დასასრულის დასაწყისი ნაწილი 1
გამარჯობათ ჩემი პირველი მოთხრობაა რომელიც გაგრძელდება ყოველდღე დაიდება ძაან გთოვთ წაიკითხოთ და შემიფასოთ ნებისმიერი სახის კრიტიკა მისაღებია ^_^ გათოშილი მივუყვები გზას... ძნელია ყველაფრისგან თავის დაღწევა თითქოს ყველაფერი ისე სწრაფად ხდება როგორ სწრაფად შეიძლება უარყო ოჯახი არადა მეგონა მათ გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო მაგრამ ვადგავარ უკიდეგანო გზას ჰორიზონტზე უიმედო სიცარიელეა სიმშვიდეს მხოლოდ თოვლის ფიფქების და ნაბიჯების ხმა არღვევს. ვცდილობ რაც შეიძლება ღრმად ჩავმალო გათოშილი სახე ჟაკეტში ახლო მახლო ავტობუსის გაჩერებაც კი არ ჩანს პირდაპირ საოცრებაა ღამის 4 საათია მე კი ავტობუსის გაჩერებაზე ვფიქრობ ჩემ თავზე მეცინება და გზას ვაგრძელებ ჩემდა გასაოცრად მანქანის ძრავის ხმას მესმის ვცდილობდი ყვეალანირი ჟესტით გავაჩერო იგი ვერცხლისფერი "ნისანი" კი თითქოს შორიდან მოზოზინებს როგორც კი ახლოს მოვიდა ფრთხილად შეაყოვნა მანქანას იმედის თვალით შევხედე კარებთან მივედი -გამარჯობათ -გამარჯობა საიდ მიდიხარ მკითხა არც თუ ისე ხანში შესულმა კაცმა ამ კითხვაზე პასუხი თავადაც არ ვიცოდი ერთადერდი რამ ვიცოდი ძალიან მციოდა... -საითაც მიბრძანდებით გამოგყვებით -მე ცენტრში მივდივარ ღიმილით მითხრა უცნობმა ცოტახანი მათვალიერა და ბოლოს მანიშნა ჩაჯექიო როგორც კი მანქანაში ჩავჯექი ყველა ძვალი ერთნაირად გათბა სიამოვნებისგან გავიტრუნე და შევეცადე თანამგზავრს გამოვსვაუბრებოდი -რა გქვიათ? -გეტყვი ოღონდ ერთს გთხოვ ბატონობით ნუ მელაპარაკები თავი ბაბუა მგონია თქვა უცნობმა და ჩაიცინა მეც გამეცინა და კითხვის ფორმა შევცვალე -რა გქვია? აშკარად ესიამოვნა კითხვის ასეთი კორექტირება -გურამი შენ ? -ლუკა -სასიამოვნოა ლუკა ხელი გამომიწოდა ისე,რომ გზისთვის თვალიც კი არ მოუშორებია თითქოსდა მესიამოვნა მისი ეს ჟესტი და უფრი დავინტერესდი -საიდან მოდიხარ ? -მეზობელი სოფლიდან ჩემი ძმა ბაბუა გახდა და მისალოცად ვიყავი გადასული -გილოცავთ -მადლობთ თქვენ რამ გამოგიყვანათ ამ შუაღამე გზაზე ? -მშობლებთან მომივიდა კამათი არ დავუმალე თბილად მოსაუბრეს -არ მოგსვლია კარგი ამბავი მითხრა და თავი უკმაყოფილოდ გააქნია -ვიცი თითქოს ამით მივანიშნე რომ საუბრის გაგრძელება აღარ მსურდა მთელი გზა ორივენი ჩუმათ ვიყავი გზაში შემოგვათენდა როდესაც ცენტრს მივაღწიეთ უკვე დილი 9საათი იყო ძილი მომერია მაგრამ შევეცადე თავი ხელში ამეყვანა და რამენაირად თბილისში ჩავსულიყავი ამ შემთხვევაშიც გამიმართლა უცნობმა ქალბატონმა გზად გამიყოლა მართალია ხშირად არ ხდება ესეთი შემთხვევა მაგრა დღეს აშკარად მიმართლებდა თბილისში ჩასვლამდე ბიჭებს გადავურეკე მისამართი ვუკარნახე სად უნდა დამხვედროდნენ ისინიც დანიიშნულების ადგილზე იყვნენ ჩემს იქ მისვლისას როდესაც ქალბატონს მადლობას ვუხდიდი მან მისი ნომერი დამიტოვა ალბათ გზაში გაიგონა როგორ ვლაპარაკობდი ბინის თაობაზე როგორც კი მანქანიდან ჩამოვედი ბიჭებს მოვეხვიე ძალიან მონატრებული ვიყავი ყველას -იტოქში ბრატ რაც მოხდა მოხდა ეხლა ჩვენი ხარ ეხლა ადგები წამოხვალ ანისთან ყველა იქ გველოდება ღიმილით მითხრა გიომ რომელიც ჩემს ბიჭებს შორის ყველაზე ცაცნარა და პოზიტიურია ამაზე გამეღიმა -მანქანა სად გყავს ვკითხე გიოს ინტერესით თან სიგარეტს გავუკიდე -რავი ტოო ხო იცი რა როგორ დამყავს და ვიღაცამ არ დამითმო გზა და ხო ხვდები ხვალ გამომყავს პროფილაქტიკიდან ფული იმ გოიმს გადავახდევინე -საზიზღარი ადამიანი ხარ ვუთხარი დაგავუცინე ნელ ნელა სეირნობაში ანისთანაც ავედით სადაც ძალიან მეგობრული გარემო დამხვდა ყველანი ძალიან თბილები იყვნენ ყოველთვის ჩემს მიმართ განსაკუთრებით კი ანის დედა ქალბატონი მარინა ეს ადამიანი ჩემთვის მეორე დედასავით არის და ყოველთვის ვგრძნობ მისგან ძალიან დიდ სითბოს. საღამომ მხიარულად გალია უკვე კარგად ღამე ცალკე ოთახში დავჯექით ჩვენი სასტავი და ჩემ მომავალზე ფიქრი დავიწყეთ ყველა თავის აზრს გამოთქვამდა რაღათქმაუნდა ამ მოვლენას არც გიო ჩამორჩა ის ყველაზე მეტს ლაპარაკობდა სხვანაირად როგორ მისივე ენაზე მიხსნიდა ყველაფერს -იტოქში შენ რო გატყობ ძმა სახლში დაბრუნება არ გინდა შენებმაც მაგრად დაგცხე ამდენი ხანი რო არ ჩანან სანამ დაიწყება ლექციები და ლექტორები სამუშაო მოძებნე და შეუთავსე აგერ ჩვენც დაგეხმარებით და თავს გაიტან რა დაასრულა და ისევ ოთახში სიარულს მოყვა გიოს ნალაპარაკები ჭკუაში გამიჯდა გეგმაში მეც ესე მქონდა ყვლეაფერი მაგრამ ყვეალფერი ყოველთვის უფრო რთულია ვიდრე გეგმაში თუმცა სხვა გზა აღარც მქონდა ან ისევ სახლი ან მუშაობა და ჩემი თავის უზრუნველყოფა ცოტა ფიქრის შემდეგ მეორე ვარჩიე მეგობრებს ჩემი აზრი გავანდე და წამოვედი სად მოვდიოდი არც მე ვიცოდი იმიტო რო თბილისის ჩემი სახლი დაკეტილია და გაღების დიდი სურვილი ნამდვილად არ მქონდა ისევ ხეტიალს მივყავი ხელი გვიანი ღამე იყო როცა ერთ ერთ შესახვევში შევუხვიე სადაც დავინახე სამი მუტრუკი როგორ უფათურებდა პატარა გოგოს ხელებს გოგოს ეტყობოდა რომ შოკში იყო თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და ვერ ინძრეოდა არ ვიცი რატო მაგრამ უაზროდა მივედი -დაიკო ვინ არიან ესენი რა გინდათ ბიჭო მე თქვენი.... კბილებში გამოვცარი როგორც კი გაიგეს დაიკოო იფიქრეს ძმა არისო დამფრთხალი სახეებით გაშეშდნენ მე კი ტუჩებზე სიგარეთს ვათამაშებდი -დავაი დროზე ეხლა აქედან სანამ სათითაოდ არ დაგიარეთ თქვე ნაბი*ვრებო მეორედ ვთქვი და დავიძარი ისინი სწრაფად გაეცალენ სიტუაციას გოგო კი სულ მთლიანად კანკალებდა ეტყობოდა მაღაზიაში გამოაგზავნეს მაგრამ ამ შუაღამეს ვინ -კარგად ხარ ? ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ ფრთხილად მივედი და ხელი მოვკიდე უეცრად რაღაც ტალღა ვიგრძენი სხეულში ჟრუანტელმა დამიარა მგონი ცხოვრებაში პირველად -მა დლ ობააა სლუკუნით მითხრა გოგონამ და ისევ კანკალმა აიტანა -კარგი დაწყნარდი ყველაფერი დამთავრა აქვე სკამია მოდი ჩამოჯექი კარგი მანამდე მე წყალს მოგიტან ვცდილობდი დამემშვიდებინა იქვე სკამზე ჩამოვაჯინე და წყლის მოსატანად გასვლა რო დავაპირე მარცხენა ხელში დაქაჩვა ვიგრძენი -გთხოვ არ მინდა უბრალოდ აქ იყო ასე თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ მითხრა და ცრემლებით დასიებული თვალები მომაპყრო არ ვიცი რა დამემართა სწრაფადვე დავმორჩილდი და იქვე დავჯექი ცოტახანში დაწყნარდა და რამდენიმე წუთისწინდელი საწყალი გოგო სულ სხვა პიროვნებად იქცა -კარგად ხარ? -კი -რამე ხო არ გაწუხებს -არა მადლობა წეხანდელისთვის თქვა და თვალები ცივად მთვარეს მიაპყრო -რა გქვია ვერ მოვითმინე -თაკო მოკლედ მომიჭრა აშკარა იყო დიდად არ დავაინტერესე მე კი უცნაური გრძნობა გამიჩნა თითქოს არაფრით გამორჩეული თბილისელი გოგონა იყო დაბალი სწორი თმით ლამაზი თაფლისფერი თვალებით პატარა ცხვირით თითქოს ცალ ცალკე არაფერი მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან საყვარელი პატარა ქალბატონი იყო -არ გეჩქარება ? ასევე აგდებით ვკითხე ვცადე მისი ტაქტიკით მეთამაშა -ასე გაწუხებთ ძია კაცო ? მტკიცედ თქვა და ცივი მზერა ჩემსკენ გამოუშვა არც მე დავაყოვნე აქამდე არცერთხელ არ შემიხედავს თვალებში ეხლა კი პირდაპირ თვალებში დავუწყე ყურება... არ ვიცი რატო მაგრამ იმ წამშივე თვალები რამდენჯერმე დახამხამა და ისევ მთვარეს მიაპყრო ყურადღება ამას თავისთავად ველოდი გოგონებთან ეს ყოველთვის ჩემი კოზირი იყო ვერცერთი გოგო თვალს ვერ მისწორებდა ამაზე ჩამეღიმა -ძიაკაცი ესეიგი ? -დიახ -ასე თამამად რო მელაპარაკები არ გეშინია მაინიაკი ვიყო ? ღიმილით ვუთხარი და წამიერად შევნიშნე ღიმილი სახეზე გასაოცარი ღიმილი იყო -პირველი მანიაკი რო იყო სიმპატიური უნდა იყო მეორე მაინაკები სხვა მაინაკებს არ აფრთხობენ და მესამე ჩემზე მახინჯი ვერავინ მოძებნე ? ერთბაშად მიაყარა და სასოწარკვეთით პატარა ხელები გაშალა და ცინიკურად ჩაიცინა ამაზე გამეცინა და კოლოფიდან ახალი ღერი ამოვიღე გავუკიდე ის ისაა ღრმა ნაპასი უნდა დავარტყა რომ ჩემი სიგარეტი გაქრა უკვე მიწაზე გდია და თაკო პატარა ფეხებით სრისავს მერე კმაყოფილი სახით მიყურებს და ისევ გვერძე მიჯდება -რა ქენი გოგო ? -გაითვალისწინე ჩემთან არ ეწევიან ალერგია მაქ თქვა და თმა გაისწორა -მგონი გაგივანდება ხო ? ეჭვი მაქ -ეგ შენი საქმე არაა სახტად დამტოვა მოიცა ის ხო იყო ჩემი საქმე რო გადავრჩინე ვერაფერი ვერ ვუთხარი და ჩემთვის გავბრაზდი უეცრად თვალები დამეხუჭა ორი ღამეა არ მიძინია ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მაგრამ რაღაც უეცარი მუსიკის ხმა მაღვიძებს სკამიდან ვდგები და თაკოს ვუყურებ რომელიც ღამის 4 საათზე ბოლო ხმაზე უსმენს მუსიკებს თან არც კი იმჩნევს რო გამაღვიძა და ურცხვად აგრძელებს ტელეს ქექვას ამას მე ჩვეულებრივი ბიჭი ვგონივარ ჩუმად მივედი ახლოს და ტელეფონი ხელებიდან გამოვგლიჯე -ეე დამიბრუნე დროზე -რო არა ? ვთქვი და კმაყოფილი სახით შევხედე -აი ნახავ -ჰმმ ვნახავ ჩავიცინე მოკლედ გინდაა ტელეს დაბრუნება ხვალ ზუსტად აქ საღამოს 7 ზე დაგელოდები და ტელესაც მაშინ მიიღებ ხო მე ლუკა მქვია კარგადდ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.