შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიგდებული "პატარძალი" (2)

8-08-2017, 15:10
ავტორი elenee))))
ნანახია 4 817

თითქოს ყველაფერი თავის ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. აღარაფერი ხდება ისეთი რაც თორნიკე ლაშხს ეხება. მომწერა "ხარ თუ არა ორსულადო" ვუთხარი , რომ არა იმიტომ , რომ მართლა არ ვარ. ექიმთან ვიყავი.
ყველაფერი ძალიან მარტივად მიდიოდა 8 აგვისტომდე..
ოთახში ვიჯექი და ნინას ველაპარაკებოდი ნიცა , რომ შემოვიდა ოთახში:
-ნენე, ვიღაც ბიჭი გკითხულობს დეე.
-ვინ ბიჭი?-წარბები შემეჭმუხნა იმიტომ, რომ ათასმა აზრმა გამიელვა.
-არ ვიცი, პირველად ვხედავ.-მხრები აიჩეჩა და გავიდა ოთახიდან.
-ეხლა მეც პრეზიდენტი არ მელოდებოდეს რა ქვემოთ,-ამოვიხვნეშე და ლოგინიდან მძიმედ წამოვდექი. მისაღებში ჩავედი და აი სრულიად ყველას და ყველაფერს ველოდებოდი იმის გარდა ვინც იქ დამხვდა. უკვე მეორედ, თორნიკე ლაშხი უდროო დროს უდროო ადგილას ჩნდება! მოვენატრე თუ რა უნდა აქ?! დედაჩემი შემომყვა და ცნობისმოყვარედ მიყურებდა:
-დედა, ეს თორნიკე ლაშხია. ნინას დეიდაშვილია.-მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და რა მეთქვა, გაკვირვება დაეტყო ლაშხს სახეზე.-შეგიძლია მარტო დაგვტოვო?
-კი, რათქმაუნდა. სასიამოვნოა.-გაუღიმა თორნიკეს, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და გავიდა დედაჩემი.
-რა გინდა აქ?!-ეგრევე შეტევაზე გადავედი, როგორც კი მივხვდი , რომ ნიცა უკვე გასული იყო.
-შენთან წინადადება მაქვს.
-რა წინადადება? ჩემთან რა წინადადება გაქვს არ გადამრიო?-ირონიულად მეცინება.
-ცოლად გამომყევი. ოღონდ რათქმაუნდა ხვდები, რომ ფიქტიურ ქორწინებას ვგულისხმობ და არ მიყვარხარ ხო?-ასევე ირონიულად მიღიმის.
-რატომ ფიქრობ, რომ დაგთანხმდები?
-ისა..
-შენ იცი, რომ როცა შენთან სექსი მქონდა მაგ დღეს ქორწილი უნდა მქონოდა? საქმრომ მიმატოვა ქორწილის დღეს და ახლა მგონი უცნაური იქნება ასე მალე ქორწინება სულ სხვა ბიჭზე არა?
-უნდა დამთანხმდე შურისძიების გამო.
-ვისზე უნდა ვიძიო შური?
-შენს საქმროზე.
-სხვა ვინმესთვის, რომ შეგეთავაზებინა არა?
-არა. დაფიქრდი. დარწმუნებული ვარ შურისძიებაზე მეტად ახლა არაფერი გინდა. შანსი გაქვს გაამწარო. ახლავე არ გთხოვ პასუხს.
-მაინცდამაინც მე რატომ მთხოვ?-ლამისაა ფრჩხილები ძირამდე დავიჭამო.
-კლუბიდან , რომ გამოვედით და სახლში ავდიოდით პაპარაცებმა დაგვაფიქსირეს. ამბავი გასკდა რატომღაც, რომ ჩემი შეყვარებული ხარ.
-გასაგებია.
რომ დაფიქრდე ძალიან დიდი პერსპექტივა მაქვს იმის, რომ შური ვიძიო გიორგიზე, მაგრამ ცოლად გავყვე თორნიკე ლაშხს?! ეს გარკვეულ რისკს მოითხოვს.
-კარგი. შენი ნომერი მაქვს, რომ მომწერე იქიდან. მოვიფიქრებ და მოგწერ.
-კარგი.-გავაცილე და როგორც კი კარი დავხურე ოთახში ავვარდი.
-ნინა მიშველე!-ჩემი ოთახის კარი ჩავკეტე, რომ ნიცას რამე არ გაეგო.
-რა ხდება?-ტელეფონი დადო და ლოგინზე წამოჯდა.
-გახსოვს 2 კვირის წინ , რომ მოგიყევი თორნიკე ლაშხთან სექსი მქონდა თქო? ეხლა იყო მოსული. ცოლად გამომყევიო..-ყველაფერი მოვუყევი რაც მითხრა.
-ნენე..არ ვიცი. შურისძიების მხრივ მართლა ძალიან მაგარია. ისიც მაგარია თორნიკე ლაშხის ცოლი ,რომ იქნები , მაგრამ მაინც არ ვიცი.
ვიჯექით და დებილობებს განვიხილავდით. ყველაფერზე ვილაპარაკეთ ლაშხის გარდა. ბოლოს მაგასაც მივადექით:
-მიწერე!
-რა მივწერო?-ნინასგან გამიკვირდა ასე უცბად ნათქვამი "მიწერე".
-რა და მიწერე, რომ თანახმა ხარ! ხომ გინდა , რომ შური იძიო?! ხოდა მიდი!
არვიცი რატომ დავუჯერე, მაგრამ დაპროგრამებულივით მოვკიდე ტელეფონს ხელი და ის ნომერი ვიპოვნე , რომელიც ლაშხს ეკუთვნოდა.
-ნინა, თუ ამას გავაკეთებ..
-ნუ დებილობ! მიდი მიწერე!
ასეთი ნინა ჯერ არ მინახია..რატომ უნდა , რომ მივწერო?! ჯანდაბას , იყოს რაც არის!
ლაშხის ნომერს ვაწვები და ვწერ:
-როდის გვაქვს ქორწილი?
ცოტახანში პასუხი მომდის:
-ხვალ შეგხვდები. ყველაფერს გავარკვევთ.
არვიცი რატომ , მაგრამ მგონია, რომ როდესაც ამ მესიჯს მწერდა ეღიმებოდა. გაეღიმა, რომ ასე ბავშვურად და სულელურად დავთანხმდი ამხელა წინადადებას. მაგრამ , ეს ხომ სამუდამო არ იქნება!
-აუ ნინ
-რა?
-დედაჩემმა თუ გკითხა თორნიკე შენი დეიდაშვილია კაი?
-კარგი.
ძალებს ვიკრებ და დედაჩემის ოთახში შევდივარ.
-დეე.
-რა?-თბილად მიღიმის.
-ვთხოვდები....

ძალიან დიდი ბოდიში , რომ სულელურად დაგერიეთ და გაგლანძღეთ, უბრალოდ ძალიან ცუდი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ისეთი რაღაც რამაც ზედმეტად შეცვალა მოვლენები და გაბრაზებული ვერც მივხვდი რა სულელურად მოვიქეცი. ძალიან მცხვენია და გთხოვთ მაპატიეთ. ვიცი, რომ თქვენ გეგონათ ისეთ თავს დავდებდი სადაც ნენე ორსულად აღმოჩნდებოდა , მაგრამ ეს მოთხრობა ამ კუთხით ბევრად უკეთესი იქნება. მინდა ყველაფერი ორიგინალური იყოს. ორსულობა კი ასეთ მომენტებში უკვე აღარაა ორიგინალური. ზედმეტად ბანალური მეჩვენა <3 მომდვენო თავი დაიდება ზეგ <3 ან შეიძლება მოვახერხო და ხვალაც დავდო <3 და ხო, მთავარი. ეს თავი სპეციალურად დავწერე პატარა. შემდგომი თავები დიდები იქნებიან.

№1  offline წევრი katiaa

კარგია ელე <3 მე ძალიან მომწონს. ველოდი , რომ ნენე ორსულად იქნებოდა, მაგრამ ამ კუთხით წასვლა უკეთესია..ბევრად <3

№2  offline წევრი თ.მ

ორსულად რომ ყოფილიყო მართლა ძალიან ბანალური იქნებოდა. ძალიან მომწონს რომ სხვანაირად გააგრძელე❤❤❤ ველოდები შემდეგ თავს

№3 სტუმარი მოცინარი

ძალიან კარგი იყო <3 მართალია პატარა მაგრამ კარგი <3 თავიდან ძალიან მივამსგავსე „სექსუალურ პატარძალს“ მაგრამ გამიხარდა რომ სხვანაირად გააგრძელე. არა არ მეგონა რომ მოიპარე ან რამე მაგრამ მაინც.
პ.ს. იმედია იმ ცუდ რაღაცას რაც შენ ცხოვრებაში მოხდა მალე მოაგვარებ <3

№4  offline წევრი xa tia

მე ის ისტორიაც მაქვს წაკითხული, რომელსაც ამსგავსებდნენ შენს ისტორიას.. და რომ ვთქვა ძალიან გავსთქო.. არა... ეს სულ სხვაა, ის სხვა.. ამ საიტზე კი უკვე იმდენი ისტორია დევს, რომ შეუძლებელიც კია ზოგი წყვილის გაცნობა ერთმანეთს არ გავდეს, რადგან თითქმის ყველა შესაძლო ვარიანტი გამოყენებულია...
მე წინა თავიც მომეწონა, და ესეც.. პატარა კია, მაგრამ როგორც შენ თქვი შემდეგი დიდები იქნება და დაველოდები...
ალბათ როგორც ყველას, მეც მეგონა რომ ნენე ორსულად იქნებოდა, მაგრამ მართლა კარგია რომ არ არის... ჯერ-ჯერობით რათქმაუნდა.. მერე შეიძლება მოუხდეს ამათ ურთიერთობას ბავშვი.. smile ველოდები ნენეს და თორნიკეს ქორწილს.. ეს ბიჭი რატომღაც თავიდანვე მომეწონა, და იმედია მომავალშიც "ჭკვიანურად" მოიქცევა.. smile არ მინდა ამათი ურთიერთობაც სხვებისას დაემსგავსოს... ერთად ყოფნის დროს ერთმანეთს "საყვარლად" უშალონ ნერვები... smile
ჰო ისტორია მომწონს და შენც კარგად წერ.. heart_eyes
რაც შეეხება შენს პირად ცხოვრებას, იმედია ყველაფერი გამოსწორდება.. heart_eyes წარმატებას გისურვებ, როგორც ისტორიის წერისას ისე პირადი ცხოვრებაში..

№5  offline წევრი elenee))))

katiaa
კარგია ელე <3 მე ძალიან მომწონს. ველოდი , რომ ნენე ორსულად იქნებოდა, მაგრამ ამ კუთხით წასვლა უკეთესია..ბევრად <3

მადლობა კაწ <3

თ.მ
ორსულად რომ ყოფილიყო მართლა ძალიან ბანალური იქნებოდა. ძალიან მომწონს რომ სხვანაირად გააგრძელე❤❤❤ ველოდები შემდეგ თავს

მადლობა საყვარელო <3

№6  offline წევრი elenee))))

მოცინარი
ძალიან კარგი იყო <3 მართალია პატარა მაგრამ კარგი <3 თავიდან ძალიან მივამსგავსე „სექსუალურ პატარძალს“ მაგრამ გამიხარდა რომ სხვანაირად გააგრძელე. არა არ მეგონა რომ მოიპარე ან რამე მაგრამ მაინც.
პ.ს. იმედია იმ ცუდ რაღაცას რაც შენ ცხოვრებაში მოხდა მალე მოაგვარებ <3

მოვაგვარებ აუცილებლად <3 მადლობა დიდი საყვარელო <3

Mariiiiami
გითხარი რომ შენთან ვიქნებოდი და ვარ.ზოგადად დამწყებებთან ურთიერთობა ძაან მომწონს.აი რჩევებს რო აძლევ და ისინიც ცდილობენ ყველაფერი ერთად გაითვალისწინონ.ელე უბრალოდ მეტი ემოცია ჩადე კაი.აიი ჩქარა არ განავითარო მოვლენები.ჯერ ვერაფერს გეტყვი მეტს.გელოდები❤❤❤

მადლობა , რომ ასე გულწრფელად მაფასებ <3 მაქსიმალურად ვცდილობ <3 მადლობა მარიამ ძალიან დიდი <3 მიხარია, რომ ჩემთან ერთად ხარ <3

xa tia
მე ის ისტორიაც მაქვს წაკითხული, რომელსაც ამსგავსებდნენ შენს ისტორიას.. და რომ ვთქვა ძალიან გავსთქო.. არა... ეს სულ სხვაა, ის სხვა.. ამ საიტზე კი უკვე იმდენი ისტორია დევს, რომ შეუძლებელიც კია ზოგი წყვილის გაცნობა ერთმანეთს არ გავდეს, რადგან თითქმის ყველა შესაძლო ვარიანტი გამოყენებულია...
მე წინა თავიც მომეწონა, და ესეც.. პატარა კია, მაგრამ როგორც შენ თქვი შემდეგი დიდები იქნება და დაველოდები...
ალბათ როგორც ყველას, მეც მეგონა რომ ნენე ორსულად იქნებოდა, მაგრამ მართლა კარგია რომ არ არის... ჯერ-ჯერობით რათქმაუნდა.. მერე შეიძლება მოუხდეს ამათ ურთიერთობას ბავშვი.. smile ველოდები ნენეს და თორნიკეს ქორწილს.. ეს ბიჭი რატომღაც თავიდანვე მომეწონა, და იმედია მომავალშიც "ჭკვიანურად" მოიქცევა.. smile არ მინდა ამათი ურთიერთობაც სხვებისას დაემსგავსოს... ერთად ყოფნის დროს ერთმანეთს "საყვარლად" უშალონ ნერვები... smile
ჰო ისტორია მომწონს და შენც კარგად წერ.. heart_eyes
რაც შეეხება შენს პირად ცხოვრებას, იმედია ყველაფერი გამოსწორდება.. heart_eyes წარმატებას გისურვებ, როგორც ისტორიის წერისას ისე პირადი ცხოვრებაში..

უუუღრმესი მადლობა ხატია <3 აი ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის <3 აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევას რათქმაუნდა ჩემო საყვარელო <3 აუცილებლად მოვაგვარებ ყველაფერს , გაივლის <3 მადლობა კიდევ ერთხელ უღრსმესიიიი <3

№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მეც სენსავით ახალივიყავი ერთ დროს არც თU ისე შორ წარსულში და ყველაფერს ვკიტხულობდი აბსოლუტურად. მაგრაამ ახლა აღAრ ვარ დამოკიდებული და ნუ რააც თვალში მომივა იმას ვკითხულობ მხოლოდ. საერთოდ დამყებებს მარტივი ისტორიები ახასიათებთ. შეურაცყოფად არ მიიღო უბრალოდ აღვნიშნავ.
წინა თავზე არ დამიკომენტარებია. მაგრამ წავიკიტხე. ამ საიტზე ენ რაოდენობით მოთხრობის წაკითხვის მიზანი იყო ის რო მერე ჩჩემი საკუტარი დამეწერა. უბრალოდ იმიტომ კი არ ვკითხულობდი რომ სიუჯეტი გადმომეგო ან რამე უბრალოდ წერის სხვადასხვა სტილს გავცნობოდი და გადამეწყვიტა როგორ მინდოდა დაეწერა. ახლა სიუჯეტი მოფიქრებული მაქვს მაგრამ დასასრული ბუნნდოვანია ასე რომ ჯერ არაერიც არ დამიერია. ჩემო კარგო გირჩევდი წაგეკითხა რაღაცრაღაცეები ოღონდ კარგი ავტორების გამოცდილების, გირჩევ თუ შემომეხმიანები პირადში იმიტომ რომ უფრო კარგად მიხვდები რა გინდა რომ წერო. ეს ყველაფერი იმიტომ გიტხაარი რომ შენსავით სხვებაც დაუწყიათ და პროგრესი ძალიან მცირეა რა ხო ხვდები . ხალხს მოწონს ასეთი სახასიაოტო ისტორიები მაგრამ მე იმიტომ მინდა წერა რომ ჩემი ემოციები გადმოვცე ვფიქრობ რომ შენც ასე ხარ. ასე რომ წამატებები. რატქმაუნდა უფრო სერიოზულ ჟანრში.თუ მოისურვებ რათქმაუნდა...

№8 სტუმარი ნეშამა

კარგად ვერ გავიგე, პაპარაცები რატომ უღებენ ფოტოს ჩვეულებრივ სტუდენტს? ან კიდევ თუნდაც გადაუღონ, ეს რატომ ავალდებულებს მაინც და მაინც ცოლის მოყვანას?

№9  offline წევრი elenee))))

nawkas12345

მადლობა რჩევისთვის <3 ისტორიების უმეტესობა წაკითხული მაქვს <3 დიდი სიამოვნებით მივიღებ შენგან რჩევებს <3

ნეშამა
კარგად ვერ გავიგე, პაპარაცები რატომ უღებენ ფოტოს ჩვეულებრივ სტუდენტს? ან კიდევ თუნდაც გადაუღონ, ეს რატომ ავალდებულებს მაინც და მაინც ცოლის მოყვანას?

პირველ თავში ვთქვი, რომ თორნიკე ლაშხი ცნობილი ბიზნესმენია და ის კლუბიც მისი იყო სადაც ყველაფერი დაიწყო, მთელმა საქართველომ , რომ ნახა ნენეს და თორნიკეს ფოტოები იმიტომ ავალდებულებს <3

№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როგორც ჩანს მარტო მე ვამსგავსებ ამ ისტორიას "სექსუალურ პატარძალ"-ს.
შემდეგ თავს დაველოდები და ვნახათ რა მოხდება იმიტომ რომ ახლა ძალიან ვამსგავსებ

№11  offline წევრი elenee))))

ანი ანი
როგორც ჩანს მარტო მე ვამსგავსებ ამ ისტორიას "სექსუალურ პატარძალ"-ს.
შემდეგ თავს დაველოდები და ვნახათ რა მოხდება იმიტომ რომ ახლა ძალიან ვამსგავსებ

"სექსუალურ" პატარძალში ფიქტიური ქორწინება ხდება? რაღაც არ მახსოვს. გუშინ წავიკითხე, რომ მენახა რითი ამსგავსებთ ამ ორ ისტორიას ერთმანეთს. ვერაფერი ვიპოვნე <3 შემდეგ თავს დღეს ვდებ <3

№12  offline წევრი Kalina

შინაარსობრივად აურიე ცოტა.
რა სისულელეა, ვიღაცაზე შურის საძიებლად გოგო მიყვება ცოლად ბიჭს, რომელთანაც 2 კვირის წინ სექსი ჰქონდა, და იმ ორი კვირის მერე მხოლოდ იმის გამო მოიკითხა, რომ ეკითხა, ორსულად იყო თუ არა.
ეს გოგო უპრინციპო და უთავმოყვარეოა.
რა ფოტოები, მოიფიქრებდა მოაზროვნე ადამიანი რამე ტყუილს.
ეგეთ სისულელეებზე ცოლები აღარ მოყავთ რამდენი ხანია :დდ
რაღაც მგონია, რომ ისე გადაერთე იმაზე, რომ შენი ისტორია სხვას არ მიმსგავსებოდა, შენივე აურიე, რა.
დალაგდი ცოტა და დიდი თავები დადე უფრო.
წარმატებები
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№13  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან მალე დასრულდა...
წარმატებები და უბრალოდ შენნაირისგან რჩევა, ნერვებს გაუფრთხილდი, (რომელიც მე უკვე აღარ მაქვს) ხშირად გაიღიმე და ყველაფერი კარგად იქნება.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent