Never miss a chance to dance(XIX თავი)
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა(არადა რა ტკბილად მეძინა).არც კი დავხედე ვინ იყო. პირდაპირ ვუპასუხე. -გისმენთ! -გაბი, თაკო მასწი ვარ და იმედია შენთან გვტოვებ და არ გადაიფიქრე! -მართლა?! იესს! რა კაიაა! აეროპორტში ხართ უკვე? -კი, მაგრამ მისამართი არ ვიცით. -ახლავე ჩავირბენ, ბიძაჩემს ვკითხავ და მოგწერთ! 2 წუთში მოგწერ ზუსტად! -კაი გელოდები, დროებით! მოკლედ სასწრაფოდ ჩავვარდი ბიძაჩემთან და მისამარტი ვკითხე, მანაც დამიწერა ტელეფონზე და გავუგზავნე თაკო მასწს. სადღაც 20 წუთში ბავშვები აქ იყვნენ და ოთახებს არჩევდნენ. მე კი წყნარად ვიჯექი ლეპტოპთან და რაღაც სისულელე სტატიას ვკითხულობდი. -გამარჯობა!−აუ ერეკლეა -გაგიმარჯოს! -როგორ ხარ? -კარგად!−ამით ვაგრძნობინე რომ მასთან აუბარი არ მსურდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე! -მეც არამიშავს!−ცალყბად, უაზროდ გაიღიმა. გავაგრძელე სტატიის კითხვა. -რაზე კითხულობ სტატიას? -რამდენად დებილი უნდა იყოს ადამიანი,რომ იმას ვერ მიხვდეს, რომ მასთან საუბარი ვიღაცას არ სურს...სხვათაშორის კარგი სტატიაა! კარგად ააქვს დაწერილი!−აშკარად სიბრაზე დაეტყო სახეზე და გავმხიარულდი−ახლა კი, მე კითხვას გავაგრძელებ, შენ კი შენს ოთახში მიბრძანდი. ხმის ამოუღებლად გამეცალა.ლიზამ ზუსტად ჩემი ოთახის ქვემოთა ოთახი აირჩია. სხვათაშორის ჩემი მეორე ვარიანტი ეგ იყო. მაგრამ მანსარდი მაინც საოცრებაა. -გაბიკუნა, ჩემო კარამელო! -ხო, ჩემო დრუნჩა!−მივუბრუნდი ჩემს გვერდით დამჯდარ ნათლიას. -გუშინ სად იწექი, კი ვერ გნახე...ბოლო-ბოლო რომელი ოთახი აარჩიე? -მანსარდი!მთლიანად ჩემია მანსარდი! უცბად ზურა ნათლიას სახე მოეღუშა... -კარამელო! -დრუნჩა?!−დაეჭვებულმა გავხედე−ხო მშვიდობაა? -რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ არ მიწყინო... -რა მოხდა?!−დაახლოებით მივხვდი რისი თქმაც უნდოდა. ჩემი ოთახი მაქსიმესთვის უნდა დამეთმო... -ის სართული უფროსისთვის მაქვს გამზადებული და თუ არ მიწყენ შენ სხვა ოთახში დაწექი რაა... თან დღეს უნდა მოვიდეს წესით... -აუ კაი რა ზურა ნათლია!.. გთხოვ რა! ნებისმიერი სხვა ოთახი დაუთმე!.. -კი, მაგრამ მანსარდი თვითონ მთხოვა. ადრე იყო ჩვენთან და ძალიან მოეწონა. რა ვქნა? -აუ ნათლიაა! -მაშინ შენ ხომ იცნობ?! ხოდა შენ თვითონ უთხარი, რომ იმ სართულზე შენ წვები და ის სხვა ოთახში დაწვეს, ოღონდ მე ნუ გამრევ! -კაი, როცა მოვა ვეტყვი! -კი ბატონო! როდესაც ლეპტოპი მომბეზრდა მესამეზე ავედი და ლიზა და ნიკუშა იჯდნენ ბართან... მგონი ცუდ დროს ავედი... -ბოდიშით!−თვალებზე ხელები ავიფარე და ოთახში ისე შევედი. -წესიერად! ნუ მაიმუნობ!−მომაძახა ლიზამ შესვლამდე. ყურსასმენები გავიკეთე და ლოგინზე წამოვწექი. მალევე ჩამეძინა. * * * რაღაც ხმაური მაღვიებს. ყურსასმენები ძილში მომხსნია. გავახილე თვალები, წამოვდექი და ვხედავ მაქსიმეს ჩემს ოთახში. -ბოდიში, შენი გაღვიძება არ მინდოდა! უბრალოდ ჩანთა მივარტყი შემთხვევით კარადას. -ჩადი ჩემი სართულიდან!−ვუთხარი მკაცრად და ხელები გადავაჯვარედინე. -ეს ჩემი სართულია, აი ეს კი ჩემი ოთახი! -ეს სართული ჩემია! ზურა ნათლიამ ჩემთვის გააკეთა ეს მანსარდი და მითხრა რომ ჩამოხვალ აქ დაწვები უეჭველიო.−და ჩემი ტყუილი კინაღამ მე თვითონ დავიჯერე, ისე დამაჯერებლად წარმოვთქვი ეს სიტყვები. -მე ვთხოვე, რომ როდესაც ჩამოვიდოდი ეს სართული ჩემთვის დაეთმო და ისიც დანმთანხმდა. -მაშინ არ იცოდა, მე რომ ჩამოვდიოდი! -მე არ მაინტერესებს! რასაც მპირდებიან, უნდა აასრულონ! არ მიყვარს ფუჭი დაპირებები! -არათქო! ეს სართული ჩემია და აქ მორჩა ამაზე საუბარი! -მაშინ ერთი პირობით! -აუუ...მაინც რა პირობით? -სასეირნოდ წამყევი! -შანსი არაა! -მაშინ მიბრძანდი ოთახიდან! -და თუ არა? -მაშინ შენს დრუნჩას სამსახური აღარ ექნება! -რა ბოროტი ხარ!−ოთახიდან გაბრაზებული გავვარდი და ბარს ვეცი. იქ რაღაც სასმელი ვიპოვე და ის ჩამოვისხი. უცბად მომვარდა და ბოთლიც და ჭიქაც გამომგლიჯა ხელიდან. -არ დალიო! -შენ ვინ გეკითხება?!−და ბოთლისკენ გავწიე ხელი, მაგრამ მან ბოთლი მაღლა აწია. -გახსოვს რას დაგპირდი?! ,, -თუ ოდესმე კიდევ გადავწყვიტე დალევა, შემაჩერე კაი?’’ ,, -გპირდები, რომ თუ ოდესმე დალევას დააპირებ, მაშინვე გამოგლიჯავ ხელიდან სასმელს!’’ -... არ ვიცი რატომ, მაგრამ ვეღარაფერი ვუთხარი და დივანზე დავჯექი. -სად უნდა გავისეირნოთ?−ბოლოს მე დავარღვიე სიჩუმე. -მართლა?! მიდი ჩაიცვი და წავიდეთ!−მაშინვე თვალები გაუბრწყინდა. -ოღონდ 1საათით!−და საჩვენებელი თითი კინაღამ თვალში ვატაკე, ისე ახლოს მივუტანე. -როგორც თქვენ მოისურვებთ მილედი! ჩამეცინა და ოთახში შევედი. დიდხნიანი ფიქრის შემდეგ არჩევანი თეთრ და ყვითელ ფერებში(ჭრელ) გაწყობილ კაბაზე გავაკეთე.გარედან ჯინსის ჟაკეტი შემოვიცვი. თმის ნახევარი ავიკარი, ნახევარი კი გაშლილი დავიტოვე. ფეხზე თეთრი კედები ჩავიცვი და სათვალე ხელში დავიჭირე(აბა სახლში რად მინდოდა). გავედი ოთახიდან. მაქსიმემ გამიღიმა. -ძალიან კარგად გამოიყურები! -მადლობა! თავი დამიკრა და გზა დამითმო კიბეებზე. მეც კიბეები ხტუნვა-ხტუნვით ჩავირბინე. -ნუ ქაჯობ!−მომაძახა მაქსიმემ სიცილით. მე მივუბრუნდი, უაზროდ დავეჭყანე და გზა გავაგრძელე. ამ დროს ერეკლე შემეფეთა. -ვა ლამაზო, რა კარგად გამოიყურები! ამ დროს მაქსიმეც მოგვიახლოვდა და ერეკლეს მამის მკვლელი სახით შეხედა. -გაბისთან რა გინდა? -არაფერი, უბრალოდ კომპლიმენტი ვუთხარი. -მადლობა−მივაძახე მკვახედ და მაქსიმეს ხელი ჩავკიდე. არც კი ვიცი ეს რატომ გავაკეთე. იმიტომ რომ ერეკლესთვის არ დაერტყა თუ იმიტომ რომ ერეკლეს ეეჭვიანა...თუ იმიტომ რომ ისედაც მინდოდა ეს!.. ალბათ ცოტა-ცოტა სამივე!.. მაქსიმემ ხელს დახედა და უცბად შეეცვალა ხასიათი, ისევე როგორც ერეკლეს. მანამდე მომღიმარი სახე, ახლა მოჟამულიყო და ისე უცქერდა ჩემი და მაქსიმეს ხელებს. -წავედით?!−ისე მივუბრუნდი მაქსიმეს, ვითომც აქ არაფერიაო. -წავედით! გავედით შენობიდან. მაქსიმემ მანქანის კარი გამიღო და მანქანაში ჩამსვა. ეტყობოდა, რომ ხელის გაშვება არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. რაღაც ლამაზ, პატარა კაფესთან გააჩერა მანქანა. დავჯექით. -რას მიირთმევ?−მკითხა, როდესაც მიმტანი გვიახლოვდებოდა. -აუ ფორთოხლის წვენს დავლევ და მე მეტი არაფერი არ მინდა. -კი ბატონო! მოკლედ რაღაცა უთხრა გერმანულად და მალე ორი ფორთოხლის წვენი მოგვიტანეს. -აბა, თვით გაბრიელა დევდარიანო, დიდი ხანია რაც ცეკვავ? -კი, ბავშვობიდან. მამა გარდამეცვალა სამი წლის წინ და მერე დავანებე ცეკვას თავი. არადა ის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, არის და იქნება. ისე გამიხარდა როდესაც კიდევ ერთხელ მომეცა ცეკვის შანსი, მაგრამ ტყუილად. -რადგან, ჩემს გამო მოგხსნეს ცეკვებიდან−მითხრა და მაშინვე მოიწყინა. -არა, რა შენს გამო კაცო.უბრალოდ არ მეცალა მაგისთვის...კაი შენ რამდენი ხანია რაც ცეკვავ? -ალბათ ერთი 6-7 წელია, მაგრამ მეც არანაკლებ მიყვარს ცეკვა. მამაშენს რა დაემართა? -თვითმფრინავში იჯდა და ჩამოვარდა... -ცუდია! და მომავალში რა გინდა რომ გამოხვიდე?−მაშინვე შეცვალა თემა, როდესაც დაინახა რომ მოვიწყინე. -ადრე მინდოდა ცეკვას გავყოლოდი და მერე ჩემი საკუთარი ქორეოგრაფიული სტუდია ჩამომეყალიბებინა და მამაც მხარს მიჭერდა, მაგრამ რაც მამა გარდაიცვალა, ცეკვასაც შევეშვი და თან დედას დიდად არ მოსწონს ეს იდეა. მეუბნება,რომ როგორც ჰობი მშვენიერი რამეა, მაგრამ თუ პროფესიად აირცევ, მაშინ რისთვისრა გამოგივა სწავლაო. მაგის მერე ფსიქოლოგიამ დამაინტერესა და მოკლედ რაა...შენ რა გინდა რომ გამოხვიდე? -იცი საკუთარი ანსამბლის ცამოყალიბებაზ მეც ვფიქრობდი, მაგრამ ცოტახნით. მერე მინდოდა დეტექტივობა, მერე სამედიცინო, მაგრამ მგონი საბოლოოდ ბიზნესმენობა მომიწევს. არადა არასდროს მომწონდნენ ბიზნესმენები. ისინი...ისინი...მამასნაირები არიან...მამაჩემი ვერასდროს ვერ იცლიდა ჩემთვის და დედაჩემისთვის. მე ფაქტიურად უმამოდ გავიზარდე. ის მხოლოდ კვირაობით არის თავისუფალი, მაგრამ იმ დღეს სახლში არასდროს არის. სულ მეგობრებთან და ძმაკაცებთან ერთადაა. ან უცხოეთში მიდის ხოლმე რამდენიმე თვით. სხვადასხვა ქვეყნებში აქვს კომპანიები. მეც სულ მეუბნება, რომ მისი ეს რაღაცეები მე უნდა გავაგრძელო, მაგრამ მე ეს არ მინდა. არ მინდა ოფისში ვიჯდე 24/7-ზე. არ მინდა რომ ჩემს ოჯახს მეთვითონაც არ ვიცნობდე. არ მინდა, რომ ჩემს შვილს მამა ცოცხალი ყავდეს, მაგრამ მაინც უმამოდ იზრდებოდეს. არ მინდა, ჩემი ცხოვრება უაზროდ დავხარჯო... -ვაუუ! ჭკვიანურია! -მეც ასე ვფიქრობ! მაგრამ ეს მამაჩემს ვერ შევაგნებინე. ცოტახანი სიჩუმე იყო. გარეთ ვიხედებოდით და ხედით ვტკბებოდით. -მაპატიე? -რა? -მაშინდელი საქციელი მაპატიე? დამეფიცება, რომ ჩემი ბრალი არაფერი იყო, მაგრამ ვერ დაგიმტკიცე. -რავიცი...არ ვიცი... -გაბი? -გისმენ! -რაღაც მინდა გითხრა! -მაინც? -მოითმინე და გეტყვი ახლავე! უცბად წამოდგა, იქვე მდგარ ბენდთან მივიდა, რაღაც ჩასჩურჩულა და უცბად... უცბად თვალები გადმომეკარკლა... საკუთარ თვალებს და ყურებს ვერ ვუჯერებდი... მაქსიმე მღეროდა... შემდეგ კი ბოლო ხმაზე იყვირა: მ ე შ ე ნ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! ი ს ე ვ ,,მ ე გ ო ბ რ ე ბ ი’’ ვ ა რ თ ? პირზე ხელები მქონდა აფარებული და გაფართოებული თვალებით ვუყურებდი მაქსიმეს. ყველა მე მიყურებდა, მე კი მაქსიმეს მივშტერებოდი. სცენიდან ჩამოხტა და მომვარდა: -დიდი ხანია შენთვის ამის თქმა მინდა და უამრავი ისეთი რამ მოხდა, რის გამოც ეს ვერ გითხარი,მაგრამ ,,ისევ მეგობრები ვართ’’ გაბრიელა? -ისევ მეგობრები ვართ! -მიყვარხარ!−ხელში ამიყვანა და ჩამიხუტა. -მეც მიყვარხარ!−ყელზე ხელები მოვხვიე და მეც ჩავეხუტე. ამ დროს ჩემს ბაგეებს დაეწაფა და მგონი მართლა მთელი კაფე ჩვენ გვიყურებდა. მართალია ენა არავის არ ესმოდა, მაგრამ მიხვდნენ რომ ჩვენ ,,ისევ მეგობრები’’ ვიყავით. შემდეგ ისევ დავჯექით. ამ დროს ერთი ქალი მოგვადგა და რაღაცა გერმანულად გვითხრა. მაქსიმემ გაუღიმა და პასუხი გასცა, რა თქმა უნდა გერმანულად. მე კი უაზროდ ვუღიმოდი იმ ქალს. რომ წავიდა მარტო მერე მითხრა მაქსიმემ: -ხალხს ჰგონია, რომ ხელი გთხოვე! ამ დროს წვენი კინაღამ გადამცდა... -დიახ დიახ, ქალბატონო გაბი! მე შენ სიყვარული აგიხსენი, მათ კი ჰგონია რომ მე შენ ცოლობა გთხოვე და იმ ქალმა მოგვილოცა სხვათაშორის. -მერე შენ რა უპასუხე? -გაიხარეთ, მადლობა მეთქი! -რა?! -ხო აბა, ახლა ახსნა დამეწყო, რომ მე შენ უბრალოდ სიყვარული აგიხსენი და მეტი არაფერი?! -კაი, კაი! წამო წავიდეთ! მიმტანი მოვიდა და ისევ გერმანულად თქვა რაღაც. -არ გვახდევინებენ.თითო წვენი რა არის კაცო, მე გჩუქნითო და ძალიან უხდებით ერთმანეთსო. კარებში გასვლისას ტაშიც დაგვიკრა ხალხმა და ისე გავედით მე და მაქსიმე. -ვაუ! მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინე! -ხომ არ იეჭვიანე? იქ ნახე ის გოგოები, რა ომახიანად მიკრავდნენ ტაშს? -არაფერიც! საერთოდაც არა! -კი ბატონი! კი ბატონი! მოკლედ სახლში მივედით, წყალი გადავივლე, პიჟამო ჩავიცვი და ლოგინში ჩავწექი, თან ყურსასმენები გავიკეთე და უკვე ნახევრად მეძინა რომ ყურთან ვიღაცის სუნთქვა ვიგრძენი და ფეთიანივით წამოვხტი, მაგრამ მაშინვე შემაკავეს, ყურსასმენები მომაძრეს და ვიღაცამ ლაპარაკი დაიწყო: -გაბი, გაბი! რატომ მაგიჟებ ლამაზო? -ერეკლე?−მაშინვე ვიცანი და ფართხალი დავიწყე,მაგრამ ტყულა. მაინც ვერ ვინძრეოდი. -რა კარგი სურნელი გაქვს! იცი ძალიან ლამაზი ხარ!−და ერთი თითით თმა გადამიწია. ამ დროს ყვირილი დავიწყე, მაგრამ ამ დროს პირზე მომადო ხელი. -ჩჩჩჩჩჩ! ჩუმად იყავი! კარები მაინც ჩაკეტილია, ასე რომ ვერაფერს იზამ! ამ დროს ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. -ახლა ყურში რასაც გიჩურჩულებ ის უპასუხე თორემ ყელს გამოგჭრი იცოდე.− და ყელთან დანა მომადო. ხელი ნელ-ნელა გამიშვა. ამასობაში კარზე ბრახუნმა იმატა: -გაბიი! გააღე კარი!−მაქსიმე იყო−რატომ წამოიყვირე ხომ მშვიდობაა? -უთხარი რომ ყურსასმენები გეკეთა და რაღაცა ხმამაღლა წაიმღერე შენდა უნებურად.−მეც ვუთხარი, მაგრამ ხმა მიკანკალებდა -ნამდვილად კარგად ხარ? -უთხარი რომ კარგად ხარ! - კი, კი კარგად ვარ! ისევ მეგობრები ვართ! ამ დროს ხელი მომიჭირა პირზე -ხომ გითხარი, მარტო ის უთხარი, რასაც მე ჩაგჩურჩულებთქო! მგონი წავიდა მაქსიმე! ამის მერე ხმა აღარ გამიგონია. -ახლა კი შენ უნდა მიგხედო ლამაზო. ნელა გადმობრუნდი! მეც გადმოვტრიალდი და ზურგზე დავწექი. -შემეშვი რა! დაგიშავე რამე?! -რა დამიშავე და გამაგიჟე ლამაზო! მომწონხარ და მინდა რომ მარტო ჩემი იყო და მე მეკუთვნოდე. არ მომწონს როდესაც, ვიღაც სხვას ჰკიდებ ხელს. ამ დროს შევამჩნიე რომ ფანჯარა ღია იყო და იქ ვიღაცა ამოძვრა. მაგრამ არ შევიმჩნიე. -თუ გიყვარვარ, მოკვლით რატომ მემუქრები?−გადავატანინე ყურადღება. -იმიტომ რომ თუ ჩემი არ იქნები, არც სხვისი იქნები ლამაზო! P.S. იმედია საინტერესოა! :D <3 მალე მოვრჩები ალბათ ამ მოთხრობას! <3 მიყვარხართ! <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.