შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი წვეთი (თავი I)


15-08-2017, 22:59
ავტორი GirlStorm
ნანახია 1 571

და ცხოვრობდნენ ისინი
დიდხანს და ბედნიერად...-ვსიო ახლა დახუჭე თვალები და დაიძინე. ხვალ ადრე უნდა ადგე თორემ ბაღში დავიგვიანებთ...
-ძინინებისა დედიკო.
-ძილინებისა ჩემო ფერია..._შუბლზე ვაკოცე, საწოლს მოვშორდი, სინათლე ჩავაქრე, კარი ნახევარზე მოვხურე და ოთახიდან გამოვედი.სახლი მთლად ჩაბნელებულია, მხოლოდ სასტუმრო ოთახში ბჟუტავს ტელევიზორის სინათლე. ვეღარც კი ვითვლი მერამდენედ ვუცდი ლევანის დაბრუნებას. ალბათ ისევ ფლანგავს მთელი თვის ხელფასს სასმელში, მაგრამ არა, როდი იხდის მთელ ფულს ძვირად ღირებულ სასმელში ნახევარს კაზინოში, რულეტკაზე დებს...ნეტა ვიცოდე რისი იმედით თამაშობს მაშინ როდესაც არც ერთხელ მოუგია... თვალები მიცრემლიანდება და ყელში ბურთი მეჩხირება. ალბათ მეტს ვეღარ გავუძლებ. მთელი სხეული მიკრთის და უაზროდ ვცქმუტავ... ვფიქრობ რა მოვიმოქმედო ჩხუბს ან ტკბილ საუბარს ვიცი აზრი აღარ აქვს.თავბრუ მესხმის, ვგრძნობ რომ არაფერი არ არის რიგზე და ვხვდები რომ ახალი გადაწყვეტილების მიღების დროა. სუნთქვა მეკვრის, ფანჯრებს ვხსნი და ვხედავ როგორი არეული ნაბიჯებით და ალეწილი სახით მოემართება ლევანი სახლისაკენ... -კარი ჩავკეტო და სახლში არ შემოვუშვა? არა, ასე დიდხანს ვერ ვიქნები სახლში გამომწყვდეული... რაგავაკეთო რაა... ღმერთო მომეცი ძალა რომ... კარზე მძიმე, ყრუ და გამაბრუებელმა კაკუნის ხმამ ჩემი ფიქრები გაფანტეს... აჩქარებული გულის ცემით და ფეხის ნაბიჯით მივუახლოვდი კარს, ღრმად ჩავისუნთქე და კარის საკეტი გადავწიე კარის გახსნამდე წამით თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე მშვიდი, ბედნიერი ოჯახი, სადაც ქმარი არა შუაღამისას, არამედ სამსახურის დასრულებისთანავე სახლში მიდის და ცოლ-შვილს სიყვარულით ეგებება...
-მალ გაღე რა ნონა, ჩაგძინა?! _ გაურჩევლად მაგრამ ყვირილით წამოროშა კარს მიღმა მდგარმა ლევანმა. კარი გამოვაღე, ის ის იყო უნდა მოვტრიალებულიყავი, რომ ლევანმა ორივე ლოყაზე ხელები ჩამავლო.
- ჩმიი ცცოლი ვინნ აარისოო?!
-შემეშვი! აკანკალებული მაგრამ მაინც ხმა მაღალი ტონით ვთქვი და ძლივს ძლიობით გავაშვებინე ხელები.
-კაი რ... რა გჭის გოგო... პრველი დღე ხ... არაა... ხო მცნობ... ხო იცი რგორ მიყვარხარ არაა მდი ჩემთან ჩემო პრინცესაა... _სანამ რამეს გავიაზრებდი სწრაფად და მძიმედ სახეში ვუთავაზე... ხუთივე თითი სახეზე დაეტყო და მისი გამწარებული სახის დანახვაზე ისე შემეშინდა ადგილზე გავიყინე.
-სულ გაგიჟდი შენ ნონაა?!!!_ღრიალებს ბოლო ხმაზე...-თავი დიდი ვინმე ხომ არ გგონია შე ბ*ზო... _თმაში ხელი წამავლო და სპალნამდე ისე წამათრია მოწმენდილი იატაკი ხელახლა მომაწმენდინა... საწოლზე დამაგდო... წამოდგომა ვცადე, და ისევ უკან გადავარდი, ვერ მივხვდი სილა იყო თუ მუშტი მაგრამ ისე ძლიერ მომხვდა მისი ხელი ცხვირ-პირი ერთიანად შემილამაზა...
-ალა მამიკო, დედიკო კალგი ქალია ლატო ცემ? მამიკო მაა ლატო უტკამ დედიკოს? _მესმის ბაბის დუდღუნი.
-შენ კიდე არ გძინავს პატარა გოგოოვ?! დედას და მამას უნდა აცადო ხოლმე ლაპარაკი შე უზდელო...
_ბავშვს მიუბრუნდა... სანამ ბარბაცით რამოდენიმე ნაბიჯი ბაბისკენ გადადგა, ტუმბოზე მდგარი სკოჩის ბოთლს ხელი ვსტაცე და დაუფიქრებლად მოვუქნიე.... ფეხზე მდგარი ისედაც მობარბაცე ლევანი ბარბარეს წინ იატაკზე გაერთხა...
-ალა დედიკო ალა... მამიკო მოკალიი? ექა ციქესი წაგიკანეენ? დედიკო მამიკო აგალ მეკოლებაა და სენც აგალ იქნები ცემთაან?
-გაჩუმდი, გაჩუმდი ბარბარე!! _ბოლო ხმაზე ვუღრიალებ უმწეო არსებას, სხარტად მივუახლოვდი ხელი მკლავზე ჩავავლე და ოთახიდან გამოვიყვანე...
-მომისმინე დედიკო... ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ. შენც ხომ ძალიან გიყვარს შენი დედიკო...
-მამიკო მეცხუბებოდა ქოლმე მაგლამ ლატო მოკალი დე ლატოომ?
-არა დე, ჩემო ლამაზო მამიკო კარგად იქნება, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ აქედან წავალთ. კარგი?_ ქვითინით ვცდილობ მის დარწმუნებას და ზურგ ჩანთაში თითო ხელ ტანსაცმელს ზეზეულად ვყრი...
-წავიდეთ ოგონდ ქვალე მოვიდეთ კალგი დე?
-კარგი ჩემო ლამაზო ხვალე მოვიდეთ და მამიკო ვნახოთ ხო დე?! მიდი ახლა ბაჩიები ჩაიცვი და წავედით..._ბაბი თავისი ოთახისკენ გაიქცა... ზურგზე ჩანთა მოვიკიდე და კარადიდან საფულე გამოვიღე. ოთახიდან გამოვედი და ბაბიც უმალვე ჩემს გვერდით გაჩნდა უკუღმართად ჩაცმული ბასანოჩკებით და მისი სანუკვარი ფუმფულა დათუნიით... ოთახიდან გამოვედით და გასასვლელი კარისკენ გავიჭერით როდესაც სპალნიდან ბარბაცით მაგრამ მაინც აჩქარებული ნაბიჯით მომავალი ლევანი დავინახეთ.
-დედიკო მამიკო კალგად ალის, მოდი დავლცეთ.
-სად მიდიხარ ძ*კნავ?!!
-ეგ შენი ტრ*კის საქმე არაა!
-იმის იქით წასულხარ! ბაბის კი ვერსად წაიყვან!_ბაბი ხელიდან გამომგლიჯა, ხელში აიტაცა, თავი ვეღარ შეიმაგრა და ბავშვიანად წაიქცა.. ბაბიმ ღრიალი მორთო...
-არა მამი არიტირო...
-ბაბი წამოდი სწრაფად წავიდეთ რომ მამიკო კარგად გახდეს, მოდი, მოდი ჩემთან... ბაბი ხელში ავიყვანე და სანამ ლევანი რამეს მოიმოქმედებდა სახლიდან გამოვიქეცით....



№1  offline ადმინი მწარე

ზოგადად მოძალადე ქმრები არ მიყვარს და ისტორიამაც დიდად ვერ დამაინტერესა
სპალნა არა ოთახი
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№2 სტუმარი ))

Gaagrdzeleee kargiaaa

 


№3  offline წევრი GirlStorm

მწარე
ზოგადად მოძალადე ქმრები არ მიყვარს და ისტორიამაც დიდად ვერ დამაინტერესა
სპალნა არა ოთახი

მადლობა <3 გავითვალისწინებ :*

))
Gaagrdzeleee kargiaaa

დიდი მადლობა <3
ვეცდები მალ მალე დავდო <3

 


№4 სტუმარი Guest მარიამი

რაღაც ბანალურ ისტორიას არგავს :) და იმედიმაქვს არც დაემსგავსება. ველოდები გაგრძელებას

 


№5  offline წევრი GirlStorm

Guest მარიამი
რაღაც ბანალურ ისტორიას არგავს :) და იმედიმაქვს არც დაემსგავსება. ველოდები გაგრძელებას

მადლობა საყვარელო <3 ვეცდები არ გაგიცრუო იმედები :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent