შრამიანი წარსული 2 ნაწილი სრულად
-მარი ჩაალაგე უკვე ყველაფერი? -კი დე, ნუ ღელავ , პასპორტიც თან მიდევს და ბილეთიც, რო ჩავფრინდები მოგწერ ფბ-ზე -როგორ მანერვიულებ რაა- მოდის და ისე მეხუტება ლამის გამგუდოს , მაგრამ მაინც არაფერს ვეუბნები , მას შემდეგ რაც აქ მთელი თვე უგზოუკვლოდ დაკარგული ვიყავი, დედაჩემი ახლა სულ მაკონტროლებს, ეხლაც ჩემი გაშვება საზღვარგარეთ ისე არ უნდა მაგრამ ვერც მეწინააღმდეგება. -კაი დე დამაგვიანდება თვითმფრინავზე -დე კარგად დაფიქრდი გაგაცილებთ მე და მამიკო -არ მიდა მართლა, მერე ტირილს დაიწყებ და მეც გამიჭირდება გაფრენა და მთელი გზა ვინერვიულებ -კაი ხო, ღმერთი გფარავდეს და მშვიდობიანი მგზავრობა -მადლობა-კიდევ ერთხელ მაგრად ვეხუტები დედასაც და მამასაც და კარები გავიხურე ჩემი ცხოვრება მე-11 საუკუნეში სამი წელი გაგრძელდა, ხოლო აწმყოში ჩემი გაქრობის მხოლოდ ერთი თვე, ბოლოს რაც მახსოვს მეგობრის სახლიდან მოვდიოდი და უცებ წარსულში გავახილე თვალები, არ დავიწყებ იმის აღწერას ჩემებს რა მოუვიდათ როცა სახლში არ მოვედი, როცა გავიდა ერთი კვირა, მერე მეორე და ბოლოს ერთი თვის მერე მიპოვეს შემთხვევით სვანეთში, საშინელ მდგომარეობაში, ორგანიზმი გამოფიტული მქონდა ამას დამატებული გაუწყლოება. მაშინვე საავადმყოფოში დამაწვინეს და გონს მხოლოდ 3 დღის მერე შემდეგ მოვედი. პოლიციამ და მასზე უარსემა დედამ ათასჯერ დამკითხა, მაგრამ ყველა კითხვაზე პასუხი ერთი იყო, არ ვიცი!. ბოლოს ყველამ შეწყვიტა კითხვების დასმა და ჩვეულებრივად ცხოვრება გავაგრძელე. მას შემდეგ უკვე წელი გავიდა და ეხლა გამოიცანით სად მიფრინავ? აზიაში, კონკრეტულად კი სამხრეთ კორეაში. დაფინანსება მოვიგე იქ სწავლაზე და ეხლა შემდეგი 4 წელი იქ მომოწევს ყოფნა. 18 საათი გადაფრენების შემდეგ ფეხი მიწას შევახე, ნუ ეხლა საბოლოოდ. მატარებლით ჯერ დედაქალაქში ჩავედი, შემდეგ კი სახლში ძლივს მივაღწიე, მართალია ძაან პატარაა აქ ჩემი სახლი, მაგრამ ერთ ადამინს ეყოფა, ძლივს დავლაგდი , ამობარგვას მთელი დღე დასჭირდა. ბოლოს კი მივიღე ჩემი საოცნებო სახლი, სარკეზე გირლიანდები ჩამოვკიდე, ესეც ბოლო შტრიხი შევმატე ჩემს საცხოვრებელს და კმაყოფილმა მოვავლე თვალი არემარეს. საწოლზე დავეშვი და მაშნვე ჩამეძინა. ყოველ ღამე რაც ჩემს დროში დავბრუნდი ერთი კოშმარი არ მანებებს თავს. ჩემი მასკიანი ტრონზე ზის მომღიმარი და მის ფეხებთან ყველა პრინცი მუხლებზე დგას, მოულოდნელად კი ყველას ისარს ესვრიან. ჩემი მასკიანი კი ხმამაღლა იცინის. ამ მომეტში კი ყოველთვის მეღვიძება. არ ვიიცი რას ნიშნავს ეს ყველაფერი, დღემდე მეგონა რომ ეს სიზმარი დროში მოგზაურობის კვალი იყო, მაგრამ მწარედ ვცდებოდი ჩემს მასკიანში და განსაკუთრებით ჩემს თავში.მე შევქმენი მონსტრი და ამას ვერს ვხდებოდი. უკვე მეორე დღეა რაც ახალ ქვეყანაში ვარ და დროა ყველაფერი დავათვალიერო, ყოველშემთხევაში ისინი მაინც რაც ჩემს სახლთანაა. სიარული აქ საშინელება იქნება, სახლები სულ გორებზეა აშენებული, დაღმართებს აღმართები მოსდევს და პატარა კი არაა საშნლად მაღლები. თითქმის ყოველ ნაბიჟზე პატარ-პატარა მაღაზიებია, ერთი-ორი საუნაც კია და ყველაზე მეტად ,აოცებს ძალიან ბევრი ავტობუსის გაჩერება, მართლა ძალიან ბევრია. ამინდს კიდე ვერ გაიგებ ისეთი უცნაურია.შუადღემდე საშინლად ცივა, თბილი ჟაკეტით უნდა იარო, 12-დსან 4-მდე კიდე ისე ცხება ბრეტელებიანი უნდა ჩაიცვა და საღამოს კიდევ კვლავ ცივა. მგონი აქ მე სულ გაციებული ვიქნები ეს დავასკევი და მაღაზიაში შევედი საჭმლის საყიდლად. ოჰო ფასებიც ამას ჰქვია, აქ მგონი მძარცველებმა მაღზიებში გადაინაცვლებს. ყველაფერს ცეცხლის ფასები ადევს. უკვე სალაროსთან ვდგავარ, როცა ჩემთან პატარა ბიჭი მოვიდა. ისე ჩქარა მიაყარა ყველაფერი ვერც კი გავიგე რა თქვა ამიტომ ჩემი საწყალი კორეული გამოყენე -ცოტა ნელა შეგძლია თქვა -ეს წიგნი თქვენ დაგივარდათ- ხელში კი რაღაც საშინლად ძველ წიგნს მაჩეჩებს არც ავტორი აწერია და არც სათაური, ისაა რომ უკვე თავი ავწიო და ვუთხრა ჩემი წიგნი არაა თქო, რომ გაქრა ის ბიჭი, აქეთ-იქით მიმოვიხედე მაგრამ მაგრამ უკვე წასულა. გამყიდველს შევეკითხე -სად წავიდა ბავშვი ჩემს გვერდით რომ იდგა? მან კიდე ისეთი გაურკვეველი პასუხი მომცა -ვინ ბავშვი? ნუთუ ვერ შეამჩნია, არად მის პირდაპირ იდგა, მაღაზიიდან დარეტიანებული გამოვედი, ხელში სამი ცელოფანი და საშინლად მძიმე წიგნი მიჭირავს. სახლამდე ნელი ნაბიჟით მივდივარ, უკვე ჩემ კორპუსს მივიახლოვდი, თუ შეიძლება არომ ამ სახლს კორპუსი ვიწოდო, სულ სამი სართული აქვს და მესამეზე მე ვცხოვრობ. მოკლედ უამრავი ხალხია შეკრებილი, ყველა რაღაცას ამბობს, მე კიდე ასეთ ხმაურში ერთი სიტყვაც კი ვერ გავიგე. ერთ ქალთან მივედი -უკაცრავად , რა ხდება? ჯერ ეჭვის თვალით შემხედა მეც კიდე დავაწყნარე -მესამე სართულზე ვცხოვრობ, გუშინ დილით გადმოვედი აქ საცხოვრებლად -წყლის მილი გასკდა და მგონი თქვენი სახლი სულ დაიტბორა -რაა? დარწმუნებული ხართ? -დიახ. კიდევ რაღაც თქვა მაგრამ ყური არ ვათხოვე და გიჟივით გავიქეცი, სახლში შევედი და რას ვხედა, ყველაფერი სველია, ვანაში წყლის მილი გამსკდარა და დიდი წნევით გადოუხეთქვას, კიდევ კაი ნივთები უმეტესობა კარადებში შევაწყვე და არ დასველებულა. -მარი თქვენ ბრძანდებით? უკან შევტრიალდი და შუახნის ქალი იდგა, ალბათ 53 წლის იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში მეტის არა,გემოვნებიანად ეცვა, თმები კი ღია ყავისფრად ჰქონდა შეღებილი -დიახ მე ვარ მარი -სამწუხაროდ სხვაგან უნდა გადახვიდეთ, აქ რემონტია გასაკეთებელი და ვერ დარჩებით -და თქვენ ვინ ხართ? -ამ სახლის პატრონი -კი მაგრამ ახლა სად წავიდე? გუშინ ჩამოვედი აქ, რასაც თქვენ მეუბნებით შეუძლებელია -ვიცი და ამიტომ შემოთავაზება მაქვს, ჩემი შვილიეხლა საქმის გამო მთელი თვით ტაილანდშია წასული და შეგიძლიათ იქ დარჩეთ.მანამდე კი აქ რემონტი დამთავრდება და შეგეძლებატ აქ დაბრუნდეთ -კარგით, მაშინ ჩავალაგებ ჩემს ნივთებს და წავიდეთ -კარგი, ოღონდ მალე მორჩი ყველაფერს ხელი დავავლე და ჩემოდნებში ჩავყარე, ეჰ ბედიც ამას ჰქვია რაა, საჭმელებიც ჩავყარე ზურგჩანთაში და 40 წუთში უკვე მხად ვიყავი ახალ სახლში გადასასვლელად. სამი დიდი ჩემოდანნი ძლივს ჩავათრიე ქვემოთ, სადაც სახლის პატრონი მელოდა,კიდევ კაი მანქანა აქვს, თორე რა მეშველებოდა, სეულის ცენტრში წავედით. mკვადრატი ახლოსაც ვერ მოვა ისეთ საცხოვრებლ კომპლექსში მოვედი. ყველაგან დაცვა, გამწვანებული არემარე და უზარმაზარი საცხოვრებელი კომპლექსი, შვეიცარი კარებში და 25 სართული, პირი ღია დამრჩა ისეთი მაგარი იყო. შადრევანიც კი ჰქონდათ ეზოში.მე-19 სართულზე ავდით. სახლის კარები რომ შევაღე აი მაშინ ი დავიშოკე რასაც ჰქვია, ევრორემოტზე ევრორემონტი იყო, მტვერსასრუტიც კი თვითონ რომ იმოძრავებს, ერთი პლანშეტით რომ აბაზანაში წყალს მოუშვებ, ფარდებს ჩამოაფარებ და გააზს აანთებ, მაშნ მიხვდი რომ საქართვეო პალეოლითის ხანას ეკუთვინს. ქალმა მკაცრად დამიბარა არაფერი გამეფუჭებინა თორე სამმაგს გადამახდევინებდა. მეც დავრჩი მარტო ამ უზარმაზარ სახლში. სამი საძინებელი, სამი აბაზანა, უზარმაზარი კუხნა და მისაღები.ამ ქალის შვილი ნამდვილად მილიონერია. მეც მოვეწყვე ერთ საძინებელში, აბაზანაში შევიხედე და მიხვდი რომ საჭმელი მთავარი არაა, პირველ რიგში ამ ჯაკუზში უნდა ჩავწვე. ესეც რომ სასწაული იქნება, ონკანიდან წყალი რომ მოდის ეგეც კი სანახაობაა რა. ონკანში შუქებია და ფერებს იცვლის, წყალი ავაქაფე და ჩავწექი. აბაზანა ასეთი გადარეული დღეების შემდეგ ზედ მისწრებაა და თანაც ისეთი მაგარია რომ შეგიძლლია წყლის ტემპერატურა არეგულირო.შეგიძლია ერთი საათი იწვე და წყალი მაინც არ გაცივდება. მეც მეტი რა მინდა. ასეთი დამღლელი დღების მერე აბაზანაში ჩამეძნა, ხო არ მოგესმათ ჩამეძნა, მაგრამ ისიც მცირე ხნით, კვლავ კოშმარმა გამომაღვიძა, ალბათ საათ ნახევარი გავიდა. გადმოვედი აბაზანიდან და საწოლისკენ გავეშურე. მასზე კიდე რას ვხედავ, წიგნი დევს, პატარა ბავშვა რომ მომცა. არადა მახსოვს რომ ეს წიგნი ჩემოდანში ჩავტენე და არც ამომიღია. გადავშალე პირველ გვერდზე და რას ვხედავ ფურცელზე ხატია ჩვენი პირველი შეხვედრა. დიახ ჩემი და ჩემი მასკიანის ხესთან, მეორე გვერდზე კიდე ჩვენი ლაპარაკია, ჩემი ფიქრებიც კი წერია, წიგნს გიჟივით ვფურცლლავ, ყოველი ჩვენი შეხვედრა ზუსტადააა ასახული, ჩვეენი სიტყვები თუ ფიქრები, წიგნის უმეტესი ნაწილი კი ცარიელია,მაგრამ ბოლო გვერდი .... ბოლო გვერდზე ხატია მასკიანი ტრონზე, ფეხთითკი მკვდარი პრინცები, ყველას გულში თითო ისარი აქვსთ გარჭობილი, ზუსტად ისე როგორც მე მესიმზმრებოდა. რა ჯანდაბა ხდება? რს წიგნია ეს?! ყველაზე საშინელება უმეცრებაა, უამრავი კითხვა და არც ერთი პასუხი,სულ ეჭვები და არც ერთი ფაქტი, თითქოს სასწორი მუდამ იტორტმანებს და ვერც ერთი ფიალა ვერ გადასწონის მეორეს. არავინ გყავს ახლოს და რომც გყავდეს ვის ეტყვი ასეთ ამბავს, ყველა გიჟად ჩაგთვლის,ყველა! პარანოია დამეწყო, ყოველთვის მგონია რომ ერთხელაც იქნება და დილით საუზმის მომზადების დროს გავქრები, ან გზაზე გადასვლისას. ყველაზე საშინელება კი ის არის რომ კოშმარებიც აღარ მაწუხებს. ყველაფერი დაწყნარდა, მაგრამ ყველამ ვიცით , რომ ტორნადოს წინ ყოველთვის კარგი ამინდებია, სიჩუმეს ყოველთვის გამაყრუებელი კივილი მოჰყვება, და ბედნიერებას უბედურება. დღევანდელი გადასახედიდან ვხდები რამდენად მოუხვედრელი ვიყავი მაშინ, რამდენ რამეს ვერ ვამჩნევდი და ვცდებოდი ხოლმე ადამიანებში და ჩემდა საუბედუროდ ყოველთვის მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა ხოლმე დახმარება და გამოუვალი მდგომარეობა მაიძულებდა მასზე დავყრდნობოდი. ორი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც პენთაუსში ვცხოვრობ. ვცოვრება ჩვეულ რიტმს მიყვება, სახლი , უნივერსიტეტი, ბიბილიოთეკა. ეს იყო ჩემთვის ჩაკეტილი სისტემა. ძირითად საგნად მსოფლიო ისტორია ავირჩიე. ექიმობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ იმ შემთხვევამ რომ წარსულში მოვხდი და მე მასზე არაფერი ვიცოდი დამაფიქრა და მიხვდი ჩემი პროფესია რა იქნებოდა. მიუხედავად ამისა ექთნის პოზიციაზე ნახევარწლიანი სტაჟირება გავიარე, ეს ყოველი შემთხვევისთვის, რა იცი რაში დაგწირდეს ეს ცოდნა. მოკლედ დავუბრუნდეთ მსოფლიო ისტორიას. რათქმაუნდა ამ საგნის შესწავლა უძველესი ხანიდან პალეოლითიდან დავიწყეთ, მაგრამ რა ვქნათ , რომ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა არსებობოს და პირდაპირ მე-11 საუკუნის მეორე ნახევრის ისტორია დავიწყე, აღმოჩნდა რომ სეონ გონ სოკის მამა, იმპერატორი, პირველი იყო თავის გვარში, რომელმაც კანონად შემოიღო დანარჩენი ძმების სიკვდილი, რათა ტახტზე არავინ შეცილებოდა და რადგანაც ჩემი მასკიანი ყველაზე ლოალური და და Hუმანური მბრძანებელი იყო ეს კანონი გააუქმა. ასევე აკრძალა სიკვდილით დასჯა, თუმცა სულ რაღაც 15 წელიწადში გამეფებიდან იგი გარდაიცვალა, სავარაუდოდ მოწამვლა, თუმცა ზუსტი ცნობები არ არსებობს, რაც შეეხება ძმებს ტახტისთვის ბრძოლის დროს ერთმანეთი მოკლეს და იწყება ახალი გვარის ლიდას მმართველობა. საინტერესოა და ეს გვარი წინამძღოლს ნიშნვას, ამიტომ ისტორიკოსების თვლით ეს გვარი კი არამეტსახილივით არის. ეს უკვე მეთორმეტე საუკუნის პირველი ნახევრის ბოლოა, ამიტომ დანარჩენი აღარ დამაინტერესა. მთავარია რომ ჩემი ცნობისმოყვარეობა დავიკვმაყოფილე, თუმცა ის ფაქტი რომ საყვარელი ადამიანი მომიკლეს , მიუხედავად იმისა რომ იგი საუკუნეებია გარდაცვლილია მოსვენებას არ მაძლევს. მისი ნახვა ისე მომინდა როგორც არასდროს. გაკვეთილები ბიბლიოთეკაში გავაკეთე, სამი საათ ნახევარი ვიჯექი და მაინც არ ღამდებოდა, ამიტომ სახლში გენერალური დასუფთავებამოვაწყვე, ყველა ჭურჭელი ხელახლა დავრეცხე, ტანსაცმელი სარეც მანქანაში შევყარე დაიისაა რომ იატაკების მოწმენდაზე გადავიდე სახლის კარები იღება.ვიღაც ახმახი ბიჭი შემოდის, სადღაც 30 წლმადე, თან ბარგით. ეს ის მომეტია კინოში რომ კადრს აჩერებენ და გმირები გაშეშებულები , პირღია შეჰყურებენ ერთმანეთს. თან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ უკვე ნანახი მყავს ეს ადამიანი,თუმცა როდის ან სად არ ვიცი -ვინ ხარ? - თქვენ ვინ ბრძანდებით, ან სახლის კოდი საიდან იცით?(ხო არ მოგეჩვენათ, აქ გასაღები კი არ არღებს კარებს , არამედ ელექტრო კოდები) -ამ სალის პატრონი ვარ, თუ არ მეტყვი აქ როგორ მოხვდით პოლიციაში დავრეკავ!- თითის ქნევით მაფრთხილებს , მაგრამ ის ხომ ორი კვირის მერე უნდა ჩამოსულიყო -იცით აქ მე დედათქვენმა მომიყვანა, მე სადაც ვცხოვრობდი მილი გასკდა და აქ შემომთავაზა ცხოვრება სანამ რემონტი გაკეთდება ჩემთან -აჰ, ესეიგი თქვენ ხართ ის გოგო -კი მაგრამ თქვენ რატომ ჩემოხვედით ასე ადრე?, -რა იყო მიკრძალავათ საკუთარ სახლში მოსვლას? როცა მინდა მაშინ ჩამოვალ, რადგან აქ აპირებთ კიდევ ცხოვრებას კეთილი ინებეთ და ჩუმად იცხოვრეთ , ისე რომ მე თქვენი არსებობის შესახებ არაფერი გავიგო, გასაგებია?! -გასაგებია-ისე მელაპარაკება თითქოს რამე დამეშავებინოს და ეხლა კიდე ფაქტზე დავეჭერინო. იატაკის ტილოთი ხელში დავრჩი გაშეშებული. ხოდა ავდექი მეტის ღირსი არ ხარ სახლი გაგისუფთავო თქო და ჩემი უცნაური წიგნის ხელახლა თვალიერება დავიწყე და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც ახალი ნახატები გაჩნდა. ჩემი მასკიანი იმ ხესთან ზის სადაც პირველად შევხვდით, შემდეგ სურათზე ცოლთან ერთად დგას და მთავარ ვეზირს უბრძანებს პრინცების სასახლიდან გაგზავნას, შემდეგ სურათზე მასკიანი და პირველი ვეზირი არიან გამოსახულნი. შვილის ამბავს კითხულობს და უბრძანებს რომ სასახლეში დააბრუნოს, ოღონდ, როგროც მისი ერთ-ერთი მონა. თვალები მიდიდდება, ცრემლები თავისით გადმოდიან თვალებიდან და მხოლოდ ერთი აზრი მიტრილებს თავში. ის ხომ დამპირდა! ის ხომ დამპირდა!!! ბრაზი მახრჩობს, თითქოს ყელში მიჭერს, მან პირობა არ შეასრულა, ჩემი ბიჭი სასახლეში დააბრუნა. წიგნს მთელი სიმწრით ვისვრი და ღამის სანათი ტეყდება.ამ ხმაურზე სახლის პატრონი შემოვარდა, სცენაც მაგარი დახვდა, სანათი ნაწილებად დაშლილი, წიგნი კუთხეში მივარდნილი, მე კიდე ისტერიული ტირილი მაქვს ამტყდარი, ცრემლების გამო მხედველობა დამებინდა, თუმცა მაინც ვარჩევ რომ ნელი ნაბიჯით ჩემკენ მოდის, გვერდზე ჯდება და ხმას არ იღებს, მეკიდე ვცდილობ გავჩერდე, არ ვიტირო, ბოლოს და ბოლოს წამების დროს არ მიტირიადა ეხლა რაღა დამემართა. -რა მოხდა?-არ ვიცი რატომ, მაგრამმ მინდოდა ვიღაცისთვის მაინც მეთქვა , დავცლილოყავი ბოლომდე, მასთან კიდე სახლს ვიყოფ და ორი კვირის შემდეგ აღარასდროს შევხვდები, ყველაზე კარგი ვარიანტი თვითონ მოვიდა ჩემთან, ერთი ღრმად ამოვისუნთქე და -მომატყუეს, სიტყვა მომცა და არ შეასრულა, მეკიდე ეხლა არაფრის გაკეთება არ შემიძლია , მე მას ვენდე; -მაშინ ის ადამიანი ბოროტი ყოფილა, რომელსაც არ დაუმსახურებია შენი ნდობა, ადამიანი რომელიც სიტყვას ტეხს არ იმსახურებს არაფერს -ეხლა აღარ აქვს აზრი ნდობაზე საუბარს, რადგან რაც მოხდა ვეღარ შეცვლი -წარსულის შეცვლა ყოველთვის შეიძლება , თუ მომავალს კარგად დაგეგმავ -ეჰ, ყველაფერი ასე მარტივი რომ იყოს... -მერწმუნე წარსულის შეცვლა შეიძლება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს-დგება და წიგნს ხელში მაწვდის-ძვირფას ნივთებს კი ასე არ ექცევიან მოიცა, მოიცა ეხლა რა მოხდა, რა ნამიოკებია, მინიშნებებით საუბარი მეგონა მარტო გოგოებს იყვარდათ, ახლა ვხდები რას გრძნობენ ბიჭები როცა ასე ელაპარაკები. ნუთუ იცის ყველაფერი? წარსულში კიდევ მოხვედრა შეიძლება? რას ნიშნავს ძვირფასი ნივთები?მაგრამ ვერც ვერაფერს ვკითხავ, იქნებ არც არაფერი იგულისხმა და მე მაქვს ილუზიები. წიგნი კიდევ გადავშალედა ეხლა ჩემთვის გაჩნდა წარწერა ,,ქალბატონო მარიამ , თქვენი მისია ჯერ არ დამთავრებულა, ვინაიდან I შესაძლებლობა კრახით დასრულდა. დაელოდეთ შემდეგ მითითებებს.“ წიგნი ალბათ მეასეჯერ გადავათვალიერე მაგრამ არაფერი ახალი, დაწერაც ვცადე, მაგრამ მელანს ფურცელი იწოვს. უსამართლობაა, თუ ეს წიგნი კომუნიკაციისთვისაა, მაშინ ერთ მხრივი რატო არის?! მეორე დღეს, ჩემი სახლის პატრონთან უნდა მივსულიყავი და რემონტის ამბავი უნდა გამეგო, მაგრამ იქიდან ისეთი არეული დავბრუნდი, ვისღა ახსოვდა რემონტი. თავში სულ მისი სიტყვები მიტრიალებს:,, ჩემი შვილი ჯერ არ დაბრუნებულა ტაილანდიდან, დილით ველაპარაკე და მითხრა 2 კვირაში ჩამოვალო,“ თუ მისი შვილი ჯერ არ დაბრუნებულა,მაშინ ვინ მყავს სახლში? კარებს ფრთხილად ვაღებ, თითის წვერებზე მივიპარები, მთელი სახლი მოვიარე მაგრამ არღარსად იყო, მისი ნივთებიც კი გაქრა, თითქოს აქ გუშინ არავინ მოსულიყო. არა აქ ჩამოსვლა არ ღირდა, რაც აქ ჩამოვედი ყველაფერი უცნაური მე მემართება. უცნაური ბავშვი და ეს ბიჭი, უცნაური წიგნი თავისი წარწერით. დასაძინებლად დავწექი, ვიცოდი არ დამეძინებოდა, მაგრამ მაინც უნდა მეცადა, ამ ყველაფერს ჩემს ჯანმრთელობას ვერ გადავაყოლებ. თითქოს ჩამეძინა კიდევაც, რომ არ გავეღვიძებინე ბავშვის ტირილს, აქეთ იქით მიმოვიხედე, მაგრამ ყველაფერი გაჩუმდა, არსაიდან ხმა არ ისმოდა, ამ ტირილს მერე ყვირილიც მოყვა, მაგრამ იმდენად გაუგებარი იყო, რომ ერთი სიტყვაც კი ვერ გავარჩიე, ამას ბოლოს ხალხის ზუზუნი მოყვა, ისე როგორც ბაზარში იცის ხოლმე, ამას დამატებული ცხენების ჭიხვინის ხმაც. ყველაფერი ერთმანეთს ერწყმოდა ქმნიდა ქაოსს სიმშვიდეში. ყურებში თითებს ვირჭობ, მაქსიმალურად ვაწვები, მაგრამ ხმა უფრო ძლიერდება, სახლიდან გავვარდი და ლიფტი გამოვიძახე, ვალოდები და თმებს ვერ ვეშვები, ნერვული წიკები დამეყო იმდენად გამაღიზიანებელი იყო ეს ყველაფერი, ხმა თითქოს ჩემი კუდი იყოს, სადაც მივდივარ ისისც იქ მომყვება. პირვეკ სართულზე ჩავდივარ და გარეთ მივრბივარ, თითქოს გავექცევი იმ ხმას რომელიც ჩემს გონებაშია. თითქოს მიწყნარდა კიდეც, ნელნელა ყველა ხმა ერთმანეთს მიყვა და გაიფანტა მარადიულ სიბნელეში, ან მარადიულ მომავალში, მაგრამ ყველაზე საშინელი ბოლო ხმა იყო, რომლიც ყველაზე დიდხანს იყო, ეს იყო ძახილი, თხოვნა. ბავშვი დედას ეძახდა და დახმარებას სთხოვდა, იტუიცით ვგრძნობ რომ ჩემი პატარასი, ჩემი დათოს ხმა იყო, რომელიც დედას ეძახდა და ტირილნარევი ხმით დედას სთხოვდა დახმარებას. ეხლა ვხდები რომ მაშინპირველად მომიკვდა გული, მაშინ პირველად გამოტოვა გულმა ფეთქვა, მაშინ პირველად შემიჩერდა სუნთქვა, როდესაც გავიაზრე რომ მე ჩემი შვილი მივატოვე, დავტოვე იქ სადაც მეც კი ვერ გავჩერდი, სადაც დედა ვერ დაიცავდა და ვერ ჩაეხუტებოდა, სადაც დედის სითბოს ვერ იგრძნობდა მე კი მის სითბოს, მის ხშირ სუნთქვას, პირველად დაძახებულ დედას, ეხლაც გავიგონე მისი ხმა, მაგრამ.... ეს იყო ხმა რომლის გაგონებაც არცერთ მშობელს უნდა. სახლში დავბრუნდი, მივარდი წიგნს და მაკრატლით დავჭერი, მერე დავგლიჯე და ბოლოს დავწვი, ფერფლად ვაქციე ყველა მოგონება, ყველა ტკივილი და ჩემი შვილიც, გგონიათ ეგოისტი ვარ ,არა, ცდებით. მე დედა ვარ, რომელსეც არ შეუძლია შვილის ხვეწნა მოისმინოს და ვერაფერი გააკეთოს, უსარგებლოდ იგრძნოს თავი. წყალს ნერვიულად ვსვამ, თითქოს მას გავატანდე სულის მშფოთვარებას. ნელა მივაბიჯებ, სულიერად გამოფიტული ვარ, დივანზე ვჯდები და წინ ისევ ის დაწყევლილი წიგნი მიდევს გადაშლილი ,, მე ვარსდროს გამანადგურებ, მე ვერსდროს მომიშორებ, ყოველთვის როცა წინ გაიხედავ, ორჯერ უკან მოიხედები რომ მე არ დამინახო, მაგრამ მე უკვე წინ დაგხვდები. მე ვიქნები შენი საუკეთესო მეგობარი და დაუძინებელი მტერი; და მხოლოდ სიკვდილი შეგვარიგებს და დაგვაშრებს კიდეც, რადგან შენი ერთადერთი მოკავშირე შენი დაუძინებელი მტერია“ ეხლა მივხვდი რომ იმაზე ცუდადაა საქმე ვიდრე მე მეგონა, რა უნდა ამ წიგნს ჩემგან, რატომ ამირჩიეს მე, მე ხომ არავისგან არ გავსხვავდები; წიგნზე ახალი წარწერა: ,, შენ არ ხარ უბრალო მოკვდავი, შენ ვარსკვლავებმა აგირჩიეს. ქალღმერთი ნირას რჩეული ხარ, რადგან შენი შობის დღეს აინთო კვლავ, ბოლო 1000 წლის განმავლობაში“ -რა გავაკეთე არასწორედ? რა უნდა შემეცვალა წარსულში და ვერ გავაკეთე? უკვე 12 წუთი გავიდა და წიგნი პასუხს არ მაძლევს,უძილობისგან თვალებს ძლივს ვახელ, მაგრამ მაინც ჯიუტად ვუძალიანდები, უკვე ბუნდოვნად ვარჩევ ყველაფერს, მაგრამ მიანც ვხედავ ახალ წარწერას ,, სეონ გონ სოკი უნდა მოგეკლა.“ ამასღა მოვკარი თვალი და ღრმა ძილს მივეცი თავი. ჩიტების ჭიკჭიკმა გამომაღვიძა, თვალებს ერთმანეთისგან ძლივს ვაცილებ, მზე მანათებს, ცაზე თეთრი ღრუბლები დასრიელებენ და ეხლა ვხვდები რომ ჩემს სახლში არ ვარ. კვლავ წარსულში ვარ, და რაო რა თქვა წიგნმა ჩემი მასკიანი უნდა მომეკლა?! წამოვიწიე და ეს დაწყევლილი წიგნი გვერდზე მიდევს მე კიდე ჩემს ხესთან ვარ, იმ ხესთან რომლეთანაც პირველად შევხვდი ჩემს მასკიანს... გვერდძე სასახლის დაცვამ ჩამიარა, მაგრამ ყურადღებაც კი არ მომაქციეს. ჰმ საინტერესოა.... სასახლისკენ ავიღე გეზი,სასახლის ბაღს ჩავუარე, როდესაც მსახურები შემხვდნენ, ერთ-ერთი ვიცანი, როცა აქ ვიყავი დავმეგობრდით კიდეც, აქაურ ამბებს მიყვებოდა ხოლმე, მეც პირდაპირ მისკენ დავიძარი -როგორ ხარ სონ კიონ? გვერდძე ჩამიარა, დამაიგნორა?! არა ის ასე არ იზამდა, რაღაც ისე არაა. ნელ-ნელა უკან ვიხევ, ხელები თვალების წინ წამოვწიე, კი მართლა ვარსებობ, დავიყვირე და ექოც დაბრუნდა, მაგრამ მაინც არაფერი, არავის შემოუხედავს. თავი ხელებში მოვიწციე და ქვემოთ დავიხედე. აი აქ ნამდვილად შიშისგამო დავიყვირე, ბუჩქში ვარ; ხო არ მოგსმეთ, ბუჩქში ვარ , ანუ გავაპე იგი, მოიცა მე რა მოჩვენება ვარ? სწრაფად გავიქეცი და საჯინიბოსკენ გავიქეცი, დიდი იმედი კი მქონდა რომ მეტკინებოდა როცა კედელს შევასკდებოდი, მაგრამ ჰოპ და შიგნით ვარ, მე მართლა მოჩვენება, მე რა მოკვდი? ბოლოს რა მოხდა? უბრალოდ დავიძნე. დაძაბე მარი გონება, დაძაბე, რაღაც მოხდა...... ხო, წიგნმა ბოლო წინადადება დამიწერა, მოიცა წიგნი სადაა. ის ხომ ხესთან დავტოვე. ჯობია სულ ხელით ვატარო, იქნებ უკან დამაბრუნოს. უკვე ჩემი ხეც გამოჩნდა და რას ვხედავ... ჩემი წიგნი მოსამსახურემ აიღო, ათვალიერებს, სიმწრით ვუყვირივარ -გაუშვი ხელი, არ გადაშალო! არ ქნა? თითქოს ჯინაზე, წიგნი გადაშალა, მე რა ვუთხაარი, საერთოდ გაიგო?! ნუ ხო მე ხომ მოჩვენება ვარ, ჯანდაბა!! მიწაზე დაეცა, გონება წაუვიდა? ვცდილობ პულსი გავუსინჯო, მაგრამ ... ჯანდაბა რატო მავიწყდება რომ არ შემიძლია?! გოგოს სხეულიდან თეთრი სხივი ამოვიდა. ის რა მოკვდა! რადგან წიგნი გადაშალა?! ეხლა უკვე სერიოზულად მეშინია. გოგოსთან ჩავიმუხლე და ტირილი დავიწყე, მეც მოვკვდი!! მეც ამ წიგნმა მომკლა? თან ალბათ დამწყევლა და ამიტომაც ჩამკეტა წარსულში???? რა ხდება, სახლში მინდა! დედასთან მინდა! მოიცა ეხლა თუ წარსულში ვარ, შემიძლია ჩემი დათო მოვძებნო, თუ ვერ შევეხები შევხედავ მაინც. ის ხომ მსახურებთან ერთადაა, ბიჭი მსახური არადროს მინახავს , მაგრამ უნდა მოვძებნო. სასახლეში შევდივარ, დავიარე ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერ ვიპოვე. სასახლის დარბაზში შევდივარ, იქნებ იქ მაინც იყოს, რაც მეეჭვება მაგრამ რა იცი ; თვალები გამიდიდა, არ არსებობს, ის .. ის ცოცხალია! იმპერატორი, ჩემი მასკიანის მამა , ის ცოცხალია, კი მაგრამ როგრო? წიგნი გადავშალე,მაგრამ არაფერი არაა ახალი. -მეორე პრინცი მალე დაბრუნდება სასალეში? -დიახ, იმპერატორო, 5 დღის სავალზეა -დიდი ზეიმით უნდა დავხვდეთ, მსახურები გააფრთხილე რომ მიღება გვექნება და მოემზადონ -როგროც თქვენ ინებებთ იმპერატორო, ახლა წავალ, თქვენო უმაღლესობავ ეხლა სულმთლად დავიბენი, წარსულის წარსულში ვარ, თუ ამ წიგნს შეცვლა უნდა ისტორიის, მაშინ მოჩვენება რაღაზე ვარ? ისევ ხესთან დავბურნდი და დავჯექი. ყველაფერი უნდა ავწონ დავწონო, ისეიგი ბოლოს წიგნმა მითხრა უნდა მოგეკლაო, ამიტომ წარსულში დამაბრუნდა როდესაც არ ვიცნობდი მას, მაგრამ ეხლა მოჩვენება ვარ, რომელსაც არაფაერი შეუძლია გარდა კედლებში გასვლისა. წიგნზე ახალი წარწერა ჩნდება, ძლივს პატივი დამდო და ეხლა უნდა გამარკვიოს ,,სანამ მთვარე ზენიტში ავა, სისხლი კი კვლავ დაიღვრება, მაშინ და მხოლოდ მაშინ ხელი ასწიე როგროც მაშინ და აი ის რაც ოქროზე ძვირფასია და ფოლადზე მყარი და განგმირე გული მფეთქავი ხელში“ ,, გგონია აქ ძალითა ხარ, მაგრამ ეს მხოლოდ ნებაა შენი, მე შენ მონა ვარ და მუდამ შენი მონა ვიქნები, მე მოგცემ ბიძგს და შენ აღასრულე რაც გულით გწადდა, ოდითგან სულით“ რა პოეტობა მომინდომა ამანაც, რა გავიგო მეტაფორებით და ეპითეტებით რომ მესაუბრები, ეხლა მიდი და არკვიე. რა არის ოქროზე ძვირფასი, ან კიდე რას ნიშნავს მე შენი მონა ვარ, გულით მწადდა? რა მასკიანის მოკვლა? არა ეს შეუძლებელია. ,,ხელი ასწიე როგროც მაშინ“, რას ნიშნავს??? ღმერთო კი არა და წიგნო მითხარი გასაგებად, დავიღალი, მართლადა დავიღალე. შენ კი ამბობ მონა ვარო მაგრამ რატომ მგონია რომ მე ვარ აქ თოჯინა და თამაშობს შენს დაკრულზე, აააააა აღარ შემიძლია!!! დაღამდა, გათენდა, დაღამდა, გათენდა, დაღამდა, გათენდა, დაღამდა, გათენდა, დაღამდა, ქარი მოძრაობს, ადამიანები ჩქარა ენაცვლებიან ერთმანეთს, აჩქარებული კადრია, მოიცა ეხლა ამ წიგნმა რა გაადახვია დრო?? რამდენჯერ იყო, მოიცა დავითვალო, 4 ჯერ ამოიყვა მზე და 5 ჯერ დააღამა, ანუ ეხლა რა 5 დღე გავიდა ამ რამდენიმე წამში??? მოიცა ვეზირმა ხომ თქვა 5 დღის სავალზეა, ამ დამპალმა წიგნმა მასთან შეხვედრა დააჩქარა ვიღაც მოდის, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ, მაინც ვერ მხედავენ და რაღა აზრი აქვს -აქ რას აკეთებ? მისი ხმაა, ეხ ხომ ჩემი მასკიანია, შენელებულ კადრში როგორც არის ისე ვტრიალდები, მოიცა მაშნაც ხომ ეს გავაკეთე -მხედავ? -ჩემი არ გეშინია? როგორ მელაპარაკები? მაშინაც ეს სიტყვები მითხრა, მაგრამ მაშნ იმიტომ მითხრა რომ ბევრი ვეჭარტალე, ეხლა კიდე უპატივისმცელოდ რომ ველაპარაკები, მართლია ის ხომ ჯერ ამ მიცნობს -ლამაზი ნიღაბია ამ სიტყვებს ნამდვილად არ მოელოდა, თვალები გაუფართოვდა და ბოროტება ჩაუდგა თვალებში,მართლაც რომ სულის სარკეა თვალები, ამ მე კარგად ვიცნობ და მაგტომ ვხდები დანა ამოიღო და ყელთან მომიტანა, რა დეჯავიუ მაქვს,, ეხლაც კანკალმა ამიტანა, მაგრამ ის უფრო მაინტერესებს მომკლავს, მაგრა პროვოცირება არ ღირს -ვერ მომკლავ -ხოო, და რა შემიშლის ხელს?-უფრო მჭიდროდ მომადო დანა ყელთან -იმიტომ, რომ ბოროტი არ ხარ, შეიძლება ყველას ჰგონია რომ მონსტრი ხარ, მაგრამ მე არა, ვიცი რომ გულის სიღრმეში არ ხარ მონსტრი და შენც ჩვეულებრივი ადამიანი ხარ რომელსაც უნდა უნდა სუთბო იგრძნოს ხალხისგან -შენ მე არ მიცნობ, არ იცი რაზე ვარ წამსვლელი -ყველაფერს გააკეთებ რომ გადარჩე, ყველასაც მოკლავ თუ შენ სიცოცხლეს დაემუქრებიან, მაგრამ დაუცველ გოგოს არ მოკლავ მხოლოდ იმიდ გამო რომ გითხრა ლამაზი ნიღაბიაო რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია, ალბათ შთაბეჭდილება მოვახდინე, ასე დარწმუნებული ვარ ჯერ არავინ დალაპარაკებია, ნელ-ნელა დანა ჩამოსწია და ყრუდ, თითქოს თავის თავის გასაგონად თქვა -გაიქეცი -რა? -მეორედ აღარ გადამეყარო, თუ არა და ასე ადვილად ვერ გადამირჩები, ეხლა კიდე გაიქეცი და უკანაც კი არ მოიხედო. ლამის პატარა ბავშვივით ავტირდე, ზუსტად იგივე სიტყვები, არ შეცვლილა, მე გვარბივარ როგორც მაშინ, მაგრამ წინასგან განსხვავებით იმიტომ კი არ გავბივარ რომ მეშინია, არამედ იმიტომ რომ მალევე შევხდე მას. ისევ საჯინიბოში წავედი და წიგნი გადავშალე, ჩვენი შეხვედრის ახალი სცენები გაჩნდა და ამას დამატებული წარწერა ,, ფხიზლად იყავი, ეს ყველაფერი არაა....“ ახალი ნახატი გაჩნდა, ჩემი მასკიანი სასხლის ქვედა სართულებში მიდის, დილეგში სადაც ოდესღაც მეც ვიყავი, ერთ მსახურ გოგოსთან მიდის, გეგმად მისი წამება აქვს დასახული, ერთ სცენას შემდეგი მოსდევს, თუ როგორ უმოწყალოდ სცემს ამ გოგოს და მხოლოდ ერთს ეკითხება ,, ვინ დაგავალა?“ საწყალი გოგო ძლივსღა სუნთქვას, ცივ წყალს ასხამს მასკიანი რომ გამოაფხიზლოს და გააგრძელოს დაკითხვა, ბოლოს კი კლავს, მარტივად დანა, ყელი, გადაჭრილი საძლე არტერია. მან ის გოგო მოკლა, რა გამოდის რომ მაშინაც გააკეთა ეს, როცა პირველად შევხვდით. ყველაფერი თვალებში ირევა და ყველაფერი ტრიალებს და ისევ ჩემს დროში აღმოჩნდი, დივანზე, საათს შევხედე და ღამის 4 საათია. აზრზე ვერ მოვდივარ, მას არასდროს უთქვამს რას აკეთებდა როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, ეხლა რომ გავიხსენო არასდროს ვიცოდი სად იყო და რას აკეთებდა, თითქოს მისი ცოლი ვიყო ისე ვლაპარაკობ, მაგრამ ეხლა ვხვდები რომ მის ცხოვრებაზე ჩემს იქით არასდროს არაფერი ვიცოდი ! რამდენიმე დღე ისე გავიდა, არავითარი ცნობა არ ყოფილა წიგნისგან, მე კიდე უფრო მეტის გაგება მომინდა ქალღმერთ ნირას შესახებ. გუუგლეში არავითარი ცნობა არ ყოფილა, ამიტომ ძველი ხერხი უნდა გამოვიყენო და მივაკითხო ბიბლიოთეკას. სახელმწიფო ბიბლიოთეკაში მივედი, ყველაზე დიდ ბიბლიოთეკაში რაც აქაა. მანდ ყველაფერი ელექტრონულია, ქსელში ჩაწერ წიგნის სახელს ავტორს ან საკვანძო სიტყვებს და ამოგიგდებს სად დევს. -აბა, წარსულში მოგზაურობა ვცადოთ, სულ ზღაპრები ამომიდგო, არა ასე არ ვარგა, უფრო კონკრეტული მინდა, მოდი ნირა ვცადოთ, მაინც არაფერი, კაი ქალღმერთები მაშინ. ხო ამაზე უამრავი მითოლოგიის წიგნი ამომიგდო, უმეტესობა საბავშო არის. მეც ყველას ავიღებ რაც ცოტა დიდებისთვისაა. მეც ყველა წიგნი გადმოვიღე და დავჯექი მაგიდასთან. 7 წიგნი მაინც იქნება, მეც მომმიწევს ყველა დავამუშავო. პირველი რათქმაუნდა ავიღე ,, ქალღმერთები და მათი წარმომავლობა“, ყველაზე თხელი ეს იყო და ლოგიკურია ამის აღება. აი აქ საინტერესო რამ წერია, ქალღმერთები როგროც ყველაზე ლამაზი არსებები წარმოიქმნენ ვარსკვლავის მთვრისაგან, ისინიც მათნაირად ანათებენ, მათ არ გააჩნიათ ფორმები, აბსტარქტული არსებები არიან, თუმცა შეუძლიათ ადამიანის სახის მიღება, ამავდრულად გააჩნიათ სხვადასხვა ძალები, ეს კი დამოკიდებულია დაბადების დროზე, ყოველი დღე ქალღმერთს სხვადასხვა ძალებს აძლევს. წიგნის ავტორი მითითებული არ არის, ინკოგნიტოდ არჩია ყოფნა, ამიტომ აწერია მეცნიერი იქსი. მოძებნა მისი და გამოკითხვა შეუძლებელია. მეორე წიგნი იყო ,, ქალღმერთები დედამიწაზე“ აქ თითქმის ზღაპრები ეწერა, თუმცა ერთმა მითმა მიიქცია ჩემი ყურადღება. არსებობს გადმოცემა, რომ რამდენიმე ათასობით წლის წინ ქალღმერთი ნირაიუსი ჩამოვიდა დედამიწაზე, რათა გაეგო ხალხის ყოფა ახლოდან, იგი ახალგაზრდა იყო და არ დაუმალია თავისი ძალები, ამიტომ მას ჯადოქრობა დასწამეს და კოცნოზე დაწვეს, ქალღმერთი კვლავ დაბრუნდა კოსმოსში და დაწყევლა ადამიანები რადგან ასე მოექცნენ. განსაკუთრებით კი დაწყველა ის ოჯახები რომლებმაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. რადგანაც ეს მოხდა იქმადე სანამ ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტებოდა და ყველა ეროვნების ხალხი ერთად ცხოვრობდა, მან დაწყევლა მხოლოდ ამ საქმის აღმსრულებლები. ორი ეროვნება და დაიფიცა რომ მათ ბედნიერი დასასრული არ ექნებოდათ. უკვე საგძნობლად დაღამდა, სანამ ეს ორი წიგნი დავამუშავე, დანარჩენი სახლში წამოვიღე, მთქანრებ -მთქნარებით მოვდივარ. ძლივს შევაღე სახლის კარები და პირდაპირ საწოლზე დავეცი და დავიძინე. ღრმა ძილში ვიყავი რომ ხმები მომესმა, თითქოს ვიღაც მკითხულობს და მეძებს, რაღაცამ უცებ გაანათა და ჰოპ ჩემს ოთახში აღმოვჩნდი, ოღონდ იმ ოთახში მასკიანთან რომ ვცხოვრობდი, როდესაც მისი მსახური ვიყავი. მაგარია პიჯამოთი ვდგავარ შუა ოთახში როდესაც მასკიანი შემოდის და უცებ ტრიალდება. ნუ გამოიცანით ჯერ არ უნახავს გოგო ასე ჩაცმული, თანაც აქ იმდენი ტანსაცმელი აცვიათ ძილის დროსაც კი, მეკიდე ერტი მაიკით და შარვალით, რომელიც სხვათაშორის გოგოს არ აცვია. მეც საჩქაროდ მოვიხურე რაღაც ნაჭერი -კაკუნი არ გასწავლეს? -უკაცრავად ქალბატონო არ მეგონა აქ თუ ვინმე ცხოვრობდა, მეგონა ეს სახლი თავისუფალი იყო. -ეს სახლი თავისუფალია, აქ მე იმპერატორმა გამომაგზავნა, თქვენი ახალი მთავარი მსახური ვარ ბატონო -ჩემთვის არაფერი უთქვამთ, მე კიდე არ მჭრდება მსახური, შეგიძლიათ წახვიდეთ -ბატონო, ეს იმპერატორის ბრძანება იყო, არ შემიძლია წასვლა -კარგი როგორც გინდა მაგრამ თავი არ მომაბეზრო -როგროც ინებებთ ბატონო ნუთუ ვერ მიცნო, მაგრამ პრინციპში როგორ, ღამე იყო როცა შევხვდი და ეხლა კიდე უხერხულობისგან არც კი შემოუხედავს ნორმალურად. ტანსაცმელი მჭირდება, აბა ასე ხო არ ვიქნები. აქვე მდინარეა და მანდ რეცხვენ ხოლმე ტანსაცმელს. ბედიც მაქვს რაა, გოგონა მეორე ხელს რეცხავს და არც აქცევს ყურადღებას სხვა ტანსაცმელს, კიიდევ კაი მსახურებს ერთნაირი ტანსაცმელი აქვთ, მეც ერთს დავწვდი და გადავიცვი. სახეზე თავშალი ჩამოვიფარე,თორე აქ სხვა ეროვნების ხალხი არაა, და რომ დმინახონ კიდე ერთი ამაბავი ატყდება. სამზარეულოში გავძვერი და ჩემი მასკიანისთვის საჭმელი მოვიპარე, აბა ხომ უნდა შევასრულო ჩემი მოვალეობეი, თორე ეჭვი გაუჩნდება. უსიტყვოდ ჭამს და მიდის. ცოტახანში მეც გავყვევი, სასახლიდან წავიდა და ცხენზე ამხედრდა, ფეხით ნამდვილად ვერ დავეწევი, ცხენით თვალთვალი უფრო ძნელია, ამიტომ რამდენიმე წუთი დავიცადე და მერე მეც ავმხედრდი, დამუკიდებლლად პირველად ვჯდები ცხენზე,აჰა ესეც პირველი პრაქტიკა, ისე არც ისე მარტივი ყოფილა ცხენის დამორჩილება, მაგრამ ნიჭიერი აღმოვჩნდი.ნახევარი საათი კიდევ იარა და რაღაც სოფელში მოვედით, მოიცა ეს ის სოფელია სადაც ხალხი დაწვეს, მაგრამ ეხლა სულ სხვანაირად გამოიყურება. ცეცხლები ანთია სოფლის გასანათებლად. სასახლის გვარდია ჩუმად მიიპარება სახლებისკენ, ჩემი მასკიანი და ათოდი ბიჭი კი ხეებს ამოფარებული დგანან და ამ ყველაფერს უყურებენ. მალე წივილ კივილი დაიწყო, ჯარისკაცები სახლებში შევარდნენ, ყველა გარეთ განოიყვანეს, რაღაც ყვირიან, უფრო სწორედ ვიღაცას ეძებენ. ყველა ერთ ზოლში დააყენეს და მათი მოკვლა დაიწყეს, ქალებს მუდარა, ბავშვების ტირილი ერთმანეთში ირევა და შემზარავი მოსასმენი ხდება, გული მიწუხდება, ასეთი რამე ჯერ არ მინახავს, კაცები ცალკე ჰყავთ, ბოლოს იმათთან მიდიან და ხმლებით დასერეს, ასეთი სისასტიკე მაოცებს მაგრამ იმან უფრო გამაცოფა რომ, ჩემი მასკიანი არაფერს აკეთებს მათ შესაჩერებლად. ყველაფერი მიწყნარდა, გამაყრუებელი სიჩუმე იყო და ეს უფრო ამძაფრებდა სიტუაციას. სანამ ჯარისკაცები გვამებს მიათრევენ ცენტრიკენ, მანამდე მეც მივედი ახლოს, რომ მათი ლაპარაკი გავიგონო. -აქ არ იყო -ამათ რა ვუყუთ? -მოვა ბატონი და გავარკვევთ -არ მოეწონება ეს ყველაფერი ბატონს -ამდენი ხალხი რომ მოვკალით? -არა, ის მონსტრი არ რომ არ იყო -მართლაი ხარ, მაგრამ ისე მაგასთან შეხვედრას ისევ სიკვდილი მირჩევნია -მართლაი ხარ, ამბობენ დაუნდობელია, როცა ხალხს კლავს მერე მგელბის საჯიჯგნად აგდებსო -ხოო ეგ მეც მსმენია მოიცა ესენი ჩემ მასკიანს ეძებდნენ და მაგტომ მოკლეს ამდენი ხალხი?! ამდენი ფიქრისთის დრო არ მაქვს, მალე ვიღაც მოვიდა, ეტყობა მათი უფროსი. უკნიდან ფოთლების შრაშუნი მესმის. ნელა მივტრიალდი უკან, მასკიანი დგას და მშვილდს მიმიზნებს -ვინ ხარ? და აქ რა გინდა? ეხლა როგორ ავუხსნა, რომ მას გამოვყევი, რომ მის მხარეზე ვარ, არც დაიჯერებს -თქვენ გამოგყევით ბატონო -მითვალთვალებდი? ვინ გამოგზავნა? -მერე დავილაპარაკოთ, ეხლა ამის დრო არაა -აქ დამელოდე, ხმა არ ამოიღო, მალე დაბრუნდები და იცოდე ყველაფერს ამიხსნი -როგროც თქვენ იტყვით ბატონო ხესთან მაბავს, რომ არსად არ გავიქცე, ის კიდე მეორე მხრიდან უვლის, რაღაცას ანიშნებს თავისიანებს და ჩუმად მიიპარებიან. შემდეგში მასკიანს თოკების შეკვრა უნდა ვასწავლო, თავს ადვილად ვინთავისუფლებ, მასკიანის მოპირდაპირე მხერეს მივდივარ, სადანაც გვარდიის უფროსი მოვიდა, აქედან ყველაფერი კარგად ჩანს. მოიცა ეს ხომ, ეს ხომ მესამე პრინცია, რა ჯანდაბა ხდება. მასკიანი და თავისი მცირე რაზმი ყიჟინით წამოვიდნენ, მესამე პრინცმა რაღაც უბრძანა და თვითონ და რამდენიმე ჯარიკაცით პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. ხის უკან დავიმალე. ღრმად ვსუნთქავ, აი შეთქმულებაც ამას ჰქვია, ტახტისთვის ხალხი რას აღარ გააკეთებს. მხარზე რაღაც სიმძიმე ვიგრძენი, შემოვტრიალდი და ხმალია, ჩემს წინ კიდე მესამე პრინცია, -შეიპყარით და წამოიყვანეთ ცხენზე შემსვეს და თოკითაც გამკოჭეს, აი ამათმა კი იციან თოკის შეკვრა, თავი უკან მივატრიეალე, რომ მენახა რა ხდებოდა, გაცხარებული ბრძოლა იყო და ცეცხლიც უკვე წაკიდებოდა სახლებს, მეკიდე ღმერთმა უწყის სად მივყავარ და რას მიპირებენ. უკნიდან სეონ გონ სოკი მომგყვებოდა, მესამე პრინცმა კი სიჩქარეს უფრო უმატა, ყველაფერი ისე ჩქარა ხდებოდა, თავში კი ყველაფერმა მოიყარა. ერთდოულად ყველა ემოცია დააცხრა ჩემს გულს და გონებას. შეტევაზე გადავსულიყავი თუ თავდაცვაზე არ ვიცოდი. ყოველ შემთხვევაში რაც არ უნდა გამეკეთებინა შარს ვერ ავცდებოდი. ჩემი მასკიანი თურმე მკვლელი აღმოჩენილა, ძმები ერთმანეთს კლავენ, მშბლები ამაშე ხელს უწყობენ, დედა შვილს ამახინჯებს და რიყავს, საზოგადოება კი დაუნდობელია, ყველაფერი რაც სწორი მეგონა შეცდომა ყოფილა. ეხლა მახსენდება წიგნის სიტყვები ,, რაც გულით გწადდა, ოდითგან სულით“, მაგრამ მე აქედან სამუდამოდ გაქრობა მინდა და ყველაფრის დავიწყება.ჯანდაბა რაც უნდა იყოს მე ხომ მასკიანი მიყვარდა და მიყვარს კიდეც. უკან გადავიხარე და ცხენიდან ჩამოვვარდი, მიწაზე არც კი ვიცი რამდენი სალტო გავაკეთე, მაგრამ გემირელლად დაჟეჟილი კი ვიყავი, ის იყო თავი ამწიე რომ დავინახე როგორ მოდის ჩემსკენ დიდი სისწრაფით მასკიანი, ცხენის გაჩერებას ცდილობს, მაგრამ ცოტაც და ისე გადამივლის დაჟეჟილობა მონაგონი იქნება .... თვალები შიშის გამო მაგრად დავხუჭე, ხელები მაგრად მუვმუჭე და სიკვდილის მოლოდინში გავყუჩდი, მგონი ასე 1 წუთი ვიყავი, თვალები ნელ-ნელა გავახილე. ყურები დამიგუბდა და არაფერი მესმოდა, აქეთ-იქით მოვიხედე და დავინახე ჩემი მასკიანი ჩემს გვერდზე, ცხენზე ამხედრებული, ხმა არ მესმოდა მაგრამ მივხვდი რომ ღრმად და ხშირად სუნთქავდა, მკერდი ისე აუდიო-ჩაუდიოდა რომ გამერიმა. რა სულელი ვარ რა დროს ღიმილია, ალბათ სტრესის ბრალლია, ჩემს თავს დიაგნოზი დავუსვი და წამოდგომა ვცადე.მასკიანიც ჩამოხტა ცხენიდან, ხელები გამიხსნა და ორივე ცხენზე ავმხედრდით. ეხლაც როგორც მაშინ მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ კისერზე და ვინაბები, ლამის იქვე დავდნე, მაგრამ არა რა დროს ეგაა. დიდი სისწრაფით მივდივართ უკან, მექანიკურად უკან მოვიხედე და თურმე მდევრები არ მოგვსდევენ. პრინცის ხალხი, კაი ეხლა მართლა თავს უნდა ვუშველოთ. რომელიღაცა სოფელს ვუახლოვდებით -ჩამოდი! -რა? -ჩამოდი მეთქი -კარგი ხო, რა მოხდა? ხელი ჩამავლო და გიჯივით გამაქცუნა, არა რა პპირველადი დახმარება კი არა სპორტით უნდა დავკავებულიყავი რააა, ვქოშინობ, ლამის გული გადმომივარდეს და ფილტვები გადმოვყარო, რაღაც ჩხიში მოვხვდით, უკნიდან კი მდევრების ხმა ისმის, მეც ჩემი ჯაშუშობა გავიხსნე და ჩიხიდან ცალი თვალით გავიხედე, მასკიანი კედელს არის აყუდებული და სუნთქვის დარეგულირებაც ცდილობს, მდევრები კი პირდაპირ ჩვენსკენ მორბიან. ჯანდაბა იაზროვნე ტვინო, ეხლა რომ ჩიხიდან გავიქცეთ ნამდვილად დაგვიჭერენ, მაგრამ სხვაგან წასასვლელიც არ გვაქვს, ცოტაც და უკვე ჩვენ სამალავთან მოვლენ, ჯანდაბა ტვინო იაზროვნე. მასკიანი რაცას ჰქვია კედელზე ავაყუდე, ორივე ხელით კედელ დავებჯინე თითქოს მას გასაქცევი გადავუკეტე, თვალი თვალში გავუყარე -არ მინდოდა ამის გაკეთება სანამ არ გაიხსენებდი -რისი..-კითხვა აღარც დავამთავრებინე დ აპირდაპირ ჩემი ტუჩები მისას მივაწებე, თვალები გაუფართოვდა, მაგრამ არც ის არ დაბნეულა, ხელი წელზე შემომხვია და მაგრად ამიკრა თავის სხეულზე, კოცნაში ამყვა, თითქოს მწყურვალი ყოფილიყოს ისე დაეტანა ჩემს ბაგეებს, არ ვიცი რამდენი ხანი ვკოცნიდით ერთმანეთს, მაგრამ სანამ ჰაერი არ გამოგველია მანამდე ერთმანეთს არ მოვშორდით -ეს... ეს უბრალოდ საქმეს სჭირდებოდა -მაშინ რაღაზე გაწითლდი-ხელები ლოყებზე მივიტანე, მართკაც ვხურდი, ალბათ იმიტომ რომ ჩემი სიყვარული ასე ახლოს იყო ჩემთან და ამავე დროს ასე შორს მაგრამ იხტიბარი ნამდვილად არ გავიტეხე -უბრალოდ ბევრი ვირბინეთ და ვინერვიულე კიდეც, რომ დავეჭირეთ ვინ იცი რას გვიზამდნენ, ხოდა მაგიტომაც ვარ წითელი -როგორც თქვენ იტყვით პატარა ქალბატონო -მე პატარა ქალბატონი არ ვარ-შუბლი შევკარი და განწყენებული ხმით ვუთხარი, ამ სიტყვებთან მეტად ცუდი მოგონებები მაკავშირებს, რომელიც ეხლა სათქმელი არაა, უბრალოდ სიტყვაზე მენდე, მისთვის კიე როგროც ჩანს ჩემი სახე სიცილის მომგვრელი აღმოჩნდა და ისე გულიანად გადაიხარხარა მგონი სული ძლივს მოითქვა. თავიდან მეწყინა რომ დამცინა, მაგრამ ისეთი ბედნიერი ჩანდა და ისეთი ლაღი და ბავშვური იყო მისი სიცილი გულში სითბო ჩამეღვარა. ჩიხიდან გამოციხედეთ და უკვე წასულან, ნელა გამოვვედით ჩვენი სამალავიდან და ტყეს მივაშურეთ სადაც მისიანები გველოდნენ. უკვე ღამდებოდა და წასვლას აღარ ჰქონდა აზრი, ამიტომ კოცონის დანთება გადავწყვიტეთ. ის ფიჩხების მოსაგროვებლად იყო წასული რომ კვლავ ყველაფერი ერთმეთში აირია და დატრიალდა ყველაფერი ჩემს გარშემო. ისევ ჩემი სახლი, ისევ ჩემი ოთახი და ისევ ჩემი დრო. მეკიდე მასთან სულ ცოტახანიც რომ ვყოფილიყავი.... სულ ცოტა ხანი.... ,, დიდ შეცდომებს უშვებ“ წიგნი რომ არ ჩაერიოს ჩემს ფიქრებში ხომ არ შეუძლია რაა -არა, შენ უშვებ შეცდომებს თუ გგონია რომ მას მოვკლავ ,, ეს შენ თვითონ გინდოდა“ -არ მჯერა, როგორ დამიმტკიცებ? ,,კარგით ჩემო ქალბატონო, როგროც გნებავთ“ წიგნში ახალი ნახატები გაჩნდა, მაგრამეს ის მონტები იყო რომელიც არასდროს არ მოხდარა. ისევ წარსული იყო, მე ვიყავი დახატული ვიღაც მამაკაცთან ერთად და პატარა ბავშვთან, ყველანი ვისხედით. ბავშვი თამაშობდა, კაცი იარაღებს წმენდდა, მე კიდე საჭმელს ვაკეთებდი. სხვას რომ შეეხედა იფიქრებდა რო მოჯახიაო, მაგრამ მე იქ ოჯახი არ მყოლია. ამ დროს კარებზე ვიღაც აკაკუნებს და სამეფო გვარდიის ერთ ერთი ჯარისკაცი შემოდის, იმპერატორის ბრძანებას კითხულობს, რომ სიკვდილით უნდა დაისაჯოს ეს ოჯახი, მათ ბრალად ედებოდა ქვეყნის ღალატი და საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროვება. მერე სხვა მეომრები შემოცვივდნენ სახლში და კაცი გააკავეს, ბავსჰვმა ტირილი დაიწყო. მე კიდე ვყვიროდი არ გინდათ მეთქი, ალბათ რამე შეცდომაა მეთქი,ყველა გერთ გაიყვანეს, ჩემთან კი ერთი მოემარი მოვიდა და მითხრა, -თქვენთვის იმპერატორმა წერილი გამომატანა ,,ეს იმის გამო რომ ჩემს წინააღმდეგ წახვედი, ახლა შენი ქმარი და შენი შვილი იმისთვის დაიჯებიან რომ შენ გაჯიუტდი და იმოერატორს უარი უთხარი, ახალა მიხვდები ვის მხარი უნდა დაგეწირა. გირჩევნოდა ისევ ჩემი საყვარელი გამხდარიყავი. ახლა კი უყურებ როგორ კლავენ შენს ოჯახს შენ კიდე ცოცხალი იქნები და ამას მუდამ გახსენებ“ -ეს რას ნიშნავს წიგნო? ეს მე არ შემემთხვა, ნუ მატყუებ ,,ქალბატონო ეს თქვენ ხართ, ათასი წლის წინ. იმ დროს თქვენ და იმპერატორი ერთმანეთს არ იცნოდით და თქვენც სხვა ადამიანი იყავით, როდესაც გნახათ იმპერატორმა სეონ გონ სოკმა თქვენთან ყოფნა მოინდომა, მაგრამ თქვენ უარი უთხარით, მანაც შური იძია. მაშინ თქვენ დაიფიცეთ რომ შემდეგ სიცოცხლეშიც კი უკან დაბრუნდებოდით და მას მოკლავდით, ეს იყო თქვენი მიზანი, ახლა კი დროა თქვენი დანაპირები აღასრულოთ“ -კი მაგრამ მე ის მიყვარს! ,, ადრე თუ გვიან ამას იზამთ, თქვენ მაინც მოკლვთ მას“ -არა! მე ამას არ ვიზამ! ძნელია ცოცხლობდე და გრძნობდე ყველაფერს. მიწას გაცლიან, გტოვებენ საყრდენის გარეშე, შენ კიდე როგორც უნდა მოახერხო და გადარჩე, შეებრძოლო ბედს და მაინც დამარცხდე. ასე ვიყავი მეც, მაცლიან ადამიანს რომელიც მიყვარს, მაიძულებენ მოვკლა ის, როდესაც მასთან მინდა მთელი სიცოცხლე გავატარო, ხოლო ვიღაც ნირა და წიიგნი გაიძლებს გააკეთო ის რაც შენს ძალებს აღემატება. ამ ბრძოლაში კი ჩემს დაუკითხავად მოვხდი, არჩევანის უფლება არ დამიტოვეს და მათ წესებს უნდა დავემორჩილო. არც იოცნებონ! მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი რაც არ უნდა მოხდეს მათ ნებას არ დავყვე, ჩემი წარსულში მოხვედრაც კი არასწორი იყო. ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია დროში მოგზაურობა, მნიშვნელოვან მმოვლენებს კი ყოველთვის დამანგრეველი შედეგი მოჰყვბა ხოლმე. თითქმის მთელი 3 სამი თვე გავიდა, მე ჩემს სახლში გადავედი, უნივერსიტეტში საქმე იმაზე უკეთ მიდიოდა ვიდრე მე წარმომედგინა, სხვა კულტურას მეტად თავისუფლად შევეწყვე. სადაც წახვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო, ეს ანდაზა კი ჩემზე ზედგამოჭრილია. ყველა ის უცნაურობა რაც მე მხვდებოდა თვალში ეხლა უმნიშვნელო დეტალებად გადაიქცა, ცხოვრებაც თითქოს ავიწყვე, რადგან არც წიგნი მახსენებდა თავს არც წარსული, უკვე იმედიც კი გამიჩნდა, ვიფიქრე ხელი ჩაიქნიეს ზებუნებრივმმა ძელებმა მეთქი, მაგრამ ცხოვრება ხო მუდამ საოცრებებით არის სავსე და სიურპრიზებმაც არ დააყოვნეს. ერთ საღამოსაც ვიჯექი და სემმესტრული ჩათვლისთის ვემზადები. ეს ის მომენტია როცა გამოცდის წინა ღამეს ყველაფრის სწავლა გინდა. წიგნები რასაც ჰქვია თავზე მეყარა. მაგიდაზე კონსპექტებია გადაშლილი, საწოლზე წიგნები. ყველგან სადაც გაიხედე სტიკერებია მნნიშვნელოვანი ინფორმაციებით სავსე, უკვე ვიწვნიე ჩემი არჩევნაი, არადა წინ კიდევ სამწელიწად ნახევარია დარჩენილი და მე უკვე ლამისაა ვიტირო. ალბათ რიგით მეხუთე ჭიქა ყავას ვიკეთებ რომ როგრმე გავძლო და არ ჩამეძინოს წიგნებზე. ეჰ დავუნრუნდეთ მსოფლიო კულტურის კითხვას, რამდენი დეტალი უნდა იცოდე!!! ეხლა ვხდები რომ საშინელებაა ამდენი ერის არსებობა, და მკაცრად მივიღე გდაწყვეტილება გლობალიზაცია მშვენიერი გადაწყვეტილებაა, რომ ჩემნაირად სხვებმა არ იწვალონ ამდენი ხალხის კულტურის სწავლით. საწოლისკენ გავეშურე ყელში ახლად მოდუღებული ყავით, სასიამოვნო არომატითაა გაზღენთილი მთელი სახლი და ლამისააა მივიძინო რომ უცნაური სინათლე მაფხიზლებს. როგორ გითხრათ სინათლე გამოდის ტანსაცმლის კარადიდან და თან ეს სინათლე მწვანე ფერისააა და თან ხან მუქი მწვანე ხდება ხან ღია. თვალები მოვისრისე, მგონი ან ძაან ბევრი ყავა დავლიე ან მაგრად მეძნება ან უკვე მძინავს და სიზმარს ვნახულობ. აი ასეთია ჩემი ვარიანტები, მაგრამ უკვე გული გუჯივით მიფეთქვას, შეიძლება ჭიქა ყავის გამო ან შიშის,მაგრამ გუულის პრობლემას უფრო ყავას დავაბრალებ. კარადა გამოვხსენი და ტანსაცმლის ხროვის ქვეშ ჩემ წიგნს ვაძვრენ, ნუ მიხვდით რომელ წიგნს. იმას საშინლად რომ ვერ ვიტან და თვითონ რომ მელაპარაკება. ეხლა რაღა უნდა, აქამდე ასე არ ანათებდა ეხლა რაღა დაემართა?! წიგნის გადაშლა და ახალი წარწერის გაჩენა ერთი იყო ,, დროა გაიგოთ ჩემო ქალბატონო ის რაც წინა ცხოვრებშიც არ იცოდით“ ვაუ ესეც ათასწლიანი ინტრიგა. ახალი ნახატები ჩნდება, ალბათ ეს ყველაზე ძველი დროის ნახატებია რაც კი მე ოდესმე მინახავს. ნახატებზე სახლები კი არა გამოქვაბულები და ორმოებია გამოსახული , ხალხს ტანსაცმელი კი არა ცხოველების ტყავები აქვთ შემოხვეული, ხო ქუქრქი აქტუალური ყოველთვის ყოფილა. პირველ ნახატზე ხალხის ყრილობაა გამოსახული, რაღაცას განიხილავენ, შემდეგ ნახატზე უკვე მე ვარ გამოსახული მაგრამ ეს მე ნამდვილად არ ვარ, ამ დროში მე არასდროს ვყოფილვარ. უცებ ნახატზე მე და მასკიანი ვჩნდებით და ძელზე გაკრულ გოგოს ცეცხლს ვუკიდებთ, ნახატები კვლავს ჩნდება მაგრამ არა არ შემიძლია ამის ყურება. უფრო იმის გააზრება არ შემიძლია რომ ასეთი სადისტობის მნახველი ვხდები.ადამინის ცოცხლად დაწვა, ეს ხომ ყველაზე საშინელებაა, გრძნობდე როგორ წვავს ცეცხლი შენი ორგანიზმის ყოველ უჯრედს და მხოლოდ იმას ელოდე როდის წაგივა გული ამდენი ტკივილის მერე, რომ იქნებ მერე აღარ იგრძნო ის რასაც აქამდე განიცდიდი, როდესაც გრძნობ დამწვრის სუნს, სუნს რომელიც შენს სხეულს ასდის, სუნი დამწვარი ხორცის და ერთადერთი შვება ყვრილშია, როელსაც თითქოს ატან ამ სატანჯველს. აღარ ვნახულობ სხვა ნახატებს, არ მიდნა ვიცოდე რა მოხდა ამის შემდეგ. -წიგნო რა არის ეს?! მე ეს არასდროს გამიკეთებია! ,, ქალბატონო ეს თქვენი პირვანდელი სახეა, როდესაც პირველად დაიბადეთ. ის კი ვინც დაწვით ქალღმერთი ნირა იყო. მან თქვენ სისხლი დაწყევლა და ყოველ ჯერზე როდესაც ხელახლა იბადებით ეს წყევლა ახლდება.“ -კი მაგრამ სეონ გონ სოკი? ,, ქალღმერთმა ნირამ ისიც დაწყევლა მაგრამ მას შემდეგ რაც სეონ გონ სოკი გარდაიცვალა მმართველობიდან 15 წლის შემდეგ მემკვიდრის გარეშე, მისი წყევლა გაქრა, თქვენ კიდე როდესაც წარსულში მოხვდით მისი შთამომავლობა გააგრძელეთ მისგან ბავშვის გაჩენით“ -ამიტომ გინდათ რომ იგი მოკლა? ,, ქალბატონო ამას თუ არ იზამთ, წყევლა რომელიც თქვენს შვილს დააწვა ორივე მშობლისგან ვერ დაიტევს ადმაინის სხეული. ის გახდება დამაქცევარი მთელი დედამიწის და ადამიანთა მოდგმის“ -კი მაგრამ ეხლა რაღა აზრი აქვს მის მოკვლას? ,, წყველა რომელიც ორ სისსხლს აწევს მოიხსნება, ამტომაც იყო რომ წინა ცხოვრებაში თქვენი მიზანი გახდა მისი მოკვლა, მაგრამ არ დაგცალდათ. დროა ეხლა აღასრულოთ ის რაც დიდიხნის წინ დაგეგმილი იყო და გადაწყვეტილი“ -ჩემს შვილს რა ბედი ელის ? ,, ის იცხოვრებ როგოც იმპერატორის მემკვიდრეს შეეფერება, ფუფუნებაში და ბენიერებაში. მისი სწორი არავინ იქნება, რადგანაც ცოდვებით დაცლილი სისხლი იჩქეფბს მის ვენებში“ ალბათ ყველაზე საშინელი გადაწყვეტილების წინაშე ვიდექი იმ წუთებში, უნდა გადამეწყვიტა ვყოფილიყავი კარგი დედა თუ კარგი ცოლი და საყვარელი ადამიანი. ამ ორის მიმართ იმხელა სიყვარული მამძრავებდა რომ უბრალოდ არ შემეძლო გადაწყვეტილების მიღება. მაშინ კი მივიღე ყველაზე ლოგოკური გადაწყვეტილება და გულს მხოლოდ იმით ვინუგეშებდი რომ დედობა ყველაზე მნიშვნელოვანია. სხვა გზა არ მქონდა, შვილის ბედნიერებისთვის ყველას მომკვლელი ვიყავი, არ შემეძლო რომ ის დასჯილიყო ჩემი და ჩემი წინაპრების ცოდვების გამო. გულში გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ გონება მოითხოვდა რომ კიდევ მეფიქრა. თვალების გახელა და ჩემი წარსულში მოხვედრა ერთი იყო. ხელში ხმალი მეჭირა რომელიც ბუმბულივით მსუბუქი იყო. მიზანი გასაგები იყო, მაგრამ მაინც არ მეჯერა რომ ამის გამკეთებელი ვიყავი. ღამე იყო უკუნითი, მთვარე ჯერ არც ამოსულიყო. მე კიდე მივაბიჯებდი სასახლეში. ხელს ისე მაგრად ვუჭერდი ხმალს როგორც არასდროს, მგონი გულმა ფეთქვა შეწყვიტა კიდეც. ვცდილობდი არც მესუნთქვა. ალბათ სულ გაფითრებული ვიყავი, გულში ხი მხოლოდ ერთს ვიმეორებდი : ამას ჩემი შვილისთვის ვაკეთებ!“ ასე ვიწყნარებდი თავს და ნებას არ ვაძლებდი შიშის და პანიკას მოეცვა.მისი ოთახის წინ ვდგავარ, თავზე ხელს ნერვიულად ვისმევ, წუთები ერთმენთს მისდევს და როგორ მინდა ეს წუთი გაიყინოს, რომ არაფერი გავაკეთო. ნებიჯს უკან ვდგავ, არ ვარ მე მკვლელი. წიგნი ჰაერში აფრინდა და გადაიშალა ,,შენ ერთხელ უკვე მოკალი, მეორედ აღარ გაგიჭირდება“ არა, არა ის ნირა თუ ვიღაცაა მე არ მომიკლავს. ,,შენ იყავი, ახალი კი დროა დაამთავრო დაწყებული საქმე. ხელში გიჭირავს ხმალი რომელიც ქალღმერთმა გამოადნო. მასში ვარსკვლავის მტვერია, რომელიც მას უნიკალურ და უძვირფასეს ხდის. ზედ კიდე ქალღმერთის ცრემლია, რომელიც მას უძლიერეს ხდის. “ ოთახში შუქი ჩამქვრალია. მას ისე უნდა დავესხა თავს როგორც მხდალი ადამიანი რომელიც ძილში კლავს სხვას. ყოველშემთხვევაში ასე მაინც არ დავინახავ მის თვალებს. კარებს ფაქიზად ვაღებს. თითის წვერებზე მივიპარები. უზარმაზარი ოთახია, ცენტრში კი საწოლი, ფარდებით ჩამოფარებულია. მისკენ მივიწევს და ვგრძნობ როგორ მაციებს, ტანში სულ ჯრუანტელს მაყრის ხელი კი მიკანკალებს. უკვე მის თავთან ვდგავარ. ხელში ხმალი მიჭირავს, სულ დაძაბული ვდგავარ, მოვიმარჯვე, თვალებიდან ცრემლები თავისით მოდიან და მოდიან, ვერ ვჩერდები -მაპატიე გთხოვს, არ მინდა ამის გაკეთება, გთხოვ მაპატიე-ვლუღლუღებ და თან ვსლუკუნებ, არ ვარ მე ამის გამკეთებელი. უცებ ჩემი მასკიანი თვალებს ახელს -მარი! რას აკეთებ? შენ რა ცოცხალი ხარ? მოიცა მას ვახსოვარ! -შენ რა იცი ვინ ვარ? -რა თქმაუნდა მარი ვიცი, კი მაგრამ როგორ ხარ ცოცხალი? -მე, მე... -შენ რა ჩემი მოკვლა გინდა? რათ გინდა ხმალი? -გთხოვ უნდა გამიგო, ჩვენი დათოსთვის ვაკეთებ ამას, უნდა მაპატიო -კი მაგრამ რას? -უნდა მოგკლა, მხოლოდ ასე შეძლებს რომ ის ბედნიერი იყოს -მარი რას ამბობ? ნუ ტირი გთხოვ, მოდი დავჯდეთ და მომიყევი ყველაფერი -გთხოვთ ნუ მაიძულებთ არ შემიძლია მოკვლა, არაა, ვერ მოვკლავ-ამას უკვე წიგნის გასაგონად ვამბობ, რგორც არ უნდა ვეცადო გავხდე კარგი დედა, ვერ გავხვდები მკვლელი -ნირა გესმის ჩემი, ვერ ვიზამ ამას -მარი ვინ არის ნირა? რა ხდება არ მეტყვი? წიგნი ჩემს წინ ლივლივებს კვლავ ,, ეს უნდა ქნა“ -ვერ ვიზამ, ნირასთან შეთანხმე მაქვს ,, რას შემომთავაზებ?“ -გთხოვ ნუ მაიძულებ მის მოკვლას და ნებას გაძლევ ყველაფერი გამიკეთო რაც გინდა ,, როგორი თავგანწირვა, მაგრამ თანახმა ვარ“ წიგნი კვლავ განათდა და ამჯერად იგი გადიაქცა ულამაზას ქალღმერთად, ასეთი სილამაზე ალბათ არასდროს მინახავს, თეტღი როგორც თოვლი, ტუჩები წითელი როგორც სისხლი, ულამაზესი ცხვირით, შავზე შავი თვალებით -როგორც იქნა შევხვდით მოკვდავო, შენ პირობას ვიღებ და საფასურად შენ სხეულს -რას ნიშნავს ჩემს სხეულს? -ახალვე გაიგებ ჩემსკენ გიჯივით მორბის, ისე მეჯახება როგრც რაგბისტები ერთმენთს. ასე მგონია თითქოს შიგნეულობა სულ დამომცვივდა. თვალებს ვახელ და ნირა უკვე გაქრა, მეღიმება -ნუ გგონია მოკვდავო, შენ შენი სხეულის ტყვე ხვდები, შენ ყველაფერს გაიგებ, აღიქვამ და დაინახავ, მაგრამ ვერაფერს გააკეთებ. ახლა შენს სხეულს მე ვმართავ, ახლა კი უყურე როგორ კვდებიან შენი საყვარელი ადამიანები. ხელი მაღლა იწევს, ნელა ვუახლოვდები მასკიანს,ისიც არ აყოვნებს და თავის ხმალს იღებს, ერთი დარტყმით ხმალს ვუტეხავ, მთელი ძალით ხმალს ვუქნევ, სისხლიც არ აყოვნებს გამოღვრას, ოთახში მთვარის შუქი შემოდის, სავსე მთვარეა, სისხლის გუბე დადგა უკვე და მასში მთვარე ირეკლება, არც კი ვიცი ასეთი რამე თუ შეიძლბეოდა, მასკიანი დაცვას ეძახის. ხელს ზემოთ ვწევ და ვუყურებ როგორ ჯონავს მასზე ჩემი საყვარელი ადამიანის სისხლი. სამეფო გვარდით გავსო ოთახი, ყველა მომაკვდამ იმპერატორს უყურებს. აზრზე მოდიან და ჩემს შეპყრობას ცდილობენ -ეხლა უყურე რორ მოკლავ ამდენ ხალხს -მე კი არა შენ კლავ ვდილობ წინაღმდეგობა გავუწიო, მაგრამ არ გამომდის, მთელს გვარდიას დავერიე, ერთი ხმლის მოქნევით ყველა კვდება, ანადა რა მკვირს ეს ხო ჩვეულებრივი იარაღი არაა. ოთახიდან გამოვდივარ, გვამებს ვაბიჯებ და მიანც წინ მიდის ჩემი სხეული -გამოიცანი ახლა ვისი ჯერია -არ გაბედო ჩემს შვილს რამე დამართო, ამის უფლებას არ მოგცემ -შენ უკვე მე მეკუთვნი და რასაც მინდა იმას ვიზამ -კი მაგრამ რათ გინდა ჩემი სხეული -იმიტომ ჩვენ ქალღმერთებს გვეკრძალბეა დამიანის მოკვლა, წინააღმდეგ შევთხვევაში ჩვენს მოვკვდებით, ასე კიდე ადამიანის სხეულში არაფერი მოგვდის -კი მაგრამ ამას რატომ მიკეთებ? -იმიტომ რომ მეტად მოსაწყენია ცხოვრება სხვა ქალღმერთებთან, აქ კიდე შემიძლია გავერთო -ხალხის კვლით?! -ხოო, მეტად საინტერესონი ხართ ადამიანები როგორ მარტივად შეიძლება მოკვდეთ -მაშინ რათ გინდა ეს ხმალი, თუ გამხიარულება გინდა მაშინ შესაძლებლობა მიეცი წინააღმდეგობა გაგიწიონ -მომწონს შენი აზროვნება ამ ხმლით ხელში დაუმარცხებელი არის ნირა, მაგრამ მის გარეშე ჩემი სხეულიც და ნირაც სუსტები ხვდებით. ახალ ჯარის მეორე პარტია მოდის , იმედი მაქვს რომ მოგვკლავენ, არ მივცემ იმის შესაძლებლობას რომ ნირამ ჩემს შვილს დაუშავოს რამე. ყველას ხმალი აქვს მომარჯვებული, სულ ბავშვები არიან, ალბათ ყველაზე დიდი 17 18 წლისები იქნებიან. -ხედავ იქ ბიჭი რომ დგას ლურჯში?ის შენი შვილია, როგორ გაზრდილა არა, ბოლოს მაგას მოვიტოვებ, ბოლოს მას მოვკლავ -რა, უკვე ამხელა გახდა, რამდენი დრო გასულა. არ გაბედო, გესმის, არ გაბედო რამე დაუშავო მას, ის ხომ ჯერ კიდევ ბავშვია -შენს ლაპრაკს აზრი არ აქვს, ჯობია ეხლა დატკბე მისი ყურებით სანამ შესაძლებლობა გაქვს მთელი სამეფო გვარდია ჩემსკენ დაიძრა, ნირაც მათ ოსტატურად შემოტევებს იგერიებს, ჩვეულბერივი ხმლითაც კი დაუმარცხებელია. ნელ-ნელა ჩემი ბიჭისკენ მიიწევს, -უყურე, როგორ კლავ მას -არა გთხოვ არ გინდა ვგრძნობ როგორ გაებადრა სახე ნირას, იღიმის კიდეც. მთელ ხმაზე ვყვირივარ რომ გაჩერდეს. დათოს ხმალი გაუვარდა, ნელ-ნელა მისკენ მივდივართ,არ ვიცი როგრ მაგრამ ხმალი ხელიდან გვივარდება, მხოლოდ წამიერად დავიბრუნე ჩემს სხეულზე კონტროლი, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა. უკან ვტრილედებით და ხმალი აპობს ჩემს სხეულს, ეს ნირას ხმალია. თვალებბი მეხუჭება მაგრამ ნირას ყვირილი არ მაძლევს საშვალებას რომ სამუდამოდ დავიძინო, მაინც მერევა სიკვდილის მარწუხები და სამუდამოდ ვხუჩავ თვალებს და ამჯერად სამარისებული სიჩუმეა. სითბოს ვგრძნობ, თვალებს ძლივს ვახელ, მოიცა არ მჯერა რომ საერთოდ ვახელ თვალებს. ალბათ სიკვდილის მერე ასეც უნდა იყოს, მაგრამ სიკვდილის მერეც ჩემს სახლში ვარ?! აქეთ-იქთი ვიხედები მართლა ჩემს სახლში ვარ და გვერდზე წიგნი და მასკიანი მიწევს. წიგნი გადავშალე და ახალი ნახატები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება. ბოლო მომენტები მაინტერესებს. წესით მეც და მასკიანიც მკვდრები უნდა ვიყოთ, ჩვენ კიდე ჩემს დროში აღმოვჩნდით?! -რა მოხდა? ნირას რა მოუვიდა? ,, ჩემო ქალბატონო ნირა მოკვდა სამუდამოდ“ -როგორ? ის ხომ უკვდავია? ან კიდე როგორ აღმოვჩნდით აქ? ,, ქალღმერთის მოკვლა მხოლოდ მაშინ შეიძლება როდესაც ის ადმაინის სხეულშია. რადგანაც ის მკვდარია წყველაც მოგეხსნათ და საშვალება გეძლევათ თქვენი ცხოვრებით იცხოვროთ თქვენს დროში.“ -მაგრამ სეონ გონ სოკი ხომ ამ დროში არ ცხოვრობდა? ,,რადგნაც ქალღმერთმა ნირამ დაარღვია წესი იმის შესახებ რომ ადამიანები არ უნდა მოეკლა სკვდილის ქალღმერთმა იგი უკან დააბრუნა და შესაძლებლობა მოგცათ ერთად ყოფილიყავით“ -დათო? მას რა მოუვიდა? ,,იმის შემდეგ რაც თქვენ დატოვეთ წარსული იმპერატორი გახდა და სახელად ლიდა დაირქვა. მისი სახელი დათო რომ განვარტოთ წინამძღოლს ნიშნავს, ამიტომაც დაირქვა ეს სახელი.“ -ეხლა რა მოხდა? ყველაფერი დამთავრდა? ,, დიახ ქალბატონო, იმედია არასდროს აღარ შევხვდებით“ -იმედია წიგნი აალდა, ისე რომ ფერფრფლიც კი არ დარჩენილა. გვერდძე გავიხედე და ჩემ მასკიანს ვუყურებ. ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება მოხდეს. ჩემი შვილი ბედნიერია და მე კიდე ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ჩემს დროში მოხვდი. The End. ვიცი ვიცი რომ დავიგვიანე, მაგრამ უბრალოდ არ მქონდა დრო რომ დამეწერა. იმედია მოგეოწნებათ დასასრული. ველი თქვენს შეფასებას. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც მამხნევებდა და წერის სტიმულს მაძლევდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.