შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელოვნებისეული გრძნობა (სრულად)


13-08-2017, 21:18
ნანახია 2 588

ხელოვნებისეული გრძნობა
,,სასწაულები იქაა, სადაც მათი სჯერათ. რაც მეტად სჯერათ, მით უფრო ხშირად ხვდებიან მათ.“
თავი I
გამარჯობა! ჩემი სახელია მერი სელმონი. დღეს 4 თებერვალია და გამახსენდა, ბიბლიოთეკაში უნდა მივიტანო წიგნი, მაგრამ მანამდე ჩემი საუკეთესო მეგობრები უნდა ვნახო, ელისი და ქლოუდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხასიათი საერთოდ არ ემთხვევა ერთმანეთს, მაინც ყველაზე კარგად გვესმის ერთმანეთის. უკვე 9 წელია ვმეგობრობთ და უერთმანეთოდ 1 დღესაც ვერ ვძელბთ. სამივე განსხვავებული საქმიანობით ვართ დაკავებული. ელისი ძალიან კარგი მუსიკოსია, ქლოუდი იდეალურად ცეკვავს და მე ? მე, ჩემი გრძნობები ფურცელზე გადმომაქვს და ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს, როდესაც ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ - ვხატავ.
კარგი, ახლა დროა ბიბლიოთეკაში წავიდე, თორემ ქალბატონი დრიგსი ძალიან გამიწყრება. 12 საათია, გარეთ ძალიან ცხელა. ერთი სული მაქვს როდის მივაღწევ ბიბლიოთეკამდე, არც ისე შორს არის ჩემი სახლიდან, მაგრამ ყოველთვის მეზარებოდა ამ პატარა მანძილის ფეხით გავლა. აი, მოვედი და კარი შევაღე თუ არა, ქალბატონი დრიგსი ,,შემეფეთა“.
- მერი, საყვარელო მოდი, გელოდებოდი.
- უფრო ადრე მინდოდა მოვსულიყავი ქალბატონო დრიგს, მაგრამ ვერ შევძელი.
- არაუშავს. გაგიმართლა, ბიბლიოთეკა თავისუფალია. შეგიძლია მშვიდად აირჩიო ახალი წიგნი წასაკითხად.
- ოჰ, ძალიან კარგია. თქვენ რომელ წიგნს მირჩევდით ?
- ახლანდელ ახალგაზრდებს ძალიან მოსწონთ გეილ ფორმანის ,, მე აქ ვიყავი“. მოკლე შინაარსი გადაიკითხე და გადაწყვიტე წაიღებ თუ არა.
- ახლავე. ვუპასუხე და კითხვა დავიწყე. წავიკითხე თუ არა მივხვდი, რომ აშკარად ძალიან საინტერესო იყო.-ქალბატონო დრიგს, მე ამ წიგნს წავიღებ და მალევე დავაბრუნებ.
- კარგი მერი, რა პრობლემაა. ჰო მართლა შენი ახალი ნახატის ხატვა დაასრულე ?
- არა, მაგრამ ხვალისთვის ალბათ დავასრულებ.
- კარგი, იცოდე აუცილებლად მანახე, როცა მორჩები.
- რათქმაუნდა. ვუპასუხე და დავემშვიდობე.
ერთი სული მქონდა, სახლში როდის მივიდოდი. ძალიან მინდოდა ჩემი ახალი ნახატი მალე დამესრულებინა. თან ძალიან კარგი განტვირთვა იყო ჩემთვის სიმღერის ფონზე ხატვა, მიუთუმეტეს თუ ვუსმენდი ,,Beethoven – Historia de Amor “- ს.
ბავშვობაში ძალიან მინდოდა პიანისტი გავმხდარიყავი, მაგრამ პიანისტობას მაინც ხატვა ვარჩიე. ეს ალბათ იმიტომ, რომ როდესაც ვხატავ, საერთოდ ვწყდები რეალობას. ვიძირები ჩემს ოცნებებში. თითოეულ ჩემი უმნიშველო შტრიხი, ხაზი გულიდან ამოდის. ზოგჯერ იმდენად ვიკარგები ხატვისას ოცნებებში, მიჭირს ხოლმე დაბრუნება ამ ,,ამაზრზენ“, ,,ეგოისტ“ რეალობაში, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ,,ცხოვრება მშვენიერია“ და სამყაროს ოპტიმიზმით, ხალისით ვუყურებ.
თავი II
აი, დაიწყო ახალი დღე. ძალიან კარგ ხასიათზე გავიღვიძე. გავიფიქრე, იმედია ეს დღე წარმატებულად ჩაივლის. ავდექი და სააბაზანოში შევედი, რომ მოვწესრიგებულიყავი უნივერსიტეტში წასასვლელად. სარკეში ჩავიხედე და თითქოს ჩემი თავი სხვა დღეებთან შედარებით, განსაკუთრებულად ლამაზი მომეჩვენა. გულში გავიფიქრე: ,,ოჰ, მერი სელმონ, დღეს შენი დღეა“.
სახლიდან გავედი თუ არა, მაშინვე ქლოუდისთან და ელისსთან დავრეკე და უნივერსიტეტის შემდეგ კაფეში შეხვედრა შევთავაზე. ორივე დამთანხმდა და საღამოს შევხვდით.
- გამარჯობა გოგოებო.
- ჰაი.
- როგორ ხართ ?
- კარგად ვართ. შენ როგორხარ ?
- რავი არამიშავს.
- ქლოუ, მერ, ახალი ამბავი უნდა გითხრათ, მგონი ცუდი აზრი არ უნდა იყოს.
- გისმენთ ელის.
- მალე 14 თებერვალი მოდის, ვიფიქრე ჩემი ,,სიმღერის საღამო“ ხომ არ მომეწყო კლუბში ?
- ძალიან მაგარი აზრია, ხომ ასეა ქლოუ ?
- ჰოო, მართლაც კარგი აზრია... მოცეკვავეები ჩემზე იყოს ელის.
- დარბაზის ინტერიერი მე მომანდე. ჩემი ნახატებით გაგილამაზებ იქაურობას. (გაგვეღიმა ყველას)
- ვაიმეე, ქლოუ, მერ, ვგიჟდები თქვენზე...
- კარგით, ახლა წასასვლელი ვარ, ბევრი საქმე მაქვს.
- დროებით, ხვალ გნახავთ.
მე სახლში წამოვედი. მთელი გზა ელისის იდეაზე ვფიქრობდი. მთელი საღამო ვხატავდი. საათს დავხედე და ღამის 12 საათი აღმოჩნდა. ახლა დროა დავწვე, თორემ ხვალ ადრე ვარ ასადგომი.
თავი III
დღეს 9 თებერვალია. გავიღვიძე თუ არა, მაშინვე ფანჯარას მივუახლოვდი. გავიხედე და შევამჩნიე, თუ როგორ ჩაკარგულიყო მთელი ქალაქი ნისლში. ცა ძალიან მოღრუბლილი იყო, გეგონებოდა ძალზედ ნაღვლიანია და ტირილს აპირებსო. ხეებს ფოთლები არ შერჩენოდათ, თითქოს ბუნებაც მას უთანაგრძნობდა.
მიუხედავად ასეთი ამინდისა, მაინც ძალიან კარგად ბგრძნობდი თავს, რადგანაც ვიცოდი თუ როგორი ბედნიერი, ხალისიანი და ენერგიული დღე მელოდა წინ. ვისაუზმე, მოვემზადე და ელისსთან დავრეკე. გამოვართვი იმ კლუბის მისამართი სადაც აპირებდა ,,მუსიკის საღამო“ მოეწყო.
ძალიან ბევრი სამუშაო გველოდა, მე ჩემი საუკეთესო ნახატები უნდა ამერჩია ჩემი კოლექციიდან, კლუბის ინტერიერისთვის. გარდა ნახატებისა, უნდა შემერჩია ყვავილები, მაშხალები, ნათურები და ბევრი რამ. ელისს საუკეთესო მოცეკვავეები უნდა მოეწვია ჯგუფიდან. ამ ყველაფრისთვის მხოლოდ 5 დღე გვქონდა.
მაღაზიაში წავედი, ნათურებისა და ყვავილების შეკვეთა უნდა მიმეცა. როდესაც საღამოს სახლში დავბრუნდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც დამავიწყდა. რამდენიმე საათი ვფიქრობდი, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ეს და უცებ თავში წამიერად გამიელვა მოსაწვევებმა. ჰო მართლა, მოსაწვევები წამოვხტი და მაშინვე მისტერ ბრედფორდთან დავრეკე, მოსაწვევების შეკვეთა რომ გამეფორმებინა.
ღამით, როდესაც ჩვეულებრივ ვხატავდი, დავიწყე ახალი ნახატის შექმნა, რომელიც ჩემი ოცნების მეორე ნახევარზე იყო. მაღალი, სიმპატიური, ნათელი თვალები, ლამაზი ცხვირი... ჩემს თავს ვუთხარი: კარგი მერი, შეეშვი ოცნებას და საქმეს მიხედე.
ამ ღამეს, გვიანობამდე ვხატავდი. მანამდე, სანამ არ გავითიშე. სწორედ ეს იყო 9 თებერვლის მშვენიერი დასასრული.

თავი IV
ოჰ, მშვენიერია ! წინა დღეებისგან განსხვავებით, დღეს იდეალური ამინდია. 12-ია. ორი დღე დარჩა 14-მდე . მე ძალიან ვნერვიულობ იმაზე , თუ როგორ ჩაივლის ეს „მუსიკის საღამო’’.
ელისს კი არც ადარდებს. აი, სწორედ ეს ჩვევა მომწონს მასში. არანაირი ნერვიულობა. ქლოუდი კი პირიქით. სანერვიულო რომც არიყოს, მაინც ძალიან განიცდის ყველაფერს. შეიძლება ითქვას ზედმეტადაც კი.
ჯერ კიდევ იმდენი რამ არის გასაკეთებელი. უამრავი ადამიმანი დაესწრება ამ საღამოს. ხვალ კლუბში მოცეკვავეები და მომღერლები მოვლენ რეპეტიციის გასავლელად.
ძალიან ბევრი მხატვარი დაესწრება ამ კონცერტს და იმედი მაქვს, ჩემი ნამუშევრები მოეწონებათ, ან იქნებ სულაც რომელიმე “ Art Gallery ”-ში მიმიწვიონ. ასეთ ფიქრებში ვიყავი რამდენიმე წუთი გართული და ჩემს თავს ვუთხარი: მერი გეყოფა, ჯობია საქმეს მიხედო.
რამდენიმე საათის განმავლობაში შეუჩერებლად ვმუშაობდით. უამრავი ნახატი დავკიდეთ, ნათურები დავამონტაჟეთ და როცა სახლში დავბრუნდი ფეხზე ძლივს ვიდექი. ცოტა რომ მოვსულიერდი, ფორთოხლის წვენი გამოვიტანე მაცივრიდან. სულ ვცდილობდი ჯანსაღი ცხოვრების წესით მეცხოვრა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ისე კარგად გამომდიოდა. ცოტახანში ნახატის შელამაზებას შევუდექი. ამ ბიჭის პორტრეტმა ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია ჩემში. ეს ალბათ იმიტომ, რომ იმედი მაქვს სადმე შემხვდება ასეთი აღნაგობის ადამიანი, მაგრამ ალბათ ოცნება, ოცნებად დარჩება. 2 საათი დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ნახატი საბოლოოდ დამესრულებინა. ჩემი „შედევრით“ აღფრთოვანებული მე თვითონ დავრჩი.
საათს შევხედე და თურმე ძალიან დიდი დრო გასულა. ხვალ ძალზედ გადატვირთული დღე მექნება. საღამოს კი გოგოებმა მაღაზიებში უნდა გავიაროთ და ტანისამოსი შევიძინოთ. ახლა კი ძილის დროა.
* * * * * * * * * *
გათენდა „13“ დილა. სწრაფად მოვემზადე და დარბაზში წავედი, დღეს ძალიან ბევრი რამ გვქონდა მოსასწრები . თან მოცეკვავეები და მომღერლები უნდა მოსულიყვნენ სარეპეტიციოდ. როგორც ჩანს დავაგვიანე, რადგან უკვე ყველა ადგილზე იყო. ელისმა და ქლოუდიმ ჩემი თავი ყველას წარუდგინეს. ელისმა თქვა: მხოლოდ ბენი გვაკლია. დამირეკა და მითხრა, რომ დღეს ვერ მოახერხევს მოსვლას და ხვალისთვის აუცილებლად მოამზადებს საუკეთესო სიმღერას თავისი ალბომიდან.
მეცადინეობები ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა და ბოლოს როდესაც დაიშალნენ, მე, ელისი და ქლოუდი სავაჭრო ცენტრში წავედით. დიდი ხნის თვალიერების შემდეგ ელისმა შეარია წითელი კაბა, მოკლე მკლავით. მის ოქროსფერ თმას, თაფლისფერ თვალებსა და ლამაზი ფორმის ტუჩებს ძალიან მოუხდა. ახლა ქლოუდის ჯერი დადგა. მას მოკლე, ქერა თმა ჰქონდა, შავი დიდი თვალები და ლამაზი ცხვირი. აღნაგობის შესაფერისად შავ - თეთრი მოშიშვლებული კაბა შეარჩია. აშკარად ძალიან მოუხდა.
ახლა ჩემი დრო მოვიდა. მე მაღალი ვარ, შავი სწორი თმით, კურნოსა ცხვირი, დიდი ტუჩები , გამხდარი და ნაცრისფერი თვალები. მე არჩევანი შავ კაბაზე შევაჩერე. მოშიშვლებული კისერით და გვერდებზე ჩახსნილი. წითელ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან და პატარა წითელ ჩანთსთან ერთად. როცა ყველაფერი შევიძინეთ, ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
როდესაც სახლში დავბრუნდი , მაშინვე დავიძინე, რადგან გამოძინება ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.


თავი V
რამდენი ხანია ამ დღეს ველოდები და აი, დადგა 14 თებერვალი. „ სიყვარულის დღე “ . გავიხედე ფანჯრიდან და „შოკირებული“ დავრჩი. თოვლს დაუფარავს ერთ ღამეში მთელი ქალაქი. ეს ისეთი წარმოუდგენელი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო. კონცერტი საღამოს 6 საათზე იყო დანიშნული. მთელი დღე სალონებში სიარულში გავატარე. საათს დავხედე და უკვე 5 საათი გამხდარა . რა მალე გასულა ეს დრო. მაშინვე დავიწყე ტანისამოსის ჩაცმა. ჩემი მკვეთრი მაკიაჟი ძალიან მოუხდა კაბას. სანამ სახლიდან გავიდოდი, მანამდე ნახატს შევხედე. მე თვითონაც არვიცი რატომ მოხდა ასე. გზაში 15 წუთი დამჭირდა. შევაღე თუ არა დარბაზის კარი აღფრთოვანებული დავრჩი . განათება ძალიან შეეფერებოდა ამ მომენტს. ხალხით იყო გაჭედილი აქაურობა. მაშინვე ქლოუდი მომიახლოვდა და პირველი რაც მითხრა იყო: „ ოჰ მერი , სიტყვები არ მყოფნის , არაჩვეულევრივად გამოიყურებიო“. მეც მადლობა გადავუხადე . მან მითხრა წამოდი ბენს გაგაცნობო. მეც თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და გავყევი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ზურგით მდგომ ბიჭს მით უფრო მიჩქარდებოდა გულისცემა . მივუახლოვდით თუ არა ქლოუმ დაუძარა : ბენ, გაიცანი ეს მერია. შემოტრიალდა თუ არა თითქოს გული გამიჩერდა. ოჰ, ღმერთო, ის ძალიან ჰგავს იმ ბიჭს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ დავხატე. მაღალი, გამხდარი, დიდი ტუჩები. ბენმა მითხრა :
- გამარჯობა მერი , სასიამოვნოა შენი გაცნობა.
- ჩემთვისაც , ბენ.
ქლოუდიმ მე და ბენი მარტო დაგვტოვა.
ბენმა ჩემთან დიალოგი წამოიწყო. ( ყოველი შემთხვევისთვის ეცადა მაინც. )
- მერი, ძალიან ლამაზად გამოიყურებით.
- მადლობა ბენ !
შევამჩნიე თუ როგორ მიყურებდა. თვალსაც კი არ
მაშორებდა. მე კი საპასუხოდ მხოლოდ ვუღიმოდი. რამოდენიმე საათი ვლაპარაკობდით , ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცანით. მე კი ვხვდებოდი, რომ რაც უფრო მეტს გავიგებდი მასზე, მით უფრო მეტი ინტერესი მიჩნდებოდა, ახლო ურთიერთობა მქონოდა მასთან, როგორც მისი საუბრიდან გამომდინარე ვიმსჯელებდით მასაც იგივე აწუხებდა. თითქოს ჩვენს გარშემო ტრიალებდა სამყარო. მეც ვერ ვხვდებოდი 1 საათში ისე მოგეწონოს ადამიანი, რომ მის გარდა ვერავინ შეამჩნიო . ნუთუ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს ?! ამ ფიქრებში ვიყავი გართული , როდესაც სრულიად უცხო ადამიანი მომიახლოვდა და მომესალმა.
- გამარჯობა, მერი სელმონ !
- ვიცნობთ ერთმანეთს ?
- არა, როდესაც თქვენს ნახატებზე ვიკითხე ვინ დახატა ასეთი სილამაზე, თქვენთან მომასწავლეს.
- ოჰ, დიაც , ახლა გასაგებია.
- მე ერთ-ერთი ,,Gallery“-ის დირექტორი გახლავართ და ძალიან დამაინტერესა თქვენმა ნამუშევრებმა. შეგიძკუათ ჩემი დახმარებით ძალიან პოპულარული გახდეთ. რას იტყვით , იქნებ თქვენი ნახატები ერთ-ერთ გამოფენაზე გავიტანო ?
- ეს უბრალოდ ისეთი მოულოდნელი იყო, არც კი ვიცი ემოციებს რა მოვუხერხო. დიახ, თანახმა ვარ. ფანტასტიური აზრი და შესაძლებლობაა იმისა , რომ ჩემი მომავალი ნათელი გავხადო.
- ძალიან კარგი. გამოფრენა 4 მარტს იმართება. მოემზადე. წარმატებები !
- უღრმესი მადლობა თქვენ !
ეს ამბავი როდესაც გოგოებს ვუთხარი, ძალიან გაუხარდათ . ბენმაც მომილოცა. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო . თითქოს სიზმარს ჰგავდა. ვხვდებოდი თუ როგორ სრულდებოდა ჩემი ოცნებები ნელ-ნელა და მარტივად. ახლა სწორედ ის მომენტია „ როცა რეალობა , შენს ოცნებაზე უკეთესია “. უკვე კონცერტი დასასრულს უახლოვდებოდა. სწორედ ამ დროს ბენმა გასეირნება შემომთავაზა. მეც დავთანხმდი.
გზას მთვარის შუქი გვინათებდა. ვერაფერი დაგვაკლო ყინვამაც . მთელი ღამე ვსაუბრობდით ზოგჯერ უბრალოდ გაჩუმდებოდა და თვალებში მიყურებდა. ის ისეთი უცნაური და ამავდროულად საინტერესო იყო.
როდესაც სახლში მომიყვანა , ტელეფონის ნომერი გამომართვა . მთელი დღე მასზე ვფიქრობდი. თითქოს მის გარდა არავინ და არაფერი არსებობდა. გადიოდა დღეები და ერთმანეთს ყოველდღე ვნახულობდით. ჩვენ ერთმანეთის წინაშე დავიფიცეთ რომ სულ ერთად ვიქნებოდით. აი, სწორედ ეს იყო წრფელი და ნამდვილი სიყვარული!...
გამოფენისთვის მზადებისას, თითოეული ნახატი ბენზე ფიქრით იქმნებოდა. სწორედ ის იყო ჩემი შთაგონება. ჩემი მუზა. თითოეული ჩემი ნახატი გულით იყო შესრულებული , რადგან იგი ბენს ეკუთვნოდა. ყველას უკვირდა ჩვენი სიყვარულის ამაღელვებელი ისტორია.
* * * * * * * * *
აი, დადგა 4 მარტი. დღეს ჩემი დღეა, ჩემი წარმატების დღე. მე დღეს თავდაჯერებული ვარ, დარწმუნებული ვარ , საკუთარ შესაძლებლობებში. ეს ყველაფერი ბენის დამსახურებაა. არა მხოლოდ ბენის, არამედ ელისის და ქლოუდის. რომ არა ისინი, მე ამ ყველაფერს ვერ მოვახერხებდი. მე დღეს არ ვნერვიულობ და არ მეშინია არაფრის. ეს იმიტომ , რომ არ მეშინია სიყვარულის. სწორედ ეს არის დასასრულის ახალი დასაწყისი. მე მჯერა ვარდისფერი ოცნებების , ფერადი ბუშტების და ვიცი , რომ ჩემნაირი ადამიანები , სამუდამოდ რჩებიან ან მიდიან ... მე პირველს ვირჩევ !...
* * * * * * * * * * * * * * * *

„ გარეთ წვიმს, ქარიც წამოუბერავს ხოლმე. ხეთა ტოტები ლამის ჩამოილეწონ. ცაზე თავქუდმოგლეჯილი მიმორბიან რუხფორეჯა ღრუბლები. “




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent