შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროკურორი მაღალ ქუსლებზე (2 თავი)


6-08-2017, 18:41
ავტორი Ana Stepnadze
ნანახია 2 328

სახლში დაღლილმა შევაბიჯე და ახალგაზრდა გოგონას რომელსაც მგონი ანასტასია ქვია მივესალმე.
-ბოდიში რა გუშინ ვმუშაობდი-გავუღიმე
-არაუშავს მესმის-მკრთალად გამიღიმა და ყავის ჭიქა მომაწოდა
-ძინავს?
-გუშინ გვიან დაიძინა გელოდებოდათ
-ანასტასია ხო?
-დიახ
-შენობით მომმართე და დავალებული ვიქნები ჩემთან თუ გადმოხვალ-გავუღიმე
-მე ასე ვერ შეგაწუხებთ-დაიბნა
-ტასო მე რა გითხარი?-თავი ჩახარა
-კარგი-უცებ გამიღიმა
-მე უნდა ვიბანავო თუ გაიღვიძა უთხარი, რომ მოვედი-გარშემო მიმოვიხედე-ბუჩი სადაა?
-ერთად სძინავთ-გაიღიმა
-დღეს თავისუფალი ხარ ჩაბარგდი და გადმოდი ჩემთან საღამოს გელოდები
-იბანავე და მერე წავალ იქნებ გაეღვიძოს
-არ გაეღვიძება წადი-თავი დამიკრა და ტანის რხევით გავიდა. ტანსაცმელებს დავავლე ხელი და საყვარელი ნათლულის ოთახში შევედი. ტკბილად ეძინა ჩემს ბიჭს. ბიჩიმ ერთი შემომიღრინა და მასაც მივეფერე. მთელი იმ დროის განვმალობაში როდესაც ვბანაობდი არ ამომდიოდა თავიდან თორნიკე დადვანის საქმე. მერე გამოვედი და თმააბურძგნულ ლუს ლოყები დავუკოცნე.
-როგორ მომენატრე ნათლი-ტუჩები დაბრიცა
-ერთი ღამე ვერ მნახე ლუ-ლოყაზე ვუკბინე
-მერე რა-მხრები აიჩეჩა და უფრო მაგრად მომეხვია.
-ჩემო ტკბილო არ გშია?
-აუ კიი-გაიწელა
-რა მოვამზადოთ?
-ბლინებიიი-სასწრაფოდ დაიბანა ხელები სპორტულები ჩაიცვა როგორც სჩვევია და წინ ამესვეტა
-კარგი ბიჭი ხარ.-მომზადება დავიწყეთ და თან ტასოზე შევაპარე
-აბა როგორ მოგწონს კარგი გოგოა?
-ნუ ლამაზია ცოტა ჯიუტი რომ არ იყოს-თვალი ჩამიკრა
-ლუ ასე გამეზარდე?-სიცილით გავხედე
-აუ მე ჩემი ნასწინკა მერჩივნა-ტუჩები გაბუსხა
-ახლა სკოლაში გიწევს შესვლა და იქ ნახავ ნასწინკაზე უკეთესს-ბლინები დავუწყვე წინ და ერთად მივირთვით.
-გისმენთ-დასატენად შეერთებულ ტელეფონს დავწვდი.
-აუ ძააან დიდი მადლობა ლეაჩკა-ჩამყვირა მათემ-ასეთი საჩუქარი ღადაობ?-არ ჩერდებოდა-იმენა და ხარ-იცინის-მადლობა რა
-რისი მადლობა სიძევ
-ის თემო რა პონტში მიპირებდა მოკვლას ვერ მეტყვი?
-აუ მათე ბოდიში რა სხვა საქმე გამოჩნდა და იმას გადავაკვდი მთელი ღამე აუცილებლად გაგირკვევ და გეტყვი
-კაიი
-საკო ჩამიკოცნე
-კაიი გაკოცე
ისევ რეკავს ტელეფონი
-ამ საღამოს მე ცოლ-შვილით და საბა ეულად ამოვალთ-ჩამყვირის ტატო
-ამოდით მანამდე დადვანის საქმეზე მოვდივარ
-რას აიჩემე?
-გეყო ტატო წავედი-შევუბღვირე და ახლად შემოსულ ტასოს გავუღიმე
-მე უნდა წავიდე და გაბარებ ლუს-სასრაფოდ მოვემზადე და განყოფილებაში წავედი. მაშინვე დადვანი ვიკითხე და წინასწარ დაკავების საკანში შევედი.
-აბა დადვანო როგორ განწყობაზე ხარ?-თავზე დავადექი
-თქვენი სტუმრობით გახარებული ქალბატონო პროკურორო-ქვევიდან შემომანათა მწვანე თვალებო
-ზედმეტს თავხედობ დადვანო-გვერდით მივუჯექი და ფეხები გავშალე.
-რამდენი სანტიმეტრია?-ირონიულად გამომხედა
-8
-ცოტაა-ალმაცერად გავხედე
-ვისთვის როგორ, გეყო თავხედობა და მომიყევი როგორ დაგაკავეს.
-დავიჯერო არ იცი?
-მირჩევნია შენგან მოვისმინო-გავუღიმე და ხელები მუხლებზე დავიდე
-კარგი-ტუჩები აბზიკა-მეგობარს შვილი შეეძინა და მოლში წავედი საჩუქრის ასარჩევად მახსოვს მანქანა დაკეტილი დავტოვე, მაგრამ რომ დავბრუნდი ღია დამხვდა-შეყოვნდა-წერილთან ერთად-დაკუჭული ქაღალდი ამოაძვრინა ჯიბიდან და გამომიწოდა. სწრაგად გავხსენი ქაღალდი. =შენი ჯერია დადვანო=
-რატომ არ ანახე სხვებს?
-არ ვიცი ის კაცი მაგრდ არ მომწონს ვინ დამაკავა-სახე მოისრისა-შეგიძლია დედაჩემს დაურეკო და უთხრა არ ინერვიულოს? რამე მოატყუე ან მივლინებაშია ან რამეთქო რა-თვალები მოისრისა
-ნომერი დამიწერე-კალამი და ფურცელი გავუწოდე
-მადლობა-გამიღიმა მეც მოვტრიალდი
-არა შენი ტ*აკი ყოველდღე მაოცებს-უდარდელად იცხადებს
-უზრდელი-ჩემთვია ვბურტყუნებ და კაბინეტში შევდივარ. მითითებულ ნომერზე ვრეკავ და ველოდები როდის მიპასუხებენ
-გისმენთ-ტელეფონში ისმის ხავერდოვანი ხმა
-თორნიკე დადვანის საქმეზე გაწუხებთ... ვერ მოასწრო დარეკვა და საზღვარგარეთ წავიდა მივლინებაში ჯერ არ ვიცით რა დროით მე დამიკავშირდით და შევეცდები გაგასაუბროთ ახლა კი მომიტევეთ უნდა გავთიშო-სწრაფად მივაყარე და გავთიშე. ფაილი გავხსენი და დაკვირვებით გადავავლე თვალი დადვანის ბიოგრაფიას.
,,სახელი, გვარი-თორნიკე დადვანი
დაბადების თარიღი-14/05/1992
დაბადების ადგილი-თბილისი
დედა-ელენე თალიკაშვილი
მამა-ავთო დადვანი
და-ელიზაბეტ დადვანი
ძმა-იაგო დადვანი
საცხოვრებელი- ქ. თბილისი ,,დიღომი 7" ს. 18
დასაქმება-კოსმეტიკური კომპანია ,,Sola"-ს პიარ მენეჯერი.
პროფესია-პიარ მენეჯერი და ფსიქოლოგი." დიდხანს გავაგრძელებდი მისი ბიოგრაფიის კითხვას საბა, რომ არ შემოსულიყო.
-ლეა გავგიჟდები-თავზე ხელი გადაისვა
-რა მოხდა?
-არ ჩერდება ამ ნარკოტიკების ამბავი 16 წლის ბიჭი შეიწირა. ლამის გავგიჟდი, იოანე ხო იცი რა ტიპიცაა გიჟდება ამ კლუბებზე და რაღაცეებზე რა-ნერვიულად დადიოდა.
-დაწყნარდი საბ რა იოს მე დაველაპარაკები
-მართლა-თვალები გაუბრწყინდა
-ამ საღამოს ამოიყვანე ეგეც და ამოდით
-კაარგი-უცებ დაწყნარდა და მოეშვა
-საბა ის თემო რომ მოიყვანა ტატომ სადაა?
-მესამე წინასწარში
-კარგი-ტელეფონს დავსტაცე ხელი და საბას ვთხოვე დაკითხვის ოთახში გადაეყვანათ. კარები შევაღე და წინ დავუჯექი.
-აბა როგორ ხარ?
-საკაიფოდ
-ერთობი?
-ძააან ხო იცი აბა რა
-კარგი გეყო აბა მომიყევი მათეს რატო კლავდი უტყვიებო იარაღით?
-ქორწილი შემეშალა-ნერვიულად გაიღიმა-პროსტა აღარ დავნებდი რა
-მაშინ ვისაც კლავდი ის ვინაა?
-თაზო ჩხირაძე, ჩემს დას ნარკოტიკები ჩაუდო ჩანთაში ვუპოვე და ისე გამოვიდა, რონ გავიგე ვინც აკეთებდა ამას და მაშინვე იარაღს ვეცი
-კონკრეტულად რა ნარკოტიკთან გქონდა საქმე
-არ ვიცი მართლა-თავზე გადაისვა ხელი-ირაკლი სანაძე მოძებნე მაგას ეცოდინება სანდო წყაროა-ამომხედა-როდის გამიშვებ?
-თავისუფალი ხარ-გავუღიმე და კარში გავატარე. დამემშვიდობე და მაშინვე ოთახში შევიკეტე.
-თიკა... თემო არველაძეზე, ირაკლი სანაძეზე და თაზო ჩხირაძეზე ყველანაირი ინფორმაცია მომაწოდე
-ახლავე-გაისმა წკრიალა ხმა.
-საქმე გვაქვს-თავი შემოყო ტატომ
-მოვდივარ-ჩანთას ვსტაცე ხელი და ბიჭები მანქანაში ჩავყარე.
-ვითარება?
-20 წლის გოგოა მკვდარი, თვითმკვლელობააო ასე თქვეს პროსტა მაყაშვილს ეჭვი ეპარება და გამოგვიძახა
-ესეიგი სერიოზულადაა საქმე მაყაშვილი არ ცდება ხოლმე-ვთქვი მე
-მართლა კაი კაცია-დაამატა საბამ და ჩვენც დანიშნულების ადგილას გავჩერდით. საშინელი სანახავი იყო თუ როგორ იწვა ანგელოზივით ლამაზი გოგონა ფერმიხდილი და გაციებული წითელ დივანზე. მაყაშვილმა უთქმელად მომაწოდა ხელთათმანები და მეც შეძლებისდაგვარად მივუდექი გარდაცვლილს.
-ბატონო ივანე რატომ ფიქრობთ, რომ მოკლეს?-იკითხა საბამ
-გადავამოწმე ეს უკვე მესამე შემთხვევაა 20-25 წლის გოგოები თავს ასე რომ იკლავენ.
-ივანეს ვეთანხმები გოგონა მოკლულია-ვთქვი დათვალიერების შემდეგ-დააკვირდით მარცხენა ხელს ცაცია იყო მარჯვენა ხელზე კი თითქმის არ აქვს კოჟრები რაც იმის ნიშანია, რომ იშვიათად ხმარობდა მარჯვენა ხელს და გამორიცხულია კალამი და ფურცელი ამ ხელში ქონოდა.-დავასრულე მე
-რა წერია ქაღალდზე?
-ალბათ ის რაც წინა ორ შემთხვევაში სიკდილის მიზეზი.-თქვა ივანემ
-გვამი პროზექტურაში გადააგზვნეთ და უთხაროთ პირდაპირ თოდუასთან გააგზავნონ-ვთქვი მე და ხელთათმანბი გავიხადე-ასევე ყველა ის ნივთი რაც ახლა მის გარშემოა ლაბორატორიაში გააგზავნეთ ელიზასთან.-საეჭვოდ მომხვდა თვალში ლარნაკი და მისკენ წავედი. ხელთათმანები ისევ ამოვიცვი და დავკვირდი-ეს ლარნაკიც გააგზავნეთ და შეამოწმონ ყველაფერზე. ბინა შეწუხებულმა დავტოვე ისეთი ახალგაზრდა და სათუთი იყო გული მეტკინა. და მაინც რამდენად დაუნდობელია ადამიანი? ამ ფიქრებში მივაღწიე კიდეც პროკურატურაში და მაშინვე მივაკითხე თორნიკეს.
-აბა როგო ხარ?
-შენი აზრით?
-მგონი მშვენივრად-გავუღიმე-რამე თუ დაგჭირდება შეგიძლია მითხრა.
-ძმაკაცის შვილის ფოტოც რომ მანახო მადლობელო ვიქნები-ნაღვლიანად ამომხედა
-არ იციან ძმაკაცებმა მაინც?
-კი პროსტა 3 თვისწინ ძმაკაცი წავიდა ავღანეთში და იზიკოს ტკვილს ვუმსუბუქებთ და არ ვამხელთ პრობლემებს ზარის უფლებით ვისარგებლე და ვუთხარი, რომ ეთქვათ მივლინებაში გამოშვეს და ვერ ვინახულე.-დანანებით ჩაილაპარაკა
-გამომართვი-ტელეფონი გავუწოდე-შეგიძლია სოციალურ ქსელში ნახო მისი ფოტო 10 წუთს გაძლევ-გავუღიმე და მარტო დავტოვე. ჩემი მოქმედი ტელეფონი ამოვიღე და ლუ მოვიკოთხე მერე ისევ დავბრუნდი თორნიკესთან და მის მოცინარ სახეს რომ შევხედე გამახსენდა რა ბედნიერი შევხვდი თითქმის ექვსი წლის წინ ლუს დაბადებას
-ნახე რა ლამაზია-სევდიანად გაიღიმა-როგორ უნდა ალბათ ვაჩეს მისი ნახვა
-ჯარისკაცია?-ვიკითხე
-არა ექიმია და აუცილებელი გახდა მისი წასვლა კაცმა არ იცის მომვდევნო 4 თვეში ცოცხალი ჩამოვა თუ არა ან საერთოდ რა საშინელებაა როცა იცი რომ შენი პაწუა ისე მოევლინება ქვეყანას და გაიზრდება, რონ ვერ ნახავ-გაეღიმა-ძლიერია ვაჩე ამ კნოპკას გამო ყველაფერს იზამს-ტელეფონი გამომიწოდა-მადლობა-მხარზე ოდნავ შევეხე და საკნიდან გამოვედი. შემეცოდა პაწუა რთულია როცა მამის სითბოს ვერ გრძნობ-მაშნვე თიკას ვთხოვე მოეძებნა ვაჩეზე ინფორმაცია მანაც არ დააყოვნა და ყველა იმ დოკუმენტთად ერთად რომელოც ვთხოვე წინ დამიწყო
-ლეა ყავა არ გინდა ან რამე?-მკითხა თბილად
-თუ არ გეზარება საჭმელად რომ გახვალ მაკდონალდსში გაიარე და სამი დიდი ფრი და კოლა წამომიღე
-ოქეი-კოცნის იმიტაცია გამიკეთა ჩერჩეტმა და კაკუნით გავიდა გარეთ.
კარებში კი ივანე შემოვიდა.
-ლეა სამივე გარდაცვლილის სამედიცინო დასკვნა, ბიოგრაფია და ლაბორატორიის პასუხები მოგიტანე აბა შენ იცი იმედები არ გამიცრუო-გამიღიმა ივამ
-არა ივა სერიოზულად არის საქმე არ მომწონს ეს მდგომარეობა რაც ახლა ხდება-სკამს მოვეყრდენი
-არც მე მაგრამ რას ვიზამთ-დანანებით ჩაილაპარაკა
-დამავიწყდა მოლოცვა ღმერთმა დიდი ბიჭი გაგიზარდოს გიგა-შვილის ხსენებაზე სახე გაებადრა კაცს
-დიდი ბიჭი მყავს უკვე-გეცინა-მთელი 11 წლისაა-იცინოდა ისევ-წავედი მე ლეა ხელს აღარ შეგიშლი-თავი დამიკრა და კაბინეტი დატოვა. ათ წუთში თიკამაც მომირბენინა საჭმელი და მეც ტვინ გახსნილმა შევუდექი საქმეს ერთ საათში ბიჭები დავიბარე და საქმის ვითარება გავაცანი.
-მოკლულია სამი ახალგაზრდა ქალი 1თვის განმალობაში: თია ლეჟავა, მარიამ გეჯაძე და ლანა მერაბიშვილი. არცეთის ასაკი 20 ნაკლები არაა და არც 23 მეტი. გარეგნობას რაც შეეხება სამივენმათგანი ქერა და ცისფერ თვალებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვლელს გარკვეული სამიზნეები ყავს. სავარაუდოთ მათზე მოქმედებს. ასევე დადგინდა, რომ სამივე მათგანი იღებდა ანტიდეპრესანტებს, რომელოც ექიმი ვიღაც ლევან ოკუჯავაა, სამივე მათგანს აღმოაჩნდა სასიკვდილო დარტყმა კისრის არეში და მოწამლული ორგანიზმი. აი აქ კი თამამად შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ სერიულ მკვლელთან გვაქვს საქმე-მონოლოგი დავასრულე და ბიჭებს გავხედე
-მანიაკები კიდე ხო მაგრამ ეს სერიული საიდანღა გაჩნდა-უკმაყოფილოდ ამოიოხრა ტატომ
-არ ვიცი ახლა დამტოვეთ ფაილში უკეთ წერია ყველაფერი გადახედეთ და საღამოს ასე 8-ზე ჩემათან იყავით-თავი დამიქნიეს და მეც თორნიკეს საქმის გამოძიებას შევუდექი. არანაირი საეჭვო მოქმედება ყველაფერი შეძლებისდაგვარად ზუსტად აქვს გათვლილი მის საქმეში წვრილმანი ქურობაც არ არის ნახსენები ჯარიმები აქვს მაგრამ მხოლოდ სიჩქარის გადამეტებისთვის მაგრამ აქ ფიგურირებს ერთი რამ ოთარ დადვანის ძმის შვილია ეს უკვე საინტერესოა. რვა საათამდე შევეცადე მინიმუმი გამეკეთებინა და შევძელი კიდეც გამოვიჭირე ბატონი ოთარი თაღლითობაში. ყველაფერს ხვალ მივხედავ ღამე ნათევი და მთელი დღის დაღლიკი ვარ. სახლში მისულს სტუმრები უკვე ადგილზე დამხვდნენ ტასო კი სულ მთლად აწითლებული.
-იოანე ასე უნდა დამივიწყო-გადავეხვიე პატარა კაცს
-ოხ სულ არ იცვლები ლეა რა-მიღიმოს და სავარძელში ჯდება
-მე და შენ სერიოზული სალაპარაკო გვაქ-ვეუბნები
-არის უფროსო-მეკრიჭება და თვალებით საბასკენ მანიშნებს რომელიც ტასოს მზერით ბურღავს.
---

ჩემო საყვარლებო ბოდიში შეცდომებისთვის და ვიმედოვნებ რომ მოგწონთ. სოფელში ვარ და შემდეგ თავს როდის დავდებ ზუსტად არ ვიცი თუმცა მერწმუნეთ ყველა დღეს ავანაზღაურებ. სიყვარულით ქაცუ



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია მართლა და საინტერესო.როგორც ყოველთვის კარგად წერ.ჭორფლიანიც დაასრულე რა
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი Ana Stepnadze

Vnaxot :) madloba didi

 


№3  offline წევრი gtbs123

მალე გააგრძელე ძალიან კარგია

 


№4 სტუმარი qeti

საშინელებააა,წერას შეეშვი და სხვა რამით საკავდი!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent