შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 2 ნაწილი 4-5


5-08-2017, 23:16
ავტორი zia-maria
ნანახია 1 893

---დამიჯერე 8 მარტს წადი,ყველაზე კარგი დღეა 8 მარტი.საერთო ქალთა დღეა.ინტერნეტში წავიკითხე ამ დღეს ძალიან დიდ პატივს სცემენ მამაკაცები მანდილოსნებს.ეს კი ძალიან დასაფასებელი იქნება შენგან,ხომ გიყვარს და რა იცი,იქნებ მასაც კი უყვარხარ.
---ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვი წინასწარ,ეს მასთან ახლოს ყოფნის დროს უნდა გავიგო,აქედან აბა რა გითხრა.წერილს დაუტოვებ ემაილზე და რომ ნახავს მომწერს,მეც იმ მოწერილი პასუხით ვიმოქმედებ.
---აბა წარმატებები მეგობარო და ხომ იცი,მე შენი ბედნიერება ყოველთვის გამიხარდება.ფრიქსოს წასვლის შემდეგ დაჯდა და წერილი მიწერა ელისოს რაც გულში ჰქონდა და რასაც ფიქრობდა,რასაც გრძნობდა მის მიმართ.
წერილი ელისოს.
როგორ ძალიან მომენატრე იცი?როდესაც არ გელაპარაკები თავს მარტოსულად ვგრძნობ და როცა შენ გხედავ,შენი შეხედვაც კი სიცოცხლის დიდ უნარს და სტიმულს მაძლევს.ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს შენს თვალებში ვკითხულობ ,,იცოცხლე ჩემთვის''განა არ მინდა,რომ მოლოდ შენთვის ვიცოცხლო?გაგიმხელ დიდ საიდუმლოს,რომ მე იმ დღიდან ვცოცხლობ შენთვის,რა დღიდანაც შენ შეგხედე ელი.მე შენთვის ვცოცხლობ,იმიტომ რომ შენთვის ღირს სიცოცხლე,თუნდაც ერთი წამით.ეს ერთი წამიც საკმარისია,იმიტომ რომ მეტი დრო არ მაქვს.რაც უფრო გადის დრო,უფრო და უფრო მეტ ინტერესს აღძრავ ჩემში და ვაღიარებ,რომ ჩემთვი მრავალგვერდიანი წიგნი ხარ,ზუსტად ის წიგნი,რომელსაც ბოლო ფურცელი აკლია და მე მის ძებნას შევალიე მთელი ჩემი სიცოცხლე,ჩემი არსებობა და ალბად ღირდა თუნდაც ამისათვის მეცოცხლა.მინდა გულღიად გითხრა,რომ შენი გული მე მეკუთვნის,ეგ შენი პაწაწა გული,რომელიც ძალიან მგრძნობიარეა,ვიცი რომ ჩემი ეს სიტყვები აღაგზნებს.როგორ მინდა რომ ახლა მის ძლიერ ფეთქვას მოვუსმინო.აი მესმის კიდევ რა საყვარლად ცემს,მე მას ყურს ვუგდებ და ჩემი გულიც შენი გულის ცემას ჰყვება.თვალები?ახლა ისე ანათებს,როგორც ცეცხლის ალი.სწორედ მაგ თვალებმა,როცა გაახილე ნებით თუ უნებლიეთ ჩამძირა მის სიღრმეში და დამწვა და დამიმონა.ელი გადავწყვიტე ჩამოვიდე,თუ ეს შენი სურვილიც არის და ზემოთ რაც წაიკითხე,მინდა ახლოს მყოფმა გითხრა.მანამდე კი იცოდე,რომ თითოეული სიტყვა გულის სიღრმიდან არის ამოღებული.გულმა გონებას უკარნახა,გონებამ კი ჩემს მარჯვებას და აი ეს გონების ნაკარნახევი შენამდე მოვიტანე.ბოლოს მინდა გითხრა,რომ ის სქელყდიანი წიგნის ბოლო ფურცელი მე თავად მინდა დავწერო,შენთან ერთად,მაგრამ ეს არაა დასასრული.დამრჩა მხოლოდ ის შენამდე მოვიდე და ახლოდან თვალებში ჩაგხედო,ისევ შიგ ჩავიძირო და ასე გითხრა ის სიტყვები რომელსაც არავის არ ეტყვი,შენი სიცოცხლის მანძილზე.ეს გვეცოდინება მხოლოდ ჩვეენ,მე,შენ და ღმერთს.
ჯამრთელი რომ იყოთ,ჯანსაღი სხეული უნდა გქონდეთ.ხოლო ჯანსაღი სხეული რომ გქონდეთ,მისი მუდმივი მოთელვაა საჭირო,რისთვისაც
დღეში თუნდაც ერთი საათი აუცილებლად უნდა დაუთმო ვარჯიშს.მიუხედავად იმისა წინა ღამით გვიან დაწვა,დილით ადრე ადგომას მიჩვეულმა 7 საათზე ადგა,მძინარე ელისოს თავზე დაადგა და ომახიანად შემოუძახა.
---ადექიიიიით,სამშობლო გვიხმობს,სამშობლოს ვჭირდებით.ელისომ გაბრუებულმა წამოწია თავი და შემდეგ ცალი თვალით საათს შეხედა,შემდეგ კი მიშოს გახედა.
---შენ ნორმალური ხარ?დღეს ხომ შაბათია,წადი და შემარგე რა დღევანდელი დღე.
---ადექი უნდა ვივარჯიშოთ,შენ ძალიან მოდუნდი და ეს არ მომწონს.
---წადი მომშორდი,მკვლელობას ნუ ჩამადენინებ დღეს.არ მინდა ვარჯიში,მეძინებაააა.

---ადექი თორემ აქ დავჯდები და არ დაგაცლი ძილს.არ დაიღალე?მთელი კვირა ზიხარ და კომპიუტერს ჩაშტერებიხარ,ამიტომ შენს ორგანიზმს ვფიქრობ,რომ ჰაერივით ჭირდება მოთელვა.
---მოთელვა და დაბეგვა შენ გჭირდება ახლა, და თუ არ გახვალ, კიც მოგთელავ და კიც დაგბებგვავ .
---ბევრს ნუ ტლიკინებ,შენზე უფროსი ვარ.ადე,ადე.დრო გვაქვს.შენ სურვილი გამოთქვი და ნახე რა საუკეთესო განწყობა დაგბრუნდეს.ელისოს გაუქრა ძილის ხალისი და ჯერ წამოჯდა საწოლზე,შემდეგ კი შეუბღვირა მიშიკოს და ბუზღუნ-ბუზღუნით სპორტულები გადმოიღო კარადიდან.არ ტყუოდა მიშიკო და სირბილის შემდეგ საკმაოდ კარგად იგრძნო თავი.ნელა-ნელა ტემპსაც მოუმატა და სუნთქვა უკვე თანაბარი გაუხდა.არ დაღლილა,პირიქით სიამოვნება მიანიჭა მიშოსთან ერთად ვარჯიშმა.
---აააა რამდენი კალორიები დავწვი ამ დილით?დავიღალე.თქვა მიშიკომ და მწვანე მოლზე გაწვა მის გვერდით ელისოც და ორივემ ვარსკვლავის ფორმა მიიღო.
---მიშკა რა ვჭამოთ დღეს?
---მე არ მაქვს პრეტენზია,გინდა გარეთ ვჭამოთ დღეს მე და შენ?
---კარგი და შემდეგ შაკო მოვინახულოთ,დიდი ხანია არ გვინახავს,ცოდვაა.
---ვნახოთ ხო.სახლში დაბრუნდნენ და ციცომ საუზმე დაახვედრა ორივეს.თან ეტყობოდა რომ უხასიათოდ იყო.
---რა ხდება დე,რა გჭირს?
---თინი რომ არ არის სახლში,ვერ ვეგუები მის არ ყოფნას.ერთი სული მაქვს,როდის დაბრუნდება.
---დავისვენებთ მისი კუსკუსიდან ერთი კვირა და მობრძანდება ქარიშხალით და მოზღვავებული ენერგიით.სიცილით თქვა მიშომ და შემდეგ ელისოს უთხრა.-მიდი ჩაიცვი და წავედით.ძია, ჩვენ შაკოს მოვინახულებთ და გადავხედავ,იქნებ კიც ჭირდებათ რამე.
---მე მინდოდა თქმა და დამასწარი,მაგრამ რადგან მიდიხარ კარგს იზამთ და აი ეს თანხა მიუტანე.ყველაფერი აქვთ,მაგრამ მაინც. საფულე გახსნა და ფული დაუთვლელად ამოიღო და მიშოს მისცა.ერთ საათში მანქანით მიდიოდნენ მიშიკოს ნაცნობ ადგილზე.მაგრამ ელისოსთვის უცხო გარემოში.ერთი საათის მგზავრობის შემდეგ,წითელი აგურით ნაშენებ ორ სართულიან სახლთან გაჩერდნენ და შაკო ეზოში შემოეგება მეგობრებს.
---ახალი ხომ არაფერია,ან უცნაური ხომ არ შეგიმჩნევია რამე შაკო.
---ჯერ-ჯერობით სიწყნარეა და მე არ მომწონს ეს სიწყნარე და სიჩუმე მიშო.
---არც მე არ მომწონს.აი ეს ფული ვახომ გამომატანა,იქნებ და რამეში დაგჭირდეს აქ და გქონდეთ,დედაშენს მიეცი.მიშოს ტელეფონზე უცხო ზარი დაფიქსირდა და გაკვირვებულმა შეხედა ჯერ შაკოს და შემდეგ ელისოს.
---უპასუხე მიშო. არ მომწონს არც ეს ზარი.
---გისმენთ.არ შეიმჩნია მიშომ ნერვიულობა,ყოველ შემთხვევაში შეეცადა ხმის გაკონტროლებას.
---როგორ ხარ მეგობარო,ძალიან დაგვიგვიანდა შეხვედრა და ერთმანეთის მოკითხვა.
---ვინ ხარ და რა გინდა,რას ითხოვ.
---შენგან არაფერს,შენი უფროსისგან ვითხოვ რაც ჩემია და მე მეკუთნის.
---ხოდა რას,შეგიძლია გასაგებად ამიხსნა?მიშომ შაკოს ტელეფონი გამოართვა და ცალი ხელით შეტყობინება გააგზავნა,საიდანაც მალე მოვიდა პასუხი.,,რაც შეიძლება გაწელე საუბარი''.
---ამ ნომრიდან შეტყობინებას მიიღებ და იმედი მაქვს იმდენი ჭკუა მოგეკითხებათ,რომ არანაირი მილიცია არ უნდა ჩართოთ საქმეში.
---გასაგებია,გელოდები.სასწრაფოდ გადარეკა შაკოს ტელეფონით სადღაც და შეეკითხა.-რა ქენით,მოასწარით?
---ვერა მიშო,სულ რაღაც ხუთი წუთი რომ გესაუბრათ,დავადგენდით საიდან საუბრობდა.გაკვირვებულები იყვნენ სამივე და შეტყობინებაც მალე მოუვიდა.გახსნა მესიჯი და რას ხედავს,თინის პირზე სტკოჩი აქვს გადაკრული და შუბლზე სისხლი აქვს შემხმარი.დაუნდობლად ააცალეს პირიდან სტკოჩი და თინიმ დაიკვნესა,რადგან ქვედა ტუჩი გახეთქილი ქონდა.ერთი ნიღბიანი დადგა კამერის წინ და მიშოს მიმართულებით თქვა.
---მოგწონს შენი გოგო?მიშოს თვალები გაუფართოვდა ამ ვიდეოს ყურებისას და ბოლო ხმაზე დაიღრიალა.
---ახლა კარგად მომისმინე.საღამომდე გაქვს დრო,ყველაფერს მოიტან საღამოს იქ სადაც მოგწერთ მისამართს,არ მოხვალ და აი აქ ვისაც გვხედავ, ყველა ცალცალკე შენს გოგოსთან გავერთობით და შემდეგ კი სამოგზაუროთ გაუშვებთ იქ,საიდანაც არ ბრუნდებიან.ელისოს ცრემლები მოაწვა,მაგრამ ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო.
---არ გაბრიყვდე არ დაუჯერო, არ მოხვიდე მიშო.განწირული ხმით იყვირა თინიმ და ერთმა ძლიერად გაარტყა.შემდეგ მასთან ჩაიმუხლა და დაცინვით უთხრა.
---რაო თოჯინა ჩვენთან არ გინდა გაერთო?ჩვენ თანახმა ვართ და შენც მალე მოგიყვანთ ხასიათზე.თინიმ მის წინ ჩამუხლულს შეაფურთხა და შემდეგ ფეხი კრა შიგ გულში,რაზედაც ისევ დარტმა მიიღო,სკამიდან გადავარდა და გათიშული ეგდო ძირს ხელ-ფეხ შეკრული.
---არ აყვე ნერვებს მიშო ძალიან გთხოვ.ახლა სიგიჟე არ გვინდა,ლოგიკური მსჯელობა გვმართებს.უთხრა საკომ და ელისომ ვახოს დაურეკა.
---მამა სად ხარ,არსად არ გახვიდე.
---რა მოხდა,რა ხმა გაქვს.იკითხა გაოცებულმა ვახომ მაგრამ ელისომ გაუთიშა.
---აქ ვერ გავჩერდები მიშო როცა შენ გიჭირს და დახმარება გჭირდება.არაფერი არ თქვა,მეც შენთან ერთად მოვდივარ და ნუ შემაჩერებ.იცოდე,მაინც წავალ და ჯობია ერთად წავიდეთ.უთხრა მკაცრად შაკომ.
---მერე ესენი?სახლისაკენ გაიხედა მიშომ.
---ახლავეს მოვალ.შაკო სახლიდაკენ წავიდა და დედას ფული მისცა და თან მკაცრად გააფრთხილა ყველა.
---გარეთ არ გახვიდეთ,ეცადეთ მოერიდეთ სახლიდან გასვლას.ძალიან გთხოვთ.დედამ გულში ჩაიკრა შვილი და ცრემლნარევი ხმით უთხრა.
---დაგვირეკე შვილო,ძალიან ვნერვიულობ.ვიცი,რომ რაღაც ცუდი მოხდა და ვილოცებ თქვენზე.
შენს ზარს ველოდები დედას იმედო,ნუ გამიმწარებ სიბერეს დედას იმედო.
---ყველაფერი კარგად იქნება დედა.უთხრა შაკომ დედას და შუბლზე აკოცა.პატარებს გადახედა და ყველაზე პატარა ტასუნას გაუღიმა და თვალი ჩაუკრა,ცხვირზე კი თითი ჩამოკრა.
---ხომ დაბრუნდები ძამი.
---აუცილებლად და ისევ ერთად დავიძინებთ.სახლიდან გამოვიდა,ღიმილი სახეზე გეყინა და მკაცრი გამომეტყველებით მივიდა მიშოსთან.
---წავედით,რაც ჩქარა,მით უკეთესი.
---გეგის ნომერი გაქვს?რატომღაც ვერ ვნახულობ.უთხრა მიშომ.
---არ გინდა, ნუ ეძებ მიშო.გეგის არ დაურეკო,ის უკვე დიდი ხანია ჩვენს მხარეზე რომ აღარ არის.
---რას ამბობ შაკო.
---წამოდი,წამოდი.მე ვიცი მათი ბნელი ადგილები და მივაგნებ სადაც ყავთ თინი.მე არავინი არ მელოდება,იციან რომ ცეცხლში დავიწვი,მაშინ იმ დღეს,ისე როგორც ჩემები.
---კაპიშონი გადმოიწიე,აი ჩემი სათვალე და სახეს დამალავ.იმაზე მეტი ადრე მივიდნენ სახლში,რომ უნდა მისულიყვნენ და ვახო სახლში გადი-გამოდიოდა,რადგან მიხვდა,რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.ეს ელისოს ხმაზე შეატყო.ელვისებურად შეგლიჯა სახლის კარები მიშომ და უკან მოყვა ელისო და შაკო. სამივეს საბრძოლოდ უელავდა თვალები და სამივე ძალიან დაძაბული დადგა ვახოს წინ.
--რა ხდება,გამაგებინებთ თუ რას იზამთ.
თან გაუკვირდა შაკოს დანახვა.
---თინი,თინი ყავთ გატაცებული იმ ნაბ...ბს.
---თინათინი?როდის,როგორ.
თქვა გაოცებულმა და ტკივილისგან წელში მოიხარა,იქვე სავარძელში ჩაიკეცა სახეგაფითრებული.
---ალბად გუშინ, აქედან რომ წავიდა საღამოს.
---მერე?მილიციას არ შევატყობინოთ?
---მილიცია არ ჩარიოთო.რა ვქნათ,როგორ მოვიქცეთ.
---მილიციას ჩავრევთ,მაგრამ აქედან გავალთ ცალ-ცალკე.მე უკანა ეზოდან გავალ შეუმჩნევლად და იცი სადაც ვიქნები.ვახო ძია არანაირი საქაღალდე არ წამოიღოთ,იარღი მომეცი,დამჭირდება იარაღი.ვიცი იქ ვინც შემხვდება.გაუკვირდება ჩემი ხილვა მე რომ შემხედავს,მაგრამ ეს საქმე უნდა დასრულდეს ან დღეს,ან არასოდეს.არ შემაჩერო,საკმარისია ამდენი მოთმენა და ამდენი ფერება.ეს მეტის-მეტია ამჯერად და არ უნდა ვაპატიოთ.
---თინის მეგობრები ჩვენს მეტი არავინი არ ყავს,მით უფრო მტერი.მასთან რა უნდოდათ.ესე იგი გურამს რა უნდა ვერ ხვდებით? ის საბუთები და ის მტკიცებულებები რაც ჩვენ გვაქვს ხელთ.
---რაც ჩვენ გვაქვს,ჩვენვე დაგვრჩება.მათ კი მე მივაგნებ.არ გამომყვეთ ახლა და ჩვეულებრივად გადით სახლიდან.ელისო შენ სახლში დარჩი.შაკომ როგორც თქვა ისე გავიდა სახლის უკანა ეზოდან და მოტოციკლეტით გაუდგა გზას კარგად ნაცნობი მიმართულებით.უკვე დაღამებული იყო ადგილზე რომ მივიდა,მიდამო დაზვერა ჯერ შორიდან და შენობას ერთი მბჟუტავი ნათურა ანათებდა სუსტად.ნელა-ნელა მიიწევდა წინ და შენობასთან ახლოს ნანგრევები იყო,იქ მისულს საუბარი შემოესმა,ვიღაც ტელეფონზე საუბრობდა.
---ორი დღის მშიერია,ჩვენ ჩვენსას მივიღებთ და სანამ აქ მოაგნებენ პრინცესას,ვინ იცის შეიძლება მკვდარიც კი იყოს შიშისგან და შიმშილისგან.
---???
---მე ცოტა ხანში გავდივარ,ბოსმა დამირეკა და მითხრა,დატოვე და ჩემთან მოდიო,შაკომ სიბნელეში ვერ შეხედა მის წინ კიბეებს და წაიფორთხიალა.ტელეფონზე მოსაუბრეს ფეხის ხმა შემოესმა.
---მოიცადე,რაღაც ხმაური შემომესმა და შემდეგ დაგირეკავ.მიაყურადა სიჩუმეს უცნობმა და სიწყნარემ შემოეფეთა.მარტო იყო და ეშინოდა,შიშისაგან სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა და ღამის სიბნელეში მიდამოს მგლისებური თვალებით ათვალიერებდა.თითქოს გრძნობდა,რომ მალე დაუპატიჟებელი სტუმრები ესტუმრებოდა.შაკომ ნელა-ნელა,ძალიან წყნარად და ფრთხილად კედელ-კედელ გაიარა საშიში მონაკვეთი და როგორც იქნა შენობაშიც შევიდა.ჩქარი ნაბიჯებით გარბოდა და მიაგნო კიდეც იმ ნესტიან და ბინძირ ოთახს სადაც თინი ყავდათ ხელ-ფეხ შეკრული და თვალებ ახვეული.ოთახში ერთი ვიწრო, ჭუჭყიანი საწოლი იდგა,მაგიდა და ერთი სკამი.სიბნელეს შეჩვეულმა თვალმა მალე გაარჩია კუთხეში მიკუნტული თინი და მისკენ წავიდა.ფრთხილად შეახო ხელი და ასევე ფრთხილად ჩაძახა.
---თინი გამოფხიზლდი,გესმის?დრო არ გვაქვს უნდა გავიქცეთ აქედან.თინიმ თვალი გაახილა და სუსტი ხმით უთხრა.
---შაკო?მართლა შენ ხარ შაკო?აქ როგორ მოხვედი,როგორ მომაგენი.ან რა იციდი აქ რომ ვიქნებოდი.
---ეს გრძელი ისტორიაა თინი და სახლში მოგიყვები,ახლა კი შეეცადე რომ ფეხზე დადგე.ხელები,ფეხები შეუხსნა და უთხრა.-მომისმინე აქედან რომ გახვალ,მარჯვნივ მოუხვიე და სულ პირდაპირ იარე,გარეთ სიბნელეა და უნდა გახვიდე სახლის უკან,სადაც მოტოციკლეტი დგას და იქ დამელოდე,მეც იქ მოვალ.მანამდე კი ისე დაიმალე,რომ არავინმა არ შეგხედოს.აბა წადი და ღმერთი შენსკენ.თინიმ კარებისკენ ფეხი გადადგა და ოთახში შუქი აინთო,ფეხის ხმა გაიგონეს,რომელიც თანდათან უახლოვდებოდათ.

---ვერ მოვასწარით.მოდის, შაკო მოდის.შეშინებული ჩურჩულებდა თინი.შაკოს მიეკრა და შაკოც მზად იყო საბრძოლველად.კარები ჭრიალით გაიღო და ოთახში მაღალი ნიღაბ-აკრული მამაკაცი შემოვიდა და დაიბნა,შაკოს გაკვირვებულმა მიაჩერდა.შაკოს გესლიანად ჩაეღიმა და მიხვდა ნიღბიანი მამაკაცის დაბნევის მიზეზს და შეეკითხა.
---რაო ვერ მიცანი?თვეები გავიდა ჩემი სიკვდლიდან და ვერ მოვისვენე ,დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად დავბრუნდი გეგი.მე ვარ, ხო შაკო ვარ.მეორე ცხოვრებაში დავბრუნდი,არ მიმიღებ?ჩვენ ხომ ძმები ვართ,მიშოც მალე მოვა,მაგრამ სანამ ის მოვა,მოდი ჩვენ ვისაუბროთ.არ გრცხვენია?ასე როგორ შეიცვალე გეგი.მე ვიცი რაა ძალადობა და სხვისი გავლენის ქვეშ ყოფნა,მაგრამ ყოველგვარი დაბრკოლებების მიუხედავად ადამიანი,ადამიანად უნდა დარჩეს.
---შენ შეიძლება მართალი ხარ,მაგრამ ახლა მოდი ფილოსოფიას თავი დავანებოთ და მითხარი აქ როგორ გაჩნდი,ან სად იყავი აქამდე.
---დასასვენებლად ვიყავი,შენმა ბოსმა რომ გამისტუმრა.ხოდა დავისვენე,ძალები აღვიდგინე და აი მეც მოვედი.
---ხოდა დავრეკავ,მოვლიან და ყველას ერთად მოგვიყევი,როგორი იყო შენი არდადეგები.
გეგი საუბრობდა,მაგრამ თითქოს ცდილობდა შაკო მიმხვდარიყო მისი საუბრის ტონს,თითქოს ნიშან აძლევდა და ყურადღება დაძაბა,მაგრამ მაინც გააგრძელა მტკივნეული საუბარი.
---რატომ დარეკავ,გეშინია ჩემთან მარტო დარჩენის?.თინისაც ხომ კარგად იცნობდი,ეს როგორ გააკეთე,ძია ვახოს როგორ გადაუდექი და რა სინდისით აქციე ზურგი.ფულმა დაგაბრმავა?აი მე კი ვერ მაცდუნა ფულმა,რადგან ვიცი ფული ბინძურია,დიდი ბინძური რამაა.მე ვერ მომისყიდა შენმა ბოსმა ფულით და ამიტომ ჩემებთან ერთად ჩემივე სახლში გამომწვა.გეგი თავდახრილი იდგა შაკოს წინ და მოულოდნელად ზიზღის თვალით შეხედა და უთხრა.
---მე არ მქონდა გამოსავალი,შენ არ იცი რაა სიკვდილთან ბრძოლა.მე კი ყოველ დღე სიკვდილთან ბრძოლა ვარჩიე,რადგან მამის სიცოცხლე გადამერჩინა.შენ ახლა გეძლევა შანსი მომკლა და წახვიდე,რადგან მეორე შანს არ მოგცემ,ეს არჩევანი აღარ მოგეცემა.
---შენ ზურგი გვაქციე,მაგრამ უნდა შეგახსენო რომ მე მეგობრებს არ ვკლავ.ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით,ახლა გზიდან ჩამომეცალე,არაფერს გერჩი,მხოლოდ თინის წავიყვან და წავალ.
---არა,არა შაკო ასე ვერ წახვალ,ვერც თინის წაიყვან აქედან.
---გეგი ძველი მეგობრობის ხათრით,გააკეთე ეს თინი მაინც გაუშვი ქედან.
---არა,ვერცერთი ვერ წახვალთ.შაკოს მივარდა გეგი და თვალებში უყურებდა,თითქოს თხოვდა კარგად შემომხედე იქნებ რა მინდა გითხრაო..მიუხვდა,შაკომ მიუხვდა და გული სიხარულით აუფრიალდა,რომ ჯერ კიდევ არ ქონდა დაკარგული მეგობრული გრძნობა.შეუმჩნევლად ჩაუდო ჯიბეში თავის ტელეფონი და ჩუმად უთხრა.
---წაიკითხე რაც დავწერე,მხოლოდ მარჯვენა კუთხეში ზურგით დადექი.გეგიმ ისევ თინისკენ მიტრიალდა და შეუკრა ფეხები და ხელები და მისი გასვლის შემდეგ შაკომ შეეცადა მესიჯი წაეკითხა.
---ცოტაც გაუძელით,ვიცი რომ მალე მოვა მიშიოც და მილიციაც,მათ მე შევატყობინე.მე ვიცოდი,რომ მოხვიდოდი და გელოდი.მიშომ მითხრა რომ წამოდი თინის დასახსნელად,აქედან თუ გამოხვიდე მათ მოსვლამდე,უნდა მესროლო,უნდა დამჭრა და ისე დამტოვო. ვიდეო კამერაა ოთახში,შეეცადე თინი გაიყვანო აქედან,ეს წერილი კი წაშალე,არ დატოვო ტელეფონში,რა იცი რა ხდება.გული აევსო სიამაყით და კარებში გასულ გეგის შეხედა,რომელსაც კარები ღიად დაეტოვა და წასულიყო..შემდეგ წამოდგა,თინისთან მივიდა და ისევ წამოაყენა ფეხზე და უკვე გადიოდნენ,რომ ისევ ნიღბიანი შემოვიდა და შაკოს გაკვირვებულმა შეხედა და თინი ხელით მიაგდო კუთხეში,ერთი ძლიერი დარტმა შაკოს უთავაზა და შემდეგ კუთხეში მოკუნტულ თინისთან მივიდა.
---გაქცევას ცდილობდი?ვერ გამექცევი თოკინავ,ცი რამდენი ხანია,შენზე რომ ვოცნებობ?ყოველ ღამეს ჩემს მკლავებში გაძინებ,ჩემს ოცნებებში რაც მინდა და როგორც მსიამოვნებს ისე გიშვები,მაგრამ ახლა რელობაში ვქნათ ეს ყველაფერი,აქ ხარ და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ,შენ ჩემი გახდები ახლავეს და აქვე.თინი კანკალმა აიტანა,მთელი სხეული უთრთოდა.
---რატომ ცახცახებ პატარა ქალო?ბოსის კაბინეტში რომ შედი და შეიპარე,მაშინ არ აგაცახცახა შიშმა?მიხვდა თინიმ ვისგან იყო ეს ხალხი მოგზავნილი და რასაც ითხოვდნენ.-ყველაფერი კარგად იქნება,მე შენთან ვარ და არასოდეს არ მიგატოვებ.ჯერ ჩემთან იქნები ცოტა ხნით და შემდეგ შენგან კარ ფულს იშოვის ადამიანი,არ მოგაწყენ ნაირ-ნაირ კლიენტებს.მიუახლოვდა თინის და ყელში ენა აუსვა.

---გამიშვი,არ მომეკარო.ძალა მოიკრიბა თინიმ და ხელიდან დაუსხლტდა.
როგორ მიყვარს ჯიუტი პატარების მოჭკვიანება.სად გაექცეოდა და დაიჭირა.-რაო არ გსიამოვნებს რომ გეხები?
---ხელი გამიშვი.უყვირა რაც ძალა ჰქონდა და ფეხი ამოსცხო.მამაკაცი ჩაიკეცა და ერთი დაიზმუილა.
---კახპა, მაინც ვერ გამექცევი.თინი შაკოსთან მივიდა და ატირებულმა შეევედრა.
---შაკო,შაკო ადექი გთხოვ.მამაკაცი ფეხზე წამოდგა და დაიღრიალა.
---ამის იმედი გაქვს?გინდა თავად ვაყურებინო რასაც გიზამ?მოდი აქ ჯერ ამას გაუსწორდები და შემდეგ შენ მოგხედავ.შაკოს ფეხი მოუქნია.შაკომ მოქნეული ფეხი დაუჭირა და ძირს დასცა,იარღი წაართვა და თავში უთავაზა,თინის ხელი დაავლო და გარეთ გავიდა.გარეთ ხმაური იყო და შეხედა გეგის ურტყამდნენ,გაიწია მისკენ,მაგრამ წინ ისევ ნიღბიანი გადაუდგა.მოემზადა მასთან საბრძოლველად,მაგრამ ნიღბიანმა უთხრა წყნარად.---წადით,მე თქვენსკენ ვარ.თითქოს ეცნო ეს ხმა,მაგრამ ამის დაკვირვების დრო არ იყო და თინის ხელი დაავლო და წინ გაიქცა.თინის შეეშინდა და შეშინებულმა შხედა ნიღნიანს,მან კი პირიქით გზა ასწავლა ორივეს საითაც უნდა წასულიყო და როგორ გასულიყვნენ სამშვიდობოს.გეგიმ ერთი მოიხედა და ღიმილი მოეფინა სახეზე მეგობრები რომ მგლის ხროვას გარიდებული დაინახა.ძალა მოიკრიბა და მთელი ხმით დაიყვირა.

---არასოდეს შეგეპაროს ჩემს მეგობრობაში ეჭვი ძმაო.უეცრად ნიღაბი მოიძრო და სახეც გამოაჩინა და ისევ შეერკინა მის მოწინააღმდეგეს.ატყდა სროლა და უეცრად წინ მიმავალი ნიღბიანი ძირ დაეცა და სისხლი თქრიალით დაედინა მიწას,მაგრამ მიშოს უთხრა.
---არ გაჩერდეთ,წადით,ნუ ჩერდებით.ამ დროს კი მეორე გასროლა შაკოს მოხვდა და ისიც დაეცა.გეგიმ დაინახა წაქცეული შაკო და გამწარებულმა ორი იქვე მოკლა,მესამემ კი შაკოსკენ და თინისკენ გაიქცა,მაგრამ ის მესამეს წინიდან დაჭრილმა ნიღბიანმა ესროლა და რამოდენიმე ნაბიჯში წააქცია.შაკომ ძალა დაატანა თავს და წამოდგა,არ შეჩერებულა და მიშოს მანქანაც შემოხვდა წინ,თინი გადასცა სამშვიდობო ხელს და უკან გაბრუნდა გაბრაზებული გეგის დასახმარებლად.მირბოდა, რაც შეეძლო,მირბოდა რადგან ის მარტო ბრძოლობდა ამდენ გახელებულ და სისხლ მოწყურებულ მგლებში.ნანობდა,ნანობდა რომ მარტო დატოვა,მაგრამ თინი ხომ უნდა გამოეყვანა სამშვიდობოს.ნანობდა იმასაც რომ უსაფუძვლოდ დასწამა ცილი და ყვიროდა.
---მოვდივარ ძმაო.თუკი მე შენგან მოვითხოვ ერთგულებას და ნდობას,ამას ჩემგანაც მიიღებ.მაგრამ იქ მისვლამდე კიდევ ერთმა ტყვიამ შეაჩერა შაკო და უგრძნობლად დაეცა გეგის სიახლოვეს.ცხოვრებაში დგება მომენტი,როცა მეგობრებს შორის ერთ მხარეს ჭირდება მეორე მხარის დახმარება.ნამდვილი მეგობრები ამას უთქმელადაც ხვდებიან ზოგიერთ შემთხვევაში და ხელს უწვდის გასაჭირში მყოფ მეგობარს,ის დარწმუნებულია,რომ საჭირო შემთხვევაში შენც იგივეს გააკეთებ.სწორედ ასე მოიქცა შაკო და ის მიქროდა მეგობრის დასახმარებლად,მაგრამ სამწუხაროდ ბრმა ტყვიამ ვეღარ შეაძლებინა მასთან მისულიყო და უგონოდ დაეცა. მილიცია რომ მოვიდა,გეგის გარშემო მგლებივით შემოერტყათ რკალი და მორიგეობით ურტყამდნენ შეუბრალებლად.ამ დროს მილიციამ ალყა შემოარტყა სისხლის მსმელ ბანდას და ყველა აიყვანეს.გეგი და მიშო საავადმყოფოში გადაიყვანეს.გეგი სერიოზული დაშავებული იყო,ყბა-სახის მრავლობითი მოტეხილობებით,ოთხი ნეკნი ჩამტვრეული და მარჯვენა ხელიც მოტეხილი.სხეულზე ძლიერი და დაუნდობელი რტყმევისგან მრავლად ჰქონდა სისხლჩაქცევები.ორივე ერთ პალატაში იწვა და მიშიკო ორივეს დასტრიალებდა თავზე.სამი დღის შემდეგ,გამთენიის 6 სთ-ზე მიშო აპარატის წრიპინმა გამოაღვიძა და ფეხზე წამოხტა.შაკო წამოდგომას ცდილობდა,ერთი ჭრილობა მხარში ჰქონდა და მეორე ფეხში,ბარძაყის ძვალთან ჰქონდა ტყვია გაჩერებული და ამოუღეს.ტკივილი არ ასვენებდა, ვერ ისვენებდა.მიშომ მივიდა საწოლთან და მკაცრდ უთხრა.
---ნუ წრიალებ ასადგომად,ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი.
---ჩემები,მიშო ჩემები როგორ არიან და სად არიან,მიაგნეს?
---ნუ გეშინია,ყველა კარგად არიან.იმ დღესვე ვახომ წამოიყვანა იქედან და თავის სახლში ყავს ყველა.ხომ იცი,იქ უფრო დაცული არიან ისინი.
---მადლობა ღმერთს.თინი,თინი როგორ არის,ხომ არ დაჭრილა ისიც.
---ყველა კარგადაა,მაგრამ გეგი არის მძიმედ,სასტიკად არის ნაცემი.
---ვიცი,მიშო ჩემი თვალით ვხედავდი როგორ ცემდნენ და ვერ მივედი ახლოს,თინი უნდა გამომეყვანა სამშვიდობოს.შენ რატომ დაგაგვიანდა?
---არ დაიჯერებ, რომ გითხრა,საბურავმა მიმტყუნა და ლამის გადავიჩეხეთ მე და ელისო.
---ელისოც იქ გყავდა?შენ გააფრინე?ერთის გადარჩენას ვცდილობდით და მეორე მოიყვანე იქ უაზრო?
---არ იცი რა ჯიუტიცაა?კამათის დრო აღარ იყო და მომიწია დავთანხმებულიყავი მის წამოსვლას.
---გული მტკივა მიშო.ადამიანის ამოცნობა შეუძლებელია,შეუძლებელია იმის დაჯერებაც,თუ რა მოხდა იმ დღეს.გეგის თვალებით ნათქვამი ,,წადი''როგორ მოახერხა და მითხრა,თინი გამომეყვანა იქედან და თავად მგლების ხროვაში დარჩა.
---აი ესაა მეგობრობა და ძმობა,რაც თქვენ სამმა გააკეთეთ ერთმანეთისთვის.მე ვიცოდი გეგი იქ რომ იყო,ეს ჩვენ შეთანხმებულად გავაკეთეთ,რომ გეგი მათ მხარეზე გადასულიყო.მოულოდნელად პალატაში ვახო შემოვიდა.-მაგრამ,ყველაზე მთავარი რასაც თქვენ ხელს უწყობთ იცით რა არის?მიშომ და შაკომ ერთმანეთს გადახედე და ერთხმად იკითხა ორივემ.
---რა?
---ყველაზე მთავარია თქვენი სიყვარულია.ნამდვილი სიყვარულის გარეშე,მეგობრობა წარმოუდგენელია.
---ძია ყველა აიყვანეს?
---კი, იქ ვინც იყო ყველა აიყვანეს.იცით ვინ დაგეხმარათ თქვენ გამოსვლაში?
---ვინ?ვიღაც ცდილობდა ჩვენს დახმარებას,მაგრამ ვინ იყო ვერ გავარჩიე, ნიღაბი ეკეთა და თან სიბნელე იყო.
---ჯიმი,ჯიმი იყო ჯიმშელეიშვილი და ისიც მძიმედაა დაჭრილი.
---გადარჩება?
---დღევანდელი დღე იტყვის,გადარჩება თუ ვერა.ელისოსთან არაფერი არ თქვათ.
---ზოგჯერ რაღაც უცნაური გზებით,ცხოვრებაში ყველაფერი ლაგდება თავისთავად.თქვა მიშომ.
---ადამიანები იცვლებიან,არა უფრო სწორად დრო და დრო თავიანთ ნამდვილ სახეს ამჟღავნებენ.
---ალბად ენით ვერასოდეს ვერ გადმოვცემ იმას,რაც გეგის თვალებში ვნახე.ღმერთო იმედია ჭკუას მოეგება ის ნაძირალა და ამ უაზროდ გამართულ ომს შეწყვეტს.თქვა შაკომ სევდიანი ხმით.
---ჯერ კიდევ ბევრი რაღაც არის,რაც არ იცი ჩემო შაკო.ადამიანის შეცვლის იმედი არ უნდა გქონდეს შვილო,ნაგავი სადაც არ უნდა დაყარო,ყველგან ნაგავია.თქვა ვახომ.
---სახლში როგორ არიან,ძალიან ინერვიულეს არა?
---ყველა კარგად არის,შენები ჩემთან არიან,თუ რამე დაგჭირდეთ დამირეკეთ.მე უნდა წავიდე და ისევ შემოვივლი.
---ახლა დავრწმუნდი მიშო რომ ფულით მართლა ყველაფრის ყიდვა შეიძლება,მაგრამ არა ერთგულება,არა ღირსება.არა მეგობრობა და უფრო მთავარი,არა სიყვარული.
---ასეა ჩემო შაკო.ერთგულება არ არის თანდაყოლილი გრძნობა,ის მტკიცე გადაწყვეტილებაა.
---ჯიმის მოინახულებ?მე დავრწმუნდი,რომ ის ჩათრეული იყო ამ თამაშში უნებლიეთ და არა ნებით.
---არავინმა არ იცის რა მოხდა.მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,რომ შეცდომებს ყველა უშვებს.ზოგი ძალიან სერიოზული შეცდომას სჩადის,ზოგი კი მცდარ ნაბიჯს დგამს,რამაც შეიძლება უფრო დიდი ცოდვა ჩაადენინოს,თუ დროზე არ იქნება ზომები მიღებული.სიტუაციამ რომ სერიოზული სახე მიიღო,გადაწყვიტა შეცდომის გამოსწორება,მაგრამ ვფიქრობ ძალიან დააგვიანდა.დაგვეხმარა და ამჯერადაც ეცადა მისი დაშვებული შეცდომის გამოსწორებას,მაგრამ ისევ უშედეგოდ.ვინც უნდა აპატიოს,ის აქ არ არის.მე მიყვარს და ვაფასებ იმ ხალხს ვინც მეგობრის მოყვარულია და გაჭირვებულთათვის დაბადებული ძმაა.როდესაც რომელიმე ჩვენთაგანი შეგნებულად თუ შეუგნებლად ღვთის პრინციპებს არღვევს,გასაჭირში ვარდება მიუხედავად იმისა,ის ამას ხვდება თუ ვერ ხვდება,ხანდახან თვალი უნდა დახუჭო და ყველა წვრილმანის არ უნდა გამოეკიდო,მაგრამ არც ის იქნება სწორი,თვალი დახუჭო ყველაფერზე.სიტუაციიდან გამოსასვლელად კი არც განზე დგომა იქნებოდა მართებული და მიზანშეწონილი.
---ხანდახან ყველაზე კარგია თუ აარჩევ დუმილის დროს.
---ხანდახან კი პირიქით,უკეთესია თუ რამ გვაქვს გულში ვთქვათ და გული გავინთავისუფლოთ.ამ საუბარში გათენდა კიდეც და ექიმმა მოინახულა ორი დაჭრილი,გეგის მდგომარეობა ისევ უცვლელი იყო და შაკო უკეთესობისაკენ მიდიოდა,რამოდენიმე დღე ისევ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა.მართლაც მეოთხე დღეს წამოდგა ფეხზე და გაიარ-გამოიარა და მოულოდნელად გეგის სუსტი ხმა გაიგონა.
---მათმა არ იციან,რომ შენ ცოცხალი ხარ და მე შენი სახელი ამიტომ არ მითქვამს.ვიცოდი შენ რომ იქნებოდი,ისიც ვიცოდი,რომ არცერთი არ ყოფილხატთ იმ დროს სახლში და ყოველ შემთხვევისთვის,ნუ დაენახვები მათ.ვინ იცის,შეიძლება კიდევ გამოგადგეს შენი მეორე ქვეყნიდან მოულოდნელი დაბრუნება.უნდოდა გაეცინა გეგის მაგრამ ყბები ტკიოდა და ვერ ახერხებდა სიცილს.გაუხარდათ გეგის დაბრუნება და ვახოს დაურეკეს.
---გეგი გონს მოვიდა ძია.
---ძალიან გამახარე,მალე ფეხზეც დადგება.
---იქით რა ხდება,ახალი არაფერია?
---ჯერ არა,არაფერია.გარდა იმისა,რომ ახლა ჩემს ფინანსებს იძიებს,საიდან და როგორ მართლა არ ვიცი,მაოცებს ეს კაცი ყველა მის გადადგმული ნაბიჯით.ჯერ მჭირდება მიშო მან ძალიან ბევრი რამ იცის.
---შეიძლება გამიბრაზდე,მაგრამ ჯიმი უნდა ვნახო.არ გამოდის ძია,მან ჩვენ მოგვეხმარა.
---გააკეთე რაც და როგორც ჩათვალო საჭიროდ.ძალიან არ მინდა, მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ ამჯერად მან ჩვენ მოგვეხმარა და რაღაც კარგი მაინც გააკეთა.დააგვიანდა ამ კარგის გაკეთება,მაგრამ დანაშაულის გამოსწორება არასდროს არ არის გვიან.
---კარგი,საღამოს მოვალ და სახლში ვისაუბროთ.შემდეგ შაკოს მიუბრუნდა და უთხრა.-შაკო ცოტა ხნით გავალ და მალე მოვალ,ჯიმი უნდა ვნახო.შაკომ თავი დაუქნია და პალატიდან გასვლისას ის გეგიმ შეაჩერა.
---მიშო ვიდეო კამერები, ჯიმის გაუთიშია იმ შენობაში და შემდეგ წამოვიდა თინის და შაკოს დასახმარებლად.ამიტომ არ იციან ვინ იყო შესული თინისთან და ვინ შეაღწია იქამდე.
---მიტომ გცემდა ყველა,რომ არ გაამხილე?შენ იცოდი ჯიმი იქ რომ იქნებოდა?
---იქ თინი რომ მოიყვანეს,ლამის გული გამიჩერდა და ჯიმის ვუთხარი,ფიქრის დრო არ იყო და ჩვენ ერთად დავგეგმეთ ყველაფერი და გამოგვივიდა.
---კი გამოგვივიდოდა,რომ არ ჩარეულიყო მილიცია დროზე,არც შენ იქნებოდი ცოცხალი დღეს,არც შაკო და არც ჯიმი.ხანდახან როცა ასეთ დიდ საქმეს ეჭიდები,უნდა გაენდო ვინმეს გეგი.ბავშვი ხარ,რომ ვერ გათვალო?უსაყვედურა მიშომ და პალატიდან გავიდა.იმავე სართულზე იყო ჯიმი და მალე მიაგნო,ფრთხილად დააკაკუნა და ნელა-ნელა შეაღო პალატის კარები და საწოლს მიუახლოვდა.
---ვიცოდი,რომ მოხვიდოდი სანამ საუბარს დავიწყებთ,ერთი სათხოვარი მაქვს ისე,რომ არავინ არ იცოდეს.არ გეკითხები დამეხმარები თუ არა,პირდაპირ გეუბნები,გამოაღე ეს უჯრა და იქ ორი კონვერტი დევს,ისინი შენ შეინახე და თუ რამე დამემართოს,მიხვდები ვის უნდა მისცე ისინი,აწერია ზედვე.გთხოვ მიშო ეს გამიკეთე კაცურად.
---ყველაფერი მალე დასრულდება ჯიმი.მადლობა მინდა მოგიხადო,რაც გააკეთე ეს შენ არ გევალებოდა,მაგრამ ჩვენს გამო რისკზე წახვედი. იმედია მალე დასრულდება ეს უაზრო ომი,დასრულდება და ყველა დავისვენებთ ამ დიდი დაძაბულობისაგან,კანონი ჩვენს მხარეს არის.
---არ არის საჭირო მადლობა.მე ის გავაკეთე,რაც სწორი იყო და კანონიერი.
კანონი კი მის მხარესაა,ვისაც აქვს ფული,ბევრი ფული მიშო.მე კი აქ აღარ ვიქნები,ეს საქმე რომ დასრულდება.მიშო მშობლები ზოგჯერ ძალიან სცდებიან შვილების აღზრდაში.პატარა ბავშვს ყველა მისი ახირება არ უნდა აუსრულოს მამამ,საჭიროა ზოგჯერ მკაცრად დასაჯო ბავშვი,რომ შემდეგში არ გაიმეოროს იგივე,რომ მისგან მოფერება ზედმეტებში არ გადაიზარდოს და არ გაყოყოჩდეს.ალბად შემეკითხები,რამ გამოიწვია ჩემი ცხოვრების გზიდან აცდენა?იმ ქუჩაზე სადაც მე ვცხოვრობდი ბავშვობის წლებში,ყოველთვის იყო კაი ,,ბიჭების ბირჟა''
შეიძლება მართლა ბევრი ისწავლო ქუჩიდან,თუმცა არის ისეთებიც პატიოსან ცხოვრებას რომ ასცდება,ისე რომ ვერც ხვდება როგორ.ქუჩა ჩემო მიშო ნარკოტიკივითაა,რომელიც მიგიზიდავს და თანდათან შენი ცხოვრების ნაწილი ხდება. მეც ოჯახის ერთადერთი და გათამამებული არა,ძალიან გატუტუცებული ბავშვი ვიყავი ყველასგან და ასე უაზრობაში ნელა-ნელა დამეკარგა ბავშვობის საუკეთესო წლები და წამები,რომელიც აღარ განმეორდება.გონება რომ გამინათდა და მივიხედ-მოვიხედე გვიან იყო, მე აღმოვჩნდი ქუჩის ჭაობში და ერთი სიტყვით ჩემი დილა ქუჩით იწყებოდა და ქუჩაშივე მთავრდებოდა.ჩემს მშობლებს ამაზე რეაქცია არ ქონდათ და ჩემს გაფუჭებულ საქმეებს ყოველთვის ფულით აგვარებდნენ.რაც მინდოდა მიშო იმას ვაკეთებდი და სადაც მინდოდა იქ მივდიოდი.არ მინდოდა,ბევრჯერ ავუარე გვერდი,მაგრამ მაინც გავხდი ნარკომანი,მეგონა ამასაც კარგს ვაკეთებდი და თავი მომწონდა,მე ხომ კარგი ცხოვრება მქონდა ძვირადღირებული მანქანა,კარგი სახლი,კარგი ვილა.რამდენი ადამიანია დღეს რომ ოცნებობს ოჯახის როგორ გამოკვებოს და ღამით მშვიდად დაიძინოს,მე კი პირიქით ვიყავი მიშო.ფულს ისე ვხარჯავდი არც ვითვლიდი და ერთ დღეს კაიფიდან რომ გამოვედი,დავფიქრდი ამას რისთვის ვაკეთებდი და შევეცადე ცხოვრება შემეცვალა,მაგრამ იმდენად ვიყავი ჩათრეული უკვე ამ სიბინძურეს,ძალიან გამიჭირდა.ერთ დღეს გოგონა დავინახე,მას ისეთი სუფთა თვალები ჰქონდა,ისეთი სუფთა იყო,შემეშინდა, რომ მიუახლოვდე ჩემი სიახლოვით არ დავაბინძუროთქო,მაგრამ მან თავად გამიღიმა.ის თვალებში მიყურებდა და მეგონა ის იქ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას კითხულობდა.ის ფსიქოლოგი აღმოჩნდა და შემომთავაზა მასთან მევლო კურსებზე.გადავწყვტე ცხოვრების შეცვლა და ზუსტად 1 წელი და 4 თვე ვიარე,უნდა ვაღიარო რომ მე მან გადამარჩინა და სიცოცხლისკენ შემომაბრუნა.მიხაროდა ცხოვრება,მაგრამ კურსების დასრულებიდან რამოდენიმე დღეში მე ის გოგონა აღარ მინახავს,გაქრა ისე უცებ,როგორც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.გული დამწყდა,მაგრამ ამდენი ბრძოლის შემდეგ ქუჩას გავერიდე,აღარავარ ქუჩის ბიჭი,მაგრამ ახლა სულ სხვა ჭაობში აღმოვჩნდი და სხვისი მარიონეტი გავხდი.რომ დავფიქრდი და თამაშიდან გასვლა მოვინდომე,უკვე ძალიან გვიანი იყო,ახლა კი აზრი აღარ აქვს მე დავკარგე ის სიყვარული რომელიც მართლა მიიღო გულმა და გულით შეიყვარა,თუმცა მე ვერ გავუფრთხილდი ამ ნაზ გრძნობას,ვერ დავიცავი.შევცდი და მწარედ შევცდი.ვნანობ,მიშო ძალიან ვნანობ დღემდე ჩემს შეცდომას.ჯიმიმ ყველაფერი რაც ტკიოდა,რაც კი გულში ჰქონდა ტკივილად ყველაფერი მიშოსთა თქვა და თითქოს გული დაიცალა.შაკოც ისე შესულიყო და უსმენდა,მიშოს არც კი გაუგია,მაგრამ ორივე იდგნენ და გაოცებულები უსმენდნენ ჯიმის საუბარს.
---ახლა კი მთავარი უნდა გითხრათ.საბუთები უკვე თქვენს ხელშია,მაგრამ აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ღამინდელი ვიდეო არის.შაკო შენ არავის დაუნახიხარ იქ იმ ღამეს ვიდეოსთან მე ვიყავი,შემდეგ აი ამ ფლეშკაზე გადმოვიტანე და იქ ყველაფერი გავანადგურე.ესეც მიამატეთ იმ დანარჩენ მტკიცებულებებს.აი ეს კი თუ ოდესმე სასამართლომდე მივიდეს მასზე საქმე,ეს დისკები შეინახე მიშო იმ დღემდე და არავის არ ანდო,პირადად მოსამართლეს მიეცი და თავზეც დაადექი.
---თუ ასეთი მნიშვნელოვანია,რატომ არ გამოიყენე შენი თავის დასაცავად და შენი სიცოცხლის გადასარჩენად,მის წინააღმდეგ.ჯიმიმ ჩიცინა და უთხრა.
---მე გურამის ძალიან ბევრი გაკეთებული ბინძური საქმეები ვიცი,ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან ინფორმაციას ვფლობ და ამიტომ, ის მე მაინც მომიღებდა ბოლოს მიშო.ის ისეთი არამზადაა ამ ყველაფერს გაანადგურებდა,ჩემს მკვლელობას კი ჩაფარცხავდა,როგორც სხვებს.ასე რომ წარმატებებს გისურვებთ და თუ ოდესმე ვერ მოვახერხე პირადად ვუთხრა პატიება ელისოს გადაეცი,რომ ის მე მართლა შემიყვარდა,შავი გულით მაგრამ ნამდვილი სიყვარულით.მე ჩემი საქმე დავასრულე ბიჭებო,ახლა კი თქვენზეა ამ წურბელას მოშორება საზოგადოებისთვის,საქმე თქვენ დაასრულეთ.მიშო მგელი არ კბენს მგელს,მაგრამ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა,ამიტომ ჩვენ ცხოველური ჯიშისანი ვართ და მე ჩემით დავამტკიცე,რომ ადამიანი ადამიანისთვის ,,მგელია'' კერძოდ მგელი თავის მოძმეებს არ წირავს,ჩვენ კი ადამიანები მხოლოდ ჩვენ გვქონდეს ყველაზე ბევრი ქონება,არც ვუფიქრდებით ისე ვწირავთ ადამიანების მოდგმას.მიშომ ჯიმის უხმოდ დაემშვიდობა,ორი კონვერტი გულის ჯიბეში ჩაიდო და პალატიდან გავიდა ძალიან დადარდიანებული და დაფიქრებული,მაგრამ სანამ კარს მიკეტავდა ისევ შემოესმა ჯიმის ხმა.

---დამიჯერე მიშო.ნანახით გაოცებული მოსამართლე,უსიტყვოდ გამოუტანს განაჩენს და გპირდებით რომ ეს განაჩენი იქნება ,,სამუდამო'' პატიმრობა.მადლობა რომ მოხვედით და მომისმინეთ,თქვენ ორივე ამ სიდით,ჩემი შვილის მომავალს გადაარჩენთ.მე კი გემშვიდობებით,ვიცი რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა,მე ვგრძნობ ამას.
მეხუთე თავი.
სულის ტკივილი იცით რა არის?მის მოლოდინში,რომ ელოდები და წამებს ითვლის.სული ბორგავს,გული კი კვნესის და რომ ვერ უხერხებ გაყუჩებას მის ნებაზე უშვებ,იქროლოს მტკივნეულად სულში და ოდესღაც დაწყნარდება თავად ტკივილი.თინის თვალზე ცრემლი ნელა-ნელა გულს უკლავდა და უნდოდა უკან დაებრუნებინა დაკარგული წამები.რატომ,რატომ დაუგო ბედმა მახე,რატომ დაუშრა ცრემლი თვალში.მტკივნეულია რომ არსებობენ ადამიანები,რომლებსაც სხვისი ცრემლი არად უღირთ,არ განუცდიათ თავად ტკივილი და ამიტომ არ ესმით სხვისი წუხილი.არსებობენ ადამიანები,რომლებსაც თავის თავის გარდა და თავიანთი ეგოისტობის გარდა,სიყვარულის უნარიც კი არ გააჩნიათ.სულში თუ არ შეაღწია ცრემლის გოდებამ და ეს ყველა ტკივილი თავად არ იგრძნო გულით,სული არ აუტირდა და აუკვნესდა,ვერასოდეს ვერ გაიგებს უცხოს ვერც ტკივილს და ვერც წუხილს.
---ამოდენა შიშისა და დიდი ტკივილის შემდეგ, მე ყველაზე ბედნიერი მგონია ჩემი თავი.საოცარი განცდაა და სასიამოვნო განცდა,ახლა რომ ისევ თქვენს გვერდით ვზივარ და თქვენ გიყურებთ.თქვა ცრემლიანმა თინიმ რომელიც პლედშემოხვეული იჯდა მისაღებში და ხელში ცხელი ჩაის ფინჯანი ეჭირა.არასოდეს მიფიქრია,როდისმე თუ ასეთ სიტუაციაში მოვხვდებოდი,მე მეგონა ვერავინი ვერ მომერეოდა ვერასდროს და მთელ ჩემს შესაძლებლობლებს გამოვიყენებდი,მაგრამ თვალი რომ გავახილე დავიბენი,ძალიან დავიბენი.
---დაწყნარდი,ახლა მშვიდად იქნები.ემოციები აღარ არის საჭირო,ყველაფერი უფლის ნებით კარგად დასრულდა.ეს უბრალოდ ჩვთვალოთ,რომ ცუდი სიზმარი იყო საყვარელო და უკვე გაიარა.
---ჩემზე,ჩემზე იყო ყველას სიცოცხლე დამოკიდებული.ბევრი რამ ამომიტივტივდა თავში,მაგრამ მაპატიე ძია ვახო ვერ გავბედე,ვერ შევძელი მგლებს შიშველი ხელებით შევრკინებოდი.
---ჩუუუ,შენ ძალიან ბევრი რომ გააკეთე,იმიტომ დაგემართა ეს და გპირდებით ყველას,რომ ძალიან მალე დასრულდება ეს ყველაფერი.ელისომ თინი თავის საძინებელში აიყვანა,ცხელი აბაზანა გაუმზადა და შემდეგ თბილად ჩააწვინა თავის საწოლში.ეფერებოდა თმებზე და ამ ფერებაში თინის ჩაეძინა.
---ვიცი და დარწმუნებული ვარ.ძალიან გაგიჭირდა.შეძლეს,შენი სულის ტკივილიც შეძლეს.რომ შეგხედე შენი თვალების სიღრმეში ამოვიკითხე შიში და უზარმაზარი ტკივილი.გათამამდი საყვარელო,დღეს მიშომ შენი დაკარგვის უზარმაზარი შიში განიცადა და რომ დაგინახა,მას შემდეგ ამოისუნთქა თავისუფლად.შენ ისევ ჩვენთან ხარ,ჩვენს გვერდით.ყველაფრის ტკივილი უსიამოვნო ტანჯვაა,არ აქვს მნიშვნელობა ის ტკივილი ფიზიკურია თუ სულიერი.ხანგრძლივი ტკივილის დროს იცვლება გულის ფეთქვა,მატულობს წნევა,სისხლის პორმართა კონცენტრაცია უჭირს და ფართოვდება თვალის გუგები.დღეს ეს ყველა ჩამონათვალი დავინახე ჩემი თვალით მიშოს სახეზე.ბედნიერი ხარ საყვარელო და მადლობა,ჩემი მიშო რომ ასე გააბედნიერე.ეს მე ძალიან,ძალიან მიხარია.ჩაძინებულ თინის შუბლზე თბილი ამბორი დაუტოვა და წამოდგა,კომპიუტერი ჩართო და გულმა ჯერ ნელა-ნელა და შემდეგ ერთი შემოტევით დაიწყო კანკალი და აი,აი ლამის ცუდად გახდა,როცა ჯერ წერილი ჩაიკითხა და შემდეგ ახალმა შეტყობინებამ რეალობაში დააბრუნა.გახსნა ხელის კანკალით ახალი შეტყობინება და კითხულობს.

---ელი როგორ ხარ,რატომ არ გძინავს.საქართველო ხომ წინ არის ჩვენს დროსთან შედარებით და ახლა მანდ ძალიან გვიან არის.
---რა იცი,რომ არ მძინავს?დაიბნა ელისო.ჯერ სიცილის სმაილები და შემდეგ შეტყობინება მოუვიდა.
---პირველი, თუ გძინავს როგორ მპასუხობ და მეორე,რომ გეძინოს პირველივე შეტყობინებაზე არ მიპასუხებდი.
---მართალი ხარ,დავიბენი უცებ.თავად, რატომ არ გძინავს?
---სუნი მეცა შორიდან,რომ არ გძინავდა და თან ვიგრძენი რომ რაღაც გაწუხებს,ვერ ისვენებ,ვერ ხარ კარგად.
---ასე კარგად გამიცანი უკვე?
---ნაწილობრივ,მგონი შეგიცანი და არა გაგიცანი.
---ექიმო, თქვენი შეტყობინება წავიკითხე და ძალიან გამეხარდა.ყველაზე უფრო, ის რომ ჩამოსვლას აპირებთ.
---მართლა გაგიხარდა ელი ჩემი ჩამოსვლა?
---რატომაც არა?უთხრა გულუბრყვილოდ და თვალებში ბედნიერების ვარსკვლავმა გაიბრწყინა.არ დაუნახავს,მაგრამ იგრძნო ეს ბედნიერების სხივი ხრისტომ და თავადაც ბედნიერებით აევსო გული.
---მიხარია ასე რომ გაგახარე,მხოლოდ მითხარი 8 მარტი რა დღესასწაულია თქვენში?

---ოოო, ეს დიდი დღესასწაულია.ეს დღე ქალთა დღეა,დიდებული დღე მამაკაცები ყვავილებს ჩუქნიან მანდილოსნებს და იმ დღეს ჩუქნიან უზარმაზარ სიყვარულს თავიანთ მანდილოსნებს.გულიდან წამოსული სიტყვები შემოესმა და ძალიან თბილად მოხვდა თავის გულსაც თბილად ნათქვამი თითოეული სიტყვა.ჩაიღიმა და ელისოს უთხრა.
---ხოდა სწორედ 8 მარტისთვის მინდა მანდ მეც ვიყო.
---გელოდები,მე აქამდეც გელოდებოდი,ხედავ?თურმე შემძლებია ლოდინი.
---მართლა?იცი,დღეს შენი თმების სურნელი ჰქონდა ნაწვიმარ მიწას,მაგრამ ქარმა,იმ საზიზღარმა ქარმა გამიფანტა ის სურნელი.
---ტყუილად არ გაუფანტავს ექიმო,ჩემს სურნელთან ერთად შეზავებული თქვენი სურნელიც აქ მომიტანა.
---ხოოოო?ხოდა შემოიხვიე შეზავებული სურნელის მანტია და გაგათბობს.უკვე გვიანია და დაისვენე,მე კი შენს ძილს ვუდარაჯებ.მინდა შენს სუნთქვას ვუსმინო,მე მაინც შენ საჩუქრად გამოგატანე ჩემი ძილი უჩუმრად.
---მართლა?და აქამდე ჩემთან იყო?
---მართლა ხო.რაც შენ წახვედი ჩემგან, გეფიცები შენთნ იყო,დიახ ეს ასეა.რამდენი თვეა არ მიძინია,ახლა კი უნდა ვაღიარო,რომ ამ თვეების მანძილზე,დღეს კი პირველად დავიძინებ გემრიელად.
---ტკბილი ძილი ექიმო და მალე შეხვედრამდე.
---მალე შეხვედრამდე ჩემო.
სიზმარი ადამიანის ქვეცნობიერების მოგზაურობაა,საყვარელ ადამიანთან მცირე დროით საუბარმა კი უდიდესი ბედნიერება შეჰმატა და გაბადრული შეუწვა თინის საწოლში და დილამდე ტკბილად ეძინა.სიზმრებში დაჰქროდა ღიმილიანი და ბედნიერი საყვარელ ადამიანთან ერთად და მთელი დღე მზეში ყოფნამ ძალიან შეაწუხა,აწრიალდა,ხან აქეთ გაიხედა,ხან იქით და მზისგან შეწუხებულმა იფიქრა დავემალები მზესო და რამდენიმე სალტეს გაკეთების შემდეგ,მისგა გასაკვირად უეცრად იატაკზე აღმოჩნდა,რამაც სრულიად გამოაფხიზლა და მისი საამური სიზმარიც გაქრა.ხმაურზე თინის გამოეღვიძა და გაკვირვებულმა ზემოდან დააჩერდა ელისოს რომელიც ცივ იატაკს ჩახუტებოდა და შემდეგ გულიანი კისკისით აავსო ოთახი.საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება იმისთვის,რომ იატაკზე იჯდა ნახევრად შიშველი,თინის შესცქეროდა მადლიერი თვალებით.გაუხარდა წინა დღის დატვირთული ემოციების გამო რომ შეძლო გაცინება და გამხიარულება.მათ ხმაურზე ახლად ამდგარი მიშომაც შემოგლიჯა საძინებლის კარები და გოგონებს თავზე დაადგა,მაგრამ ელისოს რომ შეხედა თავადაც გაეცინა.
---ელისო რას ეძებ მანდ,რა დაკარგე?კითხა ირონიულად.
---ვაი გვერდებიიი,გადმოვარდი იდიოტო რას უნდა ვეძებდე.თქვა ელისომ და ისევ თინის შეუწვა გაჭირვებით,თან მიშოს დაცინვაც დაიმსახურა.
---არა,ძალიან საინტერესოა რა სიზმარი ნახე, ძირს რომ გადმოვარდი.
---ყოველ შემთხვევაში,შენისთანა უჟასი არ დამსიზმრებია,მე უფრო დახვეწილი,სიკეთით,სათნოებით და სიყვარულით სავსე ადამიაბნი დამესიზმრა.
---აჰა,ესე იგი,მე უჟასი ვარ და ის დახვეწილი და ყოველი მხრიდან დადებითი თვისებებით შემკული?
---მაააშ,არ იცოდი?
რატომ გაგოკვირდა ასე სიმართლე?
---კარგი,აწი გეცოდინება შედარება როგორ უნდა გააკეთო.საწოლს მიუახლოვდა წარბების თამაშით და საბანი გადააძრო იმ წუთში შეწოლილ ელისოს და მისი ძლიერი მკლავებით წამოაგდო საწოლიდან.ახმაურდა სახლი და ელისოს კივილმა ყველა ფეხზე დააყენა.წინა დღეების ნანერვიულებს გული ლამის დაუსკდათ.პირველი ვახო და შაკო გამოვარდნენ იარაღით ხელში ოთახებიდან და მიშო რომ დაინახეს მხარზე ელისო ყავდა გადადებული,ჯერ გაბრაზდნენ მაგრამ შემდეგ ღიმილი შეეპარათ ღაწვებზე.ვახომ ხელი ჩაიქნია და ისევ თავის საძინებელში აპირებდა შესვლას ელისომ რომ დაუკივლა.
---მამააა,რას დამდგარხარ და მომჩერებიხარ,მიშველე ამ ველურს წაართვი ჩემი თავი,სად მიგყავარ ველურო.
---როგორ თქვი,უჟასი ხარო?ხოდა უჟასებმა არ იციან შებრალება.უთხრა მიშომ და ელისო აბაზანაში შეაგდო,წყალი მოუშვა და ერთიანად გაწუწა.
---ფეხი მისრიალობს იდიოტო,ხელი მაინც მომკიდე და არ გამიშვა თორემ ტვინს დავასხამ ძირს.მიშომ ვერ მიუხვდა ელისოს ეშმაკობას და სულ ცოტა ხანში ისიც ვანაში აღმოჩნდა ელისოს გვერდით.
---გაზაფხული შემოვარდა სახლში შენთან და შენს სიგიჟეებთან ერთად მიშკა.გილოცავ დღეს პირველი მარტია და ვინც მოტყუვდა ბატია.კისკისებდა ელისო.
---სულელი ხარ,სულელი.ყვიროდა მიშო და ელისო კიბეებს სიცილით მიუყვებდა.მიშოს შაკო დაადგა თავზე და უთხრა.
---მეტი მოგიხდება,უნდა ჩაგგუდო ახლა მანდ.მართლა უჟასი ხარ მთელი სახლი ფხზე დააყენე დღეს.ელისო სიცილით შევიდა თავის ოთახში,სულ სველი მაგრამ ბედნიერი.
---რა მშვენიერი დილაა,ჩემს ცხოვრებაში პირველად ვარ ასეთი ბედნიერი.თინის ცრემლები დაედინა სახეზე და ელისომ გაოცებულმა უთხრა;-რა გატირებს საყვარელო?
---ვტირი,მე ვტირი ხო.რადგან ცოტა ხნის წინ სიკვდილს ჩავხედე თვალებში.დღეს კი რა ბედნიერი დილაა,სიცოცხლით და ხალისით სავსე.ელისოს გაეცინა თინის გულუბრყვილობაზე და უთხრა.
---წუხელ ჩემს ექიმს ვემესიჯე და იცი რა მითხრა?
---რაო,რა გითხრა?ელისოს სიხარული თინისაც გადმოედო.
---ჩამოსვლას აპირებს სარვამარტოდ.
---მართლა?ოჰოჰოოო,გავიცნობთ აბა ბერძენ მაჩოს ახლოდან.ვნახოთ ერთი რა ჩიტია ასეთი,რომ გადაგრია და ძილიც კი დაგიფრთხ
--- არ გედავები იმაზე,არსებობს თუ არა ერთი ნახვით შეყვარება,არ ვიცი თინი მაგრამ,ის კი ვიცი,რომ ეს უბრალოდ გრძნობის სიძლიერეა.რაც გავაანალიზე ჩემს თავში თუ რა მოხდა და როგორ შემოვარდა ეს ექიმი ჩემში.ყურს ვუგდებ ჩემს შეგრძნებებს და უკვე ღრმად არის ეს პიროვნება ჩემს გრძნობებში.ცხოვრებაში შანსი მხოლოდ ერთხელ გვეძლევა,მე კი შანსი არ მჭირდება ის შანსის გარეშე შემოვიდა ჩემში,ისე თითქოს საყვირით მიმახარობლა,აქ ვარო.უნდა წარმოიდგინო,რომ ის შენი ანარეკლია,შენ კი მისი.თინა იცი რა არის სიყვარული,შეგიძლია ახსნა ეს გრძნობა?ამ დროს მიშო შედიოდა ოთახში,მაგრამ ფეხი შეიჩერა და კარებთან დადგა.აინტერესებდა რას იტყოდა თინი ამ გრძნობის შესახებ და როგორ ხსნიდა ის სიტყვა ,,სიყვარულს''.
---იცი ელო.ამ სიტყვის ახსნა არც თუ ისე იოლია.ეს სიტყვა საუკუნეების მანძილზე,თვით მეცნიერებმაც კი ვერ ახსნეს და ვერ შეისწავლეს.მე კი მგონია,რომ როცა ვიღაც გიყვარს სამყარო სულ სხვანაირი გეჩვენება,ამ ქვეყნად არაფერი არ გწყინს და შენს გარშემო ყველაფერი გიხარია.გრძნობ,რომ ის ადამიანი შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.ის გათბობს და გეალერსება მისი სხივებით.ხშირად ფიქრობ მასზე და ის შენი ღამის სიზმრის სტუმრად მოსვლასაც არ იზარებს.რაც ყველაზე მთავარია,მის გვერდით თავს დაცულად გრძნობ და გგონია,რომ მის გარეშე ვერ იარსებებ,სუნთქვაც კი გაგიჭირდება.სიყვარული ხშირ შემთხვევაში ჩვენზე ძლიერია,თუ მას შენგან დაცვა დასჭირდა,შენ უბრძოლველად არ ნებდები,არ ტოვებ ბრძოლის ველს და ბრძოლობ ბოლომდე შენი გრძობების და შენი სიყვარულის დასაცავად,ისეთი ძლიერი ხდები,გგონია მთებსაც კი გადადგამ.თუ დააგვიანდა შენი მოკითხვა,ამ დროს ყველაფერი კარგი გავიწყდება და მუდამ ცუდს ფიქრობს ტვინი და სამყარო შენს ირგვლივ წყვეტს არსებობას,მხოლოდ შენს თვალებში მის სახეს ხედავ,გესმის ყველგან მისი ხმა,გახსენდება მისი კოცნა და ფიქრობ,რომ ამ დროს შენ ყველაზე უბედური ადამიანი ხარ.სიყვარული კი ამ დროს უფრო მატულობს და გრძნობა ყოველდღე იზრდება,ის არასოდეს არ კარგავს თავის პირვანდელ მდგომარეობას,არ წყდება,არ უფერულდება,არ ხუნდება. გულწრფელი სიყვარული ყველაზე ლამაზია,ის ყველგან და ყველაფრისგან განსხვავდება.პირველი სიყვარულის დავიწყება,გულით რომ გიყვარს უზომოდ ძნელია.ძნელი კიარადა,შეუძლებელია.ყველაფერი ახალია შენში.შენთვის პირველი ცრემლი სიყვარულისთვის,პირველი სიხარული,პირველი სითბო,ყველაზე მნიშვნელოვანი კი პირველი კოცნაა დაუვიწყარი.
---და გახსოვდეს ძვირფასო,ძლიერი სიყვარული შენგან არასოდეს არ მიდის და ის ყოველთვის შენთან არის,შენში.თინის სიყვარულის ახსნა,მიშომ დაასრულა და თინის თვალებში ჩახედა,შემდეგ ელისოს გახედა და უთხრა.
---რაო, ელისო შეყვარებული ვართო?
---საიდან მოიტანე.შეუბღვირა ელისომ.
---ისე ჩამოაყალიბებინე თითოეული დეტალი, ასე მე რომ მომენდომებინა,მე ვერ ავუხსნიდი სიყვარულს ჩემს თინის.
---ჯუნგლებმა არ იციან სიყვარულის ახსნა,ამიტომ რაცარუნდა ეცადო,მაინც ვერ ახსნი.
---როგორც ვატყობ,კიდევ გინდა ცივი აბაზანის მიღება.
---არც გაბედო და არ მომიახლოვდე.ცივად უკივლა მისკენ წასულ მიშიკოს და თან სამჯერ ზედიზედ დააცემინა.
---ოხ,ოხ,ოხ,ფაქიზო გაგვიცივდა.
---ელო ჩაწექი და ცხელ ჩაის მოგიტან ახლავეს.უთხრა თინიმ და სამზარეულოში გაიქცა,სულ ცოტა ხანში დაბრუნდა ცხელი ფინჯანით ხელში და მიშოს მიუბრუნდა გაბრაზებულმა.
---რა ცხოველი ხარ,ახლა ამის გაცივება იქნებოდა?

---რა ხდება,რატომ ევლები ფაქიზოს ასე თავზე,რა თუ გაცივდა რძე გაუშრება?თქვა და ხმამაღალი ხმით გადაიხარხარა.
---ექიმი ჩამოდის, სარვამარტოდ აქ იქნება.
---ოოჰ,ოჰ,ოოო,ჩვენი მაჩომ გვიკადრა და ჩამოდის?იციან ქვემოთ?შეეკითხა ელისოს.
---დამაცადე რომ მეთქვა?უაზრო.შეუყვირა ელისომ.
---შენ ხმას ნუ უწევ ჩემთან,ეს ერთი და მეორე დილით რომ შემოვედი წყნარად,არეულობის გარეშე რატომ არ მითხარი,მართლა უაზრო რომ ხარ.თავი რატომ გამბია,მხოლოდ ქუდისთვის?მიშომაც არ დააკლო ხმა და შეუყვირა.იმ ღამით სიცხიანი იყო და ვერ მიწერა ექიმს,მაგრამ გამთენიისას როცა სიცხემ დაუწია,კომპიუტერს წაუწია ხელი და პირველი რაც ნახა,წერილები იყო,მაგრამ არ ჰქონდა წერის თავი და არაფერი არ მიწერა.იმ წუთში კი ახალი შეტყობინება მოუვიდა.
---ელი რატომ არ მომწერე დღეს,შეიცვალა რამე და გადაიფიქრე ჩემი სტუმრობა?
---არა,რას ამბობ,სიცხე მქონდა და ვერ მოგწერე,ახლაც სიცხიანი ვარ,მაგრამ იმდენი არა,როგორც წუხელ.
---გაცივდი?
---ხო,ჩემმა ველურმა მეგობარმა წყალში დამასველა.
---ახლა ის ველური მეგობარი,სად არის?
---ძინავს მის საძინებელში.იცი?ძალიან გაუხარდათ ჩემებს თქვენი ჩამოსვლის შესახებ,რომ ვუთხარი.
---სასიამოვნოა ამ შეტყობინების წაკითხვა ,თუ რამე პრობლემაა არ მოგერიდოს ელი.მე გაგიგებ და სხვა დროისთვის გადავდოთ სტუმრობა.
---არა,როგორც გაქვს ჩაფიქრებული ისე იყოს.გელოდებით.
---მადლობა ელი,სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.
---ეს სულ მალე,სადღაც რაღაც 7 დღეშია.
---დიახ,7 დღეშია და შევხვდებით ახლოდან ერთმანეთს.ახლა დაისვენე სიცხიანი ხარ.
---მშვიდობიანი დილა ექიმო.ეგონა ხრისტომ გათიშა და გავიდა მისი გვერდიდან და უფრო გაბედულად დაიწყო წერა.
---მე ძალიან მეშინია ვთქვა სიტყვა ,,მიყვარხარ''. მითქვამს ეს სიტყვა დიდი სიხარულით და დიდი ბედნიერებით სავსეს,როცა ჩემს ირგვლივ ფერადი ფერები ჭარბობდა.ახლა კი მხოლოდ ამას გეტყვი. ,,არ შემცივდება არასდროს,რადგან ვცხოვრობ იქ სადაც შენი გულია,შენს გულში კი მე ვგრძნობ რომ მუდამ გაზაფხულია.მადლობა უფალს,რომ მე თქვენ გაგიცანით,მადლობა იმ ლამაზი დღეებისთვის,ეს ჩვენი ნაცნობობა ჩემთვის ღვთის ნაჩუქარი სასწაულია.ელისო წერილს წერდა და თან მის სახეზე გზა გაიკვლია დაუკითხავად მლაშე ცრემლის სითხემ.
---როგორ მინდა ახლა მოგეფერო,დაგამშვიდო და გულში ჩაგიკრა.გრძნობით დაგიკოცნო ცრემლიანი თვალები,ცრემლები რომლებსაც ჩემთვის დიდი ფასი აქვს. ,,უცხო ქალის ცრემლი'' არ მეგონა ასეთი მგრძნობიარე და ასეთი მნიშვნელოვანი თუ გახდებოდა ჩემთვის ელი.ვცდილობ თავი დავიმორჩილო და ჩემი თავის კონტროლი ვისწავლო შენს წინაშე,რომელიც არ შემიძლია და მანადგურებს.მე შენდამი გრძნობამ დამიმონა და შენი ნახვის სურვილი უფრო გამიმძაფრდა.სამყარომ ხელი შემიწყო შენს პოვნაში და მე აღარ გაგიშვებ,ნუ მთხოვ წასვლას რადგან მე გადავწყვიტე ჩემში დაგტოვო სამარადისოდ სიყვარულისთვის.ნამდვილი სიყვარულისთვის ღირს ბრძოლა და ვინც ბრძოლობს ბოლომდე,ის იმარჯვებს კიდეც.
---მეგონა გასული იყავი და უკვე კიც წაიკითხე.ვიფიქრე,ასე უფრო იოლი იქნებოდა გულიდან ჩემი სათქმელის ამოღება.
---მადლობა,რომ მომწერე.მადლობა,რომ დღეს ბედნიერი დილა მაჩუქე.ახლა უფრო მეტად მინდა ახლოდან გნახო და ახლოდან მოვისმინო ეს სიტყვები.სულ მალე ასეც მოხდება ელი.
---სულ მალე,დროებით ექიმო.ბედნიერი დაუბრუნდა საწოლს და ფიქრებში ჩაეძინა კიდეც.მეორე დღეს დედასაც და მეგობრებსაც ახარა საქართველოში სტუმრობის შესახებ. და ბილეთიც შეუკვეთა.დაფიქრდა ფრისკომ,ხელი დაკრა მსუბუქად მხარზე და უთხრა
---მიდიხარ,მიდიხარ,მაგრამ აბა შენ იცი და არ შეგვარცხვინო.მთელი შენი ძალები მოიკრიბე და შენი სიმპატიური იმიჯი,უფრო სიმპატიური გახადე მწვანეთვალებავ.შენ გადადგი პირველი ნაბიჯი და გულზე ხელდაკრეფილი ნუ დადგები,საუკეთესო მომენტი აარჩიე და ფართოდ გაუღიმე.მზერა გაუსწორე,ხელი გადაისვი თმებზე და პირველმა ნაბიჯმა არ დაგაფრთხოს.ნელა-ნელა განავითარე ურთიერთობა მხოლოდ ღიმილით,უსმინე ყურადღებით და დააკვირდი მოწყენილი მზერა ხომ არა აქვს.
---გეყოს ფრისკო მაიმუნობა.სიცილით უთხრა ხრისტომ და ბოთლში ჩარჩენილი ლუდი მოსვა.
---დამაცადე, ნუ ხარ უჟმური.მე შენთვის ვბრძოლობ ამდენს, და მინდა გასწავლო პირველი ნაბიჯების გადადგმა.შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ?ხო გამახსენდა.მიანიშნე,რომ მზად ხარ უფრო ახლო ურთიერთობაზეც და შექმენი მის წინაშე ნდობის ატმოსფერო,ნუ დააფრთხობ.პაემანზეც წაიყვანე და პირველი პაემანი ამაღლებული გახადე.არ შეიმჩნიო ღელვა,გაითვალისწინე მშვიდი,რომანტიკული ვახშამი გამოვიდეს.დამიჯერე ამ ყველაფერს თუ გაითვალისწინებ,მღელვარება და ემოცია აუცილებელი გახდება სიყვარულის კატალიზატორში.
---ფრისკო ეს სიტყვა, ,,კატალიზატორი'' შენი ლექსიკონიდან ამოიღე?უთხრა საკიმ და ყველამ გაიცინა.ძალიან მალე გავიდა დრო და დადგა ბედნიერებით და მოლოდინით სავსე დღე,ჩვენი ექიმი მეგობრებმა გააცილა საქართველოში.
---თუ მოგეწონება,მომავალში ჩვენც წამოვალთ ხრისტო.
---აუცილებლად,დადგება დღე რომ ჩვენ იქ ერთად წავალთ.წავედი,უკვე რეგისტრაციის დროა,აბა არ მოიწყინოთ 10 დღეში აქ ვარ,ნუ ჩამოყარე ყურები შენი ბობივით.უთხრა სიცილით ფრისკოს.
---ნერვებს მიჭამ,სულ მანერვიულებ და ყურში არაფერი შენ არ გესმის,მაგრამ უშენოდ რა გაძლებს 10 დღე.თქვა სევდიანად და მეგობრები ერთმანეთს გადაეხვია.ხრისტო რომ მეგობრებს ემშვიდობებოდა,საქართველოში ელისო აეროპორტში წასასვლელად ემზადებოდა და წავიდა მიშოსთან ერთად.უკვე გამოაცხადა დაფრენა საბერძნეთი-თბილისის რეისმა და ელისოს გულმა აჩქარებულად დაუწყო ფეთქვა.ჩამოვიდა თუ არა ხრისტო ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა მას და უთხრა



№1 სტუმარი marina

rogir gvigalate radros gaskveta iko?magram imedia kargad satimarteba kvelperi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent