ქოლგების წვიმა
ფანჯრის რაფასთან ვზივარ სიგარეტით ხელში რაღაც იაფფასიან წითელ ღვინოს ვსვავ და ვაკვირდები წვიმის წვეთებს, როგორ ეცემა ხალხს, როგირი უწყინარია. ხალხი ირევა ქუჩაში ბუზებივით , გეგონება წვიმა არ ენახოთო ისე დარბიან და ეფარებიან მაღაზიებს, სადარბაზოებს ხეებს და მოკლედ რომ ვთქვა ყველაფერს. მაგრამ მხოლოდ ერთმა წყვილმა მიიქცია ჩემი ყურადღება ბიჭი როგოი ანცია ,ნეტა დაგანახათ როგორ მოფარფატებს გოგო .5 სართულის ფანჯრიდანაცკი ვხედავ როგორ უყვართ ერთმანეთი . ღვინისგან გაბრუებული მათი სიყვარულით ვტკბები ჩემს ახლად შეღებილ ლურჯ ოთახში ვზივარ და ისევ ველოდები ბედნიერებას ფანჯრიდან . საღებავის სუნი თავბრს მახვევს ,ღვინო გულის ცემას მიჩქარებს ,სიგარეტი ნებას არ მაძლევს ბოლომდე შევიგრძნო ბედნიერების სურნელი . იცით უკვე სამი დღეა აქ ვზივარ სამი დღეა გადაბმულად წვიმს ,ხან სეტყვის თანხლებით ხან ქარის ხან კიდევ თოვლის ნაზი ფიფქების თანხლებით. ზამთრის სუსხი ჩემამდე ვერაღწევს გავურბივარ ყველანაირ სიცივეს რომელიც ჩემს სხეულში ცდილობს შემოჭრას . გაგიკვირდებათ და ზამთრის სუსხში საკმაოდ თხლად დავდივარ სახლის სარკმელიც უკვე მესამენდღეა არ გამიღია სახლში მძაღე სიგარეტის სუნია ,უფრო დაკვირვებით თუ დაყნოსავ ოთახს სასმლის სუნი თავბრუს დაგახვევს . დაახლოებით 1 კვირაა სახლიდან გასვლა არმინდა მიპყრობს შიში წვიმისადმი რომელსაც სიმარტოვე ქვია. და იცით რაარის სასაცილო წვიმიან ამინდებს ქოლგები მხიარულს ხდიან. ზამთრის სცივით დაღლილი ცხელ შხაპს ვიღებ შავ გამჭვირვალე საცვალს ვიცვამ და ვემზადები როდის მოვა და როდის შემომიწვება ლოგინში . იცით ვერ ვისვენებ იმდენად მაკლია, ჰაერი არ მყოფნის იმდენად მიყვარს მისთვის გამწესებულ ადგილს ვათბობ ჩემი სხეულით . იგვიანებს ,სიგარეტს დიდი ნაპასებით ვეწევი ცრემლები ყელში მეჭედება გავიდა საათი ,გავიდა დღე მე ისევ ავდექი ისევ მისი საყვარელი საცვალი ჩავიცვი , ისევ დავწექი და ვუთბობ ადგილს რომელიც იმდენად გაცივდა ვეღარცკი ვიტან . ისევ ისე რუტინულად ავდექი მიტოვებული ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და მისი დანახვის მოლოდინში 1 ბოთლი ღვინო ჩავცალე. ვიყურები და ისევ ქოლგებზე დაცემულ ნაზ წვეთებს ვუყურებ . იცით როგორგ მიყვარს? მისი მუქი ტუჩები , ღიმილი , ჩაჩხვლეტილი ლოყები ვფიქრობ და მენატრება როგორც არასდროს . ავიღე ფურცელი და კალამი ალბათ ძველებურადაცკი მოგეჩვენებათ თეთრ ფურცელზე წერა კალმით რომლის მელანიც არცკი ვიცი როდის დამთავრდება და ჩემ ისტორიასაც დაასრულებს . იცით ისევ ფიქრებმა გამიტაცეს და ყურადღების გადასატანად ჭრელ ქოლგებზე დავიწყე წერა და იმ წვეთებზე რომელიც ჩემი სარკმლიდან ძალიან სახალისოდაცკი მეჩვენება .მინდა გავაღო ფანჯარა და შევიგრძნო წვიმის სუნი რომელიც გაყინულ ასფალტს ეხეთქება ქოლგიდან გადმოვარდნილი ,მაგრამ ვერ ვბედავ ისევ ის შიში მიბყრობს რაც მაქ ისიც არ დავკარგო . და აი ისევ შიში, მისი დაგვიანების ვიხსენებ ჩვენ იისფერ დღეებს როდესაც ზაფხულის სიცხისგან გაგუდულებს ერთმანეთის სითბო და ჩახუტება მაინც გვსიამოვნებდა და ეხლა ?! ეხლა ზამთრის სუსხისგან გაყინული მხოლოდ მასზე მოგონებებით ვთბები . საათები იმდენად ნელა გადის მგონია საუკუნეს დავეჭიდე დიდ საშიშ ბრძოლაში , მელანი კი ნახევრამდეა ჩემს კალამში უკვე შევეჩვიე იმ ფაქტს რომ აღარ მოვა მაგრამ ჩემდა საუბედუროდ აღარც წვიმს ,ფანჯრიდან მხოლოდ დაღვრემილი გაბოროტებული ხალხის სახეებს ვხედავ ,ვხვდრბი როგორ მწამლავს მათი მზერა დ. რეპლიკები ჩემდამი როდესაც ჩემს ფანჯარას უყურებენ და მხედაენ ისევ მთვრალს ისევ სიგარეტით ხელში როგორ ველოდები მის დანახვას. ვიღვიძებ სიგარეტის ერთი ღერი დამრჩა ,რატომღაც გადავწყვიტე ყავა დავლიო და სასმელი დავთმო ისე როგორც მან დათმო ზამთრის სუსხიანი დღეების ჩემთან ერთად გატარება . აბაზანიდან გამოსული დაორთქლილ სარკეს ვწმენდ და ჩემს თავს ვუყურებ ძალიან ბუნდოვნად ვჩანვარ ალბათ ისევე ბუნდოვნად რამდენადაც თავს ვგრძნობ. ისევ რაფაზე ვზივარ სიგარეტს ვამზადებ და ღრმა ნაფაზებით მაგრამ ძალიან ნელა ვეწევი ბოლო ღერს რომელც ალბათ იმდენად მამშვიდებს რამდენადაც წვიმაზე ფიქრი . მელანი თავდება , არვიცი განა ღირდა ამდენი წერა მისთვის მინდა დავამთავრო ამბავი მაგრამ გულიმიგრძნობს რომ დაბრუნდება ისევ დააკაკუნებს ჩემ კარებზე და ისევ გაღიმებული დაჩხვლეტილი ლოყებით დატკბება ჩემი ყურებით . სიცილი ამიტყდა ისტერიკული ამ ყველაფრის გაფიქრებაზე და ღმად ჩავისუნთქე გაღიმებული ვამბობ როგორ მიყვარს . კარზე კაკუნია ,გული ამიჩქარდა სასწრაფოდ ავდექი კარებთან მივედი არმინდა გავაღო და ის არიყოს არმინდა იმედი გამიცრუვდეს ხელის კანკალით კარი გავაღე და მხვდება ფოსტალიონი ძალიან ანცი ღიმილიანი სახით მეუბნება თქვენთან წერილია იმედგაცრუებულმა გამივართვი წერილი და კარი მივხურე . წერილი არცკი გამიხსნია ისე დავდე საწოლთან ალბათ ისევ რაღაც მორიგი აფიორაა. დავწექი ლოგინში მისი ადგილი ამჯერადაც გავათბე და წერილის გახსნა გადავწყვიტე . "მიყვარს შენი ყურება როდესაც მელოდები ფანჯრის რაფაზე გაბრუებული" გამეცინა ,ფანჯარა გავაღე თვალები დავხუჭე და მივხვდი როგორ შემზიზღდა მისი ღიმილი მისი ტუჩები და მისი ცივი ადგილი არამარტო ლოგინში არამედ გულშიც |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.