შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული, ტკივილი, იმედგაცრუება (თავიIII)


15-08-2017, 22:16
ავტორი Neptun
ნანახია 1 275

ამდღის,შემდეგ ჩემ თავს პირობა მივეცი,რომ ამ ადამიანს ჩემი თავიდან ამოვაგდები,დავივიწყებდი ამ გრძნობას რომელიც სიარულის,ფიქრის,ლაპარაკის და ჭამის საშუალებას არ მაძლევდა. სამუდამოდ ავიღებდი დავკუწავდი და ჩემი ცხოვრებიდან გავშუვებდი.მარგამ ეს იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა.ამ ბიჭმა თავის გადმოსვლით ჩემი ცხოვრება გაანადგურა. ის ყოველდღე მაგრძნობინებდა თავს არარაობათ. შემძულდა თავი.შემძულდა ყველა და ყველაფერი.ყველა მეკიდა.არავინ მაინტერესებდა. ვცდილობდი ცხოვრების დინებას ავყოლოდი მაგრამ მიჭირდა უკან ლოდი მეკიდა,რომელიც არ მაძლევდა საშუალებას გავსულიყავი წინ, უკან ,გვერდზე. ერთადერთი დედაჩემი ხედავდა ჩემ ტანჯვას,რომელიც ჩემთან ერთად იტანდა ამ საზარელ წამებს,წუთებს,საათებს დღეებს .. ასე ვიყავი წელიწად ნახევარი. ამ პერიოდში დავკარგე ყველა და ყველაფერი რაც გამაჩნდა.აღარ მყავდა მეგობრები რომლებიც ძალიან მიყვრადნენ,რადგან იმდენად ცუდათ ვიყავი ყველას ვუარყოფდი,ვეუხეშებოდი და არვაძლევდი საშუალებას ჩემთან ახლოს ყოფილივნენ. ეს ჩემი ბრალი იყო,ხოლო ჩემი ასეთი მდგომარეობა მხოლოდ იმ ადამიანის,რომელიც არარაობაა მაგრამ მიყვარს. გეცინებათ,გიკვირთ,როგორ შეიძლება გიყვარდეს ასეთი უხეში პიროვნება,როგორიც თორნიკეა.. არაუშავს მეც მიკვირს და ვერ ვხვდები რამ დამატყვევა ასე რომ შემიყვარდა. მასთან შეხვედრა ჩემთვის ბედნიერების და ამასთანავე აუტანელი ტკივილის მომცემია.. მას ორნაირი გამოხედვით ვუყურებდი სიყვარულის და სიძულვილის.. ვერ ვიტანდი ჩემ თავს ასე ძალიან რომ შემიყვარდა პიროვნება,რომელსაც არც კი ვიცნობდი,მაგრამ ამასთანავე მეგონა რომ ის ჩემი ნაწილი იყო. ძალიან დებილივარ.მსოფლიოში ყველაზე ჩამოუყალიბებელი,დებილი და უმიზნო პიროვნება ვარ მე! მე! გესმით? არ დაიწყოთ ფიქრი და არდაიწყოთ ჩემი გაკრიტიკება იმისგამო თუ რატომ მაქვს ჩემი თავის ასეთი დაბალი შეფასება. ეგეთი ვარ დავერასდროს გამოვსწორდები.
ნახევარი წელი დამჭირდა ჩემ თავში გამორკვევა და ბოლოს მივხვდი,რომ ასე გაგრძელება არშემეძლო და დავიწყე ხალხში შერევა,ახალი მეგობრების გაჩენა,და იმ აუტანელი ადამიანის სახის,ხმის,შეხების დავიწყება. ვერ გეტყვით ეს რომ ადვილი იყო მაგრამ ამის ატანა მიწევდა.. ვერ გეტყვით რომ პირველი დღეები როდესაც ხალხში ავირიე ადვილი იყო,რადგან იქ ბევრი ძველი ნაცნობი იყო რომლებიც მე ვუარყავი და მიყურებდნენ სიძულვილით, ერთმაენთს უჩურჩულებდნენ „ეს ის არაა? შეშლილი“ „ჰაჰ როგორ მოვიდა აქ?“ „ უკაცრავად გიჟების ექმიმი სადა? „ეს აქ საერთოდ ვინ შემოუშვა“ ამ რეპლიკებს ისროდნენ .ზოგი ჩემ გასაგონად ზოგიც ჩუმად. ყველაფერი მესმოდა,და გასაგები იყო ჩემთვის.. მე გავიფუჭე რეპუტაცია,რომლის დაბრუნებასაც ძალიან დიდი დრო მოვანდომე.იმდენად დიდი რომ ბოლოს უკვე სიხარულიც კი მეზარებოდა. არ გეგონოთ ამ სევდიან ისტორიას რომ ვყვები ვტირი ან რაიმე მაგდაგვარი,არა სულაც არა,რადგან ახლა ზუსტად მაქვს ის რისგამოც რამდენიმე წლის წინ ვიტანჯებოდი. თვენ ვერც კი წარმოიდგენთ ჩემი ახლიდან დაბადების შემდეგ რამდენად ატრიალ დატრიალდა ჩემი ცხოვრება. რამდენი რამ მოხდა კარგი ცუდი.. მაგრამ იქამდე იმდენი ისტორიაა იმდენი ალბათ კითხვის დროს შეიძლება გარეკოთ. კარგით არგვინდა გაბუქება . ეს ხუმრობით. შეიძლება არმყავს მკითხველი,რადგან ახალბედა ვარ,მაგრამ ეს მე მაინც მახარებს რომ მე ამას ვწერ და ვუზიარებ ერთეულ ადამიანებს მაგრამ ჩემთვის არ აქვს მკითხველის რაოდენობას,რადგან არ ვარ კარგი მწერალი. მზად ხართ კიდევ ერთი უჩვეულო ისტორიის მოსასმენად?
25 თებერვალი, 2017 წელი
ამდროისთვის ასეა თუ ისეა უკვე მქონდა,რაღაც ადგილი დამკვიდრებული საზოგადოებაში. მქონდა პატრა მაგრამ თბილი სამეგობრო წრე. მყავდა ერთი მეგობარი ,ძალიან თბილი ადამიანი ჩანდა(არგაგიკვრდეთ მომავალში გაიგებთ რატომ დავწერე „ჩანდა“) საყვარელი იყო,ყველასგან გამოირჩეოდა,რაგდან პირველ დღეს როდესაც გამოვჩნდი ის იყო ერთადერთი,რომელიც გვერდში დამიდგა,დამიახლოვდა და შანსი მომცა იმისა რომ გადამედგა ახალი ნაბიჯი და ტესა ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდი და ვერასდროს ვერ დაგივიწყებ ამ სიკეთეს შენ.. ჩვენ იმდენად დავახლოვდით,რომ ერთ დღესაც გადავწყვიტე მომეყოლა ჩემი გრძნობის შესახებ რომელიც მჭამდა. ყველაფერი მოვუყევი თავიდან ბოლომდე წერტილ მძიმიანად.. როდესაც მოვრჩი მოყოლა,მან მთხოვა მენახებინა თუ როგორ გამოიყურებოდა და შევედი მის ფეისბუქ გვერდზე და ვაჩვენე. ის შეიშმუშნა და მითხრა თუ რას ჰგავდა და არღირდა ამ ბიჭის გამო დამწუხრება. ცოტა არიყოს ეჭვები გამიჩნდ ამაგრამ არმივაქციე ყურადღება. სადღაც ორი დღის შემდეგ მკითხა კიდევ მიყვარდა თუ არა ..ამან უარესად დამაეჭვა და უკვე ისე აღარ ვექცეოდი,როგორც ადრე.. შემდეგ დაიწყო დუაპტიჟებლად და ხშირად მოსვლა ,რაც მაღელვებდა. ხშირად უნდოდა გარეთ გასვლა და ხშირად იყურებოდა თორნიკეს სახლის კარებისკენ.. მაბრაზებდა და მაგიჟებდა.. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ყველაფერი პირში ვახალე,მან კი აქეთ გამომიყვანა დებილი და მითხრა რომ ვაბუქებდი. იმდღეს დავფიქრდი და ჩემი თავი დამნაშავედ ჩავთვალე ამიტომ გადავწყვიტე რამდენიმე დღის შემდეგ ბოდიში მომეხადა,ეს არამარტო ჩემი არამედ დედაჩემთან ერთად მიღებული გადაწყვეტილება იყო. ტესა ჩემნაირი გარეგნობის იყო ზუსტად ,თითქოს ტყუპები ვიყავითო ..ერთად სადაც გავდიოდით ყველას დები ვეგონეთ და ჩვენ ეს გვიხაროდა. დებილებივით ვხტუნავდით და მთელი დღე ბედნიერი სახეებით დავდიოდით. ის მე დასავით მყავდა.მიყვარდა და ყველაფერს ვიზამდი მის გამო.. ის ერთადერთი იყო მაშინ ვინც მამშვიდებდა.
1 მარტი, 2017 წელი
გაზაფხულის პირველ დღეს გადავწყვიტე ტესას შემორიგება და დავურეკე..ხმოვანი მესიჯი ჩაირთო და გადავწყვიტე ხმოვანი მესიჯის დატოვება:
-ალო,ტესა,მე ვარ მარია.. მინდა პირისპირ გესაუბრო და გავრკვიოთ ჩვენი ურთიოერთობა.. ბოდიში მინდა მოგიხადო.ეგოისტურად და ცუდათ მოვიქეცი.. არვიყავი მართალი. რომ ნახავ ამ მესიჯს დამირეკე . მიყვარხარ..მარია..
ამ ზარის შემდეგ გადადვწყვიტე ცოტა ჰაერზე გავსულიყავი ჩავიარე თორნიკეს სახლი..მისი მანქანა სახლის წინ იდგა.. დარწმუნებული ვიყავი რომ სახლში იყო.. გავიარე და მისი სახლის წინ მდებარე ბაღში დავჯექი..მისი კარები იდეალურად ჩანდა..სწორედ როდესაც მის კარებს გვცქეროდი გაიღო კარები გამოვიდა თორნიკე და შემდეგ...შემდეგ ტესა ჩემი და და საუკეთესო მეგობარი გადაკოცნა თორნიკეს დედას და გაემართა მანქანისკენ. თორნიკემ გაუღო კარები..ტესაც ამდენი ხნის მეგობრობის შემდეგ მას ჩაუჯდა ხვანცალით ვითომც არაფერი.. და სანამ დაიქოქებოდა მანქანა მე გვერდზე გავუარე შევხედე და წამოვედი.. არვიცი ნადმვილად ავარდა თუ არა ნამუსზე მაგრამ აი ამის შემდეგ ზუსტად ვიცი რომ საერთოდ აღარ შევხედავ მას და არ შევურიგდები,რადგან მან ეს რაც გააკეთა იყო ყველაზე საშინელი,მდაბიო და არაადამიანური ქცევა.. არვიცი ადამიანმა ასეთი რამ როგორ უნდა გაუკეთოს მეგობარს.. ან როგორ გაიცნო ან სად, ან როდის მოასწრო? ჩემ თვალწინ ადამიანი რომელსაც ვენდობოდი მატყუებდა,მე დებილმა კიდევ ერთი შანსის მიცემა ვცადე... მძულს ჩემი თავი მძლუს.. მძულს..

12 მარტი ,2017 წელი
მეგობრის დაბადების დღე ,ლანასი,რომელზეც ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ რომ ასეთ რამეს როგორიც ტესამ გამიკეთა არ გამიკეთებს.
-დე,ჩემი შავი კაბა სადაა? -გავძახე დედას აბნეული ხმით.
-შვილო,რათგინდა შავი? რას გლოვობ? დღესასწაულია აი ეს ყვავილებიანი ჩაიცვი. -და მოხსნა კარადიდან .
- ცხოვრებას ვგლოვობ დედა,არმიდნა .მე შავი მინდა.
-კარგი აგერ საუთავებელზე დევს.
მალევე მოვემზადე არცისე გამომწვევად ჩამიცვია.. ძალიან მსუბუქი მაკიაჟი წავისვი.. ვიდექი სარკის წინ და ჩემ თავს ვერ ვცნობდი.
-მარია,ტაქსი მოვიდა.. მალე წადი არ დააგვიანო.
-კარგი დე, მალე მოვალ.
-იცოდე ტესას არმიაქციო ყურადღება.. და არავის არ აყვე.
-კარგი დე, ჭკუა ვისწავლედა აღარ დავუშვებ შეცდომებს.
-მიდი,ჩემი ჭკვიანი გოგო.
დანიშნულ პუნქტამდე მალევე მივედი,რადგან ახლოს ცხოვრობდა ლანამ დამინახა და უეცრად გამოვარდა..ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა არიყო დარწმუნებული მივიდოდი თუ არა ტესას ამბის შემდეგ..
-მოხვედი ჩემო გიჟო... -მაგრად მეხუტებოდა არმიშვებდა.
-აბა შენ დაბადების დღეს როგორ გამოვტოვებდი?
-ძალაინ მიხარია საყავრელო..
-წამოდი ,ყველა შენ გელოდებოდით.
სახლამდე შესვლამდე დავაფიქსირე თორნიკეს მანქანა და მივხვდი,რომ ის ტესასთან ერთად აქ იყო..ლანამ დამინახა ხელი მხარზე დამადო და გააქნია თავი იმ აზრთი რომ არ დავღონებულიყავი . მაგრამ უკვე გვიანი იყო.
შევედი სახლში.. სახლში შესვლა და ყველას მზერა ჩემ მიმართ იყო მომართული.. თორნიკესიც კი.. ყველა მოდიოდა და კომპლიმენტს მაძლევდა..ვინც ვერ მიტანდნენ უბრალოდ იდგნენ და მიყურებდნენ.. სიბრაზისგან აღარ იცოდნენ სად წასულიყვნენ. მე ეს მიხაროდა..არვიცი რატომ მაგრამ ბედნიერი ვიყავი..
-როგორც ჩანს აქ შენ ხარ ყურადღების ცენტრში.. იმდენად ლამაზი ხარ იუბილარიც კი დაავიწყდათ.- ჩამჩურჩულა ლანამ..
მე გავიღიმე და უნებურად თორნიკესკენ გავიხედე,რომელიც კვლავ მე მიყურებდა.. -ტესამ ეს დააფიქსირა და უთხრა ჩემ გასაგონად.
-საყვარელო,იქნებ აივანზე გავსულიყავით?
-არა,რატო აქაც კარგად ვართ.- უპასუხა თორნიკემ ტესას ისე რომ მზერა ჩემგან არმოუცილებია.
-მე არვარ კარგად..-მკაცრი ტონით უთხრა ტესამ.
-მე რავქნა,თუ ცუდად ხარ გადი შენ.მე აქ ვიქნები..
ტესას პასუხი არ მოეწონა და სიბრაზისგან გავიდა აივანზე..
-მარია,გეხვეწბი საკუჭნაოში შედი ორი ბოთლი ღვინო წამოიღე..სანამ ჭიქებს ავიღებ..-მთხოვა ლანამ,
-კარგი ახლავე..
თორნიკემ დამინახა საკუჭნოში რომ მივდიოდი და გამომყვა..სიმართლე გითხრათ არვიცოდი თუ გამომყვა იქამდე სანამ არ შევეჯახე.
საკუშნაოში რომ შევედი კარები ღია დავტოვე,რადგან ძალიან მეშინია დახურული სივრცის და სიბნელის..შუქი კი არიყო საკუჭნაოში..
ავიღე ორი ბოთლი ღვინო და გამოსვლის პერიოდში შევეჯახე კარებში თორნიკეს.. თორნიკე წინ მოიწევდა და მე უკან მივდიოდი,რადგან ძალიან ახლოს იყო ბოლოს კარები დაიკეტეა.. მე კედელთან ვიდექი ,თორნიკე იმდენად ახლოს იდგა,რომ მისი სუნთქვის სიჩქარეს გამოითვლიდა კაცი.. როდესაც კარი დაიკეტა,თორნიკეს ხელი ვკარი და კარებს ვებღაუჭებოდი მაგრამ ვიღაცამ კარები გარედან ჩაკეტა..
-ვერ ვსუნთქავ..ცუდად ვარ..მიშველეთ..
-რაგჭირს? რამოგივიდა..?
-დახურუ..დახურუ..დახურული სცივრც.სივრცის შიში მაქვს..
-პანიკა გაქვს დაწყებუული.. -ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა კარების გაღებას შეეცადა მაგრამ ვერ აღებდა..გარეთ ყველა ერთობოდა მუსიკის ხმა იყო და ვერავინ იგებდა თორნიკეს ყვირილს..
-კარგი მისმინე,სადღაც მაქვს წაკითხული თუ როგორ შეიძლება პანიკაში მყოფი ადამიანის დაწყნარება.. ახლა რასაც გავაკეთებ ამის გამო არ გამიბრაზდე კაი?-ამას რომ ამბობდა მისი ხელები ჩემ სახეზე იყო და ბოლოს ჩამეხუტა დიდიხნის განმავლობაში მეხუტებოდა..როცა ტესამ კარები გააღო და დაგვინახა.. გაბრაზებული გავარდა.. თორნიკემ წამომაყენა და ტესას გაეკიდა..მეც გავყევი და დავინახე როგორ ეჩხუბებოდა ტესა უყვიროდა.
-როგორ გაბედე? შენ მე მასში გამცვალე? მორჩა ჩვენ აღარ ვართ..
-ანუ?
-ანუ,ის რომ გშორდები..
-კარგი. მაინც არმაინტერესბხარ.. შენ ჩემთან ფულის გამო იყავი მეტი არაფერი.. მეც გამოგიყენე.
-და მარია რისთვისაა შენთან?
-არარის ჩემთან...
-მაშინ ერთ რამეს გეტყვი..ის შენზე შეყვარებულია.. ადრე ვმეგობრობდით და მითხრა.
-აი აქ უკვე ჩანს რა არა ადამინაიც ხარ.
-ვითომ რატომ?
-იცოდი რომ ვუყვარდი და დაქალს ასეთი რამე გაუკეთე? -დაცინვით უთხრა
-დიახ,იმიტომ რომ მეც შემიყვარდი. -ეს თქვა და გაიქცა.. თორნიკე მობრუნდა და დამინახა.. მომიახლოვდა და:
-ბოდიში.
-რისთვის?
-ტესას გამო..
-არაა საჭირო ტესას გამო ბოდიშის მოხდა.
-შევიდეთ?
-კარგი შევიდეთ..
ოთახში შესვლის თანავე წყნარი მუსიკა ჩაირთო და თორნიკემ საცეკვაოდ გამიწვია.. ძალიან გამიკვირდა.. მუსიკის დამთავრებამდე ვცეკვავდით.არვიცი მაგდროს რამოხდა.. ის ჩამეხუტა.. ამდროს ლანას სახე დავინახე და თან ვნახე სიხარულისგან როგორ ცეკვავდა.. ძალიან სასაცილო სანახავი იყო.
-იქნებ დავისვენოთ -ჩუმად ჩავჩურჩულე.
-არა,ცოტახანიც.
მთელი საღამო ვცეკვავდით .. დავიშალეთ..ლანას დავეხმარე და წავედი... ამ დროს მეგონდა თორნიკე წასული იყო მაგრამ როგორც აღომჩნდა მე მელოდებოდა.ძალიან გამიკვირდა..
-მეგონა წახვედი..აქ რას აკეთებ?
-შენ გელოდები.
-მე? რატომ?
-წამოდი ცოტა გავისეირნოთ თუ არ ხარ წინაღმდეგი..
-რავიცი , ძალიან გვიანი არაა?
-კარგი რა ..სულ რაღაც ცხრა საათია..გპირდები დედიკოსთან იქნები ათ საათზე.
-კარგი.-ვუთხარი და ჩავიცინე
ძალიან ლამაზ ადგილას გავჩერდით. მთლიანი ქალაქის ხედი იშლებოდა.. გავბედე და ვკითხე:
-იმის მერე რაც ბოლოს მითხარი,გამოვიტანე დასკვნა რომ უინტერესო ვიყავი და ახლა მე შენთან ერთად გავცქერი ამ სანახაობას.. რამოხდა?
-რაღაცას მივხვდი..,
-მაინც?
-იმას რომ არხარ უინტერესო.. ვიმეგობროთ?
-კარგი.. ვიმეგობროთ..მაგრამ ახლა სახლში წავიდეთ..
-ოხ რა ხარ რა.. სიცილით დაქოქა მანქანა და სახლისკენ წავედით.. 12 მარტი ჩემი ყველაზე სასწაული და ბედნიერი დღე..მაგრამ ტესასთან დამნაშავედ ვგრძნობდი თავს.



№1 სტუმარი ნინკ

აუუ <3 რა მაგარია

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ეხლა რა გამოვიდა? რადგან ლამაზად ჩაიცვა და გალამაზდა, თორნიკეს ყურადღება მიიქცია? და ამით გახდა მისთვის საინტერესო? თორნიკე რატომღაც მაღიზიანებს. აი ტესა კი ნამდვილი კახპაა. ასეთი არაქალის გამო ნამდვილად არ უნდა შეიტოკო ნერვი, არ ღირს. საინტერესოა ნამდვილად, როგორ განვითარდება მოვლენები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent