ჭია-ჭია-მაია (თავი 1)
ძალიან პატარა ნაჭუჭში ვარ შეყუჟული და ნელ-ნელა ვხვდები, რომ აქედან გამოსვლის უფრო და უფრო მეშინია. არადა არა, არც ცხოვრებას ვარ ჩამორჩენილი და სიმართლე გითხრათ, არც სუსტი ვარ. უბრალოდ მე ჩემი პატარა ნაჭუჭი მაქვს და ვერ ვიტან როდესაც მას ეხებიან. არც ცოტა მეგობარი მყავს და არც სულ ჩუმად ვარ, არც გართობას ვერიდები. მოკლედ, არ ვარ ისეთი, როგორსაც “საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილს” უწოდებენ. მე უფრო სხვანაირი ნაჭუჭი მაქვს. გამჭვირვალე, ძალიან ძალიან თხელი. მარტივად დამინახავ და მარტივად გაარღვევ, თუ მე მოგცემ უფლებას. მაგრამ მოგცემ კი მე ამის უფლებას? .... მორიგი საღამოა პარკში. პარკში, სადაც საღამოს ამ პატარა ქალაქში მყოფი ყველა თინეიჯერი იყრის თავს არაფრის გასაკეთებლად. ჯგუფ-ჯგუფად დაყოფილი ბევრი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი, ბავშვი და ზოგის ბებერი თინეიჯერის სხეულში გამომწყვდეული და მე. ბავშვი, ახალგაზრდა ადამიანი და ბებერი. ყველაფერი ერთში. საოცარი კომბინაციაა არა? ჩემს რამოდენიმე მეგობართან ერთად ვზივარ და ვლაპარაკობ, როდესაც ვიღაცის განწირული კივილი წვდება ჩემს სმენას. - დაიდო! - ორი წამიც და პარკში მყოფი ხალხის რაოდენობა ნახევრდება. მეც სასწრაფოდ ვდგები და არ ვიცი როგორ, მგონი ტყვიის სისწრაფით მივქრივარ ჩემი სახლისკენ. თან თვალები მიცრემლიანდება და როგოგრც იქნა ეზოში ვზივარ ნოუთბუქით ხელში. საჭირო მონაცემები შემყავს და ეკრანზე მხოლოდ ცხრა ასო და მბრუნავი რგოლი გამოდის. ი ტ ვ ი რ თ ე ბ ა - ოღონდ არ გადაიტენო! გთხოვ! - ჩუმად ვცუცუნებ და ჩემი დაც გამოდის. - რა სახე გ… იდება? - თუ მაღირსეს. - დედასთან ვრეკავ. - აუ გთხოოოვ! - ვკივი და ზემოთ ვიყურები. - ვაიმე! ანანო! ჩაირთო, გთხოვ!- თვალებს ვხუჭავ და უკვე ოთახის კარის უკნიდან ვეძახი. - შენ ნახე და ნელა მითხარი. კი ვიცი, რო ვერაფერი ვქენი მაგრამ… - დედა! სამხატვროზეა! შენი შვილი! ქალბატონო სალომე, თქვენ სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი ბრძანდებით, ოფიციალურად! - პირდაღებული ვდგავარ და ვერ ვიძვრი. - რა? - ძალიან ჩუმად ვამბობ და იქვე ვჯდები. - ვაი. - ჩემი უფროსი და წყლის ჭიქით მოდის და ტელეფონიდან მესმის დედას კივილის ხმა. ბედნიერის რა თქმა უნდა. - გოგო რა სახე გაქ? ამაზე არ ოცნებობ 17 წელიწადია? უი ხო. ასპროცენტიანზე მოხვდი. - წყალი ბოლომდე ჩავცალე და წამოვდექი. ნელი ნაბიჯით მივედი ეზოს ზუსტად შუაში. ფეხშველა დავდექი ბალახზე და… რაც ძალა მქონდა, რაც ხმა, ემოცია და გრძნობა მქონდა, პირი დავაღე და ბოლო ხმაზე ვიკივლე. ხელგაშლილი ვიდექი და ვკიოდი. მერე სიცილი და ხტუნაობა დავიწყე, ფეხზე ისევ ჩავიცვი და ჩემს დას მოვეხვიე. - წავედი. - ეზოდან გავიქეცი და ორ წამში პარკში ვიყავი. ბავშვების უმრავლესობაც იქ იყო. ვიღაც ბიჭი მაისურ გახდილი დარბოდა შუა ქუჩაზე ბღავილით. - ჩავაბარე! ჩავაბარე. - მე იქ ვერ მოვხვდი. - გოგო წუწუნებდა. ზოგი თავს იწონებდა პირველივეზე მოვხვდიო, ზოგი გრანტიტ იკვეხნებოდა. ჩემები ვიპოვე და ხელგაშლილი გავქანე. იმათმა წინა წელს ჩააბარეს, ერთმა უკვე დაამთავრა და ერთიც მესამე კურსზეა. - აღარ იტყვი? - დიდხნიანი დუმილის მერე მიკივის ნინო. - ვის უხდებაო ოცნებაო ვისაოოო? - გავიცინე. - სამხატვრო? - სახვით ხელოვნებაზე 100-იანით. - ჩავარაკრაკე, დავტრიალდი და ჭრელი კომბინიზონით რევერანსი გავაკეთე მერე მოულოდნელად შემოვბრუნდი და წამოვედი. არავის მილოცვას დავლოდებივარ. უბრალოდ წამოვედი. ზესიხარულით გადატვირთული მივაბიჯებდი. სად? ეგ მეც არ ვიცოდი. უბრალოდ მივიოდი და სახე გაბრწყინებული ვაგებებდი სახეს დიდი ხნის ნანატრ გრილ სიოს. გავიგე და მერე დაიწყო გართობა. მანამდე არ ვარსებობდი. კი არ დავდიოდი დავლასლასებდი. ჩემი კაპასი დედაც, რომელსაც ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ჩხუბის მეტი არაფერი უკეთებია, სულ ყავით და საჭმელით დამსდევდა. ეგეც სასაცილოა. ყავას მე არ ვსვამ. აბიტურიენტობისასაც არ დამილევია, მაგრამ მაგან რა იცის… როდის მაქცევდა ყურადღებას ახლა რო გადაირიოს? აი ჩემი ბურდღუნა მამიკო კიდე სულ ნაირ-ნაირი ხილით ბრუნდებოდა სახლში. აგვისტოს ბოლო დღეებში მე და ჩემი სამი ოქრო ბათუმში ჩავედით. ზოგადად სულ ქობულეთში მივდივართ, იქ უფრო ჩვენთვის ვართ, მაგრამ წელს ბატონმა ვაჟბატონმა აკაკიმ მანქანა აირტყა და… წინ აკაკი და მე ვიჯექით, უკან ანი და გუგა. ეგ ორი ზოგადად რთული თემაა… სულ უცნაურად ჟღურტულებდნენ, მაგრამ… რა ვიცი რა ვიცი. აი ჩემსა და აკაკის შორის კიდე ზღვარი არ არის. რა გოგო, რის ბიჭი… მოკლედ ამ სიცხეში ვმგზავრობდით და… არ მოგატყუებთ, ჩავჯექი თუ არა გავითიშე ისე დამეძინა. აბა როგორია ღამენათევი დილიის ექვს საათზე რომ დგები. თვალები რო გავახილე უკვე ვიწექი და ჩემს გვერდით აკო ეგდო ხელებგაშლილი. - კუკუშ…- ერთი ამოიზმუვლა და გამომხედა.- სიჩუმე რატოა, სად არიან ისინი? - სასეირნოდ. მალე მოვლენ ალბათ. - ეგრე გვიანია, რო ეგენი მოდიან? - თორმეტი ხდება. - აუ კუკუუუუშ. - მთელი ძალით გავიწელე და ტანზე ავეკარი. - ხო იცი შენ გოგოს როგორ უყვარხარ? - გელოდებოდი. - მაგიტო მიყვარხარ. - მივეხუტე და ლოყის დაკოცნა დავუწყე. - აუ გაა*ვი რა სალუუშ… ნუ იცი ეს აფერისტობები. - აუ დავაი რა! - ჩხუბით წამოვხტი და კარისკენ მივბაჯბაჯდი. - სულ არ მიყვარხარ ხოდა! - ხოდა იდი ნა *უი- მომაძახა და ბალიში მომაწია. - მათხოვარო! - მთელი ძალით ვიკივლე და მაქსიმალური სიჩქარით გავექანე. ზემოდან დავახტი და სახეში “მთელი ძალით” (ნაზად) ვუტყაპუნებდი. - საქონელო! - უცებ ხელები მომხვია და მიმიხუტა. - კაი ვიცი რო გიყვარვარ. - გაგიშვა? - ხელები შეასუსტა და მეც უფრო ავეკარი. - რას ვეღირსე! - ანის კივილი მირტყავდა თავში. - არ ჩხუბობთ? მე მეგონა ბალიშ… უი აქ გდია. აა… შერიგდით? - დავაი რა ანკკ. მოხვედით? - ხო და ვიძინებთ. აკო გადი. - აკო რა შუაშია? - მე და სალი ერთად ვწვებით. - ანიშკ დავაი… აკაკიმ მეორე ბალიშიც მოიქნია და პირდაპირ სახეში გაარტყა. - აბა მე რა ვქნა? - რომეოს მიუწექი. … მე და აკაკიმ ჩავიცვით და ის იყო გასასვლელად მოვემზადეთ, რომ მიყვირა აბიიტურიენტი აღარ ხარ გამოიპრანჭე თორე ნანერვიულებ კატას გავხარო. - საცურაო კოსტიუმიც ჩაიც… ვაიმე სალი! რა გამჭვირვალე კაბაა! - აუ საქუშ დავაი რა. - ხელი გადამხვია და გავედით. ჯერ ცოტა სანაპიროზე გავისეირნეთ, მერე რომელიღაც ბართან გავჩერდი. - შენი სტუნტობა არ უნდა აღვნიშნოთ? - ხო… სალაპარაკო გვაქვს. - ვერც კი გავიგე ისე შევაჭერი ულამაზეს ბარში და რომელიღაც მაგიდასთან დავჯექი. - ინგლისური ლიმონათი და… არაყი. ორი ლიმონათი. კიდევ… საჭმელები შენ აირჩიე დე… - პიცა. და … ვსო. დიდი. პეპერონი. - ვსო. - მიმტანს გავეკრიჭე. - აბა რა სალაპარაკო? - დაიკიდე. - უცნაურად ამოიდუდღუნა და საცეკვაოდ მიმიწვია. ისევ ავეკარი და თავი მხარზე დავადე. ხელიები მოვხვიე და თვალები დავხუჭე. - აკო… - ხო… - ხო ყველაფერი… ხო საქონელი ხარ… მარა ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ. - წყლიანი თვალებით ავხედე. - რა გჭირს? - მხრები ავიჩეჩე და ისევ მივეხუტე. ხმა არ ამომიღია ცუდ წინათგრძნობაზე. აი ჩემი წყევლაც. ცუდს არასდროს არავის ვეუბნები. არ მინდა ისინიც დავგრუზო. აკაკის მხრიდან ვიღაც ხუჭუჭა მომხვდა თვალში, უცნაურად იყურებოდა, მერე გაეღიმა და გაიხედა. ვჭამეთ და სანაპიროზე გავედით. ისევ გვერდიგვერდ მივაბოტებდით და აღარ მახსოვს რაზე… რაღაცაზე სიცილისგან ვიხეოდით. მერე უცებ ხელში ამიყვანა და დამატრიალა. - ჩემი კუ! - გისმენთ… - დამსვა და უცებ დასერიოზულდა. - მაშინებ. - სალაპარაკო გვაქვს სასუ… - ჰა? - მამაჩემი ისევ აპირებს ჩემს გაშვ… - სად? - რამ დაასუსლელა? სად მიშვებდა? - რუსეთში? მოიცა მოიც… ხო არ მეღადავები? შენ? ავია-პილ… არა! მე არ გიშვებ! - სასუ! ხო იცი მამაჩემი… თან მეც არაფერი მაქვს დაგეგმილი და ასე უნდ… - ხო ჩავაბარეთ? აკუ ხო მოხვდი? გრანტით აკუ! ამდენი ხანი ტყუილად ვმეცადინეობდით მე და შენ? აკუ მეღადავები ხო? თქვი! აკაკი გაიცინე! - კაი რა… ხო იცი ხშირად ჩამოვ… - აუ გაა*ვი რა! - ვუყვირე და გამოვბრუნდი. - სად მიდიხარ? - ნაბიჯიც არ გადმოდგა ჩემსკენ, თორემ მე მოვკვდე ხმა თუ გაგცე! - მაქსიმალურად დიდ ნაბიჯებს რაც შეიძლება სწრაფად ვადგამდი და ეშმაკის ბორბლიდან უკვე ანბანის კოშკთან ვიყავი, გავჩერდი და ჩამოვჯექი. - ცუდი! ცუდი! ცუდი! ცუდი! - ჩუმად ვდუდღუნებდი გაბრაზებული და მე… ყინულის დედოფალი ცრემლებს ვიშრობდი. თვალებს მუშტებით ვიზილავდი და ვსლუკუნებდი. მამამისს აკაკის სამხედრო სამსახურში მოწყობა უნდა. იქაც იქ იყო ერთ დროს და ყველამ იცის კაპიტანი კაკაბაძე. - ცუდი! ცუდი! - პატარა ბავშვის ტირილი გავიგე… მშობელი დაკარგე? - ზედმეტად უცნაურ და მოულოდნელ ხმაზე შევხტი და ლოყებ აწითლებულმა თვალები გავახილე. - გამარჯობა. - გაგიმარჯოს. - თვალები მოვიწმინდე და გვერდით მჯდომს კარგად დავაკვირდი. - რა გჭირს? - არაფერი. - აბა ტყვილა სლუკუნებდი? - კი… მიყვარს სლუკუნი. - უკმეხად ვუპასუხე და წამოვდექი. - მეც მიბრაზდები? - ც? - ხო აბა ცუდი ცუდიო ვიღაცაზე არ ამბობდი? - შენ… - ვანგას გარე ბიძაშვილი.- ნიკოფსიიდან დარუბანდაბდე ღიმილი აიკრო და ხელი გამომიწოდა. - შენთვის ნიკუშა. - მაჯამდე მთელი ხელი ტატუირებული ჰქონდა. ხელი ჩამოვართვი და ხელი გადმოვუტრიალე. - რა ლამაზია. - პირი დავაღე. - მოგწონს? - კი. - გავეკრიჭე და უკან დავიხიე. - კარგად ნიკუშა. - გაგაცილებ რა. - არა. - მაშინ… ვისეირნოთ. - არ… კაი.- ადგა და გვერდით მომიდგა… ჯერ ჩუმად მივდიოდით. სადღაც, ცირკთან კი უკვე ხმა ამოიღო. - რა გქვია? - სახელი. - კაი ერთი. - არ მინდა თქმა. - მკვლელი ხარ და იძებნები? - თავი გავაქიე. - ჯადოქარი ხარ? - ისევ. - უნდა მომკლა? უნდა გამქურდო? მცემო? უნდა… მივხვდი! პრინცესა ხარ და მალავ! - წარმოსახვის უნარი გაქვს პიკი! - ქალღმერთი? - ცოტა მაკლია ძაან. - აა… და მაგ პონტში მალავ ხო? - ხო? - რამდენი წლის ხარ? - პატარა… ხო კაი. 17-ის. - ვსო? - თავი დავუკარი. - თქვენ? - მე 20-ის. - ბებერო. - ლაწირაკო. - უცებ წინ გადავუდექი. - წავედი სახლში. - რატო? - უაზროდ ვარ. - ანუ… ერთფეროვნება არ გევასება. - მოცემულ მომენტში მეზიზღება. - გავეკრიჭე. - პატარა ბავშვივით ხარ. - ლოყებზე მომეფერა და უცნაურად მომაშტერდა. - ეგრე ნუ იქცევი. - როგორ? - ნუ მაშტერდები. არ მომწონს. - მრავალფეროვნება? - მრავალფეროვნება. - ხელი ჩამკიდა და სადღაც გამაქანა. მერე რომელიღაცა მანქანის კარი გამიღო. - მოდმუაზელ. - მე შევყონდი. - არ გიტაცებ.- ჩავჯექი და ღვედი გავიკეთე. ისიც საჭესთან მოჯდა. აკაკის რა ვუთხარი, თორემ ამ დროს უცხო ბიჭის მანქანაში რა ჩამსვამდა? მაგრამ ცოტა ძნელია მასში ეჭვი შეიტანო. ადამიანების კითხვა ძალიან კარგად გამომდის, მისი თბილი ნამდვილი ღიმილი კი ცოტ-ცოტა ნდობას მპარავს. - რატომ გაჩუმდი, ჭიამაია? - რა დამიძახე? - სიცილით გავხედე. - ჭიამაიას გავხარ. მრავალფეროვანს, ისე კი არა! - როგორ? - არ ვიცი. ოდესმე გავიგებ. - გამაგებინებ? - კი ბრატ. - ოკეი. - კითხვებს მიიგნორებ? - ცუდ ხასიათზე ვარ. - არადა… ცოტა ხნის წინ ბარში შეყვარებულზე აკვრული ცეკვავდი. - ის ხუჭუჭა შენ იყავი? - რა პირდაპირი ხარ! - ხო რავი… ჩემი შეყვარებული არაა. - ძაან კაი. - თუ შეყვარებული გეგონა… რატომ მომიჯექი ან… ოხ, რა მოხერხებული ხარ! - ბატონო? - გაეცინა და გამომხედა. - სიტუაცია გაშიფრე? სასოწარკვეთილი გოგო შეყვარებულთან ერთად იყო ბარში, მერე მარტო ტიროდა, შენც მომენტი ჩაიგდე ხელში და გოგო ააგდე? ნიკუშ! ნობელის პრემიას ჩემი… ვაი… ჩემი ხელით გადმოგცემ! - სიცილისგან ოთხად ვიკეცებოდი და თან ცრემლებს ვიშორებდი. - არა! - გაიბუსხა და მაქსიმალურად ცდილობდა ღიმილი შეეკავებინა. მეც უფრო და უფრო ვიცინოდი. - მორჩი? - გავსწორდი, ერთი კარგად ამოვიხვნეშე და ცრემლები მოვიშორე. - აუ რა ტიპი ხარ?! - მაგარი. - მართლა… - თქვი თუ ამბობ. - მანქანა სადღაც მიუყვებოდა და არ ჩერდებოდა. - არარელური. - ნიკუშ არ ნებდები? - ახალგაცნობილ ბიჭს როგორ უნდა ელაპარაკო არ იცი? - განსხვავებული ენაა საჭირო? - რავი არა? თავი რო მოაწონო ან გაეპრანჭო. ყველა გოგო სხვანაირია პირველ შეხვედრაზე. - ხო… ჩემი მოწონება თუ უნდათ ასეთი ვარ. წერტილი. სხვად და რაღაც უაზრო აბსტრაქციად ვერ… ვერ კი არა არ, ვიქცევი რომ ვიღაცას მოვეწონო. მე ეს ვარ და მგონი სრულიად საკმარისია! - მგონი საკმარისზე მეტი. ბევრად. - ხო? - კი. მოვედით. - სად ვართ? - ჩემს აღმოჩენილ სამოთხეში. - კარი გამიღო და გადამიყვანა. ზღვაზე ღამით არაერთხელ გავსულვარ, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული იყო. წვრილი კენჭი დავინახე თუ არა ჩემდა უნებურად გავიძრე სანდლები და ზღვისკენ გავიქეცი, კოჭებამდე შევედი და ჰორიზონტს გავხედე. არასდროს დამავიწყდება, ჩემი პირველი რეაქცია, როდესაც ზღვა დავინახე. უკვე 12 წლის ვიყავი და ცოტა არ იყოს შემაშინა. შემაშინა და ბევრ რამეზე დამაფიქრა. მაშინ მივხვდი რა პატარა ვიყავი ამ სამყაროში და მიუხედავად ამისა, რამდენი რამის შეცვლა შემეძლო რადგან მერქვა : ა დ ა მ ი ა ნ ი. პირველად შენასუნთქი ზღვის ჰაერი, დამეფიცება სხვა იყო და ასევე სხვა იყო ეს… ეს არ იყო ზღვა. ეს იყო რაღაც სხვა. კარი, სხვა სამყაროსკენ? არ ვიცი. სრულიად ლურჯი, კამკამა წყალი. ჩემ ფეხებთან კამკამა, მერე ცისფრდებოდა და ბოლოს ნამდვილ ლურჯი იყო, მერე იგივენაირ ლურჯ ცას ერწყმოდა და…მთვარე. მეზიზღება მთვარე. სულ მიყვარდა და გაჭირვებისას სულ მას მივმართავდი. მერე? მერე იმედი გამიცრუა. ადრე სულ მამშვიდებდა და დადგა მომენტი, როდესაც ის უძლური იყო. იმედგაცრუების და ლურჯის ეგოისტური მითვისების სურვილის მიუხედავად ეს ადგილი საშინლად მომეწონა. - მოგწონს? - ხუმრობ? - მოდი აქ. - ჩემდა უნებურად დავემორჩილე და უკან წავედი. - აქ არასდროს… - არავინ მოგიყვანია. როდესაც გიჭირს, აქ მოდიხარ. შენი ადგილია და ახლა თანაზიარს მხდი… ნიკუშ ბანალური ფრაზებით ჩემს დაკერვას მოეშვი და აღიარე, რომ სარფისკენ წახვედი და პირველივე ადგილზე გააჩერე, რაც მოგეწონა. - გავუღიმე და გვერდით მივუჯექი. წამოდგა და უკან, მთისკენ მიბრუნდა. - ჩემი მანქანის თავზე, ცოტა მარჯვნივ და ზემოთ დაუკვირდი… ხედავ? - ქოხს? - მე და მამამ ავაშენეთ. - დავდუმდი. - ანუ ამ შემთხვევაში ის ტექსტი… - რეალურია. - მის ზურგს უკან ვიდექი. დუმილი მაწვალებდა და რატომღაც თავს დამნაშავედ მაგრძნობინებდა. გამჭვირვალე შავი კაბა გადავიძრე და ლურჯი საცურაო კოსტუმით ნელა მოარული წავედი ზღვისკენ. ვგრძნობდი როგორ მაკვირდებოდა და მეც უფრო დიდი სიამოვნებით და უფრო ელეგანტურად მივაბიჯებდი. მერე როგორც იქნა ჩემი სხეული ზღვას შეუერთდა. თმა კოსად ავიკარი და შევცურე. - შორს არ წახვიდე რა! - გამომძახა. მეც ყურს მოვუყრუე და ცურვა გავნაგრძე. მერე თვალები დავხუჭე და ზურგზე გავწექი. მალე დინება ვიგრძენი და ისიც, როგორ მომიახლოვდა თბილი სხეული. - ტუჩები გაგილურჯდა, ჭიამაია. - მსიამოვნებს. - წელზე ხელი მომხვია და ვერტიკალურ მდგომარეობაში დამაბრუნა. - კარგი რა.- უსიტყვოდ მიმიკრო ტანზე ცალი ხელით. ჩემს გათბობას ცდილობდა. ემოციებისგან გადაღლილმა თავი მოვადუნე და უკან გადავაგდე. - დავიღალე. - ამოვიხვნეშე და გავცურე. პლაჟზე ავედი თუ არა მანქანისკენ გაიქცა და იქიდან პირსახოცით ხელში დაბრუნდა. - მე შევალ ცოტა ხნით. ხომ არ გეშინია? - თავი გავაქნიე და აკანკალებულმა პირსახოცი მოვიხვიე. თმაც გავიშალე და მხრებზე დავიყარე. წყლისკენ გაიქცა და უცებ შეხტა. მომწონდა როგორ უთამაშებდა სველი კულულები. მერე გავწექი და თვალები დავხუჭე. - ჭიამაია ჩაფიქრდა? - გვერდით მომიჯდა. საერთოდ არ ეტყობოდა სიცივის. - არ გცივა? - თავი გააქნია და გამომხედა. - რაზე ფიქრობს ჭიამაიაო? - არაფერზეო. - ისევ გავეკრჭე და “ღიმილითვე” გავხედე ცას. - ხო ბავშვური და საოცარი ღიმილი გაქვს, მაგრამ რა საშინელებაა იმის გააზრება რომ ყალბია. - ბატონო? - ყალბი ხარ. - ვიცი. - ნუ ხარ ყალბი. -სხვა შემთხვევაში, ჩემს გარშემო მყოფნი იქნებიან მოწყენილები. - ინტერესით სავსე თვალებით გამომხედა. - ოდესმე გყოლია ვინმე, ვინც იცი რომ შენზეა დამოკიდებული. იცი, რომ შენი იმედით უძლებს რაღაცეებს, რადგან იცის, შენ დაეხმარები. იცი, რომ თუ რამე დაგემართება, ის ძალიან ცუდად გახდება. გყოლია? - კი… რამოდენიმე. - ხო… მე ეგეთი ძალიან ბევრი მყავს. ვინც სრულადაა ჩემზე დამოკიდებული. ხოდა… ვიცი მე თუ გავტყდები, ისინი მე მომეწევიან და გამასწრებენ კიდეც. - და მაგიტომ შენ თავს ზღუდავ? - ჩემს თავს არაფერში ვზღუდავ. ყველაფრისგან ვიღებ მაქსიმუმს… მოკლედ, ბოლომდე ვერთობი. - ეგრე არ გამოვა. - როგორ? - ბოლომდე გართობის საშუალებას რომ აძლევ… ბოლომდე მოწყენის და რაღაცის ბოლომდე განცდის საშუალებაც უნდა მისცე. - არ არის მაგის დრო. - რას ამბობ, რომ შენს ცხოვრებაში შენივე ცუდად ყოფნის დრო არ არის? - ხო. დრო ისედაც ცოტა მაქვს და არ მინდა ცუდად ყოფნაში დავხარჯო. - სწორი სიტყვებია, მაგრამ არასწორად იგებ. ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ თვალი დახუჭო ცუდზე. არამედ ფართოდ გაახილო და ნელ-ნელა მოსპო. - ეგ შეუძლებელია. - არაა. - არის. - არაა. - რა გგონია. მოვსპო და იმ რამოდენიმეს დავუბრუნდები ვისაც ჩემი იმედი აქვს? - ხო. - მერე იგივე უნდა განმეორდეს. - აუცილებელია ცუდად იყო? - რა გგონია, ისინი ჩემთან რჩევის საკითხავად მოვლენ, მომიყვებიან როგორ უჭირთ, ან მარტო მე მაგრძნობინებენ და მე ამას არ განვიცდი? რა გგონია, ყოველი მათგანის პრობლემა ჩემზე მეტად არ მტკივა? - და შენ რას შვები? - ვეხმარები. - ყველას. - ვისაც შემიძლია. ვისაც არა, მხოლოდ გვერდში ვუდგავარ. - მხოლოდ? - ხო. - გაოცებული მიყურებდა. - ეგრე რატო მიყურებ? - შეშლილი ხარ? - არა. - ხო კარგი… ილაპარაკე რა. - რაზე? - რაც შენ გაწუხებს. - არა. - რატომ? - მერე, თავს დამნაშავედ ვიგრძნობ, რომ გეწუწუნე და დაგამძიმე. - მე ვერ დამამძიმებ. - და მაინც.- გაბრაზებულმა შემომხედა და მეც დავიწყე. - კარგი… უბრალოდ დაღლილი ვარ. - მერე განაგრძე… - მაინც ვეღარ ვნახავ ხვალ. აზრი? - დასვენება მინდა. - რისგან? - ყველასა და ყველაფრისგა. გაქცევა მინდა. ზოგჯერ მგონია ფრთებს გავშლი და გავფრინდები. შორს. ყველას დავი*იდებ და ასე უბრალოდ წავალ. სულ მარტო ვიცხოვრებ. ჩემთვის. - და ვინმე არ გინდა? - ის ვინმე ოდესმე დამტოვებს. - მას შენ დაჭირდები. - მაშინ მისგან გაქცევაც მომიწევს. მე ვიცი, რომ თუ ადამიანს რაღაც არ სჭირდება, ადრე თუ გვიან ტოვებს მას. მე კი არ მინდა ვინმეს ვჭირდებოდე. ადამიანის გაშვებას კი სიკვდილი მირჩევნია. - სიყვარულის არ გჯერა? - ეგეც წავა. - ანუ რას ამბობ? - მარტო დავიბადე და მარტო წავალ. არ მინდა ვინმეს მივეჩვიო. მერე წავლენ და… - ამოვისლუკუნე და სახე ხელებში ჩავრგე. - აკაკი მიდის. - სად? - რუსეთში და… ის… ის… - გიყვარს? - ჩემი ყველაფერია. მის გარეშე ვერაფერი წარმომიდგენია. - რომ უთხრა? - იცის. - მასაც უყვარხარ? - რა თქმა უნდა. ძმაკაცია. უბრალოდ ძმაკაცი კი არა. ძმა- კაცი. კაცი, რომელიც ძმაა. ხვდები? - მოიცა… მეგობარია? - ხო. მოიცა… აბა რა გეგონა? არა! აკაკი ჩემი ძმაა. - ეგ უფრო რთული საქმე ყოფილა. - კი. - ხელები მომხვია და თავის კალთაში გადამსვა. - დამშვიდდი. - როგორ? მიდის. - შენი ცუდად ყოფნა რას უშველის? - მე… უბრალოდ… რამდენი ხანია არ მიტირია. დღეს კი თვალები დავისივე. ვერ ხვდები. - ვხვდები. - მაშინ… - არის შანსი, რომ დააბრუნო? - არ ვიცი. - მე იცი რა ვიცი? - რა? - გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. - ხო? ასე დარწმუნებით. - კი. და ისიც ვიცი, რომ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ. - საიდან? - გამართულად ლაპარაკობ, გულწრფელი და პირდაპირი ხარ. ზრდილობისა და ტაქტიანობის ფარგლებში. ამ ყველაფერს ჭკუა უნდა რადგან აშკარად ყველაფერი გააზრებული გაქვს. - ხელები მეც მოვხვიე და სახე მის კისერში ჩავრგე. - ჩვენ ხვალ აღარ შევხვდებით. - შესაძლოა. - მერე? - სადმე ისევ გადაგეყრები. - და რა მოხდება? - აწყლიანებული თვალებით ქვემოდან ვუყურებდი. - ეს მალე თუ მოხდა, აუცილებლად მივალთ ერთმანეთთან და გაგვიხარდება. მერე კიდევ ბევრჯერ გადავეყრებით ერთმანეთს. - თუ მალე არა..? - მე ცოლთან ერთად ვიქნები და შენს დანახვისას მივხვდები, რომ ჩემი ცოლი არ შემეფერება. - რატომ? - რადგან შენ იდეალური ხარ. - იქნებ მისი არაიდეალურობა შეგიყვარდეს? - არც შენ ხარ იდეალური. - მაბნევ. - შენც. - გამიღიმა და ამაყენა. თვითონაც წამოდგა. - უკვე გვიანია, მაი. - რა დამიძახე? - მაი. ჭია-ჭია-მაია. - გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. კაბა გადავიცვი და მანქანაში ჩავჯექი. რაღაც მძიმე აურა იყო. აშკარად სიჩუმეს იწვევდა, ფაქტი, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვშორებულიყავით. მანქანა ჩვენს სახლთან გააჩერა. - ნიკუ… - ხო… - თუ მალე დამინახავ, ხომ აუცილებლად მოხვალ? - ხო. - მპირდები? - გპირდები. - თუ გვიან იყო. - მე მაინც მოვალ. - რატომ? - ერთხელ ვცხოვრობთ. - მზე ამოდის. - მთებს გავხედე და ჩემდა უნებურად გამეღიმა. - არ მიყვარს მზის ამოსვლა. - არც მე. - მხოლოდ დღეს მეყვარება. - რატო? - ზოგადად არ მიყვარს, რადგან ვხვდები, კიდევ ერთი დღე დავკარგე. ახლა კი ზუსტად ვიცი, ეს დღე არ დამიკარგავს. - კარგად ნიკუშა. - კარგად მაი. - გამიღიმა. მეც გადავედი და სახლში შევირბინე. ------------------- ბევრ ბევრ რამეს ვაპირებ ამ ისტორიაში. დაახლოებით ვიცი რაც მოხდება და როგორც. დიდი იქნება სავარაუდოდ და... რა ვიცი. შეაფასეთ რა. მე მაინც ჯიუტად ვაპირებ დაწერას. თქვენ ის თქვით თუ მოგეწონათ, დავდო თუ არა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.