შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 13 თავი


28-06-2017, 00:02
ავტორი zia-maria
ნანახია 1 855

ჩვენი სამყარო სიყვარულის მოსასხამშია გახვეული.ჩვენ ვფლობთ ქარის, ზღვის და მზის ენრგიას, მაგრამ, როცა ადამიანი სიყვარულის ენერგიის მართვას შეძლებს, ეს მსოფლიოსათვის ცეცხლის მოპოვებაზე მნიშვნელოვანი იქნება.
---მიშოოოო.ერთი ამოიღრიალა განწირული ხმით და მიშოს გულზე დაემხო.თვალი გაახილე გთხოვ,ყველაფერს შევძლებ ამქვეყნად შენი დავიწყების გარდა.შენ ხარ ჩემი სინათლე გვირაბის ბოლოს, შენ ხარ ჩემი სიცოცხლის თავი და ბოლო.არ დამტოვო მიშოოოო.თინი ტიროდა და კარებზე ზარმა და ხელების ძლიერმა დარტმის ხმამ გონზე მოიყვანა,ადგა კარები გამოგლიჯა და კარში მდგარ გაიოცებულ მადონას უყვირა.
---ჩქარა სასწრაფოს დაუძახეთ.თავად ისევ მიშოსთან მივიდა და მისი ისევ ეცადა მის გონზე მოყვანას.მიშომ თვალები გაახილა ნელა-ნელა,უკვე გრძნობაზე იყო და თინის ჯიმის ნაამბობი სიტყვა-სიტყვით უთხრა,გაჭირვებით ამოიღო ჯიბიდან პატარა შავი რაღაც და თინის გადასცა.თითქოს ამას ელოდაო,დაასრულა თუ არა საუბარი ისევ დაკარგა გონი და გაითიშა.მალე სასწრაფოც მოვიდა და მას პატრულიც მოყვა უკან.მადონამ ჩააწერინა ყველაფერი,რა როგორ იყო და თინიმაც იგივე გაუმეორა.თინიმ ვახოს დაურეკა და სახე გაფითრებულმა მივიდა საავადმყოფოში,შაკოც იქ გაჩნდა მალე და თინის ამშვიდებდა.თინიმ თავი ისე დაიჭირა,რომ არაფერი არ იცოდა,არადა გული უკვე ზიზღით ავსებოდა შაკოს მიმართ.უკვე დაღამდა და ციცო მარტო იყო სახლში,თინი მიუახლოვდა ვახოს და უთხრა.
---ვახო ძია, ციცო დეიდა ინერვიულებს და უმჯობესია სახლში წახვიდე,აქ მე და შაკო ვიქნებით.
---ექიმს დაველოდები შვილო და მერე შენ წადი,აქ კი მე და შაკო გავჩერდებით ღამით,ვინ იცის რა დაჭირდეს.
---კარგი ძია.თინის გაუხარდა ვახოს გადაწყვეტილება,რადგან მას სულ სხვა რამ ქონდა გეგმებში ჩაფიქრებული.ექიმიც მალე გამოვიდა პალატიდან.
---როგორაა ექიმო,რამე სერიოზულია?
---სამი ნეკნი აქვს გატეხილი,თავში აქვს ჩარტყმული რაღაც მძიმე,ბლაგვი საგანი და რამოდენიმე ნაკერის დადება მოგვიწია თავზე,ამასთან ერთად კი აქვს ტვინის შერყევა, რაც ექიმის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.მაჯებზე ძალიან ძლიერად ქონდა გადაჭერილი წვრილი ბაწარი,რამაც დააზიანა ძვალი და ორივე ხელები მაჯებში გიფში ჩავსვით.
---კიდევ დარჩა რამე,რასაც არ შეხებულან?გაბრაზებულმა თქვა ვახომ.
---თავში ზიანი ხომ არააქვს,იქნებ დარტმისას,რამე ზიანი მიიღო.იკითხა შაკომ.
---საწუხაროდ ჯერ ვერ გეტყვით ამ საკითხზე ვერაფერს,გადაღება გაუკეთეთ და იმედი მაქვს ყველაფერი რიგზე იქნება და საშიში არ იქნება არაფერი.ახლა წამალი მივეცით და მალე ჩაეძინება,თუ გსურთ ინახულეთ,მხოლოდ ხუთი წუთით.
---მე შევალ,რადგან უნდა წავიდე.თქვა თინიმ.ვახომ თბილად გაუღიმა და ხელით მსუბუქად უბიძგა შესულიყო პალატაში.კარის ხმაზე მიშომ შეხედა თინის და გაუღიმა.
---ისევ აქ ხარ,არ წაულხარ?შენ რომ არ მოსულიყავი,ლოცვასაც ვერ მოვასწრებდი ისე მოვკვდებოდი.
---მიშო ხუმრობის დრო არის?
---არა,არ ვხუმრობ.შენთან ვალში ვარ სიკვდილამდე,არადა როგორ არ მიყვარს შენთან ვალში ყოფნა.სერიოზულად თქვა მიშომ რამაც თინი ისევ უფრო გააბრაზა.
---კი გამაბრაზე და ახლაც მაბრაზებ,მაგრამ სასიკვდილოდ ვერ გაგიმეტე.გარეთ ვახო ძია და შაკუნა გელოდება.მიშომ კბილები გააკრაჭუნა.-თავი ხელში აიყვანე და ისე მოიქეცი,ვითომ არაფერი არ გახსოვს.მიშომ ცოტა გამოცოცხლდა და თინის მოუყვა საბასთან საუბარი.თინიმ სიბრაზით ანთებული თვალები მიანათა და უთხრა.
---ისევ მაგაზე ჯავრობ?ჯერ გამოდი აქედან და შემდეგ ვიმოქმედოთ ერთად საყვარელო.
---რა თქვი?გაოცებული თვალებით შეხედა მიშომ.
---რა ვთქვი?გაიკვირვა თინიმ.
---მასე თბილად თუ შეგეძლო საუბარი,ამდენხანს გავხდებოდი ავად და საავადმყოფოს გარეთ ვიგემებდი შენს სიტკბოს.
---შენ როგორც ვხედავ,ძალიან კარგად გრძნობ თავს.მე წავედი, ციცო დეიდა ინერვიულებს,აქ კი შენს საყვარელ ძმაკაცს გიტოვებ.ცოტა ხანში ვახო გამოუშვი სახლში და ის აქ დაიტოვე,მთელი ღამე აქ გააჩერე,გესმის?---ხო კარგი,მართლა მიდიხარ?ფეხზე წამომდგარ თინის შეხედა სევდიანად.ფრთხილად იყავი,ახლა შენ ხარ სათვალთვალო კამერა მაგათთვის.
---ნუ გეშინია,ფრთხილად ვიქნები.წასასვლელად შებრუნდა თინი და მიშომ უთხრა.
---კარგი რა,სიკვდილს გადავურჩი და ასე მშრალად მტოვებ?თინის გაეცინა და მიშიკოს გოგოსავეთ პატარა და ვარდისფერ ტუჩებს დაეწაფა და გემრიელი კოცნა დაუტოვა.
---უუუუფ, რა იყო ეს თინი.მეყოფა ხვალამდე?დარჩი რა გთხოვ.
---ხვალამდე პუსკუნ.მიშომ ჯერ თვალები გადაატრიალა და შემდეგ გაეცინა.თინიმ პალატიდან დაღვრემილი და სერიოზული სახით გავიდა.
---როგორაა.კითხა შაკომ.
---ტკივილები აქვს,ძალიან ტკივა თავი.უთხრა წყნარად.
---კარგი არ ინერვიულო,ჩვენ აქ ვიქნებით.გარეთ ტაქსი გელოდება მე დავურეკე და რომ მიხვალ სახლში გამაგებინე,ნუ დამიმატებ სანერვიულოს.
---კარგი ძია ვახო.წამოვიდა საავადმყოფოდან დამძიმებული გულით,მაგრამ მიშოს სერიოზული არაფერი არ ჭირდა.გაახსენდა მიშოს სიტყვები, ,,ფრთხილად იყავი,შეიძლება გითვალთალებდნენ''ტაქსში ჩაჯდომამდე შეამჩნია მოშორებით მსუბუქი მანქანა,მარკა ვერ გაარჩია სიბნელეში და პირდაპირ სახლში წავიდა.ტაქსიდან გადმოსულმა სახლში მისვლისას, შეასწრო თვალი სახლთან ახლოს ფარნებანთებული მანქანას ჩაეცინადა.სახლში შესულმა,პირდაპირ მის საძინებელში აანთო შუქი,გარდერობი გამოაღო და მისთვის მოსახერხებელი სამოსი გადმოიღო,საწოლზე დააწყო და ციცოს სანახავად წავიდა.ფრთხილად შეაღო კარები და დარწმუნდა,რომ ციცოს ღრმად ეძინა. ელისოს გაუჩინარების შემდეგ დამამშვიდებლებს სვამდა,დაიხარა ფრთხილად აკოცა და ისევ თავის საძინებელში შევიდა.გამოიცვალა და თავის გადმოწყობილი სამოსი ჩაიცვა,თმები კოსად აიწია,შუქი ჩააქრო და უცებ ფანჯარასთან მივიდა.შუქის ჩაქრობასთან ერთად,მანქანის ფარებიც აინთო და სახლს გაეცალა მოთვალთვალე კამერა.თინიმ თავისი ქერა პარიკი გადაიმცვა თავზე და სახლის უკანა გასასვლელიდან, დაცვის შეუმჩნევლად გავიდა.მოტოციკლეტი ჩუმად გააგორა ხელით და სახლს მოშორდა თუ არა,სულ სხვა ადამიანად გადაიქცა.ვახო და შაკო ძალიან გვიან დაბრუნდნენ სახლში და მათ ვითომ ნამძინარევი თინი შემოხვდათ წინ.
---რატომ არ გძინავს შვილო.თბილად უსაყვედურა ვახომ.
--მეძინა,მაგრამ წყალი მომინდა და ავდექი.ჩაეძინა რომ წამოცვედით ორივე?კითხა შაკოს.
---ძინავდა ხო და ექიმმა დილამდე არ გაიღვიძებსო.უთხრა შაკომ თინის.
---კარგია,მოისვენე ძია ძალიან რთული დღე იყო ყველასთვის.დილით ადრე მე წავალ საავადმყოფოში,შაკო შენ აქ დარჩები?
---არა,უნდა წავიდე.ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრაა.ის მიშოს უნდა ჩაეტარებინა,მაგრამ ალბად ახლა მე მომიწევს.
---კარგი,როგორც იტყვი.
---არანაირი შეხვედრა არ შედგება ხვალ,გადაიდება სხვა დროისთვის.მტკიცედ თქვა ვახომ.
---როგორ?ეს ხომ მნიშვნელოვანია კომპანიისთვის ძია ვახო.
---კომპანიისთვის შეიძლება არის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი.,მაგრამ ჩემთვის ახლა,მხოლოდ მიშიკოს ჯამრთელობაა მნიშვნელოვანი და მეტი არაფერი.ჩემი შვილის ძებნა ჯერ კიდევ ძალაშია და ვგრძნობ,რომ შინაურის ხელი ურევია ამ ყველაფერში.შაკოს ხმა აღარ ამოუღია და კარებისკენ წავიდა,კარებთან მისული კი ვახოს ხმამ გააშეშა.
---შაკო.შაკო მიუბრუნდა ვახოს და ვახომ პირდაპირ თვალებში შეხედა.
---შაკო ჩვენს სიახლოვეს მტერია და ამ მტრის მოძებნას შენ გავალებ,პირადად შენ.მე ამის თქმა არ უნდა დამჭირვებოდა შენზე,რადგან ეს ჩემს შეუხსენებლად უნდა გაგეკეთებინა.მიშიკო შენი ძმაკაცი და მეგობარია.ორ დღეში გელოდები ახალი ინფორმაციით.მიშოს ასეთ ცემას არავის არ ვაპატიებ,სულერთია ვინ იქნება ის,ვინცარუნდა იყოს პასუხს მოვთხოვ.ჩემი ხელით რომ ვუდებდე ლუკმას პირში,იმას არ დავინდობ.აბა შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ.შაკო გაფითრებული იდგა ვახოს წინ და ენას ვერ აბრუნებდა.როგორც იქნა ძალა მოიკრიბა და თქვა.
---ვეცდები ძია ვახო.თინი კი შაკოს უცქერდა და გრძნობდა როგორ უჭირდა შაკოს იქ ყოფნა.არა,ეს არ არის მოღალატე აქ საქმე რაღაცაშია,იქნებ დააშინეს?ფიქრობდა გულში და მის სახეზე უნდოდა სიმართლის წაკითხვა,სიმართლის რომელიც სამწუხაროდ ჯერ არ იცოდა,მაგრამ თუ გაიგებდა ამ სიმართლეს სიხარულით შეხვდებოდა,რომ შაკო არ არის მოღალატე და ის გარემოებებისგან გამომდინარე მსხვერპლია.
შაკოს წასვლის შემდეგ,არ შეეძლო ვახოსთვის არ ეთქვა სიმართლე და თინიმ ყველაფერი მოუყვა.
---ასე რომ ძია,არ ვიცით რას მალავს ვახო,მაგრამ მე მგონია რომ ის დააშინეს.თუმცა მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ და მასთან აწი არაფერი არ დაგეგმოთ და არ თქვათ.
---ეს,ეს,ეს რა მითხარი თინათინ შვილო.ძალიან მეტკინა გული,მაგრამ კარგია რომ მითხარი.მე რამდენი რამის თქმა მინდოდა მისთვის.ჩემი გეგმები უნდა გამეცნო და ის მიშიკოს ადგილზე უნდა დამესვა,სანამ ის ფეხზე დადგებოდა.
---ეს საქმე მე მომანდე ძია.გადმმომიგზავნე ემაილზე რაც დაგჭირდეს და მე ჩემი კომპიუტერიდან მოგეხმარები.ეს კი სიურპრიზად დარჩება ყველასთვის და ვერავინი ვერ გაიგებს,ვინ დგას შენს უკან.
---შენ რომ არ მყოლოდი,რა მეშველებოდა.რა იცოდა თვით დიდმა ვახომ თუ, რა სიურპრიზს უმზადებდა მისი თინათინი.დილით ადრე ადგა,ციცოს საუზმე გაუმზადა,წამლები დაალევინა და ორივე საავადმყოფოში წავიდა.მიშოს ღვიძავდა და ის მარტო იყო.კარების ხმაზე მიიხედა და გაეღიმა.
---კარგად ვარ არ ინერვიულოთ.
---ვიცი შვილო და ისიც ვიცი შაკოს რა როლი აქვს ამ თამაშში.არ ვაპატიებ,ელისოს ვფიცავარ არ ვაპატიებ.მხოლოდ ასე უცებ ვერ მოვკიდებ ხელს,მაგრამ არ ვარ დარწმუნებული,აქ უფრო სხვა რაღაც არის ჩახლართული.
---მეც მასე ვფიქრობ.ან დააშინეს,ან რაღაც სხვა რამ ხდება.მოდი დაველოდოთ.შემდეგ თინის მიუბრუნდა და შეეკითხა.
---როგორ წახვედი წუხელ სახლში.
---შენ მართალი იყავი მიშო.ვიღაც გამომყვა და სანამ ჩემს საძინებელში შუქი არ ჩაქვრა,მანამ არ წასულან.სახლი კარგად აქვთ შესწავლილი და ყველას საძინებლები იციან სად არის.
--რამდენი წელია ვიცნობ შაკოს.თითქმის ერთად გავიზარდეთ და არ მცნობია.ვერ გამოვიცანი ისე,როგორც საჭირო იყო.რა ვქნათ ძია, შენ რას იტყვი?თინიმ ვახოს დაასწო და გაკვირვებულმა თქვა.
---რა უნდა ვქნათ?არავის შიშის გამო არ ვტოვებთ სცენას.პირიქით,ისინი უნდა წავიდნენ სცენიდან ვისაც ჩვენი ეშინიათ დამფრთხალი კატებივით,რადგან ისინი ხვდებიან ჩვენს სამყაროს ვერ მოერგებიან,ისე როგორც მათ უნდათ და ყველაფერზე არიან წამსვლელები ხომ ხედავთ.ამიტომ ჩვენ უნდა დავასწროთ მათ ვისაც თავი გმირი ჰგონია,არადა დამიჯერეთ გმირები ჩვენ ვართ.ჩვენ არ გვეშინია მტრის შემოტევის,ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ.გაოცებული უსმენდა ვახოც და მიშიკოც თინის და შემდეგ ერთმანეთს გადახედა ორივემ.ვახომ თინის მიუახლოვდა,ხელები შემოხვია და გულზე მიიკრა,ასევე თბილად უთხრა.
---არც მე არ შევმცდარვარ შენში,მაგრამ ელისო შენზე ჭკუას კარგავდა.ყოველთვის იმას ამბობდა თინისავეთ სანდო თუ ვნახე ვინმე,ჩემს გვერდით მხოლოდ ის იქნებაო.მადლობა,მადლობა რომ ჩემი იმედები გაამართლე და შენში ეს შენი მებრძოლი სული დამანახე,მე შენ მჭირდები თინათინ.შენისთანა მებრძოლი და მტკიცე ადამიანი ჭირდება ჩემს კომპანიას.აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ვახო თინის სითამამის გამო.უზარმაზარი ძალა და ენერგია ქონდა ვახტანგს ჩადებული ამ კომპანიის შექმნაში და აღორძინებაში.
ვახტანგი კოვზაძის ცხოვრება, როდი იყო ია-ვარდებით მოფენილი.მის მეხსიერებაში ძალიან კარგად იყო შემორჩენილი იმ დროინდელი გაჭირვებული ცხოვრება,მაგრამ ის გაჭირვების მიუხედავად სკოლაშიდაც კარგად სწავლობდა და მისი ოცნება იყო,მის გვერდით არ ყოფილიყო არცერთი გაჭირვებული,ამიტომ ის თავად არაფლის მქონე სხვასაც ეხმარებოდა.სკოლის დასრულების შემდეგ გამოუტყდა ციცოს სიყვარულში და თანხმობის მიღებისთანავე 22 წლის ასაკში დაქორწინდა საყვარელ ადამიანზე.ელისო რომ დაიჭირა პირველად ხელში,სწორედ იმ დღიდან აღუდგა ბნელეთს და მოხალისედ,სიხარულით და დიდი ენერგიით ჩაება საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებში.მისი დაკვირვებული და მახვილი თვალი,მუდამ იქ იყო სადაც საჭიროდ თვლიდა მის ყოფნას.ახალგაზრდობის წლებიდან დღემდე 49 წლის ასაკში ძალიან ბევრ ოჯახს დახმარებია,ბევრი წარჩინებული მოსწავლისთვის გაუკვალია გზა დიდ სიმაღლეებზე და ნელა-ნელა წინ წაწევით,თავადაც დიდი კომპანიის იმპერია შექმნა,რომელზედაც უკვე ძალიან ბევრი მტრები გამოუჩნდა და ეომებოდნენ იმაზე, რაც მისია და რაც მისი შექმნილია.ამიტომ არ უნდოდა თავის დახრა და დათმობა.ის რაც მისია,მისთვის უნდა ყოფილიყო და თუ არ ყავდა ვაჟი,ყავდა ელისო რომელიც არ ჩამოუვარდებოდა ვაჟკაცობაში არცერთ ვაჟკაცს,მაგრამ დიდი იმედი ქონდა ასევე მიშიკოსი,რომელსაც უკვე 17 წლის ასაკიდან ზრდიდა,როდესაც მისი მშობლები ავარიაში მოხვდნენ და დაიღუპნენ.ვახტანგი კოვზაძე არასოდეს არ თმობს მის საკუთრებას და ის ბოლომდე ბრძოლობს,მას სწამს რომ გაიმარჯვებს საკუთარ ბრძოლაში,მისი კარიერის გადარჩენისთვის.
---მე მივდივარ სახლში,გინდა რამე?
---არა,არაფერი არ მინდა.მხოლოდ დღის სინათლეზეც დაუკვირდი მდევარს.უთხრა მიშომ სუსტი ხმით.
---დაუკვირდები ხო.თინი წავიდა და ვახომს ფერი არ მოეწონა მიშოსი და ეეკითხა.
---ცუდად ხარ?
---რაღაც ძალიან ამტკივდა თავი.
---ექიმს ვეტყვი და გნახავს.მალე დაბრუნდა და მიშოს უთხრა.-ექიმი მალე მოვა,მანამდ რაღაც უნდა გითხრა.
---რა ხდება.ძალა მოიკრიბა მიშომ და ვახოს შეხედა.
---მიშო დამპირდი და მომეცი პირობა,რომ შენს სიტყვას არასოდეს არ გადახვალ და თინათინს შენს გულში საიმედო,ძლიერ ბუდეს აუშენებ.მის სუნთქვასაც შეიყვარებ და მჭიდროდ,ძალიან მჭიდროდ მიიკრავ გულზე.შენი ძლიერი ფრთების ქვეშ,იმ თავნება გოგოს გახდი ნაზს და მორცხვს.თავიც რომ მოიკლა ქალისადმი მიცემული პირობა არამც და არამც არ დაივიწყო და შენი მიზეზით მის თვალებში სევდამ არ დაისადგუროს სიხარულის მაგივრად.მიშო გახსოვდეს,რომ ქალი ძალიან სათუთი არსებაა,ყველაზე სუსტი და შენ მას ფარივით უნდა აეფარო.იცოდე,თუ შენი საყვარელი ქალი შენგან წავიდა შენი მიზეზით,შენ მის ლოდინში უმისობა დაგლევს და ის უკან კი არასოდეს არ დაბრუნდება.მთები გადადგი თუ რამეს დაპირებული აუსრულე, ოცნება კი მისი რეალობად აქციე.სიტყვა კი არასოდეს,არასოდეს არ გატეხო.
---ყველაფერი კარგად იქნება ძია.ელისოს არ ყოფნა გვიჭირს ყველას,მაგრამ მისმა გაუჩინარებამ ჩვენთვის უცნობ საიდუმლოებებს ფარდა ახადა.ადამიანებს რომლებსაც ყოველდღიურად ვეკონტაქტებით და ვსაუბრობთ მთელ ჩვენს სამომავლო გეგმებზე,უცებ ,,ბრახ'' და ვიგებთ რომ ის ადამიანი არ გვცნობია და ჩვენი მოკეთე კი არა,ჩვენი მტერია.მე ის მეცოდება,რადგან სულ მალე გაიგებს რა დიდი შეცდომა დაუშვა ჩვენს წინაააღმდეგ წასვლით და მალული მოქმედებით.ქარის მიერ აბნეული გოგოსავით რთული გახდება მისი ცხოვრება და ინანებს იმ გაყალბებული ღიმილით რომ იდგა ჩვენს წინაშე.მე მასთან ყოფნის დრო კიარ განმიკურბავს ამ ტკივილს,ვეცდები ჩემში მისი არსებობა ჩავაქრო,გავაქრო და ასე ტკივილიც შეჩერდება.რაც შეეხება თინის პირობას გაძლევ,რომ ბედნიერ ქალად ვაქცევ და სიკვდილის მოსვლამდე მეყვარება ისე ძლიერ,როგორც ახლა მიყვარს და მაბრაზებს,მაგრამ მოვარჯულებ. ამბობენ რომ დრო ყველაფრის მკურნალიაო, სისულელეა ეს ყველაფერი, იმას რასაც მე ამ წამს ვგრძნობ დრო ვერაფერს უზამს.დროს რა შეუძლია? დროს შეუძლია გააქროს ადამიანები. დროს შეუძლია გააჩეროს თვით დროში დრო. მაგრამ დრო ვერაფერს დააკლებს ჩემს სიყვარულს.
---მეც ვიყავი შენი ასაკის და მეც გამოვცადე ამ ბედნიერი გრძნობის ნექტარი შვილო,ამიტომ ადვილად ვარჩევ შეყვარებულ ადამიანებს.სიყვარული გულში იბადება,თვალებში იკითხება,დროში კვდება და გულში იმარხება.ხოდა გაუფრთხილდი ამ საოცრად ნაზ გრძნობას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent