის სუნთქვას გრძნობდა. გაირინდა, მგონი არც კი სუნთქავდა. ჩაცინების ხმა გაიგონა, ლოყები კი უმალ აუწითლდა. გულმა კი სალსას ცეკვა დაუწყო, ნაზად თან რიტმულად.
- აშკარად არ მესიზმრები ხო? - თვალები არ გაუხელია.
- ვიცი რომ შენი სიზმრების მაჩო ვარ და განუყრელი სასწაული. მაგრამ, ახლა მართლა არ ხარ სიზმარში. და შესაძლებელია ჭიანჭველასავით გამჭყლიტო ისე მეკვრი.
- მერე ვინ გაკავებს აქ ?! ან რა გინდა ჩემს ლოგინში. სახლიდან გამოგაგდეს?! - გაცეცხლებულმა ახედა. მის თვალებში მოკლე ძაბვა ხდებოდა და ცეცხლისფერი ნაპერწკლები სცვიოდა.
- ოჰ, უწყინარი დელფინისგან, ზვიგენად იქეცი ჩემო ბრძანებელო. - სიცილით უთხრა.
- ზვიგენიც ხარ და გველეშაპიც.. - ენა გამოუყო. თორნიკეს კი მის ბავშურ სახეზე, გულში სიყვარული ჩაეღვარა.
- აქ როგორ შემოხვედი? ან ტასო და ირაკლი სად არიან? - გაოცებულმა ჰკითხა.
- ირო ჩემი ბრაცია ტო, უპრობლემოდ შემომიშვა. სიდედრი კი სახლში არ იყო.
- კაი, ადგომის დროა. - წამოიწია, მაგრამ უკან დააბრუნა ერთი მოძრაობით და ზედ აიკრა..
- ჯერ არსად გვეჩქარება ნუ გარბიხარ. - ტუჩები ლოყაზე მიაკრო, შემდეგ კი ტუჩის კუთხესთან დაუტოვა კოცნის კვალი.
- მართალი ხარ არსად გვეჩქარება - ისე შეხედა, თორნიკე გაითიშა. დრო იხელთა და ხელიდან დაუსხლტა.
- ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვადგებიან ჩემი გიჟები თავზე, მერე არ მაქვს იმათი მასხრობის თავი. - მათი გახსენებისას გაეცინა.
- ო, კარგი რა.. არ გავუღოთ და წავლენ ისევ. - პატარა ბავშვივით აბუზღუნდა.
- ადექი რამეს მოვამზადებ და ვისადილოთ.
- მე ძილს განვაგრძობ, შენი ნებართვით ქალბატონო.. - ბალიში ააფუა, ხელები მოხვია და თავი დადო.
- შენი ნებაა.. - ისეთი საყვარელი იყო მოუნდა ჩაეკოცნა. სურვილი დაძლია და სააბაზანოში შევიდა, თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში გავიდა.
სამზარეულოში შესულს სადილი გამზადებული და გაწყობილი დახვდა. თვალები გაოცებისგან ბუს მსგავსად გაუფართოვდა. დაჯდომას აპირებდა, მოულოდნელობისგან შეკივლა. ზურგიდან თორნიკე აეკრა, ხელები წელზე შემოხვია. სახე კისერში ჩარგო და აკოცა. ლიზას კი გააჟრჟოლა.
- როგორ იქ არ დაგტოვე ? საწოლში..
- ვერ დავიძინე.. საუზმე გაგიმზადე, მაგრამ კი მოვიდა შუადღე. - სურნელი ღრმად შეისუნთქა, მოშორდა და სკამი გამოუწია.
- იასამნები როგორ გააჩინე, ან სად იშოვე?
- მე ყველაფერი შემიძლია, რასაც მოვინდომებ ძვირფასო. - თვალი ჩაუკრა ეშმაკურად და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- ყველა ყვავილისგან გამორჩეული სურნელი აქვს.. - ფეხზე წამოიწია და საყვარელი სურნელით აივსო ფილტვები.
- იმ დღიდან მიყვარს ეს სურნელი, როდესაც პირველად გიხილე და გული ამიჩქარა შენმა სურნელმა. სისხლში გამიჯდა და ვერ დავივიწყე. ყოველთვის მქონდა ხოლმე სახლში, ყოველ სეზონზე. - თვალები უჟუჟუნებდა ბიჭს. ლიზა, კი სიხარულისგან და სიყვარულისგან იბერებოდა.
- და დილით სად იშოვე რომ?
- ტყუპებს დავავალე და მოიტანეს.. - მხრები აიჩეჩა.
- რაააა?! მათ იციან რომ აქ იყავი ღამე?! - ლოყები აუფორაჯდა ბროწეულისფრად, შერცხვა მათი.
- კი იციან, ძლივს მოვიშორე და გავყარე. - სიცილით ამოილაპარაკა. - დღეს რვა საათისთვის მზად უნდა იყო, რესტორანში მივდივართ ყველანი.
- რატომ? რას ავღნიშნავთ?
- დამიანემ აიჩემა უნდა ავღნიშნოთ ჩემი გამოჯამთელებაო. თქვენ კი აღნიშნეთ, მაგრამ მე ვერ დავლიე ხოშიანად ამიტომ კვლავ უნდა შევიკრიბოთო. უარის თქმის სურვილი კი არავის გვქონდა. - ცბიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. - იქამდე დრო გვაქვს და შეგვიძლია ერთმანეთით დავტკბეთ.
- უკვე ექვსის ნახევარია, შენი წასვლის დროა, არ გვაქვს დრო.
ბუზღუნით, მაგრამ მაინც გაუშვა სახლიდან. თვითონ კი ოთახში შევიდა, ჯაკუზი აავსო და შიგნით ჩაწვა. დროის უკმარისობა რომ არა ალბათ კარგანახი არც ამოვიდოდა. ხელები სითბოსგან სულ დათუთქული ჰქონდა. ხალათი მოიცვა და ოთახში გავიდა.
ლაჟვარდისფერი, მუხლებამდე კაბა მოირგო. ტანზე გამოყვანილი და ღრმა დეკოლტეთი. მის დიდ მკერდს კარგად გამოჰკვეთდა. ლამაზ ფეხებს კი სწორს და უფრო გრძელს უჩენდა. მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთა. თმა ცხენის კუდივით აიწია. თვითონაც არ იცოდა, მაგრამ შინაგანი ხმა ეუბნებოდა, რომ ლამაზი უნდა ყოფილიყო. შავი კლადჩი და ამავე ფერის მაღლები მოირგო და ქვემოთ ჩავიდა თორნიკესთან. ბიჭს გაოცებისგან პირი ღია დარჩა. სუნთქვა შეკრული და ბრილიანტივით გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა.
- შენ.. შენ.. არაჩვეულებრივად, ქალღმერთივით გამოიყურები..
- შენც კარგად გამოიყურები .. - ძალიან სიმპატიური იყო თორნიკეც. ტანზე მომჯდარი ლურჯი ჯინსის შარვალი და ფეხზე ამავე ფერის კედები მოერგო. თეთრი ფერის პერანგი და მუქი ლურჯი კოსტუმი შეუხამებია. დაბალზე შეჭრილი თმები კი საოცრად უხდებოდა. ლიზაც მონუსხული შესცქეროდა. მასთან ახლოს მივიდა, ტუჩები დაუკოცნა. ხელკავი გამოსდო და გარეთ გავიდნენ.
რესტორანში ერთად შევიდნენ. შიგნით ყველა მაგიდასთან იასამნის თაიგულები ელაგა ვაზაში. იასამნისფერი და თეთრი იყო შერწყობილი ერთმანეთთან. ამავე ფერის განათება ძალიან უხდებოდა ყველაფერს. შიგნით ჰარმონია და სიმშიდე სუფევდა.
ყველა ახალგაზრდას იქ მოეყარა თავი.
ანაბელიც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. ნარინჯისფერი კოჭებამდე კაბა ჩაეცვა, ტანზე მომჯდარი. მისი სხეულის ნაწილები იწონებდნენ თავს. წინ ჭიპამდე იყო ჩახსნილი, საიდანაც მკერდი ლამაზად მოსჩანდა. თმა ცალ მხარზე კულულებად ეფინა. სიარულის დროს ტალღებს წარმოქმნიდა. მათკენ წავიდნენ და ერთმანეთს ჩაეფსკვნენ, თითქოს დიდი ხანი იყო გასული რაც ერთმანეთი ბოლოს ნახეს.
- რა ლამაზად გამოიყურები ჩემო სიმპატიურო ბიჭო. - დამიანეს სიყვარულით მიმართა. მართლაც უხდებოდა კლასიკური სტილი და გვერდზე გადავარცხნილი კულულები.
- შენც ჩემო ანგელოზო. - ტუჩები მიაკრო ლოყაზე. - როგორ მიყვარხართ ჩემი სულის ნაწილებო. - გვერდიდან მიიხუტა ანაბელიც.
- ჩვენც.. - ერთად წარმოსთქვეს და გაეცინათ.
მეგობრები და მათი წყვილები ერთად ცეკვავდნენ შუაგულში. თითქოს მათ გარდა სხვა არც არავინ არსებობდა. ერთმანეთს სიყვარულით შესცქეროდნენ, ბიჭებს კი გულები ნარბენი კურდღლებივით უცემდათ.
გარშემო ყველაფერი ჩაბნელდა. შუაში კი მხოლოდ ორი წყვილი იდგა და პროჟექტორი თეთრად ანათებდათ. გოგოები გაოცებულები უყურებდნენ ერთმანეთს ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. შემდეგ კი სიქრონულად ერთად დადგნენ ბიჭები მუხლებზე. ჯიბიდან კი წითელი კოლოფები ამოაძვრინეს. გაოცებულები დასცქეროდნენ მაღლიდან. ორივემ ერთად გახსნეს ყუთები და ბრილიანტის თვლებმა თვალი მოსჭრათ. გულები კი ფრენისგან დაქანცული, ჩიტის გულივით უცემდათ.
- აწ უკვე შენი მონა მორჩილი თორნიკე ნაროზაული, გთხოვთ გამხადოთ ღირსი, მომანიჭოთ დიდი ბედნიერება და გახდეთ ჩემი მეუღლე. გერქვათ ჩემი კანონიერი და სრულუფლებიანი მეუღლე. დამდოთ პატივი და იყოთ ჩემი ერთადერთი მესაკუთრე. იმედია უარით გულს არ მომიკლავთ.. - ლიზა, რამდენიმე წუთი სუნთქვა შეკრული დასცქეროდა. შემდეგ კი სიცილი აუტყდა. რამდენიმე წუთი გაუჩერებლად იცინოდა. თორნიკეს კი სახე დაუსერიოზულდა და სული განუტევა, ეგონა უარს ეტყოდა.
- თანახმა ვარ ვიყო შენი ერთადერთი მესაკუთრე. თანახმა ვარ იყო ჩემი მორჩილი მთელი ცხოვრება! ჩემს გარდა სხვას შეხედავ და დაგთხრი მაგ ლამაზ თვალებს, რომლებიც ასე ძალიან მიყვარს და მაჯადოვებს. - სიცილით უთხრა და ხელი გაუწოდა ბეჭედის მოსარგებად. შემდეგ მთელი ყურადღება მეორე წყვილზე გადაიტანეს.
- ჩემო ლაქაჯო ბაღში პირველად, რომ დაგინახე იმ დღიდან შემიყვარდი ბავშურად. მაგრამ, ამ გრძნობას არასდროს არ ვაღიარებდი, რიგი მიზეზების გამო.. ახლა კიდე მთელი გულით მინდა ჩემი მეუღლე გერქვას. სიბერემდე ერთად ვიყოთ და გვიყვარდეს ერთმანეთი. რათქმაუნდა თუ თანახმა ხარ და არ გინდა უარით გულის შეტევა დამმართო.. - სიცილით უთხრა. შოკიდან რომ გამოვიდა ანაბელი, მასთად ჩაიმუხლა და ხელები კისერზე შემოხვლია. თანხმობის ნიშნად მთელი სიყვარული ჩააქსოვა კოცნაში.
ყველა იზიარებდა მათ ბედნიერებას, შეძახილებით და მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.
სახლში მარტო იმყოფებოდა და სიმშვიდით ტკბებოდა. მყუდროება კი კარებზე კაკუნმა დაურღვია. კარების გამოღებისას მეგობრები დაუხვდნენ გაღრეჭილი სახეებით.
- ჩემი პრინცესა როგორაა? - ტყუპები მივიდნენ და გულში ჩაიკრეს.
- კარგად ვიყავი აქამდე. მაგრამ, ხელს თუ არ შემიშვებთ, ფაიფურის თოჯინასავით შემოგემტვრევით. - სიცილით უთხრა და ორივეს გვერდებზე მიუღიტინა.
- ო, კარგი რა გეყოს.. - ცდილობდნენ მოეცილებინათ, სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდნენ.
- მოგენატრეთ ხომ? - გაეკრიჭა ბართლომე.
- ოჰ, იმდენად რომ ვინატრე გაქრნენთქო. - მასაც გაეცინა.
- ნუ დარდობ თორნიკეც მალე მოვა.. - სიცილით უთხრა ლაზარემ.
- აუ, ყავა მინდა რა, გარეთ ისე ცხელა სუნთქვა ჭირს.. - აწუწუნდა ანაბელი.
- სამზარეულოს ადგილსამყოფელი იცი და შეგიძლია შებრძანდე და მოამზადო ყველასთვის. - უთხრა და დივანზე მოთავსდა.
- რა ზარმაცი რძალი მყავს რა, არ გამოდგები ოჯახში, ჩემს საბრალო თორნიკეს მოკლავ შიმშილით. - წაკბინა ბათუმ.
- თორნიკე არ არის აქ ამიტომ თავი რატომ უნდა შევიწუხო?! - თვალი ჩაუკრა და ბიჭი გააჩუმა.
- ვინმემ მომეხმარეთ რაა.. - გამოსძახათ ანაბელმა. თაკო წავიდა და გამოატანინა ტკბილეული და ჭიქები.
- იმედია ენა არ ჩაყავი ხომ.. - ვაჟიკომ გაკენწლა და გაეცინა მის გამომეტყველებაზე.
- თუ არ გინდა ნუ დალევ რა.. - ენა გამოუყო.
თორნიკეც მალე მოვიდა. მართლაც ლიზამ მოუმზადა ყავა და გვერდით მიუჯდა. ბიჭმა ხელი მოხვია და გვერდიდან მიიხუტა.
- მომენატრე ძალიან.. - ყურში ჩაჩურჩულა.
- გვრიტებო ნუ გავიწყდებათ აქ ვართ, თვალები ხომ არ დავხუჭოთ?! - სალომემ გაკენწლა. ლიზას კი ლავიწები აუფორაჯდა.
- ქორწილი სამ კვრაში გვექნება. ყველაფერს მე მოვაგვარებ. ლიზა, დიზაინერთან ხვალ ვართ კაბაზე ჩაწერილები.
- კარგი რაა, ხომ იცი არ მინდა დიდი ქორწილი. უბრალოდ ჯვარი დავიწეროთ და ხელი მოვაწეროთ. ანაბელმა ისეთი მზერა სტყორცნა, აგრძნობინა წუწუნს აზრი არ ჰქონდა, მაინც ისე იქნებოდა როგორც მას სურდა.
ანაბელმა, დიდი დარბაზი შეარჩია. მოსაწვევები დააბეჭდინა და გააგზავნინა. დრო მალე გავიდა, კაბებიც მზად ჰქონდათ.
ლიზა, არაფერში არ ერეოდა. უფროსის თხოვნით სამსახურში ძველ თანამდებობას დაუბრუნდა. იმდენად ჰქონდა მონატრებული სავადმყოფო, წამლების სპეციფიკური სუნი. ღამეც კი იქ რჩებოდა. მეგობრის მოთხოვნით სამი დღით ადრე გაინთავისუფლა თავი. ,, ასეთი ჩაშავებული თვალებით, თორნიკეს შეეშინდება და მიგატოვებსო’’ სიცილით ეუბნებოდა ხოლმე.
ქორწილის დღეს ადრიანად რესტორანში წავიდა რაღაცეების გადასამოწმებლად. მაგრამ, შიგნით არ შესულა, არ უნდოდა ყველაფერი წინასწარ ენახა.
- ნატა ყველაფერი მოაგვარეს დარბაზში?
- დიახ, ყველა მზარეული ადგილზეა. დეკორატიტორებმაც ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ მორთეს. არავითარი ხარვეზი არ არის და არც იქნება. მზადება დაწყებულია, ცხრა საათზე სტუმრებს მივიღებთ. მომღერლებიც თავის დროზე მოვლენ. როგორც დაგეგმეთ ისე იქნება ყველაფერი. - თბილად გაუღიმა.
- გმადლობ ნატა. ოპერატორებთან დაკავშირებით რა ხდება?
- ყველაფერი რიგზეა, ყველა მომენტს დააფიქსირებენ. ფოტოგრაფებიც თქვენთან მოვლენ, დანიშნულ დროს.
- მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის.- ყველას გაუღიმა და სახლისკენ გაემართა.
გადაწყვიტეს ანაბელის სახლიდან წაიყვანდნენ ბიჭები. სახლში ორომტრიალი იყო. სტილისტები და ვიზაჟისტები დაფაცუნობდნენ.
თორნიკე და დამიანეც ერთად იყვნენ, ნერვულობისგან ბოლთას სცემდნენ.
- დაწყნარდით ტო, რა გჭირთ?! ცოლს ირთავთ, სამჯავროზე კი არ მიდიხართ. - სიცილით უთხრა ბართლომემ.
- ბიჭო რას ამშვიდებ?! უარესი არ არის, მალე უღელში გაყოფენ თავს. - ვაჟიკოს ნათქვამზე ყველას გაეცინა.
- რას უგდებ ამათ საუბარს ყურს ტო. გაჩერდით ერთ ადგილას თავბრუ დამეხვა უკვე. - მობეზრებულად ატრიალა თვალები ლევანმა.
- შენ ჩუუ, თორე მეჯვარეობიდან გაგანთავისუფლებ. - შეუბღვირა დამიანემ. - უნდა მაწყნარებდე შენ.
- ვაიჰ, გული ეს რა მითხარი. - ბალიში ესროლა.
- არც ჩემი მეჯვარე უქნია ღმერთს. - თორნიკემ ლაზარეს შეუბღვირა.
- ბოდიში მოიხადეთ რა, ყველას კი არ ჰყავთ ჩვენნაირი ძმაკაცები ტო. - ენა გამოუყოთ.
- აბა რაა.. - აჰყვა ლევანიც.
- აი, ეს დალიეთ და დაგამშვიდებთ. - ჭიქებით ხელში შემოვიდა სალომე. მის ბრწყინვალება გრძელი, ალისფერ კაბაში გამოწყობილი, რომელიც ძალიან ელეგანტური და სადა იყო. ლამაზი კოლიე და საყურე ეკეთა ბროლის თვალებით. ბეჭედით მსგავსი თვალით იყო გაფორმებული. თმა გაშლილი და ბოლოში დახვეული ჰქონდა. მსუბუქი მაკიაჟი და საოცრად გამოიყურებოდა. ბართლომეს სუნთქვა შეეკრა, თითქოს გულმა ფეთქვა შეწყვიტა. - დროა წავიდეთ. - შემდეგ ბართლომეს მიუბრუნდა, რომელიც დივანზე იყო მოკალათებული. - ამოისუნთქე თორე არ გაიგუდო და ყველაფერი არ ჩაგვაშხამო. - ირონიულად ამოილაპარაკა. თვალი ჩაუკრა და ოთახი დატოვა.
- ძმაო ჩაგიტარა რა. ფერი არ გადევს ბიჭო. - ყველას გაეცინა მის გამომეტყველებაზე.
- წადი თქვენი რა.. - ამოიბურტყუნა და გასვლისას კარები ცხვირ წინ მიუჯახუნა თორნიკეს. გადარჩა რომ მისი ლამაზი პატარა ცხვირი არ გაელამაზებინა.
მანქანები ერთად შელაგდნენ ეზოში. სახლში ერთად შევიდნენ ბიჭები, თაიგულებით ხელში. ყველამ თავის გულის სწორს აჩუქა. ტყუპები გაშტერებული შეჰყურებდნენ იდენტურ გოგოებს რიჟა თმებით. მათ ვარდები მიართვეს და მომნუსხველად გაუღიმეს.
სანამ გოგოები გამოჩნდებოდნენ, თორნიკესთან ირაკლი მივიდა. ხელი ჩამოართვა და გულში ჩაიკრა.
- მეამაყები ხომ იცი, ყოველთვის შვილად მიმაჩნდი და ასეც იქნება მუდამ! როგორც საკუთარი ვაჟი ისე მიყვარდი და ვამაყობდი შენით! ღმერთმა დაგლოცოთ და ისეთი ქმრობა გაგეწიოს ჩემი ქალიშვილისთვის, რომ ცამდე ამაყი ვიყო. ვიცი რომ გულს არ ატკენ და ასი პროცენტით გენდობი. მთელი ცხოვრება ისე გაგევლოთ, რომ თქვენი სიყვარული ყოველ დღე ფრთებს შეისხავდეს და გაძლიერდეს.
უკვე გრძნობდნენ სისუსტეს, თავბრუსხვევას, თითქოს ძალა ეცლებოდათ. სანამ მისაღებში ჩავიდოდნენ და სადაც ბედნიერების საწყისი ელოდათ.
კიბეებზე ჯერ ლიზა მიაბიჯებდა. რომელსაც წელიდან გაშვებული კაბა ეცვა. საკმაოდ დიდი დეკოლტეთი. მკლავების გარეშე, საკმაოდ მოხდენილი იყო. ლამაზი ვარცხნილობა ამშვენებდა. სახეზე ორი კულული ეყარა. ამბობენ ყველა პატარძალი თავის ქორწილში ბედნიერებისგან ბრწყინავს და ლამაზი არისო. მაგრამ, ელიზაბეტი სიხარულისგანაც და ყველანაირად ბრწყინავდა. ბრილიანტს არ ჩამოუვარდებოდა სიკაშკაშეში. თორნიკეს სუნთქვა შეეკვრა. ლიზა კი მას შეჰყურებდა სიყვარულით. ლურჯი ჯინსის შარვალი და კლასიკური ტუფლი ეცვა. თეთრი პერანგი ნავარჯიშევ სხეულზე ჰქონდა შემოტკეცული და მიმზიდველს ხდიდა. ზევიდან კი ლურჯი პიჯაკი მოეცვა.
ანაბელიც გამოჩნდა, რომელიც ყველაზე სექსუალური პატარძალი იყო. მისი საოცნებო კაბა ეცვა. ძლივს იშოვა ისეთი დიზაინერი, რომელიც მის კაპრიზებს აასრულებდა. მარტო მკერდი ჰქონდა დაფარული. ტანზე უფერული მატერიით იყო. უმკლაო, ლამაზი ყვავილებით გაფორმებული. ტანს ქვემოთ, მატერიის შიგნით კრემისფერი სარჩულით. თმები, გვერდებზე დაწნული ჰქონდა, შუაში კი კოსად შეკრული. სადაც გრძელი ფატა ჰქონდა დამაგრებული.
წინ მიიწევდნენ, უფრო და უფრო მცირდებოდა მათ შორის მანძილი. ერთმანეთის თვალებში იძირებოდნენ. ერთმანეთის გარდა ვერავის ხედავდნენ, არავინ არსებობდა. წელზე შემოაჭდეს ხელები საყვარელ ადამიანებს და ზედ აიკრეს. მათი ბაგეებიც შეეწყნენ ერთმანეთს. ვერ იტყოდით ბიჭი სჯობსო, ანდაც გოგო უფრო ლამაზიაო. ერთმანეთს ავსებდნენ და ალამაზებდნენ. მზის სხივებივით ანათებდნენ და ათბობდნენ მათი ბედნიერებით გარშემო მყოფებს.
- ჩემი პირადი სიცოცხლის ელექ ხარ, სამხარაძეების ქალიშვილო. - ყურში ჩაჩურჩულა თორნიკემ.
- უზომოდ მიყვარხარ ნაროზაულო! - მანაც სიყვარულით ამოილაპარაკა.
აღარ არსებობდა ღელვა, მხოლოდ ბედნიერებისგან უკრავდა ოთხი გული ერთ მელოდიას.
ფოტოები გადაიღეს და გაუდგნენ საოცნებო სვანეთისკენ გზას. ბავშობის ოცნების ასახდენად.
ჯვარი მაღლობზე მდგარ პატარა ტაძარში დაიწერეს.
საკუთხევლის წინ იდგნენ, ბედნიერებისგან გაცისკროვნებულები და თანხმობას უცხადებდნენ საყვარელ მამაკაცებს.
მამაომ როდესაც დაასრულა ცერემონია, ღვთის წინაშე უკვე ცოლ ქმარნი იყვნენ.
ფოტოგრაფი ყველა მომენტს აფიქსირებდა.
- გილოცავთ ჩემო ლამაზებო. ძალიან მიყვარხართ და დიდ ბედნიერებას გისურვებთ. - სიხარულის ცრემლებს ძლივს იკავებდა ანასტასია. გულში ჩაიკრა წყვილები.
- ჩვენც გვიყვარხარ. - ყველა ერთად ჩაეხუტა.
- სიდედრო ცრემლები არ იყოს. - სიცილით უთხრა თორნიკემ. ტასოს გაეცინა. - რა ლამაზი სიდედრი მყავს რა.. - აგურისფერი ტანზე გამოყვანილი კაბა ეცა. რომელშიც ელეგანტურად გამოიყურებოდა. ცალ ბარძაყამდე შეხსნილი. ზურგი კი მოშიშვლებული.
- მართლაც ლამაზი ცოლი მყავს. მეშინია კიდეც არ მომტაცონ, მოდი ქალო ჩემთან. - სიცილით უთხრა და ზედ მიიხუტა. ბაგეებზე დაეკონა. ამაზე ანასტაისას პატარა გოგოსავით ლავიწები აუფორაჯდა.
- მეც სიმპატიური ქმარუკა მყავს. ყველას დავთხრი თვალებს ვინც შემოგხედავს. შენ კიდევ სახლში მოგივლი თუ ვინმეს შეხედავ. - ამაზე ყველას გაეცინა. ირაკლის ტანზე მომჯდარი შავი, კლასიკური შარვალი ეცვა. თეთრი პერანგი და შავი კოსტუმი.
- გილოცავთ უკვე ცოლ ქმარნი ხართ, ბედნიერ მომავალს გისურვებთ. - შემდეგ ბიჭებს მხრებზე ძლიერ მოუჭირა ხელები. - თუ რომელიმეს აწყენინებთ და ამას მე შევიტყობს. ხომ იცით რა მოხდება?! - ყველაფერი სახეზე ეტყობოდა, ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, ,,შარში ვართ ძმაოვო’’. ორივეს გაეცინათ.
გზაში სიგნალებით მიჰქროდნენ. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ იქნებოდა ნეფე დედოფალის წინ. ტყუპები იმხობდნენ ყველაფერს. პირველობას არ კარგავდნენ.
რესტორანში შევიდნენ წყვილები და სტუმრების ყურადღებას მიიპყრეს.
დარბაზში ყველაფერი დახვეწილი და ლამაზი იყო. ლიზა აღფრთოვანებული ათვალიერებდა, ყველაფერი ისე იყო როგორც მას სურდა. ისამნებით იყო ყველა მაგიდა გაფორმებული. იასამნისფერს, ანაბელის საყვარელი ლურჯი ფერი ერწყმოდა.
ხელმოწერაც მშვიდად დასრულდა. წყვილებმა თავიაანთი ადგილი დაიკავეს.
- კლასი უნდა გაჩვენოთ - ტაში შემოკრა ლაზარემ და დაისის მელოდიაზე დაიწყო ლამაზად ცეკვა. ლიზას წამოდგა და ქალური, დახვეწილი მოძრაობებით ცეკვას შეუდგა. ყველა მონუსხულად და გასუსული შესცქროდა. თორნიკე და ანაბელიც შეუერთდათ მათ, მელოდიის დასრულების შემდეგ ადგილს დაუბრუნდნენ.
ქართულ სუფრას როგორც ახასიათებს წავიდა მამა პაპური სადღეგრძელოები.
მოულოდნელად დარბაზი ჩაბნელდა, მხოლოდ დიდი მონიტორიდან მოდიოდა კაშკაშა სინათლე. ანაბელი, წამოდგა ახლოს დადგა და სურათის გამოსვლასთან ერთად დაიწყო სიმღერა. მათი ბავშობის კადრები ერთმანეთს ეცვლებოდნენ. ყველა გაოგნებული უყურებდა, განსაკუთრებით დამიანე და ლიზა. არასდროს მოუსმენიათ მისი ნამღერი, ცრემლებმა იწყეს დენა ბედნიერებისგან. თორნიკესთან და ახალ შეძენილი მეგობრებთან გადაღებული ფოტოებიც გამოჩნდა. ზოგ სურათზე იცინოდნენ კიდეც. სადაც ანაბელის მაიმუნობები იყო ასახული.
ფეხზე წამოდგნენ და გულში ჩაიკრეს მეგობარი. სამნი იყვნენ, ბავშობიდან მოდიოდნენ და უყვარდათ ერთმანეთი. და კიდევ დიდხანს იქნებოდნენ ერთად.
სინათლე მოიცვა დარბაზი და აპლოდისმენტებმაც არ დააყოვნეს.
- საოცრება ხარ ანაბელ! - გადაულაპარაკა ლიზამ და ლოყაზე აკოცა.
- ეს დღე არადროს დაგვავიწყდება, არავის დაავიწყდება! - ამოილაპარაკა სიყვარულით გაჟღენთილი ხმით ანაბელმა.
- როგორ დაავიწყდებათ, საქართველოს ყველა ჟურნალის ჟურნალისტები გყავს მოწვეული. - სიცილით უთხრა დამიანემ.
წყნარი მელოდია გასიმა ახალ დაქორწინებულებისთვის. ფეხზე წამოდგნენ, მამაკაცებმა ხელი ჩაჰკიდეს საყვარელ მეუღლეებს და დაიწყეს ვალსის ცეკვა.
სიყვარულით შესცქეროდნენ, ერთმანეთის ბაგეებს აგემოვნებდნენ. ანაბელმა ხელები კისერზე შემოაჭდო, სახე ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა.
- სულ, სულ, მალე მამა გახდები ! - დამიანე გაქვავდა ყინულივით, ვეღარ ინძრეოდა. გულმა ფეთქვა შეწვიტა. ანაბელს ეგონა არ გაუხარდა ჯერ ადრე არისო და ცრემლებით აევსო თვალები. ყველა გაოგნებული შესცქეროდა წყვილს. როდესაც გაანალიზა ნათქვამი, ყინული გალღვა, გულმა გაორმაგებულად დაუწყო ფეთქვა, პულსაცია აუჩქარდა. ლოყაზე ერთი ეული სიხარულის ცრემლი გადმოვარდა.
- მამა გავხდებიიიი ხალხოოო.. მამაააა.. - მთელი ხმით იღრიალა, ხელში აიტაცა და ბზრიალი დაიწყო. გონს მოსულმა ფრთხილად დასვა და შეშინებულმა შეეკითხა. - რამე ხომ არ გატკინე?
- არაფერი.. - სიცილი ვერ შეიკავა მის სახეზე. დამიანე დაიხარა და წელზე შემოაჭდო ხელები და მუცელზე აკოცა.
- მამაიკო როგორ მიყვარხარ. როდის გიხილავ და გულში ჩაგიკრავ. როდის შევიგრძნომ შენს სურნელს. - ყური მიადო თითქოს პასუხს მიიღებდა. შემდეგ წამოდგა და ბააგებზე დაეკონა. - ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი მამაკაცი გამხადე!
- მიყვარხარ! - უთხრა ანაბელმა და ჩაეხუტა.
ყველას გადაედო მათი ბედნიერება. ელიზაბეტი მივიდა და ჩაეხუტა, ნათლია გახდებოდა და უბედნიერესი იყო.
ამის მერე რა იყო?! ულევი ბედნიერება და სიხარული. კამათიც იყო. მაგრამ, შერიგება განსაკუთრებული. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და მთავარი ეს იყო, მისი მეშვეობით კი პრობლემებსაც ადვილად მოაგვარებდნენ. ახალი წყვილებიც შეიქმნა და სამეგობრო გაფართოვდა.


ესეც ჩემი პირველი ისტორია ! :დ რომელიც ძალიან მიყვარს ! :დ
სულ 258 გვერდია დ ა 47 697 სიტყვა.
ჩემი გული, სული და ნერვები ჩავდდე ამ ისტორიაში.
იმედია მოგეწონებათ.


რომ არ დავწერო გული არ მითმენს..
ხან ინფორმაციის მოპარვა დამაბრალეს:დ ამაზე ძალიან მეცინება:დ
ხან კი სცენების მოპარვა.. კაი ამაზე არაფერს ვამბობ, ღმერთია მოწმე არაფერი მომიპარია..
შეიძლება არ ვიცი, რომელიმე ისტორიაში იყოს მსგავსი სცენა, თავს ვერ დავდებ რომ არ არის მეთქი.
მაგრამ, იმას ნიშნავს რომ მე მოვიპარე ?!
თავის გამართლებასავით გამომდის, მაგრამ ასე არ არის უბრალოდ მართლა გულზე მხვდება ყოველი სიტყვა. ნეტავ მართლა მომეპარა ასე არ ვინერვიულებდი.



№1  offline მოდერი zia-maria

heart_eyes heart_eyes დამათენდა კი თავზე,საოცრად კარგი იყო,არა ძალიან კარგი.ისე ჩამითრია,რომ თვ ალი ვერ მოვწყვიტე და აი დავასრულე კითხვაც. kissing_heart მადლობა ამ სიამოვნებისთვის.

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

zia-maria
heart_eyes heart_eyes დამათენდა კი თავზე,საოცრად კარგი იყო,არა ძალიან კარგი.ისე ჩამითრია,რომ თვ ალი ვერ მოვწყვიტე და აი დავასრულე კითხვაც. kissing_heart მადლობა ამ სიამოვნებისთვის.

heart_eyes kissing_heart მიხარია რომ მოგეწონა

 


№3 სტუმარი უბრალოდ მკითხველი

ნაწარმოები საერთო ჯამში კარგი იყო, მარა ის მომენტი, როცა ეს გოგონა ელიზაბედი განადგურებული მიდის შორს ოჯახისგან და მეგობრებისგან, მაგ მომენტიდან ეს ისტორია ძალიან გავდა სხვა ისტორიას, რომელიც იდო ამავე საიტზე მართალია სახელი არ მახსოვს იმ ისტორიის თუმცა თითქმის ასლი იყო ეგ მომენტი, ( განმარტოების პერიოდს ვგულისხმობ)რაც ცოტა არასაინტერესოსა და მოსაბეზრებელს ხდიდა ისტორიას საერთო ჯამში კი მინდა გითხრა რომ მართლაც ძლიან კარგი გამოგივიდა... იმედია გააგრძელებ წერას heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი მეამბოხე ^^

უბრალოდ მკითხველი
ნაწარმოები საერთო ჯამში კარგი იყო, მარა ის მომენტი, როცა ეს გოგონა ელიზაბედი განადგურებული მიდის შორს ოჯახისგან და მეგობრებისგან, მაგ მომენტიდან ეს ისტორია ძალიან გავდა სხვა ისტორიას, რომელიც იდო ამავე საიტზე მართალია სახელი არ მახსოვს იმ ისტორიის თუმცა თითქმის ასლი იყო ეგ მომენტი, ( განმარტოების პერიოდს ვგულისხმობ)რაც ცოტა არასაინტერესოსა და მოსაბეზრებელს ხდიდა ისტორიას საერთო ჯამში კი მინდა გითხრა რომ მართლაც ძლიან კარგი გამოგივიდა... იმედია გააგრძელებ წერას heart_eyes heart_eyes

არ ვიცი რაზე ამბობ რას გავდა. მაგრამ, მაინც მადლობა რომელ წაიკითხე heart_eyes

 


№5 სტუმარი annastacia

პლაგიატითაა სავსე ისტორია. მარიამის ისტორიების პლაგიატით. ჯერ ეს სალომე/ბართლომე ეპიზოდი, წყლის ჭიქის ჰაერში აწევა და გადასხმა არის სრულად დაკოპირებული "ყველა გზა შენთან მოდის მარიამის" იოანესა და კესოს ეპიზოდიდან. მერე ლიზას წასვლა და ალექსანდრეს ჩასვლის თემა არის კესანეს უნიჭო გადამღერება.
არ ვამბობ რომ წერა არ შეგიძლია, უბრალოდ სხვისი იდეების მოპარვა და გადამღერება ფანფიქშენი-ც კი აღარაა.
საიტზე ადმინისტრაციაში ამისთვის ყურადღების მიმქცევი არავინაა?

 


№6 სტუმარი A

მართლა მაგარი იყო ძალიან მომეწონა. სიტყვები არ მყოფნის ემოციის გადმოსაცემად.. .

 


№7  offline წევრი მეამბოხე ^^

annastacia
პლაგიატითაა სავსე ისტორია. მარიამის ისტორიების პლაგიატით. ჯერ ეს სალომე/ბართლომე ეპიზოდი, წყლის ჭიქის ჰაერში აწევა და გადასხმა არის სრულად დაკოპირებული "ყველა გზა შენთან მოდის მარიამის" იოანესა და კესოს ეპიზოდიდან. მერე ლიზას წასვლა და ალექსანდრეს ჩასვლის თემა არის კესანეს უნიჭო გადამღერება.
არ ვამბობ რომ წერა არ შეგიძლია, უბრალოდ სხვისი იდეების მოპარვა და გადამღერება ფანფიქშენი-ც კი აღარაა.
საიტზე ადმინისტრაციაში ამისთვის ყურადღების მიმქცევი არავინაა?

არ ვიცი რა გითხრა, წავიკითხავ აუცილებლად რომელი ისტორიებიაა.. ღმერთია მოწმე მე არაფერი მომიპარია unamused

A
მართლა მაგარი იყო ძალიან მომეწონა. სიტყვები არ მყოფნის ემოციის გადმოსაცემად.. .

მიხარია რომ მოგეწონა heart_eyes

ძალიან დამღალა ცილის წამებამ.. ჯერ ინფორმაციის მოპარვა და პლაგიატობა დამაბრალეს, ახლა კი სცენები. ყველაფერს აქვს საზღვარი. ადამიანს ყველაფრის სურვილს დააკარგვინეებენ დედას გეფიცები -_- ღმერთია მოწმე არაფერი მომიპარია. არ ვარ ხშირი მკითხველი ისტორიების. ან რაში მჭირდება მოპარვა და ქურდი სახელის შერქმევა? ! ნათქვამია ,,მთავარია ღმერთან იყო მართალი და საკუთარ თავთანო" . ამით თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ რომ არ დამეწერა არ შემეძლო.. გული მტკივა რომ ვკითხულობ ხოლმე.. ადმინისტრაცია არ მიშლის და ..

annastacia
პლაგიატითაა სავსე ისტორია. მარიამის ისტორიების პლაგიატით. ჯერ ეს სალომე/ბართლომე ეპიზოდი, წყლის ჭიქის ჰაერში აწევა და გადასხმა არის სრულად დაკოპირებული "ყველა გზა შენთან მოდის მარიამის" იოანესა და კესოს ეპიზოდიდან. მერე ლიზას წასვლა და ალექსანდრეს ჩასვლის თემა არის კესანეს უნიჭო გადამღერება.
არ ვამბობ რომ წერა არ შეგიძლია, უბრალოდ სხვისი იდეების მოპარვა და გადამღერება ფანფიქშენი-ც კი აღარაა.
საიტზე ადმინისტრაციაში ამისთვის ყურადღების მიმქცევი არავინაა?

რაც შეეხება ადმინისტრაციას იციან რას ვწერ და არც მადანაშაულებენ ტყუილ უბრალოდ.. პირიქითაც კი ყურადღება არ მიაქციოო.. მაგრამ, რთულია ძალიან ცილს რომ გწამებენ..

 


№8 სტუმარი Guest თამარი

კესანე ერQვა თუ არ ვცდები იმ ისტორიას keke-ს ისტორია იყო. ნამდვილად ჰგავს ის მომენტი როდესაც ლიზა შორს მიდის. მაგრამ შენ ისეთი მომენტი გაქვს ჩადებული ამ ისყორიაში, რეალურად ყველა ადამიანი მსგავს მდგომარეობაში ასე მოიქცეოდა მათ შორის მეც, ყბელას და ყველაფერს გაევლებოდა და გაშორდებოდა მარყო ყოფნისთვის. სასწაული გოფო ხარ შენ თამაკო❤ მიყბარს მე თორნიკეს ლიზა, მისი იასამანი❤ მთელი დღეა შენს ისტორიას ვკითხულობ სადაც კი წავალ ვერ ვშორდები ვერანაირად❤❤ წარმატებები

 


№9  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest თამარი
კესანე ერQვა თუ არ ვცდები იმ ისტორიას keke-ს ისტორია იყო. ნამდვილად ჰგავს ის მომენტი როდესაც ლიზა შორს მიდის. მაგრამ შენ ისეთი მომენტი გაქვს ჩადებული ამ ისყორიაში, რეალურად ყველა ადამიანი მსგავს მდგომარეობაში ასე მოიქცეოდა მათ შორის მეც, ყბელას და ყველაფერს გაევლებოდა და გაშორდებოდა მარყო ყოფნისთვის. სასწაული გოფო ხარ შენ თამაკო❤ მიყბარს მე თორნიკეს ლიზა, მისი იასამანი❤ მთელი დღეა შენს ისტორიას ვკითხულობ სადაც კი წავალ ვერ ვშორდები ვერანაირად❤❤ წარმატებები

მადლობა შენ ასეთი თბილი კომენტარისთვის heart_eyes აი, მიხვედრილი ადამიანი heart_eyes მაგრამ, ყველა ვერ ხვდება სამწუხაროდ .. anguished

 


№10 სტუმარი Guest თამარი

თამაკო
Guest თამარი
კესანე ერQვა თუ არ ვცდები იმ ისტორიას keke-ს ისტორია იყო. ნამდვილად ჰგავს ის მომენტი როდესაც ლიზა შორს მიდის. მაგრამ შენ ისეთი მომენტი გაქვს ჩადებული ამ ისყორიაში, რეალურად ყველა ადამიანი მსგავს მდგომარეობაში ასე მოიქცეოდა მათ შორის მეც, ყბელას და ყველაფერს გაევლებოდა და გაშორდებოდა მარყო ყოფნისთვის. სასწაული გოფო ხარ შენ თამაკო❤ მიყბარს მე თორნიკეს ლიზა, მისი იასამანი❤ მთელი დღეა შენს ისტორიას ვკითხულობ სადაც კი წავალ ვერ ვშორდები ვერანაირად❤❤ წარმატებები

მადლობა შენ ასეთი თბილი კომენტარისთვის heart_eyes აი, მიხვედრილი ადამიანი heart_eyes მაგრამ, ყველა ვერ ხვდება სამწუხაროდ .. anguished

ყველა ვერც მიხვდება❤

 


№11 სტუმარი Guest გვანცა

Sameonecrazygirl ამ გოგოს ისტორიებიდან იყო ზოგი ეპიზოდი."ყველა გზა შენთან მოდის მარიამ" აქედან იოანეს და კესარიას ეპიზოდს გავდა სალომეს და ბართლომეს წყლის გადასხმის მომენტი და იმავე ავტორის "კესანეში" კესანეს თავიდანვე ემართება ლოზას მსგავსი ტრაგედია მამის გამო მაგრამ სხვაობა ისაა რომ ნიკოლოზი რომელიც მასთან მიდის თებეას არ ახსოვს.

 


№12  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest გვანცა
Sameonecrazygirl ამ გოგოს ისტორიებიდან იყო ზოგი ეპიზოდი."ყველა გზა შენთან მოდის მარიამ" აქედან იოანეს და კესარიას ეპიზოდს გავდა სალომეს და ბართლომეს წყლის გადასხმის მომენტი და იმავე ავტორის "კესანეში" კესანეს თავიდანვე ემართება ლოზას მსგავსი ტრაგედია მამის გამო მაგრამ სხვაობა ისაა რომ ნიკოლოზი რომელიც მასთან მიდის თებეას არ ახსოვს.

ვერ შეგედავები რაც არ ვიცი.. შესაძლებელია ეწეროს კიდეც ასეთი სცენა... მაგრამ, მე არც ერთი ისტორია ვიცი. აუცილებლად გადავხედავ.

 


№13 სტუმარი Nino

Kaegi iyo dzaloan momewona cota es gataceba agar mindoda ise yvelaferi kargia .warmatebebi shen gaagrdzele weraaa

 


№14 სტუმარი Guest გვანცა

მთელი სიუჟეტი ნამდვილად არ იყო მოპარული და მე ვისიამოვნე

 


№15  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest გვანცა
მთელი სიუჟეტი ნამდვილად არ იყო მოპარული და მე ვისიამოვნე

ანუ ცოტა იყო მოპარულია?! :დდ მიხარია თუ ისიამოვნე.

Nino
Kaegi iyo dzaloan momewona cota es gataceba agar mindoda ise yvelaferi kargia .warmatebebi shen gaagrdzele weraaa

მიხარია რომ მოგეწონა :*

 


№16 სტუმარი ბასილისა

რა დაგიშავე ასე რომ ამატირეე (( ანაბელას დედის გარდაცვალება გეფიცები მეც ვერ გადავიტანე((

ჩემს დედიკოსაც მაგ დაავადებაზე ოპერაცი აქ გაკეთებული, კი კარგადაა მაგრამ სულ მეშინია მისი დაკარგვის სულლ ვფიქრობ არაფერი ისეთი არ დავაშავო რომ დავისაჯო და უფალმა მისი თავი არ წაიყვანოს ჩემგან ((( მინდა სულლ მისგვერდით ვიყო.. დედაზე ძვირფასი არაფერი ყოფილა(( ერთადერთი რაც არი უმისობას ვერ ავიტან და დანარჩენს გავუძლებ.. მინდა ყველას თქვენ თქვენი დედიკოები ჯანმრთელები ლაღები და სიხაღულით სავსეები გიმყოფოთ უფალმა, ყველა ნამდვილ დედას გაუმარჯოს და თვით დედაღვთისა ჰფარავდეთ!! მადლობა შენ ასეთი კარგიი ნამუშევრისთვის საოცარი ხარ თამო საოცარი. წერ რაღაც საოცრად <3 ასე განაგრძე. ყოჩაღ !!

 


№17  offline წევრი მეამბოხე ^^

ბასილისა
რა დაგიშავე ასე რომ ამატირეე (( ანაბელას დედის გარდაცვალება გეფიცები მეც ვერ გადავიტანე((

ჩემს დედიკოსაც მაგ დაავადებაზე ოპერაცი აქ გაკეთებული, კი კარგადაა მაგრამ სულ მეშინია მისი დაკარგვის სულლ ვფიქრობ არაფერი ისეთი არ დავაშავო რომ დავისაჯო და უფალმა მისი თავი არ წაიყვანოს ჩემგან ((( მინდა სულლ მისგვერდით ვიყო.. დედაზე ძვირფასი არაფერი ყოფილა(( ერთადერთი რაც არი უმისობას ვერ ავიტან და დანარჩენს გავუძლებ.. მინდა ყველას თქვენ თქვენი დედიკოები ჯანმრთელები ლაღები და სიხაღულით სავსეები გიმყოფოთ უფალმა, ყველა ნამდვილ დედას გაუმარჯოს და თვით დედაღვთისა ჰფარავდეთ!! მადლობა შენ ასეთი კარგიი ნამუშევრისთვის საოცარი ხარ თამო საოცარი. წერ რაღაც საოცრად <3 ასე განაგრძე. ყოჩაღ !!

მადლობა, გენაცვალე დიდი მადლობა heart_eyes ღმერთმა სულ ჯამეთელი და ბედნიერი გიმყოფოს ღმერთმა heart_eyes

 


№18 სტუმარი Guest mariko

yvelaze kargi istoriaa rac wamikitxavs aseti tu aris rame daweret komentarebshi madloba didi...

 


№19 სტუმარი Guest ქეთი

ლავიწი - ძვალი მხარის თავთან, კისრის შესართავთან.
ღაწვი იგივე ლოყა  – ადამიანის სახის ნაწილი ყვრიმალის ძვლიდან ქვედა ყბამდე
დროა არჩევდე, უკვე დიდი გოგო ხარ ;)
ბევრგან გეწერა ლავიწები შეეფაკლაო. არამგონია ვინმეს შეფაკლული ლავიწები ენახოს

 


№20  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest ქეთი
ლავიწი - ძვალი მხარის თავთან, კისრის შესართავთან.
ღაწვი იგივე ლოყა  – ადამიანის სახის ნაწილი ყვრიმალის ძვლიდან ქვედა ყბამდე
დროა არჩევდე, უკვე დიდი გოგო ხარ ;)
ბევრგან გეწერა ლავიწები შეეფაკლაო. არამგონია ვინმეს შეფაკლული ლავიწები ენახოს

წერითი შეცდომაა :დ უნდა მიმხვადრიყავით:დ თორე ლავიწები და ღაწვები რომ განსხვავდება ვიცი:დ

 


№21  offline წევრი elenee))))

Guest ქეთი
ლავიწი - ძვალი მხარის თავთან, კისრის შესართავთან.
ღაწვი იგივე ლოყა  – ადამიანის სახის ნაწილი ყვრიმალის ძვლიდან ქვედა ყბამდე
დროა არჩევდე, უკვე დიდი გოგო ხარ ;)
ბევრგან გეწერა ლავიწები შეეფაკლაო. არამგონია ვინმეს შეფაკლული ლავიწები ენახოს

არ შეარჩინო)))) მიდი ქეთი ბოლომდე ანთხიე რაც კი შეგიძლია ბოღმა <3

 


№22  offline წევრი მეამბოხე ^^

elenee))))
Guest ქეთი
ლავიწი - ძვალი მხარის თავთან, კისრის შესართავთან.
ღაწვი იგივე ლოყა  – ადამიანის სახის ნაწილი ყვრიმალის ძვლიდან ქვედა ყბამდე
დროა არჩევდე, უკვე დიდი გოგო ხარ ;)
ბევრგან გეწერა ლავიწები შეეფაკლაო. არამგონია ვინმეს შეფაკლული ლავიწები ენახოს

არ შეარჩინო)))) მიდი ქეთი ბოლომდე ანთხიე რაც კი შეგიძლია ბოღმა <3

ელენე heart_eyes kissing_heart

 


№23  offline წევრი თ.მ

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ❤ ძალიან მომეწონა❤❤

 


№24  offline წევრი მეამბოხე ^^

თ.მ
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ❤ ძალიან მომეწონა❤❤

ძალიან მიხარია kissing_heart

 


№25 სტუმარი Guest ქეთი

თამაკო
Guest ქეთი
ლავიწი - ძვალი მხარის თავთან, კისრის შესართავთან.
ღაწვი იგივე ლოყა  – ადამიანის სახის ნაწილი ყვრიმალის ძვლიდან ქვედა ყბამდე
დროა არჩევდე, უკვე დიდი გოგო ხარ ;)
ბევრგან გეწერა ლავიწები შეეფაკლაო. არამგონია ვინმეს შეფაკლული ლავიწები ენახოს

წერითი შეცდომაა :დ უნდა მიმხვადრიყავით:დ თორე ლავიწები და ღაწვები რომ განსხვავდება ვიცი:დ


წერითი შეცდომა შეიძლება მოხდეს ერთხელ, შეიძლება ორჯერაც მაგრამ მესამე, მეოთხე და მეათე მექანიკური შეცდომა არაა :) ;)
არამგონია რამე საწყენი მეთქვას ან რაიმე ისეთი ღირებული დაგეწეროს დავბოღმილიყავი ;)

 


№26  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest ქეთი
თამაკო
Guest ქეთი
ლავიწი - ძვალი მხარის თავთან, კისრის შესართავთან.
ღაწვი იგივე ლოყა  – ადამიანის სახის ნაწილი ყვრიმალის ძვლიდან ქვედა ყბამდე
დროა არჩევდე, უკვე დიდი გოგო ხარ ;)
ბევრგან გეწერა ლავიწები შეეფაკლაო. არამგონია ვინმეს შეფაკლული ლავიწები ენახოს

წერითი შეცდომაა :დ უნდა მიმხვადრიყავით:დ თორე ლავიწები და ღაწვები რომ განსხვავდება ვიცი:დ


წერითი შეცდომა შეიძლება მოხდეს ერთხელ, შეიძლება ორჯერაც მაგრამ მესამე, მეოთხე და მეათე მექანიკური შეცდომა არაა :) ;)
არამგონია რამე საწყენი მეთქვას ან რაიმე ისეთი ღირებული დაგეწეროს დავბოღმილიყავი ;)

მე არ მითქვამს დაიბოღმეთქო და არც ჩემი ნაწერით მიტრაბახია.. უბრალოდ შეცდომა დავუშვითქო.. თორე ერთმანეთისგან ვარჩევ ლავიწს და ღაწვებს kissing_heart

 


№27 სტუმარი lina

მზის ამოსვლის სცენა, თავზე წყლის დასხმა, სახლიდან წასვლის ეპიხოდი რავიცი ამდენი დამთხვევა თუ შეიძლება მოხდეს. ლავიწებზე აღარაფსრს ვამბობ.მდივანი-დივანი

 


№28  offline წევრი მეამბოხე ^^

lina
მზის ამოსვლის სცენა, თავზე წყლის დასხმა, სახლიდან წასვლის ეპიხოდი რავიცი ამდენი დამთხვევა თუ შეიძლება მოხდეს. ლავიწებზე აღარაფსრს ვამბობ.მდივანი-დივანი

არაფერს აღარ ვიძახი, დაე იფიქრე მასე..

 


№29  offline მოდერი ენემი

საოცრებააააააააააააააააააააააა kissing_heart kissing_heart

 


№30  offline აქტიური მკითხველი La-Na

მეც მაქვს თამაკო წაკითხული კესანე და გატაცება ჰგავს,მაგრამ შენ ხომ იცი არა რომ არ მოგიპარავს.ამ ისტორიას თავიდანვე ვადევნებდი თვალს და ძალიან მომწონდა.ისე ველოდებოდი ახალ თავს.ძალიან მიყვარხარ და მთავარი არის შენ თავთან იყო მართალი

შენი ახალი ისტორია ძალიან მომწონს და იმედია ამ კომენტარების მერე,მაინც გააგრძელებ წერას.არ დამტოვო იცოდე ისე.გელი
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent