შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანშაინ (მე-6 თავი)


15-08-2017, 20:59
ავტორი new yorker
ნანახია 4 498

საოცრებათა ღამის ძილი.
ათიათასობით ღამეთა შორის.

დილა.

ადამიანებს, ძალიან იშვიათად გვეკუთვნის შეგრძნებები, რომელთა გამეორებაც ასევე ძალიან იშვითად ხდება.
მარტივად რომ ავხსნათ, ეს შეგრძნებები-ერთჯერადია.
აი მაგალითად, პირველი კოცნა.
ვერასოდეს იქნება სხვა დანარჩენი პირველის მსგავსი.
მაგრამ, როცა ადამიანი სიგიჟემდე გიყვარს, ყოველ ჯერზე თავიდან იბადები და ეს შეგრძნებებიც, თავიდან იწყებენ შენში სიცოცხლეს.

საოცარი სიმსუბუქე.

საოცარი დილა.

როგორ ავხსნა?!
როგორ ავხსნა ის განცდა, რომლითაც იმ დილით გავიღვიძე.
რა მოვუხერხო ამ ღიმილს, რომელიც ყოველ ჯერზე ერთიდაიგივე ძალით მიტევს, მანგრევს და მამარცხებს.
თმას ღერებად შლიდა, სათითაოდ აწყობდა მარჯვნიდან-მარცხნივ,
მარცხნიდან-მარჯვნივ.
ყელზე ფრთხილად ატარებდა თითებს,
ერთი ორი სამი ოთხი,
ოთხი სამი ორი ერთი.
საჩვენებელ თითზე ნაზად ჩერდებოდა და სახის ხაზებით აგრძელებდა გზას.
არ მინდოდა ხელის შეშლა, ამიტომაც ისევ დავხუჭე თვალები.

იმდილისსამოთხე.

-რა გესიზმრებოდა? -მკითხა ჩუმად და ხელი ჩემი სახიდან აიღო. -ისეთი წითელი ხარ. -თქვა და ჩემი თმა სირცხვილისგან სახეზე გადმოვიყარე, რომ ჩემი სიწითლე დამემალა. -გაიცინა და ჩემი თმის გადაწყობას შეუდგა.
-მზის ამოსვლის ფერს, -სახის ხაზებს მიუყვებოდა ისევ -მზის სხივების სითბოს-თვალებს ჩუმად ვახელდი მე -სიყვარულად ფენს, -მიღიმოდა ის -ეფერება თითქოს, -გაჩუმდა. თვალები გაგრძელების თხოვნის სანაცვლოდ გავახილე მე. -თვალს ვაკოცებ ერთს -ჩემკენ ფრთხილად გადმოიწია და თვალზე მაკოცა, -შენ დღეებს გაგვითბობ, -გული მიჩქარდებოდა მე -ყელს ვაკოცებ ბევრს, -ერთ უჯრედამდე შევიჭმუჭნე მე -და შენ რაზე ფიქრობ? -სახესთან ახლოს, იდაყვებზე დაყრდნობილმა, თვალებში შემომხედა და თვალის კუთხეებში აკეცილი ნაოჭებით მივხვდი როგორ იღიმოდა. -მიდი რა, მითხარი რომ ჩემზე -ისევ ბალიშზე დადო თავი და ჩემი სახის ხაზების გზას გაუყვა. -სანშაინ -დაიწყო მშვიდად. -შენ ყველაზე მზე გოგო ხარ, ვინც აქამდე მინახავს -დაფიქრდა -და არ მინახავს -გაეცინა, -ყველაზე ჟოლოსფერი ფიქრებით და -ისევ დაფიქრდა -ზღაპრებით. ისე საოცრად გამოიყურები, შენს ჟოლოსთან ერთად, თან ისეთი სახელი გაქვს ,,სანი“, ისე მომწონს, ისე. ვგიჟდები. -მიყურებდა და თავის თითებს ისევ ნაზად დაატარებდა ჩემ სახეზე. -შენ არაფერს მეტყვი? -მკითხა და ჭერს გახედა. ვიფიქრე რომ თავის თავს უფრო ელაპარაკებოდა, ვიდრე მე.
ხმის ამოღება არ მინდოდა, ისე ვიყავი სიამოვნებისგან გაფანტული და სანამ ჩემი ნაწილების მოგროვებას დავიწყებდი, მივხვდი დიდხანს მოვუნდებოდი ამას.
-იცი რა? -მითხრა და ისევ აიღო ჩემი სახიდან ხელი. -ახლა მითხარი, იტალიაზე. -წამოიწია და ცალ ხელს დაეყრდნო. ვუყურებდი მის სახეს, კანს, რომელიც თეთრ თეთრეულზე უფრო მეტად ელავდა და ის უფრო მეტს ასხივებდა, უფრო მეტი ძალით ვიდრე მე, ერთიანად. -ვიცი, რომ გინდა. -გამომცდელად დამაკვირდა და ჩემ პასუხს დაელოდა.
-სურვილი ყოველთვის ქცევის განმსაზღვრელი სულაც არ არის. -ვუთხარი და მეც წამოვიწიე.
-და რას გულისხმობ? -მკითხა შეკრული წარბებით.
-იმას, რომ ასეთ გადაწყვეტილებას ასე მარტივად ვერ მივიღებ.
-და რა არის საჭირო ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად? -ნელა გადმოიწია და მხარზე მსუბუქად მაკოცა.
-ყოველ შემთხვევაში, 7 დღე, ერთად გასეირნება და ბოლოს ძილი, ნამდვილად არა! -მოვუჭერი მე და ისევ ბალიშზე დავვარდი.
-და კოცნა სად წაიღე? -გაეცინა
-ჰო, არც ერთი კოცნა.
-და, ორი? -ფრთხილად მაკოცა -ან სამი? -ისევ -და ოთხი? -ისევ და ისევ -ხუთზე მგონი გადაწყვეტ. -და ისევ.
მეცინებოდა, თან მთელი ტანით დამაწვა სხეულზე. -მტკივა! -ვკიოდი მე. -ძვლების მტვრევის ხმა მესმოდა.
-წამო რა. -ხელის გულებს შორის მოვექეცი და ზემოდან დამხედა.
-აკა...
-არ გააგრძელო, კაი, როგორც გინდა. -მითხრა და სივრცე მომცა.
ვერ მივხვდი ეწყინა თუ არა. იმიტომ რომ ცოტა უცნაური იყო ჩემთვის.
ერთის მხრივ ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა წყენოდა უარი იტალიაში წასვლაზე.
ზედმეტად უცნაური იყო ეს ჩემთვის.
მეორეს მხრივ, დასაშვებად მიმაჩნდა წყენა, რომლის მიზეზიც შეიძლება ეს გამხდარიყო.
ასეათუისე, მთავარი ის იყო რომ ჩემი ცხოვრება ერთბაშად ამოტრიალდა.

არაფერს განუსაზღვრავს ჩემი ცხოვრება ასე.
გამოჩნდა და ჩემი ცხოვრება პირველივე დანახვისთანავე თავდაყირა დააყენა.

-უბრალოდ რაღაცას ვერ ვხვდები -განაგრძო ისევ და ჩემკენ მოტრიალდა -რა გინდა რომ მოხდეს? მოდი მარტივად იყოს, მითხარი რას ელოდები, ან რა გინდა რომ მოხდეს და ახლა მოხდეს, მერე მარტივად გადაწყვეტ, ასეა?
-არა, ასე არ არის. -ვუთხარი მე.
-მაშინ რა? კარგად არ მიცნობ?
-ეგეც არის, კი. -დავეთანხმე მე.
-მაშინ აქ რატომ ხარ? თუ არ მენდობი, აქ რას აკეთებ? -მკითხა და ისევ თვალებზე დამაკვირდა. მე, არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა ან დატყვევებული თვალები სად წამეღო -მითხარი რა, შენ ხო ძალიან კარგად იცი, შენი გულის მოგებისთვის ზედმეტი რომ არაფერი გამიკეთებია. ხომ ასეა? -მკითხა და ჩამოყრილი თმები ყურზე გადამიწია -ყველაფერი ჯანმრთელია. არაფერი მოგონილი და ვიცი რომ იცი ეს. ასე რომ არ იყოს, აქ არ იქნებოდი. ასეა? -დამელოდა მე.
-კი -დაუფიქრებლად ვუპასუხე მე.
-და თუ იმის გეშინია რომ არ იცი ხვალ, ან 1 თვის შემდეგ როგორი ვიქნები, მე გაძლევ პირობას რომ ზუსტად ასეთი, როგორიც ახლა, ამ წამს და არანაირი სხვანაირი. მე სულ ასეთი ვარ, ნუ ცოტა უხეში, როცა ვბრაზდები -გაეცინა და ცერა თითით გაუყვა ჩემ ყვრიმალებს. -არ მესმის ურთიერთობების -ეჭვი შემეპარა ამ სიტყვებში მე, როგორ შეიძლება ბიჭს, რომელმაც ასე ცოტა ხანში მთელი ტვინი ამირია, არ ესმოდეს ურთიერთობების. -მართლა არ მესმის. ვერაფერს გავაკეთებ უკეთესს და იმასაც გპირდები რომ არც მერე ვეცდები შენი გულის მოგებას. -გულწრფელობის სკივრს, ფსკერს ვუსინჯავდი მე. -დრო გჭირდება არა? -თავი დავუქნიე მე. -დახუჭე თვალები რა. -დავხუჭე. -ახლა ჩაიფიქრე რამდენი დროც გჭირდება. პირობითად 1 წელი. მიდი. -3 წელი ჩავიფიქრე მე. -გაახილე. -გავახილე. -ზუსტად იმ დროის ბოლო დღეა, რამდენიც ჩაიფიქრე. ხომ საკმარისია? -წარბები შეჭმუჭნა და ხელი გამიშვა. -წამო რა. -ტირილის სურვილისგან მეცინებოდა მე. ვერ ვხვდებოდი ასე ძალიან როგორ უნდოდა.
შევუყვარდი?
ჩემზე მეტად,
მეეჭვება.
-რატომ გინდა? -ვკითხე და მარტო ყოფნა ვინატრე.
-იმიტომ რომ ვიცი, ახლა თუ არ წამოხვალ, ჩვენი ზღაპარი დასრულდება.
-რატომ? -ჩემ ოთახში წოლა და ბალიშზე ბავშვივით ტირილი მომინდა.
-ასეთი ვარ, რაც მინდა-მინდა, ყველა ღონეს ვხმარობ, თუ არ გამოვა ვეშვები და მავიწყდება.
-ასე მარტივად? -გონებით უკვე ჩემ ოთახში ვიყავი მე.
-კი, ასე მარტივად.
-როგორ? -ბალიშს ვხედავდი უკვე მე.
-ხომ გითხარი, ასეთი ვარ. სხვანაირად არ შემიძლია.
-იმ შემთხვევაშიც კი, თუ გიყვარს? -საწოლზე ვწვებოდი მე.
-კი. ნებისმიერ შემთხვევაში -დამაჯერებელი იყო ის.
-უარი და მორჩა? -ნელ-ნელა ვეშვებოდი მე.
-უარი და მორჩა. -კატეგორიული იყო ის.
-იმ შემთხვევაშიც თუ მე ვარ? -ამ ოთახის საწოლიდან წამოვდექი და იმ ოთახის ბალიშში თავი ჩავრგე მე.
-კი, იმ შემთხვევაშიც თუ შენ ხარ.
-ასე მარტივად? -ჩემ ოთახში ვტიროდი მე.
-სხვანაირად, არ შემიძლია.

ჟოლოსფერი ზღაპრის დასასრულის ბოლო სიტყვები ,,სხვანაირად, არ შემიძლია“.


* * *
სახლში გულამოვარდნილი მივედი.
ყველა სათქმელის და ფიქრის ერთ სიტყვაში მოყრა მინდოდა.
ყველა ემოციის ერთ ემოციაში ჩატევა და - ყვირილი.
მოზღვავებული ძალების ერთ მუშტში შეკვრა და განადგურება.
არაფრის კითხვა და არაფრის პასუხი.
კართან დავყარე ყველა ჩემი განცდა და სახლში მშვიდად შევედი.
მოჩვენებითი ხასიათით ვცადე გუშინდელი ღამის სხვა რამეზე გადაბრალება და ინიციატივა-ლოლასთან წავსულიყავით კახეთში.
ნატა სიხარულით დამთანხმდა.
არც სამსახური, არც სტატიები, არაფერი არ მაინტერესებდა.
უსაშველოდ ნაწყენი ვიყავი.
ჩემგან დამოუკიდებლად ვერ ავიტანე ჩემი მნიშვნელობის ხარისხი.
ვერ შევეგუე ჩემ გამო კლდეების არ დაშლას, შტორმზე არ გამკლავებას.
გოგოს რომელსაც არასოდეს დამკლებია ყურადღება, არასოდეს დამკლებია ფერება.
გოგოს რომელსაც ასჯერ ასი სიტყვის მოლოდინში, ბოლოს ის სიტყვები შემრჩა, რომლითაც ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში, ჩემი არსებობის უმნიშვნელობა ვიგრძენი და საშინლად გავბრაზდი.
გაორებისგან თავი მისკდებოდა.
ჩანთა ისე გავავსე, არც კი მიფიქრია რამდენი დღით ვაპირებდი წასვლას.
ნატას გაოცებულ სახეზე მივხვდი რომ ზედმეტად მოვემზადე, მაგრამ არ მადარდებდა.
ბარგი სწრაფად ჩავალაგეთ და წავედით.

* * *
არის რაღაც ჯადოქრობა მათში.
ისინი გრძნობენ ყველაფერს ერთმანეთისას და სხვებისას.
ჩემი დანახვისთანავე გამოიტანეს განაჩენი ტყუპებმა.
-სანი, ვინ გაწყენინა? -მკითხა ვატომ და წელზე მომეხვია.
-სანი, რატომ გაბრაზდი? -დაამატა კითხვაზე კითხვა ვაკომ და ვატოს ზურგიდან მომხვია ხელები.
ჩემი ოცნების ძმების დანახვამ, ყველაფერი დამავიწყა.
ტელეფონი გამოვრთე და გადავწყვიტე რამდენიმე დღით ზღვის ფსკერზე მეცხოვრა.

* * *
თეთრ ღამეებად მექცა იქ ყოფნა,
და ყოველ ჯერზე,
შეიძლება შენ გხედავდე?

საკმარისია რამდენიმე წამით დავხუჭო თვალები,
რამდენიმე წამით მოვეშვა ფიქრების სადარაჯოს და მაშინვე იწყებ გაღვიძებას ჩემს გონებაში.
როგორ არ გფანტავ, როგორ არ ვცდილობ, მაგრამ
ვერაფერს გიხერხებ.
ვერაფრით გერევი.
ისე შემოაღებ ჩემი ფიქრების კარს და ისე გაიხურავ, მე ვერაფერს ვწყვეტ.
გიყურებ და ისე მინდა მოვიდე,
და ზუსტად მაშინ იწყებ წასვლას, როცა მე მინდა რომ შენთან, ღამით, ფიქრებად მაინც მოვიდე.

ვერ ვხვდები ასე რა მწყინს,
ის რომ ასე მარტივად უყურებ ჩემ არსებობას, თუ ის რომ მე არ შემიძლია ასე მარტივად მივიღო გადაწყვეტილება შენთან ერთად ცხოვრებაზე.

იცი? ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც თვალდახუჭულს მესიზმრები, მგონია რომ მე გიგონებ, და იმდენად მართალია ეს ეჭვი, და იმდენად რეალური, მგონია რომ მართლა მე გიგონებ და დღეში უთალავჯერ ბოდვად ვყვები ხოლმე


მზის ამოსვლის ფერს,
მზის სხივების სითბოს
სიყვარულად ფენს,
ეფერება თითქოს,
თვალს ვაკოცებ ერთს,
შენ დღეებს გაგვითბობ,
ყელს ვაკოცებ ბევრს,
და შენ რაზე ფიქრობ?!


და ერთადერთი საათები მე რაზეც ვფიქრობ, შენ ხარ.

მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე.

მზის ამოსვლის ფერს,
მე-სხივებად მოგიტან.



№1 სტუმარი Guest თათუ

ყველაფერი ყველაფერი და ეს ლექსი რა იყო?
ღმერთო,როგორ მშურს ..

 


№2  offline წევრი Mariamch

ჟოოლოოო♥♥♥ რაც კარგიაა კარგიააა

 


№3 სტუმარი makukuna

ელენიკოო, არ გადამრიო ახლაა.

სანშაინისგან მინდა ჟოლოსფერი პასუხი, ვოტ heart_eyes

 


№4  offline წევრი lankobalero

Ai girda lodinad ra!

 


№5  offline წევრი nitaa

Gavgijdi!!!

 


№6  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ვუაიმეე საოცარი თავიი იყო ველოდები გაგრძელებას))

 


№7  offline წევრი sofia25

აუუ აკა რაბიჭია????
ნელნელა კიარ გაყვარებს თავს პირიქით გაგიჟებს !
მალე დადე !

 


№8 სტუმარი Litte shartrez

Guest თათუ
ყველაფერი ყველაფერი და ეს ლექსი რა იყო?
ღმერთო,როგორ მშურს ..

აუ ჩემს გილში ზიხარ

Litte shartrez
Guest თათუ
ყველაფერი ყველაფერი და ეს ლექსი რა იყო?
ღმერთო,როგორ მშურს ..

აუ ჩემს გილში ზიხარ


Litte shartrez
Guest თათუ
ყველაფერი ყველაფერი და ეს ლექსი რა იყო?
ღმერთო,როგორ მშურს ..

აუ ჩემს გილში ზიხარ

Litte shartrez
Guest თათუ
ყველაფერი ყველაფერი და ეს ლექსი რა იყო?
ღმერთო,როგორ მშურს ..

აუ ჩემს გილში ზიხარ


[quote=Litte shartrez][quote=Guest თათუ]ყველაფერი ყველაფერი და ეს ლექსი რა იყო?
ღმერთო,როგორ მშურს ..[/quote]
აუ ჩემს გილში ზიხარ

[quote=Litte shartrez][quote=Guest თათუ]ყველაფერი ყველაფერი და ეს ლექსი რა იყო?
ღმერთო,როგორ მშურს ..[/quote]
აუ ჩემს გილში ზიხარ[/quote]

[quote=Litte shartrez][quote=Guest თათუ]ყველაფერი ყველაფერი და ეს ლექსი რა იყო?
ღმერთო,როგორ მშურს ..[/quote]
აუ ჩემს გილში ზიხარ

[quote=Litte shartrez][quote=Guest თათუ]ყველაფერი ყველაფერი და ეს ლექსი რა იყო?
ღმერთო,როგორ მშურს ..[/quote]
აუ ჩემს გილში ზიხარ[/quote][/quote][/quote]
[quote=Litte shartrez][quote=Guest თათუ]ყველაფერი ყველაფერი და ეს ლექსი რა იყო?
ღმერთო,როგორ მშურს ..[/quote]
აუ ჩემს გილში ზიხარ

[quote=Litte shartrez][quote=Guest თათუ]ყველაფერი ყველაფერი და ეს ლექსი რა იყო?
ღმერთო,როგორ მშურს ..[/quote]
ჩემს გულში ზიხარ

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent