შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never miss a chance to dance(XVII თავი)


4-08-2017, 19:11
ავტორი Lily Morgan
ნანახია 1 864

დილით ადრე გამეღვიძა. ასე ალბათ 6საათი იქნებოდა. ავდექი,ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. სასტუმროში ვიკითხე თუ სად შეიძლებოდა ველოსიპედის ქირაობა, მათაც მიმასწავლეს. წავედი და 1 საათით ვიქირავე. ყურსასმენები გავიკეთე და არაფერზე ვფიქრობდი.მთლიანად გავოფლიანდი... 1 საათი ისე გავიდა, ვერც გავიგე.ბოლოს დავაბრუნე ველოსიპედი და სახლში ამოვედი. წყალი გადავივლე. თითქოს წყალმა ყველანაირი დარდი თან გაიყოლა.გამოვედი და ლოგინში ჩავწექი. სადღაც 11საათამდე გაშტერებული ვიწექი და ვფიქრობდი...
ვფიქრობდი ყველაფერზე...
და თან ვერაფერზე...
შემდეგ დედას დავურეკე. მასთან საუბარი მსურდა, რადგან დიდი ხანია აღარ მომიკითხავს.
-გისმენთ!−გამახარა დედის ხმამ.
-დე, როგორ ხარ?
-გაბი!−აშკარად გაუხარდა ჩემი ხმა−კარგად დედი, შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს. ჩემი სესილია როგორ არის?
-კარგადაა...სულ გკითხულობს! ძალიან მოენატრე! თითქმის ყოველდღე გახსენებს.
-ვაიმე ჩემი ლამაზი გოგო! მომიკითხე,როდესაც სკოლიდან მოვა! ახლა რომელია თქვენთან? დაახლოებით 2 უნდა იყოს წესით.
-ხო, ეგრეა. წესით მალე უნდა მოვიდეს ქალბატონი. სხვა შენი საქმეები როგორ მიდის დე?
-რავი დე...ნორმალურად!..
-კაი, დედი გამიხარდა შენი ხმის გაგება. დამირეკე ხოლმე,თორემ მერე ვნერვიულობ შენზე! წავედი ახლა იმ პატარა მაიმუნს მოვუმზადებ რამეს.
-კაი დე! მიყვარხარ და მენატრები ძალიან!
-მეც უზომოდ მიყვარხარ და მენატრები! გკოცნი! აბა კარგად!
-კარგად!−და ტელეფონი გავუთიშე.
მომნატრებია დედის ხმის გაგონება...
ნეტავ არ წამოვსულიყავი...
ამ დროს ლიზას მაღვიძარამ დარეკა.გაახილა თვალები და თან ლანძღვა-ლანძღვით გათიშა მაღვიძარა. შემდეგ ფეხები გადმოყო ლოგინიდან და თვალები მოიფშვნიტა. მერე მე შემომხედა გაფართოებული თვალებით.
-როგორ მოხდა,რომ გღვიძავს?!
-ხდება ხოლმე!−და დავეჭყანე.
გამიცინა და ვანაში შევიდა.შემდეგ წასასვლელად გაემზადა.
-წავედი მე. ახლა რეპეტიცია მაქვს და იცოდე წინანდელივით არ დაიგვიანო!
-ვოქეი!
ახლა რა ვაკეთო?!
ავდექი და სასტუმროში დავიწყე უაზროდ ხეტიალი. ვათვალიერებდი ყველაფერს...
შემდეგ ტელეფონი ამოვიღე და ასე უაზროდ დავხეტიალობდი, როდესაც ვიღაც მაგრად დამეჯახა.
-ფრთხილად!−და გაბრაზებულმა ავხედე.
-ვახ, ლამაზო! შენ ის გოგო არ ხარ, მაშინ რომ მეცეკვე.
შევხედე და აღმიდგა მეხსიერებაში...
ერეკლე იყო...
ის ბიჭი, მაშინ მთვრალზე რომ ვეეკვე...
-ვა! გაუმარჯოს...−ვუთხარი კაი ხნის ნაცნობივით.
-როგორ ხარ ლამაზო?
-თავად?
-რავი არამიშავს. ახლა რეპეტიციაზე მივდივარ. სავარაუდოდ დავიგვიანებ.
-წადი თორემ მერე მე დამბრალდება!
-ხო, ვიტყვი ერთი ლამაზი გოგოს გამო დამაგვიანდათქო.−დავიმორცხვე.
-წადი, წადი თორემ მერე მართლა არ აგცდება ლანძღვა თიკო მასწავლებლისგან
-მაშინ ჯერ დამპირდი,რომ კიდევ გნახავ.
-ვნახოთ, ვნახოთ!−და წამოვედი.
ახლა არ მქონდა ამ ვიღაც ერეკლეს თავი.
მივედი ოთახში, გავემზადე და წავედი.
საბედნიეროდ ამჯერად ადრე მივედი და დავჯექი ჩემს ადგილას,რადგან კულისებში არ შემიშვეს.
დაიწყო მეორე ტური...
მეორე ტური ესპანელებმა გახსნეს. რაღაც ბოშურის მსგავსი ცეკვა იცეკვეს, შემდეგ ინდოელებმა იმღერეს და თან იცეკვეს, შემდეგ არაბმა გოგოებმა იცეკვეს მუცლის ცეკვებიო თუ რასაც ეძახიან და ბოლოს გამოვიდნენ ქართველები ანუ ჩვენი გუნდი.
აჭარული შეასრულეს და ნამდვილად საოცრად იცეკვეს. თითოეული მიხვრა-მოხვრა კარგად იყო დამუშავებული და ბავშვების მიერ შესწავლილი. ნამდვილად საოცრება იყო. როდესაც ცეკვას მორჩნენ, ცოტახნით ჟიური დაჯდა ცალკე საფიქრელად. ბევრი ორჭოფობის შემდეგ გააგდეს...
ესპანელები და არაბები.
იეეესსს...
მეორე ტურიც გადალახეს!..
რა მაგარია!
მათ ეს შეძლეს!..
ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი და ტაშისკვრა როდესაც ქართველები აქეს და ადიდეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი!
დამთავრდა თუ არა 2 ტური მაშინვე ავვარდი სცენაზე და კულისებში შევვარდი. ბედნიერი ბავშვები ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ნიკუშა იქით ტელეფონზე ლაპარაკობდა ბედნიერი სახით. მივვარდი და პირველ რიგში ლიზას ჩავეხუტე, შემდეგ თიკო მასწავლებელს,შემდეგ ნიკუშას(ტელეფონთან ლაპარაკს მორჩენილი იყო უკვე) და შემდეგ ყველა დანარჩენს. ერეკლესაც ჩავეხუტე.
-მადლობა ლამაზო.
-ზოგადად, გაბის მეძახიან ხოლმე.
-გასაგებია, მაგრამ მე ლამაზო უფრო მომწონს!
-შენი ძროხა კი არ ვარ...პატრონები არქმევენ ხოლმე თავიანთ ძროხებს ლამაზოს!
-რა სისულელეებს იძახი! არ გინდა საღამოს სადმე გავიდეთ?
-რავიცი აბა. უკვე დავიწყებ ბარგის ჩალაგებას ამაღამ. არ ვიცი როგორ მეცლება. მოვიფიქრებ!
-მაშინ იქნებ შენი ნომერი მითხრა და დაგირეკავ საღამოს.
-მმმ...იცი არ ვიცი...
-შეყვარებული გყავს?
-არა, არა! შეყვარებული არ მყავს!
-აბა რა პრობლემაა ვერ ვხვდები!
-მოდი ასე ვქნათ. საღამოს 7-ისკენ გამომიარე. მე ვარ 627 ნომერში. იქ მოდი და საღამოს გავიდეთ.
-იეს! კარგი ლამაზო. საღამოს შევხვდებით!
-დროებით!
ამ დროს ლიზამ და ნიკუშამ დამიძახეს.
-გაბი ჩვენ გვინდა რომ სადმე ავღნიშნოთ ეს ამბავი და წამოხვალ?
-არა! თქვენ წადით! მე სახლში წავალ!
-დარწმუნებული ხარ?
-100%-ით.
-კაი, მაშინ დროებით.
-დროებით!
ფეხით წამოვედი. თან ვფიქრობდი... ვფიქრობდი დედაზე, დაზე, მაქსიმეზე, ერეკლეზე, ლიზაზე და საერთოდ ყველაზე....
როდესაც სახლში მივედი. უკვე ხუთი საათი იყო. ცოტახანი ტელეფონში ვათვალიერებდი რაღაცეებს და ეს უაზროდ გაწელილი დროც გავიდა.
6 საათზე დავიწყე გამზადება,ჩავიცვი ლურჯი ზედა და ლურჯი შარვალი, თმები კი გაშლილი დავიტოვე. მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე. მოვრჩი და ამ დროს კარებზე კაკუნიც გავიგე. გავაღე კარები და დავინახე ჯინსებში გამოწყობილი ერეკლე. ნამდვილად სიმპატიური იყო, მაგრამ რაღაც აკლდა ოღონდ მე თვითონაც არ ვიცი რა.
-წავედით?
-წავედით!
მანქანაში ჩამსვა და რომელიღაც კაფესთან გააჩერა. ნამცხვარი და ყავა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი და ორი ყავა და ორი ნაჭერი ნამცხვარი მოატანინა. შეკვეთა მალევე მოგვიტანეს.
-აბა მომიყევი რამე შენზე. მართალია ადრეც დავდიოდით ერთად ცეკვაზე, მაგრამ მაშინ კარგად არ გიცნობდი.
და ამ დროს რა გამახსენდა იცით? როგორ მიმწარებდა ეს ტიპი მთელი ცხოვრება ბავშვობას. ნუთუ მართლა ის ბიჭია... მოიცადე მისი გვარი გავიხსენო...ის იყო... აუ დაძაბე გონება... ის იყო მაისურაძე... ხო მაისურაძე...
-ხო მართლა ერეკლე, რა გვარი ხარ?
-მაისურაძე!−და ნაზად გამიღიმა. უუხ... ეს ,,მომხიბვლელი’’ ღიმილი ვერ უშველის მაგ დამპალს.
-მართლა?! ნელ-ნელა მახსენდები. ადრე შენც ხომ დადიოდი არა ცეკვაზე?!
-კი ბატონო დავდიოდი.
-იცი კიდევ რა მახსოვს?!
-...−ფერი წაუვიდა.
-მახსოვს მთელი ბავშვობა რომ მაბრაზებდი... შემდეგ კი გადახვედი... ხო აი ეგ კარგად მახსოვს...
-მაშინ ბავშვები ვიყავით!.. პატარა და შტერი ვიყავი!
-მახსოვს მეუბნებოდი, რომ ჩემნაირი მახინჯი გოგო ჯერ არ გყავდა ნანახი. კიდევ მეუბნებოდი რომ მამაჩემი საშინელი ადამიანი იყო...
უცბად მამა გამახსენდა და ცრემლები მომადგა.
-კაი რა! ახლა ეგ რა გასახსენებელია!
-ბოდიში უნდა წავიდე!− წამოვდექი და გარეთ გავედი. ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი. სასტუმროსთან რომ მივიდა, გადავუხადე, ოთახში ავვარდი და ჩანთის ჩალაგება დავიწყე. როდესაც დავამთავრე, წერილი დავწერე და ტელეფონზე ნომერი ავკრიფე:
-გისმენთ!
-ზურა ნათლია აეროპორტში დამხვდები?

P.S. როგორ მახარებს თქვენი კომენატრები! ^_^ <3 მიყვარხართ და იმედი მაქვს მოგეწონებათ! <3 <3 <3



№1 სტუმარი stumari :D

Kargi tavi iyo :*

Gabis kuloni daaviwyda? :/ chalagebisas waawydeba imedia :)

 


№2 სტუმარი Guest lola

კარგი იყოო... ველი შემდეგს <3

 


№3  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

აუუუ რა, მაქსიმე ძალიან აკლია ამ თავს, ერთჯერ მაინ ახსენე.... ვააახ არ ვიცი რა, კარგია, რას ვიზამთ, ველოდები შემდეგს❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent