შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" ანნას უაზრო ცხოვრება"


10-08-2017, 16:19
ავტორი anne anni
ნანახია 1 593

გამარჯობა, მე მქვია ანი და ვარ 13 წლის. უკვე შუალედს მიუახლოვდა არდადეგები და მე კიდევ არსად არ წავსულვარ, ვგდივარ ლოგინზე და ვითვლი ბუზებს (როგორც ლუარსაბი). ხანდახან ისე მოვიწყენ, რომ თქვენ წარმოიდგინეთ და ბუზებსაც კი ვესაუბრები ხოლმე. ვუყვები თუ როგორ მოვიწყინე სახლში ჯდომით, როგორ მენატრება ჩემი თანაკლასელები და მაღვიძარას ხმა რომელიც ყოველ დილით გაისმოდა. ბავშობის მეგობრებსაც დავავიწყდი ზურგი მაქციეს. ჩემზე ლაპარაკით ენები მოიქაქეს და შურიანი და ბოღმიანი თვალებით მითხრეს, რომ აღარ გვინდა შენთან მეგობრობავო. მათგან განსხვავებით მე ამ ყველაფერზე ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ისიც ტყუილუბრალოდ მივხვდი, რომ არ ღირს იმ ადამიანებზე ნერვიულობა რომელიც შენთვის ცუდი უნდა და იმ სიყვარულს არ აფასებს რომელიც შენ გამოძრავებს. გადავწყვიტე ყველაფერი დამევიწყებინა და მე ეს შევძელი. მივაღწიე ძალიან ბევრს და მივაღწევ კიდე ბევრს. ბევრი მიზანი მამოძრავებს, ცხოვრებას სხვა თავალით შევხედე და მივხვდი, რომ ცხოვრებაში რაც შეიძლება ბევრი სიკეთე უნდა გასცე, ამ ყველაფერს ღმერთი დაინახავს და ორმაგად მოგცემს იმ სიკეთეს რაც შენ გაეცი. არავის არ ვუყურებ ბოროტი თვალებით, არავის არ მშურს, ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით და ამით არავის ვაზარალებ. მყავს უფროსი ძმა რომელიც ახლახანს მორჩა ეროვნულ გამოცდებს. მე ვამაყობ ჩემი ძმით მიხარია, რომ ასეთი გამგებიანი და ნიჭიერია. ჩემზე დიდ იმედებს ამყარაბეს და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს იმედები მას არ გავუცრუო. მყავდა პატარა შავგვრემანი ოთხფეხა მეგობარი, რომელიც გარდაიცვალა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ციდან ვარსკვლავი ჩამოვარდა და ზედ დამეცა. ის იყო ჩემი განუყრელი მეგობარი. მამა შემპირდა, რომ აუცილებლად მიყიდიდა ახალ ოთხფეხა მეგობარს. უბედნიერესი ვიყავი როდესაც პატარა ცისფერ თვალება ნაზი არსება მომიყვანა. ძალიან მალე დავმეგობრდით მე და "ბელა" ისეთი ლამაზია თეთრი შურით მშურს))) უკვე ყოველი დღე მიხარია რადგან ვიცი, რომ გავიღვიძებ ბელას მოვეფერები და ვეთამაშები. ჩემთვის მაგალითის მომცემი დედა, რომელმაც იცის რა დროს მჭირდება გვერდში დგომა და მისი რჩევები. მყავს საუკეთაშორის საუკეთესო ბებო, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგა და მანებივრებს, მისი სახელით მყავს საუკეთესო მეგობარი. ასევე მყავს ძალიან საყვარელი და ბუზღუნა დაქალი. მერვე წელია რაც ვმეგობრობთ ძალიან ვუგებთ ერთმანეთს. ნებისმიერ თემაზე ვსაუბრობთ და ვცდილობთ ძალიან დიდი დრო გავატაროთ ერთად. ერთ მერხზე ვზივართ და შუა გაკვეთილშში უცებ გვეცინება და ყველაზე სასაცილო ისარის, რომ ჩვენც კი არ ვიცით რა გვაცინებს. გყვავს ძალიან ჯიგრიკა დამრიგებელი და ასევე გეოგრაფიის მასწავლებელი. როდესაც იგი ზარის დარეკვის თანავე შემოდის კლასში და იწყებს გაკვეთილის დაწყებას, ამოიღებს თუ არა ხმას ეგრევე გვეცინება მე და მარის. ზოგადად მთლიან კლას რაზეც გვეცინება ქალბატონი ლალის მობილურის ზარია. რომელიც რამდენჯელაც არ უნდა გაისმას ვერ დაკარგავს ის ჩვენს ყურებშში მელოდიის ხმას და ვერც სიცილს ჩვენს სახეზე. მე ბედნიერებას მანიჭებს ოჯახის წევრები და მეგობრები. დიდი სურვილი მაქვს, რომ გავხდე კარგი მსახიობი და ამისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები. ამ უაზრო და უსაქმურობით ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხე, რომელმაც შედეგი გამოიღო. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და უფრო დავხვეწე საკუთარი გონება. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული წიგნი მაინც "დიდოსტატის მარჯვენა". ხოლო წიგნი რომელმაც კითხვა შემაყვარა "ჰარიაა" ეს ის წიგნია რომელიც თავგადასავლებით სავსეა. გულნატკენი ვარ ჩემი მამიდაშვილებით. როგორ შეიძლება საკუთარი დედმამიშვილივით, რომ გყავს და შემდეგ საკუთარ დაქალებთან შენზე არარეალურ ამბებს და ისტორიებს, რომ ყვება. დღემდე ვერ ვხვდები თუ რატომ დავიმსახურე მათთგან ასეთი საქციელი, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან გადაყოლილი ვიყავი, ვცდილობდი ყველაფერი შემესრულებინა შეძლებისდაგვარად, გული არ მეტკინა რადგან ყოველთვის ვფიქრობდი მამიდებზე მათვის ეს ყველაფერი გულზე მოსახვედრი იქნებოდა და ესე ჩუმად ვარ და ვუძლებ უამრავ დამცირებას. ვხვდები, რომ ძალიან ბევრს არ მოსწონს ჩემი ხასიათი, გარეგნობა, მანერები მაგრამ არ ვაპირებ შეცვლას არავის გამო, მე ასეთი ვარ ასეთივე ვიქნები. არავის ვთხოვ ჩემთან ურთიერთობას განსაკუთრებით იმათ ვისაც არ მოვწონვარ. ჰოოო მართლა ეს ადამიანი, რომ არ გაგაცნოთ ჩათვალეთ, რომ მკვდარივარ. მყავს ტყუპი დეიდაშვილი. ბავშობიდანვე ერთად ვიზრდებით ხშირად დედას და დეიდას ეკითხებოდნენ ტყუპები არიანო?. თუ ტანისამოსი ერთნაირი არ იქნებოდა მაშინ არ ვიცვამდით. გვიყვარდა ორმეტრიანი ქუსლით ფეხსაცმელი, დავაბაკუნებდით აქეთ-იქით. ვიცვამდით საკუთარი დედების ტანისამოსებს და ვმოდელობდით. ხშირ შემთხვევაში ფოტოსესიაც კი გვქონდა. ჩემთვის ერთ-ერთი კარგ ხასიათზე მოყვანის საშუალებაა ბავშობის ფოთოების დათვარიელება. როდესაც ფოტოს ვუყურებ მგონია, რომ გუშინ ვიყავი ასეთივე პატარა როგორიც რვა წლის უკა იყო. მოდი დავასრულებ ამით საკუთარი თავის უაზრო თუ აზრიანი ისტორის დასრულებას. ვთიქრობ ასაკთან მატებასთან ერთად მეც დავხვეწავ ჩემს ჩანაწერებს და აუცილებლად გაგიზიარებთ.



№1 სტუმარი ნია145

vtvli rom dzalian magari gogo xar. Warmatebebs gisurveb

 


№2 სტუმარი Elene

მე ვთვლი რომ შენი ცხოვრება არანაირად არ არის უაზრო. *-* იმედია მიაღწევ მიზნებს, წარმატებები. *-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent