შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და 50 წლის შემდეგ რა იქნება?! (სრულად)


19-08-2017, 18:15
ავტორი Lily Morgan
ნანახია 3 572

* * *
-და 50წლის მერე რა იქნება?!
-არ ვიცი, მაგრამ გპირდები, რომ ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით!
* * *
-პირველად ერთმანეთი იცი სად გავიცანით?
-სად? სად? მოგვიყევი რა!
-მოკლედ ერთმანეთი მეტროში გავიცანით...
-მეტროში?!
-დიახ, დიახ მეტროში.მოკლედ ზამთარი იყო...სასწავლებლიდან მოვდიოდი(პირველ კურსელი ვიყავი)... ხომ იცით, რომ თუ მეტროში რამეს მაგრად არ მოჰკიდე ხელი აუცილებლად წაიქცევი... გაყინულ ხელებს ჯიბეებში ვითბობდი.როდესაც შევედი ხელების ამოღება დამეზარა და უბრალოდ კართან დავდექი...ისიც შემოვიდა და პირდაპირ ჩემს წინ დადგა. ამ დროს მატარებელმა აუჩქარა, მე წავბარბაცდი და ფაქტიურად ჩავეხუტე.ჩამომხედა, გამიღიმა და გასწორებაში მომეხმარა, მაგრამ ისე გავბრაზდი საკუთარ თავზე, რომ ალბათ გადავწყვიტე მასზე მეძია შური და იქით მოვდე შარი. რა გინდა მეთქი, ჩემითაც გავსწორდებოდითქო და რაღაცეები, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა მან ხმა არ ამოიღო და იმ გაჩერებაზე ჩავიდა...შემდეგ გაჩერებაზე მეც ჩამოვედი. მასზეც გაბრაზებული ვიყავი და ჩემს თავზეც. ვფიქრობდი რაღას ვეჩხუბებოდი, გავჩუმებულიყავითქო...
მეორე დღესაც შემხვდა სასწავლებლიდან რომ მოვდიოდი და ასე ხდებოდა თითქმის ყოველდღე ორი კვირის განმავლობაში...შემდეგ ერთი თვით გაუჩინარდა...მეც მიმავიწყდა...მაგრამ შემდეგ იცით რა მოხდა?!
-რა?! რა?!
-ჩემს სასწავლებელში შემხვდა და ინგლისურზე ერთად ვიჯექით...ერთი-ორი ჯგუფური სამუშაოც და ჩვენ ერთმანეთი გავიცანით...ნუ შემდეგ ყოველდღე ერთად მოვდიოდით სასწავლებლიდან... ისევ დაიკარგა...მე გავბრაზდი და ასე ვთქვათ, გავებუტე...სადღაც 2-3კვირაში ისევ გამოჩნდა. დიდი ხანი ხმას არ ვცემდი...ისევ დაიკარგა...
-და სად მიდიოდა ასე ხშირად?!
-მოითმინეთ და ყველაფერს მოგიყვებით!
-კარგი! მიდი გააგრძელე რაა!..
-სად ვიყავი?! აა ხო...ისევ დაიკარგა, დაახლოებით 1თვით...შემდეგ კვლავ გამოჩნდა...ვარდებით დამადგა შუაღამეს და სიმღერაც მიმღერა სადარბაზოს ქვეშ...იმ დღეს მეზობლებმა ბევრი ლანძღეს, რადგან უაზროდ ყროყინებდა... შემდეგ ნუ როგორც ხდება ხოლმე, ხომ იცით...შეგვიყვარდა ერთმანეთი და ვიყავით ასე ლაღად, მაგრამ ხშირად იკარგებოდა და 2-3 კვირა აღარ ჩნდებოდა...
ერთ დღესაც ვკითხე თუ რატომ იკაგებოდა ასე, მან კი არაფერი მიპასუხა. გავბრაზდი რას მიმალავ მეთქი და მივდიოდი, როდესაც ხელით დამიჭირა და მანქანაში ძალით ჩამსვა...2-3 საათის სავალზე წამიყვანა და იქ ისეთი რამ ვნახე, რასაც არასდროს და არავის ვეტყვი!
-აუ გვითხარი ბებო რაა!
-არა ბები! ეს ჩემი და ბაბუას საიდუმლოა!
-მერე ბებო?!
-მერე?! მერე უკვე უნივწრსიტეტი დავამთავრეთ და დავქორწინდით...ერთად ვიკარგებოდით და ისევ ერთად ვბრუნდებოდით!.. შემდეგ შვილები გაგვიჩნდა, შემდეგ შვილიშვილები და ასე!ახლა კი ბაბუათქვენი ალბათ ზეციდან გვიყურებს და გვიღიმის!–საათს დახედა– უკვე თორმეტს გადაცდა...დღეს ორმოცდაათი წელი გავიდა მას მერე, რაც ბაბუათქვენი გავიცანი!
-ბები, ბაბუ ძალიან გვენატრება!
-მეც უზომოდ მენატრება ბაბუა...ახლა კი ძილის დროა უკვე! ჩქარა აბა ყველა თავის ლოგინში და დაიძინეთ! დროზე! დროზე!-ყველას შუბლზე გვაკოცა და საბნები გაგვისწორა.
ბაბუას ფოტო, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე ხელში ეჭირა და ეფერებოდა, აკოცა, კვლავ თაროზე დააბრუნა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
-ხომ დამპირდი 50წლის მერე ერთად ვიქნებითო?!–ჩაიცინა და ოთახიდან გავიდა...
* * *
იმავე დილით დედა შემოვიდა ოთახში აცრემლიანებული თვალებით.
-რა მოხდა დე?!
-ბავშვებო, ბებო...–რამდენიმე წუთით ხმა ვერ ამოიღო.
-წავიდა უკვე ბებო ბაბუსთან?
-რა?!
-ხო არ იცოდი, რომ ბაბუ ბებოს დაჰპირდა 50 წლის მერეც ერთად ვიქნებითო...
თავიდან გაკვირვებული სახით შემომხედა, შემდეგ მოვიდა, თბილად ჩამეხუტა და თვალებზე მომდგარი ცრემლები მომწმინდა...

* * *
(ამ საღამოს მუზები მომაწვა)
ეს ისტორია არის სიყვარულზე, რომელიც სიკვდილმაც კი ვერ დააშორა! მისმა პრინცმა თავისი დანაპირები მაინც აასრულა!..იმედი მაქვს მოგეწონებათ! ვეცადე ყველანაირად რომ ცუდი არ გამოსულიყო! როგორც ხედავთ პატარა ინტრიგაცაა ჩადებული! :დ პატარაცაა,მაგრამ სამაგიეროდ(ჩემი აზრით) თბილი და საყვარელი ისტორიაა <3 <3ცოტა სევდიანიც, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით რა ხდება იმ ქვეყნად! <3 <3 <3
სიყვარულით თქვენი FyFaen...

იმედია ჩემს მკითხველებს არ დავავიწყდი! :დ <3 <3 <3



№1 სტუმარი Guest ucnobi_18

ახლა გული წამივაა ეს რაიყოო <3 აიისიტყვებიი ზედმეტია

 


№2  offline მოდერი zia-maria

სიყვარული უკვდავია,მან ასაკი არ იცის.

 


№3 სტუმარი Guest მარიამი

ტანში დამიარა რაღაც სასწაული იყი

 


№4  offline წევრი Lily Morgan

ძალიან დიდი მადლობა ყველას! <3 <3 <3 მიყვარხართ! <3 *_*

 


№5  offline წევრი Na❣Da

აი ასეთი ტკბილი სიყვარული და ასეთი გრძნობები აკლია დედამიწას <3 ძალიან მაგარი იყო <3

 


№6  offline წევრი Lily Morgan

Hela
ძაანნმომეწონა ჩემი დიდი ბებია და დიდი ბაბუა გამახსენე❤️❤️

სიამოვნებით მოვისმენდი(ნუ წავიკითხავდიც) შენი დიდი ბებიის და დიდი ბაბუის ისტორიას! <3 <3 <3 მიხარია თუ მოგეწონა! <3 <3 <3

Na❣Da
აი ასეთი ტკბილი სიყვარული და ასეთი გრძნობები აკლია დედამიწას <3 ძალიან მაგარი იყო <3

ნამდვილად! <3 აბსოლიტურად გეთანხმები! <3 ძალიან მიხარია რომ მოგეწონა! ^_^ <3

 


№7  offline წევრი just girl

Bolos amatira im bavshvis sityvenma ))))

 


№8  offline წევრი Lily Morgan

just girl
Bolos amatira im bavshvis sityvenma ))))

შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორი ემოციებით ვწერდი❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent