უცნობი ცოლი (6)
,,-თეთრი ძონძი... -უშნო ჭინჭი.... -ჯაბახანა.... -მძიმე ტვირთი.... -ხელბორკილი... -თავისუფლების აღსასრული..... -ახლა შემიძლია.... -ახლა რომ წავიდე.... -სად წავიდე?..... -ამდენ ხალხს იმედი გავუცრუო?..... -დემონი ვარ..... -ღმერთო რას ვგრძნობ ამ კაცის მიმართ?..... -მძულს? ...... -არა ..... -მიყვარს?...... -არა.... -ვაფასებ?..... -ამ კაცის მიმართ ელემენალური ინტერესი არ გამაჩნია , მე კიდე ცოლად მივყვები! -სიცოცხლეს გავიმწარებ! -იმ კაცსაც გავამწარებ.... -სულ ასეა , მეც მტკივა და სხვასაც.... -არა, ვის ვატყუებ? მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობ..... -ეგოისტი ვარ..... -საკუთარი თავის გარდა, არავინ მანაღვლებს ..... -როგორ გავჩნდი ასეთი ხე, გულქვა, არც ერთი ქალი არ მოიქცევა ასე, მამის ჯიბრზე არ მოატყუებს მთელს ერს... -ჩემს თავზე გული მერევა..." ჯერ სარკეში დააშტერდა მის სილუეტს, მერე თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა. ოთახის კარები ,,რბილად" რომ ვთქვათ დედამთილმა ,,შემოგლიჯა" ....სანდრამ ცრემლები სწრაფად მოიწმინდა და ღიმილიანი აიკრა. -საყვარელო, რა ლამაზი ხარ - აჟიტირებულ ქალს უკან ანა შემოყვა .... -სანდრა, მართლა როგორი ლამაზი ხარ.-ყურებამდე გაეხა პირი ანას ღიმილისაგან -მადლობა -ლოყები აუღაჟღაჟდა გოგოს -მომისმინე -დედამთილმა ხელები ჩაკიდა რძალს- ვიცი ჩემი შვილი რასაც აკეთებს. მას ჩემს თავზე მეტად ვენდობი. ვიცი, რომ არაფრით არ შეცდება. -გაუღიმა ქალმა -ამიტომ, მე გაძლევ დედაჩემის ნაჩუქარ ბეჭედს, რომელიც მას ჩემმა ბებიამ აჩუქა. -მაგრამ, მე ... -ვიცი არ არის ბრილიანტი, მაგრამ მთელი გულით ნაჩუქარია. თუ გაკეთება გეთაკილება... -არა უბრალოდ, ეს როგორ გამოგართვათ , ბებიათქვენის ნაჩუქარია. თქვენთვის კი ძვირფასია. -მე ვიცი შვილო რასაც ვაკეთებ, დღეს , თუ ხვალ მოვკვდები, მიწაში ვიქნები. ეს ბეჭედი იქ აღარ დამჭირდება. მე კი დათას შევპირდი, პატარა რომ იყო შევპირდი, რომ მის სიყვარულს გადავცემდი ამ ბეჭედს. -სანდრას გული ორმაგად დაუმძიმდა , იგრძნო ყელში ბურთის წვა და ამოიხნავლა , ტირილი აღმოხდა. უნდოდა ეთქვა, უნდოდა ყველაფერი მოეყოლა, რომ არ იყო ამ ბეჭედის ღირსი, რომ არც დათას ეკუთნოდა მისი გული და არც დათას გული ეკუთვნოდა მას. უნდოდა გაეხადა ეს კაბა რომელიც სულს უხუთავდა , სხეულს წვავდა . ნამუსს უნადგურებდა. -დათა...-ამოილუღლუღა ბოლოს -ცუდად ხარ შვილო? ანა წყალი მომაწოდე! სასწრაფოს გამოვუძახო? -არა , მხოლოდ დათა მინდა ...დათა.- რამოდენიმე წუთში ბიჭი ოთახში იყო... სხვა ყველა, გარეთ გულგახეთქილები ელოდებოდნენ. -რა გჭირს ? -დაფეთებული იკითხა დათამ -ვერ გავყვები კაცს რომელიც არ მიცნობს, მინდა ქმარი მიცნობდეს , გესმის? მიცნობდეს, არ მინდა სიყვარული. მინდა მიცნობდეს.... ვიცი დაგპირდი მაგრამ არ შემიძლია, არ ვარ ძლიერი. გესმის?! არ ვარ ...არა .... არ შემიძლია კაცი რომელიც არ მიცნობს, არ იცის ვინ ვარ -გგონია მე არ მიფიქრია? გგონია მე მინდა ეს ქორწინება? მართალია არ გიცნობ, ამაზე მეც ძალიან ვწუხვარ. აქამდე მეგონა სალომეას გამო მინდოდა შენთან დაქორწინება... ახლა არ ვიცი , სალომეასთან არაფერს ვგრძნობ. არც მძულს, არც მიყვარს, არც მებრალება. სულ არ მაინტერესებს. ახლა უარის თქმა არ შეგვიძლია , ღრმად შევტოპეთ. მოგვიწევს გავძლოთ ერთი წელი. გპირდები ხელს არ გახლებ, ზედმეტად არ დაგენახები. ვიცი, რომ სწავლა გინდა , თუ გინდა საზღვარ გარეთ ისწავლე , თუ გინდა აქ. მე ხელს შეგიწყობ ყველანაირად . ზედმეტად არ შეგაწუხებ, არაფერს მოვითხოვ. მხოლოდ დედაჩემის თვალში ვიყოთ ბედნიერი წყვილი, მხოლოდ დედაჩემი ხედავდეს ბედნიერებას. მერე გადაიტანს , მერე გადავატანინებ, ერთი წლის შემდეგ დამთავრდეს ყველაფერი .შენ შენი გზით წახვალ და მე აღარ დაგენახები, გეფიცები თვალს ვერ მომკრავ. მაგრამ ახლა? აქ მიტოვება? ასე ნუ გამიმეტებ. ვიცი არ გინდა გტკივა მაგრამ დედა მომიკვდება , მან რომ გაიგოს ვატუებ, ჭკუიდან შეიშლება. არასდროს მომიტყუებია , არ მინდა ერთმა ტყუილმა მისი სიცოცხლე იმსხვერპლოს. ჩემმა ერთმა გაუაზრებელმა საქციელმა არ მინდა დედა მომიკლას. ნუ იტყვი უარს , ნუ მიმატოვებ და ნუ დამამცირებ ამდენ ხალხში . ვიცი რომ ამას არ გააკეთებ , გთხოვ სანდრა უარი არ თქვა . -გადი და 2 წუთში მოვალ- ბიჭმა ლოყაზე ნაზად აკოცა და ოთახი დატოვა. *** -თანახმა ვარ -რამოდენიმე წამშიანი დუმილის შემდეგ, გაიაზრა სანდრამ რაც უნდა ეთქვა . -მაშინ სიძეს შეუძლია აკოცოს პატარძალს. ყიჟინი, ფოტოაპარატების ჩხაკუნი , ტაშის კვრა ატყდა ეკლესიაში. ახლა ოფიციალურად იყვნენ ცოლ-ქმარი , ახლა ეკლესიამაც ცოლ-ქმრად შერაცხა მაგრამ იყვნენ კი ისინი მართლები იესოს თვალში? დათას არ უკოცნია, რატომ? მას კითხეთ უფრო კარგად გეტყვით. სამების საკათედრო ტაძრიდან დათამ ხელში აყვანილი გამოიყვნა სანდრა. რაღა თქმა უნდა მედიის და ხალხის ინტერესების დასაკმაყოფილებლად. სანდრა გრძელი ხელები კისერზე შემოხვია და თავი მხარზე ჩამოადო. -ფეხი კაბას არ დააბიჯო თორემ ორივე გავიშხლართებით -გადაიკისკისა დედოფალმა . -ძალიან ვცდილობ -ჩაეცინა ბიჭს. გრძელი კაბა ხელს უშლიადა გოგოს მოძრაობაში , უჭირდა გადაადგილება და დათას მიახლობისთვის , კაბის სამი ნაფენი მოგროება ჭირდებოდა სანდრას როგორმე ,რომ მიწვდენოდა. ახლაც ლიმუზინში ჩაჯდომის დროს კაბა მანქანაში ძლივს ჩატენეს. -პატარა რომ ვიყავი ასეთ დიდ კაბაზე ვოცნებობდი , ახლა ისე მინდა გავიხადო . -რატომ? ჩემ გამო? - დათამ თვალებში ჩახედა, სანდრამ თვალი აარიდა, მის დაჟინებულ მზერას. მიხვდა ბიჭი მისი პრობლემებით რომ დაღალა. -არა, რას ამბობ. უბრალოდ მძიმეა, თან ამ სიცხეში დავიწვი . ძალიან ცხელია. -სამაგიეროდ გიხდება . -ღმერთო სანამ იქ მივალთ მანამ გახსენი რა . ცუდად ვხდები . გინდა ერთი რჩევა მოგცე? -ბიჭმა ღილები გახსნა. -აბა მირჩიე - გაუღიმა -მეორე ცოლს რომ მოყვან , ქორწილი ზაფხულში არ გადაიხადოთ . -გავითვალისწინებ. -მართლა, მეჯვარეები არ მოდიან? ნინა ახლა გამახსენდა.-დათამ უკანა ფანჯრიდან გაახედა. -იმ მანქანაში არიან. -წითელ სპორტულ მანქანაზე მიანიშნა რომელსაც ლევანი მართავდა. ნინა გვერდით ეჯდა და ენას არ აჩერებდა იმდენს ტიტინებდა ეტყობოდა რაღაც სახუმაროს რომ ყვებოდა ლევანი იცინოდა. დემნა და ანა უკან ერთმანეთს ცალკე ებუტბუტებოდნენ. -მალე წამოვიდეთ რააა-ამოიზმუვლა სანდრამ, ბიჭმა პასუხად მხოლოდ გაუღიმა. ***** -მინდა ამ ჭიქით ჩვენს მეფე-დედოფალს გაუმარჯოს....ჯანი, მხნეობა , სიყვარული არ მოკლებოდეს....დათა ჩემო ძმაო.....-ღიპგადმოვარდნილ კაცს ლაპარაკის საღერღელი ქონდა აშლილი, ცალ ხელში ჭიქა ეკავა მეორე ხელი შეეკრა და ომახიანად მიმართავდა , არა, უფრო უბღაოდა წყვილს. სანდრამ თავი გადააქნია. -ნეტავ ვიცოდე ეს კაცი მერამდენედ გვლოცავს. -მე დავითვალე, ზუსტად ერთი და იგივე ფრაზით მეხუთეჯერ დაგვლოცა , სხვა არ ვიცი.....მადლობა , მადლობა- დათამ გადაუჩურჩულა გოგოს. -სან , სან წამოდი იცეკვე-ხელებში წვდა ნინა -მე რომ ვიცეკვო არავინ დაეტევით-ხუმრობა სცადა გოგომ -მერე ჩვენ რად გინდევართ? ახლა მეფე-დედოფლის ცეკვაა -სანდრამ თვალები გადაატრიალა -მოდი რა ფლიიიიიზ -მუდარაზე გადავიდა დაქალი. -ნინა მორჩი რააა-ხელი აუქნია დედოფალმა -წამოდი, ის კაციც ცოტას დაისვნებს-გაეცინა დათას, ლაგვილავა ბარბაცით ადგა -კაბას ხელი მოკიდე თორემ წავიქცევი. -ცოტა ხანში ნელი სიმღერის ფონზე ირხეოდა ეს ორი სილუეტი -კარგი სუნი გაქვს -იმდენი რაღაც დამასხეს .... -არა , სუნამოს არა... -აბა? -გაიკვირვა გოგომ -შამპუნის სუნი, თითქოს . მთების, ჩანჩქერის სუნი , ძალიან მომწონს -უფრო ძლიერად მიიკრო ტანზე დათამ -აჭარბებ , თუ გინდა გათხოვებ-ორივეს გაეცინა. -მოგწონს? -რა? -დღევანდელი დღე -ასეთი არ წარმომედგინა...-წყნარი მუსიკა შეწყდა -რა ხდება ? -მიხედა გოგომ -ბიონსეს დროა საყვარელო! -იკივლა უკვე ღრმად მთვრვრალმა ნინამ და მუსიკა შეცვალა -ოო ვგიჟდები ამ სიმღერაზე.-იწივლა გოგომ -ვიცოდი -აყვა ნინა -უნდა იცეკვო , სან-დედოფალს გაეცინა -ერთი მხრიდან ნინა ამოუდგა მეორედან ანა . ჩქარ მუსიკაზე სამივემ ერთნაირად დაიწყო ცეკვა . დათა სიცილით უყურებდა . ლევანი და დემნა რიტმზე აყოლას ცდილობდნენ სხვა ყველა ინტერესით აკვირდებოდა. სიმღერა დამთავრდა , ისევ წყნარი მუსიკა ჩაირთო , დათამ ხელები ისევ შემოაჭდო სანდრას. -არ მეგონა რამე თუ გაგახალისებდა . ნინამ დაიჩემა მოეწონებაო. -იცოდი? -გაიბღუზა -კი -გაეცინა დათას- ვიცოდი და მეგონა არ იცეკვებდი, კარგად გამოგდის. -მართლა? -სიჯდომი როგორ გამობზიკე, ეგ ყველაზე კარგად გამოგივიდა-გადაიხარხარა დათამ , სანდრამ მუშტი შეუმჩნევლად წაკრა მკერდზე ბიჭს. -უნამუსოები ხართ! -მოჩვენებითი სიბრაზით უთხრა ლაგვილავამ . -ნუ იბუტები -ლოყაზე ხმაურით აკოცა დათამ . -მაინც უნამუსოები ხართ, დალევა მინდა ! -სასმელი ბლომადაა ქალბატონო -თავი დაუკრა ჩაჩუამ და მაგიდამდე მიაცილა. **** -ახლა გაუმარჯოს , დათას- შეიკივლა გოგომ და ბოთლიდან მოსვა ღვინო -სანდრა დამაცადე მანქანის ტარება. -რომელი საათია? -ოთხი -დალიე რა დათაა -ტუჩები დაბრიცა გოგომ -საჭესთან ვზივარ ! არ შეიძლება . -იცი შენი პრობლემა რაა? -რა? -გაეღიმა ბიჭს -სულ წესების დაცვით თამაშობ. -ჰოო? -დიახაც, სულ ცოტა მოსვი რაა-ცერა და საჩვენებელი თითი თვალებთან მიუტანა სანდრამ -არ შემიძლია, სასტუმროში რომ მივალთ მერე დავლევ. -დავინახე... -რა? -სალომეამ რომ შეგათრია ტუალეტში -ჰოო? -დიახაც... გაკოცა? -ეგ შენ არ გეხება -გაკოცა არა? -დაუშვათ მაკოცა , მერე რა? -შენც აკოცე? -თუ იმან მაკოცა მეც ძალაუნებურად მეკოცნებოდა -გაეცინა დათას -არა, ეგ სხვანაირი კოცნაა. -სხვანაირი? -ჰო, შენ თუ არ გინდა ეგ კოცნა არ გამოვა, დათა მითხარი შენც აკოცე? -მივედით, დამაცადე და კარებს გაგიღებ. -არ ჩამოვალ! -რაა? -არ ჩამოვალ მეთქი -რატომ? -მითხარი იმ გოგოს აკოცე? -დავუშვათ ვაკოცე მერე? -ცუდი ბიჭი ხარ! -წამოდი -ხელი არ მახლო! -რა დაგემართა? -მე რა დამემართა?! პირველივე დღეს მიღალატე! -მუშტი წაკრა მკერდზე -მორჩი მიზეზობას და წამოდი -არაფერიც ! ყველა კაცი ერთნაირია! -შენ რა იცი კაცები როგერები არიან ? -მატყუარები ხართ -კიდევ ? -მოღალატეები -კიდევ? -მაკოცე რაა! -წავედით -რატომ არ მკოცნი? -ხვალ ინანებ და მაგიტომ -არაფერსაც არ ვინანებ -ფეხი დააბაკუნა გოგომ -კარგი , მაშინ ხვალ გაკოცებ -მე დღეს მინდა. -კარგი -სანდრამ ტუჩები გაბზიკა -რას აკეთებ? -აბა გაკოცებო?- ხელები ერთმანეთში გადახლართა გოგომ -ზევით ამყევი და გაკოცებ. -აქ მინდა! -წვიმდება წამოდი... -ამ კაბით ვერ ვმოძრაობ, ღილი გახსენი-დათამ ღილი გაუხსნა . სანდრამ ხელები სალტებიდან გამოყო. -რას აკეთებ? -თვალები გაუფართოვდა ბიჭს -ვიხდი! -შუა ქუჩაში ვართ! -სანდრამ მაინც გაიძრო კაბა და იქვე მიაგდო. -ამ კაბას რა ვუქნა? -წამოიღე -რაა? -რაც გაიგე წამოიღე -ლიფის და ტრუსის ამარა გატანტალდა გოგო მთავარ ქუჩაზე , დათამ მობეზრებულად ამოიხვნეშა და გოგოს თვალი გააყოლა. *** 15.07.2017 დილის 7:30 წუთი ჯერ ისევ სასტუმროში რჩებიდნენ. დათას ,ახლა დატვირთული გრაფიკი ქონდა , ამიტომ სახლისთვის არ ეცალა. მორიგეობით ეძინათ საწოლზე , რადგან არც -ერთმა ისურვა ერთად ძილი. მომდევნო სამი დღე, ერთმანეთისთვის ზედმეტი არაფერი უთქვამთ .მხოლოდ ჭამის დროს ,თუ ამოიბლუყუნებდა დათა ორ სიტყვას და ისიც მხოლოდ ამინდს თუ შეეხებოდა. სანდრა ცივად პასუხობდა ყველა შეკითხვაზე. ამ დილითაც ასე იყო. დათას სამსახურში წასვლამდე სადილი გაუმზადა. სუფრასთან დასხდნენ . ისევ დათამ დაიწყო. -მიკვირს , ზაფხულია თუ ზამთარი. რით ვერ გამოვიდა ამინდი -ჰო..-მოკლე არაფლისმთქმელი პასუხი -შესვენებისას გამოგივლი, სახლის სანახავად გავიდეთ -კარგი -სხვა რამე ხომ არ გინდა? -გუშინ ფოსტით რაღაც მოგიტანეს, არ გამიხსნია იქ დევს . -მადლობა... -კიდევ ხომ არააა რამე? -არა -კარგი დათამ ფოსტით მოტანილი ყუთი გახსნა , იქიდან რაღაც მცირე ზომის ნაჭერი ამიღო , გაეღიმა . თან დართული პატარა კონვერტი გახსნა . -დღეს ალბათ აღარ მეცლება, სახშიც გვიან დავბრუნდები. -საწოლზე დავიძინებ-ესღა აღმოხდა გოგოს. მაგრამ ძალიან კი დააინტერესა რა იდო იმ კონვერტში, ასეთი, რომ აზრი უცებ შეიცვალა ბიჭმა. -დღეს ანა და დემნა , ჩემი მეჯვარე , გამოგივლიან და სახლის სანახავად წადით. არ იდარდო ჩემს გემოვნებაზე , აუცილებლად მომეწონება. -კარგი -გაზეთიდან თითქოს თავი არ ამოუღია გოგოს , ისე კი ძაან აინტერესებდა რა იდო იმ ყუთში. მაგრამ დაინახა დათამ როგორ ჩაჩურთა შარვლის ჯიბეში. დათამ ნომერი დატოვა. ,,ღმერთი ჩემო, სანდრა რაზე ფიქრობ? ახლავე მორჩი ამაზე ფიქრს. დედას და გიორგის დავურაკავ , მერე გადავიბან და გარეთ გავალ . არ დავიკარგები" ტელეფონი აიღო და გადარეკა. -დე , როგორ ხარ? -სანი შვილო , შენ როგორ ხარ დე? -მომენატრეთ დე , გიორგი როგორაა? მამა რას შვება? -ორივნეი სახლში არიან , რას იზამენ . გიორგი გუშინ 19 წლამდე ნაკრებში დაამტკიცეს. -მიულოცე დე ! -აუცილებლად შვილო .... დათა როგორაა? ხომ გაქვთ კარგი ურთიერთობა? როგორ ეწყობით?-,, კარგი ურთიერთობა " გაუელვა თავში . ,,სიმართლე რომ იცოდე დეე, ვერ გადაიტანდი ჩემო ლამაზო. " -სანდრა? -კი დედა! შესანიშნავი. ნინამ განახა ფოტოები? -კი შვილო, რა ლამაზები და კარგები ხართ გენაცვალოს შენი დედა. -ვის ელაპარაკები ლელა?-გაისმა ხმა -სანდრას ! -დედამ მტკიცედ და ხმამაღლა უთხრა. -კარგს მოიმკის მე რომ გადამახტა. -ზაზა! -ისევ მიბრაზდება არა? არაუშავს , მეც მწყინდა . -დე ვის ელაპარაკები? -სანდრას -დამალაპარაკე რაა, მომენატრა -ოჰოოი დიდო ბელადო, მომენატრა შენი წიკვინა ხმა -არ ვწიკვინებ-აბუზღუნდა გოგო -როგორ არა, აი ახლაც ჩერჩეტო -ჩერჩეტიც ხარ და იდოტიც. - მე მალე თბილიში ჩამოვალ, იქნებ სადმე გნახო? -რატომ სადმე? ჩემთან მოდი სახლში -ოჰოო -გაეცინა ბიჭს -იცოდე მოპატიჟებას არ დავივიწყებ -შენ მითხარი როდის ჩამოხვალ და შენ საყვარელ სალათასაც და დესერტსაც დაგახვედრებ. -უკვე მომწონხარ -კარგი გიო , წავედი. იცოდე უეჭველად შემომიარე. -კარგად -სანდრამ ყურმილი დაკიდა და ახლა ანას დაურეკა. -ანა , შენ ძმამ გითხრა? -კი. - დემნა წამოგყვებათო -რააა? -იკივლა გოგომ. -ჰო და სასტუმროში გამომიარეთ. -კარგი.- სანდრამ ამ ჯერად მეორედ დაკიდა ყურმილი. აბაზანაშო შევიდა , წყალი გადაივლო. გარეთ საშინლად წვიმდა ,მაგრამ გასვლა და წვიმიანი ქალაქის დათვალიერება, მაინც გადაწყვიტა. სიცივის გამო თხელი ჯინსის პიჯაკი და შავი ჟაკეტი მოიცვა . შავი ჯინსის შარვალი. აიღო ფული , გასაღები და ოთახიდან გამოვიდა. პირველ სართულზე ჩავიდა ,თუ არა სასტუმროს წითლებში გამოწყობილი თანამშრომელი შეეგება. -რამე ხომ არ გნებავთ ქალბატონო? -გარეთ გავდივარ, სავარაუდოდ მალე დავბრუნდები. ოთახი მილაგებულია. ძველი თეთრეული გამზადებულია, დამლაგებელს უთხარით ახალს ჩემით გადავაკრავ. -კარგით , გმადლობთ.-გზაზე გავიდა იქვე მდაგრი 30 წლამდე მამაკცი დაინახა, პირველად ხედავდა. მიუახლოვდა რატომ არ იცოდა, ახლოს დადგა იმ კაცთან . ცოტახანი მიაჩერდა , ბოლოს უთხრა; -სასეირნოდ გამომყვები?-კაცს გაეღიმა -მე რად გინდევარ სანდრა? -ჩემი სახელი საიდან იცი? -გაოგნდა გოგო -ტელევიზორში გნახე.-ისევ გულწრფელი ღიმილი -აჰ, წამომყვები? -წვიმს-გოგონამ თავი ჩახარა და შებრუნდა -საწვიმარი წამოვიღო ,თუ ჩემსავით დასველება გირჩენია? -სანდრას სიხარულისგან გაეღიმა. -მე არ მინდა საწვიმარი. -გარეთ თავსხმა იყო . ვერაფერს გაარჩევდი, მანქანები ნელა მოძრაოვდნენ , გარეთ თითქმის არავინ იყო, თუ იყვნენ სწრაფად გარბოდნენ და შენობებს ეფარებოდნენ . -აბა, რა გაწუხებს?-დიდხნიანი პაუზის შემდეგ ამოილაპარაკა კაცმა -არაფერი -სწორი არაა, პირველივე შემხვედრი სასეირნოდ დაპატიჟო, იქნებ მკვლელია? იქნებ ქურდია?-სანდრამ მხრები აიჩეჩა. -არ ვიცი, მაგრამ, შენთან ერთად სეირნობა მინდოდა. -გიყვარს წვიმა? -მხოლოდ ზაფხულის , შენ? -მე მიყვარს წვიმა. თითქოს იმ ქვეყნად წასული ხალხის ცრემლებია. ზევიდან რომ გადმოგვყურებენ, ჩვენს ცოდვებს რომ ხედავენ , ამაზე გული ტკივათ და ტირიან. შენ გყავს ვინმე იმქვეყნად წასული? -ბაბუა -ჩაილუღლუღა გოგომ, იგრძნო გული როგორ შეეკუმშა. ბაბუა ის კაცი იყო რომელსაც სიცოცხლეშიც და სიცოცხლის მერეც ყველაზე მეტად აფასებდა. -ანუ შენც გეცემა საყვარელია ადამიანის ცრემლი...-ჩაიღიმა კაცმა, ცოტახანი უხმოდ სეირნობდნენ. -მე ნიკა მქვია , ცოლი მყავს და შვილი , პატარა ბიჭი 6 წლის გეგა . სულ ციცქნაა, გულუბრყვილო , ჯერ არ ესმის დედამიწის. არ იცის რომ მსოფლიო კორუფციისა და დანაშაულის ეპიცენტრია , სადაც დანაშაული არარის იქ ტყუილია , სადაც ტყუილია ,იქ შიმშილობაცაა. -წვიმამ უფრო დასცხო . -რამდენი წლის ხარ? -37 -ის -30 წელზე მეტს ვერ მოგცემენ -მაგრამ შენ 18 წელი არ გეტყობა, თითქოს ოცდახუთისა ხარ -გამახარე, ანუ უკვე ვბერდები.-კაცს გაეცინა -რატომ ხარ გარეთ? -გოგომ მხრები აიჩეჩა -გაწუხებს რამე? -არა -თუ არ გინდა ნუ მეტყვი -წავიდეთ -შეგცივდა? რათქმაუნდა შეგცივდებოდა სულ სველი ხარ. მიგაცილებ-20 წუთი ჩუმად იარეს. სასტუმრომდე მიაცილა. -ხვალაც ვისეირნოთ, მე ჩემს ცოლს-შვილს გაგაცნობ. 5 ზე დამირეკე და სადაც იქნები მოგაკითხავ-ნომერი გაუწოდა ნიკამ.-სანდრამ თანხმობის ნიშნად გაუღიმა. ამ კაცისგან დადებითი მუხტი მოდიოდა, არ ულაპარაკიათ დიდხანს, არ უთქვიათ ერთმანეთის გასაჭირი მაგრამ , ორივე გრძნობდა , ორივე გრძნობდა უთქმელ ტკივილს . ორივეს სტკიოდა რაღაც მაგრამ არ ამბობდნენ. ერჩივნათ გაჩუმრბულიყვნენ და ისე გაეცვალათ ტკივილი. უხმოდ , უცრემლოდ . -ამინდი კარგი უნდა იყოს, გეგა ადვილად ცივდება. -კარგი.-ერთმანეთს დაემშვიდობნენ , ნიკა მალევე წავიდა . სანდრა ზემოთ ავიდა. ოთახში კი არცთუ ისე კარგი სანახაობა დახვდა. დემნა ატირებულ ანას ამშვიდებდა , დათა ტელეფონზე რაღაცას ლაპარაკობდა -უკვე მოვიდა, დაწყნარდით.-ცუდ ხასიათზე დადგა , მოავლო თვალი ოთახს და სიტუაცია არ მოეწონა. -სად ჯანდაბაში იყავი ? -წყობიდან გამოსულმა დათამ იღრიალა, სანდრა ოდნავ შეკრთა მაგრამ ხმა არ ამოიღო. -ჩემი ხალხი ყველგან დაგეძებდა, ნუთუ ასე ძნელია ერთ ადგილას დაჯდე და უსიამივნება არ მომიტანო. -გოგო ისევ ჩუმად იყო. -ჩემი ბრალია, რომ დამაგვიანდა . არ უნდა დამგვიანებოდა. -არაფერ შუაში ხარ, მე მალევე გავედი სახლიდან. ახლა უნდა გადავიბანო- გოგო აბაზანაში შევიდა. წყალი გადაივლო, ერთი სული ქონდა მეორე დღე როდის დადგებოდა. რიდის გაიცნობდა , როდის ნახავდა პატარა ბავშვს რომეზეც მამა ასეთი სიყვარულით საუბრობდა. ალბათ დიდი ხანი იყო აბაზანაში რადგან დათამ კარზე დაუკაკუნა -მალე ქალთევზად გადაიქცევი, გამოდი საქმე მაქსვს.-სანდრამ წყალი მოკეტა , წყლის წვეთების დახეთქების ხმა შეწყდა . საცვალი ამოიცვა , პირსახოცი ტანზე შემოიხვია. არც კი შერცხვენია, სრულიად შიშველი გავიდა , მხოლოდ პორსახოცის ამარა. დათამ გოგოს დანახვაზე მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. სანდრამ ხელზე კრემის რამოდენიმე წვეთი დაიწვეთა და წაისვა. დათას ყურადღებას არ აქეცვდა , თოთქოს იქ არ იყო -სად იყავი. -სხვაგან -ვისთან ერთად -შენი საქმე არაა -ქალი იყო თუ კაცი -არ ვიცი -მე ვიცი , რა გინდოდა იმ კაცთან ერთად? -არაფერი -ნერვებს მიშლი -იღრიალა დათამ -ცოლ-შვილი ყავს -ეს იმას არ ნიშნავს რომ შენთან ურთიერთობა არ შეუძლია, შენ არ იცნობ კაცს! მას გონია რომ მისსთვის საზღვრები არ არსებობს! ამით ძალიან ცდება , მას გონია შეუძლია უღალატოს მის ცოლს და შეუძლია ამ ღალატში სხვისი ცოლიც ჩაითროოს . -დათა სანდრასკენ ნელი ნაბიჯებით მიდიოდა . სანდა ადგილიდან არ იძვროდა ბიჭს თვალებში ჩაშტერებოდა. ჩაჩუამ ჰალსტუხი ოდნავ მოუშვა -მე კი არ მინდა ჩემი ცოლის სხეულს სხვა ეხებოდეს-პირსახოცისკენ ხელი გაწია დათამ მაგრამ სანდრამ უკან გახტა პირსახოცს ხელები მაგრად შემოაჭდო. ,,მეტის ღირსი ხარ სანდრა ლაგვილავა, მეტის ღირსი . რას გამოტანტალდი შიშველი ამ ჰორმონებ ადუღებულ კაცთან? აღარ გაქვს უფლება ბავშვივით მოიქცე" გაიფიქრა გოგომ -არ მახსოვს საბუთებში სექსუალური ცხოვრების დაკმაყოფილებაზე წერებოდა რამე- დათამ გველნაკბენივით ხელი სწრაფად გაწია უკან . -მეორედ იმ კაცთან ერთად აღარ დაგინახო. -კარგი -ბიჭს გაუკვირდა ასე უცებ რომ დათანხმდა ლაგვილავა. -დედამ დარეკა , ზეგ სალომეა და ლუკა ქორწინდება . ჩვენც ვართ მიწვეულები . -კარგი. -ბარგი ჩაალაგე, დღეს მანქანა მოგაკითხავს და სახლში წაგიყვანს. -რომელ სახლში? -მირჩიეს და ვიყიდე. -ვინ? -ლიკამ -ლიკა ვინ არის? -სახლიდან არ გახვიდე. მე იქ მოვალ , დამაგვიანდება. -კითხვა არიდა დათამ -გავიგე -იწივლა სანდრამ -რა გაღრიალებს? -გაიკვირვა ბიჭმა -ნერვები მეშლება , უკვე მეათასეჯერ მეუბნები ამოვ... .- დათა ცოლისკენ წავიდა , სანდრამ ცხელი ტუჩები იგრძნო ყელში , ტუჩები დათას ხელებმა დააკუმინა. ღონე გამოცლილმა ცოლმა მიხვდა ლაპარაკს ვეღარ შეძლებდა . ვეღარ ბედავდა ხმა ამოეღო შეეშინდა ვნებისგან ათრთოლებულ ხმას არ გაეცა. წამში საძინებელ ოთახში აღმოჩნდა , ქმრის ტუჩებს მთელი ვნებით კოცნიდა .გოგოს ტანიდან პირსახოცმა იატაკზე გადაინაცვლა დათა გრძნობდა მის ჯერ კიდევ სველ სხეულს , სალომეას შამპუნის სუნს . ჩაჩუა ცოლის მკერდზე ათამაშებდა თითებს და მხურვალე ტუჩებს ყელზე აწებებდა. სალომეამ სიამოვნებისგან თავი უკან გადახარა , ტუჩზე მწარედ იკბინა რომ მის ბაგეებს სიამოვნების ხმა არ დასცდენოდა. მაგრამ დათა გაჩერდა , გოგონას თვალებში ჩახედა . -არ გაბედო ასე მომმართო, ეს იმ ყველაფრის სამაგიეროა რაც აქამდე მოხდა. -დათა სწრაფად მოცილდა ცოლს და კარისკენ გაემართა. სანდრამ ამასობაში პირსახოცის თავიდან შემოხვევა დაიწყო -საყვარელოო- დათა კარს აღებდა მაგრამ გოგოს ხმაზე შემოტრიალდა -მემგონი რაღაც დაგრჩა -ლაგვილავას ფეხები გადაეჯვარიდებინა კედელზე იყო მიყრდნობილი და ნეკა თითზე წამოცმულ საცვალს აჩვენებდა. ბიჭმა ჯიბეები მოიქექა -დაიჭირე -საცვალი ესროლა დათას. -ადამიანი იგივეს ხედავს სხვაში როგორიც თვითინააო , როგორია მაღალი შავგვრემანი თუ დაბალი ქერა? -საიდან გაქვს ეს? -როგორც ხედავ მარტო შენ არ დაგიწერია 1 ქულა. მაინც მე ვარ წინ 2:1 -წავედი -მომიკითხე ლიკატერინე- დათას შერქმეულ სახელზე გაეცინა მაგრამ არ შეიმჩნია **** საღამო იყო. ჩანთები ჩაალაგა მოემზადა და მანქანას დაელოდა . ჯერ შვიდის თხუთმეტი წუთი იყო .მძღოლმა უთხრა შვიდზე მოვალო. გარეთ გასვლა დააპირა.ოთახი გამოკეტა ლიფტით ქვევით ჩავიდა. კარში ისევ წითლებში გამოწყობილი თანამშრომელი შეეფეთა . ყველაფერს იზამდა ეს კაცი რომ თავიდან მოეშორებინა -ქლბატონო -რა გინდა? -მკაცრად უპასუხა სანდრამ -მე..მე.. რამე გაწყენინეთ?-სანდრამ მიხვდა გული რომ ატკინა ამ ბიჭს და დანებდა. -ბოდიში სამუელ -სახელი მკერდზე ამოიკითხა -უბრალოდ რთული დღე მაქვს, რა იყო-კაცმა გაიჯგიმა -იცით ჯერ თქვენი მანქანა არ მოსულა. -ვიცი სამუელ . გარეთ მინდა გასვლა. -მაგრამ დათამ მითხრა არ გავიდესო, მაპატიეთ მაგრამ ვერ გაგიშვებთ. მოხსნით დამემუქრა. -ღმერთო, იქნებ სადმე ტელეფონების მაღაზია იყოს ღია? -ვიცი ასეთი. -თავი მოიწონა ბიჭმა -შეგიძლია გამყვე? -მე ახლა ვმუშაობ . -შენ უფროსთან დათა მოაგვარებს , ოღონდ უარი არ მითხრა . -მაღალ, ქერა , ცისფერთვალება ლამაზმანს ბიჭმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია. -ჯაბა! ათი წუთით მინდა გასვლა, ამ ქალბატონს უნდა გავყვე. იქნებ შემეცვალო? -მაგრამ სამუელ.. -ძალიან მჭირდება -მოიღუშა სანდრა -მხოლოდ 10 წუთით , ჩემს პოსტსაც ვერ მივატოვებ. -მადლობა-გადაეხვია ჯაბას, ჯაბამაც ლამაზი , გავლენიანი ქალბატონის გადახვევაზე თავი უფრო მეტად მოიწონა. ******************* მოკლედ უნდა შევთანხმდეთ! ;დდ ეს ორი თავი ჩემგან!! ხვალ ვერ ვდებ ახალ თავს, თუ მოვასწარი დავდებ. მაგრამ 70% -ით ვერ მოვასწრებ , იმიტომ, რომ დიდი გარდატეხა უნდა ,,ვქმნა" ამათ შორის და ცოტა გამიჭირდება. თან დიდი თავი მინდა რომ ,,შემოგთავაზოთ" უნდა მქონდეს დრო გარემო და მიზა ამიტომ ჩემი ,,სამყაროს" შექმნისთვისაც ცოტა დრო მიდის . ნუ ბლა ბლა ბლა ბევრი ლაპარაკი არ მინდა , ამიტომ ზეგამდე. ხო კიდე, ბოდიშით წინა კომენტარებზე ვერ გაგეცით პასუხი. ჩავთვალე რომ ეს უუუხიდესი თავი(პირველად ჩემგან ) გაგცემდათ იმ კითხვებზე პასუხს. მადლობა რომ კითხულობთ ....... (გულებს არ ვამატებ მერე მიშლის ხოლმე ამ ბოლო კომენტარს და გულის, კოცნა ,,პროშნის " ემოციები (თან ბევრი) ჩემგააან !!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.