with(out) you (II თავი)
საღამოს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ტრადიციულად მრავლად ირეოდა ხალხი. მათი უმეტესობა სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, ნაწილი კი სასეირნოდ იყო გამოფენილი გარეთ. ერთი შეხედვით სრული ქაოსი სუფევდა, თაუმცა ყველას თავისი განსაზღვრული გზა და მიზანი ჰქონდა, რომლისკენაც სწორედ ამ წამს დგამდნენ მცირედ ნაბიჯებს. ქუჩის ბოლოს მაღალი, შემინული შენობა აღმართულიყო რომელსაც მთელ სიგრძეზე ამშვენებდა წარწერა დიდი ლათინური ასოებით: „DELTA-L” შესასვლელთან კი განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. შემოსასვლელი კარი სრიალით გაიღო და გარეთ მაღალი, საკმაოდ მოხდენილი სილუეტი გამოვიდა, რომელმაც წამში მიიქცია გარეთმყოფთა ყურადღება. ჟურნალისტები ერთიანად წამოიშალნენ კამერით ხელში და მამაკაცს გარს შემოეხვივნენ. -ბატონო თორნიკე რას იტყვით თქვენი ახალი საგანმანათლებლო პროექტის შესახებ? -ბატონო თორნიკე ვინ იქნება თქვენი თანაინვესტორი? კითხვების კორიანტელი არ წყდებოდა მამაკაცის ირგვლივ, თუმცა იგი ყველა კითხვას დინჯად და გარკვევით პასუხობდა, ბოლოს კი ძლივს დააღწია თავი ჟურნალისტებს და ტროტუარის პირდაპირ გაჩერებული ავტომობილისაკენ გაეშურა ჩქარი ნაბიჯით. უკან დაიკავა ადგილი და მძღოლს მიმართა. -მერაბ წავედით. -დიახ ბატონო თორნიკე. მანქანა ნელა დაიძრა და გზას აუჩქარებლად გაუყვა. უკანა სავარძელზე მჯდომმა მამაკაცმა ღრმად ამოისუნთქა და ჰალსტუხი შეიხსნა. -რთული დღე იყო? -რთული მერაბ. ამხელა საქმეს არ უნდა შევჭიდებოდი. -ყველაფერს გაართმევთ თავს. თქვენი მჯერა. -იმედია. - ერთი ამოილაპარაკა და მთელი დარჩენილი გზა ფანჯარაში იხედებოდა. ის ის იყო მანქანამ მისი სახლისკენ მიმავალ გზაზე შეუხვია, რომ მოულოდნელად დაამუხრუჭა და მააკაციც წინა სავარძლის საზურგეს აეკრო. შეშინებულმა გონს მოსასვლელად თავი გააქნია და სათვალე შეისწორა. -რა მოხდა? -მგონი ვიღაც გოგონას დავეჯახე. - შეშინებული და დაძაბული ხმით უპასუხა მძღოლმა და სასწრაფოდ გადავიდა მანქანიდან. თორნიკეც მაშინვე მიჰყვა უკან და მათ წინ ასფალტზე ჩამომჯდარი გოგონასკენ მიმართა მზერა, რომელიც მარცხენა ფეხს იზელდა და თან საწყლად კვნესოდა. -ჯანდაბა ფეხიი... -კარგად ხართ ქალბატონო? - შეშინებული, ოდნავ აკანკალებული ხმით მიმართა მძღოლმა. -რას მეკითხებით? თქვენი აზრით როგორ ვიქნები? კინაღამ სიცოცხლეს გამომასალმეთ. -მაპატიეთ, რომ მოვუხვიე ისე უცებ გამოჩნდით გზაზე, რომ ვეღარ მოვასწარი დამუხრუჭება. -ახლა მე მაბრალებთ კიდეც. -ძალიან ვწუხვარ ჩემო მძღოლის მოუხერხებლობის გამო. - როგორც იქნა ხმა ამოიღო თორნიკემ და გოგონასკენ დაიხარა. -ნება მომეცით საავადმყოფოში წაგიყვანოთ. -ძალიან დამავალებთ, თორემ მე ნაბიჯის გადამდგმელი არ ვარ. - უპასუხა გოგონამ, რომლის ხმაშიც აშკარად იგრძნობოდა ბრაზი. თქვენი გაფუჭებული საქმე ისევ თქვენ უნდა გამოასწოროთ. -დამეყრდენით. - მამაკაცს ყურადღება არ მიუქცევია მისი ბოლო სიტყვებისთვის, ისე გაუწოდა ხელი ასაყენებლად. გოგონამაც ძლიერად ჩასჭიდა თავისი სუსტი მკლავები და წამოდგომას შეეცადა თუმცა ამაოდ. ერთი ამოიკვნესა და ისევ ასფალტზე იპოვა ადგილი. -მომიწევს ხელში აგიყვანოთ. -მამაკაცი დაიხარა, ცალი ხელი წელზე მოხვია, მეორე მუხლებს ქვემოთ ამოსდო და ხელში მსუბუქად აიტაცა ქალის გამხდარი სხეული. გოგონას ხმაც არ ამოუღია, გატრუნული, მის კისერზე მკლავებმოხვეული აკვირდებოდა მამაკაცის ყოველ ქმედებას. თორნიკემ გოგონა მანქანის უკანა სავარძელზე დასვა და თავადაც მის გვერდით დაიკავა ადგილი. -მერაბ წავედით. - მძღოლმაც უხმოდ დაიკავა ადგილი და მანქანა დაძრა. -მადლობა რომ წამომიყვანეთ. -როგორც აღნიშნეთ ჩემი გაფუჭებული საქმე თავად უნდა გამოვასწორო და ამას ვაკეთებ ახლაც. გოგონამ უხერხულად გაიღიმა. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კი კვლავ გოგონამ ითავა აქტიურობა. -შეიძლება ჩემი გადამრჩენელის სახელი ვიცოდე? -გადამრჩენელი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ისე თორნიკე მქვია. - გაეღიმა მამაკაცს. -მე ლინდა ვარ. - უპასუხა გოგონამაც და ხელი გაუწოდა. მამაკაცმაც მაშინვე მოიქცია მისისუსტი და ფერმკრთალი მტევანი თავის ხელებში. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. -ჩემთვისაც. -იცით ლინდა, გაკვირდებით და თითქოს საიდანღაც მეცნობით. -მართლა? მეც იგივეს თქმა მინდოდა. - ფართოდ გაუღიმა გოგონამაც. -იქნებ უნივერსიტეტიდან?.. სკოლიდან?.. ოფისიდან? კითხვებს სვამდა მამაკცი და საპასუხოდ გოგონასგან მხოლოდ თავის გაქნევასა და აჩეჩილ მხრებს იღებდა. -მოიცა... მემგონი გამახსენდა - მოულოდნელი აღმოჩენით გამხიარულებულმა წამოიძახა მამაკაცმა. - რა თქმა უნდა... შენ ის ლინდა ხარ ბავშვობაში დეიდის სანახავად რომ მივდიოდი იმ ძველ უბანში და იქ მხვდებოდი ხოლმე არა? მთელი დღე გარეთ იყავი ბავშვებთან. საკმაოდ ხშირად ვთამაშობდით ერთად. -გამახსენდა.. რა თქმა უნდა. შენ ის თორნიკე ხარ. - მხიარულად წამოიძახა გოგონამ. როგორ ხარ? რა არის შენსკენ ახალი? როგორც ვხედავ მას შემდეგ საკმაოდ შეცვლილა შენი იმიჯი. -მართალია. - გაეღიმა მამაკაცს. - მაგრამ შენ მგონი იგივე დარჩენილხარ. -მართალი ხარ. - უღიმღამოდ გაეღიმა გოგონას. - მე მარადჟამს ის ლინდა ვარ ყველას რომ აწამებდა და ნერვებს უშლიდა. -მართალია ბავშვობაში გულზე დიდად არ მეხატებოდი სიმართლე გითხრა. - გაეცინა მამაკაცს - მაგრამ ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. -მეც არ მე მომწონდი სიმართლე გითხრა, მაგრამ მაინც მიხარია შენი ნახვა. - გაუღიმა გოგონამაც. -ესე იგი ბარიბარში ვყოფილვართ. -სხვა.. ახლა რას შვები? თამილა ბებო როგორ არის? - ლინდას ბებოს ხსენებაზე სახე შეეცვალა. -თამილა ბებო ორი წლის წინ გარდაიცვალა. -ვწუხვარ.. მაპატიე. - ნაღვლიანი მზერით უპასუხა მამაკაცმა. -არა უშვას. შევეჩვიე. -შენ როგორ ხარ? რა არის ახალი შენსკენ? გოგონამ მხრები აიჩეჩა, შემდეგ კი სრულიად ჩვეულებრივი ხმით უპასუხა. -არც არაფერი. ჩვეულებრივად არის ყველაფერი. - სახლი-სამსახური. -და სხვა? პირადში? -ჩიტივით თავისუფალი - გადაიკისკისა გოგონამ. -ძალიან კარგი. -რა თქვი? - გაკვირვებულის მზერ მიიღო გოგონამ, თითქოს ვერ გაიგოო. -არაფერი ისეთი. - თავი გააქნია ბიჭმა და გზას გახედა. -ამასობაში უკვე მივედით. -მართლა? - ხმაში დაძაბულობა და შიში შეეპარა გოგონას. -ხომ არ გეშინია? -არაა.. უბრალოდ... -სიტყვები ვერ მოძებნა და გაჩუმდა. შემდეგ კი თავი ჩახარა და მიკნავლებული ხმით უპასუხა. -ხოო, მეშინია ექიმების. -ყველაფერი კარგად იქნება. მე შემოგყვები მაშინ. -კარგი, დიდი მადლობა, დიდად დამავალებ. - გულიანად გაუღიმა გოგონამ. -რას ამბობ რისი მადლობა. - გაუღიმა მანაც, მანქანიდან გადმოვიდა, დიდი და დინჯი ნაბიჯებით გარს შემოუარა, კარი გამოაღო და ლინდას ხელი გაუწოდა, რათა გადმოსვლაში დახმარებოდა, გოგონა მანქანიდან ნელა გადმოფორთხდა. ცალი ხელი მხარზე მოხვია და მამაკაცზე ნახევრად აწებებულმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, როდესაც მოულოდნელად შეჰკივლა და ქვემოთ ჩაიკეცა. -ვაიმე, მგონი ნაბიჯსაც კი ვერ ვდგავ, საშინლად მტკივა. - ამოიკვნესა საწყალი ხმით და წარშეკრულმა თითქმის მომტირალი სახით შეხედა. -მგონი ისევ სჯობს ხელში აყვანილმა მიგიყვანო. - უთხრა შეფიქრიანებულმა მამაკაცმა და გოგონა ისევ მსუბუქად აიტაცა ხელში. საავადმყიფიში საკმაო ხანი დაყვეს, როგორც რენდგენი აჩვენებდა ფეხი უბრალოდ ნაღრძობი იყო და საშიში და მნიშვნელოვანი კი არაფერი. მთელი ამ პროცედურების განმავლობაში თორნიკე გოგონას გვერდიდან არ მოსცილებია. ლინდა კი ყოველ წამოყვირებაზე მის გვერდით მდგარ მამაკაცს ძლიერად უჭერდა ხელს, რათა მისი ტკივილი, როგორმე სხვაზე გადაეტანა. -ესეც ასე. ფეხი უკვე გადაგიხვიეთ. ახლა კი რეცეპტს გამოგიწერთ, ეს მალამო კი ყოველდღე დილა-საღამოს უნდა წაისვათ. ფეხი არ უნდა გადატვირთოთ, შეეცადეთ ნაკლები იმოძრაოთ და ერთი კვირის თავზე გელოდებით. -გმადლობთ ექიმო. -არაფრის ბატონო თორნიკე. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი მეგობარი მომდევნო დღეები არ გადაიტვირთოს. -აუცილებლად. - უპასუხა მამაკაცმა. რეცეპტი გამოართვეს, ხელი ჩამოართვეს, გამოემშვიდობნენ და კაბინეტიც დატოვეს. -აბა როგორი იყო ექიმთან ვიზიტი? ისევ გეშინოდა? -შენს გვერდით არა. მამაკაცი ოდნავ შეცბა, დააბნია ლინდას პასუხმა, თუმცა ამაზე არ გაუმახვილებია ყურადღება და მისი კომენტარიც უპასუხოდ დატოვა. მანქანის კარი ორივეს მძღოლმა გაუღო და შემდეგ თავისი ადგილიც დაიკავა. -ბატონო თორნიკე საით? -ლინდა შენი მისამართი მითხარი. სახლში მიგიყვანთ. გოგონამაც უკარნახა მისამართი და შემდეგ საზურგეს მიეყრდნო. დარჩენილი გზა კი ხმა არ ამოუღია. -მოვედით, აქ შეუხვიეთ. - უკარნახა მძღოლს. -ძალიან კარგი. სახლამდე ისევ მე აგიყვან. გყავს ისეთი ვინმე შენზე რომ იზრუნოს მომდევნო ერთი კვირა? -თიკას დავურეკავ. -ხოო მართლა, სულ დამავიწყდა. თიკა როგორაა? მახსოვს სულ ერთად იყავით, გვერდიდან არ სცილდებოდით ერთმანეთს. -თიკა კარგადაა… შესანიშნავად. - გაუღიმა ლინდამ. - საქმრო ჰყავს. -შესანიშნავია. იმედია თიკასაც ვნახავ. სანამ მოვა იქამდე დავიცდი თუ გინდა. შეიძლება რამე დაგჭირდეს, შენი ფეხისთვის კი როგორც იცი დატვირთვა არ შეიძლება. -არ არის საჭირო. ალბათ ბევრი საქმე გექნება. თანაც თითქმის ნახევარი დღე მე წაგართვი. -პირიქით. ჩემი მანქანა დაგეჯახა და ვალდებული ვარ. მაგრამ ამას ვალდებულების გამო არ ვაკეთებ. არამედ იმიტომ, რომ მინდა პირადად შენ - ლინდას დაგეხმარო. გოგონამ მხოლოდ გაუღიმა. შემდეგ კი ჩამოვარდნილი დუმილის გამო უხერხულობის გასაფანტად ჩაახველა, სავარძელს ხელები დააყრდნო, ოდნავ წამოიწია რათა უფრო მოხერხებულად მოკალათებულიყო, შემდეგ კი ჩვეულებრივი, მშვიდი ხმმით დაიწყო საუბარი: -შენები რას შვებიან თორნიკე? -დედაჩემი მშვენივრად არის, ესაა მარტო რომ ოდნავ ასაკი შეეპარა. მამას რაც შეეხება სამწუხაროდ გულის პრობლემები აქვს. -ვწუხვარ. იმედია ძალიან საგანგაშო არაფერია. -საგანგაშო მართლა არაფერია, უბრალო თავს უნდა მიხედოს, რაც ძალიან ეზარება. -ძალიან ცუდი... და, შენ რას შვები? -მე? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - ორიოდე წლის წინ დავბრუნდი საქართველოში. -და იქამდე სად იყავი? -ამერიკაში. მაგისტრატურა იქ დავამთავრე. -შესანიშნავია. როდესაც შესაბამისი ფინანსები გაქვს რატომაც არა. თორნიკეს ცოტა არ იყოს ეხამუშა მისი რეპლიკა, თითქოს შურის ნოტები გაერია მის სიტყვებს, თუმცა მერე გაიფიქრა რომ ეს მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო და ლინდას სიმართლის გარდა არაფერი უთქვამს. -აქ რას საქმიანობ თორნიკე? -მთელი გაზეთები ამითაა აჭრელებული და მიკვირს რომ კითხულობ. -სამწუხაროდ გაზეთებს და ტელევიზორს ნაკლებად ვეძალები. შესაბამისად ნაკლებად ინფორმირებული ვარ. -ეგ ცუდია. აქ საკუთარი ბიზნესი მაქვს. თავიდან სასტუმროების ქსელით დავიწყე. წარმატების მერე რაღაც-რაღაცეებში დავაბანდე ფული. ამჟამად ერთი დიდი პროექტის განხორციელებაში ვმონაწილეობ. -შესანიშნავია. შენი ასაკისთვის იმდენს მიაღწიე, რომ ზოგიერთის მთელი ცხოვრება რომ შეკრიბო ასეთი მაინც არ გამოვა. -მგონი აჭარბებ. -არ ვაჭარბებ. მაგალითად ავიღოთ ჩემი თავი. მიმტანობას ვერ გავცდი. -ასე ნუ ამბობ. შენ ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგო ხარ. - თვალმოუშორებლად უთხრა მამაკაცმა. შემდეგ კი თითქოს გამოფხიზლდაო, ფანჯრისკენ დაიწყო ყურება. -ჭკვიანი რომ ვიყო ახლა ასეთ დღეში არ ვიქნებოდი. -როგორ დღეში? -არაფერი. - ხელი აიქნია გოგონამ და ის იყო რაღაცის თქმა დააპირა, რომ უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა. ასადგომად წამოწეული გოგონა ხელით შეაჩერა. მხოლოდ ის უთხრა გაღიმებულმა მე გავაღებო, რომ დერეფანში გაუჩინარდა. -გამარჯობა. - გაისმა ქალის გაკვირვებული ხმა. თქვენ ვინ ბრძანდებით? -თიკა ხარ არა? - ღიმლით მიმართა თორნიკემ. -დიახ. - დაეჭვებით შეათვალიერა მამაკაცი - თქვენ ვინ ბრძანდებით? -გამარჯობა თიკა არ გახსოვარ? თორნიკე ვარ. -უი...- უხერხულად ჩაიცინა გოგონამ. - ახლა გიცანი? როგორ ხარ? -გმადლობ, კარგად შენ? -მეც კარგად. ორივე უხერხეულობისგან აწურული იდგა ოთახში და ხმას არ იღებდა უბრალო ფორმალობისა თუ ვალდებულების მოხდის მიზნით გაკეთებული მისალებისა და მოკითხვის შემდეგ. -კარგი. ჩემი წასვლის დროა - ხელოვნურად გაიღიმა მამაკაცმა. ლინდას მიხედე... კარგად. -აუცილებლად. დროებით. - უპასუხა თიკამაც და კარი მიხურა, რომელშიც რამოდენიმე წამის წინ გაუჩინარდა მამაკაცი. შემდეგ შემობრუნდა, ღრმად ამოისუნთქა. ხელში ჩაბღუჯული პარკი და ჩანთა იქვე შემოსასვლელში მიაგდო და დოინჯშემორტყმული მისაღებში შევიდა. -აბა?! ახლა კმაყოფილი ხარ? -რა თქმა უნდა... - ეშმაკურად გაიღიმა ლინდამაც. -მე რომ ფულიანი ბობოლა ტიპი გითხარი, ჯერ ეს ერთი ხუმრობით ვთქვი და მეორეც თუ მაინც სერიოზულად იფიქრებდი ამ წინადადებაზე, ჩვენი ბავშვობის მეგობარი არ მიგულისხმია. -ის ჩემი მეგობარი არასდროს ყოფილა და შენ კი არ ვიცი რად თვლიდი. -ხვდები მაინც რას აკეთებ? - გაბრაზებული სახითა და შეკრული წარბებით ლინდას წინ დივანზე მოკალათდა. - საკუთარ ჯანმრთელობასაც კი საფრთხეს უქმნი. ვერ ხედავ რა დღეში ხარ?! -შენი ლექციების თავი არ მაქვს, თანაც მხოლოდ ფეხი მაქვს ნაღრძობი. -შენ ფეხი კი არა ტვინი გაქვს ნაღრძობი. -კარგი გეყოფა. ყავა გააკეთე კარგი? თიკამ ერთი ორჯერ სინანულით გააქნია თავი და სამზარეულოს მიაშურა. ლინდამ ერთი გახედა მეგობარს, შემდეგ კი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, თვალები ჭერისკენ მიმართა და მომდევნო ხუთი წუთის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, არც გარხეულა... ფიქრობდა, თავის მომავალზე, თორნიკეზე, შესასრულებელ მისიებსა და გეგმებზე, გზაზე, რომლიდან გადახვევაც არ სურდა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც სამზარეულოდან გამოსულმა თიკომ ყავის ფინჯნები მაგიდაზე დაალაგა ნამცხვართან ერთად. შემდეგ კი ისევ ლინდას წინ დაიკავა ადგილი. ფეხი ფეხზე გადაიდო, თავის ფინჯანს დასწვდა და გოგონას გამჭოლო მზერით მიაჩერდა. -აბა? შემდეგი ნაბიჯი რა არის? - იკითხა ინტერესით. ლინდას გაეღიმა, ყავა მოსვა, მაგიდაზე დააბრუნა ფინჯანი და შემდეგ მოყოლა დაიწყო. ჩვეული დამღლელი დღის შემდეგ თორნიკე მანქანაში ჩაჯდა და მერაბს სახლში წასლა უბრძანა. მძღოლმაც მაშინვე დაძრა მანქანა და სადღაც ნახევარ საათში უკვე სახლში იყო. სახლის კარი შეაღო და ღიმილით შეაბიჯა. -დედა მოვედი. -მოხვედი დედა გენაცვალოს? -გაბადრული მიეგება ქალი. - როგორი დაღლილი და მშიერი იქნები. წამოდი საჭმელი ჭამე. - სახეზე მიეფერა შვილს. -კარგი დედა. ასე რომ იქცევი თავი ხუთი წლის ღლაპი მგონია. -ჩემთვის ხარ კიდეც. -სალომე სად არის? -მეგობართანაა გასული. -ეგ გოგო სულ სადღაც დაწანწალებს და ბავშვი ვის დაუტოვა? -რა უჭირს შვილო. აბა მე და ნათია რისთვის ვართ. ერთ ბავშვს როგორ ვერ მივხედავთ. -ბავშვს ბებიამ და დამხმარემ კი არა დედამ უნდა მიხედოს! -კარგი შეეშვი სალომეს და ხელები დაიბანე, მერე კი სამზარეულოში მოდი. შენი საყვარელი ნამცხვარიც გავაკეთე. -ოხ დედა დედა! ხომ გითხარი მართლა ხუთი წლის გგონივარ. - ღიმილით გააქნია თავი და ქალს სამზარეულოში მიჰყვა. უკვე თერთმეტი საათი იყო დაწყებული როდესაც არაოფიციალურად გამოწყობილმა კიბეები ჩამოირბინა და კარისკენ გაემართა. -სად მიდიხარ თორნიკე? -ბარში დათოს უნდა შევხვდე. -მერე მერაბი რომ არ არის? არ დალიო რაა.. -შეეხვეწა შვილს. -დედა თუ რამე და დავლევ, მაშინ ტაქსით წამოვალ. -კარგი დედა გენაცვალოს, თავს გაუფრთხილდი. სანამ წამოხვალ დამირეკე. -დედა გეყოს! -მკაცრად ჩაილაპარაკა. ქალი ოდნაც შეცბუნდა, სახეზე წყენა აღებეჭდა. ხმა არ გაუცია ისე შეაქცია ზურგი და სამზარეულოში მიიმალა. თორნიკემ კი უკანმოუხედავად დატოვა სახლი, მანქანაში ჩაჯდა და ადგილს მოსწყვიტა. ბარში როგორც ყოველ საღამოს, ახლაც შეინიშნებოდა ხალხმრავლობა. ლინდა ბარის დახლთან იჯდა და თვალებს მუთმენლად აცეცებდა აქეთ-იქეთ. ბევრჯერ დახედა საათს, კიდევ უფრო მეტჯერ შეისწორა დეკოლტე, სარკეშიც ბევრჯერ ჩაიხედა და როდესაც საბოლოოდ თავისი სამიზნეც შენიშნა, თავი მაშინვე ბარისკენ მიაბრუნა და სასმელს დააცქერდა. თორნიკეც ჯერ ბარი მოათვალიერა, როდესაც დავითი მათ ტრადიციულ ადგილას ვერ შენიშნა, გადაწყვიტა მის მოსვლას ბარის დახლთან დალოდებოდა. მხოლოდ ერთი ადგილი ჩანდა თავისუფალი და სწორედ იქ მოკალათდა. ის ის იყო შეკვეთის მიცემას აპირებდა რომ უცებ მოესმა: -გამარჯობა! რა დამთხვევაა. თავი შეაბრუნა და პირდაპირ ლინდას შეეჩეხა მისი თვალები. -ლინდა?! - გამარჯობა როგორ ხარ? -კარგად, შენ როგორ ხარ? -გმადლობ.. მეც კარგად. შენი ფეხი რას შვება? -გუშინ თაბაშირი მომხსნეს. -მშვენიერია, გილოცავ. - ცოტა ხნით შეყოვნდა. - მაპატიე აქამდე უნდა მომეკითხე. მოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ხომ იცი... ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა.. -არ არის ახსნა საჭირო. - შეაწყვეტინა გოგონამ. - მშვენივრად მესმის, რომ ჩემზე ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები გაქვს. -არა ლინდა, ეს არ მიგულისხმია, უბრალოდ. -ძალიან გთხოვ, მართლა.. არაფრის ახსნა საჭირო არ არის. შენ ის მითხარი აქ რას აკეთებ? საკმაოდ ხშირად დავდივარ, მაგრამ პირველად გხედავ. -უი, მეც იგივე უნდა გითხრა. ამ ბარში არასდროს შემხვედრიხარ. -ალბათ სულ ვცდებოდით ერთმანეთს. -თუმცა დღეს გაგვიმათლა და გვერდიგვერდ აღმოვჩნდით. -მართალი ხაარ. ვინმეს ელოდები? -არა.. დღეს დასვენება მაქვს და ისე შემოვიარე, უბრალოდ. განტვირთვისთვის. შენ? -მე მეგობარს ველოდები. და მეც განტვირთვისთვის შემოვიარე. -შენი მეგობარი აგვიანებს? -კიი აშკარად. - ტელეფონს დახედა და ამოიფრუტუნა. - ახლა მომწერა რომ საერთოდ ვეღარ მოდის. მის ცოლი ცუდადაა და ვერ დავტოვებო. -აა. ცუდია. -მაშინ რადგან ორივე აქ ვართ და აღარავის აღარ ველოდებით, გამიწევ კომპანიონობას? -რატომაც არა. - კეკლუცად გაუღიმა ლინდამ და კაბის სალტე შეისწორა. -რას დალევ? -მმ... არ ვიცი, სულ ერთია. იგივეს, რასაც შენ. -კარგი, მაშინ რას იტყვი ვისკიზე? -მშვენიერია. -ეი. ერთი წუთით. - მოაბრუნა ბარმენი, რომელიც იქვე დაყწობილ ჭიქებს წმენდდა. - ორი ვისკი დაგვისხი. -ახლავე. -ჩაილაპარაკა თითქოს დაპროგრამებული, დაღლილი ხმით და საქმეს შეუდგა. ნახევარ წუთში ორივეს წინ ვისკის ჭიქა ედგა. -აბა ლინდა. როგორ მიგდის საქმეები? გოგონამ მხრები აიჩეჩა. -ძველებურად. -და უფრო კონკრეტულად. -ასე რატომ დაინტერესდი ჩემით? -ისე, უბრალოდ. რა იყო არ შეიძლება შენით დავინტერესდე და მინდოდეს უკეთ გაგიცნო? -და რატომ უნდა დაინტერესდე ჩემით? -ისე უბრალოდ... რატომ ხარ ასე აგრესიული, თუ მეჩვენება? იქნებ ჩემი კამპანია არ გსიამოვნებს და უბრალოდ ვერ მეუბნები? ისე როგორც ბავშვობაში. -რა სისულელეა... მაპატიე უბრალოდ რთული დღე მქონდა. - ჩაიქნია ხელი გოგონამ და ვისკი ერთი მოყუდებით დაცალა. -ოჰო.. აშკარად რთული დღე გქონია. რა მოხდა ასეთი? თუ გინდა შეგიძლია ყველაფერი მომიყვე და იქნებ გამოსავლის პოვნაში დაგეხმარო. -ისეთი არაფერი.. ბანკთან მაქვს პრობლემები. -ხმადაბლა ამოილაპარაკა გოგონამ. -ფინანსური პრობლემები გაქვს არა? -არა, ისეთი არაფერია. - თავი საპირისპირო მხარეს გაატრიალა გოგონამ. -ლინდა, რაღაც მინდა გითხრა... გოგონამ თავი მოაბრუნა და კითხვის ნიშნებით აღსავსე თვალებით შეხედა. -ჩემთან ერთი ვაკანსიაა. მდივნის პოზიციაზე. თავიდან ერთი-ორი კვირა გამოაცდელი ვადაა, თან ამ დროში შეგიძლია კარგად აითვისო ყველაფერი, შემდეგ კი კონტრაქტი გაფორმდება და მუდმივი სამსახური გექნება საკმაოდ კარგი ანაზღაურებით. -შენი მდივანი გინდა ვიყო? - გაკვირვებულმა იკითხა გოგონამ. -ჩემი არა. სამწუხაროდ მე უკვე მყავს მდივანი და ვერ გავუშვებ, მაგრამ აი ჩემს მეგობარს, დავითს სჭირდება. ჩვენი კომპანიის იურისტია. -ძალიან დიდი მადლობა შეთავაზებისთვის, მაგრამ არა მგონია გამოგადგეთ. მე მხოლოდ საშუალო განათლება მაქვს ასე რომ.. -ეგ არაფერს წყვეტს, მთავარი მონდომებაა... შენ უბრალოდ დამთანხმდი. -მართლა მეუბნები? სერიოზულად?! - გოგონას სახეზე სიხარული და აღფრთოვანება გამოესახა. -მართლა გეუბნები, აბა ასეთ რაღაცას ხომ არ მოგატყუებ. -მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. - მოილოდნელად წამოდგა და მთელი ძალით მოეხვია მამაკაცს. თორნიკე თავიდან დაიბნა, ლინდას ქმედება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. არ იცოდა ხელები სად წაეღო. ინსტინქტურად მოხვია გოგონას და უფრო კარგად მიიხუტა. უეცრად სუნთქვა შეეკრა, თითქოს რაღაც უცნაური იგრძნო, მისთვის უცხო; ამ სიუცხოვემ კი შეაშინა. სასწრაფოდ მოაშორა გოგონას ხელები და ოდნავ უკან დაიწია. ლინდაც მალევე მოშორდა და სახეზე უხერხული გამომეტყველება აიკრო. -მაპატიემ ემოციები ვერ მოვთოკე. -არა უშავს, რას ამბობ. ეგ რა საბოდიშოა. - დაბნეული აცეცებდა თვალებს მამაკაცი. - გამიხარდა ჩემს წინადადებას რომ დათანხმდი. -მეც ძალიან გამიხარდა შენთან რომ ვიმუშავებ. -კარგი. - მხნეობა მოიკრიბა მამაკაცმა. - მოდი ასე მოვიქცეთ. ხვალ მოდი ჩემთან ოფისში სადღაც ასე დილისთვის და მე მიკითხე. შემდეგ კი ყველაფერს მოვაგვარებ. -აუცილებლად. - გაბადრულმა უპასუხა გოგონამ. -მაშინ მოდი შენი ახალი სამსახურის სადღეგრძელოც დავლიოთ. -ორი ვისკი. - ისევ გაუმეორა შეკვეთა ბარმენს. საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა. ჭიქას ჭიქა მიჰყვა და ორივე კარგად შეზარხოშებული იყო, როდესაც ლინდამ საათს დახედა და ჩუმად წამოიკივლა. -ვაიმე, უკვე ორი ხდება. -მართლა? რა უცებ გავიდა დრო.. გინდა წავიდეთ? -კიი. უკვე ძალიან გვიანია. - გაწელილად წარმოთქვა გოგონამ და ფეხზე წამოიმართა, მოულოდნელად ფეხები ერთმანეთში აებლანდა და იქვე მდგარი თორნიკეს მკლავს დაეყრდნო. -მაპატიე. მგონი ძალიან შევთვერი. -არა უშავს, მეც შენს დღეში ვარ. მამაკაცმა ფული გადაიხადა და ორივემ ერთმანეთზე მიყრდნობილმა არეული ნაბიჯებით დატოვეს ბარი. გარეთ მაშინვე ტაქსი გააჩერეს და ლინდას სახლისკენ წავიდნენ. ტაქსში მთელი გზა გაუჩერებლივ ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, მძღოლი კი ნერვებმოშლილი წამდაუწუმ სარკიდან გადახედავდა უკან მსხდომებს. ისეთი სახე ჰქონდა აშკარად ძლივს იკავებდა თავს რომ გარეთ არ ჩაეყარა ეს მომაბეზრებელი მგზავრები. როგორც იქნა ლინდას სახლამდე მიაღწიეს. -აქ დამელოდე მოგობარო, მალე მოვალ. - მხარზე ხელი დაჰკრა თორნიკემ მძღოლს და მანქანიდან გადავიდა ლინდასთან ერთად. - დარჩენილიყავი. გაცილება არაა საჭირო. -რას ამბობ. სანამ არ დავრწმუნდები, რომ შენს ბინაში უსაფრთხოდ არ შეხვედი, იქამდე ფეხს არ მოვიცვლი. -კარგი რაა. სულ ტყუილად მოდიხარ. თუმცა თორნიკეს ხმა აღარ გაუცია. უხმოდ აიარეს საფეხურები. -აი მოვედით კიდეც. - ჩაილაპარაკა ლინდამ. -მგონი უნდა დაგემშვიდობო. -მანდვილად. - გაუღიმა გოგონამ. თორნიკე კარგა ხანს უძრავად იდგა და გოგონას მისჩერებოდა, რომელიც გაკვირვებულ თვალებს არ აშორებდა და ვერ გაეგო, თუ რატომ არ მიდიოდა მამაკაცი. კარგად შეზარხოშებულს სადარბაზოს ბაც ყვითელ სინათლეზე, ლინდას სახე, მისი ნაზი კანი, რბილი თმები და მშვენიერი თვალები უფრო მიმზიდველი მოეჩვენა. ნელ-ნელა მიუახლოვდა, სუნთქვა გაუხშირდა, გოგონას გაფართოებული თვალებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე მიაკრო გავარვარებული ტუჩები გოგონას ტუჩებს და კარგა ხანს ტკბებოდა მათი გემოთი. დაეფიცება, რომ აქამდე სასიამოვნო გრძნობა კოცნისას არავისთან განუცდია. თან იმანაც გაათამამა, რომ გოგონასგან საერთოდ ვერ იგრძნო წინააღმდეგობა. ნელა მოშორდა მის ტუჩებს, გაშეშებულ გოგონას სახეზე ხელი ჩამოუსვა, ღამე მშვიდობისა უსურვა და იქიდან უკანმოუხედავად წამოვიდა. ქვემოთ ჩასულ მობუზღუნე ტაქსის მძღოლი დახვდა, რომელიც იმაზე ბრაზობდა, რომ ამდენი ხანი ალოდინა, შემდეგ ისევ ბუზღუნით განაგრძო გზა და მამაკაციც სახლამდე მიიყვანა. თორნიკემ თითქმის ორმაგი გადაუხადა და მძღოლიც კმაყოფილი წავიდა შინ. მამაკაცი კი გაბადრული სახითა და გაბრწყინებული თვალებით, ნელი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს სახლამდე. საკუთარ ოთახამდე მანძილიც ღიმილით გაიარა, ბედნიერი დაწვა და დაიძინა. მთელი ღამის განმავლობაში კი სახიდან უჩვეულო, მქრალი და ბედნიერი ღიმილი არ მოშორებია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.