შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საცდელი თავი


6-08-2017, 16:19
ავტორი NightMaree
ნანახია 1 187

-ამდენი ხანი სად იყავით,ახლა გაგახსენდით და გგონიათ,რომ ყველაფერი ძველებურად იქნება?!
-შვილო,ანა მოგვისმინე ჩვენ არ ვიყავით მზად იმისთვის,რომ ბავშვი გაგვეზარდა -მაშინ საერთოდ არ გაგეჩინეთ
-ასე ნუ ამბობ,ახალი ცხოვრება გექნება,ახალ სახლში იცხოვრებ , ვერ ხედავ,რომ შევიცვალეთ ?!
-თქვენ ჩემთვის იმ დღიდან აღარ არსებობთ,რაც ეს კარები მომღიმარი სახეებით მოიჯახუნეთ,მაგრამ რადგანაც ჯერ არასრულწლოვანი ვარ არ შემიძლია შეგეწინააღმდეგოთ.ერთი იცოდეთ,გავა ეს წელიწადიც და ვეღარასოდეს მნახავთ..
უფრო მეტი მქონდა სათქმელი,ბევრად მეტი.რატომ მიმატოვეს,დამტოვეს გამხეცებულ ბებიასთან,რომელმაც მთელი ცხოვრება გამინადგურა.არავის არ ვაჩვენებდი თუ როგორ ვიტანჯებოდი.ყოველთვის ვცდილობდი,რომ ძლიერი ვყოფილიყავი.არასოდეს მიტირია ხალხის წინაშე,ყოველთვის ვიღიმოდი და ვცდილობდი ცუდზე არ მეფიქრა.კარგად მახსოვს ერთი დღე,1 ნოემბერი,ჩემი დაბადების დღე.ვიჯექი ბე იასთან ერთად,რომელიც მიუხედავად ამ დღისა ინარჩუნებდა მკაცრ გამოხედვას.კომპიუტერში სიმღერა ჩართო,რომელიც ახლაც ჩამესმის ყურებში.ისე აყოლებდა ტაშს თითქოს ოპერაში,ინტელიგენტი საზოგადოების გარემოცვაში უსმენდა რომელიმე ცნობილი მომღერლის გამოსვლას.სიმღერა დასრულდა,მეც უღიმღამოდ ჩავაქრე სანთლები და მას ერთი კითხვა დავუსვი,ახლაც კი ვნანობ
-რატომ არ მომეცი უფლება,რომ რამდენიმე მეგობარი დამეპატიჟებინა?
სახე კიდევ უფრო სერიოზული გაუხდა,დამცინავიც კი. არც კი დაფიქრებულა, პირდაპირ დამიჯდა და მითხრა:
-ანა,ნუთუ ვერ ხვდები,რომ არავის უნდა შენთან ურთიერთობა.ყველამ იცის,რომ მშობლებსაც კი არ სჭირდები.მე დავრეკე სკოლაში და ვთხოვე,რომ შენთვის ყურადღება მოექციათ,არ მოგქცეოდნენ ისე როგორც გეკუთვნის
ვიცოდი,რომ ეს არ იყო სინამდვილე,ორი მეგობარი მყავდა სანდრო და ილია,ისინი მიცავდნენ,ვუყვარდი და გვერდში მედგნენ.მათ თვალებში დიდი სიყვარული იკითხებოდა.ამ დღემდე მშობლებს არ ვამტყუნებდი,გულის სიღრმეში ვიცოდი,რომ მათი საქციელი გულს ძალიან მტკენდა,მაგრამ უაზროდ ვამართლებდი.მაშინ ვიფიქრე,რომ მე ვიყავი დამნაშავე,ის რაც მაშინ ვიგრძენი სიტყვებით ვერ ავხსნი,მოვიკრიბე ძალა,რომ ამ ქალის თვალწინ არ მეტირა და ნელი ნაბიჯით ჩემს ოთახში ჩავიკეტე.ზურგს უკან ცივი,დამცინავი მზერა ვიგრძენი.ნუთუ შეუძლია ბებიას საკუთარი შვილიშვილი ამ დონემდე სძულდეს.ის არ მყოფნიდა,რომ მშობლებმა მიმაგდეს ამ ყველაფერს ის ემატებოდა,რომ ალქაჯთან ერთად ვცხოვრობდი.მისი დამსახურებაა,რომ ჩემს თავს დამნაშავედ ვთვლიდი და ერთი ფრაზა მილიონჯერ ჩამესმოდა:"შენი ბრალია,ცუდი შვილი იყავი". დრო გავიდა.მივხვდი,რომ მე დამნაშავე ნამდვილად არაფერში ვიყავი,არც ამ ქალს,ბებიას არ ვაქცევდი ყურადღებას.მეც ვისწავლე ცინიკური ღიმილი და ყოველ მის გესლით სავსე ფრაზას ამით ვასაჩუქრებდი.სინამდვილეში კი ყველაფერი მამახსოვრდებოდა და მწყინდა,ღამეებს ტირილში ვათენებდი და მეგონა,რომ არაფერი შეიცვლებოდა,თუმცა ყველაზე საშინელი დღე ჯერ კიდევ წინ იყო.ისევ 1 ნოემბერი მე, ჩემი ილია და სანდრო ღამის პირველ საათზე ვბოდიალობდით რუსთაველზე.სანდროს როგორც ყოველთვის რაღაც გიჟური იდეა გაუჩნდა და მომღიმარი სახით შემოგვხედა,თვალები უნათებდა როგორც ყოველთვის და თმები აბურდული და და საყვარელი ღიმილი დაგაბნევდა და დიდ სითბოს გაგრძნობინებდა.თქვა,რომ ერთ მიტოვებულ სახლში წავსულიყავით,გვეყიდა შამპანიური და აგვეღნიშნა ეს დღე,ორივემ იცოდა,რომ ვერ ვიტანდი 1 ნოემბერს,მთელი გულით მეზიზღებოდა,მაგრამ ცდილობდნენ რომ ეს შეეცვალათ.ყველაფერი იცოდნენ ჩემზე.ისიც.რომ ვერ ვიტანდი ხალხმრავალ ადგილებს,ძვირადღირებულ ნივთებს.ამის მიზეზიც ცნობილი იყო,არ მინდოდა,რომ ოჯახის წევრებს დავმსგავსებოდი.უგულო ადამიანებს,რომლებიც არაფრად აგდებდნენ გრძნობებს.ადამიანობას ფულზე ცვლიდნენ და თავისუფლად შეეძლოთ ყველაზე საზარელი რამის ჩადენა ამ დამღუპველი ფურცლებისთვის.ილიამ თქვა,რომ მას უკვე მზად ჰქონდა სიურპრიზი და მიგდებულ სახლში მარტო იდიოტი თუ წავიდოდა.
-კარგი რა ილია,მე უკვე გითხარი,რომ მე უბრალოდ თქვენთან ყოფნა მინდოდა და ზედმეტი სისულელეების გარეშე გაგვეტარებინა ეს დღე
-ხომ იცი,რომ მე მასე არ მიყვარს.ჩემს ანო-ბანოს თუ არ გავაოცებ ისე არ გამოვა
-არ მინდოდა მეთქვა,მაგრამ მიგდებულ სახლში არც მე არ მიმყავდი,უბრალოდ სხვანაირად არ წამოხვიდოდი შენი ამბავი,რომ ვიცი
მოკლედ აქ დაიწყო უაზრო ჩხუბი,სამივე ვიცინოდით.ეს ორი სულელი ერთმანეთს ურტყამდა.სანდრომ დამიჭირა და ჩემს უკან იმალებოდა.ილიამ დაიწყო ძახილი,გაუშვი თუ მაგარი ხარო.სანრომ გამიშვა სიცილით უკან დაიხია და წამებში დავინახე,თუ როგორ შეეცვალა გამომეტყველება.თვალებში ტკივილი დავინახე.ჩემი სანდრო მიწაზე ეგდო.ყველგან სისხლს ვხედავდი.ვეღარ ვაზროვნებდი,თვალებში დამიბნელდა და მხოლოდ ილიას გინება და ვიღაც მთვრალი კაცის სასოწარკვეთილი სახე ჩანდა.სახლში როგორ მიმიყვანეს აღარ მახსოვს.ერთი კვირა ოთახიდან არ გამოვსულვარ.ილია ყოველ დღე მოდიოდა,მაგრამ ბებია არ უშვებდა.არ ვიყავი მზად,არ მინდოდა იმის აღიარება,რომ სანდრო აღარ იყო.ყველა მტოვებდა.მეგონა,რომ ეს ჩემი ბედია,რომ დაწყევლილი ვარ.მე რომ არა სანდრო იქ არ იდგებოდა.არ უნდა გავეცანი.კარგად მახსოვს,რომ პირველ კლასში,პირველ დღეს ილიამ მითხრა რა სულელურად გამოიყურებიო.მე გავბრაზდი და პერანგი ფლომასტერით გავუფუჭე.
- ახლა ვინ უფრო სასაცილოა,მე თუ შენ? ის გამწარდა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა სანროც.ვხედავდი, რომ ეშინოდა ილიასი,თვალებზე და ხმაზე ეტყობოდა,მაგრამ ძალა მოიკრიბა და უთხრა,რომ გოგოსთან ასე მოქცევა არ შეიძლებაო.დაიწყო ჩხუბი და იმის ნაცვლად,რომ ეს ორი დაესაჯათ მე მითხრეს,პირველივე დღეს ორი ბიჭი წააჩხუბეო.დამსაჯეს და ამის გამო ამ ორს არ ველაპარაკებოდი.ერთი კვირის შემდეგ ერთად მოვიდნენ და ბოდიში მომიხადეს.გავუღიმე და ვუთხარი:
-ერთი პირობით,ვიმეგობრებთ და ერთმანეთს არ ვაწყენინებთ
ასეთ პასუხს ნამდვილად არ მოელოდნენ.კლასში გოგოებმა შემიძულეს,რადგანაც ბიჭებთან ვმეგობრობდი.მათ ხომ უნდოდათ ყველას მათ გარშემო ეტრიალა და ყოველთვის ცდილობდნენ რამე ცუდი ეთქვათ,ის რაც ყველას შეუცვლიდა ჩემზე წარმოდგენას.ამის გამო ილიას და სანდროს ბევრი უჩხუბიათ.მე მხოლოდ მათი დამსახურებით ვუძლებდი ამ ცხოვრებას. ერთი კვირის მერე მივხვდი,რომ ილიაც ჩემსავით ცუდად იყო და ჩვენ ერთმანეთი გვჭირდებოდა.მის სახლთან მივედი,მაგრამ მისი მშობლების ნახვა ახლა ნამდვილად არ შემეძლო.დავურეკე და გამოვიდა.ჩაწითლებული თვალებით შემომხედა და მითხრა:
-ასეთ რთულ მომენტში რატომ დამტოვე
-ილია,გთხოვ გამიგე არ შემეძლო,ამის აღიარება.არ მინდოდა.შენზეც ძალიან ვნერვიულობ დამიჯერე,ვიცი რასაც გრძნობ
-ყოველ დღე
-რა თქვი?
-ყოველ დღე მოვდიოდი შენთან,არც გასვენებაში ყოფილხარ ის ადამიანს აღარ ჰგავდა,ღრიალებდა,ტიროდა და ტკიოდა,ძალიან ტკიოდა.
-გთხოვ ილია,მაპატიე.არ მოვედი,რადგანაც სანდრო ჩემთვის მკვდარი არაა,ის ცოცხალია,ჩემთვის არასოდეს მოკვდება
-სიტყვა მომეცი,რომ შენც არ მიმატოვებ ანა
-გპირდები
ამ დღეს წავედით ილიას საფლავზე და ერთად ვტიროდით.წამოსვლის წინ კი დაგპირდით,რომ მის ადგილს ვერავინ დაიკავებდა.ჩვენი სამეული მიუხედავად ამ ყველაფრისა არ დაიშლებოდა. ჩემმა მშობლებმა გაიგეს ამ ინციდენტის შესახებ და მომაკითხეს.მე უკვე ძალა აღარ მქონდა.დავთანხმდი მათთან ცხოვრებას რადგანაც სხვა გზა არ მქონდა.ამერიკიდან ჩამოვიდნენ და ბინა ვერაზე იყიდეს.ახალ სახლში მივედი და მალევე ჩავიკეტე ჩემს ახალ ოთახში.ბოლოს მომბეზრდა და ილიას დავურეკე.მითხრა, რომ მომაკითხავდა და დაბლა ჩავსულიყავი.ჩავირბინე მესამეზე და ამ დროს ერთი გოგო თავისი ტორტით ამოდიოდა იმის გამო,რომ კიბეებზე ყოველთვის გიჟივით ჩავრბივარ მივეჯახე და მთელი ტორტი ჩემს სახეზე აღმოჩნდა.მე დიდად არ მეწყინა,გემრიელი იყო,მე როგორიც მიყვარს შოკოლადის და ამას ნამდვილად არ ესიამოვნა
-ცოტა ფრთხილად მოძრაობა არ შეიძლება?
-შენ უნდა შევეკითხო როგორ ვივლი?
-ჩემი დღის ბედნიერება გაანაგურე
-კარგი არ იტირო საღამოს მოგიტან და ერთად ვჭამოთ
-ვინ ხარ საერთოდ
-ახალი მეზობელი,მაგრამ იცოდე რომ მეგობრების ძიებაში არ ვარ -ეს ვუთხარი და გავიქეცი,მაგრამ სინამდვილეში ყოველთვის მინდოდა დაქალი მყოლოდა.ეს არ უნდა მეთქვა,ეტყობოდა რომ არ იყო ჩემი კლასელების მსგავსი....


-----------------------------------------------
ეს არის საცდელი თავი ბავშვებო <3 ვიმედოვნებ მოგეწონებათ <3 ველოდები თქვენს კომენტარებს და შეფასებებს



№1 სტუმარი ))

mmm rakatgiiiyoo gulisamachuyrbelk Dade ra gtxovv tan malee:-* :-*

 


№2 სტუმარი ani

მომეწონაააა... გაააგრდზელეეე

 


№3 სტუმარი ani

კარგია ესე გააგრზელე საყვარელო <3

 


№4 სტუმარი ani

ისადა მალე დადებ? kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent