შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბატონი 1 თავი


13-08-2017, 14:19
ავტორი bethelimit
ნანახია 1 390

ქარიანი საღამო იყო. ციოდა. ქალაქში სიჩუმე ჩამოწოლილიყო. თუ არ ჩავთვლით ქარს, რომელიც ხმაურით ეხეთქებოდა ყველაფერს და ყველგან თავის კვალს ტოვებდა. სტელტონი სულ მარტოდმარტო დაეხეტებოდა ქუჩებში და ამით სიამოვნებას იღებდა, რადგან დროებით მაინც ავიწყდებოდა თავისი დარდი. მიდიოდა, მაგრამ სად არც აინტერესებდა. თავის ფიქრებში იყო გართული უცებ გულის გამაწვრილებელმა სიგნალიზაციის ხმამ ტალღასავით, რომ გადაფარა მთელი ქალაქი.

ყურადღება ნექსუსელებო!!!
ვაცხადებ თავდაცვითი და შეიარაღებული ძალების სრულ მზადყოფნას! პლანეტაზე უცხო პირია!
ვიმეორებ, პლანეტაზე უცხო პირია!
ყველა, დიდი თუ პატარა, იმ ადგილისკენ მიემართებოდა ფეხაჩქარებითა და დაუოკებელი ინტერესით, საითაც შეკრებილიყვნენ სამხედროები.
იქ მისულები, მოულოდნელი სანახაობით გაოცებულები, პირიდან გაურკვეველი ბგერების ამოშვებითა და ყრუ შეძახილებით გამოხატავდნენ თავიანთ განცვიფრებას.
-სტელტონ - დაუყვირა იმავე მიმართულებით გაქცეულ ბიჭს გოგონამ - სტელტონ, მოიცადე.
-გისმენ ლა - იძულებით გაჩერებულმა, გაღიზიანებულმა გამოხედა მომავალს და შედგა
-ძალიან უყურადღებოდ დადიხარ სტელტონ, როგორ შეიძლება - ამოიქაქანა სირბილით დაღლილმა გოგომ
-ახლა ამის დრო არ არის, რაღაც ხდება ქალაქის შემოსასვლელთან, უნდა წავიდე! - უცებ მიაყარა და შეტრიალდა გზის გასაგრძელებლად - თუ გამოყოლას აპირებ, უბრალოდ გთხოვ, ჩუმად იყავი კარგი?
-კარგი - უპასუხა გულნატკენმა და გვერდში ამოუდგა.
აღთქმული მდუმარებით მიიკვლევდნენ ადამიანებით გადავსებულ მოედანს. ირგვლივ ვერაფერს დაინახავდით, გარდა შეშინებული, ინტერესიანი, შემაშფოთებელი მზერების, ავისმომასწავებელი გარემოსა და დაზაფრული ჩურჩულით შეპყრობილი ხალხისა.
საბოლოოდ ჩამოიტოვეს ბრბოს ჯგუფიც და მიაღწიეს გასასვლელს.
-სტელტონ შეხედე - წამოიყვირა მოულოდნელობით გამოწვეული გაკვირვებისგან ლამ
-დაწყნარდი და შემახედე - მაქსიმალური მოთმინებით ჩაილაპარაკა და თავი წინ წამოწია
-უკან დაიხიეთ გოგონა , ეს უკვე საშიში ზონაა - ერთ-ერთმა ფორმიანმა შეაჩერა წინ წასული ლა
-არაუშავს, ჩემთან ერთად არის, არაფერი ემუქრება
-ბოდიშს გიხდით ბატონო სტელტონ, ვერ გიცანით ყოველდღიურ ტანისამოსში - თავი დახარა უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილმა კაცმა -ეგ არაფერი, შენ ის მითხარი რა ხდება აქ?!
-ისევ დედამიწიდან გვყავს სტუმარი, უკვე ზედიზედ მეორე შემთხვევაა ეს
-დედამიწიდან? - წამოიყვირა აღელვებულმა გოგომ - რა უნდათ? რას გადაგვეკიდნენ? რა ვერ აკმაყოფილებთ თავიანთ პლანეტაზე ჩვენ რომ გვისახლდებიან?
-კარგი გეყოს, ამდენი ლაპარაკით ვერაფერს ვუშველით - მხარზე ფრთხილად ჩამოუსვა ხელი სტელტონმა და ისევ სამხედროს მიუბრუნდა
-ბატონი გაბიტე აქ ხომ არ არის?
-არა, როგორც ვიცი შეუძლოდაა. ალბათ დღეს მაინც მოუწევს ხალხს მიმართოს საჯაროდ. ყველა აფორიაქებულია, ძლივს შევაჩერეთ, რომ არ მისულიყვნენ დედამიწელთან
-კარგი, მიმიშვით მასთან
-მეც წამოვალ - თვალებში სიბრაზის ნაპერწკალმა გაურბინა ლას
-არა, არც კი იფიქრო, ან აქ დარჩები ან კიდე გაბრუნდები ახლავე სახლში
-სტელტონ გთხოვ , მართლა არაფერს ვიტყვი, გპირდები
-არათქო და ვსო, ესეც რომ არა თანამაშრომლების გარდა სხვა პირის შესვლა აკრძალულია, იცი ეს შენ კარგად.
მისთვის მეტი აღარაფერი უთქვამს, ბიჭს დაავალა თვალყურის დევნება, თვითონ კი უცხო სხეულისკენ დაიძრა.
რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო უფორიაქდებოდა გული. განა იმიტომ, რომ ეშინოდა, არა! უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანებს, მითუმეტეს ნექსუსელებს გვჩვევია რაიმე უცხოს შეცნობისას, სიახლისკენ სწრაფვისას აღელვება.
არც სტელტონი ყოფილა გამონაკლისი. გული გამალებით უცემდა, ცივი ოფლი ასხავდა და დაუოკებელი ცნობისმოყვარეობის დამალვას ცდილობდა. მრავალწლიანმა სამხედრო სამსახურმა შეაჩვია ყოველივე ამას, თუმცა ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, უშფოთველად მძინარე უცხო გოგონამ მაინც მოახერხა მისი გატეხვა, შინაგანი სამყაროს იძულებით გადმოფრქვევა და შერწყმა გარეგანთან.
როგორც იქნა , გალია ერთი შეხედვით მოკლე, თუმცა მოთმინება დაკარგული ადამიანისთვის დაუსრულებელი გზა და მიაღწია მათთან
-გამარჯობა
-გამარჯობა სტელტონ - ღიმილით მიესალმა დიდი ხნის ნაცნობს ექიმიც, ინსტრუმენტებით დაკავებული ხელი სახელოს მხრიდან ჩამოართვა და ისევ გააგრძელა დედამიწელის გასინჯვა
-როგორ არის საქმე ? ცოცხალია? მოვა გონს?
-ვფიქრობ რომ მოვა , თუმცა აშკარაა რომ დიდი სტრესი გადაიტანა სანამ ჩვენამდე მოაღწია - წამიერად შედგა, თვალები მოჭუტა, თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდაო და მალევე მიაპყრო მზერა მოსაუბრეს - ხვალამდე არამგონია გამოფხიზლდეს
-მანამდე სად იქნება ?
-ჯერ ლაბორატორიაში, შემდეგ იზოლირებულ ოთახში მოვათავსებთ. გარისკვა არ ღირს, არ ვიცით რა განძრახვით არის მოსული, ხომ გესმის?
-მესმის რათქმაუნდა - თავი დაუქნია და ეჭვის თვალით გადახედა გოგონას უმანკო სახეზე. ორიოდე წუთს უყურა დაჟინებით, ბოლოს გამოემშვიდობა ექიმს და ნელი ნაბიჯით დაბრუნდა ლასთან.
-რახდება? ცოცხალია? გონზეა?-ერთიმეორეს მიყოლებით მიაყარა კითხვები საფიქრალში ჩავარდნილმა ლამ და მიაშტერდა ბიჭს სახეზე
-ცოცხალია, მაგრამ სავარაუდოდ ხვალამდე ვერ გამოფხიზლდება
-და ახლა რა მოხდება?
-კარგი რა ლა, რატომ იღლი თავს ამაზე ფიქრით. ნუ დარდობ, ყველაფერი კარგად იქნება.
-იქნებ დედამიწელი არც არის და საერთოდ სხვა არსებაა, ძალიან ბოროტი?
-არვიცი, მოდი როგავარკვევთ ყველაფერს მერე ვილაპარაკოთ, ჯერ რაღაც დასკვნების გამოტანა უაზრობაა - აგრძნობინა, რომ ამ სიტყვებით დასრულებული იყო თემის განხილვა. ხელით ნელა უბიძგა გოგონას იმ მიმართულებით საიდანაც მოვიდნენ და მასთან ერთად გაუყვა, ჩაფიქრებული, გზას.
____________________________________
არემარე უფრო და უფრო იქუფრებოდა, თითქოს უცხო მიწის შვილის განდევნას ცდილობდა თავისი სივრციდან, ისევე როგორც დედის ორგანიზმი პატარა უმანკო არსების, რომელიც ჯერ დაბადებულიც კიარარის, თუმცა მეტადრე განწირულია ცხოვრებისგან. თითქოს ეს არიყო საკმარისი, ცასაც მკვდრისფერი დასდებოდა. ბუნება გრძნობდა ყველაფერს... იმ წარსულს, აწმყოს და შესაძლო მომავალსაც.
ახოვანმა, სათნო გარეგნობის, ოდნავ შევერცხლილ თმიანმა მამაკაცმა წამის მეასედში გადაკვეთა უზარმაზარი ჰოლი და კარზე ფრთხილად დააკაკუნა, როგორც სჩვევია, ორჯერ
-შემოდი აფენ - გაისმა კარს უკან დაუძლურებული ხმა
-მითხრეს რომ მეძახდით ბატონო გაბიტე, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
შავი კედლებით გარშემორტყმული ოთახი, უარესად ჩაბნელებულიყო. შესვლისთანავე იგრძნობდით მძიმე, რაღაცნაირ, თავისებური უცნაურობითა და იდუმალებით გაჟღენთილ აურას, რომელიც კარის გაღებისთანავე სახეში მოგხვდებოდათ. ერთი შეხედვითაც მიხვდებოდით, რომ ეს ოთახი ბევრს იტევდა. ბევრ სიტყვას, დიდ ისტორიას და რაც მთავარია სულისგამყინავ მომავალს.
-სიმართლე მითხარი, მართალია ყველაფერი ეს რაც გავიგე? - ნერვულად გადაისვა ხელი შავ, მოგრძო თმაზე და მამაკაცს დაჟინებით შეაშტერდა თვალებში.
-ვშიშობ რომ მართალია
-ახლა სად არის?
-ახლა ცდილობენ შეისწავლონ და გაარკვიონ ისიც ჩვენნაირია თუ არა
-თავად ნახე? შენთვითონ დაინახე აფენ?
-რაღა დაგიმალოთ და შორიდან მოვკარი თვალი
-როგორია? - სულმოუთქმელობა გამოეხატა სახეზე გაბიტეს
-სიმართლე გითხრათ ნორმალურად ვერგავარჩიე, მოშორებით ვიდექი, მაგრამ... - თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა დაიწყო თუარა იმწამსვე გაჩერდა და დაბნეული თვალები მიაპყრო ბატონს
-რა მაგრამ? რის თქმას აპირებდი? რამეს მიმალავ?
-არა, უბრალოდ ვერ ვხვდები თქვენი ასეთი უცნაური აფორიაქების მიზეზს, სხვა არაფერი
-აფორიაქების? - გეგონება დანაშაულზე წაასწრესო, წამიერად დაიბნა გაბიტე, ნერვულად მოისვა შუბლზე ხელი, ერთი გემრიელად შეისუნთქა ჰაერი და მოეშვა - არა, უბრალოდ... აფენ
-გისმენთ ბატონო
-მიმიყვანე მასთან, სასწრაფოდ - უეცრად შეეცვალა განწყობა, წამოვარდა ფეხზე, თუმცა დასუსტებულმა ორგანიზმმა არ გაუშვა და ისევე მიაჯაჭვა საწოლს, როგორც აქამდე
-ბოდიში, მაგრამ ვერ შეგისრულებთ ამ თხოვნას, ჯობს იწვეთ, ხომ ხედავთ თავადაც, რომ სუსტად ხართ
-ნუ მეწინააღმდეგები, ნუ მაიძულებ რომ ეს მარტომ გავაკეთო - ხელმეორედ წამოიწია, ამჯერად ნელა, ცალი ხელი მოსაუბრეს გაუწოდა დასაყრდენად და მძიმედ წამოდგა - ვსო, კარგად ვარ, წავედით
ამდენი უმადობის, თავის თავთან ჩაკეტვისა და დაუსრულებელი შინაგანი ტანჯვისგან გამოფიტული, იმდენად იყო იმ წამს შეპყრობილი ფიქრებით, რომ გზად აღარც ესმოდა აფენის გამაფრთხილებელი საუბარი. ჯიუტად მიიკვლევდა უცნობთან მიმავალ ბილიკს. იმ წამს საკუთარი სახელიც რომ გეკითხათ, ალბათ ვერ გიპასუხებდათ, აღარაფერი აინტერესებდა, გარდა ერთისა - უცნაურად მოვლენილი გოგონას ხილვის , სულის გამტოკებელი სურვილისა!
შენობაში შესვლისთანავე ერთიანად დაძაბული სხეული მოეშვა. უკვე აღარაფერზე ნერვიულობდა. მთელი არსით შეიგრძნო რომ სულ რამდენიმე წამში შეძლებდა მის ნახვას. ტემპს უკლო და აფენთან ერთად განაგრძო სვლა
-გამარჯობათ ბატონო გაბიტე, გელოდებოდით
-გამარჯობა ფეტუს
-ახლავე შებრძანდებით?
-კი ახლავე, ხომ არავინ ყოფილა ჩემს მოსვლამდე?
-არა რათქმაუნდა, მხოლოდ ექიმებს და უფოლოგებს მივეცით შესვლის უფლება
-კარგი, მაშინ რაღას ვუცდით, შემიყვანე მასთან
-აქეთ მობრძანდით - ხელი საიმედოდ დაცული ოთახისკენ გაიშვირა და მისკენ გაუძღვა.
შესვლისთანავე წაბორძიკდა. ერთ წამს ისიც კი იფიქრა გავიქცევი აქედანო, მაგრამ მაშინვე უკუაგდო ეს ფიქრები და ოთახის შუაში, უგონოდ მყოფ გოგოს ჰკიდა თვალი. მუცელში უსიამოვნება შეპარულმა სიამოვნებამ გაჰკრა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ორი ნაბიჯით დაწინაურდა. რამდენიმე წამით დააკვირდა გოგონას ფითქინა, კალმით მოხატულ სახესა და კუპრივით შავ, წელამდე თმას. ისიც კი იფიქრა, აქამდე მსგავსი არაფერი მინახავსო და თვალების ფერის ნახვის სურვილით შეპყრობილმა ნელ-ნელა მიუახლოვა სახე
-არ მეგონა მთლად ასეთი თუ იქნებოდი, ასეთს თუ დაგიმსახურებდი - სიმწრით ჩაეღიმა გაბიტეს, თავი სინანულით გააქნია და ახლა თვალებზე გადაატარა გოგონას თავისი თლილი თითები.
-ხო შეიძლებოდა სხვა გარემოში, სხვა დროს გვენახა ერთმანეთი?
ჯანდაბა... რატომ მაინც და მაინც ასე? - ვეღარც აზროვნებდა ნორმალურად, ისედაც დასუსტებული უარესად დასუსტებულიყო. ამ აგონიაში, მდუმარედ მყოფმა ნათლად დაინახა როგორ გაახილა გოგონამ უეცრად თვალები, თუმცა სიხარულის ნაცვლად სასწრაფოდ გამოვარდა ოთახიდან და აფენს სახლში წაყვანა სთხოვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent