შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსის ორქიდეები (სრულად)


18-08-2017, 13:33
ავტორი Manikaaa
ნანახია 5 463

2015, ზაფხული, თბილისიდან ბაკურიანში.

ავტობუსში ვზივარ, ბაკურიანისკენ მივდივარ ჩემს დაქალთან ერთად, მეორე დაქალს და სხვა მეგობრებს უნდა დავადგეთ თავზე. ხო, თავს ვიტყუებ, რომ დაქალს, არადა...
არ არსებობდა მაშინ სიტყვა „არადა“ და თავის მოტყუება, მერე მივხვდი ყველაფერს - მე, სესილი ჟღენტი, ყველაზე ჯიუტი, ამაყი, ალბათ თავმოყვარე, სულელი და რაც მთავარია შეყვარებული ადამიანი.
მივდივარ და თან ვფიქრობ როგორ მომენატრნენ მეგობრები, რომლებსაც მალე ვნახავ. არ ვიცo რატომ, მაგრამ ფიქრებით სხვაგან გადავდივარ. მახსენდება ჩემი და დემეტრე თაყაიშვილის 12 წლიანი მეგობრობა, რომელსაც რა ერქვა მაშინ-არც ვიცი. ან პირიქით, მეგობრობა ერქვა და ეგ იყო, რა, ყველაზე ცუდი, დიდი პრობლემა, არეულობა და ჩემი ქაოსი.
ანუ მივდივარ ჩემს დაქალთან, მეგობრებთან და ძმაკაცთან, აი იმასთან, „ქაოსს“ რომ იწვევს. თან სხვებთან, თან მაგასთან, მარტო.
.........
12 წლის წინ ძალიან პატარები ვიყავით მე და დემეტრე თაყაიშვილი. 13 წლის ბიჭი იყო იმ ზაფხულს, ჩახლეჩილი ხმით, სევდივანი. ბორჯომში ვისვენებდით ერთად და მე, 11 წლის სესილი და13 წლის დემე კონცერტს ვაწყობდით-ბავშვები მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ამბობდნენ ლექსებს, მე და დემეს მიგვყვავდა. მაშინ გაცივდა ზუსტად და დავცინოდი, მეორე კაბუ ხარ მაგ ხმით მეთქი. არ მოსწონდა კაბუ და სწყინდა, მაგრამ ერთი კოცნა ლოყაზე და...
დედაჩემი რომ მიმათრევდა პარკში, დემე სთხოვდა ხოლმე, „მაკა დეიდა, დატოვეთ სესილია სასტუმროში,რეპეტიცია უნდა გავიაროთ და მერე მე ჩამოვაცილებო“. თანხმდებოდა დედაჩემიც. მერე იყო რაღაც რეპეტიციები და სეირნობა პარკამდე-ნელი, აუღელვებელი ნაბიჯებით და გულწრფელი ღიმილით.
........
მალე გავიდა 12 წელი, ერთად გავიზარდეთ ბოლოს და ბოლოს.
ვაღწევ ბაკურიანში და ვადგები თავზე ამ ჩემს დაქალს. ჭკუაზე არ არის ხატია, ისე უხარია. სასტუმროში ავდივარ, ბარგის ვაწყობ და საბილიარდოსკენ მივდივარ, სადაც მეგობრები და დემეტრე თაყაიშვილი მეგულება. ახლა გამოვყოფ ასე, მაგრამ, მაშინ? არ ვიცი, არაფრის გონში არ ვიყავი, ვერ ვხვდებოდი მე, სესილი ჟღენტი, 12 წლიანი მეგობრობა რითი დამთავრდებოდა, ან არ დამთავრდებოდა. შევდივარ საბილიარდოში და ვიწვევ ხმაურს. „ვა, შენ აქ საიდან“, „რა კარგია, რომ ჩამოხვედი“, „შენ გვაკლდი და აქ ხარ, აჰა“-მსგავსი ფრაზებით სავსეა შეხვედრა, ჩახუტებები, მოკითხვა და ა.შ.
მოჩვენება მგონია თავი დემეტრე თაყაიშვილამდე რომ მივდივარ. ისეთი თვალებთ მიყურებს. ერთს ვუღიმი იმ ღიმილით, ძალიან რომ უყვარდა და მერე მოდის, მეხუტება. ისევ თმებში ხლართავს თითებს. ერთი წლის უნახავი მყავს.შარშან სასწავლებლად წავიდა ნორვეგიაში და ერთი სტატუსით დამემშვიდობა ფეისბუქზე:
„ვიცი ვარ გნახავ დიდი ხანი და ყვავილებით ვერ მოგირთავ თმას,
არ მავიწყდება შენი კანი და მახსენდება შენი ნაზი ხმა
მენატრება, მენატრება......“
გამკვირდა თაყაიშვილისგან. მარტო მე მიმღეროდა ხოლმე ამ სიმღერას და მეუცნაურა.
მაშინ გრძელი თმა მქონდა, ცეცხლისფერი, ხლართავდა ხოლმე თითებს. ძალიან უყვარდა ჩემი თმა-ხან მიწნავდა, ხან უბრალოდ თამაშობდა.
ყველა იცოდა დემეტრე თაყაიშვილის წასვლის ამბავი, მარტო ჩემამდე ვერ მოაღწია. ვერ მოაღწია სესილი ჟღენტამდე, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდა თაყაიშვილი. ვერ მოაღწია კი არა, არ მოაღწია. მერე მითხრეს, არ უნდოდა, რომ დამშვიდობებოდი, ეგრე უფრო რთული იქნებოდაო.
ასე დავრჩი მარტო.
ვიყავით ხოლმე სახლში მე, მუსიკა და დემეტრე თაყაიშვილის ნაჩუქარი თეთრი ორქიდეა. ერთი წელი აღარ გამიგია ჩარკვიანის „მენატრებას“ ხმა. არ მინდოდა გამეგო, თუ დემეტრე არ გამაგებინებდა.
წავედი და შევიჭერი ჩემი ცეცხლისფერი თმა. თითქოს დემეტრეს მაგივრად ამაზე გადმოვიტანე გაბრაზება. ცუდად ვხდებოდი რომ ვფიქრობდი, ერთი წელი აღარ ახლართავდა თაყაიშვილი თითებს და არ მომეფერებოდა.
არ ყოფილა საუბრები, მიმოწერა და არაფერი. მხოლოდ მოკითხვა იყო მეგობრებისგან. ვაჩე თაბაგართან იყო ყველაზე ახლოს და ვაჩე ლაპარაკობდა ხოლმე ძირითადად. მე ხმას არ ვიღებდი, არაფერს ვეკითხებოდი, არ მინდოდა. ნაწყენი ვიყავი უზომოდ, გამოუმშვიდობებლად რომ წავიდა ჩემი დემეტრე თაყაიშვილი.
ჩამოვიდა და ვერ მნახა, ამჯერად მე არ დავხვდი.
ჩემთან ამოსულა, ამჯერად ვარდისფერი ორქიდეით ხელში. მე ყაზბეგში ვიყავი, ლაშქრობაო აიჩემეს კურსელებმა და აჰა, ლაშქრობამ შეიწირა ჩემი და ორქიდეით ხელში მდგარი დემეტრე თაყაიშვილის შეხვედრა, ერთი წლის შემდეგ.
მერე ბაკურიანში "წააათრიეს" კრეტინმა, მიუხვედრელმა ვაჩემ და ბიჭებმა და დავრჩით ისევ ყაზბეგიდან ჩამოსული მე, მუსიკა და უკვე ორი ორქიდეა.
ხოდა ავიყოლიე ჩემი რუსკა და დავადექით ბაკურიანის გზას, „დაქალის გასახარებლად“.
დიდად არ მაინტერესებდა სხვები, მარტო ხატიასთან მივდიოდი და ჰო, დაბრუნებულ, უნახავ დემეტრე თაყაიშვილთან.
მეხუტება და ისევ ხლართავს თითებს თმაში. "გაგზრდიაო" რაღაცნაირი ტონით მეუბნება-ჩამწყდარით, სევდიანით და მონატრებულით. თვითონ ძალიან დაბალზე აქვს თმა. უხდება, მაგრამ ასე არასდროს არ ატარებდა. მიკვირს.
უცებ მახსენდება მისი ნამღერი "მენატრება" და ვიძირები დემეტრეს სურნელში. ახლა მთელი სიმძაფრით შევიგრძნობ როგორ მაკლდა, როგორი ცარიელი ვიყავი თაყაიშვილის გარეშე-ცარიელი, უფერული სესილი ჟღენტი.
უხმოდ მშორდება, თითქოს ვერ მიყურებს თვალებში, არადა იმ წამს ყველაზე მეტად მისი თვალების დანახვა მინდა - ნაწყენს, სადღაც ჩაკარგულს და ცარიელ სესილი ჟღენტს. მინდა მის თვალებში დავინახო იმაზე პასუხი, რატომ დამტოვა, რატომ წავიდა უსიტყვოდ, დაუმშვიდობებლად. "ასე უფრო რთული იქნებოდაო"-კარგი, რა. როგორ, როგორ იქნებოდა ფრაზა "მალე ჩამოვალ"-ის და ბოლო ჩახუტების, საყვარელი სურნელის დამახსოვრების გარეშე უფრო ადვილი,
მეც რაღა დამრჩენია, დროებით-მეთქი ვეუბნები ბიჭებს და ოთახში ავდივარ.
დროს კარგად ვატარებ’თ-ვაჩეს ხუმრობებზე ვხოხავ’თ, ვსეირნობ’თ, ღამე სასტუმროს ბარში ვარ’თ და ვერთობი’თ. ერთობიან, ყველა, ჩემს გარდა. არ ვიცი, შეიძლება დემეტრეს გარდაც.
უზომოდ ჩამომშორდა, "ჟღენტის და თაყაიშვილის მეგობრობა" თითქოს დაიკარგა.
თვალებში ვერ ვუყურებ, ვერც ის მიყურებს და ჩნდება ჩვენს შორის რაღაც უზომოდ დიდი, გადაულახავი სივრცე. არ ვიცი, ვერ ვიტყვი, რომ სიცივე, ვერასდროს ვერ ვიშორებ დემეტრეს სითბოს, მაგრამ მაკლია, ის, ჩემი ღიმილი, ჩაკიდებული ხელი, უკნიდან მოპარული დემეტრე მაკლია, საუკეთესო ყელში კოცნა რომ იცის და თმაში ახლართული თითებიც, ყველაზე საყვარელ ცეცხლისფერ თმაში.
ვერ ვცნობ დემეტრეს, არ მჯერა, რომ ერთმა წელმა ასე შეცვალა - საერთოდ უცნობი გახადა ჩემთვის. მარტო ლოყის კუთხეში, ღიმილისას,პატარა ნაკეცი დარჩა ნაცნობი და ის სითბო, ძალიან შორიდან, მაგრამ მაინც რომ ვგრძნობ.
ნაწეყენი ვარ, როგორ არა, მაგრამ საერთოდ ვიკარგები.
არ მოდის, არ მეუბნება, რომ მოვენატრე. არ მიყვება რა მოხდა ერთი წლის განმავლობაში მის ცხოვრებაში, სადაც "სესილია" არ იყო. არ მოდის და არ მეუბნება, რომ მოენატრა ჩემი წკრიალა ხმა. მე როგორ ვუთხრა რამე, მე როგორ მივიდე და ვუთხრა, რომ გამტეხა, როგორ ვუთხრა, რომ სულ მარტო დამტოვა, ყველაფრის გარეშე, მხოლოდ ორქიდეით. რაღა აზრი აქვს რამის თქმას, თუ აღარ არსებობენ სესილია და დემე. მოვიდეს, მითხრას - "სესილია" დავბრუნდი, აქ ვარ, შენთან ვარ და კიდევ ძალიან ბევრჯერ გიმღერებ ჩარკვიანის "მენატრებას", ისევ მარტო მე დაგიძახებ სესილიასო. მოვიდეს და რამე მითხრას საერთოდ. მერე მეც ვეტყვი, რომ მომენატრა, წყენის მიუხედავად. ახლა კი არის შორს, უხმოდ, უცხოდ და მეც ვარ უცხო, "სესილიაც" კი აღარ, სესილი ჟღენტი.
უღიმღამოდ გადის დღეები-ისეთივე ცარიელია, როგორც - მე. მარტო ხატიას, რუსკას და ვაჩეს გამო ვჩერდები აქ. თაყაიშვილი? თაყაიშვილი არც ვიცი სად არის. კი, ჩვენთანაა, ჩვენთან ერთად "ეცინება" ვაჩეს ხუმრობებზე, ჩვენთან ერთად საუზმობს, სადილობს, ვახშმობს, სვამს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის - არის სადღაც შორს, თუნდაც ისევ ნორვეგიაში, ან უფრო შორს, დიდი, ცარიელი სივრცის იქით.
ერთ საღამოს მეორე დღისთვის, იქვე, რესტორანში წასვლას ვწყვეტთ, იდეით კმაყოფილები მალევე ვიშლებით-ბიჭები საბილიარდოში, მე რუსკასთან და ხატიასთან ერთად ოთახში ავდივარ, თავი მისკდება. გაურკვევლობისგან უკვე ძალიან დაღლილი ვარ.
თავის ტკივილი მეორე დღესაც მომყვება და საუზმის შედეგ ოთახში ასული, აღარც ჩავდივარ დაბლა. ისედაც წვიმს და მოწყენილობაა. რუსკა მიზის გვერდით და ცხელ შოკოლადს წრუპავს. ხატიამ გვინგრევს კარებს, გაცეცხლებული სახით შემოდის, არასასიამოვნო სურპრიზიო და ფარდას სწევს, ფანჯრისკენ გვანიშნებს. ვიხედები და ჰოი, საოცრებავ. მშვენიერ ხასიათზე დამდგარი, მოცინარი თაყაიშვილი ღიმილით უღებს ვიღაც გოგოს მანქანის კარს, გვერდითა კარიდან თაბაგარი და სხვები სხდებიან. დემეტრე ბოლოს წინ ჯდება და მანქანაც იძვრის..
- გამოიცნობთ, სად მიდიან თუ? - ხატია ირონიული სახით დგას და შემოგვყურებს ხან მე, ხან რუსკას
- მეღადავები?! არაა - რუსკა გამომცდელად უშტერებს თვალს და ხატიასგან თანხმობას რომ ვიღებთ, საბოლოოდ მერყევა სახე.
- ანუ, დაიცა. ვიღაც ნაშასთან ერთად თუ უნდოდათ წასვლა, ჩვენ რატო გვთავაზობდნენ? - ხატია გაოგნებული იყურება
- მოვლენ და კითხე - საკრაზმით ვეუბნები მე, მაგრამ რა საკრაზმი სესილი, რა სარკაზმი, ირონიის და სარკაზმის დონე ვისც აქვს მაღალი, კი წავიდა და დაგტოვა!
- კრეტინი ვაჩე კი არა, შენ ხარ, რუსკა, შენ - რუსკა ბლუყუნებს თავისთვის და ორივე ჯერ მას გავყურებთ, მერე ერთმანეთს, მაგრამ რუსკას და ვაჩეს მომავალ წყვილობაზე, თუ რაღაც ეგეთზე ფიქრისთვის ზედმეტად ბევრი სხვა საფიქრალი გვაქვს.
ანუ, რა გამოვიდა? დამიკიდა, დემეტრე თაყაიშვილმა. ფეხებზე დაიკიდა 12 წლიანი მეგობრობა და ვიღაც 2 დღის გაცნობილთან ერთად წავიდა. ხო, დემეტრე წავიდა, მაგრამ სხვები? ვაჩე, ერკე, დათა? ვერაფერი ვერ გავიგე, რაში ჭირდებოდათ ეს მეგობრების ფეხებზე დაკიდება და სხვასთან ერთად წასვლა?
-და დაიცა, იქნებ რესტორანში არც წასულან?- ვაჩეს მილანძღვის მერე ხმას იღებს რუსკა
-არა, რუს, სათამაშოების მაღაზიაში წავიდნენ, სურპრიზს გიკეთებს ვაჩე და დათუნიის არჩევაში მიეხმარება ის გოგო - ხატია ლამის ღრიალებს - გოგო, ხო კარგად ხარ? ბაკურიანში სად ჯანდაბაში უნდა წავიდნენ? პარკში ხომ არ წავიდოდნენ სასეირნოდ! და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს სად წავიდნენ, ფაქტია აქ ზიხარ შენ. დავავიწყდით ან დაგვიკიდეს, რუსკა, დაგ-ვი-კი-დეს!
ჩუმად ვსხედვართ ოთახში და არავინ იღებს ხმას. დუმილს მხოლოდ ღია კარიდან შემოსული ფოთლების შრიალის ხმა არღვევს, სიო ნაზად აფრიალებს ფარდას და თითქოს ნატიფ ჰარმონიას ქმნის, რომ არა საოცარი დაძაბულობა, რომელიც ყველაფერს გუდავს, ყლაპავს, აქრობს. უცებ ცრემლები იწყებს დენას. ვზივარ და ვტირი. ჩუმად, გაშეშებული მზერით. ხატია მამჩნევს და უკნიდან მეხუტება.
-კაი სეს, მაგათ გამო ტირი? დაიკიდე, კაი რა...
- სესილი - რუსკაც ნელა მიახლოვდება
- დავიღალე, ძალიან დავიღალე. ლოდინით დავიღალე. მოლოდინების გაცრუებით დავიღალე. სიჩუმით, სიცარიელით დავიღალე, აღარ შემიძლია! - თავს ფრთხილად ვადებ ხატიას და თვალებს ვხუჭავ. უსიტყვოდ ესმით ჩემი ხატიას და რუსას. ალბათ აქვთ შეკითხვები, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის და ჩუმად სხედან ჩემთან ერთად. მერე ისევ მე ვდგები და კარადას ვაღებ. ჩემოდანს ვიღებ და ნელა ვალაგებ ტანსაცმელს.
-რას აკეთებ, სესილი?! - რუსკა შეშფოთებული ხმით მეძახის
-ვალაგებ, რუსკა. აღარ მინდა აქ.აღარ შემიძლია, სული მეხუთება. თან... მოკლედ, მივდივარ, რა. თქვენ დარჩით, დაისვენეთ. მე არამიშავს, სოფელში წავალ და ცოტახანს დავმშვიდდები.
-არა, თუ არ დარჩები მეც წამოვალ, მარტოს მაინც არ გაგიშვებ, ერთად ჩამოვედით, ერთად წავალთ! - რუსკაც დგება და კარადის მეორე მხარეს აღებს
-მოიცადეთ, ხო ნორმალურები ხართ? სად წახვალთ, რა ერთად! ერთი წამით დადე გოგო ეგ საკიდი!- ტონს უწევს ხატია - აქ თქვენ ჩამოხვედით ჩემთან და მინიმუმ იქამდე უნდა დარჩეთ, სანამ მე არ წამოვალ! არც მე მინდა დარჩენა, მაგრამ ამ ვირებს არ შევარგებ იმ რესტორანში ვიღაც ძუ**ასთან ერთად „გაგულავებას“.ახლა დაეტიეთ, მობრძანდებიან ისინი და ხვალ საღამოს, ან მაქსიმუმ ზეგ დილას წავალთ სამივე, ჩემი მანქანით. დროზე, შედეთ ეგ ჩემოდნები და წამოდით, აუზზე ჩავიდეთ! - თვალებს გვიქაჩავს ხატია და მეტი რაღა გზაა, უხმოდ ვემორჩილებით.
აუზიდან ამოსულებს უკვე დაბრუნებულები გვხვდებიან ბიჭები. კიბეზე ასვლისას ვხედავთ, საბილიარდო ღიაა და ჩანს. ჩუმად სხედან ოთხივე. ფანჯარასთან მჯდარი თაყაიშვილი მდუმარედ გაჰყურებს ჰორიზონტს. ერთხელ მისწორებს ხატია მზერას, თვალებით მელაპარაკება და წინ მიდის.
-ვა, ასე მალე რატომ დაბრუნდით? ისეთი საყვარლები იყავით, ერთი მანქანით რომ წაკუსკუსდით რესტორანში, თქვენს ლამაზ გოგოსთან ერთად. არ მითხრათ, რომ კარგად ვერ გაერთეთ... - მთელი ირონიას და დრამატიზმს დებს ხატია ბიჭების წაშლილი სახეების დანახვისას
- ვერ გავერთეთ, ხო
- არადა კაი პონტი იქნებოდა, ჩვენ არ ვიყავით, და...
- ხატი, კაი რა, რეებს ბოდავ!- ერკე დაღლილი ტონით ეუბნება
- აა, „დაჟე“ ვბოდავ?
- სულ სხვა სიტუაცია იყო, აგიხსნით, რა - ჩვენსკენ მოდის დათა
- არა, არ შეგაწუხებთ, მადლობა. მხიარულ საღამოს გისურვებთ, მეგობრებო!- ბოლო სიტყვას განსაკუთრებით უსვამს ხაზს ხატია და უკან ვბრუნდებით. კიბესთან ვდგავართ უკვე, მე ყველაზე ბოლო მივდივარ, უკნიდან ვიღაცის ხელი მაჩერებს..
„სესილიო“-უკნიდან მესმის და ხმამ ადგილზე მყინავს. რაღაც შეცვლლია, თითქოს, არ ვიცი, ალბათ მონატრებით და სევდითაა გაჟღენთილი, მაგრამ მაინც ის ხმაა~- ხავერდოვანი, ყველაზე ძვირფასი ხმა.
„სესილი“ ცუდად მხვდება ყურში, მეუცხოვება.
- უკაცრავად? - ცივად ვუსწორებ თვალს ცინიკური, ღიმილიანი მზერით და ჩემთან ერთად, ისაც იყინება ადგილზე.
- სესილი, უნდა დაგელაპარაკო, გთხოვ! - ტონს არბილებს და ჩაჭიდულ ხელზე იხედება. ფრთხილად ვითავისუფლებ ხელს.
- ცოტა გვიანი ხომ არაა? - ისევ თვალებში ვუყურებ მტკიცე მზერით
- გთხოვ!
- დაგეწევით გოგოებო, დაიწყეთ თქვენ ჩალაგება და ამოვალ! - თავს მიქნევენ, თვალებით მანიშნებენ რაღაცას და მაღლა ადიან ხატია და რუსკა.
- აქ ჩახუთულია, აივანზე გავიდეთ, რა... - კარისკენ მანიშნებს და მეც უსიტყვოდ მივყვები. აივანზე გასული თითქოს სუსხი მაფხიზლებს.
- სესილი, მე...
- უკვე სესილი?
- ბრუნდები თბილისში? - თითქოს თავს არიდებს პასუხს და მზერა უფრო უმკაცრდება.
- ხომ არ გაგიკვირდა? დიახ, ვბრუნდები, ხატია და რუსაც მოდიან, ასე რომ აქ არაფერი დამრჩენია - ისევ იმ ირონიული ღიმილით ვუყურებ და მერე გვერდით ვიხედები. ჩუმადაა, ალბათ არც იცის, რა თქვას.
- რა უნდა გეთქვა? - ვხვდები, რომ უფრო ვძაბავ სიტუაციას, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია სხვანაირად.
- რაიყო, ასე ძალიან გეჩქარება თუ ამდენად ვერ იტან ჩემს აქ ყოფნას?! - თვალი გამსწორა, ძლივს. მეც შევანათე მწვანე თვალები და მზერა ისევ ჰორიზონტს გავუსწორე
- შესაძლოა პირველიც და მეორეც!
- სესილი!
- რა, დემეტრე, რა?! რა სესილი, რამის თქმა გინდა? გინდა მითხრა, რატომ წახვედი უსიტყვოდ, დაუმშვიდობებლად და რატომ დამტოვე აქ მარტო? გინდა მითხრა, ერთი წლის განმავლობაში რატომ დაიკიდე, დაივიწყე სესილია ჟღენტი?! აჰ, უკაცრავად, სესილი ჟღენტი. აღარ ვარ სესილია, უკვე.
- ჩვენ...
- ბატონო? - ვაწყვეტინებ დაწყებული წინადადებას - ერთი წამით, რა თქვი? რა „ჩვენ“? სიტყვა „ჩვენ“ იცი რას ნიშნავს და როდის არსებობს? „ჩვენ“ აღარ ვართ, დემეტრე, აღარ. არ ვიცი, ვიყავით როდისმე?
- გეყოფა, სესილია
- ახლა სესილია... - მეორე მხარეს ვბრუნდები
- უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა!- ხელს მკიდებს მკლავზე - უნდა წავსულიყავი და არ შემეძლო ისე წასვლა, რომ დაგმშვიდობებოდი.რომ მენახე, მერე ვეღარ წავიდოდი სესილია, ვეღარ!
- დემეტრე, მომისმინე! - მემღვრევა თვალები - როდესმე შენთვის მითქვამს, რომ რამე არ გაგეკეთებინა, რაც იყო საჭირო? როდესმე ხელი შემიშლია? როდესმე ვყოფილვარ ქაჯი და შეუგნებელი ადამიანი? მოსულიყავი დემეტრე, მოსულიყავი და გეთქვა, რომ მიდიოდი. გეთქვა, სესილია, მივდივარ და მალე ჩამოვალო. გეთქვა, რომ დაბრუნდებოდი ან საერთოდ, შენც წამოდიო, გეთქვა. გეთქვა დემეტრე, რამე მაინც გეთქვა. არაფერი არ დამიტოვე-არც ღიმილი, არც სურნელი, არაფერი. ჩემი ნახევარი წაიღე... და წახვედი. დამტოვე აქ გატეხილი და წახვედი. წახვედი, დემეტრე,წახვედი, წახ ვე დი! ერთი წელიწადი, დემეტრე, ერთი წელი გელოდებოდი. ველოდებოდი ერთ შეტყობინებას, ზარს, ორი წამით ხმის გაგონებას. არ გაგახსენდა სესილი? ეტყობა აღარ იყო ჩემი ადგილი შენს ცხოვრებაში და წახვედი, მომშორდი, მომიშორე! უსიტყვოდ, გაურკვევლობაში დამტოვე აქ ერთი წელი. იცი რას ნიშნავდა ჩემთვის შენი წასვლა, დემეტრე?! არ იცი, არა და ვერც გაიგებ, იმიტომ, რომ იგივეს შენ ვერასდროს განიცდიდი! წადი რა, საერთოდ წადი ჩემი ცხოვრებიდან. წადი და მომაშორე ეს შენი სურნელი. მომაშორე ორიქიდეები და ხმა, სულ რომ ჩამესმის. შენი ჩრდილები მომაშორე. არ მინდა, დემეტრე, არ მინდა ეგრე - ბოლოს თითქოს ვევედრები. აცრემლიანებული თვალებით შევყურებ და მის თვალებს ვაკვირდები, ღრმას, მრავლისმეტყველს და მონატრებულს.
- სესილია! ხომ იცი, რომ ყველაზე მეტად ჩვენს მეგობრობას ვაფასებდი, ვაფასებს და მთელი ცხოვრება ასე იქნება! უბრალოდ, უნდა წავსულიყავი... - ხელები უზომოდ დაძაბული აქვს, ზურგით დგას ჩემსკენ, აივნის რიკულებზეა ჩაჭიდებული და კარგად ვხედავ, როგორ ეტყობოდა ვენები დაჭიმულ მკლავებზე .
- ასეა დემეტრე? ყველაზე მეტად აფასებ ჩვენს მეგობრობას? არ ვიცი,ეჭვი მეპარება! ვინ იდგა დემეტრე შენს გვერდით, როცა მიდიოდი?ვინ გაგაცილა? ვინ გელაპარაკებოდა ყოველ დღე? აი სინამდვილეში ვის აფასებ, ვისთან ურთიერთობას აფასებ. ეს არის შენი არჩევანი, დემეტრე, მე კი ვერაფერს ვერ ვცვლი. შენ უბრალოდ არ გინდა, რომ გაიგო. პრობლემა იმაში არ არის, რომ წახვედი. პირიქით, გამიხარდებოდა, დემეტრე. გამიხარდებოდა, რომ რაღაც უკვეთესისთვის მიდიოდი იქ, უკეთესი დემეტრე თაყაიშვილი უნდა ჩამოსულიყო და მაგ იმედით გავძლებდი. არ მითქვამს, რომ არ უნდა წასულიყავი, არც არასდროს გეტყოდი, მაგრამ შენ...შენ იცი როგორ წახვედი? ვერ ხვდები, ჩემთვის რას ნიშნავდა...
- ვხვდებოდი სესილია, ვხვდებოდი, გეფიცები...
- მაშინ, შენ იმაზე ცუდი და ჩვენი მეგობრობა - იმაზე ბევრად სუსტი ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა, მეტი არაფერი... - კედელს ვშორდები და აივნის კარისკენ მივდივარ
-იცი, როგორ მენატრებოდი? - უცებ ტრიალდება ჩემსკენ. მაჩერებს მისი სიტყვები და თავს არც ვაბრუნებ, ისე ვპასუხობ უკვე ატირებული:
- არ ვიცი დემეტრე, არა.. - უკვე ჩქარი ნაბიჯით ვტოვებ აივანს.
მაშინვე ოთახში ვბრუნდები, გოგონები სხედან და მელოდებიან. „რა მოხდაო“ რუსკა მაშინვე ჩემსკენ მოდის, მაგრამ ჩავალაგოთ-მეთქი ვეუბნები და მაშინვე კარადისკენ მივდივარ. ტანსაცმელს ვიღებ და თან ცრემლები მდის ღაპაღუპით. რა მჭირს? რა მოხდა? რამ დამწყვიტა გული? ერთი წელიწადი არ მეყო იმისთვის, რომ შევგუებოდი დემეტრეს ცხოვრებაში ჩემს უმნიშვნელო სტატუსს? არა, ალბათ ერთი წელი კი არა, მთელი ცხოვრება არ მეყოფოდა ამის მინიმუმ გასაცნობიერებლად. მეტი გზა აღარ მაქვს, ვტირი და თითქოს ვიცლები. მაინც ვერ ვხვდები. რა უნდა? რისი მიღწევა? რაც ცდილობს, რა უნდა ჩემგან? მთელი წელიწადი ჩემი სახელიც კი არ გახსენებია, ალბათ, ახლა კი მოდის და მენატრებიო, სესილიო, მერე სესილიაო. რა უნდა ვიფიქრო? ერთი წლის გნმავლობაში ამომშალა თავისი ცხოვრებიდან, ახლა ჩამოდის და მეუბნება, ყველაზე მეტად ჩვენს მეგობრობას ვაფასებო. დავიჯერო? როგორ დავიჯერო?! არ დავიჯერო? როგორ არ დავიჯერო?!
არეული ვარ, ვერღარაფერზე ვფიქრობ, ვეღარაფერს ვხვდები.რაც უფრო მეტს ვცდილობ რომ რამე გავიგო, უფრო მეტად მავიწყდება საერთოდ რა ხდება. ვცდები რეალობას.
ბარგის ჩალაგებას ისე ვრჩები, ფიქრიდან თავს ვერ ვაღწევ. ბოლოს შეკრულ ჩემოდანს დავყურებ და ვფიქრობ, რა გავაკეთო. ჩემოდანს ძირს ვდებ და ჩემზე მოშტერებულ ხატიას და რუსკას ვუსწორებ თვალს. საწოლზე დაღლილი ვჯდები და მუხლებზე იდაყვებდაყრდნობილი თავს ხელებში ვრგავ. ვითრგუნები, უფრო მეტად. ნერვები მეშლება ჩემს უუნარობაზე. ნერვები მეშლება იმაზე, რომ ვერაფერს ვერც ვხვდები, ვერც გზას ვხედავ და ვერც ვერაფერს ვაკეთებ. ნერვები მეშლება, რომ ვზივარ ასე, მე, ყველაზე მიზანდასახული, მაქსიმალისტი, რეალისტი, ზოგჯერ ოპტიმისტი სესილი, სესილია, რომელიც ყველას ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებს, ყველას უსმენს, აძლევს რჩევას, ამშვიდებს. ვზივარ და ვერ ვხვდები-საით წავიდე.
ბოლოს ისევ ხატიას ვუსწორებ თვალს და ვეკითხები როდის გავდივართ,მაგრამ შეკითხვაზე შეკითხვით მიბრუნებს პასუხს:
- სესილი, არ იტყვი რა გჭირს?
- და რამე მეტყობა მაგის ცოდნის ხატია?! - უემოციო სახით ვუყურებ, მაგრამ მერე ვხვდები, რომ არაფერ შუაში არ არის, არაფერ შუაში კი არა ცდილობს კარგი მეგობარი იყოს, ცდილობს გვერდში დამიდგეს, მე კი ჩემამდე არ ვუშვებ იმის მიუხედავად, რომ მჭირდება - უბრალოდ დრო მჭირდება, მერე ყველაფერს აგიხსნით, ცოტახანი მომეცით, რომ დავლაგდე, რა...
- სესი, ხომ იცი, რომ ყველაფერი შეგიძლია გვითხრა? ხომ იცი, რომ სულ შენთან ვართ? - რუსკა თმაზე ხელს მისვამს
- ვიცი, უბრალოდ მე ვითონაც მჭირდება ჩემს თავში და გრძნობებში გარკვევა, სულ ცოტა ხანი, სულ ცოტა - აცრემლიანებული თვალებით ვუყურებ და წელზე ხელს ვხვევ რუსკას - როდის წავიდეთ?
- იცი რა?! ახლა წავიდეთ და დავლიოთ, ან შევუკვეთოთ რაღაცები და აქ უფრო კომფორტულად ვიქნებით... უარი არ მიიღება, არ გისმენ! - ჩემს დაღლილ გამოხედვას რომ უყურებს ხატია, სიტყვასაც აღარ მათქმევინებს - ესეიგი-ვუკვეთავ პიცებს, ხაჭაპურს, ნაყინს და ნამცხვარს, სასმელს. კიდევ რამე გინდათ?
- არა, დარეკე მიდი - აწოდებს ტელეფონს რუსკა და ყური უკნიდან თვითონაც ადებს.
20 წუთში ყველაფერი ოთახში გვაქვს. სასმელს იქვე, ნომრის პატარა მაცივარში ვდგამთ გასაგრილებლად, ფილმს ვრთავთ და ცოტახანს წყნარად ვსხედვართ, უაზრო კომედია არ ამართლებს და რუსკა ისევ სასმელს იღებს მაცივრიდან. ყველზე ნაკლებს ვსვამ იმის მიუხედავად, რომ ძალიან მინდა ცოტა ხანს მაინც დავივიწყო ყველაფერი-ყველაფერი რა, დემეტრე თაყაიშვილი და ჩვენი „მეგობრობა“ . სასმელი მაინც არ მიმაჩნია სწორ გამოსავლად, ახლა პირიქით, ცივი გონება მჭირდება, რომ მალე გავერკვე ყველაფერში-გრძნობებში, სურვილებში და მთლიადან თაყაიშვილში.
ხატია მალე თვრება. დიდი ხვეწნა-მუდარა არ ამართლებს და მაინც გადის აივანზე ყველასთვის მშვიდობიანი ღამის სასურვებლად. აივანე გასულს თავში რაღაც უტრიალდება და ეზოში მყოფებს ეძახის „ამოდით, შერიგების დავლიოთ“-ო. მალევე ვხვდები ვის ეძახის და გონება განგაშის ხმებს გამოსცემს. ხელს კრავ და შიგნით მოვათრევ, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ ეს ვეღარაფერს ვეღარ შეცლის.
ორ წუთში კარზე აკაკუნებენ. რუსკა და ხატია საკმარისად მთვრალები არიან იმისთვის, რომ მხიარულად შეხვდნენ ბიჭებს და სასმელიც დაუსხან. პიცის თეფშს ვიღებ და ოთახის კუთხეში მდგარ სავარძლში ვიკავებ ადგილს. გოგოებზე მეშლება ნერვები, წყენის ასე უცბად დავიწყების გამო, მაგრამ ვხედავ როგორ უყვართ ყველას ერთმანეთი და ვნატრობ, მეც მთვრალი ვიყო, ჩემი პრინციპების და იდიოტური სიამაყის გადასალახავად. ერკე, დათა და ვაჩე სათითაოდ ეხუტებიან რუსკას და ხატიას და მეც მათკენ მიხმობენ, მაგრამ სავარძლიდან ადგომის თავი არ მაქვს. მერე ვაჩე თვითონ მოდის და საყვარლად მიკოცნის ლოყებს. მის საქციელზე მეღიმება და ქერა თმს ვუჩეჩავ. მერე მშორდება და მოცეკვავე მეგობრებში ერევა. რუსკას მთელ ხმაზე ჩაურთავს მუსიკა და მთვრალები სასაცილოდ აყოლებენ ტანს. მარტო ორი ადამიანი ვდუმვართ - მე და თაყაიშვილი. ჩემს მოპირდაპირე კუთხეში ზის და მზერას არ მაცილებს. მისი თვალები ყველა ნაკვთს მიწვავენ- ღაწვებს, ბაგეებს, ლავიწებზე დამყურებს და ბოლოს თვალს თვალში მიყრის. მის მზერას ვეღარ ვუძლებ და ფეხზე ვდგები. გარეთ გასვლა მინდა, მაგრამ თხელი სარაფანი მაცვია და ვიცი, გავიყინები ბაკურიანის ღამის სუსხში. პლედს თვალებით ვეძებ და ბოლოს დემეტრეს გვერდით, რუსკას საწოლზე გადაფენილს ვპოულობ. სავარძლიდან ვდგები და საწოლისკენ მივდივარ, რაც უფრო ვუახლოვდები დემეტრეს, მით უფრო მიკანკალებს ფეხები, სახე მიხურს და გარესამყაროს ვწყდები, რაღაც უცნაურობები მემართება. როგორც იქნა ვიღებ პლედს და აივანზე გავდივარ.
ვრწმუნდები, რომ პლედის აღება სწორი გადაწყვეტილება იყო. აივანზე სავარძელი არ დგას, აივნის სკამში დემეტრე იჯდა ოთახში, მეც რა თქმა უნდა ვერ ვეტოდი, რომ ჩემთვის დაეთმო და გარეთ გამომეტანა.
აივნის მოაჯირს ვეყრდნობი და ეზოს ვათვალიერებ. ნაძვებს ჰაეროვნად აქანავებს საღამოს სიო, საოცარ სურნელს და მელოდიას ავრცელებენ. გარეთ მხოლოდ სასტუმროს ეზოში მდგარი ლამპიონები ანათებენ და ნაძვებიც ნაზად არხევენ ტანს მოცეკვავე ჩრდილებში.
მწველი მზერა კვლავ არ მშორდება. ამჯერად დიაგონალიდან ზურგზე ვგრძნობ მზერას და თითქოს პლედის მაგივრად ის მათბობს, მწვავს, მავსებს. არ ვიცი, მსიამოვნებს თუ არა, მაგრამ ისედაც დაცარიელებული, ალბათ ამ მზერის გარეშე კიდევ უფრო ცარიელი და ცივი ვიქნებოდი. ბოლოს მაინც მაღიზიანებს მისი მზერა და სად წავიდე, აღარ ვიცი. მერე ვგრძნობ, რაღაც იცვლებ და შედეგიც არ ყოვნებს.აივნის კარი იღება და ოთახიდან დემეტრე გამოდის. ერთხელ ვავლებ მზერას და ისევ წინ ვბრუნდები. ძალიან არ მიახლოვდება, უკან დგასდა ნელა სუნთქავს, მესმის. ზუსტად ვიცი, მოწევა უნდა, მაგრამ თავს ერევა, ჩემი ხათრით. იცის, რომ ახლა თუ მოწევს, კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციასაც და მეც. ვისი, როგორ უჭირს ჩუმად ყოფნა - მისი სუნთქვის რიტმითაც ვგრძნობ ამას. შორს დგომაც უჭირს. ვიცი, რომ საუბრის წამოწყება უნდა და ესაც უჭირს, მაგრამ არ ვეხმარები. უბრალოდ ვდგავარ, ლამპიონებს შევყურებ და პლედს ვეჭიდები ხელებით, რომ კანკალი არ დავიწყო.
- ნახე, რა ლამაზი ცაა... - როგორც იქნა დაარღვია დუმილი, თან როგორ?! ეს იყო ყველაზე უაზრო და თან, ყველაზე აზრიანი ფრაზა, რაც შეიძლებოდა ამ მომენტში ეთქვა. მე ხმას არ ვიღებ, ცისკენ ნელა ვიხედები. არ მინდა მაღლა ახედვა, მაგრამ ვხვდები, რომ ეს ჩემი მხრიდან მარტო იდიოტური სიჯიუტე და სიამაყე კი არ იქნება, ყველაფერზე ხაზს გადავუსვამ და მოვიქცევი ადამიანებივით, რომლებსაც თავიანთი უაზრო ქცევის გამო ვერ ვიტან. ადამიანებივით, რომლებიც მთელ ცხოვრებას უაზრო პრინციპების და თავმოყვარეობის გამო კარგავენ.ეს არ მინდა, ეს ყველანაირ წყენაზე, გაბრაზებაზე და გაურკვევლობაზე მაღლა დგას ჩემთვის, ამიტომ ვარსკვლავებს ვათვალიერებ.
- დემეტრე, რა გინდა ჩემგან?! - ვბედავ ხმის ამოღებას და ვსვამ კითხვას, რომელიც სულს მიფორიაქებს.
- სიყვარული, სესილია!- ისეთ პასუხს მცემს, ვშეშდები. ისეთ პასუხს მცემს, ყველაზე მეტად რომ არ მოველოდი და ისეთს, რომ მაშინებს. ამჯერად პასუხით გამოწვეულ მდუმარებას არღვევს - სესილია გეფიცები, სულ ცოტა ხანს, სულ ცოტა ხანს დამაცადე და ყველაფერს აგიხსნი, სულ ყველაფერს...
- კიდევ ვერ ხვდები, რომ დრო უკვე დიდი ხანია, აღარ გვაქვს? - თვალებს ვანათებ და კარგად ხანს ვუყურებ. აღარ მაქვს არც ემოციის დამალვის, არც ტონის კონტროლის თავი. მთლიანად გულწრფელი ვარ - მთლიანად სუფთა მაქვს თვალები, გამოხედვა, ტონი. გულწრფელია ცრემლები, რომლებითაც სავსე მაქვს თვალები. ტირილი მინდა. ტირილი იმ გაურკვევლობის გამო, რომელშიც ვარ. ვიცი, თაყაიშვილი გაგიჟდება ჩემს ცრემლებზე. ანუ თაყაიშვილის მოწევა და ჩემი ცრემლები ერთი და იგივეა, რა.
- სესილია, შენთან ვარ, გაიგე? სულ შენთან ვიყავი, ახლაც აქ ვარ და სულ შენთან ვიქნები! ერთი წელი მაპატიე სესილია, ერთი წელი... 12 წლიანი მეგობრობის ხათრით, სესილია! - თანდათან ახლოს მოდის და მთელი სხეული მიკანკალებს. ვგრძნობ როგორ უხშირდბა სუნთქვა. ნაზად მხვევს ხელს კისერზე და თავისკენ მწევს. მეორე ხელს წელთან მიცურებს და მთლიანად მას ვეკვრი. ახლა უფრო სავსე მეჩვენება ჩვენი სითბოც, ისიც, ჩემი თავიც და მთლიანად, ჩვენც. ხო, „ჩვენ“. არ ვიცი, თითქოს წამში ქრება წარსული, საერთოდ ყველაფერი, რაც ჩვენს გარდა არსებობს და მხოლოდ მე, თაყაიშვილი და ის სიო ვარსებობთ, რომელიც ერთადერთია, რაც გვაფხიზლებს.
ვგრძნობ, რომ მისი სითბო ჩემში ნაზად იღვრება. იღვრება მთლიანად, მაგრამ ამასთან ისე, რომ ორივეს გვეკუთვნოდეს.
თითებს ჩემს თმებში ნაზად დააცურებს, ჩემს სურნელს შეიგრძნობს, ისევე, როგორც - მე. მთლიანად ბურუსში ვარ გახვეული. თითქოს ვერაფერს ვხედავ, მთელი სამყარო ჩვენია, ჩვენ ვართ, ჩვენ გვიტევს მხოლოდ, მაგრამ ამავე დროს მხოლოდ მაშინ ვგრძნობ სიცოცხლეს, ამ ყველაზე დაბურული, და ამავე დროს ყველაზე მკვეთი, ნათელი ბურუსით გარშემორტყმული.
მის სურნელს თითქოს ამ სამყაროდან გავყავარ. მიმიკვლევს გზას სადღაც შორს, ისეთ ადგილას, რომელიც ყველაზე ნათელია დედამიწაზე. ისეთ ადგილას, სადაც ყველაზე ბევრი და ყველაზე ფერადი ყვავილები ხარობს, მხოლოდ დემეტრეს სურნელი ტრიალებს და თავზე მზე დავყურებს. ზოგჯერ წვიმს, მაგრამ წვიმა ცეკვაში გაგყვავს და ცისარტყელას ველით. მზე არ ჩადის. ან ჩადის, მაგრამ ამ სამყაროში ყველაზე ტკბილი და იდუმალი ღამეები იცის, სამყაროში, სადაც ყველაგან ჩვენ ვართ, სამყაროში, რომელიც მხოლოდ ჩვენია.
რეალობაში წვიმის წვეთები მაბრუნებს. ჩემს ცრემლებს ერევა, მგონი დემეტრესასაც და მხრებს გვინამავს, წვიმის სურნელი ჩვენსას ერევა და უფრო ტკბილი ხდება. თავს მაღლა ვწევ და სახეს წვიმას ვუშვერ. დემეტრეს ისევ ჩემს კისერზე აქვს ხელი მოხვეული და ნაზად ვირწევით წვიმაში.
ვხვდებით, რომ ამ წამის იქით, სიძნელეები, გაურკვევლობა, წყენა, პრობლემები და ერთმანეთისთვის სათქმელი სიტყვები გველოდება, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს მომენტი საუკუნედ იქცეს. ან იქნებ არც არსებობს სხვა აღარაფერი, მხოლოდ ეს ერთი, გარდამავლი წამი და ერთმანეთისკენ გადადგმული ნაბიჯები იყო ყველაფრის ტოლფასი?!
ერთმანეთს კანკალი გვაშორებს. მიუხედავად იმისა, რომ წვიმის წვეთები ალბათ ზუსტათაც, დროული იყო, ბაკურიანის სუსხი ბოლომდე შეგრძნების საშუალებას არ მაძლევს. დემეტრე ნაზად მიშვებს ხელს, ჟაკეტს იხდის, მე მახურებს მხრებზე და მტოვებს აივანზე, მარტოს, აკანკალებულს, გაყინულს და თან დამწვარს, ჯერ კიდევ სადღაც, შორს, ჩვენს სამყაროში ჩარჩენილს.
შიგნით რომ შევდივარ, ბიჭები იქ აღარ მხვდებიან. რუსკა აბაზანაშია, ხატია პლედშემოხვეული ზის და საზამთროს მიირთმევს. ეტყობა გამოფხიზლებას ცდილობს. თავზე დრო და დრო იდებს ხელებს და სახეს ჭმუხნის. თავის ტკივილი უკვე დასწყებია.
- სეს, ხვალ მივდივართ და გეხვეწები, ჩანთა ჩამილაგე რა, თავი მისკდება უკვე... - მთხოვს პირგამოტენილი და საწოლზე გაშხლართული წვება. ვხედავ, როგორ იბუზება სიცივისგან, მაგრამ დაფარების თავი არ აქვს. მივდივარ და ვაფარებ საბანს.შუბლზე ვკოცნი და იქვე მიწოლილი, გულში ვიკრავ. ცოტა ღვინის სუნი აქვს, მაგრამ არ მაწუხებს. ბანაობის თავი აშკარად არ აქვს.
ყველაფრის მიუხედავად მაინც ვფიქრობ, რომ წასვლა საჭიროა. თანაც არამგონია, რომ ჩვენი წასვლის შემდეგ ბიჭები დარჩნენ დიდხანს. ალბათ ამაზე უკვე ისაუბრეს ჩემი გარეთ ყოფნისას. არ ვიცი, შეიძლება ახლა წასვლა გაქცევა იყოს, მაგრამ ასე არ არის. არ გავრბივარ, პირიქით. ვცდილობ მაქსიმალურად საღად ვიაზროვნო, რისთვისაც ცოტა ხანს მანც, მარტო ყოფნა და სიმშვიდე მჭირდება, ორქიდეებთან და მუსიკასთან ერთად. ვიცი, არც დემეტრე არ იფიქრებს, რომ გავიქეცი. ალბათ მასაც სჭირდება რაღაც პერიოდი, ამჯერად ჩემთან ერთად, მაგრამ თან ჩემს გარეშე.
ვერ ვხვდები, დღეს რა მოხდა. ბოლო დღეებია მგონი საერთოდ ვერაფერს ვეღარ ვხვდები, მაგრამ ეს სხვაა... არც მეჩქარება მიხვედრა, არ მაწუხებს ეს გაურკვევლობა, თითქოს ერთი ჩაახუტება ყველაფრის ნიშანი უნდა ყოფილიყო, თან ყველაფრის თავდაყირა დამყენებელი.
- სესი, იცი რა საყვარლები ხართ შენ და დემეტრე? რომ ეხუტებოდი, რუსკამ ფოტო გადაგიღოთ - ბლუყუნებს გაღვიძებული ხატია და ამღვრეული თვალებით შემომყურებს - უიჰ, ეს მგონი არ უნდა მეთქვა...
- დაიძინე ხატია, დაიძინე - მეღიმება და თავზე ვეფერები და კიდევ უფრო მჭიდროდ ვიკრავ გულში. ამდენი რამ დაალევინა ამ გოგოს, ერთი გამაგებინა. ან იმ ბატმა რა ქნა, შორიდან რომ გიჟდება გადარეულ ვაჩეზე. რა წყვილიაა??! მათზე ფიქრში მეღიმება და პირაცმაცუნებულ ხატიას დავყურებ. ფრთხილად ვდგებიდა ჩანთას ვულაგებ.


- დემეტრე, აღარ შემიძლია. აღარ შემიძლია ვუყურო სესილის და ჩუმად ვიყო. ნუთუ გსიამოვნებს, რომ იტანჯება?!
- ვაჩე, ხომ იცი, რომ არ უნდა უთხრა?
- როგორ შეგიძლია ასე დატანჯო და არ უთხრა არაფერი....
- ვაჩე არ შემიძლია, არა, გაიგე, რა! რომ ვუთხრა უფრო დაიტანჯება, ინერვიულებს და უფრო რთული იქნება მისთვისაც და ჩემთვისაც
- დემეტრე ნორმალური ხარ? სესილი წარმოიდგინე შენს ადგილას, არ გენდომებოდა, რომ გცოდნოდა ასეთი რაღაც? არ გენდომებოდა, რომ ასეთ მომენტში ერთად ყოფილიყავით?
- არც მოვშორდებოდი გვერდიდან...
- მერე?! ცოტა დაფიქრდი დემეტრე, რა. არ არის სესილი 17 წლის გაუწონაწორებელი მოზარდი, რომ ასეთ რაღაცებს უმალავდე... - ვაჩე თითქმის ევედრება დემეტრეს. დემეტრე დუმს. აშკარად არ უნდა მომესმინა საბილიარდოდან გამომავალი ხმები.
თავს ვერ ვიჭერ. მინდა შევიდე, ყველაფერი გავიგო, მაგრამ სასწარკვეთილება და შიში მიპყრობს. გონებაში ვაჩეს ფრაზები მიტივტივდება, რომლებსაც მათი თქმის დროს სრულ აფსურდად ვთვლიდი და ვერ ვხვდებოდი, ასეთ სისულელეებს რატომ მეუბნებოდა - „სჭირდები დემეტრეს, ისე, როგორც არასდროს“, „წადი სესილი, შენ ადგილი იქ არის“, „მისამართს მოგცემ, მიდი, ნუ ფიქრობ ნურაფერზე“.ახლა ვხვდები. იქნებ რამე უჭირდა?! იქნებ მართლა ვჭირდებოდი? იქნებ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩემი მხრიდან ჩანს და ვხედავ... აკანკალებულ ფეხებზე ბოლოჯერ ვიხედები და საბილიარდოსკენ ამავალ ორ პატარა კიბეზე ნელა, აუღელვებლად ადვივარ, ვცდილობ ამ ორმა ნაბიჯმა დამიბრუნოს ბალანსი. ვცდილობ, შიშზე მაღლა ვიდგე. ვცდილობ, ვიყო ძლიერი.
- რა არ უნდა მითხრას ვაჩემ? -ოთახს ჩემი ხმა კვეთს. ფანჯრისკენ შებრუნებული დემეტრე ჩემსკენ ბრუნდება. ხელი თმაში აქვს შეცურებული, ნერვიულობს.
- სესილი...
- დიახ, გისმენ! - ცივი მზერა მაქვს, მაგრამ სადღაც, თვალებში მაინც გაიელვებს ხოლმე მუდარის სხივი.
- ვაჩე, გადი! - თაყაიშვილი აჩუმებს ვაჩეს და კარისკენ ანიშნებს. მასაც რაღაცნაირი, მავედრებელი მზერა აქვს.
- დემეტრე, აღარ გაქვს უფლება, უმალავდე! - ვაჩემ იცის,, რომ თაყაიშვიი არაფერს იტყვის და თვალებში ბრაზი უდგება.
- ვაჩე! - აწეული ტონით უმეორებს სახელს დემეტრე და ვაჩე ოთახს ტოვებს.არ მინდა, რომ ვაჩე წავიდეს. მიმავალს თვალებს ვაყოლებ, ვეხვეწები დარჩეს და ყველაფერი მითხრას, მაგრამ მიდის. ყველაფერი დემეტრეს რჩება სათქმელად, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ არაფრის თქმას არ აპირებს.
- დემეტრე, ვაჩეს რა უნდა ეთქვა? - აკაკნაკებული ტონით ვეკითხები, ცერად ვუყურებ და ნელა ვუახლოვდები.
- არაფერი სესილია! - თავს დაბლა ხრის და გვერდით იხედება.
- როდის დამთავრდება დემეტრე?! როდის დამთავრდება ეს გაურკვევლობა?!
- მალე,სესილია. გთხოვ, ცოტა ხანს მოიცადე და ყველაფერს გეტყვი! სულ ცოტა ხანსაც... - მიახლოვდება და ცდილობს, ხელი მომხვიოს, მაგრამ უკან ვიწევი.
- არ მინდა, დემეტრე, არა. არ მინდა ეს ჩახუტებები, თხოვნა და დრო...აღარ მინდა... - მაინც მიჭერს და მჭიდროდ მიკრავს სხეულზე. ვცდილობ, ხელიდან დავუსხლტე, არ ვემორჩილები, მაგრამ თავსაც კი ვერ ვწევ ზევით. დანებება არ მინდა, მაგრამ ვიღლები ამდენი ემოციისგან და მის ხელებში გახვეული ჩუმად ვარ, ხელს მაშველებს, რომ არ წავიქცე. რომ გრძნობს ჩემს გამოფხიზლებას და მოძლიერებას, ხელს ისევ მიშვებს და მიდის.
მიდის.
მარტოს მტოვებს, კვლავ.
გაკიდება არ მინდა, იმის მიუხედავად, რომ ჩემს შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია. ვიცი, რომც გავეკიდო, მაინც არ ამოიღებს ხმას.
ცოტა ხანს ერთ ადგილზე ვდგავარ და ვფიქრობ, რა ვქნა. ბოლოს ოთახს ვტოვებ და ეზოში ჩავდივარ. ხატია და რუსკა მანქანაში ალაგებენ ჩანთებს. დათი, ერკე და ვაჩეც იქ არიან, დემეტრე- არა. სად წავიდა დემეო, დათა მეკითხება. ხმას ვერ ვიღებ, მხრებს ვიჩეჩავ მხოლოდ. ეზოს ვათვალერებ და მანქანას ვერ ვხედავ. უსიამოვნოდ მეკუმშება გული.ვაჩე ხმას არ იღებს. მხოლოდ ერკე და დათი გვესაუბრებიან. უცნაურად ჩუმია თაბაგარი. თითქოს კიდევ ბევრი ემატება მის აქამდე სათქმელ სიტყვებს, მაგრამ მდუარებას ვერ არღვევს, ვერ ამოიღებს ხმას და მეც დამტოვებს ასე, სიცარიელეში, გაურკვევლობასა და სიბნელეში, რომელსაც უკვე კარგა ხანია შევეჩვიე.
ბაკურიანიდან მოვდივართ. ბიჭებიც საღამოს დატოვებენ იქაურობას. დემეს დაველოდებით და რომ მოვა, ჩავბარგდებითო.
სახლში შესვლისთანავე ორქიდეებისკენ მივდივარ. მშვენივრად გამოიყურებიან თეთრიც და ვარდისფერიც. ცოტახანს სულელურად გაღიმებული ვუყურებ და მერე ვშორდები.
ერთი კვირა გადის.
ბიჭები არ მინახავს, რუსა და ხატია - კი. ერკე და დათი სამსახურში არიან, ვაჩე არც ვიცი სად არის.
ორი კვირა გადის.
ყველაფერი ამაზრზენად დუმს. ცუდად მხდის ეს სიჩუმე. თითქოს წინ რაღაც დიდი მელის და მთელი ეს მდუმარება, ამ ყველაფრისთვის მამზადებს.რუსკა და ხატია უცნაურად მიყურებენ. თვალებში ეტყობათ, რამდენი რამის კითხვა უნდათ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. იციან რომ მეც ველოდები, ოღონდ რას - არ ვიცი.
სამი კვირა გადის.
ვეღარ ვუძლებ ქაოტურ სიჩუმეს. ვაჩეს ნომერს ვეძებ და ვრეკავ.
- ჰაი, სეს - მხიარული ტონით მეგებება ვაჩეს ხმა, თითქოს ამ მხიარულებით ცდილობს სირცხვილნარევი ნოტების გადამალვას
- ვაჩე, სად ხარ? - შეუვალი ტონი მაქვს.
- კარგად ხარ სესილი? - შიში ერევა ხმაში
- შეგიძლია შემხვდე?
- სესილი, არ იტყვი რა ხდება?! - ტონს უწევს ვაჩე
- სალაპარაკო მაქვს, გვაქვს!
- გამოდი, სახლში ვარ. ან გამოგივლი, როგორც გინდა...
-მოვალ.
მხოლოდ გასაღებს ვიღებ და ჩემს მინი კუპერში ვჯდები. სახლში ნაცვამ სპორტულებს არც ვიცვლი.
15 წუთში ვაჩეს სახლთან ვარ. კიბეებზე ნელა ავდივარ, მოსალოდნელ დიალოგზე ფიქრით.ათას ვერსიაზე ვფიქრობ. რას შეიძლება მიმალავდეს ვაჩე? რამე დანაშაული ხომ არ ჩაიდინა თაყაიშვილმა და მერე გაიქცა? ვინმეს ხომ არ ემალებოდა? რამე შარში გაეხვა? დემეტრე? არაა... ყველა ვერსია, რაც კი გავიფიქრე, ზედმეტად აფსურდულია. მეტი ვერსია აღარ მრჩება და ფიქრს ვწყვეტ, რაც არც ისე მარტივია.
ვაჩეს სახლის კარის სახელურს ვწევ და შევდივარ, როგორც ყოველთვის - ღიაა. თვითონ პირდაპირ, მისაღებში ზის და თითებს იმტვრევს.საფერფლე ნამწვავებითაა სავსე. ნერვიულობს. ჩემი დანახვისას ფეხზე დგება და ჩემსკენ მოდის, შუბლზე მკოცნის და დივნისკენ მანიშნებს.
- ჩაი? - საყვარელ მწვანე ჩაის მთავაზობს, მაგრამ ამჯერად უარს ვეუბნები და ჩემს მოპირდაპირედ მდგარ დივანზე ჯდება. ელოდება, როდის დავიწყებ საუბარს, მაგრამ თვალებში ვუყურებ და ხმას არ ვიღებ.
- ეგრე ნუ მიყურებ... - თავს დაბლა ხრის
- როგორ? - დემონსტრაციულად წინ ვიწევი
- სესილი, მე... - სიტვას ვერ ამთავრებს. არ იცის, რა თქვას, ვერ გადაუწყვეტია.
- ვაჩე, არ ფიქრობ, რომ უკვე დროა ყველაფერი თქვა? - მის გვერდით ვჯდები - არ თვლი, რომ ეს ფარსი უნდა დაამთავრო? არ თვლი, რომ ჩემი ტანჯვა უნდა დაამთავრო? არ თვლი, რომ მართალი უნდა იყო ჩემთან? არ თვლი, რომ ამ სიჩუმით კი არ ხარ კარგი მეგობარი, ამ ტყუილებით კი არ ხარ კარგი, ჩემი და დემეტრეს დახმარებით იქნები ... ვეღარ იტევს ვაჩე შენი თვალები ყველაფერს. ვეღარ იტევს ტყუილს და სირცხვილს. ვაჩე, გეხვეწები, ამოიღე ხმა - ხელები მიკანკალებს - გეყოფა ვაჩე, აღარ შემიძლია...გთხოვ!
- წავიდა, ნორვეგიაში გაფრინდა...
- რა? - მებზარება ხმა
- სესილი, ცუდად არის დემეტრე... ერთი წლის წინ თავზე ოპერაცია გაიკეთა. არ იცოდა, ცოცხალი გადარჩებოდა თუ არა... ვერ მოვიდოდა და ვერ გეტყოდა, რომ დალოდებოდი. ვერ გეტყოდა, რომ წასულიყავი მასთან ერთად. ვერ გეტყოდა, რომ მალე ჩამოვიდოდა. ვერ გეტყოდა, რომ საერთოდ როდიმე ნახავდი! - სასოწარკვეთილი შემომყურებს ვაჩე. მხოლოდ მის თვალებს ვხედავ და მისი ხმა ჩამესმის. თვალებში მიბნელდება. ყველა მომენტი,ყველა ფრაზა მიდგება თვალწინ - დემეტრესთან გატარებული წამები, მისი გამოსამშვიდობებელი სტატუსი, ერთი წელი და ვაჩეს საუბრები დემეტრეზე, ფრაზები, რომლითაც მასთან წასვლას მთხოვდა. ბაკურიანის წამები გადიან გზას გონებაში - სითბო, მონატრება, დემეტრეს თითოეული სიტყვა, მისი მძიმე ნაბიჯები, მისი მოკლე თმა. ბოლოს სულ პირველი შეხვედრა მახსენდება - ბორჯომში.
...მუხლგადაყვლეფილი ვზივარ სასტუმროს ეზოში, ასფალტზე, და ვტირი. პატარა ბიჭი მიახლოვდება, ჩემს მუხლს დაჰყურებს და ჩემთან ახლოს იკუზება. სახელს მეკითხება. სესილი მქვია მეთქი, ვეუბნები ასლუკუნებული. კარგი სესილია, ნუღარ ტირიო, მამშვიდებს. ნაზად მეღვრება სხეულში მისი ხმა და „სესილია“. დიდრონი შავი თვალებით შემომყურებს. ვენდობი, თავის პატარა თითებს მუხლზე ნაზად მადებს. ტირილს ვწყვეტ...
რეალობაში ისევ ვაჩეს ხმა მაბრუნებს.
- უნდა წავიდე, მე.. მე უნდა გავფრინდე,,, - თავი ხელებში მაქვს ჩარგული. ვაჩე ჩემს ფეხებთან, იატაკზე ჯდება და დაბლიდან მიყურებს - ახლა რაღატო წავიდა, კიდევ ოპერაციას იკეთებს?
- კი, სესილი. ზუსტად ერთი წლის თავზე აქვს ოპერაცია დანიშნული... ორ დღეში, ანუ...
- ვაჩე, უნდა წავიდე, გაიგე? მისამართი დამიწერე, მიდი, მალე...ვაჩე აქამდე რატომ იყავი ჩუმად, რატომ არ მითხარი არაფერი, ვაჩე! - აკანკალებული ხმით ვბუტბუტებ ჩემთვის და აქეთ-იქით ვირწევი,
-არ მქონდა უფლება, რომ მეთქვა. დემეტრემ ასე გადაწყვიტა... მთხოვა სესილი...მითხრა, რომ ასე ჯობდა. ყველასთვის ასე იქნებოდა უკეთესი...მეც კი ამიკრძალა გაყოლა ან მერე ჩასვლა იქ. ვერ მოვიდოდი და ვერ გეტყოდი, გამიგე, გთხოვ... - ვაჩეს დაბლა აქვს თავი დახრილი და თითქმის ჩურჩულებს. ბოლოს დგება და სამზარეულოში გადის. ორ წუთში ჩაის ფინჯნებით ბრუნდება და ერთს წინ მიდგავს, ერთი ხელში უჭირავს.
ფინჯანს ხელებს შორის ვიქცევ და ხარბად ვისუნთქამ მწვანე ჩიას სურნელს.ვაჩეს ტელეფონი აქვს მომარჯვებული და სადღაც რეკავს. „ორი ბილეთი ნორვეგიაში გასაფრენად, ქალაქი ოსლო, უახლოები რეისი მინდა!“ ბოლოს რაღაცაზე თანხმდებიან და ტელეფონს უთიშავს. ვუყურებ ვაჩეს, ვსვამ ჩაის, მაგრამ თითქოს სხვაგან ვარ, ფიქრებით ისევ შორს მივდივარ...
....
- სეს, იცი როგორ მიყვარხარ? - მინდორში ვსხედვართ, თავი დემეტრეს კალთაში მიდევს და ხელში გვირილას ვათამაშებ. დემე თმაში მიცურებს ხელებს, მეფერება
- შენც ხომ იცი?
- კი - მთანხმდება და იცინის. ცელქ კულულს უკან მიწევს და შუბლზე მკოცნის
- მეც ვიცი - მეც მეღიმება და დაბლიდან ავყურებ. მის შავ თვალებში ვიძირები და წამი საუკუნე ხდება
- სეს, ყველაზე კარგი რომ ხარ, ეგ იცი? - რაღაცნაირი, გულუბრყვილო ტონით მეუბნება და მოცინარი დამყურებს. იმდენ სიყვარულს ვხედავ მის თვალებში, რომ შიში მიპყრობს. შიში, ამ დიდი სიყვარულსა, შიში ბედნიერებისა.ბოლოს ღიმილი მძლევს, თავს მაღლა ვწევ და ვეხვევი. არ მინდა მოვშორდე. იმხელა სითბო იღვრება ჩემში, რომ მგონია, მთელი ცხოვრება მეყოფა. წამში მამშვიდებს, მაბრუებს და ჩვენს სამყაროში შევყავარ, ჩემი და დემეტრე თაყაიშვილის სამყაროში
.....
დრო ისე გადის, ვერც ვხვდები. ვაჩეს მივყავარ სახლში. მესმის როგორ მეუბნება რომ ბილეთები და სასრუმრო დაჯავშნა და დილას გამომივლის. იმასაც ამბობს რომ ბარგი უნდა ჩავალაგო და გამოვიძინო. ბოლოს სევდიანად მიყურებს გაშეშებულს და ჩემი სახლის კარს ნელა იხურავს, მარტოს მტოვებს. მარტოს ორქიდეებთან...და ფიქრებთან.

ღამე თავზე მათენდება. არ ვიცი, ბარგს როგორ ვალაგებ - რას ვდებ, რას არა - არ ვიცი. დილას ვაჩე მოდის და მხოლოდ სუსტი ღიმილით მესალმება. ჩანთა ჩააქვს მანქანასთან. მეც ხმის ამოუღებლად მივყვები. თვალებზე ეტყობა, რომ არც მას ეძინა, ჩემსავით. აეროპორტამდეც უსიტყვოდ მივდივართ, რეგისტრაციას გავდივართ.
- სესილი, ნუ გეშინია, გაიგე? - უცებ ბრუნდება ჩემსკენ და თვალებში მიყურებს. ცრემლებით მევსება თვალები
- არ მეშინია, ვაჩე - ჩურჩულით ვეუბნები ხმაჩამწყდარი და თვითმფრინავის ფანჯარაში ვიხედები. „არ მეშინია, არ დამტოვებს დემეტრე, არ შეუძლია, ვერ წავა და ვერ დამტოვებს...“ თავს ვიმშვიდებ ფიქრებში.
ნორვეგიში როგორც კი ჩავდივართ, საავადმყოფოში მივდივართ. კლინიკის დანახვისთანავე ცუდად ვხდები. მუხლები მიკანკალებს, სუნთქვა მიხშირდება, ცრემლები უნებართვოთ მისველებენ ღაწვებს. ვაჩე ხელს მკიდებს და მამაგრებს, რომ არ წავიქცე. ნაბიჯებს ძლივს ვდგამ.
მიმღებში ვაჩე კითხულობს დემეტრეს. წამით უშეშდება გოგონას ჩემზე თვალი, მის თვალებში თითქოს სიბრალული კრთება და მესამე სართულზე გვიშვებს, ექიმთან. დემეტრეზე არაფერს ამბობს. ძალას ვიკრებ, რომ გონება არ დავკარგო. ლამის ვუყვირო, ლამის დავარტყა იმ გოგოს მის თვალებში დანახული სიბრალულის გამო. მინდა ვიყვირო დემეტრეს სახელი, მინდა მითხრან მასზე რამე...
ვაჩეს მაღლა ავყავარ. ექიმის კაბინეტში შევდივართ. შუახნის კაცია, ინგლისურად გვესალმება.
- ძალიან ვწუხვას, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გადაგვერჩინა, მაგრამ... - მხოლოდ ეს სიტყვები ჩამესმის და თვალებში მიბნელდება.
დამტოვა.
მიმატოვა.
წავიდა, უჩემოდ.
ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებს. სამყარო პატარავდება, მასში ვიკეტები, ყველაფერი თავს მესხმის, დროში ვიჭედები. სივრცეში ვიკარგები, მიუხედავად იმისა, რომ ვეღარ ვსუნთქავ, ისეთი სივიწროვეა.
„სჭირდები დემეტრეს, ისე, როგორც არასდროს“, „სეს, იცი როგორ მიყვარხარ?“, „წადი სესილი, შენ ადგილი იქ არის“,“კარგი სესილია, აღარ იტირო“, „მისამართს მოგცემ, მიდი, ნუ ფიქრობ ნურაფერზე“ „სეს, ყველაზე კარგი რომ ხარ, ეგ იცი?“, „ვერ გეტყოდა, რომ მალე ჩამოვიდოდა“, „სესილია ხარ ჩემი, ს ე ს ი ლ ი ა!“, „წავიდა, ნორვეგიაში გაფრინდა“, „მაკა დეიდა, დატოვეთ სესილია სასტუმროში,რეპეტიცია უნდა გავიაროთ და მერე მე ჩამოვაცილებ“ „ვიცი ვარ გნახავ დიდი ხანი და ყვავილებით ვერ მოგირთავ თმას“, „გაგზრდია თმა“, „მენატრება, მენატრება...“,“სესილია, შენთან ვარ, გაიგე? სულ შენთან ვიყავი, ახლაც აქ ვარ და სულ შენთან ვიქნები!“,“იცი, როგორ მენატრებოდი?“, „ნახე, რა ლამაზი ცაა...“
სხეული მიკანკალებს. ცრემლები მომდის, ვიკეცები. სკამიდან ვცურდები და ცივ იატაკს ვეხები. მთლიანად ვცახცახებ, ვერ ვჩერდები. ვხედავ, როგორ გროვდება ხალხი ჩემს გარშემო. ვხედავ ვაჩეს შეშლილ თვალებს, ცრემლით სავსეს, ჩაბნელებულს.
პანიკა მიპყრობს. მარტო დავრჩი, სულ მარტო.
ყველაფერი უფერული ხდება. ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას.
დემეტრე მკვდარია.
აღარ სუნთქავს,
ვეღარ გამიღიმებს.
ვეღარ მაკოცებს შუბლზე, ან ყელში.
ვეღარ შემიცურებს თითებს თმებში.
ვეღარ მიმღერებს ჩარკვიანის „მენატრებას“.
ვეღარ ჩამეხუტება, როცა ყველაზე მეტად დამჭირდება.
ვეღარ გადმოღვრის ჩემს სხეულში სითბოს.
ვეღარ დამიწნავს თმას.
ვეღარ მაჩუქებს ორქიდეებს.
ვეღარ დამადებს თავს მხარზე, ან კალთაზე.
ვეღარ გადამიწევს ჩამოვარდნილ კულულს უკან.
ვეღარ დადგება მოუკიდებელი სიგარეტით ხელში.
ვეღარ დამიშლის ტირილს.
ვეღარ ამიყვანს ხელში დაღლილს.
ვეღარ წამომაყენებს წაქცეულს.
ვეღარ დამამშვიდებს.
ვეღარ ვიცინებთ ერთად.
ვეღარ შემაკრთობს მისი ხმით.
ვეღარ ამავსებს მისი სურნელით.
ვეღარ შემომანათებს სიყვარულით სავსე თვალებს.
ვეღარ დამელაპარაკება, ვეღარ მეტყვის უთქმელ მილიონ სიტყვას თვალებით.
ვეღარ იქნება უბრალოდ ჩემთან ერთად.
ვეღარ დამიძახებს სესილიას.
ვეღარ’ასდროს.

წამწამებს ნელა ვაშორებ ერთმანეთს, ქუთუთოები დამძმებული მაქვს. თეთრ ოთახს ვავლებ თვალს. საავადმყოფოს ვცნობ. ოთახის კუთხეში ვაჩეს ვხედავ. იატაკზე ზის და თავი ხელებში აქვს ჩარგული. ისევ ცრემლები მომდის და საწოლიდან ვდგები. მასთან ნელა მივდივარ და იატაკზე ვჯდები. თავს მაღლა სწევს და თვალებში მიყურებს. ისეთი გამოხედვა, სახე აქვს, თითქოს ერთ დღეში დაიწრიტა სიცოცხლისგან. მასაც ჩემსავით ცრემლით აქვს თვალები სავსე. ხელს მხვევს და მიხუტებს. ერთად ვტირით.
ცოტახანში ექიმი შემოდის. ხელში კონვერტი უჭირავს და ორქიდეა, ცისფერი.
ფეხზე ვხტები და მივდივარ. ორქიდეას ატირებული შევყურებ.
.................
- სახლში გექნება ორქიდეების ბაღი, სესილია - ღიმილიანი მიყურებს და ბარგს ალაგებს, არდადეგების შემდეგ ჰარვარდში დასაბრუნებლად - პირველს ჰარვარდიდან ჩამოგიტან, თეთრს. ყველა ჩემი ნაჩუქარი იქნება... თეთრი, ვარდისფერი, ცისფერი, ალისფერი და მერე რა ფერსაც მეტყვი. მერე გინდა, ბაღს რომ გავაკეთებთ, ღია იყოს მნახველებისთვის და ნახავენ სესილიას ბაღს, რომელშიც ყველა ორქიდეა დემეტრეს ნაჩუქარია! - სიცილით დგება საწოლიდან და ჩემსკენ მოდის, ლოყებს, ყელს მიკოცნის და ზედ მიხუტებს. ნაზად ირწევა ჩემთან ერთად და კვლავ იცინის, ჩემსავით.
............
ყვავილებზე ნაზად ვუსვამ თითს და ცვარს შევიგრძნობ. ორქიდეებიც ცრემლიანია, როგორც მე. ექიმს ვართმევ და იქვე, საწოლის გვერდით მაგიდაზე ვდებ. ვიცუცქები და შევყურებ. თავზე ისევ ექიმი მადგება, „ესაც თქვენთვისააო“-მეუბნება და კონვერტს მაწვდის. იატაკზე ფეხმორთხმული ვჯდები. ვაჩე და ექიმი გადიან, მარტოს მტოვებენ პალატაში.ძალას ვიკრებ, კანკალის შეწყვეტას ვცდილობ. კონვერტს ვხსნი და შიგნით ნადები წერილის ფურცელს ნელა ვშლი. გაკრული, მაგრამ ლამაზი ნაწერია, დემეტრეს ნაწერი. თვალებიდანცრემლებს ვიწმენდ და კითხვას ვიწყებ:
„სესილია
ყველაზე მეტად მინდა მძულდეს ეს დღე, შენ რომ ატირებული კითხულობ ამ წერილს, მაგრამ არ შემიძლია, უკვე აღარ მაქვს ამის უნარი...
გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? მაშინ ჩემი ხელებით შეგიმშრალე ცრემლები წაქცეულს. ახლა აღარ შემიძლია რომ ნაზად მოგხვიო ხელი და გითხრა „სესილია, აღარ იტირო“ - მეთქი, მაგრამ აღარ უნდა იტირო. ვერ მოვალ და ვერ შეგიმშრალებ ცრემლებს, ვერ ამოგიშრობ კოცნით, მაგრამ აღარ უნდა იტირო. ვერ მოგეხვევი აკანკალებულ სხეულზე, მაგრამ აღარ უნდა იტირო. აღარ უნდა იტირო, იმიტომ, რომ მე შენი ღიმილი მიყვარს და სულ მეყვარება, სადაც არ უნდა ვიყო. ვიცი, გინდა ისევ შეგეძლოს მეჩხუბო, მიყვირო, გამიბრაზდე, მერე გაბუსული მოხვიდე ჩემთან და მომეხუტო. ალბათ გგონია, რომ წავედი შენგან, მიგატოვე, მარტო დაგტოვე, მაგრამ არ არის ასე. სადაც არ უნდა ვიყო, მაინც მიყვარხარ, სულ შენს გვერდით ვარ, სესილია. მე არასდროს მიგატოვებ...
მიყვარხარ სესილია, სიგიჟის იქითაც მიყვარხარ.
მაცოცხლებდა ეს სიყვარული. მაგრამ არა სიყვარული მეგობრის, რომელთანაც 12 წელი გავატარე, არამედ ის სიყვარული, რომელსაც ჩემს თვალებში ხედავდი ყოველი შემოხედვისას. ის სიყვარული, რომელსაც ყოველთვის თან ვატარებდი, გინაწილებდი, უსიტყვოდ, დუმილით ვღვრიდი შენში, მაგრამ ვხვდებოდი, რომ არც შენ გაკლდა.
ვერ ნათქვამი, თან ამავე დროს მილიონჯერ ახსნილი სიყვარული მაძლევდა ძალას, შენთვის მეცოცხლა.
ბოდიში მაქვს მოსახდელი, სესილია. უნდა მაპატიო, რომ ვეღარ ჩაგიკრავ გულში. უნდა მაპატიო დაკარგული ერთი წელი, რომლის განმავლობაშიც სიცოცხლისთვის ვიბრძოდი, შენთვის, მაგრამ შენს გარეშე. უნდა მაპატიო დამალული სიმართლე, რომელმაც ერთი წელი წაგვართვა. უნდა მაპატიო ყოველი წამი, რომელიც შენს გარეშე მაქვს გატარებული და ის წამებიც, რომელსაც ახლა ატარებ, ჩემს გარეშე, მაგრამ ამავე დროს ჩემთან ერთად, როცა ყველაზე შორს ვარ და ამავე დროს, ყველაზე ახლოს ვარ. შენთან ვარ,შენი ვარ, შენში ვარ სესილია.
მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები...
სულ გახსოვდეს, როგორი დიდია ჩვენი სიყვარული. ყველაზე და ყველაფერზე დიდია ჩემში ეს გრძნობა. სულ გახსოვდეს, რამდენს ნიშნავ ჩემთვის შენ და შენი ბედნიერება.
სესილია, გახსოვს ორქიდეების ბაღის გახსნას რომ დაგპირდი? ის სივრცე, ჩვენი საყვარელი ადგილი, ვერაზე, ახლა შენია და ორქიდეებით არის სავსე, ჩემი ნაჩუქარი ორქიდეებით. მხოლოდ სამი აკლია - თეთრი და ვარდისფერი, რომელიც სახლში გაქვს და ცისფერი, რომელიც უკვე შენთანაა. ყოველ 3 თვეში ერთხელ საუკეთესოებს გამოგიგზავნიან, სანამ ბაღს თავს არ დაანებებ. ყველა ორქიდეა ჩემი ნაჩუქარი ვეღარ იქნება, მაგრამ მერე რა, ეგ არ არის მნიშვნელოვანი.
სესილია, მინდა იმღერო. მინდა გიტარაზე დაუკრა და ყველგან, სადაც გექნება საშუალება - იმღერო. ყოველთვის მე გიმღეროდი, შენ მხოლოდ მყვებოდი და ასე მალავდი საკუთარ თავს, მაგრამ ვიცი,რომ საოცრება ხარ. შენი ხმა იყო ჩემთვის ყველაფერი - ბედნიერების, სიხარულის და სიცოცხლის ხალისის მომცემი. ახლა სხვასაც მოასმენინე, სხვაც გააბედნიერე, და მეც...
იცხოვრე სესილია, იცხოვრე ისე, რომ შენი ბედნიერებით მეც ვიყო ბედნიერი.
მაპატიე სესილია
მთელს სამყაროს ნიშნავ.
/ისევ ამოდის თეთრი მთვარე და სიყვარულიც მოგონებას გავს
შენზე ოცნება შევიყვარე და ეს სიმღერაც არ მანებებს თავს...
მენატრება, მენატრება, მენატრება შენი ნაზი ხმა/
მიყვარხარ, სესილია...
შენი დემეტრე“
ჩემი ცრემლებით ინამება წერილი. ნელა, სათუთად ვწმენდ და გულში ვიკრავ. ისტერიულ ტირილს ვიწყებ. შემიძლია სუნთქვა? შემიძლია ვისუნთქო იმ ჰაერით, რომლითაც ის აღარ სუნთქავს? შემიძლია ვიცხოვრო იმ სამყაროში, სადაც აღარ არის ჩემი დემეტრე თაყაიშვილი?
უნდა შევძლო, „იცხოვრე სესილია, იცხოვრე ისე, რომ შენი ბედნიერებით მეც ვიყო ბედნიერი“ - უცებ მიტივტივდება გონებაში ციტატა წერილიდან, სასწრაფოდ ვიწმენდ ცრემლებს და ფეხზე ვდგები. პალატიდან გავდივარ.
- ვაჩე, დემეტრე უნდა ვნახო. შეგიძლია ექიმს სთხოვო? - საოცრად მისუსტებულ ხმას ვუშვებ ყელიდან და მევე მაკრთობს ეს უცხო ტონი
- სესილი, იცი... დემეტრემ უარი თქვა, რომ მისი სხეული გვენახა. ასევე უარი თქვა საქართველოში გადასვენებასა და იქ დაკრძალვაზე. დაკრძალვას ვერც კი დავესწრებით. მას ასე სურდა... - თავჩახრილი მეუბნება ვაჩე. არც ვიცი რა ვთქვა. ერთ დღეში იმდენი ემოცია მივიღე, რომ ვეღარც ვაზროვნებ, ვეღარ აღვიქვამ ვერაფერს.
- მაშინ მინდა, რომ თბილისში დავბრუნდეთ, ახლავე! - სუსტი, მაგრამ კატეგორიულია ჩემი ტონი და ვაჩეც თავს მიკრავს, მხარზე ხელს მხვევს და კიბისკენ მივდივართ.


"დემეს ორქიდეების ბაღი" - დღესაც დილიდან მივდივარ სახლად ქცეულ ადგილას, ყველაფერს თვალს ვავლებ, თანაშემწეებს მითითებებს ვაძლევ, ყვავილებს "ვეფერები" და სამსახურში მივდივარ.
ორ წელიწად ნახევარია ჩემი ატელიე მაქვს, ბრენდით, სახელად "სესილია". ესკიზებს თავად ვქმნი, ქსოვილს თვითონ ვარჩევ, საყვარელ მოდელებსაც თვითონ ვკერავ, დანარჩენებს-დამხმარეებს ვანდობ. წელიწადზე მეტია უკვე საზღვარგარეთაც იცვამენ ჩემს შექმნილ სამოსს, როგორც მოდურ, ძალიან გემოვნებიან ტანსაცმელს. ფეხსაცმლის და ჩანთების ხაზიც მაქვს.
კვირაში ორჯერ ხატვას ვასწავლი ბავშვებს, რითაც უზომოდ დიდი, დადებითი ენერგიით ვივსები. თავისუფალი დრო თითქმის არც მრჩება - მოდის სახლი, ხატვის წრე და ორქიდეების მოვლა ჩემთვის ყველაფერია.
მეგობრებთანაც დიდ დროს ვატარებ. ჩემი მეორე ოჯახი არიან. არიან ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, ჩემი ცხოვრების ყველა შავ-თეთრი წერტილი გააფერადონ, მაგრამ ბოლომდე ვერასდროს შეძლებენ ამას.
ყველაფერი მაქვს ბედნიერებისთვის, თითქმის, მაგრამ ჩემი ცხოვრება ცარიელია. ყოველთვის ჩამქრალი მაქვს თვალები. ყოველთვის ვცდილობ, ვიყო გაღიმებული, მაგრამ როცა თვალებში ის სხივი არ ჩანს, რომელიც ყველაფერია ცხოვრებაში, ღიმილი ალბათ არც არაფერს ნიშნავს.
ყოველთვის უარს ვამბობ ცეცხლისფერ ორქიდეებზე, როცა ახალი ორქიდეების გამოგზავნას მთავაზობენ სხვადასხვა ქვეყნებიდან. ყოველთვის განსაკუთრებულად ვუვლი სამ ორქიდეას - თეთრს, ვარდისფერს და ცისფერს, დემეტრეს ნაჩუქარ ორქიდეებს. დემეს ორქიდეების ბაღის ზოგიერთ სტუმარს ისტორიებსაც ვუყვები ამ ბაღზე, ჩემზე და დემეტრეზე, ჩვენს სიყვარულზე. არ ვიცი, ალბათ აქ როცა არ ვარ ჩემი თანაშემწეებიც უყვებიან რაღაცებს ჩვენს სტუმრებს. ბევრი სტუმარი გაგვიშვია თვალცრემლიანი ამ ისტორიების მოყოლის შემდეგ. ზოგი ხშირად სტუმრობს აქაურობას, უყვარს ეს ადგილი. რადგან ასეთი სტუმრების რიცხვი არც ისე მცირეა, რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე ბაღის ერთ კუთხეში პატარა კაფეც გამეკეთებინა. კაფე, სადაც მშვიდად მიირთმევენ ჩვენი სტუმრები ჩაის, ყავას ან სხვადასხვა კერძებს და თან ორქიდეების ცქერით, მათი სურნელით დატკბებიან. ჩემი მოსწავლეებიც ხშირად მომყავს აქ-ვიღებთ ქოთნებს და ხან რას ვახატავთ, ხან - რას.
აჰ, კიდევ ძაღლი მყავს. თეთრი ჰასკი. ძაღლების მეშინოდა, მაგრამ თორა დემეტრეს ძაღლია, რომელმაც შიში დამაძლევინა. რაც დემეტრეს ვეღარ ხედავდა, ძალიან ცუდად იყო, ვაჩეს კინაღამ უკბინა კიდეც, ამიტომ დემეტრეს დედამ ჩემთან მოიყვანა. დემეტრეს სახლში მე ვიყავი ყველაზე ხშირად. მე ვიყავი დემეტრესთან ყველაზე ხშირად, როცა თორას ასეირნებდა, ამიტომ იფიქრეს, რომ მხოლოდ ჩემთან გაჩერდებოდა ძაღლი. ასეც მოხდა. ახლა თორა , დემეს ძაღლი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ძალიან მიყვარს და ყველაზე ხშირად სწორედ ის არის ჩემი ცრემლების მოწმე. ყველაზე ხშირად მას ველაპარაკები ჩემზე და დემეტრეზე ატირებული.
ვაჩე, რუსკა, დათი, ხატია, ერკე ყველაფერი გახდნენ ჩემთვის. არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, აკეთებენ და ყოველთვის გააკეთებენ ჩემთვის და ჩემი ბედნიერებისთვის. რუსკა მეუბნება ხოლმე, ძალიან გაიზარდეო. გავიზარდე 3 წელიწადში, რომელიც დემეტრეს გარეშე გავატარე. იმ სამ წელიწადში, რომელშიც ბაღის და მეგობრების გარდა, სამსახურის, ოჯახის გარდა, ჩემთვის არაფერი არსებობდა. გავიზარდე? დიახ. ვისწავლე ძალიან ბევრი რამ. დემეტრეს გარეშე ყოფნამ მასწავლა ტკივილთან ერთად ცხოვრება, ღიმილის ქვეშ მისი დამალვა, ცრემლების დავიწყება და ბედნიერება, როცა ცოცხალი მხოლოდ იმიტომ ხარ, რომ შენი თავი სხვებს მიუძღვნა. მასწავლა სიმშვიდე. მასწავლა სიძნელეებთან გამკლავება ისე, რომ არ შემეშინდეს. ქალი ვარ, ძლიერი ქალი, რომელსაც არაფერი არ შეაშინებს ამ ცხოვრებაში და თუ შეაშინებს, ეცოდინება მაინც, რიმ ამას აუცილებლად გადალახავს.
ყოველ თვე ჩემი ხლეფასის ნახევარს იმ ფონდში ვრიცხავ, რომელიც თავის ტვინის სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებს მკურნალობის ხარჯებს უფინანსებს. ხშირად ვმართავ საქველმოქმედო საღამოებს ორქიდეების ბაღში, სადაც პატარა კაფეში უამრავი ადამიანი იყრის თავს, უსმენენ მოხალისეების შესრულებულ მუსიკას, წაკითხულ ლექსებს და ყიდულობენ ორქიდეებს, თანხა კი ისევ ქველმოქმედებას ხმარდება.
მეუბნებიან ხოლმე, რომ პირად ცხოვრებას უნდა მივხედო, მაგრმა მხოლოდ ისინი ამბობენ ამას, ვინც არც მე მიცნობს კარგად, არც დემეტრეს იცნობდა და არც ჩვენს სიყვარულს, თორემ სხვები... იციან, რომ ამაზე საუბარი არც ღირს.
დემეტრე სულ ჩემთანაა... ყოველთვის, როცა მიჭირს ტკივილთან გამკლავება. ყოველთვის, როცა თავს მარტო ვგრძნობ, მასზე მოგონებები ძალით მავსებს, რომელიც ვიცი, ყველაფრისთვის მეყოფა. მისი სურნელი სულ თან დამდევს. მისი თვალები მუდავ ჩემშია. მისი ხმა სულ ჩამესმის. სულ ჭილაძის სიტყვებს ვიხსენებ: „მე იმდენს ვფიქრობ,
რომ შემიძლია შეგეხო კიდეც,
მაგრამ ყოველთვის თითქმის და თითქოს
და მერე დიდხანს ვიმშვიდებ თითებს.
მარტო ვცხოვრობ. ასე გადავწყვიტე, მაგრამ მეგობრები ხშირად არიან აქ. ვაჩე და რუსკა უკვე წყვილის სახით მოძრაობენ. მალე ნიშნობა ექნებათ. ყოველთვის, როცა ქორწილზე ვიწყებთ საუბარს, ვაჩეს თვალები უქრება, უსევდიანდება და ცოტახანს გარეთ გადის. ვერ ვხვდებოდი - რატომ, მაგრან მეჯვარეებზე როცა ჩამოვარდა ლაპარაკი - მაშინვე მივხვდი. ვინ იქნებოდა ვაჩე თაბაგარის მეჯვარე, თუ არა დემეტრე...ახლა კი....
მაგათი სიყვარულის ახსნა ყველაზე სასაცილო რამ იყო, რაც კი ოდესმე მინახავს - ვაჩე 22 წლის ასაკში გლანდების ოპერაციას იკეთებდა უნარკოზოთ და გამაყუჩებლის ნემსი რომ დაინახა, კინაღამ გული წაუვიდა. ისე ცუდად იყო, იძახდა გლანდების კარგ** მოვ***ნ, სიცოცხლე მინდა, ცოლი მყავს მოსაყვანი, ჯერ სიყვარულიც არ ამიხსნია, 4 შვილი მინდა, ერთს სესილი, ერთს დათი, ერთს ერკე, ერთს ხატია ნათლავს და მაცადეთო. რუსკას ფერები გადასდიოდა, კინაღამ გული გაუსკდა. ერთ კუთხეში იდგა და ტიროდა ეს გიჟი გოგო. მერე რომ ვერ დაიძვრინა თავი ვაჩემ და მაინც რომ გაჰყავდათ საოპერაციოში, მთელი კლინიკის გასაგონად ყვიროდა - რუსკა სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, ცოლად უნდა გამომყვე, ოთხი შვილი უნდა გვყვავდეს და ერთს სესო, ერთს დათი, ერთს ერკე და ერთს ხატია ნათლავსო. გაშეშდა რუსკა, ცრემლები სდიოდა და ხმაჩავარდნილი იდგა. მერე გამოერკვა სიტუაციაში, საკაცეს გაეკიდა და ერთი აკოცა ვაჩეს. მერე ხმას აღარ ამოუღია ვაჟბატონს. მთელი ხუთი დღე ჩუმად იწვა და რუსკას შესციცინებდა თვალებში. ძალიან ბევრი ვიხალისეთ რუსკაზე და ვაჩეზე.
დათისაც უყვარს ერთი გოგო, ელენე. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული, ნაზი გოგონაა, ზუსტად დათის შესაფერისი. ყოველთვის, როცა დათი მასთანაა, უზომოდ მშვიდია თვითონაც და თვალები სიყვარულით აქვს სავსე. ისე ნაზად ექცევა, მგონია, რომ ფაიფურის თოჯინასავით უფრთხილდება ელენეს. მათი სიყვარულის დანახვა უზომოდ მაბედნიერებს.
ერკეც არეულ-დარეული დადის ამ ბოლო დროს, ალბათ ისაც მალე გაგვაცნობს თავის რჩეულს...
ხატია? უჰ, ხატიას მხოლოდ თავისი ექიმობა და საავადმყოფო ახსოვს. გინეკოლოგობას უნაკლოდ ართმევს თავს, გაუბედავად, მაგრამ სულ იმას ამბობს , ჩემი დაქალები და ბიჭების ცოლები როდის იქნებით ჩემი პაციენტებიო.
ვიცი, დემეტრეც უბედნიერესი იქნებოდა მეგობრების ასეთი ბედნიერების დანახვით...
მოსაღამოვდა. სამსახურიდან ისევ ბაღში ვბრუნდები, დამხმარეებს ვუშვებ და ყვავილებთან მარტო ვრჩები. ბილიკებს ნელა გავდივარ და ყველა ორქიდეას სათითაოდ ვსწავლობ. რა ფერს, რა ჯიშს არ შეხვდებით, მაგრამ ცეცხლისფერს ვერსად ნახავთ. დემეტრემ მითხრა, თეთრ, ვარდისფერ, ცისფერ, ცეცხლისფერ ორქიდეებს გაჩუქებ და მერე რა ფერსაც გინდაო. სამი მაჩუქა, მეოთხე - ვეღარ.
რამდენიმე ობოლი ცრემლი მომდის. ნაზად ვიწმენდ და იქაურობას ვათვალიერებ სასურველი ნივთის საპოვნელად. გიტარას მალე ვპოულობ თვალებით და მისკენ მივდივარ. ვიღებ და განცალკევებით მდგარი სამი, დემეტრეს ნაჩუქარი ორქიდეის წინ ვჯდები. ჩარკვიანის "მენატრებას" ვუკრავ. მთელი გრძნობით ვყვები. გარშემო ყველაფერს ვივიწყებ და სადღაც ვიკარგები. ვგრძნობ, ცრემლები როგორ მინამავს ღაწვებს. ყველა ტკივილი მიახლდება. სული მტკივა, გული მტკივა, რომლის ნახევარიც უკვე მკვდარია. რეალობაში ჟრუანტელი მაბრუნებს. რაღაც უცნაურს ვგრძნობ - სიახლოვეს, რომელიც ასე მენატრებოდა... თითქოს დემეტრეს სითბოს ვგრძნობ, მის სურნელს. თითქოს ახლოს არის და ვერ ვხედავ.
ფანჯარა ღიაა და ფარდა ფრიალებს. არადა მახსოვს, დაკეტილი იყო... მაჟრჟოლებს, ფანჯარასთან მივდივარ და ადგულზე ვიყინები. თავბრუ მეხვევა და ფანჯრის რაფას ვეყრდნობი. თვალებში მიბნელდება, გონებაში დემეტრეს ხმა ჩამესმის, ისევ ცეცხლისფერ ორქდეაზე მესაუბრება. ფანჯარაზე მდგარ ყვავილს ამღვრეული თვალებით ვუყურებ. მაციებს. თავი მტკივდება, მალე დავეცემი. ხელს ვიღაც მაშველებს. უკან ვიხედები და ვაჩეს ვხედავ. გონებას ვკარგავ.
თვალებს ჩემს ოთახში ვახელ. თავი ისევ მტკივა, მაგრამ ფეხზე ვდგები და მანქანის გასაღებს ვეძებ. მისაღებში გასულს ვაჩე მეგებება თეფშით ხელში. სად მიდიხარო მომდევს, მაგრამ კარს ვხურავ, მანქანაში ვჯდები და ბაღისკენ მივდივარ. უნდა ვნახო...უნდა დავრწმუნდე, რომ გუშინ არაფერი მომჩვენებია და ნამდვილად იდგა ფანჯარაზე ცეცხლისფერი ორქიდეა.
ბაღში შესული არავის ვაქცევ ყურადღებას და აკანკალებული ხელ-ფეხით ფანჯრისკენ მივდივარ. ორქიდეა იქვე, თაროზე გადმოდებული მხვდება. ერთ-ერთი დამხმარე მიახლოვდება, თეკლა, და გაკვირვებული მეუბნება-"დილას ფანჯრის რაფაზე დამხვდა და აქეთ გადმოვდგიო". თვალებში კითხვის ნიშნები აქვს, უკვირს, ცეცხლისფერის დანახვა, ალბათ. ყველამ იცის რომ ყოველთვის უარს ვამბობ ცეცხლისფერზე. ვეღარ ვაზროვნებ. თავის ტკივილი კიდევ უფრო მიმძაფრდება. ვიმუხლები და ყვავილს ხელს ნაზად ვუსმევ. მეღიმება, არ ვიცი რატომ. რა უნდა ვიფიქრო? ვინ დამიტოვა ორქიდეა, ვინ გააღო ფანჯარა და ვინ დადგა იქ... ვინ დატოვა ზუსტად ცეცხლოსფერი ორქიდეა? ორქიდეა, რომელიც დემეტრეს უნდა ეჩუქებინა...
დემეტრე გარდაიცვალა. აღარ არის ცოცხალი. სხვა ვინ მაჩუქებდა? მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს... ეს დემეტრე არ ყოფილა, ვერ იქნებოდა, სხვას კი - მნიშვნელობა არ აქვს. ყვავილს ხელში ვიღებ და გარეთ გავიდვარ. მანქანაში ფრთხილად ვდებ და ვაჩეს ვწერ, რომ სახლში მივდივარ და იქ დამელოდოს. გზაში მილიონჯერ ვიხედები ყვავილისკენ. ემოციებით ვარ სავსე...ვეღარ ვფიქრობ. სახლში ნელა ავდივარ. ფეხები უკან მრჩება, არ ვიცი - რატომ. ვაჩე გაოცებული შემომყურებს, მითუმეტეს როცა ორქიდეას ხედავს თვალები მასზე რჩება. ეტყობა გუშინ ვერ დაინახა. არ მეთმობა ყვავილი. მიძნელდება ვაჩესთვის მიცემა, მაგრამ უნდა მივცე... ეს ერთადერთია, რასაც მხოლოდ მისგან მივიღებდი, მხოლოდ თაყაიშვილისგან. გული უცნაურად მიფეთქავს. თითქოს ვიცი, რომ სხვისი გამოგზავნილია, მაშასადამე ჩემიც არ არის ყვავილი, მაგრამ ამ ვერსიას გული უარყოფს. ხელები მიკანკალებს, მაგრამ მაინც ვაჩეს ვაძლევ და ვთხოვ, რომ წაიღოს. რაც უნდა ის უყოს- თუ უნდა დაიტოვოს, თუ უნდა გააჩუქოს, ოღონდ ჩემთან ვერ იქნება. ვაჩე უსიტყვოდ მართმევს. მეკითხება როგორ ვარ და სუსტად ვუღიმი. შუბლზე მკოცნის და მტოვებს. ლოგინთან დაღლიკი მივდივარ და ვწვები. მეძინება.
..........
- სესილია, გეშინია? - ჩემსკენ ნელა მოდის. მის სახეს გარკვევით ვხედავ-მომღიმარს, მონატრებულს. ჩემი ნაჩუქარი ცისფერი პერანგი აცვია, ძალიან უხდება
- რისი, დემე? - მეც ღიმილიანი სახით შევყურებ. გარშემო ყველაფერი ძალიან ნათელი, მზიანია, ჰორიზონტს ვერ ვხედავ
- ჩემი... - ოდნავ უქრება თვალები და ერთ ადგილზე ჩერდება
- შენი? დემე, შენი რატომ უნდა მეშინოდეს? - ვიღიმი და ახლა მე მივდივარ მისკენ. ცოტახანში სევდიანი სახით დამყურებს და თითონ მაჩერებს
- გეშინია სესილი? - კიდევ მიმეორებს შეკითხვას, ახლა თითქოს უფრო შორიდან მესმის მისი ხავერდოვანი, დასევდიანებული ხმა - ჩემი გეშინია?
- არა დემეტრე, არ მეშინია... -მაღალ ხმაზე ვლაპარაკობ. თითქოს ვცდილობ, რომ ჩემი ხმა გავაგონო, ის კი უფრო და უფრო შორს მიდის
- გეშინია სესილია, გეშინია.... არ მიშვებ შენამდე.... არ გინდა, რომ მოვიდე...არ მოვალ, აღარ შეგაშინებ....
- არა დემეტრე, არ მეშინია! არ წახვიდე, არ დამტოვო, გეხვეწები! დემეტრე! დემე! - ხმას ნელნელა ვუწევ და ვტრიალებ, მაგრამ კაშკაშა სივრცეში დემეტრე კვლავ უშინარდება და მარტო ვრჩები.
.....
ოფლიანი ვიღვიძებ. სულ მთლად სველი ვარ. სუნთქვა აჩქარებული მაქვს. სიზმარს ვიღდგენ გონებაში და მაკანკალებს. ნერვები მეშლება.
ნერვები მეშლება იმაზე, რომ ეს არეულობა, დაბნეულობა ემოციები ჩემს გულსა და ტვინში, ჩვეულ მოვლენად იქცა. შევეჩვიე იმას, რომ არასდროს არ ვიცი-რა ვქნა, ან უბრალოდ რა ხდება ჩემს თავს... სამი წელია ვცხოვრობ ისე, რომ არ ვიცი, რას ვაკეთებ. არ ვიცი, რა იქნება ხვალ ან ზედ, ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ... ვინ ვიყავი, ვინ დავრჩი და ვინ ვიქნები.
ფეხზე ვდგები და ვიცვამ. სამსახურში უნდა წავიდე. სამსახურამდე ბაღში არ მივდივარ. პირველად, რაც ეს ადგილი არსებობს, დილას იქ არ მივდივარ. ვერ მივდივარ. მეშინია, კიდევ არ დამხვდეს ფანჯრის რაფაზე დადებული ყვავილი, ან რაიმე სხვა, რაც ყველაზე მეტად მინდა, რომ იქ იყოს, მაგრამ ყველაზე მეტად მეშინია, გავრბივარ, ვუფრთხი. აი ისე, სამი წლის წინ დემეტრეს სიტყვების რომ შემეშინდა
"-დემეტრე, რაგინდა ჩემგან?!
-სიყვარული, სესილია...".
ბავშვებთან გაკვეთილი მამშვიდებს. ვუყურებ მათ მოციმციმე თვალებს, სუფთა ღიმილს და ყველაფერი მავიწყდება გარშემო. დღეს იმ სამყაროს ვხატავთ, ჩემი და დემეს სამყაროს-პატარა ხის სახლს, მინდორს ბევრი ყვავილებით, ცისარტყელას, მზეს ან სულაც თეთრ, მოლივლივე ღრუბლებს. ვხატავთ ჰორიზონტს, რომელიც ყველაზე ნათელია, რაც კი ოდესმე მინახავს.
ყველაზე განსხვავებული გაკვეთილი გვაქვს. ბავშვებს ვავალებ, ჩემი კაბა მოხატონ.
ნაზად დამაცოცებენ პატარა ხელებს სხეულზე და ატმისფერი კაბაც ტილოდ იქცევა, რომელზეც ჩემი და დემეტრეს სამყაროა ასახული, ბავშვების თვალებით დანახული, მათი ფერებით გაფერადებული და კაბაზე გადმოტანილი. ვეღარ ვუძლებ. მჭამს დილას უნახავ ორქიდეებზე ფიქრი და ისევ იქ მივდივარ, ჩემი კაბით, ჩემი ტილოთი, პეიზაჟით, ჩემი და დემეს სამყაროსი. ჩემი განცალკევებით მდგარი სამი ორქიდეისკენ მივდივარ და იქვე ვჯდები. თავს მუხლზე დაყრდნობილ ხელზე ვდებ და ყვავილებს ვუყურებ.
- დემე, იცი როგორ მომენატრე? - ჩემდა უნებურად მცდება სიტყვები. არ ვიცი, რას ვაკეთებ, მაგრამ ვიცი რომ ვაკეთებ იმას, რაც იმ წამს ყველაზე მეტად მჭირდება - იცი როგორ მომენატრა შენი სურნელი, ხმა, ღიმილი? შენი თვალები მომენატრა, რომელშიც ყველაფერი ჩანდა. შენი უბრალო გამოხედვა მომენატრა, რომელიც მხოლოდ ჩემთვის იყო. შენი არსებობა მომენატრა, ხან ჩემთან ახლოს, ხან -შორს. დემეტრე, მინდა რომ ჩემთან იყო...ყველაზე მეტად მჭირდები ახლა გვერდით დემეტრე. შენი არ მეშინია, დემე! - ბოლოს ამ სიტყვებს ამოთქვამს ჩემი ბაგეები, რომლებიც წუხანდელი სიზმრის ტყვეობაში არიან.
-აქ ვარ, სესილია, შენთან ვარ და აღარსად აღარ წავალ! - უკნიდან მესმის ნაცნობი ხმა და მგონია, რომ ისევ მოგონებებში ვარ. მგონია, რომ იქ, სადღაც სხვა სამყაროში ვარ ჩაძირული. მგონია, რომ საბოლოოდ გავგიჟდი და ახლა ვეღარ ვიშორებ დემეტრეს ხმას, მის სითბოს და ნაბიჯების ხმას, რომელიც ნელა მიახლოვდება.
უკან მიხედვა არ მინდა, მეშინია არ გაქრეს ჩემი მოლანდება და ისევ არ წავიდეს ჩემგან, როგორც სიზმარში. ველოდები როდის ვიგრძნობ მის შეხებას იმაში დასარწმუნებლად, რომ საბოლოოდ შევიშალე ჭკუიდან. მთელი სხეული მიკანკალებს. გიტარა იქვე, სკამის გვერდით ეცემა, მაგრამ დაცემის ხმა არ მესმის, იმდენად მაქვს დახშული სმენა, მთელი გონება. ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებს, მის სითბოს სულ უფრო და უფრო მეტად ვგრძნობ და მეტად ვგიჟდები. ბოლოს გამბედაობას ვიკრებ და სკამიდან ვდგები, ისევ მასვე ვეყრდნობი და უკან ვტრიალდები. თვალებით პირდაპირ დემეტრეს ვეჩეხები. დემეტრეს არა, მის აჩრდილს, ალბათ.
დემეტრე მოკვდა. წავიდა. აღარ სუნთქვას. აღარ უცემს გული. ჩემთანაა, მაგრამ არა აქ, ჩემს გვერდით, ასე უნდა იყოს.
თვალებიდან ცრემლები მომდის. თავს აქეთ-იქით ვაქნევ, რომ ნანახი უარვყო, მაგრამ "დემეტრე" არ ქრება.
- შენ აქ არ ხარ! შენ აქ არ ხარ დემეტრე! მეჩვენება.... - ვიმეორებ აკანკალებული ხმით ჩუმად. ერთი წამით თვალებს ვხუჭავ და ჩემს ნათქვამ სიტყვებს ვიხსენებ: " არ მეშინია! არ წახვიდე, არ დამტოვო, გეხვეწები! „ თვალებს ფრთხილად ვახელ. თან იმის მეშინია, რომ დემეტრე ისევ ჩემს წინ დამხვდება და თან იმის, რომ შეიძლება აღარ იყოს, წინ აღარ მედგეს და აღარ მიყურებდეს შავი, მონატრებული თვალებით, რომელშიც ყოველთვის ვიძირები, გალაკტიკას ვხედავ, სამყაროს ვხედავ - ჩემი და დემეს სამყაროს. ჩემი მწვანე თვალები ისევ მის თვალებს ხვდება. ჩემს წინ დგას და ტირის. სკამს ხელს ნელა ვუშვებ და ვუახლოვდები. აკანკალებულ ხელს ჯერ დავყურებ, მერე ნელა ამაქვს მაღლა, მინდა მას შევეხო, მაგრამ კვლავ მეშინია, არ ვიცი, რისი - მისი რეალურობის თუ პირიქით. მარჯვენა ხელს ფრთხილად ვადებ ლოყაზე და ახლა ყველაზე მეტად შევიგრძნობ მის სითბოს, ყველაზე მეტად ვგრძნობ მის არსებობას. მანდვილად ჩემს წინ დგას დემეტრე, ტირის და თან მიღიმის. ხელი კვლავ მის ლოყაზე მიდევს და მისი ცრემლები მინამავს თითებს. მეორე ხელსაც ლოყაზე ვადებ და ორივეთი ერთად ვუმშრალებ ცრემლებს. თვალებზე, ტუჩებზე, მთელს სახეზე ვეფერები. მის ნაკვთებს თითქოს თავიდან ვსწავლობ, ვამოწმებ, ხომ ნამდვილად ის არის, ხომ ნამდვილად დემეტრე თაყაიშვილი დგას ჩემს წინ, ჩემი დემეტრე. სლუკუნს ვიწყებ, გული მიჯდება და ტირილს ხმამაღლა განვაგრძობ. ჩემი ხელები მის სახეზე თარეშობენ და მე მის წინ ატირებული ვდგავარ იმის მიუხედავად, რომ ვიცი, ცუდად ხდება, როცა ვტირი. არ მაჩერებს. ღაპა-ღუპით სცვივა მასაც ცრემლები და ხმას აღარ იღებს. ხელები მის კისერზე ჩამომაქვს და უფრო ახლოს მივდივარ მასთან. თვალებს ვხუჭავ და მთელი სხეულით ვეკვრი. ვგრძნობ, თითოეული მისი ნაწილის, თითოეული წერტილის შეხებას ვგრძნობ. თითოეული წერტილის, რომელიც მათბობს. თავს მხარზე ვადებ და ვმშვიდდები. სუნთქვას ვიმშვიდებ და ფრთხილად ვივსები მისი სურნელით. მთელი სხეული მიდუნდება. ჩემი გული მშვიდად იწყებს ფეთქვას, ისე, როგორც არასდროს და მის გულისცემას ერწყმის. მის ხელებს წელზე ვგრძნობ. გაუბედავად მეხვევიან და ცხელი თითებით მაგრად მეჭიდებიან, მაგრძნობინებენ, რომ დემეტრე ჩემთან არის, ჩემია, ჩემი საყრდენია და ის შავი წერტილი, რომელიც ჩემს ცხოვრებას აქვს ლაქად, მალე ყველაზე ნათელ, ფერად წერტილად იქცევა.
- მართლა ნამდვილი ხარ? - თავს მაღლა ვწევ, თვალებში ვუყურებ და კვლავ მის ლოყაზე მიდევს ერთი ხელი.
- მაპატიე სესილია, მაპატიე, რომ შეგაშინე! მაპატიე, რომ დაგტოვე! მაპატიე ყველა წამი, რომელიც ჩემს გარეშე გაატარე! მაპატიე ყველა ცრემლი, რომელიც ვერ შეგიმშრალე! შენთან ვარ და აღარსად აღარ წავალ, მორჩა სესილია... - შუბლი ჩემს შუბლზე აქვს მობჯენილი და მეჩურჩულება. მისი ტუჩები თითქმის მეხება. ხელები ახლა მას აქვს ჩემს სახეზე და თითებით ნაზად მეფერება. მერე ისევ მხარზე მადებინებს თავს და ჩემთან ერთად მშვიდად დგას.
- შენ ხომ მოკვდი დემეტრე? - მონოტონური ტონით ვეკითხები ჯერ კიდევ შოკირებული, მაგრამ მერე ჩემი შეკითხვის სულელურობაზე მეცინება, დემეტრეც მყვება და ორივე ვხარხარებთ. სიცილი ტირილში გადამდის და უკვე იატაკზე მჯდარი, პირზე ხელაფარებული შევცქერი დემეტრეს.
- არ მოვმკვდარვარ. ოპერაციის შემდეგ დიდი შანსი იყო, რომ მეხსიერება დამეკარგა ან მოვმკვდარიყავი. ექიმს ვუთხარი, რომ ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ეთქვა თქვენთვის - ეთქვა, რომ ცოცხალი აღარ ვიყავი, შენთვის წერილი და ორქიდეა გადმოეცა და ჩემი ნახვის უფლება არ მოეცა. ასეც მოიქცა. მეხსიერება მართლაც დავკარგე. ნორვეგიაში ვმკურნალობდი. ერთი კვირაა ისევ ის დემეტრე ვარ, ყველაფერი მახსოვს. როგორც კი გამახსენდა, მაშნვე ჩამოვფრინდი. შრიდან გიყუერბდი და ვერ ვბედავდი მოსვლას. მეშინოდა, რომ კიდევ უფრო აგირევდი ცხოვრებას, მაგრამ ვეღარ გავუძელი სესილია. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, უშენოდ არ მინდა სიცოცხლე, გეფიცები... - მასთან ახლოს მაჩოჩებს და მიხუტებულს თმაზე მისვამს ხელს - არავინ არ მინახავს. არ ვიცოდი, გავბედავდი თუ არა შენამდე მოსვლას, ამიტომ არავინ არ იცის, რომ ცოცხალი ვარ...
- შენ არ იცი დემეტრე, შენ არ იცი რას ნიშნავდა ეს სამი წელი...
- ვიცი და ყველა წამს აგინაზღაურებ სესილია! ისე, ჩემი ორქიდეა იმ დათვს როგორ გაატანე? - იცინის ვაჩეს გახსენებაზე და თვალები ცრემლებიტ ევსება - სამი წელი გავატანე თქვენს გარეშე, ჩემი ოჯახის გარეშე...
-ავანაზღაურებთ დემეტრე, ერთად... - ახლა მე ვუმეორებ ამ სიტყვებს და მის მკლავებში ჩარგული ვიტრუნები.
იმ ღამეს საუბარში ვატარებთ. თავზე გვათენდება. ამას ბაღის კარის გაღების და მომსახურე პერსონალის შემოსვლით ვიგებ. ფეხზე ვდგებით მე და დემეტრე და ჩემი დამხმარეების გაკვირვებულ სახეებზე ვიცინით
-გაიცანით, დემეტრე თაყაიშვილი
-ვინ? - თამთამ ჩუმად ჩაიბურდღუნა
- დიახ, ის დემეტრე, ვისი სახელიც შემოსასვლელში აწერია ბაღს - კვლავ გამეცინა მათ დაბნეულ სახეებზე და გასასვლელისკენ წავედი დემეტრესთან ერთად - დროებით, მეგობრებო! - დავემშვიდობე შეკრებილებს და ვაჩეს სახლისკენ ავიღეთ გეზი.
შეხვედრა ჰქონდათ დემეს და ვაჩეს? კინაღამ გული გამისკდა.
ჯერ რომ მივედით ( რაღა თქმა უნდა, ვაჩეს სახლის კარი როგორც ყოველთვის,ღია იყო...) და ვაჩემ დემეტრე დაინახა, ეგრევე მე შემომხედა, მერე დემეს, მერე ისევ მე, მერე ისევ დემეტრეს. მერე სახეზე მოისვა ხელები და ეტყობა რომ არ გაქრა დემეტრე მისი თვალთახედვიდან, უკან შეტრიალდა, თავზე შემოდო ერთი ხელი, გემრიელად შეიგინა და მოტრიალდა. თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი ისე წამოვიდა დემეტრესკენ და პირდაპირ სახეში დაარტყა. შებარბაცდა დემეტრე. მერე მეორეც დაარტყა და ძირს დააგდო. დემეტრე არაფერს აკეთებდა. ბოლოს მასთან ჩაიცუცქა ვაჩე და გაშტერებული უყურებდა. კიდევ უნდა დაერტყა, როცა დემეტრემ დაუჭირა ხელი და ძლივს წამოიწია. მხარზე ხელი დაუტყაპუნა და ჩაეხუტა.
მე ისევ ცრემლიანი ვუყურებდი მათ შეხვედრას.
ვტიროდი, როცა ვერ ვგრძნობდი დემეტრეს ჩემთან ყოფნას. ვტიროდი, როცა დემეტრე მაკლდა. ვტიროდი, როცა ტკივილამდე მენატრებოდა და ახლაც ვტირი, როცა ჩემთანაა, ყოველ წამს შემიძლია შევეხო, შევიგრძნო მისი სითბო, მოვისმინო მისი ხმა, მან კი ჩემს თმაში ხლართოს თითები დაუღალავად, ყველაზე ძვირფას ცეცხლისფერ თმაში, მოუბეზრებლად.

ვერ იჯერებდა ქალაქი დემეტრეს დაბრუნების ამბავს. ბოლოს, როცა ყველა სათითაოდ აყოლებდა დემეტრეს თავის ისტორიას, დემე ხან რას იგონებდა, ხან რას. ძლივს შეკავებული სიცილით, გაწითლებული ვიჯექი ხოლმე და ვუსმენდი.

დღეს ქორწილი გვაქვს. მე, სესილის, სესილია ჟღენტს-ყველაზე ბედნიერ, შეყვარებულ ქალს და დემეტრეს, დემე თაყაიშვილს, ასევე ყველაზე ბედნიერ და შეყვარებულ მომავალ ქმარს. ჯვრისწერის შემდეგ ხელს ჩვენი ორქიდეების ბაღში ვაწერთ, ყვავილებით გარშემორტყმულნი. თეთრი, გრძელი, ხელით ნაქარგი, ძალიან ლამაზი კაბა მაცვია. თმა გაშლილი მაქვს, თავზე დემეტრეს ხელით დაწნული მინდვრის ყვავილების გვირგვინი მადგას და ხელშიც ასეთივე თაიგული მიჭირვს. გვერდით აბრჭყვიალებულთვალებიანი ხატია მიდგას, დემეს - ვაჩე. (ბევრი წუწუნის შემდეგ განაცხადა კაი, მე დათი და ერკე მეყოლებიან, შენთან ვარ, შენი შვილი მე უნდა მოვნათლო, აბა როგორო). თვალებში ვუყურებ დემეტრეს და ვერც წარმომიდგენია ჩემი სიცოცხლე იმ სიყვარულის გარეშე, რომელსაც მათში ვხედავ. წვულეუბაც იქვე, ეზოში გვაქვს. გვერდით, მაგიდაზე, ცეცხლისფერი ორქიდეა იწონებს თავს - ყვავილი, რომელსაც იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ბევრ დანარჩენს.

დემეტრე, ჩარკვიანის "მენატრება", ჩემი სამი - თეთრი, ცისფერი და ვარდისფერი ორქიდეა, ცეცხლისფერი ორქიდეა, ანუ სიცოცხლის ნიშანი, ასევე ცეცხლისფერი, თითებზე დახვეული ხმა და შავი თვალები, ნაოჭი ლოყის კუთხეში, ღიმილისას, თანაც მარტო დემეტრესი კი არა, მისნაირი ჩვენი სამი პატარის- ეს არის ჩემი სიცოცხლე, ეს არის ჩემი ბედნიერება, რომელიც არასდროს მთავრდება არც აქ და არც იქ, სადღაც, ჩემი, სესილი ჟღენტის და მისი, დემეტრე თაყაიშვილის, ჩვენი შვილების სამყაროში. სამყაროში, რომელიც ჩვენია. სამყაროში, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვიტევს. სამყაროში, რომელიც ჩვენ ვართ.
და თუ ოდესმე ვიფიქრებ, რომ ამის გარდა სხვა რამე მჭირდება, მაშინ არც არაფერი არსებულა, რაც მთელი არსებოთ მიყვარს.
/ისევ ამოდის თეთრი მთვარე და სიყვარული მოგონებას გავს…
შენზე ოცნება შევიყვარე და ეს სიმღერაც არ მანებებს თავს.
მენატრება, მენატრება.../

18.08.17
ეძღვნება მარიამს, საოცრებას, რომელიც ყველაზე ახლოს არის გულთან.



№1 სტუმარი kati

ara,ki mivxvdi cocxali rom iyo demetre,roca gardacvlili AR achvenes,magram tirilit mainc tvalebi mewvis.

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

არ მინდა მრავალსიტყვაობა მგრამ მგონი არ გამომივა ისე.
ძალიან მომწონა. იყო მომენტები რომელიც დავიჭირე და ძაან მომეწონა.
მარტივად რომ გიტხრა კარგად მომატყუე შეიძლება არ ვკითხულობდი დაკვივებულად მაგრამ როგორ შეიძლება ასე იყო ს და ისტორიამ აგატიროს.
ყოველ მეორე ისტორიაზე კი ნამდვიად არ ვტირივარ დამერწმუმე. მკლედ რომ გიტხრა ისე მოახერხე და ისე შემომაპარე ეს ამბები სიკვდილიც სიცოცხლეც ნორვეგიაც თავისი მინიშნებებით რომ მე აზრზე ვერ მოვედი. ამ საიტზე ეს მაკლდა სხვატაშორის და მადლობა ამისთვის!!!
წარმატებები.
აი ახლლა კი გავაკეთებ იმას რასაც არც თუ ხშირად ვაკეტებ ისტორიის წაკიტხვის შემდეგ . იუზერის სხვა სტატიებსაც ვნახავ!!!

 


№3  offline წევრი Manikaaa

nawkas12345
არ მინდა მრავალსიტყვაობა მგრამ მგონი არ გამომივა ისე.
ძალიან მომწონა. იყო მომენტები რომელიც დავიჭირე და ძაან მომეწონა.
მარტივად რომ გიტხრა კარგად მომატყუე შეიძლება არ ვკითხულობდი დაკვივებულად მაგრამ როგორ შეიძლება ასე იყო ს და ისტორიამ აგატიროს.
ყოველ მეორე ისტორიაზე კი ნამდვიად არ ვტირივარ დამერწმუმე. მკლედ რომ გიტხრა ისე მოახერხე და ისე შემომაპარე ეს ამბები სიკვდილიც სიცოცხლეც ნორვეგიაც თავისი მინიშნებებით რომ მე აზრზე ვერ მოვედი. ამ საიტზე ეს მაკლდა სხვატაშორის და მადლობა ამისთვის!!!
წარმატებები.
აი ახლლა კი გავაკეთებ იმას რასაც არც თუ ხშირად ვაკეტებ ისტორიის წაკიტხვის შემდეგ . იუზერის სხვა სტატიებსაც ვნახავ!!!


უღრმელი მადლობა, არ იცი ჩემთვის რამხელა სტიმულია ეს კომენტარი <3 სამწუხაროდ სხვა სიახლეები ჯერ-ჯერობით არ დევს (თავებად ვდებდი ისტორიას, მაგრამ გადავწყვიტე ისაც დავასრულო და სრულად დავდო),მაგრამ ძალიან მალე უფრო დახვეწილ ისტორიასაც შემოგთავაზებთ heart_eyes heart_eyes

kati
ara,ki mivxvdi cocxali rom iyo demetre,roca gardacvlili AR achvenes,magram tirilit mainc tvalebi mewvis.

უზომოდ ბედნიერი ვარ, თუ ამხელა ემოცია მოვიტანე heart_eyes

 


№4 სტუმარი A

ეს რა იყო? საოცრებაა ღმერთო სიტყვები არ მყოფნის. ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ..... უმაგრესია....

 


№5  offline წევრი Manikaaa

A
ეს რა იყო? საოცრებაა ღმერთო სიტყვები არ მყოფნის. ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ..... უმაგრესია....


უღრმესი მადლობა heart_eyes არ იცი როგორი ბედნიერი ვარ...

 


№6  offline წევრი ბაბუაწვერა

არ ვიცი რა გითხრა და როგორ შეგაფასო. საოცრება-ერთი სიტყვით ასე დავახასიათებდი ამ მოთხრობას.
ძალიან დიდი ხანია ასეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია ჩემზე არცერთ ისტორიას. ზოგადად ძალიან იშვიათად ვტირი, ახლა კი მართლა ვერ ვიკავებდი ცრემლებს.
შენ კიდევ საოცრად წერ და არაჩვეულებრივად გადმოსცემ თითოეულ ემოციას.
მოუთმენლად ველოდები ახალ ისტორიებს.

 


№7  offline წევრი Manikaaa

ბაბუაწვერა
არ ვიცი რა გითხრა და როგორ შეგაფასო. საოცრება-ერთი სიტყვით ასე დავახასიათებდი ამ მოთხრობას.
ძალიან დიდი ხანია ასეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია ჩემზე არცერთ ისტორიას. ზოგადად ძალიან იშვიათად ვტირი, ახლა კი მართლა ვერ ვიკავებდი ცრემლებს.
შენ კიდევ საოცრად წერ და არაჩვეულებრივად გადმოსცემ თითოეულ ემოციას.
მოუთმენლად ველოდები ახალ ისტორიებს.


უღრმესი მადლობა შენ heart_eyes ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემთვის, როცა მკითხველი გრძნობს იმ ემოციას, რაც ჩავდე თითოეულ მომენტში heart_eyes

 


№8 სტუმარი Guest Du-da

Es iyo is Rac yvelaze metad mchirdeboda exla. Am wams ycelaze metal Menatreba is adamiani ronelic sicocxles mirchevnia. Madloba Shen amistvis...... Vzivar da vtiri albat bendierbisgan....... Sauketeso xar

 


№9  offline წევრი Manikaaa

Guest Du-da
Es iyo is Rac yvelaze metad mchirdeboda exla. Am wams ycelaze metal Menatreba is adamiani ronelic sicocxles mirchevnia. Madloba Shen amistvis...... Vzivar da vtiri albat bendierbisgan....... Sauketeso xar

უღრმესი მადლობა და უზომოდ მიხარია, თუ ამხელა ემოცია მოვიტანე relieved heart_eyes

 


№10 სტუმარი Teo

Ubralod arvici ravtqva..axlac tvalcremliani vzivar da klaviaturas kargat ver varchev..saswauli iyo..namdvilad saswauli..mets verapers vityvi..❤️

 


№11 სტუმარი Ani

Dzalian momewona, bevric vitire da dasasrulic magari aris. Yochag kargad gadmoci...

 


№12  offline წევრი Manikaaa

Teo
Ubralod arvici ravtqva..axlac tvalcremliani vzivar da klaviaturas kargat ver varchev..saswauli iyo..namdvilad saswauli..mets verapers vityvi..❤️

უღრმესი მადლობა❤ძალიან ძალიან მიხარია, მართლა

Ani
Dzalian momewona, bevric vitire da dasasrulic magari aris. Yochag kargad gadmoci...

დიდი მადლობა თქვენ ❤

 


№13  offline წევრი marqetele

ჩემო თბილო ტკბილო და კარგო წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორ გამახარე პირობა რომ შემისრულე .პირველი ადამიანი ვარ ვინც წაიკითხა ისტორია (რათქმაუნდა შენს შემდეგ) ბევრიც ვიტირე და ისე ცუდად გავხდი ვეღარც ვაგრძელებდი კითხვას . ჩემი პირადი საოცრება ხარ შენ ! შენი მარიამი <3

 


№14  offline წევრი magdamargia

ამ წამს მატარებელში ვარ და ვიფიქრე რამეს ავიკითხავ დროის გასაყვანადმეთქი, საერთოდ მჩვევია ხოლმე მოხრობების ბოლოდან წაკითხვა თუ კარგად მთავრდება მააინ ვკითხულობ ხოლმე მაგრან რაღაცნაირად ეს ისტრია თავიდან დავიწყე ფდა შევყევი ისე რომ არც მინახავს როგორ მთავრდებოდა, შენ არ იცი რა განმაცდევინე დემეს "სიკვდილით"... მთელი მატარებლის ხალხი მე მიყურებდა ისე ვტიროდი... ვიფიქრე რაღა აზრი აქვს წაკითხვასთქო და ერთ მომენტში შევწყვიტე კითხვა თუმცა რამდენიმე წუთში ვეღარ გავუძელი , ალბათ სესილი (დემეს გარდა მას სესილიას ვერავინ დაუძახებს) ვერ გავიმეტე მარტოობისთვის მინდოდა მეთანაგრძნო, მეც "მტკიოდა" დემე და მტკიოდა სესილიც და ბოლოს სესილი და დემე ერთად მტკიოდა. ვერ აღვწერ ჩემს ემოციებს, ერთბაშად გავნადურდი იმდენად "ჩემებად" მივიღე დემე და სესილი... ისტორიის დასასრულს კი ვერ წარმოიდგენ რამდენად გამახარა "ცოცხალმა" დემემ, ახლაც ემოციებში ვარ.. ავტორ უღრმესი
მადლობა შენ ამ ემოციებისთვის... შენ ხარ საოცრება <3 ალბათ ამ ისტორიის ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება <3

 


№15  offline წევრი Manikaaa

marqetele
ჩემო თბილო ტკბილო და კარგო წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორ გამახარე პირობა რომ შემისრულე .პირველი ადამიანი ვარ ვინც წაიკითხა ისტორია (რათქმაუნდა შენს შემდეგ) ბევრიც ვიტირე და ისე ცუდად გავხდი ვეღარც ვაგრძელებდი კითხვას . ჩემი პირადი საოცრება ხარ შენ ! შენი მარიამი <3

მიყვარხარ უზომოდ... heart_eyes

Hela
ვაიმე რამდენი მატირე
რა საოცრება იყო
ძალიან მაგარი
უმაგრესი
გამაგიჟე
მოვკვდი ტირილით
გავაფრინე
საოცრება ხარ საოცრება
როგორ განახარე დემერე რომ დაბრუნდა

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ♥

magdamargia
ამ წამს მატარებელში ვარ და ვიფიქრე რამეს ავიკითხავ დროის გასაყვანადმეთქი, საერთოდ მჩვევია ხოლმე მოხრობების ბოლოდან წაკითხვა თუ კარგად მთავრდება მააინ ვკითხულობ ხოლმე მაგრან რაღაცნაირად ეს ისტრია თავიდან დავიწყე ფდა შევყევი ისე რომ არც მინახავს როგორ მთავრდებოდა, შენ არ იცი რა განმაცდევინე დემეს "სიკვდილით"... მთელი მატარებლის ხალხი მე მიყურებდა ისე ვტიროდი... ვიფიქრე რაღა აზრი აქვს წაკითხვასთქო და ერთ მომენტში შევწყვიტე კითხვა თუმცა რამდენიმე წუთში ვეღარ გავუძელი , ალბათ სესილი (დემეს გარდა მას სესილიას ვერავინ დაუძახებს) ვერ გავიმეტე მარტოობისთვის მინდოდა მეთანაგრძნო, მეც "მტკიოდა" დემე და მტკიოდა სესილიც და ბოლოს სესილი და დემე ერთად მტკიოდა. ვერ აღვწერ ჩემს ემოციებს, ერთბაშად გავნადურდი იმდენად "ჩემებად" მივიღე დემე და სესილი... ისტორიის დასასრულს კი ვერ წარმოიდგენ რამდენად გამახარა "ცოცხალმა" დემემ, ახლაც ემოციებში ვარ.. ავტორ უღრმესი
მადლობა შენ ამ ემოციებისთვის... შენ ხარ საოცრება <3 ალბათ ამ ისტორიის ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება <3


თქვენ არც კი იცით, რამდენს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვის <3 ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა ის ემოცია მიგაქვს მკითხველამდე, რომელიც ჩადე, მთელი გული და სული ჩააქსოვე ♥ უღრმესი მადლობა heart_eyes

 


№16  offline წევრი mariam m.k

Nu exa jer ar wamikitxavs magram iseti komentarebia exave tu ar wavikitxe davsamarde p.s shegifaseb wakitxvis shemdeg gaviqeci

 


№17 სტუმარი ინა

ვაიმე ეს რა იყო :((( ძალიან მაგარი იყო ♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent