მე მაინც არ დავნებდები
მე ეს დავწერე წყვდიად ღამეში მისი ხატება რომ მომელანდა და გამინათდა უცბად თვალებში თავში ფიქრები კვლავ ამებლანდა ვდგავარ და ვუმზერ ცრემლიან თვალზე სიჩუმემ სახლში დაისადგურა თითქოს დავიწვი მე ცეცხლის ალზე მისმა თვალებმა გამანადგურა ეს გულის ფეთქვაც თითქოს ჩერდება და მოჩვენებას სიბნელე ფარავს სუნთქვა თანდათან უფრო ძნელდება ეს ყოველივე შიგნიდან მზარავს ნელა თენდება მზე სხივებს გზავნის სიბნელე სადღაც მიდის და ქრება სადღაც შორს ისმის სიმღერა მგზავრის და მოჩვენებას ნელ-ნელა დნება არ ვიცი ამას მე რა დავარქვა ციური ხილვა მოლანდებები მე შემაშინა მისმა დანახვამ მაგრამ ვიცი რომ არ დავნებდები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.