უცხო ქალის ცრემლი 2 ნაწილი 11 თავი
სამი დღე გადაუღებლად წვიმდა,სამი დღე იყვნენ ჩაკეტილები,მაგრამ უხასიათობა და მოწყენილობა არ ეტყობოდათ.მესამე დღეს მიშომ ხელები მაღლა აღაპყრო და თვალებდახუჭულმა თქვა. ---ყოვლის შემძლე ღმერთებო,შეისმინეთ ჩემი ვედრება,ჩემი ლოცვა რომ მაღლიდან პირ გახსნილი ცა შეიკრას და შეწყდეს წყლის დინება.თინი დაჯდა მიშოს წინ,მანაც ხელები აღაპყრო მაღლა და დაბოხბული ხმით უთხრა. ---რაც გითხრა და როგორც გითხრა ყველაფერი ისე შეასრულე და ღმერთები შეისმენს შენს ლოცვას.მიშო შეცბა,მაგრამ თინის ხმა იცნო და გააგრძელა თამაში. ---გისმენთ,წვიმების დედოფალო. ---მე მზად ვარ თქვენი თხოვნა შევასრულო და შეწყდეს წვიმა,მაგრამ ერთი სურვილი უნდა შემისრულო,უნდა დამთანხმდე. ---მზად ვარ, ყოველი თქვენი სურვილი შევასრულო წვიმების დედოფალო.თინიმ თვალი გაახილა და ელისოს შეხედა,ელისომაც თვალი ჩაუკრა და ორივემ გაიცინა ჩუმად.ხრისტომ მიხვდა,რომ გოგონები რაღაცას ეშმაკობდნენ და გაეცინა. ---როგორ დამიმტკიცებ,რომ სიტყვას არ გადახვალ.მიშომ გაჩერდა და ჩუმად,მაგრამ მკაცრად უთხრა თინის. ---თინა რაღაცას ეშმაკობ და ისე არ გააკეთო,რომ ხელში შემომაკვდეთ ორივე. ---ნუ მაყოვნებთ,სხვებიც მელოდება.როგორ დაადასტურებთ იმას რომ სიტყვას არ გადახვალთ. ---ვფიცავ მაღლა ღმერთს და დაბლა დედამიწას. ---თანახმა ვარ.თინიმ ხელები ასწია უფრო მაღლა და უფრო ომახიანად დაიძახა. ---ცაო ლაჟვარდო, შეკარი ჭრილობა შენი და შეაჩერე დაღვრას შენი ღვთიური ცრემლი.ხელები დაბლა ჩამოუშვა და ჩვეულებრივი ხმით თქვა.-სურვილს კი ჯერ-ჯერობით შემოვინახავ.თვალები გაახილა და მის წინ მჯდარ გაოცებულ მიშოს შეხედა. ---რას მიყურებ,ვერ მიცანი?ჰმ.წამოდგა და კურტუმოს ქნევით გავიდა სამზარეულოში.მას უკან ელისოც გაყვა სიცილით და უთხრა. ---კუდიანო,რა ჩაიფიქრე? ---თუ მართლა გადაიღო წვიმამ,საღამოს გეტყვი.უთხრა ეშმაკურად თვალების პაჭუნით და ორივემ გაიცინა. ---ვაიმე,ცუდად ვარ.იცინოდა ელესო და ხრისტომ შეეკითხა სიცილით თუ რა ხდებოდა.ელისომაც აუხსნა ყველაფერი თინის ჩანაფიქრი,ხრისტომ გადახედა ჩუმად მჯდარ მიშოს და ელისოს სიცილით უთხრა ჩუმად. ---სასწაულს უნდა ველოდოთ?სადილი სიცილ-მხიარულებაში მიირთვეს და ვახომ ტელევიზორი ჩართო,რათა ახალი ამბები მოესმინა და მხოლოდ დასასრულს მიუსწრო სადაც აცხადებდნენ. ---სამდღიანი წვიმების შედეგად დატბორილია გზები და ბევრი საცხოვრებელი სახლებიც ცუდ მდგომარეობაშია.ბოლო მონაცემებით კი დედაქალაქში სიტუაცია სტაბილურია,რამოდენიმე უბანში სამაშველო სამსახური ამ დრომდე მუშაობს.ყველამ გაოცებულმა შეხედა ერთმანეთს და მიშომ აივანზე გავიდა.ცას ახედა გაკვირვებულმა,სადაც შეხედა ღრუბლებ გადაყრილი ცაზე მზე ცდილობდა გამოჭყეტას და მოულოდნელად ხმამაღლა იყვირა. ---არ მჯერავს,ეს უბრალოდ დამთხვევაა,ეს ცრურწმენაა,ასე როგორ გაგიმართლა დღეს.მზემაც მიშოს ნერვებზე გაითამაშა და მისი სუსტი,არც ისე ძლიერი სხივებით ვერანდას მოადგა.ზურგი აქცია მზეს და ვერანდისკენ ზურგით დაჯდა,მზემაც მის ზურგს მიანათა და გაათბო,თითქოს გააფრთხილა მოემზადე სურვილის შესრულების დრო არისო.გაბღვერილი იჯდა და თინის ბურღავდა თვალებით,რადგან ვერ გამოიცნო,რა ქონდა ჩაფიქრებული.თინის მორჩა საქმეებს,სულარ აქცევდა მიშოს დაბღვერილ მზერას ყურადღებას და უკვე საღამო იყო,მიშოს წინ რომ წარსდგა და უთხრა. ---მიშო აღარ წვიმს. ---მერე,რა გინდა.შეუღრინა მიშომ. ---დროა,სურვილი შემისრულო. ---ჯერ მითხარი რას მაკეთებინებ. ---წამომყევი ცალკე კუტოკში. ---ცალკე კუტოკში?მაგაზე სურვილის ჩაფიქრება რად გინდოდა ფისო,როგორ იფიქრე რომ უარს გეტყოდი?? ---თქვენ მოემზადეთ, გარეთ გავდივართ და გავიგულავოთ ცოტა.თვალი ჩაუკრა იქ მსხდომთ და მიხვდნენ,რომ წიმ მხიარული საღამო ელოდათ.თინიმ საძინებელში აიყვანა მიშო და უთხრა. ---ჯერ პირველი რასაც გააკეთებ,პირს გაიპარსავ. ---რააა?კარგი რა,ჩემს წვერს რას ერჩი თინა. ---არა მარტო სახეზე გაიპარსავ,სხვა რამე-რუმეებსაც.მიშომ პირი დააღო და თვალები გაუფართოვდა და დაბნეულმა შეეკითხა. ---პირის გარდა,რის გაპარსვას მთავაზობ თინა? ---ნუ ხარ შენ გარყვნილი.ფეხები,ფეხებს გაიპარსავ რადგან ძალიან გაბანჯგლული ხარ. ---რაააა?არა,ამას არ გავაკეთებ. იყვირა მიშომ. ---ფუმფლობაში ჩაგეთვლება ძმა.ოთახში ელისო შემოვიდა და სიცილს იკავებდა.მიშომ მამის მკვლელი თვალებით შეხედა ორივეს და მის წინ ღიმილიანი სახით რომ იდგა და სააბაზანოში შევიდა.იცოდა,ვერ გაექცეოდა ამ ერთ საშინელ სურვილის ასრულებას.მზე ჩავიდა და უკვე კარგი დაბინდებული იყო.წვიმების შემდეგ სუსტი ქარი დანავარდობდა გარეთ და ისეთი შეგრძნება იყო,თითქოს ქარიც მიშოს გასვლას ელოდა.შავი ღრუბელი ჩამოწვა და შავ ცას ვარსკვლავების ჯარი შემოერტყა. ---იწვიმე,კიდევ ერთი კვირა გადაუღებლად იწვიმე.იღრიალა მიშომ რაზედაც ყველას გაეცინა. ---თქვენ ხომ ხართ სულელები,მაგრამ სტუმარსაც სანამ თქვენ ჭკუაზე არ გადაიყვანთ არ გაჩერდებით?თქვა ვახომ სიცილით.სულ ცოტა ხანში მიშო გამოვიდა სააბაზანოდან,რაზედაც ძალიან შეეცადა ელისომ მაგრამ ვერ შეძლო და მისი გულიდან წამოსულმა ხარხარმა პირველ სართულზე ჩააღწია.გაიგონეს ელისოს გულიანი სიცილი და ვახომ თქვა. ---დაიწყო შოუ.ნახევარ საათში კიბეებზე ჩამოდიოდა ელისოს ტანისამოსში სექსუალურად გამოწყობილი მიშო.მაგრამ ფეხზე ისევ მისი ბოტასები ეცვა,რადგან მისი ზომა ქუსლიანი სად უნდა მოეძიათ. ---როგორი გოგო ვარ?კითხა ხრისტოს ტუჩებ დაპწკურულმა და საკოცნელად წაიწია მისკენ,რაზედაც ხრისტომ უცებ უქცია გვერდი და სიცილით გადგა გვერძე. ---აბა წავედით.თქვა თინიმ. ---სად,სად მივდივართ?გარეთ უნდა გავიდეთ ასე?გაუკვირდა მიშოს და თინის შეუბღვირა. ---გავიაროთ ცოტა და ისევ დავბრუნდეთ. ---ვინმე არ ამეკიდოს,თორემ ვერ გადამირჩები იცოდე.წავიდნენ,მიდიოდნენ და ზოგი ზიზღის თვალით უცქერდა მიშოს.ზოგმა თვალი გამოაყოლა,ზოგმა კიც შეაგინა მამა-პაპურად.მიშო არავის არ აქცევდა ყურადღებას,პატარა ჩანთა ეჭირა ხელში და წინ მიიწევდა.მოულოდნელად შაკო წამოეწია,ხელკავი გაუკეთა და უთხრა. ---საყვარელო ბარში შევიდეთ ჯერ,თუ პირდაპირ სასტუმროში გაგაქანო,ერთი სული მაქვს როდის დაგაგემოვნებ. ---მომაშორეთ ეს ზვიგენი,გაუპატიურებას მიპირებს.ასე იხალისეს და ისევ სიცილ-ხარხარით დაბრუნდნენ სახლში.თავი მოიწესრიგა და თინის გვერდით დაჯდა.მოულოდნელად თვალში მოხვდა მისი თეთრი და ქათქათა ფეხები და სიცილით თქვა. ---რა თეთრი ფეხები მქონია?ყველას გაეცინა.ხრისტო იჯდა და ფიქრობდა გულისწყვეტით.მან ძალიან კარგად შეიცნო თვითეული მათგანის ხასიათი,შინაგანი სამყარო და უხაროდა კიდეც,რომ ამ საოცრად მხიარული ხალხის გვერდით მოუხდა რამოდენიმე დღის გატარება.ამ ორი ქვეყნის შვილებმა კარგად შეიცნეს და მიიღეს ერთმანეთი ისეთები როგორებც იყვნენ.შაკო ადგა და სამზარეულოში გავიდა ვახოსთან რომელიც ჩაის მიირთმევდა ციცოსთან ერთად და ტკბილად საუბრობდნენ ცოლ-ქმარი,მაგრამ საუბარი წყვილს შაკომ შეაწყვეტინა. ---ძია ვახო შეიძლება?რაღაც მინდა გითხრა.ვახომ გაკვირვებულმა შეხედა შაკოს ხელით უჩვენს მის წინ დამჯდარიყო და მოემზადა მოსასმენად. ---ძია,ალბად გაიგებდი,ლელიმ ყველაფერი მის სახელზე გადმოიწერა და უნდა კომპანიას ჩაუდგეს სათავეში,მაგრამ ბევრი რამ არ გაეგება. ---გინდა მის გვერდით იყო და მას მიეხმარო, კომპანიის მართვაში. ---როგორ მიხვდი,რისი თქმა მინდოდა.გაუკვირდა შაკოს. ---რა მიხვედრა მაგას უნდა შვილო,მის შეხედვაზე ან ხსენებაზე,ერთიანად ცახცახებ.ძალიან ცუდად მოქმედებს ეს ქალი შენზე,ჯერ ადრეა ამაზე ფიქრი,მაგრამ ის შენია შაკო. ---ვერაფერს ვერ გეტყვი წინასწარ,მან ძალიან დიდი ცხოვრებისეული დარტმა გადაიტანა. ---ძალიან გულსაწყვეტია რაც მოხდა,მაგრამ ცხოვრება გრძელდება.შენ ლელის მიეხმარე და ვიყოთ ერთმანეთის მეგობარი კომპანიები.სულ მალე ტენდერია და არ ვიცი ის მიიღებს თუ არა მონაწილეობას,მაგრამ მე ვურჩევდი,რომ მიიღოს მონაწილეობა და ამით ხალხს,მის მოწინააღმდეგე კომპანიებს მის ძალას დაუმტკიცებს.თუ საჭიროდ ჩათვალო და დაგჭირდეთ,მე თქვენს გვერდით მიგულეთ და კიდეც ვუშუამდგომლებ სხვა ნაცნობ კომპანიებთან.სანერვიულო არაფერია ამ მხრივ შაკო მოიყვანე ჩემამდე და ვისაუბროთ,მე არავის ვემტერები,ეს თავად გვემტერებოდა მამამისი,მაგრამ მიხვდა მის დანაშაულს რამდენი უდანაშაულო ხალხის სიცოცხლე შეეწირა და თავის თავს,თავად გამოუტანა განაჩენი.შაკოს ძალიან გაუხარდა ვახომ დადებითად რომ მიიღო მისი არჩევანი და გახარებულმა ღრმად ამოისუნთქა.წვიმიან ამინდებზე ნაგიჟებმა და ნასვენებმა მიშომ კომპანიაში წავიდა,ორი დღე სულ დაიკარგა და გადაეშვა მოძალებულ საქმეებში.ტენდერამდე რაღაც სამი დღეღა რჩებოდა.ერთ საღამოს ვახოც ძალიან დაღლილი დაბრუნდა და მისაღებში თავმოყრილებს შორის მჯდარ ხრისტოს მორიდებით უთხრა,თან მის ბაგეებს ოდნავ შესამჩნები ღიმილი აჩნდა. ---შეიძლება ერთად ვისაუბროთ?ხრისტო წამოდგა და იმ წუთში ელისოც მის გვერდით დადგა,მაგრამ ვახომ ჩაახველა და მკაცრად გადახედა შვილს და თან წყნარად,მაგრამ მკაცრად უთხრა.-ეს მხოლოდ ჩვენი,მამაკაცების საქმეა. ---კარგი.ყურებჩამოყრილმა დაეთანხმა მამას და თავის ოთახში ავიდა.უეცრად სევდამ მოიცვა მისი გული და დღიური გადმოიღო.დღეებია არაფერი დაუწერია და უნდოდა ამ დღეების შთაბეჭდილებები ამ დღიურის ფურცლებისთვის გაეზიარებინა.ცოტა ხანში დაღლილი და ძალა-გამოცლილი მიშოც მოვიდა.ცოტა ხნით თინის ელაპარაკა და შემდეგ ვახოსთან შევიდა,ხრისტოს მიესალმა მეგობრულად და შემდეგ რაღაც აჩვენა ვახოს კომპიუტერში. ---ეს ასე იყოს აქ და არ შეეხო,მოვალ და გადავხედავ ელისოსთან ერთად.ახლა კი ელისო უნდა გავიყვანო ცოტა ხნით გარეთ,რაღაც სალაპარაკო მაქვს. ---ხო მშვიდობაა.შეეკითხა ვახომ. ---კი,კი რაღაც აწუხებს გულის სიღრმეში და უნდა დაველაპარაკო,არ დაგვავიანდება.ხრისტოს თვალი ჩაუკრა და გავიდა ვახოს კაბინეტიდან.ვახომ კი ხრისტოს მიუბრუნდა. ---უკვე ერთი კვირაა აქ ხართ და წესიერად ამ ბავშვების ხელში,ვერ მივახერხე დაგლაპარაკებიდით,რომ მადლობა მომეხადა თქვენთვის.თქვენ რომ არა,ქეიმო დღეს ჩემი შვილი ცოცხალი არ იქნებოდა.ძალიან მაინტერესებს რა მოხდა,ელისო თავად არაფერს არ ამბობს,იქნებ თქვენ მითხრათ. ---არ ვიცი,მის გარეშე მაქვს თუ არა უფლება ეს ყველაფერი გითხრათ,მაგრამ ვფიქრობ,რომ უნდა იცოდეთ სიმართლე.ხრისტომ ყველაფერი მოუყვა იმ დღიდან,როცა ელისო ნახა პირველად საავადმყოფოში.ვახო გაოცებული უსმენდა და ხანდახან სახეზე ხელებს ისობდა,რომ რეალობა არ დაეკარგა და ფიქრებში არ ჩაძირულიყო. ---ის თანხა,რაც სასტუმროს ვალი იყო ვინ დაფარა,ან ისევ ვალად არის? ---ის თანხა 9000ევრო იყო და მე დავფარე.საქმე ისევ ძიებაშია,ცალკე ჩემი გზებით,ცალკე იურისტის ბატონი რანოს მუშაობით ამ საქმეს კვანძი გაიხსნება.მე მჯერავს რანო აუცილებლად მიაგნებს დამნაშავეებს. ---ვინმეზე არის ეჭვი? ---არა,მე არავისზე არ მაქვს ეშვი,მაგრამ ის ადამიანი ვისაც ელიმ ესაუბრა და მთელი ეს დრო მასთან კონტაქტი ჰქონდა,იმ სახელის და გვარის მაკლერი არ არსებობს ათენში.გამოდის ვიღაც სპეციალურად აკეთებს ამას,რომ ხალხს ფული აართვას,დასტყუოს და გაამწაროს.ადრე თუ გვიან სიმართლე დადგინდება,არ ინერვიულოთ. ---თუ სახეზე ვინმე დაკვირვებით შემომხედავს,თვალში მოხვდება ჩემი უდარდელი ღიმილი,რომლის მიღმა მე ვმალავ ჩემს ტკივილს.ხანდახან ისეთი სევდა მაქვს,მინდა ხმაურს გავექცე და ღამით ქუჩებს დავუყვე,თანამგზავრად მხოლოდ სავსე მთვარე მეყოლება,ფიქრებში ჩაძირული ვხედავ ცის კაბადონს ვარსკვლავი წყდება და უნებურად მე თვალებს ვხუჭავ მაგრად,ისე მაგრად რომ რაც მინდა სურვილი ჩავიფიქრო,მალე ამისრულდეს.შევიცვალე,ძალიან შევიცვალე.თითქოს გაქრა ჩემში ის სიხალისე რაც იყო,რაც მქონდა.გული კი მხოლოდ ტკივილით აივსო,მაგრამ ჩემი მუდამ ძლიერი და ხალისიანი ხასიათის მიღმა,მიშო ხვდება რომ გულის სიღრმეში დიდ ტკივილს ვმალავ,დიდ სევდას და მწუხარებას.ხმამაღლა ვერ ვამბობ,არ მინდა გულმა ყველას წინაშე და ყველას გასაგონად დაიკვნესოს.ალბად ყველას უკვირს ჩემი ასეთი გარდასახვა,მაგრამ ათენიდან დაბრუნების შემდეგ,ხშირად აივანზე სიმარტოვესთან ერთად სევდით სავსე ვზივარ და შევსცქერი ზეცას.ვფიქრობ ყველაზე და ვფიქრობ ყველაფერზე.მთვარეს, მხოლოდ მთვარეს და ამ ბნელ ღამეს ვანდობ ჩემს გულისტკივილს.იცი რა მიფიქრია ბევრჯერ? და თან ძალიან ხშირად, ერთი და იგივე ფიქრი მტანჯავს.რა მოხდება,რომ ამ დარდებს და ტკივილს რამე ავადმყოფობა შეეყაროს და დაჭკნეს,მოკვდეს,მიწა დაეყაროს და გაქრეს ჩვენი გულებიდან.გაეცალოს ჩვენს სულს და დაგვტოვოს ჩვენს მარად უბერებელ სულთან,რომელიც უკვდავია.ლამაზად აყვავდეს სულში ფერადი ტიტები,აივანს კი გაზაფხულის მახარობელი მერცხლები აახმაურებს,მიწის სურნელი დადგება და გაზახულის ნელ-თბილი სიო ამ სურნელს გააბნევს მთელ მიდამოში.დრო გარბის ნელა-ნელა და მეც გავლაღდი,ფრთა გავშალე,მაგრამ ჩემი ფრთები ძალიან მძიმეა და ვერ ვზიდულობ ჯერ ლაღად რომ გავშალო,რადგან გულის ტკივილი ხელს მიშლის ფრთების გაშლაში.ამიტომ სახეს ცრემლი მისველებს და ცრემლის შემდეგ სიტყვაც კი უფასური ხდება.ვინ რა უნდა მითხრას,რომ გული დავიმშვიდო და ტკივილი დავივიწყო.სათქმელი ითქვა და გასაკეთებელიც გაკეთდა,ჩემს მიმართ ზეცამაც იბრუნა პირი,ჩემს ღიმილში ტკივილი უფრო მეტია,ვიდრე თვით ღიმილი.ყოველი დილიდან ბედნიერება იბადება,მაგრამ ხელს უშლის გარემოებები ბედნიერებას უფრო ღრმა გახდეს,უფრო ღრმა და უფრო რეალური.რა კარგია ვისაც ახსოვხარ,მოგიკითხავს და თავს შეგახსენებს,თავს გაგრძნობინებს რომ ისევ ცოცხლობ,ისევ არსებობ და შენც გაქვს ბრძოლის უნარი იბრძოლო,იბრძოლო ამ შენი არარსებული ბედნიერებისთვის,ამ არარსებული სიყვარულისთვის.წაიკითხა ძველი ჩანაწერი და მოემზადა რაღაც დაეწერა,რომ მიშომ შემოაღო კარი და შეეკითხა. ---ელისო როგორ ხარ გოგო,რას აკეთებ?მხიარულად შეეკითხა და დაღლილმა საწოლზე დაენარცხა.ელისომ ღიმილით შეხედა დაღლილ მიშოს და ვითომ გულმოსულმა შეეკითხა. ---რა სახე გაქვს.შენთვის მოვიცლი,რაშია საქმე.ან როგორ ხარ და სად დაიკარგე? ---საქმეები, ელისო საქმები.მე მოსამსახურე ადამიანი ვარ,არ დაგავიწყდეს ეს. ---თქვი რამ შეგაწუხა. ---შეწუხებული არ ვარ,მაგრამ მართლა შევწუხდები თუ შენი ნატიფი თითებით და სავსე ტვინით თუ არ დამეხმარები.თავი მოისაწყლა მიშომ. ---მიშო თუ არ მითხარი რა გინდა,როგორ გავიგო რაში დაგეხმარო. ---შენი დახმარება მჭირდება ელო.გავიჭედე ერთ-ერთ პროექტზე და მინდა თვალი გადაავლო ჩემს ნამუშევარს.ორი დღე და ღამეა არ მიძინია. ---შენს ნამუშევარს,თუ შენს ნაბოდიალებს.კარგი,წავიდეთ თუ აქ გაქვს მოტანილი. ---რაც გინდა ის დაარქვი,ოღონდ ბუზღუნის გარეშე წამოდი. ---აქ გაქვსთქო?შეუბღვირა ელისომ. ---არა,არ წამომიღია.სიმართლე გითხრა,არ მეგონა თუ დამთანხმდებოდი. ---მიშო,მიშკა ეს როგორ იფიქრე,რომ მე შენ უარს გეტყოდი.ცრემლით სავსე თვალებით შეხედა მიშოს ელისომ. ---კარგი რა, არ იტირო და ახლა არ გამაგიჟო.ვიფიქრე ექიმის მოერიდებათქო,მაგრამ რადგან ისინი კაბინეტში საუბრობენ,მე ეს დრო გამოვიყენე. ---კარგი,თინი ნახე? ---არა,ნაწყენი ვარ მასზე. ---ვაიმე,მართლა?ეს ხომ ხუმრობა იყო ბატო. ---ეგ ვიცი,მაშინდელის გამო არა.ენა აქვს ძლიან მწარე და იმიტომ. ---პროექტის ტენდერი რომ იქნება შერიგდებით. ---არა,არ შევურიგდები.როგორც ის მაწამებს,ისე უნდა ვაწამო მეც და ჩემი ხმის გაგონება მოვანატრო. ---მაგ სიტყვები არ დაგავიწყდეს,მაგრამ არა უშავს მე შეგახსენებ.წავედით? ---წავედით.მიშო ნელა,ძალიან ნელა მოძრაობდა ხალხმრავალ ქუჩებში და თან ელისოს ღიმილით ესაუბრებოდა,რომ უეცრად შეეკითხა. ---ელისო მოგწონს,აფთიაქის ემბლემად რაც ახატია? ---დღეს შეხედე აფთიაქის ემბლემას? ---არა,დიდი ხანია რომ ვხედავ,მაგრამ ახლა რომ დავაკვირდი,გული ლამის გამიჩერდა,ასე ზუსტად როგორ გავს.ელისომ გაკვირვებულმა შეხედა მიშოს რადგან ვერ გაიგო,აფთიაქის ემბლემა რას ან ვის შეადარა. ---რას ბოდიალობ,კარგად ხარ თუ უძილობამ გიწია?მიშიკომ მანქანა საცობში გააჩერა და სერიოზულად უთხრა ელისოს. ---აბა გაიხედე და დააკვირდი იქ აფთიაქი რომ არის,მის ემბლემას.იცი ვინ წარმოვიდგინე ახლა?თინი რა გემრიელად მიირთმევს ნაყინს,მაგრამ რას ვიზამ ბედი-ბედია ჩემო დაო და ამას ვერ შევცვლი,არც მინდა შევცვალო,ის მხოლოდ ჩემთვის სისინებს ასე მოსაწამლად და ასეთი შხამიანი შემიყვარდა მეც. ---ვაიმე მიშო არ გაგიგონოს თინიმ თორემ,მძინარეს მოგგუდავს.გულიანად იცინა ელისომ. ---იმ დღეს თუ მოვესწარი,ის ჩემამდე მოვიდა და მძინარეს დამადგა თავზე,ვსიო,ის იქედან ვეღარ გამოაღწევს და ჩემს საწოლში ავაკვნესებ. ---მიშო მე გაგაბრთხილე,შეეშვი თინის წვალებას თორემ არ შეგარჩენს. ---რა უნდა მიქნას,რას მიზამს. ---მე ჩემი გითხარი,შენ არ იცნობ მას და ჩემზე არ გაბრაზდე,რატომ არ გამაფრთხილეო. ---რისი თავი აქვს მაგ კაპასას,მხოლოდ ენის ტრიალი იცის მამა-პაპური ხანჯალივით.მოიცა ვხუმრობ ელო.შენ კარგად იცი ჩემს ცხოვრებაში იმ უსიამოვნო ავარიის შემდეგ,ჩემი გული ორჯერ გაჩერდა.მე თუ დღეს ცოცხალი ვარ,ეს თინის უნდა ვუმადლოდე რადგან ის ჩემს ცხოვრებაში ანგელოზად შემოვიდა,მისმა შემოსვლამ ჩემში სიცოცხლის ძალა შემძინა. ---ძალიან შეგიყვარდა მიშო.ამას კითხვაც არ უნდა,რადგან ორივე აფრქვევთ ბედნიერებას. ---მართლაც,მართლაც ძალიან შემიყვარდა ეს კაპარჩხალა და სულ მეყვარება.მიშოს გაახსენდა,რამოდენიმე წლის წინ მომხდარი ავარია და გულში ტკივილად გაიარა იმ წარსულმა,რომელიც წარსულის დიდ სკივრში ჰქონდა შემონახული.ფიზიკური ჭრილობა არ დარჩა იმ საბედისწერო დღიდან,მაგრამ სულში დარჩა ღრმა ჭრილობა. ---ვიცი,შენი სულის ტკივილის ხმა უკვე ჩემამდე მოდის მიშო და მე შემიძლია გაგიგო შენც და შენს სევდასაც.მე დიდი ხანი ვიყავი ცოცხალი,მაგრამ მომაკვდავი სხეულით და უკვე მკვდარი სულით.ყოველ დღე იყო ჩემთვის უპერსპექტივო ოცნებები და მე დავემსგავსე ცარიელ გამოქვაბულს,რომელიც არავის არაფერში არ ჭირდება,მე თვეების მანძილზე ვიყავი მხოლოდ ფუღურო და მეგონა აღარასოდეს აღარ შევივსებოდი.მიყურებდით,მეხვეწებოდით გამეხსენებინა ვინ ვიყავი მე და ვინ იყავით თქვენ ჩემს თვალებში თქვენ მხოლოდ სიცარიელეს ხედავდით და იმ სიცარიელეში თქვენ იყავით ჩემთვის არაფერი,მე კი თქვენთვის ყველაფერი და ჩვენ ვიძირებოდით ერთმანეთის არაფერში.მე გამიმართლა,რომ ნელი ნაბიჯებით თანდათან არ დაგშორდით მომაკვდავი სხეულით და მკვდარი სულით.ჩემში არსებული არაფერი.დიდი ბრძოლის, დიდი მოთმინების მიუხედავად, დღეს ჩემი ცხოვრება რეალური გახდა,თქვენ ყველაფერი ხართ ჩემთვის მიშო. ---მართლა ვიბრძოლეთ და მოვიგეთ,შენ დაგვიბრუნდი ელო. ---მართლაც რომ დავბრუნდი.შემპირდი,რომ ნუღარ გავიხსენებთ წარსულს მიშო.მპირდები?თითქოს არ გაუგონია ელისოს სიტყვები,მიშომ საუბარი გააგრძელა. ---ბავშვობაში ელო კარგად ვხატავდი.ვცეკვავდი კიდეც და დაკვრაც კარგად ვიცოდი,ყველაფერს ვიხერხებდი ერთი სიტყვით.მშობლები ყველა საგანში მამზადებდნენ,ჩემი მათემატიკის მასწავლებელი ხუმრობით იტყოდა ხოლმე,რად უნდა ამას მათემატიკა,მიეცით ფანქრები და ხატოსო.მამამ დაფიქრდა და ერთ დღეს მითხრა.შენ დიდი არქიტექტორი გამოხვალ შვილო,მიყევი შენს არჩეულ პროფესიას და მე კი შენ ყოველთვის მხარს გაგიმაგრებო.მე გავიცინე და ვუთხარი მამას.მე ხატვა მიყვარს მამა,მაგრამ მე ცეკვას უნდა გავყვემეთქი.ახლაც მახსოვს ელო მისი თვალები,შემომხედა,მაგრამ არაფერი მითხრა,კიდევ შემომხედა და წავიდა.მაშინ სკოლას ვამთავრებდი,თანდათან დაუწყნარდა სახე,მაგრამ არაფერს მეუბნებოდა.ერთ დღეს სკოლიდან დაბრუნებული ჩემს ბინასთან სასწრაფო დახმარების მანქანა დამხვდა,ვიფიქრე ვინმემ გამოიძახამეთქი,მეოთხე სართულზე ისე ავედი არავინი არ შემხვედრია,მეხუთე სართულზე უკვე ხალხი იყო და ფეხები ამიკანკალდა,სახლში შევედი გაოცებულმა და დედამ აკანკალებულმა ჩამიკრა გულში,ის სახლის შუა გულში იდგა,ექიმი კი მდივანზე მწოლიარე მამას სინჯავდა.რაღაც ნემსი გაუკეთა,შემდეგ ადგა მე და დედას სევდიანად შეგვხედა და მძიმე ნაბიჯებით გავიდა ბინიდან.მამამ შემომხედა,ხელით მიხმო მასთან მივსულიყავი და ჩუმი,მაგრამ გასაგონი ხმით მითხრა. ---შვილო, მე შენით მაღლიდანაც ვიამაყებ.დედას მიხედე და მე მინდა შენ არქიტექტორი გამოხვიდე,შენ ამას შეძლებ,შენ ამის ყველა მონაცემები გაქვს,შენ ნიჭიერი ხარ მიშო და მჯერავს,შენ წარმატებული იქნები შენს საქმეში.შემდეგ დედას შეხედა და ღიმილით უთხრა.მშვიდობით ტკბილო,შენ მე დღემდე გამაბედნიერე,მაგრამ ჩემი ყოფა თქვენს გვერდით უკვე ამოიწურა.ასე საუბარში,ნელა-ნელა მისი თბილი მზერა გაიყინა და მისი ხელები ჩემს ხელებში შემაცივდა.ელო თავი სიზმარში მეგონა,მამამ ჩემთან და დედასთან საუბარში სული დალია.იმ დღიდან მოყოლებული ვბრძოლობ,რომ მამას ნათქვამი სიტყვა არ გავტეხო,მაგრამ ერთი რამ ვერ შევუსრულე,მე დედას ვერ მივხედე,ვერ დავიცავი,მე მისი ხელიც ვერ დავიჭირე ხელში უკანასკნელად.ექვსი თვე იყო გასული მამას გარდაცვალებიდან,სკოლას ვამთავრებდი იმ წელს,გამოცდები კარგად ჩავაბარე და ეროვნულებისთვის ვემზადებოდი,გახსოვს?როგორ მეწუწუნებოდი ჩემთვის დრო საერთოდ არ გრჩებაო.მართლა ძალიან დატვირთული ვიყავი და როგორც იქნა ეროვნულებიც ჩავაბარე და ჯავახიშვილში მოვხვდი,დედა გარეთ მელოდებოდა და სიხარულით არ იცოდა რა ექნა.მე ტაქსი დავიჭირე და ვუთხარი, მამას საფლავზე ავიდეთ,უნდა ვუთხრა რომ მე მისი სიტყვა შევასრულეთქო.მივდიოდით და მოულოდნელად ერთ-ერთი მოსახვევიდან ძალიან დიდი სიჩქარით სატვირთო გამოვარდა და ჩვენს ტაქსს დაეტაკა, ტაქსისტი და დედა ადგილზე გარდაიცვალა, მე კი მთელი ერთი თვე კომაში ვყოფილვარ,რომ გამოვფხიზლდდი საწოლთან ციცო დეიდა იყო ძალიან დაღლილი სახით და მეორე გვერდით ვახო ძია იჯდა.ელო მარტო დავრჩი საშინელ დღეებთან ერთად,დედას რომ ვერ შევხედე იმ დღეს,არც მიკითხავს,რადგან მივხვდი ზედმეტი იყო კითხვის დასმა.რომ არა შენ და შენი ოჯახი ელო მე დღეს არ ვიქნებოდი ის,ვინც ვარ.იმ დღიდან ხელი არ გაუშვია ჩემთვის ძია ვახოს,იმ დღიდან ციცო როგორც დედა ისე მიდგას გვერდით.რამდენჯერ მის კალთაში ჩამიდევს თავი და მიტირია,რამდენჯერ სასაფლაოზე დამღამებია და შეშინებული მოუკითხია იქ ჩემთვის მარტოს,უშიშრად და ჩემთან ერთად დამჯდარა დილამდე.მე ვერასოდეს ვერ გადავიხდი თქვენს ამაგს.ვერც იმას თუ როგორ ცდილობდი დეპრესიისან ჩემს გამოყვანას.17 წლის ასაკში და ექვს თვეში მე დავკარგე ჯერ მამა და შემდეგ დედა.ელისოს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და მიშოს უთხრა ჩურჩულით. ---აღარასოდეს,აღარასოდეს გაიხსენო წარსული,გესმის? ---ეს ბოლო იყო,გეფიცები ბოლო იყო.უთხრა და გულში ჩაიკრა უკვე აღრიალებული ელისო. ---გთხოვ,ნუ დაიავადებ წარსულით შენს სულს უიმედობით, სევდით, ნისლით, სიცარიელით. შენ არახარ მარტო, მიშო შენ ჩვენ გყავართ,შენ ყველაზე მთავარი ადამიანი თინი გყავს. ---ვიცი,ვიცი საყვარელო.მთელი ჩემი ცხოვრება,ერთი მთლიანი ტრაგედიაა.დიდი ხნის მანძილზე მეძინა და უკვე როცა გავიღვიძე,უკვე როცა გავანგრიე მარტოობის გისოსები,აღარ მივცემ წარსულს ნებას ისევ ჩემში ითარეშოს და ჩემი შინაგანი მე ჭამოს.აქამდე ყრუდ ისმოდა ჩემში სიცოცხლის ხმაური,მაგრამ ახლა ხალისი მაქვს სიცოცხლის და ცხოვრების.თქვენ ხართ ჩემი სიცოცხლის ძალა,შენ ელო და ის ჩემი შხამიანი სინსილა.ელის გადახედა,რომელიც ტირილისგან დაღლილიყო და გული ეტკინა,შემდეგ ხელით მოეფერა და შეეკითხა.-შენ როგორ ხარ ელო. ---დაიცალე?სული აღარ ბორგავს? ---არა,აღარ ბორგავს.თითმის გავთავისუფლდდი მე და შენ არ გეჩვენება,რომ სული მარტოობას განიცდის?იყავი მარტო,მე ხელს არ შეგიშლი არასდროს,მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ექიმი ძალიან მომეწონა. ---კი მიჭირდა ძალიან და ვფიქრობდი კიდეც,რომ ზოგჯერ რა მძიმეა უსარგებლო ლეშის თრევა.ადამიანებს სიცოცხლე სურთ,უკვდავება სურთ მე კი ამ დროს სიკვდილს ვნატრობდი.ცას ვათვალიერებდი ყოველ ღამით და თვალები უზარმაზარი ვარსკვლავებს წერტილებად აღიქვამდა ჩემში ძალიან მიუწვდომელი სიცარიელე გამეფდა,ისეთი რომელსაც მხოლოდ მე აღვიქვი.შავი სიცარიელე და ვარსკვლავები,რომლებიც სულსაც კი არ ანათებენ. ---შენ ხომ მთხოვე დავივიწყო ტკივილი,მოდი ჩვენ ორმა ერთმანეთს პირობა მივცეთ,რომ აღარასოდეს გავიხსენებთ ტკივილიან წარსულს. და მხოლოდ ჩვენს გულში იქნება წყნარად და უთქმელ გრძნობებად. ---მინდა დავივიწყო მიშო მაგრამ,ჩემი სული ჯერ კიდევ დაეხეტება შავ მარადისობაში და ეძებს რაღაც უჩვეულოს,მაგრამ ჯერ ვერ უპოვნია.მხოლოდ ფრთებგაშლილი მივჩერებივარ მარტოობას და ის ამაზრზენად მიყურებს შიგ თვალებში,რომელიც მის ირონიას მაფრქვევს.გარეთ გამოსვლაც არ მინდა,რადგან ქუჩებიც ისეთივე ცარიელია,როგორც გული. ---რომ შეძლო და წარსულიდან ათენის ამბებიც დაივიწყო?რომ წაშალო სულ,იმ ქალაქის არსებობა შენში. ---არა,რასაც ვერ შეველევი წაშაშლელად და დასავიწყებლად,ეს სწორედ ათენია.მაპატიე,ვერ წავშლი,არ წავშლი ის რაც ჩემში ყველაზე ძვირფასი მომენტები და განცდებია.ექიმი მომეწონაო მითხარი და ის როგორ დავივიწყო,ის არის ის ერთადერთი ვის დავიწყებასაც ვერ შეველევი. ---გამოდის,რომ ეს ამნეზია ამად ღირდა. ---მართალია,ამად ღირდა ეს ყველაფერი,მის საპოვნელად და ვერ გამიგია,როგორ უნდა დაივიწყო,რადაც გიღირდა და გიღირს ცხოვრება.იქ გატარებული დღეები,ჩემი ლამაზი მოგონებებია,მიშო არსებობს უფრსკულები,რომელთა გადალახვა ზოგჯერ არ შეგვიძლია და ის იქ უნდა დაიმარხოს.რომ მეთქვა ერთი კვირის წინ მე ის დღეები მოგონებების წარსულშუ დავასაფლავეთქო ალბად დამიჯერებდი კიდეც,ახლა რომ გითხრა დამიჯერებ? ---არა,ამას ნამდვილად ვერ დაგიჯერებ ელო. ---მართალია დაუჯერებელია და იმიტომ.საოცრად თბილი ადამიანია ჩემი ექიმი.მიშომ გაკვირვებულმა შეხედა და მორიდებულად შეეკითხა. ---თქვენს შორის რამე იყო,რამე რაც ძალიან მნიშვნელოვანია წყვილისთვის? ---არა,ჯერ-ჯერობით არაფერი ზედმეტი. ---ეს კი იცოდე,რომ დასაფასებელია მისი მხრიდან.აი ჩვენც მოვედით ისევ სახლში,ელო არ გამიბრაზდე ეს საუბარი მეც და შენც ძალიან გვჭირდებოდა.დიდი ხანია ასე გულწრფელები არ ვყოფილვართ ერთმანეთის მიმართ,ვფიქრობ რომ ორივე დავიცალეთ ემოციებისაგან.ის რაც მე მართლა მინდა გავაკეთო,კომპიუტერში მაქვს მონიშნული და სახლშიდაც გავაკეთებთ. ---რატომ უნდა გაგიბრაზდე,სიმართლე გითხრა და უნდა ვაღიარო,რომ ეს გულწრფელი საუბარი ჩემთვის დღეს ჯილდოცაა და სასჯელიც.ჯილდო იმიტომ რომ,გული დაცარიელდა და მსუბუქად ვგრძნობ თავს.სასჯელი კი ისაა,რომ ძალიან მტკივნეულია იმ ყველაფრის გახსენება როცა ფიქრებშიდაც იქ ვარ,მე ვეწამები იმ ლამაზი დღეების გახსენებას,მაწამებდა ის ღვთაებრივი დღეები რომლებიც,ასე მოკლე ხანში დასრულდა.მიშო მე ცხოვრება არად მიღირდა და მზად ვიყავი ჩემი სხეული მიმებარებინა იმ ადგილისათვის,სადაც მთელი მარადისობა ზემოდან დამაწვიმებდა.არ ვიცი რატომ,მაგრამ დარწმუნებული ვიყავი მე ეს სასჯელი მომისაჯეს.მე იმ ლამაზ მოგონებებში ვცოცხლობდი ჩემში,რომელსაც გულით ვუღიმოდი,მაგრამ ახლა პირადად მას ვუღიმი და ვხედავ თავადაც რა ბედნიერია. ---ჩემო ელისო.გახსოვდეს მარადისობა არ არსებობს,ეს საეჭვოა ჩემის აზრით.მარადიული სიცოცხლე ალბად საინტერესო იქნებოდა,აზრიანად თუ გამოვიყენებდით.კარგი მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს და ბედს მივენდოთ.სახლში ვართ უკვე და იქ კაბინეტში ვიმუშავოთ.იმედია ცოტა უკეთ ხარ და ეს საუბარი არ შეგიშლის ხელს,პროექტის გადახედვაში. ---არა,არ შემიშლის და გადავხედოთ.მეც ცოტა სხვა რამეზე გადავერთვები და ჩემთვისაც უკეთესია.სახლში შევიდა ორივე და ელისომ თინის შეეკითხა.-თინ ისევ კაბინეტში არიან? ---არა,ძია სადღაც გავიდა და ხრისტო თავის ოთახშია. ---მაშ საყვარელო მაგარი ყავა და კაბინეტში შემომიტანე.თინიმ თვალი ჩაუკრა ელისოს და ხმამაღლა უთხრა. ---ახლავეს საყვარელო.მაგრამ თქვენს თანაშემწეს რა უნდა,ყავა თუ შხამი?ელისოს გაეცინა და უთხრა. ---მას მოუტანე ისეთი,როგორსაც სვამდა აქამდე.მიშომ თავი გააქნია და თინის შეუმჩნევლად ჩაიცინა,თქმით არაფერი უთხრა და კაბინეტში შევიდა.სულ ცოტა ხანში კი იქედან ღრიალით გამოვარდა. ---მოგკლავ,რა საქმე გქონდა კაბინეტში არსებულ კომპიუტერთან,რამდენჯერ გითხარი იქ არაფერს არ შეეხოთქო,შენ სულ გააფრინე ხომ? ---გაგიჟდი?რა გაღრიალებს.უთხრა გაოცებულმა ელისომ. ---ყველაფერი წაუშლია,ელო დავიღუპე.მიშოს ყვიროლზე ხრისტოც გამოვიდა თავის ოთახიდან და გაკვირვებული უცქერდა გაბრაზებულ მიშიკოს.მიხვდა,რომ ეს ხუმრობას აღარ ჰგავდა. ---ფაილებში გექნება შენახული.დაამშვიდა ელისომ. ---სად შევიდე,აღარაფერი აღარაა ზედ.გასუფთავებულია პროგრამა.ცარიელია კომპიუტერი. ---წამოდი ვნახოთ,იქნებ შეგეშალა. ---რას ერჩოდი,რა გინდოდა.გაიწია თინისკენ მაგრამ სახლში ახლად შემოსულმა გოჩამ და შაკომ წინ გადაუდგა მიშოს რადგან,თინის სიჩუმემ დააეჭვა ორივე და ჩაეცინა,ხრისტოს კი თვალი ჩაუკრა. ---შენ კომპიუტერის არაფერი არ გესმოდეს და ჩლუნგი იყო,მე დამაბრალე. ---ელისო გააჩუმე და ან სამუდამოდ დაადუმე,თორემ შემომაკვდება ხელში,ნუ მესმის მაგის შხამიანი სისინი.ელისომ ჯერ მიშოს გადახედა,შემდეგ თინის და უხმოდ შებრუნდ,ა კაბინეტში შევიდა და კომპიუტერის წინ დაჯდა,მაგრამ თავადაც ელდა ეცა.ყველაფერი რაც კი არსებობდა შიგნით წაშლილი იყო,არა მარტო მიშოს ნამუშევრები,თავადაც ბევრი რამე ჰქონდა იქ შენახული.ცრემლიც კი მოერია,ადგა და კაბინეტიდან გავიდა.სამზარეულოში შევიდა,ერთი ჭიქა წყალი სულომუთქმენლად დალია,თინის ვერ გაუბრაზდა,მაგრამ დიდი გულისტკივილით უთხრა. ---თინო ეს მართლა გააკეთე? ---მე არაფერს არ შევხებივარ,თქვენ ორივე ბრმები ხართ. ---როგორ ვარ ბრმა გოგო,განა დებილი ვარ რომ ვერაფერი გავიგო?სამზარეულოში მიშო შემოვარდა. ---დიახაც ბრმა ხარ,რაც გინდა იმას ხედავ და რაც არ გინდა იმას ვერ ხედავ.მიზეზი გინდოდა ჩხუბის ჩემთან და აი იპოვე კიდეც. ---ელისო გააჩუმე,გააჩუმე თორემ არ ვიცი რას ვუზამ.გაბრაზებული მიშო შაკომ გაიყვანა და გაარიდა თინის. ---წამოდი ჩემთან.უთხრა ელისოს და კაბინეტში შევიდა,კომპიუტერის წინ დაჯდა და ღიმილით მოაშორა სიქრონი ეკრანს და ძველი სახე დაუბრუნა კომპიუტერს.-ორივე გაგაცურეთ,დაუძახე უთხარი თავი არ ჩამოიხრჩოს,ყველაფერი აქ არის. ---ეს როგორ გააკეთე თინი. ---დავსქრინე ეკრანი და ფონად დავაყენე,ეკრანზე განთავსებული დიკუმენტები კი მეხსიერების ბარათში ჩავყარე და აი ისევ აქ არის.მიშო უსმენდა და გაბრაზებულმა უთხრა. ---მწარედ გაზღვევინებ იცოდე,დღევანდელ ჩემს ნერვიულობას.თინიმ გვერდი ჩაუარა და ცოტა რომ გაშორდა უთხრა. ---აბა შენ იცი,მაგრამ რისი თავი გაქვს შენ. მიშომ გაიწია თინის დასაჭერად,მაგრამ ელისომ არ გაუშვა და გვიან ღამემდე იმუშავეს. ორივემ ძალიან გვიან წავიდნენ დასაძინებლად.ხრისტომ აღარ შეაწუხა ელისო და მიშო,რადგან შეხედა ბევრი სამუშაო ჰქონდათ და გოჩამ გაიყვანა გარეთ.მიშომ დაღლილმა და დაქანცულმა ცხელი აბაზანა მიიღო და მთელი ინერციით დაეცა საწოლზე,ამ დროს ბალიშიდან ,,ბუჰ''გაისმა საშინელი ხმა და მიშოს თავი მთელი ძალით დავარდა საწოლზე.შეშინებულმა ვერ გაიგო რა მოხდა.ხმაურზე ელისო დაადგა ხალათით და სველი თმებით თავზე,ხმაურზე ვახოც ამდგარიყო და ამ დროს ხრისტო და გოჩაც შემოვიდნენ სახლში და ისინიც მიშოს ოთახში გაჩნდნენ,ელისომ ხელი მოკიდა ბალიშს და ნახა შიგ გახეთქილი ბუშტის ნაფლეთები იყო,რაზედაც ყველამ გულიანად იცინა.მიხვდნენ ეს ვისი ნახელავიც იყო და მიშომ გაიწია თინის საძინებლისკენ,მაგრამ ელისოს ხმამ შეაჩერა. ---არ,არის სახლში.აი გამოსამშვიდობებელი საღამო მოგიწყო. ---სად წავიდა,არ დაბრუნდება?ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა,თან ხელს თავზე ისობდა სასაცილოდ. ---პრეზენტაციის დღეს მოვა,მანამდე არა. ---თავის დაბადების დღეს დავავიწყებ,დამაცა რა დავმართო. ---რა გეშველებათ,რა გეშველებათ ან მე რა მეშველება თქვენს ხელში.ხელები გაშალა ვახომ ბურდღუნით წავიდა თავის საძინებელში. ---რა მოხდა ვახო.შემოეგებვა შეშინებული ციცო. ---საბავშვო ბაღი გვაქვს სახლში,ესენი ჯერ კიდევ არ გაზრდილან საყვარელო.უთხრა ბაგეებზე შეპარული ღიმილით და ციცოს ხელი მოხვია,გულზე აიკრა და ასე შევიდნენ საძინებელში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.