სულს მოგცემ!(დასასრული)
დრო იმაზე სწრაფად გადიოდა ვიდრე იმედოვნებდა, არჩევნების დღეს ირაკლიმ საკუთარი ხმები დავითს დაუთმო მანამ სანამ პასუხები გამჟღავნდებოდა , თქმა რომ მისი მიზანი ქალაქის კეთილდღეობა იყო და ამას ბატონი დავითი შესანიშნავად გაართმევდა თავს. ხმაურიანი დღის შემდეგ პრესკომფერენცია გაიმართა. შუაღამეს გათავისუფლდა ბატონი დავითი, ელიზაბეტთან ერთად ჩაჯდა მანქანაში და მძღოლს უბრძანა პირდაპირ ალექსანდრესთან წასულიყო. სანდრო ხმების დათვლის დროს მის გვერდით იყო და მხოლოდ გამარჯვების შემდეგ დატოვა მამა . -სანდრიკოოო ესეც მოვიშორეთ ... როგორ ვერ ვიტან მაგ თეს*ს -გაფრინდა უკვე? -რა იყო გგონია დარჩება? დარჩება და იცის რომ ციხეში წავა, დედამისს ეგრევე გული ხევს და დაიბრიდება -გაბრიელ მეც ლოდინი მირჩევნია ... გული ცუდს მიგრძნობს, ეგ ისეთი გველია ასე მარტივად რომ მოვიშორეთ არ მჯერა ! -აუუ შენ შენს ფეხს მიხედე ძმურად...თავი აქვს ამას დარტყმული ხომ იცი არ დაუჯერო არაფერი სანდრიკო . ჩვენ ერთად ვართ მთავარია - გაიცინა და ვისკის ჭიქა მაღლა ასწია- ჩემი ბუშტი სად გყავთ? ის ძიძა მაგარი ტიპია რა ერთი წუთი არ მაჭერინებს ბავშვს ... ცუდად იჭერო ტვინი მოტყ** რა -შენი როგორ არა ... ჯერ ეს ერთი ბუშტი სულაც არაა მეორეც ჩემია მარტო და მესამეც რომ ვერ იჭერ ბავშვს უნდა ისწავლო კი არ უნდა ეჯუჯღუნო დაშნებული დადის ის გოგო ისე უყურებს , გაგვექცევა და ძლივს ვიპოვე წესიერი -თორნიკე რა ფსიხი მამიკო ხააარ ჩემო სიცოცხლეე ...მარუსაა მოდი ჩვენთან -მარიამ უთხარი გაჩუმდეს ტვინი მატკინა უკვე -შენ შერყეული იყო დამაბრალე მე..ეჭვიანობს ძამიკოზე იცის მე რო უფრო ვუყვარვარ და რა ქნას -ჩემი შენ გითხარიო საუბარში გართულებმა ვერც კი გაიგეს როგორ შევიდა სახლში ლიზიკო და დათა. -ესენი მეჩვენებიან ? ფუ ჩემი ახლა როგორ ავითესო- გაბრიელმა ჩუმად თქვა და წამოდგომას აპირებდა ალექსანდრემ რომ გააჩერა -დარჩი ! -საღამომშვიდობისა -გამარჯობა ბიჭებო...თორნიკე როგორ ხარ? შენი გოგო სად გყავს? - ელიზაბეტი ღიმილით დაადგა თავზე და წამოდგომა არ ადროვა- იჯექი ... ფეხი როგორ გაქვს კი ვხედავ აღარ გკითხავ -გმადლობთ... თავად როგორ ბრძანდებით ქალბატონო ელიზაბეტ? -დედა რა ქარმა გადმოგაგდოთ აქეთ? -ვინაიდან შენი დამსახურებაა ჩემი გამარჯვება ვიფიქრე ერთად უნდა აღგვენიშნა ,იმედია წინააღმდეგი არ იქნები თუ შემოგიერთდდებით მე და ლიზა დავითი საუბრობდა ძიძამ ბავშვი რომ შეიყვანა ,პირდაპირ თორნიკესკენ დაიძრა მისალმების შემდეგ -გყავდეს... ყავარჯენი მომიტანე და საძინებელში წამოიყვანე -ჩვენ გამო მიდიხარ თორნიკე? -არა ჩემ გამო ბატონო დავით ! - ყავარჯენს ხელი დაავლო და წამოდგა. -დარჩი გთხოვ...მინდა მთელი ოჯახი ერთად ვიყოთ -ჩემ ოჯახში სამი წევრია მხოლოდ მე ჩემი ძმა და ქალიშილი ! თქვენთან საერთო არაფერი მაქვს დავით! -მოიცა დაგეხმარები სად გარბიხარ- გაბრიელმა ხელი ჩავალო მკლავში და ჩუმად უთხრა= რომ მიდიხარ მე მტოვებ? -შენ გაცნობს დათოს და მე მიცნობს ისედაც -ნუ იგრუზები რა ... ასე რო მიყურებ მეშინია ხო იცი შე ჩემა - ისევ ჩუმად ელაპარაკებოდა და სიარულშ ეხმარებოდა-ნელა შე ჩემა გეტკინება რამე ! -იმასთან ერთად სუნთქვა მეკვრის და ძვლის ტკივილი მირჩევნია დახრჩობას ! თორნიკეს სიტყვები კარგად ესმოდა დავითს, უყურებდა მიმავალ შვილს და შვილიშვილს ,რომელიც არხეინად ლუღლუღებდა ძიძის მკლავებში . მარიამმა თეფშები დაალაგა, თიკუნა და ლიკუნა არ იყვნენ ამიტომ თავად მოუხდა ამ საქმის შესრულება. -მამა არ დაჯდები? -დამისხი რა -ვისკი თუ კონიაკი -ვისკი -რას აკეთებ ალექსანდრე? არ გაგაფრთხლე სასმელი არ მისცე მამაშენს-თქო? შენ კიდე რა პატარა ბიჭივით იქცევი რისთვის მომიყვანე აქ...სანდრო ნანახი მყავდა ისედაც და დალევა შენთვის აკრძალულია! -ელიზაბეტ გაჩუმდი და დაჯექი ..ან წადი -ოოჰ შენს ბრძანებებზე დავდივარ ზუსტად...ადგები ახლა დაელაპარაკები იმ ბიჭს თუ რა გავაკეთო -რა დაველაპარაკო...რა უნდა ვუთხრა -სიმართლე -მეც უნდა მითხრათ ეგ სიმართლე სხვათაშორის ! -არ მომისმენს თორნიკე...რომც მომისმინოს დამნაშავე ვარ და აზრი არააქ არაფერს ! -მოგისმენს ...წამოდი -ალექსანდრე არ გინდა რა -დღეს დავასრულოთ ყველაფერი ! დუმილი აღარ გვეყო? კარგი შენს ცოდვებს იტევ და მე რას მერჩი აღარ შემიძლია უკვე არ მინდა ისე მოვკვდე რომ ვერ მოვინანიო ცოდვები. დავით გთხოვ დაელაპარაკე შვილებს და დაასრულე ჩემი წამება თორნიკეს საძინებლის კარი ალექსანდრემ გააღო .საწოლზე იწვა ბატონი, ალექსანდრა გულზე ჰყავდა დაწვენილი და ეფერებოდა ,ისიც განაბულიყო და ხმას არ იღებდა -თორნიი -ჰოო -რაღაც უნდა გთხოვო -არ მითხრა იმას ს შვილად აღიარება მოუნდა და მიიღეო ...სხვა რაც გინდა ის მთხოვე - დერეფანში მდგომს წამით გახედა და ისევ ბავშვს აკოცა -რაღაც უნდა რომ მოგვიყვეს რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შენი ცხოვრებისთვისაც... გთხოვ უბრალოდ მოვუსმინოთ -ჩემთვის სულერთია ხომ იცი... -ჩემთვის არ არის ... -კარგი ოღონდ ჩემგან ნუ დაელოდება რომ წამოვფრინდები და ყელზე ჩამოვეკიდები! უბრალოდ მოვუსმენ ისიც შენ გამო ...ბავშვი გაუყვანე რა ძიძას უარყოფით გარემოში არ მინდა იყოს ! ბავშვი გაიყვანეს , დავითი და ელიზაბეტი შევიდნენ და ყველანი დასხდნენ. თორნიკე საწოლზე იჯდა და მშვიდად ,უემოციოდ უყურებდა მამას. -არ ვიცი იცი თუ არა ,მაგრამ დედაშენი ბებიაშენის ...ანუ დედაჩემის რჩეული იყო. ამოჩემებული ჰყავდა ბავშობიდან ,რადგან აწყობდათ რომ ჩემი ცოლი გამხდარიყო. მე ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა ყოველთვის და არც მიფიქრია მასთან რაიმე ურთიერთობაზე თავიდან, მერე უბრალოდ საყვარელი იყო ისიც იმიტომ რომ თვითონ შემიჩნდა. ახლა ამას რომ ვამბობ უფრო ვმდაბლდები ვიცი,მაგრამ იდეალური კაცი რომ არ ვარ ისედაც იცი . ლიზა რაც გავიცანი მას მერე მიყვარდა,თავიდან ვერც ვხვდებოდი და უბრალოდ მინდოდა შევყვარებოდი, მერე მე დავკარგე გონი,მაგრამ აზრი არ ჰქონდა არასდროს დამთბარა ჩემთან სულ მეჩხუბებოდა რადგან ხედავდა ჩემს ნაკლოვანებებს, მეც ვხედავდი ალბათ ,მაგრამ არ ვაღიარებდი უბრალოდ ველოდი როდის დადგებოდა დღე რომ შემეცვალა ყველაფერი, მაგრამ იმდენად მივეჩვიე ამ ცხოვრებას რომ დიდხანს არ დადგა ეგ დღე. შემდეგ ქორწილის დღე დათქვეს, მაიძულეს დავთანხმებოდი, მაგრამ ვიცოდი რომ არ შევირთავდი დედაშენს. მასაც ვუთხარი რომ აზრი არ ჰქონდა ქორწილს ,თუ ცოლად მოგიყვან მხოლოდ საბუთზე იქნები ჩემი ცოლი ისე ლიზასთა ვიქნები-თქო და თითონ მითხრა შენს ცოლობას საყვარლობა მიჯობსო. მაშინ მეგონა მეტი გამოსავალი არ მქონდა და დავთანხმდი. ლიზა მოვიტაცე და ისეთ ადგილას წავიყვანე ვერავინ გვიპოვა . ყველანი გვეძებდნენ თინას მშობლები, ჩემი და ელიზაბეტის მშობლები. -აქამდეც ვიცოდი ორივე გულისამრევი რომ იყავით ,მაგრამ ასეთი საზიზღრებიც არ მეგონეთ! კიდევ კარგი ვიცი რომ მხოლოდ სისიხლი მაქვს თქვენი და საერთოდ არ გგავართ,თორემ თავს მოვიკლავდი ალბათ ახლავე ! ამდენად სულელი როგორ იყავი ... სექსი* გამო ღალატობდი საყავრელ ქალს და ის ვერ მოახერხე რომ ერთი ბოზ* ვნებასაყოლილი ქალი მოგეშორბეინა თავიდან? მერე ...მერე რას აკეთებ ახლა რომ ხარ დიდი ახლა მაინც არ უნდა შეგეცვალა რამე? იმის ნაცვლად რომ შენი ცხოვრება მოგეწესრიგებინა ალექსანდრესაც ზუსტად იგივეს უკეთებ? არავინაა დამნაშავე თინა რომ შეგეტენა იმაში შენს გარდა ! ისე მაგარია სახლში ქალი გყავდა რომელიც გიყვარდა თან თინა რომელთანაც ერთობოდი ... რამდენჯერაც მოუნდებოდი იმდენჯერ გარბოდი თუ თვის განმავლობაში დრეები გქონდა გამოყოფილი -ლიზა რომ შევირთე მას მერე 4 წელი არც გამოჩენილა... წასული იყო ქვეყნიდან სწავლობდა და დროს ატარებდა. მერე მამამისი გაკოტრდა ყველაფერი აირია და რომ დაბრუნდა შემდეგ გაგრძელდა ყველაფერი. უკვე ვიცოდით რომ ლიზას შვილი არ ეყოლებოდა, საშინლად ვიყავი ,ვიჩხუბეთ და ლიზა საერთოდ არ მელაპარაკებოდა -ელიზაბეტ თქვენი ბრალი ყოფილა ყველაფერი... როგორ ეჩხუბეთ ქმარს , ნწ ნწ ნწ სირცხვილი თურმე აიძულეთ სხვასთან გაქცეულიყო ახლა მესმის რატომ არ ეჩხუბებით დედაჩემის გამო - ცინიკურად გაიცინა და ალექსანდრეს გადახედა,ამ ხნის განმავლობაში მდუმარედ რომ უსმენდა მათ საუბარს,თითქოს იქ არც იყო და სადღაც შორიდან უყურებდა სიტუაციას -ბევრი რამ ჩემი ბრალიცაა.. ჩემი რთული ხასიათის,სიჯიუტის და სიგიჟის რომელსაც ვერ ვაკონტროლებდი ვერასდროს. მერჩივნა ყველაფერი მეკონტროლებინა ვიდრე ჩემ გვერდით ყოფილიყო, ალბათ იმიტომ გავუშვი მას მერე რაც მათი ამბავი გავიგე რომ უშვილო ვიყავი , გულისსიღრმეში მინდოდა დათოს შვილი ჰყოლოდა რადგან თავს უმაქნისად ვგრძნობდი . საშინელი პერიოდი მქონდა და ვერც კი ავხსნი ჩემს ტვინში რა ტრიალებდა. საშინლად ვექცეოდი დათოს და ზოგადად ყველას. შემდეგ დათომ ისევ შემირიგა ვერ ძლებდა უჩემოდ და ძალით წამათრია რუსეთში სამკურნალოდ. მე დარწმუნებული ვიყავი რომ ტყუილად ვკარგავდით ფულს ,დროს და ენერგიას . იმედიც არ მქონია არასდროს ცუდად რომ გავხდი და ექიმებმა მითხრეს ფეხმძიმედ ხარო არ მჯეროდა, ისტერიულად ვიცინოდი და ექიმებს ვლანძღავდი ასეთი ტყუილი როგორ შეგიძლიათ მითხრათ-თქო. მერე საოცარი ცხრა თვე იყო ,არავინ და არაფერი მაინტერესებდა ბავშვის გარდა, ლამის შუშის კედლებში ჩავჯექი . თავიდნა მეშინოდა რომ მუცელი მომეშლებოდა ისევ ,მერე უკვე სიზმრად ვხედავდი რომ ავადმყოფი იბადებოდა , ურჩხულის სახით , უხელო ან უფეხო , ბევრი თითით ან არც კი ვიცი მთელი ორი თვე მშობიარობამდე არ მიძინია დათოც ათენებდა ჩემთან ერთად . მერე რომ დაიბადა სრულიად ჯანმრთელი და ძლიერი აღარაფერი მახსოვდა, ალექსანდრეთი იწყებოდა და მთავრდებოდა დღე. რამდენიმე დამხმარე ავიყვანე , მაინც მე ვუვლიდი ,მაგრამ ისინიც ახლოს მყავდა . რაღაც ხნის შემდეგ დათოს არსებობა საერთოდ დავივიწყე რომ ველაპარაკებოდი ისევ ბავშვზე ვფიქრობდი ,ავადმყოფად ვიქეცი . მართალია ბოლოს ვიჩხუბეთ და გამომაფხიზლა,მაგრამ დედაშენმა რომელსაც დიდძალი ქონება სჭირდებოდა საკუთარი სიამოვნებისთვის ჩემი მექალთანე ქმარი ისევ გამოიჭირა. შენზე რომ გავიგე გავგიჟდი , სიგიჟე მარტივი სიტყვაა ვერ აღვწერ როგორ ვიყავი,დათოს რა გავუკეთე და სახლს დამატებით. თავიდან ისიც კი მჯეროდა რომ უბრალოდ ატყუებდა და სხვისგან იყო ფეხმძმედ, ან უბრალოდ ეს იყო ყველაზე კარგი გამოსავალი. დათო ამ დროს უკვე თავის საქმეებში იყო ჩაძირული, სახელიც ჰქონდა, ქონებაც და ავტორიტეტიც . -და თქვენი დანაშაული რაშია ქალბატონო ელიზაბეტ? ჩვეულებრივი ამბავია რომ არ გინდოდათ თქვენს ქმარს საყვარლისგან ჰყოლოდა შვილი... ისიც გასაგებია რომ ერთადერთ შვილს ევლებოდით თავს და გეშინოდათ რამე არ დამართოდა .რა აზრი აქვს ამ საუბარს -მე ვუთხარი მამაშენს და დედაშენს რომ თუ უნდოდა ჩემთან ყოფილიყო,ისევ მისი ცოლი ვყოფილიყავი ხოლო დედაშენს უზრუნველად ეცხოვრა ,მამაშენის ავტორიტეტით ესარგებლა როგორც მის საყვარელს და ის მიეღო ცხოვრებისგან რაც სურდა მამაშენს არ უნდა ეღიარებინე შვილად.ასე რომ ჩემი ბრალია თქვენი ურთიერთობა ... ჩემი ეგოისტობის და ავადმყოფური აზროვნების . განა ქონებას ვუნახავდი შვილს და საკმარისი არ ჰქონდა ? არა უბრალოდ არ მინდოდა შვილი ჩემ გარდა ვინმესგან ჰყოლოდა! -ჰო და რა თქმა უნდა მანაც წამში დამთმო ...დედამ რაო წინადადებაც არ დაგასრულებინა? -დედაშენს დოკუმენტები არ ადარდებდა არასდროს, უარზე რომ ვიყავი ლიზას უთხრა მე აქ გაცერება არ მინდა უნდა წავიდე ბავშვსაც წავიყვან და შენი ქმრის გვარი არაფერში მჭირდებაო, შეგიძლია მშვიდად იყო შენი ქმარიც მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმაო და წავიდა. ისედაც არ გამოვირჩევი დიდი სიყვარულის გამოხატულებით, საქმეზე ვიყავი გადართული და ლიზას ყოფნა ჩემ გვერდით საკამრისი იყო . მერე რომ დაბრუნდით უკვე ოჯახს ამხედრებულ ალექსანდრესთან იყავი , სანდროს ხომ ჭკუიდან გადავყავდი და შენ რომ წაგიყვანა ვიფიქრე ისიც მისნაირი იქნება და საერთოდ არაფერი გამიკეთებია. გვარის მოცემას რა აზრი ჰქონდა, მამობა სანდროსთვისაც არ გამიწევია ჩემი ჩახლართული საქმეები უფრო მაინტერესებდა ვიდრე შვილები ...ახლა ყველა და ყველაფერი მოშორებული მყავს ირაკლი ბოლო იყო და არ მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან რომ ნორმალურად ცხოვრება რამდენიმე თვე მაინც ვერ შევძლო. თავდახრილი ლაპარაკობდა დავითი, თითქოს დაპატარავდა საუბრის დროს, სახეზე ნაოჭები დაემატა და ცხოვრების რამდნეიმე წელი მოაკლდა. სუნთქვა და საუბარიც კი უჭირდა,მაგრამ თორნიკე დაუნდობელი აღმოჩნდა . -ჯერ დიდხანს იცოცხლებ...რამდენიმე თვე რომ დაგრცება შემატყობინე და შემოგივლი ხოლმე ! ვფიქრობ დაასრულეთ და მოსაყოლი აღარაფერია ...ახლა მგონი თინიკოს ნახვა სიკვდილამდე აღარ მენდომება ესაა და ეს. -თორნიკე მე... არც ვიცი ბოდიში როგორ მოგიხადო ჩემი ახირება რომ არა იქნებ სხვანაირი ყოფილიყო შენი ცხოვრება -ელიზაბეტ არ გინდათ, თქვენი შეცდომა მათ მიქარულთან ზღვაში წვეთია დამიჯერეთ ! თქვენგან კი უფრო მეტი მახსოვს ვიდრე საკუთარი დედისგან და ნამდვილად არ ვაპირებ თქვენს შეძულებას. ახლა კი თუ შეიძლება დატოვეტ ჩემი ოთახი და სასურველია სახლიც ,რადგან რაც გინდოდათ უკვე გააკეთეთ და ნუ დაგვირღვევთ ძმებს სიმყუდროვეს ! -არასდროს მაპატიებ? -რას დავით? საკუთარი ოჯახი რომ გაანადგურე საყვარლეი ქალი რომ აწამე თუ შვილს რომ აურიე ცხოვრება. მგონი მე ყველაზე ნაკლებად დავიჩაგრე შენი ცოდვების გამო და მე ყველაზე ბოლოს უნდა მიხდიდე ბოდიშს! ცოლ-ქმარმა მდუმარედ დატოვა სახლი. მანქანაშიც არ დაუძრავთ სიტყვა ან რა ჰქონდათ სათქმელი. უკვე ყველა ცოდვას ერთად ატარებდნენ და აღარც კი ჩხუბობდნენ. ალექსანდრე რამდენიმე წამს იჯდა ,თორნიკეს უყურებდა მერე წამოდგა და ლარნაკი მიაფშვნა კედელს -სანდროო ... არ გაბედო და არ თქვა ჩემი ბრალიაო. ხომ ხედავ როგორც ვიცოდით ახლაც სამივე დამნაშავე ყველაზე მეტად კი ჩემი დედიკო ,რომელიც გველივით ძვრებოდა იქ სადაც მისი ადგილი არ იყო და შხამავდა ყველაფერს ! ისევ იქ უნდა დავბრუნდეთ სადაც ვიყავით მე და შენ. მაგ სამს მადლობა ისევ იმისთვის უნდა გადავუხადოთ რომ ერთმანეთი გვყავს ალექსანდრე ! თუმცა ლიზიკო არ იმსახურებს შენგან ცუდ მოქცევას ხომ იცი არა? რაც არ უნდა გაეკეთებინა შენთვის არასდროს არაფერი დაუკლია , გიჟდება შენზე ! -არ ვიცი..ა.ხლა არაფერიმინდა. სულ მეგონა რომ ვცდებოდი და საყვარლები საერთოდ არ იყვნენ, ჩემი აკვიატება იყო და ასე არ დაგულაობდა მამაჩემი,მაგრამ რა მიკვირს ისიც ისეთია როგორც ყველა სხვა. ცოლი უყვარს და ქალებთან ჟიმ... შენ არ ინერვიულო თორნიი სისხლი არ განსაზღვრავს შენს კაცობას , გიხაროდეს !- ძმას მოეხვია თავზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. სუნთქვაშეკრული იყო, მირბოდა მარიამის სახლისკენ და ერთი სული ჰქონდა როდის ამოიფრქვეოდა, თორნიკეს ვერ დაანახებდა სიბრაზეს, არ შეეძლო ძმის გაგიჟება. მითუმეტეს მაშინ როცა ცუდად იყო. კარი რომ გააღო და მარიამი დაინახა მაშინ დაიწყო სუნთქვა . -ზუსტად მისნაირი ვარ...ზუსტად მასსავით ღორი, ნაგავი და არამზადა. კი არ გავექეცი ყველაფრით დავემსგავსე! წარმოგიდგენია მარიამ?- როცა მოუყვა მოკლედ ყველაფერი ნახევარი ბოთლი ვისკი დაცალა მერე კედელს მიახეტქა და ღრიალი დაიწყო- გაჩერება და თავიდან დაწყება მინდოდა...ჩემსავით ,მაგრამ ხომ ხედვა როდის გაჩერდა. მეც ეს მელოდება? მეც ასე დამპლურად უნდა ვიცხოვრო და შვილებს ვეზიზღებოდე? მაგ დამპალს უყვარს მაინც...დედაჩემი ჰყავს რომელიც ყველაფერს პატიობს ბოლოს და ორივე ავადმყოფი ერტად რჩება და მე? კიდევ კარგი მარტოს ამომხდება სული და ლიზასმსგავსად არავის გავაუბედურებ ! აი რატომ არ მინდოდა ყველაფერის მოსმენა…-კიდევ უამრავი რამ თქვა ,ირგვლივ ყველაფერი აურია.ასეთი გაგიჟებული ,მწყობრიდან გამოსული არასდროს ყოფილა, მარიამი კი იჯდა და უყურებდა ...უყურებდა და ტკიოდა მასთან ერთად.სუნთქვა ეკვროდა,შიგნეული ეწვოდა როცა ასეთს ხედავდა,მაგრამ თავადაც ვერ გატყდებოდა. როცა აღარაფერი ჰქონდა დასამტვრევი ბატონს იატაკზე დაეშვა ,კედელს მიაყრდნო თავი და მარიამს გახედა რომელიც მისკენ მიდიოდა. გვერდით მიუჯდა და მოეხვია, სანდრომ თავი ფეხებზე დაადო, არეულ თმაზე ეფერებოდა ისე თითქოს პატარა ბავშვი იყო. -ცოტა დამშვიდდი?შეგიძლია მშვიდად ფიქრი და აზრების დალაგება? -ცოტა ხანს კიდევ ვიყოთ რა ასე - ჩრინწიანი ხმით ამოილაპარაკა და მარიამის გალეულ თითებს ტუჩები მიაწება. მორიგეობით კოცნიდა თხელ თითებზე ,ძალიან ნელა გადადიოდა ერთიდან მეორეზე შემდეგ ხელისგულზე მიაკრო გაყინული ტუჩები და ბოლოს მუჭში ჩაბღუჯა მისი სიფრიფანა მტევანი. თვალებდახუჭული იწვა, მშვიდად სუნთქავდა და დუმილს ისევ არ არღვევდა. მერე წამოჯდა ისევ ისე მიეყრდნო კედელს და მარიამმაც გამოაცალა ხელი . -გისმენ ... -მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი გაიგე და დაუსაბუთებლად არ გიხდება მათი განსჯა. ახლა ყველაფერი კარგად იცი და ყველა მხრიდან უნდა დააკვირდე სიტუაციას -რომელიმხრიდან მარიამ...განა შეიძლება მათი გამართლება? -შეიძლება თანაც ძალიან მარტივად... დათო ჩვეულებრივი ადამიანია -და მერე ეგ ყველაფერს ხსნის? რატომაა ასეთი -შენ რატომ ხარ ასეთი ...იმიტომ რომ შვებას პოვებ შენს ქცევაში. -შვება იყო ორი ქალის სურვილზე სიარული? საითაც გაუშვებდნენ ესეც იქეთ მიერეკებოდა. ხან ელიზაბეტი ეჩხუბებოდა და მის შესარიგებლად ყველა შემოთავაზებას იღებდა ხანაც თინა შეუჩდებოდა -და ამის გამო უნდა გძულდეს? ყველას არ შეუძლია იყოს თბილი და მზრუნველი, შენ ელიზაბეტი გივლიდა ისე დათაც ვერ ჩამოგიჯდებოდა და ზღაპრებს ვერ წაგიკითხავდა ...მერე კი აჯანყება დაიწყე და რა ექნა? ვერ შეძლო შენი მართვა ,სწორი ხერხები არ ჰქონდა .მას არ ჰგავხარ მხოლოდ იმიტომ რომ შენც გყავდა კატო და შენც გიყვარს ქალები . შენ შეგიძლია ყველაფრის შეცვლა და არასდროს ხდები სხვაზე დამოკიდებული , სიტუაციას ყოველთვის მართავ. არც იფიქრო რომ წლები დაკარგე, სიამოვნებას იღებდი და მორჩა ,ვალდებულება არავის წინაშე გქონია . გაქვს საკუთარი შემოსავალი, არავისზე ხარ დამოკიდებული,განათლებული ხარ ,ქველმოქმედი და სხვა რაა საჭირო რომ მისგან განსხვავდებოდე -შენ ხომ მითხარი ყალბი ხარო -ხარ კიდეც...მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმ ყველაფერს რასაც აკეთებდი, მიზანთან მისვლამდე გზა ყოველთვისაა გასავლელი ალექსანდრემ ისევ დახუჭა თვალები ,მალევე გაახილა და ოთახს მოავლო თვალი -ყველაფერი ავურიე აქ ვერ დაიძინებ...ამაღამ სახლში დარჩი -არ მეძინება...მივალაგებ და მერე დავწვები -თიკუნა ლიკუნა მიალაგებენ ხვალ ...შენ კი წამომყევი - წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა. მარიამმა პიჟამა აიღო და უკან გაჰყვა. დაწვა ,მაგრამ ვერ დაიძინა. ხალათი მოიცვა და ოთახიდან გავიდა. ალექსანდრეს საძნებლის კარი დაუკაკუნებლად შეაღო იცოდა აივანზე იქნებოდა ,საწოლისკენ არც გაუხედავს პირდაპირ წავიდა ალექსანდრე დივანზე იჯდა და ისიც მის გვერდით მოთავსდდა. ვისკის ჭიქა გამოართვა და მოსვა მწარე სითხე -მარიამ რატომ არ გძინავს იცი რა დროა? -ვერ დავიძინე -ვერ დაიძინე და თან სვამ? -საშინელი გემო აქვს-სახე დამანჭა და ჭიქა მაგიდაზე დადგა - ყელი ამიწვა -ხოო? მე საერთოდ არ მაქვს რეაქცია ისე ვარ მიჩვეული ...რამე უფრო ტკბილი არ გვაქ? -ატმის წვენი გაწყობს?-გაიცინა და გრაფინიგაუჩოჩა -ნწ არ მაწყობს- თავი გააქნია და წარბები შეკრა -დალევა გინდა მარიამ? -ხო -რატომ ? -არ ვიცი მინდა ... -ასე უბრალოდ მოუნდა დალევა ჩემს მარიამს?-იმდენად ბუნებრივად გამოუვიდა ვერც კი გაიაზრა ,მარიამმა რომ გახედა მერე გაიაზრა -ასე უბრალოდ -არ მეტყვი ამ უბრალოს რა განაპირობებს? -ხვალ ჩემი დედობილის გარდაცვალების დღეა ,ამ დროს მახსენდება ხოლმე ყველაფერი -მე კი როგორც ყოველთვის ჩემი წუწუნით გაწუხებდი მთელი დღე -ამ დროს ვიწყებ ხოლმე... ღამის ორ საათზე გარდაიცვალა მთელი დღე კარგად იყო იცი? იმედიც კი გვქონდა რომ მკურნალობა ცოტა ხანს გაუხანგრძლივებდა სიცოცხლეს ..ღამით უეცრად გახდა ცუდად და ექიმებმა ვეღარ უშველეს. მამობილმა დაკრძალვის შემდეგ რამდენიმე დღეში გამოაჩინა თავისი საყავრელი და დამტოვა კიდეც . -ბრაზობ რომ წავიდა? რომ დარჩენილიყო რამე შეიცვლებოდა შენთვის სასიკეთოდ -უბრალოდ გავიხსენე მოვლენები, ხომ იცი ყოველთვის ყველაფერს ვიმახსოვრებ და მათ ამაგს ნამდვილად არ დავივიწყებ , უმადური უნდა იყო მასზე რომ გაბრაზდე . რაც შეეძლო ყველაფერი მომცა ,ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ბევრად რთული იქნებოდა გზის გაგრძელება -და მაინც რომ დარჩენილიყო? -სხვანაირი იქნებოდა ჩემი ცხოვრების წესი,თითოეული დღე და ყოველი საქმე ! ვერ ვიტყვი რომ ცუდი იქნებოდა და არც იმას ვფიქრობ რომ ახლაა ცუდი ! -მამა რომ გყოლოდა ახლოს მხოლოდ სწავლაზე იქნებოდი კონცენტრირებული და არა იმაზე თუ როგორ გამოგემუშავებინა საჭირო თანხა,ნაკლები პრობლემა და მეტი სიმშვიდე -ყველაფერი რაღაც მიზანს ემსახურება, როცა დინებას მიჰყვები და ცურვას მშვიდად ახერხებ წყალი აუცილებლად გააჩენს მორს რომელსაც მოეჭიდები ,შეისვენებ და საფრთხის დროს გადარჩები. მე რომ გაბრიელთან არ მივსულიყავი სამსახურისთვის ვერასდროს გაგიცნობდი! -ცდები ! არ ვიცი როდის, როგორ და რა ვითარებაში ,მაგრამ მე და შენ აუცილებლად გავიცნობდით ერთმანეთს -შენ ხომ ბედისწერის არ გჯერა -შენ ჩემი ბედისწერა არ ხარ ...ჩემი ნაწილი ხარ რომლის პოვნის გარეშე არ დავტოვებდი ამქვეყნიურ საცხოვრებელს-თვალებში უყურებდა და თითქოს მის სულამდე აღწევდა . შემდეგ დუმილმა დაისადგურა, ალბათ აღარაფერი იყო სათქმელი, ის ღამე ორივემ გაათენა. ორი თვე სიმშვიდე სუფევდა ,ყოველდღიურ რუტინას მხოლოდ თორნიკეს ჩაფიქრებული გამომეტყველება ცვლიდა ,ზოგჯერ ფიქრებში იძრებოდა და არც უსმენდა მათ საუბარს. ერთ დღესაც უბრალო საუბრის დროს ალექსანდრეს მიუბრუნდა და დავითზე ჰკითხა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა „ჩემს ადგილას აპატიებდი?“ ალექსანდრე რამდენიმე წამს უყურებდა შემდეგ თავი გააქნია და სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე-„ მე თავად არ ვპატიობ ,მაგრამ მაინც მისი შვილი ვარ ! შენს ადგილასაც ასე მოვიქცეოდი ,ერთადერთი რასაც ვერ შეცვლი სისხლია , გენი რომელსაც ატარებ ! „ იმ დღეს ბატონი დავითი წვეულებას მართავდა, ყველა ცნობილი ბიზნესმენი,პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე იყო მიწვეული ოჯახთან ერთად. იმ დღეს მოსაწვევი ალექსანდრემ და თორნიკემაც მიიღო ,პირველი შემთხვევა იყო როდესაც თორნიკეს იხმობდა. წვეულება უკვე დაწეყებული იყო, ბატონი დავითი სიტყვით გამოდიოდა როცა შვილები დაინახა. ორივე ერთნაირი მზერით უცქერდა , ყველა იცნობდა ალექსანდრეს, ბევრი იცნობდა თორნიკეს ,მაგრამ არავინ იცოდა მათი ერთად ყოფნის მიზეზი. . დავითმა საუბარი რომ შეწყვიტა და თვალებჩაწითლებული მიაჩერდა ბიჭებს ყველა გაისუსა ,გრძნობდნენ რომ რაღაც საინტერესო ელოდათ წინ, ჟურნალისტები ყოველ მონეტს აფიქსირებდნენ .დავითმა მზერა მარიამზე გადაიტანა მას შემდეგ რაც პატარა ქალბატონის კისკისის ხმა გაიგო,რომელიც მარის მკლავებში არ ისვენებდა .ინსტიქტურად გაეღიმა შვილიშვილის დანახვისას ,ჩაახველა ხმის დასაბრუნებლად და ისევ ომახიანად განაგრძო საუბარი -მეგობრებო დღეს ყველაზე ძლიერი, ბედნიერი და ამაყი ვარ რადგან მთელი ოჯახი ჩემს გვერდითაა ,ჩემი გულის მფლობელი ქალბატონი , ჩემი ვაჟები, ალექსანდრე და თორნიკე . ყველაზე პატარა წევრი ჩემი შვილიშვილი ალექსანდრა ! გმადლობთ რომ მობრძანდით,ჩემს გვერდით ხართ და იზიარებთ კიდევ ერთ გამარჯვებას. ერთგულება ყველას შესაბამისად დაგიფასდებათ ,დარწმუნებულები იყავით ამაში! ჭიქა მაღლა ასწია და დადუმებულ საზოგადოებას გამოფხიზლება აიძულა. ის დღე ისტორიაში შევიდა, მას მერე ყველგან დავითზე და მის ოჯახზე წერდნენ, ჟურნალისტები ეხვივნენ გარს ალექსანდრეს სახლს და თორნიკეს დანახვისას კითხვების კორიანტელს აყრიდნენ უფროს ძმას. -ვაახ ჩემიი დავიღალე უკვე რაა... -ვაბა როგორ გინდა ბატონი დავითის შვილობა მარტივი საქმე კი არაა -დამცინე ხო...მარიააამ ჩემი პრინცესა ხომ არ იცი სადაა? -ძიძა აძინებდა -რა დროს ძილია ...დათოსთან არ წავიყვანო??მაგას რომ დაინახავს გადაიტანს მაინც ყურადღებას და პირდაპირ მე არ გამომწოვენ სისხლს! -ნწ ნწ ნწ რა ფინთი ხარ შე ჩემა მე უფრო მაგარი მეგონე - გაბრიელი დასცინოდა როგორც ყოველთვის ის კი თვალებს უბრიალებდა -მოაკეტინეთ ამ კაცს სალაპარაკო ღრუუუ ვინმემ და ბავშვი მომიყვანეთ -ოგხსნეს თაბაშირი კუსკუსააა მოგხსნეეეს გაგისქელდა ტრა*ი და დაგედო ღიპი რომ გაწვები და აღარ დგები მიდი და უთხარი შენ თითონ -ძიძას შენ არ ეკურკურები ? -შე ჩემისა იმდენი ხანია ქალთან არ ყოფილხარ ლაპარაკი ჟიმ*** გგონია თუ როგორ გაქ საქმე ,....ნუ შენ შემხედვარე მეც დაშინებული ვარ ახლა ვფიქრობ ვინმემ ბავში რომ მომიყვანოს რა მეშველება ტო ... -შენ არ იდარდო მეეჭვება ბავშვის თავი გქონდეს- თორნიკემ თვალი ჩაუკრა და საძინებლისკენ წავიდა . საღამოს ყველანი ერთად წავიდნენ დავითთან. ელიზაბეტი წარბშეკრული რომ დახვდათ მაშინვე მიხვდნენ რომ დავითთან ომის შემდეგ მივიდნენ და უკვე მიზეზის გარკვევა სურდათ. -კიდევ კარგი მოხვედით თორემ მამათქვენს მივახრჩობდი მალე -სად არის ? -კაბინეტში ბრძანდება და სვამს...ლოთიიიი ეგ ეგ ბრაძიაგა რომ გაუსკდება გული და ჩააგდებენ მიწაში ნახავს -კიდევ იგივეს იმეორებ ხო? ნუთუ არ დაიღალე ლიზიკო -ლიზიკოს ნუ მეძახიიი!- კიბეზე ჩამოსვლამდე შეუტია და თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა -ლიზუუუ არაფერი დამემართება ,ტყუილად ღელავ -ხელი გამიშვი...არ მაკოცო იცოდე ვერ დამაწყნარებ. არყის სუნად იქნები აყროლებულიიი არ მინდა კოცნა- ხელი რომ მოხვია კაცმა მაშინვე გაწია თავი უკან და სახე დამანჭა -მაკოცნინე ერთი და ნახე მაქვს თუ არა არყის სუნი -ნახვა არ მჭირდება ისედაც ვიცი ! -კარგი ,როგორც გინდა საერთოდ არ მოგეკარები !- ხელები გაუშვა და ბიჭებისკენ წავიდა-მორჩით რა სიცილს... -ბავშვი მოგიყვანეთ- ხელში მიაჩეჩა თორნიკემ ბავშვი და გაცლა გადაწყვიტა -სად მიდიხარ? -ეზოში გავალ .. -ყინავს სად გახვალ ხომ არ გაგიჟდი ! ვახშამი იქნება მზად და დავსხდეთ ... მაგიდასთან იყვნენ ,მარიამს ბავშვი ჰყავდა ვახშმობაზე უარი განაცხადა და ალექსანდრეს ყოფილ საძინებელში შეიყვანა ლიზიკომ.ბავშვი ჭრვეულობდა და რომ დაეძინებინა სიმშვიდე სჭირდებოდა. საწოლზე იჯდა ბავშვით ხელში და ირწეოდა. ალექსანდრე შევიდა და ოთახს მოავლო თვალი -რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ...ყველაფერი ისევ ისეთია როგორც ადრე -მომეწონა შენი ოთახი -მეც მომწონდა ... რას შვება ჭირვეული ალექსანდრა? -არ იძინებს...დროულად რომ ვერ დაიძინა გაბრაზებულია -მოდი ჭიკარტო იქნებ ძიამ დაგაძინოს ,თორემ მარიამს ძალა აღარ აქვს ისე გასუქდი -რომ გხედავს სულ იცინის -იცის ვინ უნდა უყვარდეს პრინცესას...ფუმფულა პრინცესაა ეს- ბავშვს ლოყები დაუკოცნა და მკლავებში მოიქცია .ოთახში დადიოდა და უზარმაზარ მკლავებში მოქცეულ ფუმფულა პატარა ბავშვს არწევდა თან ელაპარაკებოდა -თორნიკე მარტო დატოვე? -აჰააააამ ა ააა ააა ა შშ ჩშშ ჩშშ ჩშშ ილაპარაკოოოოს მამაასთააააან აბაა როგოოოორ უუუნდააა- ღიღინებდა და ისე ამბობდა სიტყვებს- რა ჯიუტიიი ბავშვიიი ხააა ააარ მამაშენიიი ასეეე აააარ იყოოო ოოოო შეეენ ვის გავხააა ააარ ასეეთიიი იიიი -ხვალ აუცილებლად უნდა წავიდეთ იმ წვეულებაზე? -ხო თორე დიდი ხანია არსად ვყოფილვარ და დროა გამოვჩნდეთ! -კატოსთან ერთად რომ არ იქნები? -ხომ უნდა გაიგონ რომ დავშორდით -ჩემთან ერთად რომ მიხვალ ამას ჭორების ახალი ტალღა არ მოჰყვება? -შეეშვი პრობლემების ძიებას...არაფერი მოხდება ისეთი რაც შენ შეგაწუხებს- მძნარე ბავშვი დააწვინა და ჩურჩულით განაგრზო საუბარი- არ გავხადოთ ეს ზედა? -არ დამანება ...ტირილი დაიწყო .ჭირვეულია -ჭირვეულობს და გასდის რა - გაიღიმა და მძინარეს აკოცა ბავშვს პლედი დააფარეს და ოთახიდან გავიდნენ. მისაღებიდან ისმოდა საუბრის ხმა რომ შევიდნენ დავითი და თორნიკე რაღაცაზე საუბრობდნენ.თორნიკე როგორც ყოველთვის ცივი იყო და ყოველ მეორე სიტყვაში კბენდა დათო კი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. -დაეძინა პრინცესას -წავედით! -ასე მალე ? -ხომ შემოგიარე მამიკო? რაღას ითხოვ ? -თორნიკე... -მე ჩამოვიყვან ბავშვს ! - მარიამი უკან დაბრუნდა. ქალბატონს თავისი პლედი მოახურა და ხელშიაყვანილი ჩაიყვანა ქვემოთ. ბიჭები ეზოსი იყვნენ უკვე. მანქანაში ფრთხილად ჩაჯდა თორნიკემ გამოართვა ბავშვი და ახურებულ ლოყაზე აკოცა -მამიკოს ბელი ... -ხვალ რომელ საათზე მიბრზანდებით შენ და ბელი ? -რომ გავიღვიძებთ და ვისაუზმებთ მერე -რას დაიჟინე ეს მთა... არ დაამტვრიო და გაყინო ბავშვი სადმე -გაბრიელი კი არ ვარ ბავშვი დამავიწყდეს -რას შემე*ი ტო არ დამვიწყებია პროსტა დავტოვე ცოტა ხანს, ტელეფონზე ლაპარაკს შევყევი და სანამ დავბრუნდი კი მოხვედი შენც... მერე ძებნას დავუწყებდი აბა რას ვიზავდი შე ჩემა -მოკლედ რას არ იფიქრებს რა... კი არ იტყვის რო დაავიწყდა -გეყოთ ,ნუ დაწამტ ერთმანეთს -შენ ვერ გიყოფთ პუპსიიიკ - გაბრიელი გაეკრიჭა ალექსანდრეს და თითები მკლავზე ააყოლა -პუპსიკ გირჩევნია ხელები დაიოკო!- ალექსანდრემ თვალი ჩაუკრა და მის თითებს თავისი გადაუსვა -ფუუ შენი ...ხო ვერ ააგდებ ამას რაა ! ...... წვეულებისთვის განსაკუთრებით მომზადება იყო საჭირო, პირველად უნდა გამოჩენილიყვნენ რამდნეიმე თვის შემდეგ და ალექსანდრესთვის შესაფერისი პარტნიორობა უნდა გაეწია. ყველაზე ლამაზი კაბა შეარჩია გარდერობიდან, მდიდრული და დახვეწილი ,ელეგანტური მარიამი იმდენად უცხოდ და შთამბეჭდავად გამოიყურებოდა ალექსანრე დიდხანს ვერ აშორებდა თვალს. მართალია არ გაშესებულა არც ზედმეტი უთქვამს , ისევ ერთი სიტყვით იფარგლებოდა“მშვენიერი ხარ“ ,მანქანის კარი გაუღო და ისიც მოთავსდდა. ისევ გვიან მივიდნენ,ისევ ყველას ყურადღება მათკენ იყო მიპყრობილი .ალექსანდრეს თითები რომ შეეხო ხელისგულზე და ზემოთ აუყვა ჟრუანტელმა დაუარა, ბოლოს ხელმკლავი გამოსდო ბატონს და ისე გაემართა საკუთარი ადგილისკენ. ბევრს იცნობდა, მას კი ყველა სცნობდა. იცოდნენ ვინ იყო მარიამ თაბაგარი , იცოდნენ და თან ვერ ხვდებოდნენ მის ადგილს ალექსანდრეს ცხოვრებაში. განსხვავებული იყო ის საღამო, ალექსანდრე ისე იქცეოდა როგორც შეეფერებოდა, აღარ იყო თავქარიანი ,არ ელოდა მარიამი მისგან ჩადენილ სიგიჟეს. ერთადერთი ქცევა რამაც გააოცა ის იყო რომ ალექსანდრემ ცეკვა სთხოვა მიუხედავად იმისა რომ იცოდა მარიამს არ ეხერხებოდა . -უბრალოდ მომენდე ...მე და შენ საუცხოო მოცეკვავე წყვილი ვიქნებით - იმდენად მომნუსხველი იყო მისი მზერა უარის თქმა შეუძლებელი გახდა. ხელი მის ტორში მოათავსა,მეორე მხარზე დაადო და მელოდიის ნაცვლად ალექსანდრეს ნაბიჯებს აჰყვა. მხოლოდ ორნი იყვნენ, როგორც ყოველთვის ვერავის და ვერაფერს აღიქვამდა მარიამი , ალექსანდრეც საკმარისი იყო მთელს დედამიწაზე. მისი მკლავები იმდენად მსუბუქად ეჩვენებოდა თითქოს ფრთების როლს ასრულებდა წელიდან მაღლა შიშველ კანზე მოსრიალე ფრთებს ქმნიდა და ფარფატს ასწავლიდა. -ცოდნის გარეშეც ყველაფერი შესანიშნავად გამოგდის მარიამ- ცეკვის დასასრულს სხეულზე აიკრა და ისე უთხრა რომ შავი სფეროები არ მოუშორებია მარიამის თაფლისფერებისთვის -შენ მჭირდება რომ ყველაფერი გამომივიდეს -თვალები ასეთი კაშკაშა არასდროს ჰქონია ტაბაგარს, ანათებდა და იმ წამს ანგელოზს ჰგავდა, არაფრით გამორჩეული ,მაგრმა მაინც ანგელოზი ! თოვდა,ყინავდა და ყველაფერი თეთრად იმოსებოდა. ქუჩაში მშვიდად მიაბიჯებდა ქალის სილუეტი . გარეთ არავინ იყო მხოლოდ ის და მის გვერდით მდგომი მამაკაცი. ქალს ძვირადღირებული თბილი მოსაცმელი ეცვა , თმა საგანგებოდ ჰქონდა დავარცხნილი. ხელში რამდენიმე ათასიანი ჩანთა ეჭირა და მილიონებად შეფასებული სამკაული უმშვენებდა ყელსა და ხელებს. ამ ყველაფერს ის ადამიანი დაინახავდა ფანჯრიდან რომ შეხედავდა ქუჩაში მოსიარულე წყვილს,უთუოდ იფიქრებდა ერთმანეთზე შეყვარებულ წყვილს რომანტიკა მოუნდა და ბარდნისას იმიტომ დასეირნობენ შუა ქუჩაშიო. მეორე იფიქრებდა ორივე გაგიჟდა, ტყუილად იყინავენ თავსო, მესამე ორ მილიონერად ჩათვლიდა და მხოლოდ უკან მიდევნებულ დაცვის მანქანას შენიშნავდა , ძვირადღირებულ სამოსს და იტყოდა ნეტავ მათ მსგავსად დალხენილი ცხოვრება მქონდესო . რეალურად ისევ ის მარიამი მიაბიჯებდა ,რომელისთვისაც მნიშვნელობა არ ჰქონდა სამოსს, ყველაფერი უბრალოდ ხორცის საფარი იყო და მეტი არაფერი. არც ის გარემო სადაც მიაბიჯებდა, არ ჰქონდ ამნიშვნელობა მდიდრულ სახლებს რესტორნებსა და კაფეებს. ერთი წლის შემდეგ , თოვლით დაფარულ ქუჩებში მოსიარულეს მხოლოდ ის ერთი მიაჩნდა ნამდვილ შენაძნეად,მისი ნაწილი რომელიც გვერდით მიჰყვებოდა ,უხმოდ, მდუმარედ, ზუსტად იგივე სიჩქარით, ისეთივე სიმსვიდით, როგორც თავად მიაბიჯებდა მიდიოდა და იცოდა რომ გზის მთავარ ნაწილს მიაღწია . დასასრული კი უფრო სანატრელი იყო ! .... დიდი ხნის შემდეგ ისევ ორნი დარჩნენ სახლში . მოსამსახურეებიც გაუშვა ალექსანდრემ და დაიტოვა მხოლოდ მარიამი. ყოველი დღე მისით იწყებოდა და მთავრდებოდა,მიუხედავად იმისა რომ გვერდით არ ჰყავდა, სარეცელს არ იყოფდნენ . შეიძლებოდა ყინვიან ღამეში ფანჯარასთან მსხდომებს გაეტარებინათ მთელი დრო ,გათენებას ერთად შეხვედროდნენ საუბარით , ჭიქა ყავით ან ცხელი შოკოლადით. საუბრობდნენ ყველაფერზე, იმდენ წვრილმანზე რომ გონებაში არსებული თითოეული ამბავი ერთმანეთს გაუნდეს. ზოგჯერ კი უბრალოდ ისხდნენ, ალექსანდრე მარიამის ხელს თავის ტორში მოიქცევდა და კოცნიდა დიდხანს, მხოლოდ ხელისგულზე,თხელ თითებზე და ისევ ხელისგულზე მოძრაობდნენ მისი ბაგეები. თვალებს დახუჭავდნენ და სიმშვიდით ტკბებოდნენ, ანდაც უსმენდნენ გარეთ დატრიალებულ ქარიშხალს . ერთ დღე სისევ ყველაფერი შეიცვალა, ალექსანდრემ მარიამთან დროის გატარების ნაცვლად საძინებლის კარი ჩაკეტა და საღამოს ყველა ოჯახისწევრი დააბრუნა,სახლი ისევ გაივსო დათო და ელიზაბეტიც გაიხსენა. ორ დღეში ვახშამზე მოიწვია ყველა ,თითქოს არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, ვერავინ ამჩნევდა საშიშროებას,მხოლოდ მარიამი გრძნობდა რომ დასასრული ახლოვდებოდა. არ უნდოდა გვერდიდან მოშორებოდა ,მაგრამ არ გამოსდიოდა. ხშირად იკეტებოდა ოტახში, მარიამიც ვეღარ იგებდა მისი საქმეების შესახებ, ბიჭებმაც არაფერი იცოდნენ. ყველას სხვადასხვა რამეს ავალებდა, გაბრიელი სხვა საქმით დააკავა თორნიკე ბავშვზე გადართული იყო და დამატებით ათას რამეს აკეთებდა. აპრილის პირველი რიცხვები იყო, უჩვეულოდ ცხელოდა იმ დღეს. ან უბრალოდ მარიამს ეკვროდა სუნთქვა, თითქოს ყელშ მარწუხებს უჭერდნენ , ფილტვებს აცლიდნენ და სუნთქვას უჩერებდნენ . ვერ მოისვენა , ალექსანდრე ისე უყურებდა, თითქოს ბოლოჯერ ხედავდა მის სახეს,თითქოს მზერით ემშიდობებოდა. რამდენიმე წუთში უკან აბრუნდა, საძინებელში ააკითხა და სთხოვა შენთან დავრჩებიო, პირველად უთხრა უარი , უკან დაბრუნა მარიამი ,სახლიდან გაუშვა ფაქტობრივად. ახლა არ ეძინა, საწოლში ტრიალებდა, ვერ ისვენებდა, შემდეგ ფანჯარასთან მივიდა და სანდროს აივანს გახედა, კარი დახურული იყო აივანზეც არავინ იდგა . კიდევ ერთი საათი გაძლო, შუაღამე იყო თითქოს ბუნება შეიშალა ისე ძლიერი წვიმა წამოვიდა. გრუხუნის ხმა არემარეს აყრუებდა , ელვა ანათებდა ცას და წვეთები გამეტებით ეხეთქებოდნენ ხმელეთს. საწოლში დაბრუნდა ,თვალები დახუჭა და სუნთქვა დაიწყო, შემდეგ ხმაური გაიგო , სიგნალიზაციის გამაყრუებელი ხმა, შემდეგ აფეთქება და ნათება რომელიც არ ჰგავდა ბუნებრივს . საწოლიდან გიჟივით წამოვარდა, დაინახა როგორ მოედო ცეცხლი იმ წამს სახლის ნაწილს და კარიდან გავარდა, მისი გასვლა და სახლის აალება ერთი იყო. არ ადარდებდა, ვერც კი ხედავდა უკან რას ტოვებდა არც უფიქრია როგორ გადარჩა უბრალოდ მირბოდა სახლისკენ საიდანაც მიყოლებით მორბოდნენ გოგონები, თორნიკე ბავშვით და გაბრიელი რომელიც სულ მთლად გაშავებული ღრიალებდა . სახლის მესამე სართული მთლიანად შავ კვამლში იყო გახვეული, ცეცხლი გიზგიზებდა. ყვირილის ხმა, სიტყვები ყველაფერი ქაოტურად ტრიალებდა ,ვერაფერს იგებდა ,არაფერი ესმოდა, გიჟივით მირბოდა , ხელიდან დაუსხლტა თორნიკეს დაინახა როგორ დაეცა გაბრიელი მას მერე რაც დაიყვირა სანდრო ზევით დარჩაო და სულ მთლად შეიშალა. -სანდროოოო /... სანდროოოა ზევით თორნიკეეეეე - ახველებდა და ღღიალებდა ხმის დაკარგვამდე გაბრიელი. შემდეგ კვამლისგან დახშული ფილტვები შეეკუმშა და მოწყვეტით დაენარცხა . თორნიკემ ატირებული ბავშვი წამსვე მიაჩეჩა აზლუქუნებულ თიკუნას და სახლში შევარდა. მარიამი უკვე კიბესთან იყო და საფეხურზე აბიჯებას აპირებდა, ორივემ ერთდროულად გაიგო ალექსანრეს ღრიალის ხმა რომელიც იმდენად შორს იდგა რომ მხოლოდ მისი სილუეტი ჩანდა -სახლიდან გადიიით .... თორნიკეეეეე მარიამიიი გაიყვანეეეეეე -სანდროოო ....სანდროოო არ გინდა გთხოოოვ არ გინდაა. გამიშიიიი გამიშვიიიიიი - თორნიკეს ხმა აღარ ისმოდა მხოლოდ მარიამის კივილი და სახლიდან გამოსული ორი სხეული. სირენების ხმა, სახანძროს მანქანები და მათ შესვლამდე ფერფლად ქცეული სასახლე. მუხლებზე დაცემული, შეშლილი ქალი ყველა იქ მყოფს ახსოვდა. ქალი რომელიც წარმოუდგენელი ხმით კიოდა და აალებული სახლისკენ იწევდა. იჭერდნენ ,მაგრამ მაინც გაქცევას ცდილობდა ,ყვიროდა მანამ სანამ ელიზაბეტის განწირული ყვირილი არ გაიგო , უკან მიიხედა და დაინახა როგორ მოეკვეთა ქალს მუხლები ,ვიღაც იჭერდა მაგრამ არ იყო დავითი , ის მის გვერდით იდგა ერთ ადგილას გაქვავებული და უყურებდა ფერფლად ქცეულ სახლს ,რომელშიც მისი შვილის ნეშტი უნდა ეპოვნათ. ყველაფერი შავმა ფერმა დაფარა, მარიამის ნაცრისფერი ცხოვრება. ერთი უბრალო , არაფრით გამორჩეული ქალის ცხოვრება არსებობად იქცა. სუნთქავდა მხოლოდ. იწვა საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში იქ სადაც ყოფნა ყოველთვის უყვარდა,მაგრამ ვერაფერს ხედავდა.თვალსაც კი არ ახამხამებდა .ისევ ისე უემოციოდ იწვა , სახე გაქვავებოდა , არაფერს ამბობდნენ მისი შუშისებრი თვალები , როცა ალექსანდრეს ხედავდა . ყველაფერს რაც რამდენიმე თვეში დააგროვა შემდეგ ისევ ის ღამე ახსენდბეოდა,ყველა კადრი დალაგებულად, თანმიმდევრულად აგონდბებოდა მის მეწვრილმანე გონებას და ისევ იგივე ხდდებოდა. ისევ ისე მოთქვამდა და ისევ აძინებდნენ. გონს რომ მოვიდა დაკრძალვის დრე იყო, კლინიკიდან არ უშვებდნენ, გაიქცა და სწორედ იმ დროს მივიდა კუბოს მიწაში რომ უშვებდნენ. სახეებს თვალის ერთ მოვლებაში შეხედა და საფლავისკენ გაიქცა. მაჩვენეთო გაიძახოდა, ხმა აღარ ჰქონდა ვერ ყვიროდა ,მაგრამ მაინც ხმამაღლა ჟღერდა მისი ჩუმად ნათქვამი სიტყვები. დამარხეს ალექსანდრე, აღარაფერი დარჩა მისგან. დედა რომელიც სიტყვას ვეღარ ძრავდა, მამა რომელიც უსულო ფიტულს უფრო ჰგავდა ვიდრე ადამიანს . გაბრიელი ,რომელიც დუმდა და თორნიკე ...თორნიკე რომელიც საფლავზე დამხობილი დაბრუნებას სთხოვდა უფროს ძმას . მარიამი...მარიამი ვინ იყო ყველაფერი? თუ არაფერი ! მარიამი ,რომელსაც გრძნობები არ გააჩნდა, მარიამი რომელიც ვერცერთმა ტკივიმა გატეხა, რომლისთვისაც არ არსებობდა მოუგვარებელი პრობლემა გრძნობდა, ტკიოდა და ფიქრობდა რომ ყველაფერი დასრულდა. დეტალები ნელ-ნელა ირკვეოდა. მარიამიც ისმენდა ყველა მათგანს და ბოლოს სიტუაციას ნათლად ხედავდა. ირაკლი დაბრუნდა, არც წასულა მხოლოდ გეგმის შეასრულებლად სჭირდებოდა დრო. ადროვა ცხოვრებით ტკბობა დავითსა და მის ოჯახს, უყურებდა მათ ბედნიერებას, შემდეგ კი როცა ყველა ადამიანი ვინც გააჩნდა შთამომავლად ერთად გაანადგურა. გეგმა მხოლოდ იმიტომ ვერ შეასრულა ბოლომდე რომ თორნიკესა და ალექსანდრას საძინებელში წყლის ჭავლმა , გაფუჭებული ონკანიდან მოულოდნელად წალეკა ყველაფერი. თორნიკე ერთ-ერთ კოტეჯში გადავიდა , ბავშვი რამდნეიმე წუთით ჰყავდა თიკუნას შეყვანილი თავის ოთახში და როცა ცეცხლი გაჩნდა თორნიკემ უკანა კარიდან გამოიყვანა ყველანი. გაბრიელი მეორე სართულზე იყო, ცეცხლი მესამეზე გაჩნდა, შემდეგ მეორეზე და პირველი სართულის ნაწილში. თითქოს თამაში ისე იმართებოდა ყველაფერი. გაბრიელი კვამლისგან იყო გაბრუებული და ინსტიქტურად დაეშვა კიბეზე ,როცა გაიაზრა რომ ალექსანდრე ეზოში არ იყო და მარიამი დაინახა გონს მასინ მოეგო ,მაგრამ დამწვრობამ და კვამლმა ძალა გამოაცალა. სასაფლაოზე იჯდა მარიამი და უყურებდა ალექსანდრეს ფოტოს. არ ტიროდა, ცრემლიც აღარ ჰქონდა. -არ ხარ შენ მანდ... არ მიმატოვებდი! საყვარელ ქალს ასე უბრალოდ არ ტოვებენ, შენ კი არავის გავხარ შენ ყველაფერს წინასწარ იგებ, სენ სიკვდილის დროის განსაზღვრაც შეგეძლო და მე ხომ ვიცი რომ ჯერ არ იყო შენი დრო, არ გინდოდა და არც მოხდებოდა! სადახარ სანდრო, სად წახვედი და რამდენ ხანს უნდა გელოდო. იცი რომ სამუდამოდ დაგელოდები, მაგრამ არ მინდა ტყუილად გაფლანგული დრო,უშენოდ გასული ყოველი წამი ფუჭია ! მე მივდივარ, ვიცი რომ მიპოვნი! წავიდა, ბარგი ჩაალაგა და წავიდა. მიდიოდა გზაზე რომელიც ჰქონდა ყოველთვის ,რომელიც სწირდებოდა მიზნისთვის, მაგრამ მიზანი აღარ ადარდებდა. უბრალოდ ცხოვრობდა მოლოდინში. ზღვის პირას დასახლდა, ლამაზი სახლი იყიდა კლდეზე საიდანაც ყოველდღე უყურებდა ტალღებს რომლებიც გამეებით ეხეთქებოდნენ უზარმაზარ ლოდებსა და კლდეებს. უყურებდა მშვიდ დინებას, ზოგჯერ გიჟსა და ძლევამოსილს . უყურებდა და ელოდა... კლინიკაში მუშაობდა, სწავლის დასრულების შემდეგ ექიმად დანიშნეს და სამსახურიდან გამოსვლაც არ უნდოდა, ფიქრიც ეზიზირებოდა. მხოლოდ საქმის გაკეთება და ლოდინი , არაფეირ გააჩნდა სხვა. მუშაობდა იმიტომ რომ სხვა არაფერი შეეძლო, სხვა გზა არ ჰქონდა დროის გასაყვანად. ცხოვრობდა იმიტომ რომ უყვარდა , ყველა ალექსანდრე და ალექსანდრე მთლიანად! ...თვალები დახუჭა, ვეღარ გაუძლო აზვირთებულ ტალღებს . ხელები გაშალა , ქარი ზლიერად ქროდა, თხელი კაბა უფარავდა სხეულს . ქარი მთელს ტანზე ეხებოდა , თმები არეული ჰქონდა , ნაპირზე იდგა, ერთი ნაბიჯი და ზღვის ნაწილი გახდებოდა,მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა სხვა არაფერი. -სულს მოგცემ ,ოღონდ დაბრუნდი! ჩურჩულით თქვა, ან იქნებ არც უთქვამს. მარჯვენა ფეხი მოაშორა მიწას და სიმსუბუქე იგრძნო. წამიერად აღმოჩნდა ჰაერში, თითქოს მიფრინავდა, ფარფატებდა, ყველაზე მსუბუქი იყო ,ბუმბულზე მეტადაც კი. მაგრამ არ ვარდებოდა, არ ეშვებოდა არც ტალღებს უერთდდებოდა. მხოლოს მკვრივ სხეულს გრზნობდა, იმდენად ახლოს რომ ჰაერიც არ იყო მათ შორის. ზურგიდან ეკვროდა ვიღაც, მის არეულ თმაში სახეჩაფლული კაცი რომელიც დუმდა. თვალების დახუჭვა და გრზნობების დანახვა იყო საკმარისი მის ამოსაცნობად. არარეალურს ჰგავდა რეალური არსება, ზუსტად ის ვისაც ელოდა, ის ვინც მისი ნაწილი იყო ,ყველა გრძნობა ერთად აღებული ...მთელი სამყარო იყო და მხოლოდ ერთი დარჩენოდა.უნდა შებრუნებულიყო, ხელები მოეხვია და სასრუველი,ოცნებად ქცეული კოცნა მიეღო.კვლავ გაეგო მისი მკლავების სითბო და არასდროს მოშორებოდა. სიტყვების გარეშე , უბრალოდ ერთი ბრუნი და მისი შავი სფეროები, ისევ ის სახე, ისევ ის გამოხედვა, გამომეტყველება და ტუჩები რომლებიც ტუჩებზე ეკვროდნენ. ჰაეროვნი, გრზნობებით გაჟღენთილი და მთლიანად სავსე, გზის ბოლოს მარიამი ალექსანდრესტან ერთად. ესეც დანაპირები დასასრული... შესაძლოა ფიქრობთ რომ მოვლენები დავაჩქარე, მეტი ემოცია იყო საჭირო ანდაც მეტი განმარტება,მაგრამ იცოდეთ რომ ეს მქონდა თავიდანვე ცაფიქრებული და ყოველგვარი გადახვევის გარეშე დავწერე პირველად ის რაც მინდოდა. არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა, როგორც გაგაფრთხილეთ არ ჰგავს სხვა ჩემ ისტორიას "ჩემი არაა ჩამიდეს""-თქო გეტყოდით ,მაგრმა ჩემია და მიხარია ცოტა ცოტა მიხარია რო ჩემია. ახლა კი მხოლოდ ჩემს გიჟმაჟ ისტორიას მივხედავ და სუუულ სუუულ კარგ განწყობაზე გამყოფებთ ამის შემდეგ. ველი სულმოუთქმელად კომენტარებს,იმედია დამხვდება რომ შემოვირბენ ... მიყვარხართ მიყვარხარ მიყვარხართ მე თქვეეეეეეეეეეეეეეეენ!!!!!!!!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.