შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ არსებობს არანაირი სამართალი დედამიწაზე!


9-12-2016, 10:09
ავტორი მოლურჯო
ნანახია 2 152

სამსახურში მივდივარ და
თვითმკვლელობაზე ვფიქრობ.
თვითმკვლელობაზე ვფიქრობ და
ორას ლარიანი ქურთუკი მაცვია.
გრიბოედოვის თეატრის წინ ბავშვი წევს.
სიცოცხლე უყვარს და კაპიკებს აგროვებს.
კაპიკებს აგროვებს კიდევ ერთი დღით
რომ იყიდოს სიცოცხლის უფლება.
ის უფლება - ყველა ჩვენგანს
თანაბრად რომ გვერგო ღმერთისგან.
უფლება, რომელიც ძლიერებმა სუსტებს წავართვით.
წყალი, რომელიც ყველას ერთნაირად გვეკუთვნოდა.
ოქრო, რომელიც ყველას ერთნაირად გვეკუთვნოდა.
მიწა, რომელიც ყველას ერთნაირად გვეკუთვნოდა.
პური, რომელიც...
"The North Face"-ის ქურთუკში
ამოგლესილმა ტიპმა ჩაილაპარაკა:
"თქვენი მაფიოზი დედა შევეცი. ყრიხართ აქ.
თქვენ კი არა, მე ვარ მათხოვარი..."
შეუძლებელია არ დაეთანხმო ამ ფილოსოფოსს.
ჭეშმარიტად ჭეშმარიტია მისი სიბრძნე.
და
მაინც
ვფიქრობ,
რომ ყველა ბოროტია,
ვისაც შეუძლია ბავშვი არ უყვარდეს.
რა მნიშვნელობა აქვს რასას და ეთნოსს.
ჩემს წინ ბავშვი წევს.
-5 გრადუს ყინვაში.
ჩემს წინ სიცოცხლეს მოწყურებული არსი წევს
და კაპიკებს აგროვებს, რომ ცოტა ხნით კიდევ
შეძლოს სიცოცხლე.
მე კი თვითმკვლელობაზე ვფიქრობ და
ორას ლარიანი ქურთუკი მაცვია.
არ არსებობს არანაირი სამართალი დედამიწაზე!
ავტობუსის გაჩერებაზე,
გემოვნებიანად ჩაცმულლი,
ლამაზი გოგო დგას და ტირის.
რა მნიშვნელობა აქვს, რა აცვია, შია თუ არ შია.
სწყურია თუ არ სწყურია. აქვს თუ არა ფული.
ჰყავს თუ არა მდიდარი მამიკო.
საერთოდ ჰყავს თუ არა მამიკო.
ის -5 გრადუს ყინვაში,
ავტობუსის გაჩერებაზე დგას და ტირის.
მე კი თვითმკვლელობაზე ვფიქრობ და
ყურსასმენებში Marty Balin-ის - Hearts-ს ვუსმენ.
არ არსებობს არანაირი სამართალი დედამიწაზე!
ჩემმა თანამშრომელმა ახალი მანქანა იყიდა,
მაგრამ არ იცის, სად იშოვოს საწვავის ფული.
ჩემი ძმაკაცის ბებია საბერძნეთში,
ვიღაც ბებერ მილიონერს უვლის,
შვილიშვილის ვალები
რომ გაისტუმროს
და
ერთადერთი სახლის
გაყიდვა არ მოუწიოს.
ლაშა ქუჩაში ცხოვრობს.
ირაკლი ნახატებს ყიდის
ქირის ფული რომ იშოვოს.
წინა თვეს ოჯახის რელიქვია,
ღვთისმშობლის მოოქროვილი ხატი გაყიდა.
მე კი თვითმკვლელობაზე ვფიქრობ და
ორას ლარიანი ქურთუკი მაცვია.
არ არსებობს არანაირი სამართალი დედამიწაზე!
გუშინ, მეტროში, სამი ნასვამი შავკანიანი,
ერთ ცისფერთვალება რუს გოგოს ეღლაბუცებოდა.
მათ რომ შევხედე პატარა უფლისწული და
პლანეტა B-612 გამახსენდა, ბაობაბეით გარემოცული
და გავიფიქრე - კ ა ტ ა ს ტ რ ო ფ ა !
აფროამერიკელებმა ნელ-ნელა უმატეს ღლაბუცს
და ამაზრზენ პროვინციალიზმში გადაიტოტნენ.
ვერაფრის თქმა მოვახერხე, ვინმეს რასიზმი
ან რუსოფილია რომ არ დაებრალებინა.
სიმწრით შევხედე მეტროს ფანჯარაში
საკუთარ ანარეკლს და გავიფიქრე:
არ არსებობს არანაირი სამართალი დედამიწაზე!
არ არსებობს არანაირი სამართალი დედამიწაზე!
არ არსებობს არანაირი სამართალი დედამიწაზე!
სამსახურში მივედი.
გავიხადე ორას ლარიანი ქურთუკი.
შუა ცეცხლთან დავჯექი და ვწერ ამ ლექსს,
რომ როგორმე შევწყვიტო თვითმკვლელობაზე ფიქრი,
რადგან ვერაფრით მოვიფიქრე, ვის ვუანდერძო ჩემი ორას ლარიანი ქურთუკი.


თორრნიკე ნაროზაული



№1 სტუმარი გვანცა))

,,არ არსებობს არაანაირი სამართალი დედამიწაზე"
გეთანხმები,100%გეთანხმები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent