შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never miss a chance to dance(დასასრული)

13-08-2017, 00:16
ავტორი Lily Morgan
ნანახია 2 316

-ჟიურიმ უკვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება–ყროყინებს წამყვანი ინგლისურად–და ჩვენი დღევანდელი გამარჯვებული გუნდიააა...ი ნ დ ო ე თ ი !
და აი აქ დაიკარგა ჩვენი იმედი!.. ყელში ბურთი გამეჩხირა... მაქსიმეს ჩავეხუტე, რომ ჩვენი ჯგუფელების მოწყენილი და რამოდენიმეს ცრემლი არ დამენახა... მაქსიმე ჩამეხუტა.
-შენ მაინც საოცრად იცეკვე!–ყურში მიჩურჩულა და იქვე ყურის ძირში მაკოცა. უკვე სცენიდან გავდიოდით, როდესაც...
-უკაცრავად...რაღაც შეცდომაა!.. ბოდიშს ვიხდი! ფურცლები აერიათ!.. ჩვენი დღევანდელი გამარჯვებულია...
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო !
ეს რაღაც საოცრება იყო! ენით აღუწერელი გრძნობა იყო!.. ეს მოულოდნელი სიხარული იყო!.. ეს...ეს...სასწაული იყო!.. სიხარულისგან მეეცხრე ცაზე ვიყავი!..მაქსიმეს შევახტი და ბაგეები დავუკოცნე! შემდეგ კი ხტუნაობა დავიწყე!
-ბოდიშს გიხდით ამ შეცდომისთვის! კიდევ კარგი ჟიურიმ გამოთქვა უკმაყოფილება და დროზე-ადრე გააპროტესტა!..ასე რომ ვულოცავ საქართველოს ამ წარმატებას!
ასეთი ბედნიერი მამის გარდაცვალების მერე აღარ ვყოფილვარ!
ანუ ჩვენ მოვიგეთ 100.000 დოლარი და ნუ ოც კაცზე რომ განაწილდება გამოგვდის 5000 დოლარი თითოს. ასევე თაკო მასწმა და ამ ანსამბლმა დიდი სახელი და წარმატება მოიგო!..
ყველას სათითაოდ ჩავეხუტე. ნუ მოკლედ მთელი ცერემიონიები, მოლოცვები და ასე შემდეგ რომ დამთავრდა, გავედი და დედას დავურეკე...
-გისმენთ!
-დე როგორ ხარ?
-გაბრიელა ჩემო სიხარულო, კარგად შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად!
-რა ქენით აბა ფინალზე?!
-მოკლედ...
-რა იყო დე?!
-არ ვიცი როგორ გითხრა...
-კაი დე! არ ინერვიულო! არაუშავს! ბევრი ფინალამდეც ვერ მიაღწევდა!
-მე კი არა, შენ არ ინერვიულო დე! გავიმარჯვეთ!
-მართლა?! არისს! ვამაყობ შენით ჩემო გოგო! გილოცავ დედი! მიყვარხარ და მენატრები!
-მადლობა დე! კაი წავედი ახლა თორემ ალბათ უკვე მეძებენ!
-კაი დედი! მიყვარხარ და კიდევ ერთხელ გილოცავ დე!
გავუთიშე და უკვე შესვლას ვაპირებდი, როდესა ლიზა შემეფეთა. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და გამარჯვება მივულოცეთ.გამოვიცვალეთ და იქიდან პირდაპირ აღსანიშნავად წავედით. ის საღამო სასიამოვნოდ გავატარეთ. ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად საუკეთესო დღე იყო!..

3 წლის შემდეგ:

-სად ხარ ამდენ ხანს?
-მოვრბივარ, მოვრბივარ! ლექციიდან გამოსვლა დამაგვიანდა! მეტროდან ამოვრბივარ ახლა!
-კაი, გელოდები! მიყვარხარ!
-მეც ჩემო ცხოვრებავ!
5-10წუთში დარბაზში ვიყავი. შევედი,მაქსიმეს ვაკოცე და ფეხსაცმლის გამოსაცვლელად შევედი გასახდელში. გამოცვლის შემდეგ გამოვვარდი და მაქსიმეს გვერდით დავდექი.
-აბა ბავშვებო მოეწყვეთ და ჯერ გახურებით დავიწყოთ!– ვუთხარი და ნაზად გავუღიმე, ჩემს წინ ჩამწკრივებულ ბავშვებს...
მე და მაქსიმემ ჩვენი ფულები გავაერთიანეთ და ერთად ვიყიდეთ დარბაზი. შემდეგ ცოტა ხელი შევავლეთ და ანსამბლი ჩამოვაყალიბეთ. პარალელურად ორივე უნივერსიტეტში დავდივართ, თან კარგი შეყვარებულებიც ვართ და ასე...ვცდილობთ ყველაფერი კარგად შევათავსოთ ერთმანეთთან...
ჩვენ ჩვენი ოცნება ავიხდინეთ და ანსამბლი ჩამოვაყალიბეთ... ამიტომ თუ ოდესმე რაიმეს დისახავთ მიზნად, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის,რომ ამ მიზანს მიაღწიოთ და რაც მთავარია, არ დანებდეთ!..
მორჩა თუ არა მეცადინეობა, ბავშვები გავუშვით,ფეხზე გამოვიცვალეთ და დედასთან წავედით.
-დედი! როგორ ხარ?–მივესალმე კარებში მდგარ დედიკოს.
-შემოდით ბავშვებო!
-გაბიი!–დაიყვირა მისაღებიდან სესილიმ და ჩემკენ გამოიქცა– მაქსიმე!–უცბად ჩემს უკან მდგარ მაქსიმესაც მოჰკრა თვალი და ჯერ მე ჩამეხუტა,შემდეგ კი მაქსიმეს შეაფრინდა.
-შემოდით ბავშვებო!
შევედით. დედა უკვე ვახშამს ამზადებდა.მე და დედამ სუფრა გავაწყვეთ და მაქსიმე და სესილია მოვიპატიჟეთ სუფრასთან (ნუ ესენი,როგორც ყოველთვის თამაშობდნენ). ამ დროს კარებზე ზარის ხმა იყო. ავდექი და კარი გავაღე.
-გამარჯობაათ!
-გამარჯობათ!
მონატრებულ დაქალს და ძმაკაცს ჩავეხუტე.
-როგორ ხართ? შემოდით!
ლიზა და ნიკუშაც მივიპატიჟეთ სუფრასთან. ეს ორი ახლახანს ჩამოვიდნენ იტალიიდან. უყვართ მოგზაურობა და მას შემდეგ უამრავ ქვეყანას სტუმრობენ. მალე დაქორწინებასაც აპირებენ და აბა თუ მიხვდებით ვინ არიან მეჯვარეები?! რა თქმა უნდა მე და მაქსიმე! გემრიელად მივირთვით ვახშამი. ქალებმა ავალაგეთ სუფრა. დედა დასაწოლად წავიდა. ცოტა დაღლილი იყო. ჩვენ კი დავრჩით და რაღაც კომედია ჩავრთეთ. ყველამ ბევრი ვიცინეთ. სესის კი მალევე ჩაეძინა. სესი დივანზე დავაწვინეთ, საბანი დავაფარეთ და ჩვენ სასეირნოდ გავედით. ბარდნიდა. მიყვარს, როდესაც თოვს გარეთ ხეტიალი, მითუმეტეს მაქსიმესთან ერთად. ნიკუშა და ლიზა მალევე დაგვემშვიდობნენ, ჩვენ კი განვაგრძეთ უაზროდ, უმისამართოდ ხეტიალი.
-შენთვის ცეკვა რას ნიშნავს?!
-ცეკვა?! ეს ჩემი ცხოვრებაა!–მითხრა და გაყინულ ცხვირზე მაკოცა...

* * *
არ მჯერა რომ დავამთავრე!.. მოკლედ ეს იყო ჩემი პირველი მოთხრობა. იმედი მაქვს მოგეწონათ! ვინც კი ამ მოთხრობას კითხულობდით ყველას აზრი ძალიან მაინტერესებს! ეს მოთხრობა კი დასრულდა მაგრამ არ გეგონოთ, რომ არ დაგიბრუნდებით! იმედი მაქვს ცუდი არ იყო და თქვენ გული ოდნავ მაინც გაგითბოთ! თქვენ არ იცით როგორ შემიყვარდით! ბევრ გამოხმაურებას ველოდები ბოლო თავზე და არ დაიზაროთ კომენტარის დაწერა!
დროებით...
მიყვარხართ!..
თქვენი FyFaen!..
❤️❤️❤️❤️

№1 სტუმარი mar

Mets velodii rogor gabandze ra

№2  offline წევრი Lily Morgan

mar
Mets velodii rogor gabandze ra

არ მინდოდა უაზროდ გაწელილიყო! მაინც მადლობა რომ კითხულობდი! <3 <3 <3

№3  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

დასრულდა არა?! მთლიანად რომ განვიხილოთ, კარგი ნამდვილად იყო...❤ მაგრამ ხომ გირჩიე არ გაგეწელა... კაი არაუშავს ეს ხომ პირველია, ჰოდა ველით ახალ ისტორიებს...❤❤❤

№4  offline წევრი Lily Morgan

s.a-cicinatela-m.m
დასრულდა არა?! მთლიანად რომ განვიხილოთ, კარგი ნამდვილად იყო...❤ მაგრამ ხომ გირჩიე არ გაგეწელა... კაი არაუშავს ეს ხომ პირველია, ჰოდა ველით ახალ ისტორიებს...❤❤❤

მაინც გაწელილი გამომივიდა?! ყველანაირად ვეცადე რომ არ გაწელილიყო! :// მაგრამ ნუ რას ვიზამთ! <3 მადლობა შენ, რომ ამ მოთხრობის ერთგული მკითხველი იყავი! შენგან იმდენი სითბო და რჩევები წამოვიდა, რომ უკვე ჩემს ახლობელად გთვლი, მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობ! <3 <3 <3 მადლობა და მიყვარხარ! <3 <3 <3

№5 სტუმარი stumari :D

Arvici ra vtqva. Saerto jamshi kargi iyo tumca am bolo tavma ragac daumtavrebelis grdznoba tu ragac magdagvari gamichina. Mokled rom vtqvat sxvanair dasasruls velodi. Tumca rac aris aris. Mokled pirvelistvis dzalian kargi istoria iyo :*

№6  offline წევრი Lily Morgan

stumari :D
Arvici ra vtqva. Saerto jamshi kargi iyo tumca am bolo tavma ragac daumtavrebelis grdznoba tu ragac magdagvari gamichina. Mokled rom vtqvat sxvanair dasasruls velodi. Tumca rac aris aris. Mokled pirvelistvis dzalian kargi istoria iyo :*

მადლობა! <3 <3 ყველანაირად ვეცადე რომ ცუდი არ გამოსულიყო! <3 <3 <3 მადლობა რომ ერთგული მკითხველი იყავი! <3 <3 <3 მადლობა და მიყვრხარრრ! <3 <3 <3

№7 სტუმარი stumari :D

FyFaen

♡ მეც ასევე ♡

№8  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

FyFaen
s.a-cicinatela-m.m
დასრულდა არა?! მთლიანად რომ განვიხილოთ, კარგი ნამდვილად იყო...❤ მაგრამ ხომ გირჩიე არ გაგეწელა... კაი არაუშავს ეს ხომ პირველია, ჰოდა ველით ახალ ისტორიებს...❤❤❤

მაინც გაწელილი გამომივიდა?! ყველანაირად ვეცადე რომ არ გაწელილიყო! :// მაგრამ ნუ რას ვიზამთ! <3 მადლობა შენ, რომ ამ მოთხრობის ერთგული მკითხველი იყავი! შენგან იმდენი სითბო და რჩევები წამოვიდა, რომ უკვე ჩემს ახლობელად გთვლი, მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობ! <3 <3 <3 მადლობა და მიყვარხარ! <3 <3 <3

ვერ მოგატყუებ...
სხვათაშორის ვცდილობდი მეჩვენებინა რომ არ მსურდა ისეთი მკითხველი გგონებოდი, ანუ ერთჯერ რო გადაავლებს და რაღაც... მთელი გულისყურით ვკითხულობდი, ესეთი ვარ, არ მომწონს როცა ვიღაცისთვის უცხო ვარ, ამიტომ ძალიან გამიხარდა რომ ასე ფიქრობ ძვირფასო❤❤❤

№9  offline წევრი moodchanger

წუხელ ლამის გადავთენე ამ ნაწარმოების კითხვაში , მართლა ძალიან მომეწონა , კარგი იყო , გავიგე რომ სვანი ხარ :* ''ხოჩა მუშვან გუუნ ხოჩა ლას, მიი მუშვან ხვი '' smile
წარმატებები <3 ველოდებით სიახლეებს შენგან <3 საოცარი იყო ბოლო ნაწარმოებიც , გვარი გასვიანი ჩემთვსი ბევრს ნიშნავს ამიტომ ფურორი მოახდინა ''შემთხვევით შემოტენილმა'' kissing_closed_eyes kissing_closed_eyes kissing_heart kissing_heart
--------------------
mood

№10  offline წევრი Lily Morgan

moodchanger
წუხელ ლამის გადავთენე ამ ნაწარმოების კითხვაში , მართლა ძალიან მომეწონა , კარგი იყო , გავიგე რომ სვანი ხარ :* ''ხოჩა მუშვან გუუნ ხოჩა ლას, მიი მუშვან ხვი '' smile
წარმატებები <3 ველოდებით სიახლეებს შენგან <3 საოცარი იყო ბოლო ნაწარმოებიც , გვარი გასვიანი ჩემთვსი ბევრს ნიშნავს ამიტომ ფურორი მოახდინა ''შემთხვევით შემოტენილმა'' kissing_closed_eyes kissing_closed_eyes kissing_heart kissing_heart

ვაიმე მე რომ მხოლოდ ახლა ვნახე შენი კომენტარი, სრულიად შემთხვევით <3 ძალიან დიდი მადლობა! იმჟი ამხიიდნ მუშვან ე ხი! ???????????? ვუაიმე აი მართლა არ ვიცი რა ვთქვა! ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა❤️❤️❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent