შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never miss a chance to dance(xx თავი)


12-08-2017, 04:08
ავტორი Lily Morgan
ნანახია 2 088

-თუ გიყვარვარ, მოკვლით რატომ მემუქრები?−გადავატანინე ყურადღება.
-იმიტომ რომ თუ ჩემი არ იქნები, არც სხვისი იქნები ლამაზო!
-მართლა?! ძაან ხომ არ მომინდომე შე ა*ვარო!−ეს უკვე მაქსიმე იყო, მოკიდა ხელი, წააქცია და ურტყა და ურტყა. მეც სასწრაფოდ ავდექი, შუქი ავანთე, გარეთ გავვარდი და ზურა ნათლიას დავუწყე ყვირილი. მალე ყველა ჩემს კარებთან იდგა, მათ შორის ბიძაჩემიც. შემოვარდა და ძლივს გააშველა.
-მაგ ა*ვარმა გაბისთან მიკარება გაბედა. მოდი აქ შენი...
მოკლედ ისე დალურჯდა ის საწყალი, დედამისი ვეღარ იცნობდა.
ამ დროს პოლიციის ხმა იყო. თურმე ვიღაცას გამოუძახებია და თან კარებიც გაუღიათ. მალევე შემოვარდნენ და გააშველეს ბიჭები. ბოლოს ყველა დაკითხეს და ერეკლე წაიყვანეს, თუმცა არ ვიცი რამდენი ხნით.
როდესაც ოთახში ავდიოდი კიბეებზე მაქსიმე დამეწია:
-ხომ კარგად ხარ?
-რავი არამიშავს. ცოტა დავიღალე და წავალ წამოვწვები.
-აგაცილებ.−და ცალყბა ღიმილი მომაგება.
ხელი გადამხვია და ისე გავაგრძელეთ კიბეებზე ასვლა. ოთახში რომ ავედით, შესვლა აღარ მინდოდა, ისე ტკბილად მედო მის მხარზე თავი. ისიც იგივეს გრძნობდა ალბათ და ამიტომ დივანზე დავჯექით, მის კალთაზე თავი დავდე და ორ წამში გავითიშე იმდენად დავიღალე.
* * *
დილით ჩემს ოთახში ვიღვიძებ, გვერდით კი მაქსიმე მიწევს და მეხუტება.მისკენ გადავბრუნდი, თალები დავხუჭე და ჩავეხუტე. მაგრამ ვინმე გაცლის ძილს?! ამ დროსს კარები გაიღო და ოთახში ვიღაც შემოვარდა:
-გაააბიი!−მორთო კივილი ლიზამ−ვაი! მგონი ცუდ დროს შემოვედი. ბოდიში! ბოდიში! ბოდიში!−თვალებზე ხელი აიფარა და ისე გააგრძელა−მოკლედ გეტყვით ჩემს სათქმელს...კარგია რომ ორივე აქ ხართ!.. თაკო მასწავლებელს უნდა თქვენი ნახვა და რომ ჩამოხვალთ ნახეთ...
-კაი, კაი! გადი და გამოვალთ!−მაქსიმეს გავხედე და ისიც ნახევრად ნამძინარევი თვალებით, გაკვირვებული უყურებდა ლიზას.
-კაი გვრიტებო! დაგტოვებთ!
-გაეტიე კარებიდან!−მივაძახე.
ისიც დამეჭყანა და წავიდა.
-ნეტა რა უნდა თაკო მასწს?
-მიდი ჩავიდეთ და გავარკვიოთ. ხო მართლა დილა მშვიდობისა!−და გამიღიმა.
-დილა მშვიდობისა!−მოვიდა, ტუჩებზე ნაზად მაკოცა და მერე ვანაში ღიღინით შევიდა. მეც ავდექი, ჩავიცვი და ლოგინები მივალაგე. ამასობაში მაქსიმეც გამოვიდა აბანოდან და დაბლა ჩავირბინეთ.
-დილა მშვიდობისა კარამელო! უფროსო?! დილა მშვიდობისა!
უცბად ვერ გაერკვა სიტუაციაში და ცოტათი დაიბნა.
ამ დროს თაკო მასწ.-მა დაგვინახა.
-დილა მშვიდობისა ბავშვებო!
-დილა მშვიდობისა მას!−მივესალმეთ და მისკენ წავედით.
-თქვენთან სალაპრაკო მაქვს.
-კი ბატონო.
გარეთ გავედით და ჩრდილში, ხის ქვეშ დავჯექით.
-მოკლედ ნატუკა და აჩი დღეს დილით საქართველოში დაბრუნდნენ.
-რატომ?−მართლა გამიკვირდა.
-მთხოვეს რომ არ მეთქვა არავისთვის. რაღაც სერიოზულია და მეც მითხრეს მიზეზი, მაგრამ ძალიან მთხოვეს და ამიტომ მიზეზს ვერ გეტყვი... ხოდა თქვენ მოგიწევთ ქართულის ცეკვა. დღეს მთელი დღე ვირეპეტიციოთ და ხვალისთვის მზად იქნებით!
-მართლა?! ანუ ვიცეკვებთ?!−ემოციები ვეღარ შევიკავე და ძალიან მაგრად ჩავეხუტე ჯერ თაკო მასწავლებელს, შემდეგ კი მაქსიმეს.
-ბოდიშს გიხდით რომ ამოგაგდეთ ცეკვიდან. უბრალოდ ბევრი რომ გამიცდინე მეცადინეობას ვეღარ მოასწრებდით, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა დარწმუნებული ვარ შეძლებთ. აბა შევედი მე და ნახევარ საათში დავიწყოთ მეცადინეობა. შევიდა თაკო მასწი თუ არა სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე.
-ვიცეკვებთ! ვიცეკვებთ! აუ რა ბედნიერება! აუ როგორ გამიხარდა!
მივირთვით. შემდეგ კი მეცადინეობას შევუდექით. სხვები 2 საათში მორჩნენ მუშაობას და შემდეგ ჩვენ მთელი დღე მეცადინეობაში გავატარეთ. საბოლოოდ ყველაფერი დავხვეწეთ და დაღლილები ავედით ოთახებში. მე წყალი გადავივლე და ლოგინზე წამოვწექი დაღლილი. მალევე ჩამეძინა, მაგრამ მაინც ნასიამოვნები ვიყავი საკუთარი ნამუშევარით...
მადლობა უფალო...
მადლობა მამა...
მან მართლა ამისრულა ეს სურვილი...
* * *
დილით ლიზა შემოვარდა.
-წავედით! გენერალური რეპეტიცია გვაქვს!
-მოიცადე კაცო, თვალებს ძლივს ვახელ!
-ადექი! ადექი! ხომ გენატრებოდა ცეკვა, ხოდა ახლა ადექი!
-ხო ვდგები, ვდგები!
ოდნავ მტკიოდა ფეხები, რადგან ასეთ დატვირთვას არ ვარ მიჩვეული.მაგრამ მაინც ავდექი! დღეს კონცერტია და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ავდექი, სახეზე წყალი შევისხი გამოსაფხიზლებლად, შემდეგ კოსა ავიკარი, კაბაც ავიღე და კიბეები ჩავირბინე. დაბლა მაქსიმე, ლიზა და ნიკუშა მელოდებოდნენ.
-ჰე ჩქარა, ჩქარა!
ყველას ჩამოვუარე და გადავკოცნე. ნიკუშას თურმე მანქანა უქირავებია ერთი კვირით და იმითი წავედით.წინ ნიკუშა და ლიზა იჯდნენ, უკან კი ჩვენ.
-ამდენი ხნის შემდეგ ისევ ავდივარ სცენაზე!..არ მჯერა... ძალიან ვნერვიულობ!..
-არ ინერვიულო! ვაჩვენოთ ინდოელებს კლასი!
მიმიხუტა, თმაში ჩარგო თავი და მაკოცა. შევედით შენობაში, ჩავიცვით კაბები და გენერალური რეპეტიცია მოვაწყვეთ. ყველაფერი კარგად გამოვიდა, შემდეგ სახეზე მაკიაჟი გაგვიკეთეს.როდესაც ჩემი მაკიაჟის გაკეთება დაამთავრეს, წამოვვარდი და ჰაერზე გავედი. 2-3ჯერ ღრმად ჩავისუნთქე. ძალიან ვნერვიულობდი! ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე,რომ არ გავიდეთქო...სცენაზე ბავშვობიდან ვდგავარ, მაგრამ მაშინ დედ-მამა ჩემთან იყო და თან კარგად მომზადებულიც ვიყავი. ახლა კი...თან 3 წელს ეხუმრებით?!. ისე ვნერვიულობ!..
შევედი შიგნით და კულისებიდან ვადებნებდი მათ ცეკვას თვალს. უცებ გავტრიალდი და ისევ გარეთ გასვლა დავაპირე,მაგრამ უცბად მაქსიმე შემეფეთა. ძალიან შეწუხებული და განერვიულებული სახე მქონდა და მაქსიმეც მაშინვე მიხვდა ამის მიზეზს.
-მაქსიმე, არ ვიცი გავიდე თუ არა...ვერ გამოვალ...მეშინია...რამე რომ ამერიოს!..
-გაბი მომისმინე, ვიცი რომ ნერვიულობ...მესმის რომ 3წელი არაა ცოტა, მაგრამ ახლა ყველანი ჩვენ იმედზე არიან. ჩვენ მთავარი ნაწილი ვართ ამ ცეკვაში. მე მჯერა შენი და არა მარტო მე...ყველას შენი...ჩვენი იმედი აქვს!..უბრალოდ იცეკვე იმიტომ რომ შენ გინდა ეს და არა იმიტომ რომ ეს თიკო მასმა გთხოვა.ცეკვა შენ ნაწილად აქციე! უბრალოდ შენ შენ იყავი! იცეკვე ისე თითქოს შენს გარშემო არავინ არ არის. მხოლოდ შენ და ცეკვა უნდა დარჩეთ ერთმანეთის პირისპირ და ცუდად არ გამიგო, მაგრამ ის უნდა შემოვიდეს შენში. ანუ...–თავი საყვალა მოიფხანა დაბნეულობისგან– ის ვიგულისხმე რომ შენს სულში უნდა შეაღწიოსთქო და არა...
-მოკლედ ასეთი სიტყვით გამოხვედი და ბოლოში ყველაფერი გააფუჭე!.. –გემრიელად ვიცინე– მადლობა!..-მაგრად ჩავეხუტე და ასე ვიყავი სანამ მუსიკა არ შეწყდა. ანუ ცეკვის გეგმა ასეთია დავლური, რომელშიც მოქცეულია ქართული. ჯერ დავლურს ცეკვავენ სხვები და შემდეგ მე და მაქსიმე ვცეკვავთ ქართულს.
ნუ ეს თეთრი ჩოხა პირდაპირ აკვდება მაქსიმეს! გავიდა სცენის მეორე მხარეს და იქითა კულისებში დადგა. მისმა სიტყვებმა ოდნავ დამაწყნარა, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი!..
უკვე ჩვენი გამოსვლის ჯერი დგებოდა. ორჯერ ღრმად ამოვისუნთქე და ჩავისუნთქე. შემდეგ თავი დავიწყნარე და ჩვენი გასვლის დროს ფეხს ძალა დავატანე და პირველი ნაბიჯი გადავდგი...პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ა.შ. გასვლილას წამიერად,მაგრამ დამეფიცება რომ მართლა მოვკარი თვალი მამაჩემს, რომელიც კმაყოფილი იდგა და ორივე ხელით ცერა თითებს მიჩვენებდაო, მაგარიაო იმის ნიშნად! ისე როგორც ბავშვობაში...
მალე ყველა და ყველაფერი გაქრა. დავრჩით მხოლოდ მე,მაქსიმე და ცეკვა. ჩემს სულს მართლაც ჩაწვდა ცეკვა და ვცდილობდი თითოეულ ილეთში ჩამექსოვა თითოეული გრძნობა. ვუყურებდი თვალებში მაქსიმეს და მის ცისფერ თვალებში ვიძირებოდი. ნაზად ვუღიმოდი და თითოეულ ილეთს მთელი ჩემს ენერგიას ვახარჯავდი, მაგრამ თითქოს ეს ენერგია არ ილეოდა. პირიქით... თითქოს რამდენ ენერგიასაც გავცემდი, იმაზე 2ჯერ და 3ჯერ მეტს უკან ვიღებდი...
ც ე კ ვ ა !
ეს ნამდვილად საოცარი რამეა!
ც ე კ ვ ა !
ეს ჩემი ცხოვრებაა!
ც ე კ ვ ა !
ეს მე ვარ!
* * *
ამის შემდეგ ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს...ბუნდოვნად მახსოვს როგორ დავუკარი თავი ხალხს ბუნდოვნად მახსოვს როგორ მომართვა ერთმა ბავშვმა ვარდები, ბუნდოვნად მახსოვს სცენიდან გასვლა და კულისებში შესვლა...
ერთია დარბაზიდან
უყურო ცეკვას...
მაგრამ სულ სხვაა, როდესაც შენ თვითონ ცეკვავ!..
ეს ენით აღუწერელი გრძნობაა!.. (მოცეკვავეები მიხვდებით ^_^)
საბოლოოდ ორივე გუნდს დაგვიძახეს სცენაზე.
-ჟიურიმ უკვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება–ყროყინებს წამყვანი ინგლისურად–და ჩვენი დღევანდელი გამარჯვებული გუნდიააა...

P.S. მოკლედ ძალიან აღელვებული ვწერდია ამ თავს! ის თითოეული გრძნობა, რასაც გაბი განიცდის ამ თავში ნაწილობრივ მეც გამომიცდია და ალბათ ბევრ მოცეკვავეს(იმათ ვგულისხმობ, ვისაც ცეკვა მართლა უყვარს და მოვალეობის მოხდის მიზნით არ დადის ცეკვაზე). ამიტომ მგონია რომ გაბის გრძნობების აღწერა კულისებში ძაან საშინელება არ არის... ამის ნახევარი მაინც გამიფიქრია ყოველი გასვლის წინ... მოკლედ იმედი მაქვს მოგეწონებათ! <3 <3 და ხო მართლა შემდეგი თავი ბოლოა! ^_^ <3 მიყვარხართ! <3 <3 <3



№1 სტუმარი stumari :D

Mocekvave namdvilad ar var ( pataraobashi vcekvavdi :(... ) tumca sxva mxriv gamomicdia scena da vici rogori grdznobacaa. Kulisebidan dznelia pirveli nabiji gadadga uceb scenisken tumca shemdeg ukve sul sxvaa :* gabis grdznobebi ki namdvilad araa gadametebuli. Savsebit normaluria tan imis gatvaliswinebit rom finalia.. samwuxaroa is rom aseti kargi istoria aset mokle droshi mtavrdeba.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent