წითელი ბუშტი
გრძნობების ზღვაში თუ შეცურავ, გაგიჭირდება დაბრუნება. გაგიჭირდება უარის თქმა იმაზე, რასაც არა რეალურად აღიქვამ. გრძნობების ზღვაში თუ შეცურავ, დაგავიწყდება ყველა და ყველაფერი. დაგავიწყდება დედა, მამა, და ან ძმა... დაგავიწყდება შენი თავიც. ღრმად არ გაცურო, გაგიჭირდება ნაპირზე გამოსვლა და არ დაგეხმარება არავინ შენ. არავინ დაგეხმარება, რადგან ემოციებმა მთლიანად ჩაგყლაპა და ვერ დაბრუნდები უკან. წასული არ გაიხსენო... წარსულს ცრემლები მოაქვს, ზღვაში კი შენს ცრემლებს ვერავინ შეამჩნევს. მარილიანი წვეთები ისედაც მარილიან წყალს შეერწყმება და შენი წარსული ზღვას დარჩება. არ გაანდო შენი საიდუმლო ცასავით ლურჯ წყალს, რადგან მას ყველაფრის შთანთქმა შეუძლია... ნუ მოგენატრება... არ იფიქრო, რადგან დაიტანჯები შენც და დატანჯავ მასაც. ჩემს სამყაროში ოდესღაც ფერადი ბუშტები, შავად შეიღება და ამ შავში გამოვარჩევ ერთს... ერთადერთია გამოსარჩევი. შავ ფონზე ერთი წითელი ბუშტი და ამ წითელში სიყვარულის ნაპერწკალი, რომელიც შუა ზღვაში ჰაერს მოჰყავს. ჰაერს ჩემი იმედი მოჰყავს... იმედი, რომელიც გადამარჩენს მჯერა! გრძნობების ზღვაში არ შეცურო, არ გინდა! გაგიჭირდება დაბრუნება ან დარჩები სამუდამოდ მარტო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.