შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაისის ხოჭო (4)


8-08-2017, 15:47
ავტორი Mia_smith
ნანახია 2 087

ეიი ელენე...სახის წინ ამიფრიალა ხელი ლუკამ და გამოვფხიზლდი
-ხო
-კარგად ხარ?
-კი
-აუუ ვილაპარაკოთ რა პატარა ბავშვივით დაიწყო წუწუნი ლუკამ.
-არაფერი გაინტერესებს ჩემზე?
-არა .მაგრამ ასე თუ გინდა შენ დამისვი კითხვები.
-საყვარელი ფერი?
-ლურჯი და ნაცრისფერი
-ასეთი აგრესიული რატო ხარ?
-შემდეგი
-წიგნების თარო კი არაა
-.....
-კარგი მთა თუ ზღვა
-ბარი
-საყვარელი წიგნი?
-პატარა პრინცი
-რა ჟანრის მუსიკას უსმენ?
-როგორც ძველ ასევე თანამედროვესაც.
-შენი ჰობი?
-ცურვა,ჯირითი დაკვრა პიანინოზე.
-ვააა.საღოლ
-შენ?
-რა მე
-შენი ჰობი
-ცურვა და კალათბურთი
-...
-ტატუ გააქვს?მეკითხება ისე თითქოს უმნიშვნელოვანეს პასუხს ელოდეს ჩემგან.
-არა.
-რატო?
-ყოველ ახალ თვეს სისხლს ვაბარებ.
-შენ?
-კი მაქვს.და მაჩვენებს ერთს მუხლზე რაღაც ლათინურადაა დაწერილი.
-სადა და დახვეწილია
-პირდაპირი ვიყო გინდა შენთან მიმართებაში ?
მხრებს ვიჩეჩ და თავს მისკენ ვაბრუნებ.
-ხოდა მგონი მომწონხარ.ამას ისე ჩვრულებრივად მეუბნება და თან იღრიჭება რომ ღიმილს ძლივს ვიკავებ.
-საერთოდ არ მიცნობ და როგორ მოგეწონე. იქნებ ვიტყუები და ტერორისტი ვარ
-არაუშავს მიყვარს ტერორისტები.
-ასეთი სერიოზული რატომ ხარ?
-.....
-ისე მეგობრები იმისთვის არსებობენ ერთმანეთს მხარში რომ ამოუდგნენ და რთულ პერიოდში მარტო არ დატოვენ,თორემ ისე ლხინში ყველა შენს გვერდითაა.
-არ მყავს მეგობრები.
-კაი ერთი.მეგობრები ყველას ყავს.
-როგორც ჩანს გამონაკლისი ვარ.
დიდი ხნის დუმილის შემდეგ.ფეხზე დგება და თითქმის ყვირილით ამბობს:
-იცი რა?!მე ვცდილობ დაგიმეგობრდე შენ კიდევ ნაგლური ღიმილის მეტს არაფერს აკეთებ.შენი პატარა სამყარო შექმენი სადაც მხოლოდ ერთისთვისაა ადგილი და გარშემო კედელი ააშენე.თითქოს გეშინია რაღაცის , მაგრამ არ ვიცი რისი.იცი?-თუ მომიყვრბი რა გჭირს თავს ბევრად უკეთ იგრძნობ.ამის შემდეგ ოთახიდან გადის და მესმის როგორი ბაგაბუგით ჩადის კიბეებზე.
ეს რაიყო?მეცინება მაგრამ ლუკას სიტყვებზე ვფიქრს უნებლიედ ვიწყებ რადგან ვიცი რომ მართალია.
---------
მეორე დილით ადრე ვდგები მგონი 9 საათია.ზაფხული იწურება და უნივერსიტეტში წასვლის დროც დგება.ჩანაში საცურო ნივთეს ვალაგებ და აუზიზსკენ მიდივარ.დაახლოვებითერთ საათში უკვე ვთავისუფლდები ყველანაირი დარდისგან,ტკივლისგან,წამიერად ყველაფერი მავიწყდება.ვცურავ და თავი სამოთხეში მგონია.თუმცა ნათქვამია ბედნიერება დიდხანს არ გრძელდებაო...
-------
გვირაბში ვდგავარ.ბნელ ბინძურ გვირაბში.გვირაბის ბოლოს კაშკაშა სინათლეა.იქით მივიწევ და ვხედავ დედას.ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს.
-დე!მივდივარ და ძლიერად ვეხუტები.არვიცი რამდენ ხანს, არ ვცილდები.-არ წახვიდე რა,უშენოდ ვერ ვძლებ.არ შემიძლია.წამიყვანე აქ არ დამტოვო.შენთან წამოვალ რა დე.გთხოვ იქ აღარ მინდა.წამიყვანე დე.შენთან მინდა .უშენობა უკვე აუტანელია.ჩემი ბრალია აქ რომ არხარ.ბოდიში დე.ვეუბნები და ვტირი.სიტყვა დედას იმდენჯერ ვიმეორებ....
-ელენე.მიდი ჩემო გოგო გაიღვიძე.გამოსახულება ქრება.თვალებს ვახელ და ვხედავ ჩემს წინ დახრილ ექიმს.
-კარგია ამბობს და საუბარს აგრძელებს-გონს მოვიდა.შეატყობინეთ მის ნათესავებს.-აქ რა მინდა?ბოლოს მახსოვს როგორ გამოვედი აუზიდან.ღმერთო მანქანამ დამარტყა.რამდენი ხანია აქ ვარ?მათემ იცის?ლუკამ?მამამ?წინასწარ ვიცი რაც მოხდება.მათე ჩხუბს დამიწყებს,მე წყნარად ვიდგები ამ შემთხვევაში ვიწვები და მოვუსმენ.ბოლოს იღრიალებს და გარეთ გავარდება.ქუთუთოები ისევ მიმძიმდება.მეძინება.მინდა დედის სურნელი კიდევ შევიგრძნო მაგრამ ყველაფერი შავადაა.დედა ისევ არსად ჩანს.იმედები კვლავ მიცრუვდება.

მათე
14:00
KFC-ში ვართ ბიჭები და ვსაუბრობთ,ვმხიარულობთ და ლუკას ძველ ამბებს ვუყვებით.მოულოდნელად ტელეფონი რეკავს.
-გისმენთ?
-მათე ბაგრატიონს ვედაუბრები?
-დიახ?
-თქვენი და ელენე ბაგრატიონი ავარიში მოყვა.თქვენი ნომერი მის ტელეფონში ვიპოვეთ.გაცნობებთ რომ პაციენტი სტაბილურადაა.
-რა?რა სტაბილურად?რომელ სავაადმყოფოშია?
-სანდერსის საავდმყოფოში
ტელეფონს ისე ვუთიშავ არაფერს ვეუბნები.
-ელენე ავარიაში მოყვა.
-რაა?წამოხტა ლუკა.-ახლა როგორაა?
-სტაბილურადო მერავიცი.წავედით.
ყველა წამოვიშალეთ და გიჟივით ჩავსხედით მანქანებში.საავადმყოფომდე როგორ მივედით არ მახსოვს.
-ელენე ბაგრატიონი რომელ პალატაშია?
-ახლავე.მეუბნება და კომპიუტერში რაღაცას ეძებს.
-4 სართული 415 ოთა...სიტყვის დარულებას არ ვაცლი ისე მივდივარ.ექიმი კარებთანაა და ექთანს რაღაცას ეუბნება.
-ელენე როგორაა?
-თქვენ მისი ახლობელი ხართ?
-ძმა ვარ მკვახედ ვპასუხობ.
-გოგონას მდგომარეობა სტაბილურია.ხელი აქვს მოტეხილი და ფეხი ნაღრძობი.ამის გარდა შინაგანი ორგანოებიც დაზიანებული აქვს.ოპერაცია უკვე ჩაუტარდა თქვენ დას და აღმო....არ ვუსმენ ექიმს თავს გვერძე ვატრიალებ,ფანჯრიდან ელენეს ვხედავ.ათასი რაღაც აქვს მიერთებული.პირში რაღაც მილი,ფეხი და ხელი თაბაშირში აქვს,კისერზე ფიქსატორი უკეთია.შორიდანაც ვამჩნევ სახეზე დალურჯებებს.ალბათ დაცემის დროს რომ მიიღო.ახლაღა ვხვდები რომ ელენე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ან ერთადერთი ნათელი წერტილია.მე კი მას როგორც უკანასკნელ ნაძირალას შეეფერება ისე ვექცეოდი.

ელენე
23:55
თვალებს ვახელ.ვხედავ დივანზე როგორ სხედან დემეტრე ნიკა მათე და სანდრო.სამივეს ჩასძინებია.საწოლის გვერძე სავარძელში ლუკა მოკალათებულა,პლედი მიუფარებია და მასაც ჩასძინებია.არ ვიცი რატომ მაგრამ ხმას ვერ ვიღებ.ოთახის სიმშვიდეს მხოლოდ აპარატის წრიპინი არღვევს.თვალებს ვხუჭავ იმ მედით რომ დედას კიდევ ვნახავ,მაგრამ ამაოდ.მათეს სიტყვებს ვიხსენებ.
-"შენი ბრალია დედა რომ მოკვდა"-მინდა დედას ვუთხრა რომ ძალიან ვწუხვარ.მინდა ვუთხრა რომ გამოვსწორდი.მაგრამ არ შემიძლია.ამას ვერასდროს შევძლებ რადგან ის ჩემი მიზეზით მკვდარია.

03:07
ვხედავ როგორ იცვლება ჩემ თვალწინ გამოსახულება.ამჯერად ლუკას და მათეს ვხედავ.იცინიან.საუბრობენ.ვცდილობ დავუძახო მაგრამ პირიდან ხმა არ ამომდის.შორიახლოს ვხედავ ადამიანს რომელსაც იარაღი მათთვის აქვს დამიზნებული.არა არა არა.იარაღს ტენის და ტყვია მათეს შუბლში ხვდება.ლუკა დაბნეული უყურებს.ვცდილობ ტელეპათიური შეტყობინება გავუგზავნო"გაიქეცი დროზე"მაგრამ არ გამოდის.ამასობაში კი ლუკაც მკვდარია.იარაღიანი გოგო ჩემსკენ ტრიალდება და მე ჩემ თავს ვხედავ.მე მოვკალი ისინი?ღმერთო.ვტირი.ხმა ისევ არ მაქვს.კიდევ ორი ადამინაი მოკვდა ჩემი მიზეზით..
-ელენე,გაიღვიძე.მეუბნება ლუკა და მანჯღრევს.
ამ კოშმარისგან თავს ვაღწევ და თვალს ვახელ.ბხედავ ბიჭებს ისევ სძინავთ ერთმანეთზე მიყუდებულებს.
-გამარჯობა ვამბობ და ამ ერთი სიტყვის თქიმისაც კი ისეთ დაღლილობას ვგრძნობ მინდა ისევ დავიძინო.ეს ალბათ წამლების ბრალია.
-გამრჯობა.პასუხს არ აყოვნებს და მიღიმის
-აქ ვერ იძინებ ხო?
-მართალია საწოლი მირჩევნია მაგრმ აქ უფრო მშვიდად მძინავს როცა შენ გიყურებ.ისევ ღიმილი.ამდენი პოზიტივი ამ ბიჭში საიდან.
-სასიამოვნოა.და გაცინებას ვცდილობ თუმცა ფხუკუნი უფროა.თვალებს ძალას ვატან რომ არ დავხუჭო.ამ დროს ისეთი რაღაც ხდება რაც ძალიან მაბნევს.ჩემი და ლუკას ტუჩემი ერთმანეთს ეხება..თავს თავზე მადებს და ცხვირს ცხირზე მიხახუნებს.მინდა რამე ვთქვა ,მაგრამ ძალიან დავიღალექუთუთოები მიმძიმდება და ისევ ვიძინებ.

მათე
12:00
გუშინ ღამით ელენემ ლუკას აკოცა.მათ ეგონათ რომ მეძინა თუმცა ხმაურმა გამაღვიძა.რა შემიძლია ვთქვა?თუ ის ფიქრობს რომ ახალი ურთიერთობისთვის მზადაა მაშინ ასეცაა.შემდეგ ისევ მეღვიძება და ამჯერად ექთანს ვხედავ რომელიც ელენეს რაღაც ნემსს უკეთებს.საბოლოოდ მეძინება და სიზმარში მიას ვხედავ.
სანაპიროზე ქერა გოგონა დგას.თმები თითქმის წელამდე სწვდება.თეთრი ,სადა კაბა აცვია.ნელ-ნელა წინ მიიწევს და ვხედავ როგორ შედის ზღვაში.მუხლამდე წყალშია.უკან იხედება და მის ფერმკთალ სახეს უმალვე ვცნობ.მია.მისკენ გავრბივარ და ვეძახი.ის იოტისოდენა ყურადღებასაც არ მაქცევს და სვლას განაგრძობს.საბოოლოდ მხედველობის არიდან ქრება.ვყვინთავ.მიას გაგიკებული ვეძებ.არსადაა.ვყვირი.ვყვინთავ.ისევ არაფერი.სიზმრიდან ექიმის ხმა მაფხიზლებს.
-მათე.მკაცრი და ამვდროულად ეჭვნარევი ხმა აქვს.თვალებს ზანტად ვახელ და დანარჩენებს მუჯლუგუნს ვკრავ.ყველა ერთდროულად ვდგებით.გეგონება ბოისსკაუტები ვიყოთ და მთავარს სალამს ვაძლევდეთ.
ვხედავ ელენეს ისევ სძინავს,მის გვერდით სავარძელზე კი ლუკასაც ჩასძინებია.
-დიახ გისმენთ.
-გარეთ პოლიციაა.თქვენს დასთან გასაუბრება სურთ.თქვენი გადასაწყვეტია.მოგვიანებით მოვლენ თუ გსურთ.
-დიახ.თუ შეიძლება მოგვიანებით მოვიდნენ.
კაცი თავს მიქნევს და გარეთ გადის.
-საჭმელზე წავალ ამბობს დემეტრე და მანქანის გასაღებს ეძებს.-ვის რა გინდათ?
-მე ტაკო
-სუში
-პიცა
-არამგონია კაფეტერიაში მსგავს რამეს ყიდიდნენ.ამბობს სიცილნარევი ხმით.თუმცა ჩვენი სახის დანახვაზე...
-კარგი წავალ რესტორანში შევუკვეთავ.
-დემე,ეძახის სანდრო და აჩერებს.ლუკასთვისაც წამოიღე რამე რა.
საუბარში მეც ვერთვები.
-ელენესთვისაც.არ დაგავიწყდეს ვეგეტარიანელია.
-კარგით.
გარეთ გავდივარ.საპირფარეშოში სახეზე წყალს ვისხამ და ელენეს ექიმის კაბინეტისაკენ მივდივარ.
-შეიძლება?ფრთხილად ვაკაკუნებ კარზე და ექიმს მომლოფინედ შევყურებ თვალებში.
-დიახ მობრძანდით.
-ელენეს მდგომარეობა მაინტერესებს ნორმალურია ამდენი რომ სძინავს?
-დიახ.საკმაოდ ნორმალურიც კი.ექიმი მიხსნის ყველაფერს დეტალურად თუ რატომ სძინავს ელეს სულ , ოპერაციის შემდეგ მის მდგომარეობას.ექიმის კაბინეტს ნახევარსაათში ვტოვებ და ისევ პალატაში ვბრუნდები.
ცოტახანში დემეც ბრუნდება.ყველა ჭამს.ელენეს ისევ ძინავს.მთელი დღის მანძილზე ორჯერ გაიღვიძა და ფხიზლად მხოლოდ 15 წუთი იყო.
-ყველანი აქ ხო არ ვიქნებით.ვამბობ და პიცის ერთ ნაჭერს ვკბიჩავ
-მართალია ჯობს მორიგეობით დავრჩეთ ღამ-ღამობით.ან ორ-ორი.ამბობს ლუკა და ტელევიზორს რთავს.
-კარგი აზრია ეთანხმება ნიკა და თავს ჩემსკენ ატრიალებს.
-ხო.ეგრე ჯობს.
-პირველი მე დავრჩები წამოენთო ლუკა და რამის ანანასის წვენი ზედ გადამასხა.
-კარგი.მკვახედ ვპასუხობ და ვდგები.სახლში მივდივარ.შხაპს ვიღებ.მიას ვურეკავ.პასუხს არ მცემს.დღე უაზროდ გადის.ბოლოს საწოლში ვწვები და მიაზე ფიქრით ვიძინებ.

ელენე
22:00
-ლუკა.ჩახლეჩილი ხმით ვამბობ და თავს მისკენ ვატრიალებ.ვხედავ ფეხბურთს უყურებს.მისი სახელის გაგონებისას ყურებას ცქვიტავს და ჩემკენ იხრება.
-გაიღვიძე მაისის ხოჭო?
რაო?მაისის ხოჭოვო?ეს რამე ახალია?
-წყალი მინდა.ისე ვამბობ მზერას არ ვაცილებ ლუკას.
-აჰა.მაწვდის წლით სავსე ჭიქას.ღმერთო რაკარგია.მაშინვე მიქრება წამლის გემო პირიდან.
-რას უყურებ?
-ფეხბურთია.რეალი-მალაგა
-მაინც რეალი მოიგებს რააზრი აქვს.ვამბობ და ძილი ისევ მერევა.
-ოჰო.მადრიდისტა ხარ?
-კი.
-გინდა დავნიძლავდეთ რომ რეალი წააგებს?.
-მგონი სახარბიელო მდგომარეობაში არ ვარ.ვფრუტუნებ.
-ანუ გეშინია.
-სულაც არა.ქუთუთოები ისევ მიმძიმდება.ამ დროს ექთანი შემოდის ოთახში.
-ამდენი ძილისგან დავიღალე ვბუზღუნებ და ვგრძნობ რომ ისევ მეძინება.
-ექიმს ვეტყვი თუ მომცემს უფლებას წამლის დოზას შეგიმცირებთ.შემდეგ მარჯვნივ ლუკას მიმართულებით იხედება და თვალს უკრავს.ლუკაც ღიმილით ასაჩუქრებს და ბედნოერი ექთანი პალატიდან გადის.
ეს რაიყო ახლა?ჩემთვალწინ ერთმანეთს წაედლირტავენენ?მერე შენ რა ელენე?
- დაწყნარდი მაისის ხოჭო მე მხოლოდ შენ მიყვარხარ.მეუბნება და მიღიმის.ხო აბა რა დავიჯერე.შეყვარება როდისღა მოასწრო?ვგრძნობ როგორ მიმძიმდება ქუთუთოები.ამჯერად წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევ და მეძინება.

შუადღუსას ვიღვიძებ და ვხედავ მომღიმარ სანდროს.ეს გენეტიკურია თუ რაარის ვერ ვხვდები.ორივე გამუდმებით რომ იღიმებიან.
-აბა.ქალბატონო დღეს მე ვარ თქვენი ზედამხედველი.წინასწარ გეუბნებით და გაფრთხილებთ.გეკრძალებათ ბიჭების შემოყვანა პალატაში,არცერთი ბიჭი თორემ კარგი დღე არ დაგადგებათ.კიდევ გეკრძალებათ ძილი,ცხიმიანი საკვების ჭამა,მუსიკის მოსმენა და სიარული.
-სანდრო ვეუბნები ოდნავ სიცილ ნარევიხმით(რამდენადაც ეს შესაძლებელია)-პირველი შენც ბიჭი ხარ და მაშინ ჩემი პალატიდან გადი.მეორე ამდენი ძილი არც მე მინდა და მესამე ძალიანაც რომ მინდოდეს ვერ გავივლი ვეუბნები და ფეხზე მივუთითებ.
-ნუ მეტლიკინები პატარა ქალბატონო.-ხვალინდელი დღის ლეგენდებს უყურებ?
-კი.მესამე სეზონს ველოდები ვამბობ და უკვე საკმაოდ დაღლილი ვარ იმისთვის რომ სანდროსთან საუბარი განვაგრძო.რაღაცეებს მეკითხება მაგრამ იქიდან მხოლოდ ერთ კითხვას ვარჩევ,რომელიც აშკარად არ ეხება ლეგენდებს.-ლუკა მოგწონს?არაფერს ვპასუხობ უბრალოდ მეღიმება და ისევ ჩემს ამოუცნობ შავ სამყაროში გადავდივარ.



№1 სტუმარი Guest Nataly

რაკარგია ძლივს.სიტყვები არ მყოფნის sob

მათეზე და მიაზე მინდა რომ დაწერო.ისე მია შენთAვს ხო არ წერ ? ლუკა და ელენე კიდე უსასყვარლესები არიან.
პ.ს ამ საიტზე ვერ ვრეგისტრირდები და ვერ მასწავლით

 


№2  offline წევრი Mia_smith

Guest Nataly
რაკარგია ძლივს.სიტყვები არ მყოფნის sob

მათეზე და მიაზე მინდა რომ დაწერო.ისე მია შენთAვს ხო არ წერ ? ლუკა და ელენე კიდე უსასყვარლესები არიან.
პ.ს ამ საიტზე ვერ ვრეგისტრირდები და ვერ მასწავლით


საიტზე დარეგისტრირებასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვი სამწუხაროდ.და მიაზე შეიძლება.

 


№3 სტუმარი Mariam m.k

Au zan magaria ese ganagrze da mexute tavi adre dawere gtxov zalian momwons

 


№4 სტუმარი barisashvili salo

შEმდეგს მალე დადებ?

 


№5  offline წევრი Mia_smith

მადლობა რომ კითხულობთ.
დიახ შევეცდები დავდო ხვალ დილით. heart_eyes

 


№6 სტუმარი mariam m.k

Miyvars shenairi mwerlebi

 


№7  offline წევრი Mia_smith

mariam m.k
Miyvars shenairi mwerlebi

მადლობთ.მე კი თქვენნაირი მკითხველი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent