შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გალაკტიონ ტაბიძე


28-01-2016, 19:38
ნანახია 2 947

10 წლის წინად
რომ ყოფილიყავ ათი წლის წინად,
რომ მომვლენოდი ათი წლის წინად,
მე მხოლოდ შენ ერთს, შენ დაგსახავდი
ოცნების მეფედ, მზიურ გვირგვინად.
მაშინ ალერსი ისე მწყუროდა,
ისე ველოდი შენს თანაგრძნობას,
ეს იყო მაშინ... ეხლა კი ვწყევლი
და ვწყევლი, ვწყევლი, ვწყევლი მე ტრფობას.
სადღაა ეხლა სანთელი იგი,
ღამით რომ ენთო ოცნებას ნაზი?
ის ჩამქრალია და ღამის სივრცეს
შავი ზოლების შთენია ხაზი.
რა დამავიწყებს იმ მწარე დღეებს,
უგონო განცდებს და ფიქრებს ფარულს,
აწ გვიან არის. ეხლა მე ვწყევლი...
და ვწყევლი, ვწყევლი, ვწყევლი სიყვარულს.


ამ ბნელი ღამით
ამ ბნელი ღამით ვიღაც დადის საქართველოში.
ამ ბნელი ღამით ვიღაცა კვნესის.
ვახსენოთ ჩვენ ის უკანასკნელ სადღეგრძელოში.
სადღეგრძელოში ვახსენოთ ჩვენ ის.
ამ ბნელი ღამით სადღაც ისმის ხმა დაირისა.
თვალი მევსება ცრემლების ნამით.
უკვე ცისკარმა შორი მთები დააირისა...
ის კი... კვლავ კვნესის ამ ბნელი ღამით.

არა აქვთ ზღვა
და არის ქვეყნები სხვა,
რომელთაც არა აქვთ ზღვა,
ანუ არც მდინარე.

აქ კი ცად ასულა ფრთა,
უშორეს ტალღების მთა
თეთრი და მყინვარე.

ზღვა ჩვენი მრისხანე ომს
შეხვდა, ვით შეჰფერის ლომს,
არსმენილ განგაშით.

გრგვინვასა და ქუხილს სტეხს -
შეაწყდა გრიგალი მეხს
გემების კანკალში.

ჰკვეთავდა უნდოს და ნავსს
კრეისერს, წყალქვეშა ნავს,
მოქნეულ დაშნითა.

დალეწა ნაღმები მტრის,
და მაშინ დამშვიდდა ის...
ო, როგორ დამშვიდდა!

იგრძნობ ზღვად გასულთა ხმას,
სად იალქანი დგას
ალპიურ კარავის.

რას იტყვი? რა უნდა თქვა?
ვისა აქვს ჩვენსავით ზღვა?
არავის, არავის!

გახსოვდეს მარად!
მიზანს, რომლითაც
მე ამ ლექსს ვიწყებ,
ნისლს არ ვაკარებ
იოტის ოდენს.
გახსოვდეს მარად,
ნუ დაივიწყებ,
რომ შენ ატარებ
ლენინის ორდენს!
ვლადივოსტოკით,
ბათუმის ცამდე
მხარეს ურყეველ
კედელს ვადარებ.
შენ გაიმარჯვებ
ყოველ დროს, გწამდეს,
რადგან ლენინის
ორდენს ატარებ.
არხანგელსკიდან
აშხაბადამდე
მე ახალს ვხედავ
მთებსა და კორდებს
და ყველაფერი
ქვეყნიდან ცამდე
გრჯის, რომ ატარებ
ლენინის ორდენს.
დღე ხვალინდელი,
დღე დღევანდელი
აღფრთოვანებას
როგორ არ გრძნობდეს!
დე, ანათებდე,
როგორც კანდელი,
რადგან ატარებ
ლენინის ორდენს!

შენ შენი ქვეყნის
ხარ მტკიცე, მკვიდრი
ბატონ-პატრონი,
მობინადარე:
ვაშა სამშობლოს,
მას გრძნობდე, ვიდრე
შენ უბრწყინვალესს
ორდენს ატარებ.

შენი გულია
უდიადესი
ქნარი, რომელიც
ფანტავს აკორდებს;
ხუთიათასი,
ხუთიათასი
ეს ჩემი ლექსიც
ლენინის ორდენს.

კაცობრიობის
დიდი ოცნება
წითელი დროშით
მიგვიძღვის ოდეს,
როგორც უმაღლეს
პატიოსნებას
იცავს უდიდეს
ლენინის ორდენს.

რა მშვენიერი
ალიონია!
მას ჩემი ჩანგი
იცავს აფთარებრ,
მრავალზე-მრავალ
მილიონიან
ხალხის - ლენინის
ორდენს ატარებ!

მაშ, გაუმარჯოს!
ციკლიდან „ეპოქა“

მაშ, გაუმარჯოს, დღევ დღევანდელო,
შენს შეუცდომელ და მტკიცე რწმენას,
ჩვენ ხომ ვსცდილობდით ბედნიერების
თავისუფალი შრომით შერჩენას.
ჩვენ ხომ გვინდოდა, აქ ნაპერწკალი
ქურის გულიდან ამორღვეული
ანთებულიყო თანაბარ შუქით;
ძირს, ძირს სიბნელე! იყოს წყეული!



№1  offline წევრი თაკო ^_^

აწ გვიან არის. ეხლა მე ვწყევლი...
და ვწყევლი, ვწყევლი, ვწყევლი სიყვარულს.


ამ ბნელი ღამით
ამ ბნელი ღამით ვიღაც დადის საქართველოში.
ამ ბნელი ღამით ვიღაცა კვნესის.
ვახსენოთ ჩვენ ის უკანასკნელ სადღეგრძელოში.
სადღეგრძელოში ვახსენოთ ჩვენ ის.
ამ ბნელი ღამით სადღაც ისმის ხმა დაირისა.
თვალი მევსება ცრემლების ნამით.
უკვე ცისკარმა შორი მთები დააირისა...
ის კი... კვლავ კვნესის ამ ბნელი ღამით.

არა აქვთ ზღვა
და არის ქვეყნები სხვა,
რომელთაც არა აქვთ ზღვა,
ანუ არც მდინარე.

აქ კი ცად ასულა ფრთა,
უშორეს ტალღების მთა
თეთრი და მყინვარე.

ზღვა ჩვენი მრისხანე ომს
შეხვდა, ვით შეჰფერის ლომს,
არსმენილ განგაშით.

გრგვინვასა და ქუხილს სტეხს -
შეაწყდა გრიგალი მეხს
გემების კანკალში.

ჰკვეთავდა უნდოს და ნავსს
კრეისერს, წყალქვეშა ნავს,
მოქნეულ დაშნითა.

დალეწა ნაღმები მტრის,
და მაშინ დამშვიდდა ის...
ო, როგორ დამშვიდდა!

იგრძნობ ზღვად გასულთა ხმას,
სად იალქანი დგას
ალპიურ კარავის.

რას იტყვი? რა უნდა თქვა?
ვისა აქვს ჩვენსავით ზღვა?
არავის, არავის!

გახსოვდეს მარად!
მიზანს, რომლითაც
მე ამ ლექსს ვიწყებ,
ნისლს არ ვაკარებ
იოტის ოდენს.
გახსოვდეს მარად,
ნუ დაივიწყებ,
რომ შენ ატარებ
ლენინის ორდენს!
ვლადივოსტოკით,
ბათუმის ცამდე
მხარეს ურყეველ
კედელს ვადარებ.
შენ გაიმარჯვებ
ყოველ დროს, გწამდეს,
რადგან ლენინის
ორდენს ატარებ.
არხანგელსკიდან
აშხაბადამდე
მე ახალს ვხედავ
მთებსა და კორდებს
და ყველაფერი
ქვეყნიდან ცამდე
გრჯის, რომ ატარებ
ლენინის ორდენს.
დღე ხვალინდელი,
დღე დღევანდელი
აღფრთოვანებას
როგორ არ გრძნობდეს!
დე, ანათებდე,
როგორც კანდელი,
რადგან ატარებ
ლენინის ორდენს!

შენ შენი ქვეყნის
ხარ მტკიცე, მკვიდრი
ბატონ-პატრონი,
მობინადარე:
ვაშა სამშობლოს,
მას გრძნობდე, ვიდრე
შენ უბრწყინვალესს
ორდენს ატარებ.

შენი გულია
უდიადესი
ქნარი, რომელიც
ფანტავს აკორდებს;
ხუთიათასი,
ხუთიათასი
ეს ჩემი ლექსიც
ლენინის ორდენს.

კაცობრიობის
დიდი ოცნება
წითელი დროშით
მიგვიძღვის ოდეს,
როგორც უმაღლეს
პატიოსნებას
იცავს უდიდეს
ლენინის ორდენს.

რა მშვენიერი
ალიონია!
მას ჩემი ჩანგი
იცავს აფთარებრ,
მრავალზე-მრავალ
მილიონიან
ხალხის - ლენინის
ორდენს ატარებ!

მაშ, გაუმარჯოს!
ციკლიდან „ეპოქა“

მაშ, გაუმარჯოს, დღევ დღევანდელო,
შენს შეუცდომელ და მტკიცე რწმენას,
ჩვენ ხომ ვსცდილობდით ბედნიერების
თავისუფალი შრომით შერჩენას.
ჩვენ ხომ გვინდოდა, აქ ნაპერწკალი
ქურის გულიდან ამორღვეული
ანთებულიყო თანაბარ შუქით;
ძირს, ძირს სიბნელე! იყოს წყეული!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent