სარკის მეორე მხარეს
კადრები შენელდა , წამი საუკუნედ იქცა. უცებ ყველაფერი გაჩერდა , თუმცა არა ! მე გავჩერდი.. ჩემი გული გაჩერდა. სადღაც გავიჭედე..სადღაც .. უსასრულობაში. ვერაფერს ვგრძნობდი , ვერაფერს ვხედავდი, ირგვლივ მხოლოდ წყვდიადი და სიცარიელე იყო. მინდოდა მეყვირა „მიშველეთ“ , „მე აქ ვარ“, „ გამიყვანეთ აქედან“-მეთქი..მაგრამ ხმას არ ვიღებდი. ვიცოდი აზრი არ ქონდა . ჩემს თავს ვეკითხებოდი “ აქ როგორ აღმოვჩნდი ?“ან საერთოდ სად ვიყავი? მაგრამ პასუხი არ მქონდა.უცებ გავიფიქრე „ ნუთუ მოვკვდი ?“..“არაა, შეუძლებელია!“. ასე არც სამოთხე წარმომედგინა და არც ჯოჯოხეთი. აქ არც ცეცხლია და არც ედემის ბაღი, არც ანგელოზები , არც დემონები , მხოლოდ სიბნელე..და მე ! ერთი რამ კი ზუსტად ვიცოდი , მე უნდა წავსულიყავი აქედან. არც კი ვიცი რამდენი დრო გავიდა , რაც აქ ვარ .დროის შეგრძნება დავკარგე ..იმედი თითქმის გადამეწურა. თუმცა სიარულს მაინც არ ვწყვეტ . მივდივარ და არც კი ვიცი სად , ან რა აზრი აქვს საერთოდ ? სადაცაა დავეცემი , დავნებდები ბედისწერას. ძალიან დავიღალე , მაგრამ სხვა გზა არ მაქვს , უნდა გავაგრძელო სიარული და აქედან წავიდე. ბოლო ძალები მოვიკრიბე, გავიმართე და გზა გავაგრძელე . დიდ ხანს ვიარე , მაგრამ არაფერი გამოჩენილა. მხოლოდ ჩემი სუნთქვის ხმა მესმოდა. გადავწყვიტე ცოტა ხანს დამესვენა . ფიქრი დავიწყე ..ხომ უნდა ქონდეს ამ ყველაფერს ახსნა? და უცენ გონება გამინათდა . აქამდე ამაზე რატომ არ მიფიქრია ? მე მკვდარი არ ვარ , მაგრამ არც ცოცხალი ვარ . ეს ადგილი კი..ეს ჩემი წარმოსახვაა ე.ი. მე ჩემს გონებაში ვარ გამოკეტილი. ამ დროს რაღაც უცნაური მოხდა , რაც აქამდე არ მომხდარა , თითქოს ვიღაცამ დამიძახა. ცოტა ხანში ისევ განმეორდა ეს ხმა, ახლა უფრო მკაფიოდ ისმოდა. ქალის ხმა იყო , რომელიც მეძახდა. გადავწყვიტე ამ ხმას გავყოლოდი. უცებ რაღაც ძალიან პატარა ნათება დავინახე.. დიახ დავინახე ამდენი ხნის მერე პირველად. თვალებს არ ვუჯერებ, ნუთუ ეს მართლა ხდება ?! ბედნიერებისგან ცრემლებიც კი წამომივიდა. მთელი ძალით იქეთ გავიქეცი. მეგონა გასასვლელი იყო , მაგრამ შევცდი . იქ მისულს მხოლოდ სარკე დამხვდა. შუქი მხოლოდ სარკეს ანათებდა . ირგვლივ სიცარიელე იყო..სიცარიელე და დიდი სარკე. ის ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა..ან იქნებ მე მეჩვენებოდა ლამაზად და სულაც არ იყო ასეთი. მივუახლოვდი და ჩავიხედე.. როგორც იქნა დავინახე საკუთარი თავი.მოიცა.. არა! ეს გოგო ვინ არის ? ნუთუ ..მე ვარ ?! არა..მე სხვანაირი ვარ. ნუთუ შევიცვალე?! ესშესაძლებელია ? მივუახლოვდი , რომ უფრო კარგად დამენახა . ნაცნობ მწვანე თვალებს შევხედე. ისეთი აღარ იყო , როგორიც ადრე. სიცოცხლის ნაპერწკალი სადღაც გამქრალიყო, მხოლოდ სევდა იყო და ტკივილი..დიდი უცნობი ტკივილი. უცებ უკან დავიხიე და თვალები წამით დავხუჭე.როცა გავახილე შევნიშნე წითელი კაბა. ეს კაბა მახსოვს ბოლოს მეცვა..სკოლის ცეკვებზე .დავიწყე საკუთარი თავის თვალიერება. კანი როგორი ფერმკრთალი გამხდარა . თმა უფრო გრძელი და მუქი, სახის ნაკვთებიც უფრო გამოკვეთილი. ეს ყველაფერი, როგორი ნაცნობია და მაინც თითქოს სულ სხვა ვარ. ვიდექი გაუნძრევლად და ვაშტერდებოდი ჩემს თავს . მინდოდა შევხებოდი , მაგრამ შემეშინდა და შემოვტრიალდი. უბრალოდ გაქცევა მინდოდა. მაგრამ სად უნდა წავსულიყავი ? ეს ერთადერთი ნათელი ადგილი იყო ამ სიბნელეში..ისევ ის ხმა..ის მწუხარე ხმა , რომელიც მე მეძახდა.. ის სარკიდან მოდიოდა. შევტრიალდი , მაგრამ მხოლოდ ჩემი თავი დავინახე, სარკეში. მივუახლოვდი და თითი შევახე ჩემს ანარეკლს. სარკეში მყოფი გოგონა შეირხა..მან გამიღიმა, ეს რაღაც სხვანაირი ღიმილი იყო..ავის მომასწავებელი. მე კი გაშტერებული შევყურებდი . უცებ სარკე გატყდა, მილიონ ნაწილად დაიშალა..მე კი შეშინებული დავვარდი ძირს და თვალებზე ხელი ავიფარე. და ყველაფერი გაქრა... რაღაც ხმები მესმის.. იმდენად ბუნდოვანია, რომ ვერც კი ვარჩევ ..ნელნელა აზრზე მოვდივარ..ვცდილობ თვალები გავახილო , მაგრამ ვერ ვახერხებ ..თავი დამძიმებული მაქვს და საშინლად მტკივა.. ნელ-ნელა აზრზე მოვდივარ . თვალებს ვახელ და ბუნდოვანი გამოსახულებები , სადრაც ქრება. ნათლად ვხედავ ცისფერი ფერის კედლებს . ოთახს ვათვალიერებ.. სახლში ნამდვილად არ ვარ ..უცებ აპარატები დავინახე და მივხდი , მე საავადმყოფოში ვარ. წამოდგომა ვცადე , მაგრამ ვერ შევძელი. მოძრაობა საშინლად გამიჭირდა. უცებ დერეფნიდან სიარულის და ლაპარაკის ხმა შემომესმა. ისინი ჩემსკენ მოდიოდნენ. წამიც და უკვე ჩემთან იყვნენ . ადამიანები თეთრ ხალათებში.. ქალი და კაცი . როგორც მივხდი , კაცი უფროსი უნდა იყოს . ისინი გახარებული მზერით შემომყურებენ , მე კი არც კი ვიცი ასე რა უხარიათ. კაცმა დაიწყო ლაპარაკი : - თავს როგორ გრძნობ ევა ? არც კი ვიცი რა ვთქვა ..ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ აზრზე. დაბნეული აქეთ-იქით ვიყურები და თავი სიზმარში მგონია..ნუთუ ეს მართლა ხდება?! მე ცოცხალი ვარ ? ვხედავ ..ყველაფერს ვხედავ და მესმის .. ვსუნთქავ.. მარტო აღარ ვარ, ყველაფერი დამთავრდა.. ჩემი ტანჯვა დამთავრდა.. ღმერთო , რა კარგია ! ექიმმა დაიწყო ისევ ლაპარაკი: -ეს სასწაულია ევა.. თქვენ გონს მოხვედით. იმედი თითქმის აღარ იყო , მაგრამ თქვენ ძალაინ ძლიერი გოგონა აღმოჩნდით . მისმა სიტყვებმა ძალიან დამაბნია , ყველაფრის გაგების სურვილმა კი შემიპყრო. როგორც იქნა ხმა ამოვიღე: - რა მოხდა ?.. ამოვილუღლუღე -თქვენ კომაში იყავით. მიპასუხა ექიმმა თავისი სამხრეთული აქცენტით და შავი თვალები შემომანათა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.