შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სტუმარი


13-08-2017, 15:48
ავტორი lola
ნანახია 2 896

ოთხშაბათი საღამო იყო,ჰამაკში მჯდომი ქუჩას გავცქეროდი,ჩაფიქრებულს ვარდის საამო სურნელი თავ-გზას მირევდა.არ მახსოვს როდის ჩამეძინა, კომფორტულად მოკალათებული ტკბილ ზმანებას მივცემოდი, აგვისტოს დასაწყისისთვის შუეფერებელი ამინდი იყო...ციოდა,ყელიანი წინდები მეცვა, ქუჩაში სიუმეს დაესადგურებინა,ლამპიონის შუქზე მოთამაშე პეპლები არღვევდნენ მყუდროებას, შორიდან ძაღლის ყეფის ხმა ჩამესმოდა, მეზობელი სახლიდან კი ყრუ სიცილი მოისმოდა
-ნანიკო გაიღვიძე.ჩემ ყურთასმენას უცნობი მაგრამ ამავდროულად ნაცნობი ხმა მოსწვდა
ყურადღება არ მივაქციე,მეგონა სიზმარში მეძახდა ვიღაც
-გაიღვიძე. ახლა უფრო მკაფიოდ მომესმა ხმა, შეშფოთებულმა თვალები გავახილე,სიბნელე იყო,ლამპიონების მკრთალი შუქი კი ჩემ თვალდახედვამდე ძლივს აღწევდა,სიბნელეს მოეცვა ირგვლივ ყოველივე.ხელები ავაფათურე, მივხვდი ჩემ ოთახში არ ვიყავი,გაოცებული ფეხზე წამოვდექი ,ძილისგან გაბრუებულს გამიჭირდა ნაბიჯის გადადგმა,გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ რაღაც მაგარს დავეჯახე,მტკივნეული იყო, წამოვიკვნესე და იქაურობას ერთი ორად შევუკურთხე დედა.სრულიად მოულოდნელად ქუჩიდან სიცილის ხმა შემომესმა
-სიბნელეში ორინტირება გიჭირს?
-ვინ ხარ? მკაცრი ხმით ვკითხე, მღელვარების დამალვა მინდოდა, მაგრამ აშკარა იყო შიში შემეპარა ხმაში, თვალები მოვჭუტე ვცადე ღობის ნაჭვრეტებიდან დამენახა,მაგრამ უკუნით სიბნელეში ვერაფერი გავარჩიე.
ფეხის ხმა მომესმა, ჩემსკენ მოდიოდა,ღობესთან შეწყდა,ძლივს ვარჩევდი წყვდიადისგან მის სილუეტსა,რამდენიმე წამში კი ისევ გაუჩინარდა, ვცადე ნაბიჯი გადამედგა, ადგილიდან განძრევაც ვერ შევძელი, თითქოს გავიყინე, გავქვავდი, მკვდარივით გავფითრდი და მასსავით უმოძრაო გავხდი
ზურგს უკნიდან სუნთქვის ხმა მომესმა, შეტრიალება ვერ გავბედე, მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი, განაჩენის გამოტანის მოლოდინში მყოფ პატიმარს დავემსგავსე. თანდათან უფრო მკაფიოდ მომესმა მისი რიტმული გულისცემა, მიახლოვდებოდა, გული გამალებით მიცემდა, აღელვებულ ღვასავით აწყდებოდა გულ-მკერს, თითქოს გაქცევას ლამობდა.
სულ რამდენიმე წამში მისი სურნელიც შევიგრძენი, უცხო და მძაფრი სასიამოვნოდ ტკბილი იყო იმდენად ტკბილი, რომ ცდუნებას ვერ გაუძლებდა კაცი.
ჩუმად იდგა,მეც გავინაბე, ვცდილობდი ცრემლები დამემალა,გაქცევა დავაპირე, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა, ადგილიდან არ იძროდა, კივილიც არ შემეძლო,რადგან ყელში ბურთი გამჩხეროდა
ვიგრძენი როგორ შეეხო მისი ხელები ჩემ თმას, ყურს უკან გადამიწია,უფრო ახლოს მოიწია, ხარბად შეისუნთქა ჩემი სურნელი,მისი სუნთქვა მელამუნებოდა,ცხელი ტუჩები კისერზე შემახო, გამაჟრჟოლა თითქოს მთელ ტანში დენმა გამიარა,მუხლები მომეკვეთა, მიწაზე დავეცემოდი რომ არა მისი ხელები,მსხვერპლივით მომიქცია მკლავებში,ცივი თითები შიშველ მკლავებზე ნაზად დამისვა.
იმ მომენტში მინდოდა თვალები გამეხილა და გამოვფხიზლებულიყავი,მე კი ამის მაგივრად ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან,როგორც კი ცხელი ცრემლები ხელებზე დაეცა უცნობს
მშვიდად გამიშვა,უკან დაიხია,წყვდიადს შეუერთდა და ისევ გაუჩინარდა.
თავი ღამის კოშმარში მეგონა, სახლამდე ძლივს მივაღწიე, ჩუმად ავიპარე ოთახში, ჩავიკეტე და კოშმარიდან თავის დაღწევა ვცადე, ცხელი წყლის ქვეშ ატირებულმა მაგრად დავიხეხე სხეული,ნატკენი ფეხი უფრო მეტად ამტკივდა, ნახევრად სველი ლოგინში ჩავწექი,შეშინებულმა და აკანკალებულმა საბანი გადმოვიფარე თავზე,ცრემლები ისევ თავისით მოდიოდა,პირზე ხელი ავიფარე და ვეცადე ხმა არ ამომეღო, არ მინდოდა ვინმე გამეღვიძებინა,მთელი ღამის უძილოს გამთენიისას ჩამეძინა
მეორე დღეს გვიან გავიღვიძე, მოღრუბლული ამინდი ჩანდა, გრილოდა, ადგომას არ ვჩქარობდი,ლოგინში ნებივრობა მინდოდა, წუხანდელი ამბავი უცნაურ სიზმრად ჩავთვალე,გონებას ვაძალებდი მის დავიწყებას, მაგრამ ნატკენი ფეხი ამბის სიცხადეზე მეტყველებდა
-ჩემი სახელი იცოდა. გაკვირვებულმა წამოვიძახე, მხოლოდ ახლა გამახსენდა ეს ფაქტი
-სადმე მყავს ნანახი? ვიცნობ? ვიცი კი საერთოდ ვინ არის? ვცდილობდი პასუხები მეპოვა კითხვებზე,რომელიც შიგნიდან მიჭამდა გულს, სანაცვლოდ კი უფრო მეტი შეკითხვა დამებადა, რომელიც ისევ პასუხ გაუცემელი დარჩა
2საათი ხდებოდა, მე კიდე ისევ ლოგინში ვიწექი,მუცელმა შემაწუხა ამიტომ ადგომა გადავწყვიტე, ნატკენი ფეხი ჩამლურჯებოდა,სიარული შემეძლო, მაგრამ კოჭის არეში მაინც ვგრძნობდი ტკივილს. ფარდები გავწიე, შავი ღრუბელი ნელა მიიზლაზნებოდა, ცას წარბები შეეკრა, აშკარა იყო უნდა ეწვიმა, სიმართლე ითქვას გამეხარდა, წვიმა მიყვარდა, განსაკუთრებით ზაფხულის წვიმა,რამდენჯერ ვმჯდარვარ აივანზე სარწეველა სკამზე მჯდომი ყავის ჭიქით ხელში,გადავეშვებოდი ფიქრების მორევში და ვერც კი ვამჩნევდი როგორ გადიოდა დრო, რამდენჯერ დამიღამებია და გამითენებია დღე, ჭიქაც გადამვარდია და გამიტეყავს,დაფეთებული ფეხზე წამოვხტარვარ და დამიწუწუნია "დროა გაიზარდო", მაგრანმ ნათქვამია "ჩვეულება რჯულზე უარესიაო", ამ მოლო დროსაც უცნაური რამ დამჩემდა,ჰამაკში ძილი,წუხანდელის შემდეკ კი მეეჭვება კიდევ მომინდეს იქ დარჩენა.
საწოლი ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვედი, არ მინდოდა ბებიას შევენიშნე,საუზმეს არ დავესწარი ნაწყენი იქნებოდა
-უშენოდ მივირთვით.ბებიას უკმაყოფილო ხმა მომესმა ზურგს უკნიდან
-დამეძინა მაპატიე, მისკენ შევტრიალდი
-უპეები ჩაშავებული გაქვს,გვიან დაიძინე?
-წიგნის კითხვას შევყევი.ვიცრუე, მღელვარების დაფარვის გამო კი ყურადება სხვა რაღაცაზე გადავიტანე,ბებიას არ გამოპარვია ჩემი ღამით გვიან სახში დაბრუნება, ამიტომ შეტევაზე გადმოვიდა
-ნუ მატყუებ ნანიკო, სახეზე გაწერია ყველაფერი, ეცადე ამის მერე ჰამაკში აღარ ჩაგეძინოს
-ვეცდები
-ოჰო რაო ლამაზო გაიღვიძე? თინანო სიცილით გამოვიდა სამზარეულოდან
-ლენა დაანებე ბავშვს თავი, ვერ ხედავ როგორი გაფითრებულია, შენი ჩხუბი-ღა აკლია, მოდი ბიძაშვილო საჭმელი ჭამე, თორე ბებიაშენი საღამომდე მშიერა დაგტოვებს
-გამოუჩნდა დამცველი. უკმეხად წარმოთქვა ბებიამ,შემდეგ კი გაგვეცალა
-რაო რა დააშავე? სიცილით მკითხა თინანომ
-გვიან დავიძინე და საუზმეზე ვერ მოგისწარით
-გვიან დაიძინე... ნუ შენ ასაკში მეც ეგრე ვიყავი, შეყვარებული როცა ხარ...
ნერწყვი ძლივს გადავყლაპე,ვიუარე შეყვარებული არ ვარ მეთქი,სანაცვლოდკი უფრო მეტად დამცინა
საუზმის დასრულების შემდეგ ეზოში გამოვედი, გრილოდა, ქურთუკი მოვისხი, კიბეები ჩავირბინე და ქუჩაში გავაბიჯე,აღმართს ავუყევი დაცარიელებულ ქუჩაში მხოლოდ საკუთარი ფეხის ხმა მესმოდა,ვცადე საკუთარ ფიქრებთან მარტო დავრჩენილიყავი.
ცა ნელ-ნელა უფრო იქუფრებოდა, შავმა ღრუბლებმა ერთად მოიყარეს თავი, თითქოს საჭირ-ბოროტო საქმეზე ბჭობდნენ, წვიმა ნელა მოდიოდა,ჩემ ფეხის ხმასთან ერთად წვიმის წკაპუნიც მესმოდა, მიუხედავად იმისა რო ვსველდებოდი მაინც წინ მივიწევდი
-სად მიდიხარ? ნაცნობი ხმა მომესმა,თომა უკვე გვერდით მედგა
-გავისეირნოთ გინდა?
-მაგრამ წვიმს, შენ კიდე სულ გალუმპულხარ
-მომყვებოდი?
-შენთან სახლში ვიყავი, თინანომ მითხრა რო ქუჩაში გამოხვედი,წამოდი შინ დავბრუნდეთ
-შენ წადი, მე კიდე ცოტას გავივლი. გაბუსხულმა ვუთხარი და წინ გავიჭერი
-ჩემთან წავიდეთ
-სულ სველი ვარ, მანქანაში ვერ ჩავჯდები
-არაუშავს გაშრება,შენთვისაც გამოვძებნი სახლში ტანსაცმელს. სიცილით მითხრა და მანქანისკენ წავიდა
ვიდექი და ვუყურებდი ბავშვობის მეგობარს,რომელსაც ვერ კი ვცნობდი,იმდენად შეცვლილიყო,გაზრდილი და დავაჟკაცებული,წვერიც ამოსვლოდა,შავი თვალები კი ისევ უელავდა,ისევ ეშმაკური გამოხედვა ჰქონდა,თითქოს გონებაში რაღაცის გაფუჭებას ფიქრობდა,როგორც ბავშობაში.
-არ მოდიხარ?
სირბილით უკან დავეწიე,მანქანაში უხერხულად ვიჯექი ის კი მთელი გზა დამცინოდა.
-თაკოს გაეხარდება შენი ნახვა.ეზოში შესულს მითხრა თომამ, სახლის კარებზე დააკაკუნა და რამდენიმე წამში თაკო დეიდამაც გამოგვხედა
-სველ შვილებს მიიღებ დე?
-დატუქსვა თქვენზე აღარ ჭრის. სიცილით გვითხრა
მართლა შვილივით ვუყვარდი,მთელ ზაფხულს ერთად ვატარებდით მე და თომა,დილიდან საღამომდე ერთმანეთს ვუშლიდით ნერვებს,მახსოვს ერთხელ ველოსიპედს მუხრუჭები გაუფუჩა,სულ ჩალურჯებული დავდიოდი ორი კვირა,თაკო დეიდამ დასაჯა და ორი კვირა თავს დამტრიალებდა,თითის დატკაცუნებაზე სტარტზე იდგა,როგორ ვნატრობდი კიდევ დიდხანს ვყოფილიყავით ისე,მშვენივრად ვერთობოდით, საღამოობით ვსეირნობდით,მდინარეზე ვიპარებოდით,გალუმპულები კი სახლში მისვლას ვერ ვბედავდით, რამდენჯერ მოგვიპარავს თხილი, კაკალსაც ვეპარებოდით, სასკოლოდ კი დაშავებული ხელების გათეთრებას ვცდილობდით.
-დიდი ხანია ჩამოხვედი ნანიკო? თაკო დეიდამ პირსახოცები მოგვიტანა და თავისივე ხელით დაიწყო ჩემი თმის გამშრალება
-უკვე მეორე თვეა აქ ვარ
-თომას კიდე არაფერი უთქვამს. უკმაყოფილოდ გახედა,მეც წარბი ავუწიე, თავის გამართლება სცადა მაგრამ მიხვდა რო შანსი არ ჰქონდა.
გამშრალებას რო მოვრჩით ვისადილეთ,ბავშვობის ამბები გავიხსენეთ,ცოტა დავისვენეთ, მერე კი ისევ სახლში მომიყვანა თომამ.ტანზე მისი განიერი შარვალი და უფრო განიერი მაისური მეცვა, მანქანიდან გადმოსულმა შევნიშნე ბიჭები შეკრებილიყვნენ ჩემი სახლის მეზობლად, იმ სახლთან კარგი მოგონებები მაკავშირებდა, სტუმრად ჩემზე ორი წლით დიდი ბიჭი ჩამოდიოდა,მე და თომას გვეთამაშებოდა ხოლმა, ვცადე თვალებით მისი პოვნა, მაგრამ ამაოდ, მხოლოდ სახლის პატრონი დემეტრე ვიცანი,რომელიც მოგვესალმა, თომამ თავი დაუკრა,მე კი მორიდებულად გავუღიმე
-არ შემოხვალ სახლში? გამოვიცვლი და გაგატან შენ ტანსაცმელს
-არა სხვა დროს იყოს, ისე შენ უფრო გიხდება, სიცილით მითხრა, მაკოცა და ისევ მანქანაში ჩაჯდა,მანამ არ შევედი სახლში სანამ არ გავაცილე,კიდევ ერთხელ გავხედე ბიჭებს, რამდენიმე მოურიდებლად მომშტერებოდა, არასასიამოვნო გრძნობა დამეუფლა, ამიტომ სწრაფად ავირბინე კიბეები და სახლში შევედი
[/left]



№1  offline წევრი ki si

Sainteresoa sainteresooo

 


№2 სტუმარი Guest ლილე

ვერ ვხვდები ამ ისტორიებს რატო წყვეტ გრძნობები შისის გარეშე რა მაგარი იყო და შეწყვიტე!!!ახლა წინაც ....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent