ჩემი სიყვარულის ისტორია (სრულად)
როგორ დაიწყო? ძალიან ჩვეულებრივად. ჩვეულებრივად სხვისთვის,ერთი შეხედვით.. თორე ჩემთვის ზებუნებრივ ძალებთან იყო ეს შეხვედრა დაკავშირებული.. 19 სექტემბერი იყო. დილის ათი სააათი. რიგით მეორე კურსის,ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტენტი ვიყავი. ჰოო,ანდაც,მანამდდე!.. ***** კარგი ბავშვბა მქონდა. კარგზე კარგი,დედას გეფიცებით. ახლა რომ არის ისე კიარა?–ბავშვებს ტელეფონებს რომ ვერ მოაშორებ. არა. პირიქით. დღედაღამ უბნის ბავშვებთან ერთად ვიიყავი ეზოში. მთელი დღე არ შევჭამდით,არ დავლევდით ოღონდ გვეთამაშა. რას არ ვიგონებდით. გაფუჭებული ტელეფონიო. იქ წრეში ბურთიო. აქ რიკტაფელაო. დახუჭობანაო. –ტაშტი გატყდა,ხმა გავარდა,მეზობელთან გადავარდა,ბიჭი მორბის ფეხშიშველი,ვინ დაიჭერს,ვინ უშველის... მთვლელი მე ვიყავი სულ. ათასი გათვლა ვიცოდი. ამის გარდა კიდევ 999. –ლენინის თავზე,ტლიპინა თავზე,ტილი მიხოხავს ექსკურსიაზე,ჩამოდი ტილო შე ვირიშვილო,სასამართლოზე უნდა გიჩივლო,გაბრაზდა ტილი,ჩააას კბილი. გარდაიცვალა ძია ლ ე ნ ი ნ ი–ჯერ ამ გათვლაზე,ყოველჯერზე,სიცილს მოვილევდით და მერე თავქუდმოგლეჯილი გავრბდით ზოგი სად,ზოგი სად. –ვიხილები და მოვდივაარ–თვალებზე ხელაფარებული ვყვიროდი–ვინც არარის დამალული,ჩემი ბრალი არარის,ვინც ჩემს უკან არის დასტუკული არის. და ასე დაუსრულებდად. ეს რას მოვაყოლე? ჰ,კარგი ბავშვობა მქონდა. თავის ქებაშიც ნუ ჩამომართმევთ,მაგრამ მართლაც კარგი ბავშვი ვიყავი. სკოლაში სულ კარგად ვსწავლობდი. ინგლისური და რუსული მიყვარდა სულ,ქართულის მერე. სწორედ ამან იქონია გავლენა მერე,ჩემს მომავალ პროფესიაზე. მეოთხე კლასში ვიყავი,გეოგრაფიის მასწავლებელმა „ტასიკო“ რომ დამიძახა და ამის შემდეგ,ჩემი სრული სახელით კაციშვილს არ მოუმართავს. სიაშიც კი ტასოთი მიკითხავდნენ. ყველას ვუყვარდი. მეთვითონ ვიყავი ასეთი,ყველა მიყვარდა. სხვისთვის რომ გეკითხათ,არარსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი,რომელიც ტასოს სძულსო. მეათე კლასში რომ ჩავამთავრე,ექსტერნის გამოცდები ჩავაბარე (ისე კიარა,ასაკმა შემიწყო ხელი,ქალი რუსეთში დაბადებულ–გაზრდილი ვარ და..რვა წლამდე არ შემიყვანეს სკოლაში,იქ იცოდნენ ასე,რუსეთში..) სექტემბრიდან უკვე მეთორმეტე კლასში ამოვყავი თავი. მერე კი ვიწყევლილი თავბედს,ვაი ტასიკო,დატეულიყავი ადგილზე,რაგეექსტერნებოდათქო,მაგრამ,ახლა რომ ვფიქრობ,ექსტერნი რმ არ ჩამებარებინა,ინგლისურზე რომ არ მოვმხდარიყავი,ანა რომ არ გამეცნო,ვერც ჩემს ბიჭს გავიცნობდი. ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე მთელი პირველი კურსია. მოკლედ,ჩემი მომზადება,რეპეტიტორები,ჩაბარება ცალკე ისტორიაა. ჯერ მარტო ქართულზე 9 ბიჭთან ერთად ვიჯექი ერთი საწყალი გოგო და სად წავსულიყავი,სად გავპარულიყავი,სად გადავმხტარიყავი არვიცოდი.. გაკვეთილი ისე არ ჩაივლიდა,ერთი სპაზმური შემოტევა რომ არ მქონოდა (ჰო,რა გაცინებს,მიდი აბა წარმოიდგინე ჩემს ადგილას თავი..ცხრა ბიჭში რომ წითელი კვერცხივით ზიხარ,წელში ვერ იშლები,ხმას ვერ იღებ,თავს ვერ წევ და ათასი უბედურება კიდევ.... მთლად რომ მცოდნოდა ვეფხისტყაოსანი,სხაპასხუპით,მაინც შემეშლებოდა და მერე შერცხვენილი ისეთ სისულეელეებს ვამბობდი..მაგრამ მასეც არაა,ქართულში 71 ქულა ავიღე) ზღვაზე ვიყავი,რომ გავიგე,სად ჩავაბარე. არა,ინგლისურის ქულით უკვე ვიცოდი,რომ სასურველ ფაკულტეტზე ვიყავი (89 ავიღე,ჩემი მასწავლებლისთვის რომ გეკითხათ,მეტიც შემეძლო,მაგრამ მერე ვინ გამოვიდოდა გამოცდის დაწყებიდან ზუსტად 32 წუთში??მაგრამ,ქეთის ამბავი რომ ვიცოდი,ცოცხალს არ დამტოვებდა,მოვისაზრე მაგდენი და გამოცდა რომ დასრულდა,მერე დავურეკე ახლა გამოვედითქო,მაგრამ მოტყუვდა კი?? ისეთი დღე მაყარა.....) შუა პლაჟზე,ბოლო ხმაზე ვკიოდი,ჩავაბარე ჩავაბარეთქო.. მართლა ძალიან გამიხარდა. ის დღე მახსოვს,ბოლო კაპიკამდე დავხარჯე ფული. კაი მილიონერივით დავპატიჟე ყველა,ვისაც ვიცნობდი და არ ვიცნობდი და დიდი ზარზეიმით ავღნიშნეთ ჩემი ჩაბარება. მართალია,მეორე დღეს ყელგამოღადრული ვეხვეწებოდი დედაჩემს,გამომიგზავნე სახარჯო ფული,მშიათქო,მაგრამ,მაინც კარგად მახსოვს. ჰოდა,მოვემზადე, შენ ჩემო ბატონო, უნივერსიტეტისთვის. შავი ერთადერთი ფერი იყო,რომელსაც მუდმივად ვატარებდი,ამიტომ,სტაჟიანი მგლოვიარესავით გამოვეწყვე და ამდენ ჭრელა–ჭრულა საზოგადოებაში გავერიე ერთი ნაღდი,“კარენოი“ქუთაისელი. ___ პირველი კურსი დიდი არაფერი. სწავლაში,ლექციებსა და სემინარებში გავატარე მთელი სემესტრები. მთლად ისეც არ იყო,24 საატი არ ვუჯექი ლექციებს,მაგრამ მაინც უმაღლეს შეფასებაზე დავხურე პირველი კურსი. ზაფხული ისევ ჩვეულებრივი მქონდა. ამჯერად,ცოტა მოვუჭირე საფულეს ხელი (მითუმეტეს ჩემმი ნამუშევარი ფული იყო,მთელი წელი ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურში). ზღვიდან რომ ჩამოვედი. დედაჩემმა სუფთა იმერულად ჩამოიხოკა ლოყები,ეს რას დამგვანებიხარო (+10 კილო ზუსტად ერთ თვეში). სარკეში რომ ჩავიხედე,არც მე მომეწონა დიდად ჩემი თავი. ამიტომ ავდექი,გადავქექე ყველაფერი და დავიწყე დუკანის დიეტა,რომლის წყალობითაც,19 სექტემბერს,მთელი მოკლებული 18 კილოთი,წითელი თმით (ბუნებრივად ოქროსფერი მაქ,ღია ბრინჯაოსფერი,თმა რომ შევიღებე,მამაჩემი იყო ერთადერთი კაცი დედამიწაზე,ვინც მითხრა გიხდებაო,თორემ ყველა იმას მეუბნებოდა,შენს თმებს კაცი გააფუჭებდაო??) წარვუდექი საზოგადებას. ცოტა ისეთი გოგო ვიყავი რა. ისეთი კიარა,თავშიავარდნილიდა რამე ასეთი. არა,მაგრამ აი ჩემებური,ცოტა მეტიჩრული ქუთაისური თვისებები მქონდა რა? ჩემი თავის ფასი ვიცოდი. მითუმეტეს,18 კილო რო მოვიკელი,თვითშეფასებით ლამის ცას ვურტყამდი თავს. თან როგორც იქნდა ის მეცვა,რაც მომწონდა. თან ისე,რგორც მინდოდა და დიდი ენთუზიაზმით გავეშურე უნივერსიტეტისკენ. ყველა მესალმებოდა და ყველას ვესალმებოდი. ერთ წელიწადში ლამის ყველა ფაკუსტეტს და ყველა კურსს ვიცნობდი. ხომ ხვდებით? ქუთაისი პატარაა. ვიღაცა შენი დაქალის დაქალია. ვიღაცა შენი უბნელია. ვიღაცა ვიღაცის ვიღაცაა და ასე შემდეგ. თან იმ წელს ჩემმა კლასმაც ჩაააბარა,და მთელი უნივერსიტეტის გიდობა,მე შევითვისე,რგორც ყველაზე გამოცდილმა. ცოტა თემას გადავუხვევ,სანამ ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდება,მანამ ორიოდ სიტყვა ჩემს მეგობრებზე. _____ ცოტა რაღაცნაირი კლასი ვიყავით. რაღაცნაირი რა,კარგი კლასი ვიყავით. (აქვე დავამატებ,რომ წლის ბოლოს მარტო ჩემი კლასიდან 8 ოქროს მედალი გავიდა,ამით დღესაც ყველა ამაყობს ჩვენს სკოლაში). კარგადაც ვსწავლობდით და კარგადაც ვაჯავრებდით მასწავლებლებს. რუსულის გაკვეთილი ისე არ ჩაივლიდა,ატირებული ჩვენი მარინა რევაზავნა კლასიდან რომ არ გავარდნილიყო მუქარით: „მე თქვნ გასწავლით ჭკუას,აგერ ნახავთ,მომავალ წელს ვინ გეყოლებათ დამრიგებელი“ კი იმუქრებოდა,მაგრამ,ვის სჯერდა მაგის მუქარის. ბოლომდე ჩვენთან იყო. ბოლომდე იტანდა მასწავლებლების საყვედურებს,ამ ბავშვებს ვერაფრით ვარჯულებთო. ბანკეტზე იმდენი იტირა,ცრემლი ვერ შევუშვრეთ ქალს. ჰომ,სად გავჩერდი?? სულ ერთად ვიყავით,ჩვენ,ჩემი ბავშვები. მე,სანდრო,ლეო,გიო,გუგა,ჯემო,მარი და მაგდა. სულ ერთად ვიყავით. ბოლო წლებში განსაკუტრეიბთ,და ახლა,მითუმეტეს. აი ისეთები ვიყავით,ყყველას რომ ჩვენთან უნდოდა,ყველას რომ ვუყვარდით. კარგები ვიყავით და მაგიტომ. კარგი მეგობრები. კარგი ძმაკაცები. რააა?? ბიჭებისთვის რომ გეკითხათ გოგოები რა არია თქვენთვისო,იმას კიარ იტყოდნენ,დაქალები ან მეგობრებიო. არ დაფიქრდებოდბენ–ძმაკაცებიო,ეტყიდნენ. მართლა ვძმაკაცობდით. ერთ ჩიხში და ერთ ქუჩაში ვცხოვრობდით ლამის ყველა. სანდრო არის რა,აი ისეთი,დალევა რომ უნდა სულ. მეც აი ისეთი ვარ,სულ რომ დასალევი მაქ.. სანდროს რომ დალევა მოუნდებოდა და მეც დასალევი მქონდა,შევიკრიბებოდით ყველა,არ აქვს აზრი,რომელი სააათი იქნებოდა და ავდიოდით მარისთან და ლევანისთან (და–ძმა არიან,) სვამდით,ვმღეროდით,ვუკრავდით,ათას რამეს ვაკეთებდით გათენებამდე და მერე თ ვინმეს სიარულის თავი ჰქონდა მიდიოდია,ვისაც არა,მარისთან ვრჩებოდით ყველა. თან ისეთი სახლი ჰქონდა,რაღაცნაირი იდუმალი. უშველებელი. დდი. სასახლესავით. ყველაფერი ძველ სტილში და ხეში. უძვირფასესი ნახატებითა და ავეჯით. სულ მიყვარდა იქ ასვლა,სულ,შემოქმედებითად ვსაზრდოობდი მარისთან. იქ რომ ავდიოდი,სულ რაღაცას ვწერდი ხოლმე. მარი გვერდით მეჯდა,ხმას არ იღებდა. მარის ყოველთვის უსიტყვდ ესმოდა ჩემი. ყოველთვის. კვირა არ გავიდდა,მარისთან,ზალაში,დიდი შავი როიალის წინ,არ ვმჯდარიყავით მე და ის,და საათობით არ გველაპარაკა ყველაფერზე. კარგზე და ცუდზე. სიკეთეზე და ბოროტებაზე. ყველაფერს ვედებოდით. ჩემი სულის გულის. ჩემი არსების ნაწილია მარი. ყველა ერთნაირად მიყვარდა. განურჩევლად. ბიჭების თავი სულ ყველაფერს მერჩივნა. მათ რო რამე უჭირდა მთელი დღეები ჩაწითლებული თვალებით დავდიოდი. სანდრო კიდევ აი ისეთი იყო,სულ მაჯავრებდა. დილას შვიდ საათზე მაგდებდა ფეხზე და მავარჯიშებდა. სულ მაბუზღუნებდა,მატირებდა,ივარჯიშე თორე ვიჩხუბებთო. თვე არ გავიდოდა რომ არ გვეჩხუბა და არ გავბუტულიყავით. მერე ყველა ერთად დაგვცინოდა. ისე მაწვალებდა,სულს მიმწარბდა და ვგიჟდებოდი,რამდენჯერ მითქვამს,თუ გძულვარ,რაღას მირიგდებითქო. მაგრამ მერე ვნანობდი,რა სიძულვილი,ყველამ იცოდა,სანდროს სიგიჟემდე რომ ვუყვარდი. მეერედა როოგორი იყო?? არარსებობდა რამე მეყიდა და არ წაერთმია ჩემთვის. მახსოვს,შავი ჯინსის მოსაცმელი ვიყიდე,რეტრო სტილის,ისეთი,ცოტა ბიჭური,ცოტა რა,ბიჭის იყო მაგრამ ისე მომეწნა,მაინც ვიყიდე. სახში ავდიოდი,სანდროს სახლი უნდა გამევლო. ბიჭები იქ იყვნენ,ხმა გავიგონე და შევედი. უკვე მეცვა ის ჯინსი. რო დამინახა,ვა რა საკაიფო რამეოა გამხადა და ჩაიცვა. მის მერე მესამე წელია ვერც გავხადე.. მერე კაშნე წამართვა,ამ მოსაცმელს უხდებაო და დამტოვა შუა დეკემბერში უკაშნოდ და უმოსაცმლოდ. ლევანიზე ხომ ვერაფერს ვერ ვიტყვი. ლეოს უნდა იცნობდე. ლეო ისეთია,ტველა რომ უნდა იცნობდეს და ყველას რომ უნდა ეამაყებოდეს. მეც ვამაყობდი,ლეო რმ ჩემი იყო. იმიტომ რომ საამაყო იყო. ყველას ჯობდა ყველაფრით და მაგიტომ. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს,არც ვიცი მოკლედ როგორ ვილაპარაკო მათზე. ყველას და ყველაფერს,ამქვეყნურ ყველა სიმდიდრეს თუ ნტარებას მირჩევნია ისენი. ისეთები არიან,სხვანაირად რომც არშეიძლება. ჰო,დავბრუნდეთ სადაც გავჩერდი.. ____ ერთი სააათი მოვუნდი მათ დანაწილებას აუდიტორიაში და რგორც იქნა ჩემი თავისთვისაც მოვიცალე. წერეთლის გადატენილ ეზოში ვიყავი ჩემს რამოდენიმე კურსელთან,ის რომ დავინახე. ისეთი სიერული ჰქონდა,ბრმა უნდა იყო,რომ არ გამოგერჩია ყველასგან. ისეთი,მიხვრა–მოხვრა,ისეთი ნაბიჯებბი,საერთოდ ისეთი იყო,ეს ამხელა,ლამის ორმეტრიანი ქალი ადგილზე გამაქვავა. მერე შევამჩნიე,გვერდით ჩემი კურსელი,ანა,რომ მოყვებოდა. ისე გამიხარდააა,მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი. ავიკარი სახეზე ღიმილი,სათვალე (რომელიც ყოველთვის,ყველგან,ყველასთან მოუხსნელად მეკეთა)შევისწორე და მოსულს(იგლისხმება ანა)მივესალმე. ცოტა ისეთი ეჭირა,თითქოს არც მიყურებდა,მაგრამ ვინ რას მასწავლიდა,მილიმეტრებში ვგრძნობდი მის მზერას. გავკადნიერდები,და ვიტყვი,ადვილად შესამჩნევი გოგო ვარ. მაშინ სუსტიც მეთქმოდა,მაღალი და წითელი თმით. ყოველთვის ვგრძნობდი ვინმე თუ მითვალთვალებდა,მითუმეტეს ახლა,როცა მოთვალთვალეთი დაინტერესეული ვიყავი. იმდღეს,იმდენი ქნა,რომ კაფეში ვისხედით დღის ბოლოს მე ანა და ის,ვაჟბატონი,მთელი მისი სიდიადით. არა,გამოვტყდები და,თავიდანვე მივაქციე ყურადღება. ზრდილობიანი,თავშეკავებული,სერიოზული ვინმე იყო. აი ისეთი,ირგვლივ რომ ყველა გგოს ყურადღება მისდაუნებურად მიიქცია. იმდღეს მივხვდი,მარტო მე არ ვიყავი მისით მოხიბლული. და სიმართლე გითხრათ,ვიეჭვიანე კიდეც. ძალიან ეგოისტი ვარ. აი იმდონეზე,რომ სიგიჟემდე მივყავარ ამას,და ძალიან არ მესიამოვნა,როცა აშკარად ვამჩნევდი მისდამი მმზირალ გოგოების თვალებს. მაგრამ განა რამეს ვიმჩნევდი?? ჰ,დამალვაში და აფერსიტობაში ბადალი არ მყავდა არასდროს. ის დღე ისე ჩავატარრე,ყურადღების ღირსიც არ „ჩავაგდე“,ასეთი სტრატეგია მქონდა (აქ გაიცინეთ,მეც მეცინება ჩემ თავზე,ცხვრებაში გოგოს შეყვარებული არასდროს მყოლია და ახლა,ერთიანად გადავერთე სრულიად უცნობ ადამიანზე,რომელზეც მარტო ის ვიცოდი,რომ სამედიცინოზე სწავლობდა) იმდენი ვილაპარაკე ჩემი ზაფხულის მოგონებებზე,ათასგვარი ისტორია მოვყევი,თან მალულად ვიხედებოდი მისკენ,ყავას თავჩაღუნული სვამდა და ოდნავ შესამჩნევად იღიმოდა,მერე მითხრა,თავიდანვე გავშიფრე ეგ შენი სტრატეგიაო... მერე ისეთი რაღაც მოვყევი,ხმამაღლა გაეცინა და აი,მანდ მორჩა ყველაფერი. ლამის პირდაღებული ვუყურებდი მის სიცილს.. თან იიცით როოგრი იყო? ისე მინდა ზუსტად რომ გითხრათ ყველაფერი?? სერიზული იყო,სერიოზულზე სერიოზული,პარლამენტს ეწეოდა,თან ისე კიარა,მერომ ვერ ვიტანდი.. ბიჭები რომ სობრანიეს იყიდიან და ლამის სახეში გირტყამენ სიგარეტის კოლოფს,რომ დაგანახონ,ძვირიანს ეწევიან. არა,პირიქით. დახვეწილად იღებდა სიგარეტის კოლოფიდან ერთ ღერს და წამსვე აბრუნებდა უკან ჯიბეში. ეს რომ შევამჩნიე,ისე გამიხარდაა... მეწყინებოდა,სხვებისნაირი რომ ყოფილიყო.. სხვებისნაირი არც იყო. ყველასგან გამორჩეული იყო. იდუმალი,საინტერესო და რაღაცნაირი. ის დღე ჩავამთავრეთ,მოკლე ფრაზებით შემოიფარგლებოდა ხოლმე,მაგრამ გამუდმებით მაკვირდებოდა. მეორე დღეს უნივერსიტეტში არ წავედი. საღამოს უკვე შეტყობინება დამხვდა ფეისბუკზე. –„ცოლად თუარ მოგიყვანე,თავს არასდროს ვაპატიებ. ორი დღეა მხოლოდ შენზე ვფიქრობ.. ეს ყველას არ შეუძლია.“–ო და გულმა დამარტყა. ჰოდა,დავრჩი ასე გულდარტყმული ჩემს საძინებელში,გემრიელად მოკალათებული სავარძელზე,თვალებ გადმოცვენილი. ხუთჯერ რომ გადავამოწმე გამომგზავნი. ათჯერ რომ გადავიკითხე ერთიდა იგივე,მერე დავიჯერე,რომ ის იყო. გულში 9 ჯერ გადავიკითხე მამაო ჩვენო,წარმოსახვაში გავაკეთე მეტანიები და პასიხი ათი წუთის დაგვიანებით მივწერე. ცოტა ქუთაისლური გამომივიდა,ქუთაისლური კიარა,ამპარტავნული,საერთოდ ჩემში რომ არ ჯდებოდა ისეთი პასუხი მივწერე,ალბათ საპირისპიროდ იმოქმედა ლოცვებმა და ტვინი კიარ გამეხსნა,ჩამეკეტა,გადამეკეტა,გადამერაზა და ცხრა კლიტურში გამოიკეტა. –„ჩემი ცოლად მოყვანა შენს გარდა სხვასაც უნდა,სია გრძელია“–თქო–მივწერე.. (სანამ გამლანძღავდეთ,მინდა საკუთარ თავს ადვოკატად დავუდგე.. ზოგადად,თაყვანისმცემლების რიცხვს არასდროს ვაქცევდი ყურადღებას.. არ ვიყავი ისეთი ადამიანი,აავმდგარიყავი და ვინც მომწერდა ყველასთვის მიმეწერა.. არა,ცუდათ გამიგეთ. თავი ვინმეზე კარგი კიარ მეგონა. არა,უბრალოდ არ მინდოდა,არ მიყვარდა როცა გოგონები აურაცხელ ბიჭებს წერდნენ,ხვდებოდნენ და ათასი რამე. სხვანაირი ვიყავი. ცოლად მოყვანაზე არ ვაჭარბებდი,რამოდენიმეს საკუთარი თვალით შევსწრებივარ,როგორ იცილებდა დედა თავიდან ოჯახში მოსულ დაუპატიჟებელ „მოყვრებს“,რომლებსაც მე ,თქვენი მონა–მორჩილი,სარძლოდ მოვწონდი. ((არ გაგეცინოთ,ასეთი რამეები,დღესაც ხდება..)) არც სიაზე დამძრახოდ. თუ ვინმეს მივწერდი,რატომღაც ჩვევა მქონდა,მისი კარგი თვისებები ჩამომეწერა..((მართალი ხარ,ცოტა უცნაური ვარ)).. ამიტომ,არც ისე გადამიჭარბებია,მაგრამ უხეშად მიწერილი ნამდვილად გამომივიდა..) პასუხიც შესაბამისი მომივიდა. –„სარჩევში ვინც გინდა ის გყავდეს. მე უკონკურენტო ვარ. რაც შეეხება სიას,მალე ნულამდე დავა“–ო და მართალიც აღმოჩნდა. სულ რამოდენიმე კვირა და ეს ჩემი სია,(ქარის მოტანილი,ქარმა წაიღოო)მართლად ნულზე დავიდა და ჩემი თაყვანისმცემლებიც სრულიად უინტერესონი გახდნენ ჩემთვის. ესეც გაცნობა. ახლა,უშუალოდ ის,რისთვისაც ამდენი ვწერე. ____ ომარი ქვია,მე ომას ვეძახდი თავიდანვე,ახლა „ბა“ არის. თავიდან რომ გეკითხათ,ალბათ ვიტყოდი,ზედმეტად სერიოზულია და უცნაურითქო,მაგრამ,გულწრფელი რომ ვიყო,სწორედ ეს მომწონდა მასში. როგორც წინათ აღვნიშნე,არ იყო ყველასნაირი. ბანალუურად გამომდის,მაგრამ განსხვავებული იყო.. თვალები ჰქონდა თვითონ ისეთი,სხვანაირი ვერც იქნებოდა. არა,არც ჭაობისფერი თვალები ჰქონდა,არც ზღვისფერი,არც ქამელეონი ან რამე,ზეციური. არა,თაფლისფერი თვალები ჰქონდა,მაგრამ ისეთი,უძირო ზღვასაც და მწვანე მდელოსაც რომ მირჩევნოდა. მასში წამიერად ჩახედვაც საკმარისი იყო,მისით მოხიბლული რომ დარჩენილიყავი. პირველად სწორედ ამან დამაინტერესა–თვალებმა. და ახლაც,როცა ამდენი დრო გავიდა,არ მწყინდება მასში საათობით ცქერა და წარმოიდგნედ,რამდენად ბედნიერი ვარ,რომ მათში უზომო სიიყვარულსა და პატივისცემას ვკითხულობ.. ჰოო,ბევრს ვლაპარაკობ. ომას ბრალია,დედას გეფიცებით. ისიც ვთქვით,მისმა თვალებმა რომ დამატყვევა და ამხელა ქალი მიმაჯაჭვა. ახლა ორიოდ სიტყვით მის სერიოზულობასაც შევეხოთ და ვფიცავ,უშუალოდ ურთიერთობაზე გადავალ. ცოტა ისეთი იყო,სერიოზული კიარა,აი სერიოზული კუბში. მაშინ,როცა ჩვენს ურთიერთობას სახელიც დაერქვა,მაშინ გახსნა ცოტა წარბი თორეე,უიმე,მტრის კარს,წარბგაუხსნელი იყო. ზრდილობიანი იყო,თან იმდენად,რომ ამჩემს ეგოისტობას უფრო აღიზიანებდა.. მოგეხსენებათ,დიეტაზე ვიყავი და ერთადერთი,რითიც შეეძლო „პატივი ეცა“ წყალი იყო და იცოცხლეთქვა,დარბოდა წყლის ბოთლებით ყოველწუთს. ჰო,ეგოისტობა რა შუაშია??? შუაში კიარა,თავშია,თავში. კაფეში როცა ვისხედით,ადგებოდა ეს ვაჟბატონი და ჩამოუყვებოდა ყველას,ვის რა უნდდა და უყიდდა. ზოგს ყავას მოუტანდა,ზოგს რას და მე კი ვიჯექი წყლის ბოთლით ხელში და ვუმზერდი მამის მკვლელი თვალებით. არა,ნაწილობრივ კი მომწონდა,ასეთი ყურადღებიანი რომ იყო,მაგრამ,ამდენ გოგოებს რომ ყავას ყიდულობდა და მე წყალს,ეს მაბრაზებდა.(ჰო,კარგი,ვიცი რომ ცოტა მიქრის,მაგის გამოა დედაჩემი ყოველდღე წნევიანი რომ იყო,რა მეშველება შენს ხელშიო,კიდევ კარგი,ჩემი ძმაც რომ ჰყავდა,თორემ მარტო ჩემი იმედი მტერს ჰქონდეს.) ჰოდა,იმდენი ქნა ამ ჩემმა ეგოისტობამ,რომ გაცნობიდან ერთ თვეში დიეტას მიწა მივაყარე და დიდი ზარზეიმით გამოვაცხადე,დღეიდან ყველაფერი მეჭმებათქო.. ამ ფაქტით გახარებულმა ამ ჩემმა ბიჭმა (თავიდან გაუხარდა,თორე მერე...) იმდღესვე წაგვიყვანა პიცერიაში მე და ჩემი დაქალები და ამ ჩემი მოკლებული 18 კილოდან 1 კილო უცებ ავინაზღაურე. მერე რომ აღარ გავჩერდი,პიცერიას აღარ დავჯერდი და კვირაში ორჯერ მაგდნალდი მინდოდა,ადგა და სიცილში მითხრა გაააგრძელე დიეტაო..(ეს ისე,თორე თვითონ იყო ისეთი,ყოველდღე სადმე რომ არ წავსულიყავით ეკლებზე იჯდა..) მოკლედ,შემოვიარეთ რა ყველა კვების ობიექტი,ყველა კაფეთუ რესტორანი,დადგა ის დღეც,როცა ორმეტრიანი კაცი ლამის ცეროდენას დაემგვანა და სიყვარული ამიხსნა,ოღონდ ამას,პატარა წინაისტორია აქვს. ––––– ცოტა ჯიუტი ვიყავი,ცოტა არა,ძალიან. ამ სიჯიუტემ მერე იმდენი ქნა,ჩემთვის უკვე უძვირფასესი ადამიანი იმდონეზე გავაბრაზე,რომ ბილეთს იღებდა და მიდიოდა.. ჩემი სიჯიუტის მიზეზის მოყოლა მცხვენია,იმდენად არარეალურ რაღაცაზე გავჯიქდი და ფეხი არ მოვუცვალე ჩემს აზრს,რომ მერე ჩემს თავზე გავბრაზდი. ისე ვიჩხუბეთ,ისე,რომ არცერთი აღარ ვგავდით ადამიანს მეორე დღეს. ჩასიებული,ჩაწითლებული თვალებით მივედი უნივერსიტეტში და შესასვლელთან ომა რომ დავინახე,გული კიარ გამისკდა,გადამისკდა. წინა დღეს ყველა სულიერი დავიფიცეთ,რომ აღარასოდეს ვნახავდით ერთმანეთს და ახლა რომ ვუყურებდი ჩემს წინ,გულით კი მიხარდა,მაგრამ ამჩემს თავმოყვარეობას არ გადავახტი და სახეზე არც კი შევიმჩნიე. თორე გულში ჩვეულებრივად ცეკვავდა ჩემი მეორე მე გინდა ჩაჩაჩას გინდა აჭარულს. ჰო,იქ ვართ,უნივერსიტეტის შესასვლელთან რომ დამხვდა ასვეტებული. ისე უნდა ითქვას,სიტყვა არ უთქვამს ისე მანიშნა გამომყევიო და ისე,რომ ბგერაც არ გვითქვამს,10 წუთში ნეტაში ვიჯექით. რამოდენიმე წუთი უსიტყვოდ ვუმზერდით ერთმანეთს და მამიკოს გეფიცებით,ის ჩემი მეორე მე აჭარულს კიარა,ნელზე ნელ ვალსსაც ვეღარ ცეკვავდა,იმდენად ვიყავი მის მზერაში ჩაკარგული. ვიცოდი,რამდენად დაუჯდა მოსვლა და ჩემს წინ ჯდომა. აშკარად ვხედავდი მის თვალებში ყოყმანს,მაგრამ იმასაც ვამჩნევდი,რომ უმიზეზოდ,გრძნობების გარეშე აქ არ იქნებოდა. განაბული ველოდი მომენტს.. ველოდი მის სიტყვებს,მე კი ენასაც ვერ ვიბრუნებდი პირში.. მერე,მზერა რომ დაეწმინდა,თვალებში სითბო რომ ჩაუდგა,უთქმელად მივხვდი.. მეც გამეღიმა. სიტყვასაც არვაჭარბებ,ყველაფერს ვფიცავ,იმ დღეს უხმოდ გამოვუტყდით ერთმანეთს გრძნობებში. (ხო,კარგი,ვიცი რომ უცნაურები ვართ) მერე ასევე უთქმელად ამოვედით კაფიდან და უკვე ხელიხელ ჩაკიდებულები,ცამდე ბედნიერები გავუყევით გზას უნივერსიტეტისაკენ.. ესეც „სიყვარულის ახსნა“ უსიტყვოდ,თორე მის მერე,იცოცხლეთქვა,ყველა პოეტს აჯობა მხატვრულ ლაპარაკში. მეორე დღეს უკვე წყვილად რომ წარვუდექით წერეთლის ყველაზე ცნობისმოყვარე საზოგადოებას,მაშინ დავრწმუნდი სიყვარულს რომ მართლაც მალვა უნდა. თქვენ ჯვარი გწერიათ და ამდენი მოშურნე თუ მყავდა,არ ვიცოდი. ზოგადად ასეთი ვარ,ადვილად ვცნობ ადამიანის მზერაში მის ფიქრებს.. მაგრამ,ამის მიუხედავათ მაინც ყველაზე ბედნიერი ვიყავი,იმიტომ რომ ყველაზე მაგარი ბიჭი მყავდა გვერდით. თუმცა,ცნობისმოყვარეობამ მალე გამოიღო შედეგი და მალე საჭიირო გახდა მძიმე არტილერიის ჩარევა.. მძიმე არტილერია კი რა თქმა უნდა ჩემი ძმა არის. მანამ,სანამ უშუალოდ გადავერთვები ისტორიის ამ ნაწილზე,ორიოდე არა,სამიოდე სიტყვა ჩემს ძმაზე. _____ ბავშვობიდან ასე ვიყავით,მეც და ჩემი ძმაც,გრძნობებს ვერასდროს ვხატავდით.. დედაჩემისთვის რომ გეკითხათ,ორივე უჯიშოები ვიყავით..(თვითონ არის ძალიან ემოციური და მე და ჩემი ძმა რომ ვერასდროს ვხატავდით სიყვარულს,ამაზე სულ ბრაზდებოდა..) ცოტა რომ წამოვიზარდე,ჩემი ძმის მიმართ რიდი გამიჩნდა,რიდი მერე პატივისცემამ შეცვალა და ამის გამო იყო,დღე ისე გაივლიდა,თითქმის არ ვცემდით ერთმანეთს ხმას. მაგრამ,რად მინდოდა მისი ლაპარაკი,ისედაც ვიცოდი,ამქვეყნად ყველაზე მეტად მე ვუყვარდი,ისედაც ვიცოდი ჩემს გამო სიცოცხლეს კიარა აფსოლუტურად ყველაფერს დათმობდა, (თუ არსებობს საერთოდ რამე სიცოცხლეზე ღირებული). ბავშვობიდან დღემდე,ყველას იმას ვეუბნებოდი,მე მყავს საუკეთესო ძმათქო. რეალურად,თორნიკე ჩემთვის ძმაზე მეტი იყო. თორნიკე ყველაფერს მერჩივნა.. თორნიკემაც კარგად იცოდა ყველაზე მეტად რომ მიყვარდა და ჩვენთვის ესეც საკმარისი იყო. მაგრამ,აუ,როგორ მიჩაბნიდაააა... სულ ასეთი თვისება მქონდა,თუ ვინმე ფულს მაჩუქებდა,ყველთვის ვინახავდი (ის აშკარად ცხადია,რომ მაღაზიიდან მორჩენილ ხურდას არასდროს ვაბრუნებდი)ამიტომ,ავისთავად ფული რომ მქონდა. ეს ჩემს ძმასაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული და როცა რამე უნდოდა,მომადგებოდა შრეკის კატასავით და საცოდავი ხმით მეხვეწებოდა ფული მასესხე და ხვალ მოგცემო. მაგრამ,როგორც თქვენ უყურებთ,ისე არ შემიხედია მე მისთვის მიცემული ფულიდან დაბრუნებული კაპიკი. მაგრამ,და–ძმობას და ჩემს გულს რა ვუთხარი,ეგრევე გავრბოდი და რამდენიც მქონდა სულ მთლიანად ვაძლევდი. მერე ჩემმა ძმამ,საჯანდაბედ,ჭიდავშიი დაიწყო სიარული და ერთადერთი სავარჯიშო მასალა რა თქმა უნდა მე ვიყავი და მანამ „ვარჯიშობდა“,სანამ მთელმა ქუჩამ არ გაიგონა დედაჩემის კივილი ბავშვს თავი გაანებეო. მოკლედ,ჩემი ძმა იყო ერთადერთი ადამიანი,რომელიც უშუალოდ არასდროს ერეოდა ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ მის იქ ყოფნას სულ ვგრძნობდი. ამიტომ,საქმე რომ არ გართულებულიყო,თავიდანვე ჩავრთე ჩემი ძმა საქმის კურსში,რომ ჩემს ცხოვრებაში ყიო ბიჭი,რომელსაც ვუყვარდი და რომელიც მიყვარდა (წარმოდგინეთ,ამას ვეუბნები ადამიანს,რომელსაც იშვიათად ველაპარაკებოდი დათან ვეუბნები,რომ შეყვარებული მყავს და დედას გეფიცებით,იმ დღეს 150 მქონდა წნევა 100ზე..) ჰოდა,მოკლედ,იჯდა ჩემი ძმა და ელოდა ომას ზარს.. რომელმაც დიდხანს არ დაააგვიანა. აი მივედით ამ ეტაპამდედაც. მოემზადეთ.. ის დღე ყველა წვრილმანით მახსოვს. ისევ ნეტაში ვისხედით,ლექციები დასრულებული გვქონდა. რაღცნაირად ჩაფიქრებული მომეჩვენა,გაფანტული. ველოდი,როდის მეტყოდა სათქმელს.. 6 საათი იყო უკვე,მალე სახლში უნდა წავსულიყავი.. –თორნიკე უნდა ვნახო დღეს–ქვევიდან ამომხედა. გული კი შემიქანდა,მაგრამ მადლობა ღმერთს,მყარად ვიჯექი სავარძელში. ეს მომენტი რომ გარდაუვალი იყო კი ვიცოდი,მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. არ მიუქცევია ყურადღება არც ჩემი გაფითრებული სახისთვის,არც სიმწრის სიცილისთვის,არაფრისთვის,დაურეკა და 1 საათვი არტ კაფეში შევხვდეთ ერთმანეთსო. ვაი გულო. ვაი სულო. მე კი მოვკვდი იქ და წარმოიდგინეთ ომა რა დღეში იყო,მითუმეტეს თორნიკე. ტაქსში ჩამაჯინა და სახლში გამიშვა,თვითონ კაფისკენ წავიდა. სახლთან ვიყავი უკვე,თორნიკემ რომ დამირეკა. სიმწრის ოფლი მასხამდა.. ხელისკანკალით ვუპასუხე. –ომარიმ დამირეკაო–მითხრა. ვიცითქო,ვუპასუხე. –შენ რომ ცუდ არჩევანს არ გააკეთებ ვიცი,მაგრამ გულწრფელად მიპასუხე,ის ბიჭია,რომელთანაც გინდა მომავალი დაგეგმო?თუ უბრალო ამოჩემებაა??–რაღაცნაირი ხმით მითხრა,ვიცოდი ღელავდა,თან ძალიან. ჩვენ ხომ ბიჭებზე არასდროს გვილაპარაკია.. –კი–თქო,მოკლედ ვუპასუხე და გამითიშა. მე კი მივედი სახლში,მაგრამ ვაი ისეთ მისვლას. დედაჩემი თავწაკრული დამხვდა. მაგის წნევა მინდოდა კიდე? აქეთ ვიყავი მოსასულიერებელი. მოკლედ,ვისხედით მე და დედაჩემი,ორივე კორსიზით გამოტენილები,თავწაკრულები და ველოდით. მე იმაზე ვნერვიულობდი,თორნიკეს რომ ომა არ მოსწონებოდა. მისი აზრი ყველაზე მეტად მაინტერესებდა და მაღელვებდა. ამიტომ ვიყავით ორივე დამუნჯებული. მეც და დედაჩემიც. 7 რმ შესრულდა,რვაც რმ მიყვა,ცხრას რომ კარგა ხანია გადაცდა და არც ჩემი ძმა რომ არ იღებდა ყურმილს და არც ომა მცემდა შეტყოინებებზე პასუხს,მაშინ უკვე გავფშიკე ფეხები და მივწექი გულწასული მდივანზე. წერილის წაღებას და მარილზე გასვლას ვაპირებდი,ვაჟბატონმა რომ იკადრა მოწერა. –„ყველაფერიკარგადააა,ვსვამთ,მიყვარხარ.“ ამის ლაკონურობამ ხოომ მომკლა რა.–ეს გავიფიქრე პირველად,სანამ მოწერილს გავიაზრებდი. უცებ მომეხსნა ყველაფერი. გაკრული შარფი მოვიხსენი. ვალიდოლი გადმოვაგდე და წამოვდექი ფეხზე. მოგვივიდა ცოტა ფერი როგორციქნა მეც და დედაჩემსაც. პასუხიც მივწერე. –„ძალიან კარგი,დალიეთ და უმტკიცეთ ახლა ერთმანეთს,რომელს უფრო მეტად გიყვარვართ“–თქო და საბოლოოდ მომეხსნა სტრესი. 12 სკენ მოვიდა ჩემი ძმა. მთვრალი და ცამდე გაღიმებულიი. ჩამეხუტა (ცხოვრებაში მეორედ). –ეჭვიც არ მეპარებოდა რომ სწორ ადამიანს შეარჩევდი–ო და წავიდა მერე სადღაც. მოკლედ,ასე დასრულდა ჩემი უფროსი ძმისა და ომას გაცნობა. მერე ისე დააახლოვდნენ,მე ვინ რად მაგდებდა,ურეკავდნენ ერთმანეთს და ხან სად დადიოდნენ,ხან სად. (დუტ,ნუ გაქ ბილწი აზროვნება,სათევზაოდ დადიოდნენ,ან სანადიროდ). ასე იყო,ეს ეპიზოდიც ჩამთავრდა. ახლა კრიზისსული მომენტი და 1 თვიანი დაშორებაა წინ. მანამდე კი,ჩაისუნთქეთ,და მოემზადეთ,ნოემბერი მოვიდა და ჩემი დაბადების დღე. დიდი ენთუზიაზმით ველოდებოდი როდის გათენდებოდა ნანატრი დღე. მითუმეტეს ახლა,როცა გვერდით ომა მყავდა,ათასმაგად მინდოდა,მალე დამდგარიყო 28. სულმოუთქმელად ვუყურებდი სააათის ისრები როდის გადაცდებოდა 12ს. წამდაუწუმ ვამოწმებდი ყველა სციალურ ქსელს,რაც კი მქონდა. და აჰა,როგორც იქნა ჩამოკრააა სააათმააა თორმეტს და გარედან მესმის ხმა. ხმა კიარა,სანდროს ღრიალი. ვაიმე,ბედო,უბედუროო. რა დავაშვეთქო კი გავიფიქრე,მაგრამ სიხარულისგან წამებში გავვარდი გარეთ ჩემი მწვანე ხალათით. გარეთ ყველა ჩემი ბავშვი რომ დამხვდა,სიხარულისგან ისე ვტიროდი,მთელმა უბანმა გაიღვიძა. ზემოთ ხსენებული,სანდროს ვგულისხმობ,იდგა ბავშვების შუაში და ბოლო ხმაზე მიმღეროდა. (მაგის მონაცემები რომ განახათ,მიხვდებოდით,ჩემმა ტირილმა კიარა,მისმა ყროყინმა გაააღვიძა მთელი სამეზობლო) გაბადრული სახეებით მიყურებდნენ და მეც ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი,როგორ იდგნენ ყველა,სიცივისგან აბუზულები,ჭიშკართან და როგორ მიმღეროდნენ. ყველა იქ იყო,ყველა,ჩემები. ჩემი ბავშვები. მერე სიმღეა რომ დააამთავრეს,სანდრომ გამომაფხიზლა. აქ სიმღერისთვის კიარა დასალევად მოვედითო და შემოლაგდნენ ყველა სახლში,სიმაღლისდა მიხედვით და მეც მაშინ გამახსენდა,ტელეფონი რომ დამრჩენოდა სახლში. რომ დავხედე,ომას ჰქონდა ნარეკი,ზუსტად 12ზე. კი ვიფიქრე,ჰომ არ გაბრაზებულათქო,მაგრამ რომ მივწერე,თურმე ვაჟბატონიც ყყფილა საქმის კურსში..(ომა და ჩემი ბიჭები თავიდანვე იცნობდნენ ერთმანეთს,ამას თავისი წინაისტორია აქვს..რომელსაც მერე მოგიყვებით. ანდა,კარგი,ჰო. ბარემ აქ ვარ და მოვყვები. მოკლედ,ოქტომბერი იყო. პირველი რიცხვები იყო,თვის დასაწყისი. შუა ღამეს მომადგა ბიჭები სახლში,ღამის ოთხი საათი იყო. არ მეძინა,წიგნს ვკითხულობდი,თან პარალელურად ომას ვწერდი. გაკვირვებულმა დავხედე ტელეფონს,ლეო მიეკავდა. სანამ ავიღებდი,მე კი გავათავე ერთი სიკვდილი,მეთქი ხომ მშვიდობააათქო,მაგრამ რომ ავიღე და რომ მითხრა,გამოიხედე,ჭიშკართან ვართო,ძლივს ამოვისუნთქე. უცებ ჩავედი ქვევით და ცოტა გაკვირვებულმა შემოვიპატიჟე ბიჭები ((არა,იმან კიარ გამაკვირვა,რომ შუაღამეს მოვიდნენ,არა,ასე ხშირად იქცეოდნენ,მაგრამ ფხიზლები რომ იყვნენ,ამან დამაეჭვა. სიმთვრალეში უტყდებოდათ ხოლმე წანწალის სურვილი და მაკითხავდნენ მაშინ გამთენისააას. ახლა კიდევ,სრულიადფხიზლები იყვნენ,თან,საკმაოდ სერიოზულადაც.)) მოკლედ,შემოვიპატიჟე ბიჭები და დავსხედით. ცოტა ავნერვიულდი,წარბებშეკრული მიყურებდა ყველა. რამოდენიმე წუთი ისე გავიდა,არცერთი იღებდა ხმას,არც მეორეარც მესამე და საერთოდ,სამარისებული სიჩუმე იდგა. მე ვერაფერი გამეგო რა ხდებოდა,ყავა შევთავაზე,არ უნდოდათ,საჭმელი გამოვიტანე და პირი არ დაააკარეს,აი სასმელი რომ გამოვიტანე და სანდროსაც რომ არშეუხრია წარბი,მაშინ მივხვდი დიდ შარში რმ ვიყავი,არადა,კაცი არ მომიკლია,კარგად მახსოვდა. ბოლოს ყელში რომ ამომივიდა ამათი სიჩუმე,წყობილებიდან გამოსულმა ვიყვირე–რა ჯანდაბა ხდებათქო. –მგონი,შენ უნდა გვითხრა,რა ხდებაო–წარბი არ გაუხსნიათ,ისე მიპასუხეს. –ამოღერღეთ ბოლობოლო. –შეყვარებული გყავს?–პირდაირ მკითხა ლეომ. უჰ,ცოტა მოვეშვი,ამოვისუნქე. –უჰ,თქვენ გაგაციათ წელში,მეთქი რამე მოხდათქო–სიცილით გავხედე მათ.–შეყვარებული არა,მაგრამ საშეყვარებულოა რა–პასუხი გავეცი მეც. –საშეყვარებულო რა ტერმინია და რას მოიცავს ტასო?–შემომბღვირა სანდრომ. –ვაიმეე,რა გინდათ?–ცოტა გავბრაზდი–ჯერ პირველ ეტაპზე ვართ რა. –მერე ჩვენ სხვისგან უნდა ვიგებდეთ მაგ ამბავს?–ცოტა მოლბა „მოსამართლე“ –ოო,ახლა რა მეთქვა,ბიჭი მომწონს და დამიზვერეთთქო? –მაგ ბიჭი შენს უთქმელათაც დავზვერეთ და სხვათაშორის,კაი ბიჭია–რაჭული ღიმილით შემომცინა ლევანიმ. –კაი რომ არ იყოს,არც გავიცნობდი და დავუახლოვდებოდითქო–მოვუჭრი უცებ–თან თქვენ ხომ არ შეგარცხვენდით?–ცოტა წავეაფერისტე ჩემს ბიჭებს,გული მოვულბე. –ეჰ,სუფთა ვანელი ხარ,პირწმინდა,ადამიანი ასე თვასლადა ხელს შუა გეაფერისტებოდეს,ამნაირი არ მინახავს–აშკარად გამხიარულებულმა სანდრომ მითხრა და კონიაკი რომ ჩამოასხა,მივხვდი ჩემი სასამართლო დასრულდა,პირდაპირ დარბაზიდან გამანთავისუფლეს და გირაოც ბოლომდე გადავიხადე. მოკლედ,მათი გაცნობა თავისთავად მოხდა. თან სუფთა იმერულად. თავისი რესტორნებითა და მერე ჩუმჩუმი „პატივისცემობებით“ (ტუტუცური აქაც არაფერი იგულისხმება..რა იგულისხმება არ გეტყვით,ისედაც მიხვდებით)) სად გავჩერდი? ჰო ნოემბერია,28 და ჩემი დაბადების დღეა. იმ ღამეს რომ დავთვერით,გადავთვერით და შუა ზალაში,ხალიჩაზე რომ გვეძინა ყველას,ეს თავისთავად ცხადია. დილას პახმელიიდან გამოვედით და დავიშალეთ. საღამოსთვის კი ყველანი არტ კაფეში ვისხედით. იმ დღეს რომ მოვინდომე,ისე არასდროს მომინდომებია გამოპრანჭვა. ამიტომ,სულ არ გამკვირვებია,ჩემი ბიჭები,ჩემი გოგოები,მთლიანად პერსონალი და იქ მყოფი სტუმრები აღფრთოვანებულები რომ შემხვდნენ (ოჰ,რამხელა თავმდაბლობაა ქალბატონო ტასო შენი მხრიდან,ასეც არ შეიძლება.) შავი კაბა მეცვა,(გამოყვანილი,ტანზე შემოტმასნილი,ბრჭყვიალა,ბზიალა,ამოღებლ დამოღებული და *რაკ წამოხდილი კიარა,სადა,მოშვებული და რა თქმა უნდა,შავი. მაგრამ ჩემს ოქროსფერ თმებს ძალიან უხდებოდა. ზოგადად,ამიტომ ვატარებდი სულ შავ ტანსაცმელს. ჩემი თმის ფერი ყოველთვის იკვეთებოდა.) ჰოდა დავსხედით,მაგრამ საღამოს რიგით მეორე მთავარი სტუმარი არადა არ ჩანს. მოტმინება რომ გადამეწურა,მერე შემოაღო კარები ტანმაღალმა სხეულმა. ამას იმიტომ ვამბობ,რომ მთლიანად მოსულის სახე და ტანი,დაფარული იყ უამრავი წითები,გრძელყლორტიანი ვარდებით და წარმოიდგინეთ,რა დამემართა,როცა მათ შორის ჩემი ომა აღმოვაჩინე. საოცრად სიმპათიურად გამოიყურებოდა,ზედმეტადაც კი,სწორედ ამის დამსახურება იყო,მის გამოჩენას დარბაზში ოვაციები რომ მოყვა. მთელი სითბოთი მიმიკრა გულზე და ჩუმად,მარტო მე რომ გამეგო,ისე მითხრა. –ულამაზესი ხარ,გამორჩეული,ამიტომ მიყვარხარ ყველაზე მეტად.–ო და გადმომცა,ვარდების უშველებელი თაიგული და პაატარა სასაჩუქრე ჩანთა,რმელშიც,როგორც მერე ვნახე (წარმოგიდგენიათ? ყველაზე მოუთმენელ და ცნობისმოყვარე ადამიანს,რამხელა ნებისყოფა დამჭირდა,რომ დიდი წითელი ყუთი იქვე არ გამეხსნა და სახლამდე მომეთმინა)ძალიან მაგარი,მაგარი კიარა სასწაულზე სასწაული გუჩის სააათი იდო. თან ისეთი კიარა,სხვას რომ შეიძლებოდა რომ ჰქონოდა,არა,განსხვავებული,ძველებული,ვინტაჟური,როგრიც მე მიყვარდა. (მერე ინტერნეტში ვნახე,რომ სპეციალური გამოშვებაა და მსოფლიოში მხოლოდ 100 ეგზემპლიარია,ამ ჟესტით კიდევ ერთხელ მაგრძნობინა,რომ მისთვის განსაკუთრებული ვიყავი.) ესეც ასე,ჩემი დაბადების დღეც მიიილია. ის დღე უბედნიერესი იყო ჩემს ცხოვრებაში.(ვერ ვიტყვი რომ ერთადერთი,იმიტომ,რომ ყოველი დღე,რომელსაც მის გვერდით ვატარებ,ბედნიერების საზღვრებს ცდება) ახლა კი დროა,ის მოგიყვეთ,რომლისთვისაც შეგამზადეთ. ______ იანვარი იყო. დასვენება გვეწყებოდა უნივერსიტეტში. ისეთი ყინვიანი ამინდები იყო,ძვალ–რბილში ატანდა. სიკვდილი მერჩივნა უნივერსიტეტში წასვლას,მაგრამ,უმისოდ გატარებული დღის იდეაც არ მხიბლავდა. ამიტომ,შუა იანვარში,ნახევრად გაყინული (ზოგადად,თბილად ჩაცმა ჩემი სუსტი წერტილია,ზამთარში მხოლოდ ერთი მაიკის ამარა დავდივარ და სწორედ ამიტომ,წელიწადის მიყოლებით,ფილტვების,ნერვის,წელის,კავის და ყველანაირი უბედურების ანთება ერთად მოვიხადე და საცერი მონაგონი იყო,ისეთ მდგომარეობაში იყ ჩემი ერთი ადგილი ) დავდიოდი უნივერსიტეტში. წინა დღე იყო,მეორე დღეს დასვენებები იწყებოდა. მარშუტკის გაჩერებასთან დამხვდა,ნეტაში წავედით.(ალბათ შეამჩნევდით,სულ ნეტას ხსენებაში ვარ,არც რეკლამას ვუკეთებ და არც რამე მსგავსი,უბრალოდ ყველაზე მყუდრო,ოჯახური,თბილი,საინტერესო და ლამაზი გარემოა მთელ ქუთაისში,სადაც შეგიძლია თბილად დაჯდე,ყავა დალიო და ჩიზქეიქი მიიირთვა ((აქ ცოტა ვიპრანჭები,თორე ნეტას ლობიანს არაფერი მირჩევნია)) მოკლედ,თავიდანვე შევატყვე,უხასიათოდ იყო. რამოდენიმეჯერ მოსაწევად რომ გადიოდა,მივხვდი, რთულად იყო საქმე. აქ ის მომენტი ჩამერთო,ყველა ჩემს წინანდელ მოქმედებებს გადავავლე თვალი,რამე ხომარ გავაფუჭეთქო,მაგრამ,რა დავრწმუნდი,რომ ყველაფერი კარგად იყო,მშვიდად დაველოდე,როდის იტყოდა სათქმელს. მაგრამ,მერე მივხვდი,სულ ტყუილად დამიიმედებია თავი. სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი ჩემივე ტყუილში მხილებული. ჰო,მანამდე,ის,თუ რატმ ჰქონდა ტყუილზე ასე მწარე რეაგირება. ურთიერთობის პირველ ეტაპზე,როცა ერთმანეთზე ინფორმაციებს ვცვლიით,თავიდანვე მითხრა,ადამიანში ტყუილს ვერ ვიტანო,მერე,ისიც მითხრა,ყველაფერს გაპატიებ დედამიწის ზურგზე,იმდენად მიყვარხარ,ღალატსაც გადავყლაპავ,მაგრამ იცოდე,ტყუილს ვერასდროსო. მე კი ვიფიქრე,მოსატყუებელი რა გამიჭირდებათქო,მაგრამ იმ დღეს,როცა ამ ზღარს გადავედი,მართლაც რმ გასაჭირი დღე იყო.. რეალურად,არ მომიტყუებია. უბრალოდ არ ვუთხარი. ტყუილში რომ მამხილა,პასუხი ასე გავეცი,უბრალოდ არ გითხარითქო,მაგრამ ხო ვიცოდი,მნიშვნელობა არ ჰქონდა,მთავარი ერთი იყო,მე მას მოვატყუე. (იფიქრებთ,ალბათ,რა უნამუსო გოგო არისო,მაგრამ,ყველაზე წმინდას გეფიცებით,მართალია ტყუილს გამართლება არ აქვს,მაგრამ იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავი,რომ თქმას,უთქმელობ სჯობდა..((თავისგამართლებასავით გამომდის,მაგრამ,რომ მახსენდება,მრცხვენია...საშიმლად მრცხვენია.. ახლა რომ დავფიქრდი,საერთოდ,ან დასამალი რა იყო,ან სათქმელი რა იყო,ან გასაბრაზებელი,მაგრამ,ხომ გითხარით,მეც უცნაური ადამიანი ვიყავი და ის მითუმეტეს.) ნუ მოკლედ,ვიჩხუბეთ. საშინლად ვიჩხუბეთ. უთქმელად ჩამაჯინა ტაქსში და სახლში გამიშვა,ისე რომ არ დამმშვიდობებია.. გული მეტკინა. მეტკინა იმიტომ,რომ ამაში დამნაშვე მე ვიყავი. მეტკინა იმიტომ,რომ ცხადად ვხედავდი,მას როგორ ტკიოდა.დედას გეფიცებით,სიტყვასაც თუ ვაჭარბებდე,ცოცხალმკვდარი ვიყავი. ერთიანად გამოვცადე ყველა ტკივილი,რაც ადამიანმა შეიძლება მისი ცხოვრების მანძილზე გამოცადოს. მტკიოდა. სული მტკიოდა. გული. ყველაფერი მტკიოდა. მტკიოდა დილით ათასი შეტყობინებით რომ არ ვაღვიძებდი. მტკიოდა,რომ არ შემეძლო ჩავხუტებოდი. მტკიდა,რომ არ შემეძლო ნეტაში სააათობით ვმჯდარიყავით. გაუსაძლისად მტკიოდა ყოველი უმისოდ გათენებული დღე. მამას გეფიცებით,ასეთი რთული პერიოდი არასდროს მქონია ცხოვრებაში,და არც არავის ვუსურვებ,გამოსცადოს. მდგომარეობას კი ის მირთულებდა,რომ ვიცოდი,ომა ჩემზე ათასმაგად ცუდად იქნებოდა. მხსნელად კი,2 კვირის მერე,მამაჩემი მომევლინა. მანამდე კი,მოდი გავიცნოთ ჩემი მამიკო. ___________ ბავშვობაში რომ მეკითხებოდნენ,ყველაზე მეტად ვინ გიყვარს,დედა თუ მამაო,დაუფიქრებლად,იმწამსვე ვამბბდი,მამათქო. ახლაც რომ მკითხოთ,იგივე პასუხს გაგცემთ. მამაჩემი ჩემთვის იდეალური ადამიანი იყო და არა მხოლოდ ჩემთვის,აფსოლუტურად ყველასთვის,ვინც მას კარგად იცნობდა,ვინც მას ერთხელაც კი შეხვედრია. საერთოდ,დედიკოს და მამიკოს სიყვარულზე ვიწამე ამ გრძნობის. მათ რომ ვხედავდი,ვრწმუნდებოდი,რამხელა სიყვარული აკავშირებდათ ერთმანეთში. მამიკო წელიწადის ნახევარს,რუსეთში ატარებდა.. (მამიკოს წყალობითააა,ცხოვრებაში არასდროს არაფერი რომ არ მაკლდა,ყველაფერი რმ მქონდა რასაც მოვისურვებდი..მამიკო ყო ასეთი,არ უყვარდა ჩემი წუწუნის მოსმენა და მეც ვიცოდი,თუ რამე მინდდა,ვისთვის უნდა მეთხოვა) ჩვენი განშორების ბრალია,სულ მონატრების ბრალია,ყველაზე მეტად,დედაზე მეტად რომ მიყვარს. მამიკო არის ერთადერთი ადამიანი,რომელიც ზუსტად იდენტუა ჩემი ხასიათის,ზუსტად ესმის ჩემი და ზუსტად ცის,თქმელად,რა მინდა. მამიკო იყო,დედაჩემის ჩუმად რომ გამომიგზავნა ფული და მითხრა,წადი მა დრედები გაიკეთეო..(მე და მამა ვგიჟდებით დრედებზე,დედაჩემს კი ჭირივით სძულს.) მამმიკო იყო,2013 ში რუსეთიდან რომ მიყიდა დიფ ფარფლის ბილეთები (ორივე ვგიჟდებით კლასიკურ როკზე,პინკ ფლოიდიდან დაწყებული,ლედ ზეპელინით დამთავრებული..მამაჩემი ფლოიდების კონცერტზეცააა ნამყოფი და მახსოვს ბაშვობაში სულ იიმაზე ვეჩხუბებოდი,მე რატომ არ წამიყვანეთქო,არადა მაშინ ჩაფიქრებულიც არ ვიყავი მე) მამიკო იყო აფსოლუტურად ყველა სურვილს რომ მისრულებდა. მამიკო იყო ერთადერთი ადამიანი,რომელმაც მომიწონა წითლად შეღებილი თმა (მომიწნა რა,თვითონ მითხრა ცოტა გაიმუქე წითლად თმაო,არადა ისედაც წითელი თმა მაქვს,მაგრამ აი ის ვაბშე დამაკვდა) მამიკო საოცარი ადამიანია. მამიკო ზე განათლებული,მცოდნე ადამიანია. მამიკო მხატვარია.... მამიკო ხელოვანია და ეს კიდევ ერთი კრიტერიუმია,რისთვისაც მას ვაღმერთებ. ჩემი მამიკო ყველას ჯობია. საკუთარ სიცოცხლესაც კი მირჩევნია ჩემი მამიკო. ახლა,ამას რომ ვწერ,საშინლად მენატრება,გული ისე მომეწურა... ისევ რუსეთშია,მაგრამ ნოემბერში ჩამოვა.. და აპრილამდე აქ იქნება. მერე აპრილიდან ნოემბრამდე იქ და ასე... მენატრება მე ჩემი მამიკო. ___________ ახლა კი,დავუბრუნდეთ შეწყვეტილს. მოკლედ,დეპრესიაში არა,დეპრესიის კიდევ დეპრესიაში ვიყავი და საერთოდ,ადამიანი თუ ვიყავი,იმასაც ვერ ვგრძნობდი. გაუაზრებლად მომდიოდა ხოლმე ცრემლები. დედაჩემი ადგილს ვეღარ პოულობდა სახლში,გული უკვდებოდა. აღარ იცოდა რითი ვენუგეშებინე,როგორ დამხმარებოდა. დედაჩემსაც ტკიოდა,შვილი რომ ცუდად იყო. დედაჩემს ისიც ტკიოდა,სხვისი შვილი რომ სხვაგან იტანჯებოდა. ჩემი ძმა ვერაფერს ამბობდა. ვიცოდი,ხელები ექავებოდა,გული უსკდებოდა,ომას ადანაშაულებდა,მაგრამ მე არ მახტებოდა. რატომ გატკინაო,სულ ამას მიმეორებდა,მაგრამ მერე იმასაც აყოლებდა,ომარიც საშინლად იქნება ეხლაო. მამიკო? მამიკო გვერდში მედგა. მამიკო მიყურებდა და ყველაზე მეტად მას ესმოდა.. მამიკოს მზერაში იმასაც ვგრძნობდი,როგორ მკიცხავდა ჩემი საქციელის გამო და სწორედ ამიტომ ვთქვი,ჩემი მხსნელი იყოო. დედიკო სიბრალულის თვალებით მიყურებდა. ჩემს ძმას ბრაზისგან უელავდა თვალები. მამიკო კი,მამიკო სულ სხვანაირად მიყურებდა. მამიკოს რომ ვუყურებდი,თითქოს მეხსნებოდა ჯავრი გულზე. მამიკოს რომ ვუყურებდი ოდნავ მეღიმენბოდა. მამიკო არაფერს მეუბნებოდა პირდაპირ,მაგრამ თვალებით მეუბნებოდა სათქმელს. მამიკო არაჩვეულებრივი ადამიანია,ამაში ვრწმუნდებოდი. მამიკოს თვალემა დამაყენა ფეხზე. მამიკოს შემხედვარეს მომინდა გამეგრძელებინა. მამიკოს რომ ვუყურებდი,ვგრძნობდი,არაფერი არ დასრულებულა. ვიცდი,უკვე დარწმუნებული ვიიყავი,მე და ომა ასე არ გავქრებოდით,ჩვენ ისევ ერთად ვიქნებოდით. ვიცოდი,მჯეროდა ეს და ველოდებოდი. ომას ველოდებოდი. მინდოდა ისიც მიმხვდარიყო. მინდოდა ეპატიებინა. მინდოდა ეგრძნო მასაც ის,რასამ მე ვგრძნობდი. უკვე უნივერსიტეტი იწყებოდა,რომ დამირეკა. მონატრებულის ხმა რომ გავიგე,სრული ისტერიკა დამემართა. კი მეგონა,კარგად ვიყავი უკვეთქო,მაგრამ ეკრანზე მისი სახელი რომ დაიწერა და მერე მისი ხმა რომ გავიგე,მთელი ხმით ავტირდი. არ მესმოდა მისი არცერთი სიტყვა,არცერთი შეძახილი,რომ დავმშვიდებულიყავი,მესმოდა მარტო მისი მელოდიოური ხმა,მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევდი ერთმანეთისგან. ვტიროდი და ვთავისუფლდებოდი. არა,არ მცხვენია ამის აღიარების,ვტიროდი და საშინელი ისტერიკა მქონდა. სულ მთლიანად ვკანკალებდი და ხმას ვერ ვიღებდი,მხოლოდ ვტიროდი და მის ხმას ვუსმენდი. ჩემს ხმას,ჩემი ომას ხმას,ჩემი ბიჭის ხმას. იმ ხმას ვისმენდი,ამ ქვეყნად ყველაზე მეტად რომ მიყვარს და რომ მენატტრებოდა. იმ ხმას ვისმენდი,რომლის გამოც სიცოცხლეს დავთმობდი. ომა? ომა მერე ვიგრძენი სრული სიცხადით,ომა მერე უფრო გავაღმერთე მისი ხმა ოდნავ რომ მიწყნარდა და მერე ხმაგამტყდარმა ამოილაპარაკა,მიყვარხარო. მე ვიგრძენი,ტელეფონიდან,მასაც რომ ჩამოუგორდა ცრემლი სახეზზე.... ვიგრძენი ეს და ბედნიერს გამეღიმა. ისიც გრძნობდა,ისიც განიცდიდა,მასაც გაუტყდა ხმა... ომას ვუყვარდი,მეც მიყვარდა,ერთმანეთი გვიყვარა. სულმოუთქმელად. ყველაზე მტკკივნეულად. წარმოუდგენლად გვიყვარდა. იყო ჩვენს ურთიერთობაში რტული პერიოდები (რმლებზედაც აღარ გავამახვილე ყურადღება) იყო ჩხუბიც,იყო დავიდარაბაც,ყველაფერი იყო. მაგრამ ბოლო მაინც ერთი ჰქონდა,სიყვარული. მე რომ ომას ვუყვარდი,მე რო ომა მიყვარდა,ეს ადამიანებმა კიარა,ყველა მოკვდავმა იცოდა. ერთმანეთის გარეშე რომ არ შეგვეძლო,უერთმანეთდ რომ ადამიანებიც არ ვიყავით,ესეც ყველამ იცოდა. მერე,ნელნელა,შურის ნაცვლად,ბედნიერ სახეეებს ვუყურებდი ადამიანებისგან. სულ გვეუბნებოდნენ,ერთად სადაც ვიყავით,ძალიან მაგარი წყვილი ხართო და მეც დარწმუნებული ვიყავი ამაში,სადაც სიყვარულია,იქ სილამაზეც არის. მერე?? მერე იყო ის დღე. 12 სააათი,საშინელი სიცხე და ბევრი ლექციები. იყო ომა ტაქსით,მე პატარა ზურკზაკით და ვიჯექით ორივე მანქანაშიი და მივდიოდით სარფში. ან რაში გვჭირდებოდა გაპარვა,ან ვინ რას გვიშლიდა,მაგრამ ხომ გეუბნებით,უცნაურები ვიყავით,თან მე მქნდა სულ ამის მუღამი. მე პასპორტი არ მქონდა,ამიტომ თვითმფრინავი ეგრევე გამოვრიცხეთ და სარფში ჩასვლისთანავე,საბაჟო გავიარეთ და უკვე თურქეთის დიდ ავტობუსში ჩავჯექით. ბედნიერი ვიყავი,ბედნიერი იმით,რომ მასთან ვიყავი. რომ ომა ჩემი იყო.. რომ მე უკვე მისი ცოლი ვიყავი. რომ ის ჩემი ქმარი. ავტობუსში გამმომიტყდა მერე,შენი გიჟი იდეა რომ არა,მაკდონალდსში მინდოდა ხელის თხოვნაო,ბიგ მაკის ყუთში მინდოდა რომ ჩამედო ბეჭედი და სიურპრიზი მინდოდა რომ ყფილიყოო. ჰო,სტამბულშ ი ჩავედით,საოცარზე საოცარი კვირა იყო. იმდენად ღვთიური,რომ დღესაც არ მჯერა,ეს მე თუ გადამხდა. ქუთაისში რომ ჩვედით,უშველებელი ქორწილი გადავიხადეთ. თან სუფთა ქუთაისური,იეთი მერე მთელი თვე მაგაზე რმ ლაპარაკობდნენ. ესეც ჩემი სურვილით,თორემ ომა ვერასდროს იყანდა ქორწილებს,მაგრამ ჩემს გამო,გამოეყო შრვალ–კოსტუმში და ულამაზესი დღე მაჩუქა. ყველაზე ლამაზი ქორწილი გვქონდა. ყველაზე მშვიდი. ომამ მარიონელასთან რომ მომაკითხა და შემხედა,დედას გეფიცებით,თვალზე სულ პატარა,ბრჭყვილა ცრემლი მოადგა. მის თვალებში ვუყურებდი,რომ საოცრად ლამაზად ვიიყავი,რომ მისთვის ყველაზე ლამაზი ქალი ვიყავი. ამას ვგრძნობ დღესაც,ამდენი ხნის შემდეგ.. ყოველ დღე,ყოველ წამს,ყოველ წუთს მაგრძნობინებს,თუ როგორ ვუყვარვარ. თუ როგორ მაფასებს. მის ყოველ მოქმედებაში სჩანს ყველაფერი. ომა?? ომა საოცრებააა. ჩემი პირადი საოცრება. ყველაზე ბანალურია მგონი,მაგრამ ეს ფრაზა ზუსტად შეგვეფერება,ჩვენ ორივე,ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილები. იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება.. იმიტომ რომ სხვანაირი სიყვარული მე არ შემიძლია. იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი არამიწიერად გვიყვარს. ომა ჩემი ქმარია. მე კი ყველაზე ბედნიერი ქალი,ცოლი დედამიწის ზურგზე. _________________ მოგესალმებით. ძალიან ვნერვიულობ,გულს ვერ ვიმშვიდებ. დავასრულე და ასე მგონია,ახლა სამსჯავლოზე უუნდა გავიტანთქო. არვიცი,რამდენად გამომივიდა,რომ დაგანახოთ ჩვენი სიყვარული,მაგრამ მე მთელი გული ჩავდე. იმერული კილოთიდა კუთხური საუბრით შევეცადე უფრო რეალურად,უფრო დიიდ სიზუსტით გადმომეცა ყველაფერი,რაც გადამხდა.. დიახ,ეს მე ვარ,ანასტასია,ომას მეუღმე. იმ ადამიანის,რომელმაც უბედნიერეს ადამიანად მაქცია. ჩემი ბავშვები?? თქვენ გგონიათ რამე შეიცვალა? სანდრო ისევ ისეა,სულ დალევა რომ უნდა და ჩვენ სულ რომ დასალევი გვაქ. მარი ისევ ისეა,ამჯერად ჩვენთან მოდის,ვზივართ სამყოფელში და სააათობით ვსაუბრობ. არაფერი არ შეცვლილა,ყველაფერი ისევ ისეა. ისევ ერთად ვართ ყველა. ისევ წარმოუდგენელ რაღაცეებს ვაკეთებთ,ისევ ვმღერივაართ,ისევ ვცეკვავართ,ყველა,აფსოლუტურად ყველაა.. ჩვენთან სხვანაირად არშეიძლება. ჩვენ ყველა ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები. ერთი ოჯახი ვართ. მეც,ჩემი მეუღლეც და კიდევ ჩემი ბავშვები. დიიდ ოჯახი ვართ,ძალიან დიდი. და რაც მთავარია,უსაზღვროდ გვიყვარს ერთმანეთი. სულ ეს იყო. იმედია,მოგეწნებათ. სულ ცოტა,ღიმილს მაინც თუ მოგგვრით,ესეც გამიხარდება. მინდა,უბრალოდ ძალიან მინდა,ყველამ,ვინც წაიკითხავს,ვინც ვერ ან არ წაიკითხავს,თქვენი წილი ბედნიერება იპვოთ. გელით,თქვენს შეფასებებს ველი. მიყვარხართ. თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.