უცხო ქალის ცრემლი 2 ნაწილი 6-7თავი
---გამარჯობათ,ტურისტი ხართ?ჩემი სახელი გოჩა და ვმუშაობ ტურიზმის სფეროში.მე შემიძლია დაგათვალიერებინოთ და მოგიყვეთ საქართველოს უნიკალურ ისტორიაზე,ტრადიციებზე,ღვინოზე,სამზარეულოზე და სხვა რამ საინტერესო თემებზე,რომელიც ახასიათებს აქ მცხოვრებ სტუმართ მოყვარე ხალხს. ---გმადლობთ,მე უკვე მელოდებიან და ზოგადად ვიცნობ საქართველოს და მის შესანიშნავ ისტორიას.მიხარია,რომ ეს ქვეყანა ქრისტიანული-მართლმადიდებლური ქვეყანაა.თავაზიანად უპასუხა მამაკაცს და ხალხის თვალიერება დაიწყო.შეამჩნია,ამდენ ზღვა ხალხში შეამჩნია მოლოდინით სავსე შავი მოელვარე თვალები და ღიმილით აუწია ხელი. პირველი რაც ექიმს მოხვდა თვალში.ქართველების თბილი შეხვედრა და თბილი ღიმილიანი,მხიარული სახეა.მის მახვილ თვალს არ გამორჩენია თუნდაც ის,თუ რა მოწიწებით ექცევიან უცხო ქვეყნის შვილს,მოეწონა მასპინძლების მხიარული დახვედრა ოჯახში და ბედნიერებით სავსე თვალები,საერთოდ მოეწონა მის გარშემო შექმნილი სასიამოვნო და მხიარულ საზოგადოებაში ყოფნა.როგორ აღიქვა უცხო ქვეყანა,უცხო გარემო,უცხო სივრცე ექიმმა სადაც მხოლოდ ქართული სული ტრიალებს? საუცხოო განწყობა დაეუფლა,ძალიან დააინტერესა დღევანდელმა და საუკუნეების წინ ყოფილმა საქართველომ არგონავტებით დაწყებული,თურქების გაუთავებელი ომებით და მეორე ერეკლეთი დამთავრებული.ყურადღებით მოისმინა საქართველოს ისტორია,სადაც საუკუნეების განმავლობაში განუწყვეტლივ ბრძოლობდნენ ქართველი ღირსეული ვაჟკაცები.ბრძოლობდნენ სამშობლოს ღირსებისთვის,ბრძოლობდნენ არსებობისთვის, ბრძოლობდნენ დებისთვის,დედებისთვის, მაგრამ დღევანდელი საქართველო კი იმ საქართველოსთან ნათელი და ფერადია, სიმწვანისა და სიმყუდროვის სავანე.გასაოცარი იყო მისი თვალით დანახული ქართული სუფრა,ნაირ-ნაირი მისთვის უცხო კერძებით.მიუხედავად ყველაფრისა ექიმმა,ერთი შეხედვით ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე საქართველო დაინახა,პირველივე ნახვაზე.ქართველი კაცისთვის ქართული სუფრა,იგივე მისეულია და არანაკლებ მშობლიური,ვიდრე ,,ცვრიან ბალახზე გავლილი ფეხშიშველა ტერფები''.უსმენდა მისთვის უცხო ენით წარმოთქმულ სადღეგრძელოებს და ერთ-ერთი სადღეგრძელოს თქმის დროს,შეხედა ყველა ფეხზე დადგა და ყველას თვალებში ცრემლი ჰქონდა დაგუბებული და გაოცებულმა მის გვერდით მყოფ ელისოს შეეკითხა. ---რა ჭირთ,რატომ ტირიან მამაკაცები.რას ამბობს ასეთ,ყველა რომ აატირა. ---ის რასაც ის ამბობს,ეს მთელი საქართველოს ტკივილია.ის ტკივილია,რომელიც მოგვაგლიჯეს ძალით მკერდიდან. მას კი აფხაზეთი ჰქვია. გაოცებული უსმენდა ამ დიდი და უზარმაზარი გრძნობით ნათქვამ სიტყვებს,არ ესმოდა,მაგრამ გულით გრძნობდა თუ რაოდენ მტკივნეულია თითოეული ქართველისთვის აფხაზეთის თემა.გაოცებული და გაკვირვებული იყო და ელისომ უთხრა. ---ნუ გიკვირს ექიმო.ქართველი კაცის წარმორთქმული სადღეგრძელო იცი როგორია?ის თავის სულში ამოძრავებს მის მსმენელს,ამიტომ ხშირად გაიგონებ ქართულ სუფრაზე,ქართველი კაცის მიერ წარმორთქმულ გულიდან ამოღებულ სიტყვებს;,,ღმერთმა გიკურთხოს ფესვი შენი,ჯიში და ჯილაგი.იცოდე,ქართველი კაცი,ქართული სულით ქართველობს.ჩვენ ერთი პატარა ქვეყნის შვილები ვართ დიდი გულით და უკვდავი სულით.თვალებში შეხედა ხრისტოს და თვალი ჩაუკრა,რაზედაც ხრისტოს გვერდულად ჩაეღიმა.გვიან აიშალა მაგიდასთან მსხდომნი სტუმრები და წავიდნენ,ხრისტომაც წამოდგა და მოემზადა წასასვლელად,მას სასტუმრო დაჯავშნული ჰქონდა და ელისოს უთხრა. ---ჩემი წასვლის დროა,ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. ---მიდიხარ?სად,რატომ.აქ არ მოგეწონა?თვალები გაუფართოვდა ელისოს და ვახოც წამოდგა ფეხზე,ელისოს მიუახლოვდა და გაიგონა ხრისტოს სიტყვები. ---როგორ არა ელისო.ძალიან მომეწონა აქ,ძალიან თავისუფლად ვარ,მაგრამ სასტუმროში ნომერი დაჯავშნილი მაქვს. ---ექიმო,ჩემს სახლში შემოსული სტუმარი,სასტუმროში არ გაათევს ღამეს.ჩემი სტუმარი,ჩემს სახლში მოისვენებს.ქართველი კაცის ოჯახიდან გასული სტუმარი,რომ სასტუმროში მოისვენებს,ეს იმ ოჯახისთვის დიდი დამცირება და შეურაცყოფაა,რომ სტუმარმა სასტუმროში წავიდეს.იმედია,ეს არ მოხდება,ამიტომ მე გთხოვთ მაღლა აბრძანდით, თქვენი საძინებელი მზად არის.მიშო სტუმარს აჩვენე მისი მოსასვენებელი.დღეს ასე იყოს და თუ ხვალ არ მოგინდებათ აქ გაჩერება,მე არ გაკავებთ.მხოლოდ უნდა გავიგო,რომელი სასტუმრო დაჯავშნეთ,რომ ჯავშანი მოვხსნა.ხრისტომ გაუწოდა მისამართი და ტელეფონის ნომერიც და ვახომ გადარეკა,ჯავშანიც მოხსნა და თანხაც ხრისტოს ანგარიშზე დააბრუნებიდა. ---მსმენია ქართველების სტუმართ-მოყვარეობაზე,მაგრამ ჩემი თვალით ნანახი ეს ყველაფერი სულ სხვაა. ---ხომ გაგიგონია,გაგონილს დანახული ჯობიაო,ხოდა აი ნახე კიდევაც და ჯერ სად ხარ,საოცრებები წინ გელოდება.უთხრა მიშომ და მისთვის განკუთვნილ საძინებელში წაიყვანა.ხრისტოს მოეწონა თავის საძინებელი,ფართო და განიერი ოთახი დიდი ნათელი ფანჯრებით და საკუთარი აბაზანით.კმაყოფილმა მოავლო თვალი და მიშოს კიდევ ერთხელ მოუხადა მადლობა.მიშომაც დატოვა მარტო სტუმარი და მხიარულად ჩაირბინა კიბეები,მას ხომ ეჩქარებოდა ელისოსთვის რამე ისეთი ეთქვა ნერვებზე მოეშალა.მარტო დარჩენილმა ხრისტომ წყალი გადაივლო და შემდეგ დედას დაურეკა,ზოგადად მოუყვა დახვედრის და შეხვედრის სცენა და ასევე აღფრთოვანებულმა ისაუბრა ქართულ სუფრაზე.ფრისკოს კი ფოტოები გადაუგზავნა და მანაც უცებ მოწერა პასუხი. ---ხრისტო ეს კერძები ყველა დააგემოვნე? ---აბა რა ვქენი.გაუგზავნა სიცილის სმაილები. ---მე რომ არ ვიყავი მანდ,როგორ გადაგივიდა ყელში რა საინტერესოა. ---დაბადებისას შენ არ დამყოლიხარ, და შენ არ გისწავლებია ჩემთვის ჭამა,ამიტომ მშვენივრად მივირთვი.დაიძინე ახლა და ხვალ დაგელაპარაკები,უთხრა და გაუთიშა.ისე დაათენდა თავზე,ვერც გაიგო გათენება.დილით უჩვეულო სიწყნარე იყო სახლში და ამ სიჩუმეს არ იყო ამ სახლის კედლები მიჩვეული,არადა სტუმრის გამო ყველა იკავებდა თავს და უფრო მეტად თინი რომ რამე არ გაეფუჭებინა,მაგრამ ვერ მოითმინა და მიშო რომელიც წყნარად იჯდა და ჟურნალს მითხულობდა დიდი ინტერესით,მის ფეხებში რეზინის ხვლიკი დააგდო.წამოდგა მიშო ფეხზე გარეთ უნდა გასულიყო,რომ მოულოდნელად ფეხი დაადგა ამ რეზინის ხვლიკს და მიშოს ღრიალმა მთელი სახლი შეძრა.ამ დროს ელისო დაფეთებული გამოვიდა საძინებლიდან და ხრისტოც იდგა კიბის თავზე და გაკვირვებული იხედებოდა,რადგან ვერ გაეგო რა ხდებოდა.ელისომ ხელით უქნია წამომყევიო და ორივემ ერთად ჩაირბინეს კიბეები. ---რა ხდება,რა ამბავია.ხმამაღალი ხმით იკითხა ელისომ მაგრამ,აღარ იყო საჭირო არაფლის ახსნა,როცა მიშომ თინი მოიგდო ზურგზე და გარეთ გაიყვანა და მისი კივილისა და ყვირილის მიუხედავად წყალში ჩააგდო,თავად კი მშვიდი სახით შემოვიდა სახლში.ელისოს გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა. ---ხმა არ ამოიღო,ეკუთნოდა.თქვა და მისი ჟურნალის კითხვა გააგრძელა მშვიდად.ხრისტომ ელისოს გადახედა და მისი გაღიმებული სახე რომ დაინახა,თავადაც გაეღიმა. ---აი რატომ მქონდა იმ დღეს სიცხე,ამ ველურმა ცივ წყალში მაბანავა ისე,როგორც ახლა თინათინი. ---ძალიან გაბრაზება ცოდნია შენს ძმას. ---ესღა მაკლია,ჩემი ქონება ამ ველურს გავუყო.არა,მეგობარია.ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით.ჩუმად კი უთხრა;-თინი უყვარს და ასე აწვალებენ ერთმანეთს. ---აჰა გასაგებია.მიშომ კი გაიცინა და სახლში ახლახანს შემოსულ ვახოს უთხრა. ---მამიკო როგორ ხარ?როდის გადმომიფორმებ ამ სახლის ჩემს წილს?ვახოს გაუკვირდა და თან ღიმილით უთხრა ციცოს. ---რა მოუვიდა ამას,ან წილი რად უნდა. სულ აქ არ არის დღეც და ღამეც? ---ჩემი ბრალი არაფერია მამიკო,თქვენმა ქალიშვილმა ძმად გააცნო ჩემი თავი და ამიტომ მოვითხოვე მეც ჩემი წილი.სახლში წყალში გაწუწული თინი შემოვიდა და მიშოს უთხრა გაბრაზებულმა. ---როგორც კი სიცხეს მომცემს არ მომიახლოვდე,თორემ,თორემ,თორემ.ვერ მოიძია შესადარი სიტყვა და მიშომ ღიმილით უთხრა. ---თორემ,თორემ,თორემ რა? ---თორემ შეგჭამ.თინის სიტყვებზე ყველას გულიანად გაეცინა. ---დედააა,ჩვენ გარეთ მივდივართ,სტუმარს გავასეირნებ და გარეთ მივირთმევთ ყავასაც. ---ექიმო,ფული თქვენს ანგარიშზეა უკვე.ჯავშანის ფული უკან დაგიბრუნეთ. ---მადლობა,მაგრამ არ მინდა შეგაწუხოთ. ---ჩვენ არ ვწუხდებით,თქვენ კი თუ უხერხულად გრძნობთ თავს,ეს სულ სხვა საკითხია. ელისომ მყუდრო ბარში შეიყვანა ხრისტო სადაც თავად იყო ხშირი სტუმარი,რადგან იქ ძალიან მყუდროდ გრძნობდა თავს.ისხდნენ განაპირა მაგიდასთან და საუბრობდნენ,ასე ნელა-ნელა ეცნობოდნენ ერთმანეთს.მათ ახლო მაგიდასთან უცხოელი სტუმრები იხსხდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ,ერთმანეს უზიარებდნენ შთამბეჭდავ აზრებს.ხრისტომ მათ გამოელაპარაკა და მათმაც აღფრთოვანებით აუხსნეს თუ რა ნახეს ამ დღეების განმავლობაში.ერთ-ერთმა ტურისტმა კი უთხრა. ---საქართველო პატარა ქვეყანაა და აქამდე ის უცნობი მხარე იყო ყველა ქვეყნისთვის,მაგრამ ის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი მხარეა,რადგან იგი კულტურის რელიგიის თვალწარმტაცი ბუნებისა და უძველესი ისტორიის თვალსაზრისით უნიკალური ქვეყანაა.ამ პატარა ტერიტორიაზე საოცრადაა შერწყმული ყველაზე უნიკალური,რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალები,თუ სუბტროპიკული სანაპიროები,უდაბნო თუ ხშირფოთლოვანი ტყეები.თანამედროვე ქალაქები თუ უძველესი სოფლები.აი ნახეთ ეს ფოტოები ჩვენ ვიყავით ბაკურიანში,ეს ის მწვერვალები სწორედ იქ გადავიღეთ.ძალიან მომხიბლა ამ პატარა ქვეყანამ და აუცილებლად დავბრუნდებით ზაფხულში.ძალიან მინდა შავი ზღვის ნახვა.აღფრთოვანებით დაასრულა მმაკაცმა საუბარი და დაფიქრებულად გააგრძელა მის გვერდით მყოფმა მეორე ქალბატონმა. ---მეგობარო,როდესაც საქართველოზე დაიწყებ საუბარს,ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უნდა დაუთმოთ ქართულ ღვინოზე საუბარს,რომელსაც ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს და რომელიც მსოფლიოში უძველესთაგანია.საქართველოს ყველა რეგიონში ვაზის 80-მდე სხვადასხვა უნიკალური ჯიში არსებობს.აღარ ვიტყვით,ქართველების უნიკალურ სამზარეულოზე არაფერს,ეს თავად უნდა ნახოთ და თავად უნდა დააგემოვნოთ.ტურისტების სადაურობამ დააინტერესა ხრისტომ და შეეკითხა. ---თქვენ თავად,საიდან ბრძანდებით? ---ჩვენ ვცხოვრობთ ავსტრიაში,მსოფლიოს ერთ-ერთ მდიდარ ქვეყანაში,სადაც ომი არ ყოფილა 1945 წლის შემდეგ.მე პირადად კათოლიკე ვარ,მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ არც თუ კარგი მორწმუნე,მაგრამ უნდა გითხრათ რომ ძალიან გამაოცა ამ ქვეყნის აყვავებულმა რელიგიამ.ქართველ ხალხს რწმენა ეხმარება პრობლემების დაძლევაში.ელისო იჯდა და უსმენდა უცხოელების საუბარს,მისი სამშობლოს მიმართ ასეთი აღტაცებული რომ საუბრობდნენ და ჩაიძირა ფანტაზიის მორევში.საოცრად გულში ჩამწვდომი იყო,უცხოელების თვალით ნახულმა და ნააბობმა საქართველომ და ამავ დროს დიდი სიამაყეც კი მოჰგვარა.ხრისტო უცხოელების ნაამბობმა ძალიან დააინტერესა და თვალი შეავლო კარგად შესრულებული არქიტექტურულ ნაგებობებს და ძალიან დიდი სურვილი გაუჩნდა ცოდნოდა ქართული ენა,რომ მასაც შეძლებოდა თავისუფლად საუბარი.ელისოს მიუბრუნდა,მისი ხელი ხელში აიღო და თვალებში ჩააშტერდსა.ასე მისჩერებოდნენ ერთმანეთს უხმოდ რამოდენიმე წუთის განმავლობაში და ელისომ უთხრა პირველმა მისი სათქმელი. მაგრამ ხრისტომ დაასწრო და პირველმა მან უთხრა.---სალომე ველოდები მითხრა,ის რაზედაც დამპირდი, რომ ჩამოხვალ გეტყვიო და გელოდები. ---მართალია დაგპირდი.მაგრამ იქნებ, საინტერესო არც არაფერია ექიმო.შეხედა ხრისტოს და მიხვდა საუბარი უნდა გაეგრძელებინა,ღრმად ამოიხვნეშა და სევდიანი ხმით თქვა.-ყოველთვის მჯეროდა,რომ ადამიანი ყველაზე დიდი მტერია ადამიანის.ერთ დღეს აღმოვაჩინე,რომ ადამიანი რომელთანაც მინდოდა ჩემი ცხოვრება გამეტარებინა და მიმეცა მისთვის ყველაფერი,ის თურმე ადამიანი არ ყოფილა,ის ცხოველზე უარესი იყო.მართალია არც თუ დიდი დრო გავიდა იმ დღის შემდეგ,მაგრამ იმდენად მტკივნეული იყო ის ბედნიერი დღე ჩემთვის,ისევ იქ ვარ დროის გალიაში გამოკეტილი,უფრო სწორად ვიყავი გამოკეტილი დღემდე.დღეს კი ძალა ვიპოვნე ჩემში,რომ არავის მივცე ნება ჩემზე ექსპერიმენტი ჩაატაროს.ყოველი საღამო მეზიზღება და მასთან ერთად ჩემი თავიც,რადგან ვერ ვწყვეტ იმ საშინელ ფიქრებს ჩემს თავს და უსუსური ვარ ყველაზე სუსტებს შორის.ჩემს თავზე ვბრაზდები,რატომ ვხარჯავ დროს ჩემი თავისუფალი დროიდან მასზე ფიქრში თუნდაც ერთი წუთით. ---იქნებ,არის შენში შემორჩენილი გრძნობა ისევ და იმიტომ ფიქრობ ასე ხშირად მასზე. ---არა,გრძნობა აღარ არის ჩემში მის მიმართ,მაგრამ საკუთარი თავი მეცოდება,რადგან მახსენდება ის დრო ხომ ჩემთვის,ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი იყო.მთელი ღამე ფიქრებში ვალაგებდი ჩემს ოცნებებს და ვაშენებდი ჩვენს მომავალს,დიდების ცათამბჯენებს ვებღაუჭებოდი და ჯერ კიდევ არ შექმნილ ჩემს ოჯახს, მყარ საძირკველს ვუშენებდი ფუძედ და ეს გრძელდებოდა მანამ,სანამ ბოლო ბლოკი დარჩებოდა სიმაღლეზე აყვანილ სახლის კედელზე დასადები,ეს ბოლო ბლოკი ვერა და ვერ შევძელი დამედო,ძალა არ მეყო და უკვე მთელი გრძნობით აშენებული კედლები ნელა ნელა დაინგრა და ჩამოიშალა.მინდა,ძალიან მინდა დავიწყო ისევ თავიდან,მაგრამ უკვე ძალა აღარ შემწევს,ვეღარ გავაკონტროლებ ისევ ისე ამ ყველაფერს.მოსმენილით გაოცებულმა,და გაოგნებულმა ის რომ ამ ფაქიზ გულს რამოდენა ტკივილი გაუვლია,თავადაც ეტკინა შიგ გულში და ელისოს შეპარვით უთხრა. ---იქნებ დაფიქრდე და გამონახო შენში ისევ ნაპერწკალი,რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს,ენერგიით აგავსოს და შენი ცხოვრება ისევ შეცვალოს?ელისო გაჩუმდა,ხრისტოს მიაჩერდა,ხრისტო კი უკვე გულის ძლიერი ფეთქვით ელოდა მის ბაგეებიდან წარმორთქმულ პასუხს,მაგრამ ელისომ ისევ იმავე ჩუმი ტონით გააგრძელა საუბარი. ---ველოდები წყნარად, ვუცდი ვულკანის ამოფრქვევას და მის ვარსკვლავურ წამს.უკვე გავაანალიზე,რომ ზიზღი გამოსავალი არ არის,ადრე თუ გვიან სიყვარულიც გამოჩნდება,ნამდვილი და ძლიერი სიყვარული.თუმცა ბედნიერება წითელ ხალიჩაზე მისით არ მოსეირნობს,საკუთარი თავის რწმენა იმდენად არის დაკარგული,ვერ ხვდები ეს არის შენთვის კარგი თუ უნდა აუარო გვერდი და ელოდო სხვას.მე არასოდეს არ მეყოფა ძალა და არ მგონია,მქონდეს იმდენი გამბედაობა,აღტაცების ცრემლი რომ დავღვარო.მხოლოდ ჩემს თავს შევეკითხები ჩუმად,ჩემთვის გულში.მე ვარ ისევ ადამიანი და მაქვს ისევ გრძნობები,იგივე გრძნობებთ რომ ვუპასუხო? ---ყველაფერს გაუძლებ,შენზე კარგად არავინ არ იცნობს შენს ცხოვრებას,მაგრამ რეალობაში უნდა აღიქვა,რომ შენ ისევ ცოცხლობ,რომ შენ ისევ ის ადამიანი ხარ.ჩახედე შენში გაჩენილ შენს ნაკლოვანებებს და დამიჯერე აუცილებლად მოვა დრო,როდესაც ამ დაკარგული დღეების გამო,სიყვარულის მიერ პასუხისმგებლობა დაგაწვება ზურგზე.შეიძლება უკვე აქ დგას,შენს წინ ის ადამიანი რომელიც ისმენს შენს მიერ განვლილ ცხოვრების ისტორიას,რომელმაც ამოვიცანი ამ ისტორიის შუაში მდგარი უმწეო,მაგრამ ძლიერი ქალი.მე ოპტიმისტი ვარ,მაგრამ შენს ადილას იმ საშინელი დღის გამო ვიცხოვრებდი,ვიცხოვრებდი იქამდე,ვიდრე მთლიანად არ გაქრებოდა ის საშინელი დღეები და უფრო მეტიც,ჩემს წინ მთელი ჩვენი ცხოვრება დგას,რომელსაც მე შენთან ერთად გავატარებდი.ხრისტომ ღიმილით დაასრულა საუბარი და ელისოს ახლოს მიუჩოჩდა,მის ტკივილით სავსე სახეს დააკვირდა და სახიდან ბაგეებს დაასო მისი მწვანე თვალები.ელისომ შეხედა და ნერწყვის დიდი გორგალი გადაუშვა ყელში და ეცადა მისგან შორს დამჯდარიყო,მაგრამ ხრისტომ ხელი მოხვია აცახცახებულ ბეჭებზე და დაბალი,წყნარი ხმით უთხრა. ---ელი უბრალოდ დახუჭე თვალები და მე მომენდე.შენი სურნელი ისე ძლიერად მოქმედებს ჩემზე,რომ მიჭირს თავის შეკავება.ელისოს თვალებში წამიერად იმედის ნაპერწკალმა გაიელვა და გააკანკალა.ხრისტო ელისოს გრძელ თმებს ხელით შეეხო,მეორე ხელი კი ელისოს უკან ხერხემალს დააყოლა ნელა-ნელა და თან მისკენ მისწია მისი სხეული მჭიდროდ.არ არსებობს ქალი,რომლის ძლიერ სექსუალურ ზონას მკერდი არ წარმოადგენდეს,ყველა ქალისათვის განსაკუთრებულია მამაკაცის ხელის შეხება მკერდზე და მასზე ალერსი,რომელსაც ქალი ძლიერ სიამოვნებაში გადაჰყავთ.მკერდზე ნაზად შეხება,მაგრამ არა მარტო ეს,ქალის ორგანიზმზე მრავლადაა ნერვიული დაბოლოვებები,თუმცა ხერხემალი ძლიერი მგრძნობიარე ზონას წარმოადგენს ქალის მკერდის შემდეგ.ქალი შეიძლება ჩაიძიროს ვნებათა მორევში,მამაკაცის ხელის ნაზი მოძრაობით,აი ზუსტად ეს მომენტი იყო ახლა ელისოსთვის.ფიქრებში და ოცნებებში ჩაძირული,სანამ გაანალიზებდა რას აკეთებდა,მანამდე ნაზად შეეხო ბაგეებზე სასიამოვნო მასა და მისი ზედა ტუჩი მისაში მოიქცია.მიხვდა როგორი სასურველი იყო ეს ადამიანი მისთვის და მის მიმართ მასში ჩადებული გრძნობებიც აღარ გაუპროტესტებია,პირიქით არ უნდოდა კოცნის შეჩერება და მთელი გრძნობით მიენდო იმ მკლავებს რომლებიც მის ტანზე დასრიალებდნენ სასიამოვნოდ.ხრისტოს ძლიერ და დაკუნთულ მკლავებში ელისო თოჯინას ჰგავდა და ხვდებოდა,გრძნობდა როგორ უხტოდა გული საგულეში და მისი ყოველი ამოსუნთქვა თითქოს ცეცხლოვან ჰაერს უშვებდა.ის უფრო და უფრო ეკვროდა ხრისტოს სხეულზე და მათი სუნთქვა უფრო ღრმა იყო.ეს ელის პირველი კოცნა იყო,მას ხომ არასოდეს უგემია ამ გრძნობით და უხაროდა გულში,რომ მხოლოდ იმ ადამიანმა აჩუქა პირველი კოცნა,რომელიც ასე ძალიან მოწონდა და უფრო მეტიც ჯერ გაუმხელლად უყვარდა.ხრისტომ მის მკლავებსი მოიქცია ელის სხეული,ზურგით აიკრა გულზე და ყელში აკოცა.სალომემ ნელა-ნელა დაიწყო სათქმელი ჩურჩულით და გაუბედავად უთხრა ხრისტოს რომელიც გააოცა მისმა სიტყვებმა. ---არ ვიცი რას იგრძნობ,არ ვიცი რას მეტყვი,მაგრამ ვეღარ ვატევ გულში სათქმელს და მინდა გითხრა ყველაფერი,რაც გულში დამიგროვდა.არ დაგიფიცავ,რომ გრძნობა მეც მაქვს შენს მიმართ.არ ვიცი როგორ,მაგრამ მინდა ისეთი სიყვარული გაჩუქო,რომლსაც მხოლოდ იმ განსხვავებული ყვავილის სურნელი ექნება,რომელსაც მხოლოდ შენ იცნობ,დაყნოსავ და დაგათრობს.ვიცი რომ ამ გრძნობას ცრემლი მოაქვს,მაგრამ სიყვარული ცრემლის გარეშე ვინ ნახა.ვიცი გაივლის ყველაფერი ტკივილი და სიყვარული მაინც იმარჯვებს და მინდა შენს გულში ვენთო სანთელივით,მაგრამ არა ისე,რომ წამიერად აინთოს და ისევ ჩაქრეს,დღეები კი რუხი და მოსაწყენი გახდეს,პირიქით მე მინდა ფართოდ გავაღოთ ამ დღეების კარები,რომელსაც ადვილად ვერ დავივიწყებთ.ხრისტო არ ელოდა ელისოსგან ასეთ აღიარებას და გაოცებული იდგა და უცქერდა ელისოს.იცოდა და გრძნობდა,რომ ელისოსაც გააჩნდა გრძნობა მის მიმართ,მაგრამ ასეთ გულწრფელ აღიარებას, ცოტა დაბნეული შეხვდა და თან უაზროდ გახარებულმა მეტყველების უნარიც კი დაკარგა.ცოტა ხნის ცქერის შემდეგ უთხრა. ---რას მიშვები ელისო.იცი,რომ შენი თითოეულმა სიტყვამ ჩემს გულიში კი არა,სულში შეაღწია?ჩემი გული აქამდე სევდით სავსე შენს მოლოდინში იყო,ის შენ როგორც მკურნალი ისე ელოდა შენს ნახვას.დაუგდე ყური,გესმის?ის შენ გეძახის.დღეს შენ მე უშენობა ამომივსე და მარტოობისთვის განწირული თვალებში ბედნიერების სხივი აანთე.ახლა ისე ვარ,ძარღვებში ვერ ვაჩერებ სისხლს,შენმა სიტყვებმა ის აადუღა,გული ბორგავს გრძნობების სავსე და სულის სიღრმეში სიყვარულის კელაპტრებს დაგინთებ.არ გაიკვირვო და არ გაიცინო თუ შენმა სიყვარულმა და მონატრებამ ცოტა ჭკუაც დამაკარგვინა.ახლა ჩემს წინ რომ დგეხარ აზრებს ვეღარ ვალაგებ,მაგრამ გეტყვი რომ შენ ჩემი ცხოვრების დედოფალი ხრ და ჩემს ცხოვრებას სიცოცხლით ავსებ. შენში იპოვა მხოლოდ ჩემმა გულმა სულის სიმშვიდე,რადგან მიხვდა რომ შენს გულში ძგერდა სრული სიწმინდე.შენ ხარ ჩემთვის ერთადერთი და შენ ხარ ჩემთვის რწმენაც და ღმერთიც.ელისო უსმენდა და მის თვალებში ცრემლის გუბეები თანდათან იზრდებოდა და შემდეგ სახეზე დაედინა,მისი ნაზი და ჩუმი ხმით კი უთხრა. ---ღმერთო,როგორ მომნატრებიხარ. დანამული თვალებით შეხედა ხრისტოს.ხედავ ? შენს წინ როგორც მოკანკალე, ჩასაქრობად გამზადებული სანთელი ისე ვდგევარ.შენ ხიდი ხარ, ჩემი ნატვრის.წამწამებზე დადენილი ცრემლები კი სიხარულის ცრემლებია.ცუდია რომ დღემდე მონატრებით ვცხოვრობდით,მონატრებას რომელსაც როგორც თილისმა გულით ვატარებდი .---ელისო სად იყავი,ასე გვიან რატომ გამოჩნდი. ---ძალიან შორს ცხოვრობ ჩემგან. ---მართალია,ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან. ---და რა დამღლელია ეს სიშორე,უფრო კი ლოდინი. ---ხოდა დროა ერთად ვიცხოვროთ ამიერიდან. ---უკვე?არ ფიქრობ,რომ ჯერ ადრეა? ---მე ახლა არ გთხოვ, ამ წუთში.შემდეგ რომ ჩამოვალ ეს თემა უნდა გადავწყვიტოთ.ელისომ ღიმილით შეხედა ,მხარზე თავი ჩამოადო და უთხრა. ---ეს მომავლის საკითხია ექიმო.ბევრი ისეირნეს,სამებაც მოინახულეს და სანთლებიც კი დაანთეს,შემდეგ კი მთაწმინდაზე ავიდნენ და მიუხედავად იმისა,რომ მარტი ჯერ კიდევ ცივია,იქ სიმაღლეზე უფრო ცივი ქარი უბერავდა.ელისომ მოულოდნელად დაინახა და ერთ-ერთი ბუჩქის ძირში ლურჯი და ნაზი ია ნახა ამოსულიყო,დაიხარა და მოეფერა,ის იმ წუთებში ბავშვს ჰგავდა,პატარა გოგონას რომელიც თავადაც იმ ყვავილივით მორცხვი და ნაზია. ---რა აზრი აქვს სამყაროში რამდენი მილიარდი ადამიანია,თუ შენს გულშიც არ ყვავის ერთი გაზაფხულივით.იცი ამ საოცრად ლამაზ ყვავილს რა ჰქვია ჩვენში?დაიხარა,იის პატარა კონა შეკრა და მის წინ მდგარ ხრისტოს უჩვენა.ხრისტოს გაეცინა და უთხრა. ---ამ საოცრად ლამაზ ყვავილს,ვიცი რა ჰქვია ბერძნულად, ,,მენექსედეს'',მაგრამ შენ მითხარი რა ჰქვია მას ქართულად. ---ეს ,,ია''ყვავილია.ყველა ყვავილს შორის ნაზი და საყვარელი ფერიაა,რომელიც მისთვის ჩუმად ამოდის და გაზაფხულის მოსვლას გვამცნობს.გინდა გითხრა მასზე თქმულება?მიწიდან სანამ თავს ამოყოფდა,მას მიწამ უთხრა.წადი შვილო,დაღონებულ ხალხს შენი მოსვლით გულიც და თვალიც გაუხარე,ირგვლივ შენი სინაზე აჩუქე შეყვარებულ ქალ-ვაჟს.აი ასე მოგვევლინა ნაზი და სურნელოვანი ია სიყვარულის სავსე.შეხედა მასზე მიჩერებულ ხროსტოს და შეეკითხა.-არ დაიღალე,სახლში არ წავიდეთ?არ მოგშივდა?ხრისტომ ხელი მოხვია,გულზე აიკრა და ყურში უთხრა ჩურჩულით,თითქოს მათ ირგვლივ ბევრი ხალხი იყო და არ უნდოდა ვინმეს გაეგონა მისი ხმა. ---შენთან ვარ და დავიღლები?ან რა დამღლის შენთან,ან რა მომაშივებს. მომისმინე სალომე.ყველა როგორც მამაკაცმა,ასევე ქალმაც არ იცის სიყვარული.ამიტომ,არ უნდა შეგიყვარდეს კაცი,რომელმაც არ იცის შენ რაზე ფიქრობ,რაზე ოცნებობ როცა ჩუმად ხარ და სარკმელთან მდგარი ვითომ ამინდის ცვალებადობას აკვირდება.არ უნდა შეგიყვარდეს კაცი,რომელსაც არასოდეს არ მოუვა აზრად დაითვალოს შენი პულსის სიხშირე.არ უნდა გიყვარდეს ის და არ უნდა მისტიროდე მას,რომელიც სიამოვნებით ისმენს როგორ გტკივა გული და როგორ ხარ მარტო მის გარეშე.არ უნდა გიყვარდეს კაცი,რომელმაც ხელი კრა შენს განცდებს და გრძნობებს.არ უნდა გასტირო იმ კაცს,რომელმაც შენს გულწრფელ გრძნობებს დასცინა.ასეთი კაცი ვერასოდეს ვერ შეიყვარებს შენნაირად.ასეთი კაცი არ არის ღირსი,ატაროს შენი სიყვარულის ტიტული.ასეთი კაცი არ არის მზად,იტვირთოს შენი სიყვარულის სიმსუბუქე.არასოდეს გატირო იმ კაცს,რომელმაც ვერ შენიშნა და შენს თვალებში ვერ ამოიკითხა თუ როგორ აამაღლე შენ ის ღმერთამდე.მომეცი ნება მე დავიჭირო ამიერიდან ხელში შენი ცხოვრების ფუნჯი და ჯერ ამ ფუნჯით მოვხატო შენი ტუჩის კონტური.ერთსაც გეტყვი, მხოლოდ ერთხელ და კარგად დაიმახსოვრე ელი.გამოიხურე წარსულის კარები და დაივიწყე,რომ შენში არსებობდა ის ოდესღაც რომელმაც მკერდიდან ამოგგლიჯა გული და ის აღარ ღირს გასახსენებლად.მე შენი კარის ზღურბლზე ვდგავარ ახლა,ამ წუთში და შემომიშვი.ელი შენი გული მინდა მოვილოცო და ჩემს გულში ჩავდო.დაფიქრდი პასუხს არა გთხოვ ამ წუთში,თუ შეძლებ და გაგიადვილდება უფრო მომწერე.შენგან მიღებული წერილი და წერილში წაკითხული ეს სიტყვები ჩემთვის ძალიან დიდი შვება იქნება.ელი მის ხელებში შემოტრიალდა და უთხრა. ---დაგავიწყდა რა გითხარი?მინდა ისეთი სიყვარული გაჩუქო,რომ მხოლოდ მე გახსოვდეთქო.არ დააცადა ხრისტოს რამე ეთქვა ისე დააკვდა უკვე გემოგასინჯულ ბაგეებს.ეგონათ ეს კოცნა საუკუნე გაგრძელდა,რათა ორივე ვერ ფიქრობდა ერთმანეთზე დაცილებას.რა უნდა იყოს ამაზე ალერსიანი და სითბოს გამომხატველი,თუ არა საყვარელი მამაკაცის მკლავებში ტკბობა,მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს როგორ დავძლიოთ ვნებები, შეუმჩნევლად ავლაგმოთ და ვნებიანი ტალღა თუნდაც ძლიერად აღიძრას უნდა შეაკავო,თორემ შენზევე გადაივლის და როგორც კლდეზე მიხეთქებული მინა ისე დაიმსხვრევა,ვეცადოთ რომ მსუბუქად არ აგიყოლიოს,ამ დროს შეიძლება გაგვიჭირდეს თავის შეკავება,მაგრამ სურვილსა და მცდელობას ნუ დავაკლებთ და ვიზრუნოთ,რომ ჩვენში აღძრული ვნება შეუმჩნეველი იყოს.თუ მესაკუთრე ხარ,ძალიან გაგიჭირდებათ თავის შეკავება,რადგან რაც უფრო ძლიერია სიყვარული და მიკერძოვებული,მით უფრო ქარიშხლიანია ვნებათა ღელვა.ნუ დაუჯერებთ თქვენს საკუთარ სხეულს,ნუ მიენდობით საკუთარ თავს ვნების დაუოკების შემთხვევაში.შეიძლება ვნებამ ისეთი რამ ჩაგადენინოს,რაც მრავალი წლის განმავლობაში არ გაგიკეთებია.შეიძლება დაუჯერებელი რამ ერთ წამში ჩაიდინო.გაექეცი შენში დანთებულ ცეცხლს,რადგან შენ დენთი ხარ და ნურასოდეს ნუ იქნები თავდაჯერებული,იცოდე პატარა ნაპერწკალიც რომ აინთოს შენში,მყისვე აფეთქდები და ამ აფეთქებით გაეხვევი ძლიერი სიყვარულის ალში.ეს გრძნობა კი იმდენად ძლიერი იქნება შენში,რომ არაფლად არ ჩააგდებ შენს სიცოცხლესაც კი. ---რაზე ფიქრობ ელი.ელისო ხრისტოს ხმამ დააბრუნა რეალობაში.-მე ვიცი რაზეაც ფიქრობ და თუ დაგავიწყდა,მე შეგახსენებ.ზიზღი,ეს გრძნობა არ არსებობს ელი და არც შეიძლება შენნაირ ადამიანს შეეძლოს ზიზღის დატოვება გულში. ---არა,აღარ ვგრძნობ არც არაფერს მის მიმართ,მაგრამ არც მინდა შემხვდეს არასდროს წინ ეს ნერვებზე ძალიან,ძალიან ცუდად იმოქმედებს. ---ეს უკვე მომწონს.შენ ძლიერი ხარ და შენ შეძლებ ამ გრძნობის დაძლევას.მე დაგეხმარები და შენს გვერდით ვიქნები.აქედანაც რომ წავალ,ისე ვიქნები რომ გაგრძნობინო მე შენს სიახლოვეს მიგულო სულ. ---ყველას რომ ვაწყენინო და ყველას თხოვნის მიუხედავად,ყველას წინააღმდეგ მომიწიოს წასვლამ,ყველაფერი რომ დავკარგო რაც კი გამაჩნია, მართალია ძნელად, მაგრამ მაინც გავიღიმებ და არავის არ მივანიჭებ ჩემი წაქცევით ბედნიერებას.ვიცი,რომ ყველაზე გულწრფელი ადამიანები ყველაზე მეტად ზარალდებიან,რადგან ისინი ფიქრობენ სხვებიც მათსავეთ გულწრფელებია და ენდობიან,ბოლომდე უხსნიან გულს რადგან თეთრი კბილების მიღმა არ ჩანს მათი შავი გული.მე მაინც ასე ვიტყვი,ღმერთმა მომცეს ის,რასაც ვიმსახურებ და დამეხმაროს ჩემი გულწრფელობით დავიმსახურო და მივიღო ის, რაც მე მჭირდება. ---ეს ასეც იქნება.ის რაც გჭირდება ჩემო პატარავ,იმ ბედნიერების მიღებაში მე დაგეხმარები და მე შეგივსებ გულს ამ უდიდესი გრძნობით. ---მე კი შენს გულს, მთლიანად დავისაკუთრებ ამასობაში.უთხრა ელისომ და მესამედ ჩაიძირენ სიამოვნების მორევში მეშვიდე თავი. ცხოვრება დადგმული და უფლისგან დაკანონებული სპექტაკლია,რომელიც სავსეა დრამატული,ტრაგიკული თუ ბედნიერი წუთებით და როგორც ბედნიერი ასევე უბედური დასასრულით.ყოველი ჩვენთაგანი ამ სპექტაკლის მთავარი გმირები ვართ,რომლის სცენარისტიც და რეჟისორიც თვით უფალია.უფალი რომელიც აფასებს თავისებურად თვითეული მსახიობის შეცდომებს და ზოგიერთ შემთხვევაში აძლევს კიდეც შანსს,თუმცა ადამიანები ისეთი უსინდისოები ვართ,უფლის მიერ ბოძებულ შანს არ ვიყენებთ სასიკეთოდ,ის ხომ ჩვენთვის აკეთებს და ჩვენთვის გვაძლევს შანს.არ ვუჯერით,ისევ შევცდებით და ისევ მას მივადგებით ანთებული სანთლით ხელში და დახმარებას ვთხოვთ.ის ყოველთვის გვეხმარება ჩვენ,უფალი მუდამ ჩვენს გვერდით არის.ის ძლიერია,ის კეთილია,საოცარია,თუ მახვილი თვალით დაუკვირდებით მიხვდებით,რომ უფალი ერთადერთია ვისაც თვითეული ჩვენთაგანის განსჯის უფლება აქვს.მხოლოდ მაშინ,როცა უკვე ძალიან მძიმე ხდება ჩვენი ჯვარი გონების თვალს ფართოდ ვახელთ და დაკვირვებით ვათვალიერებთ ჩვენი ცხოვრების გავლილ ბილიკებს,მეორე მხარეს კი ისევ გასავლელი ბილიკებია,უხმოდ ვდგებით და გზას მივყვებით მონასტრისაკენ.მხოლოდ იქ შესვლის და ლოცვის დროს ნათდება გონება და ვნანობთ დაშვებულ შეცდომებს. ვჩქარობდი მონასტერში მისვლას,ვჩქარობდი რათა უფალთან საუბარი მსურდა გულწრფელად და აი მივაღწიე კიდეც ჩემს ნაცნობ მონასტერს,იქ ჩემი მამა იოსები ცხოვრობს.მხოლოდ მასთან საუბარი დამიმშვიდებს აფორიაქებულ სულს.მხოლოდ უფალი,მხოლოდ ის შეძლებს ჩემს დაწყნარებას და სხვა ვერავინი ვერ დამაწყნარებს და დამამშვიდებს.მგონია ჩქარა მივდივარ,მაგრამ მგონია თითქოს გული უფრო მალე მივა დანიშნულ ადგილამდე,მიასწრებს ძალით ათრეულ ჩემს ფეხებს და იქ დამხვდება უკვე ნალოცი და დამშვიდებული.დავინახე ტაძრის კედლები და ჩემმა სულმა გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით მოაწყდა სხეულის კედლებს შიგნიდან,რადგან გარეთ გამოსვლა უნდა,მაგრამ რა ხდება?ხმას ვეღარ ვიღებ იქ მისული.ამ უძველესი ნანგრავების წინ თავდახრილი ვდგევარ და თვალებიდან ცრემლები მდის მისდაუნებურად.აი უკვე მიახლოვდება ადამიანი,რომელთანაც ყოფნას და საუბარს ჩემსთვის ძალიან სიმშვიდე მოაქვს ყოველი მისი ნახვისას. ---ალბად ძალიან გიჭირს,თორემ ეს გზა დიდი ხანია დავიწყებული გაქვს შვილო ჩემო. ---გამიჭირდა მამაო,სული მტკივა და შიგნიდან მეწვის.ხელს მხვევს და გულში მიკრავს,გულზე მიხუტებულს კი მესმის მისი გულის ფეთქვა და თითქოს მისი ყოველი ბიძგი მისი გულიდან ამოხეთქილ ცეცხლის ლავაა ჩემში ძალუმად რომ მოედინება.ვთბები ერთიანად და ცრემლი ნაკადად მდის,ჩამქრალი სანთელივით ერთიანად ვინთები და მაცხელებს მთელ ორგანიზმში.თავს მაღლა მაწევინებს და მეკითხება. ---ახლა როგორ ხარ.ძნელია ამ დროს რამე თქვა და დუმილი ვარჩიე.დუმილი,ისევ დუმილი და ისიც დუმს,ხელს მკიდებს და მონასტრის ეზოში ვსცდებით ხის გრძელ სკამზე გვერდიგვერდ.შემდეგ დუმილს არღვევს და ამბობს. ---ქრისტე მოგეფეროს შენ შვილო და ღვთისმშობელმა ჩაგიკრას გულში.შენ ცხოვრების დიდ ომში ხარ ჩართული და შენი შეცდომების მიუხედავად მეომარი ხარ.ტკბილად საუბრობს,მაგრამ უეცრად მომიბრუნდა და მისი მზერა საბრძოლოდ გამზადბული ხმალივით ელვარეა.მისგან წამოსული შუქი თვალებიდან ჩემში შემოდის და ვგრძნობ როგორ მიმყარდება მორყეული ღერძები,როგორ ვმაგრდები და ვძლიერდები. ---ვიცი,რომ ძალიან გიჭირს,მაგრამ დამიჯერე ღირს ჩიტი ბრდღვნად, ღირს.მომიყევი რა გჭირს,ასე ძლიერად სულს რა გიფორიაქებს.ჩემს თავს კვლავ გულში იკრავს და ვგრძნობ იმდენი სიყვარული მოედინება მისგან,არ შეიძლება ცეცხლი არ წაგეკიდოს.ხანდახან მეშინია კიდეც,გული არ გამისკდეს სიმხურვალისგან და სიყვარულის მარცვალი ძირს არ დამებნეს. ---რატომ არ მელაპარაკები.წლებია რომ გიცნობ და შორიდან ვხედავ შენი სახე რამხელა დარდის მატარებელია,გული გახსენი,მე არა,უფალს ესაუბრე და ის მოგისმენს და გაიგებს შენს ტკივილს. ---უფალს ბევრჯერ ვთხოვე მამაო და ახლა კიდევ მრცხვენია,მას დახმარება ვთხოვო.არადა ძალიან მიჭირს უკვე,ვეღარ ვსუნთქავ და ძილი არ მეკარება.შემდეგ აღარ შევჩერებულვარ და თავდახრილი ყველაფერს ვყვებოდი.მშვიდად მომხვია ხელი,მეორე ხელით თვალზე ცრემლის ნაკადი მომწმინდა და სევდიანი ხმით მითხრა. ---უფალი შეისმენს შენს ლოცვას.თუ გინდა, დარჩი აქ და ნუ წახვალ.იყავი რამოდენიმე დღე სანამ არ დამშვიდდები და სანამ არ დაგიწყნარდება აფორიაქებული სული. ---არა მამაო უნდა წავიდე,დამალვა არ მჩვევია მე ხომ მეომარი ვარ.ჩემი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა,ერთი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს მოსაგვარებელი და ის უნდა მოვაგვარო. ---უფალს ებარებოდე შვილო.წამოვედი და სანამ არ დავიმალე მისი თვალთა ხედვიდან,მისი მზერა ზურგს მიწვავდა.ბოლოს ვეღარ მოვითმინე,მივბრუნდი და მის თვალზე ცრემლი შევნიშნე,გაუხარდა რომ მივბრუნდი,ჯვარი გადამსახა მადლიერი ღიმილით და თითქოს დამჩატებული გულით წამოვედი.ისე აღარ უჭირდა ფეხებს სიარული,როგორც იქით მიმავალს უჭირდა.დამშვიდებული გულით და თითქმის გაწმენდილი სულით მივდიოდი და ფიქრებში ჩაძირული ტელეფონის ხმამ დამაბრუნა რეალურ ცხოვრებაში დავხედე ტელეფონს და ნომრის შეხედვისას ჩამეღიმა. ---გისმენ ლელი. ---ჯიმი როგორ ხარ,შენზე ძალიან ვნერვიულობ ეს დღეებია და რაღაც არ მასვენებს. ---ჯერ-ჯერობით კარგად ვარ,ნუ ნერვიულობ. ჩაეცინა და მის ჩაცინებას თან დიდი სევდაც ახლდა. ---საავადმყოფოში რატომ იწექი,სერიოზული იყო რამე? ---არა,ნორმალურადაა ყველაფერი.თქვენ როგორ ხართ? ---ჩვენ კარგად ვართ და პატარას ძალიან ენატრები.ამიტომ ჯიმი ბილეთები ავიღე და ამ დღეებში მოვდივარ. ---არა ლელი.გთხოვ,დამიჯერე და არ გაბედო აქ ჩამოსვლა.ბავშვის მიხედე და თავს გაუფრთხილდი. ---არა,მოვდივარ და შენ ვეღარ შემაჩერებ ჯიმი. საკმარისია უკვე,ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ სახეს ღებულობს ნუთუ ვერ ხვდები,მიკვირს მილიციას რატომ არ აგებინებ. ---ვინც უნდა იცოდეს,მან უკვე იცის ლელი.ასე რომ,მალე დასრულდება ყველაფერი და მერე ჩამოდი.თუ არ დაიჯერებ და მაინც წამოხვალ,ამ ნომერზე დამიკავშირდი და არავის უთხრა რომ მოდიხარ.ეცადე დღის საათებში იყო აქ,არ მინდა ღამე რომ ჩამოხვიდე.ძველ ნომერს ისმენს მამაშენი და არ მინდა გაიგოს თქვენი ჩამოსვლის შესახებ,გაუგებარი არ დარჩება რამე მაგას,მაგრამ ჯერ-ჯერობით ასეა საჭირო. ---კარგი,შევთანხმდით და ამ ნომერზე შეგეხმიანები. ---ლელი,მოგენატრები კი ოდესმე? ---ეს რა საუბარია ჯიმი.რა თქმა უნდა მომენატრები და ახლაც მენატრები.ჩვენ ხომ ჩვენი ტასუნა გვყავს,შენ მე ტასუნა მაჩუქე და როგორ არ უნდა მომენატრო,მართალია,ვაღიარებ რომ გვიან შევიგრძნე შენს მიმართ სიყვარული,მაგრამ სჯობს გვიან ვინემ არასდროს. ---თუ კი ოდესმე ჩათვლი საჭიროდ,რომ უჩემობა გაგიჭირდეს,მინატრე ლელი.მინატრე ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ მდგარმა,ცას ამოხედე და მე იქ ვიქნები.მეც გვიან გავაცნობიერე ძალიან ბევრი რამ და მაპატიე ლელი.თვალცრემლიანმა გათიშა ტელეფონი და უკვე დაბინდებული იყო თბილიში რომ შევიდა და სარკეში დაინახა,შავი ჯიპი ადევნებოდა უკან.ბევრჯერ აუქცია გვერდი,მაგრამ მაინც მოუჭრა ადევნებულმა კუდმა გზა და წინ გადაუდგა.მძღოლი გადმოვიდა და ერთი სიტყვა უთხრა მხოლოდ. ---გამომყევი.ვერ იცნო,არ ეცნო უცხო იყო და უხმოდ გაყვა.ქალაქის გარეუბამში გაიყვანა და ერთ-ერთ მიტოვებულ ნანგრევებთან მიიყვანა.უეცრად ტელეფონი გაახსენდა,მას ხომ ორი ტელეფონი აქვს და ერთში ადგილზე მისვლამდე მოსასმენი დაამაგრა შეუმჩნევლად და მეორე ჯიბეში ჩაიდო.უხმოდ გადავიდა მანქანიდან.სიგარეტს მოუკიდა და ჩუმად,მდუმარედ მიმავალს უეცრად წინ მიმავალი მიუბრუნდა და უთხრა. ---ბოსს შენი ნახვა უნდა. ტელეფონი მომეცი,მე კი გარეთ დაგელოდები.ჯიმიმ უპრობლემოდ გაუწოდა ტელეფონი და მკაცრი ხმით უთხრა. ---რა გინდათ ჩემგან აღარ მოგწყინდათ ამდენი სიბინძურის კეთება?ოჯახი არ გყავს?შვილები არ გყავს,ცოლი არ გყავს?ჯიმის წინ მთასავეთ მდგარი მამაკაცი უცებ მოიკუნტა და მის თვალებში სევდის სხივი დაინახა.მიხვდა,კარგად დაინახა და წაიკითხა მის სახეზე,რომ ისიც მარიონეტად ყავდათ ქცეული.ერთის განსხვავებით,ჯიმის არასოდეს არავინი არ მოუკლავს. ---შედი გელოდება.ჩუმი ხმა მოესმა ჯიმის და ისიც შევიდა ნანგრევებში. ---ჯიმი,ჯიმი,ჯიმი.იცი მე რატომ მიყვარს თევზები? ---ვიცი,ბევრი აქვთ სათქმელი,მაგრამ წყლით აქვთ პირი სავსე და ვერ ამბობენ.ასე გინდა მეც გამაჩუმო?მადლობა თქვი,რომ მილიციას არ გადაგეცი. ---ხა,ხა,ხა,ხა,ხააა,საზიზღრად და შემზარავად გადაიხარხარა,შემდეგ ახლოს მივიდა და შემზარავი ხმით უთხრა.-ის არ იცოდი,რომ ტყუილი ბრალდებისთვის შენ თავად ჩაჯდებოდი? ---მაგასაც ვნახავთ სულ მალე. ---მომისმინე,თუ გნდა სიცოცხლე გაჩუქო და არ შეგეხო,ერთი საქმე უნდა გააკეთო. ---რა?რას მავალებ.მკვლელი უნდა გამხადო?აღარ გეყო ამ წლების განმავლობაში,ჩემი მარიონეტად ყოფნა? ---არა,მკვლელობა არა.ნარკოტიკი უნდა მიიტანო ერთ ადგილზე. ---ვერ მომიხერხე ვერაფერი და ახლა ნარკოტიკზე გინდა დააჭერინო ჩემი თავი? ---მენანები ჯიმი სიკვდილისთვის,ტასოს გეფიცები მენანები. ---ტასოს სახელიხც არ ახსენო,შენი ბინძური პირით.დადგება დრო, რომ სირცხვილით ვერ გაამხელს შენი შვილიშვილი რომ არის.რამ გაგაბოროტა ასე,რამ დაგიბოღმა სული.ნუთუ ვერ ხვდები უკვე ასობით ადამიანის ცოდვა გაწევს კისერზე,დედამიწა როგორ გზიდულობს.კიდევ გაქვს დრო შეჩერდე,თორემ დედამიწა ვეღარ გზიდავს შენს ცოდვებთან ერთად და ჩაგძირავს შენი ცოდვებიანად.გურამის თვალზე ცრემლი მოადგა,ნუთუ?ნუთუ ეს ნამდვილი ცრემლია და მას აქვს შემორჩენილი ადამიანური გრძნობები? ---მხოლოდ ამ ერთხელ და შენი გზით წადი შემდეგ. ---ნუთუ ძლევამოსილ გურამს დავიჯერო,ვერავინი ვერ ნახა რომ ახალ მარიონეტად აქციოს? ---რასაც მე ვიტყვი,ისე იქნება მაინც და აზრი არ აქვს ჯიუტობას.დროს გაძლევ მოსაფიქრებლად ერთ კვირას.ჯიმი სიგარეტს ეწეოდა,მოულოდნელად ის გურამმა მარტო დატოვა წუთიერად ჯიმიმ კი ის დრო მის სასარგებლოდ გამოიყენა და ჩანაწერის გაგზავნა მოახერხა მიშოს ემაილზე,ტელეფონში კი ყველაფერი წაშალა,უკან დაბრუნებულ გურამს კი უთხრა. ---თუ გგონია,რომ ყველაფერს უშეცდომოდ აკეთებ სცდები.მოვა,სულ მალე დრო და ყველაფერი ფილმის კადრებივით გადაიშლება შენს წინ.იქნებ მე აღარც ვიყო,მაგრამ არც იქედან მოვისვენებ სანამ არ დაგაჯენ სამუდამო სასჯელით.მე აღარ ვარ შენი მარიონეტი,შეგიძლია სხვა მოძებნო.არც მკვლელი ვარ და არც ნარკომანი,დაიმახსოვრე ყველაფრისთვის სულ მალე მწარედ გადაიხდი,არ მოვისვენებ სანამ არ დავაჭერინებ შენს თავს,თუნდაც მართლა ჩემი სიცოცხლე შეეწიროს ბევრისთვის თავისუფლად სუნთქვას,მე ბევ ხალხს გავანთავისუფლებ შენი ბინძური მახედან.ზურგი შეაქცია და დატოვა ნანგრევები გაოცებული და ყბაჩამოგდებული გურამი.იცოდა,იცოდა ეს ასე ადვილად არ ჩაივლიდა,ასე თავისუფლად არ გაუშვებდა.სარკეში იხედებოდა და მდევარი არ ჩანდა,ეს კი გასაკვირი კი არა,გასაოცარი იყო.ყოველი ახალი დღე შიშით თენდებოდა და ასევე შიშით ხვდებოდა დაღამებას.მყუდრო სახლი შეარჩია ლელის და ბავშვის ჩამოსვლისთვის.არ უნდოდა,არ უხაროდა მათი დაბრუნება,მაგრამ ტასოს ნახვა უნდოდა ძალიან,მისი პატარა როგორ ძლიერ მონატრებია.თითქოს ხვდებოდა,ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო.მეოთხე დღეს დაურეკა ლელიმ და აცნობა მისი დაბრუნების შესახებ.წინ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება ეს იცის და დარწმუნებულია,მაგრამ არ ესმის ლელის რომ არ დაბრუნდეს.სახეზე ძლიერად მოისვა ხელი და სარკეში მისი თავი შეათვალიერა,ჩახლეჩილი ხმით კი თავის თავს უთხრა. ---ხანდახან მგონია,იმიტომ დავიბადე ავიტანო ყველაფერი და ყველა ტკივილს გავუძლო.,მაგრამ ტკივილი ამიტანს კი მე?დათქმული დროც მოვიდა და აეროპორტში წავიდა,სარკეში გზას ათვალიერებდა და ვერაფერს ვერ ხედავდა საეჭვოს.იქ მისულს ბევრი ლოდინიც არ დაჭირვებია და დაინახა მისი ხვეულთმიანი პატარა,რომელიც გაბრწყინებული თვალებით გამოიქცა მამასკენ შესახვედრად და ოხ,ოხ, როგორ მონატრებია ამ თმების სურნელი,ამ რბილი ლოკონების შეხება,ეს თბილი ტიტინი,ეს ტკბილი სურნელი.უხ, რა საოცრად ტკბილია ეს ჩახუტება და ეს მოფერება.ლელიც მიუახლოვდა თუ არა გულში ჩაიკრა და ერთი კოცნაც აჩუქეს ერთმანეთს.შემდეგ მანქანისაკენ წავიდნენ.ცოლ-შვილი ჩააჯინა და თავად მიდამო მოათვალიერა და სულ ცოტა გავლის შემდეგ კი საეჭვოდ მოეჩვენა უკან ადევნებული მანქანა,სიჩქარეს მოუმატა და ლელის უთხრა მტკიცე ხმით. ---ლელი რემენი,რემენი გაიკეთეთ ორივემ და ბავშვს მაგრად მოკიდე ხელი.გახსოვდეს,რაცარუნდა მოხდეს ძლიერი იყავი,არ შეგეშინდეს,ვეცდები დაუძვრე და სამშვიდობოს გაგიყვანოთ.ტასოს შეხედა სარკეში და გაუღიმა,ლელის თვალებში ცრემლი შენიშნა და გული მოეწურა.თვალი აარიდა და გზას უცქერდა,რომ ტასოს ხმამ სიბრაზე უფრო გაუმძაფრა. ---მამიტო გვესლიან? ---არა ტასო.არა მამას პრინცესა,ეს არ მოხდება,ამას არ დავუშვებ,რომ ეს მოხდეს.ლელის კი ნაწყენი ხმით უთხრა.-აი რატომ არ მინდოდა,რომ ჩამოსულიყავით,ახლა ხომ მიხვდი.მოულოდნელად წინ მანქანა გადაუდგა და ვერ მოასწრო დამუხრუჭება,რომ მთელი სიძლიერით შეასკდა და მისმა საშინელმა ხმამ ზეცა გასერა. ---თავი შეიკავე,ლელი ბავშვს მიხედე.ეს იყო და მანქანა ჰაერში ავარდა და ორი ყირამალა გააკეთა.შეტაკების ადგილზე ხალხი მოგროვდა,ვიღაცამ მანქანას ეცა,ვიღაცამ სასწრაფოს დაურეკა,ვიღაცამ სისხლიანი ტასო ხელში აიყვანა.ერთმა მამაკაცმა ჯიმის მხარეს როგორც იქნა კარი გამოაღო და დახმარებას შეეცადა,ჯიმიმ კი სუსტი ხმით უთხრა ერთიანად სისხლში ამოსვრილმა. ---უკან ცოლ-შვილი მიჯდა,მათ მიმიხეთ ძმურად.საბედნიეროდ ლელი მალე მოყვანეს გონს,მას სერიოზული არაფერი არ ჰქონდა,ტასუნას ხელი მოტეხვოდა და ლელიმ აზრზე მოსვლისთანავე,წამოდგომას შეეცადა,მაგრამ თავბრუ დაეხვა და ფორთხვით მივიდა მიწაზე დასვენებულ ჯიმისთან რომელიც მთელი ხმით აყვირდა. ---ჯიმიიი,ჯიმი შემომხედე.მანიშნე, რომ გესმის ჩემი. ---მესმის ლელი.იმედია გადავრჩები და თუ ასე არ იქნა და ვერ გადავრჩი,ტასუნას მიხედე. ---შენს თავს ვფიცავარ,მე დავასრულებ შენ დასასრულებელ საქმეს,მე მივალ ამ საქმის ბოლომდე ჯიმი. ---მინდა პირობა ჩამოგართვა,მაგრამ არც ის მინდა,ტასოს და შენ რამე დაგიშავონ. ---გპირდები ყველაფერს ისე გავაკეთებ,შენ რომ გააკეთებდი. ---შენი თვალები ახლა ისე ელავს სიბრაზისაგან,რომ ვგრძნობ, შენ გაიმარჯვებ.შენ ვერ დამინახავ,მაგრამ მე შენთან გავჩნდები და გამარჯვებას პირველი მე მოგილოცავ.მიხმე ლელი როცა დაგჭირდე და შემიგრძნე,რომ შენთან მოვედი.ყოველი ტასუნას დაბადების დღეზე ეზოში დიდი ჭადარი აშრიალდება,შენ ამით მიხვდები რომ მე ტასოს დაბადების დღე მოვულოცე.გაზაფხულზე როცა შენი საყვარელი იასამანი აყვავდება და მის პატარა ყვავილებს ნამის წვეთები ექნება,იცოდე,რომ ეს ჩემი ცრემლებია ლელი იქ შემორჩენილი,თქვენთან დაშორების ცრემლები.თუ ზამთარში თოვლის ფიფქი ტუჩზე დაგადნა და წამწამზე ცრემლად ჩამოგადნა,იცოდე,მე გეამბორე და იმ ცრემლშიც მე ვიყავი ჩამდნარი.თუ დილით რამემ უჩვეულომ გაგაღვიძოს,იქაც მე ვიქნები,მე გაღვიძებდი.ჰო მინდოდა თვალი გაგეხილა,რომ შენს თვალებში ჩავღვრილიყავი.ნუ კანკალებ ჯერ არ მიგატოვებ,რადგან ვიცი,რომ ჯერ კიდევ გჭირდები.მე სულ შენთან ვიქნები,მაგრამ გთხოვ არასოდეს მაგრძნობინო,რომ აღარ გჭირდები.თუ სული მატკინე და ის სიფრიფანა ძაფი გაწყვიტე,მე ვეღარასოდეს შევძლებ შენთან მოფრენას,და თუ მიხვდები რომ აღარ გჭირდები,ნუღარ დამიძახებ,ნუ შემიჩვევ ისევ თავიდან.ეცადე ცხოვრება აიწყო,შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ,ტასოს მიხედე და დაუსრულებელი საქმე დაასრულე,იცი დამნაშავე სადაც უნდა ეძებო ლელი. ---იცი დამნაშავე სადაც უნდა ეძებო,იცი დამნაშავე სადაც უნდა ეძებო,იცი დამნაშავე............................ყურებში ჩაესმოდა ჯიმის სიტყვები და ერთი საშინელი ხმა ამოუშვა ყელიდან ისე იღრიალა. ----სასწრაფო რატომ არ მოდის,არ დამტოვო ჯიმიიიიიი. ---რა ცოდვაა,მის თვალწინ ქმარ-შვილი დაეღუპა.შემოესმა უცნობი ქალის ხმა და ისევ იღრიალა. ---არაააა,ჯიმი არ გაქვს უფლება წახვიდე ჩვენგან.არააა, მე არ გაგიშვებ,ეს არ შეიძლება მოხდეს.სასწრაფოც მოვიდა და ლელიც სასწრაფოს გაყვა ტასოსთან ერთად.შემდეგ სიბრაზე მოერია საავადმყოფოში მისულს,ტასოს ხელი თაბაშირში ჩაუსვეს და დამამშვიდებელი გაუკეთეს.შემდეგ ჯიმისთან შევიდა,საოპერაციოდ ამზადებდნენ და ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მიაღწია მისი თითქმის უსულოდ დადებულ სხეულზე დაემხო და მწარედ ატირდა.თავადაც ერთიანად ჯიმის სისხლში იყო ამოსვრილი და ჩურჩულით უთხრა ჯიმის თითქოს არ უნდოდა იქ მყოფ ექიმებს გაეგონა რასაც ამბობდა. ---გპფიცები,არ შემეცოდება და სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან,მხოლოდ შენ არ გაბედო ჩვენი მოტოვება.ჯიმი გთხოვ,ტასუნას გამო გთხოვ იბრძოლე,წინ ბედნიერი დღეები გველოდება ჩვენ სამს,შენ მხოლოდ იბრძოლე და არ დანებდე,გთხოვ.ტიროდა ლელი და ჩუმი ჩურჩული ნელა-ნელა ხმამაღალ ხმაში გადაეზარდა.ხელზე ხელის მოჭერა იგრძნო,თითქოდ ძალა მისცა ჯიმის ლელის სიტყვებმა და გაოცებულმა ასწია თავი,შეხედა თვალები გაეხილა ჯიმის და სახეზე ბედნიერი ღიმილი გადაკროდა.ნელა-ნელა გაიყვანეს ჯიმი და უეცრად თავში რაღაც აზრი მოუვიდა და საავადმყოფოდან გავარდა,ასე სისხლიანმა გამოაღო იქვე მდგარი ტაქსის კარები და შეშინებულ მძღოლს უღრიალა მისამართი,საერთოდ არ გაუარა სიბრაზემ და ასე ბრაზით და ზიზღით ანთებულმა შეაჭრა მამამისის კომპანიაში.გურამის მდივანი,რომელსაც დედასავით პატივს სცემდა,წინ გადაუდგა და მტკიცე ხმით უთხრა; ---ლელი?როდის ჩამოდი,ჩვენ რატომ არაფერი არ ვიცოდით.რას გავხარ,კარგად ხარ? ---სად არის. ---ლელი არ შეხვიდე,დაკავებულია.წინ აღუდგა კარებთან და არ მისცა საშუალება შესულიყო მამასთან. ---გამატარე.ისეთი ხმა ჰქონდა ლელის მიხვდა მდივანმა, კარგი დღე არ დაადგებოდა თუ არ გაატარებდა და გზიდან ჩამოეცალა.კარები შეგლიჯა და მამის წინ დადგა,არ აქცევდა ყურადღებას იქ მყობთ გაოცებულ და გაკვირვებულ სახეებს. ---ლელი შვილო.რა,რა,რა შეგემთხვა,აქ როგორ გაჩნდი,ან ეს სისხლი ვისია. ---არ იცი ვისი სისხლია?ახლა კარგად ხარ და თავისუფლად სუნთქავ?ჩემი შვილის მამა სიკვდილს ებრძვის,ჩემი პატარა ტასუნა უგონოდ წევს საავადმყოფოში,გაძეხი?მოგეშვა გულზე?თუ ჯერ ვერა,კიდევ გყავს ვინმე რიგში ასე სასტიკად რომ გაუსწორდე,თუ მაშინ დაწყნარდები მხოლოდ ჩემს ქმარს და შვილს სული რომ ამოუვათ მაღლა,მანამდე ვერ იგრძნობ გაძღომას. ---ლელი რას ამბობ,რატომ ჩამოდი და აქ რა გინდა. ---აქ რა მინდა?მეკითხები კიდეც უსირცხვილოდ?მინდოდა ხელი შემეშალა შენთვის და ეს მკვლელობა ამეცილებინა ჩემი ოჯახისათვის,მაგრამ დამაგვიანდა, დამაგვიანდაააააა,ვერ შევძელი.აღარ მეკითხები ვის მკვლელობას ვგულისხმობ?არა,არ შემეკითხები,ალბად გრცხვენია ან თავხედობა აღარ გყოფნის. ---ახლა არ მცალია,სახლში წადი და იქ ვილაპარაკოთ შვილო. ---სახლში?რომელ სახლში მამიკო?ან რა მიწოდე,შვილო?გაგახსენდა,რომ მე შენი შვილი ვარ?ყველა წამოდგა ფეხზე და გასვლას აპირებდნენ კაბინეტიდან,მაგრამ ლელიმ კარები შიგნიდან გადაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო,არცერთს არ მისცა კაბინეტიდან გასვლის უფლება. ---რატომ მიდიხართ?გეშინიათ?მართლა გეშინიათ,რადგან აქ თუ დარჩებით და ამ საუბარს მოუსმენთ,ხვალ თვითეული თქვენთაგანი განთავისუფლებული იქნებით დაკავებული თანამდებობიდან,მაგრამ რაცარუნდა სამწუხარო უნდა იყოს ჩემთვის,გეტყვით ყველას,რომ ამ სატანას გაეცალეთ,დროზე ჩამოშორდით.მასთან მუშაობა კარგს არაფერს არ მოგიტანთ.ამ კაცმა,დიახ ამ ერთი შეხედვით,ჭაღარა შერეულმა სანდომიანმა მამაკაცმა თავის საკუთარ 3 წლის შვილიშვილს მამა მოუკლა დღეს და თავად ის პატარა უგონოდ წევს.თქვენი საამააყო უფროსის ჩადენილია ეს ყველაფერი,ეს სისხლიც ჩემი ქმრის სისხლია,არ გაპატიებ ამ სისხლის არცერთ წვეთს,მკვლელოოო.ლელი უკვე თავის თავს აღარ ჰგავდა და ყველაფრი რაც კი ხელში მოხვდა ნამცხვრევებად აქცია. ---ლელი მე არ ვიცოდი,რომ იმ მანქანაში თქვენც იქნებოდით,მე არაფერი არ ვიცოდი თქვენი ჩამოსვლის შესახებ. ---რომ არ ვყოფილიყავით მე და ტასო,შენ უფლება გქონდა მოგეკლა ადამიანი?რატომ მამა,რატომ.ჯიმიმ რა დაგიშავა,რატომ გამიმწარე ცხოვრება გათხოვების დღიდან დღემდე.ტასუნას დაბადებიდან ჯიმი აიძულე ჩემგან წასულიყო,ბავშვი მამის გარეშე დატოვე,რა დაგიშავე,ამ უფალს რა დავუშავე შენი შვილობა რომ მარგუნა,რას მერჩოდი რას. ---ლელი ეს ყველაფერი შენს გამო და ტასუნას გამო გავაკეთე.ეს ბიზნესი შენია, ყველაფერი შენია,რომ დაკარგავ მაშინ გაიგებ ამ ყველაფრის ფასს. ---ვინ გითხრა,რომ ჯიმის სიკვდილით მე ბედნიერს გამხდიდი მამა.ან კიდევ რა შვებას ნახულობ ამ სისხლით ნაყიდ კედლებში.შეწყვიტე ხალხის ხოცვა და ჟლეტა,შეწყვიტეეე. ---მაპატიე,მაპატიე ლელი. ---არასოდეს მამა,არასოდეს გაპატიებ ჯიმის ბოლო ცრემლს.მის ბოლო ჩამქრალ ღიმილს.შენ მე ბედნიერება წამართვი და დამისამარე.ბიზნესის დაკარგვას ტირიხარ რადგან მხოლოდ ამ კედლების ფასი იცი?შენ,შენ როდის გაიგებ შენი შვილის ფასს მამა.როცა შენს გარშემო თავმოყრილი მტერი მოგიკლსვს მას?მეცოდები,ძალიან მეცოდები მამა.ძალიან უძლური და უსუსური ხარ,და სულ მალე გნახავ თავდახრილს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.