შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი წვეთი (თავი II)


17-08-2017, 22:11
ავტორი GirlStorm
ნანახია 1 305

ღამის სამი საათია... ბარბარეს ჩემს მკლავებში სძინავს... ქანცი გამძვრა. თავიდან მეშინოდა ლევანი არ გამომყოლოდა და ხელში ატაცებული ბავშვით კარგა ხანს მოვრბოდი, ახლა კი როცა ვხვდები, რომ შესაძლოა, ისევ იქ ეგდოს გონ დაკარგული სადაც მე და ბაბიმ დავტოვეთ, იმის სურვილი მიჩნდება აქვე ტროტუარზე ჩამოვჯდე და ორი წუთით თვალი მოვხუჭო... ვერ ვხვდები თავზე მენგრევა თუ ჩემს გარშემო ბრუნავს მთელი სამყარო... გზის გაგრძელება აღარ შემუძლია, ძალა გამოცლილი ვარ, გამოფიტული... ან სად მივდივარ,რისი იმედი მაქვს... ტირილი მივარდება. ვცდილობ ხმადაბლა ვისლუკუნო, რომ ბაბის ძილი არ დავუფრთხო. ქალაქში სიწყნარეა. ბუზის გაფრენის ხმაც კი არ ისმის... სატელეფონო ჯიხური მაინც იდგეს სადმე... ტაქსის მაინც გამოვიძახებდი, სასტუმრომდე მისასვლელად.
-დედიკო სად მივდივალთ? თითქმის ჩურჩულით მეკითხება ახლად გაღვიძებული და შეშფოთებული ბაბი.
-აჰაჰაჰ... გაიღვიძე ჩემო ფერია? თბილად ვუღიმი და ვცდილობ თავი ავარიდო მის კითხვას.
-ქო დე. გავიდვიძე. ტაკო მეტინა, ალ დაიგალე? ცამომსი და ექა მე აგიკან. ცამომსი, ცამომსი... _ჩემი ტიკტიკა.... ახლა ნამდვილად გამეცინა... ის ისე დაჟინებით ითხოვდა ფეხით წამოსვლას და ჩემს ხელში აყვანას...
-კარგი ჩამოგსვავ, ოღონდ მეც ფეხით წამოვალ კარგი?_ ჩემს სიტყვებზე თავადვე მეღიმება. -ხელი მომკიდე და მეგობრებივით ვიაროთ ხო დე?...
-კალგი და სად მივდივალთ? _ღიმილი საღეზე შემაშრა... როგორ ვუთხრა არ ვიცი სად მივდივართ მეთქი.
-დედიკო დეე... სად მივდივაალთ? ლას ფიქლობ ამდენს? მითქალი ლაა...
- ამ... სად მივდივართ ჩემო ფერია და... სად მივდივართ დაა... იცი სად მივდივაართ?! ჩემს მეგობართან მივდივართ.... იცი რა კარგი მეგობარია? ბაღში ერთად დავდიოდით....
-ბაგსი?
-კი, კი ბაღში... სულ ერთად ვთამაშობდით ხოლმე...
-მასინ აქამდე რატომ ალ ვიცნობდი?
-რაა? გაიმეორე... გაიმეორე ჩემო ფერია..._არ მეგონა ასეთ სიტუაციაში რამე თუ გამახარებდა მაგრამ ბაბიმ პირველად თქვა ასო 'რ'. ის კი ისეთი გაოცებული სახით მიყურებდა აშკარად შეეშინდა, ჩემი რეაქციის გამო ალბათ ეგონა მის ნათქვამში რაიმე არ მომეწონა და უმალვე ტუჩები დამუწა, როგორც სჩვევია...-თქვი დედიკო... შენ 'რ',თქვი 'რატომ' თქვი და არა 'ლატომ' ყოჩაღ ჩემო ფერია ყოჩაღ...
-'ლატო' ვთქი? და ეს გაგიქალდა? _პასუხის მოლოდინში გაოცებული შემომცქერის ბაბი და მივხვდი, რომ შემთხვევით გამოუვიდა და ახსნასაც აზრი არ ქონდა...
-კარგი დე, დაივიწყე... არ დაიღალე სიარულით? მოდი დედასთან...
-ცოტა დავიგალე მალა გავუძლებ მე ქო უკვე დიდი გოგო ვალ ლოგოლც სენ....
- კი მაგრამ აქ ისე ცივა თუ არ ჩამეხუტე შემცივდება დე.._ წინადადების დასრულება და ბაბის ხელების ჩემს კისერზე მოხვევა ერთი იყო...
-თვალები დახუჭე დე...
-ეგლე დამეძინება დედიკო.. მე ლომ დავიძინო მელე სენ მალტო ლოგოლ იქნები?
-მარტო არ ვიქნები ჩემო ლამაზო... შენ ხომ მეხუტები... ესეიგი შენ ჩემს გვერდით ხარ და თუ დაგრძინება მაინც ჩემთან იქნები მე კი შენთან.
-კალგი მასინ... _ლოყამდე მოიწია, მაკოცა, ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ ამოისუნთქა, გამიღიმა, მხარე თავი დამადო და წამშივე ჩაეძინა...
ისევ ბავშვით ხელში მივაბიჯებ ლამპიონით განათებულ და მაღალსართულიანი სახლებით გარშემორტყმული ქუჩის ტროტუარზე.
-ღმერთო... ღმერთო მადლობა... _გაბედნიერებული და ღმერთის მადლიერი, სირბილით მივემართები ერთ-ერთი კორპუსისკენ
რომლის პირველი სართულის ფანჯარასაც სინათლის ნაწილაკები ყვითლად ფერავდნენ... სიხაეულით ავირბინე რამდენიმე კიბე და კარზე დავაკაკუნე... კარს იქით არაფრის ხმა ისმის... იქნებ სძინავთ და სინათლე ჩართული დარჩათ? ერთხელაც ვცდი... კიდევ ერთხელ დავაკაკუნე... მაგრამ მეორე ცდაც უშედეგო აღმოჩნდა... ალბათ ქუჩაში მომიწევს ღამის გათენება... დაღონებული შემოვბრუნდი... კიბეზე ფეხი ჩამოვდგი და ზურგს უკნიდან გავიგონე:
-ვინ არის? _რკინის სქელ კარში მისი ხმა თითქმის არ ატანდა... დავიბენი... თავადაც არ ვიცი ვინ ვარ...
-ამ იცით მე... მე დახმარება მჭირდება...
-ოჰ... დახმარება... _სიმწრით ამოიხვნეშა კარს იქით სავარაუდოდ ხალათში მდგარმა, ასე 60წლის ქალბატონმა....-ვიცი მე რა დახმარებაც გჭირდებათ თქვენ... კარის გახსნამდე უმანკო არსების როლს თამაშობთ გავხსნი და შემოცვივდებით მაშინვე... მოუსვი აქედან სწრაფად... დედაშენმა იცის საერთოდ ქუჩაში რომ დაწანწალებ?!
-მე.. მე არ მყავს მშობლები... გთხოვთ მე ხომ...
-მოუსვი მეთქი აქედან! მოუსვი თორემ პოლიციაში დავრეკავ...
-კარგით კარგით მივდივარ ქალბატონო... გაცეცხლებული გამოვრბივარ კორპუსიდან... რა დღეშია ქალაქი... ხალხს ერთმანეთის ნდობა დაუკარგავს...
-გააჩერე...გთხოვთ გააჩერეთ.. ხელს ვუქნევ და წინ ვუდგები მსუბუქ ავტომობილს...
-საით მიდიხარ? _მკითხა საჭესთან მჯდომმა მამაკაცმა.
-იცით, იცით მე... ჩვენ... ჩვენ... სასტუმრომდე მიგვიყვანთ?
-დაჯექი... _ მადლობის ნიშნად გავუღიმე.
უკანა სავარძელზე მე და ბარვარე კომფორტულად მოვთავსდით.
-რომელ სასტუმროში მიდიხართ?
-ნებისმიერში. რომელიც უფრო ახლოსაა... გზას ნუ გაიმრუდებთ...
-ფორმალობა არაა საჭირო... მე გიორგი მქვია. თქვენ?
-მე ნონა... პატარას კი ბარბარე..._ მანქანის ხმაზე ბაბი შეიშმუშნა. და თვალები გაახილა სიბნელეში ვერ მიცნო, შეშინდა და ქვითინი დაიწყო.
-არა დე, აქ ვარ... რატომ ტირი? აქ არის შენი დედიკო..._ვეფერები და ვკოცნი მთელ სახეზე...
-დე პიპიით სად მიდივალთ?
-ახალ სახლში დე... ხომ გინდა ახალი სახლი ბევრი სათამაშო რომ დაგეტიოს?
-მამიკო?
-მამიკოც მოვა ხოლმე თუ მოიცლის... მამიკო სამუშაოზეა რომ ბევრი სათამაშო გიყიდოს.
-ეს ბიწი სენი ბაგის მეგობალია? _ჩემი ბაღის მეგობარი სულ დამავიწყდა. გავშრი, არვიცოდი რა მეპასუხა... ცოტა არ იყოსმომერიდა გიორგისი.
-კი, მე და ნონა ბაღელები ვართ ბარბარე. სულ ვჩხუბობდით ხოლმე სათამაშოების გამო. _გამეღიმა... გიორგიმ გამომხედა, მადლობის ნიშნად თავი დავუკარი.
უცბად მანქანა შეჩერდა.
-აი მოვედით. იმედია მოგეწონება ახალი ოთახები ბარბარე...
-სენ ალ მოდიქალ?
-არა მე საქმეები მაქვს პატარა ქალბატონო. _უკმაყოფილების ნიშნად ბაბი შეიშმუშნა და გიორგის გაეჯღანა. მანქანიდან ჩამოვედით. გიორგის მადლობა გადავუხადე დავემშვიდობე და სასტუმროში შევაბიჯე.

***
მეგობრებო არ მინდა ისტორია გავწელო და გავწელო. სავარაუდოდ ისტორიას X თავი ექნება. მაინტერესებს მოგწონთ თუ არა ასე რომ ძალიან გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent