შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული, ტკივილი, იმედგაცრუება (თავი IV)


17-08-2017, 14:16
ავტორი Neptun
ნანახია 1 142

12 მარტი ჩემ გონებაში და კალენდარში ყველაზე ბედნიერ დღედ იქცა.. იმ საღამოს იმდენად აფორიაქებული ვიყავი,რომ ვერ ვაზროვნებდი,ვერ ვიძინებდი და მომხდარზე ვფიქრობდი. მთელი ღამე თორნიკეზე ვფიქრობდი..მთელი ღამე ფირივით ვატრიალებდი მომხდარ კადრებს. როდესაც ვიხსენებდი თუ როგორ ჩამეხუტა საკუჭშნაოში მთლიანად ტანში ჟრუანტელი მივლიდა. მთელი ღამე ფანჯრის წინ ვიდექი და გავცქეროდი ვარსკვლავებიან ღამეს ,რომელიც ამ დღეს განსაკუთრებით ლამაზი მეჩვენა. მაგრამ ამ ლამაზ მოგონებებთან ერთად წინ ტესა წარმომიდგებოდა..მისი სახე,როდესაც მედა თორნიკე ჩახუტებული დაგვინახა და მისი ფრაზა “ მეც შემიყვარდი“. მაგრამ როდესაც ვიხსენებდი თუ რა გამიკეთა საერთოდ აღარ ვდარდობდი.. კარგით დავანებოთ ტესას თავი. ახლა რაც შეგეხებათ თქვენ ..თქვენ ალბათ გგონიათ,რომ მე ასე ადვილად ვაპატიე თორნიკეს და ვიმეგობრებ იმის მერე რაც მე მაგან მაკადრა? არა,არ შეცდეთ და არ გეგონოთ,რომ მე ეს ყველა დამცირება დავივიწყე,თვალი დავხუჭე იმიტომ რომ მიყვარს.. არა არცეგეთი დებილი ვარ რომ ადამიანს ასე ადვილად ვაპატიო ,თანაც ასეთი მნიშვნელოვანი რამ. დიახ მართალია მე ბევრი ტკივილის გადატანა მომიწია მისგამო,ბევრი რამის დაკარგვაც მომიწია..მაგრამ, ამის შემდეგ არამგონია მე მასთან ახლო ურთიერთობა დავიჭრო. ეს ჩემთვის მტკივნეული იქნება.. რა დარწმუნებული ვარ მეც ტესას ნაირად არ მომაძახოს „გიყენებდიო?“ მე იმ საღამოს როდესაც დავთანხმდი მეგობრობაზე უკვე გააზრებული მქონდა თუ როგორი მეგობრობა გვექნებოდა,ამიტომ ყველაფერი რომ გამერკვია თორნიკესთან გადავწყვიტე კონტაკტზე რომ შემოვიდოდა ყველაფერი პირდაპირ მეთქვა,რადგან პირდაპირობა ყველაზე კარგი რამაა ..თქვენ როგორ ფიქრობთ? დედაჩემთანაც გავარკვიე და მითხრა რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე..რახან დედას ჩემი გადაწყვეტილება მოეწონა ესიგი ეს სწორია..
16 მარტი,2017 წელი...
მზიანი დღე იყო.არაჩვეულებრივ ხასიათზე ავდექი..არვიცი ვგრძნობდი,რომ დღეს რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო,მაგრამ ეს გრძნობა მცდარი აღმოჩნდა..ამას მალე გაიგებთ რატომ..ფანჯარასთან ვიყავი და ველოდებოდი როდის გამოვიდოდა თორნიკე..სადღაც ათი საათისკენ გამოვიდა სახლიდან და დავინახე თუ არა გავძახე;
-თორნიკე!
--ოჰ,მარია..როგორ ხარ ? ლანას დაბადების დღის მერე აღარ მინახიხარ.
-კარგად მადლობა..თუ ეგრე ღელავდი შეგეძლო მოგეწერა..ხუმრობაში გავუტარე.
-ხო,მართალია..ვერ მოვიცალე. რაგინდოდა რატომ დამიძახე?
-შენთან სალაპარაკო მაქვს და როდის გეცლება?
-საღამოს შვიდისკენ,გაწყობს?
-კი როგორ არა.. და გავუღიმე..
-მაშინ მელოდე..შემოგივლი ..
-კარგი.
ახლა გაგიკვირდებათ რასაც გეტყვით მაგრამ იმდღეს ის არ გამოჩენილა..არ მოუწერია.. სახლში გვიან დაბრუნდა.. ვფიქრობდი,რომ მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა მაგრამ შეეძლო გავეფრთხილებინე და დებილივით არ ავეყუდებინე ფანჯარას..მე ამან უარესად გამაბრაზა..შეიძლება არუნდა გავბრაზებულიყავი,მაგრამ გაფრთხილება და ყურადღება არ აწყენდა. მეორე დღესაც ადრე ავდექი,რომ გამომეჭირა.. იგივე დროს გამოვიდა სახლიდან, და ისევ გავძახე..
-თორნიკე!
-მარია! შენ რა მითვალთვალებ? -მითხრა და ჩაიცინა.
-დიახ,გითვალთვალებ..გუშინ გითხარი სალაპარაკკო მაქვს მეთქი ..შენ მითხარი რომ შვიდზე მოხვიდოდი და მეც გელოდებოდი.
-რატომ მელოდებოდი როცა ნახე რომ არ მოვდიოდი?
-მე არ დამესიზმრებოდა მემგონი,რომ არმოხვიდოდი.. შეგეძლო ყურადღება გამოგეჩინა და უბრალოდ მოგეწერა და გაგეფრთხილებინე..- ჩვეულებრივად ვუთხარ..ვაგრძნობინე ამით რომ მეწყინა მაგრამ ეს როგორც აღმოჩნდა ისევ თამაშობდა.
-და შენ ვინ ხარ?
-უკაცრავად?
-ჩემი ვინხარ?
-იმ საღამოს შენ თქვი ვიმეგობროთო ხო?ანუ გამოვდივარ რომ შენი მეგობარი ვარ.
-ხოდა იცოდე,რომ არვარ ვალდებული გაგაფრთხილო..იმიტომ რომ დედაჩემსაც არ ვაფრთხილებ როდის მოვალ არ მოვალ და ასე შემდეგ..გაიგე?
-გასაგებია..მაგრამ როდესაც ადამიანს ეუბნები დარწმუნებით რომ მოხვალ და მერე აგდებ ეგ კარგია?
-ჩემთვის კი..
-გასაგებია ყველაფერი.. -მიხვდირაც და ვინც ხარ ძალიან კარგად..
-მიხარია რომ ჩვიდა შენ ტვინამდე..
-ჩემამდე არ მოდის,როგორ შეიძელბა ადმიანი ასეთი განსხვავებული იყოს სხვადასხვა დღეს
-შეიძლება ეგეთებიც.. მე ხომ ეგეთი ვარ ერთ დღეს თბილი მეორე დღეს აუტანელი. კარგი,ახლა ცოტა დრო მაქვს და რისი თქმა გინდოდა გუშინ?
-შენ ანუ ბოდიშის მოხდა არიცი ხომ?
-არა.არვიცი..მიდი მითხარი რისი თქმაც გინდოდა და წავალ..
-უბრალოდ დაივიწყე..აღარფრის..
-მაინც?
-იმის რომ არ ვაპირებ შენთან მეგობრობას..
-კარგი,როგორც გინდა.
ჩაჯდა მანქანაში წავიდა ვითომც არაფერი.. ძალიან უცნაურად იქცეოდა..მისი ცვალებადი ხასიათი ჩემთვის გაურკვეველი იყო..საერთოდ მიკივრდა,თუ როგორ ჰყავდა მეგობრები. ის ხომ აუტანელია..მის საშინელ ხასიათს ასიმეტრიდანაც კი იგრძნობდი..მიკვირს და მძულს თავი,თუ როგორ შემიყვარდა ეს საშინელება.აი ხომ ხედავდთ რანაირი ადამიანივარ..დაულაგებელი,ჩამოუყალიბებელი მეთვითონაც არვიცი რა ჭირი მიდნა .. კითხულობთ და გგონიათ ეს ვინაა არაფერი არიცის და რას წერს.. დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ მეც ეგრე ვფიქრობ ჩემ თავზე. სასაცილოა სატირალი რომ არიყოს.
ამ საუბრის შემდეგ მივხვდი რომ ეს ადამიანი ჩემ ცხოვრებაში კარგს არაფერს მომიტანს და აუცილებლად უნდა დამეძალებინა თავი და თავიდან ამომეგდო.. იმ საღამოს ძალიან ანერვიულებული ვიყავი ამიტომაც ადრე დავწექი.. გავიგე ის როდის მოვიდა სახლში,რადგან გავიგე მისი მანქანა როგორ გაჩერდა ჩემი ფანჯრის წინ....შუქი ჩამქრალი მქონდა..
-მარიაა..მარია აქ ხარ? ლაპარაკი მინდა.. საწოლიდან წამოვდექი მაგრამ ხმა არ გამიცია არმინდოდა მაგ საღამოს მასთან საუბარი.. და არამარტო მაგ საღამოს.. ეგონა რომ მეძინა და მალევე შევიდა სახლში.. იმ საღამოს ფანჯარა დაკეტილი მქონდა..ღია რომ ყოფილიყო შეიძლება შემომძვრალიყო ფანჯრიდან,ისეთ ხასიათზე იყო..
17მარტი,2017 წელი...
კიდევ ერთი ჩვეულებრივი გაზაფხულის დღე გათენდა..არვიცი მაგრამ შაშინელ განწყობაზე ვიყავი.. წამოვდექი საწოლზე ვიჯექი და ფანჯარას გავცქეროდი..ვის ველოდი ან რას არვიცი..ამდროს უეცრად ტესას ხმა მომესმა.
-უნამუსო ხარ. მე შენ მიყვარხარ.. გაიგე..ვიცი რომ შენც გიყვარვარ..
-ტესა?-გაკვირვებით ვთქვი ავდექი და ფანჯარასთან მივედი.. დავინახე როგრო იდგა მუხლებზე თორნიკეს წინაშე და როგორ ემუდარებოდა..
-ღმერთო ჩემო ამ გოგოს თავმოყვარეობა სულ აღარ გააჩნია.. -გავიფიქრე..ამდროს ტესამ დამინახა და ჩემთან მოვიდა.
-ხედავ?ხედავ რა მდგომარეობაში ვარ?? ეს შენი ბრალია..შენ გამიკეთე ეს.. შეყვარებული ამახიე..
-მე? მეციინება ამას რომ ვისმენ ტესა,შენ იცოდი მე რომ ეს ადამიანი მიყვარდა და ზუსტად ერთ კვირაში დაუახლოვდი და მალევე შეყვარებულები გახდით.. ვინ ვის აახია კიდევ საკითხავია.. მე არ ვაპირებ რაღაც ბავშურ ჩხუბში ჩარევას.თქვენი პრობლემები თქვენთვითონ გაარკვიეთ მე ნუ ჩამრევთ თუ ღმერთი გწამთ.
-სულ ასეთი ხარ და იყავი..ერიდები კამათს.
-დიახ ვერიდები...სიწყნარე მინდა გესმის? შენდა თორნიკე რაც ჩემ ცხოვრებაში გაჩნდით მოსვენება აღარ მაქვს..გესმით?-ხმამაღალი ტონით ვუთხარი..
-შენ სულ გაგიჟდი..-მომმართა ტესამ.
-ვინ გაგიჟდა ტესა ეგკიდევ საკითხავია..-უთხრა თორნიკემ.
-რატოა საკითხავი?
-ღმერთო ჩემო რა მოკლე ტვინა ხარ.. მარია არ მოსულა ჩემი სახლის წინ მუხლებზე თხოვნით და არ გაუმართია სცენები ისეთი ,როგორიც შენ..
-აჰ,ანუ მე ვარ გიჟი ხო?
-კი..
-ნეტა რატომ? შენზე სიყვარულმა გამაგიჟა, გამაგიჟა გესმის?-ტესა ამას მთელი ხმით ყვიროდა..
-დაივიწყე სიყვარული დაივიწყე..არგიყვარვარ მე შენ ეს გიყვარს -და მანქანისკენ გაიშვირა ხელი.
ამის თქმის შემდეგ ტესა გაიქცა.. მე ძალიან გაბრაზებული ვიყავი..ტესას წასვლის შემდეგ ფანჯარას უნდა მოვცლებულიყავი როცა თორნიკემ დამიძახა.
-სად იპოვე ეს შეშლილი?
-თვითონ მიპოვა...ყველა შეშლილი ჩემთან მოდის..
-გუშინ საუბარი მინდოდა და გეძინა..
-არმეძინა მესმოდა.
-რატომ არ გამოიხედე?
-არმინდოდა შენთან საუბარი..
-რატომ კი მაგრამ?
-კი, მაგრამ კიდევ ბედავ და მეკითხები რატომ? იმ დაბადების დღეზე თბილად მექცეოდი მეგობრობას მთხოვდი,მეორე დღეს შეხვედრაზე მთანხმდები არ მოდიხარ..მესამე დღეს მეუხეშები... ახლა ლაპარაკი გინდა წყნარად..ვერ გავიგე რაგინდა? ვერ გავიგე ვინ ხარ საერთოდ..შენც წადი რა როგორც ტესა..თუ ღმერთი გწამს გამანებე თავი.
-კი მაგრამ გიყვარვარ.
-ნუ ნერვიულობ სათანადოდ ჩავმარხავ ამ სიყვარულს და ბოროტად ნუ იყენებ გეხვეწები ჩემ დამოკიდებულებას შენ მიმართ. რამდენადაც მიყვარხარ იმდენად მძულხარ გესმის?
ეს ვუთხარი და გაბრაზებულმა მანქანა დაქოქა და წავიდა.. ცოტა არიყოს შემეშინდა რამე არ დაეშავა..მაგან მაიძულა მე ეს მეთქვა..მომავალში რაც მოხდა ეს თითქოს ბანალურ ისტორიას ჰგავს ..სერიალებში და ფილმებში რომ ხდება მაგრამ ეს რეალობაში უსაშინლესი რამაა.საღამოს ათისკენ მოვიდა თორნიკეს დედა და გვითხრა რომ თორნიკე საავადმყოფოში იყო..ეს რომ გავიგე თავი დამნაშავედ ვიგრძენი..
-ეს ჩემი ბრალია..ეს ეს ჩემი ბრალია..
-არაფერია შენ ბრალი..გაჩერდი..-მითხრა დედამ.
-წავიდეთ.
-სად?
-საავადმყოფოში.. მალე დე წავიდეთ.
დედამ უარი ვერ მითხრა და მივედით საავადმყოფოში..
-ექიმო,როგორაა? -მივვარდი ექიმს..
-ამ საავადმყოფოში ათასობით დაშავებულია.. ვიზე მეკითხებით კონკრეტულად?
-თორნიკე არეშიძეზე..
-სტაბილურადაა...მსუბუქი ოპერაციებიი გადაიტანა და ახლა სძინავს ..საშიში არაფერია..ცოტახანში შეგეძლებათ მისი მონახულება.
-მადლობა ექიმო.
იქვე სკამზე დავჯექი და ველოდებოდი,როდის დამიშვებდნენ რომ შევსულიყავი პალატაში,როცა გავიგე ტესას განწირული ხმა.
-სადაა? როგორაა?
ტესამ დამინახა იქ რომ ვიჯექი მოვიდა..საყელოზე მწვდა და კედელს მიმაჯახა.
-შე ძუკნა..შენი ბრალია ..შენი ბრალია ის აქ რომაა..
დედაჩემმა ჩემ მიმართ ასეთი მოქცევა ვერ აიტანა და სილა შემოარტყა.
-შენ ვინხარ ჩემზე ხელი რომ აწიე ქალო? სოფლიდან გამოქცეულები.
-სოფლიდან გამოქცეული ვინაა ეტყობა აქ..-დიალოგში თორნიკეს დედაც ჩაერთო..
-როდის შეიძლება თორნიკეს ნახვა?-უნამუსოდ იკითხა ტესამ..
-ცოტახანში..მაგრამ შენთვის არასდროს.-უპასუხა ნათიამ.
-ეგ ვითომ რატომ? მარიასთვის შეიძლება და ჩემთვისარა??
-დიახ..მე ვარ დედა და მე ვწყვეტ ვინ შევა თორნიკესთან პალატაში და ვინ არა გასაგებია?
-კარგით..მომავალში ვნახავთ ვის ექნება უფლებები და ვის არა..
-ეგ როგორ გავიგოთ?
-როგორც თქვენ გინდათ ქალბატონო ნათია.
და ტესა როგორც ყოველთვის წავიდა. მან თავისი უეცარი გამოსვლებით უკვე ტვინი წაიღო..სურპრიზებით სავსეა სერიოზულად ვამბობ..არასდროს არავინ იცის როდის რა დაარტყავს თვში.
-ქალბატონებო..შეგიძლიათ თორნიკეს ნახვა..ოღონდ სათითაოდ..
-მარია მიდი ..-მომართა ნათია დეიდამ..
-არა,რას ამბობთ თქვენ დედა ხართ..
-მიდი ,მე შენს მერე შემოვალ..
-კარგით როგორც გენებოთ..
შევედი და ძალიან ცუდი გრძნობა დამეუფლა..წამლების საშინელი სუნი იდგა პალატაში..ამან უარესად გამხადა,მაგრამ როდესაც დავინახე თორნიკე..ფეხზე თაბაშირი,დასიებული სახე.. რაღაც შნურები,რომელიც თორნიკეს განძრევის საშუალებას არ აძლევდა.ვათვალიერებდი პალატას როცა მან მითხრა.
-პალატის დასათვალიერებლად მოხვდი თუ ჩემი..
-მოდი ვთქვათ ორივესი..
-რატომ მოხვედი?
-რა კითავაა რატომ მოხვედი..შენი ნახვა მომინდა ..ეს ხომ საშინელებაა.. რამოხდა?
-არაფერი..ძალიან სწრაფად მივდიოდი და რული ვერ დავიმორჩილე..
-ჩემი ბრალია..
-ჰეი,არაფერია შენი ბრალი..-მითხრა და ხელი მომკიდა..
-ჩემი ბრალი..მე გითხარი საშინელებები.. ახლა ასე არიქნებოდი შენ..
-არაუშავს ხდება ხოლმე..მთავარია ცოცხალი ვარ და შენ აქ ხარ..
ამ მომენტში როდესაც დაიწყო ჩვენი დიალოგი შემოვიდა ექთანი და თქვა ;
-თქვენი დრო ამოიწურა..
არცერთს არ გვინდოდა მაგრამ უნდა გავსულიყავი..რადგან დედამისსაც უნდა ენახა..
გამოვედი პალატიდან და იქვე მდებარე სკამზე ჩამოვჯექი.. დედამისიც მალევე გამოვიდა..შემდეგ ექთანი მოვიდა და თქვა,რომ დღეს ვიღაცა უნდა დარჩენილიყო..მე დარწმუნებული ვიყავი დედამისი დარჩებოდა..მაგრამ
-მოდი მარია დარჩეს..თქვა დედაჩემმა..
-არა,არა მე დავრჩები..-ნათია დეიდამ უპასუხა.
-ნათია,არ ხარ კარგად..სახეზე ფერი არ გადევს..წამოდი სახლში დაისვენე ..მარია მიხედავს..
-კარგი.შენ ხელშია ჩემი შვილი..
-კარგით.
სიმართლე გითხრათ იმ დროს ვერ გავიაზრე თუ რამოხდა,სანამ მარტო არ დავრჩი.’
-ქალბატონო,პალატაში უფრო კომფორტული იქნება. -მომმართა ექთანმა.
-კარგით მადლობა..- ძალიან შეშინებული შევედი პალატაში,მეგონა ეღვიძა.,მაგრამ ისე ტკბილად ეძინა..ესე ბოლოს როდის მეძინა მე არ მახსოვს.. მივედი თმებზე მოვეფერე და შუბლზე ნაზად ვაკოცე,თან მეშინოდა არ ეგრძნო..ძალიან დაღლილი ვიყავი და იქვე მდებარე დივანზე წამოვწექი..არვიძინებდი..ერთ საათში გაეღვიძა..
-მარიაა..აქ ხარ?
-კი აქვარ.-სწრაფად წამოვდექი და მივედი მასთან..
-გეხვეწები,წყალი მომეცი..-ეგრევე მოვუტანე..თვითონ ვერ სვავდა ამიტომ თავი ავაწევინე და დავალევინე..
-მადლობა..
მითხრა და გადვწყვიტე დივანზე დაწოლა..მეგონა იძინებდა,როცა ხელი მომკიდა და მთხოვა რომ მასთან დამჯდარვიყავი და რამე სასაცილო ისტორია მომეყოლა..ცოტაარიყოს გამიკვირდა.
-იქნებ დაიძინო? ძალიან დაღლილი ხარ.. რომ გამოგწერენ მერე მოგიყვები..
-არმეძინება..მიდი რა მომიყევი..
-არაფერი მოდმის თავში ისეთი რომ გაგეცინოს..ა ერთი გამახსენდა მაგრამ რამდენად სასაცილოა არვიცი..სადღაც მეორე კლასში ვიყავი როდესაც კლასელის დაბადების დღე იყო და ავიტეხე რომ ტორტს მე გავიტანდი და დიდიხნის წუწუნის შემდეგ დამთანხმდნენ..გავიტანე დამისაღებში იყო ხალიჩა ფეხი წამოვკარი და დავარდი ტორტში თავი ჩავყავი და მთლიანად ტორტიანი ვიყავი..მაგდროს ყველა იცინოდა,აი მე ,მე ვტიროდი..
-აუ,იქ რომ ვყოფილიყავი..
-რა?
-ყველაზე მეტს მე დაგცინებდი..
მთელი ღამე ისტორიებში გავატარეთ..ხან ის ყვებოდა ხან მე.. იმ საღამოს ყველანაირი უხეში ქცევები დავივიწყე და ვტკბებოდი მომენტით.



№1 სტუმარი Guest ნინო

ამ ბიჭის ვერ გავიგე რაუნდა ?
მომწონს <3 ასე განაგრძე

rodis saideba shemdegi tavi?

 


№2  offline წევრი Neptun

Guest ნინო
ამ ბიჭის ვერ გავიგე რაუნდა ?
მომწონს <3 ასე განაგრძე

rodis saideba shemdegi tavi?

ხვალ ან ზეგ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent